პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენალაპრილი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები EFG

Enalapril Normon 5 mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ენალაპრილი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს. ენალაპრილი გამოიყენება: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ; გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ; გულის სიმპტომური უკმარისობის პრევენციისათვის.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენალაპრილი (enalapril)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ტაბლეტი №60
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041411
რეგისტრირებულია
25 ივნისი 2024, მოქმედებს 25 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენალაპრილი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ენალაპრილი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენალაპრილი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს.

ენალაპრილი გამოიყენება:

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;

გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ;

გულის სიმპტომური უკმარისობის პრევენციისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ჰიპერტენზია:

უმეტესობა პაციენტებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას.

რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.

გულის უკმარისობა:

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. ექიმმა თანდათანობით შეიძლება გაზარდოს დოზა, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა. რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთ ან ორ დოზად მიღებული.

მკურნალობის დასაწყისში სიფრთხილეა საჭირო შესაძლო თავბრუსხვევის ან ვერტიგოს გამო.

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ ეს სიმპტომები აღენიშნება პაციენტს.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ენალაპრილი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომია თავბრუსხვევა ან ვერტიგო არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ენალაპრილი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი მკურნალობდა იმავე ჯგუფის მედიკამენტით, რომელსაც მიეკუთვნება ენალაპრილი ნორმონი (აგფ ინჰიბიტორები) და აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით;

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს უცნობი გენეზის ან მემკვიდრეობითი ტიპის ანგიონევროზული შეშუპება (კანზე ჭინჭრის ციების განვითარება, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ და ტუჩებზე. ასევე ხელებზე, ტერფებზე და ყელში და ასევე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და პაციენტი იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა (უმჯობესია არ იქნას მიღებული ენალაპრილი ნორმონი ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ენალაპრილი ნორმონის მიღებისას

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს შესაძლო ფეხმძიმობის (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შესახებ). ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დაუშვებელია მისი მიღება ფეხმძიმობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება (იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა”).

სიფრთხილის ზომები

ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება.

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების შემცირება (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);

თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის რაიმე პრობლემა (თირკმლის გადანერგვის ჩათვლით), რადგან ეს იწვევს სისხლში კალიუმის მაღალ დონეს, რაც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტი დიალიზზე იმყოფება;

თუ პაციენტი მკურნალობს შარდმდენებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას);

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ძლიერი ღებინება ან დიარეა;

თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ან მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის რაოდენობას (როგორიცაა; ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ჰეპარინი) ან პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ძლიერი ღებინება ან ფაღარათი;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა;;

თუ მკურნალობის დროს ვითარდება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიან პაციენტებს აგფ ინჰიბიტორების მიმართ ამ ტიპის რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს LDL აფერეზი ან დესენსიბილიზაცია, ფუტკრის ან კრაზანის შხამით გამოწვეული ალერგიის ეფექტის შესამცირებლად;

თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს (შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, საწყისი დოზების მიღებისას ან ადგომისას. ამ შემთხვევაში დაწოლა შეიძლება სასარგებლო იყოს);

თუ პაციენტს კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება აქვს (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმია), იტარებს იმუნოსუპრესორულ თერაპიას, იღებს ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან მათ კომბინაციას;

თუ პაციენტი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;

ალისკირენს.

მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.

იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის“ მიღება.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ენალაპრილი ნორმონი ნაკლებ ეფექტიანად აქვეითებს სისხლის წნევას შავკანიან პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ყველა შემთხვევაში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ენალაპრილი ნორმონით დოზის კორექცია, მკურნალობის შეჩერება ან სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი. თუ პაციენტს დიაბეტი აქვს და იღებს პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს ან ინსულინს, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ყურადღებითი მონიტორინგი, განსაკუთრებით ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის პირველ თვეს. ქირურგიულ ოპერაციამდე ან ანესთეზიის წინ (მოიცავს სტომატოლოგიურ ანესთეზიას) მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ენალაპრილ ნორმონს, რადგან შეიძლება სისხლის წნევა უეცრად დავარდეს ანესთეზიის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. გარკვეული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ენალაპრილ ნორმოთან, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან მკურნალობის შეჩერება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას);

შარდმდენები (ზრდიან შარდის გამოყოფას);

კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები);

ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

ანტიფსიქოზური საშუალებები;

საანესთეზიო საშუალებები;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ორალური ანტიდიაბეტური აგენტები ან ინსულინი);

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAIDs) (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან გარკვეული ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა);

სიმპათომიმეტური საშუალებები;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ართრიტის დროს, ოქროს პრეპარატებით თერაპიის ჩათვლით;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAIDs) COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების და ტკივილის მოსახსნელად).

ენალაპრილი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს ენალაპრილი ნორმონის შეწოვაზე გავლენას.

ალკოჰოლი აძლიერებს ენალაპრილის ჰიპოტენზიურ (სისხლის წნევის დამწევ) ეფექტს, ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლის შემცველ სასმელს ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ენალაპრილი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე, ჭიქა წყალთან ერთად.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის შესაძლო ფეხმძიმობის (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის) შესახებ. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილი ნორმონით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ახალშობილების (დაბადებიდან რამდენიმე პირველი კვირა) და განსაკუთრებით, დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს. უფრო მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ექიმი გაითვალისწინებს ენალაპრილი ნორმონის გამოყენების სარგებელსა და რისკებს ძუძუთი კვების დროს, სხვა მკურნალობებთან შედარებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია.

რადგან ენალაპრილმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა, პაციენტმა არ უნდა შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას (ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა), სანამ არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.

ენალაპრილი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ენალაპრილი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს, ან აღინიშნება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

არახშირი: ანემია (აპლაზიური და ჰემოლიზური ანემიების ჩათვლით.) იშვიათი: სისხლის დარღვევები, როგორიცაა ნეიტროფილების მკვეთრად დაქვეითება, ჰემოგლობინის დაბალი დონე, გრანულოციტების შემცირება ან არარსებობა, სისხლში ურედული ელემენტების დფიციტი, ძვლის ტვინის დეპრესია, ლიმფური კვანძების დაავადება ან პათოლოგიური იმუნური პასუხი.

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: არახშირი: გლუკოზის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია).

ფსიქიკური და ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავის ტკივილი, დეპრესია. არახშირი: ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან უძილობა, ნევროზულობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ვერტიგო. იშვიათი: ძილის დარღვევები, ძილის პრობლემები.

თვალის დარღვევები: ძალიან ხშირი: მხედველობის დაბინდვა;

კარდიოვასკულარული დარღვევები: ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა; ხშირი: არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის ჩათვლით), გულისწასვლა, მკერდის არეში ტკივილი, გულის რიტმის დარღვევები, სტენოკარდია, ტაქიკარდიასთან (აჩქარებული გულისცემა). არახშირი: ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა დაჯდომისას ან ადგომისას), სწრაფი გულისცემა და გულისცემის შეგრძნება, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (გულში და/ან თავის ტვინში სისხლის ნაკადის პრობლემების მქონე პაციენტებში) არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის გამო. იშვიათი: მცირე არტერიების, ჩვეულებრივ ხელისა და ფეხის თითების, სპაზმები, რომელიც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან არათანაბრ წითელ-ლურჯ შეფერილობას (რეინოს ფენომენი).

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ძალიან ხშირი: ხველა. ხშირი: სუნთქვის გაძნელება. არახშირი: ცხვირის ლორწოს გამოყოფა, ყელში ქავილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა. იშვიათი: ფილტვებში სითხე, ცხვირის ლორწოვანი გარსების ანთება, ფილტვების ალერგიული ანთება.

გასტროინტესტინური დარღვევები: ძალიან ხშირი: გულისრევა; ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოს დარღვევა. არახშირი: ნაწლავების ობსტრუქცია, პანკრეასის ანთება, ღებინება, მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი. იშვიათი: პირში წყლულები და ანთება, ენის ანთება. ძალიან იშვიათი: ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება (ნაწლავის ანთება).

ჰეპატობილიარული დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ნაღვლის დინების შემცირება ან ობსტრუქცია ღვიძლის ნაღვლის სადინარში (ქოლესტაზი სიყვითლის ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი: კანზე გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და ხორხის შეშუპებას. არახშირი: ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება (შესივება სიწითლით და ქავილით), თმის ცვენა. იშვიათი: კანის მძიმე რეაქცია, კანის ძლიერი სიწითლის, ბუშტიკოვანი გამონაყარის, კანის აქერცვლის ჩათვლით.

აღწერილ იქნა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს შემდეგ რეაქციებს: ცხელება, სისხლძარღვების ანთება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ანთება, სისხლის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კომპონენტებზე და ჩვეულებრივ ვლინდება სისხლის ანალიზში, გამონაყარი, მზის სინათლეზე მგრძნობელობა და კანის სხვა ეფექტები.

თირკმლისა და შარდვის დარღვევები: არახშირი: თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია ან თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის არსებობა. იშვიათი: შარდის დაქვეითებული სეკრეცია.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: არახშირი: იმპოტენცია. იშვიათი: სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ძალიან ხშირი: სისუსტე. ხშირი: დაღლილობა. არახშირი: კუნთების სპაზმები, ალები, ყურებში ხმაური, ზოგადი სისუსტე, ცხელება.

კლინიკური ანალიზები: ხშირი: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, შრატში კრეატინინის გაზრდა არახშირი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება.

ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:

თუ ვითარდება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, ისე რომ ძნელდება სუნთქვა ან ყლაპვა;

თუ ვითარდება ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება;

თუ ვითარდება ჭინჭრის ციება (სხეულის ზოგიერთ ნაწილში ქავილი და სიწითლე).

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შავკანიანი პაციენტები ამ ტიპის გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი და მაგნიუმის სტეარატი.

ენალაპრილი ნორმონის ფორმა შეფუთვა

ენალაპრილი ნორმონი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 ან 60 ტაბლეტს. ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2017 წლის სექტემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ის ქვემოთ.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ენალაპრილი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ენალაპრილი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი ნორმონის მიღებამდე

ენალაპრილი ნორმონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ენალაპრილი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ენალაპრილი ნორმონი და მისი გამოყენება

ენალაპრილი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს.

ენალაპრილი გამოიყენება:

მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;

გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ;

გულის სიმპტომური უკმარისობის პრევენციისათვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი მკურნალობდა იმავე ჯგუფის მედიკამენტით, რომელსაც მიეკუთვნება ენალაპრილი ნორმონი (აგფ ინჰიბიტორები) და აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით;

თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს უცნობი გენეზის ან მემკვიდრეობითი ტიპის ანგიონევროზული შეშუპება (კანზე ჭინჭრის ციების განვითარება, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ და ტუჩებზე. ასევე ხელებზე, ტერფებზე და ყელში და ასევე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით);

თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და პაციენტი იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა (უმჯობესია არ იქნას მიღებული ენალაპრილი ნორმონი ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ენალაპრილი ნორმონის მიღებისას

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს შესაძლო ფეხმძიმობის (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შესახებ). ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და დაუშვებელია მისი მიღება ფეხმძიმობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება (იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა”).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება.

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების შემცირება (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);

თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის რაიმე პრობლემა (თირკმლის გადანერგვის ჩათვლით), რადგან ეს იწვევს სისხლში კალიუმის მაღალ დონეს, რაც შეიძლება სერიოზული იყოს;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტი დიალიზზე იმყოფება;

თუ პაციენტი მკურნალობს შარდმდენებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას);

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ძლიერი ღებინება ან დიარეა;

თუ პაციენტი იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ან მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის რაოდენობას (როგორიცაა; ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ჰეპარინი) ან პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ძლიერი ღებინება ან ფაღარათი;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა;;

თუ მკურნალობის დროს ვითარდება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიან პაციენტებს აგფ ინჰიბიტორების მიმართ ამ ტიპის რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს LDL აფერეზი ან დესენსიბილიზაცია, ფუტკრის ან კრაზანის შხამით გამოწვეული ალერგიის ეფექტის შესამცირებლად;

თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს (შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, საწყისი დოზების მიღებისას ან ადგომისას. ამ შემთხვევაში დაწოლა შეიძლება სასარგებლო იყოს);

თუ პაციენტს კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება აქვს (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმია), იტარებს იმუნოსუპრესორულ თერაპიას, იღებს ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან მათ კომბინაციას;

თუ პაციენტი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;

ალისკირენს.

მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.

იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის“ მიღება.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ენალაპრილი ნორმონი ნაკლებ ეფექტიანად აქვეითებს სისხლის წნევას შავკანიან პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ყველა შემთხვევაში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ენალაპრილი ნორმონით დოზის კორექცია, მკურნალობის შეჩერება ან სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგი. თუ პაციენტს დიაბეტი აქვს და იღებს პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს ან ინსულინს, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის ყურადღებითი მონიტორინგი, განსაკუთრებით ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის პირველ თვეს. ქირურგიულ ოპერაციამდე ან ანესთეზიის წინ (მოიცავს სტომატოლოგიურ ანესთეზიას) მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ენალაპრილ ნორმონს, რადგან შეიძლება სისხლის წნევა უეცრად დავარდეს ანესთეზიის გამო.

სხვა მედიკამენტები და ენალაპრილი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. გარკვეული მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ენალაპრილ ნორმოთან, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან მკურნალობის შეჩერება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (აქვეითებენ მაღალ არტერიულ წნევას);

შარდმდენები (ზრდიან შარდის გამოყოფას);

კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები);

ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;

ანტიფსიქოზური საშუალებები;

საანესთეზიო საშუალებები;

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (ორალური ანტიდიაბეტური აგენტები ან ინსულინი);

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAIDs) (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან გარკვეული ანთების სამკურნალოდ, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა);

სიმპათომიმეტური საშუალებები;

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ართრიტის დროს, ოქროს პრეპარატებით თერაპიის ჩათვლით;

არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAIDs) COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების და ტკივილის მოსახსნელად).

ენალაპრილი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს ენალაპრილი ნორმონის შეწოვაზე გავლენას.

ალკოჰოლი აძლიერებს ენალაპრილის ჰიპოტენზიურ (სისხლის წნევის დამწევ) ეფექტს, ამიტომ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ალკოჰოლის შემცველ სასმელს ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

ენალაპრილი ნორმონის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე, ჭიქა წყალთან ერთად.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის შესაძლო ფეხმძიმობის (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის) შესახებ. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილი ნორმონით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.

ძუძუთი კვება

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ენალაპრილი ნორმონი არ არის რეკომენდებული ახალშობილების (დაბადებიდან რამდენიმე პირველი კვირა) და განსაკუთრებით, დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს. უფრო მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ექიმი გაითვალისწინებს ენალაპრილი ნორმონის გამოყენების სარგებელსა და რისკებს ძუძუთი კვების დროს, სხვა მკურნალობებთან შედარებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ამ მედიკამენტის მიმართ პასუხი ინდივიდუალურია.

რადგან ენალაპრილმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა, პაციენტმა არ უნდა შეასრულოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას (ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა), სანამ არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.

ენალაპრილი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.

ენალაპრილი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ჰიპერტენზია:

უმეტესობა პაციენტებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას.

რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.

გულის უკმარისობა:

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. ექიმმა თანდათანობით შეიძლება გაზარდოს დოზა, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა. რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთ ან ორ დოზად მიღებული.

მკურნალობის დასაწყისში სიფრთხილეა საჭირო შესაძლო თავბრუსხვევის ან ვერტიგოს გამო.

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ ეს სიმპტომები აღენიშნება პაციენტს.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ენალაპრილი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომია თავბრუსხვევა ან ვერტიგო არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ენალაპრილი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ენალაპრილი ნორმონმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს, ან აღინიშნება გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

არახშირი: ანემია (აპლაზიური და ჰემოლიზური ანემიების ჩათვლით.) იშვიათი: სისხლის დარღვევები, როგორიცაა ნეიტროფილების მკვეთრად დაქვეითება, ჰემოგლობინის დაბალი დონე, გრანულოციტების შემცირება ან არარსებობა, სისხლში ურედული ელემენტების დფიციტი, ძვლის ტვინის დეპრესია, ლიმფური კვანძების დაავადება ან პათოლოგიური იმუნური პასუხი.

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები: არახშირი: გლუკოზის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია).

ფსიქიკური და ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავის ტკივილი, დეპრესია. არახშირი: ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან უძილობა, ნევროზულობა, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ვერტიგო. იშვიათი: ძილის დარღვევები, ძილის პრობლემები.

თვალის დარღვევები: ძალიან ხშირი: მხედველობის დაბინდვა;

კარდიოვასკულარული დარღვევები: ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა; ხშირი: არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის ჩათვლით), გულისწასვლა, მკერდის არეში ტკივილი, გულის რიტმის დარღვევები, სტენოკარდია, ტაქიკარდიასთან (აჩქარებული გულისცემა). არახშირი: ორთოსტატიკული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა დაჯდომისას ან ადგომისას), სწრაფი გულისცემა და გულისცემის შეგრძნება, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (გულში და/ან თავის ტვინში სისხლის ნაკადის პრობლემების მქონე პაციენტებში) არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის გამო. იშვიათი: მცირე არტერიების, ჩვეულებრივ ხელისა და ფეხის თითების, სპაზმები, რომელიც იწვევს კანის სიფერმკრთალეს ან არათანაბრ წითელ-ლურჯ შეფერილობას (რეინოს ფენომენი).

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ძალიან ხშირი: ხველა. ხშირი: სუნთქვის გაძნელება. არახშირი: ცხვირის ლორწოს გამოყოფა, ყელში ქავილი და ხმის ჩახლეჩა, ასთმა. იშვიათი: ფილტვებში სითხე, ცხვირის ლორწოვანი გარსების ანთება, ფილტვების ალერგიული ანთება.

გასტროინტესტინური დარღვევები: ძალიან ხშირი: გულისრევა; ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოს დარღვევა. არახშირი: ნაწლავების ობსტრუქცია, პანკრეასის ანთება, ღებინება, მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, ყაბზობა, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, მეტეორიზმი. იშვიათი: პირში წყლულები და ანთება, ენის ანთება. ძალიან იშვიათი: ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება (ნაწლავის ანთება).

ჰეპატობილიარული დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ნაღვლის დინების შემცირება ან ობსტრუქცია ღვიძლის ნაღვლის სადინარში (ქოლესტაზი სიყვითლის ჩათვლით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი: კანზე გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და ხორხის შეშუპებას. არახშირი: ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება (შესივება სიწითლით და ქავილით), თმის ცვენა. იშვიათი: კანის მძიმე რეაქცია, კანის ძლიერი სიწითლის, ბუშტიკოვანი გამონაყარის, კანის აქერცვლის ჩათვლით.

აღწერილ იქნა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს შემდეგ რეაქციებს: ცხელება, სისხლძარღვების ანთება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და ანთება, სისხლის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის კომპონენტებზე და ჩვეულებრივ ვლინდება სისხლის ანალიზში, გამონაყარი, მზის სინათლეზე მგრძნობელობა და კანის სხვა ეფექტები.

თირკმლისა და შარდვის დარღვევები: არახშირი: თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია ან თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის არსებობა. იშვიათი: შარდის დაქვეითებული სეკრეცია.

რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები: არახშირი: იმპოტენცია. იშვიათი: სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები: ძალიან ხშირი: სისუსტე. ხშირი: დაღლილობა. არახშირი: კუნთების სპაზმები, ალები, ყურებში ხმაური, ზოგადი სისუსტე, ცხელება.

კლინიკური ანალიზები: ხშირი: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, შრატში კრეატინინის გაზრდა არახშირი: სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. იშვიათი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება.

ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:

თუ ვითარდება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, ისე რომ ძნელდება სუნთქვა ან ყლაპვა;

თუ ვითარდება ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება;

თუ ვითარდება ჭინჭრის ციება (სხეულის ზოგიერთ ნაწილში ქავილი და სიწითლე).

პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შავკანიანი პაციენტები ამ ტიპის გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ენალაპრილი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ის ქვემოთ.

ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ენალაპრილი ნორმონი 5 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი და მაგნიუმის სტეარატი.

ენალაპრილი ნორმონის ფორმა შეფუთვა

ენალაპრილი ნორმონი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 ან 60 ტაბლეტს. ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2017 წლის სექტემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა