ეგისტროზოლი ნაჩვენებია: ქალებში მენოპაუზის პერიოდში ძუძუს გავრცელებული ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი კიბოს მკურნალობა; დამხმარე თერაპია ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომელთაც აღენიშნებათ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადია; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ანასტროზოლი (anastrozole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L02BG03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042323
- რეგისტრირებულია
- 7 ნოემბერი 2024, მოქმედებს 7 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS PHARMACEUTICALS PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეგისტროზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეგისტროზოლი ნაჩვენებია:
ქალებში მენოპაუზის პერიოდში ძუძუს გავრცელებული ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი კიბოს მკურნალობა;
დამხმარე თერაპია ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომელთაც აღენიშნებათ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადია;
დამხმარე თერაპია ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომელთაც აღენიშნებათ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადია და 2-3 წლის განმავლობაში იღებდნენ ტამოქსიფენს დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ეგისტროზოლის რეკომენდებული დოზა როგორც მოზრდილი, ასევე ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ: 1 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა, დამხმარე ენდოკრინული საშუალებებით, შეადგენს 5 წელს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები და მოზარდები
ანასტროზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი ინფორმაცია მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1).
თიკრმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევა, არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი სიმძიმის დარღვევა, არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევა, პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.4).
მიღების წესი
ეგისტროოლი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები
ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს;
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხამრე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
სიფრთხილის ზომები
საერთო
ეგისტროზოლის მიღება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის პრემენოპაუზის პერიოდში. პაციენტებს, რომლებისთვისაც მენოპაუზის სტატუსი საეჭვოა, აუცილებელია მენოპაუზა განესაზღვროთ ბიოქიმიური გზით (ლუტეინიზირებული ჰორმონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი და/ან ესტრადიოლის დონე). ერგისტოზოლის და ლუტეინიზირებული რილიზინგ-ჰორმონის ერთდოულად მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
თავი უნდა ავარიდოთ ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი პრეპარატების და ეგისტროზოლის ერთდროულად მიღებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ეგისტროზოლის ფარმაკოლოგიური მახასიათებლების შესუსტება (იხ. პარაგრაფი 4.5 და 5.1).
ზეგავლენა ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე
ვინაიდან, ეგისტროზოლი ზრდის ცირკულირებადი ესტროგენის დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მინერალური სიმკვრივის შემცირება, რამაც თავი მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თანმდევი მოტხილობების რისკის ზრდა (იხ. პარაგრაფი 4.8).
ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპორიზის რისკი, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგაც - რეგულარული ინტერვალებით უნდა შეფასდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ოსტეოპოროზის მკურნალობის დაწყება ან პროფილაქტიკა და მის მდგომარეობის საგულდაგულო მონიტორინგი. სპეციფიური სამედიცინო საშუალებების გამოყენებამ, მაგალითად ბისფოსფონატებმა, შეიძლება შეაჩეროს ეგისტროზოლით გამოწვეული ძვლის ქსოვილის მინერალების შემდგომი დაკარგვა ქალებში, რომელთაც აქვთ პოსტმენოპაუზა (იხ. პარაგრაფი 4.8).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ეგისტროზოლი არ შესწავლილა სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მწვავე უკმარისობა. პაციენტებზე, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა, ანასტროზოლის ზემოქმედება შეიძლება იყოს გაცილებით ძლიერი (იხ. პარაგრაფი 5.2); პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2). მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს რისკი-სარგებლის შეფასებას თითოეული პაციენტისთვის ცალ-ცალკე.
თიკრმლის ფუნქციის დარღვევა
ეგისტროზოლი არ შესწავლილა სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა. პაციენტებზე, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკამრისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე<30მლ/წთ, იხ. პარაგრაფი 5.2), ანასტროზოლის სისტემური ზემოქმედება არ იზრდება; პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2).
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ეგისტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტების ამ ჯგუფში სათანადოდ არ არის დადგენილი (იხ. პარაგრაფი 5.1)
ეგისტროზოლი არ არის რეკომენდებული ბიჭებში ჰორმონალური მკურნალობის დამატებითი თერაპიის სახით, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ჩატარებულ საბაზისო კლინიკურ კვლევებში ეფექტურობა არ გამოვლენილა, ხოლო უსაფრთხოება ვერ დამტკიცდა (იხ. პარაგრაფი 5.1). ვინაიდან ანასტროზოლი ამცირებს ესტრადიოლის დონეს, ეგისტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული გოგონებში ჰორმონალური მკურნალობის დამატებითი თერაპიის სახით, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ბავშვებში და მოზარდებში ხანგრძლივი მიღების დროს, უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზას მიმართ
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, ლაქტაზას სრული მემკვიდრეობითი დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია (იხ. პარაგრაფი 4.3).
ნატრიუმის შემცველობა
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ესე იგი, არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლაბორატორიულ პირობებში ანასტროზილი ინჰიბირეს P450 1A2, 2C8/9 და 3A4 ციტოქრომს. ანტიპირინით და ვარფარინით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლი 1 მგ დოზით არ იწვევს ანტიპირინის და R და S-ვარფარინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ინჰიბირებას. აღნიშნული მიუთითებს, რომ ეგისტროზოლის და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება, რომელიც განპირობებულია P450 ციტოქრომის ფერმეტებით, ნაკლებსავარაუდოა.
ანასტროზოლის მამეტაბოლიზირებელი ფერმეტები არ აღმოჩენილა. ციმეტიდინი - სუსტი, P450 ციტოქრომის ფერმენტების არასპეციფიური ინჰიბიტორი - არ ახდენს ზეგავლენას ანასტროზოლის კონცენტრაციაზე პლაზმაში. P450 ციტოქრომის ძლიერი ინჰიბოტორების ზეგავლენა უცნობია.
კლინიკური კვლევის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის კვლევამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზილის და სხვა ხშირად დანიშნული პრეპარატების კომბინაციით. ბიფოსფონატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი 5.1).
ეგისტროზოლთან ერთად არ შეიძლება ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი პრეპარატების გამოყენება, რადგან შეიძლება დაქვეითდეს პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1).
- 6 რეპროდუქციული ფუნქცია (ფერტილობა), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში, ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში, ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, მონაცემები არ მოიპოვება. ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს (იხ. პარაგრაფი 4.3).
რეპროდუქციული ფუნქცია
ანასტროზოლის ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე შესწავლილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეგისტროზოლი არ ახდენს, ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ანასტროზოლის მიღების დროს ზოგჯერ ვლინდება სისუსტე და ძილიანობა, ამიტომ ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს, რეგისტრაციის შემდგომი კვლევების დროს, და სპონტანურად შემოსული შეტყობინებების საფუძველზე. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, სიხშირის შემდეგი კატეგორიები დათვლილია იმ გვერდითი მოვლენების რიცხვის მიხედვით, რაც გამოვლინდა დიდ III ფაზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული 9366 ქალი, პოსტ-მენოპაუზური პერიოდით, რომელთაც დამხმარე საშუალებებით მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (ანასტროზოლი, ტამოქსიფენი - მონოთერაპია ან კომბინაცია (ATAC კვლევა)).
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია გამოვლენის სიხშირის და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. მოვლენათა სიხშირის მიხედვით, ისინი განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥1/10000 - < 1/1000) ძალიან იშვიათი (<1/10000).
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, წამოხურება (ალები), გულის რევა, გამონაყარი, ართრალგია, სახსრების შებოჭილობა, ართრიტი და სისუსტე.
ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირი
ანორექსია ჰიპერქოლესტეროლემია
არახშირი
ჰიპერკალციემია (პარათირეოიდული ჰორმონის მომატებით ან მომატების გარეშე)
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან ხშირი
დეპრესია
ნერვული სისტემის ფუნქციის
დარღვევები
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ხშირი
ძილიანობა მაჯის გვირაბის სინდრომი*
სენსორული დარღვევები (პარესთეზიის, გემოს აღქმის დაკარგვის ან შეცვლის ჩათვლით)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ძალიან ხშირი
წამოხურება (ალები)
კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულის რევა
ხშირი
დიარეა ღებინება
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის სანაღვლე გზების მხრივ
ხშირი
ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და ასპარატამინორანსფერაზას (ასტ) აქტივობის გაზრდა
არახშირი
გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას და ბილირუბინის აქტივობის გაზრდა ჰეპატიტი
დარღვევები
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი
გამონაყარი
ხშირი
თმის ცვენა (ალოპეცია) ალერგიული რეაქციები
არც ისე ხშირი
ურტიკარული გამონაყარი
იშვიათი
ექსუდატიური ერითემა ანაფილაქტოიდური რეაქცია კანის ვასკულიტი (მათ შორის ჰენოხ-შენლაინის დაავადების რამოდენიმე შემთხვევა)**
ძალიან იშვიათი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი
ართრალგია/სახსრების შებოჭილობა ართრიტი ოსტეოპოროზი
ხშირი
ტკივილი ძვლებში
მიალგია
არახშირი
მოკაუჭებული თითის სინდრომი
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი
ვაგინალური სიმშრალე ვაგინალური სისხლდენა***
ზოგადი დარღვევები და ქსოვილის მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი
ასთენია
- პაციენტების დიდ რაოდენობას გამოუვლინდა მაჯის გვირაბის სინდრომი, რომლებიც კლინიკური კვლევების დროს ღებულობდნენ ანასტროზოლს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ტამოქსიფენს. თუმცა, ამ მოვლენების უმრავლესობა განვითარდა პმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებადი რისკ ფაქტორები.
- * ვინაიდან, ATAC კვლევების დროს კანის ვასკულიტი და ჰენოხ-შენლაინის დაავადება არ გამოვლენილა, სიხშირის კატეგორია ამ დაავადებებისთვის განისაზღვრება, როგორც „იშვიათი“ (≥1/10000 - < 1/1000), წერტილოვანი შეფასების ყველაზე ცუდი მნიშვნელობის საფუზველზე.
- ** ვაგინალური სისხლდენა საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ძუძუს შორსწასული კიბო, წინა ჰორმონოთერაპიის ანასტროზოლის მკურნალობით შეცვლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სისხლდენის გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოკვლევები.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მონააცემები წინასწარ სავარაუდო გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის შესახებ, ATAC კვლევაში 68 თვის განმავლობაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად. მოცემული გვერდითი მოვლენები გამოივლინდათ პაციენტებს მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
ცხრილი 2: წინასწარ სავარაუდო გვერდითი მოვლენები ATAC კვლევაში
გვერდითი მოვლენები
ანასტროზოლი (n=3092)
ტამოქსიფენი (n=3094)
წამოხურება (ალები)
1104 (35.7%)
1264 (40.9%)
სახსრების ტკივილი/შებოჭილობა
1100 (35.6%)
911 (29.4%)
განწყობის ცვლილება
597 (19.3%)
554 (17.9%)
დაქანცულობა/ასთენია
575 (18.6%)
544 (17.6%)
გულისრევა და ღებინება
393 (12.7%)
384 (12.4%)
მოტეხილობები
315 (10.2%)
209 (6.8%)
ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან მაჯის/სხივის ძვლების მოტეხილობა
133 (4.3%)
91 (2.9%)
მაჯის/სხივის ძვლების მოტეხილობა
67 (2.2%)
50 (1.6%)
ხერხემლის მოტეხილობა
43 (1.4%)
22 (0.7%)
ბარძაყის ყელის მოტეხილობა
28 (0.9%)
26 (0.8%)
კატარაქტა
182 (5.9%)
213 (6.9%)
ვაგინალური სისხლდენა
167 (5.4%)
317 (10.2%)
გულის იშემიური დაავადებები
127 (4.1%)
104 (3.4%)
სტენოკარდია
71 (2.3%)
51 (1.6%)
მიოკარდიუმის ინფარქტი
37 (1.2%)
34 (1.1%)
კორონარული არტერიების დაავადება
25 (0.8%)
23 (0.7%)
მიოკარდიუმის იშემია
22 (0.7%)
14 (0.5%)
საშოდან გამონადენი
109 (3.5%)
408 (13.2%)
ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი გართულება
87 (2.8%)
140 (4.5%)
სერიოზული ვენური თრომბოემბოლიის გართულება, პულმონარული ემბოლიის ჩათვლით
48 (1.6%)
74 (2.4%)
იშემიური ცერებროვასკულური დარღვევები
62 (2.0%)
62 (2.0%)
ენდომეტრიუმის კიბო
4 (0.2%)
13 (0.6%)
68 თვიანი მედიანური ხანგრძლივობის მკურნალობის შემდეგ, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტთა ჯგუფებში მოტეხილობათა სიხშირე იყო წელიწადში 1000 პაციენტიდან - 22-ში და წელიწადში 1000 პაციენტიდან - 15-ში, შესაბამისად. ანასტროზოლის გამოყენებისას აღნიშნული მოტეხილობების სიხშირე მსგავსია პოსტ-მენოპაუზურ პოპულაციაში ასაკთან დაკავშირებული მოტეხილობათა სიხშირისა. ოსტეოპოროზის გამოვლენის სიხშირე შეადგენდა 10,5% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და 7,3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს.
ATAC კვლევებში არ გამოვლინდა, წარმოადგენს თუ არა ანასტროზოლის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილი მოტეხილობების სიხშირე და ოსტეოპოროზი ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიურ ეფექტს თუ ორივეს ეფექტს ერთად.
შეტყობინებები შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც შესაძლებელს ხდის სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის განხორციელებას. მედიცინის თანამშრომლებმა ინფორმაცია ნებისმიერი სავარაუდო არასასურველი რეაქციის შესახებ უნდა მიაწოდონ ინსტრუქციის ბოლოს მითითებულ კონტაქტებზე, ასევე ინფორმაციის მოგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ცხოველებე ჩატარებულ კვლევებში, ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიურობა. კლინიკური კვლევები ჩატარდა ანასტროზოლის სხვადასხვა დოზების გამოყენებით: ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60მგ ერთჯერად დოზამდე და დღეში 10მგ-ს გამოყენებით ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ ქალებში პოსტ-მენოპაუზით; ეს დოზები კარგად აიტანებოდა. არ დადგენილა ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად.
დოზის გადაჭარბების მკურნალობისას უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელია ერთდროულად მოხდა რამოდენიმე სამკურნალო საშუალების მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევა. ასევე, შეიძლება დიალიზის გამოყენება, რადგან ანასტროზოლი კარგად არ უკავშირდება ცილებს. აუცილებელია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგი და პაციენტის საგულდაგულო გასინჯვა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 93 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1. პარაგრაფში.
- წამლის ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები
გარეგანი სახე:
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები. „ANA” და „1“ წარწერით ერთ მხარეს.
შენახვის პირობები
4 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
- 4 შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის ტიპი და შემცველობა
10 ან 14 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი 14 ტაბლეტით, 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით ან 9 ბლისტერი 10 ტაბლეტით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ყველა გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მედიცინის სპეცილისტის მიერ დიაგნოზის დასმის შემდეგ და მისი რეგულარული ხელმძღვანელობის ქვეშ.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38,
უნგრეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თავისებურება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატები; ჰორმონების და მსგავსი ნივთიერებების ანტაგონისტები; არომატაზის ინჰიბიტორი .
ათქ კოდი: L02BG03
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური მოქმედება
ანასტროზოლი არის არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური არასტეროიდული ინჰიბიტორი. პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში ესტრადიოლი თავდაპირველად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში ანდროსტენდიონის გარდაქმნით ესტრონად და არომატაზა-ენზიმების კომპლექსად. საბოლოოდ ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. გამოვლინდა რომ, მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირებას აქვს სასარგებლო ზეგავლენა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში. მაღალი მგრძნობელობის ტესტებმა აჩვენა, რომ, ანასტროზოლი 1 მგ დოზით დღეში თრგუნავს ესტრადიოლის 80%-ზე მეტს პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში.
ანასტროზოლს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება.
ანასტროზოლის დღიური დოზები 10მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც განისაზღვრება აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) მასტიმულირებელ ტესტამდე ან მის შემდეგ. ამგვარად, კორტიკოიდების დამატება საჭირო არ არის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
შორსწასული ძუძუს კიბო
პირველი რიგის თერაპია მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ტამოქსიფენთან შედარებით ანასტროზოლის ეფექტურობის შესაფასებლად, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ან ჰორმონ-რეცეპტორ-უცნობი გავრცელების ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს პირველი რიგის თერაპიის სახით პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, მსგავსი დიზაინით (კვლევა 1033IL/0030 და კვლევა 1033IL/0027). პაციენტების სრული რაოდენობა (1021) შემთხვევითობის პრინციპით გაიყო ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, ხოლო მეორე ჯგუფში - 20 მგ ტამოქსიფენი ერთხელ დღეში. თერაპიის ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე, სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე მკურნალობასა და უსაფრთხოებაზე.
პირველადი საბოლოო წერტილის კვლევამ 1033IL/0030 აჩვენა, რომ ანასტროზოლს ტამოქსიფენთან შედარებით აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებასთან მიმართებაში (შეფარდებითი რისკი 1,42, ნდობის ინტერვალი 95 % [1,11, 1,82], საშუალო დრო პროგრესირებამდე 11,1 და 5,6 თვე ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის შესაბამისად, p=0,006); სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე იყო თანაბარი ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის. კვლევამ 1033IL/0027 აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს აქვთ სიმსივნის ობიექტური პასუხის ერთნაირი სიხშირე თერაპიაზე და სიმსივნის პროგრესირების ერთნაირი დრო. მეორადი წერტილების განმეორებითმა კვლევის შედეგებმა დაადასტურა დასკვნები, რომელიც გაკეთდა პირველადი წერტილების კვლევის შედეგად. იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა ორ ჯგუფს შორის საშუალო საერთო გადარჩენის სიხშირის სხვაობის შესახებ, ორივე კვლევაში დაფიქსირდა ძალიან ცოტა ლეტალური შედეგი.
მეორე რიგის თერაპია მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ანასტროზოლის შესწავლა ხდებოდა ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და 0005), რომელიც ჩატარდა პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო და რომლებშიც დაავადება პროგრესირებდა ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, რომელიც დანიშნული ჰქონდათ, როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე, ასევე, შორსწასული ძუძუს კიბო დროს. პაციენტების სრული რაოდენობა (764) შემთხვევითობის პრინციპით გაიყო სამ ჯგუფად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, მეორეში - 10 მგ ერთხელ დღეში, მესამეში - 40 მგ მეგესტროლის აცეტატი დღეში ოთხჯერ. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი იყო დრო დაავადების პროგრესირებამდე და ობიექტური პასუხი. ასევე, ფასდებოდა დაავადების სტაბილიზების ხანგრძლივობა (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების სიჩქარე და გადარჩენის სიხშირე. არც ერთ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა ეფექტურობის პარამეტრებთან მიმართებაში საკვლევ პაციენტების ჯგუფებს შორის.
სარძევე ჯირკვლის ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია
III ფაზის დიდ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 9366 ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული, პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, ანასტროზოლმა აჩვენა სტატისტიკური უპირატესობა ტამოქსიფენზე, ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით. ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლმა აჩვენა უფრო მეტი უპირატესობა ურეციდივო გადარჩენაში, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი პაციენტების პერსპექტიულად განსაზღვრულ ჯგუფებში.
ცხრილი 3: ATAC დასკვნები მიღებული შედეგებიდან: 5 წლიანი თერაპიის დასრულების ანალიზი
ეფექტურობის მაჩვენებელი
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
ყველა რანდომიზებული პაციენტი
სიმსივნის სტატუსი ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით პაციენტებში
ანასტროზოლი (n=3125)
ტამოქსიფენი (n=3116)
ანასტროზოლი (n=2618)
ტამოქსიფენი (n=2598)
ურეციდივო გადარჩენაა
575 (18,4)
651 (20,9)
424 (16,2)
497 (19,1)
შეფარდებითი რისკი
0,87
0,83
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,78-0,97
0,73-0,94
p-ის მნიშვნელობა
0,0127
0,0049
ხანგრძლივი გადარჩენა დაავადების ნიშნების გარეშებ
500 (16,0)
530 (17,0)
370 (14,1)
394 (15,2)
შეფარდებითი რისკი
0,94
0,93
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,83 – 1,06
0,80-1,07
p-ის მნიშვნელობა
0,2850
0,2838
დრო რეციდივამდეგ
402 (12,9)
498 (16,0)
282 (10,8)
370 (14,2)
შეფარდებითი რისკი
0,79
0,74
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,70-0,90
0,64-0,87
p-ის მნიშვნელობა
0,0005
0,0002
დრო სისტემურ რეციდივამდედ
324 (10,4)
375 (12,0)
226 (8,6)
265 (10,2)
შეფარდებითი რისკი
0,86
0,84
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,74-0,99
0,70-1,00
p-ის მნიშვნელობა
0,0427
0,0559
კონტრალატერალური ძუძუს პირველადი კიბო
35 (1,1)
59 (1,9)
26 (1,0)
54 (2,1)
შეფარდებითი რისკი
0,59
0,47
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,39-0,89
0,30-0,76
p-ის მნიშვნელობა
0,0131
0,0018
საერთო გადარჩენაე
411 (13,2)
420 (13,5)
296 (11,3)
301 (11,6)
შეფარდებითი რისკი
0,97
0,97
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,85-1,12
0,83-1,14
p-ის მნიშვნელობა
0,7142
0,7339
ა ურეციდივო გადარჩენა მოიცავს დაავადების ყველა რეციდივის შემთხვევას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, სისტემური რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
ბ ხანგრძლივი გადარჩენა სიმსივნის დროს განსაზღვრულია, როგორც სისტემური რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
გ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, სისტემური რეციდივი ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
დ ხანგრლივ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც სისტემური რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).
ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინაციამ არ გამოავლინა ეფექტურობა ყველა პაციენტში, ასევე არც ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. პაციენტების აღნიშნული ჯგუფი მოიხსნა კვლევიდან.
შემდგომი დაკვირვებისას, 10 წლის შემდეგ, ანასტროზოლით მკურნალობის ეფექტურობის გრძელვადიანმა შედარებამ ტამოქსიფენით მკურნალობასთან, აჩვენა იგივე შედეგები, რაც წინა ტესტმა.
ადიუვანტური თერაპია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ დამხმარე თერაპია ტამოქსიფენით
ავსტრიულმა ჯგუფმა 8-მ, რომელიც იკვლევდა ძუძუს, მსხვილი (კოლონჯი) და სწორი ნაწლავის კიბოს (ABCSG), ჩაატარა III ფაზის კვლევა 2579 ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალების მონაწილეობით, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ქირურგიული ჩარევა სხივური თერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ ჩატარებული არ ჰქონდათ ქიმიოთერაპია (იხ. ქვემოთ). დაავადებულებზე 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოვლინდა, რომ ტამოქსიფენით 2 წლიანი დამხმარე თერაპიის შემდეგ ანასტროზოლზე გადასვლას ჰქონდა სტატისტიკური უპირატესობა ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც აგრძელებდა ტამოქსიფენით მკურნალობას.
ცხრილი 4: ავსტრიული ჯგუფი 8 (ABCSG)-ის კვლევა: ეფქტურობის შედეგების და მაჩვენებლების დასკვნები
ეფექტურობის მაჩვენებელი
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
ანასტროზოლი (n=1297)
ტამოქსიფენი (n=1282)
ურეციდივო გადარჩენა
60 (5,0)
93 (7,3)
შეფარდებითი რისკი
0,67
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,49-0,92
p-ის მნიშვნელობა
0,014
დრო ნებისმიერ რეციდივამდე
36 (2,8)
66 (5,1)
შეფარდებითი რისკი
0,53
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,35-0,79
p-ის მნიშვნელობა
0,002
დრო სისტემურ რეციდივამდე
22 (1,7)
41 (3,2)
შეფარდებითი რისკი
0,52
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,31-0,88
p-ის მნიშვნელობა
0,015
ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო
7 (0,5)
15 (1,2)
შეფარდებითი რისკი
0,46
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,19-1,13
p-ის მნიშვნელობა
0,090
საერთო გადარჩენა
43 (3,3)
45 (3,5)
შეფარდებითი რისკი
0,96
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,63-1,46
p-ის მნიშვნელობა
0,840
ორმა შემდგომმა მსგავსმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), სადაც ერთ-ერთ მათგანში პაციენტებს ჰქონდათ გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია, და ასევე, ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კვლევების კომბინირებულმა ანალიზმა, დაადასტურა აღნიშნული შედეგები.
ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ სამ კვლევაში შეესაბამება უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, რომელიც დადგენილია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზის პერიოდში.
ძვლის მინერალური სიმკვრივე
კვლევის III/IV 4 ფაზაში (ანასტროზოლის კვლევა ბიფოსფონატის რიზედრონატთან [SABRE] ერთად), მონაწილეობდა ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე 234 ქალი პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ მკურნალობა ანასტროზოლით 1მგ/დღეში. ისინი დაჰყვეს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკ-ჯგუფად, მათში არსებული პათოლოგიური მოტეხილობების რისკის შესაბამისად. ეფექტურობის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის ანალიზით, რომელიც ჩატარდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით. ყველა პაციენტი იღებდა D ვიტამინს და კალციუმს. დაბალი რისკის მქონე პაციენტები იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (N=42); საშუალო რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები დაყვეს ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=77) ან ანასტროზოლს და პლაცებოს (N=77); მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=38). ეფექტურობის შეფასების პირველად წერტილად ითვლებოდა წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილება 12 თვის შემდეგ.
12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა, რომ პათოლოგიური მოტეხილობების საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელიც ღებულობდნენ ანასტროზოლს (1მგ/დღეში) რიზედრონატთან (35მგ) კომბინაციაში კვირაში ერთხელ, არ აღინიშნებოდა ძვლის მასის სიმკვრივის შემცირება (წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის გაზომვა ხდებოდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით).
ამასთანავე, სტატისტიკურად უმნიშვნელო ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება აღინიშნა დაბალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ანასტროზოლს 1მგ/დღეში. ეს ვარაუდი დადასტურდა ეფექტურობის მეორადი წერტილის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებული იყო ბარძაყის ყელის ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილებასთან 12 თვის შემდეგ.
აღნიშნული კვლევა არის იმის დასტური, რომ შესაძლებელია ბიფოსფონატების გამოყენების გამოყენების მიზანშეწონილობის განხილვა ძვლების მინერალების დაკარგვის სამართავად ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებში, პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომელთაც დანიშნული აქვთ ანასტროზოლი.
ბავშვები და მოზარდები
ანასტროზილი არ არის განკუთვნილი ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ. პაციენტების ამ ჯგუფში ჩატარებულ კვლევებში ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ქვემოთ). იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. ასევე, არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში ანასტროზოლით გრძელვადიანი ეფექტური მკურნალობის შესახებ (ასევე, იხ. პარაგრაფი 5.3).
სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ (EMA) უარი განაცხადა უფლებაზე, მოითხოვოს ანასტროზოლის კვლევის შედეგები, დაბალი სიმაღლის მქონე ბავშვების ერთ ან რამოდენიმე ქვეჯგუფში, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ტესტოტოქსიკოზით, გინეკომასტიით და ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადებით (იხ. პარაგრაფი 4.2)
ზრდის ჰორმონის დეიციტით გამოწვეული სიდაბლე
რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა, ჩატარდა 11-დან 16-წლამდე ასაკის 52 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზრდის ჰორმონის დეფიციტი და 12-36 თვის მანძილზე გადიოდნენ თერაპიას ანასტროზოლის 1მგ/დღეში ან პლაცებოს ზრდის ჰორმონთან კომბინაციით. მხოლოდ 14-მა კვლევაში მონაწილე სუბიექტმა დაასრულა ანასტროზოლით მკურნალობის 36-თვიანი კურსი.
არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნებოდა პალცებოსთან შედარებით, სიმაღლის ისეთ პარამეტრებთან დაკავშირებით როგორიცაა: ზრდა, ზრდის სტანდარტული გადახრა და ზრდის სიჩქარე. საბოლოო სიმაღლის მონაცემები უცნობია. იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. პლაცებოსთან შედარებით ანასტროზოლის მიღებისას აღინიშნებოდა მოტეხილობების (ძვლის სიმყიფის) მომატება და ძვლის მინერალური სიმტკიცის დაკარგვის ტენდენცია.
ტესტოტოქსიკოზი
ღია, არაშედარებითი, მულტი-ცენტრული კვლევა ჩატარდა მამრობითი სქესის, 2-დან 9-წლამდე ასაკის 14 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რომელიც ცნობილი როგორც ტესტოტოქსიკოზი. ამ პაციენტებს მკურნალობდნენ ანასტროზოლის და ბიკალუტამიდის კომბინაციით. კვლევის პირველად წერტილს წარმოადგენდა ამ კომბინაციის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის მანძილზე. 14-დან 13-მა კვლევაში ჩართულმა პაციენტმა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული მკურნალობის კურსი (ერთი პაციენტი გამოეთიშა ზედამხედველობას). 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ზრდის სიჩქარის მნიშვნელოვანი სხვაობა, კვლევაში ჩართვამდე, 6 თვის განმავლობაში არსებულ ზრდის სიჩქარესთან შედარებით.
გინეკომასტიის კვლევა
0006 იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 18 წლამდე 82 პუბერტული ასაკის ბიჭი, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში და რომლებიც გადიოდნენ ყოველდღიურ თერაპიას ანასტროზოლით 1მგ დღეში ან პლაცებოთი 6 თვემდე განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება რაოდენობის მხრივ არ აღინიშნა ანსტროზოლის 1მგ დღეში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის 6 თვის შემდეგ აღენიშნებოდათ სარძევე ჯირკვლის 50 ან უფრო მეტი პროცენტით შემცირება.
0001, ანასტროზოლის განმეორებით დოზის 1მგ/დღეში, ღია, ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 36 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორადი კვლევის წერტილს წარმოადგენდა იმ პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე სარჯევე ჯირკვალში მინიმუმ 50%-ით და ასევე, პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50 ან უფრო მეტი პროცენტით აღინიშნა ბიჭების 56%-ში (20/36).
ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადების კვლევა
0046 იყო ანასტროზოლის საერთაშორისო, მულტი-ცენტრული, ღია საძიებო კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2-დან 10 წლამდე ასაკის 28 გოგონა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის სინდრომი. კვლევის პირველადი წერილი იყო ანასტროზოლის 1მგ/დღეში მიღების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადება. მკურნალობის ეფექტურობა ეფუძნებოდა იმ პაციენტების პროპორციას, რომლებშიც გასაზღვრული იყო ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სისწრაფესთან დაკავშირებული კრიტერიუმები.
მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ვაგინალური სისხლდენის სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის შკალაზე - საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ძვლის ასაკის ზრდის სისწრაფის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, მკურნალობის დაწყებამდე არსებულ სიჩქარესთან შედარებით. ზრდის სისწრაფე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0,05) მკურნალობამდე არსებული მაჩვენებელის შედარებით 0-12 თვის შემდეგ, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული მაჩვენებლის - შემდგომ 6 თვესთან შედარებით (თვე 7-12).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები
ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების ასაკზე.
შეწოვა
ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა მიღებიდან (უზმოზე) ორი საათის განმავლობაში.
საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიჩქარეს, მაგრამ არა შეწოვის ხარისხს. ეგისტროზოლის დღეში ერთხელ მიღებისას, არ არის მოსალოდნელი, რომ შეწოვის სიჩქარის ეს მცირე ცვლილება გამოიწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან მოვლენას, პლაზმაში ეგისტროზოლის კონცენტრაციის ბალანსზე. ანასტროზოლის 90-95%-იანი საბალანსო კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა, დოზის, დაახლოებით 7 დღიანი მიღების შემდეგ, 3-4-მაგი კუმულაციით. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებიდან არ გამოვლენილა დროზე ან დოზაზე დამოკიდებულება.
განაწილება
ანასტროზოლი უკავშირდება პლაზმურ ცილებს მხოლოდ 40%-ით.
ბიოგარდაქმნა
პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში ანასტროზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ამასთანავე, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი მდგომარეობით 72 საათის განმავლობაში მიღების შემდეგ. ანასტროზოლი მეტაბოლიზირდება N- დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. ტრიაზოლი, ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.
ორგანიზმიდან გამოდევნა
ანასტროზოლი ნელა გამოიყოფა, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 40-50 საათს.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, ღვიძლის სტაბილური ციროზის მქონე მოხალისეებში, დაახლოებით 30 %-ით დაბალი იყო, ვიდრე ანალოგიურ საკონტროლო ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). მიუხედავად ამისა, ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის ციროზის მქონე მოხალისეების პლაზმაში იყო სხვა კვლევებში გამოვლენილი ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე პირების კონცენტრაცის დონეზე. ანასტროზოლის ეფექტურობის გრძელვადიან კვლევაში ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის უკამრისობის მქონე პაციენტების პლაზმაში, ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს.
1033IL/0018 კვლევაში ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, თირკმლის სერიოზული უკამარისობის მქონე მოხალისეებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ) არ შეიცვალა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანასტროზოლის ძირითადი ნაწილი გამოიდევნება მეტაბოლიზმის შემდეგ. ეფექტურობის გრძელვადიანი კვლევის დროს, ანასტროზოლის კონცენტრაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების პლაზმაში ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს. თირკმლის სერიოზული უკმარისობის მქონე პაცინეტებმა ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.4).
ბავშვები და მოზარდები
პუბერტალური გინეკომასტის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა ორგანიზმში და ნელა გამოიყოფოდა (პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს). გოგონებში (3-10 წელი) კლირენსი უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფროსი ასაკის ბიჭებში, ხოლო ზემოქმედება - უფრო ძლიერი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)
- სამკურნალო საშუალების დასახელება
ეგისტროზოლი®, 1 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ანასტროზოლი
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 93 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.
დამხმარე ნივთიერების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1. პარაგრაფში.
- წამლის ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები
გარეგანი სახე:
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები. „ANA” და „1“ წარწერით ერთ მხარეს.
- კლინიკური მონაცემები
- 1. თერაპიული ჩვენება
ეგისტროზოლი ნაჩვენებია:
ქალებში მენოპაუზის პერიოდში ძუძუს გავრცელებული ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი კიბოს მკურნალობა;
დამხმარე თერაპია ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომელთაც აღენიშნებათ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადია;
დამხმარე თერაპია ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომელთაც აღენიშნებათ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადია და 2-3 წლის განმავლობაში იღებდნენ ტამოქსიფენს დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით.
- 2. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ეგისტროზოლის რეკომენდებული დოზა როგორც მოზრდილი, ასევე ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ: 1 მგ ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს ინვაზიური კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა, დამხმარე ენდოკრინული საშუალებებით, შეადგენს 5 წელს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები და მოზარდები
ანასტროზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, ვინაიდან არ მოიპოვება საკმარისი ინფორმაცია მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1).
თიკრმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევა, არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი სიმძიმის დარღვევა, არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევა, პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.4).
მიღების წესი
ეგისტროოლი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
- 3. უკუჩვენება
ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს;
პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხამრე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
- 4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
საერთო
ეგისტროზოლის მიღება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის პრემენოპაუზის პერიოდში. პაციენტებს, რომლებისთვისაც მენოპაუზის სტატუსი საეჭვოა, აუცილებელია მენოპაუზა განესაზღვროთ ბიოქიმიური გზით (ლუტეინიზირებული ჰორმონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი და/ან ესტრადიოლის დონე). ერგისტოზოლის და ლუტეინიზირებული რილიზინგ-ჰორმონის ერთდოულად მიღების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
თავი უნდა ავარიდოთ ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი პრეპარატების და ეგისტროზოლის ერთდროულად მიღებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ეგისტროზოლის ფარმაკოლოგიური მახასიათებლების შესუსტება (იხ. პარაგრაფი 4.5 და 5.1).
ზეგავლენა ძვლის მინერალურ სიმკვრივეზე
ვინაიდან, ეგისტროზოლი ზრდის ცირკულირებადი ესტროგენის დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მინერალური სიმკვრივის შემცირება, რამაც თავი მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თანმდევი მოტხილობების რისკის ზრდა (იხ. პარაგრაფი 4.8).
ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპორიზის რისკი, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგაც - რეგულარული ინტერვალებით უნდა შეფასდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ოსტეოპოროზის მკურნალობის დაწყება ან პროფილაქტიკა და მის მდგომარეობის საგულდაგულო მონიტორინგი. სპეციფიური სამედიცინო საშუალებების გამოყენებამ, მაგალითად ბისფოსფონატებმა, შეიძლება შეაჩეროს ეგისტროზოლით გამოწვეული ძვლის ქსოვილის მინერალების შემდგომი დაკარგვა ქალებში, რომელთაც აქვთ პოსტმენოპაუზა (იხ. პარაგრაფი 4.8).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ეგისტროზოლი არ შესწავლილა სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მწვავე უკმარისობა. პაციენტებზე, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა, ანასტროზოლის ზემოქმედება შეიძლება იყოს გაცილებით ძლიერი (იხ. პარაგრაფი 5.2); პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის და მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2). მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს რისკი-სარგებლის შეფასებას თითოეული პაციენტისთვის ცალ-ცალკე.
თიკრმლის ფუნქციის დარღვევა
ეგისტროზოლი არ შესწავლილა სარძევე ჯირკვლების სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა. პაციენტებზე, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკამრისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე<30მლ/წთ, იხ. პარაგრაფი 5.2), ანასტროზოლის სისტემური ზემოქმედება არ იზრდება; პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2).
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ეგისტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტების ამ ჯგუფში სათანადოდ არ არის დადგენილი (იხ. პარაგრაფი 5.1)
ეგისტროზოლი არ არის რეკომენდებული ბიჭებში ჰორმონალური მკურნალობის დამატებითი თერაპიის სახით, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ჩატარებულ საბაზისო კლინიკურ კვლევებში ეფექტურობა არ გამოვლენილა, ხოლო უსაფრთხოება ვერ დამტკიცდა (იხ. პარაგრაფი 5.1). ვინაიდან ანასტროზოლი ამცირებს ესტრადიოლის დონეს, ეგისტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული გოგონებში ჰორმონალური მკურნალობის დამატებითი თერაპიის სახით, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის უკმარისობა. ბავშვებში და მოზარდებში ხანგრძლივი მიღების დროს, უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
მომატებული მგრძნობელობა ლაქტოზას მიმართ
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, ლაქტაზას სრული მემკვიდრეობითი დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია (იხ. პარაგრაფი 4.3).
ნატრიუმის შემცველობა
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ესე იგი, არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლაბორატორიულ პირობებში ანასტროზილი ინჰიბირეს P450 1A2, 2C8/9 და 3A4 ციტოქრომს. ანტიპირინით და ვარფარინით ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლი 1 მგ დოზით არ იწვევს ანტიპირინის და R და S-ვარფარინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ინჰიბირებას. აღნიშნული მიუთითებს, რომ ეგისტროზოლის და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება, რომელიც განპირობებულია P450 ციტოქრომის ფერმეტებით, ნაკლებსავარაუდოა.
ანასტროზოლის მამეტაბოლიზირებელი ფერმეტები არ აღმოჩენილა. ციმეტიდინი - სუსტი, P450 ციტოქრომის ფერმენტების არასპეციფიური ინჰიბიტორი - არ ახდენს ზეგავლენას ანასტროზოლის კონცენტრაციაზე პლაზმაში. P450 ციტოქრომის ძლიერი ინჰიბოტორების ზეგავლენა უცნობია.
კლინიკური კვლევის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის კვლევამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზილის და სხვა ხშირად დანიშნული პრეპარატების კომბინაციით. ბიფოსფონატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი 5.1).
ეგისტროზოლთან ერთად არ შეიძლება ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი პრეპარატების გამოყენება, რადგან შეიძლება დაქვეითდეს პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. პარაგრაფი 4.4 და 5.1).
- 6 რეპროდუქციული ფუნქცია (ფერტილობა), ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
ორსულებში, ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში (იხ. პარაგრაფი 4.3).
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში, ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, მონაცემები არ მოიპოვება. ეგისტროზოლი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს (იხ. პარაგრაფი 4.3).
რეპროდუქციული ფუნქცია
ანასტროზოლის ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე შესწავლილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. პარაგრაფი 5.3).
- 7 ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ეგისტროზოლი არ ახდენს, ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ანასტროზოლის მიღების დროს ზოგჯერ ვლინდება სისუსტე და ძილიანობა, ამიტომ ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით.
- 8 შესაძლო გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების დროს, რეგისტრაციის შემდგომი კვლევების დროს, და სპონტანურად შემოსული შეტყობინებების საფუძველზე. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, სიხშირის შემდეგი კატეგორიები დათვლილია იმ გვერდითი მოვლენების რიცხვის მიხედვით, რაც გამოვლინდა დიდ III ფაზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული 9366 ქალი, პოსტ-მენოპაუზური პერიოდით, რომელთაც დამხმარე საშუალებებით მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (ანასტროზოლი, ტამოქსიფენი - მონოთერაპია ან კომბინაცია (ATAC კვლევა)).
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია გამოვლენის სიხშირის და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. მოვლენათა სიხშირის მიხედვით, ისინი განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥1/10000 - < 1/1000) ძალიან იშვიათი (<1/10000).
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, წამოხურება (ალები), გულის რევა, გამონაყარი, ართრალგია, სახსრების შებოჭილობა, ართრიტი და სისუსტე.
ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირი
ანორექსია ჰიპერქოლესტეროლემია
არახშირი
ჰიპერკალციემია (პარათირეოიდული ჰორმონის მომატებით ან მომატების გარეშე)
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან ხშირი
დეპრესია
ნერვული სისტემის ფუნქციის
დარღვევები
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი
ხშირი
ძილიანობა მაჯის გვირაბის სინდრომი*
სენსორული დარღვევები (პარესთეზიის, გემოს აღქმის დაკარგვის ან შეცვლის ჩათვლით)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ძალიან ხშირი
წამოხურება (ალები)
კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულის რევა
ხშირი
დიარეა ღებინება
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის სანაღვლე გზების მხრივ
ხშირი
ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და ასპარატამინორანსფერაზას (ასტ) აქტივობის გაზრდა
არახშირი
გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას და ბილირუბინის აქტივობის გაზრდა ჰეპატიტი
დარღვევები
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი
გამონაყარი
ხშირი
თმის ცვენა (ალოპეცია) ალერგიული რეაქციები
არც ისე ხშირი
ურტიკარული გამონაყარი
იშვიათი
ექსუდატიური ერითემა ანაფილაქტოიდური რეაქცია კანის ვასკულიტი (მათ შორის ჰენოხ-შენლაინის დაავადების რამოდენიმე შემთხვევა)**
ძალიან იშვიათი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი ანგიონევროზული შეშუპება
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი
ართრალგია/სახსრების შებოჭილობა ართრიტი ოსტეოპოროზი
ხშირი
ტკივილი ძვლებში
მიალგია
არახშირი
მოკაუჭებული თითის სინდრომი
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ხშირი
ვაგინალური სიმშრალე ვაგინალური სისხლდენა***
ზოგადი დარღვევები და ქსოვილის მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი
ასთენია
- პაციენტების დიდ რაოდენობას გამოუვლინდა მაჯის გვირაბის სინდრომი, რომლებიც კლინიკური კვლევების დროს ღებულობდნენ ანასტროზოლს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ტამოქსიფენს. თუმცა, ამ მოვლენების უმრავლესობა განვითარდა პმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებადი რისკ ფაქტორები.
- * ვინაიდან, ATAC კვლევების დროს კანის ვასკულიტი და ჰენოხ-შენლაინის დაავადება არ გამოვლენილა, სიხშირის კატეგორია ამ დაავადებებისთვის განისაზღვრება, როგორც „იშვიათი“ (≥1/10000 - < 1/1000), წერტილოვანი შეფასების ყველაზე ცუდი მნიშვნელობის საფუზველზე.
- ** ვაგინალური სისხლდენა საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ძუძუს შორსწასული კიბო, წინა ჰორმონოთერაპიის ანასტროზოლის მკურნალობით შეცვლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სისხლდენის გახანგრძლივების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოკვლევები.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მონააცემები წინასწარ სავარაუდო გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის შესახებ, ATAC კვლევაში 68 თვის განმავლობაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიუხედავად. მოცემული გვერდითი მოვლენები გამოივლინდათ პაციენტებს მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
ცხრილი 2: წინასწარ სავარაუდო გვერდითი მოვლენები ATAC კვლევაში
გვერდითი მოვლენები
ანასტროზოლი (n=3092)
ტამოქსიფენი (n=3094)
წამოხურება (ალები)
1104 (35.7%)
1264 (40.9%)
სახსრების ტკივილი/შებოჭილობა
1100 (35.6%)
911 (29.4%)
განწყობის ცვლილება
597 (19.3%)
554 (17.9%)
დაქანცულობა/ასთენია
575 (18.6%)
544 (17.6%)
გულისრევა და ღებინება
393 (12.7%)
384 (12.4%)
მოტეხილობები
315 (10.2%)
209 (6.8%)
ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან მაჯის/სხივის ძვლების მოტეხილობა
133 (4.3%)
91 (2.9%)
მაჯის/სხივის ძვლების მოტეხილობა
67 (2.2%)
50 (1.6%)
ხერხემლის მოტეხილობა
43 (1.4%)
22 (0.7%)
ბარძაყის ყელის მოტეხილობა
28 (0.9%)
26 (0.8%)
კატარაქტა
182 (5.9%)
213 (6.9%)
ვაგინალური სისხლდენა
167 (5.4%)
317 (10.2%)
გულის იშემიური დაავადებები
127 (4.1%)
104 (3.4%)
სტენოკარდია
71 (2.3%)
51 (1.6%)
მიოკარდიუმის ინფარქტი
37 (1.2%)
34 (1.1%)
კორონარული არტერიების დაავადება
25 (0.8%)
23 (0.7%)
მიოკარდიუმის იშემია
22 (0.7%)
14 (0.5%)
საშოდან გამონადენი
109 (3.5%)
408 (13.2%)
ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი გართულება
87 (2.8%)
140 (4.5%)
სერიოზული ვენური თრომბოემბოლიის გართულება, პულმონარული ემბოლიის ჩათვლით
48 (1.6%)
74 (2.4%)
იშემიური ცერებროვასკულური დარღვევები
62 (2.0%)
62 (2.0%)
ენდომეტრიუმის კიბო
4 (0.2%)
13 (0.6%)
68 თვიანი მედიანური ხანგრძლივობის მკურნალობის შემდეგ, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის მიმღებ პაციენტთა ჯგუფებში მოტეხილობათა სიხშირე იყო წელიწადში 1000 პაციენტიდან - 22-ში და წელიწადში 1000 პაციენტიდან - 15-ში, შესაბამისად. ანასტროზოლის გამოყენებისას აღნიშნული მოტეხილობების სიხშირე მსგავსია პოსტ-მენოპაუზურ პოპულაციაში ასაკთან დაკავშირებული მოტეხილობათა სიხშირისა. ოსტეოპოროზის გამოვლენის სიხშირე შეადგენდა 10,5% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და 7,3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს.
ATAC კვლევებში არ გამოვლინდა, წარმოადგენს თუ არა ანასტროზოლის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილი მოტეხილობების სიხშირე და ოსტეოპოროზი ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიურ ეფექტს თუ ორივეს ეფექტს ერთად.
შეტყობინებები შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც შესაძლებელს ხდის სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის განხორციელებას. მედიცინის თანამშრომლებმა ინფორმაცია ნებისმიერი სავარაუდო არასასურველი რეაქციის შესახებ უნდა მიაწოდონ ინსტრუქციის ბოლოს მითითებულ კონტაქტებზე, ასევე ინფორმაციის მოგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 დოზის გადაჭარბების სიმპტომები და დახმარებისას მისაღები ზომები
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ცხოველებე ჩატარებულ კვლევებში, ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიურობა. კლინიკური კვლევები ჩატარდა ანასტროზოლის სხვადასხვა დოზების გამოყენებით: ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60მგ ერთჯერად დოზამდე და დღეში 10მგ-ს გამოყენებით ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ ქალებში პოსტ-მენოპაუზით; ეს დოზები კარგად აიტანებოდა. არ დადგენილა ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად.
დოზის გადაჭარბების მკურნალობისას უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელია ერთდროულად მოხდა რამოდენიმე სამკურნალო საშუალების მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევა. ასევე, შეიძლება დიალიზის გამოყენება, რადგან ანასტროზოლი კარგად არ უკავშირდება ცილებს. აუცილებელია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგი და პაციენტის საგულდაგულო გასინჯვა.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თავისებურება
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატები; ჰორმონების და მსგავსი ნივთიერებების ანტაგონისტები; არომატაზის ინჰიბიტორი .
ათქ კოდი: L02BG03
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური მოქმედება
ანასტროზოლი არის არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური არასტეროიდული ინჰიბიტორი. პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში ესტრადიოლი თავდაპირველად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში ანდროსტენდიონის გარდაქმნით ესტრონად და არომატაზა-ენზიმების კომპლექსად. საბოლოოდ ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. გამოვლინდა რომ, მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირებას აქვს სასარგებლო ზეგავლენა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში. მაღალი მგრძნობელობის ტესტებმა აჩვენა, რომ, ანასტროზოლი 1 მგ დოზით დღეში თრგუნავს ესტრადიოლის 80%-ზე მეტს პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში.
ანასტროზოლს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება.
ანასტროზოლის დღიური დოზები 10მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც განისაზღვრება აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) მასტიმულირებელ ტესტამდე ან მის შემდეგ. ამგვარად, კორტიკოიდების დამატება საჭირო არ არის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
შორსწასული ძუძუს კიბო
პირველი რიგის თერაპია მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ტამოქსიფენთან შედარებით ანასტროზოლის ეფექტურობის შესაფასებლად, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ან ჰორმონ-რეცეპტორ-უცნობი გავრცელების ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს პირველი რიგის თერაპიის სახით პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, მსგავსი დიზაინით (კვლევა 1033IL/0030 და კვლევა 1033IL/0027). პაციენტების სრული რაოდენობა (1021) შემთხვევითობის პრინციპით გაიყო ორ ჯგუფად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, ხოლო მეორე ჯგუფში - 20 მგ ტამოქსიფენი ერთხელ დღეში. თერაპიის ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე, სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე მკურნალობასა და უსაფრთხოებაზე.
პირველადი საბოლოო წერტილის კვლევამ 1033IL/0030 აჩვენა, რომ ანასტროზოლს ტამოქსიფენთან შედარებით აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებასთან მიმართებაში (შეფარდებითი რისკი 1,42, ნდობის ინტერვალი 95 % [1,11, 1,82], საშუალო დრო პროგრესირებამდე 11,1 და 5,6 თვე ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის შესაბამისად, p=0,006); სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე იყო თანაბარი ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის. კვლევამ 1033IL/0027 აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს აქვთ სიმსივნის ობიექტური პასუხის ერთნაირი სიხშირე თერაპიაზე და სიმსივნის პროგრესირების ერთნაირი დრო. მეორადი წერტილების განმეორებითმა კვლევის შედეგებმა დაადასტურა დასკვნები, რომელიც გაკეთდა პირველადი წერტილების კვლევის შედეგად. იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა ორ ჯგუფს შორის საშუალო საერთო გადარჩენის სიხშირის სხვაობის შესახებ, ორივე კვლევაში დაფიქსირდა ძალიან ცოტა ლეტალური შედეგი.
მეორე რიგის თერაპია მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ანასტროზოლის შესწავლა ხდებოდა ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და 0005), რომელიც ჩატარდა პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში, რომელთაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო და რომლებშიც დაავადება პროგრესირებდა ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, რომელიც დანიშნული ჰქონდათ, როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე, ასევე, შორსწასული ძუძუს კიბო დროს. პაციენტების სრული რაოდენობა (764) შემთხვევითობის პრინციპით გაიყო სამ ჯგუფად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, მეორეში - 10 მგ ერთხელ დღეში, მესამეში - 40 მგ მეგესტროლის აცეტატი დღეში ოთხჯერ. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი იყო დრო დაავადების პროგრესირებამდე და ობიექტური პასუხი. ასევე, ფასდებოდა დაავადების სტაბილიზების ხანგრძლივობა (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების სიჩქარე და გადარჩენის სიხშირე. არც ერთ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა ეფექტურობის პარამეტრებთან მიმართებაში საკვლევ პაციენტების ჯგუფებს შორის.
სარძევე ჯირკვლის ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია
III ფაზის დიდ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 9366 ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული, პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, ანასტროზოლმა აჩვენა სტატისტიკური უპირატესობა ტამოქსიფენზე, ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით. ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლმა აჩვენა უფრო მეტი უპირატესობა ურეციდივო გადარჩენაში, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი პაციენტების პერსპექტიულად განსაზღვრულ ჯგუფებში.
ცხრილი 3: ATAC დასკვნები მიღებული შედეგებიდან: 5 წლიანი თერაპიის დასრულების ანალიზი
ეფექტურობის მაჩვენებელი
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
ყველა რანდომიზებული პაციენტი
სიმსივნის სტატუსი ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით პაციენტებში
ანასტროზოლი (n=3125)
ტამოქსიფენი (n=3116)
ანასტროზოლი (n=2618)
ტამოქსიფენი (n=2598)
ურეციდივო გადარჩენაა
575 (18,4)
651 (20,9)
424 (16,2)
497 (19,1)
შეფარდებითი რისკი
0,87
0,83
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,78-0,97
0,73-0,94
p-ის მნიშვნელობა
0,0127
0,0049
ხანგრძლივი გადარჩენა დაავადების ნიშნების გარეშებ
500 (16,0)
530 (17,0)
370 (14,1)
394 (15,2)
შეფარდებითი რისკი
0,94
0,93
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,83 – 1,06
0,80-1,07
p-ის მნიშვნელობა
0,2850
0,2838
დრო რეციდივამდეგ
402 (12,9)
498 (16,0)
282 (10,8)
370 (14,2)
შეფარდებითი რისკი
0,79
0,74
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,70-0,90
0,64-0,87
p-ის მნიშვნელობა
0,0005
0,0002
დრო სისტემურ რეციდივამდედ
324 (10,4)
375 (12,0)
226 (8,6)
265 (10,2)
შეფარდებითი რისკი
0,86
0,84
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,74-0,99
0,70-1,00
p-ის მნიშვნელობა
0,0427
0,0559
კონტრალატერალური ძუძუს პირველადი კიბო
35 (1,1)
59 (1,9)
26 (1,0)
54 (2,1)
შეფარდებითი რისკი
0,59
0,47
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,39-0,89
0,30-0,76
p-ის მნიშვნელობა
0,0131
0,0018
საერთო გადარჩენაე
411 (13,2)
420 (13,5)
296 (11,3)
301 (11,6)
შეფარდებითი რისკი
0,97
0,97
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,85-1,12
0,83-1,14
p-ის მნიშვნელობა
0,7142
0,7339
ა ურეციდივო გადარჩენა მოიცავს დაავადების ყველა რეციდივის შემთხვევას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, სისტემური რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
ბ ხანგრძლივი გადარჩენა სიმსივნის დროს განსაზღვრულია, როგორც სისტემური რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
გ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, სისტემური რეციდივი ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
დ ხანგრლივ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც სისტემური რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).
ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინაციამ არ გამოავლინა ეფექტურობა ყველა პაციენტში, ასევე არც ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. პაციენტების აღნიშნული ჯგუფი მოიხსნა კვლევიდან.
შემდგომი დაკვირვებისას, 10 წლის შემდეგ, ანასტროზოლით მკურნალობის ეფექტურობის გრძელვადიანმა შედარებამ ტამოქსიფენით მკურნალობასთან, აჩვენა იგივე შედეგები, რაც წინა ტესტმა.
ადიუვანტური თერაპია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ დამხმარე თერაპია ტამოქსიფენით
ავსტრიულმა ჯგუფმა 8-მ, რომელიც იკვლევდა ძუძუს, მსხვილი (კოლონჯი) და სწორი ნაწლავის კიბოს (ABCSG), ჩაატარა III ფაზის კვლევა 2579 ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალების მონაწილეობით, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ქირურგიული ჩარევა სხივური თერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ ჩატარებული არ ჰქონდათ ქიმიოთერაპია (იხ. ქვემოთ). დაავადებულებზე 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოვლინდა, რომ ტამოქსიფენით 2 წლიანი დამხმარე თერაპიის შემდეგ ანასტროზოლზე გადასვლას ჰქონდა სტატისტიკური უპირატესობა ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც აგრძელებდა ტამოქსიფენით მკურნალობას.
ცხრილი 4: ავსტრიული ჯგუფი 8 (ABCSG)-ის კვლევა: ეფქტურობის შედეგების და მაჩვენებლების დასკვნები
ეფექტურობის მაჩვენებელი
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
ანასტროზოლი (n=1297)
ტამოქსიფენი (n=1282)
ურეციდივო გადარჩენა
60 (5,0)
93 (7,3)
შეფარდებითი რისკი
0,67
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,49-0,92
p-ის მნიშვნელობა
0,014
დრო ნებისმიერ რეციდივამდე
36 (2,8)
66 (5,1)
შეფარდებითი რისკი
0,53
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,35-0,79
p-ის მნიშვნელობა
0,002
დრო სისტემურ რეციდივამდე
22 (1,7)
41 (3,2)
შეფარდებითი რისკი
0,52
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,31-0,88
p-ის მნიშვნელობა
0,015
ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო
7 (0,5)
15 (1,2)
შეფარდებითი რისკი
0,46
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,19-1,13
p-ის მნიშვნელობა
0,090
საერთო გადარჩენა
43 (3,3)
45 (3,5)
შეფარდებითი რისკი
0,96
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
0,63-1,46
p-ის მნიშვნელობა
0,840
ორმა შემდგომმა მსგავსმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), სადაც ერთ-ერთ მათგანში პაციენტებს ჰქონდათ გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია, და ასევე, ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კვლევების კომბინირებულმა ანალიზმა, დაადასტურა აღნიშნული შედეგები.
ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ სამ კვლევაში შეესაბამება უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, რომელიც დადგენილია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზის პერიოდში.
ძვლის მინერალური სიმკვრივე
კვლევის III/IV 4 ფაზაში (ანასტროზოლის კვლევა ბიფოსფონატის რიზედრონატთან [SABRE] ერთად), მონაწილეობდა ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე 234 ქალი პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ მკურნალობა ანასტროზოლით 1მგ/დღეში. ისინი დაჰყვეს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკ-ჯგუფად, მათში არსებული პათოლოგიური მოტეხილობების რისკის შესაბამისად. ეფექტურობის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის ანალიზით, რომელიც ჩატარდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით. ყველა პაციენტი იღებდა D ვიტამინს და კალციუმს. დაბალი რისკის მქონე პაციენტები იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (N=42); საშუალო რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები დაყვეს ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=77) ან ანასტროზოლს და პლაცებოს (N=77); მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=38). ეფექტურობის შეფასების პირველად წერტილად ითვლებოდა წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილება 12 თვის შემდეგ.
12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა, რომ პათოლოგიური მოტეხილობების საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელიც ღებულობდნენ ანასტროზოლს (1მგ/დღეში) რიზედრონატთან (35მგ) კომბინაციაში კვირაში ერთხელ, არ აღინიშნებოდა ძვლის მასის სიმკვრივის შემცირება (წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის გაზომვა ხდებოდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით).
ამასთანავე, სტატისტიკურად უმნიშვნელო ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება აღინიშნა დაბალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ანასტროზოლს 1მგ/დღეში. ეს ვარაუდი დადასტურდა ეფექტურობის მეორადი წერტილის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებული იყო ბარძაყის ყელის ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილებასთან 12 თვის შემდეგ.
აღნიშნული კვლევა არის იმის დასტური, რომ შესაძლებელია ბიფოსფონატების გამოყენების გამოყენების მიზანშეწონილობის განხილვა ძვლების მინერალების დაკარგვის სამართავად ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებში, პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომელთაც დანიშნული აქვთ ანასტროზოლი.
ბავშვები და მოზარდები
ანასტროზილი არ არის განკუთვნილი ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ. პაციენტების ამ ჯგუფში ჩატარებულ კვლევებში ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ქვემოთ). იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. ასევე, არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში ანასტროზოლით გრძელვადიანი ეფექტური მკურნალობის შესახებ (ასევე, იხ. პარაგრაფი 5.3).
სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ (EMA) უარი განაცხადა უფლებაზე, მოითხოვოს ანასტროზოლის კვლევის შედეგები, დაბალი სიმაღლის მქონე ბავშვების ერთ ან რამოდენიმე ქვეჯგუფში, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ტესტოტოქსიკოზით, გინეკომასტიით და ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადებით (იხ. პარაგრაფი 4.2)
ზრდის ჰორმონის დეიციტით გამოწვეული სიდაბლე
რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა, ჩატარდა 11-დან 16-წლამდე ასაკის 52 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზრდის ჰორმონის დეფიციტი და 12-36 თვის მანძილზე გადიოდნენ თერაპიას ანასტროზოლის 1მგ/დღეში ან პლაცებოს ზრდის ჰორმონთან კომბინაციით. მხოლოდ 14-მა კვლევაში მონაწილე სუბიექტმა დაასრულა ანასტროზოლით მკურნალობის 36-თვიანი კურსი.
არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნებოდა პალცებოსთან შედარებით, სიმაღლის ისეთ პარამეტრებთან დაკავშირებით როგორიცაა: ზრდა, ზრდის სტანდარტული გადახრა და ზრდის სიჩქარე. საბოლოო სიმაღლის მონაცემები უცნობია. იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. პლაცებოსთან შედარებით ანასტროზოლის მიღებისას აღინიშნებოდა მოტეხილობების (ძვლის სიმყიფის) მომატება და ძვლის მინერალური სიმტკიცის დაკარგვის ტენდენცია.
ტესტოტოქსიკოზი
ღია, არაშედარებითი, მულტი-ცენტრული კვლევა ჩატარდა მამრობითი სქესის, 2-დან 9-წლამდე ასაკის 14 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რომელიც ცნობილი როგორც ტესტოტოქსიკოზი. ამ პაციენტებს მკურნალობდნენ ანასტროზოლის და ბიკალუტამიდის კომბინაციით. კვლევის პირველად წერტილს წარმოადგენდა ამ კომბინაციის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის მანძილზე. 14-დან 13-მა კვლევაში ჩართულმა პაციენტმა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული მკურნალობის კურსი (ერთი პაციენტი გამოეთიშა ზედამხედველობას). 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ზრდის სიჩქარის მნიშვნელოვანი სხვაობა, კვლევაში ჩართვამდე, 6 თვის განმავლობაში არსებულ ზრდის სიჩქარესთან შედარებით.
გინეკომასტიის კვლევა
0006 იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 18 წლამდე 82 პუბერტული ასაკის ბიჭი, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში და რომლებიც გადიოდნენ ყოველდღიურ თერაპიას ანასტროზოლით 1მგ დღეში ან პლაცებოთი 6 თვემდე განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება რაოდენობის მხრივ არ აღინიშნა ანსტროზოლის 1მგ დღეში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის 6 თვის შემდეგ აღენიშნებოდათ სარძევე ჯირკვლის 50 ან უფრო მეტი პროცენტით შემცირება.
0001, ანასტროზოლის განმეორებით დოზის 1მგ/დღეში, ღია, ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 36 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორადი კვლევის წერტილს წარმოადგენდა იმ პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე სარჯევე ჯირკვალში მინიმუმ 50%-ით და ასევე, პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50 ან უფრო მეტი პროცენტით აღინიშნა ბიჭების 56%-ში (20/36).
ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადების კვლევა
0046 იყო ანასტროზოლის საერთაშორისო, მულტი-ცენტრული, ღია საძიებო კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2-დან 10 წლამდე ასაკის 28 გოგონა, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის სინდრომი. კვლევის პირველადი წერილი იყო ანასტროზოლის 1მგ/დღეში მიღების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოლბრაიტ-მაკკუნ-შტერნბერგის დაავადება. მკურნალობის ეფექტურობა ეფუძნებოდა იმ პაციენტების პროპორციას, რომლებშიც გასაზღვრული იყო ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სისწრაფესთან დაკავშირებული კრიტერიუმები.
მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ვაგინალური სისხლდენის სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის შკალაზე - საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ძვლის ასაკის ზრდის სისწრაფის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, მკურნალობის დაწყებამდე არსებულ სიჩქარესთან შედარებით. ზრდის სისწრაფე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0,05) მკურნალობამდე არსებული მაჩვენებელის შედარებით 0-12 თვის შემდეგ, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული მაჩვენებლის - შემდგომ 6 თვესთან შედარებით (თვე 7-12).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები
ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების ასაკზე.
შეწოვა
ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა მიღებიდან (უზმოზე) ორი საათის განმავლობაში.
საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიჩქარეს, მაგრამ არა შეწოვის ხარისხს. ეგისტროზოლის დღეში ერთხელ მიღებისას, არ არის მოსალოდნელი, რომ შეწოვის სიჩქარის ეს მცირე ცვლილება გამოიწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან მოვლენას, პლაზმაში ეგისტროზოლის კონცენტრაციის ბალანსზე. ანასტროზოლის 90-95%-იანი საბალანსო კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა, დოზის, დაახლოებით 7 დღიანი მიღების შემდეგ, 3-4-მაგი კუმულაციით. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებიდან არ გამოვლენილა დროზე ან დოზაზე დამოკიდებულება.
განაწილება
ანასტროზოლი უკავშირდება პლაზმურ ცილებს მხოლოდ 40%-ით.
ბიოგარდაქმნა
პოსტ-მენოპაუზის მქონე ქალებში ანასტროზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ამასთანავე, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი მდგომარეობით 72 საათის განმავლობაში მიღების შემდეგ. ანასტროზოლი მეტაბოლიზირდება N- დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. ტრიაზოლი, ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.
ორგანიზმიდან გამოდევნა
ანასტროზოლი ნელა გამოიყოფა, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 40-50 საათს.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, ღვიძლის სტაბილური ციროზის მქონე მოხალისეებში, დაახლოებით 30 %-ით დაბალი იყო, ვიდრე ანალოგიურ საკონტროლო ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). მიუხედავად ამისა, ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის ციროზის მქონე მოხალისეების პლაზმაში იყო სხვა კვლევებში გამოვლენილი ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე პირების კონცენტრაცის დონეზე. ანასტროზოლის ეფექტურობის გრძელვადიან კვლევაში ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის უკამრისობის მქონე პაციენტების პლაზმაში, ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს.
1033IL/0018 კვლევაში ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, თირკმლის სერიოზული უკამარისობის მქონე მოხალისეებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ) არ შეიცვალა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანასტროზოლის ძირითადი ნაწილი გამოიდევნება მეტაბოლიზმის შემდეგ. ეფექტურობის გრძელვადიანი კვლევის დროს, ანასტროზოლის კონცენტრაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების პლაზმაში ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს. თირკმლის სერიოზული უკმარისობის მქონე პაცინეტებმა ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.4).
ბავშვები და მოზარდები
პუბერტალური გინეკომასტის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა ორგანიზმში და ნელა გამოიყოფოდა (პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს). გოგონებში (3-10 წელი) კლირენსი უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფროსი ასაკის ბიჭებში, ხოლო ზემოქმედება - უფრო ძლიერი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ჩატარებული ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, პრეპარატის განმეორებით მიღებისას ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კარცინოგენული პოტენციალის და რეპროდუქციური ტოქსიურობის, კონვენციონალური კვლევების არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა არანაირი განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის.
მწვავე ტოქსიურობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ტოქსიურობა გამოვლინდა მხოლოდ მაღალი დოზების მიღებისას. მღრღნელებში მწვავე ტოქსიურობის კვლევისას ანასტროზოლის საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 100მგ/კგ-ს დღეში პერორალურად მიღებისას და 50მგ/კგ-ს დღეში - ინტრაპერიტონეალურად. ძაღლებში მწვავე ტოქსიურობის კვლევისას ანასტროზოლის საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 45 მგ/კგ-ს დღეში პერორალურად მიღებისას.
ქრონიკული ტოქსიურობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, გვერდითი მოვლენები გამოვლინდა მხოლოდ მაღალი დოზების მიღებისას. განმეორებითი დოზის ტოქსიურობის კვლევები ტარდებოდა ვირთაგვებზე და ძაღლებზე. ტოქსიურობის კვლევისას ვერ დადგინდა დონე, რომელიც არ გამოიწვევდა უარყოფით გვერდით მოვლენებს, თუმცა, მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა დაბალი დოზების (1მგ/კგ/დღეში) და საშუალო დოზების (ძაღლებში 3მგ/კგ/დღეში; ვირთაგვებში 5მგ/კგ/დღეში) მიღებისას, დაკავშირებული იყო ანასტროზოლის ფარმაკოლოგიურ ან ფერმენტებით გამოწვეულ მახასიათებლებთან და არ ახლდა თან მნიშვნელოვანი ტოქსიური ან დეგენერაციული ცვლილებები.
მუტაგენობა
ანასტროზოლის გენოტოქსიურობის კვლევა აჩვენებს, რომ იგი არ არის მუტაგენური ან კლასტოგენური.
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია
მამრობითი მოზარდი ვირთაგვების ფერტილობის კვლევისას პერორალურად იღებდნენ 50-400 მგ/ლ ანასტროზოლს სასმელ წყალთან ერთად, 10 კვირის განმავლობაში. საშუალო განსაზღვრული კონცენტრაცია პლაზმაში იყო 44,4 (±14,7) ნგ/მლ და 165 (±90) ნგ/მლ შესაბამისად. ორივე ჯგუფში აღინიშნებოდა უარყოფითი ზეგავლენა შეწყვილების ინდექსზე, თუმცა, ფერტილობის დაქვეითება გამოვლინდა მხოლოდ 400 მგ/ლ დოზის გამოყენებისას. დაქვეითება იყო დროებითი, ვინდაიდან შეწყვილების და ფერტილობის ყველა პარამეტრი შესაბამისობაში იყო საკონტროლო ჯგუფის პარამეტრებთან, პრეპარატის გარეშე 9 კვირიანი აღდგენის შემდეგ.
მდედრობით ვირთაგვებში ანასტროზოლის პერორალურმა მიღებამ დღეში 1მგ/კგ დოზით გამოიწვია უნაყოფობის მაღალი სიხშირე, ხოლო დღეში 0,02 მგ/კგ დოზის მიღებამ - პრეიმპლანტაციური დანაკარგების ზრდა. ეს მოვლენები თავს იჩენდა კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზების მიღებისას. არ შეიძლება ადამიანში მსგავსი მოვლენების გამორიცხვა. აღნიშნული მოვლენები დაკავშირებული იყო პრეპარატის ფარმაკოლოგიასთან და სრულად შექცევადი იყო პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 5 კვირის შემდეგ.
ანასტროზოლის პერორალურმა მიღებამ მაკე ვირთაგვებში და ბოცვრებში გამოიწვია ტერატოგენური მოვლენები, შესაბამისად 1,0 და 0,02 მგ/კგ/დღეში დოზებისას. აღნიშნული გამოვლენილი ეფექტები (პლაცენტის გაფართოება ვირთაგვებში და ორსულობის შეწყვეტა ბოცვრებში) დაკავშირებული იყო პრეპარატის ფარმაკოლოგიასთან.
შემცირდა იმ ვირთაგვების ახალშობილების გადარჩენა, რომლებსაც აძლევდნენ 0,02 მგ/კგ/დღეში და მეტ ანასტროზოლის დოზებს (ორსულობის მე-17 დღიდან მშობიარობის შემდგომ 22-ე დღემდე). ეს მოვლენები დაკავშირებულია მშობიარობაზე პრეპარატის ფარმაკოლოგიური ზემოქმედებით. იმ დედის პირველ შთამომავლობაში, რომელსაც მკურნალობდნენ ანასტროზოლით, არ აღინიშნა გვერდითი მოვლენები ქცევაში ან რეპროდუქციაზე.
კარცინოგენობა
ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კარცინოგენობის კვლევებმა ვირთაგვებში, გამოავლინა ღვიძლის ნეოპლაზიების და საშვილოსნოს სტრომალური პოლიპების ზრდის შემთხვევები მდედრებში და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები - მამრებში, მხოლოდ მაღალი დოზებით გამოყენებისას (25მგ/კგ/დღე). ეს ცვლილებები ვლინდებოდა ადამიანის თერაპიულ დოზაზე 100-ჯერ დიდი დოზის გამოყენებისას და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისას კლინიკურად მნიშვნელოვნად არ არის მიჩნეული.
ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კარცინოგენობის კვლევებმა თაგვებში, გამოიწვია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების განვითარება და ლიმფორეტიკულური ნეოპლაზმების სიხშირის ზრდა (ნაკლები ჰისტოციტური რეტიკულოსარკომა მდედრებში და მეტი სიკვდილიანობა ლიმფომების შედეგად). ეს ცვლილებები მიჩნეულია არომატაზას ინჰიბირების სპეციფიურ მოვლენად, რომელიც ახასიათებთ თაგვებს და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისთვის კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი:
მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი
- 2 შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
- 3 შენახვის ვადა.
4 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
- 4 შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის ტიპი და შემცველობა
10 ან 14 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი 14 ტაბლეტით, 3 ბლისტერი 10 ტაბლეტით ან 9 ბლისტერი 10 ტაბლეტით სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ყველა გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მედიცინის სპეცილისტის მიერ დიაგნოზის დასმის შემდეგ და მისი რეგულარული ხელმძღვანელობის ქვეშ.
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38,
უნგრეთი
მწარმოებელი:
სინტონ ესპანეთი ს.ლ. ესპანეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


