მონაზილი
MONAZIL
ნაჩვენებია ალერგიული რინიტისა და ალერგიული რინიტით მიმდინარე ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ და შესამსუბუქებლად. ნაჩვენებია 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოცეტირიზინი (levocetirizine) + მონტელუკასტი (montelukast)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- R03DC53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041687
- რეგისტრირებულია
- 23 ივლისი 2024, მოქმედებს 23 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ilko Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვანფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მონაზილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნაჩვენებია ალერგიული რინიტისა და ალერგიული რინიტით მიმდინარე ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ და შესამსუბუქებლად.
ნაჩვენებია 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).
მონაზილის თერაპიული ეფექტი ალერგიული რინიტისა და ალერგიული ასთმის დროს იწყება ერთი დღის განმავლობაში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, გააგრძელონ მონაზილის მიღება ალერგიული კონტაქტის პერიოდში.
წყვეტილი ალერგიული რინიტის (სიმპტომები აღინიშნება კვირაში ოთხ დღეზე ნაკლები ან ოთხ კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით) მკურნალობა ხორციელდება დაავადების და მისი ისტორიის მიხედვით; მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და შეიძლება ხელახლა დაიწყოს სიმპტომების ხელახლა განვითარებისას.
მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება კვირაში ოთხ დღეზე მეტი ან ოთხ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით) რეკომენდებულია თერაპიის გაგრძელება ალერგენების ზემოქმედების პერიოდში.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს მონაზილი უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ. მიღების დრო შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით.
მიღების მეთოდი:
მონაზილი მიიღება პერორალურად, მთლიანად გადაყლაპვით გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად. მონაზილის საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღებასთან დაკავშირებით რაიმე დისკომფორტი არ აღინიშნება.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზირების ინტერვალები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით. დოზის კორექცია უნდა ეფუძნებოდეს ქვემოთ მოცემულ ცხრილს. ამ დოზირების ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის (CLcr) შეფასება მლ/წთ-ში. CLcr (მლ/წთ) მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) დონის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ქვემოთ მოცემულ განტოლებაში:
[40 – ასაკი (წლები)] × წონა (კგ)
CLcr = (× 0.85 [ქალებისთვის])
72 × შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:
ჯგუფი
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზირება და სიხშირე
ნორმალური
>80
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
მსუბუქი
50- 79
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
ზომიერი
30- 49
1 ტაბლეტი 2 დღეში ერთხელ
მძიმე
<30
1 ტაბლეტი 3 დღეში ერთხელ
თირკმლის დაავადების ბოლო სტადია - პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე
<10
უკუნაჩვენებია
ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის კორექცია.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.
პედიატრიული პოპულაცია
მონაზილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ არ მისცეთ მონაზილი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გერიატრიული პოპულაცია
დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით (იხილეთ სათაური „თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა“).
მკურნალობა მონაზილით ასთმის სხვა მკურნალობასთან ერთად
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები: საჭიროების შემთხვევაში, მონაზილით მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი თერაპია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური კლინიკური კონტროლი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და/ან ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენებისას. საჭიროების შემთხვევაში საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს. თუმცა, მონაზილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს საინჰალაციო კორტიკასტეროიდების უეცარი შეწყვეტით.
უკუჩვენებები
შეზღუდულია შემთხვევაში;
მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები)
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
მონაზილი არ არის რეკომენდებული 15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, ვინაიდან აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების არსებული ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.
სიფრთხილის დაცვა რეკომენდებულია ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას (იხილეთ ნაწილი 4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის შეკავების მაპროვოცირებელი ფაქტორები (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ არასოდეს გამოიყენონ მონაზილი ასთმის უეცარი შეტევების სამკურნალოდ და ყოველთვის თან იქონიონ სამაშველო ინჰალატორი, რათა გამოიყენონ ასეთ შემთხვევებში.
თუ მწვავე შეტევა განვითარდა, უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტი. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რაც შეიძლება მალე, როდესაც მათ სჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების ინჰალაციები.
მონაზილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკასტეროიდების უეცარი შეწყვეტით. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღება შეიძლება შეწყდეს მონტელუკასტის ერთდროულად მიღებისას.
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები აღინიშნა მოზრდილებში, მოზარდებში და პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს. მონტელუკასტის გამოყენების პოსტმარკეტინგული შეტყობინებები მოიცავს აგზნებას, აგრესიულ ქცევას ან მტრულ დამოკიდებულებას, შფოთვას, დეპრესიას, დეზორიენტაციას, არანორმალურ სიზმრებს, ჰალუცინაციებს, უძილობას, მოუსვენრობას, მობილურობას, სომნამბულიზმს, სუიციდურ აზროვნებას და ქცევას (თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით) და ტრემორს.
დადგენილია, რომ არსებობს თანმიმდევრული კავშირი მონტელუკასტთან დაკავშირებული პოსტმარკეტინგული მოხსენებების კლინიკურ თვისებებსა და გვერდით რეაქციებს შორის.
პაციენტები და ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ნეიროფსიქიატრიული მოვლენების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ აცნობონ ექიმს ასეთი სახის ცვლილებების განვითარების შემთხვევაში. ექიმებმა გულდასმით უნდა შეაფასონ მონაზილით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი, თუ ასეთი მოვლენები განვითარდება (იხილეთ ნაწილი 4.8. გვერდითი რეაქციები).
ეოზინოფილური მდგომარეობები
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა მონაზილი, შეიძლება აღენიშნებოდეთ სისტემური ეოზინოფილია; ზოგჯერ ამას თან ახლავს ვასკულიტის კლინიკური ნიშნები, რომლის მკურნალობა ძირითადად ხორციელდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით და რომელიც თავსებადია აშლილობასთან, სახელწოდებით ჩარგ-სტრაუსის სინდრომი. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის რედუქციასთან ან გაუქმებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის მიმართ მათ პაციენტებში. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდებათ ეს სიმპტომები, უნდა ხელახლა შეფასდნენ და უნდა განხორციელდეს მათი მკურნალობის რეჟიმის შეფასება.
მონაზილით მკურნალობა არ ცვლის ასპირინისადმი მგრძნობელობის მქონე პაციენტების მიერ ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების თავიდან აცილების აუცილებლობას.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პროდუქტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა (მათ შორის კვლევები CYP3A4 ინდუქტორებთან). ცეტირიზინთან, ლევოცეტირიზინის რაცემატულ ნაერთთან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). ცეტირიზინის კლირენსის მცირე დაქვეითება (16%) დაფიქსირდა თეოფილინის მრავალჯერადი დოზის კვლევაში (400 მგ დღეში ერთხელ); ხოლო თეოფილინის დისპოზიცია არ შეცვლილა ცეტირიზინის ერთდროული მიღებით.
რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ დღეში) მრავალჯერადი დოზის კვლევაში, ცეტირიზინის ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, რიტონავირის დისპოზიცია ოდნავ შემცირდა ცეტირიზინის ერთდროული მიღებისას.
ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება საკვების მიღებასთან ერთად, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემული ნივთიერება, არ ზრდის ალკოჰოლის ეფექტს, მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ ცეტირიზინთან ან ლევოცეტირიზინთან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
მონტელუკასტი ინიშნება სხვა თერაპიებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისთვის. წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) შემცირდა დაახლოებით 40%-ით სუბიექტებში ფენობარბიტალის ერთდროული მიღებისას. იმის გამო, რომ მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ით, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი ერთდროულად ინიშნება CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, წამალთაშორისი ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომელშიც ჩართული იყო მონტელუკასტი და როსიგლიტაზონი (მარკერული სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტებს, ძირითადად მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით) აჩვენა, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP 2C8 in vivo. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვნად ცვლის ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების (მაგ., პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმს.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8-ის სუბსტრატი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარისხით, 2C9 და 3A4–ის. წამალთაშორისი ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მონტელუკასტი და გემფიბროზილი (როგორც CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) გემფიბროზილმა გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია 4,4-ჯერ. მონტელუკასტის დოზის კორექცია არ არის საჭირო გემფიბროზილთან ან CYP 2C8-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი). მონტელუკასტის ერთდროულმა გამოყენებამ იტრაკონაზოლთან, CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
ორსულობის პოტენციალი/კონტრაცეფცია:
არ არის საკმარისი მონაცემები მონაზილის გავლენის შესახებ ფერტილობაზე შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობის პერიოდი
არ არის საკმარისი მონაცემები ორსულებში მონაზილის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
ორსულობის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზებიდან შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს მიზეზობრივ კავშირზე მსოფლიო მარკეტინგული გამოცდილების დროს იშვიათად მოხსენებულ მალფორმაციებსა (მაგ. კიდურების თანდაყოლილი დეფექტები) და მონტელუკასტს შორის.
მონაზილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშკარად აუცილებელია. მონაზილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს არ არის აუცილებელი.
ლაქტაციის პერიოდი
უცნობია გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემატი, გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ლევოცეტირიზინის გამოყოფა დედის რძეში სავარაუდოა.
არ არის რეკომენდებული მონაზილის გამოყენება მეძუძურ დედებში.
ფერტილობა
ფერტილობის კვლევებისას მდედრ ვირთაგვებში, მონტელუკასტმა გამოიწვია ფერტილობის და ნაყოფიერების ინდექსების შემცირება 200 მგ/კგ პერორალური დოზით (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 70-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზით). 100 მგ/კგ პერორალური დოზით ზემოქმედება ქალის ფერტილობაზე ან ნაყოფიერებაზე არ დაფიქსირებულა (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 20-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის დროს). მონტელუკასტს არ ჰქონდა ზეგავლენა მამრ ვირთაგვებში ფერტილობაზე პერორალური დოზებით 800 მგ/კგ-მდე (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 160-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზით).
