პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ეარპასი

AIRPASS

რეცეპტით5მგ+10მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ეარპასი წარმოადგენს ვარდისფერ, მოგრძო, ორმაგად ამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს. ეარპასი გამოდის PA/Al/PVCA ბლისტერულ შეფუთვებში, თითოეულში 30 ან 90 ტაბლეტით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
5მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
R03DC53
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0309
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეარპასი და სხვა წამალი ერთად

ეარპასი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეარპასი წარმოადგენს ვარდისფერ, მოგრძო, ორმაგად ამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს. ეარპასი გამოდის PA/Al/PVCA ბლისტერულ შეფუთვებში, თითოეულში 30 ან 90 ტაბლეტით.

ლევოცეტირიზინი წარმოადგენს ანტიჰისტამინს, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინებს გააჩნიათ ჰისტამინის საწინააღმდეგო მოქმედება, რის შედეგადაც უმჯობესდება ალერგიის სიმპტმები. მონტელუკასტი წარმოადგენს ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტს, რომელიც ბლოკავს ლეიკოტრიენების მოქმედებას (გააჩნია საწინააღმდეგო ეფექტი). ლეიკოტრიენების ინჰიბირების გზით, იგი აუმჯობესებს ასთმისთვის და ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მონტელუკასტი არ წარმოადგენს სტეროიდს (სტეროიდები ქოლესტერინის მსგავსი, ცხიმოვანი ორგანული ნაერთებია).

ეარპასი გამოიყენება ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და ალერგიულ რინიტთან ასოცირებული ასთმის სამკურნალოდ და მათი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით.

ეარპასი ასევე გამოიყენება ანტიჰისტამინებისადმი რეზისტენტული კანის ალერგიული დაავადების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სამკურნალოდ 15 წლის ასაკიდან.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

მოზარდების და მოზრდილებისთვის 15 წლის ასაკიდან, რეკომენდებულ დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ეარპასი ერთხელ დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, ალერგიული რინიტის ტიპიდან გამომდინარე.

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის (ალერგიული გენეზის კანისმიერი დარღვევა) დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტისთვის; საჭიროა ექიმის მითითებების გათვალისწინება.

მიღების გზა და მეთოდი:

ეარპასი მიიღება პერორალურად, სათანადო რაოდენობის წყალთან ერთად. ეარპასის მიღება დასაშვებია როგორც უზმოდ, ასევე ჭამის შემდეგ.

დაუშვებელია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შემცირებული დოზა, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

ბავშვებში, დოზის შერჩევა ხდება სხეულის წონის მიხედვით. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პრეპარატი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების დროს.

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაზიანების არსებობისას, დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

თირკმელების და ღვიძლის თანდართული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პრეპარატის შემცირებული დოზა, რაც დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების ხარისხზე. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ეარპასის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეარპასის რომელიმე ინგრედიენტის ან პიპერაზინისგან წარმოებული ქიმიური ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს აქვს თირმელების მძიმე ხარისხის დაზიანება (კრეატინინის კლირენსი (გამოიყენება თირკმელების ფუნქციის შეფასების მიზნით) < 10 მლ/წთ);

თუ პაციენტი ალერგიულია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.

შემდეგ შემთხვევებში, ეარპასი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

ეარპასი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მისი ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა დოზის სათანადო კორექციის საშუალებას.

ეარპასით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ ცეტირიზინის რაცემატი უშუალოდ არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სიფხიზლესა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს შარდის გამოყოფის პრობლემა (მაგ. ზურგის ტვინის დაზიანების ან პროსტატის ადენომის გამო);

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ ასთმა ან სუნთქვის ფუნქცია უარსედება;

ეარპასის ეფექტურობა ასთმის მწვავე შეტევის დროს დადასტურებული არ არის. ასთმის მწვავე შეტევისას, პაციენტმა უნდა იმოქმედოს ექიმის მითითებების მიხედვით და ყოველთვის თან იქონიოს “სამაშველო ინჰალატორი”;

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაციება, დაბუჟება და/ან ჩხვლეტის შეგრძნეა კიდურებში, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი;

თუ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) მიღებისას ასთმის სიმპტომები უარესდება, ეარპასით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები;

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ეარპასით მკურნალობის პერიოდში ვითარდება ფსიქიკური ცვლილებები (მაგ. ჰიპერაქტიურობა, აგრესიული ქცევა, მტრული განწყობა, შფოთვა, დეპრესია, იზოლირებულობა, პათოლოგიური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, მთვარეულობა, სუიციდური აზრები ან ქმედება [მათ შორის სუიციდის მცდელობა] და ტრემორი).

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოცეტირიზინთან ასოცირებული ურთიერთქმედებები

ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სიფხიზლესა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

მონტელუკასტთან ასოცირებული ურთიერთქმედებები

ეარპასმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება ან პირიქით, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა შეცვალოს ეარპასის მოქმედება.

პაციენტმა ეარპასის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

ფენტოინი (გამოიყენება ეპილეფიის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურალოდ);

გემფიბროზილი (გამოიყენება სისხლის თხევად ნაწილში (პლაზმა) ჭარბი ცხიმის სამკურნალოდ);

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა ეარპასის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, დასაშვებია თუ არა ეარპასის მიღება ორსულობის პერიოდში.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეარპასის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეარპასით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ლაქტაცია

ეარპასი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტში, ლევოცეტირიზინი (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება) იწვევს ძილიანობას, დაღლილობას და ძლიერ საერთო სისუსტეს. პოტენციურად სახიფათო აქტივობებით დაკავებამდე (მათ შორის ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე), პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები არ უვითარდება. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული კვლევების მიხედვით, სტანდარტული დოზებით გამოყენებისას, ლევოცეტირიზინი გავლენას არ ახდენს მენტალურ სიფხიზლეზე, რეაქციის სისხარტეზე ან ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მონტელუკასტისთვის (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება) დამახასიათებელმა ზოგიერთმა ძალიან იშვიათმა გვერდითმა მოვლენამ (თავბრუსხვევა და ძილიანობა), შესაძლოა, ზოგ პაციენტში, გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეარპასში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეარპასი შეიცავს ლაქტოზას.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ეარპასი შეიცავს ლეციტინს (სოიოს) (E322). პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეარპასი თუ იგი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეარპასმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

მონაცემები ლევოცეტირიზინის (ეარპასში შემავალი აქტიური ნივთიერება) შესახებ:

შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

პირის ღრუს, ენის, სახის და/ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (სუნთქვის უკმარისობა ან ვიზინგი), ურტიკარია, ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის გულის წასვლა ან შოკი, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში);

მკვეთრი გულყრები, რაც ვლინდება უნებლიე ძლიერი კრთომებით (კრუნჩხვები);

გრიპის მსგავსი დაავადება, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი კანზე;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

პალპიტაციები;

ქოშინი;

მხედველობის დარღვევები;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ზედა სასუნთქი გზების ანთება;

ხშირი:

თავის ტკივილი;

ძილიანობა;

პირის სიმშრალე;

დაღლილობა;

ძლიერი საერთო სისუსტე;

ფაღარათი;

გულისრევა;

ღებინება;

გამონაყარი კანზე;

ცხელება;

მუცლის ტკივილი;

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება;

ნაკლებად ხშირი:

სისუტე;

ყაბზობა;

მოუნელებლობა;

ძილის დარღვევები;

სიზმრების დარღვევები, მათ შორის ღამის კოშმარები;

უძილობა;

გაღიზიანებადობა;

შფოთვა;

მოუსვენრობა;

აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა;

მთვარეულობა;

დეპრესია;

თავბრუსხვევა;

ლეთარგიულობა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

ტაქტილური მგრძნობელობის დაკარგვა;

გულყრები;

ცხვირიდან სისხლდენა;

სისხლჩაქცევები;

ქავილი;

ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი;

კუნთების ტკივილი, მათ შორის კრამპები;

სისხლდენა ქ/კიდურებში;

მუცლის ტკივილი;

ზოგადი სისუსტე (ასთენია).

იშვიათი

სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

ტრემორი;

პალპიტაციები;

ყურადღების გამახვილების შეუძლებლობა;

გულმავიწყობა.

ძალიან იშვიათი

ჰალუცინაციები (მცდარი აღქმა ობიექტური გამღიზიანებლის არსებობის გარეშე);

სუიციდური აზრები ან ქცევა;

ქცევითი ცვლილებები.

უცნობი სიხშირის:

მადის მომატება;

გაღიზიანებადობა;

კრთომები;

კონფუზია;

გულის წასვლა;

გემოვნების ცვლილებები;

მხედველობის დარღვევები;

მხედველობის დაბინდვა;

სუნთქვის გაძნელება;

წვის შეგრძნება შარდვისას;

შარდვის შეუძლებლობა;

წონის მატება;

თვალის უნებლიე მოძრაობები ნებისმიერი მიმართულებით.

Aაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით მსუბუქი ხასიათისაა. ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

მოზრდილებში შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებში შესაძლოა საწყის ეტაპზე განვითარდეს მოუსვენრობა, ხოლო შემდეგ - ძილიანობა.

მონტელუკასტს (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება) დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები არ ახასიათებს.

ეარპასით დოზის გადაჭარბებისას, ყველაზე ხშირად განვითარებული სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში მოიცავს მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილის შეგრძნებას, ტავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები

ეარპასის გამოყენებასთან ასოცირებული ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ექიმის მიერ რეკომენდებულ ვადაზე ადრე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, საზიანო ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს, მაგრამ მათი ინტენსივობა შესაძლოა იყოს შედარებით სუსტი, ვიდრე ეარპასით მკურნალობის დაწყებამდე.

შენახვის პირობები

ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე. ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

Celtis İlaç San. ve Tic. Inc.

Esenler/İSTANBUL

Phone: 0 850 201 23 23

Fax: 0 212 481 61 11

E-mail: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ცელტის ილაკ სან. ვე ტიკ. ინკ.

ესენლერი/სტამბული

ტელ: 0 850 201 23 23

ფაქს: 0 212 481 61 11

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

წარმოების ადგილი:

Neutec İlaç San. Trade Inc.

Arifiye / SAKARYA

ნეუტეკ ილაკ სან. თრეიდ ინკ.

არიფიე/საკარია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 14.06.2019

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ეარპასი® 5/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიიღება პერორალურად

აქტიური ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10.4 მგ ნატრიუმის მონტელუკასტს (10 მგ მონტელუკასტის ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა უწყლო DC (მიიღება ძროხის რძისგან), კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი SD (E421), რკინის ოქსიდი წითელი (E172), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ოპადრი II 85G34784 ვარდისფერი – შემადგენლობა [პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი/PEG3350, L-ლეციტინი (სოიოს) (E322), რკინის ოქსიდი წითელი (E172), FD&C ლურჯი #:2 ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი (E132)].

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ეარპასი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეარპასის გამოყენებამდე

ეარპასის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეარპასის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

რას წარმოადგენს ეარპასი და რისთვის გამოიყენება ის

ეარპასი წარმოადგენს ვარდისფერ, მოგრძო, ორმაგად ამოზნექილ, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელთაგან თითოეული შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს. ეარპასი გამოდის PA/Al/PVCA ბლისტერულ შეფუთვებში, თითოეულში 30 ან 90 ტაბლეტით.

ლევოცეტირიზინი წარმოადგენს ანტიჰისტამინს, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ. ანტიჰისტამინებს გააჩნიათ ჰისტამინის საწინააღმდეგო მოქმედება, რის შედეგადაც უმჯობესდება ალერგიის სიმპტმები. მონტელუკასტი წარმოადგენს ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტს, რომელიც ბლოკავს ლეიკოტრიენების მოქმედებას (გააჩნია საწინააღმდეგო ეფექტი). ლეიკოტრიენების ინჰიბირების გზით, იგი აუმჯობესებს ასთმისთვის და ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

მონტელუკასტი არ წარმოადგენს სტეროიდს (სტეროიდები ქოლესტერინის მსგავსი, ცხიმოვანი ორგანული ნაერთებია).

ეარპასი გამოიყენება ალერგიული რინიტის (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და ალერგიულ რინიტთან ასოცირებული ასთმის სამკურნალოდ და მათი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით.

ეარპასი ასევე გამოიყენება ანტიჰისტამინებისადმი რეზისტენტული კანის ალერგიული დაავადების (ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია) სამკურნალოდ 15 წლის ასაკიდან.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ეარპასის გამოყენებამდე

ეარპასი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ეარპასის რომელიმე ინგრედიენტის ან პიპერაზინისგან წარმოებული ქიმიური ნივთიერებების მიმართ;

თუ პაციენტს აქვს თირმელების მძიმე ხარისხის დაზიანება (კრეატინინის კლირენსი (გამოიყენება თირკმელების ფუნქციის შეფასების მიზნით) < 10 მლ/წთ);

თუ პაციენტი ალერგიულია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.

შემდეგ შემთხვევებში, ეარპასი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:

ეარპასი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მისი ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა დოზის სათანადო კორექციის საშუალებას.

ეარპასით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ ცეტირიზინის რაცემატი უშუალოდ არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სიფხიზლესა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

უნდა მიემართოს ექიმს თუ პაციენტს აქვს შარდის გამოყოფის პრობლემა (მაგ. ზურგის ტვინის დაზიანების ან პროსტატის ადენომის გამო);

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს თუ ასთმა ან სუნთქვის ფუნქცია უარსედება;

ეარპასის ეფექტურობა ასთმის მწვავე შეტევის დროს დადასტურებული არ არის. ასთმის მწვავე შეტევისას, პაციენტმა უნდა იმოქმედოს ექიმის მითითებების მიხედვით და ყოველთვის თან იქონიოს “სამაშველო ინჰალატორი”;

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა გაციება, დაბუჟება და/ან ჩხვლეტის შეგრძნეა კიდურებში, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი;

თუ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) მიღებისას ასთმის სიმპტომები უარესდება, ეარპასით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ასპირინი ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები;

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ეარპასით მკურნალობის პერიოდში ვითარდება ფსიქიკური ცვლილებები (მაგ. ჰიპერაქტიურობა, აგრესიული ქცევა, მტრული განწყობა, შფოთვა, დეპრესია, იზოლირებულობა, პათოლოგიური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, მთვარეულობა, სუიციდური აზრები ან ქმედება [მათ შორის სუიციდის მცდელობა] და ტრემორი).

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ეარპასის მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა ეარპასის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, დასაშვებია თუ არა ეარპასის მიღება ორსულობის პერიოდში.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეარპასის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ეარპასით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეარპასი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ზოგიერთ პაციენტში, ლევოცეტირიზინი (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება) იწვევს ძილიანობას, დაღლილობას და ძლიერ საერთო სისუსტეს. პოტენციურად სახიფათო აქტივობებით დაკავებამდე (მათ შორის ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე), პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები არ უვითარდება. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული კვლევების მიხედვით, სტანდარტული დოზებით გამოყენებისას, ლევოცეტირიზინი გავლენას არ ახდენს მენტალურ სიფხიზლეზე, რეაქციის სისხარტეზე ან ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მონტელუკასტისთვის (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება) დამახასიათებელმა ზოგიერთმა ძალიან იშვიათმა გვერდითმა მოვლენამ (თავბრუსხვევა და ძილიანობა), შესაძლოა, ზოგ პაციენტში, გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეარპასში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეარპასი შეიცავს ლაქტოზას.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

ეარპასი შეიცავს ლეციტინს (სოიოს) (E322). პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეარპასი თუ იგი ალერგიულია სოიოს ან მიწის თხილის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ლევოცეტირიზინთან ასოცირებული ურთიერთქმედებები

ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში, ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სიფხიზლესა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე.

მონტელუკასტთან ასოცირებული ურთიერთქმედებები

ეარპასმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება ან პირიქით, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა შეცვალოს ეარპასის მოქმედება.

პაციენტმა ეარპასის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

ფენტოინი (გამოიყენება ეპილეფიის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურალოდ);

გემფიბროზილი (გამოიყენება სისხლის თხევად ნაწილში (პლაზმა) ჭარბი ცხიმის სამკურნალოდ);

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

  • ეარპასის გამოყენების წესი

სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:

მოზარდების და მოზრდილებისთვის 15 წლის ასაკიდან, რეკომენდებულ დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ეარპასი ერთხელ დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, ალერგიული რინიტის ტიპიდან გამომდინარე.

ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის (ალერგიული გენეზის კანისმიერი დარღვევა) დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტისთვის; საჭიროა ექიმის მითითებების გათვალისწინება.

მიღების გზა და მეთოდი:

ეარპასი მიიღება პერორალურად, სათანადო რაოდენობის წყალთან ერთად. ეარპასის მიღება დასაშვებია როგორც უზმოდ, ასევე ჭამის შემდეგ.

დაუშვებელია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შემცირებული დოზა, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

ბავშვებში, დოზის შერჩევა ხდება სხეულის წონის მიხედვით. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პრეპარატი არ გამოიყენება თირკმელების მძიმე ხარისხის დაზიანების დროს.

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაზიანების არსებობისას, დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე ხარისხის დაზიანების დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

თირკმელების და ღვიძლის თანდართული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პრეპარატის შემცირებული დოზა, რაც დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების ხარისხზე. საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ეარპასის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

მოზრდილებში შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა. ბავშვებში შესაძლოა საწყის ეტაპზე განვითარდეს მოუსვენრობა, ხოლო შემდეგ - ძილიანობა.

მონტელუკასტს (ეარპასში შემავალი ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება) დოზის გადაჭარბებასთან ასოცირებული სიმპტომები არ ახასიათებს.

ეარპასით დოზის გადაჭარბებისას, ყველაზე ხშირად განვითარებული სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში მოიცავს მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილის შეგრძნებას, ტავის ტკივილს, ღებინებას და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო დოზით.

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

მკურნალობის შეწყვეტასთა ასოცირებული მოვლენები

ეარპასის გამოყენებასთან ასოცირებული ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ექიმის მიერ რეკომენდებულ ვადაზე ადრე მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, საზიანო ეფექტების განვითარება მოსალოდნელი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაავადების სიმპტომები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს, მაგრამ მათი ინტენსივობა შესაძლოა იყოს შედარებით სუსტი, ვიდრე ეარპასით მკურნალობის დაწყებამდე.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეარპასმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

მონაცემები ლევოცეტირიზინის (ეარპასში შემავალი აქტიური ნივთიერება) შესახებ:

შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

პირის ღრუს, ენის, სახის და/ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (სუნთქვის უკმარისობა ან ვიზინგი), ურტიკარია, ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის გულის წასვლა ან შოკი, რასაც თან ახლავს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში);

მკვეთრი გულყრები, რაც ვლინდება უნებლიე ძლიერი კრთომებით (კრუნჩხვები);

გრიპის მსგავსი დაავადება, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, რესპირატორული სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი კანზე;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

პალპიტაციები;

ქოშინი;

მხედველობის დარღვევები;

აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია);

ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ძალიან ხშირი:

ზედა სასუნთქი გზების ანთება;

ხშირი:

თავის ტკივილი;

ძილიანობა;

პირის სიმშრალე;

დაღლილობა;

ძლიერი საერთო სისუსტე;

ფაღარათი;

გულისრევა;

ღებინება;

გამონაყარი კანზე;

ცხელება;

მუცლის ტკივილი;

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება;

ნაკლებად ხშირი:

სისუტე;

ყაბზობა;

მოუნელებლობა;

ძილის დარღვევები;

სიზმრების დარღვევები, მათ შორის ღამის კოშმარები;

უძილობა;

გაღიზიანებადობა;

შფოთვა;

მოუსვენრობა;

აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა;

მთვარეულობა;

დეპრესია;

თავბრუსხვევა;

ლეთარგიულობა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

ტაქტილური მგრძნობელობის დაკარგვა;

გულყრები;

ცხვირიდან სისხლდენა;

სისხლჩაქცევები;

ქავილი;

ჭინჭრის ციება;

სახსრების ტკივილი;

კუნთების ტკივილი, მათ შორის კრამპები;

სისხლდენა ქ/კიდურებში;

მუცლის ტკივილი;

ზოგადი სისუსტე (ასთენია).

იშვიათი

სისხლდენებისადმი მიდრეკილება;

ტრემორი;

პალპიტაციები;

ყურადღების გამახვილების შეუძლებლობა;

გულმავიწყობა.

ძალიან იშვიათი

ჰალუცინაციები (მცდარი აღქმა ობიექტური გამღიზიანებლის არსებობის გარეშე);

სუიციდური აზრები ან ქცევა;

ქცევითი ცვლილებები.

უცნობი სიხშირის:

მადის მომატება;

გაღიზიანებადობა;

კრთომები;

კონფუზია;

გულის წასვლა;

გემოვნების ცვლილებები;

მხედველობის დარღვევები;

მხედველობის დაბინდვა;

სუნთქვის გაძნელება;

წვის შეგრძნება შარდვისას;

შარდვის შეუძლებლობა;

წონის მატება;

თვალის უნებლიე მოძრაობები ნებისმიერი მიმართულებით.

Aაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით მსუბუქი ხასიათისაა. ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ეარპასის შენახვის წესი

ინახება თავისივე კოლოფში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე. ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.

დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.

ლიცენზიის მფლობელი:

Celtis İlaç San. ve Tic. Inc.

Esenler/İSTANBUL

Phone: 0 850 201 23 23

Fax: 0 212 481 61 11

E-mail: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ცელტის ილაკ სან. ვე ტიკ. ინკ.

ესენლერი/სტამბული

ტელ: 0 850 201 23 23

ფაქს: 0 212 481 61 11

ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

წარმოების ადგილი:

Neutec İlaç San. Trade Inc.

Arifiye / SAKARYA

ნეუტეკ ილაკ სან. თრეიდ ინკ.

არიფიე/საკარია

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 14.06.2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა