დულსევია
Dulsevia®
- მოქმედი ნივთიერება
- დულოქსეტინი (duloxetine)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სხვა ანტიდეპრესანტები
- ATC კოდი
- N06AX21
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045738
- რეგისტრირებულია
- 19 ივნისი 2026, მოქმედებს 19 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
დულსევია — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
დულსევია მიიღება პერორალურად. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
დეპრესიისა და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილების სამკურნალოდ:
დულსევიას რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ დღეში ერთჯერ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეულ დოზას.
გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ:
დულსევიას რეკომენდებული საწყისი დოზა არის 30 მგ დღეში ერთჯერ, რომლის შემდეგად პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ დღეში ერთჯერ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეულ დოზას. დოზირების კორექცია შესაძლებელია 120 მგ-მდე დღეში დულსევიათი მკურნალობის მიმართ თქვენი პასუხის შესაბამისად.
რომ არ დაგავიწყდეთ დულსევიას რეგულარული მიღება, უმჯობესია მიიღოთ ის დღის ერთიდაიმავე დროს.
ჰკითხეთ ექიმს, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ დულსევია. არ შეწყვიტოთ დულსევიას მიღება ან არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი დაავადებების სრულად განკურნება აუცილებელია თქვენივე მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუ არ მოხდება მისი სათანადოდ განკურნება, შესაძლებელია არ გამოვლინდეს მდგომარეობის გაუარესება ან მიიღოს უფრო სერიოზული სახე და გართულდეს განკურნება.
თუ მიიღეთ დულსევიას საჭიროზე მეტი დოზა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სასწრაფოდ, თუ მიიღეთ დულსევიას საჭიროზე მეტი დოზა. ზედოზირების სიმპტომები მოიცავენ ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს (იშვიათი რეაქცია, რაც იწვევს აჟიტირების შეგრძნებას, ძილიანობას, მოუხერხებლობას, მოუსვენრობას, სიმთვრალის შეგრძნებას, ცხელებას, ოფლიანობას ან კუნთების რიგიდულობას), კრუნჩხვებს, ღებინებას და გულისცემის გახშირებას.
თუ დაგავიწყდათ დულსევიას დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული მისაღები დოზა უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ეს დოზა და განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ დულსევიას მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ კაფსულების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გრძნობთ უკეთ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ თქვენ აღარ გესაჭიროებათ დულსევიას გამოყენება ის შეამცირებს დოზას თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში პრეპარატის სრულად მოხსნამდე.
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა უეცრად, განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა ნემსებით და ქინძისთავებით ჩხვლეტის ან ელექტრო შოკის მსგავსი შეგრძნება (ძირითადად ხელებზე), ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვებრობის და აჟიტირების შეგრძნება, შფოთვითი მდგომარეობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) ან ცუდად ყოფნა (ღებინება), კანკალი (ტრემორი), თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, დაბნეულობის შეგრძნება, დიარეა, ჭარბი ძილიანობა ან ვერტიგო.
ეს სიმპტომები როგორც წესი არ არის სერიოზული და ქრება რამოდენიმე დღეში, თუმცა თუ თქვენ შეგაშფოთებთ ნებისმიერი სიმპტომი უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ეს სამკურნალო საშუალებაც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ეს ეფექტები ჩვეულებრივ არის მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის და ხშირად ქრებიან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი, ძილიანობის შეგრძნება
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), პირის სიმშრალე
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მადის დაკარგვა
ძილის გართულება, აჟიტირების შეგრძნება, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის შეგრძნების გართულება ან გაქრობა, უჩვეულო სიზმრები
თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ტრემორი, დაბუჟება, კანის დაბუჟების, წიწკნის ან ჩხვლეტის შეგრძნების ჩათვლით
დაბინდული მხედველობა
ტინიტუსი (არაექსტერნული ხმაური ყურებში)
გულისცემის შეგრძნება მკერდში
სისხლის წნევის გაზრდა, ხურვება
ჭარბი მთქნარება
ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა.
ჭარბი ოფლიანობა, (ქავილიანი) გამონაყარი
კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა
ერექციის პრობლემები, ეაკულაციის ცვლილებები
წაქცევა (უმეტესად ხანდაზმულებში), მოტეხილობები
წონის დაკარგვა
დეპრესიის მქონე ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს გამოვლინდა წონის დაკლება მედიკამენტის პირველად გამოყენების დასაწყისში. წონის მატება სხვა ბავშვებში და მოზარდებში მათი ასაკისა და სქესის შესაბამისი იყო 6 თვის მკურნალობის შემდეგ.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-მდე)
ყელის ანთება, რაც იწვევს ხმის ჩახლეჩვას
სუიციდური აზრები, ძილის გართულება, კბილების კრაჭუნი და დაჭერა, დეზორიენტაციის შეგრძნება, მოტივაციის დეფიციტი
კუნთების უეცარი უნებლიე კრთომა ან კრუნჩხვები, მოუსვენრობის შეგრძნება ან ჯდომის ან დგომის უუნარობა, ნერვიულობის შეგრძნება, კონცენტრაციის დარღვევა, გემოვნების შეგრძნების ცვლილება, მოძრაობის გაძნელება, მაგ. კუნთების კოორდინაციის ნაკლებობა ან უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ცუდი ძილის ხარისხი
თვალის გუგის გაფართოვება (თვალის მუქი ცენტრის), მხედველობის პრობლემები
თავბრუსხვევის ან ,,ტრიალის“ (ვერტიგო) შეგრძნება, ყურების ტკივილი
აჩქარებული და/ან არარეგულარული გულისცემა
გულყრა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულის წასვლა წამოდგომისას, ხელ-ფეხის თითების სიცივე
ყელის შევიწროვება, ცხვირიდან სისხლდენა
სისხლიანი ღებინება ან მუქი თხელი განავალი (ფეკალიები), გასტროენტერიტი, გულძმარვა, ყლაპვის გართულება
ღვიძლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ტკივილები და კანის ან თვალის კაკლის სიყვითლე
ღამით ოფლიანობა, ციებ-ცხელება, ცივი ოფლი, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა, სისხლჩაქცევების მიმართ მიდრეკილება
კუნთების რიგიდულობა, კუნთების კრთომა
შარდის გამოყოფის გართულება, შარდვის დაწყების გართულება, ღამით შარდვის მოთხოვნილება, გახშირებული შარდვის მოთხოვნილება, შარდის ნაკადის შემცირება
ანომალიური ვაგინალური სისხლდენა, ანომალიური მენსტრუალური ციკლი, ძლიერი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული ციკლი, უჩვეულოდ მცირე ციკლი ან ციკლის გამოტოვება, ტკივილი სათესლე ჯირკვალში ან სკროტუმში
მკერდის არეში ტკივილი, სიცივის, წყურვილის შეგრძნება, კანკალი, ცხელების შეგრძნება, სიარულის დარღვევა
წონაში მატება
დულსევიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს თქვენთვის ცნობილი, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის, კრეატინ ფოსფოკინაზას, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 1 000 პაციენტიდან 1-მდე)
სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას ენის ან ტუჩების შეშუპების თანხლებით, ალერგიული რეაქციები
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა ან წონაში მატება
დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (უმეტესაც ხანდაზმულებში; სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს თავბრუსხვევის შეგრძნებას, სისუსტეს, დაბნეულობას, ძილიანობას ან ძლიერ დაღლილობას, ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, უფრო სერიოზული სიმპტომებია გულყრა, კრუნჩხვა ან წაქცევა), ანტი-დიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი
სუიციდური საქციელი, მანია (ჰიპერაქტივობა, სპონტანური ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება), ჰალუცინაციები, აგრესია და სიბრაზე
,,სეროტონინის სინდრომი“ (იშვიათი რეაქცია, რომლის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს კუნთების უნებლიე, რიტმულ შეკუმშვას, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნება, ჰალუცინაციები, კომა, გადაჭარბებული ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაზვიადება, კუნთების დაძაბულობის მომატება, ტემპერატურა 38˚ C-ზე ზემოთ, გულისრევა, ღებინება, დიარეა).
თვალის წნევის გაზრდა (გლაუკომა)
ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
პირის ღრუს ანთება, ნათელი წითელი სისხლი განავალში, ცუდი სუნი პირში, მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)
ღვიძლის უკმარისობა, კანისა და თვალების კაკლის სიყვითლე (სიყვითლე)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული დაავადება, რომელსაც ახლავს კანის, პირის, თვალების ან გენიტალიის ნაწილში კანის აქერცვლა), სერიოზული კანის რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შეშუპებას (ანგიოოდემა)
ყბის კუნთების შეკუმშვა
ანომალიური შარდის სუნი
მენოპაუზის სიმპტომები, მამაკაცებში ან ქალებში მკერდში ანომალიური რძის წარმოება
ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა)
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლძარღვების ანთება კანზე (კანის ვასკულიტი)
სიფრთხილის ზომები
შემდეგში აღწერილია მიზეზები, თუ რატომ არ შეგეფერებათ თქვენ დულსევია. მიმართეთ ექიმს დულსევიას გამოყენებამდე, თუ:
იღებთ დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს, ტრიპტანებს, ანტიფსიქოზურებს, ბუპრენორფინს. ამ მედიკამენტების დულსევიასთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“ და ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)
თუ იღებთ წმ. იოანეს ვორტს, მცენარეულ პრეპარატს (Hypericum perforatum)
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება
თუ გქონდათ კრუნჩხვები (გულყრა)
თუ გქონდათ მანია
თუ გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა
თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული სახის გლაუკომა (თვალის წნევის გაზრდა)
გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (მიდრეკილება სისხლჩაქცევების მიმართ), განსაკუთრებით, თუ ხართ ორსულად (იხ. ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი“).
თუ გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონის რისკი (მაგალითად თუ იღებთ დიურეზულებს, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული)
თუ ამჟამად მკურნალობთ სხვა მედიკამენტებით, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“)
დულსევიას მსგავსმა მედიკამენტებმა (ეგრეთ წოდებულმა SSRIs/SNRIs) შესაძლოა გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გაგრძელდა მკურნალობის შეჩერების შემდეგაც.
დულსევიამ შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან ჯდომის ან დგომის უუნარობა. უნდა აცნობოთ ექიმს თუ გამოვლინდება ეს მოვლენა.
სუიციდური აზრები და თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს თვით დაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში პირველად გამოყენებისას, სანამ მედიკამენტი დაიწყებს მოქმედებას, რაც ჩვეულებრივ გრძელდება ორი კვირის განმავლობაში ან ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც.
მსგავსი ფიქრები უფრო მეტად ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:
ადრე გქონდათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები
თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევებისგან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენეს, რომ სუიდიცური საქციელის გაზრდილი რისკი ვლინდება 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებთაც აქვთ ფსიქიური დარღვევები და რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესიული საშუალებებით.
თუ ნებისმიერ დროს გამოვლინდება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
ასევე შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ თქვენს ნათესავებს ან ახლო მეგობრებს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან აშლილობის დაავადება და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელჩანართი. თქვენ ასევე შესაძლოა სთხოვოთ მათ, რომ შეგატყობინონ თქვენ, თუკი შენიშნავენ, რომ თქვენი დეპრესია ან აშლილობის დაავადება გაუარედება, ან თუკი მათ შეაშფოთებთ თქვენი საქციელის ცვლილებები.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
დულსევია ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს აქვთ ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ კლასის მედიკამენტებს. მიუხედავად ამისა, თქვენმა ექიმმა შესალოა მაინც დანიშნოს დულსევია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუკი ის მიიჩნევს მას სასარგებლოდ. თუ ექიმმა დანიშნა დულსევია 18 წლამდე ასაკის პაციენტში და თქვენ გსურთ გასაუბრება ამის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ან გაუარესდება ისინი, თუ დულსევია გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტში. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში დულოქსეტინის ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ არ არის ნაჩვენები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღებთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის გამოყენებას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დულსევიას აქტიური ნივთიერება, დულოქსეტინი, შედის ასევე სხვა მედიკამენტების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენებიან სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ:
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილები, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ მედიკამენტებიდან ერთზე მეტი ერთდროულად გამოყენება. გადაამოწმეთ თქვენ ექიმთან ერთად, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს.
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულსევიას სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება. არ შეიძლება ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტების და მცენარეული საშუალებების მიღების დაწყება ან შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე:
მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs): არ უნდა მიიღოთ დულსევია, თუ იღებთ ან მიიღეთ ბოლო დროს (ბოლო 14 დღის განმავლობაში) სხვა ანტიდეპრპესიული საშუალებები, რომლებთაც ეწოდებათ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI). MAOI-ების მაგალითებია მოკლობემიდი (ანდეპრესანტი) და ლინზოლიდი (ანტიბიოტიკი). MAOI-ების ერთდროულმა მიღებამ სხვა დანიშნულებით გაცემულ პრეპარატებთან, მათ შორის დულსევიასთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტები. თქვენ უნდა შეწყვიტოთ MAOI-ების მიღება სულ მცირე 14 დღით ადრე დულსევიას მიღების დაწყებამდე. ასევე თქვენ უნდა დაიცადოთ სულ მცირე 5 დღე დულსევიას მიღების შეწყვეტიდან და MAOI-ების მიღების დაწყებამდე.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ძილს: ეს მოიცავს თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, მათ შორის ბენზოდიაზეპინებს, ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიფსიქოტიკებს, ფენობარბიტალს და ანტიჰისტამინებს.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სეროტონინის დონის გაზრდას: ტრიპტანები, ბუპრენორფინი (ტკივილის ან ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება), ტრამადოლი, ტრიპტოფანი, SSRIs (როგორიცაა პაროქსიტინი და ფლუოქსეტინი), SNRIs (როგორიცაა ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესიულები (როგორიცაა ცლოპიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, წმ. იოანეს ვორტი და MAOIs (როგორიცაა მოკლებემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები იწვევენ გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას, როგორიცაა სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი ,,გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“). თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომს ამ მედიკამენტებიდან ნებისმიერის მიღებისას დულსევიასთან კომბინაციაში, უნდა აცნობოთ ექიმს.
პერორალური ანტიკოაგულანტები ან ანტითრომბოციტული საშუალებები: მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლის გათხელებას ან სისხლის შეკოლტების პრევენციას. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი.
დულსევიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დულსევიას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. საჭიროა სიფრთხილე ალკოჰოლის გამოყენებისას დულსევიათი მკურნალობის პერიოდში.
ლაქტაცია და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.
აცნობეთ ექიმს თუ დაორსულდებით ან თუ გეგმავთ ორსულობას დულსევიათ მკურნალობის დროს. დულსევიას გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ მკურნალობის პოტენციური სარგებლისა და ნაყოფის მიმართ მოსალოდნელი საფრთხის რისკის შეფასების შემდეგ.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ დულსევიას. ორსულობის დროს მსგავსი პრეპარატების (SSRIs) გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რაც იწვევს ჩვილში სუნთქვის გახშირებას და სილურჯეს. სიმპტომები როგორც წესი ვლინდება ბავშვის დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ გამოვლინდება მსგავსი ეფექტი თქვენს ჩვილზე, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
თუ იღებთ დულსევიას თქვენი ორსულობის ბოლო პერიოდში, შესაძლოა ჩვილზე გამოვლინდეს ზოგიერთი სიმპტომები დაბადების შემდეგ. ეს ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებისას ან დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს კუნთების მოდუნებას, ტრემორს, ნერვიულობას, ცუდ კვებას, სუნთქვის პრობლემებს და კრუნჩხვებს. თუ თქვენს ჩვილს აღენიშნება ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი დაბადებისას ან თუ თქვენ შეფაშფოთებთ ჩვილის ჯანმრთელობა, მიმართეთ ბებიაქალს და/ან ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.
თუ იღებთ დულსევიას ორსულობის ბოლო პერიოდში არსებობს მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ სისხლდენის დარღვევის ისტორია. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ დულოქსეტინს, რათა მოგცეთ რჩევა.
ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დულსევიას გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები არ აჩვენებს ბავშვში საერთო თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილ რისკს. თუ დულსევია მიიღება ორსულობის მეორე ნახევარში, შეიძლება გაიზარდოს ბავშვის ნაადრევი დაბადების რისკი (6 დამატებითი დღენაკლული ჩვილი ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებენ დულსევიას ორსულობის მეორე ნახევარში), ძირითადად ორსულობის 35-დან 36 კვირამდე.
აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. დულსევიას გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დულსევიამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ თუ რა ეფექტს იწვევს თქვენზე დულსევია.
დულსევია შეიცავს საქაროზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ეს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
- დულსევიას შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს დულსევია და რისთვის გამოიყენება
დულსევია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს. დულსევია ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში.
დულსევია გამოიყენება უფროსებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესია
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება)
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც წვა, ჩხვლეტა, წიწკნა, დარტყმითი ტკივილის ან ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება. შესაძლოა დაზიანებულ მხარეში აღინიშნოს შეგრძნების დაკარგვა ან ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა შეხება, ხურვება, სიცივე ან ზეწოლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი).
დულსევია იწყებს მოქმედებას დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანების უმეტესობაში მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. თუკი ამ დროის შემდეგ არ ვლინდება მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დულსევიის დანიშვნა, თუკი თავს უკეთ იგრძნობთ დეპრესიისა ან შფოთვითი მდგომარეობის პრევენციის მიზნით.
დიაბეტური ნეირპათიული ტკივილების მქონე პაციენტებში შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესების დადგომას დასჭირდეს რამოდენიმე კვირა. აცნობეთ ექიმს, თუ თავს არ იგრძნობთ უკეთ 2 თვის მკურნალობის შემდეგ.
- რა უნდა იცოდეთ დულსევიას მიღებამდე
არ უნდა მიიღოთ დულსევია თუ
გაქვთ ალერგია დულოქსეტინის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
თუ გაქვთ თირკმელების რთული დაავადება
თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები, MAOI)(იხ. ნაწილი ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“).
თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც როგორც წესი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენებიან ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს (იხ. ნაწილი ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“).
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ან გულის დაავადება. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დულსევიის მიღების შესახებ.
შემადგენლობა
აქტიური ნივთერება არის დულოქსეტინი. ყოველი მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულა შეიცავს 30 მგ ან 60 მგ დულოქსეტინს (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი: შაქრის ბურთულები (საქაროზა, სიმინდის სახამებელი), ჰიპრომელოზა 6 cP, საქაროზა, ჰიპრომელოზას ფტალატი, ტალკი და ტრიეთლის ციტრატი
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინი (E132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 60 მგ-იან კაფსულებში, საღებავი (შელლაქი, შავი რკინის ოქსიდი (E172))
იხილეთ ნაწილი 2 ,,დულსევია შეიცავს საქაროზას“.
დულსევიას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
30 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბურთულები მკვრივ ჟელატინის კაფსულებში, კაფსულის ზომა 3 (საშუალო სიგრძე: 15.9 მმ). კაფსულის კორპუსი არის თეთრი ფერის და თავსახური არის მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე არის შავი ფერის წარწერა 30.
60 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბურთულები მკვრივ ჟელატინის კაფსულებში, კაფსულის ზომაა 1 (საშუალო სიგრძე: 19.4 მმ). კაფსულის კორპუსი არის მოყვითალო მწვანე ფერის და თავსახური არის მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე არის შავი ფერის წარწერა 60.
დულსევიას შეფუთვა შეიცავს 7, 10, 14, 28, 30, 56, 90 და 100 მკვრივ გასტრო-რეზისტენტულ კაფსულებს ბლისტერებში.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებელი

TAD ფარმა გმბჰ, ჰაინც-ლომან-შტრასე 5, 27472 ცუქსჰავენი, გერმანია
წინამდებარე სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
წევრი ქვეყნის სახელწოდება
სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება
ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რეპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, უნგრეთი
დულსევია/Dulsevia
ამ ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2024 წლის იანვარი.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro/.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისათვის
დულსევია® 30 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები
დულსევია® 60 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები
დულოქსეტინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათაც აღნიშნებათ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს დულსევია და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დულსევიას მიღებამდე
- დულსევიას მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- დულსევიას შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს დულსევია და რისთვის გამოიყენება
დულსევია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს. დულსევია ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში.
დულსევია გამოიყენება უფროსებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესია
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ქრონიკული შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება)
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც წვა, ჩხვლეტა, წიწკნა, დარტყმითი ტკივილის ან ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება. შესაძლოა დაზიანებულ მხარეში აღინიშნოს შეგრძნების დაკარგვა ან ისეთი შეგრძნებები, როგორიცაა შეხება, ხურვება, სიცივე ან ზეწოლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი).
დულსევია იწყებს მოქმედებას დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანების უმეტესობაში მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. თუკი ამ დროის შემდეგ არ ვლინდება მდგომარეობის გაუმჯობესება, უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ. თქვენმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს დულსევიის დანიშვნა, თუკი თავს უკეთ იგრძნობთ დეპრესიისა ან შფოთვითი მდგომარეობის პრევენციის მიზნით.
დიაბეტური ნეირპათიული ტკივილების მქონე პაციენტებში შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესების დადგომას დასჭირდეს რამოდენიმე კვირა. აცნობეთ ექიმს, თუ თავს არ იგრძნობთ უკეთ 2 თვის მკურნალობის შემდეგ.
- რა უნდა იცოდეთ დულსევიას მიღებამდე
არ უნდა მიიღოთ დულსევია თუ
გაქვთ ალერგია დულოქსეტინის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
თუ გაქვთ თირკმელების რთული დაავადება
თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ინჰიბიტორები, MAOI)(იხ. ნაწილი ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“).
თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც როგორც წესი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომლებიც გამოიყენებიან ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს (იხ. ნაწილი ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“).
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ სისხლის მაღალი წნევა ან გულის დაავადება. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დულსევიის მიღების შესახებ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
შემდეგში აღწერილია მიზეზები, თუ რატომ არ შეგეფერებათ თქვენ დულსევია. მიმართეთ ექიმს დულსევიას გამოყენებამდე, თუ:
იღებთ დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს, ტრიპტანებს, ანტიფსიქოზურებს, ბუპრენორფინს. ამ მედიკამენტების დულსევიასთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“ და ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“)
თუ იღებთ წმ. იოანეს ვორტს, მცენარეულ პრეპარატს (Hypericum perforatum)
თუ გაქვთ თირკმელების დაავადება
თუ გქონდათ კრუნჩხვები (გულყრა)
თუ გქონდათ მანია
თუ გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა
თუ გაქვთ თვალის პრობლემები, როგორიცაა გარკვეული სახის გლაუკომა (თვალის წნევის გაზრდა)
გაქვთ სისხლდენის დარღვევების ისტორია (მიდრეკილება სისხლჩაქცევების მიმართ), განსაკუთრებით, თუ ხართ ორსულად (იხ. ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი“).
თუ გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონის რისკი (მაგალითად თუ იღებთ დიურეზულებს, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული)
თუ ამჟამად მკურნალობთ სხვა მედიკამენტებით, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს (იხ. ,,სხვა მედიკამენტები და დულსევია“)
დულსევიას მსგავსმა მედიკამენტებმა (ეგრეთ წოდებულმა SSRIs/SNRIs) შესაძლოა გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. ნაწილი 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები გაგრძელდა მკურნალობის შეჩერების შემდეგაც.
დულსევიამ შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის შეგრძნება ან ჯდომის ან დგომის უუნარობა. უნდა აცნობოთ ექიმს თუ გამოვლინდება ეს მოვლენა.
სუიციდური აზრები და თქვენი დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა შესაძლოა გამოვლინდეს თვით დაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს ეფექტი შესაძლოა გაძლიერდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში პირველად გამოყენებისას, სანამ მედიკამენტი დაიწყებს მოქმედებას, რაც ჩვეულებრივ გრძელდება ორი კვირის განმავლობაში ან ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც.
მსგავსი ფიქრები უფრო მეტად ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ:
ადრე გქონდათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები
თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევებისგან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენეს, რომ სუიდიცური საქციელის გაზრდილი რისკი ვლინდება 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებთაც აქვთ ფსიქიური დარღვევები და რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესიული საშუალებებით.
თუ ნებისმიერ დროს გამოვლინდება თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
ასევე შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ თქვენს ნათესავებს ან ახლო მეგობრებს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან აშლილობის დაავადება და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ფურცელჩანართი. თქვენ ასევე შესაძლოა სთხოვოთ მათ, რომ შეგატყობინონ თქვენ, თუკი შენიშნავენ, რომ თქვენი დეპრესია ან აშლილობის დაავადება გაუარედება, ან თუკი მათ შეაშფოთებთ თქვენი საქციელის ცვლილებები.
ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
დულსევია ჩვეულებრივ არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე პაციენტებს აქვთ ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრობა (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი ქცევა და ბრაზი), როდესაც ისინი იღებენ ამ კლასის მედიკამენტებს. მიუხედავად ამისა, თქვენმა ექიმმა შესალოა მაინც დანიშნოს დულსევია 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუკი ის მიიჩნევს მას სასარგებლოდ. თუ ექიმმა დანიშნა დულსევია 18 წლამდე ასაკის პაციენტში და თქვენ გსურთ გასაუბრება ამის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, თუ განვითარდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ან გაუარესდება ისინი, თუ დულსევია გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტში. ასევე, ამ ასაკობრივ ჯგუფში დულოქსეტინის ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ჯერ არ არის ნაჩვენები.
სხვა მედიკამენტები და დულსევია
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღებთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის გამოყენებას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დულსევიას აქტიური ნივთიერება, დულოქსეტინი, შედის ასევე სხვა მედიკამენტების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენებიან სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ:
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილები, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა
თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ მედიკამენტებიდან ერთზე მეტი ერთდროულად გამოყენება. გადაამოწმეთ თქვენ ექიმთან ერთად, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ დულოქსეტინს.
თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულსევიას სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება. არ შეიძლება ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტების და მცენარეული საშუალებების მიღების დაწყება ან შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე:
მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs): არ უნდა მიიღოთ დულსევია, თუ იღებთ ან მიიღეთ ბოლო დროს (ბოლო 14 დღის განმავლობაში) სხვა ანტიდეპრპესიული საშუალებები, რომლებთაც ეწოდებათ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI). MAOI-ების მაგალითებია მოკლობემიდი (ანდეპრესანტი) და ლინზოლიდი (ანტიბიოტიკი). MAOI-ების ერთდროულმა მიღებამ სხვა დანიშნულებით გაცემულ პრეპარატებთან, მათ შორის დულსევიასთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტები. თქვენ უნდა შეწყვიტოთ MAOI-ების მიღება სულ მცირე 14 დღით ადრე დულსევიას მიღების დაწყებამდე. ასევე თქვენ უნდა დაიცადოთ სულ მცირე 5 დღე დულსევიას მიღების შეწყვეტიდან და MAOI-ების მიღების დაწყებამდე.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ძილს: ეს მოიცავს თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, მათ შორის ბენზოდიაზეპინებს, ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიფსიქოტიკებს, ფენობარბიტალს და ანტიჰისტამინებს.
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სეროტონინის დონის გაზრდას: ტრიპტანები, ბუპრენორფინი (ტკივილის ან ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება), ტრამადოლი, ტრიპტოფანი, SSRIs (როგორიცაა პაროქსიტინი და ფლუოქსეტინი), SNRIs (როგორიცაა ვენლაფაქსინი), ტრიციკლური ანტიდეპრესიულები (როგორიცაა ცლოპიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეთიდინი, წმ. იოანეს ვორტი და MAOIs (როგორიცაა მოკლებემიდი და ლინეზოლიდი). ეს მედიკამენტები იწვევენ გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას, როგორიცაა სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი ,,გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“). თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომს ამ მედიკამენტებიდან ნებისმიერის მიღებისას დულსევიასთან კომბინაციაში, უნდა აცნობოთ ექიმს.
პერორალური ანტიკოაგულანტები ან ანტითრომბოციტული საშუალებები: მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლის გათხელებას ან სისხლის შეკოლტების პრევენციას. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი.
დულსევიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
დულსევიას მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. საჭიროა სიფრთხილე ალკოჰოლის გამოყენებისას დულსევიათი მკურნალობის პერიოდში.
ლაქტაცია და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.
აცნობეთ ექიმს თუ დაორსულდებით ან თუ გეგმავთ ორსულობას დულსევიათ მკურნალობის დროს. დულსევიას გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ მკურნალობის პოტენციური სარგებლისა და ნაყოფის მიმართ მოსალოდნელი საფრთხის რისკის შეფასების შემდეგ.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ დულსევიას. ორსულობის დროს მსგავსი პრეპარატების (SSRIs) გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვის ჰიპერტენზია (PPHN), რაც იწვევს ჩვილში სუნთქვის გახშირებას და სილურჯეს. სიმპტომები როგორც წესი ვლინდება ბავშვის დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ გამოვლინდება მსგავსი ეფექტი თქვენს ჩვილზე, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ბებიაქალს და/ან ექიმს.
თუ იღებთ დულსევიას თქვენი ორსულობის ბოლო პერიოდში, შესაძლოა ჩვილზე გამოვლინდეს ზოგიერთი სიმპტომები დაბადების შემდეგ. ეს ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებისას ან დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს კუნთების მოდუნებას, ტრემორს, ნერვიულობას, ცუდ კვებას, სუნთქვის პრობლემებს და კრუნჩხვებს. თუ თქვენს ჩვილს აღენიშნება ამ სიმპტომებიდან ნებისმიერი დაბადებისას ან თუ თქვენ შეფაშფოთებთ ჩვილის ჯანმრთელობა, მიმართეთ ბებიაქალს და/ან ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.
თუ იღებთ დულსევიას ორსულობის ბოლო პერიოდში არსებობს მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ სისხლდენის დარღვევის ისტორია. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ დულოქსეტინს, რათა მოგცეთ რჩევა.
ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში დულსევიას გამოყენების შესახებ არსებული მონაცემები არ აჩვენებს ბავშვში საერთო თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილ რისკს. თუ დულსევია მიიღება ორსულობის მეორე ნახევარში, შეიძლება გაიზარდოს ბავშვის ნაადრევი დაბადების რისკი (6 დამატებითი დღენაკლული ჩვილი ყოველ 100 ქალზე, რომლებიც იღებენ დულსევიას ორსულობის მეორე ნახევარში), ძირითადად ორსულობის 35-დან 36 კვირამდე.
აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. დულსევიას გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რეკომენდაციისათვის.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
დულსევიამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ თუ რა ეფექტს იწვევს თქვენზე დულსევია.
დულსევია შეიცავს საქაროზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, აცნობეთ ეს მკურნალ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
- დულსევიას მიღების წესი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
დულსევია მიიღება პერორალურად. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
დეპრესიისა და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილების სამკურნალოდ:
დულსევიას რეკომენდებული დოზა შეადგენს 60 მგ დღეში ერთჯერ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეულ დოზას.
გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ:
დულსევიას რეკომენდებული საწყისი დოზა არის 30 მგ დღეში ერთჯერ, რომლის შემდეგად პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ დღეში ერთჯერ, თუმცა ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეულ დოზას. დოზირების კორექცია შესაძლებელია 120 მგ-მდე დღეში დულსევიათი მკურნალობის მიმართ თქვენი პასუხის შესაბამისად.
რომ არ დაგავიწყდეთ დულსევიას რეგულარული მიღება, უმჯობესია მიიღოთ ის დღის ერთიდაიმავე დროს.
ჰკითხეთ ექიმს, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ დულსევია. არ შეწყვიტოთ დულსევიას მიღება ან არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თქვენი დაავადებების სრულად განკურნება აუცილებელია თქვენივე მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუ არ მოხდება მისი სათანადოდ განკურნება, შესაძლებელია არ გამოვლინდეს მდგომარეობის გაუარესება ან მიიღოს უფრო სერიოზული სახე და გართულდეს განკურნება.
თუ მიიღეთ დულსევიას საჭიროზე მეტი დოზა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სასწრაფოდ, თუ მიიღეთ დულსევიას საჭიროზე მეტი დოზა. ზედოზირების სიმპტომები მოიცავენ ძილიანობას, კომას, სეროტონინის სინდრომს (იშვიათი რეაქცია, რაც იწვევს აჟიტირების შეგრძნებას, ძილიანობას, მოუხერხებლობას, მოუსვენრობას, სიმთვრალის შეგრძნებას, ცხელებას, ოფლიანობას ან კუნთების რიგიდულობას), კრუნჩხვებს, ღებინებას და გულისცემის გახშირებას.
თუ დაგავიწყდათ დულსევიას დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ რეკომენდებული მისაღები დოზა უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. თუმცა, თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ეს დოზა და განაგრძეთ მიღება ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ დულსევიას მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ კაფსულების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გრძნობთ უკეთ. თუ ექიმი ფიქრობს, რომ თქვენ აღარ გესაჭიროებათ დულსევიას გამოყენება ის შეამცირებს დოზას თანდათანობით 2 კვირის განმავლობაში პრეპარატის სრულად მოხსნამდე.
ზოგიერთ პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა უეცრად, განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა ნემსებით და ქინძისთავებით ჩხვლეტის ან ელექტრო შოკის მსგავსი შეგრძნება (ძირითადად ხელებზე), ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვებრობის და აჟიტირების შეგრძნება, შფოთვითი მდგომარეობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) ან ცუდად ყოფნა (ღებინება), კანკალი (ტრემორი), თავის ტკივილები, კუნთების ტკივილი, დაბნეულობის შეგრძნება, დიარეა, ჭარბი ძილიანობა ან ვერტიგო.
ეს სიმპტომები როგორც წესი არ არის სერიოზული და ქრება რამოდენიმე დღეში, თუმცა თუ თქვენ შეგაშფოთებთ ნებისმიერი სიმპტომი უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ეს სამკურნალო საშუალებაც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ეს ეფექტები ჩვეულებრივ არის მსუბუქიდან ზომიერამდე სირთულის და ხშირად ქრებიან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი, ძილიანობის შეგრძნება
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), პირის სიმშრალე
ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)
მადის დაკარგვა
ძილის გართულება, აჟიტირების შეგრძნება, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, შფოთვა, ორგაზმის შეგრძნების გართულება ან გაქრობა, უჩვეულო სიზმრები
თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ტრემორი, დაბუჟება, კანის დაბუჟების, წიწკნის ან ჩხვლეტის შეგრძნების ჩათვლით
დაბინდული მხედველობა
ტინიტუსი (არაექსტერნული ხმაური ყურებში)
გულისცემის შეგრძნება მკერდში
სისხლის წნევის გაზრდა, ხურვება
ჭარბი მთქნარება
ყაბზობა, დიარეა, კუჭის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა.
ჭარბი ოფლიანობა, (ქავილიანი) გამონაყარი
კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი
მტკივნეული შარდვა, ხშირი შარდვა
ერექციის პრობლემები, ეაკულაციის ცვლილებები
წაქცევა (უმეტესად ხანდაზმულებში), მოტეხილობები
წონის დაკარგვა
დეპრესიის მქონე ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს გამოვლინდა წონის დაკლება მედიკამენტის პირველად გამოყენების დასაწყისში. წონის მატება სხვა ბავშვებში და მოზარდებში მათი ასაკისა და სქესის შესაბამისი იყო 6 თვის მკურნალობის შემდეგ.
არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-მდე)
ყელის ანთება, რაც იწვევს ხმის ჩახლეჩვას
სუიციდური აზრები, ძილის გართულება, კბილების კრაჭუნი და დაჭერა, დეზორიენტაციის შეგრძნება, მოტივაციის დეფიციტი
კუნთების უეცარი უნებლიე კრთომა ან კრუნჩხვები, მოუსვენრობის შეგრძნება ან ჯდომის ან დგომის უუნარობა, ნერვიულობის შეგრძნება, კონცენტრაციის დარღვევა, გემოვნების შეგრძნების ცვლილება, მოძრაობის გაძნელება, მაგ. კუნთების კოორდინაციის ნაკლებობა ან უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ცუდი ძილის ხარისხი
თვალის გუგის გაფართოვება (თვალის მუქი ცენტრის), მხედველობის პრობლემები
თავბრუსხვევის ან ,,ტრიალის“ (ვერტიგო) შეგრძნება, ყურების ტკივილი
აჩქარებული და/ან არარეგულარული გულისცემა
გულყრა, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულის წასვლა წამოდგომისას, ხელ-ფეხის თითების სიცივე
ყელის შევიწროვება, ცხვირიდან სისხლდენა
სისხლიანი ღებინება ან მუქი თხელი განავალი (ფეკალიები), გასტროენტერიტი, გულძმარვა, ყლაპვის გართულება
ღვიძლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ტკივილები და კანის ან თვალის კაკლის სიყვითლე
ღამით ოფლიანობა, ციებ-ცხელება, ცივი ოფლი, მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა, სისხლჩაქცევების მიმართ მიდრეკილება
კუნთების რიგიდულობა, კუნთების კრთომა
შარდის გამოყოფის გართულება, შარდვის დაწყების გართულება, ღამით შარდვის მოთხოვნილება, გახშირებული შარდვის მოთხოვნილება, შარდის ნაკადის შემცირება
ანომალიური ვაგინალური სისხლდენა, ანომალიური მენსტრუალური ციკლი, ძლიერი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული ციკლი, უჩვეულოდ მცირე ციკლი ან ციკლის გამოტოვება, ტკივილი სათესლე ჯირკვალში ან სკროტუმში
მკერდის არეში ტკივილი, სიცივის, წყურვილის შეგრძნება, კანკალი, ცხელების შეგრძნება, სიარულის დარღვევა
წონაში მატება
დულსევიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს თქვენთვის ცნობილი, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის, კრეატინ ფოსფოკინაზას, შაქრის ან ქოლესტერინის დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა განვითარდეს 1 000 პაციენტიდან 1-მდე)
სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან თავბრუსხვევას ენის ან ტუჩების შეშუპების თანხლებით, ალერგიული რეაქციები
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა ან წონაში მატება
დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (უმეტესაც ხანდაზმულებში; სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს თავბრუსხვევის შეგრძნებას, სისუსტეს, დაბნეულობას, ძილიანობას ან ძლიერ დაღლილობას, ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, უფრო სერიოზული სიმპტომებია გულყრა, კრუნჩხვა ან წაქცევა), ანტი-დიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი
სუიციდური საქციელი, მანია (ჰიპერაქტივობა, სპონტანური ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება), ჰალუცინაციები, აგრესია და სიბრაზე
,,სეროტონინის სინდრომი“ (იშვიათი რეაქცია, რომლის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს კუნთების უნებლიე, რიტმულ შეკუმშვას, მათ შორის კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ თვალის მოძრაობას, აგზნება, ჰალუცინაციები, კომა, გადაჭარბებული ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაზვიადება, კუნთების დაძაბულობის მომატება, ტემპერატურა 38˚ C-ზე ზემოთ, გულისრევა, ღებინება, დიარეა).
თვალის წნევის გაზრდა (გლაუკომა)
ხველა, ხიხინი და ქოშინი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა
პირის ღრუს ანთება, ნათელი წითელი სისხლი განავალში, ცუდი სუნი პირში, მსხვილი ნაწლავის ანთება (რაც იწვევს დიარეას)
ღვიძლის უკმარისობა, კანისა და თვალების კაკლის სიყვითლე (სიყვითლე)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული დაავადება, რომელსაც ახლავს კანის, პირის, თვალების ან გენიტალიის ნაწილში კანის აქერცვლა), სერიოზული კანის რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შეშუპებას (ანგიოოდემა)
ყბის კუნთების შეკუმშვა
ანომალიური შარდის სუნი
მენოპაუზის სიმპტომები, მამაკაცებში ან ქალებში მკერდში ანომალიური რძის წარმოება
ძლიერი ვაგინალური სისხლდენა მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა)
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1-მდე)
სისხლძარღვების ანთება კანზე (კანის ვასკულიტი)
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდით ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდით მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ რუმინეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტისა სააგენტოს მისამართზე
ავიატორ სანატესკუ ქ. № 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478-RO
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.anm.ro
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- დულსევიას შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული EXP ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის მიზნით.
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი კანალიზაციაში ან გამდინარე საყოფაცხოვრებო წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს დულსევია
აქტიური ნივთერება არის დულოქსეტინი. ყოველი მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულა შეიცავს 30 მგ ან 60 მგ დულოქსეტინს (დულოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი: შაქრის ბურთულები (საქაროზა, სიმინდის სახამებელი), ჰიპრომელოზა 6 cP, საქაროზა, ჰიპრომელოზას ფტალატი, ტალკი და ტრიეთლის ციტრატი
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოტინი (E132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 60 მგ-იან კაფსულებში, საღებავი (შელლაქი, შავი რკინის ოქსიდი (E172))
იხილეთ ნაწილი 2 ,,დულსევია შეიცავს საქაროზას“.
დულსევიას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
30 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბურთულები მკვრივ ჟელატინის კაფსულებში, კაფსულის ზომა 3 (საშუალო სიგრძე: 15.9 მმ). კაფსულის კორპუსი არის თეთრი ფერის და თავსახური არის მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე არის შავი ფერის წარწერა 30.
60 მგ მკვრივი გასტრო-რეზისტენტული კაფსულები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბურთულები მკვრივ ჟელატინის კაფსულებში, კაფსულის ზომაა 1 (საშუალო სიგრძე: 19.4 მმ). კაფსულის კორპუსი არის მოყვითალო მწვანე ფერის და თავსახური არის მუქი ლურჯი. კაფსულის კორპუსზე არის შავი ფერის წარწერა 60.
დულსევიას შეფუთვა შეიცავს 7, 10, 14, 28, 30, 56, 90 და 100 მკვრივ გასტრო-რეზისტენტულ კაფსულებს ბლისტერებში.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
TAD ფარმა გმბჰ, ჰაინც-ლომან-შტრასე 5, 27472 ცუქსჰავენი, გერმანია
წინამდებარე სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებით:
წევრი ქვეყნის სახელწოდება
სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება
ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რეპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, უნგრეთი
დულსევია/Dulsevia
ამ ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2024 წლის იანვარი.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია რუმინეთის წამლისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro/.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.