პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენაპი

Enap®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა; გულის სიმპტომური უკმარისობის მკურნალობა; გულის სიმპტომური უკმარისობის პროფილაქტიკა მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში (განდევნის ფრაქცია < 35%).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენალაპრილი (enalapril)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035584
რეგისტრირებულია
17 ივნისი 2022, მოქმედებს 17 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაენაპი და სხვა წამალი ერთად

ენაპი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა;

გულის სიმპტომური უკმარისობის მკურნალობა;

გულის სიმპტომური უკმარისობის პროფილაქტიკა მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში (განდევნის ფრაქცია < 35%).

მიღების წესი და დოზირება

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

ჰიპერტენზია

საწყისი დოზაა 5 მგ - 20 მგ, რაც დამოკიდებულია ჰიპერტენზიის ხარისხსა და პაციენტის მდგომარეობაზე. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში. ზომიერი ჰიპერტენზიის დროს, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ-10 მგ დღეში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გამოხატული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაცია (მაგ., რენოვასკულარული ჰიპერტენზია, წყლის და/ან მარილის დანაკარგი, გულის დეკომპენსაცია ან მწვავე ჰიპერტენზია), მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოთ არტერიული წნევის ძლიერი დაცემა. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ ან ნაკლები და მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მაღალი დოზის დიურეზული საშუალებებით მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია და ჰიპოტენზიის რისკი მკურნალობის დაწყებისას. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს. თუ შესაძლებელია, დიურეზული საშუალებებით თერაპია უნდა შეწყდეს ენალაპრილით თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციისა და კალიუმის დონის კონტროლი.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 10-20 მგ დღეში. მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 40 მგ დღეში.

გულის უკმარისობა/ მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია

ენალაპრილის მალეატის საწყისი დოზა გულის სიმპტომური უკმარისობის ან მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში არის 2,5 მგ ერთხელ დღეში. არტერიული წნევაზე საწყისი მოქმედება მკაცრად უნდა იქნას გაკონტროლებული.

გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ, ენალაპრილის მალეატი ჩვეულებრივ გამოიყენება დიურეზულ საშუალებებთან და ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში და, საჭიროების შემთხვევაში, ასევე საგულე გლიკოზიდებითან ერთად.

გულის უკმარისობის დროს თერაპიის დაწყების შემდეგ, სიმპტომური ჰიპოტენზიის არ არსებობის ან ეფექტური მართვის შემთხვევაში, დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე - 20 მგ-მდე, ერთ დოზად ან გაყოფილი ორ დოზად (პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით).

დოზის ამ ტიტრაციის განხორციელება რეკომენდებულია 2-4 კვირიანი პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალური დოზაა 40 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ენალაპრილის მალეატის დოზის სავარაუდო ტიტრაცია გულის უკმარისობის ან მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში

კვირა

დოზა - მგ დღეში

კვირა 1

1-3 დღე: 2,5 მგ დღეში* ერთჯერადი დოზით

4-7 დღე: 5 მგ დღეში გაყოფილი ორ დოზად

კვირა 2

10 მგ ერთჯერადი დოზით ან გაყოფილი ორ დოზად

კვირა 3 და 4

20 მგ ერთჯერადი დოზით ან გაყოფილი ორ დოზად

  • საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს.

ენალაპრილის მალეატით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ უნდა განხორციელდეს არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი, რადგან არსებობს ცნობები ჰიპოტენზიისა და (უფრო იშვიათად) თანხმლები თირკმლის უკმარისობის შესახებ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით, დოზა უნდა შემცირდეს, შეძლებისდაგვარად ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე. ენალაპრილის საწყისი დოზის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიის გამოვლენა არ ნიშნავს, რომ ჰიპოტენზია განმეორდება ენალაპრილით ხანგრძლივი თერაპიის დროს და არ გამორიცხავს პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციისა და შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გახანგრძლივდეს ინტერვალი ენალაპრილის მიღებებს შორის და/ან შემცირდეს დოზა.

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა - მგ დღეში

კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ

5 მგ - 10 მგ

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ

2,5 მგ

კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ ან ნაკლები

2,5 მგ დიალიზის დღეებში*

  • არადიალიზის დღეებში უნდა მოხდეს დოზირების კორექცია არტერიული წნევის მაჩვენებლის მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციას.

გამოყენება ბავშვებში

ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში ენალაპრილის მალეატის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული კლინიკური გამოცდილება.

პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, დოზა უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობისა და არტერიული წნევის რეაქციის მიხედვით. რეკომენდებული საწყისი დოზაა 2,5 მგ ენალაპრილის მალეატი დღეში იმ პაციენტებში, რომელთა წონა შეადგენს 20-დან 50 კგ-მდე და 5მგ ენალაპრილის მალეატი ერთხელ დღეში - პაციენტებში 50 კგ ან მეტი წონით. დოზირების კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროებების შესაბამისად. ენალაპრილის მალეატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში იმ პაციენტებში, რომელთა წონა შეადგენს 20-დან 50 კგ-მდე და 40 მგ დღეში - პაციენტებში 50 კგ ან მეტი წონით.

ენალაპრილის მალეატი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და ბავშვებში, რომელთაც აქვთ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <0,5 მლ/წმ/1.73 მ2, რადგან არ მოიპოვება მონაცემები.

ენაპით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, და ძირითადად გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ არ გამოვლინდება მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მისი მიღების შეწყვეტას.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის, პრეპარატის სხვა კომპონენტების ან სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ.

ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, რომელიც გამოწვეულია აგფ ინჰიბიტორების მიღებით.

მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.

უკუნაჩვენებია ენაპის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60მლ/წთ/1,73 მ2).

ენაპის მიღების დაწყება ხდება მხოლოდ 36 საათის გასვლის შემდეგ საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან.

სიფრთხილის ზომები

სიმპტომური ჰიპოტენზია

სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად გვხვდება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მისი გამოვლენა უფრო მოსალოდნელია ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ჰიპოვოლემიის ფონზე, მაგ. დიურეზული საშუალებებით თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიალიზის, დიარეის ან ღებინების შედეგად. სიმპტომური ჰიპოტენზია შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული თირკმელების უკმარისობასთან. მისი გამოვლენა უფრო მოსალოდნელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობის უფრო მძიმე ხარისხი, რაც აისახება მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების გამოყენებით, ჰიპონატრიემიით ან თირკმლის დაზიანებით. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და პაციენტებზე უნდა მოხდეს მკაცრი დაკვირვება, როდესაც ენალაპრილის და/ან დიურეზული საშუალების დოზა კორექტირდება. ასეთივე მიდგომაა საჭირო გულის იშემიური ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევის ძლიერმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს „ზურგზე მწოლიარე“ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს ინტრავენური ინფუზია 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, პლაზმის მოცულობის მოსამატებლად. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ენალაპრილით მკურნალობის უკუჩვენებას. არტერიული წნევის და პლაზმის მოცულობის დარეგულირების შემდეგ, პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ მკურნალობას.

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა, ენალაპრილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. ეს ეფექტი მოსალოდნელია და, როგორც წესი, არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. თუ ჰიპოტენზია ხდება სიმპტომური, საჭიროა დოზის შემცირება და/ან დიურეზული საშუალების და/ან ენალაპრილის მიღების შეწყვეტა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).

ამიტომ რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით, არ არის რეკომენდებული.

თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი კონტროლით.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას ერთად გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.

აორტალური ან მიტრალური სარქვლის სტენოზი/ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

ისევე როგორც ყველა ვაზოდილატატორი, აგფ ინჰიბიტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქცია. კარდიოგენური შოკის და ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციის შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატების დანიშვნა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <1,33 მლ/წმ), საწყისი დოზა უნდა შერჩეული იქნეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით. შემანარჩუნებელი დოზები ინიშნება მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შესაბამისად. ამასთან, რეგულარულად უნდა განხორციელდეს შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის კონტროლი.

პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ გულის მწვავე უკმარისობა ან თირკმელების ძირითადი დაავადებები, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით, თირკმლის უკმარისობა შეიძლება აღინიშნოს ენალაპრილით მკურნალობის დროს. დროულად გამოვლენის და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ შექცევადია.

ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც მანამდე აშკარად არ აღენიშნებოდათ თირკმელების დაავადება, გამოუვლინდათ შარდოვანას და კრეატინინის დონის მცირე და გარდამავალი მომატება, როდესაც ენალაპრილის მიღება მოხდა დიურეზულ საშუალებებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს აგფ ინჰიბიტორის დოზირების შემცირება და/ან დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს სავარაუდო თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების ალბათობა.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება, როდესაც თირკმლის ორმხრივი სტენოზის ან ერთ მოქმედ თირკმელზე არტერიის სტენოზის მქონე პაციენტები მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ შრატში კრეატინინის მსუბუქი ცვლილებებით. ამ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ; მკურნალობის დროს საჭიროა ფრთხილად განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის მკაცრი ტიტრირება და კონტროლი.

თირკმლის გადანერგვა

გამოცდილების არარსებობის გამო, ენალაპრილით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც ახლახანს გადაინერგეს თირკმელი.

ღვიძლის უკმარისობა

იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა ასოცირდება სინდრომთან, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებს ღვიძლის ელვისებურ ნეკროზამდე და იწვევს (ზოგჯერ) სიკვდილს. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს გამოვლინდა სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აშკარა მომატება, აგფ ინჰიბიტორის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს პაციენტის მკაცრი კონტროლი და მკურნალობა.

ნეიტროპენია/ აგრანულოციტოზი

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ნორმალური ფუნქცია და არ აღენიშნებათ სხვა გართულებები, ნეიტროპენია იშვიათად ვლინდება. ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), ასევე იმუნოსუპრესორებით კომბინირებული თერაპიისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან ამ ფაქტორების კომბინაციისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თირკმელების ფუნქციის დარღვევა მანამდეც აღინიშნებოდა. ზოგიერთ ამ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სერიოზული ინფექციები, რომლებიც ზოგჯერ არ რეაგირებენ ინტენსიურ ანტიბიოტიკურ თერაპიაზე. თუ ენალაპრილი გამოიყენება ასეთ პაციენტებში, მაშინ რეკომენდებულია სისხლის თეთრი უჯრედების პერიოდული კონტროლი. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეატყობინონ ინფექციის ნებისმიერი ნიშნის შესახებ.

ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება

აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, მათ შორის ენალაპრილით მკურნალობის დროსაც, იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა განვითარდეს სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მონიტორინგი, სანამ პაციენტს სრულად არ მოეხსნება სიმპტომები გაწერამდე.

ტუჩის და სახის ანგიონევროზული შეშუპება ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობას; სიმპტომების შესამსუბუქებლად შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. ხორხის ანგიონევროზულ შეშუპებას შესაძლოა ჰქონდეს ლეტალური გამოსავალი. ენის, ხახის ან ხორხის შეშუპებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, აუცილებელია სასწრაფოდ დაინიშნოს ადრენალინი (0,3 - 0,5 მლ ადრენალინის ხსნარი კანქვეშ 1:1000 შესაბამისას) და მიღებულ იქნას ზომები პაციენტის სასუნთქი გზების შესანარჩუნებლად.

პაციენტებს, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპება, რაც არ არის დაკავშირებული აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიასთან, ახასიათებთ ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკი აგფ-ინჰიბიტორის მიღებისას.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკის გამო. საკუბიტრილი/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ენალაპრილის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათის გასვლის შემდეგ. ენალაპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოთ საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზირებიდან 36 საათის გასვლის შემდეგ.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ რაცეკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკი (მაგალითად, სასუნთქი გზების და ენის შეშუპება, სუნთქვის გართულების თანხლებით ან მის გარეშე). აუცილებელია განსაკუთრებულისიფრთხილე რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს

პაციენტებს, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, ბზიკის ან ფუტკრის შხამის მიმართ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის სახით, იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეთ სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებითი შეჩერებით ყოველი დესენსიბილიზაციის დაწყებამდე.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დსლ აფერეზის დროს

პაციენტებს, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (დსლ) აფერეზის დროს დექსტრანის სულფატთან ერთად, შეიძლება აღენიშნოთ სიცოცხლისათვის საშიში, ანაფილაქტოიდური (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებითი შეჩერებით ყოველი აფერეზის დაწყებამდე.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

არსებობს ცნობები ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიის ტიპის (ანაფილაქტოიდური) რეაქციების გამოვლენის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იკეთებდნენ დიალიზს მაღალი სიმკვრივის მემბრანებით (მაგ. AN 69) და ამავდროულად მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით. ჰემოდიალიზის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი უნდა გადავიდეს სხვა კლასის პრეპარატზე ან გამოყენებული უნდა იქნას სხვა ტიპის დიალიზის მემბრანა.

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ან ინსულინით, აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში.

ხველა

მუდმივი, მშრალი, არაპროდუქტიული ხველა, რომელიც იხსნება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს. იგი უნდა ჩაითვალოს ხველის დიფერენციალური დიაგნოზის ნაწილად.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია

პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ მნიშვნელოვანი ოპერაცია ან ანესთეზია, ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც იწვევს ჰიპოტენზიას, ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II-ის მეორადი წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლებისას. ჰიპოტენზია, რომელიც გამოწვეულია ამ მექანიზმით, შესაძლებელია დარეგულირდეს სისხლის მოცულობის გაფართოებით.

ჰიპერკალიემია

აგფ- ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერკალიემია, რადგან ისინი ახდენენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ეფექტი ჩვეულებრივ უმნიშვნელოა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემიის რისკ-ფაქტორები მოიცავენ ჰიპოალდოსტერონიზმს, თირკმლის უკმარისობას, თირკმელების ფუნქციის გაუარესებას, ასაკს (>70 წელი), შაქრიან დიაბეტს, ინტერკურენტულ დაავადებებს, კერძოდ, გაუწყლოებას, გულის მწვავე უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს და კალიუმის შემნახველი დიურეზულების თანმდევ მიღებას (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდას (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტები ან ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები). კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან კალიუმის შემნახველი დიურეზულების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი გაზრდა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემიამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, ზოგჯერ ფატალური არითმია. კალიუმის შემნახველი დიურეზულების და ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, ასევე საჭიროა შრატში კალიუმის დონის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

ლითიუმი

ლითიუმის და ენალაპრილის კომბინაცია ზოგადად არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ბავშვებში

ჰიპერტენზიის მქონე 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში არსებობს ეფექტურობის და უსაფრთხოების შეზღუდული გამოცდილება, მაგრამ არ არსებობს გამოცდილება სხვა ჩვენებების მხრივ. შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მოიპოვება 2 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში. ენალაპრილი რეკომენდებულია ბავშვებში მხოლოდ ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

ენალაპრილი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და ბავშვებში, რომელთაც აქვთ 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, რადგან არ მოიპოვება მონაცემები.

ეთნიკური განსხვავებები

სხვა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მსგავსად, ენალაპრილი ნაკლებად ეფექტურია შავკანიან პაციენტებში არტერიული წნევის შემცირებისას; ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს რენინის სეკრეციის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პაციენტებში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები დამხმარე ნივთიერებებთან მიმართებაში

ენაპი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელები

მიუხედავად იმისა, რომ კალიუმის დონე სისხლის შრატში ჩვეულებრივ ნორმულ ზღვრებში რჩება, ზოგიერთ პაციენტში ენალაპრილის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემნახველი დიურეზულების (მაგალითად, სპინოროლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა. ასევე საჭიროა სიფრთხილე ერთდროულად ენალაპრილის სხვა პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებიც ზრდიან სისხლის შრატში კალიუმის დონეს, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი), იმდენად რამდენადაც ტრიმეტოპრიმს გააჩნია კალიუმის შემნახველი ეფექტი, ისევე როგორც ამილორიდს. ამიტომ ენალაპრილის კომბინირებული გამოყენება ზემოთ აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, მათი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით და სისხლის შრატში კალიუმის დონის მკაცრი მონიტორინგის თანხლებით.

