პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ენალაპრილი ლაროფარმი 20მგ

Enalapril Laropharm 20mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ენალაპრილი ლაროფარმი შეიცავს ენალაპრილის მალეატს, ნივთიერება რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს. ენალაპრილი ლაროფარმი თრგუნავს იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას. ეს ნივთიერებები ამცირებენ სისხლძარღვების დიამეტრს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ენალაპრილი (enalapril)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-023455
რეგისტრირებულია
2 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენალაპრილი ლაროფარმი 20მგ და სხვა წამალი ერთად

ენალაპრილი ლაროფარმი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენალაპრილი ლაროფარმი შეიცავს ენალაპრილის მალეატს, ნივთიერება

რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს.

ენალაპრილი ლაროფარმი თრგუნავს იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას. ეს ნივთიერებები ამცირებენ სისხლძარღვების დიამეტრს. ენალაპრილი ლაროფარმი აფართოვებს სისხლძარღვების დიამეტრს (ვაზოდილატაციური ეფექტი) და შესაბამისად ამცირებს არტერიულ წნევას. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გულის ფუნქციის გაუარესება), ვაზოდილატაციური ეფექტი ამცირებს გულისცემას.

როგორც წესი, არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტი თვალსაჩინოა ტაბლეტის მიღებიდან ერთ საათში და არტერიული წნევის შემამცირებელი მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4-6 საათში. ეფექტი ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათი. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის შემცირება მოითხოვს რამდენიმე კვირიან მკურნალობას.

ენალაპრილი ლაროფარმი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის გაუარესება: გული ვერ ახდენს სისხლძარღვებში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა დაღლილობა მცირე ფიზიკური დატვირთვისას, ქოშინი და კოჭების და ტერფების შეშუპება). გულის უკმარისობის მქონე ბევრ პაციენტში, რომლებიც მკუნალობდნენ ენალაპრილი ლაროფარმით, იყო ცნობები სიმპტომების შემცირების, გულის უკმარისობის არსებული სიმპტომების ინტენსივობის შემცირების და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების შესახებ.

არაგამოხატული გულილს უკმარისობის მქონე მრავალ პაციენტში ენალაპრილი ლაროფარმი ახდენს გულის ფუნქციის გაუარესების პრევენციას და ამცირებს სიმპტომების განვითარებას (მაგ. ქოშინი, დაღლილობა მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, კოჭების და ტერფების შეშუპება).

ამგვარი მოქმედების გამო, ენალაპრილი ლაროფარმი ამგვარ პაციენტებში ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ენალაპრილი ლაროფარმი მკაცრად ექიმის, დანიშნულების

შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან

ფარმაცევტს.

ექიმი განსაზღვრავს ენალაპრილი ლაროფარმის დოზას მკურნალობის ჩვენებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მკურნალობაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ასევე წონის გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში შეცვლის დოზას მკურნალობის პერიოდში.

არ შეცვალოთ ენალაპრილი ლაროფარმის დღიური დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

დოზირება არტერიული ჰიპერტენზიის დროს

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 5მგ-დან 20მგ-მდე დღეში ერთჯერ არტერიული წნევის გათვალისწინებით. პაციენტებში მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიით შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (5მგ-დან 10მგ-მდე დღეში). პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის, ან გულის დაავადება, გაუწყლოვნება, ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, გამოიყენება ენალაპრილი ლაროფარმი საწყისი დოზით 5მგ.

თუ ამავდროულად იღებთ დიურეტიკებს (სხეულიდან ჭარბი სითხის გამოსადევნი პრეპარატები დიურეტიკები) მაღალი დოზებით, ექიმი გირჩევთ დიურეტიკების მიღების შეწყვეტას ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის დაწყებამდე ორი, ან სამი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს ენალაპრილი ლაროფარმის 5მგ-ს.

არტერიული წნევის დასტაბილურების შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 20-40 მგ-ს დღეში.

დოზირება გულის უკმარისობის დროს

გულის დაავადების მქონე პაციენტებში ენალაპრილი ლაროფარმი მიიღება სხვა პრეპარატებთ ერთად, როგორებიცაა დიურეტიკები, ბეტა-ბლოკერები, ან საჭიროების შემთხვევაში დიგიტალისი (გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობისას პალპიტაციების სამკურნალოდ).

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 2.5მგ-ს დღეში ერთჯერ. ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას 2-4 კვირის განმავლობაში თქვენთვის საჭირო დოზის მიღწევამდე. ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20მგ ენალაპრილის მალეატს დღეში ერთჯერ, ან ორჯერ. ენალაპრილი ლაროფარმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40მგ-ს ორ მიღებად.

დოზირება თირკმლის ფუნქციის გაუარესების დროს

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ექიმმა შეიძლე საჭიროდ ჩათვალოს ენალაპრილი აროფარმის დოზის შეცვლა თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. ამ მიზნით, ექიმი გირჩევთ სისხლის ანალიზის ჩატარებას. თუ ამავდროულად იღებთ დიგიტალისს, დრიური დოზა იქნება განსხვავებული. ამ შემთხვევაში ექიმი შეიმუშავებს მკურნალობის სქემას.

ხანდაზმული პაციენტები

დოზა დგინდება ექიმის მიერ თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

ბავშვები და მოზარდები

ამ ასაკობრივ ჯგუფში ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენების გამოცდილება

შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასის და მკურნალობისას არტერიული წნევის გათვალისწინებით.

რეკომენდებული საწყისი დოზა ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასით 20კგ-დან -50კგ-მდე, შეადგენს 2.5მგ დღეში და ბავშვებსა და მოზარდებში 50კგ-ზე მეტი სხეულის მასით რეკომენდებული დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 5მგ-ს დღეში.

დღიური დოზა მიიღება ერთჯერადად და ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასით 20კგ-დან -50კგ-მდე შეადგენს 20 მგ-ს და 50კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში შეადგენს 40მგ-ს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ახალშობილები და ჩვილები

ენალაპრილი ლაროფარმი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფებში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დაწყებისას, ან ენალაპრილი ლაროფარმის მაღალი დოზებით მიღებისას, რადგან არსებობს არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ თავბრუსხვევა, ან ძილიანობა.

თუ მიიღეთ ენალაპრილი ლაროფარმის ჭარბი დოზა

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ენალაპრილის, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ.

თუ წარსულში მკურნალობდით მსგავსი პრეპარატებით (აგფ) და მათ გამოიწვიეს ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ტუჩების და სახის, ენის და/ან ყელის შეშუპება სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი ასეთი რეაქციების წარსულში უცნობი მიზეზით აღმოცენების შემთხვევაში.

თუ გაქვთ მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება, ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება;

თუ ხართ 3 თქვეზე მეტი ხნის ორსული. (უმჯობესია თავი აარიდოთ ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე - იხ. ნაწილი “ორსულობა”).

თუ გაქვთ დიაბეტი, ან თირკმლის ფუნქციის გაუარესება და იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ენალაპრილი ლაროფარმის მიღებისას

თუ აღგენიშნებათ არტერიული წნევის შემცირება წამოდგომისას

თუ გაქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ახლო წარსულში ჩაიტარეთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, იტარებთ ჰემოდიალიზს, ან იღებთ დიურეტიკებს

თუ იცავთ უმარილო დიეტას, ან გაქვთ გაუწყლოვნება (გამოწვეული ღებინების, ან დიარეის ხშირი ეპიზოდებით).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, მაგ. “აორტის სტენოზი”, “ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”, “აორტის სტენოზი”, ან “მიტრალური სტენოზი”.

თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ

თუ გავთ სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), ან თუ მკურნალობთ აუტოიმუნურ, ან რევმატულ დაავადებებს (მაგ. ალოპურინოლით, ან პროკაინამიდით)

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე

თუ იტარებთ დესენსიტიზაციის მკურნალობას მწერის ნაკბენზე (მაგ. ფუტკრის, ან

კრაზანას, ჭიანჭველის)

თუ იტარებთ აფერეზს (სისხლის ცირკულაციიდან ცხიმის გამოდევნა)

თუ იტარებთ ანესთეზიას ქირურგიული ოპერაციისათვის, სტომატოლოგიური პროცედურების ჩათვლით

თუ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იღებთ ინსულინს და პერორალურად მისაღებ ანტიდიაბეტურ საშუალებებს, საჭიროა სისხლში შაქრის დონის (გლუკოზის) კონტროლი, განსაკუთრებით ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის პირველ თვეს

თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, ან კალიუმის შეცველ მარილის შემცვლელელბს

თუ იღებთ ლითიუმს (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)

თუ არტერიული წნევის სამკურნალოდ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები (არბ) (ასევე ცნობილია, როგორც “სარტენები” - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ალისკირენი

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმი) დონე.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა

თუ მიეკუთვნებით შავკანიან რასას.

იხ. ასევე ინფორმაცია “არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი შემდეგ შემთხვევებში”.

ენალაპრილით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოგივლინდეთ მშრალი შეუპოვარი ხველა, რომელიც გაქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვილებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში.

აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ ის, თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგან პრეპარატმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს ამ პერიოდში გამოყენებისას (იხ. ნაწილი “ორსულობა”).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

ზიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ენალაპრილი ლაროფარმის მოქმედებაზე, ან გამოიწვიოს უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

არტერიული ენქვის დამაქვეითებელი საშუალებები

დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდი

კალიუმის შემცველი პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი რიურეტიკები

ლითიუმი

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანესტეზიური საშუალებები კარკოტიკები

აცეტილსალიცილის მჟავა, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

ოქროს მარილები (გამოიყენება რევმატული დაავადებებისას)

სიმპატომიმეტიკები (ცხვირის დეკონგესანტი)

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები)

თრომბოლიზური საშუალებები (გამოიყენება სისხლის თრომბების “დასაშლელად”) და ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულ-მკერდის არეში ტკივილის სამკურნალოდ)

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები (არბ), ან ალისკირენი

ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ენალაპრილი ლაროფარმის მიღება საკვებისაგან დამოუკიდებლად ჭიქა წლის დაყოლებით. ეთილის სპირიტ ზრდის არტერიული წნევის დამაქვეითებელ ეფექტს თუ მიიღება ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის პერიოდში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ჩვეულებრივ, ექიმი გირჩევთ არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი დაორსულებამდე, ან ორსულობის დადგენისთანავე და ენალაპრილი ლაროფარმის მაგივრად გირჩევთ სხვა პრეპარატს. ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და ორსულობის მესამე თვის შემდეგ, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის მესამე თვის შემდეგ მიღებისას.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, ან აპირებთ ლაქტაციას. ენალაპრილი

ლაროფარმით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ახალშობილთა

(მშობიარობიდან რამდენიმე კვირა) ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ნაადრევად

დაბადებული ჩვილების. თუ ჩვილი უფრო დიდია, ექიმი მოგცემთ რჩევას ლაქტაციის

პერიოდში ენალაპრილი ლაროფარმის რისკის და სარგებელის შესახებ სხვა

სამკურნალო საშუალებებთან შედარებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტში ენალაპრილი ლაროფარმი იწვევს მხედველობის დაბინდვას, თავბრუსხვევას, ან დაღლილობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს (იხ. ნაწილი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენალაპრილი ლაროფარმის ზოგიერთ შენადგენელ ნივთიერებაზე:

ენალაპრილი ლაროფარმი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ ენალაპრილი ლაროფარმმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

მხედველობის დაბინდვა

თავბრუსხვევა

ხველა

გულისრევა

დაღლილობა

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

თავის ტკივილი

დეპრესია

დაბალი არტერიული წნევა (მათ შორის წნევის დაქვეითება წამოდგომისას)

გონების დაკარგვა

მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი, სავარაუდოდ ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო რისკ-ჯგუფის პაციენტებში

ტკივილი გულ-მკერდის არეში

პალპიტაციები

გულისცემის გახშირება

სუნთქვის გაძნელება

დიარეა

ტკივილი მუცლის არეში

გემოს დარღვევა

გამონაყარი კანზე

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქციები სახის, ან ყელის შეშუპებით, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას)

სისუსტე

სისხლში კალიუმის დონის მომატება

სისხლში კრეატინინის დონის მომატება (მიუთითებს თირკმლის ფუნქციაზე)

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

  • ანემია (აპლასტიური და ჰემოლიზური ანემიის ჩათვლით)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

დეზორიენტაცია, ძილიანობა, უძილობა, ნევროზულობა

ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა

არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას, პალპიტაციები

სურდო

ყელის ტკივილი და დისფონია

მოხრჩობის შეგრძნება, ან ბრონქული ასთმა

ნაწლავთა ობსტრუქცია

პანკრეასის ანთება

ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, მადის დაკარგვა კუჭის გაღიზიანება,

პირის სიმშრალე, პეპტიური წყლული

ჭარბი ოფლიანობა

ქავლი, ჭინჭრის ციება

თმის ცვენა

თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობა, ცილები შარდში

იმპოტენცია

კუნთების სპაზმი

წამოხურება

ხმაური ყურებში

გენერალიზებული სისუსტე

ცხელება

სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ და 10,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

სხვადასხვა დარღვევები სისხლის მხრივ

აუტოიმუნური დაავადება

უცნაური სიზმრები, ძილის დარღვევა,

რეინოს სინდრომი (ფერის და ტემპერატურის ცვლილება, რომელსაც თან ახლავს ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მაგ. თითებში, ასევე ცხვირსა და ყურებში)

ცვლილებები ფილტვებში, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი /ეოზინოფილური პნევმონია

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, ან ყელის ანთება

ღვიძლის სხვადასხვა დაავადება, სიყვითლე

პოლიმორფული ერითება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმა

შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია)

მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია)

სისხლში ღვიძლის ენზიმების, ან ბილირუბინის მომატებული დონე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ და 100,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

ნაწლავთა შეშუპება

შეწყვიტეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდათ ჭინჭრის ციება, ან ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სახის, ტუჩების, კიდურების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის, ან ყლაპვის გაძნელება. შავკანიანი პაციენტები არიან აგფ ინჰობიტორების მიღებისას ამგვარი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ.

ენალაპრილი ლაროფარმის პირველი დოზის მიღების შემდეგ, არტერიული წნევა შეიძლება შემცირდეს უფრო მეტად, ვიდრე ბოლო დროს ჩატარებული მკურნალობისას და გამოგივლინდეთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სისუსტე, ან თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები გაუმჯობესდება დაჯდომის, ან წამოწოლისას. თუ სიმპტომები არ ქრება მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართოთ თქვენს ექიმს, ან

ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოველენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამედიცინო მოწყობილობების და სამკურნალო საშუალებების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://www.anm.ro. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძალიან დაბალი არტერიული წნევა და გონების თითქმის სრულად დაკარგვა (სტუპორი). თავბრუსხვევა და “თავში სიცარიელის” შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით, გულისცემის გახშირებით, შფოთვით, ხველით, თირკმლის ფუნქციის გაუარესებით და სუნთქვის გახშირებით.

თუ დაგავიწყდათ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული სქემის შესაბამისად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შეწყვიტეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება

არ შეწყვიტოთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჩვეულებრივ , მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო, ან გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები მიიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის შეწყვეტისას არტერიული წნევა შეიძლება ისევ გაიზარდოს და თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს. არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გავლენას იქონიებს გულსა და თირკმელებზე.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ენალაპრილის მალეატი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 10მგ და 20 მგ ენალაპრილის მალეატს.

სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი.

ენალაპრილი ლაროფარმის გარეგანი ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ენალაპრილი ლაროფარმი 5 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 7მმ დიამეტრის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი სიმეტრიული რკალით.

კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.

ენალაპრილი ლაროფარმი 10 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 9მმ დიამეტრის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი სიმეტრიული რკალით.

კოლოფში მოთავსებულია 10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.

ენალაპრილი ლაროფარმი 20 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 10.5მმ დიამეტრის

შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი

სიმეტრიული რკალით.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

SC LAROPHARM SRL

Şoseaua Alexandriei nr.145 A, oraş Bragadiru, judeţul Ilfov, რუმინეთი

დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 2015 წლის თებერვალი.

ინფორმაციის სხვა წყარო

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ვებ. გვერდზე: http://www.anm.ro/

თარგმანი სწორია:

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

4493/2012/01

5944756400057

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ენალაპრილის მალეატს.

შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფურცელ ჩანართი

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულებით.

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

4494/2012/01

5944756400620

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ენალაპრილის მალეატს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ენალაპრილი ლაროფარმი 5 მგ ტაბლეტები

ენალაპრილი ლაროფარმი 10 მგ ტაბლეტები

ენალაპრილი ლაროფარმი 20 მგ ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რას წარმოადგენს ენალაპრილი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღებამდე

როგორ მივიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ენალაპრილი ლაროფარმის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ენალაპრილი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება

ენალაპრილი ლაროფარმი შეიცავს ენალაპრილის მალეატს, ნივთიერება

რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფს.

ენალაპრილი ლაროფარმი თრგუნავს იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას. ეს ნივთიერებები ამცირებენ სისხლძარღვების დიამეტრს. ენალაპრილი ლაროფარმი აფართოვებს სისხლძარღვების დიამეტრს (ვაზოდილატაციური ეფექტი) და შესაბამისად ამცირებს არტერიულ წნევას. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გულის ფუნქციის გაუარესება), ვაზოდილატაციური ეფექტი ამცირებს გულისცემას.

როგორც წესი, არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტი თვალსაჩინოა ტაბლეტის მიღებიდან ერთ საათში და არტერიული წნევის შემამცირებელი მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4-6 საათში. ეფექტი ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათი. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის შემცირება მოითხოვს რამდენიმე კვირიან მკურნალობას.

ენალაპრილი ლაროფარმი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის გაუარესება: გული ვერ ახდენს სისხლძარღვებში სისხლის ნორმალურ ცირკულაციას, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა დაღლილობა მცირე ფიზიკური დატვირთვისას, ქოშინი და კოჭების და ტერფების შეშუპება). გულის უკმარისობის მქონე ბევრ პაციენტში, რომლებიც მკუნალობდნენ ენალაპრილი ლაროფარმით, იყო ცნობები სიმპტომების შემცირების, გულის უკმარისობის არსებული სიმპტომების ინტენსივობის შემცირების და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების შესახებ.

არაგამოხატული გულილს უკმარისობის მქონე მრავალ პაციენტში ენალაპრილი ლაროფარმი ახდენს გულის ფუნქციის გაუარესების პრევენციას და ამცირებს სიმპტომების განვითარებას (მაგ. ქოშინი, დაღლილობა მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, კოჭების და ტერფების შეშუპება).

ამგვარი მოქმედების გამო, ენალაპრილი ლაროფარმი ამგვარ პაციენტებში ამცირებს გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.

რა უნდა იცოდეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღებამდე

არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი

თუ ხართ ალერგიული ენალაპრილის, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ.

თუ წარსულში მკურნალობდით მსგავსი პრეპარატებით (აგფ) და მათ გამოიწვიეს ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ტუჩების და სახის, ენის და/ან ყელის შეშუპება სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი ასეთი რეაქციების წარსულში უცნობი მიზეზით აღმოცენების შემთხვევაში.

თუ გაქვთ მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება, ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება;

თუ ხართ 3 თქვეზე მეტი ხნის ორსული. (უმჯობესია თავი აარიდოთ ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენებას ორსულობის ადრეულ სტადიაზე - იხ. ნაწილი “ორსულობა”).

თუ გაქვთ დიაბეტი, ან თირკმლის ფუნქციის გაუარესება და იღებთ არტერიული წნევის დამაქვეითებელ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ენალაპრილი ლაროფარმის მიღებისას

თუ აღგენიშნებათ არტერიული წნევის შემცირება წამოდგომისას

თუ გაქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ, ახლო წარსულში ჩაიტარეთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, იტარებთ ჰემოდიალიზს, ან იღებთ დიურეტიკებს

თუ იცავთ უმარილო დიეტას, ან გაქვთ გაუწყლოვნება (გამოწვეული ღებინების, ან დიარეის ხშირი ეპიზოდებით).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, მაგ. “აორტის სტენოზი”, “ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”, “აორტის სტენოზი”, ან “მიტრალური სტენოზი”.

თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ

თუ გავთ სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი), ან თუ მკურნალობთ აუტოიმუნურ, ან რევმატულ დაავადებებს (მაგ. ალოპურინოლით, ან პროკაინამიდით)

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები სხვა პრეპარატებზე

თუ იტარებთ დესენსიტიზაციის მკურნალობას მწერის ნაკბენზე (მაგ. ფუტკრის, ან

კრაზანას, ჭიანჭველის)

თუ იტარებთ აფერეზს (სისხლის ცირკულაციიდან ცხიმის გამოდევნა)

თუ იტარებთ ანესთეზიას ქირურგიული ოპერაციისათვის, სტომატოლოგიური პროცედურების ჩათვლით

თუ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ იღებთ ინსულინს და პერორალურად მისაღებ ანტიდიაბეტურ საშუალებებს, საჭიროა სისხლში შაქრის დონის (გლუკოზის) კონტროლი, განსაკუთრებით ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის პირველ თვეს

თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, ან კალიუმის შეცველ მარილის შემცვლელელბს

თუ იღებთ ლითიუმს (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)

თუ არტერიული წნევის სამკურნალოდ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები (არბ) (ასევე ცნობილია, როგორც “სარტენები” - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ალისკირენი

ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმი) დონე.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა

თუ მიეკუთვნებით შავკანიან რასას.

იხ. ასევე ინფორმაცია “არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი შემდეგ შემთხვევებში”.

ენალაპრილით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოგივლინდეთ მშრალი შეუპოვარი ხველა, რომელიც გაქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვილებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში.

აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა მიიღოთ ის, თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგან პრეპარატმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს ამ პერიოდში გამოყენებისას (იხ. ნაწილი “ორსულობა”).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

აცნობეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას). ჩვეულებრივ, ექიმი გირჩევთ არ მიიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი დაორსულებამდე, ან ორსულობის დადგენისთანავე და ენალაპრილი ლაროფარმის მაგივრად გირჩევთ სხვა პრეპარატს. ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და ორსულობის მესამე თვის შემდეგ, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს ორსულობის მესამე თვის შემდეგ მიღებისას.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, ან აპირებთ ლაქტაციას. ენალაპრილი

ლაროფარმით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული ახალშობილთა

(მშობიარობიდან რამდენიმე კვირა) ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ნაადრევად

დაბადებული ჩვილების. თუ ჩვილი უფრო დიდია, ექიმი მოგცემთ რჩევას ლაქტაციის

პერიოდში ენალაპრილი ლაროფარმის რისკის და სარგებელის შესახებ სხვა

სამკურნალო საშუალებებთან შედარებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ზოგიერთ პაციენტში ენალაპრილი ლაროფარმი იწვევს მხედველობის დაბინდვას, თავბრუსხვევას, ან დაღლილობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს (იხ. ნაწილი “შესაძლო გვერდითი მოვლენები”).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენალაპრილი ლაროფარმის ზოგიერთ შენადგენელ ნივთიერებაზე:

ენალაპრილი ლაროფარმი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ამჟამად იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

ზიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ენალაპრილი ლაროფარმის მოქმედებაზე, ან გამოიწვიოს უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

არტერიული ენქვის დამაქვეითებელი საშუალებები

დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდი

კალიუმის შემცველი პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი რიურეტიკები

ლითიუმი

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანესტეზიური საშუალებები კარკოტიკები

აცეტილსალიცილის მჟავა, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს)

ოქროს მარილები (გამოიყენება რევმატული დაავადებებისას)

სიმპატომიმეტიკები (ცხვირის დეკონგესანტი)

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები)

თრომბოლიზური საშუალებები (გამოიყენება სისხლის თრომბების “დასაშლელად”) და ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულ-მკერდის არეში ტკივილის სამკურნალოდ)

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები (არბ), ან ალისკირენი

ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ენალაპრილი ლაროფარმის მიღება საკვებისაგან დამოუკიდებლად ჭიქა წლის დაყოლებით. ეთილის სპირიტ ზრდის არტერიული წნევის დამაქვეითებელ ეფექტს თუ მიიღება ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის პერიოდში.

როგორ მივიღოთ ენალაპრილი ლაროფარმი

ყოველთვის მიიღეთ ენალაპრილი ლაროფარმი მკაცრად ექიმის, დანიშნულების

შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს, ან

ფარმაცევტს.

ექიმი განსაზღვრავს ენალაპრილი ლაროფარმის დოზას მკურნალობის ჩვენებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მკურნალობაზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, ასევე წონის გათვალისწინებით და საჭიროების შემთხვევაში შეცვლის დოზას მკურნალობის პერიოდში.

არ შეცვალოთ ენალაპრილი ლაროფარმის დღიური დოზა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

დოზირება არტერიული ჰიპერტენზიის დროს

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 5მგ-დან 20მგ-მდე დღეში ერთჯერ არტერიული წნევის გათვალისწინებით. პაციენტებში მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიით შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (5მგ-დან 10მგ-მდე დღეში). პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის, ან გულის დაავადება, გაუწყლოვნება, ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, გამოიყენება ენალაპრილი ლაროფარმი საწყისი დოზით 5მგ.

თუ ამავდროულად იღებთ დიურეტიკებს (სხეულიდან ჭარბი სითხის გამოსადევნი პრეპარატები დიურეტიკები) მაღალი დოზებით, ექიმი გირჩევთ დიურეტიკების მიღების შეწყვეტას ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის დაწყებამდე ორი, ან სამი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს ენალაპრილი ლაროფარმის 5მგ-ს.

არტერიული წნევის დასტაბილურების შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 20-40 მგ-ს დღეში.

დოზირება გულის უკმარისობის დროს

გულის დაავადების მქონე პაციენტებში ენალაპრილი ლაროფარმი მიიღება სხვა პრეპარატებთ ერთად, როგორებიცაა დიურეტიკები, ბეტა-ბლოკერები, ან საჭიროების შემთხვევაში დიგიტალისი (გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობისას პალპიტაციების სამკურნალოდ).

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 2.5მგ-ს დღეში ერთჯერ. ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას 2-4 კვირის განმავლობაში თქვენთვის საჭირო დოზის მიღწევამდე. ჩვეული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20მგ ენალაპრილის მალეატს დღეში ერთჯერ, ან ორჯერ. ენალაპრილი ლაროფარმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40მგ-ს ორ მიღებად.

დოზირება თირკმლის ფუნქციის გაუარესების დროს

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ექიმმა შეიძლე საჭიროდ ჩათვალოს ენალაპრილი აროფარმის დოზის შეცვლა თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. ამ მიზნით, ექიმი გირჩევთ სისხლის ანალიზის ჩატარებას. თუ ამავდროულად იღებთ დიგიტალისს, დრიური დოზა იქნება განსხვავებული. ამ შემთხვევაში ექიმი შეიმუშავებს მკურნალობის სქემას.

ხანდაზმული პაციენტები

დოზა დგინდება ექიმის მიერ თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.

ბავშვები და მოზარდები

ამ ასაკობრივ ჯგუფში ენალაპრილი ლაროფარმის გამოყენების გამოცდილება

შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასის და მკურნალობისას არტერიული წნევის გათვალისწინებით.

რეკომენდებული საწყისი დოზა ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასით 20კგ-დან -50კგ-მდე, შეადგენს 2.5მგ დღეში და ბავშვებსა და მოზარდებში 50კგ-ზე მეტი სხეულის მასით რეკომენდებული დოზა შეადგენს ენალაპრილის მალეატის 5მგ-ს დღეში.

დღიური დოზა მიიღება ერთჯერადად და ბავშვებსა და მოზარდებში სხეულის მასით 20კგ-დან -50კგ-მდე შეადგენს 20 მგ-ს და 50კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში შეადგენს 40მგ-ს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ახალშობილები და ჩვილები

ენალაპრილი ლაროფარმი არ გამოიყენება ამ ასაკობრივ ჯგუფებში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დაწყებისას, ან ენალაპრილი ლაროფარმის მაღალი დოზებით მიღებისას, რადგან არსებობს არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ თავბრუსხვევა, ან ძილიანობა.

თუ მიიღეთ ენალაპრილი ლაროფარმის ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძალიან დაბალი არტერიული წნევა და გონების თითქმის სრულად დაკარგვა (სტუპორი). თავბრუსხვევა და “თავში სიცარიელის” შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი არტერიული წნევით, გულისცემის გახშირებით, შფოთვით, ხველით, თირკმლის ფუნქციის გაუარესებით და სუნთქვის გახშირებით.

თუ დაგავიწყდათ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული სქემის შესაბამისად.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ შეწყვიტეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება

არ შეწყვიტოთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჩვეულებრივ , მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო, ან გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატები მიიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ენალაპრილი ლაროფარმით მკურნალობის შეწყვეტისას არტერიული წნევა შეიძლება ისევ გაიზარდოს და თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს. არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გავლენას იქონიებს გულსა და თირკმელებზე.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ ენალაპრილი ლაროფარმმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

მხედველობის დაბინდვა

თავბრუსხვევა

ხველა

გულისრევა

დაღლილობა

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

თავის ტკივილი

დეპრესია

დაბალი არტერიული წნევა (მათ შორის წნევის დაქვეითება წამოდგომისას)

გონების დაკარგვა

მიოკარდიუმის ინფარქტი, ან ინსულტი, სავარაუდოდ ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო რისკ-ჯგუფის პაციენტებში

ტკივილი გულ-მკერდის არეში

პალპიტაციები

გულისცემის გახშირება

სუნთქვის გაძნელება

დიარეა

ტკივილი მუცლის არეში

გემოს დარღვევა

გამონაყარი კანზე

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ან ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქციები სახის, ან ყელის შეშუპებით, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას)

სისუსტე

სისხლში კალიუმის დონის მომატება

სისხლში კრეატინინის დონის მომატება (მიუთითებს თირკმლის ფუნქციაზე)

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

  • ანემია (აპლასტიური და ჰემოლიზური ანემიის ჩათვლით)

სისხლში შაქრის დონის შემცირება

დეზორიენტაცია, ძილიანობა, უძილობა, ნევროზულობა

ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა

არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას, პალპიტაციები

სურდო

ყელის ტკივილი და დისფონია

მოხრჩობის შეგრძნება, ან ბრონქული ასთმა

ნაწლავთა ობსტრუქცია

პანკრეასის ანთება

ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, მადის დაკარგვა კუჭის გაღიზიანება,

პირის სიმშრალე, პეპტიური წყლული

ჭარბი ოფლიანობა

ქავლი, ჭინჭრის ციება

თმის ცვენა

თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის უკმარისობა, ცილები შარდში

იმპოტენცია

კუნთების სპაზმი

წამოხურება

ხმაური ყურებში

გენერალიზებული სისუსტე

ცხელება

სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ნატრიუმის დაბალი დონე.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ და 10,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

სხვადასხვა დარღვევები სისხლის მხრივ

აუტოიმუნური დაავადება

უცნაური სიზმრები, ძილის დარღვევა,

რეინოს სინდრომი (ფერის და ტემპერატურის ცვლილება, რომელსაც თან ახლავს ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, მაგ. თითებში, ასევე ცხვირსა და ყურებში)

ცვლილებები ფილტვებში, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი /ეოზინოფილური პნევმონია

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, ან ყელის ანთება

ღვიძლის სხვადასხვა დაავადება, სიყვითლე

პოლიმორფული ერითება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმა

შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია)

მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია)

სისხლში ღვიძლის ენზიმების, ან ბილირუბინის მომატებული დონე.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ და 100,000-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

ნაწლავთა შეშუპება

შეწყვიტეთ ენალაპრილი ლაროფარმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გამოგივლინდათ ჭინჭრის ციება, ან ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სახის, ტუჩების, კიდურების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის, ან ყლაპვის გაძნელება. შავკანიანი პაციენტები არიან აგფ ინჰობიტორების მიღებისას ამგვარი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ.

ენალაპრილი ლაროფარმის პირველი დოზის მიღების შემდეგ, არტერიული წნევა შეიძლება შემცირდეს უფრო მეტად, ვიდრე ბოლო დროს ჩატარებული მკურნალობისას და გამოგივლინდეთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სისუსტე, ან თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები გაუმჯობესდება დაჯდომის, ან წამოწოლისას. თუ სიმპტომები არ ქრება მიმართეთ თქვენს ექიმს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართოთ თქვენს ექიმს, ან

ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოველენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სამედიცინო მოწყობილობების და სამკურნალო საშუალებების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://www.anm.ro. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

ენალაპრილი ლაროფარმის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ენალაპრილი ლაროფარმი

მოქმედი ნივთიერება არის ენალაპრილის მალეატი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ, 10მგ და 20 მგ ენალაპრილის მალეატს.

სხვა ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი.

ენალაპრილი ლაროფარმის გარეგანი ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ენალაპრილი ლაროფარმი 5 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 7მმ დიამეტრის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი სიმეტრიული რკალით.

კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.

ენალაპრილი ლაროფარმი 10 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 9მმ დიამეტრის შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი სიმეტრიული რკალით.

კოლოფში მოთავსებულია 10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.

ენალაპრილი ლაროფარმი 20 მგ

არაკომპრესირებული, ერთგვაროვანი თეთრი ფერის, ბრტყელი, 10.5მმ დიამეტრის

შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და მეორე მხარეს სამი

სიმეტრიული რკალით.

კოლოფში მოთავსებულია 10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

SC LAROPHARM SRL

Şoseaua Alexandriei nr.145 A, oraş Bragadiru, judeţul Ilfov, რუმინეთი

დანართი ფურცლის ბოლო შემოწმების თარიღია 2015 წლის თებერვალი.

ინფორმაციის სხვა წყარო

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია წამლის და სამედიცინო მოწყობილობების ვებ. გვერდზე: http://www.anm.ro/

თარგმანი სწორია:

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

SC LAROPHARM SRL

Şoseaua Alexandriei nr.145 A, oraş Bragadiru, judeţul Ilfov, რუმინეთი

4493/2012/01

5944756400057

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ენალაპრილის მალეატს.

შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფურცელ ჩანართი

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულებით.

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 10 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

SC LAROPHARM SRL

Şoseaua Alexandriei nr.145 A, oraş Bragadiru, judeţul Ilfov, რუმინეთი

4494/2012/01

5944756400620

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ლაროფარმი

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ენალაპრილის მალეატს.

შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფურცელ ჩანართი

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში 250C დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულებით.

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ენალაპრილი

ლაროფარმი 20 მგ

ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა