პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ავომინი

Avomin®

რეცეპტით1მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ავომინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ,,არომატაზას ინჰიბიტორები” ეწოდებათ. ავომინი გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ. ავომინი მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის – ესტროგენის შემცირების გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ანასტროზოლი (anastrozole)
ფორმა და შეფუთვა
1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Genepharm S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG03
რეგისტრაციის ნომერი
რ-036709
რეგისტრირებულია
27 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Genepharm S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ეს კა იმპექსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაავომინი და სხვა წამალი ერთად

ავომინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ავომინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ,,არომატაზას ინჰიბიტორები” ეწოდებათ. ავომინი გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ.

ავომინი მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის – ესტროგენის შემცირების გზით. ეს ხდება ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი სუბსტანციის (ფერმენტის) – ,,არომატაზას” ინჰიბირების გზით.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ავომინი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში;

ეცადეთ, რომ ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს;

ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებუთ;

არ აქვს მნიშვნელობა ავომინს მიიღებთ ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ.

ავომინი მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დადგენილი ხანგრძლივობით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შესაძლებელია, რომ პრეპარატის მიღება საჭირო გახდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმცევტს.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ავომინი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ავომინი

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ავომინი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ავომინის მიღება

თუ დაგავიწყდათ ავომინის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ავომინის მიღება

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ამის შესახებ არ გეტყვით თქვენი ექიმი.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

  • რამდენიმე სამკურნალო საშუალება, რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ (ესტროგენის რეცეპტორის სელექტიური მოდულატორები), როგორიც არის ტამოქსიფენის შემცველი პრეპარატები. ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეამცირონ ავომინის მოქმედება.
  • ესტროგენის შემცველი პრეპარატები, მაგალითად როგორიცაა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT).

თუ ეს თქვენ გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ცნობილია “მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ჰორმონის LHRH ანალოგების” სახელით. მათ მიეკუთვნება გონადორელინი, ბუსერელინი, გოზერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, ზოგიერთი ქალური (გინეკოლოგიური) დაავადების და უშვილობის სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

ავომინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან, ან მედდასთან:

  • თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია და მენოპაუზა არ დამდგარა.
  • თუ მკურნალობთ ტამოქსიფენის შემცველი პრეპარატით ან ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს (იხ. პუნქტი ,,სხვა სამკურნალო საშუალებები და ავომინი“).
  • თუ როდესმე ჰქონიათ დაავადება, რომელმაც გავლენა იქონია თქვენი ძვლების სიმაგრეზე (ოსტეოპოროზი).
  • თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმელის ფუნქციის დარღვევა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ხსენებული მდგომარეობა, ავომინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭირო გახდა თქვენი ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო პერსონალს შეატყობინეთ, რომ მკურნალობთ ავომინით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები. ეს ეხება, ასევე, ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ პრეპარატებს. ამის მიზეზი არის ის, რომ ავომინმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს რამდენიმე სხვა სამკურნალო საშუალებაზე ან ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ავომინზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ავომინი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ დაორსულდით, შეწყვიტეთ ავომინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავომინმა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს ავომინით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოუვლინდეს სისუსტე ან ძილიანობა. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავომინი შეიცავს ლაქტოზას

ავომინი შეიცავს ლაქტოზას, რაც შაქრის ერთ-ერთი სახეა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ავომინში ნატრიუმის შემცველობა

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ–ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, შესაბამისად შეიძლება მივიჩნოთ, რომ პრეპარატი ნატრიუმისგან თავისუფალია.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ავომინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ მითითებული სერიოზული, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი:

კანის ძალიან სერიოზული რეაქცია წყლულების და ბუშტუკების წარმოქმნით. ამ მდგომარეობას ,,სტივენს ჯონსონის სინდრომი“ ეწოდება.

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. ამ რეაქციას “ანგიოედემა” ეწოდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10–დან 1-ზე მეტ პაციენტში)

თავის ტკივილი.

ალები.

გულისრევა.

გამონაყარი.

სახსრების ტკივილი ან რიგიდობა.

სახსრების ანთება (ართრიტი).

სისუსტის შეგრძნება.

ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი).

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

  • მადის დაკარგვა.
  • სისხლში ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის მომატება ან მაღალი მაჩვენებელი. ეს შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ანალიზის საშუალებით.
  • ძილიანობა.
  • მაჯის გვირაბის სინდრომი (ქავილი, ტკივილი, სიცივის შეგრძნება, სისუსტე ხელის თითების ნაწილში).
  • ჩხვლეტის ან კანის დაბუჟების შეგრძნება, გემოს შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა.
  • ფაღარათი.
  • ღებინება.
  • ცვლილება ღვიძლის ფუნქციის ამსახველ სისხლის ანალიზში.

თმის გათხელება (თმის ცვენა).

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახეზე, ტუჩებსა და ენაზე.

ძვლების ტკივილი.

საშოს სიმშრალე.

სისხლდენა საშოდან (ჩვეულებისამებრ, ვლინდება მკურნალობის პირველ კვირას. თუ სისხლდენა გაგრძელდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს).

კუნთების ტკივილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

  • ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზებში, რომლებიც ასახავენ ღვიძლის ფუნქციას (გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GT) და ბილირუბინი).
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
  • გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
  • ნოტის დაავადება (მდგომარეობა, როდესაც თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში);
  • სისხლში კალციუმის დონის მომატება. გულისრევის, ღებინების ან წყურვილის შეგრძნების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემრართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის გადამოწმება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

კანის იშვიათი ანთება, რაც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ლაქების ან წყლულების სახით.

ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული გამონაყარი (მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები).

მცირე სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან იასამნისფერ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს სახსრების, კუჭის ან თირკმელების ტკივილი; აღნიშნულ გვერდით მოვლენას ეწოდება “შონლეინ-გენოხის ჰემორაგია”.

ზეგავლენა ძვლებზე

ავომინი ამცირებს ჰორმონ ესტროგენის რაოდენობას ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში არსებული მინერალების დონის დაქვეითება. ძვლების სიმკვრივე შესაძლებელია შემცირდეს და გაიზარდოს მოტეხილობის განვითარების რისკი. თქვენი ექიმი აღნიშნულ რიკსებს შეაფასებს პოსტმენოპაუზის ასაკში მყოფი ქალებისთვის არსებული ძვლების მკურნალობის გზამკვლების შესაბამისად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რაც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლო არ იყოს მითითებული მოცემულ ფურცელ–ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

ამჟამად კლინიკური ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზის განზრახ მიღების შესახებ შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ანასტროზოლის შეყვანისას მწვავე ტოქსიკურობის შემთხვევები იშვიათი იყო. ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ანასტროზოლის სხვადასხვა დოზების გამოყენებით მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში ნიშნავდნენ 60 მგ-მდე ერთჯერად დოზებს, ხოლო პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოთი - 10 მგ-მდე დღეში; ეს დოზები კარგად აიტანებოდა. ანასტროზოლის სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების განვითარების მაპროვოცირებელი ერთჯერადი დოზა დადგენილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ჭარბი დოზის მკურნალობისას გასათვალისწინებელია იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტს შეეძლო ერთდროულად რამდენიმე პრეპარატის მიღება. თუ პაციენტი გონზეა, ახდენენ მისი გულისრევის პროვოცირებას. დიალიზი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, ვინაიდან ანასტროზოლი მნიშვნელოვნად არ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს. პაციენტზე აწესებენ მეთვალყურეობას და ახორციელებენ ზოგად შემანარჩუნებელ თერაპიას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების ძირითადი მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგის ჩათვლით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ანასტროზოლი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები არის:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ავომინი და შეფუთვის შიგთავსი

ავომინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ავომინი მოთავსებულია 10, 14, 28, 30, 84, 98 ან 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს განთავსებული ბაზარზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ტაბლეტები ისეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. ტაბლეტებმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვებს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე ‘EXP’-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ ჩააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ჰკითხეთ ფარმაცევტს. ამგვარი ზომების მიღებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფერმენტების ინჰიბიტორები. ათქ კოდი: L02B G03.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანასტროზოლი არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური არასტეროიდული ინჰიბიტორია. ქალებში პოსტმენოპაუზაში ესტრადიოლი წარმოიქმნება უმთავრესად ანდროსტენდიონის ესტრონად გარდაქმნის მეშვეობით პერიფერიულ ქსოვილებში არომატაზას ფერმენტაციული კომპლექსის ზემოქმედებით. მოგვიანებით ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. ნაჩვენები იყო, რომ ქალებში, რომლებსაც სარძევე ჯირკვლის კიბო აწუხებთ, სისხლის პლაზმაში ცირკულირებადი ესტრადიოლის დონეების დაქვეითება დადებით ეფექტი გააჩნია. მაღალმგრძნობიარე მეთოდების მეშვეობით დადგინდა, რომ ქალებში პოსტმენოპაუზაში ანასტროზოლი სადღეღამისო დოზით 1 მგ თრგუნავს ესტრადიოლის გამომუშავებას 80%-ზე მეტად.

ანასტროზოლს პროგესტოგენური, ანდროგენური ან ესტროგენური აქტივობა არ გააჩნია.

ანასტროზოლი 10 მგ-მდე სადღეღამისო დოზებით არ ახდენს გავლენას კორტიზოლის ან ალდოსტერონის გამომუშავებაზე, რომელიც განისაზღვრება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმინის (ACTH) გამოყენებით სტანდარტული პროვოკაციული სინჯის წინ და მის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით კორტიკოსტეროიდების დამატებით დანიშვნა აუცილებელი არ არის.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბო

პირველი რიგის თერაპია პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოთი

შესრულებული იყო ორი ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ერთნაირი დიზაინით (1033IL/0030 კვლევა და 1033IL/0027 კვლევა) ტამოქსიფენთან შედარებით ანასტროზოლის ეფექტურობის შეფასების მიზნით როგორც სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს პირველი რიგის თერაპია ჰორმონების მიმართ რეცეპტორების არსებობით და დაუზუსტებელი რეცეპტორული სტატუსით პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში. საერთო ჯამში 1021 პაციენტი რანდომიზირებული იყო 1 მგ დღეში ერთხელ დოზით ანასტროზოლის ან 20 მგ დღეში ერთხელ დოზით ტამოქსიფენის მიღებაზე. ორივე კვლევაში ძირითად მაჩვენებლებს წარმოადგენდა დრო სიმსივნის პროგრესირებამდე, თერაპიაზე სიმსივნის პასუხის ობიექტური მაჩვენებელი და უსაფრთხოება.

