პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

დოცეტაქსელი აკორდი

Docetaxel Accord

რეცეპტით160მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა „დოცეტაქსელი აკორდი’’. ჩვეულებრივ, მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, ე.წ. ტაქსოიდებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოცეტაქსელი (docetaxel)
ფორმა და შეფუთვა
160მგ/8მლ 8მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-024009
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2017, მოქმედებს 8 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოცეტაქსელი აკორდი და სხვა წამალი ერთად

დოცეტაქსელი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდებაა „დოცეტაქსელი აკორდი’’. ჩვეულებრივ, მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, ე.წ. ტაქსოიდებს.

დოცეტაქსელი აკორდი ინიშნება ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს განსაკუთრებული ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ:

ძუძუს გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ დოცეტაქსელი გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში.

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიების შემთხვევაში ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებით ან მათ გარეშე, დოცეტაქსელი შეიძლება დაინიშნოს დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, ცისპლატინთან კომბინაციაში.

პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.

კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება ცისპლატინთან და 5- ფტორურაცილთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ.

რეკომენდებული დოზა

დოზა დამოკიდებულია პაციენტის წონასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გამოითვლის პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობს (მ²) და განსაზღვრავს საჭირო დოზას.

მიღების გზა და მეთოდი

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება ვენაში ინფუზიის სახით (ინტრავენური გზა). ინფუზია, დაახლოებით, 1 საათს გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი იმყოფება საავადმყოფოში.

მიღების სიხშირე

ჩვეულებრივ, პრეპარატის ინფუზია ხდება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის დოზა და გადასხმათა სიხშირე პაციენტის სისხლის ანალიზების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დოცეტაქსელ აკორდზე ორგანიზმის პასუხის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ფაღარათის, პირის ღრუს წყლულების, დაბუჟების ან წვის და ჩხვლეტის შეგრძნების, ცხელების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა აცნობოს ექიმს და გააცნოს ყოველი ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება არ შიძლება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოცეტაქსელის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია;

ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის ყოველი კურსის წინ უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები, რათა შემოწმდეს პაციენტს აქვს თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა და ღვიძლის საკმარისი ფუნქცია, რათა მიიღოს დოცეტაქსელი აკორდი. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პრეპარატთან ასოცირებული ცხელება ან ინფექცია.

მხედველობის პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მხედველობის პრობლემების, განსაკუთრებით მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თვალებისა და მხედველობის შემოწმება.

თუ პაციენტს მწვავედ განუვითარდა ფილტვთან დაკავშირებული პრობლემები ან მოხდა მათი გაუარესება (ცხელება, ქოშინი ან ხველა), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავს შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.

დოცეტაქსელი აკორდის მიღებამდე ერთი დღით ადრე და პრეპარატის ინფუზიის შემდგომ ერთი ან ორი დღის განმავლობაში პაციენტს უკეთდება პრემედიკაცია, რომელიც მოიცავს პერორალურ კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. პრემედიკაცია ხელს უწყობს გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციებისა და სითხის შეკავების (ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება ან წონაში მომატება) შემცირებას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოცეტაქსელი აკორდის ინფუზიის შემდეგ.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების გამოყენება.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ალკოჰოლს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ეპილეფსიის ან ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია, ასევე მოცემულია პარაგრაფში “დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთილის სპირტს (ალკოჰოლს)’’.

დოცეტაქსელი აკორდი და სხვა პრეპარატები

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა შეიცვალოს დოცეტაქსელი აკორდის ან სხვა პრეპარატების მოსალოდნელი ეფექტი ან მოიმატოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

დოცეტაქსელი აკორდი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექიმის მიერ ნათლად არის მითითებული.

ამ პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაფეხმძიმდეს და უნდა გამოიყენოს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ მკურნალობის განმავლობაში დადგა ფეხმძიმობა.

დოცეტაქსელით მკურნალობის განმავლობაში, ძუძუთი კვება დაუშვებელია.

მამაკაცების შემთხვევაში, დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, ბავშვის ყოლა რეკომენდებული არ არის. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის თაობაზე მკურნალობის დაწყებამდე, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთილის სპირტს (ალკოჰოლს)

დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 0.395 მგ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 1.58 გ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 3.16 გ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 80 მლ ლუდის ან 33 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია საყურადღებოა ორსულობის ან ლაქტაციის დროს, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგ.: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

პრეპარატში შემავალმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს თავისა და ზურგის ტვინს).

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, დოცეტაქსელი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექიმი განიხილავს გვერდით მოვლენებს პაციენტთან ერთად, გააცნობს მას მკურნალობის შესაძლო რისკებსა და სარგებელს.

დოცეტაქსელის ცალკე გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, ფაღარათი და დაღლილობა.

როდესაც დოცეტაქსელის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, გვერდითი მოვლენების სიმძიმის ხარისხი მატულობს.

კლინიკაში ინფუზიის დროს, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ალები, კანის რეაქციები, ქავილი

მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან შემცივნება

ზურგის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქციებიც.

მკურნალობის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობას გულმოდგინედ დააკვირდება საავადმყოფოს პერსონალი. მსგავსი ტიპის რეაქციების გამოვლენისთანავე, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს.

დოცეტაქსელის ინფუზიებს შორის პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, მათი სიხშირე შესაძლოა შეიცვალოს დამატებითი პრეპარატების მიღებასთან ერთად:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ინფექციები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლის დროს) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ტემპერატურის მომატება: მისი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს;

ზემოთ აღნიშნული ალერგიული რეაქციები;

მადის დაკარგვა (ანორექსია);

უძილობა;

დაბუჟების ან ჩხვლეტის და წვის შეგრძნება კუნთებსა და სახსრებში;

თავის ტკივილი;

გემოს ცვლილება;

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა;

შეშუპება ლიმფის დინების შეფერხების გამო;

ქოშინი;

ცხვირიდან გამონადენი; ყელის და ცხვირის ანთება, ხველა;

ცხვირიდან სისხლდენა;

წყლულები პირის ღრუში;

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა;

მუცლის ტკივილი;

დისპეფსია;

თმის ცვენა: უმეტეს შემთხვევებში თმის ნორმალური ზრდა აღდგება. ზოგიერთ შემთხვევაში (სიხშირე უცნობია) აღინიშნა თმის პერმანენტული (მუდმივი) გაცვენა;

ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე ან შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (ასევე, შესაძლებელია განვითარდეს მკლავებზე, სახეზე ან ტანზე);

ფრჩხილების ფერის ცვლილება, შესაძლოა განვითარდეს მათი მოცილება;

კუნთების ტკივილი; ზურგის ან ძვლების ტკივილი;

მენსტრუალური ციკლის უქონლობა ან დარღვევა;

ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;

წონის მომატება ან დაკლება.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე შემთხვევაში):

პირის ღრუს კანდიდოზი

გაუწყლოება

თავბრუსხვევა

სმენის დაქვეითება

არტერიული წნევის დაქვეითება; არათანაბარი ან ჩქარი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს

სისხლდენა

ღვიძლის ფერმენტებს დონის მომატება (მათი კონტროლისთვის საჭიროა რეგულარულად სისხლის ანალიზების აღება).

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე შემთხვევაში):)

გულის წასვლა

ინექციის ადგილზე კანის რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება

მსხვილი ან წვრილი ნაწლავის ანთება; ნაწლავის პერფორაცია

სისხლის თრომბოზი.

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ფილტვების ანთება შესაძლოა ასევე განვითარდეს დოცეტაქსელის გამოყენებისას სხივურ თერაპიასთან ერთად);

პნევმონია (ფილტვების ინფექცია);

ფილტვების ფიბროზი (ფილტვის ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურებით ჩანაცვლება და გასქელება თანმხლები სუნთქვის უკმარისობით);

ბუნდოვანი მხედველობა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება);

ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის და/ან კალციუმის რაოდენობის შემცირება სისხლში (ელექტროლიტების დისბალანსი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი ტიპის გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების შეტყობინების ნაციონალური სამსახურის საშუალებით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

ირლანდიის წამლის სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტის ტერასა

IRL-დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762515

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

ADR რეპორტინგი

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოცეტაქსელი. თითოეული მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 1 მლ კონცენტრატით შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 4 მლ კონცენტრატით შეიცავს 80 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 8 მლ კონცენტრატით შეიცავს 160 მგ დოცეტაქსელს.

დამხმარე ნივთიერებებია: პოლისორბატი 80, უწყლო ეთილის სპირტი (იხ. მე-2 პარაგრაფი) და უწყლო ლიმონმჟავა.

დოცეტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვა

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ან მოყავისფრო-მოყვითალო ხსნარს.

დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლით და ნარინჯისფერი „flip off“ თავსახურით.

დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლითა და წითელი „flip off“ თავსახურით.

დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი მოთავსებულია 10 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლით და წითელი „flip off“ თავსახურით.

შეფუთვის ზომები

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 1 მლ კონცენტრატით.

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 4 მლ კონცენტრატით.

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 8 მლ კონცენტრატით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ

სეიჯ ჰაუს 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია: 07/2017

ინფორმაციის დამატებითი წყაროები

ამ პრეპარატზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

www.ema.europa.eu

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის მომზადების წესი

დოცეტაქსელი აკორდის საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული მომზადების წესის სრულად გაცნობა.

რეკომენდაციები პრეპარატის უსაფრთხო მოხმარებისთვის

დოცეტაქსელი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას და როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიური ნივთიერებების მოხმარებისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მისი მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ ჩამობანა საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ უნდა ჩამოიბანოს წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელიაკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს დამატებით განზავებას გამხსნელით და ის მზად არის საინფუზიო ხსნარზე დასამატებლად.

თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და გახსნის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. სასურველი დოზის მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს კონცენტრატის საინფუზიო ხსნარისათვის 1-ზე მეტი ფლაკონი. მაგალითად, დოცეტაქსელის 140 მგ დოზის მისაღებად საჭიროა 7 მლ დოცეტაქსელის კონცენტრატი ხსნარისათვის.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს ასეპტიკურად, დანაყოფებიანი შპრიცით.

დოცეტაქსელი აკორდის ფლაკონის შემადგენლობაში დოცეტაქსელი შედის 20 მგ/მლ კონცენტრაციით

შემდეგ შპრიცით ამოღებული პრეპარატის ინექცია ერთიანად (ერთჯერადად) უნდა მოხდეს საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 250 მლ 5% გლუკოზის ხსნარს ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარს. დოცეტაქსელის 190 მგ-ზე მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო დიდი მოცულობის საინფუზიო ხსნარები იმგვარად, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭარბოს 0.74 მგ/მლ-ს;

საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით შენჯღრევა ბრუნვითი მოძრაობებით;

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებული ასეპტიკური პირობების დაცვით და საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

საინფუზიო პაკეტში რეკომენდაციის მიხედვით შეყვანის შემდეგ, დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი მდგრადობას ინარჩუნებს 6 საათის განმავლობაში 25˚C-ზე ტემპერატურაზე. მისი გამოყენება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში (იგულისხმება ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც). გარდა ამისა, შესაბამისი წესების დაცვით მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 48 საათამდე 2-8˚C ტემპერატურაზე შენახვისას ისეთ საინფუზიო პაკეტში, რომელიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდს).

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად, დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

როგორც სხვა პარენტერალური პროდუქტები, საინფუზიო ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გამოყენებამდე. ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატი უნდა იქნას გადაგდებული.

ნარჩენების განადგურება

პრეპარატის განზავებისას ან შეყვანისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად. დაუშვებელია ნებისმიერი მედიკამენტის საკანალიზაციო წყალში გადაგდება. გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე “EXP’’ შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისგან დასაცავად.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე. თუ მისი გამოყენება არ მოხდა დაუყოვნებლივ, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებული ასეპტიური პირობების დაცვით. საინფუზიო პაკეტში პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ის შეადგენს არაუმეტეს 6 საათს 25°C ტემპერატურაზე ქვემოთ შენახვისას, რომელშიც იგულისხმება გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც.

რეკომენდაციის მიხედვით მომზადებული საინფუზიო ხსნარის ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება ისეთ კონტეინერებში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდს), 48 საათამდე 2-8° C ტემპერატურაზე.

საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს რეკომენდაციების მიხედვით. მომზადებული ხსნარის საინფუზიო სისტემაში დატოვება არ უნდა მოხდეს 8 საათზე ხანგრძლივად 25°C ტემპერატურაზე.

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო სისტემაში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

დოცეტაქსელი აკორდი

20 მგ/1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი აკორდი

80 მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი აკორდი

160 მგ/8 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. პარაგრაფი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დოცეტაქსელი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოცეტაქსელი აკორდის გამოყენებამდე

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დოცეტაქსელი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს დოცეტაქსელი აკორდი და მისი გამოყენება

პრეპარატის სახელწოდებაა „დოცეტაქსელი აკორდი’’. ჩვეულებრივ, მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, ე.წ. ტაქსოიდებს.

დოცეტაქსელი აკორდი ინიშნება ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს განსაკუთრებული ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ:

ძუძუს გავრცობილი კიბოს სამკურნალოდ დოცეტაქსელი გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში.

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიების შემთხვევაში ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებით ან მათ გარეშე, დოცეტაქსელი შეიძლება დაინიშნოს დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, ცისპლატინთან კომბინაციაში.

პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.

კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ, დოცეტაქსელი ინიშნება ცისპლატინთან და 5- ფტორურაცილთან კომბინაციაში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოცეტაქსელი აკორდის გამოყენებამდე

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება არ შიძლება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოცეტაქსელის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია;

ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის ყოველი კურსის წინ უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები, რათა შემოწმდეს პაციენტს აქვს თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა და ღვიძლის საკმარისი ფუნქცია, რათა მიიღოს დოცეტაქსელი აკორდი. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პრეპარატთან ასოცირებული ცხელება ან ინფექცია.

მხედველობის პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მხედველობის პრობლემების, განსაკუთრებით მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს თვალებისა და მხედველობის შემოწმება.

თუ პაციენტს მწვავედ განუვითარდა ფილტვთან დაკავშირებული პრობლემები ან მოხდა მათი გაუარესება (ცხელება, ქოშინი ან ხველა), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავს შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.

დოცეტაქსელი აკორდის მიღებამდე ერთი დღით ადრე და პრეპარატის ინფუზიის შემდგომ ერთი ან ორი დღის განმავლობაში პაციენტს უკეთდება პრემედიკაცია, რომელიც მოიცავს პერორალურ კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა დექსამეტაზონი. პრემედიკაცია ხელს უწყობს გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციებისა და სითხის შეკავების (ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება ან წონაში მომატება) შემცირებას, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოცეტაქსელი აკორდის ინფუზიის შემდეგ.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების გამოყენება.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ალკოჰოლს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ეპილეფსიის ან ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია, ასევე მოცემულია პარაგრაფში “დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთილის სპირტს (ალკოჰოლს)’’.

დოცეტაქსელი აკორდი და სხვა პრეპარატები

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა შეიცვალოს დოცეტაქსელი აკორდის ან სხვა პრეპარატების მოსალოდნელი ეფექტი ან მოიმატოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

დოცეტაქსელი აკორდი არ უნდა დაინიშნოს ფეხმძიმობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექიმის მიერ ნათლად არის მითითებული.

ამ პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაფეხმძიმდეს და უნდა გამოიყენოს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ მკურნალობის განმავლობაში დადგა ფეხმძიმობა.

დოცეტაქსელით მკურნალობის განმავლობაში, ძუძუთი კვება დაუშვებელია.

მამაკაცების შემთხვევაში, დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, ბავშვის ყოლა რეკომენდებული არ არის. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შენახვის თაობაზე მკურნალობის დაწყებამდე, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთილის სპირტს (ალკოჰოლს)

დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 0.395 მგ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 1.58 გ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ შეიცავს 50 მოც. % უწყლო ეთილის სპირტს (ალკოჰოლს), ე.ი. 3.16 გ-მდე უწყლო ეთილის სპირტს თითოეულ ფლაკონზე, რაც 80 მლ ლუდის ან 33 მლ ღვინის ექვივალენტურია თითოეულ ფლაკონზე.

პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია საყურადღებოა ორსულობის ან ლაქტაციის დროს, ბავშვებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგ.: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

პრეპარატში შემავალმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს თავისა და ზურგის ტვინს).

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენების წესი

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ.

რეკომენდებული დოზა

დოზა დამოკიდებულია პაციენტის წონასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გამოითვლის პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობს (მ²) და განსაზღვრავს საჭირო დოზას.

მიღების გზა და მეთოდი

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება ვენაში ინფუზიის სახით (ინტრავენური გზა). ინფუზია, დაახლოებით, 1 საათს გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი იმყოფება საავადმყოფოში.

მიღების სიხშირე

ჩვეულებრივ, პრეპარატის ინფუზია ხდება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის დოზა და გადასხმათა სიხშირე პაციენტის სისხლის ანალიზების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დოცეტაქსელ აკორდზე ორგანიზმის პასუხის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ფაღარათის, პირის ღრუს წყლულების, დაბუჟების ან წვის და ჩხვლეტის შეგრძნების, ცხელების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა აცნობოს ექიმს და გააცნოს ყოველი ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, დოცეტაქსელი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექიმი განიხილავს გვერდით მოვლენებს პაციენტთან ერთად, გააცნობს მას მკურნალობის შესაძლო რისკებსა და სარგებელს.

დოცეტაქსელის ცალკე გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, ფაღარათი და დაღლილობა.

როდესაც დოცეტაქსელის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, გვერდითი მოვლენების სიმძიმის ხარისხი მატულობს.

კლინიკაში ინფუზიის დროს, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ალები, კანის რეაქციები, ქავილი

მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან შემცივნება

ზურგის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქციებიც.

მკურნალობის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობას გულმოდგინედ დააკვირდება საავადმყოფოს პერსონალი. მსგავსი ტიპის რეაქციების გამოვლენისთანავე, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამედიცინო პერსონალს.

დოცეტაქსელის ინფუზიებს შორის პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები, მათი სიხშირე შესაძლოა შეიცვალოს დამატებითი პრეპარატების მიღებასთან ერთად:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ინფექციები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლის დროს) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ტემპერატურის მომატება: მისი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს;

ზემოთ აღნიშნული ალერგიული რეაქციები;

მადის დაკარგვა (ანორექსია);

უძილობა;

დაბუჟების ან ჩხვლეტის და წვის შეგრძნება კუნთებსა და სახსრებში;

თავის ტკივილი;

გემოს ცვლილება;

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა;

შეშუპება ლიმფის დინების შეფერხების გამო;

ქოშინი;

ცხვირიდან გამონადენი; ყელის და ცხვირის ანთება, ხველა;

ცხვირიდან სისხლდენა;

წყლულები პირის ღრუში;

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა;

მუცლის ტკივილი;

დისპეფსია;

თმის ცვენა: უმეტეს შემთხვევებში თმის ნორმალური ზრდა აღდგება. ზოგიერთ შემთხვევაში (სიხშირე უცნობია) აღინიშნა თმის პერმანენტული (მუდმივი) გაცვენა;

ხელისგულებისა და ფეხისგულების სიწითლე ან შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (ასევე, შესაძლებელია განვითარდეს მკლავებზე, სახეზე ან ტანზე);

ფრჩხილების ფერის ცვლილება, შესაძლოა განვითარდეს მათი მოცილება;

კუნთების ტკივილი; ზურგის ან ძვლების ტკივილი;

მენსტრუალური ციკლის უქონლობა ან დარღვევა;

ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება;

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;

წონის მომატება ან დაკლება.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე შემთხვევაში):

პირის ღრუს კანდიდოზი

გაუწყლოება

თავბრუსხვევა

სმენის დაქვეითება

არტერიული წნევის დაქვეითება; არათანაბარი ან ჩქარი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს

სისხლდენა

ღვიძლის ფერმენტებს დონის მომატება (მათი კონტროლისთვის საჭიროა რეგულარულად სისხლის ანალიზების აღება).

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე შემთხვევაში):)

გულის წასვლა

ინექციის ადგილზე კანის რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება

მსხვილი ან წვრილი ნაწლავის ანთება; ნაწლავის პერფორაცია

სისხლის თრომბოზი.

სიხშირე უცნობია: (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ფილტვების ანთება შესაძლოა ასევე განვითარდეს დოცეტაქსელის გამოყენებისას სხივურ თერაპიასთან ერთად);

პნევმონია (ფილტვების ინფექცია);

ფილტვების ფიბროზი (ფილტვის ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურებით ჩანაცვლება და გასქელება თანმხლები სუნთქვის უკმარისობით);

ბუნდოვანი მხედველობა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება);

ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმის და/ან კალციუმის რაოდენობის შემცირება სისხლში (ელექტროლიტების დისბალანსი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი ტიპის გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების შეტყობინების ნაციონალური სამსახურის საშუალებით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ბარათის სქემა

ვებგვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

ირლანდიის წამლის სააგენტო, ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტის ტერასა

IRL-დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762515

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

ADR რეპორტინგი

ვებ-გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

დოცეტაქსელი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე “EXP’’ შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისგან დასაცავად.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე. თუ მისი გამოყენება არ მოხდა დაუყოვნებლივ, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებული ასეპტიური პირობების დაცვით. საინფუზიო პაკეტში პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ის შეადგენს არაუმეტეს 6 საათს 25°C ტემპერატურაზე ქვემოთ შენახვისას, რომელშიც იგულისხმება გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც.

რეკომენდაციის მიხედვით მომზადებული საინფუზიო ხსნარის ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობა ნარჩუნდება ისეთ კონტეინერებში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდს), 48 საათამდე 2-8° C ტემპერატურაზე.

საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს რეკომენდაციების მიხედვით. მომზადებული ხსნარის საინფუზიო სისტემაში დატოვება არ უნდა მოხდეს 8 საათზე ხანგრძლივად 25°C ტემპერატურაზე.

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო სისტემაში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დოცეტაქსელი აკორდი

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოცეტაქსელი. თითოეული მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 1 მლ კონცენტრატით შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 4 მლ კონცენტრატით შეიცავს 80 მგ დოცეტაქსელს.

ერთი ფლაკონი 8 მლ კონცენტრატით შეიცავს 160 მგ დოცეტაქსელს.

დამხმარე ნივთიერებებია: პოლისორბატი 80, უწყლო ეთილის სპირტი (იხ. მე-2 პარაგრაფი) და უწყლო ლიმონმჟავა.

დოცეტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვა

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ან მოყავისფრო-მოყვითალო ხსნარს.

დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლით და ნარინჯისფერი „flip off“ თავსახურით.

დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლითა და წითელი „flip off“ თავსახურით.

დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი მოთავსებულია 10 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში ფლუროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფლუროეთილენის გარსი) რეზინის საცობითა და ალუმინის რგოლით და წითელი „flip off“ თავსახურით.

შეფუთვის ზომები

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 1 მლ კონცენტრატით.

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 4 მლ კონცენტრატით.

თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 8 მლ კონცენტრატით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

აკორდ ჰელსქეა ლიმითედ

სეიჯ ჰაუს 319, ფინა როუდ, ჩრდილოეთ ჰეროუ

მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია: 07/2017

ინფორმაციის დამატებითი წყაროები

ამ პრეპარატზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

www.ema.europa.eu

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის მომზადების წესი

დოცეტაქსელი აკორდის საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული მომზადების წესის სრულად გაცნობა.

რეკომენდაციები პრეპარატის უსაფრთხო მოხმარებისთვის

დოცეტაქსელი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას და როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიური ნივთიერებების მოხმარებისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მისი მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ ჩამობანა საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ და გულმოდგინედ უნდა ჩამოიბანოს წყლით.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელიაკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს) ერთად.

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს დამატებით განზავებას გამხსნელით და ის მზად არის საინფუზიო ხსნარზე დასამატებლად.

თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და გახსნის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. სასურველი დოზის მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს კონცენტრატის საინფუზიო ხსნარისათვის 1-ზე მეტი ფლაკონი. მაგალითად, დოცეტაქსელის 140 მგ დოზის მისაღებად საჭიროა 7 მლ დოცეტაქსელის კონცენტრატი ხსნარისათვის.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს ასეპტიკურად, დანაყოფებიანი შპრიცით.

დოცეტაქსელი აკორდის ფლაკონის შემადგენლობაში დოცეტაქსელი შედის 20 მგ/მლ კონცენტრაციით

შემდეგ შპრიცით ამოღებული პრეპარატის ინექცია ერთიანად (ერთჯერადად) უნდა მოხდეს საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 250 მლ 5% გლუკოზის ხსნარს ან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინფუზიო ხსნარს. დოცეტაქსელის 190 მგ-ზე მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო დიდი მოცულობის საინფუზიო ხსნარები იმგვარად, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭარბოს 0.74 მგ/მლ-ს;

საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით შენჯღრევა ბრუნვითი მოძრაობებით;

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებული ასეპტიკური პირობების დაცვით და საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

საინფუზიო პაკეტში რეკომენდაციის მიხედვით შეყვანის შემდეგ, დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი მდგრადობას ინარჩუნებს 6 საათის განმავლობაში 25˚C-ზე ტემპერატურაზე. მისი გამოყენება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში (იგულისხმება ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც). გარდა ამისა, შესაბამისი წესების დაცვით მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 48 საათამდე 2-8˚C ტემპერატურაზე შენახვისას ისეთ საინფუზიო პაკეტში, რომელიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდს).

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად, დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

როგორც სხვა პარენტერალური პროდუქტები, საინფუზიო ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გამოყენებამდე. ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატი უნდა იქნას გადაგდებული.

ნარჩენების განადგურება

პრეპარატის განზავებისას ან შეყვანისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად. დაუშვებელია ნებისმიერი მედიკამენტის საკანალიზაციო წყალში გადაგდება. გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა