პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

დოქსენი

Doxen®

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის დასახელებაა დოქსენი. მისი გენერიკული დასახელებაა დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც მიიღება უთხოვრის ხის თესლებისგან. დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, სახელად ტაქსოიდები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოცეტაქსელი (docetaxel)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/0,5მლ 0,5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 1.5მლ გამხსნელი (12% ეთანოლი საინექციო წყალში) ფლაკონი №1
მწარმოებელი
VIANEX S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043953
რეგისტრირებულია
4 სექტემბერი 2025, მოქმედებს 4 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ეს კა იმპექსი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსენი და სხვა წამალი ერთად

დოქსენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამ მედიკამენტის დასახელებაა დოქსენი. მისი გენერიკული დასახელებაა დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც მიიღება უთხოვრის ხის თესლებისგან. დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, სახელად ტაქსოიდები.

დოქსენი თქვენმა ექიმმა დანიშნა ძუძუს შორსწასული კიბოს, ფილტვის კიბოს სპეციალური ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო) და პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს, ან თავის და კისრის კიბოს სამკურნალოდ:

  • ძუძუს შორსწასული კიბოს სამკურნალოდ დოქსენისგამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დოქსორუბიცინთან, ან ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში .

ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს ლიმფური კვანძების ჩართულობით ან მის გარეშე, სამკურნალოდ დოქსენისშეყვანა შეიძლება დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ დოქსენი უნდა გამოიყენონ მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციაში.

  • პროსტატის კიბოს მკურნალობისთვის დოქსენი გამოიყენება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში.

კუჭის Mმეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ დოქსენი შეყავთ ცისპლატინთან და

5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავის და კისრის კიბოს დროს დოქსენი შეყავთ ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

დოქსენს დაგინიშნავთ ჯანდაცვის პროფესიონალი.

ჩვეული დოზა

დოზა დამოკიდებული იქნება წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე. ექიმი გამოითვლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) და განსაზღვრავს საჭირო დოზას.

გამოყენების მეთოდი და გზა

დოქსენის მიღება მოხდება ვენაში ინფუზიით (ინტრავენურად). ინფუზია დაახლოებით გაგრძელდება ერთი საათი და გაკეთდება საავადმყოფოში.

მიღების სიხშირე

ინფუზია ჩვეულებრივ ჩაგიტარდებათ 3 კვირაში ერთხელ.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და მიღების სიხშირე, სისხლის ანალიზის, ზოგადი მდგომარეობის და დოქსენზე პასუხის მიხედვით.

აცნობეთ ექიმს, განსაკუთრებით, დიარეის, პირის ღრუს წყლულების, დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნების, ცხელების შემთხვევაში და მიაწოდეთ მას თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები.

ამგვარი ინფორმაცია მას საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება. ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

დოქსენი არ უნდა მიიღოთ თუ:

ალერგიული ხართ (ჰიპერმგრძნობელობა) დოცეტაქსელის ან დოქსენის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია.

გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება.

დოქსენისმიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე

დოქსენით ყოველ მკურნალობამდე ჩაგიტარდებათ სისხლის ტესტირება რათა შემოწმდეს გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები და ღვიძლის საკმარისი ფუნქციები, დოქსენის მისაღებად. სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამასთან დაკავშირებული ცხელება ან ინფექციები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები. მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, კერძოდ მხედველობის დაბინდვისას, სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ თვალები და მხედველობა.

თუ გაქვთ მწვავე პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით ან ეს პრობლემები უარესდება, (ცხელება, ქოშინი ან ხველა) დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ჰოსპიტალის ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაუყოვნებლივ შეაჩეროს თქვენი მკურნალობა.

დოქსენის მიღებამდე ერთი დღით ადრე გთხოვენ მიიღოთ პრემედიკაცია, ორალური კორტიკოსტეროიდის სახით, როგორიცაა დექსამეთაზონი, მისი მიღება უნდა განაგრძოთ ამის შემდეგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში ზოგიერთი არასასურველი ეფექტის ასაცილებლად, რომელიც შეიძლება განვითარდეს დოქსენისინფუზიის შემდეგ, განსაკუთრებით როგორიცაა ალერგიული რეაქციები და სითხის რეტენცია (ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება ან წონაში მატება).

მკურნალობის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტებიც სისხლის უჯრედების რაოდენობის შენარჩუნებისთვის.