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე.
არ არის საკმარისი მონაცემები მონაზილის ზემოქმედების შესახებ ადამიანის რეპროდუქციულობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მონტელუკასტი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი იმოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, აღინიშნა ძილიანობის და თავბრუსხვევის ძალიან იშვიათი შემთხვევები.
შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა არანაირი მტკიცებულება, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით აუარესებს გონებრივ აქტივობას, რეაქტიულობას ან ავტოტრანსპორტის მართვის უნარს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია ლევოცეტირიზინის მიღებისას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებმაც უნდა მართონ ავტომობილი, ჩაერთონ პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ან უნდა მართონ მექანიზმები, უნდა გაითვალისწინონ მათი რეაქცია სამკურნალო პროდუქტზე და გამოიჩინონ სიფრთხილე.
გვერდითი მოვლენები
ლევოცეტირიზინი
12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, ლევოცეტირიზინის 5 მგ ჯგუფში შემავალი პაციენტების 15,1%-ს ჰქონდა მინიმუმ ერთი წამლისმიერი გვერდითი რეაქცია, პლაცებოს ჯგუფში 11,3%-თან შედარებით.
თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო გაცხრილვის მაჩვენებელი იყო 1,0% (9/935) 5 მგ ლევოცეტირიზინის მიღებისას და 1,8% (14/771) პლაცებოს მიღებისას.
ლევოცეტირიზინის გამოყენებით კლინიკური თერაპიული კვლევები მოიცავდა 935 სუბიექტს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სამკურნალო პროდუქტს რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში. ამ გაერთიანებიდან მოხსენებული იყო შემდეგი წამლისმიერი გვერდითი რეაქციები სიხშირით 1% ან მეტი (ხშირი: ≥1/100-დან <1/10-მდე) ლევოცეტირიზინის 5 მგ ან პლაცებოს მიღებისას:
გვერდითი ეფექტი
პლაცებო (n=771)
ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=935)
თავის ტკივილი
25 (%3,2)
24 (%2,6)
ძილიანობა
11 (%1,4)
49 (%5,2)
პირის სიმშრალე
12 (%1,6)
24 (%2,6)
დაღლილობა
9 (%1,2)
23 (%2,5)
გამოვლინდა ასევე გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები (იშვიათი ≥1/1,000-დან <1/100-მდე), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.
სედაციური წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირე, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, მთლიანობაში უფრო ხშირი იყო (8,1%) ლევოცეტირიზინის 5 მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს დროს (3,1%).
პედიატრიული მოსახლეობა
პლაცებო კონტროლირებად ორ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა 6-11 თვის ასაკისა და 1-6 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, 159 სუბიექტი ექვემდებარებოდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1,25 მგ ორჯერ დღეში, შესაბამისად. პრეპარატის გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას.
ორგანოთა სისტემის კლასი და სასურველი ტერმინი
პლაცებო (n=83)
ლევოცეტირიზინი (n=159)
კუჭ–ნაწლავის დარღვევები
დიარეა
0
3 (%1,9)
ღებინება
1 (%1,2)
1 (%0,6)
ყაბზობა
0
2 (%1,3)
ნერვული სისტემის დარღვევები
ძილიანობა
2 (%2,4)
3 (%1,9)
ფსიქიატრიული დარღვევები
ძილის დარღვევა
0
2 (%1,3)
6-15 წლის ბავშვებში ჩატარდა ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევები, რომლებშიც ბავშვები იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად ცვლადი პერიოდების განმავლობაში 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. მოხსენებული იყო პრეპარატის გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე, რომელიც შეადგენდა 1% ან მეტს ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას.
სასურველი ტერმინი
პლაცებო (n=240)
ლევოცეტირიზინი 5 mg (n=243)
თავის ტკივილი
5 (%2,1)
2 (%0,8)
ძილიანობა
1 (%1,9)
7 (%2,9)
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციები მითითებულია ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიის ჩათვლით
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
უცნობი: მომატებული მადა
ფსიქიატრიული დარღვევები
უცნობი: აგრესია, აგზნება, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი
უცნობი: კრუნჩხვები, სომნოლენტობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია
დარღვევები თვალის მხრივ
უცნობი: მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
უცნობი: ვერტიგო
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი: პალპიტაცია, ტაქიკარდია
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
უცნობი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევა
ხშირი: პირის სიმშრალე
არახშირი: მუცლის ტკივილი
უცნობი: გულისრევა, ღებინება
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების დარღვევები:
უცნობი: კუნთების ტკივილი (მიალგია)
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები:
უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:
ხშირი: დაღლილობა
არახშირი: ასთენია
უცნობი: შეშუპება
გამოკვლევები
უცნობი: წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრა
მონტელუკასტი
მონტელუკასტი შეფასდა კლინიკურ კვლევებში შემდეგნაირად:
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დაახლოებით 4,000 მოზრდილ და მოზარდ ასთმიან პაციენტში 15 წლის და უფროსი ასაკის.
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დაახლოებით 400 მოზრდილ და მოზარდ ასთმიან პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით 15 წლის და უფროსი ასაკის.
კლინიკურ კვლევებში წამალთან დაკავშირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები მოხსენებულია ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) 15 წლის და უფროსი ასაკის ასთმიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით და უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი:
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი: მუცლის ტკივილი
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მოხსენებული გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით და გვერდითი რეაქციების სპეციფიკური ტერმინოლოგიის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები შეფასდა შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება თითოეული გვერდითი რეაქციისთვის კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში მოხსენებული სიხშირით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია†
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: მომატებული სისხლდენის ტენდენცია
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილის დარღვევები კოშმარების ჩათვლით, უძილობა, შფოთვა, აგზნება აგრესიული ქცევის ან მტრული დამოკიდებულების ჩათვლით, დეპრესია, სომნამბულიზმი, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (მათ შორის გაღიზიანება, მოუსვენრობა, ტრემორი§)
იშვიათი: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება
ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები, სუიციდური აზროვნება და ქცევა (სუიციდალობა), ქცევითი ცვლილებები
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: თავბრუსხვევა, სომნოლენტობა, პარესთეზია/ჰიპოესთეზია, კრუნჩხვები
კარდიალური დარღვევები
იშვიათი: პალპიტაცია

არახშირი: ეპისტაქსისი
ძალიან იშვიათი: ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხილეთ ნაწილი 4.4), ფილტვის
ეოზინოფილია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: დიარეა‡, გულისრევა‡ ღებინება‡
არახშირი: პირის სიმშრალე, დისპეფსია
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) დონის მომატება
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰეპატოცელულარული და ღვიძლის შერეული ტიპის დაზიანების ჩათვლით)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: გამონაყარი‡
არახშირი: სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება
ძალიან იშვიათი: კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
არახშირი: ართრალგია, მიალგია კუნთების კრუნჩხვების ჩათვლით
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე
ხშირი: პირექსია ‡
არახშირი: ასთენია/დაღლილობა, მოუსვენრობა, შეშუპება
† ეს გვერდითი ეფექტი, მოხსენებული, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე მოხსენებული იყო, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო კლინიკურ კვლევებში.
‡ ეს გვერდითი ეფექტი, მოხსენებული, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე მოხსენებული იყო, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო კლინიკურ კვლევებში.
§ სიხშირის კატეგორია: იშვიათი
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ:
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
მონაზილის დოზის გადაჭარბების გამოცდილება ჯერ არ არსებობს.
ლევოცეტირიზინი
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სომნოლენტობას მოზრდილებში, თავდაპირველად აგზნება და მოუსვენრობა ბავშვებში, რასაც მოჰყვება სომნოლენტობა.
ჭარბი დოზირების მართვა
ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა შეიძლება განიხილებოდეს პრეპარატის მიღებიდან მალევე. ლევოცეტირიზინი ჰემოდიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.
მონტელუკასტი
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტი შეყვანილი იყო დოზებით 200 მგ/დღეში მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიან კვლევებში 900 მგ/დღეში პაციენტებში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე.
პოსტმარკეტინგულ გამოცდილებასა და კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტის გამოყენებისას იყო შეტყობინებები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ. ეს მოიცავს მოხსენებებს მოზრდილებში და ბავშვებში 1,000 მგ-მდე მაღალი დოზის მიღებისას (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში). კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნები შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, მიდრიაზს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
უცნობია ექვემდებარება თუ არა მონტელუკასტი პერიტონეულ დიალიზს ან ჰემოდიალიზს.
შემადგენლობა
წამლის აქტიური ნივთიერება:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10,38 მგ მონტელუკასტის ნატრიუმს, 10 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ლაქტოზას მონოჰიდრატი ................................ 195 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ის ქვემოთ. დაიცავით სინათლისგან და ნესტისგან.
- 5. შეფუთვის სახეობა და შემცველობა
იყიდება ალუ/ალუ ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 90 ტაბლეტისთვის. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
- 6. ადამიანის სამკურნალო პროდუქტის ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah., Çolakoğlu Sok.,
No: 10/ 34885, Sancaktepe/ სტამბოლი, თურქეთი
ტელ: +90 216 564 80 00
ფაქსი: +90 216 564 80 99
- მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი
2018/11
- პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის განახლების თარიღი
პირველი მარკეტინგული ავტორიზაციის თარიღი: 07.03.2018
მარკეტინგული ავტორიზაციის განახლების თარიღი:
- პრეპარატის ზოგადი დახასიათების განახლება:
- 11.2019
ფარმაკოლოგიური თვისებები
რესპირატორული სისტემა, სხვა სისტემური სამკურნალო საშუალებები სასუნქი გზების ობსტრუქციული დაავადებებისთვის
ათქ კოდი: R03DC53
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1–რეცეპტორების ძლიერი და სელექტიური ანტაგონისტი.
შემაკავშირებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1–რეცეპტორებთან (Ki= 3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინის აფინურობა 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ცეტირიზინის (Ki=6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1– რეცეპტორებისგან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წთ.
ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი აჩვენებს რეცეპტორების შებოჭვას 90%-ით 4 საათში და 57%-ით 24 საათში.
ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ მოხალისეებში აჩვენა, რომ ნახევარი დოზით ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებადი აქტივობა ცეტირიზინის მიმართ როგორც კანსა, ასევე ცხვირშიც.
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილი იყო რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევებში:
კვლევაში, რომელიც ადარებდა 5 მგ ლევოცეტირიზინის, 5 მგ დესლორატადინის და პლაცებოს ეფექტებს ჰისტამინით გამოწვეულ ბუშტუკებსა და ანთებით ჰიპერემიაზე, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ბუტუკებისა და ანთებითი ჰიპერემიის წარმოქმნის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ყველაზე მაღალი იყო პირველ 12 საათში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0,001) პლაცებოსთან და დესლორატადინთან შედარებით.
ლევოცეტირიზინის 5 მგ მოქმედების დაწყება მტვერით გამოწვეული სიმპტომების კონტროლისას დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ პლაცებო კონტროლირებად კვლევებში ალერგენით სტიმულაციის კამერის მოდელში.
In vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერები და უჯრედების შრეების ტექნიკა) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით გამოწვეულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელურ მიგრაციას როგორც კანის, ასევე ფილტვის უჯრედებში. ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერის ტექნიკა) აჩვენა 5 მგ ლევოცეტირიზინის სამი ძირითადი ინჰიბიტორული ეფექტი მტვერით გამოწვეული რეაქციის პირველ 6 საათში, პლაცებოსთან შედარებით 14 მოზრდილ პაციენტში: VCAM-1-ის დათრგუნვა (სისხლძარღვთა უჯრედების ადჰეზიის მოლეკულა-1) გამონთავისუფლება, სისხლძარღვთა გამტარიანობის მოდულაცია და ეოზინოფილების რეკრუტირების შემცირება.
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სეზონური ალერგიული რინიტი, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი ან მუდმივი ალერგიული რინიტი. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ცხვირის ობსტრუქციას.
6 თვიანმა კლინიკურმა კვლევამ 551 მოზრდილ პაციენტში (მათ შორის 276 ლევოცეტირიზინით ნამკურნალევი პაციენტი), რომლებსაც აწუხებთ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომები კვირაში 4 დღე ზედიზედ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) და მგრძნობიარე იყო სახლის მტვერის ტკიპებისა და ბალახის მტვერის მიმართ, აჩვენა, რომ 5 მგ ლევოცეტირიზინი კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო ქულის შემსუბუქებაზე კვლევის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, ყოველგვარი ტაქიფილაქსიის გარეშე. კვლევის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
ჰისტამინით გამოწვეული კანის რეაქციების ეფექტი არ არის დამოკიდებული პლაზმის კონცენტრაციაზე. ეკგ-მ არ აჩვენა ლევოცეტირიზინის შესაბამისი ეფექტი QT ინტერვალზე.
მონტელუკასტი
ცისტეინილ ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) არის ძლიერი ანთებითი ეიკოსანოიდები, რომლებიც გამოთავისუფლდება სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პრო-ასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი–1 (CysLT1) რეცეპტორი გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედები და სასუნთქი გზების მაკროფაგები) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებში (ეოზინოფილები და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედები). CysLT–ები კორელაციაშია ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან.
ასთმის დროს ლეიკოტრიენის მედიატორობით გამოწვეული ეფექტები მოიცავს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანის სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარიანობას და ეოზინოფილების რეკრუტირებას. ალერგიული რინიტის დროს CysLT–ები გამოიყოფა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ როგორც ადრეული, ისე გვიანი ფაზის რეაქციების დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან. ნაჩვენებია, რომ CysLT-ით ინტრანაზალური პროვოკაცია ზრდის ცხვირის სასუნთქი გზების წინააღმდეგობას და ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომებს.
ლევოცეტირიზინი/მონტელუკასტი
32-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, ჯვარედინი კვლევა ჩატარდა 2 ჯგუფში; მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე 20 პაციენტმა მიიღო მონტელუკასტი 10 მგ/დღეში და/ან ლევოცეტირიზინი 5 მგ/დღეში ან პლაცებო. ძილის დარღვევის გარდა, ცხოვრების ხარისხი შეფასდა მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი მკურნალობის პერიოდის ბოლო დღეს რინოკონიუნქტივიტის დროს ცხოვრების ხარისხის კითხვარის გამოყენებით. სიცოცხლის ხარისხის საშუალო (SEM) ქულა მკურნალობამდე იყო 2,58 (0,49). პლაცებოს შემდეგ იყო 1,78 (0,46), ლევოცეტირიზინის შემდეგ იყო 1,38 (0,42), მონტელუკასტის შემდეგ იყო 1,36 (0,37) და მონტელუკასტის პლუს ლევოცეტირიზინის შემდეგ იყო 1,26 (0,39). მუდმივი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ, მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის კომბინირება დამატებით სარგებელს იძლეოდა ცალკეულ საშუალებებთან შედარებით.
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებმა მიიღეს ლევოცეტირიზინი (5 მგ/დღეში), მონტელუკასტი (10 მგ/დღეში), პლაცებო ან ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის კომბინაცია. მკურნალობის პერიოდები გაყოფილი იყო 2-კვირიანი გამორეცხვის პერიოდებით. სიმპტომების შეფასება, კანის პრიკ ტესტები, სპირომეტრია ჩატარდა მკურნალობის პერიოდის წინა დღეს და ბოლო დღეებში. საშუალო SD საწყისი ცხვირის სიმპტომების ქულა იყო 7,95±0,68 მკურნალობამდე და გაუმჯობესდა 3,02±0,64–მდე ლევოცეტირიზინის, 3,44±0,55–მდე მონტელუკასტის და 2,14±0,39-მდე მონტელუკასტი/ლევოცეტირიზინის კომბინაციის შემდეგ. ცხვირის სიმპტომების ყველაზე საუკეთესო გაუმჯობესება დაფიქსირდა კომბინირებული მკურნალობის შემდეგ. ეოზინოფილების კათიონური ცილების დონის დაქვეითება უფრო დიდი იყო მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ერთობლივი გამოყენების შემდეგ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
მონაზილის პერორალური მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინის და მონტელუკასტის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათის შემდეგ. მონაზილის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შეწოვის სიჩქარე და რაოდენობა ეკვივალენტურია ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის ცალკე მიღებული ტაბლეტების სახით ბიოშეღწევადობისა.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკას აქვს დაბალი სუბიექტთაშორისი ცვალებადობა და ხაზოვანია, რადგან ის დამოუკიდებელია დოზისა და დროისაგან. ფარმაკოკინეტიკური პროფილი იგივეა, მიუხედავად იმისა, მიიღება როგორც ცალკე ენანტიომერის თუ ცეტირიზინის სახით. შეწოვისა და ექსკრეციის დროს ქირალური ინვერსია არ ვითარდება.
აბსორბცია:
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0,9 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაცია არის 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ ერთჯერადი და განმეორებითი 5 მგ დღიური დოზის შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დოზადამოუკიდებელია და არ იცვლება საკვების მიღებით, თუმცა პიკური კონცენტრაცია მცირდება და დაგვიანებულია.
განაწილება:
ადამიანის ქსოვილებში განაწილების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, არც ლევოცეტირიზინის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ.
ვირთაგვებისა და ძაღლების ქსოვილებში ყველაზე მაღალი დონე გვხვდება ღვიძლში და თირკმლებში, ყველაზე დაბალი - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ადამიანებში ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0,4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ადამიანებში ლევოცეტრიზინის ბიოტრანსფორმაციის ხარისხი დოზის 14%-ზე ნაკლებია და, შესაბამისად, განსხვავებები, რომლებიც გამოწვეულია გენეტიკური პოლიმორფიზმით ან ფერმენტის ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით, სავარაუდოდ, უმნიშვნელო იქნება. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატულ დაჟანგვას, N- და O- დეალკილირებას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილირების გზები ძირითადად ხორციელდება CYP 3A4-ით, ხოლო არომატული დაჟანგვა მოიცავს მრავალ და/ან დაუდგენელ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინი არავითარ გავლენას არ ახდენს CYP იზოენზიმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 აქტივობაზე კონცენტრაციებში, რომლებიც აღემატება პიკურ კონცენტრაციებს, რომლებიც მიიღწევა 5 მგ დოზის პერორალურად მიღების შემდეგ.
დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.
ელიმინაცია:
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7,9±1,9 საათი. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. სხეულის საშუალო მოჩვენებითი საერთო კლირენსი მოზრდილებში არის 0,63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა არის შარდი, რომელიც შეადგენს დოზის საშუალოდ 85,4%-ს.
ფეკალიებით გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 12,9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გლომერულური ფილტრაციით, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
წრფივობა/არაწრფივობა:
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია .
მონტელუკასტი
აბსორბცია:
მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ (Tmax). საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ არის 64%. საკვების სტანდარტული მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე და Cmax-ზე.
უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, როდესაც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიღებული იყო საკვების მიღების დროსგან დამოუკიდებლად.
5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის Cmax მიიღწევა მიღებიდან 2 საათის შემდეგ მოზრდილებში უზმოზე. საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას არის 73% და მცირდება 63%-მდე სტანდარტული კვებით.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების წონასწორული მოცულობა შეადგენს 8-11 ლიტრს.
ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები რადიომარკირებული მონტელუკასტით მიუთითებს მინიმალურ განაწილებაზე ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გარდა ამისა, რადიომარკირებული მასალის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო ყველა სხვა ქსოვილში.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზებით ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში იყო განუსაზღვრულად დაბალი.
მონტელუკასტის მეტაბოლიზმის მთავარი ფერმენტი არის ციტოქრომი P450 2C8. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე აჩვენა, რომ CYP 3A4 და 2C9 ციტოქრომები თამაშობენ როლს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე დამატებითი in vitro შედეგების საფუძველზე, მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ თრგუნავს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მეტაბოლიტების წვლილი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 45 მლ/წთ ჯანმრთელ მოზრდილებში. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის 86% აღდგენილი იყო 5-დღის განმავლობაში ფეკალურ მასებში და <0,2% აღდგენილი იყო შარდში. მონტელუკასტის პერორალური ბიოშეღწევადობის შეფასებებთან ერთად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის ექსკლუზიურად ნაღველის საშუალებით.
წრფივობა/არაწრფივობა:
მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის წრფივია 50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის. 10 მგ მონტელუკასტის დღეში ერთხელ მიღებისას აღინიშნება პლაზმაში ძირითადი პრეპარატის მცირე დაგროვება (14%).
დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში
რასა:
მოსალოდნელია, რომ პაციენტის ეთნიკური წარმომავლობა გავლენას არ მოახდენს ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე პრეპარატის აბსორბციის და ბიოტრანსფორმაციული თვისებების კუთხით.
სქესი:
ლევოცეტირიზინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია და მთლიანი აბსორბცია დაახლოებით 20% და 15%-ით მეტია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგადად, ნახევარგამოყოფის პერიოდი, ოდნავ უფრო მოკლეა ქალებში (7,1 სთ), ვიდრე მამაკაცებში (8,6 სთ). თუმცა, სხეულის წონაზე გადათვლით პერორალური კლირენსი ქალებში (0,67 მლ/წთ/კგ) მსგავსია ასეთთან მამაკაცებში (0,59 მლ/წთ/კგ). ეს განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, იგივე დღიური დოზები და დოზირების ინტერვალები გამოიყენება მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
ლევოცეტირიზინის მოჩვენებითი სხეულის კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ მნიშვნელოვანია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალის კორექტირება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით. მოხალისეებში თირკმლის უკმარისობის ანურიის ბოლო სტადიის დროს სხეულის საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ნორმალურ მოხალისეებთან შედარებით. ლევოცეტირიზინის გამოდევნილმა რაოდენობამ სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის დროს შეადგინა <10%.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით ქულა >9).
მონტელუკასტის მაღალი დოზების გამოყენებისას (20-60-ჯერ მეტი რეკომენდებულ დოზაზე მოზრდილებში), აღინიშნა პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება. ეს ეფექტი არ შეინიშნებოდა რეკომენდებული 10 მგ დღეში ერთხელ დოზის მიღებისას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
- სამკურნალო პრეპარატის დასახელება
მონაზილი 5 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
წამლის აქტიური ნივთიერება:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10,38 მგ მონტელუკასტის ნატრიუმს, 10 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებებია:
ლაქტოზას მონოჰიდრატი ................................ 195 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მონაზილი არის ორშრიანი, მრგვალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ერთი ფენით თეთრი ფერის, მეორე ფენით ყვითელი ფერის.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ნაჩვენებია ალერგიული რინიტისა და ალერგიული რინიტით მიმდინარე ასთმის სიმპტომების სამკურნალოდ და შესამსუბუქებლად.
ნაჩვენებია 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ რეზისტენტული ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების კომბინირებული მკურნალობისთვის.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).
მონაზილის თერაპიული ეფექტი ალერგიული რინიტისა და ალერგიული ასთმის დროს იწყება ერთი დღის განმავლობაში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, გააგრძელონ მონაზილის მიღება ალერგიული კონტაქტის პერიოდში.
წყვეტილი ალერგიული რინიტის (სიმპტომები აღინიშნება კვირაში ოთხ დღეზე ნაკლები ან ოთხ კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით) მკურნალობა ხორციელდება დაავადების და მისი ისტორიის მიხედვით; მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და შეიძლება ხელახლა დაიწყოს სიმპტომების ხელახლა განვითარებისას.
მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომები აღინიშნება კვირაში ოთხ დღეზე მეტი ან ოთხ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით) რეკომენდებულია თერაპიის გაგრძელება ალერგენების ზემოქმედების პერიოდში.
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს მონაზილი უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ. მიღების დრო შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს პაციენტის საჭიროებების მიხედვით.
მიღების მეთოდი:
მონაზილი მიიღება პერორალურად, მთლიანად გადაყლაპვით გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად. მონაზილის საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღებასთან დაკავშირებით რაიმე დისკომფორტი არ აღინიშნება.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
დოზირების ინტერვალები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით. დოზის კორექცია უნდა ეფუძნებოდეს ქვემოთ მოცემულ ცხრილს. ამ დოზირების ცხრილის გამოსაყენებლად საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის (CLcr) შეფასება მლ/წთ-ში. CLcr (მლ/წთ) მნიშვნელობა გამოითვლება შრატის კრეატინინის (მგ/დლ) დონის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ქვემოთ მოცემულ განტოლებაში:
[40 – ასაკი (წლები)] × წონა (კგ)
CLcr = (× 0.85 [ქალებისთვის])
72 × შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:
ჯგუფი
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
დოზირება და სიხშირე
ნორმალური
>80
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
მსუბუქი
50- 79
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
ზომიერი
30- 49
1 ტაბლეტი 2 დღეში ერთხელ
მძიმე
<30
1 ტაბლეტი 3 დღეში ერთხელ
თირკმლის დაავადების ბოლო სტადია - პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე
<10
უკუნაჩვენებია
ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის კორექცია.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ.
პედიატრიული პოპულაცია
მონაზილის უსაფრთხოება და ეფექტურობა 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ არ მისცეთ მონაზილი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გერიატრიული პოპულაცია
დოზის კორექცია რეკომენდებულია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით (იხილეთ სათაური „თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა“).
მკურნალობა მონაზილით ასთმის სხვა მკურნალობასთან ერთად
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები: საჭიროების შემთხვევაში, მონაზილით მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი თერაპია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური კლინიკური კონტროლი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და/ან ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების გამოყენებისას. საჭიროების შემთხვევაში საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზა შეიძლება თანდათან შემცირდეს. თუმცა, მონაზილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს საინჰალაციო კორტიკასტეროიდების უეცარი შეწყვეტით.
- 3. უკუჩვენებები
შეზღუდულია შემთხვევაში;
მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების ან პიპერაზინის წარმოებულების მიმართ
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები)
- 4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზოგადი
მონაზილი არ არის რეკომენდებული 15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, ვინაიდან აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების არსებული ფარმაცევტული ფორმა არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.
სიფრთხილის დაცვა რეკომენდებულია ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას (იხილეთ ნაწილი 4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის შეკავების მაპროვოცირებელი ფაქტორები (მაგ., ზურგის ტვინის დაზიანება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია), რადგან ლევოცეტირიზინმა შეიძლება გაზარდოს შარდის შეკავების რისკი.
პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ არასოდეს გამოიყენონ მონაზილი ასთმის უეცარი შეტევების სამკურნალოდ და ყოველთვის თან იქონიონ სამაშველო ინჰალატორი, რათა გამოიყენონ ასეთ შემთხვევებში.
თუ მწვავე შეტევა განვითარდა, უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტი. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს რაც შეიძლება მალე, როდესაც მათ სჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების ინჰალაციები.
მონაზილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკასტეროიდების უეცარი შეწყვეტით. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ, რომ პერორალური კორტიკოსტეროიდების მიღება შეიძლება შეწყდეს მონტელუკასტის ერთდროულად მიღებისას.
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები
ნეიროფსიქიატრიული მოვლენები აღინიშნა მოზრდილებში, მოზარდებში და პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს. მონტელუკასტის გამოყენების პოსტმარკეტინგული შეტყობინებები მოიცავს აგზნებას, აგრესიულ ქცევას ან მტრულ დამოკიდებულებას, შფოთვას, დეპრესიას, დეზორიენტაციას, არანორმალურ სიზმრებს, ჰალუცინაციებს, უძილობას, მოუსვენრობას, მობილურობას, სომნამბულიზმს, სუიციდურ აზროვნებას და ქცევას (თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით) და ტრემორს.
დადგენილია, რომ არსებობს თანმიმდევრული კავშირი მონტელუკასტთან დაკავშირებული პოსტმარკეტინგული მოხსენებების კლინიკურ თვისებებსა და გვერდით რეაქციებს შორის.
პაციენტები და ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ნეიროფსიქიატრიული მოვლენების მიმართ. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ აცნობონ ექიმს ასეთი სახის ცვლილებების განვითარების შემთხვევაში. ექიმებმა გულდასმით უნდა შეაფასონ მონაზილით მკურნალობის გაგრძელების რისკები და სარგებელი, თუ ასეთი მოვლენები განვითარდება (იხილეთ ნაწილი 4.8. გვერდითი რეაქციები).
ეოზინოფილური მდგომარეობები
იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ასთმის საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა მონაზილი, შეიძლება აღენიშნებოდეთ სისტემური ეოზინოფილია; ზოგჯერ ამას თან ახლავს ვასკულიტის კლინიკური ნიშნები, რომლის მკურნალობა ძირითადად ხორციელდება სისტემური კორტიკოსტეროიდებით და რომელიც თავსებადია აშლილობასთან, სახელწოდებით ჩარგ-სტრაუსის სინდრომი. ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებულია პერორალური კორტიკოსტეროიდული თერაპიის რედუქციასთან ან გაუქმებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტებთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ ეოზინოფილიის, ვასკულიტური გამონაყარის, ფილტვის სიმპტომების გაუარესების, გულის გართულებების და/ან ნეიროპათიის მიმართ მათ პაციენტებში. პაციენტები, რომლებსაც განუვითარდებათ ეს სიმპტომები, უნდა ხელახლა შეფასდნენ და უნდა განხორციელდეს მათი მკურნალობის რეჟიმის შეფასება.
მონაზილით მკურნალობა არ ცვლის ასპირინისადმი მგრძნობელობის მქონე პაციენტების მიერ ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების თავიდან აცილების აუცილებლობას.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პროდუქტი.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლევოცეტირიზინთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
ლევოცეტირიზინთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა (მათ შორის კვლევები CYP3A4 ინდუქტორებთან). ცეტირიზინთან, ლევოცეტირიზინის რაცემატულ ნაერთთან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება (ფსევდოეფედრინთან, ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, გლიპიზიდთან და დიაზეპამთან). ცეტირიზინის კლირენსის მცირე დაქვეითება (16%) დაფიქსირდა თეოფილინის მრავალჯერადი დოზის კვლევაში (400 მგ დღეში ერთხელ); ხოლო თეოფილინის დისპოზიცია არ შეცვლილა ცეტირიზინის ერთდროული მიღებით.
რიტონავირის (600 მგ ორჯერ დღეში) და ცეტირიზინის (10 მგ დღეში) მრავალჯერადი დოზის კვლევაში, ცეტირიზინის ექსპოზიცია გაიზარდა დაახლოებით 40%-ით, რიტონავირის დისპოზიცია ოდნავ შემცირდა ცეტირიზინის ერთდროული მიღებისას.
ლევოცეტირიზინის შეწოვის ხარისხი არ მცირდება საკვების მიღებასთან ერთად, თუმცა შეწოვის სიჩქარე მცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემული ნივთიერება, არ ზრდის ალკოჰოლის ეფექტს, მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ ცეტირიზინთან ან ლევოცეტირიზინთან შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
მონტელუკასტი ინიშნება სხვა თერაპიებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასთმის პროფილაქტიკისა და ქრონიკული მკურნალობისთვის. წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევებში, მონტელუკასტის რეკომენდებულ კლინიკურ დოზას არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა შემდეგი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
მონტელუკასტის პლაზმური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ ფართობი (AUC) შემცირდა დაახლოებით 40%-ით სუბიექტებში ფენობარბიტალის ერთდროული მიღებისას. იმის გამო, რომ მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4, 2C8 და 2C9-ით, სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მონტელუკასტი ერთდროულად ინიშნება CYP 3A4, 2C8 და 2C9 ინდუქტორებთან, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8-ის ძლიერი ინჰიბიტორი. თუმცა, წამალთაშორისი ურთიერთქმედების კლინიკური კვლევის მონაცემებმა, რომელშიც ჩართული იყო მონტელუკასტი და როსიგლიტაზონი (მარკერული სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს სამკურნალო პროდუქტებს, ძირითადად მეტაბოლიზდება CYP 2C8-ით) აჩვენა, რომ მონტელუკასტი არ თრგუნავს CYP 2C8 in vivo. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვნად ცვლის ამ ფერმენტის მიერ მეტაბოლიზებული სამკურნალო პროდუქტების (მაგ., პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი) მეტაბოლიზმს.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი არის CYP 2C8-ის სუბსტრატი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარისხით, 2C9 და 3A4–ის. წამალთაშორისი ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მონტელუკასტი და გემფიბროზილი (როგორც CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) გემფიბროზილმა გაზარდა მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიცია 4,4-ჯერ. მონტელუკასტის დოზის კორექცია არ არის საჭირო გემფიბროზილთან ან CYP 2C8-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას.
In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება CYP 2C8-ის ნაკლებად ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგ., ტრიმეტოპრიმი). მონტელუკასტის ერთდროულმა გამოყენებამ იტრაკონაზოლთან, CYP 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან, არ გამოიწვია მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა.
- 6. ორსულობა და ლაქტაცია.
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
ორსულობის პოტენციალი/კონტრაცეფცია:
არ არის საკმარისი მონაცემები მონაზილის გავლენის შესახებ ფერტილობაზე შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობის პერიოდი
არ არის საკმარისი მონაცემები ორსულებში მონაზილის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხილეთ ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
ორსულობის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზებიდან შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს მიზეზობრივ კავშირზე მსოფლიო მარკეტინგული გამოცდილების დროს იშვიათად მოხსენებულ მალფორმაციებსა (მაგ. კიდურების თანდაყოლილი დეფექტები) და მონტელუკასტს შორის.
მონაზილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშკარად აუცილებელია. მონაზილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს არ არის აუცილებელი.
ლაქტაციის პერიოდი
უცნობია გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ნაჩვენებია, რომ ცეტირიზინი, ლევოცეტირიზინის რაცემატი, გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ ლევოცეტირიზინის გამოყოფა დედის რძეში სავარაუდოა.
არ არის რეკომენდებული მონაზილის გამოყენება მეძუძურ დედებში.
ფერტილობა
ფერტილობის კვლევებისას მდედრ ვირთაგვებში, მონტელუკასტმა გამოიწვია ფერტილობის და ნაყოფიერების ინდექსების შემცირება 200 მგ/კგ პერორალური დოზით (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 70-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებისთვის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზით). 100 მგ/კგ პერორალური დოზით ზემოქმედება ქალის ფერტილობაზე ან ნაყოფიერებაზე არ დაფიქსირებულა (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 20-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზის დროს). მონტელუკასტს არ ჰქონდა ზეგავლენა მამრ ვირთაგვებში ფერტილობაზე პერორალური დოზებით 800 მგ/კგ-მდე (სავარაუდო ექსპოზიცია იყო დაახლოებით 160-ჯერ მეტი AUC-ზე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული დღიური პერორალური დოზით).
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე.
არ არის საკმარისი მონაცემები მონაზილის ზემოქმედების შესახებ ადამიანის რეპროდუქციულობაზე.
- 7. გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
მონტელუკასტი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. არ არის მოსალოდნელი, რომ მონტელუკასტი იმოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, აღინიშნა ძილიანობის და თავბრუსხვევის ძალიან იშვიათი შემთხვევები.
შედარებითმა კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა არანაირი მტკიცებულება, რომ ლევოცეტირიზინი რეკომენდებული დოზებით აუარესებს გონებრივ აქტივობას, რეაქტიულობას ან ავტოტრანსპორტის მართვის უნარს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია ლევოცეტირიზინის მიღებისას. ამიტომ, პაციენტებმა, რომლებმაც უნდა მართონ ავტომობილი, ჩაერთონ პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ან უნდა მართონ მექანიზმები, უნდა გაითვალისწინონ მათი რეაქცია სამკურნალო პროდუქტზე და გამოიჩინონ სიფრთხილე.
- 8. არასასურველი ეფექტები
ლევოცეტირიზინი
12-დან 71 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებულ თერაპიულ კვლევებში, ლევოცეტირიზინის 5 მგ ჯგუფში შემავალი პაციენტების 15,1%-ს ჰქონდა მინიმუმ ერთი წამლისმიერი გვერდითი რეაქცია, პლაცებოს ჯგუფში 11,3%-თან შედარებით.
თერაპიულ კვლევებში, გვერდითი მოვლენების გამო გაცხრილვის მაჩვენებელი იყო 1,0% (9/935) 5 მგ ლევოცეტირიზინის მიღებისას და 1,8% (14/771) პლაცებოს მიღებისას.
ლევოცეტირიზინის გამოყენებით კლინიკური თერაპიული კვლევები მოიცავდა 935 სუბიექტს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სამკურნალო პროდუქტს რეკომენდებული დოზით 5 მგ დღეში. ამ გაერთიანებიდან მოხსენებული იყო შემდეგი წამლისმიერი გვერდითი რეაქციები სიხშირით 1% ან მეტი (ხშირი: ≥1/100-დან <1/10-მდე) ლევოცეტირიზინის 5 მგ ან პლაცებოს მიღებისას:
გვერდითი ეფექტი
პლაცებო (n=771)
ლევოცეტირიზინი 5 მგ (n=935)
თავის ტკივილი
25 (%3,2)
24 (%2,6)
ძილიანობა
11 (%1,4)
49 (%5,2)
პირის სიმშრალე
12 (%1,6)
24 (%2,6)
დაღლილობა
9 (%1,2)
23 (%2,5)
გამოვლინდა ასევე გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები (იშვიათი ≥1/1,000-დან <1/100-მდე), როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი.
სედაციური წამლისმიერი გვერდითი რეაქციების სიხშირე, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და ასთენია, მთლიანობაში უფრო ხშირი იყო (8,1%) ლევოცეტირიზინის 5 მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს დროს (3,1%).
პედიატრიული მოსახლეობა
პლაცებო კონტროლირებად ორ კვლევაში, რომლებიც ჩატარდა 6-11 თვის ასაკისა და 1-6 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, 159 სუბიექტი ექვემდებარებოდა ლევოცეტირიზინს დოზით 1,25 მგ დღეში 2 კვირის განმავლობაში და 1,25 მგ ორჯერ დღეში, შესაბამისად. პრეპარატის გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე მოხსენებული იყო 1% ან მეტი სიხშირით ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას.
ორგანოთა სისტემის კლასი და სასურველი ტერმინი
პლაცებო (n=83)
ლევოცეტირიზინი (n=159)
კუჭ–ნაწლავის დარღვევები
დიარეა
0
3 (%1,9)
ღებინება
1 (%1,2)
1 (%0,6)
ყაბზობა
0
2 (%1,3)
ნერვული სისტემის დარღვევები
ძილიანობა
2 (%2,4)
3 (%1,9)
ფსიქიატრიული დარღვევები
ძილის დარღვევა
0
2 (%1,3)
6-15 წლის ბავშვებში ჩატარდა ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევები, რომლებშიც ბავშვები იღებდნენ 5 მგ ლევოცეტირიზინს ყოველდღიურად ცვლადი პერიოდების განმავლობაში 1 კვირაზე ნაკლებიდან 13 კვირამდე. მოხსენებული იყო პრეპარატის გვერდითი რეაქციების შემდეგი სიხშირე, რომელიც შეადგენდა 1% ან მეტს ლევოცეტირიზინის ან პლაცებოს მიღებისას.
სასურველი ტერმინი
პლაცებო (n=240)
ლევოცეტირიზინი 5 mg (n=243)
თავის ტკივილი
5 (%2,1)
2 (%0,8)
ძილიანობა
1 (%1,9)
7 (%2,9)
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული გვერდითი რეაქციები მითითებულია ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
უცნობი: ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიის ჩათვლით
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
უცნობი: მომატებული მადა
ფსიქიატრიული დარღვევები
უცნობი: აგრესია, აგზნება, ჰალუცინაცია, დეპრესია, უძილობა, სუიციდური აზრები
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: ძილიანობა, თავის ტკივილი
უცნობი: კრუნჩხვები, სომნოლენტობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, სინკოპე, ტრემორი, დისგევზია
დარღვევები თვალის მხრივ
უცნობი: მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ოკულოგირაცია
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
უცნობი: ვერტიგო
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი: პალპიტაცია, ტაქიკარდია
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
უცნობი: ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევა
ხშირი: პირის სიმშრალე
არახშირი: მუცლის ტკივილი
უცნობი: გულისრევა, ღებინება
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობი: ჰეპატიტი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების დარღვევები:
უცნობი: კუნთების ტკივილი (მიალგია)
თირკმლების და საშარდე გზების დარღვევები:
უცნობი: დიზურია, შარდის შეკავება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:
ხშირი: დაღლილობა
არახშირი: ასთენია
უცნობი: შეშუპება
გამოკვლევები
უცნობი: წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ნორმიდან გადახრა
მონტელუკასტი
მონტელუკასტი შეფასდა კლინიკურ კვლევებში შემდეგნაირად:
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დაახლოებით 4,000 მოზრდილ და მოზარდ ასთმიან პაციენტში 15 წლის და უფროსი ასაკის.
- 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დაახლოებით 400 მოზრდილ და მოზარდ ასთმიან პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით 15 წლის და უფროსი ასაკის.
კლინიკურ კვლევებში წამალთან დაკავშირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები მოხსენებულია ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) 15 წლის და უფროსი ასაკის ასთმიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით და უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი:
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ხშირი: მუცლის ტკივილი
პოსტმარკეტინგული გამოყენებისას მოხსენებული გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით და გვერდითი რეაქციების სპეციფიკური ტერმინოლოგიის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები შეფასდა შესაბამისი კლინიკური კვლევების საფუძველზე. სიხშირის კატეგორია განისაზღვრება თითოეული გვერდითი რეაქციისთვის კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში მოხსენებული სიხშირით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია†
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: მომატებული სისხლდენის ტენდენცია
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის ჩათვლით
ძალიან იშვიათი: ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ძილის დარღვევები კოშმარების ჩათვლით, უძილობა, შფოთვა, აგზნება აგრესიული ქცევის ან მტრული დამოკიდებულების ჩათვლით, დეპრესია, სომნამბულიზმი, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა (მათ შორის გაღიზიანება, მოუსვენრობა, ტრემორი§)
იშვიათი: ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება
ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები, სუიციდური აზროვნება და ქცევა (სუიციდალობა), ქცევითი ცვლილებები
ნერვული სისტემის დარღვევები
არახშირი: თავბრუსხვევა, სომნოლენტობა, პარესთეზია/ჰიპოესთეზია, კრუნჩხვები
კარდიალური დარღვევები
იშვიათი: პალპიტაცია
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
არახშირი: ეპისტაქსისი
ძალიან იშვიათი: ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (CSS) (იხილეთ ნაწილი 4.4), ფილტვის
ეოზინოფილია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი: დიარეა‡, გულისრევა‡ ღებინება‡
არახშირი: პირის სიმშრალე, დისპეფსია
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი: შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST) დონის მომატება
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰეპატოცელულარული და ღვიძლის შერეული ტიპის დაზიანების ჩათვლით)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: გამონაყარი‡
არახშირი: სისხლჩაქცევები, ჭინჭრის ციება, ქავილი
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება
ძალიან იშვიათი: კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
არახშირი: ართრალგია, მიალგია კუნთების კრუნჩხვების ჩათვლით
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე
ხშირი: პირექსია ‡
არახშირი: ასთენია/დაღლილობა, მოუსვენრობა, შეშუპება
† ეს გვერდითი ეფექტი, მოხსენებული, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე მოხსენებული იყო, როგორც ძალიან ხშირი პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო კლინიკურ კვლევებში.
‡ ეს გვერდითი ეფექტი, მოხსენებული, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს, ასევე მოხსენებული იყო, როგორც ხშირი პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო კლინიკურ კვლევებში.
§ სიხშირის კატეგორია: იშვიათი
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ:
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9. ჭარბი დოზირება და ჭარბი დოზირების მკურნალობა
მონაზილის დოზის გადაჭარბების გამოცდილება ჯერ არ არსებობს.
ლევოცეტირიზინი
სიმპტომები
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სომნოლენტობას მოზრდილებში, თავდაპირველად აგზნება და მოუსვენრობა ბავშვებში, რასაც მოჰყვება სომნოლენტობა.
ჭარბი დოზირების მართვა
ლევოცეტირიზინის სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური ან შემანარჩუნებელი მკურნალობა. კუჭის ამორეცხვა შეიძლება განიხილებოდეს პრეპარატის მიღებიდან მალევე. ლევოცეტირიზინი ჰემოდიალიზით ეფექტურად არ გამოიყოფა.
მონტელუკასტი
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია მონტელუკასტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ქრონიკული ასთმის კვლევებში მონტელუკასტი შეყვანილი იყო დოზებით 200 მგ/დღეში მოზრდილ პაციენტებში 22 კვირის განმავლობაში და მოკლევადიან კვლევებში 900 მგ/დღეში პაციენტებში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების გარეშე.
პოსტმარკეტინგულ გამოცდილებასა და კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტის გამოყენებისას იყო შეტყობინებები მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ. ეს მოიცავს მოხსენებებს მოზრდილებში და ბავშვებში 1,000 მგ-მდე მაღალი დოზის მიღებისას (დაახლოებით 61 მგ/კგ 42 თვის ბავშვში). კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნები შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, მიდრიაზს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას.
უცნობია ექვემდებარება თუ არა მონტელუკასტი პერიტონეულ დიალიზს ან ჰემოდიალიზს.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რესპირატორული სისტემა, სხვა სისტემური სამკურნალო საშუალებები სასუნქი გზების ობსტრუქციული დაავადებებისთვის
ათქ კოდი: R03DC53
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი, ცეტირიზინის (R) ენანტიომერი, არის პერიფერიული H1–რეცეპტორების ძლიერი და სელექტიური ანტაგონისტი.
შემაკავშირებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინს აქვს მაღალი აფინურობა ადამიანის H1–რეცეპტორებთან (Ki= 3,2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინის აფინურობა 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ცეტირიზინის (Ki=6,3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი დისოცირდება H1– რეცეპტორებისგან ნახევარგამოყოფის პერიოდით 115 ± 38 წთ.
ერთჯერადი მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინი აჩვენებს რეცეპტორების შებოჭვას 90%-ით 4 საათში და 57%-ით 24 საათში.
ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ მოხალისეებში აჩვენა, რომ ნახევარი დოზით ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებადი აქტივობა ცეტირიზინის მიმართ როგორც კანსა, ასევე ცხვირშიც.
ლევოცეტირიზინის ფარმაკოდინამიკური აქტივობა შესწავლილი იყო რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევებში:
კვლევაში, რომელიც ადარებდა 5 მგ ლევოცეტირიზინის, 5 მგ დესლორატადინის და პლაცებოს ეფექტებს ჰისტამინით გამოწვეულ ბუშტუკებსა და ანთებით ჰიპერემიაზე, ლევოცეტირიზინით მკურნალობამ გამოიწვია ბუტუკებისა და ანთებითი ჰიპერემიის წარმოქმნის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ყველაზე მაღალი იყო პირველ 12 საათში და გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში (p<0,001) პლაცებოსთან და დესლორატადინთან შედარებით.
ლევოცეტირიზინის 5 მგ მოქმედების დაწყება მტვერით გამოწვეული სიმპტომების კონტროლისას დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის შემდეგ პლაცებო კონტროლირებად კვლევებში ალერგენით სტიმულაციის კამერის მოდელში.
In vitro კვლევებმა (ბოიდენის კამერები და უჯრედების შრეების ტექნიკა) აჩვენა, რომ ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ეოტაქსინით გამოწვეულ ეოზინოფილების ტრანსენდოთელურ მიგრაციას როგორც კანის, ასევე ფილტვის უჯრედებში. ფარმაკოდინამიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევამ in vivo (კანის კამერის ტექნიკა) აჩვენა 5 მგ ლევოცეტირიზინის სამი ძირითადი ინჰიბიტორული ეფექტი მტვერით გამოწვეული რეაქციის პირველ 6 საათში, პლაცებოსთან შედარებით 14 მოზრდილ პაციენტში: VCAM-1-ის დათრგუნვა (სისხლძარღვთა უჯრედების ადჰეზიის მოლეკულა-1) გამონთავისუფლება, სისხლძარღვთა გამტარიანობის მოდულაცია და ეოზინოფილების რეკრუტირების შემცირება.
ლევოცეტირიზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ნაჩვენებია რამდენიმე ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სეზონური ალერგიული რინიტი, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი ან მუდმივი ალერგიული რინიტი. ზოგიერთ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, მათ შორის ცხვირის ობსტრუქციას.
6 თვიანმა კლინიკურმა კვლევამ 551 მოზრდილ პაციენტში (მათ შორის 276 ლევოცეტირიზინით ნამკურნალევი პაციენტი), რომლებსაც აწუხებთ მუდმივი ალერგიული რინიტი (სიმპტომები კვირაში 4 დღე ზედიზედ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) და მგრძნობიარე იყო სახლის მტვერის ტკიპებისა და ბალახის მტვერის მიმართ, აჩვენა, რომ 5 მგ ლევოცეტირიზინი კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე პლაცებო, ალერგიული რინიტის სიმპტომების საერთო ქულის შემსუბუქებაზე კვლევის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, ყოველგვარი ტაქიფილაქსიის გარეშე. კვლევის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში ლევოცეტირიზინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
ჰისტამინით გამოწვეული კანის რეაქციების ეფექტი არ არის დამოკიდებული პლაზმის კონცენტრაციაზე. ეკგ-მ არ აჩვენა ლევოცეტირიზინის შესაბამისი ეფექტი QT ინტერვალზე.
მონტელუკასტი
ცისტეინილ ლეიკოტრიენები (LTC4, LTD4, LTE4) არის ძლიერი ანთებითი ეიკოსანოიდები, რომლებიც გამოთავისუფლდება სხვადასხვა უჯრედებიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან. ეს მნიშვნელოვანი პრო-ასთმური მედიატორები უკავშირდება ცისტეინილ ლეიკოტრიენის (CysLT) რეცეპტორებს. CysLT ტიპი–1 (CysLT1) რეცეპტორი გვხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში (სასუნთქი გზების გლუვკუნთოვანი უჯრედები და სასუნთქი გზების მაკროფაგები) და სხვა პრო-ანთებით უჯრედებში (ეოზინოფილები და ზოგიერთი მიელოიდური ღეროვანი უჯრედები). CysLT–ები კორელაციაშია ასთმისა და ალერგიული რინიტის პათოფიზიოლოგიასთან.
ასთმის დროს ლეიკოტრიენის მედიატორობით გამოწვეული ეფექტები მოიცავს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანის სეკრეციას, სისხლძარღვთა გამტარიანობას და ეოზინოფილების რეკრუტირებას. ალერგიული რინიტის დროს CysLT–ები გამოიყოფა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ალერგენის ზემოქმედების შემდეგ როგორც ადრეული, ისე გვიანი ფაზის რეაქციების დროს და ასოცირდება ალერგიული რინიტის სიმპტომებთან. ნაჩვენებია, რომ CysLT-ით ინტრანაზალური პროვოკაცია ზრდის ცხვირის სასუნთქი გზების წინააღმდეგობას და ცხვირის ობსტრუქციის სიმპტომებს.
ლევოცეტირიზინი/მონტელუკასტი
32-კვირიანი რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, ჯვარედინი კვლევა ჩატარდა 2 ჯგუფში; მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე 20 პაციენტმა მიიღო მონტელუკასტი 10 მგ/დღეში და/ან ლევოცეტირიზინი 5 მგ/დღეში ან პლაცებო. ძილის დარღვევის გარდა, ცხოვრების ხარისხი შეფასდა მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი მკურნალობის პერიოდის ბოლო დღეს რინოკონიუნქტივიტის დროს ცხოვრების ხარისხის კითხვარის გამოყენებით. სიცოცხლის ხარისხის საშუალო (SEM) ქულა მკურნალობამდე იყო 2,58 (0,49). პლაცებოს შემდეგ იყო 1,78 (0,46), ლევოცეტირიზინის შემდეგ იყო 1,38 (0,42), მონტელუკასტის შემდეგ იყო 1,36 (0,37) და მონტელუკასტის პლუს ლევოცეტირიზინის შემდეგ იყო 1,26 (0,39). მუდმივი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ, მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის კომბინირება დამატებით სარგებელს იძლეოდა ცალკეულ საშუალებებთან შედარებით.
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებად ჯვარედინ კვლევაში, მუდმივი ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებმა მიიღეს ლევოცეტირიზინი (5 მგ/დღეში), მონტელუკასტი (10 მგ/დღეში), პლაცებო ან ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის კომბინაცია. მკურნალობის პერიოდები გაყოფილი იყო 2-კვირიანი გამორეცხვის პერიოდებით. სიმპტომების შეფასება, კანის პრიკ ტესტები, სპირომეტრია ჩატარდა მკურნალობის პერიოდის წინა დღეს და ბოლო დღეებში. საშუალო SD საწყისი ცხვირის სიმპტომების ქულა იყო 7,95±0,68 მკურნალობამდე და გაუმჯობესდა 3,02±0,64–მდე ლევოცეტირიზინის, 3,44±0,55–მდე მონტელუკასტის და 2,14±0,39-მდე მონტელუკასტი/ლევოცეტირიზინის კომბინაციის შემდეგ. ცხვირის სიმპტომების ყველაზე საუკეთესო გაუმჯობესება დაფიქსირდა კომბინირებული მკურნალობის შემდეგ. ეოზინოფილების კათიონური ცილების დონის დაქვეითება უფრო დიდი იყო მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ერთობლივი გამოყენების შემდეგ.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
მონაზილის პერორალური მიღების შემდეგ, ლევოცეტირიზინის და მონტელუკასტის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 საათის შემდეგ. მონაზილის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შეწოვის სიჩქარე და რაოდენობა ეკვივალენტურია ლევოცეტირიზინისა და მონტელუკასტის ცალკე მიღებული ტაბლეტების სახით ბიოშეღწევადობისა.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკას აქვს დაბალი სუბიექტთაშორისი ცვალებადობა და ხაზოვანია, რადგან ის დამოუკიდებელია დოზისა და დროისაგან. ფარმაკოკინეტიკური პროფილი იგივეა, მიუხედავად იმისა, მიიღება როგორც ცალკე ენანტიომერის თუ ცეტირიზინის სახით. შეწოვისა და ექსკრეციის დროს ქირალური ინვერსია არ ვითარდება.
აბსორბცია:
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0,9 საათის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორი დღის შემდეგ. პიკური კონცენტრაცია არის 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ ერთჯერადი და განმეორებითი 5 მგ დღიური დოზის შესაბამისად. შეწოვის ხარისხი დოზადამოუკიდებელია და არ იცვლება საკვების მიღებით, თუმცა პიკური კონცენტრაცია მცირდება და დაგვიანებულია.
განაწილება:
ადამიანის ქსოვილებში განაწილების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, არც ლევოცეტირიზინის მიერ ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ.
ვირთაგვებისა და ძაღლების ქსოვილებში ყველაზე მაღალი დონე გვხვდება ღვიძლში და თირკმლებში, ყველაზე დაბალი - ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ადამიანებში ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოცეტირიზინის განაწილება შეზღუდულია, რადგან განაწილების მოცულობა შეადგენს 0,4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ადამიანებში ლევოცეტრიზინის ბიოტრანსფორმაციის ხარისხი დოზის 14%-ზე ნაკლებია და, შესაბამისად, განსხვავებები, რომლებიც გამოწვეულია გენეტიკური პოლიმორფიზმით ან ფერმენტის ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით, სავარაუდოდ, უმნიშვნელო იქნება. მეტაბოლური გზები მოიცავს არომატულ დაჟანგვას, N- და O- დეალკილირებას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილირების გზები ძირითადად ხორციელდება CYP 3A4-ით, ხოლო არომატული დაჟანგვა მოიცავს მრავალ და/ან დაუდგენელ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინი არავითარ გავლენას არ ახდენს CYP იზოენზიმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 აქტივობაზე კონცენტრაციებში, რომლებიც აღემატება პიკურ კონცენტრაციებს, რომლებიც მიიღწევა 5 მგ დოზის პერორალურად მიღების შემდეგ.
დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა.
ელიმინაცია:
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7,9±1,9 საათი. მცირეწლოვან ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანმოკლეა. სხეულის საშუალო მოჩვენებითი საერთო კლირენსი მოზრდილებში არის 0,63 მლ/წთ/კგ. ლევოცეტირიზინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზა არის შარდი, რომელიც შეადგენს დოზის საშუალოდ 85,4%-ს.
ფეკალიებით გამოყოფა შეადგენს დოზის მხოლოდ 12,9%-ს. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა როგორც გლომერულური ფილტრაციით, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
წრფივობა/არაწრფივობა:
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა წრფივია .
მონტელუკასტი
აბსორბცია:
მონტელუკასტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3 საათის შემდეგ (Tmax). საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ არის 64%. საკვების სტანდარტული მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე და Cmax-ზე.
უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში, როდესაც 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიღებული იყო საკვების მიღების დროსგან დამოუკიდებლად.
5 მგ საღეჭი ტაბლეტისთვის Cmax მიიღწევა მიღებიდან 2 საათის შემდეგ მოზრდილებში უზმოზე. საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას არის 73% და მცირდება 63%-მდე სტანდარტული კვებით.
განაწილება
მონტელუკასტი 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. მონტელუკასტის განაწილების წონასწორული მოცულობა შეადგენს 8-11 ლიტრს.
ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევები რადიომარკირებული მონტელუკასტით მიუთითებს მინიმალურ განაწილებაზე ჰემატოენცეფალურ ბარიერში. გარდა ამისა, რადიომარკირებული მასალის კონცენტრაცია დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ მინიმალური იყო ყველა სხვა ქსოვილში.
ბიოტრანსფორმაცია
მონტელუკასტი ინტენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზებით ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და ბავშვებში იყო განუსაზღვრულად დაბალი.
მონტელუკასტის მეტაბოლიზმის მთავარი ფერმენტი არის ციტოქრომი P450 2C8. გარდა ამისა, in vitro კვლევებმა ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე აჩვენა, რომ CYP 3A4 და 2C9 ციტოქრომები თამაშობენ როლს მონტელუკასტის მეტაბოლიზმში. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე დამატებითი in vitro შედეგების საფუძველზე, მონტელუკასტის თერაპიული პლაზმური კონცენტრაციები არ თრგუნავს ციტოქრომებს P450 3A4, 2C9, 1A2, 2A6, 2C19 ან 2D6. მეტაბოლიტების წვლილი მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მინიმალურია.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 45 მლ/წთ ჯანმრთელ მოზრდილებში. რადიომარკირებული მონტელუკასტის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის 86% აღდგენილი იყო 5-დღის განმავლობაში ფეკალურ მასებში და <0,2% აღდგენილი იყო შარდში. მონტელუკასტის პერორალური ბიოშეღწევადობის შეფასებებთან ერთად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის ექსკლუზიურად ნაღველის საშუალებით.
წრფივობა/არაწრფივობა:
მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის წრფივია 50 მგ-მდე პერორალური დოზებისთვის. 10 მგ მონტელუკასტის დღეში ერთხელ მიღებისას აღინიშნება პლაზმაში ძირითადი პრეპარატის მცირე დაგროვება (14%).
დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში
რასა:
მოსალოდნელია, რომ პაციენტის ეთნიკური წარმომავლობა გავლენას არ მოახდენს ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე პრეპარატის აბსორბციის და ბიოტრანსფორმაციული თვისებების კუთხით.
სქესი:
ლევოცეტირიზინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია და მთლიანი აბსორბცია დაახლოებით 20% და 15%-ით მეტია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ზოგადად, ნახევარგამოყოფის პერიოდი, ოდნავ უფრო მოკლეა ქალებში (7,1 სთ), ვიდრე მამაკაცებში (8,6 სთ). თუმცა, სხეულის წონაზე გადათვლით პერორალური კლირენსი ქალებში (0,67 მლ/წთ/კგ) მსგავსია ასეთთან მამაკაცებში (0,59 მლ/წთ/კგ). ეს განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, იგივე დღიური დოზები და დოზირების ინტერვალები გამოიყენება მამაკაცებისთვის და ქალებისთვის.
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
ლევოცეტირიზინის მოჩვენებითი სხეულის კლირენსი კორელირდება კრეატინინის კლირენსთან. ამიტომ მნიშვნელოვანია ლევოცეტირიზინის დოზირების ინტერვალის კორექტირება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით. მოხალისეებში თირკმლის უკმარისობის ანურიის ბოლო სტადიის დროს სხეულის საერთო კლირენსი მცირდება დაახლოებით 80%-ით ნორმალურ მოხალისეებთან შედარებით. ლევოცეტირიზინის გამოდევნილმა რაოდენობამ სტანდარტული 4-საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურის დროს შეადგინა <10%.
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არსებობს მონაცემები მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით ქულა >9).
მონტელუკასტის მაღალი დოზების გამოყენებისას (20-60-ჯერ მეტი რეკომენდებულ დოზაზე მოზრდილებში), აღინიშნა პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის შემცირება. ეს ეფექტი არ შეინიშნებოდა რეკომენდებული 10 მგ დღეში ერთხელ დოზის მიღებისას.
- 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ლევოცეტირიზინი
პრეკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციულ ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის ან კანცეროგენურობის კვლევებზე.
მონტელუკასტი
ცხოველებზე ჩატარებულ მონტელუკასტის ტოქსიკურობის კვლევებში დაფიქსირდა შრატში ALT, გლუკოზის, ფოსფორის და ტრიგლიცერიდების დონის მცირე გარდამავალი ბიოქიმიური ცვლილებები. ცხოველებში ტოქსიკურობის ნიშნები იყო ნერწყვის გაზრდილი გამოყოფა, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ფხვიერი განავალი და იონური დისბალანსი. ეს მოვლენები განვითარდა დოზებით, რომლებიც უზრუნველყოფდნენ >17-ჯერად სისტემურ ექსპოზიციას კლინიკური დოზირებისას.
მაიმუნებში არასასურველი ეფექტები გამოვლინდა 150 მგ/კგ/დღეში უფრო მაღალი დოზებით (>232-ჯერადი სისტემური ექსპოზიცია კლინიკური დოზით). ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მონტელუკასტი არ ახდენდა გავლენას ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე სისტემური ექსპოზიციის დროს, რომელიც აღემატება კლინიკურ სისტემურ ექსპოზიციას 24-ჯერზე მეტად. მდედრობითი სქესის ვირთაგვების ნაყოფიერების კვლევაში 200 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას (>69-ჯერადი კლინიკური სისტემური ექსპოზიცია) აღინიშნა ნაშიერებში სხეულის წონის უმნიშვნელო კლება. ბოცვრებზე ჩატარებულ კვლევებში, დაფიქსირდა არასრული ოსიფიკაციის უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე ერთდროულად გამოკვლეულ ცხოველების საკონტროლო ჯგუფში სისტემური ზემოქმედების დროს, რომელიც 24-ჯერ აღემატებოდა კლინიკურ სისტემურ ზემოქმედებას, ვიდრე კლინიკური დოზის მიღებისას. ვირთაგვებში რაიმე სახის დარღვევები არ გამოვლენილა. ნაჩვენებია, რომ მონტელუკასტი კვეთს პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა ცხოველების დედის რძეში.
სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა თაგვებსა და ვირთაგვებში მონტელუკასტის ნატრიუმის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ 5,000 მგ/კგ-მდე დოზით (მაქსიმალური სატესტო დოზა) (15,000 მგ/მ2 და 30,000 მგ/მ2 თაგვებში და ვირთაგვებში, შესაბამისად). ეს დოზა ეკვივალენტურია 25,000–ჯერადი რეკომენდებული დღიური დოზის მოზრდილი ადამიანისთვის (მოზრდილი პაციენტის 50 კგ წონის საფუძველზე).
დადგენილია, რომ მონტელუკასტი არ იყო ფოტოტოქსიკური თაგვებში UVA, UVB ან ხილული სინათლის სპექტრისთვის 500 მგ/კგ/დღე-მდე დოზებით (დაახლოებით >200-ჯერადი სისტემური ექსპოზიცია).
მონტელუკასტი არ იყო არც მუტაგენური და არც ონკოგენური მღრღნელების სახეობებში in vitro და in vivo ტესტებში.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიიღება ძროხის რძიდან)
მიკროკრისტალური ცელულოზა
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
ყვითელი რკინის ოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
ნატრიუმის კროსკარმელოზა
ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა
პოლიეთილენგლიკოლი
- 2. შეუთავსებლობა
შეუთავსებლობა არ არის ნაჩვენები.
- 3. ვარგისობის ვადა
36 თვე
- 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ის ქვემოთ. დაიცავით სინათლისგან და ნესტისგან.
- 5. შეფუთვის სახეობა და შემცველობა
იყიდება ალუ/ალუ ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 90 ტაბლეტისთვის. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
- 6. ადამიანის სამკურნალო პროდუქტის ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah., Çolakoğlu Sok.,
No: 10/ 34885, Sancaktepe/ სტამბოლი, თურქეთი
ტელ: +90 216 564 80 00
ფაქსი: +90 216 564 80 99
- მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი
2018/11
- პირველი ავტორიზაციის / ავტორიზაციის განახლების თარიღი
პირველი მარკეტინგული ავტორიზაციის თარიღი: 07.03.2018
მარკეტინგული ავტორიზაციის განახლების თარიღი:
- პრეპარატის ზოგადი დახასიათების განახლება:
- 11.2019
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.