ციკლოსპორინი

აგფ-ინჰიბიტორების და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაზლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

ჰეპარინი

აგფ-ინჰიბიტორების და ჰეპარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

დიურეზულები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები)

დიურეზული საშუალებების მაღალი დოზებით წინმსწრებმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია და მოულოდნელი ჰიპოტენზიის რისკი. ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტით, მარილის ან სითხის მიღების გაზრდით ან თერაპიის საწყის ეტაპზე ენალაპრილის დაბალი დოზირების გამოყენებით.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ენალაპრილის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ენალაპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან ვაზოდილატორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადის ერთდროულმა გამოყენებამ ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან ან ალისკირენთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის შემცირება (მათ შორის თირკმლის უკმარისობის მხრივ) რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის მხოლოდ ერთ ნივთიერების მონო გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები“).

ლითიუმი

ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და მისი ტოქსიური ეფექტის შექცევადი ზრდა. თიაზიდური დიურეზული საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ლითიუმის დონე და გააძლიეროს ლითიუმის ტოქსიურობის განვითარების რისკი.

ამიტომ ენალაპრილის და ლითიუმის ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. მაგრამ თუკი გახდება საჭირო აღნიშნული კომბინაციის გამოყენება, მაშინ საჭიროა შრატში ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეპტიური საშუალებები/ საანესთეზიო საშუალებები/ ნარკოტიკული საშუალებები

გარკვეული საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიური საშუალებების აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამატებითი შემცირება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

აასს-ების ქრონიკულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. აასს-ები და აგფ-ინჰიბიტორები ახდენენ დამატებით გავლენას შრატში კალიუმის მომატებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმული პაციენტები ან დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა საკუბიტრილი/ვალსარტანი უკუნაჩვენებია, რადგან ეს კომბინაცია ზრდის ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ რაცეკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ., სიროლიმუსთან, ევეროლიმუსთან, ტემსიროლიმუსთან) და ვილდაგლიპტინთან შესაძლოა გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის გაზრდა.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ-ნჰიბიტორებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინები ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. ეს სიმპტომი, სავარაუდოდ, ვლინდება კომბინირებული მკურნალობის პირველ კვირებში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

სიმპათომიმეზურები

სიმპათომიმეზურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზურები და β- ბლოკატორები

ენალაპრილის მიღება უსაფრთხოა აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურებთან და β- ბლოკატორებთან ერთად.

საგულე გლიკოზიდები

ენაპისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულ მიღებას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედება.

ციმეტიდინი

ენაპისა და ციმეტიდინის ერთდროულად მიღებისას ენაპის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს. თუ პაციენტი უკვე ღებულობს ზემოხსენებულ პრეპარატებს, მან უნდა აცნობის ექიმს, რომ იღებს ენაპს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აგფ ინჰიბიტორების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. აგფ ინჰიბიტორების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას, თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო ზრდა. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში გამოყენებისას.

ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს თერაპია ალტერნატიული საშუალებებით.

ცნობილია, რომ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება ხდებოდა მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალის და თირკმლის ფუნქციის ულტრაბგერითი შეფასება.

აუცილებელია იმ ახალშობილების საგულდაგულო კონტროლი ჰიპოტენზიაზე, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს.

ლაქტაციის პერიოდი

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს ძალიან დაბალ კონცენტრაციას დედის რძეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცენტრაციები კლინიკურად უმნიშვნელოდ ითვლება, ენაპის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული დღენაკლული ჩვილებისთვის და მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თირკმელების მხრივ ეფექტების ჰიპოთეტური რისკის გამო და იმის გამო, რომ არ არებობს გამოყენების საკმარისი კლინიკური გამოცდილება. უფრო დიდი ასაკის ჩვილის შემთხვევაში, ენაპის გამოყენება შეიძლება დაშვებული იყოს მეძუძური დედებისთვის, თუ ეს მკურნალობა აუცილებელია დედისთვის, ბავშვი კი იმყოფება დაკვირვების ქვეშ რაიმე უარყოფითი მოვლენის გამოვლენაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რითაც უშუალო ან დროებით ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ენაპით მკურნალობის დროს, კლასიფიცირდება შემდეგ ჯგუფებად გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10),

ხშირი (≥1/100 - <1/10),

არახშირი (≥1/1000 - <1/100),

იშვიათი (≥1/10000 - <1/1000),

ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა).

თითოეულ სიხშირის ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია გამოვლენის სირთულის კლების მიხედვით.

ენაპით მკურნალობის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული, აქვს გარდამავალი სახიათი და არ არის საჭირო პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ცალკეულ ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით.

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობია სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური)

ნეიტროპენია, ჰიპერჰომოგლობინემია, ჰემატოკრიტის შემცირება, თრომბოციტოპენია, აგრანულოზიტოზი, ძვლის ტვინის სუპრესია, პანციტოპენია, ლიმფადონოპათია, აუტოიმუნური დაავადებები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

ჰიპოგლიკემია

ფსიქიური დარღვევები

დეპრესია

გონების დაბინდვა, უძილობა, ნევროზულობა

ანომალიური სიზმრები, ძილის დარღვევები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი, გულის წასვლა, გემოს ცვლილებები

ძილიანობა, პარესთეზია, ვერტიგო

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

არამკვეთრი მხედველობა

დარღვევები სმენის და ლაბირინთის ორგანოების მხრივ

ტინიტუსი

დარღევები გულის მხრივ

მკერდის არეში ტკივილი, რითმის დარღვევა, სტენოკარდია, ტაჰიკარდია

ძლიერი გულისცემა, მიოკარდიის ინფარქტი ან ცერებრალური სისხლძარღვოვანი გართულებები*, შესაძლოა მეორადი ძლიერი ჰიპოტენზიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტაზული ჰიპოთენზია)

ჰიპერემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია

რეინოს ფენომენი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ

ხველა

დისპნოა

რინორეა, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩვა, ბრონქული სპაზმი/ასთმა

ფილტვების ინფილტრატები, რენიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

დიარეა, მუცლის ტკივილი

ნაწლავის გაუვალობა, პანკრეატიტი, გულისრევა, დისპეფსია, კონსტიპაცია, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული

სტომატიტი/აფტოზური დაწყლულება, გლოსიტი

ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლმდენი გზების მხრივ

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულორული ან ქოლესტაზური ჰეპატიტი, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი, ქოლესტაზი, სიყვითლის ჩათვლით

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები*

გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება: არსებობს ცნობები სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპების შესახებ

ჭარბი ოფლდენა, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, ალოპეცია

მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერიტროდერმია

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ**

კუნთების სპაზმი

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

თირკმელების დისფუნქცია, თირკმელების უკმარისობა, პროტეინურია

ოლიგურია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იმპოტენცია

გინეკომასტია

ზოგადი ხასიათის დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

ასთენია

დაღლილობა

შეუძლოდ ყოფნა, ციება

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები

ჰიპერკალიემია, ჰიპერკრეატინემია

შრატში შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია

ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატისმიერი ბილირუბინის მომატება

  • რთული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
  • * არსებობს ცნობები კომპლექსური სიმპტომების შესახებ: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ANA - ანტიბირთვული ფაქტორი, ESR - ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. რთული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.

ჭარბი დოზა

ადამიანებში დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით მოიპოვება შეზღუდული მონაცემები.

დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: ჰიპოტენზია, რომელიც იწყება ტაბლეტების მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ, რასაც თან სდევს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკირება და გაშეშება (სტუპორი).

სხვა სიმპტომებია: ცირკულატორული კოლაფსი, ელექტროლიტების დისბალანსი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, ძლიერი გულისცემა, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა.

მკურნალობა: ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ანგიოტენზინ II-ის ინფუზიით და/ან ინტრავენური კატექოლამინებით მკურნალობა. თუ ტაბლეტების მიღება ახლახანს მოხდა, მიიღეთ ზომები ენალაპრილის მალეატის გამოსაყვანად (მაგ., ღებინება, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტის და ნატრიუმის სულფატის მიღება). ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით (62 მლ/წთ). კარდიოსტიმულატორული თერაპია ნაჩვენებია თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს. მუდმივად (უწყვეტლივ) უნდა გაკონტროლდეს ძირითადი სასიცოცხლო ნიშნები, ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციები შრატში.

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ ენალაპრილის მალეატს.

2,5 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

5 მგ ტაბლეტები

10 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, წითელი რკინის ოქსიდი E172, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

20 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, წითელი რკინის ოქსიდი E172, ყვითელი რკინის ოქსიდი E172, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა

  • 5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი კიდეებით.

5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი მოწითალო-ყავისფერი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს და ცალკეული თეთრი ლაქებით ზედაპირსა და ტაბლეტების მასაში. ღარის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასაყოფად.

20 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს და ცალკეული თეთრი ლაქებით ზედაპირსა და ტაბლეტების მასაში. ღარის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასაყოფად.

შენახვის პირობები

ინახება საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი (აგფ) ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C09AA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს მალეინის მჟავის და ენალაპრილის მარილს, ორი ამინომჟავის (L-ალანინის და L-პროლინის) წარმოებულს. შეწოვის შემდეგ, ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რომელიც თრგუნავს აგფ-ს, რაც იწვევს პლაზმაში პრესორული შენაერთის ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, შედეგად კი პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. პრეპარატს, ასევე, შეუძლია დაბლოკოს ბრადიკინინის - ძლიერი ვაზოდეპრესიული (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პეპტიდის დაშლა.

მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი ამცირებს არტერიულ წნევას, პირველ განპირობებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათგუნვით, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს არტერიული წნევის რეგულირებაში, პრეპატატის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ რენინის დაბალი დონე. ენალაპრილის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას როგორც ,,მწოლიარე“, ასევე ,,მდგომარე“ პოზიციაში გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდის გარეშე. სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმეკვირიანი თერაპია. ენალაპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ უკავშირდება არტერიული წნევის სწრაფ ზრდას.

აგფ-ის აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის ინდივიდუალური დოზის პერორალური მიღებიდან 2-4 საათში. ანტიჰიპერტენზიული აქტივობის დაწყება ჩვეულებრივ აღინიშნება ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება აღინიშნება მიღებიდან 4-6 საათში. ეფექტის ხანგრძლივობა დაკავშირებულია დოზასთან. თუმცა, რეკომენდებული დოზების მიღების დროს, ნაჩვენებია ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური მოქმედების შენარჩუნება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

ჰემოდინამიკური კვლევების დროს ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის შემცირებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთობრივი მოცულობის ზრდით და გულის შეკუმშვის სიხშირის მცირე ცვლილებით ან ცვლილების გარეშე. ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა თირკმელში სისხლის მიმოქცევის ზრდა; გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე იყო უცვლელი; არ აღნიშნულა ნატრიუმის ან წყლის შეკავების ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ, აღინიშნა მაჩვენებლების გაზრდა.

მოკლევადიანი კლინიკური კვლევების დროს თირკმლის დაავადების მქონე დიაბეტიან და არადიაბეტიან პაციენტებში, ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა ალბუმინურიის შემცირება და შარდში IgG-ის და შარდის საერთო ცილის გამოყოფის შემცირება.

თიაზიდური ტიპის დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებისას, აღინიშნება ენალაპრილის არტერიული წნევის დაწევის დამატებითი ეფექტი. ამასთან, ენალაპრილმა შეიძლება შეამციროს ან ხელი შეუშალოს თიაზიდებით გამოწვეულ ჰიპოკალიემიის განვითარებას.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კრაზანას გლიკოზიდურებით და დიურეზული საშუალებებით, ენალაპრილით მკურნალობა ამცირებს პერიფერიულ რეზისტენტობას და არტერიულ წნევას. გულის წუთობრივი მოცულობა იზრდება, ხოლო გულის შეკუმშვის სიხშირე (ჩვეულებრივ მომატებულია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში) კლებულობს; ფილტვის კაპილარის გამჭედავი წნევა შემცირებულია. ენალაპრილით მკურნალობას ნორმაში მოჰყავს გულის უკმარისობის მდგომარეობა და აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვის ამტანობას. ეს ეფექტები ნარჩუნდება ენალაპრილით მთლიანი თერაპიის განმავლობაში. გულის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატი აფერხებს გულის პროგრესულ დილატაციას და გულის უკმარისობას (მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური და სისტოლური მოცულობების შემცირება და განდევნის (გამოფრქვევის) ფრაქციის გაუმჯობესება).

მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ენალაპრილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ძირითადი მოვლენების რისკს, მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეს და არასტაბილური სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შეწოვის მოცულობა დაახლოებით 60%-ია და საკვების მიღება არ ახდენს გავლენას შეწოვაზე. შეწოვის შემდეგ, ენალაპრილი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად - აქტიურ აგფ ინჰიბიტორად. ენალაპრილატის პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია ვლინდება ენალაპრილის პერორალური დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. დაგროვებული ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი, ენალაპრილის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, არის 11 საათი. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.

განაწილება

თერაპიული კონცენტრაციების დიაპაზონში, ენალაპრილატის 60% უკავშირდება შრატისმიერ ცილებს.

მეტაბოლიზმი

ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა, არ არსებობს მონაცემები ენალაპრილის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმის შესახებ.

გამოყოფა

ენალაპრილატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. შარდში ძირითადი კომპონენტებია ენალაპრილატი, რაც წარმოადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილი (დაახლოებით 20%).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ენალაპრილისა და ენალაპრილატის ზემოქმედება იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0,6-დან 1 მლ/წმ-მდე), ენალაპრილატის სტაბილური მდგომარეობის AUC (მრუდის ქვეშ ფართობი) დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, 5 მგ-ის დღეში ერთხელ მიღებისას, მაშინ როცა თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ≤ 0,5 მლ/წმ), AUC გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება თირკმლის უკმარისობის ამ ეტაპზე და სტაბილური მდგომარეობის დრო ფერხდება.

ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. დიალიზის დროს ენალაპრილატის კლირენსია 1,03 მლ/წმ.

ბავშვები და მოზარდები

ენალაპრილატის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში დიდად არ განსხვავედება მოზრდილებში არსებულ მონაცემებთან შედარებით. მონაცემებში აღინიშნა AUC-ის ზრდა (დოზის ნორმალიზება სხეულის წონის მიხედვით) ასაკის მატებასთან ერთად; თუმცა, AUC-ის ზრდა არ შეიმჩნევა, როდესაც მონაცემები ნორმალიზებულია სხეულის ზედაპირის მიხედვით. სტაბილურ მდგომარეობაში, დაგროვებული ენალაპრილატის საშუალო ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 14 საათი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი (ამავდროულად ინსტრუქცია სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ)

ენაპი® 2,5 მგ ტაბლეტები

ენაპი® 5 მ გ ტაბლეტები

ენაპი® 10 მგ ტაბლეტები

ენაპი® 20 მგ ტაბლეტები

სავაჭრო დასახელება: ენაპი (Enap)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Enalapril

წამლის ფორმა: 2,5 მგ ტაბლეტები, 5 მგ ტაბლეტები, 10 მგ ტაბლეტები, 20 მგ ტაბლეტები.

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ ენალაპრილის მალეატს.

2,5 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

5 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

10 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, წითელი რკინის ოქსიდი E172, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

20 მგ ტაბლეტები

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, წითელი რკინის ოქსიდი E172, ყვითელი რკინის ოქსიდი E172, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა

  • 5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი კიდეებით.

5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი მოწითალო-ყავისფერი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს და ცალკეული თეთრი ლაქებით ზედაპირსა და ტაბლეტების მასაში. ღარის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასაყოფად.

20 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ბრტყელი ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები დამრეცი კიდეებით, ღარით ერთ მხარეს და ცალკეული თეთრი ლაქებით ზედაპირსა და ტაბლეტების მასაში. ღარის ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასაყოფად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი (აგფ) ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C09AA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს მალეინის მჟავის და ენალაპრილის მარილს, ორი ამინომჟავის (L-ალანინის და L-პროლინის) წარმოებულს. შეწოვის შემდეგ, ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რომელიც თრგუნავს აგფ-ს, რაც იწვევს პლაზმაში პრესორული შენაერთის ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, შედეგად კი პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდას და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. პრეპარატს, ასევე, შეუძლია დაბლოკოს ბრადიკინინის - ძლიერი ვაზოდეპრესიული (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პეპტიდის დაშლა.

მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენალაპრილი ამცირებს არტერიულ წნევას, პირველ განპირობებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათგუნვით, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს არტერიული წნევის რეგულირებაში, პრეპატატის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ რენინის დაბალი დონე. ენალაპრილის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას როგორც ,,მწოლიარე“, ასევე ,,მდგომარე“ პოზიციაში გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდის გარეშე. სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმეკვირიანი თერაპია. ენალაპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ უკავშირდება არტერიული წნევის სწრაფ ზრდას.

აგფ-ის აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის ინდივიდუალური დოზის პერორალური მიღებიდან 2-4 საათში. ანტიჰიპერტენზიული აქტივობის დაწყება ჩვეულებრივ აღინიშნება ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება აღინიშნება მიღებიდან 4-6 საათში. ეფექტის ხანგრძლივობა დაკავშირებულია დოზასთან. თუმცა, რეკომენდებული დოზების მიღების დროს, ნაჩვენებია ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური მოქმედების შენარჩუნება მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

ჰემოდინამიკური კვლევების დროს ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის შემცირებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთობრივი მოცულობის ზრდით და გულის შეკუმშვის სიხშირის მცირე ცვლილებით ან ცვლილების გარეშე. ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა თირკმელში სისხლის მიმოქცევის ზრდა; გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე იყო უცვლელი; არ აღნიშნულა ნატრიუმის ან წყლის შეკავების ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ, აღინიშნა მაჩვენებლების გაზრდა.

მოკლევადიანი კლინიკური კვლევების დროს თირკმლის დაავადების მქონე დიაბეტიან და არადიაბეტიან პაციენტებში, ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა ალბუმინურიის შემცირება და შარდში IgG-ის და შარდის საერთო ცილის გამოყოფის შემცირება.

თიაზიდური ტიპის დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებისას, აღინიშნება ენალაპრილის არტერიული წნევის დაწევის დამატებითი ეფექტი. ამასთან, ენალაპრილმა შეიძლება შეამციროს ან ხელი შეუშალოს თიაზიდებით გამოწვეულ ჰიპოკალიემიის განვითარებას.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კრაზანას გლიკოზიდურებით და დიურეზული საშუალებებით, ენალაპრილით მკურნალობა ამცირებს პერიფერიულ რეზისტენტობას და არტერიულ წნევას. გულის წუთობრივი მოცულობა იზრდება, ხოლო გულის შეკუმშვის სიხშირე (ჩვეულებრივ მომატებულია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში) კლებულობს; ფილტვის კაპილარის გამჭედავი წნევა შემცირებულია. ენალაპრილით მკურნალობას ნორმაში მოჰყავს გულის უკმარისობის მდგომარეობა და აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვის ამტანობას. ეს ეფექტები ნარჩუნდება ენალაპრილით მთლიანი თერაპიის განმავლობაში. გულის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში, პრეპარატი აფერხებს გულის პროგრესულ დილატაციას და გულის უკმარისობას (მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური და სისტოლური მოცულობების შემცირება და განდევნის (გამოფრქვევის) ფრაქციის გაუმჯობესება).

მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ენალაპრილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა ძირითადი მოვლენების რისკს, მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეს და არასტაბილური სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შეწოვის მოცულობა დაახლოებით 60%-ია და საკვების მიღება არ ახდენს გავლენას შეწოვაზე. შეწოვის შემდეგ, ენალაპრილი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად - აქტიურ აგფ ინჰიბიტორად. ენალაპრილატის პიკური შრატისმიერი კონცენტრაცია ვლინდება ენალაპრილის პერორალური დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. დაგროვებული ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი, ენალაპრილის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ, არის 11 საათი. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში ენალაპრილატის სტაბილური კონცენტრაციები მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.

განაწილება

თერაპიული კონცენტრაციების დიაპაზონში, ენალაპრილატის 60% უკავშირდება შრატისმიერ ცილებს.

მეტაბოლიზმი

ენალაპრილატად გარდაქმნის გარდა, არ არსებობს მონაცემები ენალაპრილის მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმის შესახებ.

გამოყოფა

ენალაპრილატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. შარდში ძირითადი კომპონენტებია ენალაპრილატი, რაც წარმოადგენს დოზის დაახლოებით 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილი (დაახლოებით 20%).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ენალაპრილისა და ენალაპრილატის ზემოქმედება იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0,6-დან 1 მლ/წმ-მდე), ენალაპრილატის სტაბილური მდგომარეობის AUC (მრუდის ქვეშ ფართობი) დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, 5 მგ-ის დღეში ერთხელ მიღებისას, მაშინ როცა თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ≤ 0,5 მლ/წმ), AUC გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება თირკმლის უკმარისობის ამ ეტაპზე და სტაბილური მდგომარეობის დრო ფერხდება.

ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. დიალიზის დროს ენალაპრილატის კლირენსია 1,03 მლ/წმ.

ბავშვები და მოზარდები

ენალაპრილატის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში დიდად არ განსხვავედება მოზრდილებში არსებულ მონაცემებთან შედარებით. მონაცემებში აღინიშნა AUC-ის ზრდა (დოზის ნორმალიზება სხეულის წონის მიხედვით) ასაკის მატებასთან ერთად; თუმცა, AUC-ის ზრდა არ შეიმჩნევა, როდესაც მონაცემები ნორმალიზებულია სხეულის ზედაპირის მიხედვით. სტაბილურ მდგომარეობაში, დაგროვებული ენალაპრილატის საშუალო ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 14 საათი.

გამოყენების ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა;

გულის სიმპტომური უკმარისობის მკურნალობა;

გულის სიმპტომური უკმარისობის პროფილაქტიკა მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში (განდევნის ფრაქცია < 35%).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის, პრეპარატის სხვა კომპონენტების ან სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ.

ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, რომელიც გამოწვეულია აგფ ინჰიბიტორების მიღებით.

მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.

უკუნაჩვენებია ენაპის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60მლ/წთ/1,73 მ2).

ენაპის მიღების დაწყება ხდება მხოლოდ 36 საათის გასვლის შემდეგ საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან.

მიღების წესი და დოზები

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

ჰიპერტენზია

საწყისი დოზაა 5 მგ - 20 მგ, რაც დამოკიდებულია ჰიპერტენზიის ხარისხსა და პაციენტის მდგომარეობაზე. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ დღეში. ზომიერი ჰიპერტენზიის დროს, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ-10 მგ დღეში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გამოხატული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივაცია (მაგ., რენოვასკულარული ჰიპერტენზია, წყლის და/ან მარილის დანაკარგი, გულის დეკომპენსაცია ან მწვავე ჰიპერტენზია), მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღენიშნოთ არტერიული წნევის ძლიერი დაცემა. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ ან ნაკლები და მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მაღალი დოზის დიურეზული საშუალებებით მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია და ჰიპოტენზიის რისკი მკურნალობის დაწყებისას. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს. თუ შესაძლებელია, დიურეზული საშუალებებით თერაპია უნდა შეწყდეს ენალაპრილით თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციისა და კალიუმის დონის კონტროლი.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 10-20 მგ დღეში. მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 40 მგ დღეში.

გულის უკმარისობა/ მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქცია

ენალაპრილის მალეატის საწყისი დოზა გულის სიმპტომური უკმარისობის ან მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში არის 2,5 მგ ერთხელ დღეში. არტერიული წნევაზე საწყისი მოქმედება მკაცრად უნდა იქნას გაკონტროლებული.

გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ, ენალაპრილის მალეატი ჩვეულებრივ გამოიყენება დიურეზულ საშუალებებთან და ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში და, საჭიროების შემთხვევაში, ასევე საგულე გლიკოზიდებითან ერთად.

გულის უკმარისობის დროს თერაპიის დაწყების შემდეგ, სიმპტომური ჰიპოტენზიის არ არსებობის ან ეფექტური მართვის შემთხვევაში, დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით ჩვეულებრივ შემანარჩუნებელ დოზამდე - 20 მგ-მდე, ერთ დოზად ან გაყოფილი ორ დოზად (პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით).

დოზის ამ ტიტრაციის განხორციელება რეკომენდებულია 2-4 კვირიანი პერიოდის განმავლობაში. მაქსიმალური დოზაა 40 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ენალაპრილის მალეატის დოზის სავარაუდო ტიტრაცია გულის უკმარისობის ან მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის მქონე პაციენტებში

კვირა

დოზა - მგ დღეში

კვირა 1

1-3 დღე: 2,5 მგ დღეში* ერთჯერადი დოზით

4-7 დღე: 5 მგ დღეში გაყოფილი ორ დოზად

კვირა 2

10 მგ ერთჯერადი დოზით ან გაყოფილი ორ დოზად

კვირა 3 და 4

20 მგ ერთჯერადი დოზით ან გაყოფილი ორ დოზად

  • საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს.

ენალაპრილის მალეატით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ უნდა განხორციელდეს არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი, რადგან არსებობს ცნობები ჰიპოტენზიისა და (უფრო იშვიათად) თანხმლები თირკმლის უკმარისობის შესახებ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზული საშუალებებით, დოზა უნდა შემცირდეს, შეძლებისდაგვარად ენალაპრილით მკურნალობის დაწყებამდე. ენალაპრილის საწყისი დოზის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიის გამოვლენა არ ნიშნავს, რომ ჰიპოტენზია განმეორდება ენალაპრილით ხანგრძლივი თერაპიის დროს და არ გამორიცხავს პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას. მკურნალობის დროს უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციისა და შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გახანგრძლივდეს ინტერვალი ენალაპრილის მიღებებს შორის და/ან შემცირდეს დოზა.

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა - მგ დღეში

კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ

5 მგ - 10 მგ

კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ

2,5 მგ

კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ ან ნაკლები

2,5 მგ დიალიზის დღეებში*

  • არადიალიზის დღეებში უნდა მოხდეს დოზირების კორექცია არტერიული წნევის მაჩვენებლის მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

დოზა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციას.

გამოყენება ბავშვებში

ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში ენალაპრილის მალეატის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული კლინიკური გამოცდილება.

პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, დოზა უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობისა და არტერიული წნევის რეაქციის მიხედვით. რეკომენდებული საწყისი დოზაა 2,5 მგ ენალაპრილის მალეატი დღეში იმ პაციენტებში, რომელთა წონა შეადგენს 20-დან 50 კგ-მდე და 5მგ ენალაპრილის მალეატი ერთხელ დღეში - პაციენტებში 50 კგ ან მეტი წონით. დოზირების კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის საჭიროებების შესაბამისად. ენალაპრილის მალეატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში იმ პაციენტებში, რომელთა წონა შეადგენს 20-დან 50 კგ-მდე და 40 მგ დღეში - პაციენტებში 50 კგ ან მეტი წონით.

ენალაპრილის მალეატი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და ბავშვებში, რომელთაც აქვთ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <0,5 მლ/წმ/1.73 მ2, რადგან არ მოიპოვება მონაცემები.

ენაპით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, და ძირითადად გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ არ გამოვლინდება მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მისი მიღების შეწყვეტას.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ენაპით მკურნალობის დროს, კლასიფიცირდება შემდეგ ჯგუფებად გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (≥1/10),

ხშირი (≥1/100 - <1/10),

არახშირი (≥1/1000 - <1/100),

იშვიათი (≥1/10000 - <1/1000),

ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა).

თითოეულ სიხშირის ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია გამოვლენის სირთულის კლების მიხედვით.

ენაპით მკურნალობის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული, აქვს გარდამავალი სახიათი და არ არის საჭირო პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ცალკეულ ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით.

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობია სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური)

ნეიტროპენია, ჰიპერჰომოგლობინემია, ჰემატოკრიტის შემცირება, თრომბოციტოპენია, აგრანულოზიტოზი, ძვლის ტვინის სუპრესია, პანციტოპენია, ლიმფადონოპათია, აუტოიმუნური დაავადებები

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)

ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

ჰიპოგლიკემია

ფსიქიური დარღვევები

დეპრესია

გონების დაბინდვა, უძილობა, ნევროზულობა

ანომალიური სიზმრები, ძილის დარღვევები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი, გულის წასვლა, გემოს ცვლილებები

ძილიანობა, პარესთეზია, ვერტიგო

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

არამკვეთრი მხედველობა

დარღვევები სმენის და ლაბირინთის ორგანოების მხრივ

ტინიტუსი

დარღევები გულის მხრივ

მკერდის არეში ტკივილი, რითმის დარღვევა, სტენოკარდია, ტაჰიკარდია

ძლიერი გულისცემა, მიოკარდიის ინფარქტი ან ცერებრალური სისხლძარღვოვანი გართულებები*, შესაძლოა მეორადი ძლიერი ჰიპოტენზიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტაზული ჰიპოთენზია)

ჰიპერემია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია

რეინოს ფენომენი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ

ხველა

დისპნოა

რინორეა, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩვა, ბრონქული სპაზმი/ასთმა

ფილტვების ინფილტრატები, რენიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ღებინება

დიარეა, მუცლის ტკივილი

ნაწლავის გაუვალობა, პანკრეატიტი, გულისრევა, დისპეფსია, კონსტიპაცია, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული

სტომატიტი/აფტოზური დაწყლულება, გლოსიტი

ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლმდენი გზების მხრივ

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულორული ან ქოლესტაზური ჰეპატიტი, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი, ქოლესტაზი, სიყვითლის ჩათვლით

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები*

გამონაყარი, ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება: არსებობს ცნობები სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის იოგების და/ან ხორხის შეშუპების შესახებ

ჭარბი ოფლდენა, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, ალოპეცია

მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერიტროდერმია

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ**

კუნთების სპაზმი

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

თირკმელების დისფუნქცია, თირკმელების უკმარისობა, პროტეინურია

ოლიგურია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იმპოტენცია

გინეკომასტია

ზოგადი ხასიათის დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას

ასთენია

დაღლილობა

შეუძლოდ ყოფნა, ციება

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები

ჰიპერკალიემია, ჰიპერკრეატინემია

შრატში შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია

ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატისმიერი ბილირუბინის მომატება

  • რთული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.
  • * არსებობს ცნობები კომპლექსური სიმპტომების შესახებ: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ANA - ანტიბირთვული ფაქტორი, ESR - ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. რთული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.

ჭარბი დოზირება

ადამიანებში დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით მოიპოვება შეზღუდული მონაცემები.

დოზის გადაჭარბების ძირითადი სიმპტომებია: ჰიპოტენზია, რომელიც იწყება ტაბლეტების მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ, რასაც თან სდევს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკირება და გაშეშება (სტუპორი).

სხვა სიმპტომებია: ცირკულატორული კოლაფსი, ელექტროლიტების დისბალანსი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, ძლიერი გულისცემა, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა.