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. ეს საჭიროა რადგან დოქსენმა ან სხვა მედიკამენტმა შეიძლება მოსალოდნელი ეფექტი არ მოგცეთ ან შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

დოქსენი,არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს თუ ამას არ გადაწყვეტს ექიმი.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს არ უნდა დაორსულდეთ და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან დოქსენი, შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის. თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დოქსენითმკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

თუ ხართ მამაკაცი და დოქსენით მკურნალობთგირჩევენ, რომ მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ჩასახვისგან თავი შეიკავოთ და მკურნალობამდე გაიაროთ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც დოქსენის კურსის დროს (მიღებისას) ავტომობილის მართვისგან თავი უნდა შეიკავოთ, იმ შემთხვევის გარდა როდესაც გრძნობთ თავბრუსხვევას და საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, დოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თქვენი ექიმი განიხილავს მათ თქვენთან ერთად და განგიმარტავთ პოტენციურ რისკებს და მკურნალობის სარგებელს.

მხოლოდ დოქსენის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტებია: სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს წყლულები, დიარეა და დაღლილობა.

დოქსენის გვერდითი მოვლენების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს როდესაც დოქსენის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ აგენტებთან ერთად.

საავადმყოფოში ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ პირში)

ალები, კანის რეაქციები, ქავილი

გულმკერდში შებოჭილობა, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან წვა

ზურგის ტკივილი

სისხლის დაბალი წნევა.

შეიძლება განვითარდეს უფრო მწვავე რეაქციები

საავადმყოფოს პერსონალი მკურნალობის დროს ინტენსიურად დააკვირდება თქვენს მგომარეობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს.

დოქსენის ინფუზიებს შორის შეიძლება განვითარდეს შემდეგი რეაქციები და მათი სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული მედიკამენტების კომბინაციების მიხედვით:

ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ინფექციები, სისხლის წითელი (ანემია) ან თეთრი უჯრედების (რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლისთვის) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცხელება: ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

ალერგიული რეაქციები რაც აღწერილია ზემოთ

მადის დაკარგვა (ანორექსია)

უძილობა

სახსრებში და კუნთებში დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნება

თავის ტკივილი

გემოს შეგრძნების დარღვევა

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა

ლიმფური დრენაჟის დარღვევის გამო გამოწვეული შეშუპება

სუნთქვის უკმარისობა

ცხვირიდან გამონადენი, ყელის და ცხვირის ანთება; ხველა

ცხვირიდან სისხლდენა

პირის ღრუში წყლულები

კუჭის მხრივ დარღვევები, გულისრევის, ღებინების, დიარეის ჩათვლით, ყაბზობა

მუცლის ტკივილი

საჭმლის მონელების დარღვევა

ხანმოკლე თმის ცვენა (უმრავლეს შემთხვევებში აღდგება თმის ნორმალური ზრდა)

ხელის და ფეხის გულების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ხელების, სახის ან სხეულის მიდამოში)

ფრჩხილების ფერის ცვლილება, რომლებიც შეიძლება მოძვრეს

კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, ზურგის ან ძვლის ტკივილი

მენსტრუალური ციკლის შეცვლა ან არ არსებობა

ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

წონაში მატება ან კლება.

ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ორალური კანდიდოზი

დეჰიდრატაცია

თავბრუსხვევა

სმენის დარღვევა

სისხლის წნევის დაქვეითება; არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის დროს ტკივილი

ჰემორაგია

ღვიძლის ენზიმების მომატება (აქედან გამომდინარე საჭიროა სისხლის რეგულარული ტესტირება)

ნაკლებად ხშირი (აღინიშნება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულის წასვლა

ინექციის ადგილზე კანის რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება

მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთება, ინტესტინური პერფორაცია

სისხლის თრომბები.

სიხშირე უცნობია:

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. Fფილტვების ანთება შეიძლება ასევე განვითარდეს როდესაც დოცეტაქსელის თერაპია გამოიყენება რადიოთერაპიასთან ერთად)

პნევმონია (ფილტვების ინფექცია)

პულმონური ფიბროზი (ნაწიბურები და გასქელება ფილტვებში სუნთქვის გაძნელებით)

მხედველობის დაბინდვა, თვალებში ბადურის შეშუპებით (კისტოიდური მაკულარული ედემა)

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება.

გვერდითი ეფექტების ანგარიში

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს. Eეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, ისეთსაც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. თქვენ ასევე პირდაპირ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები National Organization of Medicines, Mesogeion Ave, GR-15562 Cholargos, Athens

Tel.: +30 21 32040337

Website: http://www.eof.gr , http://www.kitrinikarta.gr, საშუალებით.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოცემული პრეპერატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

შემადგენლობა

დოქსენი 20მგ/0.5მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი არის გამჭვირვალე, ბლანტი, ყვითელი ან ყავისფერი-ყვითელი სითხე, შეიცავს 40მგ/მლ დოცეტაქსელს (უწყლო) პოლისორბატ 80-ში და ლიმონმჟავაში. დოქსენის გამხსნელი არის 12% წ/წ უწყლო ეთანოლის ხსნარი საინექციო წყალში განზავებული (13% წ/წ 95%-იანი ეთანოლის ექვივალენტური).

  • შეფუთვა

დოქსენი გამოდის ერთჯერად-დოზიანი ფლაკონებით.

ყოველი კოლოფი შეიცავს დოქსენის ერთ ფლაკონს (20მგ/0.5მლ) და ერთ შესაბამის დოქსენის გამხსნელის ფლაკონს.

დოქსენის ფლაკონების შენახვა უნდა მოხდეს 2°C-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

დოქსენი არ უნდა გამოიყენონ კოლოფზე და ფლაკონებზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • 1 დოქსენი 20მგ/0.5მლ ფლაკონი

დოქსენი 20მგ/0.5მლ ფლაკონი არის გამჭვირვალე I ტიპის შუშის ფლაკონი, ნარინჯისფერი თავსახურით

დოქსენი20მგ/0.5მლ ფლაკონი შეიცავს დოცეტაქსელის ხსნარს პოლისორბატ 80-ში 40მგ/მლ კონცენტრაციით.

დოქსენი 20მგ/0.5მლ ყოველი ფლაკონი შეიცავს 0.5მლ, 40მგ/მლ დოცეტაქსელის ხსნარის პოლისორბატ 80-ში (შევსებული მოცულობა: 24.4მგ/0.61ლ).

ეს მოცულობა განსაზღვრულია დოქსენის შემუშავებისას სითხის დანაკარგის კომპენსაციისთვის წინასწარი შერევის დროს (იხ. პარაგრაფი 4) აქაფების, კედლებთან ადჰეზიის და “მკვდარი-მოცულობის” გამო. ჭარბი ავსება უზრუნველყოფს, რომ დოქსენის თანმხლები ხსნარის მთელი ფლაკონის განზავების შემდეგ მინიმალურად გამოიყოს 2მლ 10მგ/მლ დოცეტქსელის მოცულობა, რაც შეესაბამება 20მგ/0.5მლ ფლაკონზე მითითებულ რაოდენობას.

  • 2 დოქსენი ხსნარი 20მგ/0.5მლ ფლაკონისთვის

გამხსნელი დოქსენის 20მგ/0.5მლ ფლაკონისთვის არის 10მლ გამჭვირვალე I ტიპის მინის ფლაკონი ყავისფერი თავსახურით

გამხსნელის ყოველი ფლაკონი შეიცავს 1.5მლ 12% წ/წ უწყლო ეთანოლის ხსნარს საინექციო წყალში (ავსების მოცულობა: 1.98მლ). ეს მოცულობა განისაზღვრა და დადგინდა დოქსენის 20მგ/0.5მლ ფლაკონის ავსების მოცულობის მიხედვით. გამხსნელის ფლაკონის სრული შიგთავსის დოქსენის 20მგ/0.5მლ-ზე დამატება უზრუნველყოფს 10მგ/მლ დოცეტაქსელის შერევამდელ კონცენტრაციას.

რეკომენდაციები უსაფრთხო შენახვისთვის

დოქსენი არის ანტინეოპლაზიური აგენტი და როგორც პოტენციურად ტოქსიკური სხვა შენაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო მისი ხსნარის შენახვის და მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება.

თუ ხდება დოქსენის კონცენტრატის, განსაზავებელი ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის კანთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ საპნით და წყლით.

თუ ხდება დოქსენის კონცენტრაცის, განსაზავებელი ხსნარის ან სანფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური გამოყენებისთვის

  • 1 დოქსენის განსაზავებელი ხსნარის მომზადება (10მგ დოცეტაქსელი/მლ)
  • 1.1 თუ ფლაკონები მაცივარში ინახება, დოქსენის კოლოფების საჭირო რაოდენობა დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 25°C-ზე) 5 წუთის

განმავლობაში.

  • 1.2 ნემსიანი შპრიცის გამოყენებით ასეპტიკურად ამოიღეთ დოქსენის ფლაკონის გამხსნელი ნაწილობრივ მისი გადაბრუნებით
  • 1.3 შპრიცის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ დოქსენის შესაბამის ფლაკონში.
  • 1.4 მოაშორეთ შპრიცი და შეურიეთ ბრუნვით, მინიმუმ 45 წამის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ.
  • 1.5 განსაზავებელი ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე დადგით 5 წუთის განმავლობაში (არა უმეტეს 25°C-ზე), შეამოწმეთ, რომ ხსნარი იყოს ჰომოგენური და გამჭვირვალე (აქაფება ნორმალურია 5 წუთის განმავლობაში, შემადგენლობაში პოლისორბატ 80-ის არსებობის გამო).

011557000

განსაზავებელი ხსნარი შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს და უნდა გამოიყენონ მომზადებისთანავე. თუმცა ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 8 საათის განმავლობაში, 2-8°C –ზე ან ოთახის - არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე.

  • 2 საინფუზიო ხსნარის მომზადება
  • 2.1 პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად შეიძლება აუცილებელი იყოს ერთზე მეტი განსაზავებელი ფლაკონი. პაციენტისთვის საჭირო დოზის მიხედვით მგ-ზე გაანგარიშებით, ასეპტიკურად ამოიღეთ განსაზავებელი მოცულობა, რომელიც შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს შეასაბამისი რაოდენობით ფლაკონებიდან გრადუირებული, ნემსიანი შპრიცის გამოყენებით. მაგალითად, 140მგ დოცეტაქსელის დოზას დაჭირდება 14მლ დოცეტაქსელის განსაზავებელი ხსნარი.

011430000

  • 2.2 საჭირო განსაზავებელი მოცულობა შეიყვანეთ 250მლ საინფუზიო ტომარაში ან ბოთლში, რომელიც შეიცავს 5%-აინ გლუკოზის ხსნარს ან ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარს. თუ საჭიროა 200მგ დოცეტაქსელზე მეტი დოზა, გამოიყენეთ დიდი მოცულობის საინფუზიო სისტემა, ისე რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭრბოს 0.74მგ/მლ-ს.
  • 2.3 საინფუზიო ტომარა ან ბოთლი აურიეთ ხელით შექანებით.
  • 2.4 დოქსენის სიანფუზიო ხსნარი უნდა გამოიყენონ 4 საათის განმავლობაში და ასეპტიკურად უნდა მიიღონ 1 საათიანი ინფუზიის სახით, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 25°C-ზე) და ნორმალური განათების პირობებში.
  • 2.5 როგორც ყველა პარენტერული პროდუქტი, დოქსენისგანსაზავებელი ხსნარი და საინფუზიო ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს გამოყენებამდე, ნაწილაკების შემცველი ხსნარები უნდა განადგურდეს.
  • განადგურება

განზავების და მიღებისთვის გამოყენებული მთელი მასალა უნდა განადგურდეს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

დოქსენის მიღება არ შეიძლება კოლოფზე და ფლაკონებზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ან 2°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვისთვის.

ფლაკონის პირველი გახნის შემდეგ პროდუქტი უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ან განსაზავებელი ხსნარი უნდა გამოიყენონ მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა, 2-8oC ტემპერატურაზე, სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდურ და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიკოქიმიური სტაბილურობის ვადას.

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 8 საათის განმავლობაში 2°C და 8°C-ზე ან 25°C–ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარის განზავების შემდეგ გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა 2-8oC ტემპერატურაზე სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდური და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიკოქიმიური სტაბილურობის ვადას.

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 4 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 25°C, ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას.

  • დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დოქსენი 20მგ/0.5მლ კონცენტრატი და გამხსნელი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი

2146306159500

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან თქვენს ექთანს.

თუ თქვენ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ჩანართში აღნიშნული არ არის. იხილეთ თავი 4.

ამ ფურცელ-ჩანართში:

  • რა არის დოქსენი და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა იცოდეთ დოქსენის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დოქსენი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დოქსენი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის დოქსენი და რისთვის გამოიყენება.

ამ მედიკამენტის დასახელებაა დოქსენი. მისი გენერიკული დასახელებაა დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც მიიღება უთხოვრის ხის თესლებისგან. დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, სახელად ტაქსოიდები.

დოქსენი თქვენმა ექიმმა დანიშნა ძუძუს შორსწასული კიბოს, ფილტვის კიბოს სპეციალური ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო) და პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს, ან თავის და კისრის კიბოს სამკურნალოდ:

  • ძუძუს შორსწასული კიბოს სამკურნალოდ დოქსენისგამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან დოქსორუბიცინთან, ან ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში .

ძუძუს ადრეული სტადიის კიბოს ლიმფური კვანძების ჩართულობით ან მის გარეშე, სამკურნალოდ დოქსენისშეყვანა შეიძლება დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ დოქსენი უნდა გამოიყენონ მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციაში.

  • პროსტატის კიბოს მკურნალობისთვის დოქსენი გამოიყენება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში.

კუჭის Mმეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ დოქსენი შეყავთ ცისპლატინთან და

5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავის და კისრის კიბოს დროს დოქსენი შეყავთ ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

რა უნდა იცოდეთ დოქსენისგამოყენებამდე

დოქსენი არ უნდა მიიღოთ თუ:

ალერგიული ხართ (ჰიპერმგრძნობელობა) დოცეტაქსელის ან დოქსენის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია.

გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება.

დოქსენისმიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე

დოქსენით ყოველ მკურნალობამდე ჩაგიტარდებათ სისხლის ტესტირება რათა შემოწმდეს გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები და ღვიძლის საკმარისი ფუნქციები, დოქსენის მისაღებად. სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამასთან დაკავშირებული ცხელება ან ინფექციები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები. მხედველობის პრობლემების შემთხვევაში, კერძოდ მხედველობის დაბინდვისას, სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოთ თვალები და მხედველობა.

თუ გაქვთ მწვავე პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით ან ეს პრობლემები უარესდება, (ცხელება, ქოშინი ან ხველა) დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ჰოსპიტალის ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაუყოვნებლივ შეაჩეროს თქვენი მკურნალობა.

დოქსენის მიღებამდე ერთი დღით ადრე გთხოვენ მიიღოთ პრემედიკაცია, ორალური კორტიკოსტეროიდის სახით, როგორიცაა დექსამეთაზონი, მისი მიღება უნდა განაგრძოთ ამის შემდეგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში ზოგიერთი არასასურველი ეფექტის ასაცილებლად, რომელიც შეიძლება განვითარდეს დოქსენისინფუზიის შემდეგ, განსაკუთრებით როგორიცაა ალერგიული რეაქციები და სითხის რეტენცია (ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება ან წონაში მატება).

მკურნალობის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტებიც სისხლის უჯრედების რაოდენობის შენარჩუნებისთვის.

სხვა მედიკამენტების მიღება

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. ეს საჭიროა რადგან დოქსენმა ან სხვა მედიკამენტმა შეიძლება მოსალოდნელი ეფექტი არ მოგცეთ ან შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს.

დოქსენი,არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს თუ ამას არ გადაწყვეტს ექიმი.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს არ უნდა დაორსულდეთ და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან დოქსენი, შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისთვის. თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

დოქსენითმკურნალობის დროს არ უნდა კვებოთ ბავშვი ძუძუთი.

თუ ხართ მამაკაცი და დოქსენით მკურნალობთგირჩევენ, რომ მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ჩასახვისგან თავი შეიკავოთ და მკურნალობამდე გაიაროთ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციასთან დაკავშირებით, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც დოქსენის კურსის დროს (მიღებისას) ავტომობილის მართვისგან თავი უნდა შეიკავოთ, იმ შემთხვევის გარდა როდესაც გრძნობთ თავბრუსხვევას და საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ.

როგორ გამოიყენება დოქსენი

დოქსენს დაგინიშნავთ ჯანდაცვის პროფესიონალი.

ჩვეული დოზა

დოზა დამოკიდებული იქნება წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე. ექიმი გამოითვლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) და განსაზღვრავს საჭირო დოზას.

გამოყენების მეთოდი და გზა

დოქსენის მიღება მოხდება ვენაში ინფუზიით (ინტრავენურად). ინფუზია დაახლოებით გაგრძელდება ერთი საათი და გაკეთდება საავადმყოფოში.

მიღების სიხშირე

ინფუზია ჩვეულებრივ ჩაგიტარდებათ 3 კვირაში ერთხელ.

ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და მიღების სიხშირე, სისხლის ანალიზის, ზოგადი მდგომარეობის და დოქსენზე პასუხის მიხედვით.

აცნობეთ ექიმს, განსაკუთრებით, დიარეის, პირის ღრუს წყლულების, დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნების, ცხელების შემთხვევაში და მიაწოდეთ მას თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები.

ამგვარი ინფორმაცია მას საშუალებას მისცემს გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება. ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, დოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თქვენი ექიმი განიხილავს მათ თქვენთან ერთად და განგიმარტავთ პოტენციურ რისკებს და მკურნალობის სარგებელს.

მხოლოდ დოქსენის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტებია: სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს წყლულები, დიარეა და დაღლილობა.

დოქსენის გვერდითი მოვლენების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს როდესაც დოქსენის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ აგენტებთან ერთად.

საავადმყოფოში ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ პირში)

ალები, კანის რეაქციები, ქავილი

გულმკერდში შებოჭილობა, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან წვა

ზურგის ტკივილი

სისხლის დაბალი წნევა.

შეიძლება განვითარდეს უფრო მწვავე რეაქციები

საავადმყოფოს პერსონალი მკურნალობის დროს ინტენსიურად დააკვირდება თქვენს მგომარეობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს.

დოქსენის ინფუზიებს შორის შეიძლება განვითარდეს შემდეგი რეაქციები და მათი სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული მედიკამენტების კომბინაციების მიხედვით:

ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ინფექციები, სისხლის წითელი (ანემია) ან თეთრი უჯრედების (რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლისთვის) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ცხელება: ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

ალერგიული რეაქციები რაც აღწერილია ზემოთ

მადის დაკარგვა (ანორექსია)

უძილობა

სახსრებში და კუნთებში დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნება

თავის ტკივილი

გემოს შეგრძნების დარღვევა

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა

ლიმფური დრენაჟის დარღვევის გამო გამოწვეული შეშუპება

სუნთქვის უკმარისობა

ცხვირიდან გამონადენი, ყელის და ცხვირის ანთება; ხველა

ცხვირიდან სისხლდენა

პირის ღრუში წყლულები

კუჭის მხრივ დარღვევები, გულისრევის, ღებინების, დიარეის ჩათვლით, ყაბზობა

მუცლის ტკივილი

საჭმლის მონელების დარღვევა

ხანმოკლე თმის ცვენა (უმრავლეს შემთხვევებში აღდგება თმის ნორმალური ზრდა)

ხელის და ფეხის გულების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ხელების, სახის ან სხეულის მიდამოში)

ფრჩხილების ფერის ცვლილება, რომლებიც შეიძლება მოძვრეს

კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, ზურგის ან ძვლის ტკივილი

მენსტრუალური ციკლის შეცვლა ან არ არსებობა

ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

წონაში მატება ან კლება.

ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ორალური კანდიდოზი

დეჰიდრატაცია

თავბრუსხვევა

სმენის დარღვევა

სისხლის წნევის დაქვეითება; არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის დროს ტკივილი

ჰემორაგია

ღვიძლის ენზიმების მომატება (აქედან გამომდინარე საჭიროა სისხლის რეგულარული ტესტირება)

ნაკლებად ხშირი (აღინიშნება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულის წასვლა

ინექციის ადგილზე კანის რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება

მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთება, ინტესტინური პერფორაცია

სისხლის თრომბები.

სიხშირე უცნობია:

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. Fფილტვების ანთება შეიძლება ასევე განვითარდეს როდესაც დოცეტაქსელის თერაპია გამოიყენება რადიოთერაპიასთან ერთად)

პნევმონია (ფილტვების ინფექცია)

პულმონური ფიბროზი (ნაწიბურები და გასქელება ფილტვებში სუნთქვის გაძნელებით)

მხედველობის დაბინდვა, თვალებში ბადურის შეშუპებით (კისტოიდური მაკულარული ედემა)

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება.

გვერდითი ეფექტების ანგარიში

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს. Eეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, ისეთსაც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. თქვენ ასევე პირდაპირ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები National Organization of Medicines, Mesogeion Ave, GR-15562 Cholargos, Athens

Tel.: +30 21 32040337

Website: http://www.eof.gr , http://www.kitrinikarta.gr, საშუალებით.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოცემული პრეპერატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

როგორ ინახება დოქსენი

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

დოქსენის მიღება არ შეიძლება კოლოფზე და ფლაკონებზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ან 2°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვისთვის.

ფლაკონის პირველი გახნის შემდეგ პროდუქტი უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ან განსაზავებელი ხსნარი უნდა გამოიყენონ მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა, 2-8oC ტემპერატურაზე, სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდურ და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიკოქიმიური სტაბილურობის ვადას.

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 8 საათის განმავლობაში 2°C და 8°C-ზე ან 25°C–ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარის განზავების შემდეგ გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა 2-8oC ტემპერატურაზე სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდური და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიკოქიმიური სტაბილურობის ვადას.

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 4 საათის განმავლობაში, არა უმეტეს 25°C, ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას.

  • დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დოქსენის კონცენტრატის ფლაკონი:

აქტიური ნივთიერებაა დოცეტაქსელი. დოქსენისკონცენტრატის ყოველი ფლაკონი შეიცავს 20მგ/0.5მლ დოცეტაქსელს. კონცენტრატის ყოველი მლ შეიცავს 40მგ დოცეტაქსელს.

სხვა ინგრედიენტებია პოლისორბატი 80 და ლიმონმჟავა.

რას შეიცავს გამხსნელის ფლაკონი:

გამხსნელის ყოველი ფლაკონი შეიცავს 1.5მლ, 12% უწყლო ეთანოლის ხსნარს საინექციო წყალში განზავებულს (13% წ/წ 95%-იანი ეთანოლის ექვივალენტური).

დოქსენისაღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დოქსენი 20მგ/0.5მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამსზადებლად არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ყავისფერი-ყვითელი ხსნარი.

ყოველი კოლოფი შეიცავს:

ერთი ერთჯერად დოზიანი ფლაკონი კონცენტრატით და

ერთი ერთჯერად დოზიანი ფლაკონი გამხსნელით.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

VIANEX S.A., 8 Varibobis Street, 14671 N. Erythraia, Kifisia, Greece Tel.:+30 2108009111

მწარმოებელი:

VIANEX S.A. -Plant C’, 16th km Marathonos Avenue, Pallini, Greece

ჩანართის ბოლო დამტკიცება – 2024 იანვარი

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სფეროს პროფესიონალისთვის.

მომზადების გაიდლაინი დოქსენი 20მგ/0.5მლ საინფუზიო ხნსარის მოსამზადებელი კონცენტრატის და დოქსენის გამხსნელისთვის

224155-254000

მნიშვნელოვანია პროცედურის სრული შინაარსი წინასწარ წაიკითხოთ დოქსენის განსაზავებელი ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის მომზადებამდე.

  • შემადგენლობა

დოქსენი 20მგ/0.5მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი არის გამჭვირვალე, ბლანტი, ყვითელი ან ყავისფერი-ყვითელი სითხე, შეიცავს 40მგ/მლ დოცეტაქსელს (უწყლო) პოლისორბატ 80-ში და ლიმონმჟავაში. დოქსენის გამხსნელი არის 12% წ/წ უწყლო ეთანოლის ხსნარი საინექციო წყალში განზავებული (13% წ/წ 95%-იანი ეთანოლის ექვივალენტური).

  • შეფუთვა

დოქსენი გამოდის ერთჯერად-დოზიანი ფლაკონებით.

ყოველი კოლოფი შეიცავს დოქსენის ერთ ფლაკონს (20მგ/0.5მლ) და ერთ შესაბამის დოქსენის გამხსნელის ფლაკონს.

დოქსენის ფლაკონების შენახვა უნდა მოხდეს 2°C-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

დოქსენი არ უნდა გამოიყენონ კოლოფზე და ფლაკონებზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

  • 1 დოქსენი 20მგ/0.5მლ ფლაკონი

დოქსენი 20მგ/0.5მლ ფლაკონი არის გამჭვირვალე I ტიპის შუშის ფლაკონი, ნარინჯისფერი თავსახურით

დოქსენი20მგ/0.5მლ ფლაკონი შეიცავს დოცეტაქსელის ხსნარს პოლისორბატ 80-ში 40მგ/მლ კონცენტრაციით.

დოქსენი 20მგ/0.5მლ ყოველი ფლაკონი შეიცავს 0.5მლ, 40მგ/მლ დოცეტაქსელის ხსნარის პოლისორბატ 80-ში (შევსებული მოცულობა: 24.4მგ/0.61ლ).

ეს მოცულობა განსაზღვრულია დოქსენის შემუშავებისას სითხის დანაკარგის კომპენსაციისთვის წინასწარი შერევის დროს (იხ. პარაგრაფი 4) აქაფების, კედლებთან ადჰეზიის და “მკვდარი-მოცულობის” გამო. ჭარბი ავსება უზრუნველყოფს, რომ დოქსენის თანმხლები ხსნარის მთელი ფლაკონის განზავების შემდეგ მინიმალურად გამოიყოს 2მლ 10მგ/მლ დოცეტქსელის მოცულობა, რაც შეესაბამება 20მგ/0.5მლ ფლაკონზე მითითებულ რაოდენობას.

  • 2 დოქსენი ხსნარი 20მგ/0.5მლ ფლაკონისთვის

გამხსნელი დოქსენის 20მგ/0.5მლ ფლაკონისთვის არის 10მლ გამჭვირვალე I ტიპის მინის ფლაკონი ყავისფერი თავსახურით

გამხსნელის ყოველი ფლაკონი შეიცავს 1.5მლ 12% წ/წ უწყლო ეთანოლის ხსნარს საინექციო წყალში (ავსების მოცულობა: 1.98მლ). ეს მოცულობა განისაზღვრა და დადგინდა დოქსენის 20მგ/0.5მლ ფლაკონის ავსების მოცულობის მიხედვით. გამხსნელის ფლაკონის სრული შიგთავსის დოქსენის 20მგ/0.5მლ-ზე დამატება უზრუნველყოფს 10მგ/მლ დოცეტაქსელის შერევამდელ კონცენტრაციას.

რეკომენდაციები უსაფრთხო შენახვისთვის

დოქსენი არის ანტინეოპლაზიური აგენტი და როგორც პოტენციურად ტოქსიკური სხვა შენაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო მისი ხსნარის შენახვის და მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება.

თუ ხდება დოქსენის კონცენტრატის, განსაზავებელი ხსნარის ან საინფუზიო ხსნარის კანთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ საპნით და წყლით.

თუ ხდება დოქსენის კონცენტრაცის, განსაზავებელი ხსნარის ან სანფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებთან კონტაქტი, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

მომზადება ინტრავენური გამოყენებისთვის

  • 1 დოქსენის განსაზავებელი ხსნარის მომზადება (10მგ დოცეტაქსელი/მლ)
  • 1.1 თუ ფლაკონები მაცივარში ინახება, დოქსენის კოლოფების საჭირო რაოდენობა დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 25°C-ზე) 5 წუთის

განმავლობაში.

  • 1.2 ნემსიანი შპრიცის გამოყენებით ასეპტიკურად ამოიღეთ დოქსენის ფლაკონის გამხსნელი ნაწილობრივ მისი გადაბრუნებით
  • 1.3 შპრიცის მთელი შიგთავსი შეიყვანეთ დოქსენის შესაბამის ფლაკონში.
  • 1.4 მოაშორეთ შპრიცი და შეურიეთ ბრუნვით, მინიმუმ 45 წამის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ.
  • 1.5 განსაზავებელი ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე დადგით 5 წუთის განმავლობაში (არა უმეტეს 25°C-ზე), შეამოწმეთ, რომ ხსნარი იყოს ჰომოგენური და გამჭვირვალე (აქაფება ნორმალურია 5 წუთის განმავლობაში, შემადგენლობაში პოლისორბატ 80-ის არსებობის გამო).

011557000

განსაზავებელი ხსნარი შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს და უნდა გამოიყენონ მომზადებისთანავე. თუმცა ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 8 საათის განმავლობაში, 2-8°C –ზე ან ოთახის - არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე.

  • 2 საინფუზიო ხსნარის მომზადება
  • 2.1 პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად შეიძლება აუცილებელი იყოს ერთზე მეტი განსაზავებელი ფლაკონი. პაციენტისთვის საჭირო დოზის მიხედვით მგ-ზე გაანგარიშებით, ასეპტიკურად ამოიღეთ განსაზავებელი მოცულობა, რომელიც შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს შეასაბამისი რაოდენობით ფლაკონებიდან გრადუირებული, ნემსიანი შპრიცის გამოყენებით. მაგალითად, 140მგ დოცეტაქსელის დოზას დაჭირდება 14მლ დოცეტაქსელის განსაზავებელი ხსნარი.

011430000

  • 2.2 საჭირო განსაზავებელი მოცულობა შეიყვანეთ 250მლ საინფუზიო ტომარაში ან ბოთლში, რომელიც შეიცავს 5%-აინ გლუკოზის ხსნარს ან ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარს. თუ საჭიროა 200მგ დოცეტაქსელზე მეტი დოზა, გამოიყენეთ დიდი მოცულობის საინფუზიო სისტემა, ისე რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭრბოს 0.74მგ/მლ-ს.
  • 2.3 საინფუზიო ტომარა ან ბოთლი აურიეთ ხელით შექანებით.
  • 2.4 დოქსენის სიანფუზიო ხსნარი უნდა გამოიყენონ 4 საათის განმავლობაში და ასეპტიკურად უნდა მიიღონ 1 საათიანი ინფუზიის სახით, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 25°C-ზე) და ნორმალური განათების პირობებში.
  • 2.5 როგორც ყველა პარენტერული პროდუქტი, დოქსენისგანსაზავებელი ხსნარი და საინფუზიო ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს გამოყენებამდე, ნაწილაკების შემცველი ხსნარები უნდა განადგურდეს.
  • განადგურება

განზავების და მიღებისთვის გამოყენებული მთელი მასალა უნდა განადგურდეს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა