მამოსტეროლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ანასტროზოლი (anastrozole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L02BG03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037251
- რეგისტრირებულია
- 2 თებერვალი 2023, მოქმედებს 2 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- “AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მამოსტეროლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მამოსტეროლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი.
ანასტროზოლი თავისი მოქმედებით ამცირებს ჰორმონის ოდენობას, რომელსაც ეწოდება ესტროგენი, რომელსაც თქვენი სხეული წარმოქმნის. ის აღნიშნულს აკეთებს თქვენს ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერების (ფერმენტის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება „არომატაზა“.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
არ აქვს მნიშვნელობა როდის მიიღებთ მამოსტეროლი საკვებთან ერთად, ჭამის წინ, თუ ჭამის შემდეგ.
გააგრძელეთ მამოსტეროლი მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მიგითითებთ. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შეიძლება დაგჭირდეთ მისი მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მამოსტეროლი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მამოსტეროლი
თუ მიიღეთ მამოსტროლის ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მამოსტეროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მამოსტეროლის მიღებას
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
ძუძუს კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (ესტროგენის რეცეპტორების სელექციური მოდულატორები), მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტამოქსიფენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება შეაჩერონ [სამკურნალო საშუალების სახელი]-ის გამართული მოქმედება.
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს, როგორიცაა ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT).
თუ აღნიშნული გეხებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
პრეპარატს რომელიც ცნობილია როგორც „LHRH-ის ანალოგი“ (მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი). მათ შორისაა: გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, ქალის ჯანმრთელობის გარკვეული (გინეკოლოგიური) მდგომარეობისა და უნაყოფობის სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მამოსტეროლის მიღებამდე
თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები და ჯერ არ დაგსრულებიათ მენოპაუზა.
თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „სხვა სამკურნალო საშუალებები და მამოსტეროლი“).
თუ ოდესმე გქონიათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე (ოსტეოპოროზი).
თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, მამოსტეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ მამოსტეროლს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე და მცენარეულ საშუალებებსაც. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ანასტროზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანასტროზოლზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება თუ დაორსულდებით და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ანასტროზოლი სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების ან დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დროდადრო იგრძნოს სისუსტე ან ძილი მამოსტეროლის მიღებისას. თუ აღნიშნული გამოვლინდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
მამოსტეროლი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპატატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მოვლენა:
ძალიან მძიმე კანისმიერი რეაქცია წყლულებით ან ბუშტუკებით კანზე. აღნიშნული ცნობილია როგორც „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“.
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ცნობილია როგორც „ანგიონევროზული შეშუპება“.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი,
ალები (სისხლის მოწოლა),
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
კანისმიერი გამონაყარი,
სახსრების ტკივილი ან რიგიდობა,
სახსრების ანთება (ართრიტი),
სისუსტის შეგრძნება,
ძვლის დაკარგვა (ოსტეოპოროზი)
დეპრესია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
მადის დაკარგვა,
ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული ვლინდება სისხლის ანალიზში,
ძილიანობის შეგრძნება,
კარპალური არხის სინდრომი (ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში),
კანზე ჩხვლეტა ან დაბუჟება, გემოვნების დაკარგვა/შემცირება,
დიარეა,
შეუძლოდ ყოფნა (ღებინება),
სისხლის ანალიზებში ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ღვიძლის ფუნქციას,
თმის შეთხელება (თმის ცვენა),
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების ან ენის არეში,
ძვლის ტკივილი,
ვაგინალური სიმშრალე,
სისხლდენა საშოდან (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში – თუ სისხლდენა გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს ექიმს),
კუნთების ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GT) და ბილირუბინი),
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
ჭინჭრის ციება ან ჭინჭრის გამონაყარი,
მოკაუჭებული თითის სინდრომი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში),
სისხლში კალციუმის გაზრდილი რაოდენობა. თუ აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება და წყურვილი, აცნობეთ თქვებს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების გაკეთება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში)
იშვიათი კანისმიერი ანთება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს ან ბუშტუკებს,
მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანისმიერი გამონაყარი (ეს შეიძლება იყოს ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციით განპირობებული),
წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან მეწამულ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სახსრების, მყესების და თირკმლის ტკივილის სიმპტომები; აღნიშნული ცნობილია როგორც „ჰენოხ-შონლეინის პურპურა“.
ზემოქმედება თქვენს ძვლებზე
ანასტროზოლი აქვეითებს თქვენს ორგანიზმში არსებული ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და შესაძლოა უფრო ადვილად მიიღოთ მოტეხილობა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს ძვლის ჯანმრთელობის სამკურნალო გაიდლაინების მიხედვით ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან რისკები და მკურნალობის ვარიანტები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში მოცემული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიკურობა.
კლინიკური კვლევები ჩატარდა ანასტროზოლის სხვადასხვა დოზების გამოყენებით: ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60 მგ ერთჯერად დოზის და დღეში 10 მგ-ს გამოყენებით შორსწასული ძუძუს კიბოთი დაავადებულ პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში; ეს დოზები კარგად გადაიტანებოდა. არ დადგენილა ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს.
არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად.
დოზის გადაჭარბების მართვისას უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლებელია ერთდროულად მოხდა რამდენიმე სამკურნალო საშუალების მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევა. ასევე, შეიძლება დიალიზის გამოყენება, რადგან ანასტროზოლი კარგად არ უკავშირდება ცილებს. აუცილებელია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგი და პაციენტის საგულდაგულო გასინჯვა.
შემადგენლობა
მამოსტეროლი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
ტაბლეტის ბირთვში სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი (E1201) და მაგნიუმის სტეარატი (E572).
ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა (E464) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
მამოსტროლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი აპკიანი გარსით დაფარული მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „ANA“ და „1“.
ანასტროზოლი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით - 30 ტაბლეტი კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
ლიცენზიით:
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თქვენი ტაბლეტები უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე “EXP” ნიშნულის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტის ინჰიბიტორი
აფთ კოდი: L02B G03
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური მოქმედება
ანასტროზოლი არის არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური არასტეროიდული ინჰიბიტორი. პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ესტრადიოლი თავდაპირველად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში ანდროსტენდიონის გარდაქმნით ესტრონად და არომატაზა-ენზიმების კომპლექსად. საბოლოოდ ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. გამოვლინდა, რომ მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირებას აქვს სასარგებლო ზეგავლენა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში.
მაღალი მგრძნობელობის ტესტებმა აჩვენა, რომ ანასტროზოლი 1 მგ დოზით დღეში თრგუნავს ესტრადიოლის 80%-ზე მეტს პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში.
ანასტროზოლს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება.
ანასტროზოლის დღიური დოზები 10 მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც განისაზღვრება სტანდარტულ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) მასტიმულირებელ ტესტამდე ან მის შემდეგ. ამგვარად, კორტიკოიდების დამატება საჭირო არ არის.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
შორსწასული ძუძუს კიბო
პირველი რიგის თერაპია მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ტამოქსიფენთან შედარებით ანასტროზოლის ეფექტურობის შესაფასებლად, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ან ჰორმონ-რეცეპტორ-უცნობი ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს პირველი რიგის თერაპიის სახით პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, მსგავსი დიზაინით (კვლევა 1033IL/0030 და კვლევა 1033IL/0027). პაციენტების სრული რაოდენობა -1021 პაციენტი რანდომიზირდა შემდეგ ჯგუფებად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, ხოლო მეორე ჯგუფში - 20 მგ ტამოქსიფენი ერთხელ დღეში. თერაპიის ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე, სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე მკურნალობაზე და უსაფრთხოება.
პირველადი საბოლოო წერტილის კუთხით 1033IL/0030 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს ტამოქსიფენთან შედარებით აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებასთან მიმართებაში (ფარდობითი რისკი 1.42, 95 % ნდობის ინტერვალი [1.11, 1.82], საშუალო დრო პროგრესირებამდე 11.1 და 5.6 თვე ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის შესაბამისად, p=0,006); სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე იყო თანაბარი ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის. 1033IL/0027 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს აქვთ სიმსივნის ობიექტური პასუხის ერთნაირი სიხშირე თერაპიაზე და სიმსივნის პროგრესირების ერთნაირი დრო. მეორადი საბოლოო წერტილების შედეგებმა დაადასტურა დასკვნები, რომელიც გაკეთდა პირველადი საბოლოო წერტილების კვლევის შედეგად. იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა ორ ჯგუფს შორის საშუალო საერთო გადარჩენის სიხშირის სხვაობის შესახებ, ორივე კვლევაში დაფიქსირდა ძალიან ცოტა ლეტალური შედეგი.
მეორე რიგის თერაპია მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო.
ანასტროზოლის შესწავლა ხდებოდა ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და 0005), რომელიც ჩატარდა პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო და რომლებშიც დაავადება პროგრესირებდა ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, რომელიც დანიშნული ჰქონდათ, როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე, ასევე, შორსწასული ძუძუს კიბო დროს. პაციენტების სრული რაოდენობა - 764 რანდომიზირდა სამ ჯგუფად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა ერთჯერადი 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, მეორეში - 10 მგ ანასტროზოლი, მესამეში - 40 მგ მეგესტროლის აცეტატი დღეში ოთხჯერ. პირველადი ეფექტურობის მაჩვენებელი იყო დრო დაავადების პროგრესირებამდე და ობიექტური პასუხის სიხშირე. ასევე, ფასდებოდა დაავადების სტაბილიზების გახანგრძლივება (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების სიჩქარე და გადარჩენის სიხშირე. არც ერთ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა ეფექტურობის პარამეტრებთან მიმართებაში საკვლევ პაციენტების ჯგუფებს შორის.
დამხმარე თერაპია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე
დიდ III ფაზის კვლევაში, რომელიც ჩატარდა 9366 ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული, პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, ანასტროზოლმა აჩვენა სტატისტიკური უპირატესობა ტამოქსიფენთან შედარებით, დაავადების გარეშე გადარჩენადობის თვალსაზრისით. ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლმა აჩვენა უფრო მეტი უპირატესობა დაავადების გარეშე გადარჩენადობაში, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი პაციენტების პროსპექტიულად განსაზღვრულ ჯგუფებში.
ცხრილი 3: ATAC-ის საბოლოო წერტილების შეჯამება: 5 წლიანი თერაპიის დასრულების ანალიზი
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
პოპულაცია მკურნალობის განზრახვით
ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნის სტატუსი
ანასტროზოლი (n=3125)
ტამოქსიფენი
ანასტროზოლი (n=2618)
ტამოქსიფენი
დაავადების გარეშე გადარჩენადობაა
575 (18.4)
651 (20.9)
424 (16.2)
497 (19.1)
ფარდობითი რისკი
- 87
- 83
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 78-0.97
- 73-0.94
p-ის მნიშვნელობა
- 0127
- 0049
შორეული დაავადების გარეშე გადარჩენადობა ბ
500 (16.0)
530 (17.0)
370 (14.1)
394 (15.2)
ფარდობითი რისკი
- 94
- 93
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 83 – 1.06
- 80-1.07
p-ის მნიშვნელობა
- 2850
- 2838
დრო რეციდივამდეგ
402 (12.9)
498 (16.0)
282 (10.8)
370 (14.2)
ფარდობითი რისკი
- 79
- 74
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 70-0.90
- 64-0.87
p-ის მნიშვნელობა
- 0005
- 0002
დრო შორეულ რეციდივამდედ
324 (10.4)
375 (12.0)
226 (8.6)
265 (10.2)
ფარდობითი რისკი
- 86
- 84
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 74-0.99
- 70-1.00
p-ის მნიშვნელობა
0,0427
0,0559
კონტრალატერალური პირველადი ძუძუს კიბო
35 (1.1)
59 (1.9)
26 (1.0)
54 (2.1)
შანსების შეფარდება
- 59
- 47
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 39-0.89
- 30-0.76
p-ის მნიშვნელობა
- 0131
- 0018
საერთო გადარჩენადობაე
411 (13.2)
420 (13.5)
296 (11.3)
301 (11.6)
ფარდობითი რისკი
- 97
- 97
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 85-1.12
- 83-1.14
p-ის მნიშვნელობა
- 7142
- 7339
ა დაავადების გარეშე გადარჩენადობა მოიცავს დაავადების ყველა რეციდივის შემთხვევას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
ბ შორეული დაავადების გარეშე გადარჩენადობა განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
გ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
დ შორეულ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).
ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინაციამ არ გამოავლინა ეფექტურობა ყველა პაციენტში, ასევე არც ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ძუძუს კიბოს მქონე პოპულაციაში. პაციენტების აღნიშნული სამკურნალო ჯგუფი მოიხსნა კვლევიდან.
განახლებული შემდგომი დაკვირვებისას, 10 წლის შემდეგ, ანასტროზოლით მკურნალობის ეფექტურობის გრძელვადიანმა შედარებამ ტამოქსიფენით მკურნალობასთან, აჩვენა იგივე შედეგები, რაც წინა ანალიზებმა.
დამხმარე თერაპია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ დამხმარე თერაპია ტამოქსიფენით
III ფაზის კვლევა (ავსტრიული ძუძუს, მსხვილი (კოლონჯი) და სწორი ნაწლავის კიბოს კვლევითი ჯგუფი [ABCSG] 8), ჩაატარა 2579 ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე, პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალების მონაწილეობით, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ქირურგიული ჩარევა სხივური თერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ ჩატარებული არ ჰქონდათ ქიმიოთერაპია (იხ. ქვემოთ). დაავადებულებზე 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოვლინდა, რომ ტამოქსიფენით 2 წლიანი დამხმარე თერაპიის შემდეგ ანასტროზოლზე გადასვლას ჰქონდა სტატისტიკური უპირატესობა დაავადების გარეშე გადარჩენადობიდ თვალსაზრისით, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც აგრძელებდა ტამოქსიფენით მკურნალობას.
ცხრილი 4: ABCSG 8-ის კვლევის საბოლოო წერტილები და მაჩვენებლების დასკვნები
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)
ანასტროზოლი (n=1297)
ტამოქსიფენი (n=1282)
დაავადების გარეშე გადარჩენადობა
60 (5.0)
93 (7.3)
ფარდობითი რისკი
- 67
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 49-0.92
p-ის მნიშვნელობა
- 014
დრო ნებისმიერ რეციდივამდე
36 (2.8)
66 (5.1)
ფარდობითი რისკი
- 53
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 35-0.79
p-ის მნიშვნელობა
- 002
დრო შორეულ რეციდივამდე
22 (1.7)
41 (3.2)
ფარდობითი რისკი
- 52
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 31-0.88
p-ის მნიშვნელობა
- 015
ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო
7 (0.5)
15 (1.2)
ფარდობითი რისკი
- 46
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 19-1.13
p-ის მნიშვნელობა
- 090
საერთო გადარჩენადობა
43 (3.3)
45 (3.5)
ფარდობითი რისკი
- 96
ორმხრივი 95%-იანი ნდობის ინტერვალი
- 63-1.46
p-ის მნიშვნელობა
- 840
ორმა შემდგომმა მსგავსმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), სადაც ერთ-ერთ მათგანში პაციენტებს ჰქონდათ გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია, და ასევე, ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კვლევების კომბინირებულმა ანალიზმა, დაადასტურა აღნიშნული შედეგები.
ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ სამ კვლევაში შეესაბამება უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, რომელიც დადგენილია ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებისთვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში.
ძვლის მინერალური სიმკვრივე
კვლევის III/IV ფაზაში (ანასტროზოლის კვლევა ბისფოსფონატის რიზედრონატთან [SABRE] ერთად), მონაწილეობდა ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი 234 ქალი, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ მკურნალობა ანასტროზოლით 1 მგ/დღეში. ისინი დაჰყვეს დაბალ, საშუალო და მაღალ რისკ-ჯგუფად, არსებული პათოლოგიური მოტეხილობების რისკის შესაბამისად. ეფექტურობის პირველადი პარამეტრები განისაზღვრა წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის ანალიზით, რომელიც ჩატარდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით (DEXA). ყველა პაციენტი მკურნალობასთან ერთად იღებდა D ვიტამინს და კალციუმს. დაბალი რისკის მქონე პაციენტები იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (N=42); საშუალო რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები რანდომიზირდნენ ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35 მგ კვირაში ერთხელ (N=77) ან ანასტროზოლს და პლაცებოს (N=77); მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35 მგ კვირაში ერთხელ (N=38). ეფექტურობის შეფასების პირველად წერტილად ითვლებოდა წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილება 12 თვის შემდეგ.
12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა გამოავლინა, რომ პათოლოგიური მოტეხილობების საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რომელიც ღებულობდნენ ანასტროზოლს (1 მგ/დღეში) რიზედრონატთან (35 მგ) კომბინაციაში კვირაში ერთხელ, არ აღინიშნებოდა ძვლის მასის სიმკვრივის შემცირება (წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის გაზომვა ხდებოდა ორმაგ ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრიით).
ამასთანავე, სტატისტიკურად უმნიშვნელო ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება აღინიშნა დაბალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ანასტროზოლს 1 მგ/დღეში. ეს ვარაუდი დადასტურდა ეფექტურობის მეორადი წერტილის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებული იყო ბარძაყის ყელის ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილებასთან 12 თვის შემდეგ.
აღნიშნული კვლევა არის იმის დასტური, რომ ბისფოსფონატების გამოყენება შესაძლებელია ძვლების მინერალების დაკარგვის სამართავად ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც დანიშნული აქვთ ანასტროზოლით მკურნალობა.
პედიატრიული პოპულაცია
ანასტროზილი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად. პედიატრიულ პოპულაციაში ჩატარებულ კვლევებში ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ქვემოთ). იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. ასევე, არ არსებობს მონაცემები ბავშვებსა და მოზარდებში ანასტროზოლით გრძელვადიანი ეფექტური მკურნალობის შესახებ (ასევე, იხ. პარაგრაფი 5.3).
სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ უარი განაცხადა უფლებაზე, მოითხოვოს ანასტროზოლის კვლევის შედეგები, დაბალი სიმაღლის მქონე ბავშვების ერთ ან რამოდენიმე ქვეჯგუფში, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ტესტოტოქსიკოზით, გინეკომასტიით და მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომით (იხ. პარაგრაფი 4.2).
ზრდის ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული სიდაბლე
რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, ჩატარდა (11-დან 16-წლამდე ასაკის) 52 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზრდის ჰორმონის დეფიციტი და 12-36 თვის მანძილზე გადიოდნენ თერაპიას ანასტროზოლის 1 მგ/დღეში ან პლაცებოს ზრდის ჰორმონთან კომბინაციით. კვლევაში მონაწილე მხოლოდ 14-მა სუბიექტმა დაასრულა ანასტროზოლით მკურნალობის 36-თვიანი კურსი.
არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნებოდა პალცებოსთან შედარებით, სიმაღლის ისეთ პარამეტრებთან დაკავშირებით როგორიცაა: მოზარდის პროგნოზირებადი სიმაღლე, სიმაღლე, სიმაღლის სტანდარტული გადახრა (SDS) და ზრდის სიჩქარე. საბოლოო სიმაღლის მონაცემები უცნობია. იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. პლაცებოსთან შედარებით ანასტროზოლის მიღებისას აღინიშნებოდა მოტეხილობების მომატება და ძვლის მინერალური სიმტკიცის დაკარგვის ტენდენცია.
ტესტოტოქსიკოზი
ღია-ეტიკეტური, არაშედარებითი, მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა მამრობითი სქესის (2-დან 9-წლამდე ასაკის) 14 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოჯახური შეზღუდული ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რომელიც ცნობილი როგორც ტესტოტოქსიკოზი. ამ პაციენტებს მკურნალობდნენ ანასტროზოლის და ბიკალუტამიდის კომბინაციით. კვლევის პირველად წერტილს წარმოადგენდა ამ კომბინაციის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის მანძილზე. 14-დან 13-მა კვლევაში ჩართულმა პაციენტმა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული მკურნალობის კურსი (ერთი პაციენტი გამოეთიშა ზედამხედველობას). 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ზრდის სიჩქარის მნიშვნელოვანი სხვაობა, კვლევაში ჩართვამდე, 6 თვის განმავლობაში არსებულ ზრდის სიჩქარესთან შედარებით.
გინეკომასტიის კვლევა
რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა (11-დან 18 წლამდე) 82 პუბერტული ასაკის ბიჭი, რომლებსაც ჰქონდათ გინეკომასტია 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში და რომლებიც გადიოდნენ ყოველდღიურ თერაპიას ანასტროზოლით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი 6 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება რაოდენობის მხრივ არ აღინიშნა ანასტროზოლის 1მგ/დღეში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის 6 თვის შემდეგ აღენიშნებოდათ მკერდის 50% ან უფრო მეტი პროცენტით შემცირება.
0001, ანასტროზოლის განმეორებით დოზის 1მგ/დღეში, ღია-ეტიკეტური, ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 36 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორადი კვლევის წერტილს წარმოადგენდა იმ პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე სარჯევე ჯირკვალში მინიმუმ 50%-ით და ასევე, პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50% ან უფრო მეტი პროცენტით აღინიშნა ბიჭების 56%-ში (20/36).
მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა
0046 კვლევა იყო ანასტროზოლის საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია-ეტიკეტური საძიებო კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა (2-დან 10 წლამდე ასაკის) 28 გოგონა, რომლებსაც ჰქონდათ მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომი (MAS). პირველადი წერილი იყო ანასტროზოლის 1მგ/დღეში მიღების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომი. საკვლევი მკურნალობის ეფექტურობა ეფუძნებოდა იმ პაციენტების პროპორციას, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სისწრაფესთან დაკავშირებულ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ვაგინალური სისხლდენის დღეების სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის შკალაზე - საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ძვლის ასაკის ზრდის სისწრაფის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, მკურნალობის დაწყებამდე არსებულ სიჩქარესთან შედარებით. ზრდის სისწრაფე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05) მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 0-12 თვის შემდეგ, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული მაჩვენებლის - შემდგომ 6 თვესთან შედარებით (თვე 7-12).
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა მიღებიდან (უზმოზე) 2 საათში.
საკვების მიღება ოდნავ ამცირებს სიჩქარეს, მაგრამ არა შეწოვის ხარისხს. ანასტროზოლის დღეში ერთხელ მიღებისას, არ არის მოსალოდნელი, რომ შეწოვის სიჩქარეში ეს უმნიშვნელო ცვლილება გამოიწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან მოვლენას, პლაზმაში ეგისტროზოლის კონცენტრაციის ბალანსზე. ანასტროზოლის 90-95%-იანი საბალანსო კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა, დოზის, დაახლოებით 7 დღიანი მიღების შემდეგ, 3-4-მაგი კუმულაციით. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებიდან არ გამოვლენილა დროზე ან დოზაზე დამოკიდებულება.
ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების ასაკზე.
განაწილება
ანასტროზოლი უკავშირდება პლაზმურ ცილებს მხოლოდ 40%-ით.
გამოყოფა
ანასტროზოლი ნელა გამოიყოფა, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 40-50 საათს. პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ანასტროზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ამასთანავე, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი მდგომარეობით 72 საათის განმავლობაში მიღების შემდეგ. ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ვლინდება N-დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. მეტაბოლიტები, ძირითადად გამოიყოფა შარდით. ტრიაზოლი, ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ანასტროზოლის აშკარა კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, ღვიძლის სტაბილური ციროზის მქონე მოხალისეებში, დაახლოებით 30%-ით დაბალი იყო, ვიდრე ანალოგიურ საკონტროლო ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). მიუხედავად ამისა, ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის ციროზის მქონე მოხალისეების პლაზმაში იყო სხვა კვლევებში გამოვლენილი ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე პირების კონცენტრაციის დონეზე. ანასტროზოლის ეფექტურობის გრძელვადიან კვლევაში ანასტროზოლის კონცენტრაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების პლაზმაში, ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს.
1033IL/0018 კვლევაში ანასტროზოლის აშკარა კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, თირკმლის მწვავე უკამარისობის მქონე მოხალისეებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ) არ შეიცვალა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანასტროზოლის ძირითადი ნაწილი გამოიდევნება მეტაბოლიზმის შემდეგ. ეფექტურობის გრძელვადიანი კვლევის დროს, ანასტროზოლის კონცენტრაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების პლაზმაში ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებმა ეგისტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
პუბერტული გინეკომასტიის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა ორგანიზმში და ნელა გამოიყოფოდა (პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს). გოგონებში (3-10 წელი) ანასტროზოლის კლირენსი უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფროსი ასაკის ბიჭებში, ხოლო ზემოქმედება - უფრო ძლიერი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 3.1 შეფუთვის ფურცელი-ჩანართი - ძირითადი
შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მამოსტეროლი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ანასტროზოლი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს მამოსტეროლი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მამოსტეროლის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება მამოსტეროლი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება მამოსტეროლი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს მამოსტეროლი და რისთვის გამოიყენება
მამოსტეროლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი.
ანასტროზოლი თავისი მოქმედებით ამცირებს ჰორმონის ოდენობას, რომელსაც ეწოდება ესტროგენი, რომელსაც თქვენი სხეული წარმოქმნის. ის აღნიშნულს აკეთებს თქვენს ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერების (ფერმენტის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება „არომატაზა“.
რა უნდა იცოდეთ მამოსტეროლის გამოყენებამდე
არ მიიღოთ მამოსტეროლი
თუ გაქვთ ალერგია ანასტროზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მამოსტეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მამოსტეროლის მიღებამდე
თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები და ჯერ არ დაგსრულებიათ მენოპაუზა.
თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „სხვა სამკურნალო საშუალებები და მამოსტეროლი“).
თუ ოდესმე გქონიათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე (ოსტეოპოროზი).
თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, მამოსტეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ მამოსტეროლს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და მამოსტეროლი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე და მცენარეულ საშუალებებსაც. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ანასტროზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანასტროზოლზე.
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ უკვე იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
ძუძუს კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (ესტროგენის რეცეპტორების სელექციური მოდულატორები), მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტამოქსიფენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება შეაჩერონ [სამკურნალო საშუალების სახელი]-ის გამართული მოქმედება.
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს, როგორიცაა ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT).
თუ აღნიშნული გეხებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
პრეპარატს რომელიც ცნობილია როგორც „LHRH-ის ანალოგი“ (მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი). მათ შორისაა: გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, ქალის ჯანმრთელობის გარკვეული (გინეკოლოგიური) მდგომარეობისა და უნაყოფობის სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება თუ დაორსულდებით და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ანასტროზოლი სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების ან დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დროდადრო იგრძნოს სისუსტე ან ძილი მამოსტეროლის მიღებისას. თუ აღნიშნული გამოვლინდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
მამოსტეროლი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპატატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ გამოიყენება მამოსტეროლი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
არ აქვს მნიშვნელობა როდის მიიღებთ მამოსტეროლი საკვებთან ერთად, ჭამის წინ, თუ ჭამის შემდეგ.
გააგრძელეთ მამოსტეროლი მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მიგითითებთ. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შეიძლება დაგჭირდეთ მისი მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მამოსტეროლი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მამოსტეროლი
თუ მიიღეთ მამოსტროლის ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მამოსტეროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მამოსტეროლის მიღებას
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მოვლენა:
ძალიან მძიმე კანისმიერი რეაქცია წყლულებით ან ბუშტუკებით კანზე. აღნიშნული ცნობილია როგორც „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“.
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ცნობილია როგორც „ანგიონევროზული შეშუპება“.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
თავის ტკივილი,
ალები (სისხლის მოწოლა),
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
კანისმიერი გამონაყარი,
სახსრების ტკივილი ან რიგიდობა,
სახსრების ანთება (ართრიტი),
სისუსტის შეგრძნება,
ძვლის დაკარგვა (ოსტეოპოროზი)
დეპრესია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
მადის დაკარგვა,
ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული ვლინდება სისხლის ანალიზში,
ძილიანობის შეგრძნება,
კარპალური არხის სინდრომი (ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში),
კანზე ჩხვლეტა ან დაბუჟება, გემოვნების დაკარგვა/შემცირება,
დიარეა,
შეუძლოდ ყოფნა (ღებინება),
სისხლის ანალიზებში ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ღვიძლის ფუნქციას,
თმის შეთხელება (თმის ცვენა),
ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების ან ენის არეში,
ძვლის ტკივილი,
ვაგინალური სიმშრალე,
სისხლდენა საშოდან (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში – თუ სისხლდენა გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს ექიმს),
კუნთების ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GT) და ბილირუბინი),
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
ჭინჭრის ციება ან ჭინჭრის გამონაყარი,
მოკაუჭებული თითის სინდრომი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში),
სისხლში კალციუმის გაზრდილი რაოდენობა. თუ აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება და წყურვილი, აცნობეთ თქვებს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების გაკეთება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში)
იშვიათი კანისმიერი ანთება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს ან ბუშტუკებს,
მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანისმიერი გამონაყარი (ეს შეიძლება იყოს ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციით განპირობებული),
წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან მეწამულ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სახსრების, მყესების და თირკმლის ტკივილის სიმპტომები; აღნიშნული ცნობილია როგორც „ჰენოხ-შონლეინის პურპურა“.
ზემოქმედება თქვენს ძვლებზე
ანასტროზოლი აქვეითებს თქვენს ორგანიზმში არსებული ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და შესაძლოა უფრო ადვილად მიიღოთ მოტეხილობა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს ძვლის ჯანმრთელობის სამკურნალო გაიდლაინების მიხედვით ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან რისკები და მკურნალობის ვარიანტები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში მოცემული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება მამოსტეროლი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თქვენი ტაბლეტები უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე “EXP” ნიშნულის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
მამოსტეროლი შეიცავს
მოქმედი ნივთიერებაა ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
ტაბლეტის ბირთვში სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი (E1201) და მაგნიუმის სტეარატი (E572).
ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა (E464) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
მამოსტროლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი აპკიანი გარსით დაფარული მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „ANA“ და „1“.
ანასტროზოლი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით - 30 ტაბლეტი კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
ლიცენზიით:
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები
მწარმოებელი
Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)
C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)
08830 სანტ ბოი დე ლობრეგატი,
ბარსელონა,
ესპანეთი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად გადაიხედა: 30.09.2022
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


