თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი. ლოგო დაბეჭდილია ტაბლეტის ერთ მხარეს, ხოლო 1 დაბეჭდილია მეორე მხარეს. არიმიდექსის აქტიური ნივთიერებაა ანასტროზოლი. არიმიდექსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არომატაზას ინჰიბიტორები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ანასტროზოლი (anastrozole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L02BG03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0361
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
არიმიდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი. ლოგო დაბეჭდილია ტაბლეტის ერთ მხარეს, ხოლო 1 დაბეჭდილია მეორე მხარეს.
არიმიდექსის აქტიური ნივთიერებაა ანასტროზოლი.
არიმიდექსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არომატაზას ინჰიბიტორები.
ეს პრეპარატი ბლოკავს ორგანიზმში არსებული ფერმენტის არომატაზას მოქმედებას. ფერმენტი არომატაზა უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლიდან ქალის ჰორმონის - ესტროგენის გამომუშავებას მენოპაუზაში მყოფ ქალებში. ეს ქალის ჰორმონები ასტიმულირებენ ძუძუს კიბოს. არიმიდექსი ამცირებს ქალის ჰორმონების გამომუშავებას მენოპაუზის შემდეგ არომატაზას ფერმენტის მოქმედების დათრგუნვის გზით. არიმიდექსი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში.
არიმიდექსი შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.
- რისი ცოდნაა საჭირო არიმიდექსის მიღებამდე?
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე:
არიმიდექსის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ინსტრუქციები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) არის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
გამოყენების გზა და მეთოდი
- არიმიდექსი ტაბლეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
- გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით.
- შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
- არა აქვს მნიშვნელობა მიიღებთ არიმიდექსს ჭამის წინ, ჭამის დროს თუ მას შემდეგ.
- არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმისთვის შეუტყობინებლად, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
არიმიდექსი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის მოდიფიკაცია რეკომენდებული არ არის.
ის გამოიყენება მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზით.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიმიდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი არიმიდექსი:
თუ თქვენ მიიღეთ არიმიდექსის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ არიმიდექსის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი მაშინვემ როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ მასა და მომდევნო დოზას შორის უნდა იყოს მინიმუმ 12 საათი. თუ მომდევნო დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. განაგრძეთ მკურნალობა შემდეგი დოზის თავის დროზე მიღებით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს არიმიდექსით მკურნალობის შეწყვეტისას:
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას არ გეტყვით თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს არიმიდექსში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარეადამიანებში.
უკუჩვენებები
- თუ ჯერ არ ხართ მენოპაუზურ პერიოდში,
- თუ ხართ ორსული ან მეძუძური;
- თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 20-30 მლ/წთ-ზე ნაკლებია)
- თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა,
- ხართ ალერგიული არიმიდექსის აქტიური ნივთიერება ანასტროზოლის ან მასში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გამოიყენეთ არიმიდექსი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
თქვენი პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები:
- თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ უკვე ხართ მენოპაუზაში, დაადასტურეთ მენოპაუზის არსებობა ლაბორატორიული ტესტებით,
- თუ იღებთ ტამოქსიფენის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) ან ესტროგენის (ქალის ჰორმონებით სამკურნალო წამალი) შემცველ პრეპარატს.
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,
- რადგანაც არიმიდექსი აქვეითებს ქალის ჰორმონის ესტროგენის დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის კალციუმის დაქვეითება (ძვლის რეზორბცია). ამან შეიძლება გაზარდოს ძვლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ ადრე გქონიათ ძვლების პრობლემა. თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
არიმიდექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არიმიდექსზე საკვები გავლენას არ ახდენს.
სიფრთხილის ზომები
არიმიდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტები 5.1 და 5.2). ტამოქსიფენი და ესტროგენის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული არიმიდექსთან ერთად, რადგან ისინი დათრგუნავენ არიმიდექსის ფარმაკოლოგიურ ეფექტს (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
არიმიდექსი არ უნდა იქნას გამოყენებული პრემენოპაუზურ ქალებში. თუ არსებობს ეჭვის საფუძველი, მაშნ საჭიროა ლაბორატორიული ტესტებით დადგინდეს, რომ პაციენტი მენოპაუზის პერიოდშია მკურნალობამდე (ლუტეინირების ჰორმონის [LH], ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის [FSH] და/ან ესტრადიოლის დონეები). არ არსებობს მონაცემები არიმიდექსის უსაფრთხო გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით ან პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). არ არსებობს მონაცემები ანასტროზოლის LHRH ანალოგებთან გამოყენების შესახებ. ეს კომბინაცია არ უნდა იქნას გამოყენებული კლინიკური კვლევების მიღმა. ვინაიდან არიმიდექსი ამცირებს მოცირკულირე ესტროგენის დონეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შესაძლო მოტეხილობების გაზრდილი რისკი ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებასთან ერთად (იხილეთ ნაწილი 4.8). ოსტეოპოროზის მქონე ქალებში ან ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ მყოფებში უნდა შეფასდეს მათი ძვლის მინერალური სიმკვრივე მკურნალობის დასაწყისში და რეგულარულად შემდგომშიც. ოსტეოპოროზის მკურნალობა ან პროფილაქტიკა სათანადოდ უნდა დაიწყოს და ყურადღებით გაკონტროლდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბისფოსფონატების გამოყენებამ პოსტმენოპაუზურ ქალებში შეიძლება შეაჩეროს ძვლის შემდგომი მინერალური დანაკარგი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ანასტროზოლით (იხ. ნაწილი 4.8). ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას შეუწყნარებლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს წამალი. არიმიდექსი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე ანუ არსებითად შეიძლება ჩაითვალოს, რომ "ნატრიუმისგან თავისუფალია".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანასტროზოლი აინჰიბირებს CYP1A2, 2C8/9 და 3A4 in vitro.
კლინიკურმა კვლევებმა ანტიპირინთან და ვარფარინთან ერთად აჩვენა, რომ ანასტროზოლი 1 მგ -ის გამოყენება მკვეთრად აინჰიბირებს ანტიპირინის და R- და S-ვარფარინის მეტაბოლიზმს, თუმცა აჩვენა ასევე, რომ არიმიდექსის სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას მოსალოდნელი არ არის ციტოქრომ P 450-ის საშუალებით კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედების გამოწვევა.
ფერმენტები, რომლებიც ახდენენ ანასტროზოლის მეტაბოლიზმის ადაპტაციას, არ არის გამოვლენილი. ციმეტიდინი, CYP-ის ერთ-ერთი არასპეციფიკური ინჰიბიტორული ფერმენტი, არ ახდენს გავლენას ანასტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციებზე. ძლიერი CYP ინჰიბიტორების ეფექტი უცნობია. კლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემების მიმოხილვამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ARIMIDEX-ს სხვა ხშირად გამოყენებულ პრეპარატებთან ერთად. არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ბიფოსფონატებთან (იხ. ნაწილი 5.1). ტამოქსიფენი და სხვა ესტროგენის შემცველი სამკურნალო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული არიმიდექსთან ერთად, რადგან ისინი დათრგუნავენ არიმიდექსის ფარმაკოლოგიურ ეფექტს (იხ. პუნქტი 4.4).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად. თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ მეძუძური.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოსალოდნელია, რომ არიმიდექსი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ზოგჯერ იგრძნოს სისუსტე ან ძილიანობა. თუ ასე მოხდება, აცნობეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არიმიდექსში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არიმიდექსი შეიცავს ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
არიმიდექსი შეიცავს ლაქტოზას, გარკვეული ტიპის შაქარს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
სიხშირე უცნობია: შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ცოტა პაციენტში იმისათვის, რომ დადგინდეს არსებული მონაცემების საფუძველზე.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
- თავის ტკივილი,
- ალები;
- გულისრევა,
- კანზე გამონაყარი,
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი და სიმაგრე,
- სახსრების ანთება (ართრიტი),
- სისუსტე, დაღლილობა,
- ძვლის სიმკვრივის დაკარგვა (ოსტეოპოროზი).
ხშირი გვერდითი მოვლენები
- ანორექსია,
- ქოლესტერინის მომატება,
- ძილიანობა ან ძილიანობის შეგრძნება,
- კარპალური გვირაბის სინდრომი (ხელის ზოგიერთ ნაწილში ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე და სისუსტე);
- ჩხვლეტა ან დაბუჟება კანში, გემოვნების დაკარგვა,
- ძვლის ტკივილი,
- დიარეა,
- ღებინება,
- ღვიძლის ფერმენტების ცვლილება (ტუტე ფოსფატაზა, ალანინამინტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზა),
- ვაგინალური სიმშრალე,
- ვაგინალური სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში),
- კუნთების ტკივილი,
- თმის გათხელება (თმის ცვენა),
- ალერგიული რეაქციები.
არახშირი გვერდითი მოვლენები
- ღვიძლის ფერმენტების მომატება (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა),
- ბილირუბინის დონის მომატება,
- სიყვითლე,
- კანზე გამონაყარი, როგორიცაა ჭინჭრის ციება,
- თითების ფორმისა და გამოყენების დარღვევა თითებში შემაერთებელი ქსოვილის გასქელების შედეგად;
- სისხლში კალციუმის დონის მატება.
თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება და წყურვილის გრძნობა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან მას შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის სისხლის ანალიზების ჩატარება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
- მულტიფორმული ერითემა, რომელიც ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად, წააგავს მაქმანებს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე, სიწითლე,
- სერიოზული ალერგიული რეაქციები, კანის ალერგია გამოწვეული კაპილარების ანთებით,
- წვრილი სისხლძარღვების ანთება, რომელიც იწვევს კანზე სიწითლეს და სისხლჩაქცევას.
ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების, მუცლისა და თირკმელების ტკივილი, რომელიც ცნობილია როგორც შონლაინ-გენოხის პურპურა
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით
- კანის ქსოვილის დარღვევები ანთებითი ჭრილობების ან ბუშტუკების სახით; და ძალიან სერიოზული კანის რეაქციები, რომელსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი,
- სახის, ტუჩების, ენის ან/და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება. ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება)
ეფექტები ძვლებზე
არიმიდექსი ამცირებს ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას თქვენს ორგანიზმში. ამან, თავის მხრივ, შეიძლება შეამციროს ძვლებში მინერალების შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება გახდეს ნაკლებად ძლიერი და მტვრევადი. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკს მენოპაუზის პერიოდში ქალებში ძვლის ჯანმრთელობის მართვის მკურნალობის გაიდლაინების შესაბამისად. თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ. თუ თქვენ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების ანგარიშგება
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც მოცემულია ან არ არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr, შეატყობინეთ ამის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) საიტზე " მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების" ნახატზე დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08-ზე დარეკვით.
განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ღებულობთ.
ჭარბი დოზა
შემთხვევითი დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ანასტროზოლმა აჩვენა დაბალი მწვავე ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში. კლინიკური კვლევები ჩატარდა არიმიდექსის სხვადასხვა დოზებით, დოზებით 60 მგ-მდე, ერთჯერადად შეყვანილი ჯანსაღი მამრობითი სქესის მოხალისეებისთვის და 10 მგ-მდე დღეში პოსტმენოპაუზურ ქალებში, პროგრესირებული ძუძუს კიბოთი, და ის კარგად გადაიტანებოდა. არიმიდექსის ერთჯერადი დოზა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები, დადგენილი არ არის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური. გასათვალისწინებელია შესაძლებლობა იმისა, რომ ერთზე მეტი განსხვავებული წამლის დოზის გადაჭარბებას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. თუ პაციენტი ფხიზლადაა, შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. დიალიზი შეიძლება იყოს მომგებიანი, რადგან არიმიდექსს არ ახასიათებს მაღალი ცილებთან შეკავშირება. ზოგადი დამხმარე მკურნალობა უნდა იქნას გამოყენებული სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგისა და პაციენტის მჭიდრო დაკვირვების სახით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
ანასტროზოლი 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზას მონოჰიდრატი (93 მგ მიიღება ძროხის რძისგან.)
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- წამლის ფორმა
თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები. ერთ მხარეზე ნაბეჭდით "A" , ხოლო მეორე მხარეს - "Adx1".
შენახვის პირობები
შეინახეთ არიმიდექსი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე: 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ არიმიდექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!
გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
EIP Eczacibasi Ilac Pazarlama A.S.Büyükdere Cad. Ali Kaya Sok. No:534394 Levent/Sisli, Istanbul
წარმოების ადგილი:
AstraZeneca Pharmaceuticals LP,
587 Old Baltimore Pike Newark, DE 19702, ABD
ეს ინსტრუქცია გამოყენების დამტკიცდა 07/06/2021
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტის ინჰიბიტორები
ათქ კოდი: L02B GO3
ანასტროზოლი არის ძლიერი და მაღალი შერჩევითი არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი. პოსტმენოპაუზურ ქალებში ესტრადიოლი წარმოიქმნება ძირითადად პერიფერიულ ქსოვილებში არომატაზას ფერმენტის კომპლექსის მიერ ანდროსტენედიონის ესტრონად გარდაქმნით. შემდეგ ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში მოცირკულირე ესტრადიოლის დონის დაქვეითებას აქვს სასარგებლო ეფექტი. უაღრესად მგრძნობიარე მეთოდებით დაფიქსირდა, რომ ანასტროზოლი 1 მგ დღეში შეყვანილი პოსტმენოპაუზურ ქალებში იწვევს 80%-ზე მეტით ესტრადიოლის დათრგუნვას. ანასტროზოლს არ გააჩნია პროგესტოგენური, ანდროგენული ან ესტროგენული აქტივობა.
დადგინდა, რომ ანასტროზოლის 10 მგ-მდე დღიურ დოზებს არანაირი გავლენა არ ჰქონდა კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც იზომება ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) სტანდარტულ ტესტამდე და შემდეგ. ამიტომ კორტიკოიდების დამატებითი შეყვანა არ არის საჭირო.
პირველადი დამხმარე თერაპია ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე
III ფაზის დიდ კვლევაში 9366 პოსტმენოპაუზურ ქალში, ოპერაციული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, არიმიდექსის გამოყენებამ, რომელიც გამოიყენებოდა 5 წლის განმავლობაში, გამოავლინა სტატისტიკურად უფრო მაღალი გადარჩენა დაავადებისგან, ვიდრე ტამოქსიფენის შემთხვევაში. პერსპექტიულად განსაზღვრულ, ჰორმონის რეცეპტორ-დადებით პოპულაციაში, გამოვლინდა არიმიდექსის უფრო მაღალი ეფექტურობა, ვიდრე ტამოქსიფენით მკურნალობისას დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენის თვალსაზრისით.
არიმიდექსის შემთხვევაში რეციდივის გამოვლენის დრო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გრძელი იყო, ვიდრე ტამოქსიფენის გამოყენებისას. ეს არიმიდექსის სასარგებლოდ გამოვლენილი განსხვავება ასევე უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვაობა დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენაში, როგორც ITT (მკურნალობის განზრახვა) პოპულაციაში, ასევე ჰორმონის რეცეპტორ-დადებით პოპულაციაში. არიმიდექსით შორს წასული მეტასტაზების განვითარების დრო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო გრძელი იყო, ვიდრე ტამოქსიფენით. კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შემცირდა არიმიდექსის გამოყენებისას ტამოქსიფენთან შედარებით.
5-წლიანი მკურნალობის გაგრძელების შემდეგ, ანასტროზოლი სულ მცირე ისეთივე ეფექტურია, როგორც ტამოქსიფენი საერთო გადარჩენის თვალსაზრისით. თუმცა, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გამო, ანასტროზოლთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადარჩენის მხრივ უკეთესი მაჩვენებლებია, ვიდრე ტამოქსიფენის შემთხვევაში. ამის უფრო ნათლად გამოვლენისათვის საჭიროა დამატებითი მონიტორინგის პერიოდები მედიანური დაკვირვებით 68 თვე, ATAC-ის კვლევის პაციენტებს არ ადევნებდნენ თვალყურს საკმარისად დიდხანს, რათა შედარებულიყო არიმიდექსის გრძელვადიანი მკურნალობის შემდგომი ეფექტი ტამოქსიფენთან 5 წლის მკურნალობის შემდეგ.
ATAC საბოლოო წერტილის შეჯამება: 5-წლიანი მკურნალობის დასრულების ანალიზი
მოვლენების საბოლოო წერტილები
მოვლენების რაოდენობა (სიხშირე)
ITT პოპულაცია
ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი სიმსივნის სტატუსი
არიმიდექსი
(N=3125)
ტამოქსიფენი
(N=3116)
არიმიდექსი
(N=2618)
ტამოქსიფენი
(N=2598)
დაავადების გარეშე გადარჩენაa
575(18.4)
651(20.9)
424(16.2)
497(19.1)
ფარდობითი რისკი
- 87
83
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 78 - 0.97
- 73 - 0.94
p-მნიშვნელობა
- 0127
- 0049
დაავადების გარეშე გვიანი ადარჩენაb
500(16.0)
530(17.0)
370(14.1)
394(15.2)
ფარდობითი რისკი
- 94
- 93
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 83 - 1.06
- 80 - 1.07
p-მნიშვნელობა
- 2850
- 2838
დრო რეციდივამდე c
402(12.9)
498(16.0)
282(10.8)
370(14.2)
ფარდობითი რისკი
- 79
- 74
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 70 - 0.90
- 64 - 0.87
p-მნიშვნელობა
- 0005
- 0002
რეციდივის გვიანი გამოვლენაd
324(10.4)
375(12.0)
226 (8.6)
265(10.2)
ფარდობითი რისკი
- 86
- 84
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 74 - 0.99
- 70 - 1.00
p-მნიშვნელობა
- 0427
- 0559
პირველადი კიბოს განვითარება კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში
35(1.1)
59 (1.9)
26 (1.0)
54 (2.1)
შანსების კოეფიციენტი
- 59
- 47
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 39 - 0.89
- 30 - 0.76
p-მნიშვნელობა
- 0131
- 0
018
საერთო გადარჩენაe
411(13.2)
420(13.5)
296(11.3)
301(11.6)
ფარდობითი რისკი
- 97
- 97
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 85-1.12
- 83 - 1.14
p-მნიშვნელობა
- 7142
- 7339
a დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენა მოიცავს ყველა რეციდივს და არის დრო ლოკაცია-რეგიონული რეციდივის, ახალი სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებამდე კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში, ან შორეულ განმეორებას ან სიკვდილამდე (ნებისმიერი მიზეზით).
bდისტანციური დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენა არის დრო შორეული რეციდივების ან სიკვდილის (ნებისმიერი მიზეზის გამო) პირველად გაჩენამდე.
c რეციდივის დრო არის ლოკაციურ-რეგიონალური რეციდივის, სარძევე ჯირკვლის კიბოს ახალი განვითარების დრო კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში, ან შორეული რეციდივის ან სიკვდილის (ძუძუს კიბოს გამო) დრო.
dშორეული რეციდივის დრო არის დაგვიანებული განმეორების ან სიკვდილის პირველი შემთხვევის დრო (ძუძუს კიბოს გამო).
eგარდაცვლილთა რაოდენობა (პროცენტი).
მკურნალობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ძუძუს კიბოს მქონე ქალმა და მისმა ექიმმა ერთობლივად უნდა განიხილონ მკურნალობის რისკები და სარგებელი.
არიმიდექსისა და ტამოქსიფენის ერთდროული გამოყენებისას, დაფიქსირდა ანალოგიური უსაფრთხოება და ეფექტურობა როგორც მხოლოდ ტამოქსიფენით კურნალობისას, მიუხედავად ჰორმონის რეცეპტორის სტატუსისა.
ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებთაც აღნიშნებათ დადებითი ჰორმონ-რეცეპტორული ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბო და რომლებთაც ჩაუტარდათ ადიუვანტური მკურნალობა ტამოქსიფენით
III ფაზის კვლევაში (ავსტრიის სარძევე ჯირკვლისა და კოლორექტალური კიბოს კვლევის ჯგუფი (ABCSG) 8), რომელშიც მონაწილეობდა 2579 პოსტმენოპაუზური ქალი, ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოთი და რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, ჩაუტარდათ რადიოთერაპია და არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია და მიიღეს 2 წლიანი ადიუვანტური ტამოქსიფენის თერაპია, მედიანური დაკვირვებიდან შემდეგ 24 თვის შემდეგ დაფიქსირდა უფრო მეტი დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენა იმ ქალებში, რომლებმაც შეწყვიტეს ტამოქსიფენის გამოყენება და დაიწყეს არიმიდექსის გამოყენება, მათთან შედარებით, ვინც განაგრძო ტამოქსიფენის გამოყენება.
ნებისმიერი რეციდივის დრომ, ლოკალური ან შორეული მეტასტაზების დრომ და დრომ შორეულ მეტასტაზებამდე დაადასტურა, რომ არიმიდექსს გააჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის შედეგების შესაბამისად. კონტრალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს ინციდენტის სიხშირე ძალიან დაბალი იყო ორივე ჯგუფში და დაფიქსირდა რიცხობრივად არიმიდექსის უპირატესობა. საერთო გადარჩენა მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ABCSG 8 საბოლოო წერტილის კვლევა და შედეგების შეჯამება
მოვლენების საბოლოო წერტილი
მოვლენების რაოდენობა (სიხშირე)
არიმიდექსი
(N=1297)
ტამოქსიფენი
(N=1282)
დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა
65(5.0)
93(7.3)
ფარდობითი რისკი
- 67
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 49 - 0.92
p-მნიშვნელობა
- 014
დრო რეციდივამდე
36(2.8)
66(5.1)
ფარდობითი რისკი
- 53
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 35-0.79
p-მნიშვნელობა
- 002
დრო გვიან გამოვლენილ რეციდივამდე
22(1.7)
41(3.2)
ფარდობითი რისკი
- 52
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 31-0.88
p-მნიშვნელობა
- 015
პირველადი კიბოს განვითარება კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში
7(0.5)
15(1.2)
შანსების კოეფიციენტი
- 46
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 19-1.13
p-მნიშვნელობა
- 090
საერთო გადარჩენა
43(3.3)
45(3.5)
ფარდობითი რისკი
- 96
ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი
- 63-1.46
p-მნიშვნელობა
- 840
ორი სხვა მსგავსი კვლევის (GABG/ARNO 95 და ITA) კომბინირებული ანალიზი ARIMIDEX-თან და ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კვლევებით მხარს უჭერს ამ შედეგებს.
არიმიდექსის უსაფრთხოების პროფილი ამ 3 კვლევაში შეესაბამება ცნობილ უსაფრთხოების პროფილს ქალებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონალური რეცეპტორების დადებითი ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს.
ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD)
ანასტროზოლის შესწავლა ბისფოსფონატ რიზედრონატთან (SABRE)
III/IV ფაზის SABER კვლევაში, კლასიფიცირებული იყვნენ 234 პოსტმენოპაუზური ქალი პაციენტები ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოთი, როგორც დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფები მიმდინარე მყიფე მოტეხილობის რისკის მიხედვით და დაწყებული იყო მკურნალობა არიმიდექსით 1 მგ/დღეში. პირველადი ეფექტურობის პარამეტრი იყო წელის ხერხემლის ძვლის სიმკვრივის ანალიზი DEXA სკანირების გამოყენებით.
12-თვიანმა საწყისმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზომიერი და მაღალი მყიფე მოტეხილობის რისკი, არ დაუფიქსირდათ ძვლის მასის სიმკვრივის შემცირება კვირაში ერთხელ 35 მგ რიზედრონატის კომბინირებული გამოყენებისას 1 მგ/დღეში არიმიდექსთან ერთად (შეფასებულია წელის ხერხემლის ძვლის მინერალური სიმკვრივით DEXA სკანირების გამოყენებით).
გარდა ამისა, დაფიქსირდა სტატისტიკურად უმნიშვნელო BMD შემცირება დაბალი რისკის ჯგუფში, რომელიც მკურნალობდა არიმიდექსით 1 მგ/დღეში მარტო.
ეს დასკვნები აისახა მეორადი ეფექტურობის ცვალებადობაში, 12 თვის განმავლობაში თეძოს ძვლის მთლიანი მინერალური სიმკვრივის საწყისიდან ცვლილებასთან ერთად.
ამ კვლევამ წარმოადგინა მტკიცებულება ბიფოსფონატების გამოყენების შესახებ ძვლის მინერალების შესაძლო დაკარგვისთვის პოსტმენოპაუზურ ქალებში ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში, რომლებიც დაგეგმილია მკურნალობა არიმიდექსით.
პედიატრია
სამი კლინიკური კვლევა ჩატარდა პედიატრიულ პაციენტებში. (2 პუბერტული ასაკის ბიჭებში გინეკომასტიით და 1 გოგონებში მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომით)
გინეკომასტიის კვლევები
ჩატარდა 006 რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, რომელშიც 82 პუბერტული ასაკის მამაკაცი (11-18 წლის) 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობის გინეკომასტიით მკურნალობდა არიმიდექსით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი ყოველდღიურად 6 თვემდე. მკურნალობის 6 თვის ბოლოს არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტების რაოდენობაში 50% ან მეტი გულმკერდის მთლიანი მოცულობის შემცირებით არიმიდექსის 1 მგ ჯგუფსა და პლაცებოს ჯგუფს შორის.
კვლევა 001 იყო არიმიდექსის 1 მგ დღეში ღია ეტიკეტირების, მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა 36 პუბერტული ასაკის მამაკაცში 12 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის გინეკომასტიით. მეორად მიზნებს წარმოადგენს პაციენტის ტოლერანტობისა და უსაფრთხოების შეფასება და პაციენტთა პროპორცია, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 50%-ით შემცირებული საწყისიდან გინეკომასტიის გამოთვლილი მოცულობა ორივე სარძევე ჯირკვალში მკურნალობის 1 დღისა და საწყისიდან 6 თვის შემდეგ.
ამ კვლევაში არიმიდექსის პოტენციური სარგებლობის გამოსაკვლევად შეირჩა 25 ბიჭის ფარმაკოდინამიკური სუბპოპულაცია. პაციენტებში დაფიქსირდა მკერდის მთლიანი მოცულობის 50% ან მეტი შემცირება 6 თვის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი იყო 55.6% ულტრაბგერითი გაზომვისას და 77.8% კალიპერის გაზომვისას. (მხოლოდ დაკვირვების მონაცემები, სტატისტიკური ანალიზი არ ჩატარებულა ამ შედეგებზე).
მაკიუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა
კვლევა 0046 იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია კვლევითი კვლევა, რომელიც ჩატარდა 28 გოგონაში (2 წლიდან 10 წლამდე) მაკუნ ოლბრაიტის სინდრომით (MAS). პირველადი მიზანი იყო ანასტროზოლით 1 მგ/დღეში მკურნალობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება MAS-ის მქონე პაციენტებში. საკვლევი მკურნალობის ეფექტურობა ეფუძნებოდა პაციენტთა პროპორციას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ ვაგინალური სისხლდენის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ძვლის ასაკს და ზრდის ტემპს.
მკურნალობის პერიოდში ვაგინალური სისხლდენის დღეების სიხშირეში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის სტადიაში, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება მკურნალობის დროს ძვლის ასაკის ზრდის სიხშირეში მკურნალობის დაწყებასთან შედარებით. ზრდის ტემპი (სმ/წელი) მნიშვნელოვნად შემცირდა 0-დან 12 თვემდე მკურნალობამდე და მე-2 6 თვის განმავლობაში (მე-7 და მე-12 თვეს შორის) მკურნალობამდე (p<0.05). ვაგინალური სისხლდენის საწყის დონეზე მყოფი პაციენტების 28%-ში აღინიშნა მკურნალობის დროს სისხლდენის დღეების სიხშირის 50%-ით ან მეტი შემცირება, 6 თვის განმავლობაში სისხლდენის შეწყვეტა 40%-ით და სისხლდენის შეწყვეტა 12%-ით 12 თვის განმავლობაში.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში არასასურველი მოვლენების საერთო შეფასებით, უსაფრთხოებისა და ტოლერანტობის შესახებ მოსაზრება არ შეიძლება გაკეთდეს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ანასტროზოლის აბსორბცია სწრაფია. არ არის მოსალოდნელი, რომ აბსორბციის სიჩქარის მცირე ცვლილება გამოიწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციის დროს. საკვები ოდნავ ამცირებს შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ არ ახანგრძლივებს მის ხანგრძლივობას.
განაწილება
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ჩვეულებრივ მიიღწევა მიღებიდან ორი საათის განმავლობაში (ცარიელ კუჭზე). პლაზმაში ანასტროზოლის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა პაციენტების 90-95%-ში მიღებიდან 7 დღის შემდეგ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დროზე ან დოზაზეა დამოკიდებული. ანასტროზოლის მხოლოდ 40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ხდება N-დეალკილირების, ჰიდროქსილირების და გლუკურონიდაციით.
ელიმინაცია
ანასტროზოლი გამოიყოფა ნელა. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 40-50 საათს. ანასტროზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება პოსტმენოპაუზურ ქალებში, ანასტროზოლის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში 72 საათის განმავლობაში. მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. ტრიაზოლი, ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ თრგუნავს არომატაზას ფერმენტს.
მახასიათებლები პაციენტებში
სქესი
არ აღინიშნება.
უფროსები
პოსტმენოპაუზურ ქალებში ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკზე.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა.
თირკმლის უკმარისობა
ანასტროზოლის პერორალური კლირენსი თირკმლის უკმარისობის მქონე მოხალისეებში ანალოგიურია ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლენილთან.
ღვიძლის უკმარისობა
სტაბილური ღვიძლის ციროზის მქონე მოხალისეებში ანასტროზოლის პერორალური კლირენსი ანალოგიურია ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებულთან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
არიმიდექსი 1 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ნივთიერება: 1 მგ ანასტროზოლი
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რძისაგან), პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 300 და ტიტანის დიოქსიდი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვებს.
- როდესაც ამ პრეპარატის გამოყენებისას მოგიწევთ წასვლა ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს
- ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული. არ მიიღოთ ამ პრეპარატის თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
- რა არის და რისთვის გამოიყენება არიმიდექსი?
- რისი ცოდნაა საჭირო არიმიდექსის მიღებამდე?
- როგორ მიიღება არიმიდექსი?
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- როგორ ინახება არიმიდექსი?
სათაურები დართულია
- რა არის და რისთვის გამოიყენება არიმიდექსი?
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი. ლოგო დაბეჭდილია ტაბლეტის ერთ მხარეს, ხოლო 1 დაბეჭდილია მეორე მხარეს.
არიმიდექსის აქტიური ნივთიერებაა ანასტროზოლი.
არიმიდექსი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არომატაზას ინჰიბიტორები.
ეს პრეპარატი ბლოკავს ორგანიზმში არსებული ფერმენტის არომატაზას მოქმედებას. ფერმენტი არომატაზა უზრუნველყოფს თირკმელზედა ჯირკვლიდან ქალის ჰორმონის - ესტროგენის გამომუშავებას მენოპაუზაში მყოფ ქალებში. ეს ქალის ჰორმონები ასტიმულირებენ ძუძუს კიბოს. არიმიდექსი ამცირებს ქალის ჰორმონების გამომუშავებას მენოპაუზის შემდეგ არომატაზას ფერმენტის მოქმედების დათრგუნვის გზით. არიმიდექსი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში.
არიმიდექსი შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.
- რისი ცოდნაა საჭირო არიმიდექსის მიღებამდე?
არ გამოიყენოთ არიმიდექსი შემდეგ მდგომარეობებისას:
- თუ ჯერ არ ხართ მენოპაუზურ პერიოდში,
- თუ ხართ ორსული ან მეძუძური;
- თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 20-30 მლ/წთ-ზე ნაკლებია)
- თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა,
- ხართ ალერგიული არიმიდექსის აქტიური ნივთიერება ანასტროზოლის ან მასში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გამოიყენეთ არიმიდექსი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
თქვენი პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები:
- თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ უკვე ხართ მენოპაუზაში, დაადასტურეთ მენოპაუზის არსებობა ლაბორატორიული ტესტებით,
- თუ იღებთ ტამოქსიფენის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) ან ესტროგენის (ქალის ჰორმონებით სამკურნალო წამალი) შემცველ პრეპარატს.
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები,
- რადგანაც არიმიდექსი აქვეითებს ქალის ჰორმონის ესტროგენის დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის კალციუმის დაქვეითება (ძვლის რეზორბცია). ამან შეიძლება გაზარდოს ძვლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ ადრე გქონიათ ძვლების პრობლემა. თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
არიმიდექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
არიმიდექსზე საკვები გავლენას არ ახდენს.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად. თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ ხართ მეძუძური.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მოსალოდნელია, რომ არიმიდექსი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ზოგჯერ იგრძნოს სისუსტე ან ძილიანობა. თუ ასე მოხდება, აცნობეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არიმიდექსში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არიმიდექსი შეიცავს ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.
არიმიდექსი შეიცავს ლაქტოზას, გარკვეული ტიპის შაქარს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ერთდროული გამოყენება სხვა პრეპარატებთან
არ გამოიყენოთ არიმიდექსი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- თუ იღებთ ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტს, როგორიცაა ტამოქსიფენი.
- თუ იღებთ ესტროგენის (ქალის ჰორმონი) შემცველ პრეპარატს.
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ პრეპარატებს სახელწოდებით LHRH ანალოგები, როგორიცაა გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, გინეკოლოგიური დაავადებების და უნაყოფობის სამკურნალოდ.
თუ ამჟამად ღებულობთ ან ბოლოდროს ღებულობდით რაიმე რეცეპტურულ ან არა-რეცეპტურულ მედიკამენტს ან მცენარეული პროდუქტს, აცნობეთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება არიმიდექსი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე:
არიმიდექსის გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის ინსტრუქციები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) არის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.
გამოყენების გზა და მეთოდი
- არიმიდექსი ტაბლეტი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური მიღებისთვის.
- გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით.
- შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
- არა აქვს მნიშვნელობა მიიღებთ არიმიდექსს ჭამის წინ, ჭამის დროს თუ მას შემდეგ.
- არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმისთვის შეუტყობინებლად, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
არიმიდექსი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში დოზის მოდიფიკაცია რეკომენდებული არ არის.
ის გამოიყენება მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზით.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიმიდექსის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი არიმიდექსი:
თუ თქვენ მიიღეთ არიმიდექსის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ არიმიდექსის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი მაშინვემ როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ მასა და მომდევნო დოზას შორის უნდა იყოს მინიმუმ 12 საათი. თუ მომდევნო დოზამდე 12 საათზე ნაკლები დროა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. განაგრძეთ მკურნალობა შემდეგი დოზის თავის დროზე მიღებით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს არიმიდექსით მკურნალობის შეწყვეტისას:
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას არ გეტყვით თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა პრეპარატის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს არიმიდექსში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარეადამიანებში.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგნაირად;
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
სიხშირე უცნობია: შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ცოტა პაციენტში იმისათვის, რომ დადგინდეს არსებული მონაცემების საფუძველზე.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
- თავის ტკივილი,
- ალები;
- გულისრევა,
- კანზე გამონაყარი,
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი და სიმაგრე,
- სახსრების ანთება (ართრიტი),
- სისუსტე, დაღლილობა,
- ძვლის სიმკვრივის დაკარგვა (ოსტეოპოროზი).
ხშირი გვერდითი მოვლენები
- ანორექსია,
- ქოლესტერინის მომატება,
- ძილიანობა ან ძილიანობის შეგრძნება,
- კარპალური გვირაბის სინდრომი (ხელის ზოგიერთ ნაწილში ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე და სისუსტე);
- ჩხვლეტა ან დაბუჟება კანში, გემოვნების დაკარგვა,
- ძვლის ტკივილი,
- დიარეა,
- ღებინება,
- ღვიძლის ფერმენტების ცვლილება (ტუტე ფოსფატაზა, ალანინამინტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზა),
- ვაგინალური სიმშრალე,
- ვაგინალური სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში),
- კუნთების ტკივილი,
- თმის გათხელება (თმის ცვენა),
- ალერგიული რეაქციები.
არახშირი გვერდითი მოვლენები
- ღვიძლის ფერმენტების მომატება (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა),
- ბილირუბინის დონის მომატება,
- სიყვითლე,
- კანზე გამონაყარი, როგორიცაა ჭინჭრის ციება,
- თითების ფორმისა და გამოყენების დარღვევა თითებში შემაერთებელი ქსოვილის გასქელების შედეგად;
- სისხლში კალციუმის დონის მატება.
თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება და წყურვილის გრძნობა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან მას შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის სისხლის ანალიზების ჩატარება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
- მულტიფორმული ერითემა, რომელიც ჩვეულებრივ ქრება სპონტანურად, წააგავს მაქმანებს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე, სიწითლე,
- სერიოზული ალერგიული რეაქციები, კანის ალერგია გამოწვეული კაპილარების ანთებით,
- წვრილი სისხლძარღვების ანთება, რომელიც იწვევს კანზე სიწითლეს და სისხლჩაქცევას.
ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს სახსრების, მუცლისა და თირკმელების ტკივილი, რომელიც ცნობილია როგორც შონლაინ-გენოხის პურპურა
გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით
- კანის ქსოვილის დარღვევები ანთებითი ჭრილობების ან ბუშტუკების სახით; და ძალიან სერიოზული კანის რეაქციები, რომელსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი,
- სახის, ტუჩების, ენის ან/და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება. ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება)
ეფექტები ძვლებზე
არიმიდექსი ამცირებს ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას თქვენს ორგანიზმში. ამან, თავის მხრივ, შეიძლება შეამციროს ძვლებში მინერალების შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება გახდეს ნაკლებად ძლიერი და მტვრევადი. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკს მენოპაუზის პერიოდში ქალებში ძვლის ჯანმრთელობის მართვის მკურნალობის გაიდლაინების შესაბამისად. თქვენ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ. თუ თქვენ განიცდით რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების ანგარიშგება
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც მოცემულია ან არ არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr, შეატყობინეთ ამის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) საიტზე " მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების" ნახატზე დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტების ანგარიშგებით ტელეფონის ნომერზე 0 800 314 00 08-ზე დარეკვით.
განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ღებულობთ.
- როგორ ინახება არიმიდექსი?
შეინახეთ არიმიდექსი ბავშვებისათვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე: 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ არიმიდექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!
გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
EIP Eczacibasi Ilac Pazarlama A.S.Büyükdere Cad. Ali Kaya Sok. No:534394 Levent/Sisli, Istanbul
წარმოების ადგილი:
AstraZeneca Pharmaceuticals LP,
587 Old Baltimore Pike Newark, DE 19702, ABD
ეს ინსტრუქცია გამოყენების დამტკიცდა 07/06/2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