1033IL/0030 კვლევაში ძირითადი საბოლოო მაჩვენებლების მიმართ ნაჩვენები იყო, რომ ანასტროზოლს გააჩნია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა ტამოქსიფენის წინაშე სიმსივნის პროგრესირებამდე დროის ფარგლებში (რისკების დამოკიდებულება (რდ) 1.42, 95% სანდო ინტერვალი (CI) [1.11 – 1.82], პროგრესირებამდე დროის მედიანა ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის 11.1 და 5.6 თვე შესაბამისად, p=0,006). თერაპიაზე სიმსივნის პასუხის ობიექტური მაჩვენებლები ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის მსგავსი იყო. 1033IL/0027 კვლევაში ნაჩვენებია, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს გააჩნიათ თერაპიაზე სიმსივნის პასუხის მსგავსი ობიექტური მაჩვენებლები და სიმსივნის პროგრესირებამდე დროის მაჩვენებლები. მეორეული საბოლოო მაჩვენებლების მიმართ მიღებული შედეგები ასევე ადასტურებენ ეფექტურობის ძირითადი საბოლოო მაჩვენებლების შედეგებს. ორივე კვლევაში მკურნალობის ყველა ჯგუფში დარეგისტრირებული იყო ძალიან ცოტა ლეტალური შემთხვევა გადარჩენის მაჩვენებლებს შორის ზოგადი განსხვავების შესაფასებლად.

მეორე რიგის თერაპია პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოთი

ანასტროზოლის შესწავლა ხდებოდა ორი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის (0004 კვლევა და 0005 კვლევა) ფარგლებში, რომლებშიც შევიდნენ პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალები სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოთი, რომელიც პროგრესირებდა ტამოქსიფენით თერაპიის შემდეგ, რომელიც დანიშნული იყო სარძევე ჯირკვლის გავრცელებული ან ადრეული კიბოს გამო. საერთო ჯამში 764 პაციენტი რანდომიზირებული იყო 1 მგ ან 10 მგ დღეში ერთხელ დოზით ანასტროზოლის მიღებით მკურნალობაზე, ან 40 მგ დღეში ოთხჯერ დოზით მეგესტროლის აცეტატის მიღებაზე. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები იყო დრო პროგრესირებამდე და ობიექტური პასუხის სიხშირე. ასევე ტარდებოდა დაავადების ხანგრძლივი (24 კვირაზე მეტი) სტაბილიზაციის სიხშირის მაჩვენებლის, პროგრესირების სიხშირის და გადარჩენის მაჩვენებლის გამოანგარიშება. ორივე კვლევაში მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის ჯგუფებს შორის ეფექტურობის რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით არ გამოვლენილა.

სარძევე ჯირკვლის ადრეული ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია

III ფაზის ფართო კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა პოსტმენოპაუზაში მყოფი 9366 ქალი სარძევე ჯირკვლის ოპერირებადი კიბოთი, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ 5 წლის განმავლობაში (იხილეთ ქვევით), ნაჩვენები იყო, რომ ანასტროზოლი სტატისტიკურად აღემატება ტამოქსიფენს ურეციდივო გადარჩენის მხრივ. ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნის მქონე პაციენტების პროსპექტულად განსაზღვრულ ამორჩევაში ანასტროზოლს უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა ტამოქსიფენთან შედარებით ამ მაჩვენებელთან მიმართებაში.

ცხრილი 3 ATAC კვლევის საბოლოო მაჩვენებლების შემაჯამებელი მონაცემები: ანალიზი თერაპიის 5-წლიანი პერიოდის დასრულებისას

ეფექტურობის საბოლოო მაჩვენებლები

მოვლენათა რაოდენობა (სიხშირე)

პაციენტების ამორჩევა თავდაპირველად დანიშნული მკურნალობის მიხედვით

ჰორმონდადებითი

სიმსივნე

ანასტროზოლი

(N=3125)

ტამოქსიფენი

(N=3116)

ანასტროზოლი

(N=2618)

ტამოქსიფენი

(N=2598)

ურეციდივო გადარჩენა a

575 (18,4)

651 (20,9)

424 (16,2)

497 (19,1)

რისკების დამოკიდებულება

  • 87
  • 83

ორმხრივი 95% სი

  • 78-0.97
  • 73-0.94

p-მნიშვნელობა

  • 0127
  • 0049

გადარჩენა მეტასტაზების გარეშეb

500 (16.0)

530 (17.0)

370 (14.1)

394 (15.2)

რისკების დამოკიდებულება

  • 94
  • 93

ორმხრივი 95% სი

  • 83-1.06
  • 80-1.07

p-მნიშვნელობა

  • 2850
  • 2838

დრო რეციდივის განვითარებამდე c

402 (12.9)

498 (16.0)

282 (10.8)

370 (14.2)

რისკების დამოკიდებულება

  • 79
  • 74

ორმხრივი 95% სი

  • 70-0.90
  • 64-0.87

p-მნიშვნელობა

  • 0005
  • 0002

დრო შორსმდებარე მეტასტაზების განვითრებამდე d

324 (10,4)

375 (12,0)

226 (8,6)

265 (10,2)

რისკების დამოკიდებულება

0,86

0,84

ორმხრივი 95% სი

0,74-0,99

0,70-1,00

p-მნიშვნელობა

0,0427

0,0559

პირველადი კიბო კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში

35 (1,1)

59 (1,9)

26 (1,0)

54 (2,1)

რისკების დამოკიდებულება

0,59

0,47

ორმხრივი 95% სი

  • 39-0.89
  • 30-0.76

p-მნიშვნელობა

  • 0131

0,0018

ზოგადი გადარჩენა e

411 (13.2)

420 (13.5)

296 (11.3)

301 (11.6)

რისკების დამოკიდებულება

  • 97
  • 97

ორმხრივი 95% სი

  • 85-1.12
  • 83-1.14

p-მნიშვნელობა

  • 7142
  • 7339

a ურეციდივო გადარჩენა მოიცავს რეციდივების ყველა მოვლენას და წარმოადგენს დროს პირველი ადგილობრივი რეციდივის წარმოქმნამდე, კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში პირველი სიმსივნის წარმოქმნამდე, შორწმდებარე მეტასტაზების წარმოქმნამდე ან სიკვდილამდე (ნებისმერი მიზეზით).

b გადარჩენა მეტასტაზების გარეშე წარმოადგენს დროს პირველი შორწმდებარე მეტასტაზების წარმოქმნამდე ან სიკვდილის დადგომამდე (ნებისმერი მიზეზით).

c დაავადების რეციდივის განვითარებამდე დრო წარმოადგენს დროს პირველი ადგილობრივი რეციდივის განვითარებამდე, კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში პირველადი სიმსივნის წარმოქმნამდე, შორსმდებარე მეტასტაზების წარმოქმნამდე ან სარძევე ჯირკვლის კიბოთი სიკვდილამდე.

d შორსმდებარე მეტასტაზების განვითარებამდე დრო წარმოადგენს დროს პირველი შორსმდებარე მეტასტაზის განვითარებამდე ან სარძევე ჯირკვლის კიბოთი სიკვდილამდე.

e გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).

ყველა არჩეულ პაციენტთა შორის, ასევე ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნის მქონე არჩეულ პაციენტებს შორის ანასტროზოლისა და ტამოქსიფენის კომბინაცია არ იძლევა ეფექტურობის მხრივ რაიმე უპირატესობის მიღწევის საშუალებას მხოლოდ ტამოქსიფენით თერაპიასთან შედარებით. მკურნალობის ეს ჯგუფი კვლევიდან გამოირიცხა.

10-წლიანი ხანგრძლივობის მედიანით ფართო დაკვირვებისას ანასტროზოლისა და ტამოქსიფენის თერაპიის გრძელვადიანი ეფექტების შედარების შედეგები შეესაბამებოდა წინა შედეგებს.

სარძევე ჯირკვლის ადრეული ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია ქალებში, რომლებსაც ადიუვანტური თერაპია უტარდებათ ტამოქსიფენით

III ფაზის კვლევაში (კვლევა “Austrian Breast and Colorectal Cancer Study Group 8” [ABCSG 8]), რომელშიც მონაწილეობდა პოსტმენოპაუზაში მყოფი 2579 ქალი სარძევე ჯირკვლის ადრეული ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი კიბოთი და ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა სხივურ თერაპიასთან ერთად ან მის გარეშე, მაგრამ არ ჩაუტარდათ ქიმიოთერაპია (იხილეთ ქვევით), დაკვირვების 24-თვიანი ხანგრძლივობის მედიანით აღინიშნა, რომ ანასტროზოლით თერაპიაზე გადასვლისას ტამოქსიფენით 2-წლიანი ადიუვანტური თერაპიის შემდეგ, ნამდვილად უმჯობესდება ურეციდივო გადარჩენა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებმაც ტამოქსიფენის მიღება განაგრძეს.

ცხრილი 4 ABCSG 8 კვლევის საბოლოო მაჩვენებლების შემაჯამებელი მონაცემები და შედეგები

ეფექტურობის საბოლოო მაჩვენებლები

მოვლენათა რაოდენობა (სიხშირე)

ანასტროზოლი

(N=1297)

ტამოქსიფენი

(N=1282)

ურეციდივო გადარჩენა

65 (5.0)

93 (7.3)

რისკების დამოკიდებულება

  • 67

ორმხრივი 95% CI

  • 49-0.92

p-მნიშვნელობა

  • 014

დრო ნებისმიერი რეციდივის განვითარებამდე

36 (2.8)

66 (5.1)

რისკების დამოკიდებულება

  • 53

ორმხრივი 95% CI

  • 35-0.79

p-მნიშვნელობა

  • 002

დრო შორსმდებარე მეტასტაზების განვითრებამდე

22 (1.7)

41 (3.2)

რისკების დამოკიდებულება

  • 52

ორმხრივი 95% CI

  • 31-0.88

p-მნიშვნელობა

  • 015

პირველადი კიბო კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში

7 (0.5)

15 (1.2)

რისკების დამოკიდებულება

  • 46

ორმხრივი 95% CI

  • 19-1.13

p-მნიშვნელობა

  • 090

ზოგადი გადარჩენა

43 (3.3)

45 (3.5)

რისკების დამოკიდებულება

  • 96

ორმხრივი 95% CI

  • 63-1.46

p-მნიშვნელობა

  • 840

სხვა ორმა ანალოგიურმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), რომელთაგან ერთში პაციენტებს ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა და ქიმიოთერაპია, ასევე ABCSG 8 და GABG/ARNO კვლევების კომბინირებულმა ანალიზმა დაადასტურა ეს შედეგები.

ამ სამ კვლევაში ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც დაუდგინდათ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებს სარძევე ჯირკვლის ადრეული ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი კიბოთი.

ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD)

III/IV ფაზის კვლევაში (კვლევა “Study of Anastrozole with the Bisphosphonate Risedronate”, [SABRE]), პოსტმენოპაუზაში მყოფი 234 ქალი სარძევე ჯირკვლის ადრეული ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი კიბოთი, გადაწილებული 1 მგ/დღე დოზით ანასტროზოლით მკურნალობის ჯგუფში, სტრატიფიცირებულნი იყვნენ ჯგუფებში დაბალი, ზომიერი და მაღალი რისკით პათოლოგიური მოტეხილობების განვითარების ფაქტობრივი რისკის შესაბამისად. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლის სახით გამოიყენებოდა წელის მალების ძვლოვანი მასის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრის შედეგი DEXA სკანირების მიხედვით. ყველა პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა D ვიტამინის და კალციუმის პრეპარატებით. დაბალი რისკის ჯგუფის პაციენტები იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (N=42), ზომიერი რისკის პაციენტები რანდომიზირებულნი იყვნენ ანასტროზოლის რიზედრონატთან ერთად მიღებაზე დოზით 35 მგ კვირაში ერთხელ (N=77) ან ანასტროზოლის პლაცებოსთან ერთად მიღებაზე (N=77). მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ანასტროზოლს რიზედრონატთან ერთად დოზით 35 მგ კვირაში ერთხელ (N=38). ძირითად საბოლოო წერტილს წარმოადგენდა წელის მალების ძვლოვანი მასის მინერალური სიმკვრივის ცვლილება 12 თვით საწყის ეტაპთან შედარებით.

ძირითადმა ანალიზმა 12 თვეზე აჩვენა, რომ პაციენტებში პათოლოგიური მოტეხილობების განვითარების ზომიერი და მაღალი რისკით 1 მგ/დღე დოზით ანასტროზოლით თერაპიის ფონზე 35 მგ კვირაში ერთხელ რიზედრონატთან კომბინაციაში ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება არ ხდება (ფასდებოდა წელის მალების მინერალური სიმკვრივის DEXA სკანირების მეშვეობით). გარდა ამისა, დაბალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს დოზით 1 მგ/დღე, აღინიშნებოდა BMD–ს სტატისტიკურად დაუზუსტებელი შემცირება. ეს შედეგები ასევე გამყარებული იყო ეფექტურობის მეორეული საბოლოო წერტილით - მთელი მენჯის ძვლის BMD–ს ცვლილებით 12 თვით საწყის ეტაპთან შედარებით.

ამ კვლევამ დაამტკიცა, რომ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის ადრეული კიბოთი, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს, ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების კორექტირებისთვის შეიძლება განხილული იქნას ბისფოსფონატების გამოყენება.

პედიატრიული პოლულაცია

ანასტროზოლი არ არის ნაჩვენები ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ. პედიატრიული პროფილის არჩეულ პაციენტებში ეფექტურობა დამტკიცებული არ ყოფილა (იხილეთ შემდეგ). ბავშვთა რისხვი, რომლებსაც მკურნალობა ამ პრეპარატით უტარდებოდათ, ძალიან მცირე იყო, რაც არ იძლევა უსაფრთხოების შესახებ რაიმე მტკიცებითი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ამჟამად რაიმე მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ანასტროზოლით თერაპიის შესაძლო გრძელვადიანი ეფექტების შესახებ არ არსებობს (იხილეთ ასევე პუნქტი 5.3).

სამკურნალო საშუალებათა ევროპის სააგენტომ მოხსნა ანასტროზოლის გამოყენებით კვლევების წარმოდგენის აუცილებლობა პედიატრიული პროფილის ერთ ან რამდენიმე ქვეჯგუფში ზრდის შეჩერებით ზრდის ჰორმონის უკმარისობის (GHD) შედეგად, ტესტოტოქსიკოზით, გინეკომასტიით და მაკკიუნ-ოლბრაიტის სინდრომით (იხ. პუნქტი 4.2).

ზრდის შეჩერება ზრდის ჰორმონის უკმარისობის შედეგად

რანდომიზირებულ ორმაგ ბრმა მრავალცენტრულ კვლევაში ჩატარდა პუბერტატული ასაკის (11-დან 16 წლის ჩათვლით ასაკის) GHD-ს მქონე ბიჭების შეფასება, რომლებსაც 12-36 თვის განმავლობაში უტარდებოდათ თერაპია ანასტროზოლით დოზით 1 მგ/დღე ან პლაცებოთი. ანასტროზლის ჯგუფის მხოლოდ 14 პაციენტმა დაასრულა თერაპიის 36-თვიანი პერიოდი.

ზრდის დამახასიათებელი მაჩვენებლების მიხედვით, კერძოდ პროგნოზირებადი სიმაღლე მოზრდილ ასაკში, ფაქტობრივი სიმაღლე, სიმაღლის და ზრდის სისწრაფის გადახრების სტანდარტული გამოთვლა (SDS), სტატისტიკურად განსხვავებული განსხვავებები პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა.

პაციენტების ზრდის შეფასების საბოლოო მონაცემები მიღებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია, უსაფრთხოების შესახებ რაიმე სარწმუნო დასკვნების გასაკეთებლად ძალიან მცირე იყო, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით ანასტროზოლის ჯგუფში აღინიშნა მოტეხილობების სიხშირის მომატება და ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების ტენდენცია.

ტესტოტოქსიკოზი

ღია არაშედარებით მრავალცენტრულ კვლევაში ჩატარდა 14 ბიჭის (2-დან 9 წლამდე ასაკის) შეფასება, რომლებსაც აწუხებდათ მამაკაცის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (ტესტოტოქსიკოზი) და მკურნალობა უტარდებოდათ ანასტროზოლისა და ბიკალუტამიდის კომბინაციით. ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ამ კომბინირებული რეჟიმის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის განმავლობაში მისი გამოყენებისას. კვლევაში ჩართული 14 პაციენტიდან ცამეტმა დაასრულა კომბინირებული თერაპიის 12-თვიანი პერიოდი (ერთი პაციენტი გავიდა დაკვირვებიდან). 12-თვიანი თერაპიის დასრულებისას ზრდის სიჩქარის სარწმუნო განსხვავებები კვლევაში ჩართვამდე 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში ზრდის სიჩქარესთან შედარებით არ გამოვლენილა.

გინეკომასტიის კვლევები

0006 კვლევა წარმოადგენდა ორმაგ ბრმა მრავალცენტრულ კვლევას 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობით გინეკომასტიის მქონე პუბერტატული ასაკის (11-დან 18 წლის ჩათვლით ასაკის) 82 ბიჭის მონაწილეობით, რომლებსაც 6 თვემდე ხანგრძლივობის პერიოდის განმავლობაში უტარდებოდათ თერაპია ანასტროზოლით დოზით 1 მგ/დღე ან პლაცებოთი. 1 მგ დოზით ანასტროზოლის მიმღებ ჯგუფსა და პლაცებოს მიმღებ ჯგუფში პაციენტთა რიცხვის ფარგლებში, რომლებსაც 6-თვიანი თერაპიის შემდეგ აღენიშნათ სარძევე ჯირკვლის საერთო მოცულობის 50%-ით და მეტით შემცირება, სარწმუნო განსხვავებები არ გამოვლენილა.

0001 კვლევა წარმოადგნედა ღია ფარმაკოკინეტიკურ კვლევას 1 მგ/დღე დოზით ანასტროზოლის მრავალჯერადი გამოყენებით პუბერტატული ასაკის 36 ბიჭში, რომლებსაც აწუხებდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. კვლევის დამატებითი მონაცემები მოიცავდა პაციენტების წილის შეფასებას, რომლებსაც საკვლევი თერაპიის 1-ლი დღიდან 6 თვის გასვლამდე პერიოდში საწყის ეტაპთან შედარებით აღენიშნათ ორივე სარძევე ჯირკვლის საანგარიშო მოცულობის შემცირება არა ნაკლებ 50%-ით, ასევე პრეპარატის ამტანობისა და უსაფრთხოების შეფასებას. თერაპიის 6 თვის გასვლის შემდეგ სარძევე ჯირკვლის საერთო მოცულობის 50%-ით ან მეტით შემცირება აღენიშნა ბიჭების 56%-ს (20/36).

მაკკიუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა

0046 კვლევა წარმოადგენდა საერთაშორისო მრავალცენტრულ ღია საძიებო კვლევას ანასტროზოლის გამოყენებით 28 გოგონას (2-დან ≤10 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ, რომლებსაც აწუხებდათ მაკკიუნ-ოლბრაიტის სინდრომი (მოს). ძირითად ამოცანას წარმოადგენდა 1 მგ/დღე დოზით ანასტროზოლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აწუხებდათ მოს. საკვლევი პრეპარატის ეფექტურობას აფასებდნენ პაციენტთა წილის საფუძველზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ დათქმულ კრიტერიუმებს, დაკავშირებულს საშოდან სისხლდენების, ძვლის ასაკისა და ზრდის სიჩქარის შეფასებასთან.

თერაპიის ფონზე დღეების რაოდენობის სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილება, რომელთა განმავლობაში აღინიშნებოდა საშოდან სისხლდენები, არ აღნიშნულა. ტენერის მიხედვით სქესობრივი განვითარების სტადიის, საკვერცხეების საშუალო მოცულობის ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღნიშნულა. თერაპიის ფონზე საწყის ეტაპთან შედარებით ძვლის ასაკის მომატების სიჩქარის სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებება არ აღნიშნულა. 0-დან 12 თვემდე პერიოდში, ასევე მეორე ექვსთვიანი პერიოდის (მე-7-დან 12 თვემდე) განმავლობაში აღინიშნა ზრდის სიჩქარის (სმ/წელი) სარწმუნო (p < 0,05) შემცირება თერაპიის დაწყებამდე ეტაპთან შედარებით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პიკური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში ჩვეულებრივ მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. საკვების მიღება მცირედით ანელებს შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე. შეწოვის სიჩქარის უმნიშვნელო ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება პრეპარატის წონასწორულ კონცენტრაციაზე პლაზმაში ანასტროზოლის ტაბლეტების ყოველდღე ერთჯერადად მიღებით. პლაზმაში ანასტროზოლის წონასწორული კონცენტრაციის დაახლოებით 90-95% მიიღწევა პრეპარატის 7-დღიანი მიღების განმავლობაში, ამ დროს აღინიშნება პრეპარატის 3-4-ჯერადი კუმულაცია. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დროზე ან დოზის სიდიდეზე დამოკიდებულების ნიშნები არ აღნიშნულა.

ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა ქალებში პოსტმენოპაუზაში ასაკზე დამოკიდებული არ არის.

განაწილება ანასტროზოლის მხოლოდ 40% უერთდება პლაზმის ცილებს.

გამოყოფა

ანასტროზოლი გამოიყოფა ნელა, სისხლის პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40-50 საათს. ქალებში პოსტმენოპაუზაში ანასტროზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ამ დროს მიღებული დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი ფორმით 72 საათის განმავლობაში. ანასტროზოლი მეტაბოლიზდება N-დეალკილირების, ჰიდროქსილირების და გლუკურონიზების გზით. მეტაბოლიტები უმთავრესად გამოიყოფა შარდთან ერთად. ტრიაზოლი, ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც განისაზღვრება პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი (CL/F) შიგნით მიღებისას მოხალისეებში, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის ციროზი, იყო დაახლოებით 30%-ით დაბალი, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში (კვლევა 1033IL/0014). თუმცა, ანასტროზოლის კონცენტრაციები ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტების პლაზმაში იყო კონცენტრაციების დიაპაზონის ფარგლებში, რომლებიც აღენიშნებოდა ჯანმრთელ პირებს სხვა კლინიკურ კვლევებში. ანასტროზოლის კონცენტრაციები პლაზმაში ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ეფექტურობის გრძელვადიან კვლევებში იმყოფებოდა პლაზმური კონცენტრაციების დიაპაზონის ფარგლებში, რომლებიც დამახასიათებელია პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის დარღვევების გარეშე.

1033IL/0018 კვლევაში თირკმლის მძიმე უკმარისობის (GFR <30 მლ/წთ) მქონე მოხალისეებში, პრეპარატის შიგნით მიღებისას ანასტროზოლის მოჩვენებითი კლირენსი (CL/F) არ შეცვლილა, რაც ეთანხმება მონაცემებს იმის შესახებ, რომ ანასტროზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმის ხარჯზე. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით სისხლის პლაზმაში ანასტროზოლის კონცენტრაციები იყო პლაზმური კონცენტრაციების დიაპაზონის ფარგლებში, რომლებიც დამახასიათებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევის არმქონე პაციენტებისთვის. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმერსიობით ანასტროზოლის გამოყენება ფრთხილად უნდა მოხდეს (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

პუბერტატული გინეკომასტიის მქონე ბიჭებში (10-17 წლის) ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა ორგანიზმში და ნელა გამოიყოფოდა; ნახევარგამოყოფის პერიოდი უდრიდა დაახლოებით 2 დღეს. გოგონებში (3-10 წლის) ანასტროზოლის კლირენსი იყო უფრო დაბალი, ვიდრე უფროსი ასაკის ბიჭებში, ხოლო ექსპოზიცია შესაბამისად იყო უფრო მაღალი. გოგონებში ანასტროზოლი ფართოდ ნაწილდებოდა ორგანზიმში და ნელა გამოიყოფოდა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ავომინი 1 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ანასტროზოლი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შესაძლოა სხვას ზიანი მაიყენოს მიუხედავად იმისა, მათი დაავადების სიმპტომები იყოს თქვენის მსგავსი.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:

  • რა არის ავომინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ავომინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ავომინი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ავომინი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის ავომინი და რისთვის გამოიყენება

ავომინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი ეკუთვნის პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ,,არომატაზას ინჰიბიტორები” ეწოდებათ. ავომინი გამოიყენება ქალებში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ კლიმაქტერიული პერიოდის შემდეგ.

ავომინი მოქმედებს ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის – ესტროგენის შემცირების გზით. ეს ხდება ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი სუბსტანციის (ფერმენტის) – ,,არომატაზას” ინჰიბირების გზით.

  • რა უნდა იცოდეთ ავომინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ავომინი:

თუ გაქვთ ალერგია ანოსტროზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6).

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი“).

არ მიიღოთ ავომინი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ავომინის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ავომინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან, ან მედდასთან:

  • თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია და მენოპაუზა არ დამდგარა.
  • თუ მკურნალობთ ტამოქსიფენის შემცველი პრეპარატით ან ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს (იხ. პუნქტი ,,სხვა სამკურნალო საშუალებები და ავომინი“).
  • თუ როდესმე ჰქონიათ დაავადება, რომელმაც გავლენა იქონია თქვენი ძვლების სიმაგრეზე (ოსტეოპოროზი).
  • თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმელის ფუნქციის დარღვევა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ხსენებული მდგომარეობა, ავომინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭირო გახდა თქვენი ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო პერსონალს შეატყობინეთ, რომ მკურნალობთ ავომინით.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ავომინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები. ეს ეხება, ასევე, ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ პრეპარატებს. ამის მიზეზი არის ის, რომ ავომინმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს რამდენიმე სხვა სამკურნალო საშუალებაზე ან ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ავომინზე.

არ მიიღოთ ავომინი, თუ უკვე ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • რამდენიმე სამკურნალო საშუალება, რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ (ესტროგენის რეცეპტორის სელექტიური მოდულატორები), როგორიც არის ტამოქსიფენის შემცველი პრეპარატები. ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლებელია შეამცირონ ავომინის მოქმედება.
  • ესტროგენის შემცველი პრეპარატები, მაგალითად როგორიცაა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (HRT).

თუ ეს თქვენ გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ცნობილია “მალუთეინიზირებელი ჰორმონის რილიზინგ ჰორმონის LHRH ანალოგების” სახელით. მათ მიეკუთვნება გონადორელინი, ბუსერელინი, გოზერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, ზოგიერთი ქალური (გინეკოლოგიური) დაავადების და უშვილობის სამკურნალოდ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ მიიღოთ ავომინი, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ დაორსულდით, შეწყვიტეთ ავომინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავომინმა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს ავომინით მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოუვლინდეს სისუსტე ან ძილიანობა. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავომინი შეიცავს ლაქტოზას

ავომინი შეიცავს ლაქტოზას, რაც შაქრის ერთ-ერთი სახეა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ავომინში ნატრიუმის შემცველობა

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ–ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, შესაბამისად შეიძლება მივიჩნოთ, რომ პრეპარატი ნატრიუმისგან თავისუფალია.

  • როგორ გამოიყენება ავომინი

ყოველთვის მიიღეთ ავომინი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში;

ეცადეთ, რომ ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს;

ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებუთ;

არ აქვს მნიშვნელობა ავომინს მიიღებთ ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ.

ავომინი მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დადგენილი ხანგრძლივობით. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შესაძლებელია, რომ პრეპარატის მიღება საჭირო გახდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმცევტს.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ავომინი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში.

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ავომინი

თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ავომინი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ავომინის მიღება

თუ დაგავიწყდათ ავომინის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ავომინის მიღება

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ამის შესახებ არ გეტყვით თქვენი ექიმი.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ავომინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ მითითებული სერიოზული, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი:

კანის ძალიან სერიოზული რეაქცია წყლულების და ბუშტუკების წარმოქმნით. ამ მდგომარეობას ,,სტივენს ჯონსონის სინდრომი“ ეწოდება.

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. ამ რეაქციას “ანგიოედემა” ეწოდება.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10–დან 1-ზე მეტ პაციენტში)

თავის ტკივილი.

ალები.

გულისრევა.

გამონაყარი.

სახსრების ტკივილი ან რიგიდობა.

სახსრების ანთება (ართრიტი).

სისუსტის შეგრძნება.

ძვლის ქსოვილის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი).

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

  • მადის დაკარგვა.
  • სისხლში ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის მომატება ან მაღალი მაჩვენებელი. ეს შესაძლებელია დადგინდეს სისხლის ანალიზის საშუალებით.
  • ძილიანობა.
  • მაჯის გვირაბის სინდრომი (ქავილი, ტკივილი, სიცივის შეგრძნება, სისუსტე ხელის თითების ნაწილში).
  • ჩხვლეტის ან კანის დაბუჟების შეგრძნება, გემოს შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა.
  • ფაღარათი.
  • ღებინება.
  • ცვლილება ღვიძლის ფუნქციის ამსახველ სისხლის ანალიზში.

თმის გათხელება (თმის ცვენა).

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახეზე, ტუჩებსა და ენაზე.

ძვლების ტკივილი.

საშოს სიმშრალე.

სისხლდენა საშოდან (ჩვეულებისამებრ, ვლინდება მკურნალობის პირველ კვირას. თუ სისხლდენა გაგრძელდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს).

კუნთების ტკივილი.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

  • ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზებში, რომლებიც ასახავენ ღვიძლის ფუნქციას (გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GT) და ბილირუბინი).
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
  • გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.
  • ნოტის დაავადება (მდგომარეობა, როდესაც თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში);
  • სისხლში კალციუმის დონის მომატება. გულისრევის, ღებინების ან წყურვილის შეგრძნების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემრართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის გადამოწმება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1–10 შემთხვევაში)

კანის იშვიათი ანთება, რაც შეიძლება გამოვლინდეს წითელი ლაქების ან წყლულების სახით.

ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული გამონაყარი (მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია ან ანაფილაქტოიდური რეაქციები).

მცირე სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან იასამნისფერ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს სახსრების, კუჭის ან თირკმელების ტკივილი; აღნიშნულ გვერდით მოვლენას ეწოდება “შონლეინ-გენოხის ჰემორაგია”.

ზეგავლენა ძვლებზე

ავომინი ამცირებს ჰორმონ ესტროგენის რაოდენობას ორგანიზმში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში არსებული მინერალების დონის დაქვეითება. ძვლების სიმკვრივე შესაძლებელია შემცირდეს და გაიზარდოს მოტეხილობის განვითარების რისკი. თქვენი ექიმი აღნიშნულ რიკსებს შეაფასებს პოსტმენოპაუზის ასაკში მყოფი ქალებისთვის არსებული ძვლების მკურნალობის გზამკვლების შესაბამისად. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რაც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ასევე ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც შესაძლო არ იყოს მითითებული მოცემულ ფურცელ–ჩანართში. თქვენ შეგიძლიათ ასევე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება ავომინი

შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ტაბლეტები ისეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. ტაბლეტებმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვებს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე ‘EXP’-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ ჩააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ჰკითხეთ ფარმაცევტს. ამგვარი ზომების მიღებით შესაძლებელია გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ავომინი

აქტიური ნივთიერება არის ანასტროზოლი. ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები არის:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ავომინი და შეფუთვის შიგთავსი

ავომინი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ავომინი მოთავსებულია 10, 14, 28, 30, 84, 98 ან 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების შემცველ ბლისტერებში.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს განთავსებული ბაზარზე.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Genepharm S.A.

18 კმ მარათონოს გამზ., Pallini Attiki, 15351, საბერძნეთი

ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 06/2020–ში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა