პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ბრიზეზი-L 10/5

BREATHEZY-L 10/5

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ალერგიული რინიტისა და ასთმის სიმპტომების მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან. ანტიჰისტამინების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობა, 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ+5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
R03DC53
რეგისტრაციის ნომერი
რ-045013
რეგისტრირებულია
19 მარტი 2026, მოქმედებს 19 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრიზეზი-L 10/5 და სხვა წამალი ერთად

ბრიზეზი-L 10/5 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ალერგიული რინიტისა და ასთმის სიმპტომების მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან.

ანტიჰისტამინების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობა, 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევოცეტირიზინს და მონტელუკასტს ცალკეული პრეპარატების სახით, შეუძლიათ მიიღონ ბრიზეზი-L 10/5, რომელიც შეიცავს კომპონენტების იგივე დოზებს შესაბამისად.

ალერგიული რინიტისა და ალერგიული ასთმის დროს ბრიზეზი-L 10/5-ის თერაპიული ეფექტი ვლინდება პირველივე დღიდან. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გააგრძელონ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღება ალერგიული კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა 3-დან 6 კვირამდე ადეკვატურია თივის ცხელების დროს, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობა ადეკვატურია ყვავილის მტვერის ხანმოკლე ექსპოზიციის პირობებში.

წყვეტილი ალერგიული რინიტის (სიმპტომები კვირაში ოთხ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში ან ოთხ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მკურნალობა დამოკიდებულია დაავადებასა და მის ანამნეზზე; მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.

პერსისტენტური ალერგიული რინიტის შემთხვევაში (სიმპტომები კვირაში ოთხ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ან ოთხ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) მკურნალობა გრძელდება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მიღების წესი

ბრიზეზი-L 10/5 მიიღება პერორალურად, მთლიანი ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. არ შეიძლება დაღეჭვა და დაფხვნა. მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული ჯგუფის პაციენტებისთვის

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დოზირების ინტერვალები უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. დოზირების ამ ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა პაციენტებში კრეატინინის კლირენსის (CLcr) შეფასება მლ/წთ-ში. CLcr (მლ/წთ) მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) დონიდან, ქვემოთ მოცემულ ფორმულის გამოყენებით:

[40 - ასაკი (წელი) x წონა (კგ)

Clcr = -------------------------------------------------------- (x 0.85 [ქალებისთვის])

72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

ცხრილი 1. დოზის რეგულირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

დოზირება და სიხშირე

ნორმალური

≥ 80

5 მგ ერთხელ დღეში

მსუბუქი

50 - 79

5 მგ ერთხელ დღეში

ზომიერი

30 - 49

5 მგ ყოველ 2 დღეში ერთხელ

მწვავე

<30

5 მგ ყოველ 3 დღეში ერთხელ

თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადია - დიალიზზე მყოფი პაციენტები

<10

უკუნაჩვენებია

თანმხლები ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, თუმცა, არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

15 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გერიატრიული პოპულაცია

დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების საშუალო და მძიმე უკმარისობით (იხილეთ პუნქტი „თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა“).

ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა ასთმის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად

ბრიზეზი-L 10/5 შეიძლება დაემატოს არსებულ მკურნალობის სქემას.

თანმხლები მედიკამენტების დოზის შემცირება

ბრონქოდილატატორებით მკურნალობა:

ბრიზეზი-L 10/5 შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომლებიც სათანადოდ ვერ კონტროლდებიან ბრონქოდილატატორის ერთჯერადად გამოყენებით. კლინიკური პასუხის მიღების შემდეგ (ჩვეულებრივ პირველი დოზის შემდეგ), პაციენტის ბრონქოდილატაციური თერაპიის შემცირება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც პაციენტს შეუძლია აიტანოს.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები:

ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა დამატებით სარგებელს იძლევა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს იმდენად, რამდენადაც პაციენტს შეუძლია აიტანოს. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგიერთ პაციენტში საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის სრულად შეწყვეტა შესაძლებელია თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტში არ შეიძლება ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის მკვეთრად შეცვლა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.

უკუჩვენებები

ბრიზეზი-L 10/5 უკუნაჩვენებია ლევოცეტირიზინის და პიპერაზინის ნებისმიერი წარმოებულის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში, ასევე თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

ბრიზეზი-L 10/5 შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

სიფრთხილის ზომები

ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ფორმა არ იძლევა დოზის შესაბამისი კორექციის საშუალებას.

სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღებისას (იხ. პ.4.5).

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის შეკავებისადმი მიდრეკილების ფაქტორები (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, პროსტატის ჰიპერპლაზია), ვინაიდან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავების რისკის გაზრდა.

ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებული, რომ ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ ყოველთვის იქონიონ შესაბამისი გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები.

გამწვავების დროს შესაძლებელია ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის გაგრძელება. პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს, თუ დასჭირდათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების ინჰალაცია.

არ შეიძლება საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდის შეწყვეტა და ბრიზეზი-L 10/5-ით მკვეთრად ჩანაცვლება.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ შეიძლება პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტა ბრიზეზი-L 10/5-ის ერთდროული მიღებისას.

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა იმ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციას.

მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციის გამოყენების პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილია აგზნება, აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა, შფოთვა, დეპრესია, დეზორიენტაცია, ანომალური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სომნამბულიზმი, სუიციდური აზრები და ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით) და ტრემორი.

მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღნიშნულია მყარი კავშირი კლინიკურ გამოვლინებებსა და გვერდითი რეაქციების შორის.

პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ნეიროფსიქიატრიული მოვლენების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ ასეთი ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, აცნობონ ექიმს. ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი (იხილეთ პუნქტი 4.8. გვერდითი რეაქციები).

ეოზინოფილია

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის მონტელუკასტით, იშვიათად შეიძლება განუვითარდეთ სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება ვასკულიტის ნიშნებით, რაც დამახასიათებელია ​​ჩარჯ-სტროსის სინდრომისთვის (მდგომარეობა, რომელსაც ხშირად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით). ეს შემთხვევები, როგორც წესი, დაკავშირებულია სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. ექიმებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე თუკი პაციენტებს გამოუვლინდათ ეოზინოფილია, ვასკულიტური გამონაყარი, ფილტვის სიმპტომების გაუარესება, კარდიალური გართულებები და/ან ნეიროპათია.

თუკი პაციენტებს განუვითარდათ ეს სიმპტომები, უნდა მოხდეს მათი განმეორებით შემოწმება და უნდა გადაიხედოს არსებული მკურნალობის სქემა. ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა არ ცვლის ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავების აუცილებლობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა (მათ შორის, CYP3A4 ინდუქტორებთან დაკავშირებული კვლევები); რაცემატის ნაერთის ცეტირიზინის კვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედებები არ არსებობდა (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). ცეტირიზინის აქტივობის მცირე დაქვეითება (16%) დაფიქსირდა თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) მრავალჯერადი დოზის კვლევაში; თეოფილინის განაწილება არ შეცვლილა ცეტირიზინის ერთდროული მიღებით.

რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ დღეში) მრავალჯერადი დოზის კვლევაში ცეტირიზინის ზემოქმედების დონე გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, ხოლო რიტონავირის თვისებები შემცირდა ცეტირიზინთან გამოყენებისას.

ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება საკვებთან ერთად, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა დადასტურებულია, რომ ცეტირიზინის რაცემატი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.

მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს სხვა მკურნალობასთან ერთად, რომლებიც სტანდარტულად გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობის დროს. წამლის ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი/ ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) დაახლოებით 40%-ით შემცირდა იმ სუბიექტებში, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ ფენობარბიტალს. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ით, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი მიიღება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ის ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი წარმოადგენს CYP 2C8-ის ძლიერ ინჰიბიტორს. თუმცა, წამალთა შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომელიც მოიცავდა მონტელუკასტს და როზიგლიტაზონს (პრობირებული სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტებს, რაც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით), აჩვენა, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP 2C8-ს in vivo. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმს (მაგ., პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8, 2 C9 და 3A4 სუბსტრატი. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის მონაწილეობით (CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ გემფიბროზილის სისტემური ექსპოზიცია გაიზარდა 4.4-ჯერ. იტრაკონაზოლის, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის, გემფიბროზილთან და მონტელუკასტთან ერთად მიღებამ არ გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია. გემფიბროზილის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციაზე, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების არარსებობის საფუძველზე მოზრდილებში 10 მგ დამტკიცებულ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას (მაგ. 200 მგ დღეში 22 კვირის განმავლობაში მოზრდილ პაციენტებში და 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში) არ მიიღება მხედველობაში. ამიტომ არ არის საჭირო მონტელუკასტის დოზის კორექცია გემფიბროზილთან ერთად მიღებისას. In vitro მონაცემების მიხედვით, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება CYP2C8-ის სხვა ცნობილ ინჰიბიტორებთან (მაგ. ტრიმეტოპრიმი) მოსალოდნელი არ არის. ასევე, მონტელუკასტის იტრაკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის კატეგორია C.

არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებში ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3).

ადამიანისთვის პოტენციური რისკი ცნობილი არ არის.

აუცილებელი საჭიროების გარდა, ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ფერტილობა/კონტრაცეპცია

არ არსებობს რეკომენდაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში და კონტრაცეფციის პირობებში.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემატი, გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ლევოცეტირიზინიც გამოიყოფა დედის რძეში.

ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ფერტილობის კვლევებში მდედრობითი სქესის ვირთაგვებში, მონტელუკასტმა გამოიწვია ფერტილობის და ნაყოფიერების ინდექსების შემცირება 200 მგ/კგ პერორალური დოზის მიღებისას (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 70-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის მიღებისას). 100 მგ/კგ პერორალური დოზის მიღებისას ქალის ფერტილობაზე ან ნაყოფიერებაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 20-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის მიღებისას). ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე.

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე ბრიზეზი-L 10/5-ის გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სავარაუდოდ მონტელუკასტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ცალკეულ პირებს აღენიშნათ ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ლევოცეტირიზინის შედარებითი კლინიკური კვლევების შედეგად არ გამოვლენილა მტკიცებულება იმისა, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზით მიღებისას ამცირებს გონებრივ სიფხიზლეს, რეაქციის სისწრაფეს ან ავტომობილის მართვის უნარს. მიუხედავად ამისა, ლევოცეტირიზინით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. ამიტომ, პაციენტები, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობის განხორციელებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა იქნენ გაფრთხილებული ექიმის მიერ ამ რეაქციების შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ლევოცეტირიზინი

12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, ლევოცეტირიზინის 5 მგ-ზე მყოფ ჯგუფში პაციენტების 15.1%-ს აღენიშნებოდა სულ მცირე ერთი გვერდითი რეაქცია, პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენდა.

თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო გამორიცხვის მაჩვენებელი 5 მგ ლევოცეტირიზინის შემთხვევაში იყო 1.0% (9/935) და პლაცებოს შემთხვევაში 1.8% (14/771).

ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში მონაწილეობდა 935 სუბიექტი, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 5 მგ დღეში რეკომენდებული დოზით.

935 პაციენტზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ლევოცეტირიზინის არასასურველი ეფექტები არის შემდეგი (ხშირი: ≥ 1/100, ≤ 1/10):

გვერდითი ეფექტები

პლაცებო (n=771)

ლევოცეტრიზინი 5 მგ (n=935)

თავის ტკივილი

25 (3.2 %)

24 (2.6 %)

ძილიანობა

11 (1.4 %)

49 (5.2 %)

პირის სიმშრალე

12 (1.6 %)

24 (2.6 %)

დაღლილობა

9 (1.2 %)

23 (2.5 %)

ასევე დაფიქსრიდა არახშირი შემთხვევები ისეთი გვერდითი რეაქციების (არახშირი ≥1/1000, <1/100), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.

სედატიური გვერდითი რეაქციების, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, შემთხვევები უფრო ხშირი იყო (8.1%) ლევოცეტირიზინის 5 მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს მიღებისას (3.1%).

პედიატრიული პოპულაცია

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდნენ 6-11 თვის ასაკის პედიატრიული პაციენტები და 1 წ-დან 6 წ-მდე ასაკის 159 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს დოზით 1.25 მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1.25 მგ ორჯერ დღეში, შესაბამისად. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს დროს გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით.

ორგანოთა სისტემის კლასი და სასურველი ტერმინი

პლაცებო (n=83)

ლევოცეტირიზინი (n=159)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

დიარეა

0

3 (1.9%)

ღებინება

1 (1.2%)

1 (0.6%)

ყაბზობა

0

2 (1.3%)

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ძილიანობა

2 (2.4%)

3 (1.9%)

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1.3%)

6-15 წლის ბავშვებში ჩატარდა ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევები, როდესაც ბავშვები იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად ცვლადი პერიოდის განმავლობაში, 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას წამლისმიერი გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით:

სასურველი ტერმინები

პლაცებო (n=240)

ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=243)

თავის ტკივილი

5 (2.1%)

2 (0.8%)

ძილიანობა

1 (0.4%)

7 (2.9%)

პოსტმარკეტინგული გამოცდილება:

პოსტმარკეტინგული გამოცდილებით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოს სისტემათა კლასის და გვერდითი რეაქციების სიხშირის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობა

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ:

უცნობი: მადის მატება.

ფსიქიკური დარღვევები:

უცნობი: აგრესიულობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი

უცნობი: კრუნჩხვები, ძილიანობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია.

დარღვევები თვალის მხრივ

უცნობი: მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

უცნობი: ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან იშვიათი: პალპიტაცია, ტაქიკარდია

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

უცნობი: ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: პირის სიმშრალე

არახშირი: მუცლის ტკივილი

უცნობი: გულისრევა, ღებინება

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი: ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ დარღვევები

უცნობი: კუნთების ტკივილი (მიალგია)

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

ხშირი: დაღლილობა

არახშირი: ასთენია

უცნობი: შეშუპება

კვლევები

უცნობი: წონის მატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა.

მონტელუკასტი

კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი შეფასდა შემდეგნაირად:

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 15 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 4000 მოზრდილ ასთმიან პაციენტში

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 15 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 400 მოზრდილ ასთმიან პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით.

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მონტელუკასტით მკურნალობაზე მყოფი ასთმით დაავადებული 15 წლის ასაკის მოზარდები (ორი 12-კვირიანი კვლევა, n=795) და მოზრდილი პაციენტები, პრეპარატმა, პლაცებოსთან შედარებით, უფრო მაღალი სიხშირით აჩვენა ისეთი გვერდითი რეაქციების ხშირი შემთხვევები (≥ 1/100, < 1/ 10), როგორცაა:

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

პოსტმარკეტინგული გამოცდილებით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით და გვერდითი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000)

ინფექციები და ინვაზიები:

ძალიან ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია*

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათი: სისხლდენისადმი მომატებული ტენდენცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: ანომალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით, უძილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია, სომნამბულიზმი

იშვიათი: ტრემორი, ყურადღების დეფიციტი, გულმავიწყობა

ძალიან იშვიათი: ​​ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები და ქცევა (თვითმკვლელობა), ცვლილებები ქცევის მხრივ.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ძილიანობა, სომნოლენცია, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები

დარღვევები გულის მხრივ:

იშვიათი: პალპიტაცია

არახშირი: ეპისტაქსისი

ძალიან იშვიათი: ​​ჩარჯ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხილეთ ნაწილი 4.4.), ფილტვის ეოზინოფილია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: დიარეა**, გულისრევა**, ღებინება**

არახშირი: პირის სიმშრალე, დისპეფსია

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ხშირი: შრატში ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) მომატებული დონე

ძალიან იშვიათი: ​​ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური და შერეული ტიპის ღვიძლის დაზიანება)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირი: გამონაყარი**

არახშირი: სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი

იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათი: კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ დარღვევები

არახშირი: ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები

ხშირი: პირექსია **

არახშირი: ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება

  • ეს გვერდითი მოვლენა, აღნიშნულია როგორც ძალიან ხშირი, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე აღინშული იყო, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებმაც კლინიკურ კვლევებში მიიღეს პლაცებო.
  • * ეს გვერდითი მოვლენა, აღნიშნულია როგორც ხშირი, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე აღნიშნული იყო, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებმაც კლინიკურ კვლევებში მიიღეს პლაცებო.

ჭარბი დოზა

ბრიზეზი-L 10/5-ის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ლევოცეტირიზინი:

სიმპტომები

ლევოცეტირიზინის ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და თავდაპირველად აგზნებადობას და მოუსვენრობას, რასაც მოჰყვება ძილიანობა ბავშვებში.

თერაპია

ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა უნდა განიხილებოდეს ხანმოკლე მიღების შემდეგ. ლევოცეტირიზინი დიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.

მონტელუკასტი.

მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ქრონიკული ასთმის კვლევებში, მონტელუკასტი პაციენტებს ეძლეოდათ 200 მგ/დღეში დოზით 22 კვირის განმავლობაში, ხოლო ხანმოკლე კვლევებში, პაციენტებს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში 900 მგ/დღეში დოზით, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე.

არსებობს ცნობები მონტელუკასტის პოსტმარკეტინგული გამოცდილებისა და კლინიკური კვლევების დროს დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევების შესახებ, მათ შორის მოზრდილებსა და ბავშვებში 1000 მგ-მდე დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში) ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ. დაფიქსირებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილს. დოზის გადაჭარბების შემთხვევების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას.

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ორშრიანი ტაბლეტი შეიცავს:

10 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის ექვივალენტურ მონტელუკასტ ნატრიუმ Ph.Eur 10,3 მგ-ს.

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა

10 ტაბლეტი შეფუთულია ალუმინი-ალუმინის ბლისტერში. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციასთან და სხვაგვარ მოპყრობასთან დაკავშირებით

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები.

ათქ კოდი: R03DC53

ლევოცეტირიზინი

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1–რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი.

შეკავშირების თვისებების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1-რეცეპტორების მიმართ (Ki = 3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს აქვს 2-ჯერ უფრო მაღალი აფინურობა, ვიდრე ცეტირიზინს (Ki = 6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირებს H1-რეცეპტორებისგან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წთ.

ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი აჩვენებს რეცეპტორების 90%-ით დაკავებას 4 საათში და 57%-ით 24 საათში.

ჯანმრთელი მოხალისეების ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ ნახევარი დოზით ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებადი აქტივობა ცეტირიზინის მიმართ კანში და ცხვირში.

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილი იყო რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში:

კვლევაში, რომელიც ადარებდა ლევოცეტირიზინის 5 მგ, დესლორატადინის 5 მგ და პლაცებოს ეფექტებს ჰისტამინით გამოწვეულ ბუშტუკებსა და ჰიპერემიაზე, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბუშტუკებისა და ჰიპერემიის წარმოქმნა, რაც უფრო გამოხატული იყო პირველ 12 საათში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001) პლაცებოსთან და დესლორატადინთან შედარებით.

ლევოცეტირიზინის 5 მგ მოქმედების დაწყება ყვავილის მტვრით გამოწვეული სიმპტომების კონტროლისას დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ პლაცებო კონტროლირებად კვლევებში ალერგენის სტიმულაციის კამერის მოდელში.

In vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერები და უჯრედების შრეების მეთოდი) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით ინდუცირებულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას კანის და ფილტვის უჯრედებში. ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერების მეთოდი) ყვავილის მტვრით ინდუცირებული რეაქციის პირველ 6 საათში, პლაცებოსთან შედარებით, 14 მოზრდილ პაციენტში აჩვენა ლევოცეტირიზინის 5 მგ სამი ძირითადი მაინჰიბირებელი ეფექტი: VCAM-1 გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების რეკრუტირების შემცირება.

ლევოცეტირიზინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა სეზონური ალერგიული რინიტის, მრავალწლიანი ალერგიული რინიტის ან პერსისტული ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ნაზალურ ობსტრუქციას.

6-თვიანმა კლინიკურმა კვლევამ 551 მოზრდილ პაციენტში (მათ შორის 276 ლევოცეტირიზინით ნამკურნალები პაციენტი), რომლებსაც აწუხებდათ პერსისტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღე ზედიზედ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) და მგრძნობიარენი იყვნენ ოთახის მტვრის ტკიპების და ბალახის მტვრის მიმართ, აჩვენა, რომ ლევოცეტირინი 5 მგ კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის საერთო სიმპტომების შეფასების შემსუბუქებასთან მიმართებაში კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველგვარი ტაქიფილაქსიის გარეშე. მთელი კვლევის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

მოქმედება ჰისტამინ–ინდუცირებულ კანის რეაქციებზე არ შეესაბამება პლაზმურ კონცენტრაციებს.

ეკგ-მ არ აჩვენა ლევოცეტირიზინის მნიშვნელოვანი ზეგავლენა QT ინტერვალზე.

მონტელუკასტი

ცისტეინილ ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენს ძლიერ ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენულ (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი 1 (CysLT1) რეცეპტორი მდებარეობს ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედების და სასუნთქი გზების მაკროფაგების ჩათვლით) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებში (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით). CysLT–ები კორელირებს ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან. ასთმის დროს ლეიკოტრიენით განპირობებული ეფექტები მოიცავს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანის სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარობას და ეოზინოფილების რეკრუტირებას. ალერგიული რინიტის დროს CysLT–ები გამოიყოფა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ რეაქციების როგორც ადრეული, ასევე გვიანი ფაზის დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან. CysLT-ებთან ინტრანაზალური სინჯისას ნაჩვენებია ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის და ნაზალური ობსტრუქციის სიმპტომების ზრდა.

ლევოცეტირიზინი/მონტელუკასტი

32-კვირიან რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, 20 პაციენტის ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტით, პაციენტები იღებდნენ მონტელუკასტს 10 მგ/დღეში და/ან ლევოცეტირიზინს 5 მგ/დღეში ან პლაცებოს. ძილის პრობლემების გარდა, მათი ცხოვრების ხარისხი შეფასდა რინოკონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის სკალის გამოყენებით, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ბოლო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ხარისხის საშუალო ქულა მკურნალობამდე იყო 2.58 (0.49) კვლევაში, ის იყო 1.78 (0.46) პლაცებოთი მკურნალობის შემდეგ, 1.38 (0.42) ლევოცეტირიზინით მკურნალობის შემდეგ და 1.36 (0.37) მონტელუკასტით მკურნალობის შემდეგ და 1.26 (0.39) მონტელუკასტით და ლევოცეტირიზინით მკურნალობის შემდეგ. მუდმივი ალერგიული რინიტის მკურნალობისას კომბინირებული თერაპია უფრო ეფექტურია მონოთერაპიასთან შედარებით.

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს მიეცათ ლევოცეტირიზინი (5 მგ/დღეში), მონტელუკასტი (10 მგ/დღეში), პლაცებო, ან ლევოცეტირიზინის და მონტელუკასტის კომბინაცია. მკურნალობის პროცესი დაყოფილი იყო 2 კვირიან გამორეცხვის პერიოდად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ბოლო დღეს, შეფასდა სიმპტომების ქულა, კანის პრიკ-ტესტები და სპირომეტრია. საშუალო SD საერთო საბაზისო ცხვირის სიმპტომების ქულა იყო 7.95+/-0.68 მკურნალობამდე, 3.02,+/-0.64 ლევოცეტირიზინით, 3.44+/-0.55 მონტელუკასტთან და 2.14+/-0.39 მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინირებული გამოყენებით. ცხვირის მხრივ სიმპტომების ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა კომბინირებული თერაპიის შემდეგ. ეოზინოფილების კათიონური ცილების დონის შემცირება დიდი ალბათობით მიღწეული იყო მონტელუკასტის ლევოცეტირიზინთან შერწყმისას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ზოგადი თვისებები

ბრიზეზი-L 10/5-ის პერორალური მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი და მონტელუკასტი აღწევს მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას 3 საათში. ბრიზეზი-L 10/5-ის აბსორბციის სიჩქარე და რაოდენობა ეკვივალენტურია ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის აბსორბციის სიჩქარისა და რაოდენობის, რომლებიც მიიღება მხოლოდ ტაბლეტების სახით.

ლევოცეტირიზინი

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა არის წრფივი, არ არის დამოკოდებული დოზასა და დროზე, დაბალი ვარიაბელობით სუბიექტებს შორის. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია, როგორც ცალკეული ენანთიომერის მიღებისას ან როგორც ცეტირიზინის მიღებისას. შეწოვისა და ელიმინაციის პროცესში ქირალური ინვერსია არ ვლინდება.

აბსორბცია:

ლევოცეტირიზინი სწრაფად და მნიშვნელოვნად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.9 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ 5 მგ–ს დღეში ერთხელ ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ, შესაბამისად. აბსორბციის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია შემცირებული და დაგვიანებულია.

განაწილება:

მონაცემები ადამიანების ქსოვილებში განაწილების შესახებ, ასევე ლევოცეტირიზინის ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ვირთაგვებსა და ძაღლებში ყველაზე მაღალი დონეები აღინიშნება ღვიძლის და თირკმლის ქსოვილებში ყველაზე დაბალი - ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილში.

ადამიანებში ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია:

ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის ხარისხი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებია და, ამიტომ, გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებით გამოწვეული განსხვავებები სავარაუდოდ უმნიშვნელო უნდა იყოს. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატულ დაჟანგვას, N- და O- დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირების გზები ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით, ხოლო არომატული დაჟანგვა მოიცავს მრავლობით და/ან არაიდენტიფიცირებულ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 აქტივობაზე კონცენტრაციებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება 5 მგ პერორალური დოზის შემდეგ მიღწეულ პიკურ კონცენტრაციებს. მისი დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

ელიმინაცია:

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7.9 ± 1.9 საათი. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. სხეულის საშუალო სავარაუდო საერთო კლირენსი მოზრდილებში არის 0.63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მეტაბოლიტების ექსკრეცია ძირითადად ხორციელდება შარდით, რაც დოზის საშუალოდ 85.4%-ს შეადგენს. განავლით გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 12.9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლოვანი ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით.

ხაზოვანი/არახაზოვანი:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია.

მონტელუკასტი

აბსორბცია:

მონტელუკასტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათში (Tmax) მოზრდილებში უზმოზე მიღების შემდეგ. პერორალური მიღებისას საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%–ს. პერორალური გამოყენებისას სტანდარტული კვება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობასა და Cmax–ზე.

უსაფრთხოება და ეფექტიანობა იყო ნაჩვენები კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიღებული იყო საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე.

მოზრდილებში 5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის Cmax მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პერორალური მიღებისას საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 73%–ს მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას და მცირდება 63%-მდე ჭამის შემდეგ.

განაწილება:

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს.

ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები რადიომარკირებული მონტელუკასტით მიუთითებს მინიმალურ განაწილებაზე ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვისას. გარდა ამისა, რადიომარკირებული მასალის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო ყველა სხვა ქსოვილში.

ბიოტრანსფორმაცია

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზებით ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში არ განისაზღვრება.

ციტოქრომი P450 2C8 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ CYP 3A4 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. In vitro კვლევებში მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტებში მეტაბოლიტების წვლილი მინიმალურია.

ელიმინაცია:

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი შეადგენს საშუალოდ 45 მლ/წთ. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის 86% ვლინდებოდა ფეკალიებში 5-დღის განმავლობაში და <0.2% ვლინდებოდა შარდში. პერორალური მიღებისას მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის შეფასებებთან ერთად ეს მიუთითებს იმაზე, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის ექსკლუზიურად ნაღვლის საშუალებით.

ხაზოვანი/არახაზოვანი:

მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის.

10 მგ მონტელუკასტის დღეში ერთხელ მიღებისას პლაზმაში ძირითადი პრეპარატის მცირე კუმულაცია აღინიშნება (14%).

დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში

რასა:

პრეპარატის შეწოვის და ბიოტრანსფორმაციის მახასიათებლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პაციენტის ეთნიკური წარმომავლობა არ ახდენს გავლენას ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

სქესი:

ლევოცეტირიზინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია და მთლიანი აბსორბცია 20%-ით და 15%-ით მეტია, შესაბამისად, ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ უფრო მოკლე იყო ქალებში (7.1 სთ), ვიდრე მამაკაცებში (8.6 სთ); თუმცა, პერორალური კლირენსი სხეულის წონაზე გადათვლით ქალებში (0.67 მლ/წთ/კგ) შედარებადია ასეთთან მამაკაცებში (0.59 მლ/წთ/კგ). ეს განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის გამოიყენება ერთი და იგივე დღიური დოზები და დოზირების ინტერვალები.

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

ლევოცეტირიზინის სავარაუდო სხეულის კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექტირება კრეატინინის კლირენსზე დაყრდნობით პაციენტებში თირკმლების ზომიერი და მძიმე უკმარისობით. თირკმლების დაავადების ბოლო ანურიული სტადიისას სუბიექტებში სხეულის საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ნორმალურ სუბიექტებთან შედარებით. ლევოცეტირიზინის რაოდენობა, რომლის მოცილება ხდება სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის დროს, შეადგენს < 10%.

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა >9).

მონტელუკასტის მაღალი დოზების დანიშვნისას (20- და 60-ჯერ მეტი რეკომენდირებულ დოზებზე მოზრდილებში) აღინიშნა თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში. ეს ეფექტი არ გამოვლენილა რეკომენდებული დოზის 10 მგ დღეში ერთხელ დანიშვნისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება

ბრიზეზი-L 10/5, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

  • სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ბრიზეზი-L 10/5

  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ორშრიანი ტაბლეტი შეიცავს:

10 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის ექვივალენტურ მონტელუკასტ ნატრიუმ Ph.Eur 10,3 მგ-ს.

ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

  • ფარმაცევტული ფორმა:

აპკიანი გარსით დაფარული, ორშრიანი ტაბლეტები.

მრგვალი ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ორშრიანი ტაბლეტები, ერთი შრე - ყვითელი ფერის და მეორე შრე თეთრიდან მოთეთრო ფერის, ორივე მხარეს სადა ზედაპირით.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1. თერაპიული ჩვენებები

გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ალერგიული რინიტისა და ასთმის სიმპტომების მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებულია ალერგიულ რინიტთან.

ანტიჰისტამინების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობა, 15 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლევოცეტირიზინს და მონტელუკასტს ცალკეული პრეპარატების სახით, შეუძლიათ მიიღონ ბრიზეზი-L 10/5, რომელიც შეიცავს კომპონენტების იგივე დოზებს შესაბამისად.

ალერგიული რინიტისა და ალერგიული ასთმის დროს ბრიზეზი-L 10/5-ის თერაპიული ეფექტი ვლინდება პირველივე დღიდან. პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გააგრძელონ ბრიზეზი-L 10/5-ის მიღება ალერგიული კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა 3-დან 6 კვირამდე ადეკვატურია თივის ცხელების დროს, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობა ადეკვატურია ყვავილის მტვერის ხანმოკლე ექსპოზიციის პირობებში.

წყვეტილი ალერგიული რინიტის (სიმპტომები კვირაში ოთხ დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში ან ოთხ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში) მკურნალობა დამოკიდებულია დაავადებასა და მის ანამნეზზე; მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების რეციდივის შემთხვევაში.

პერსისტენტური ალერგიული რინიტის შემთხვევაში (სიმპტომები კვირაში ოთხ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ან ოთხ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში) მკურნალობა გრძელდება ალერგენებთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მიღების წესი

ბრიზეზი-L 10/5 მიიღება პერორალურად, მთლიანი ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. არ შეიძლება დაღეჭვა და დაფხვნა. მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული ჯგუფის პაციენტებისთვის

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

დოზირების ინტერვალები უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე. დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. დოზირების ამ ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა პაციენტებში კრეატინინის კლირენსის (CLcr) შეფასება მლ/წთ-ში. CLcr (მლ/წთ) მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) დონიდან, ქვემოთ მოცემულ ფორმულის გამოყენებით:

[40 - ასაკი (წელი) x წონა (კგ)

Clcr = -------------------------------------------------------- (x 0.85 [ქალებისთვის])

72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)

ცხრილი 1. დოზის რეგულირება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:

ჯგუფი

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

დოზირება და სიხშირე

ნორმალური

≥ 80

5 მგ ერთხელ დღეში

მსუბუქი

50 - 79

5 მგ ერთხელ დღეში

ზომიერი

30 - 49

5 მგ ყოველ 2 დღეში ერთხელ

მწვავე

<30

5 მგ ყოველ 3 დღეში ერთხელ

თირკმელების უკმარისობის ბოლო სტადია - დიალიზზე მყოფი პაციენტები

<10

უკუნაჩვენებია

თანმხლები ღვიძლის და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის კორექცია.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, თუმცა, არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

15 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გერიატრიული პოპულაცია

დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების საშუალო და მძიმე უკმარისობით (იხილეთ პუნქტი „თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა“).

ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა ასთმის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად

ბრიზეზი-L 10/5 შეიძლება დაემატოს არსებულ მკურნალობის სქემას.

თანმხლები მედიკამენტების დოზის შემცირება

ბრონქოდილატატორებით მკურნალობა:

ბრიზეზი-L 10/5 შეიძლება დაემატოს იმ პაციენტების მკურნალობის სქემას, რომლებიც სათანადოდ ვერ კონტროლდებიან ბრონქოდილატატორის ერთჯერადად გამოყენებით. კლინიკური პასუხის მიღების შემდეგ (ჩვეულებრივ პირველი დოზის შემდეგ), პაციენტის ბრონქოდილატაციური თერაპიის შემცირება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც პაციენტს შეუძლია აიტანოს.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები:

ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა დამატებით სარგებელს იძლევა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით. კორტიკოსტეროიდების დოზა შეიძლება შემცირდეს იმდენად, რამდენადაც პაციენტს შეუძლია აიტანოს. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგიერთ პაციენტში საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის სრულად შეწყვეტა შესაძლებელია თანდათანობით. ზოგიერთ პაციენტში არ შეიძლება ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის მკვეთრად შეცვლა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით.

უკუჩვენება

ბრიზეზი-L 10/5 უკუნაჩვენებია ლევოცეტირიზინის და პიპერაზინის ნებისმიერი წარმოებულის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში, ასევე თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები).

ბრიზეზი-L 10/5 შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ფორმა არ იძლევა დოზის შესაბამისი კორექციის საშუალებას.

სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღებისას (იხ. პ.4.5).

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდის შეკავებისადმი მიდრეკილების ფაქტორები (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, პროსტატის ჰიპერპლაზია), ვინაიდან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავების რისკის გაზრდა.

ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. პაციენტები უნდა იქნენ გაფრთხილებული, რომ ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ ყოველთვის იქონიონ შესაბამისი გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები.

გამწვავების დროს შესაძლებელია ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის გაგრძელება. პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართონ ექიმს, თუ დასჭირდათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების ბეტა-აგონისტების ინჰალაცია.

არ შეიძლება საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდის შეწყვეტა და ბრიზეზი-L 10/5-ით მკვეთრად ჩანაცვლება.

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ შეიძლება პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტა ბრიზეზი-L 10/5-ის ერთდროული მიღებისას.

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები

ნეიროფსიქიატრიული მოვლენები დაფიქსირდა იმ მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციას.

მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციის გამოყენების პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილია აგზნება, აგრესიული ქცევა ან მტრული განწყობა, შფოთვა, დეპრესია, დეზორიენტაცია, ანომალური სიზმრები, ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სომნამბულიზმი, სუიციდური აზრები და ქცევა (თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით) და ტრემორი.

მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინაციის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღნიშნულია მყარი კავშირი კლინიკურ გამოვლინებებსა და გვერდითი რეაქციების შორის.

პაციენტებმა და ექიმებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ნეიროფსიქიატრიული მოვლენების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ ასეთი ცვლილებების განვითარების შემთხვევაში, აცნობონ ექიმს. ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი (იხილეთ პუნქტი 4.8. გვერდითი რეაქციები).

ეოზინოფილია

პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის მონტელუკასტით, იშვიათად შეიძლება განუვითარდეთ სისტემური ეოზინოფილია, რომელიც ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება ვასკულიტის ნიშნებით, რაც დამახასიათებელია ​​ჩარჯ-სტროსის სინდრომისთვის (მდგომარეობა, რომელსაც ხშირად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით). ეს შემთხვევები, როგორც წესი, დაკავშირებულია სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. ექიმებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე თუკი პაციენტებს გამოუვლინდათ ეოზინოფილია, ვასკულიტური გამონაყარი, ფილტვის სიმპტომების გაუარესება, კარდიალური გართულებები და/ან ნეიროპათია.

თუკი პაციენტებს განუვითარდათ ეს სიმპტომები, უნდა მოხდეს მათი განმეორებით შემოწმება და უნდა გადაიხედოს არსებული მკურნალობის სქემა. ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში ბრიზეზი-L 10/5-ით მკურნალობა არ ცვლის ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავების აუცილებლობას.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა (მათ შორის, CYP3A4 ინდუქტორებთან დაკავშირებული კვლევები); რაცემატის ნაერთის ცეტირიზინის კვლევებმა აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედებები არ არსებობდა (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). ცეტირიზინის აქტივობის მცირე დაქვეითება (16%) დაფიქსირდა თეოფილინის (400 მგ დღეში ერთხელ) მრავალჯერადი დოზის კვლევაში; თეოფილინის განაწილება არ შეცვლილა ცეტირიზინის ერთდროული მიღებით.

რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ დღეში) მრავალჯერადი დოზის კვლევაში ცეტირიზინის ზემოქმედების დონე გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, ხოლო რიტონავირის თვისებები შემცირდა ცეტირიზინთან გამოყენებისას.

ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება საკვებთან ერთად, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.

მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის და ალკოჰოლის ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა დადასტურებულია, რომ ცეტირიზინის რაცემატი არ აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.

მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები:

მონტელუკასტი შეიძლება დაინიშნოს სხვა მკურნალობასთან ერთად, რომლებიც სტანდარტულად გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობის დროს. წამლის ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლი/ ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.

მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) დაახლოებით 40%-ით შემცირდა იმ სუბიექტებში, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ ფენობარბიტალს. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ით, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი მიიღება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ის ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი წარმოადგენს CYP 2C8-ის ძლიერ ინჰიბიტორს. თუმცა, წამალთა შორის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომელიც მოიცავდა მონტელუკასტს და როზიგლიტაზონს (პრობირებული სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტებს, რაც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით), აჩვენა, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP 2C8-ს in vivo. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების მეტაბოლიზმს (მაგ., პაკლიტაქსელი, როზიგლიტაზონი და რეპაგლინიდი).

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8, 2 C9 და 3A4 სუბსტრატი. მონტელუკასტისა და გემფიბროზილის მონაწილეობით (CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) წამლისმიერი ურთიერთქმედების კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ გემფიბროზილის სისტემური ექსპოზიცია გაიზარდა 4.4-ჯერ. იტრაკონაზოლის, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის, გემფიბროზილთან და მონტელუკასტთან ერთად მიღებამ არ გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია. გემფიბროზილის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციაზე, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების არარსებობის საფუძველზე მოზრდილებში 10 მგ დამტკიცებულ დოზაზე მაღალი დოზების მიღებისას (მაგ. 200 მგ დღეში 22 კვირის განმავლობაში მოზრდილ პაციენტებში და 900 მგ-მდე დღეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში) არ მიიღება მხედველობაში. ამიტომ არ არის საჭირო მონტელუკასტის დოზის კორექცია გემფიბროზილთან ერთად მიღებისას. In vitro მონაცემების მიხედვით, კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება CYP2C8-ის სხვა ცნობილ ინჰიბიტორებთან (მაგ. ტრიმეტოპრიმი) მოსალოდნელი არ არის. ასევე, მონტელუკასტის იტრაკონაზოლთან ერთდროულმა გამოყენებამ არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.

  • 6 ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

ორსულობის კატეგორია C.

არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ბრიზეზი-L 10/5-ის გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებში ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3).

ადამიანისთვის პოტენციური რისკი ცნობილი არ არის.

აუცილებელი საჭიროების გარდა, ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ფერტილობა/კონტრაცეპცია

არ არსებობს რეკომენდაცია ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში და კონტრაცეფციის პირობებში.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემატი, გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ლევოცეტირიზინიც გამოიყოფა დედის რძეში.

ბრიზეზი-L 10/5 არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ფერტილობის კვლევებში მდედრობითი სქესის ვირთაგვებში, მონტელუკასტმა გამოიწვია ფერტილობის და ნაყოფიერების ინდექსების შემცირება 200 მგ/კგ პერორალური დოზის მიღებისას (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 70-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის მიღებისას). 100 მგ/კგ პერორალური დოზის მიღებისას ქალის ფერტილობაზე ან ნაყოფიერებაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 20-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის მიღებისას). ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე.

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე ბრიზეზი-L 10/5-ის გავლენის შესახებ.

  • 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სავარაუდოდ მონტელუკასტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ცალკეულ პირებს აღენიშნათ ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ლევოცეტირიზინის შედარებითი კლინიკური კვლევების შედეგად არ გამოვლენილა მტკიცებულება იმისა, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზით მიღებისას ამცირებს გონებრივ სიფხიზლეს, რეაქციის სისწრაფეს ან ავტომობილის მართვის უნარს. მიუხედავად ამისა, ლევოცეტირიზინით მკურნალობის დროს ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია. ამიტომ, პაციენტები, რომლებიც აპირებენ ავტომობილის მართვას, პოტენციურად სახიფათო საქმიანობის განხორციელებას ან მექანიზმებთან მუშაობას, უნდა იქნენ გაფრთხილებული ექიმის მიერ ამ რეაქციების შესახებ.

  • 8 არასასურველი ეფექტები

ლევოცეტირიზინი

12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, ლევოცეტირიზინის 5 მგ-ზე მყოფ ჯგუფში პაციენტების 15.1%-ს აღენიშნებოდა სულ მცირე ერთი გვერდითი რეაქცია, პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 11.3%-ს შეადგენდა.

თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო გამორიცხვის მაჩვენებელი 5 მგ ლევოცეტირიზინის შემთხვევაში იყო 1.0% (9/935) და პლაცებოს შემთხვევაში 1.8% (14/771).

ლევოცეტირიზინის კლინიკურ თერაპიულ კვლევებში მონაწილეობდა 935 სუბიექტი, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 5 მგ დღეში რეკომენდებული დოზით.

935 პაციენტზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ლევოცეტირიზინის არასასურველი ეფექტები არის შემდეგი (ხშირი: ≥ 1/100, ≤ 1/10):

გვერდითი ეფექტები

პლაცებო (n=771)

ლევოცეტრიზინი 5 მგ (n=935)

თავის ტკივილი

25 (3.2 %)

24 (2.6 %)

ძილიანობა

11 (1.4 %)

49 (5.2 %)

პირის სიმშრალე

12 (1.6 %)

24 (2.6 %)

დაღლილობა

9 (1.2 %)

23 (2.5 %)

ასევე დაფიქსრიდა არახშირი შემთხვევები ისეთი გვერდითი რეაქციების (არახშირი ≥1/1000, <1/100), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.

სედატიური გვერდითი რეაქციების, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, შემთხვევები უფრო ხშირი იყო (8.1%) ლევოცეტირიზინის 5 მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს მიღებისას (3.1%).

პედიატრიული პოპულაცია

ორ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილეობდნენ 6-11 თვის ასაკის პედიატრიული პაციენტები და 1 წ-დან 6 წ-მდე ასაკის 159 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ლევოცეტირიზინს დოზით 1.25 მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1.25 მგ ორჯერ დღეში, შესაბამისად. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს დროს გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით.

ორგანოთა სისტემის კლასი და სასურველი ტერმინი

პლაცებო (n=83)

ლევოცეტირიზინი (n=159)

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

დიარეა

0

3 (1.9%)

ღებინება

1 (1.2%)

1 (0.6%)

ყაბზობა

0

2 (1.3%)

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ძილიანობა

2 (2.4%)

3 (1.9%)

ფსიქიკური დარღვევები

ძილის დარღვევა

0

2 (1.3%)

6-15 წლის ბავშვებში ჩატარდა ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევები, როდესაც ბავშვები იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად ცვლადი პერიოდის განმავლობაში, 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას წამლისმიერი გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით:

სასურველი ტერმინები

პლაცებო (n=240)

ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=243)

თავის ტკივილი

5 (2.1%)

2 (0.8%)

ძილიანობა

1 (0.4%)

7 (2.9%)

პოსტმარკეტინგული გამოცდილება:

პოსტმარკეტინგული გამოცდილებით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოს სისტემათა კლასის და გვერდითი რეაქციების სიხშირის მიხედვით. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობა

უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ:

უცნობი: მადის მატება.

ფსიქიკური დარღვევები:

უცნობი: აგრესიულობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი

უცნობი: კრუნჩხვები, ძილიანობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია.

დარღვევები თვალის მხრივ

უცნობი: მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ

უცნობი: ვერტიგო

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან იშვიათი: პალპიტაცია, ტაქიკარდია

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

უცნობი: ქოშინი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: პირის სიმშრალე

არახშირი: მუცლის ტკივილი

უცნობი: გულისრევა, ღებინება

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი: ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ დარღვევები

უცნობი: კუნთების ტკივილი (მიალგია)

დარღვევები თირკმლების და საშარდე გზების მხრივ

უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

ხშირი: დაღლილობა

არახშირი: ასთენია

უცნობი: შეშუპება

კვლევები

უცნობი: წონის მატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა.

მონტელუკასტი

კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი შეფასდა შემდეგნაირად:

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 15 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 4000 მოზრდილ ასთმიან პაციენტში

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 15 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 400 მოზრდილ ასთმიან პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით.

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მონტელუკასტით მკურნალობაზე მყოფი ასთმით დაავადებული 15 წლის ასაკის მოზარდები (ორი 12-კვირიანი კვლევა, n=795) და მოზრდილი პაციენტები, პრეპარატმა, პლაცებოსთან შედარებით, უფრო მაღალი სიხშირით აჩვენა ისეთი გვერდითი რეაქციების ხშირი შემთხვევები (≥ 1/100, < 1/ 10), როგორცაა:

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

პოსტმარკეტინგული გამოცდილებით გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით და გვერდითი სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000)

ინფექციები და ინვაზიები:

ძალიან ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია*

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ:

იშვიათი: სისხლდენისადმი მომატებული ტენდენცია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია

ფსიქიკური დარღვევები

არახშირი: ანომალური სიზმრები, კოშმარების ჩათვლით, უძილობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, აგრესიული ქცევის ან მტრობის ჩათვლით, დეპრესია, სომნამბულიზმი

იშვიათი: ტრემორი, ყურადღების დეფიციტი, გულმავიწყობა

ძალიან იშვიათი: ​​ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები და ქცევა (თვითმკვლელობა), ცვლილებები ქცევის მხრივ.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ძილიანობა, სომნოლენცია, პარესთეზია/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები

დარღვევები გულის მხრივ:

იშვიათი: პალპიტაცია

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები

არახშირი: ეპისტაქსისი

ძალიან იშვიათი: ​​ჩარჯ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხილეთ ნაწილი 4.4.), ფილტვის ეოზინოფილია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: დიარეა**, გულისრევა**, ღებინება**

არახშირი: პირის სიმშრალე, დისპეფსია

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ხშირი: შრატში ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) მომატებული დონე

ძალიან იშვიათი: ​​ჰეპატიტი (მათ შორის ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური და შერეული ტიპის ღვიძლის დაზიანება)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირი: გამონაყარი**

არახშირი: სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი

იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება

ძალიან იშვიათი: კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების მხრივ დარღვევები

არახშირი: ართრალგია, მიალგია, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე

ხშირი: პირექსია **

არახშირი: ასთენია/დაღლილობა, სისუსტე, შეშუპება

  • ეს გვერდითი მოვლენა, აღნიშნულია როგორც ძალიან ხშირი, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე აღინშული იყო, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებმაც კლინიკურ კვლევებში მიიღეს პლაცებო.
  • * ეს გვერდითი მოვლენა, აღნიშნულია როგორც ხშირი, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე აღნიშნული იყო, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებმაც კლინიკურ კვლევებში მიიღეს პლაცებო.
  • 9 დოზის გადაჭარბება.

ბრიზეზი-L 10/5-ის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ლევოცეტირიზინი:

სიმპტომები

ლევოცეტირიზინის ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და თავდაპირველად აგზნებადობას და მოუსვენრობას, რასაც მოჰყვება ძილიანობა ბავშვებში.

თერაპია

ცნობილი სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა უნდა განიხილებოდეს ხანმოკლე მიღების შემდეგ. ლევოცეტირიზინი დიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.

მონტელუკასტი.

მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ქრონიკული ასთმის კვლევებში, მონტელუკასტი პაციენტებს ეძლეოდათ 200 მგ/დღეში დოზით 22 კვირის განმავლობაში, ხოლო ხანმოკლე კვლევებში, პაციენტებს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში 900 მგ/დღეში დოზით, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე.

არსებობს ცნობები მონტელუკასტის პოსტმარკეტინგული გამოცდილებისა და კლინიკური კვლევების დროს დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევების შესახებ, მათ შორის მოზრდილებსა და ბავშვებში 1000 მგ-მდე დოზით (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში) ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ. დაფიქსირებული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილს. დოზის გადაჭარბების შემთხვევების უმეტესობაში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას.

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები.

ათქ კოდი: R03DC53

ლევოცეტირიზინი

ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1–რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი.

შეკავშირების თვისებების კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1-რეცეპტორების მიმართ (Ki = 3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს აქვს 2-ჯერ უფრო მაღალი აფინურობა, ვიდრე ცეტირიზინს (Ki = 6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირებს H1-რეცეპტორებისგან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წთ.

ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი აჩვენებს რეცეპტორების 90%-ით დაკავებას 4 საათში და 57%-ით 24 საათში.

ჯანმრთელი მოხალისეების ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ ნახევარი დოზით ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებადი აქტივობა ცეტირიზინის მიმართ კანში და ცხვირში.

ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილი იყო რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში:

კვლევაში, რომელიც ადარებდა ლევოცეტირიზინის 5 მგ, დესლორატადინის 5 მგ და პლაცებოს ეფექტებს ჰისტამინით გამოწვეულ ბუშტუკებსა და ჰიპერემიაზე, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბუშტუკებისა და ჰიპერემიის წარმოქმნა, რაც უფრო გამოხატული იყო პირველ 12 საათში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0.001) პლაცებოსთან და დესლორატადინთან შედარებით.

ლევოცეტირიზინის 5 მგ მოქმედების დაწყება ყვავილის მტვრით გამოწვეული სიმპტომების კონტროლისას დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ პლაცებო კონტროლირებად კვლევებში ალერგენის სტიმულაციის კამერის მოდელში.

In vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერები და უჯრედების შრეების მეთოდი) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით ინდუცირებულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელიალურ მიგრაციას კანის და ფილტვის უჯრედებში. ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერების მეთოდი) ყვავილის მტვრით ინდუცირებული რეაქციის პირველ 6 საათში, პლაცებოსთან შედარებით, 14 მოზრდილ პაციენტში აჩვენა ლევოცეტირიზინის 5 მგ სამი ძირითადი მაინჰიბირებელი ეფექტი: VCAM-1 გამოთავისუფლების დათრგუნვა, სისხლძარღვთა გამტარობის მოდულაცია და ეოზინოფილების რეკრუტირების შემცირება.

ლევოცეტირიზინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე ორმაგ ბრმა პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა სეზონური ალერგიული რინიტის, მრავალწლიანი ალერგიული რინიტის ან პერსისტული ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ნაზალურ ობსტრუქციას.

6-თვიანმა კლინიკურმა კვლევამ 551 მოზრდილ პაციენტში (მათ შორის 276 ლევოცეტირიზინით ნამკურნალები პაციენტი), რომლებსაც აწუხებდათ პერსისტული ალერგიული რინიტი (სიმპტომები ვლინდება კვირაში 4 დღე ზედიზედ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) და მგრძნობიარენი იყვნენ ოთახის მტვრის ტკიპების და ბალახის მტვრის მიმართ, აჩვენა, რომ ლევოცეტირინი 5 მგ კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის საერთო სიმპტომების შეფასების შემსუბუქებასთან მიმართებაში კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველგვარი ტაქიფილაქსიის გარეშე. მთელი კვლევის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

მოქმედება ჰისტამინ–ინდუცირებულ კანის რეაქციებზე არ შეესაბამება პლაზმურ კონცენტრაციებს.

ეკგ-მ არ აჩვენა ლევოცეტირიზინის მნიშვნელოვანი ზეგავლენა QT ინტერვალზე.

მონტელუკასტი

ცისტეინილ ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) წარმოადგენს ძლიერ ანთებით ეიკოზანოიდებს, რომლებიც გამოიყოფა სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენულ (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი 1 (CysLT1) რეცეპტორი მდებარეობს ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედების და სასუნთქი გზების მაკროფაგების ჩათვლით) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებში (ეოზინოფილების და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედების ჩათვლით). CysLT–ები კორელირებს ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან. ასთმის დროს ლეიკოტრიენით განპირობებული ეფექტები მოიცავს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანის სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარობას და ეოზინოფილების რეკრუტირებას. ალერგიული რინიტის დროს CysLT–ები გამოიყოფა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ რეაქციების როგორც ადრეული, ასევე გვიანი ფაზის დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან. CysLT-ებთან ინტრანაზალური სინჯისას ნაჩვენებია ცხვირის სასუნთქი გზების რეზისტენტობის და ნაზალური ობსტრუქციის სიმპტომების ზრდა.

ლევოცეტირიზინი/მონტელუკასტი

32-კვირიან რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, 20 პაციენტის ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტით, პაციენტები იღებდნენ მონტელუკასტს 10 მგ/დღეში და/ან ლევოცეტირიზინს 5 მგ/დღეში ან პლაცებოს. ძილის პრობლემების გარდა, მათი ცხოვრების ხარისხი შეფასდა რინოკონიუნქტივიტის ცხოვრების ხარისხის სკალის გამოყენებით, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ბოლო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ხარისხის საშუალო ქულა მკურნალობამდე იყო 2.58 (0.49) კვლევაში, ის იყო 1.78 (0.46) პლაცებოთი მკურნალობის შემდეგ, 1.38 (0.42) ლევოცეტირიზინით მკურნალობის შემდეგ და 1.36 (0.37) მონტელუკასტით მკურნალობის შემდეგ და 1.26 (0.39) მონტელუკასტით და ლევოცეტირიზინით მკურნალობის შემდეგ. მუდმივი ალერგიული რინიტის მკურნალობისას კომბინირებული თერაპია უფრო ეფექტურია მონოთერაპიასთან შედარებით.

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებს მიეცათ ლევოცეტირიზინი (5 მგ/დღეში), მონტელუკასტი (10 მგ/დღეში), პლაცებო, ან ლევოცეტირიზინის და მონტელუკასტის კომბინაცია. მკურნალობის პროცესი დაყოფილი იყო 2 კვირიან გამორეცხვის პერიოდად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ბოლო დღეს, შეფასდა სიმპტომების ქულა, კანის პრიკ-ტესტები და სპირომეტრია. საშუალო SD საერთო საბაზისო ცხვირის სიმპტომების ქულა იყო 7.95+/-0.68 მკურნალობამდე, 3.02,+/-0.64 ლევოცეტირიზინით, 3.44+/-0.55 მონტელუკასტთან და 2.14+/-0.39 მონტელუკასტის/ლევოცეტირიზინის კომბინირებული გამოყენებით. ცხვირის მხრივ სიმპტომების ყველაზე დიდი გაუმჯობესება დაფიქსირდა კომბინირებული თერაპიის შემდეგ. ეოზინოფილების კათიონური ცილების დონის შემცირება დიდი ალბათობით მიღწეული იყო მონტელუკასტის ლევოცეტირიზინთან შერწყმისას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

ზოგადი თვისებები

ბრიზეზი-L 10/5-ის პერორალური მიღების შემდეგ ლევოცეტირიზინი და მონტელუკასტი აღწევს მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას 3 საათში. ბრიზეზი-L 10/5-ის აბსორბციის სიჩქარე და რაოდენობა ეკვივალენტურია ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის აბსორბციის სიჩქარისა და რაოდენობის, რომლებიც მიიღება მხოლოდ ტაბლეტების სახით.

ლევოცეტირიზინი

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა არის წრფივი, არ არის დამოკოდებული დოზასა და დროზე, დაბალი ვარიაბელობით სუბიექტებს შორის. ფარმაკოკინეტიკური პროფილი ერთნაირია, როგორც ცალკეული ენანთიომერის მიღებისას ან როგორც ცეტირიზინის მიღებისას. შეწოვისა და ელიმინაციის პროცესში ქირალური ინვერსია არ ვლინდება.

აბსორბცია:

ლევოცეტირიზინი სწრაფად და მნიშვნელოვნად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0.9 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები, როგორც წესი, შეადგენს 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ 5 მგ–ს დღეში ერთხელ ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ, შესაბამისად. აბსორბციის ხარისხი არ არის დამოკიდებული დოზაზე და არ იცვლება საკვების მიღებისას, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია შემცირებული და დაგვიანებულია.

განაწილება:

მონაცემები ადამიანების ქსოვილებში განაწილების შესახებ, ასევე ლევოცეტირიზინის ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ვირთაგვებსა და ძაღლებში ყველაზე მაღალი დონეები აღინიშნება ღვიძლის და თირკმლის ქსოვილებში ყველაზე დაბალი - ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილში.

ადამიანებში ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0.4 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია:

ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის ხარისხი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებია და, ამიტომ, გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებით გამოწვეული განსხვავებები სავარაუდოდ უმნიშვნელო უნდა იყოს. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატულ დაჟანგვას, N- და O- დეალკილირებას და ტაურინთან კონიუგაციას. დეალკილირების გზები ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით, ხოლო არომატული დაჟანგვა მოიცავს მრავლობით და/ან არაიდენტიფიცირებულ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 აქტივობაზე კონცენტრაციებით, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება 5 მგ პერორალური დოზის შემდეგ მიღწეულ პიკურ კონცენტრაციებს. მისი დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.