მკურნალობა: ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ანგიოტენზინ II-ის ინფუზიით და/ან ინტრავენური კატექოლამინებით მკურნალობა. თუ ტაბლეტების მიღება ახლახანს მოხდა, მიიღეთ ზომები ენალაპრილის მალეატის გამოსაყვანად (მაგ., ღებინება, კუჭის ამორეცხვა, აბსორბენტის და ნატრიუმის სულფატის მიღება). ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით (62 მლ/წთ). კარდიოსტიმულატორული თერაპია ნაჩვენებია თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს. მუდმივად (უწყვეტლივ) უნდა გაკონტროლდეს ძირითადი სასიცოცხლო ნიშნები, ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციები შრატში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებები, კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელები

მიუხედავად იმისა, რომ კალიუმის დონე სისხლის შრატში ჩვეულებრივ ნორმულ ზღვრებში რჩება, ზოგიერთ პაციენტში ენალაპრილის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემნახველი დიურეზულების (მაგალითად, სპინოროლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილების შემცვლელების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა. ასევე საჭიროა სიფრთხილე ერთდროულად ენალაპრილის სხვა პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას, რომლებიც ზრდიან სისხლის შრატში კალიუმის დონეს, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი), იმდენად რამდენადაც ტრიმეტოპრიმს გააჩნია კალიუმის შემნახველი ეფექტი, ისევე როგორც ამილორიდს. ამიტომ ენალაპრილის კომბინირებული გამოყენება ზემოთ აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული. თუ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება აუცილებელია, მათი მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით და სისხლის შრატში კალიუმის დონის მკაცრი მონიტორინგის თანხლებით.

ციკლოსპორინი

აგფ-ინჰიბიტორების და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაზლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

ჰეპარინი

აგფ-ინჰიბიტორების და ჰეპარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის დონის კონტროლი.

დიურეზულები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები)

დიურეზული საშუალებების მაღალი დოზებით წინმსწრებმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია და მოულოდნელი ჰიპოტენზიის რისკი. ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტით, მარილის ან სითხის მიღების გაზრდით ან თერაპიის საწყის ეტაპზე ენალაპრილის დაბალი დოზირების გამოყენებით.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ენალაპრილის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ენალაპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან ვაზოდილატორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადის ერთდროულმა გამოყენებამ ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან ან ალისკირენთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის შემცირება (მათ შორის თირკმლის უკმარისობის მხრივ) რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის მხოლოდ ერთ ნივთიერების მონო გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტი ,,უსაფრთხოების ზომები“).

ლითიუმი

ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და მისი ტოქსიური ეფექტის შექცევადი ზრდა. თიაზიდური დიურეზული საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ლითიუმის დონე და გააძლიეროს ლითიუმის ტოქსიურობის განვითარების რისკი.

ამიტომ ენალაპრილის და ლითიუმის ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. მაგრამ თუკი გახდება საჭირო აღნიშნული კომბინაციის გამოყენება, მაშინ საჭიროა შრატში ლითიუმის დონის მკაცრი კონტროლი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეპტიური საშუალებები/ საანესთეზიო საშუალებები/ ნარკოტიკული საშუალებები

გარკვეული საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიური საშუალებების აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამატებითი შემცირება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

აასს-ების ქრონიკულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. აასს-ები და აგფ-ინჰიბიტორები ახდენენ დამატებით გავლენას შრატში კალიუმის მომატებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმული პაციენტები ან დეჰიდრატაციის მქონე პაციენტები).

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა საკუბიტრილი/ვალსარტანი უკუნაჩვენებია, რადგან ეს კომბინაცია ზრდის ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკს.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ რაცეკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგ., სიროლიმუსთან, ევეროლიმუსთან, ტემსიროლიმუსთან) და ვილდაგლიპტინთან შესაძლოა გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკის გაზრდა.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ-ნჰიბიტორებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინები ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. ეს სიმპტომი, სავარაუდოდ, ვლინდება კომბინირებული მკურნალობის პირველ კვირებში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

სიმპათომიმეზურები

სიმპათომიმეზურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიზურები და β- ბლოკატორები

ენალაპრილის მიღება უსაფრთხოა აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურებთან და β- ბლოკატორებთან ერთად.

საგულე გლიკოზიდები

ენაპისა და საგულე გლიკოზიდების ერთდროულ მიღებას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედება.

ციმეტიდინი

ენაპისა და ციმეტიდინის ერთდროულად მიღებისას ენაპის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს. თუ პაციენტი უკვე ღებულობს ზემოხსენებულ პრეპარატებს, მან უნდა აცნობის ექიმს, რომ იღებს ენაპს.

სიფრთხილის ზომები

სიმპტომური ჰიპოტენზია

სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათად გვხვდება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მისი გამოვლენა უფრო მოსალოდნელია ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ჰიპოვოლემიის ფონზე, მაგ. დიურეზული საშუალებებით თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიალიზის, დიარეის ან ღებინების შედეგად. სიმპტომური ჰიპოტენზია შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული თირკმელების უკმარისობასთან. მისი გამოვლენა უფრო მოსალოდნელია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობის უფრო მძიმე ხარისხი, რაც აისახება მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების მაღალი დოზების გამოყენებით, ჰიპონატრიემიით ან თირკმლის დაზიანებით. ასეთ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და პაციენტებზე უნდა მოხდეს მკაცრი დაკვირვება, როდესაც ენალაპრილის და/ან დიურეზული საშუალების დოზა კორექტირდება. ასეთივე მიდგომაა საჭირო გულის იშემიური ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევის ძლიერმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს „ზურგზე მწოლიარე“ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს ინტრავენური ინფუზია 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, პლაზმის მოცულობის მოსამატებლად. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ენალაპრილით მკურნალობის უკუჩვენებას. არტერიული წნევის და პლაზმის მოცულობის დარეგულირების შემდეგ, პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ მკურნალობას.

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა, ენალაპრილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. ეს ეფექტი მოსალოდნელია და, როგორც წესი, არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. თუ ჰიპოტენზია ხდება სიმპტომური, საჭიროა დოზის შემცირება და/ან დიურეზული საშუალების და/ან ენალაპრილის მიღების შეწყვეტა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).

ამიტომ რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით, არ არის რეკომენდებული.

თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი კონტროლით.

აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას ერთად გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.

აორტალური ან მიტრალური სარქვლის სტენოზი/ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

ისევე როგორც ყველა ვაზოდილატატორი, აგფ ინჰიბიტორები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქცია. კარდიოგენური შოკის და ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციის შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატების დანიშვნა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <1,33 მლ/წმ), საწყისი დოზა უნდა შერჩეული იქნეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით. შემანარჩუნებელი დოზები ინიშნება მკურნალობაზე პაციენტის რეაგირების შესაბამისად. ამასთან, რეგულარულად უნდა განხორციელდეს შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის კონტროლი.

პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ გულის მწვავე უკმარისობა ან თირკმელების ძირითადი დაავადებები, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით, თირკმლის უკმარისობა შეიძლება აღინიშნოს ენალაპრილით მკურნალობის დროს. დროულად გამოვლენის და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივ შექცევადია.

ზოგიერთ პაციენტს, რომელთაც მანამდე აშკარად არ აღენიშნებოდათ თირკმელების დაავადება, გამოუვლინდათ შარდოვანას და კრეატინინის დონის მცირე და გარდამავალი მომატება, როდესაც ენალაპრილის მიღება მოხდა დიურეზულ საშუალებებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს აგფ ინჰიბიტორის დოზირების შემცირება და/ან დიურეზული საშუალების მიღების შეწყვეტა. ამ მდგომარეობამ შესაძლოა გაზარდოს სავარაუდო თირკმლის არტერიის სტენოზის განვითარების ალბათობა.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი იზრდება, როდესაც თირკმლის ორმხრივი სტენოზის ან ერთ მოქმედ თირკმელზე არტერიის სტენოზის მქონე პაციენტები მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ შრატში კრეატინინის მსუბუქი ცვლილებებით. ამ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ; მკურნალობის დროს საჭიროა ფრთხილად განხორციელდეს თირკმლის ფუნქციის მკაცრი ტიტრირება და კონტროლი.

თირკმლის გადანერგვა

გამოცდილების არარსებობის გამო, ენალაპრილით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომელთაც ახლახანს გადაინერგეს თირკმელი.

ღვიძლის უკმარისობა

იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა ასოცირდება სინდრომთან, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებს ღვიძლის ელვისებურ ნეკროზამდე და იწვევს (ზოგჯერ) სიკვდილს. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს გამოვლინდა სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აშკარა მომატება, აგფ ინჰიბიტორის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს პაციენტის მკაცრი კონტროლი და მკურნალობა.

ნეიტროპენია/ აგრანულოციტოზი

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ნორმალური ფუნქცია და არ აღენიშნებათ სხვა გართულებები, ნეიტროპენია იშვიათად ვლინდება. ენალაპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში (მაგ. სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), ასევე იმუნოსუპრესორებით კომბინირებული თერაპიისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან ამ ფაქტორების კომბინაციისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თირკმელების ფუნქციის დარღვევა მანამდეც აღინიშნებოდა. ზოგიერთ ამ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სერიოზული ინფექციები, რომლებიც ზოგჯერ არ რეაგირებენ ინტენსიურ ანტიბიოტიკურ თერაპიაზე. თუ ენალაპრილი გამოიყენება ასეთ პაციენტებში, მაშინ რეკომენდებულია სისხლის თეთრი უჯრედების პერიოდული კონტროლი. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ შეატყობინონ ინფექციის ნებისმიერი ნიშნის შესახებ.

ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება

აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, მათ შორის ენალაპრილით მკურნალობის დროსაც, იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა განვითარდეს სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მონიტორინგი, სანამ პაციენტს სრულად არ მოეხსნება სიმპტომები გაწერამდე.

ტუჩის და სახის ანგიონევროზული შეშუპება ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობას; სიმპტომების შესამსუბუქებლად შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. ხორხის ანგიონევროზულ შეშუპებას შესაძლოა ჰქონდეს ლეტალური გამოსავალი. ენის, ხახის ან ხორხის შეშუპებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, აუცილებელია სასწრაფოდ დაინიშნოს ადრენალინი (0,3 - 0,5 მლ ადრენალინის ხსნარი კანქვეშ 1:1000 შესაბამისას) და მიღებულ იქნას ზომები პაციენტის სასუნთქი გზების შესანარჩუნებლად.

პაციენტებს, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპება, რაც არ არის დაკავშირებული აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიასთან, ახასიათებთ ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკი აგფ-ინჰიბიტორის მიღებისას.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება საკუბიტრილთან/ვალსარტანთან უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკის გამო. საკუბიტრილი/ვალსარტანით მკურნალობა უნდა დაიწყოთ ენალაპრილის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათის გასვლის შემდეგ. ენალაპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოთ საკუბიტრილი/ვალსარტანის ბოლო დოზირებიდან 36 საათის გასვლის შემდეგ.

აგფ-ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ რაცეკადოტრილთან, mTOR ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ანგიონევროზული შეშუპების გაზრდილი რისკი (მაგალითად, სასუნთქი გზების და ენის შეშუპება, სუნთქვის გართულების თანხლებით ან მის გარეშე). აუცილებელია განსაკუთრებულისიფრთხილე რაცეკადოტრილის, mTOR ინჰიბიტორების (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ვილდაგლიპტინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს

პაციენტებს, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, ბზიკის ან ფუტკრის შხამის მიმართ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის სახით, იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეთ სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებითი შეჩერებით ყოველი დესენსიბილიზაციის დაწყებამდე.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დსლ აფერეზის დროს

პაციენტებს, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (დსლ) აფერეზის დროს დექსტრანის სულფატთან ერთად, შეიძლება აღენიშნოთ სიცოცხლისათვის საშიში, ანაფილაქტოიდური (ალერგიული ტიპის) რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროებითი შეჩერებით ყოველი აფერეზის დაწყებამდე.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

არსებობს ცნობები ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიის ტიპის (ანაფილაქტოიდური) რეაქციების გამოვლენის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იკეთებდნენ დიალიზს მაღალი სიმკვრივის მემბრანებით (მაგ. AN 69) და ამავდროულად მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით. ჰემოდიალიზის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი უნდა გადავიდეს სხვა კლასის პრეპარატზე ან გამოყენებული უნდა იქნას სხვა ტიპის დიალიზის მემბრანა.

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ან ინსულინით, აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში.

ხველა

მუდმივი, მშრალი, არაპროდუქტიული ხველა, რომელიც იხსნება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს. იგი უნდა ჩაითვალოს ხველის დიფერენციალური დიაგნოზის ნაწილად.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია

პაციენტებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ მნიშვნელოვანი ოპერაცია ან ანესთეზია, ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც იწვევს ჰიპოტენზიას, ენალაპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II-ის მეორადი წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლებისას. ჰიპოტენზია, რომელიც გამოწვეულია ამ მექანიზმით, შესაძლებელია დარეგულირდეს სისხლის მოცულობის გაფართოებით.

ჰიპერკალიემია

აგფ- ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერკალიემია, რადგან ისინი ახდენენ ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ეფექტი ჩვეულებრივ უმნიშვნელოა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემიის რისკ-ფაქტორები მოიცავენ ჰიპოალდოსტერონიზმს, თირკმლის უკმარისობას, თირკმელების ფუნქციის გაუარესებას, ასაკს (>70 წელი), შაქრიან დიაბეტს, ინტერკურენტულ დაავადებებს, კერძოდ, გაუწყლოებას, გულის მწვავე უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს და კალიუმის შემნახველი დიურეზულების თანმდევ მიღებას (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდას (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი და განსაკუთრებით ალდოსტერონის ანტაგონისტები ან ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები). კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან კალიუმის შემნახველი დიურეზულების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი გაზრდა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ჰიპერკალიემიამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, ზოგჯერ ფატალური არითმია. კალიუმის შემნახველი დიურეზულების და ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს, ასევე საჭიროა შრატში კალიუმის დონის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

ლითიუმი

ლითიუმის და ენალაპრილის კომბინაცია ზოგადად არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ბავშვებში

ჰიპერტენზიის მქონე 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში არსებობს ეფექტურობის და უსაფრთხოების შეზღუდული გამოცდილება, მაგრამ არ არსებობს გამოცდილება სხვა ჩვენებების მხრივ. შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მოიპოვება 2 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში. ენალაპრილი რეკომენდებულია ბავშვებში მხოლოდ ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

ენალაპრილი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და ბავშვებში, რომელთაც აქვთ 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, რადგან არ მოიპოვება მონაცემები.

ეთნიკური განსხვავებები

სხვა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მსგავსად, ენალაპრილი ნაკლებად ეფექტურია შავკანიან პაციენტებში არტერიული წნევის შემცირებისას; ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს რენინის სეკრეციის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პაციენტებში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები დამხმარე ნივთიერებებთან მიმართებაში

ენაპი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

აგფ ინჰიბიტორების მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. აგფ ინჰიბიტორების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას, თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო ზრდა. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში გამოყენებისას.

ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს თერაპია ალტერნატიული საშუალებებით.

ცნობილია, რომ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ აგფ ინჰიბიტორების მიღება ხდებოდა მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალის და თირკმლის ფუნქციის ულტრაბგერითი შეფასება.

აუცილებელია იმ ახალშობილების საგულდაგულო კონტროლი ჰიპოტენზიაზე, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს.

ლაქტაციის პერიოდი

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს ძალიან დაბალ კონცენტრაციას დედის რძეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცენტრაციები კლინიკურად უმნიშვნელოდ ითვლება, ენაპის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული დღენაკლული ჩვილებისთვის და მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და თირკმელების მხრივ ეფექტების ჰიპოთეტური რისკის გამო და იმის გამო, რომ არ არებობს გამოყენების საკმარისი კლინიკური გამოცდილება. უფრო დიდი ასაკის ჩვილის შემთხვევაში, ენაპის გამოყენება შეიძლება დაშვებული იყოს მეძუძური დედებისთვის, თუ ეს მკურნალობა აუცილებელია დედისთვის, ბავშვი კი იმყოფება დაკვირვების ქვეშ რაიმე უარყოფითი მოვლენის გამოვლენაზე.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია ან თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, რითაც უშუალო ან დროებით ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

2,5 მგ-იანი 20 ტაბლეტი (10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს)

5 მგ-იანი 20 ტაბლეტი (10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს)

10 მგ-იანი 20 ტაბლეტი (10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს)

20 მგ-იანი 20 ტაბლეტი (10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს)

შენახვის პირობები

ინახება საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

KRKA, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა