კაპეციტაბინი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისათვის III სტადიის (დიუკის სტადია C) მსხვილი ნაწლავის კიბოზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 5.1). მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტი 5.1). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კაპეციტაბინი (capecitabine)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042727
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2025, მოქმედებს 5 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ემკაპ 500 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კაპეციტაბინი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისათვის III სტადიის (დიუკის სტადია C) მსხვილი ნაწლავის კიბოზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 5.1).
მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ (იხილეთ პუნქტი 5.1).
კუჭის შორსწასული კიბოს პირველი რიგის მკურნალობისათვის პლატინაზე დაფუძნებულ რეჟიმთან კომბინაციაში (იხილეთ პუნქტი 5.1).
დოცეტაქსელთან კომბინაციაში (იხილეთ პუნქტი 5.1) ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ. წინა თერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინს.
მონოთერაპიის სახით ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ ტაქსანებისა და ანტრაციკლინების შემცველი ქიმიოთერაპიული რეჟიმის წარუმატებლობის შემდეგ ან იმ პაციენტებში, ვისთვისაც შემდგომი ანტრაციკლინური თერაპია არ არის ნაჩვენები.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ემკაპი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას და მკურნალობის კურსს. ემკაპის დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. მისი გაანგარიშება ხდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1250 მგ/მ2-ზე სხეულის ზედაპირის ფართობის ორჯერ დღეში (დილას და საღამოს). წარმოგიდგენთ ორ მაგალითს: თუ ადამიანის წონა არის 64 კგ, ხოლო სიმაღლე - 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 1.7 მ2-ს და მან უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150 მგ-იანი 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. თუ ადამიანის წონა არის 80 კგ და სიმაღლე 1.80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 2.00 მ2-ს და მან უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 ტაბლეტი ორჯერ დღეში.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას, მიღების დროს და ხანგრძლივობას.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია თითოეულ დოზაზე.
მიიღეთ ტაბლეტები დილით და საღამოს თქვენი ექიმის დანიშნულებით.
ტაბლეტები მიიღეთ საკვების მიღების (საუზმე და სადილი) დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში და გადაყლაპეთ ისინი მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაფშვნათ ან გადატეხოთ ტაბლეტები. თუ არ შეგიძლიათ კაპეციტაბინის ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ყველა პრეპარატის მიღება.
კაპეციტაბინის ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 14 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 7 დღიანი შესვენების პერიოდი (ამ დროს ტაბლეტები არ მიიღება). ეს 21 დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილთათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა შეიძლება იყოს 1250 მგ/მ2-ზე ნაკლები სხეულის ზედაპირის ფართობის, და შეიძლება საჭირო იყოს ტაბლეტების მიღება დროის სხვა რეჟიმით (მაგალითად, ყოველდღე, შესვენების პერიოდების გარეშე).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემკაპი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემკაპი, მომდევნო დოზის მიღებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
საჭიროზე მეტი ემკაპის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისუსტის შეგრძნება ან სუსტად ყოფნა, დიარეა, ნაწლავის ან პირის ღრუს ანთება ან წყლულები, ტკივილი ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან ძვლის ტვინის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების შემცირება). ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ემკაპის მიღება
არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ამის ნაცვლად, გააგრძელეთ დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ ემკაპის მიღება
ემკაპით მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები არ არსებობს. თუ იღებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ფენპროკუმონის შემცველს), კაპეციტაბინის შეწყვეტამ შეიძლება მოითხოვოს და თქვენმა ექიმმა დააკორექტიროს ანტიკოაგულანტების დოზა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კაპეციტაბინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6). უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია ან ძლიერი რეაქცია ამ პრეპარატზე,
თუ მანამდე გქონდათ მძიმე რეაქციები ფტორპირიმიდინით თერაპიის მიმართ (კიბოს საწინააღმდეგი პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტორურაცილი),
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
თუ გაქვთ სისხლში თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების უკიდურესად დაბალი დონე (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია),
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევები,
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნებისმიერი დარღვევა (დპდ სრული დეფიციტი),
თუ ახლა მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდით ბრივუდინით, როგოგრც ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა ან სარტყლისებრი ლიქენი) თერაპიის ნაწილი.
სიფრთხილის ზომები
ემკაპის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი
თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) ნაწილობრივი ან სრული დეფიციტი
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა ან ტკივილი გულ-მკერდის, ყბის და ზურგის არეში გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით და გულისკენ სისხლის დინებასთან დაკავშირებული დარღვევების შედეგად)
თუ გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, ტვინში გავრცელებული კიბო ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია)
თუ გაქვთ კალციუმის ბალანსის დარღვევა (ვლინდება სისხლის ანალიზებში)
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ დარღვეული გაქვთ ორგანიზმში საკვების ან წყლის შეკავების უნარი მძიმე გულისრევის ან ღებინების გამო
თუ გაქვთ დიარეა
თუ გაქვთ გაუწყლოება
თუ გაქვთ სისხლში იონების ბალანსის დარღვევები (ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, რომლებიც ვლინდება ანალიზებში)
თუ გაქვთ თვალის დაავადებების ანამნეზი, შეიძლება დაგჭირდეთ თვალებზე დამატებითი მეთვალყურეობა
თუ გაქვთ კანის მძიმე რეაქციები
დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ხშირად არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით, გარდა გარკვეული პრეპარატების მიღების შემთხვევებისა. თუ გაქვთ დპდ დეფიციტი და იღებთ კაპეციტაბინს, თქვენ იმყოფებით მძიმე გვერდითი რეაქციების მომატებული რისკის ჯგუფში (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4 “შესაძლო გვერდითი რეაქციები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დპდ დეფიციტის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება. კაპეციტაბინის მიღება არ შეიძლება, თუ არ გაქვთ ფერმენტის აქტივობა. ფერმენტის დაქვეითებული აქტივობის (ნაწილობრივი დეფიციტი) შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. დპდ დეფიციტის განმსაზღვრელი ანალიზით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში შეიძლება კვლავ გამოვლინდეს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები.
ბავშვები და მოზარდები
ემკაპი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. არ მისცეთ ემკაპი ბავშვებსა და მოზარდებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთზე მეტი პრეპარატის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან დაასუსტოს პრეპარატების მოქმედება.
კაპეციტაბინით მკურნალობის პერიოდში (მათ შორის კაპეციტაბინის ტაბლეტების მიღებებს შორის ნებისმიერ ინტერვალში) ბრივუდინის (სარტყლისებრი ლიქენის ან ჩუტყვავილას სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები) მიღება არ შეიძლება.
თუ იღებთ ბრივუდინს, კაპეციტაბინის მიღების დაწყება შეიძლება ბრივუდინით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ. ასევე, იხილეთ პარაგრაფი “არ მიიღოთ კაპეციტაბინი“.
გარდა ამისა, სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭიროა, თუ იღებთ ჩამოთვლილიდან ნებისმერ პრეპარატს:
პოდაგრის სამკურნალო საშუალებები (ალოპურინოლი),
სისხლის გამათხელებელი საშუალებები (კუმარინი, ვარფარინი),
კრუნჩხვის ან ტრემორის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი),
ინტერფერონი ალფა
რადიოთერაპია და კიბოს სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი)
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები
ემკაპის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ემკაპი უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 30 წუთში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ემკაპი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად.
არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება ემკაპის მიღების პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
შვილოსნობის ასაკში მყოფმა ქალებმა ემკაპით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
თუ ხართ მამაკაცი და თქვენი ქალი-პატრნიორი შეიძლება დაორსულდეს, ემკაპით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ემკაპმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და დაღლილობა. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ემკაპმა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ემკაპი შეიცავს უწყლო ლაქტოზას
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ემკაპის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:
დიარეა: თუ დღის განმავლობაში თქვენი კუჭის მოქმედება 4 ან მეტჯერ გაიზარდა ჩვეულებრივთან შედარებით, ან ღამით ნებისმიერი სახის დიარეის შემთხვევაში.
ღებინება: თუ აღგენიშნებათ ერთზე მეტი ღებინების ეპიზოდი 24 საათიან პერიოდში.
გულისრევა: მადის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე თუ ყოველდღიურად იღებთ ჩეულებრივზე ნაკლებ საკვებს.
სტომატიტი: თუ გაქვთ პირის ღრუს ან/და ყელის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები.
კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე: თუ გაქვთ ხელების ან/და ფეხების არეში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება.
ცხელება: თუ გაქვთ 38°С ან უფრო მაღალი ტემპერატურა.
ინფექცია: თუ აღგენიშნებათ ბაქტერიით, ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.
ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ აღგენიშნებათ ტკივილი გულ-მკერდის არეში, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ აღგენიშნებათ ტკივილით მიმდინარე სიწითლე ან მეწამულისფერის გავრცელებული გამონაყარი და ბუშტუკები, ასევე სხვა დაზიანებების განვითარება ლორწოვან გარსებზე (მაგალითად, პირის ღრუში ან ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ მანამდე გქონდათ მსუბუქი მგრძნობელობა, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგალითად, ბრონქიტი) ან/და ცხელება.
ანგიონევროზული შეშუპება: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის შემდეგ სიმპტომს
- შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა: ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ანგიონევროზული შეშუპების ნიშანი.
ადრე გამოვლენის შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის განმავლობაში. თუმცა, ამ გვერდითი მოვლენების გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ხელახალი მკურნალობა დაბალი დოზით.
თუ მძიმე სტომატიტი (პირის ან/და ყელის დაწყლულება), ლორწოვანი გარსების ანთება, დიარეა, ნეიტროპენია (ინფექციების მომატებული რისკი) ან ნეიროტოქსიკურობა განვითარდა მკურნალობის პირველი კურსის განმავლობაში, შეიძლება დაერთოს დპდ დეფიციტი (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე შეიძლება იწვევდეს თითის ანაბეჭდის წაშლას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს იდენტიფიკაციაზე თითის ანაბეჭდის სკანირებით.
ზემოთ მითითებულის გარდა, ემკაპის მონოთერაპიაში გამოყენებისას ძალიან ხშირ გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს, მიეკუთვნება:
მუცლის ტკივილი
გამონაყარი, კანის სიმშრალე ან ქავილი
დაღლილობა
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამწვავდეს; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, გვერდითი მოვლენების განვითარებისას. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დოზის შემცირება ან/და ემკაპით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. ეს შეამცირებს გვერდითი მოვლენების გაგრძელების ან დამძიმების რისკს.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აღინიშნება ანალიზებში)
დეჰიდრატაცია, წონის დაკლება
უძილობა (ძილის დარღვევა), დეპრესია
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის პათოლოგიური მგრძნობელობა (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოვნური თვისების ცვლილება
თვალის გაღიზიანება, ძლიერი ცრემლდენა, თვალის სიწითლე (კონიუნქტივიტი)
ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, სურდო
ჰერპესი და სხვა სახის ჰერპესული ინფექციები
ფილტვების ან სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგალითად, პნევმონია ან ბრონქიტი)
სისხლდენა ნაწლავიდან, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ზედა არეში, დისპეფსია, ძლიერი მეტეორიზმი, პირის ღრუს სიმშრალე
კანზე გამონაყარი, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის გაწითლება, მშრალი კანი, ქავილი, კანის ფერის შეცვლა, კანის უბნების აქერცვლა, კანის ანთება, დარღვევა ფრჩხილის მხრივ
ტკივილი სახსრების ან ხელ-ფეხის (კიდურების), გულ-მკერდის ან ზურგის არეში
ცხელება, კიდურების შეშუპება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ვლინდება სისხლის ანალიზებში) და სისხლში ბილირუბინის (გამოიყოფა ღვიძლის მიერ) დონის მომატება
არახშირი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირის და ყელის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები (მათ შორის პირის ღრუს არეში), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი
ცხიმგროვა კანქვეშ (ლიპომა)
სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების, შემცირება, სისხლის გათხელება (ვლინდება ანალიზებში)
ალერგია
დიაბეტი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, არასათანადო კვება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება
დაბნეულობა, პანიკური შეტევები, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება
მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ბალანსის დარღვევა, გონების დაკარგვა, ნერვის დაზიანება (ნეიროპათია) და მგრძნობელობასთან დაკავშირებული პრობლემები
არამკვეთრი მხედველობა ან მხედველობის გაორება
ვერტიგო, ყურის ტკივილი
არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა (არითმია), ტკივილი გულ-მკერდის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი)
სისხლის კოლტები ღრმა ვენებში, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, წამოხურება, ცივი კიდურები, კანზე მეწამული ფერის ლაქები
სისხლის კოლტები ფილტვის ვენებში (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ნახველი, ასთმა, ქოშინი დატვირთვისას
ნაწლავის ობსტრუქცია, მუცელში სითხის დაგროვება, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლი განავალში
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)
წყლულები ან ბუშტუკები კანზე, კანის რეაქცია მზის სინათლის მიმართ, ხელის გულების გაწითლება, სახის შეშუპება ან ტკივილი
სახსრების ტკივილი ან რიგიდობა, ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან დაჭიმულობა
თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამით შარდვის გახშირება, შარდის შეუკავებლობა, სისხლი შარდში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშანი)
უჩვეულო სისხლდენა საშოდან
შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), კანკალი და შემცივნება
იშვიათი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):
საცრემლე არხის შევიწროება ან გაჭედვა (საცრემლე არხის სტენოზი)
ღვიძლის უკმარისობა
ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის გამოყოფის დისფუნქციას ან ობსტრუქციას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)
სპეციფიკური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT გახანგრძლივება)
გარკვეული ტიპის არითმია (მათ შორის პარკუჭების ფიბრილაცია, torsade de pointes და ბრადიკარდია)
თვალის ანთება, რომელიც იწვევს თვალის ტკივილს და შესაძლოა, მხედველობის დარღვევას
კანის ანთება, რომელიც ვლინდება წითელი აქერცლილი ლაქებით იმუნური სისტემის დაავადების შედეგად
ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება)
ძალიან იშვიათი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, წყლულების და ბუშტუკების განვითარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წყლულებს პირის ღრუს, ცხვირის, გენიტალიების, ხელების, ფეხების და თვალების (გაწითლებული და შეშუპებული თვალები) არეში
მითითებული გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთი უფრო ხშირია კაპეციტაბინის მიღებისას კიბოს სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ასეთ შემთხვევაში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის გაზრდა
ნერვის ტკივილი
ყურებში ზარის რეკვის ხმა ან ხმაური (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა
ვენების ანთება
სლოკინი, ხმის შეცვლა
ტკივილი ან შეცვლილი/პათოლოგიური მგრძნობელობა პირის არეში, ტკივილი ყბების არეში
ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით
კუნთების სპაზმი
შარდვის გაძნელება, სისხლი ან ცილა შარდში
სისხლჩაქცევა ან რეაქცია ინექციის ადგილზე (ერთდროულად შეყვანილი საინექციო პრეპარატით გამოწვეული)
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.
გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
მწვავე დოზის გადაჭარბების გამოვლინებებია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუკოზიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და სისხლდენა და ძვლის ტვინის დაქვეითება. დოზის გადაჭარბების სამედიცინო მართვა უნდა მოიცავდეს ჩვეულებრივ თერაპიულ და დამხმარე სამედიცინო ჩარევებს, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული კლინიკური გამოვლინებების კორექტირებას და მათი შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კაპეციტაბინი
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
კაპეციტაბინს USP 500 მგ
სხვა ინგრედიენტებია:
შიგთავსი
მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი PH 101), უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
გარეგარსი
Opadry ყავისფერი 03A565005 და გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ემკაპი და შეფუთვის შიგთავსი
ღია ატმისფერიდან ატმისფერი შეფერილობის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული ‘C’ და მეორე მხარეს - ‘500’.
10’s ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა
ემკაპი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:
1 x 10’s, 3 x 10’s, 10 x 10’s
შენიშვნა: ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
(გ)მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
“MSN House” („მსნ ჰაუს“), ტერიტ. No.: C-24 სანათნაგარი ინდუსტრიული ზონები, სანათნაგარი,
ჰაიდერაბადი,500 018, ტელანგანა, ინდოეთი.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. დაიცავით იგი სინათლისა და ნესტისგან.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
აღნიშნული პრეპარატი არ მოითხოვს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტოსტატიკური (ანტიმეტაბოლიტი), ათქ კოდი: L01BC06.
კაპეციტაბინი არის არაციტოტოქსიკური ფტორპირიმიდინის კარბამატი, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ციტოტოქსიკური ნაწილის 5-ფტორურაცილის (5-FU) პერორალურად შეყვანილი წინამორბედი.
კაპეციტაბინი აქტიურდება რამდენიმე ფერმენტული საფეხურის მეშვეობით (იხილეთ პუნქტი 5.2). ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს 5-FU-ზე საბოლოო გარდაქმნაში, თიმიდინ ფოსფორილაზა (ThyPase), გვხვდება სიმსივნურ ქსოვილებში, მაგრამ ასევე ნორმალურ ქსოვილებში, თუმცა ჩვეულებრივ უფრო დაბალ დონეზე. ადამიანის კიბოს ქსენოგრაფტის მოდელებში კაპეციტაბინმა აჩვენა სინერგიული ეფექტი დოცეტაქსელთან კომბინაციაში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დოცეტაქსელის მიერ თიმიდინ ფოსფორილაზას ზერეგულაციასთან.
არსებობს მტკიცებულება, რომ 5-FU-ის მეტაბოლიზმი ანაბოლურ გზაზე ბლოკავს დეზოქსიურიდილის მჟავას მეთილაციის რეაქციას თიმიდილის მჟავასთან, რითაც ერევა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) სინთეზში. 5-FU-ს შეერთება ასევე იწვევს რნმ-ის და ცილების სინთეზის ინჰიბირებას. ვინაიდან დნმ და რნმ აუცილებელია უჯრედების გაყოფისა და ზრდისთვის, 5-FU-ის ეფექტი შეიძლება იყოს თიმიდინის დეფიციტის შექმნა, რომელიც პროვოცირებს უჯრედის გაუწონასწორებელ ზრდას და სიკვდილს. დნმ-ისა და რნმ-ის დეპრივაციის ეფექტი ყველაზე მეტად იმ უჯრედებზეა გამოხატული, რომლებიც უფრო სწრაფად მრავლდებიან და რომლებიც მეტაბოლიზებენ 5-FU-ს უფრო სწრაფად.
მსხვილი ნაწლავის და კოლორექტალური კიბო:
მონოთერაპია კაპეციტაბინით მსხვილი ნაწლავის ადიუვანტური კიბოს დროს
მონაცემები ერთი მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზის III კლინიკური კვლევისგან პაციენტებში მე-III სტადიის (Dukes' C) მსხვილი ნაწლავის კიბოთი მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის (XACT კვლევა; M66001). ამ კვლევაში, 1987 პაციენტი რანდომიზირებული იყო კაპეციტაბინით (1250 მგ/მ2 ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 1 კვირიანი შესვენების პერიოდი და მიცემული იყო 3 კვირიანი ციკლის სახით 24 კვირის განმავლობაში) ან 5-FU და ლეიკოვორინით (Mayo Clinic). რეჟიმი: 20 მგ/მ2 ლეიკოვორინი IV, რასაც მოჰყვება 425 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი 5-FU, 1-დან 5 დღემდე, ყოველ 28 დღეში 24 კვირის განმავლობაში). კაპეციტაბინი იყო მინიმუმ ექვივალენტური IV 5-FU/LV დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენაში პროტოკოლის პოპულაციაში (საფრთხის თანაფარდობა 0.92; 95% CI 0.80-1.06). სრულიად რანდომიზირებულ პოპულაციაში, ტესტები კაპეციტაბინის სხვაობისა და 5-FU/LV დაავადებისგან თავისუფალ და საერთო გადარჩენაში აჩვენებდნენ საშიშროების კოეფიციენტებს 0,88 (95% CI 0,77-1,01; p = 0,068) და 0,86 (95% CI 0). -1.01; p = 0.060), შესაბამისად. მედიანური დაკვირვება ანალიზის დროს იყო 6.9 წელი. წინასწარ დაგეგმილ მრავალვარიანტულ კოქსის ანალიზში, კაპეციტაბინის უპირატესობა აჩვენა ბოლუს 5-FU/LV-სთან შედარებით. შემდეგი ფაქტორები წინასწარ იყო განსაზღვრული სტატისტიკური ანალიზის გეგმაში მოდელში ჩართვისთვის: ასაკი, დრო ოპერაციიდან რანდომიზაციამდე, სქესი, CEA დონეები საწყის ეტაპზე, ლიმფური კვანძები საწყის ეტაპზე და ქვეყანა. სრულიად რანდომიზირებულ პოპულაციაში კაპეციტაბინი აჩვენა, რომ აღემატება 5FU/LV დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენას (საფრთხის კოეფიციენტი 0,849; 95% CI 0,739-0,976; p = 0,0212), ისევე როგორც მთლიანი გადარჩენისთვის (საფრთხის კოეფიციენტი ; 0. 95% CI 0.705-0.971; p = 0.0203).
კომბინირებული თერაპია მსხვილი ნაწლავის ადიუვანტური კიბოს დროს
ერთი მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზის 3 კლინიკური კვლევის მონაცემები მსხვილი ნაწლავის III სტადიის (Dukes C) მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებში მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას ოქსალიპლატინთან (XELOX) კომბინაციაში მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის (N016968 კვლევა). ამ კვლევაში, 944 პაციენტი რანდომიზირებული იყო 3-კვირიან ციკლებზე 24 კვირის განმავლობაში კაპეციტაბინით (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 1 კვირიანი შესვენების პერიოდი) ოქსალიპლატინთან ერთად (130 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზია 2-ზე მეტი). - საათები 1 დღეს ყოველ 3 კვირაში); 942 პაციენტი რანდომიზირებული იყო ბოლუს 5-FU-ზე და ლეიკოვორინზე. ITT პოპულაციაში DFS-ის პირველადი ანალიზისას, XELOX აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად აღემატება 5-FU/LV-ს (HR=0.80, 95% CI=[0.69; 0.93]; p=0.0045). 3 წლიანი DFS მაჩვენებელი იყო 71% XELOX-ისთვის 67% 5-FU/LV-სთვის. RFS-ის მეორადი საბოლოო წერტილის ანალიზი მხარს უჭერს ამ შედეგებს HR-ით 0,78 (95% CI=[0,67; 0,92]; p=0,0024) XELOX-ისთვის 5-FU/LV-სთვის. XELOX-მა აჩვენა ტენდენცია უმაღლესი OS-ისკენ HR 0.87 (95% CI=[0.72; 1.05]; p=0.1486), რაც ნიშნავს სიკვდილის რისკის 13%-ით შემცირებას. 5 წლიანი OS მაჩვენებელი იყო 78% XELOX-ისთვის 74% 5-FU/LV-სთვის. ეფექტურობის მონაცემები ეფუძნება საშუალო დაკვირვების დროს 59 თვე OS-სთვის და 57 თვე DFS-ისთვის. გვერდითი მოვლენების გამო მოხსნის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო XELOX კომბინირებული თერაპიის ჯგუფში (21%), ვიდრე 5-FU/LV მონოთერაპიის ჯგუფის (9%) ITT პოპულაციაში.
მონოთერაპია კაპეციტაბინით მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს დროს
ორი იდენტურად შემუშავებული, მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი III ფაზის კლინიკური კვლევების მონაცემები (S014695; SO14796) მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს პირველი რიგის სამკურნალოდ. ამ კვლევებში, 603 პაციენტი რანდომიზირებული იყო კაპეციტაბინით მკურნალობაზე (1250 მგ/მ2 ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 1 კვირიანი შესვენების პერიოდი და მიცემული იყო 3 კვირიანი ციკლის სახით). 604 პაციენტი რანდომიზირებული იყო 5-FU და ლეიკოვორინის მკურნალობაზე (Mayo რეჟიმი: 20 მგ/მ2 ლეიკოვორინი ინტრავენურად მოჰყვა 425 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი 5-FU, 1-დან 5 დღემდე, ყოველ 28 დღეში). მთლიანი ობიექტური პასუხის მაჩვენებლები სრულიად რანდომიზირებულ პოპულაციაში (მკვლევარის შეფასება) იყო 25.7% (კაპეციტაბინი) წინააღმდეგ 16.7% (Mayo რეჟიმი); p <0.0002. პროგრესირების საშუალო დრო იყო 140 დღე (კაპეციტაბინი) 144 დღის წინააღმდეგ Mayo რეჟიმი). საშუალო გადარჩენა იყო 392 დღე (კაპეციტაბინი) 391 დღის წინააღმდეგ (Mayo რეჟიმი). ამჟამად, არ არის ხელმისაწვდომი შედარებითი მონაცემები კაპეციტაბინის მონოთერაპიის შესახებ კოლორექტალური კიბოს დროს პირველი რიგის კომბინირებულ რეჟიმებთან შედარებით.
კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს პირველი რიგის მკურნალობის კომბინირებული თერაპია
მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზის III კლინიკური კვლევის მონაცემები (NO 16966) მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას ოქსალიპლატინთან კომბინაციაში ან ოქსალიპლატინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს პირველი • ხაზის სამკურნალოდ. კვლევა მოიცავდა ორ ნაწილს: თავდაპირველ 2-ხელიან ნაწილს, რომელშიც 634 პაციენტი რანდომიზირებული იყო ორ განსხვავებულ სამკურნალო ჯგუფში, მათ შორის XELOX ან FOLFOX-4, და შემდგომ 2x2 ფაქტორულ ნაწილს, რომელშიც 1401 პაციენტი რანდომიზირებული იყო ოთხ სხვადასხვა სამკურნალო ჯგუფში, მათ შორის XELOX პლუს პლაცებო, FOLFOX-4 პლუს პლაცებო, XELOX პლუს ბევაციზუმაბი და FOLFOX-4 პლუს ბევაციზუმაბი. იხილეთ ცხრილი 6 მკურნალობის რეჟიმებისთვის.
ცხრილი 6 მკურნალობის რეჟიმები NO16966 კვლევაში (mCRC)
მკურნალობა
საწყისი დოზა
სქემა
ფოლფოქსი-4
ან
ფოლფოქსი-4
+
ბევაციზუმაბი
ოქსალიპლატინი
85 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
ოქსალიპლატინი პირველ დღეს, 2 კვირაში ერთხელ
ლიუკოვორინი
200 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
ლეიკოვორინი პირველ და მე-2 დღეს 2 კვირაში ერთხელ
5-ფტორურაცილი
400 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი, შემდეგ 600 მგ/მ2 ინტრავენურად 22 სთ
5-ფტორურაცილი ინტრავენური ბოლუსი/ინფუზია, პირველ და მე-2 დღეს 2 კვირაში ერთხელ თითოეული
პლაცებო ან ბევაციზუმაბი
5 მგ/კგ ინტრავენურად 30-90 წთ
დღე 1, ფოლფოქსი-4-მდე, 2 კვირაში ერთხელ
ქსელოქსი
ან
ქსელოქსი+
ბევაციზუმაბი
ოქსალიპლატინი
130 მგ/მ2 ინტრავენურად 2 სთ
ოქსალიპლატინი პირველ დღეს, 3 კვირაში ერთხელ
კაპეციტაბინი პერორალურად დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში (1 კვირიანი შესვენების პერიოდით)
კაპეციტაბინი
1000 მგ/მ2 დღეში ორჯერ
პლაცებო ან ბევაციზუმაბი
7,5 მგ/კგ ინტრავენურად 30-90 წთ
დღე 1, ქსელოქსამდე, 3 კვირაში ერთხელ
5-ფტორურაცილი: ინტრავენური ბოლუსური ინექცია ლეიკოვორინისი შეყვანისთანავე
ქსელოქსის შემცველი არასრულფასოვნების ჯგუფში ფოლფოქსი-4-ის შემცველ ჯგუფებთან შედარებით საერთო შედარებაში ნაჩვენები იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენა შესაბამის პაციენტების პოპულაციაში და მიზნობრივად სამკურნალო პოპულაციაში (იხილეთ ცხრილი 7). შედეგები მიუთითებს, რომ ქსელოქსი ექვივალენტურია ფოლფოქსი-4-ის საერთო გადარჩენის თვალსაზრისით (იხილეთ ცხრილი 7). ქსელოქსის პლუს ბევაციზუმაბის და ფოლფოქსი-4 პლუს ბევაციზუმაბის შედარება იყო წინასწარ განსაზღვრული საძიებო ანალიზი. ამ მკურნალობის ქვეჯგუფის შედარებაში, XELOX პლუს ბევაციზუმაბი მსგავსი იყო ფოლფოქსი-4 პლუს ბევაციზუმაბთან შედარებით პროგრესირების გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით (საფრთხის კოეფიციენტი 1.01; 97.5% CI 0.84--1.22). მედიანური დაკვირვება პირველადი ანალიზების დროს პოპულაციაში მკურნალობის განზრახვაში იყო 1,5 წელი; ანალიზების მონაცემები დამატებითი 1 წლის შემდგომი დაკვირვების შემდეგ ასევე შედის ცხრილში 7. თუმცა, მკურნალობის დროს PFS ანალიზმა არ დაადასტურა ზოგადი PFS და OS ანალიზის შედეგები: XELOX-ის საშიშროების თანაფარდობა ფოლფოქსი-4-ის მიმართ იყო 1.24. 97.5% CI 1.07-1.44-ით.
მიუხედავად იმისა, რომ სენსიტიურობის ანალიზი აჩვენებს, რომ განსხვავებები რეჟიმის განრიგში და სიმსივნის შეფასების დროში გავლენას ახდენს მკურნალობის დროს PFS ანალიზზე, ამ შედეგის სრული ახსნა არ იქნა ნაპოვნი.
ცხრილი 7 ძირითადი ეფექტურობის შედეგები NO16966 კვლევის არაუპირატესობის ანალიზისთვის
პირველადი ანალიზი
ქსელოქსი/ქსელოქსი+P/ქსელოქსი+BP
(EPP*: N=967; ITT**: N=1017)
ფოლფოქსი-4/ფოლფოქსი-4+P/ფოლფოქსი-4+BP
(EPP*: N=937; ITT**: N=1017)
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღეები)
HR (97.5% CI)
პარამეტრი: პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა
EPP
ITT
241
244
259
259
- 05 (0.94; 1.18)
- 04 (0.93; 1.16)
პარამეტრი: საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა
EPP
ITT
577
581
549
553
- 97 (0.84; 1.14)
- 96 (0.83; 1.12)
დაკვირვების დამატებითი 1 წელი
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღეები)
HR (97.5%, CI)
პარამეტრი: პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა
EPP
ITT
242
244
259
259
- 02 (0.92; 1.14)
- 01 (0.91; 1.12)
პარამეტრი: საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა
EPP
ITT
600
602
594
596
(0.88; 1.13)
(0.88; 1.12)
- EPP = შესაბამისი პაციენტების პოპულაცია; **ITT = მიზნობრივად სამკურნალო პოპულაცია
რანდომიზებულ, კონტროლირებად III ფაზის კვლევაში (CAIRO), შესწავლილი იყო კაპეციტაბინის საწყისი დოზით 1000 მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში, ირინოტეკანთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის. 820 პაციენტი იყო რანდომიზირებული, რათა მიიღონ თანმიმდევრული მკურნალობა (n=410) ან კომბინირებული მკურნალობა (n=410). თანმიმდევრული მკურნალობა მოიცავდა პირველი რიგის კაპეციტაბინს (1250 მგ/მ2 ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში), მეორე რიგის ირინოტეკანს (350 მგ/მ2 1 დღეს) და კაპეციტაბინის მესამე ხაზის კომბინაციას (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 14 დღეებში) ოქსალიპლატინით (130 მგ/მ2 1 დღეს). კომბინირებული მკურნალობა შედგებოდა პირველი რიგის კაპეციტაბინისაგან (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში) კომბინირებული ირინოტეკანთან (250 მგ/მ2 პირველ დღეს) (ქსელირი) და მეორე რიგის კაპეციტაბინთან (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში) პლუს ოქსალიპლატინი (130 მგ/მ2 პირველ დღეს). მკურნალობის ყველა ციკლი ჩატარდა 3 კვირის ინტერვალით. პირველი რიგის მკურნალობაში პროგრესირების გარეშე მედიანური გადარჩენა პოპულაციაში იყო 5.8 თვე (95%CI 5.1 - 6.2 თვე) კაპეციტაბინის მონოთერაპიისთვის და 7.8 თვე (95%CI 7.0 - 8.3 თვე; p=0.0002). ქსელირისთვის. თუმცა ეს ასოცირებული იყო გასტროინტესტინური ტოქსიკურობისა და ნეიტროპენიის გაზრდილ სიხშირესთან ქსელირით პირველი რიგის მკურნალობის დროს (26% და 11% ქსელირისთვის და პირველი ხაზის კაპეციტაბინისთვის, შესაბამისად).
ქსელირი შედარებულია 5-FU + ირინოტეკანთან (ფოლფირი) სამ რანდომიზებულ კვლევაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტებში. ქსელირი-ს სქემები მოიცავდა კაპეციტაბინს 1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში სამკვირიანი ციკლის 1-დან 14-მდე დღეებში, კომბინირებული ირინოტეკანთან 250 მგ/მ2 პირველ დღეს. უდიდეს კვლევაში (BICC•C), პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ, რომ მიეღოთ ღია ეტიკეტზე ფოლფირი (n=144), ბოლუს 5-FU (mIFL) (n=145) ან ქსელირი (n=141) და დამატებით რანდომიზებული იქნა ორმაგად ბრმა მკურნალობა ცელეკოქსიბით ან პლაცებოთი. საშუალო PFS იყო 7.6 თვე ფოლფირისთვის, 5.9 თვე mIFL-ისთვის (p=0.004) ფოლფირი-თან შედარებით) და 5.8 თვე ქსელირისთვის (p=0.015). მედიანური OS იყო 23.1 თვე ფოლფირი-სთვის, 17.6 თვე mIFL-ისთვის (p=0.09) და 18.9 თვე ქსელირი-სთვის (p=0.27).
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ქსელირი-ით, აღენიშნებოდათ გადაჭარბებული კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა ფოლფირთან შედარებით (ფაღარათი 48% და 14% ქსელირსა და ფოლფირიში შესაბამისად).
EORTC კვლევაში პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ღია ეტიკეტირების ფოლფირი (n=41) ან ქსელირი (n=44) მისაღებად დამატებითი რანდომიზირებით ორმაგად ბრმა მკურნალობაზე ცელეკოქსიბით ან პლაცებოთი. საშუალო PFS და საერთო გადარჩენის (OS) დრო უფრო მოკლე იყო ქსელირისთვის FOLFIRI-სთან შედარებით (PFS 5.9 9.6 თვის წინააღმდეგ და OS 14.8 19.9 თვის წინააღმდეგ), გარდა ამისა, დაფიქსირდა დიარეის გადაჭარბებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქსელირის სქემას (41% ქსელირი, 5.1% ფოლფირი).
Skof et al-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ფოლფირის ან ქსელირის მისაღებად. პასუხის საერთო კოეფიციენტი იყო 49% ქსელირის შემთხვევაში და 48% ფოლფირის ჯგუფში (p=0.76). მკურნალობის ბოლოს, ქსელირის ჯგუფში პაციენტთა 37% და ფოლფირის ჯგუფის პაციენტების 26% იყო დაავადების მტკიცებულების გარეშე (p=0.56). ტოქსიკურობა მსგავსი იყო მკურნალობას შორის, გარდა ნეიტროპენიის გამონაკლისი, რომელიც უფრო ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფოლფირით.
Montagnani et al-მა გამოიყენეს ზემოაღნიშნული სამი კვლევის შედეგები, რათა მიეწოდებინათ რანდომიზებული კვლევების საერთო ანალიზი, რომლებიც ადარებდნენ ფოლფირისა და ქსელირის მკურნალობის რეჟიმებს mCRC-ის მკურნალობაში. პროგრესირების რისკის მნიშვნელოვანი შემცირება ასოცირებული იყო ფოლფირისთან (HR, 0.76; 95%CI, 0.62-0.95; P <0.01), რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო ქსელირის გამოყენებული სქემებისადმი ცუდი ტოლერანტობით.
რანდომიზებული კლინიკური კვლევის მონაცემებმა (Souglakos et al, 2012), რომელიც ადარებს ფოლფირი + ბევაციზუმაბი და ქსელირი + ბევაციზუმაბი, არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები PFS-ში ან OS-ში მკურნალობას შორის. პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ფოლფირი პლუს ბევაციზუმაბის მისაღებად (Arm-A, n= 167) ან ქსელირი პლუს ბევაციზუმაბი (Arm-B, n-166). ჯგუფი B-სთვის ქსელირის რეჟიმი იყენებდა კაპეციტაბინს 1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში + ირინოტეკანს 250 მგ/მ2 1 დღეს. მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) იყო 10.0 და 8.9 თვე; p=0.64, საერთო გადარჩენა 25.7 და 27.5 თვე; p=0.55 და პასუხის მაჩვენებლები 45.5 და 39.8%; p=0.32 ფოლფირი-Bev და ქსელირი-Bev შესაბამისად. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ქსელირი + ბევაციზუმაბით, აღნიშნეს დიარეის, ფებრილური ნეიტროპენიის და ხელ-ფეხის კანის რეაქციების მნიშვნელოვნად მაღალი სიხშირე, ვიდრე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ფოლფირი + ბევაციზუმაბით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მკურნალობის დაგვიანებით, დოზის შემცირებით და მკურნალობის შეწყვეტით.
მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზის II კვლევის მონაცემები (AIO KRK 0604) მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას საწყისი დოზით 800 მგ/მ2 2 კვირის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში ირინოტეკანთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის. მეტასტაზური კოლორექტალური კიბოთი. 120 პაციენტი რანდომიზირებული იყო ქსელირის მოდიფიცირებულ რეჟიმზე კაპეციტაბინით 800 მგ/მ2 ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 7 დღიანი შესვენების პერიოდი), ირინოტეკანი (200 მგ/მ2 30 წუთიანი ინფუზიის სახით პირველ დღეს ყოველ 3 კვირაში) და ბევაციზუმაბი (7.5 მგ/კგ 30-დან 90 წუთამდე ინფუზიის სახით 1 დღეს ყოველ 3 კვირაში); 127 პაციენტი რანდომიზირებული იყო კაპეციტაბინით (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 7-დღიანი შესვენების პერიოდი), ოქსალიპლატინით (130 მგ/მ2 2 საათიანი ინფუზიის სახით პირველ დღეს ყოველ 3 კვირაში) და ბევაციზუმაბით (7.5 მგ/კგ 30-90 წუთიანი ინფუზიის სახით 1 დღეს ყოველ 3 კვირაში). შემდგომი დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობის შემდეგ საკვლევი პოპულაციისთვის 26.2 თვე, მკურნალობის პასუხები იყო, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ:
ცხრილი 8. ძირითადი ეფექტურობის შედეგები AIO KRK კვლევისთვის
ქსელოქსი+ბევაციზუმაბი
(ITT: N=127)
მოდიფიცირებული ქსელირი+ბევაციზუმაბი
(ITT: N=120)
საფრთხის კოეფიციენტი
95% CI
P სიდიდე
პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვის შემდეგ
ITT
95% CI
76%
69 – 84%
84%
77 – 90%
-
მედიანური პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა
ITT
95% CI
- 4 თვე
- 0 – 12.0
- 1 თვე
- 8 – 13.2
- 93
- 82 – 1.07
P=0.30
მედიანური საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა
ITT
95% CI
- 4 თვე
- 3 – 30.7
- 5 თვე
- 0 – 31.0
- 90
- 68 – 1.19
P=0.45
კომბინირებული თერაპია მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მეორე რიგის მკურნალობაში
მულტიცენტრული, რანდომიზირებული, კონტროლირებადი ფაზის III კლინიკური კვლევის მონაცემები (NO 16967) მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას ოქსალიპლატინთან კომბინაციაში მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მეორე რიგის სამკურნალოდ. ამ კვლევაში, 627 პაციენტი მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომათ, რომლებიც იღებდნენ წინასწარ მკურნალობას ირინოტეკანით ფტორპირიმიდინის რეჟიმთან ერთად, როგორც პირველი რიგის თერაპია, რანდომიზებული იყო ქსელოქსით ან ფოლფოქსი-4-ით მკურნალობაზე. ქსელოქსისა და ფოლფოქსი-4-ის დოზირების გრაფიკისთვის (პლაცებოს ან ბევაციზუმაბის დამატების გარეშე), იხილეთ ცხრილი 6. ნაჩვენები იყო, რომ ქსელოქსი არ ჩამორჩება ფოლფოქსი-4-ს, პროგრესირების გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით პროტოკოლის პოპულაციაში და მიზნობრივად სამკურნალო პოპულაციაში (იხილეთ ცხრილი 9).
შედეგები მიუთითებს, რომ ქსელოქსი არის ფოლფოქსი-4-ის ექვივალენტური მთლიანი გადარჩენის თვალსაზრისით (იხილეთ ცხრილი 9). მედიანური დაკვირვება პირველადი ანალიზების დროს მიზნობრივად სამკურნალო პოპულაციაში იყო 2.1 წელი; დაკვირვების შემდგომი დამატებით 6 თვის ანალიზის მონაცემები ასევე მოცემულია ცხრილში 9.
ცხრილი 9 ძირითადი ეფექტურობის შედეგები NO16967-კვლევის არაუპირატესობის ანალიზისთვის
პირველადი ანალიზი
ქსელოქსი
(PPP*: N=251; ITT**: N=313)
ფოლფოქსი-4
(PPP*: N = 252; ITT**: N = 314)
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღეები)
HR (95% CI)
პარამეტრი: პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა
PPP
ITT
154
144
168
146
- 03 (0.87;1.24)
- 97 (0.83;1.14)
პარამეტრი: საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა
PPP
ITT
388
363
401
382
- 07 (0.88;1.31)
- 03 (0.87;1.23)
დაკვირვების დამატებითი 6 თვე
პოპულაცია
საშუალო დრო მოვლენამდე (დღეები)
HR (95%, CI)
პარამეტრი: პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა
PPP
ITT
154
143
166
146
- 04 (0.87;1.24)
- 97 (0.83;1.14)
პარამეტრი: საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა
PPP
ITT
393
363
402
382
- 05 (0.88;1.27)
- 02 (0.86;1.21)
- PPP=პოპულაცია პროტოკოლის მიხედვით; **ITT= მიზნობრივად სამკურნალო პოპულაცია
შორსწასული კუჭის კიბო:
მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი ფაზის III კლინიკური კვლევის მონაცემები კუჭის შორსწასული კიბოს მქონე პაციენტებში მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას კუჭის შორსწასული კიბოს პირველი რიგის სამკურნალოდ (mL17032). ამ კვლევაში რანდომიზირებული იყო 160 პაციენტი კაპეციტაბინით (1000 მგ/მ2 ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 7-დღიანი შესვენების პერიოდი) და ცისპლატინით (80 მგ/მ2 2-საათიანი ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში). სულ 156 პაციენტი იყო რანდომიზირებული მკურნალობაზე 5-FU (800 მგ/მ2 დღეში, უწყვეტი ინფუზია 1-დან მე-5 დღეებში ყოველ 3 კვირაში) და ცისპლატინით (80 მგ/მ2 2-საათიანი ინფუზიის სახით 1 დღეს, ყოველი 3 კვირა). კაპეციტაბინი ცისპლატინთან კომბინაციაში არ ჩამორჩებოდა 5-FU-ს ცისპლატინთან კომბინაციაში პროგრესირების გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით პროტოკოლის ანალიზში (საფრთხის კოეფიციენტი 0.81; 95% CI 0.63-1.04). პროგრესირების გარეშე მედიანური გადარჩენა იყო 5.6 თვე (კაპეციტაბინი + ცისპლატინი) 5.0 თვის წინააღმდეგ (5-FU + ცისპლატინი). გადარჩენის ხანგრძლივობის საშიშროების კოეფიციენტი (საერთო გადარჩენა) მსგავსი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენის საშიშროების კოეფიციენტის (საფრთხის კოეფიციენტი 0.85; 95% CI 0.64-1.13).
გადარჩენის საშუალო ხანგრძლივობა იყო 10.5 თვე (კაპეციტაბინი + ცისპლატინი) 9.3 თვის წინააღმდეგ (5-FU + ცისპლატინი).
რანდომიზებული მულტიცენტრული, III ფაზის კვლევის მონაცემები, რომელიც ადარებს კაპეციტაბინს 5-FU-ს და ოქსალიპლატინს ცისპლატინთან კუჭის შორსწასული კიბოს მქონე პაციენტებში, მხარს უჭერს კაპეციტაბინის გამოყენებას კუჭის შორსწასული კიბოს პირველი რიგის სამკურნალოდ (REAL-2). ამ კვლევაში, 1002 პაციენტი რანდომიზირებული იყო 2x2 ფაქტორულ დიზაინში შემდეგი 4 ჯგუფიდან ერთ-ერთში:
- ECF: ეპირუბიცინი (50 მგ/მ2 ბოლუსის სახით 1 დღეს ყოველ 3 კვირაში), ცისპლატინი (60 მგ/მ2 ორსაათიანი ინფუზიის სახით პირველ დღეს ყოველ 3 კვირაში) და 5-FU (200 მგ/მ2 დღეში მიცემული უწყვეტი ინფუზია ცენტრალური ხაზის მეშვეობით).
- ECX: ეპირუბიცინი (50 მგ/მ2 როგორც ბოლუსი 1 დღეს ყოველ 3 კვირაში), ცისპლატინი (60 მგ/მ2 ორსაათიანი ინფუზიის სახით პირველ დღეს ყოველ 3 კვირაში) და კაპეციტაბინი (625 მგ/მ2 ორჯერ …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებელისთვის
ემკაპი 500 (კაპეციტაბინის ტაბლეტები 500 მგ)
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში (იხ. პარაგრაფი 4).
შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი
რას არის ემკაპი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ემკაპის მიღებამდე
როგორ მიიღება ემკაპი
შესაძლო გვედითი მოვლენები
ემკაპის შენახვის წესი
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას არის ემკაპი და რისთვის გამოიყენება იგი
ემკაპი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით “ციტოსტატიკური საშუალებები“, რომლებიც აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. ემკაპი შეიცავს კაპეციტაბინს, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს ციტოსტატიკურ საშუალებას. მხოლოდ ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ის გარდაიქმნება კიბოს საწინააღმდეგო აქტიურ საშუალებად (უფრო მეტად სიმსივნურ ქსოვილში, ვიდრე ნორმალურ ქსოვილში).
ემკაპი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, კუჭის ან ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. ასევე, ემკაპი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რეციდივის პროფილაქტიკისთვის სიმსივნის სრული ქირურგიული რეზექციის შემდეგ.
ემკაპის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეთ ემკაპის მიღებამდე,
არ მიიღოთ ემკაპი:
თუ გაქვთ ალერგია კაპეციტაბინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6). უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია ან ძლიერი რეაქცია ამ პრეპარატზე,
თუ მანამდე გქონდათ მძიმე რეაქციები ფტორპირიმიდინით თერაპიის მიმართ (კიბოს საწინააღმდეგი პრეპარატების ჯგუფი, როგორიცაა ფტორურაცილი),
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
თუ გაქვთ სისხლში თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების უკიდურესად დაბალი დონე (ლეიკოპენია, ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია),
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დარღვევები,
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნებისმიერი დარღვევა (დპდ სრული დეფიციტი),
თუ ახლა მკურნალობთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში მკურნალობდით ბრივუდინით, როგოგრც ჰერპეს ზოსტერის (ჩუტყვავილა ან სარტყლისებრი ლიქენი) თერაპიის ნაწილი.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ემკაპის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი
თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (დპდ) ნაწილობრივი ან სრული დეფიციტი
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადება
თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები (მაგალითად, არარეგულარული გულისცემა ან ტკივილი გულ-მკერდის, ყბის და ზურგის არეში გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით და გულისკენ სისხლის დინებასთან დაკავშირებული დარღვევების შედეგად)
თუ გაქვთ ტვინის დაავადებები (მაგალითად, ტვინში გავრცელებული კიბო ან ნერვის დაზიანება (ნეიროპათია)
თუ გაქვთ კალციუმის ბალანსის დარღვევა (ვლინდება სისხლის ანალიზებში)
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ დარღვეული გაქვთ ორგანიზმში საკვების ან წყლის შეკავების უნარი მძიმე გულისრევის ან ღებინების გამო
თუ გაქვთ დიარეა
თუ გაქვთ გაუწყლოება
თუ გაქვთ სისხლში იონების ბალანსის დარღვევები (ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, რომლებიც ვლინდება ანალიზებში)
თუ გაქვთ თვალის დაავადებების ანამნეზი, შეიძლება დაგჭირდეთ თვალებზე დამატებითი მეთვალყურეობა
თუ გაქვთ კანის მძიმე რეაქციები
დპდ დეფიციტი: დპდ დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ხშირად არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით, გარდა გარკვეული პრეპარატების მიღების შემთხვევებისა. თუ გაქვთ დპდ დეფიციტი და იღებთ კაპეციტაბინს, თქვენ იმყოფებით მძიმე გვერდითი რეაქციების მომატებული რისკის ჯგუფში (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4 “შესაძლო გვერდითი რეაქციები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია დპდ დეფიციტის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება. კაპეციტაბინის მიღება არ შეიძლება, თუ არ გაქვთ ფერმენტის აქტივობა. ფერმენტის დაქვეითებული აქტივობის (ნაწილობრივი დეფიციტი) შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. დპდ დეფიციტის განმსაზღვრელი ანალიზით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში შეიძლება კვლავ გამოვლინდეს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები.
ბავშვები და მოზარდები
ემკაპი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. არ მისცეთ ემკაპი ბავშვებსა და მოზარდებს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ემკაპი
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთზე მეტი პრეპარატის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ან დაასუსტოს პრეპარატების მოქმედება.
კაპეციტაბინით მკურნალობის პერიოდში (მათ შორის კაპეციტაბინის ტაბლეტების მიღებებს შორის ნებისმიერ ინტერვალში) ბრივუდინის (სარტყლისებრი ლიქენის ან ჩუტყვავილას სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები) მიღება არ შეიძლება.
თუ იღებთ ბრივუდინს, კაპეციტაბინის მიღების დაწყება შეიძლება ბრივუდინით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ. ასევე, იხილეთ პარაგრაფი “არ მიიღოთ კაპეციტაბინი“.
გარდა ამისა, სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭიროა, თუ იღებთ ჩამოთვლილიდან ნებისმერ პრეპარატს:
პოდაგრის სამკურნალო საშუალებები (ალოპურინოლი),
სისხლის გამათხელებელი საშუალებები (კუმარინი, ვარფარინი),
კრუნჩხვის ან ტრემორის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი),
ინტერფერონი ალფა
რადიოთერაპია და კიბოს სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (ფოლინის მჟავა, ოქსალიპლატინი, ბევაციზუმაბი, ცისპლატინი, ირინოტეკანი)
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის სამკურნალო პრეპარატები
ემკაპის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ემკაპი უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 30 წუთში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ემკაპი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად.
არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება ემკაპის მიღების პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
შვილოსნობის ასაკში მყოფმა ქალებმა ემკაპით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
თუ ხართ მამაკაცი და თქვენი ქალი-პატრნიორი შეიძლება დაორსულდეს, ემკაპით მკურნალობის პერიოდში და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფციის საშუალებები.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ემკაპმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და დაღლილობა. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ემკაპმა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ემკაპი შეიცავს უწყლო ლაქტოზას
თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
- როგორ მიიღება ემკაპი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ემკაპი უნდა დაინიშნოს მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას და მკურნალობის კურსს. ემკაპის დოზა დამოკიდებულია თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობზე. მისი გაანგარიშება ხდება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1250 მგ/მ2-ზე სხეულის ზედაპირის ფართობის ორჯერ დღეში (დილას და საღამოს). წარმოგიდგენთ ორ მაგალითს: თუ ადამიანის წონა არის 64 კგ, ხოლო სიმაღლე - 1.64 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 1.7 მ2-ს და მან უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 4 ტაბლეტი და 150 მგ-იანი 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. თუ ადამიანის წონა არის 80 კგ და სიმაღლე 1.80 მ, სხეულის ზედაპირის ფართობი შეადგენს 2.00 მ2-ს და მან უნდა მიიღოს 500 მგ-იანი 5 ტაბლეტი ორჯერ დღეში.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას, მიღების დროს და ხანგრძლივობას.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 150 მგ და 500 მგ ტაბლეტების კომბინაცია თითოეულ დოზაზე.
მიიღეთ ტაბლეტები დილით და საღამოს თქვენი ექიმის დანიშნულებით.
ტაბლეტები მიიღეთ საკვების მიღების (საუზმე და სადილი) დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში და გადაყლაპეთ ისინი მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაფშვნათ ან გადატეხოთ ტაბლეტები. თუ არ შეგიძლიათ კაპეციტაბინის ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ყველა პრეპარატის მიღება.
კაპეციტაბინის ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 14 დღის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს 7 დღიანი შესვენების პერიოდი (ამ დროს ტაბლეტები არ მიიღება). ეს 21 დღიანი პერიოდი შეადგენს მკურნალობის ერთ ციკლს.
სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილთათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა შეიძლება იყოს 1250 მგ/მ2-ზე ნაკლები სხეულის ზედაპირის ფართობის, და შეიძლება საჭირო იყოს ტაბლეტების მიღება დროის სხვა რეჟიმით (მაგალითად, ყოველდღე, შესვენების პერიოდების გარეშე).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემკაპი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ემკაპი, მომდევნო დოზის მიღებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
საჭიროზე მეტი ემკაპის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: სისუსტის შეგრძნება ან სუსტად ყოფნა, დიარეა, ნაწლავის ან პირის ღრუს ანთება ან წყლულები, ტკივილი ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ან ძვლის ტვინის დათრგუნვა (სისხლის გარკვეული უჯრედების შემცირება). ნებისმიერი ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ემკაპის მიღება
არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ამის ნაცვლად, გააგრძელეთ დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ ემკაპის მიღება
ემკაპით მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები არ არსებობს. თუ იღებთ კუმარინის ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ფენპროკუმონის შემცველს), კაპეციტაბინის შეწყვეტამ შეიძლება მოითხოვოს და თქვენმა ექიმმა დააკორექტიროს ანტიკოაგულანტების დოზა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ემკაპის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:
დიარეა: თუ დღის განმავლობაში თქვენი კუჭის მოქმედება 4 ან მეტჯერ გაიზარდა ჩვეულებრივთან შედარებით, ან ღამით ნებისმიერი სახის დიარეის შემთხვევაში.
ღებინება: თუ აღგენიშნებათ ერთზე მეტი ღებინების ეპიზოდი 24 საათიან პერიოდში.
გულისრევა: მადის დაკარგვის შემთხვევაში, ასევე თუ ყოველდღიურად იღებთ ჩეულებრივზე ნაკლებ საკვებს.
სტომატიტი: თუ გაქვთ პირის ღრუს ან/და ყელის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები.
კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე: თუ გაქვთ ხელების ან/და ფეხების არეში ტკივილი, შეშუპება, სიწითლე ან ჩხვლეტის შეგრძნება.
ცხელება: თუ გაქვთ 38°С ან უფრო მაღალი ტემპერატურა.
ინფექცია: თუ აღგენიშნებათ ბაქტერიით, ვირუსით ან სხვა ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის ნიშნები.
ტკივილი გულ-მკერდის არეში: თუ აღგენიშნებათ ტკივილი გულ-მკერდის არეში, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი: თუ აღგენიშნებათ ტკივილით მიმდინარე სიწითლე ან მეწამულისფერის გავრცელებული გამონაყარი და ბუშტუკები, ასევე სხვა დაზიანებების განვითარება ლორწოვან გარსებზე (მაგალითად, პირის ღრუში ან ტუჩებზე), განსაკუთრებით, თუ მანამდე გქონდათ მსუბუქი მგრძნობელობა, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგალითად, ბრონქიტი) ან/და ცხელება.
ანგიონევროზული შეშუპება: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის შემდეგ სიმპტომს
- შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა: ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ანგიონევროზული შეშუპების ნიშანი.
ადრე გამოვლენის შემთხვევაში ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 დღის განმავლობაში. თუმცა, ამ გვერდითი მოვლენების გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ხელახალი მკურნალობა დაბალი დოზით.
თუ მძიმე სტომატიტი (პირის ან/და ყელის დაწყლულება), ლორწოვანი გარსების ანთება, დიარეა, ნეიტროპენია (ინფექციების მომატებული რისკი) ან ნეიროტოქსიკურობა განვითარდა მკურნალობის პირველი კურსის განმავლობაში, შეიძლება დაერთოს დპდ დეფიციტი (იხ. პარაგრაფი 2: გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).
კანის რეაქციები ხელებსა და ფეხებზე შეიძლება იწვევდეს თითის ანაბეჭდის წაშლას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს იდენტიფიკაციაზე თითის ანაბეჭდის სკანირებით.
ზემოთ მითითებულის გარდა, ემკაპის მონოთერაპიაში გამოყენებისას ძალიან ხშირ გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს, მიეკუთვნება:
მუცლის ტკივილი
გამონაყარი, კანის სიმშრალე ან ქავილი
დაღლილობა
მადის დაკარგვა (ანორექსია)
ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამწვავდეს; შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, გვერდითი მოვლენების განვითარებისას. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დოზის შემცირება ან/და ემკაპით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. ეს შეამცირებს გვერდითი მოვლენების გაგრძელების ან დამძიმების რისკს.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აღინიშნება ანალიზებში)
დეჰიდრატაცია, წონის დაკლება
უძილობა (ძილის დარღვევა), დეპრესია
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის პათოლოგიური მგრძნობელობა (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება), გემოვნური თვისების ცვლილება
თვალის გაღიზიანება, ძლიერი ცრემლდენა, თვალის სიწითლე (კონიუნქტივიტი)
ვენების ანთება (თრომბოფლებიტი)
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ხველა, სურდო
ჰერპესი და სხვა სახის ჰერპესული ინფექციები
ფილტვების ან სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგალითად, პნევმონია ან ბრონქიტი)
სისხლდენა ნაწლავიდან, შეკრულობა, ტკივილი მუცლის ზედა არეში, დისპეფსია, ძლიერი მეტეორიზმი, პირის ღრუს სიმშრალე
კანზე გამონაყარი, თმის ცვენა (ალოპეცია), კანის გაწითლება, მშრალი კანი, ქავილი, კანის ფერის შეცვლა, კანის უბნების აქერცვლა, კანის ანთება, დარღვევა ფრჩხილის მხრივ
ტკივილი სახსრების ან ხელ-ფეხის (კიდურების), გულ-მკერდის ან ზურგის არეში
ცხელება, კიდურების შეშუპება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ვლინდება სისხლის ანალიზებში) და სისხლში ბილირუბინის (გამოიყოფა ღვიძლის მიერ) დონის მომატება
არახშირი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, კანის ინფექცია, ცხვირის და ყელის ინფექციები, სოკოვანი ინფექციები (მათ შორის პირის ღრუს არეში), გრიპი, გასტროენტერიტი, კბილის აბსცესი
ცხიმგროვა კანქვეშ (ლიპომა)
სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების, შემცირება, სისხლის გათხელება (ვლინდება ანალიზებში)
ალერგია
დიაბეტი, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, არასათანადო კვება, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება
დაბნეულობა, პანიკური შეტევები, დეპრესიული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება
მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დარღვევა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ბალანსის დარღვევა, გონების დაკარგვა, ნერვის დაზიანება (ნეიროპათია) და მგრძნობელობასთან დაკავშირებული პრობლემები
არამკვეთრი მხედველობა ან მხედველობის გაორება
ვერტიგო, ყურის ტკივილი
არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა (არითმია), ტკივილი გულ-მკერდის არეში და გულის შეტევა (ინფარქტი)
სისხლის კოლტები ღრმა ვენებში, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, წამოხურება, ცივი კიდურები, კანზე მეწამული ფერის ლაქები
სისხლის კოლტები ფილტვის ვენებში (ფილტვის ემბოლია), ფილტვის კოლაფსი, სისხლიანი ნახველი, ასთმა, ქოშინი დატვირთვისას
ნაწლავის ობსტრუქცია, მუცელში სითხის დაგროვება, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, კუჭის ან საყლაპავის ანთება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, დისკომფორტი მუცლის არეში, გულძმარვა (კუჭიდან საკვების რეფლუქსი), სისხლი განავალში
სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება)
წყლულები ან ბუშტუკები კანზე, კანის რეაქცია მზის სინათლის მიმართ, ხელის გულების გაწითლება, სახის შეშუპება ან ტკივილი
სახსრების ტკივილი ან რიგიდობა, ძვლის ტკივილი, კუნთების სისუსტე ან დაჭიმულობა
თირკმელებში სითხის დაგროვება, ღამით შარდვის გახშირება, შარდის შეუკავებლობა, სისხლი შარდში, სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშანი)
უჩვეულო სისხლდენა საშოდან
შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), კანკალი და შემცივნება
იშვიათი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):
საცრემლე არხის შევიწროება ან გაჭედვა (საცრემლე არხის სტენოზი)
ღვიძლის უკმარისობა
ანთება, რომელიც იწვევს ნაღვლის გამოყოფის დისფუნქციას ან ობსტრუქციას (ქოლესტაზური ჰეპატიტი)
სპეციფიკური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT გახანგრძლივება)
გარკვეული ტიპის არითმია (მათ შორის პარკუჭების ფიბრილაცია, torsade de pointes და ბრადიკარდია)
თვალის ანთება, რომელიც იწვევს თვალის ტკივილს და შესაძლოა, მხედველობის დარღვევას
კანის ანთება, რომელიც ვლინდება წითელი აქერცლილი ლაქებით იმუნური სისტემის დაავადების შედეგად
ძირითადად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ქავილი და გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება)
ძალიან იშვიათი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, წყლულების და ბუშტუკების განვითარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წყლულებს პირის ღრუს, ცხვირის, გენიტალიების, ხელების, ფეხების და თვალების (გაწითლებული და შეშუპებული თვალები) არეში
მითითებული გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთი უფრო ხშირია კაპეციტაბინის მიღებისას კიბოს სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ასეთ შემთხვევაში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი მოიცავს (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში ნატრიუმის, მაგნიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის გაზრდა
ნერვის ტკივილი
ყურებში ზარის რეკვის ხმა ან ხმაური (ტინიტუსი), სმენის დაკარგვა
ვენების ანთება
სლოკინი, ხმის შეცვლა
ტკივილი ან შეცვლილი/პათოლოგიური მგრძნობელობა პირის არეში, ტკივილი ყბების არეში
ოფლიანობა, ოფლიანობა ღამით
კუნთების სპაზმი
შარდვის გაძნელება, სისხლი ან ცილა შარდში
სისხლჩაქცევა ან რეაქცია ინექციის ადგილზე (ერთდროულად შეყვანილი საინექციო პრეპარატით გამოწვეული)
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.
გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ემკაპის შენახვის წესი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. დაიცავით იგი სინათლისა და ნესტისგან.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
აღნიშნული პრეპარატი არ მოითხოვს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
პრეპარატი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ემკაპი
აქტიური ნივთიერება არის კაპეციტაბინი
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
კაპეციტაბინს USP 500 მგ
სხვა ინგრედიენტებია:
შიგთავსი
მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი PH 101), უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.
გარეგარსი
Opadry ყავისფერი 03A565005 და გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ემკაპი და შეფუთვის შიგთავსი
ღია ატმისფერიდან ატმისფერი შეფერილობის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული ‘C’ და მეორე მხარეს - ‘500’.
10’s ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა
ემკაპი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:
1 x 10’s, 3 x 10’s, 10 x 10’s
შენიშვნა: ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
(გ)მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
“MSN House” („მსნ ჰაუს“), ტერიტ. No.: C-24 სანათნაგარი ინდუსტრიული ზონები, სანათნაგარი,
ჰაიდერაბადი,500 018, ტელანგანა, ინდოეთი.
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited“
(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
Formulations Division Unit-II (ფორმულეიშენს დივიჟენ ერთეული-II),
Sy. No. 1277 & 1319 to 1324,
ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),
რანგარედის რაიონი, პინ კოდი. 509 228,
ტელანგანა, ინდოეთი.
(დ) აღნიშნული ფურცელ-ჩანართი ბოლოს შესწორდა 2024 წლის მარტში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