ელიმინაცია:

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7.9 ± 1.9 საათი. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. სხეულის საშუალო სავარაუდო საერთო კლირენსი მოზრდილებში არის 0.63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მეტაბოლიტების ექსკრეცია ძირითადად ხორციელდება შარდით, რაც დოზის საშუალოდ 85.4%-ს შეადგენს. განავლით გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 12.9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გორგლოვანი ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით.

ხაზოვანი/არახაზოვანი:

ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია.

მონტელუკასტი

აბსორბცია:

მონტელუკასტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათში (Tmax) მოზრდილებში უზმოზე მიღების შემდეგ. პერორალური მიღებისას საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%–ს. პერორალური გამოყენებისას სტანდარტული კვება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობასა და Cmax–ზე.

უსაფრთხოება და ეფექტიანობა იყო ნაჩვენები კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიღებული იყო საკვების მიღების დროის გათვალისწინების გარეშე.

მოზრდილებში 5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის Cmax მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პერორალური მიღებისას საშუალო ბიოშეღწევადობა შეადგენს 73%–ს მონტელუკასტის უზმოზე მიღებისას და მცირდება 63%-მდე ჭამის შემდეგ.

განაწილება:

მონტელუკასტის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს საშუალოდ 8-11 ლიტრს.

ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები რადიომარკირებული მონტელუკასტით მიუთითებს მინიმალურ განაწილებაზე ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვისას. გარდა ამისა, რადიომარკირებული მასალის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო ყველა სხვა ქსოვილში.

ბიოტრანსფორმაცია

მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზებით ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში არ განისაზღვრება.

ციტოქრომი P450 2C8 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ CYP 3A4 და 2C9 მონაწილეობენ მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. In vitro კვლევებში მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტებში მეტაბოლიტების წვლილი მინიმალურია.

ელიმინაცია:

ჯანმრთელ მოზრდილებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი შეადგენს საშუალოდ 45 მლ/წთ. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის 86% ვლინდებოდა ფეკალიებში 5-დღის განმავლობაში და <0.2% ვლინდებოდა შარდში. პერორალური მიღებისას მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის შეფასებებთან ერთად ეს მიუთითებს იმაზე, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის ექსკლუზიურად ნაღვლის საშუალებით.

ხაზოვანი/არახაზოვანი:

მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის.

10 მგ მონტელუკასტის დღეში ერთხელ მიღებისას პლაზმაში ძირითადი პრეპარატის მცირე კუმულაცია აღინიშნება (14%).

დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში

რასა:

პრეპარატის შეწოვის და ბიოტრანსფორმაციის მახასიათებლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პაციენტის ეთნიკური წარმომავლობა არ ახდენს გავლენას ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

სქესი:

ლევოცეტირიზინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია და მთლიანი აბსორბცია 20%-ით და 15%-ით მეტია, შესაბამისად, ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ უფრო მოკლე იყო ქალებში (7.1 სთ), ვიდრე მამაკაცებში (8.6 სთ); თუმცა, პერორალური კლირენსი სხეულის წონაზე გადათვლით ქალებში (0.67 მლ/წთ/კგ) შედარებადია ასეთთან მამაკაცებში (0.59 მლ/წთ/კგ). ეს განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის გამოიყენება ერთი და იგივე დღიური დოზები და დოზირების ინტერვალები.

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

ლევოცეტირიზინის სავარაუდო სხეულის კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ რეკომენდებულია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალების კორექტირება კრეატინინის კლირენსზე დაყრდნობით პაციენტებში თირკმლების ზომიერი და მძიმე უკმარისობით. თირკმლების დაავადების ბოლო ანურიული სტადიისას სუბიექტებში სხეულის საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ნორმალურ სუბიექტებთან შედარებით. ლევოცეტირიზინის რაოდენობა, რომლის მოცილება ხდება სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის დროს, შეადგენს < 10%.

დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში ან ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა >9).

მონტელუკასტის მაღალი დოზების დანიშვნისას (20- და 60-ჯერ მეტი რეკომენდირებულ დოზებზე მოზრდილებში) აღინიშნა თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში. ეს ეფექტი არ გამოვლენილა რეკომენდებული დოზის 10 მგ დღეში ერთხელ დანიშვნისას.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ლევოცეტირიზინი

პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის, უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, რეპროდუქციულის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის ან კანცეროგენურობის და რეპროდუქციის ტრადიციულ კვლევებზე დაყრდნობით.

მონტელუკასტი

ცხოველების ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა ALT–ს, გლუკოზას, ფოსფორის და ტრიგლიცერიდების უმნიშვნელო ბიოქიმიური ცვლილებები შრატში. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნები იყო ნერწყვის მომატებული ექსკრეცია, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, დიარეა და იონური დისბალანსი. ეს ხდებოდა დოზებში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ >17-ჯერ გაზრდილ სისტემურ ექსპოზიციას კლინიკური დოზირების დროს.

მაიმუნებში გვერდითი ეფექტები გამოვლინდა 150 მგ/კგ/დღეში დოზიდან მიღებისას (>232-ჯერადი სისტემური ექსპოზიცია კლინიკური დოზით). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტი გავლენას არ ახდენს ფერტილობაზე. ვირთაგვებში მდედრების ფერტილობის კვლევაში დოზით 200 მგ/კგ/დღეში (>69-ჯერ მეტი კლინიკური სისტემური ექსპოზიცია) აღინიშნა ლეკვის სხეულის წონის უმნიშვნელო შემცირება. ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა არასრული ოსიფიკაციის უფრო მაღალი სიხშირე ცხოველების პარალელურ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სისტემური ექსპოზიციის დროს, რომელიც >24-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციას კლინიკური დოზების გამოყენებისას. ვირთაგვებში რაიმე დარღვევები არ დაფიქსირებულა. ნაჩვენებია, რომ მონტელუკასტი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა ცხოველების დედის რძეში.

ნატრიუმის მონტელუკასტის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ 5000 მგ/კგ-მდე დოზებით თაგვებსა და ვირთაგვებში (15,000 მგ/მ2 და 30,000 მგ/მ2 თაგვებში და ვირთაგვებში, შესაბამისად) ტესტირებულ მაქსიმალურ დოზაზე სიკვდილი არ დაფიქსირებულა. ეს დოზა ეკვივალენტურია 25,000-ჯერადი რეკომენდებული დღიური დოზის მოზრდილი ადამიანისთვის (მოზრდილი პაციენტის 50 კგ წონაზე დაყრდნობით).

დადგინდა, რომ მონტელუკასტი არ იყო ფოტოტოქსიკური თაგვებში UVA, UVB ან ხილული სინათლის სპექტრის მიმართ 500 მგ/კგ/დღეში-მდე დოზებისას (დაახლოებით >200-ჯერ მეტი, სისტემური ექსპოზიციის საფუძველზე).

მონტელუკასტი არ ავლენდა არც მუტაგენურ თვისებებს in vitro და in vivo ტესტებში და არც კანცეროგენულ თვისებებს მღრღნელების სახეობებში.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, დისტილირებული წყალი.

გარსი

Instacoat aqua IC-A-329* IH

ჰიპრომელოზა (E464)

პოლიეთილენგლიკოლი (El 521)

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

  • 3 ვარგისობის ვადა

24 თვე

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5 კონტეინერის ხასიათი და შემცველობა

10 ტაბლეტი შეფუთულია ალუმინი-ალუმინის ბლისტერში. 3 ასეთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციასთან და სხვაგვარ მოპყრობასთან დაკავშირებით

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

MSN Laboratories Private Limited

MSN HOUSE, Plot No: C-24,

Sanath Nagar Industrial Estate, Sanath Nagar,

Hyderabad - 500 018, Telangana, ინდოეთი

მწარმოებელი

MSN Laboratories Private Limited,

(Formulation Division),

Plot No: 42, ANRICH Industrial Estate,

Bollaram, Sangareddy Distric-502 325

Telangana, ინდოეთი

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

არ არის ხელმისაწვდომი.

  • პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

არ არის ხელმისაწვდომი.

  • ტექსტის გადახედვის თარიღი:

2025 წლის მარტი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა