ენალაპრილი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები EFG
Enalapril Normon 10 mg comprimidos EFG
ენალაპრილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ენალაპრილის მალეატს. ის მიეკუთვნება ე.წ. აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) ჯგუფს. ენალაპრილი გამოიყენება: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ; გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის შესუსტება). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ენალაპრილი (enalapril)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041412
- რეგისტრირებულია
- 25 ივნისი 2024, მოქმედებს 17 მაისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ენალაპრილი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ენალაპრილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ენალაპრილის მალეატს. ის მიეკუთვნება ე.წ. აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) ჯგუფს.
ენალაპრილი გამოიყენება:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის შესუსტება). პრეპარატი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და ხელს უწყობს პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას;
გულის უკმარისობის ნიშნების პრევენციისათვის. ნიშნები მოიცავს ქოშინს, დაღლილობას სუსტი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როგორიცაა სეირნობა, ან კოჭების და ტერფების შეშუპებას.
პრეპარატი მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოებით, რაც აქვეითებს სისხლის წნევას. ეს მედიკამენტი ჩვეულებრივ მოქმედებას იწყებს ერთი საათის განმავლობაში და ეფექტი გრძელდება არაუმცირეს 24 საათი. ზოგიერთი პირი საჭიროებს რამდენიმე კვირიან მკურნალობას, სანამ მიიღწევა საუკეთესო ეფექტი არტერიულ წნევაზე.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით;
არ უნდა მოხდეს დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღება;
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მაღალი არტერიული წნევა
რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში.
ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას.
რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.
მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში.
ექიმმა თანდათანობით გაზრდის დოზას, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა.
რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ, ერთ ან ორ დოზად მიღებული.
მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
მედიკამენტის დოზა იცვლება თირკმლის ფუნქციის მიხედვით:
თირკმლის ზომიერი პრობლემები: 5 მგ - 10 მგ დღეში;
თირკმლის მძიმე პრობლემები: 2.5 მგ დღეში;
დიალიზზე მყოფი პაციენტები: 2.5 მგ დღეში. როცა არ კეთდება დიალიზი, დოზა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბალია სისხლის წნევა.
ხანდაზმული პაციენტები
დოზას განსაზღვრავს ექიმი თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
ბავშვებში გამოყენება
ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა უნდა გამოითვალოს ბავშვის წონისა და სისხლის წნევის მიხედვით. ჩვეულებრივ საწყისი დოზებია:
20 კგ-დან 50 კგ-მდე: 2.5 მგ დღეში;
50 კგ-ის ზემოთ: 5 მგ დღეში.
დოზა შეიძლება შეიცვალოს ბავშვის საჭიროების მიხედვით:
მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 20 კგ-დან 50 კგ-მდე: წონის ბავშვებში.
მაქსიმალური დღიური დოზა 40 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და თირკმლის პრობლემების მქონე ბავშვებში.
ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ენალაპრილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან ვერტიგო, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის მალეატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი მკურნალობდა ამ მედიკამენტის, ე.წ. აგფ ინჰიბიტორების, მსგავსი პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციის გამო;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც გამოიწვია ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), და მისი მიზეზი უცნობი ან მემკვიდრეობითი ტიპის იყო;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა (უმჯობესია არ იქნას მიღებული ენალაპრილი ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა);
თუ პაციენტი იღებდა ან ამჟამად იღებს საკუბიტრილს/ვალსარტანს - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება მაგალითად ყელის არეში) რისკი.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემა;
თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების შემცირება ან ნაკლებობა (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემა აქვს;
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემა აქვს (თირკმლის გადანერგვის ჩათვლით), იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ან მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის რაოდენობას, როგორიცაა ჰეპარინი (გამოიყენება თრომბოზის პრევენციისათვის), მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ტრიმეტოპრიმს და კო-ტრიმოქსაზოლს, ე.წ. ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). მათ შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის მაღალ დონე, რაც შეიძლება სერიოზული იყოს. ექიმმა შეიძლება მოახდინოს ენალაპრილის დოზის კორექცია ან მოახდინოს კალიუმის დონის მონიტორინგი სისხლში. იხ. ასევე ინფორმაცია „სხვა მედიკამენტები და ენალაპრილი ნორმონი“.
თუ პაციენტი დიალიზზე იმყოფება;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი ღებინება ან ძლიერი ფაღარათი უკანასკნელ პერიოდში;
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა;;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს. საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეს. ასევე შეიძლება მაღალი იყოს სისხლში კალიუმის დონე;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიან პაციენტებს აგფ ინჰიბიტორების მიმართ ამ ტიპის რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ;
თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს (შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, ადგომისას).
თუ პაციენტს კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება აქვს (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმია), იტარებს იმუნოსუპრესორულ თერაპიას, იღებს ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან მათ კომბინაციას;
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების რისკი:
რაცეკადოტრილი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ან კიბოს სამკურნალოდ როგორიცაა: ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ პაციენტი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.
იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის“ მიღება.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შესახებ). ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ 3 თვეში და არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ორსულობის ამ სტადიაზე მიღებისას (იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა“).
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს მედიკამენტი ნაკლებ ეფექტიანად აქვეითებს სისხლის წნევას შავკანიან პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს პროცედურა
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა, უნდა ეცნობოს ექიმს, რომ იღებს ენალაპრილს:
ნებისმიერი ოპერაცია ან თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს საანესთეზიო საშულება (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურის დროს);
მკურნალობა სისხლიდან ქოლესტერინის მოსაცილებლად, ე.წ. „LDL აფერეზი“;
დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანას შხამის მიმართ ალერგიის შესამცირებლად.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან სტომატოლგთან კონსულტაცია ამ პროცედურის ჩატარებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. ენალაპრილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე და ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ენალაპრილის ეფექტზე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები ან შარდმდენები (დიურეტიკები);
კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები) ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში, როგორიცაა ჰეპარინი, რომელიც გამოიყენება თრომბოზის პრევენციისათვის და მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ტრიმეტოპრიმს და კო-ტრიმოქსაზოლს, ე.წ. ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტები ან ინსულინი);
ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);
დეპრესიის სამკურნალო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო ე.წ. “ანტიფსიქოზური” საშუალებები;
ხველის და გაციების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები და წონის დამაქვეითებელი მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ “სიმპათომიმეტურ აგენტებს”;
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ართრიტის დროს, ოქროს პრეპარატებით თერაპიის ჩათვლით;
mTOR ინჰიბიტორები (როგორიცაა, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბის დროს ან იმუნური სისტემის მიერ გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), იხ. ასევე პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ნეპრილიზინის ინჰიბიტორს, როგორიცაა საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ფიქსირებულდოზიანი კომბინაციით ვალსარტანთან), რაცეკადოტრილი ან ვილდაგლიპტინი. შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი (სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შესუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით). იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფებში “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების და ტკივილის მოსახსნელად);
ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის თრომბების დასაშლელად (თრომბოლიზური საშუალებები);
ალკოჰოლი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ენალაპრილი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ენალაპრილის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. პაციენტების უმეტესობა ენალაპრილს იღებს მცირეოდენ წყალთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობა
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.
ძუძუთი კვება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ახალშობილების (დაბადებიდან რამდენიმე პირველი კვირა) და განსაკუთრებით, დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს. უფრო მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ექიმი გაითვალისწინებს ენალაპრილი ნორმონის გამოყენების სარგებელსა და რისკებს ძუძუთი კვების დროს, სხვა მკურნალობებთან შედარებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
ენალაპრილი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ ვითარდება შემდეგი სიმპტომები:
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება;
კვანძოვანი, წითელი გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება).
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შავკანიანი პაციენტები ამ ტიპის გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. თუ ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, უნდა შეწყდეს ენალაპრილის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუტოვნებლივ მიმართვა.
მედიკამენტის მიღების დაწყებისას შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება. ამ სიმპტომების მოხსნას ხელს უწყობს ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება (დაწოლა). ეს გამოწვეულია სისხლის წნევის ვარდნით. მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელების ეს სიმპტომები გადის. თუ პაციენტი წუხს, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
გაბრუების შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება
მხედველობის დაბინდვა
ხველა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, გულის რითმის დარღვევა, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია ან ტკივილი მკერდის არეში
თავის ტკივილი, დეპრესია, გულის წასვლა (სინკოპე), გემოს ცვლილებები
ქოშინი
დიარეა, მუცლის ტკივილი
დაღლილობა
გამონაყარი, ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით
კალიუმის დონის მომატება სისხლში, კრეატინინის დონის მომატება სისხლში (ორივე ვლინდება სისხლის ანალიზით).
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ალები
სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (გულის თრთოლვა),
მიოკარდიუმის ინფარქტი (სავარაუდოდ, რისკის მქონე პაციენტებში სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო, მათ შორის იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ გულისა და თავის ტვინის ცირკულატორული პრობლემები)
ინსულტი (სავარაუდოდ, რისკის მქონე პაციენტებში სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო)
ანემია (აპლაზიური და ჰემოლიზური ანემიების ჩათვლით)
ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან უძილობა, ნევროზულობა
დაბუჟების ან ქავილის შეგრძნება კანზე
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)
ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი ან ხმის ჩახლეჩვა
ასთმასთან დაკავშირებული მოჭერის შეგრძნება მკერდში
ნაწლავებში საკვების ნელი მოძრაობა (ილეუსი), პანკრეასის ანთება
ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, მადის დაკარგვა
კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული
კუნთების სპაზმები
თირკმლის ფუნქციის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა
გაძლიერებული ოფლიანობა
ქავილი ან ჭინჭრის ციება
თმის ცვენა
ცუდად ყოფნის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
იმპოტენცია
ცილის მაღალი დონე შარდში (ვლინდება ანალიზით)
გლუკოზის ან ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, შარდოვანას მაღალი დონე სისხლში (ვლინდება სისხლის ანალიზებით.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
„რეინოს ფენომენი“ - ხელებისა და ტერფების გაცივება და სიფერმკრთალე, სისხლის ნაკადის დაქვეითების გამო.
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, როგორიცაა ერითროციტებისა და ლეიკოციტების, ჰემოგლობინის, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ძვლის ტვინის დათრგუნვა
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შესივება
აუტოიმუნური დაავადებები
ძილის დარღვევები ან ძილის პრობლემები
სითხის ან სხვა ნივთიერებების აკუმულაცია ფილტვებში (ჩანს რენტგენოგრამაზე)
ცხვირის ანთება
ფილტვების ანთება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (პნევმონია)
ლოყების, ღრძილების, ენის, ტუჩების ანთება
შარდის რაოდენობის შემცირება
სამიზნის მსგავსი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
„სტივენს-ჯონსონის სინდრომი“ და „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“ (კანის მძიმე მდგომარეობა კანის სიწითლითა და აქერცვლით, ბუშტუკების ან წყლულების განვითარებით), ექსფოლიაციური დერმატიტი/ერითროდერმია (კანის მძიმე გამონაყარი კანის აქერცვლით), პემფიგუსი (წვრილი სითხით სავსე კვანძები კანზე).
ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის ანთება, სიყვითლე (კანის ან თვალების გაყვითლება), ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის მაღალი დონე (იზომება სისხლის ანალიზებით).
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ნაწლავების შეშუპება (ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონცემების საფუძველზე)
ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია, რაც იწვევს წყლის შეკავებას, შედეგად - სისუსტეს, დაღლილობას ან ცნობიერების დაბინდვას.
სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ სიმპტომს: ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი/ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია/მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი). შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან კანის სხვა მანიფესტაციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
+34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ენალაპრილი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
ტაბლეტის დავიწყებისას გამოტოვებული უნდა იქნას დავიწყებული დოზა.
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების მიხედვით;
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ენალაპრილის მალეატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი.
ენალაპრილი ნორმონის ფორმა შეფუთვა
წითელი, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და გრავირებით „10“ მეორე მხარეს, დიამეტრით 8.1 მმ ± 10%. ტაბლეტი იყოფა თანაბარ დოზებად.
ენალაპრილი ნორმონი ხელმისაწვდომია ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ-ის ბლისტერებზე (ერთჯერად დოზიანი ბლისტერი მხოლოდ ჰოსპიტალური შეფუთვით).
შეფუთვის ზომები:
10 მგ: 10, 28, 56, 60 ტაბლეტი და 500 ტაბლეტი (ჰოსპიტალური შეფუთვა)
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
შენახვის პირობები
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30°C-ის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ენალაპრილი ნორმონი 10 მგ ტაბლეტები
ენალაპრილის მალეატი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ენალაპრილი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი ნორმონის მიღებამდე
ენალაპრილი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ენალაპრილი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ენალაპრილი ნორმონი და მისი გამოყენება
ენალაპრილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ენალაპრილის მალეატს. ის მიეკუთვნება ე.წ. აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) ჯგუფს.
ენალაპრილი გამოიყენება:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის შესუსტება). პრეპარატი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და ხელს უწყობს პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას;
გულის უკმარისობის ნიშნების პრევენციისათვის. ნიშნები მოიცავს ქოშინს, დაღლილობას სუსტი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როგორიცაა სეირნობა, ან კოჭების და ტერფების შეშუპებას.
პრეპარატი მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოებით, რაც აქვეითებს სისხლის წნევას. ეს მედიკამენტი ჩვეულებრივ მოქმედებას იწყებს ერთი საათის განმავლობაში და ეფექტი გრძელდება არაუმცირეს 24 საათი. ზოგიერთი პირი საჭიროებს რამდენიმე კვირიან მკურნალობას, სანამ მიიღწევა საუკეთესო ეფექტი არტერიულ წნევაზე.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენალაპრილი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ენალაპრილის მალეატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტი მკურნალობდა ამ მედიკამენტის, ე.წ. აგფ ინჰიბიტორების, მსგავსი პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციის გამო;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც გამოიწვია ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება), და მისი მიზეზი უცნობი ან მემკვიდრეობითი ტიპის იყო;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია და იღებს არტერიული წნევის დამაქვეითებელ მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა (უმჯობესია არ იქნას მიღებული ენალაპრილი ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი ფეხმძიმობა);
თუ პაციენტი იღებდა ან ამჟამად იღებს საკუბიტრილს/ვალსარტანს - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (კანქვეშა ქსოვილის სწრაფი შეშუპება მაგალითად ყელის არეში) რისკი.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემა;
თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვები;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის პრობლემები, როგორიცაა ლეიკოციტების შემცირება ან ნაკლებობა (ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემა აქვს;
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემა აქვს (თირკმლის გადანერგვის ჩათვლით), იმყოფება უმარილო დიეტაზე, იღებს კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, ან მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან სისხლში კალიუმის რაოდენობას, როგორიცაა ჰეპარინი (გამოიყენება თრომბოზის პრევენციისათვის), მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ტრიმეტოპრიმს და კო-ტრიმოქსაზოლს, ე.წ. ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ). მათ შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის მაღალ დონე, რაც შეიძლება სერიოზული იყოს. ექიმმა შეიძლება მოახდინოს ენალაპრილის დოზის კორექცია ან მოახდინოს კალიუმის დონის მონიტორინგი სისხლში. იხ. ასევე ინფორმაცია „სხვა მედიკამენტები და ენალაპრილი ნორმონი“.
თუ პაციენტი დიალიზზე იმყოფება;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი ღებინება ან ძლიერი ფაღარათი უკანასკნელ პერიოდში;
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა;;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს. საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეს. ასევე შეიძლება მაღალი იყოს სისხლში კალიუმის დონე;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებითა და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით. შავკანიან პაციენტებს აგფ ინჰიბიტორების მიმართ ამ ტიპის რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ;
თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა აქვს (შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით, ადგომისას).
თუ პაციენტს კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადება აქვს (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმია), იტარებს იმუნოსუპრესორულ თერაპიას, იღებს ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან მათ კომბინაციას;
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების რისკი:
რაცეკადოტრილი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ;
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ან კიბოს სამკურნალოდ როგორიცაა: ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი);
ვილდაგლიპტინი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ პაციენტი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) (ე.წ. „სარტანები“, როგორიცაა: ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
მკურნალი ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას, არტერიულ წნევასა და ელექტროლიტების დონეს (მაგ.: კალიუმის დონეს) სისხლში.
იხ. ასევე, ინფორმაცია პარაგრაფში „დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის“ მიღება.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ (ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შესახებ). ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის პირველ 3 თვეში და არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ორსულობის ამ სტადიაზე მიღებისას (იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა“).
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს მედიკამენტი ნაკლებ ეფექტიანად აქვეითებს სისხლის წნევას შავკანიან პაციენტებში, არაშავკანიან პაციენტებთან შედარებით.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს პროცედურა
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა, უნდა ეცნობოს ექიმს, რომ იღებს ენალაპრილს:
ნებისმიერი ოპერაცია ან თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს საანესთეზიო საშულება (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურის დროს);
მკურნალობა სისხლიდან ქოლესტერინის მოსაცილებლად, ე.წ. „LDL აფერეზი“;
დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანას შხამის მიმართ ალერგიის შესამცირებლად.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან სტომატოლგთან კონსულტაცია ამ პროცედურის ჩატარებამდე.
სხვა მედიკამენტები და ენალაპრილი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. ენალაპრილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე და ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ენალაპრილის ეფექტზე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე, ინფორმაცია პარაგრაფებში: “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები ან შარდმდენები (დიურეტიკები);
კალიუმის შემცველი მედიკამენტები (დიეტური მარილის შემცვლელები) ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში, როგორიცაა ჰეპარინი, რომელიც გამოიყენება თრომბოზის პრევენციისათვის და მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ ტრიმეტოპრიმს და კო-ტრიმოქსაზოლს, ე.წ. ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტები ან ინსულინი);
ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);
დეპრესიის სამკურნალო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
ფსიქიკური პრობლემების სამკურნალო ე.წ. “ანტიფსიქოზური” საშუალებები;
ხველის და გაციების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები და წონის დამაქვეითებელი მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ “სიმპათომიმეტურ აგენტებს”;
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ართრიტის დროს, ოქროს პრეპარატებით თერაპიის ჩათვლით;
mTOR ინჰიბიტორები (როგორიცაა, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი; მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბის დროს ან იმუნური სისტემის მიერ გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), იხ. ასევე პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.
მედიკამენტი, რომელიც შეიცავს ნეპრილიზინის ინჰიბიტორს, როგორიცაა საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ფიქსირებულდოზიანი კომბინაციით ვალსარტანთან), რაცეკადოტრილი ან ვილდაგლიპტინი. შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზული შეშუპების რისკი (სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შესუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით). იხ. ასევე ინფორმაცია პარაგრაფებში “დაუშვებელია ენალაპრილი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები, COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების და ტკივილის მოსახსნელად);
ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის თრომბების დასაშლელად (თრომბოლიზური საშუალებები);
ალკოჰოლი.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ენალაპრილი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ენალაპრილის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. პაციენტების უმეტესობა ენალაპრილს იღებს მცირეოდენ წყალთან ერთად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობა
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის დადგომამდე ან მისი დადგომისას მაშინათვე მკურნალი ექიმი შეწყვეტს ენალაპრილით მკურნალობას და მის ნაცვლად დანიშნავს სხვა მედიკამენტს. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და დაუშვებელია მისი მიღება 3 თვეზე მეტის ხნის ორსულობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ფეხმძიმობის მესამე თვის შემდეგ.
ძუძუთი კვება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს ან აპირებს მის ძუძუთი კვებას. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ახალშობილების (დაბადებიდან რამდენიმე პირველი კვირა) და განსაკუთრებით, დღენაკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს. უფრო მეტი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ექიმი გაითვალისწინებს ენალაპრილი ნორმონის გამოყენების სარგებელსა და რისკებს ძუძუთი კვების დროს, სხვა მკურნალობებთან შედარებით.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
ენალაპრილი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
ენალაპრილი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით;
არ უნდა მოხდეს დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღება;
ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მაღალი არტერიული წნევა
რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში.
ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას.
რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.
მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში.
ექიმმა თანდათანობით გაზრდის დოზას, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა.
რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ, ერთ ან ორ დოზად მიღებული.
მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
მედიკამენტის დოზა იცვლება თირკმლის ფუნქციის მიხედვით:
თირკმლის ზომიერი პრობლემები: 5 მგ - 10 მგ დღეში;
თირკმლის მძიმე პრობლემები: 2.5 მგ დღეში;
დიალიზზე მყოფი პაციენტები: 2.5 მგ დღეში. როცა არ კეთდება დიალიზი, დოზა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბალია სისხლის წნევა.
ხანდაზმული პაციენტები
დოზას განსაზღვრავს ექიმი თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
ბავშვებში გამოყენება
ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა უნდა გამოითვალოს ბავშვის წონისა და სისხლის წნევის მიხედვით. ჩვეულებრივ საწყისი დოზებია:
20 კგ-დან 50 კგ-მდე: 2.5 მგ დღეში;
50 კგ-ის ზემოთ: 5 მგ დღეში.
დოზა შეიძლება შეიცვალოს ბავშვის საჭიროების მიხედვით:
მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 20 კგ-დან 50 კგ-მდე: წონის ბავშვებში.
მაქსიმალური დღიური დოზა 40 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში.
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და თირკმლის პრობლემების მქონე ბავშვებში.
ენალაპრილი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ენალაპრილის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან ვერტიგო, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის გამო.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ენალაპრილი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
ტაბლეტის დავიწყებისას გამოტოვებული უნდა იქნას დავიწყებული დოზა.
შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების მიხედვით;
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
ენალაპრილი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ენალაპრილი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ ვითარდება შემდეგი სიმპტომები:
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
ხელების, ტერფების ან კოჭების შეშუპება;
კვანძოვანი, წითელი გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება).
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შავკანიანი პაციენტები ამ ტიპის გვერდითი რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. თუ ვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, უნდა შეწყდეს ენალაპრილის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუტოვნებლივ მიმართვა.
მედიკამენტის მიღების დაწყებისას შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება. ამ სიმპტომების მოხსნას ხელს უწყობს ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება (დაწოლა). ეს გამოწვეულია სისხლის წნევის ვარდნით. მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელების ეს სიმპტომები გადის. თუ პაციენტი წუხს, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
გაბრუების შეგრძნება, გულისრევა ან ღებინება
მხედველობის დაბინდვა
ხველა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, გულის რითმის დარღვევა, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია ან ტკივილი მკერდის არეში
თავის ტკივილი, დეპრესია, გულის წასვლა (სინკოპე), გემოს ცვლილებები
ქოშინი
დიარეა, მუცლის ტკივილი
დაღლილობა
გამონაყარი, ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით
კალიუმის დონის მომატება სისხლში, კრეატინინის დონის მომატება სისხლში (ორივე ვლინდება სისხლის ანალიზით).
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ალები
სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (გულის თრთოლვა),
მიოკარდიუმის ინფარქტი (სავარაუდოდ, რისკის მქონე პაციენტებში სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო, მათ შორის იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ გულისა და თავის ტვინის ცირკულატორული პრობლემები)
ინსულტი (სავარაუდოდ, რისკის მქონე პაციენტებში სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითების გამო)
ანემია (აპლაზიური და ჰემოლიზური ანემიების ჩათვლით)
ცნობიერების დაბინდვა, ძილიანობა ან უძილობა, ნევროზულობა
დაბუჟების ან ქავილის შეგრძნება კანზე
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)
ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
გამონადენი ცხვირიდან, ყელის ტკივილი ან ხმის ჩახლეჩვა
ასთმასთან დაკავშირებული მოჭერის შეგრძნება მკერდში
ნაწლავებში საკვების ნელი მოძრაობა (ილეუსი), პანკრეასის ანთება
ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, მადის დაკარგვა
კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული
კუნთების სპაზმები
თირკმლის ფუნქციის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა
გაძლიერებული ოფლიანობა
ქავილი ან ჭინჭრის ციება
თმის ცვენა
ცუდად ყოფნის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა (ცხელება)
იმპოტენცია
ცილის მაღალი დონე შარდში (ვლინდება ანალიზით)
გლუკოზის ან ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში, შარდოვანას მაღალი დონე სისხლში (ვლინდება სისხლის ანალიზებით.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
„რეინოს ფენომენი“ - ხელებისა და ტერფების გაცივება და სიფერმკრთალე, სისხლის ნაკადის დაქვეითების გამო.
სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, როგორიცაა ერითროციტებისა და ლეიკოციტების, ჰემოგლობინის, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ძვლის ტვინის დათრგუნვა
კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შესივება
აუტოიმუნური დაავადებები
ძილის დარღვევები ან ძილის პრობლემები
სითხის ან სხვა ნივთიერებების აკუმულაცია ფილტვებში (ჩანს რენტგენოგრამაზე)
ცხვირის ანთება
ფილტვების ანთება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (პნევმონია)
ლოყების, ღრძილების, ენის, ტუჩების ანთება
შარდის რაოდენობის შემცირება
სამიზნის მსგავსი გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა)
„სტივენს-ჯონსონის სინდრომი“ და „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“ (კანის მძიმე მდგომარეობა კანის სიწითლითა და აქერცვლით, ბუშტუკების ან წყლულების განვითარებით), ექსფოლიაციური დერმატიტი/ერითროდერმია (კანის მძიმე გამონაყარი კანის აქერცვლით), პემფიგუსი (წვრილი სითხით სავსე კვანძები კანზე).
ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ღვიძლის ანთება, სიყვითლე (კანის ან თვალების გაყვითლება), ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის მაღალი დონე (იზომება სისხლის ანალიზებით).
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ნაწლავების შეშუპება (ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონცემების საფუძველზე)
ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია, რაც იწვევს წყლის შეკავებას, შედეგად - სისუსტეს, დაღლილობას ან ცნობიერების დაბინდვას.
სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ სიმპტომს: ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი/ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია/მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი). შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან კანის სხვა მანიფესტაციები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ენალაპრილი ნორმონის შენახვის წესი
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 30°C-ის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ენალაპრილი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ენალაპრილის მალეატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი.
ენალაპრილი ნორმონის ფორმა შეფუთვა
წითელი, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და გრავირებით „10“ მეორე მხარეს, დიამეტრით 8.1 მმ ± 10%. ტაბლეტი იყოფა თანაბარ დოზებად.
ენალაპრილი ნორმონი ხელმისაწვდომია ალუმინი/პოლიამიდი-ალუმინი-პვქ-ის ბლისტერებზე (ერთჯერად დოზიანი ბლისტერი მხოლოდ ჰოსპიტალური შეფუთვით).
შეფუთვის ზომები:
10 მგ: 10, 28, 56, 60 ტაბლეტი და 500 ტაბლეტი (ჰოსპიტალური შეფუთვა)
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის მაისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




