პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

დოცეტაქსელი აკორდი 20მგ/1მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

Docetaxel Accord 20mg/1ml concentrate for solution for infusion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდება არის ‘დოცეტაქსელი აკორდი’’. უმეტესად მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია და ტაქსოიდების ჯგუფს მიეკუთვნება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოცეტაქსელი (docetaxel)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/1მლ 1მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
ATC კოდი
L01CD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-023147
რეგისტრირებულია
11 აგვისტო 2017, მოქმედებს 11 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოცეტაქსელი აკორდი 20მგ/1მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და სხვა წამალი ერთად

დოცეტაქსელი აკორდი 20მგ/1მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის სახელწოდება არის ‘დოცეტაქსელი აკორდი’’. უმეტესად მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია და ტაქსოიდების ჯგუფს მიეკუთვნება.

დოცეტაქსელი აკორდის გამოწერა ხდება ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს განსაკუთრებული ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის სიმსივნეების სამკურნალოდ:

შორსწასული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ დოცეტაქსელი გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში.

ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს შემთხვევაში (ლიმფური კვანძების შესაძლო ჩართულობით) დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, ცისპლატინთან კომბინაციაში.

პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.

კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავისა და კისრის სიმსივნეების სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება ცისპლატინთან და 5- ფტორურაცილთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

დოცეტაქსელი აკორდის საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული მომზადების წესის სრულად გაცნობა.

რეკომენდაციები პრეპარატის უსაფრთხო მოხმარებისთვის

დოცეტაქსელი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო, პოტენციურად ტოქსიურ საშუალებას და შესაბამისად, მისი მომზადების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. რეკომენდებულია სპეციალური ხელთათმანების გამოყენება. დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამოს დაბანა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, წყლით ჩამობანა, ასევე, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს დამატებით განზავებას და მისი შერევა საინფუზიო ხსნარში პირდაპირაა შესაძლებელი.

თითოეული ფლაკონი ერთჯერადია და გახსნის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. სასურველი დოზის მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს კონცენტრატის 1-ზე მეტი ფლაკონი. მაგალითად, დოცეტაქსელის 140მგ დოზის მისაღებად საჭიროა 7მლ დოცეტაქსელის კონცენტრატის ხსნარი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის გამოყოფა უნდა მოხდეს ასეპტიკურად, მოცულობის მაჩვენებელი შპრიცით.

დოცეტაქსელი აკორდის ფლაკონის შემადგენლობაში დოცეტაქსელი შედის 20მგ/მლ კონცენტრაციით

პრეპარატის საინფუზიო სისტემაში (რომელიც შედგება 250მლ 5% გლუკოზის ხსნარისგან ან 250მლ ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ(0.9%) საინფუზიო ხსნარისგან) შეყვანა უნდა მოხდეს ერთიანად (ერთჯერადად). დოცეტაქსელის 190 მგ-ზე მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო დიდი მოცულობის საინფუზიო სისტემა იმგვარად, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭარბოს 0.74მგ/მლ-ს.

საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით შენჯღრევა

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს მკაცრად კონტროლირებად, ასეპტიკურ გარემოში და საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

საინფუზიო პაკეტში წესისამებრ შეყვანის შემდეგ, დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი მდგრადობას ინარჩუნებს 6 საათის განმავლობაში, 25˚C ტემპერატურაზე. მისი გამოყენება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში (იგულისხმება ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც). გარდა ამისა, შესაბამისი წესების დაცვით მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 48 საათამდე, 2-8˚C ტემპერატურაზე (ისეთ საინფუზიო პაკეტში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს პვქ-ს (პოლივინილ ქლორიდი))

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე უნდა მოხდეს მისი ვიზუალური დათვალიერება. ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და იგი უნდა განადგურდეს.

ნარჩენების მოცილება

პრეპარატის განზავების ან შეყვანისას გამოყენებული ნივთების მოცილება უნდა მოხდეს სტანდარტული პროცედურების საფუძველზე. ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში გადაგდება დაუშვებელია. გამოუყენებელი პრეპარატის მოცილების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სიფრთხილის ზომები

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება არ შიძლება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოცეტაქსელის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პერიოდში, დოცეტაქსელი აკორდის ყოველი გამოყენების წინ, სისხლის ანალიზების საშუალებით შეფასდება ღვიძლის ფუნქცია და სისხლის უჯრედების რაოდენობა. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ასოცირებული ცხელება ან ინფექცია.

მხედველობის პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავსი პრობლემების, განსაკუთრებით მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, თვალების და მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

თუ პაციენტს მწვავედ განუვითარდა ფილტვთან დაკავშირებული პრობლემები ან მოხდა მათი გაუარესება (სუნთქვის უკმარისობა, ხველება ან სიცხე), მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავს შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.

გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციების და სითხის შეკავების (ხელების ან ფეხების შეშუპება; წონის მომატება) თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა მოხდეს პაციენტის პრემედიკაცია ორალური კორტიკოსტეროიდის (მაგ. დექსამეტაზონის) გამოყენებით, რომლის მიღება დაიწყება დოცეტაქსელი აკორდის გადასხმამდე ერთი დღით ადრე და გაგრძელდება გადასხმის შემდგომ, 1-2 დღის განმავლობაში.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების გამოყენება.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ალკოჰოლს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ან ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია ასევე მოცემულია ნაწილში – ‘დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)’’.

დოცეტაქსელი აკორდის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან პრეპარატების ერთდროულად მიღების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს მათი მოსალოდნელი ეფექტი ან მოიმატოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული მდგომარეობების გარდა, ორსულობის დროს დოცეტაქსელი აკორდის მიღება დაუშვებელია.

რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამ პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაორსულდეს. ორსულობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ეფექტური კონტრაცეპტიური საშუალებების გამოყენება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი მკურნალობის დროს დაორსულდა.

დოცეტაქსელით მკურნალობის განმავლობაში, ძუძუთი კვება დაუშვებელია.

მამაკაცების შემთხვევაში, დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდგომი 6 თვის განმავლობაში ბავშვის ყოლა რეკომენდებული არ არის. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა განიხილონ სპერმის შენახვის ვარიანტი მკურნალობის დაწყებამდე, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვაზე და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებაზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ამ პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე ან საავტომობილო ტექნიკის გამოყენებაზე.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

ეს პრეპარატი შეიცავს:

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 395მგ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის ექვივალენტია.

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 1.58გ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის ექვივალენტია.

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 3.16გ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 80 მლ ლუდის ან 33 მლ ღვინის ექვივალენტია.

პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია საყურადღებოა ორსულობის ან ლაქტაციის დროს, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში მაგ. ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის შემთხვევაში.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანების მართვასა ან გამოყენებაზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, დოცეტაქსელი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექიმი განიხილავს გვერდით მოვლენებს პაციენტთან, გააცნობს მკურნალობის შესაძლო რისკებს და სარგებელს.

დოცეტაქსელის ცალკეულად გამოყენებასთან ასოცირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, ფაღარათი და დაღლილობა.

როდესაც დოცეტაქსელის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, გვერდითი მოვლენების სიმძიმის ხარისხი მატულობს.

საავადმყოფოში ინფუზიის დროს, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სიწითლე, გამონაყარი, ქავილი

მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან შემცივნება

ზურგის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქციებიც.

მკურნალობის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობას გულმოდგინედ დააკვირდება საავადმყოფოს პერსონალი. მსგავსი ტიპის რეაქციების გამოვლენისთანავე, პაციენტმა უნდა აცნობოს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

დოცეტაქსელის გადასხმათაშორის ინტერვალში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები (სიხშირე შესაძლოა შეიცვალოს დამატებითი პრეპარატების მიღებასთან ერთად):

ძალიან ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ინფექციები; სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ისინი ებრძვიან ინფექციას) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

მაღალი ტემპერატურე: მისი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

ზემოთ აღნიშნული ალერგიული რეაქციები

მადის დაკარგვა (ანორექსია)

უძილობა

მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებსა და სახსრებში

თავის ტკივილი

გემოვნების შეცვლა

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა

შეშუპება ლიმფის დინების შეფერხების გამო

სუნთქვის უკმარისობა

ცხვირიდან გამონადენი; ყელის და ცხვირის ანთება, ხველება

ცხვირიდან სისხლდენა

წყლულები პირის ღრუში

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ნაწლავთა დისფუნქცია

თმის ცვენა (უმეტეს შემთხვევებში თმის ნორმალური ზრდა აღდგება)

ხელის მტევნების სიწითლე ან შეშუპება; ტერფებზე კანის აქერცვლა (ასევე, შესაძლებელია მკლავებზე, სახეზე და ტანზე)

ფრჩხილების შეცვლილი ფერი (შესაძლოა მოძრობაც)

კუნთების ტკივილი; ზურგის ან ძვლების ტკივილი

მენსტრუალური ციკლის უქონლობა ან დარღვევა

ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

წონის მომატება ან დაკარგვა

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-მდე შემთხვევაში):

პირის ღრუს კანდიდოზი

გაუწყლოვება

თავბრუსხვევა

სმენის დაქვეითება

არტერიული წნევის დაქვეითება; არათანაბარი ან ჩქარი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის ღრუს სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს

სისხლდენა

მომატებული ღვიძლის ენზიმები (მათი კონტროლისთვის საჭიროა რეგულარული სისხლის ანალიზები)

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-მდე შემთხვევაში)

გულის წასვლა

გამონაყარი, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება პრეპარატის შეყვანის ადგილას

მსხვილი ან წვრილი ნაწლავის ანთება; ნაწლავის პერფორაცია

სისხლის კოლტები

უცნობი სიხშირის:

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება, რომელიც იწვევს ხველებას და სუნთქვის გაძნელებას. აღნიშნული შესაძლოა ასევე განვითარდეს დოცეტაქსელის გამოყენებისას სხივურ თერაპიასთან ერთად)

პნევმონია (ფილტვების ანთება)

ფილტვის ფიბროზი (ნორმალური ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურებით ჩანაცვლება და გასქელება სუნთქვის უკმარისობით)

ბუნდოვანი მხედველობა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტური მაკულარული შეშუპება)

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი ტიპის გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების აღრიცხვის ნაციონალური სამსახურის საშუალებით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია ჩაერთოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენის საქმეში.

დიდი ბრიტანეთი

ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.ggv.uk/yellowcard

ირლანდია

HPRA ფარნაკოუსაფრთხოება

ერლსფორდის ტერასა

ირლ-დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762515

ვებ-გვერდი: www.hrpa.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

ADR რეპორტინგი

ვებ-გვერდი:

www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოცეტაქსელი. თითოეული მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20მგ დოცეტაქსელს.

კონცენტრატის თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 20მგ დოცეტაქსელს

კონცენტრატის თითოეული 4 მლ ფლაკონი შეიცავს 80მგ დოცეტაქსელს

კონცენტრატის თითოეული 8 მლ ფლაკონი შეიცავს 160მგ დოცეტაქსელს

დამატებით ნივთიერებებს წარმოადგენს პოლისორბატ 80, უწყლო ეთანოლი და უწყლო ლიმონმჟავა

დოცეტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვა

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ან მოყავისფრო-მოყვითალო ხსნარს.

კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და ნარინჯისფერი სახურავით.

კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და წითელი სახურავით.

კონცენტრატი მოთავსებულია 10 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და წითელი სახურავით.

შეფუთვის ზომები

თითოეული კოლოფი შეიცავს 1 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

თითოეული კოლოფი შეიცავს 4 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

თითოეული კოლოფი შეიცავს 8 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 01/2016

ინფორმაციის დამატებითი წყაროები

ამ პრეპარატზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

www.ema.europa.eu

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე, სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).

შენახვისას ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 25° C-ს. სინათლისგან დასაცავად ფლაკონი ინახება კოლოფში.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს მკაცრად კონტროლირებად, ასეპტიკურ გარემოში. საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აჭარბებდეს 6 საათს (იგულისხმება გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც) და ტემპერატურა - 25° C-ს.

საინფუზიოდ მომზადებული ხსნარის ისეთ კონტეინერებში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდი), პრეპარატს ფიზიკური და ქიმიური მდგრადობა ახასიათებს 48 საათამდე, 2-8° C ტემპერატურაზე.

საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს წესისამებრ. მომზადებული ხსნარის საინფუზიო სისტემაში დატოვება არ უნდა მოხდეს 8 საათზე ხანგრძლივად 25°C ტემპერატურაზე.

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

პრეპარატის გადაგდება არ უნდა მოხდეს საკანალიზაციო სისტემაში. გამოუყენებელი მედიკამენტების მოცილების შესახებ პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

დოცეტაქსელი აკორდი 20მგ/1მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი აკორდი 80მგ/4მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი აკორდი 160მგ/8მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დოცეტაქსელი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დოცეტაქსელი აკორდი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოცეტაქსელი აკორდის გამოყენებამდე

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დოცეტაქსელი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს დოცეტაქსელი აკორდი და რისთვის გამოიყენება იგი

პრეპარატის სახელწოდება არის ‘დოცეტაქსელი აკორდი’’. უმეტესად მას დოცეტაქსელს უწოდებენ. დოცეტაქსელი არის ნივთიერება, რომელიც ურთხელის ხის წიწვებისგან მიიღება. დოცეტაქსელი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატია და ტაქსოიდების ჯგუფს მიეკუთვნება.

დოცეტაქსელი აკორდის გამოწერა ხდება ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს განსაკუთრებული ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის სიმსივნეების სამკურნალოდ:

შორსწასული ძუძუს კიბოს სამკურნალოდ დოცეტაქსელი გამოიყენება, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან კომბინაციაში.

ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს შემთხვევაში (ლიმფური კვანძების შესაძლო ჩართულობით) დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.

ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე, ცისპლატინთან კომბინაციაში.

პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.

კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში.

თავისა და კისრის სიმსივნეების სამკურნალოდ, დოცეტაქსელის მიღება ხდება ცისპლატინთან და 5- ფტორურაცილთან კომბინაციაში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დოცეტაქსელი აკორდის გამოყენებამდე

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება არ შიძლება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დოცეტაქსელის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პერიოდში, დოცეტაქსელი აკორდის ყოველი გამოყენების წინ, სისხლის ანალიზების საშუალებით შეფასდება ღვიძლის ფუნქცია და სისხლის უჯრედების რაოდენობა. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ასოცირებული ცხელება ან ინფექცია.

მხედველობის პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავსი პრობლემების, განსაკუთრებით მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში, თვალების და მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

თუ პაციენტს მწვავედ განუვითარდა ფილტვთან დაკავშირებული პრობლემები ან მოხდა მათი გაუარესება (სუნთქვის უკმარისობა, ხველება ან სიცხე), მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. მსგავს შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.

გარკვეული ტიპის გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ალერგიული რეაქციების და სითხის შეკავების (ხელების ან ფეხების შეშუპება; წონის მომატება) თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა მოხდეს პაციენტის პრემედიკაცია ორალური კორტიკოსტეროიდის (მაგ. დექსამეტაზონის) გამოყენებით, რომლის მიღება დაიწყება დოცეტაქსელი აკორდის გადასხმამდე ერთი დღით ადრე და გაგრძელდება გადასხმის შემდგომ, 1-2 დღის განმავლობაში.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების გამოყენება.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ალკოჰოლს. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ან ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია ასევე მოცემულია ნაწილში – ‘დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)’’.

დოცეტაქსელი აკორდის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა ახლო წარსულში, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან პრეპარატების ერთდროულად მიღების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს მათი მოსალოდნელი ეფექტი ან მოიმატოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკმა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული მდგომარეობების გარდა, ორსულობის დროს დოცეტაქსელი აკორდის მიღება დაუშვებელია.

რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამ პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში პაციენტი არ უნდა დაორსულდეს. ორსულობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ეფექტური კონტრაცეპტიური საშუალებების გამოყენება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი მკურნალობის დროს დაორსულდა.

დოცეტაქსელით მკურნალობის განმავლობაში, ძუძუთი კვება დაუშვებელია.

მამაკაცების შემთხვევაში, დოცეტაქსელი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულების შემდგომი 6 თვის განმავლობაში ბავშვის ყოლა რეკომენდებული არ არის. მამაკაცმა პაციენტებმა უნდა განიხილონ სპერმის შენახვის ვარიანტი მკურნალობის დაწყებამდე, რადგან დოცეტაქსელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე.

ავტომობილის მართვა და საავტომობილო ტექნიკის გამოყენება

ავტომობილის მართვაზე და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებაზე პრეპარატის გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ამ პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვის უნარზე ან საავტომობილო ტექნიკის გამოყენებაზე.

დოცეტაქსელი აკორდი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)

ეს პრეპარატი შეიცავს:

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 395მგ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის ექვივალენტია.

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 1.58გ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის ექვივალენტია.

მოცულობის 50% უწყლო ეთანოლს (ალკოჰოლი) – 3.16გ-მდე თითოეულ ფლაკონზე, რაც 80 მლ ლუდის ან 33 მლ ღვინის ექვივალენტია.

პრეპარატი სახიფათოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია საყურადღებოა ორსულობის ან ლაქტაციის დროს, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში მაგ. ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის შემთხვევაში.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.

პრეპარატში არსებულმა ალკოჰოლის რაოდენობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანების მართვასა ან გამოყენებაზე.

დოცეტაქსელი აკორდის გამოყენების წესი

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანას აწარმოებს მხოლოდ სამედიცინო მუშაკი.

რეკომენდებული დოზა

დოზა დამოკიდებულია პაციენტის წონაზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი გამოითვლის პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობს (მ²) და განსაზღვრავს შესაფერის დოზას.

შეყვანის მეთოდი

დოცეტაქსელი აკორდის შეყვანა ხდება ვენაში ინფუზიის სახით (ინტრავენური გზა). ინფუზია დაახლოებით 1 საათს გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი იმყოფება საავადმყოფოში.

გადასხმათა სიხშირე

ჩვეულებრივ, პრეპარატის ინფუზია ხდება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პრეპარატის დოზა და გადასხმათა სიხშირე პაციენტის სისხლის ტესტების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და წამალზე ორგანიზმის რეაგირების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ფაღარათის, პირის ღრუს წყლულების, მგრძნობელობის დაქვეითების/ჩხვლეტის შეგრძნების ან ცხელების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა აცნობოს ექიმს და გააცნოს ყოველი ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება. პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, დოცეტაქსელი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

ექიმი განიხილავს გვერდით მოვლენებს პაციენტთან, გააცნობს მკურნალობის შესაძლო რისკებს და სარგებელს.

დოცეტაქსელის ცალკეულად გამოყენებასთან ასოცირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: სისხლის თეთრი ან წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, ფაღარათი და დაღლილობა.

როდესაც დოცეტაქსელის გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, გვერდითი მოვლენების სიმძიმის ხარისხი მატულობს.

საავადმყოფოში ინფუზიის დროს, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

სიწითლე, გამონაყარი, ქავილი

მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება

ცხელება ან შემცივნება

ზურგის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქციებიც.

მკურნალობის განმავლობაში, პაციენტის მდგომარეობას გულმოდგინედ დააკვირდება საავადმყოფოს პერსონალი. მსგავსი ტიპის რეაქციების გამოვლენისთანავე, პაციენტმა უნდა აცნობოს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

დოცეტაქსელის გადასხმათაშორის ინტერვალში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები (სიხშირე შესაძლოა შეიცვალოს დამატებითი პრეპარატების მიღებასთან ერთად):

ძალიან ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

ინფექციები; სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ისინი ებრძვიან ინფექციას) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

მაღალი ტემპერატურე: მისი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

ზემოთ აღნიშნული ალერგიული რეაქციები

მადის დაკარგვა (ანორექსია)

უძილობა

მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებსა და სახსრებში

თავის ტკივილი

გემოვნების შეცვლა

თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა

შეშუპება ლიმფის დინების შეფერხების გამო

სუნთქვის უკმარისობა

ცხვირიდან გამონადენი; ყელის და ცხვირის ანთება, ხველება

ცხვირიდან სისხლდენა

წყლულები პირის ღრუში

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ნაწლავთა დისფუნქცია

თმის ცვენა (უმეტეს შემთხვევებში თმის ნორმალური ზრდა აღდგება)

ხელის მტევნების სიწითლე ან შეშუპება; ტერფებზე კანის აქერცვლა (ასევე, შესაძლებელია მკლავებზე, სახეზე და ტანზე)

ფრჩხილების შეცვლილი ფერი (შესაძლოა მოძრობაც)

კუნთების ტკივილი; ზურგის ან ძვლების ტკივილი

მენსტრუალური ციკლის უქონლობა ან დარღვევა

ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება

დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

წონის მომატება ან დაკარგვა

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-მდე შემთხვევაში):

პირის ღრუს კანდიდოზი

გაუწყლოვება

თავბრუსხვევა

სმენის დაქვეითება

არტერიული წნევის დაქვეითება; არათანაბარი ან ჩქარი გულისცემა

გულის უკმარისობა

ეზოფაგიტი

პირის ღრუს სიმშრალე

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს

სისხლდენა

მომატებული ღვიძლის ენზიმები (მათი კონტროლისთვის საჭიროა რეგულარული სისხლის ანალიზები)

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-მდე შემთხვევაში)

გულის წასვლა

გამონაყარი, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება პრეპარატის შეყვანის ადგილას

მსხვილი ან წვრილი ნაწლავის ანთება; ნაწლავის პერფორაცია

სისხლის კოლტები

უცნობი სიხშირის:

ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება, რომელიც იწვევს ხველებას და სუნთქვის გაძნელებას. აღნიშნული შესაძლოა ასევე განვითარდეს დოცეტაქსელის გამოყენებისას სხივურ თერაპიასთან ერთად)

პნევმონია (ფილტვების ანთება)

ფილტვის ფიბროზი (ნორმალური ქსოვილის შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურებით ჩანაცვლება და გასქელება სუნთქვის უკმარისობით)

ბუნდოვანი მხედველობა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტური მაკულარული შეშუპება)

ნატრიუმის რაოდენობის შემცირება სისხლში

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი ტიპის გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების აღრიცხვის ნაციონალური სამსახურის საშუალებით (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია ჩაერთოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენის საქმეში.

დიდი ბრიტანეთი

ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.ggv.uk/yellowcard

ირლანდია

HPRA ფარნაკოუსაფრთხოება

ერლსფორდის ტერასა

ირლ-დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971

ფაქსი: +353 1 6762515

ვებ-გვერდი: www.hrpa.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

ADR რეპორტინგი

ვებ-გვერდი:

www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

დოცეტაქსელი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია დოცეტაქსელი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე, სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).

შენახვისას ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 25° C-ს. სინათლისგან დასაცავად ფლაკონი ინახება კოლოფში.

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ფლაკონის გახსნისთანავე. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს მკაცრად კონტროლირებად, ასეპტიკურ გარემოში. საინფუზიო სისტემაში პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აჭარბებდეს 6 საათს (იგულისხმება გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც) და ტემპერატურა - 25° C-ს.

საინფუზიოდ მომზადებული ხსნარის ისეთ კონტეინერებში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს PVC-ს (პოლივინილ ქლორიდი), პრეპარატს ფიზიკური და ქიმიური მდგრადობა ახასიათებს 48 საათამდე, 2-8° C ტემპერატურაზე.

საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს წესისამებრ. მომზადებული ხსნარის საინფუზიო სისტემაში დატოვება არ უნდა მოხდეს 8 საათზე ხანგრძლივად 25°C ტემპერატურაზე.

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

პრეპარატის გადაგდება არ უნდა მოხდეს საკანალიზაციო სისტემაში. გამოუყენებელი მედიკამენტების მოცილების შესახებ პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დოცეტაქსელი აკორდი

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს დოცეტაქსელი. თითოეული მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20მგ დოცეტაქსელს.

კონცენტრატის თითოეული 1 მლ ფლაკონი შეიცავს 20მგ დოცეტაქსელს

კონცენტრატის თითოეული 4 მლ ფლაკონი შეიცავს 80მგ დოცეტაქსელს

კონცენტრატის თითოეული 8 მლ ფლაკონი შეიცავს 160მგ დოცეტაქსელს

დამატებით ნივთიერებებს წარმოადგენს პოლისორბატ 80, უწყლო ეთანოლი და უწყლო ლიმონმჟავა

დოცეტაქსელი აკორდის ფორმა და შეფუთვა

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ან მოყავისფრო-მოყვითალო ხსნარს.

კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და ნარინჯისფერი სახურავით.

კონცენტრატი მოთავსებულია 5 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და წითელი სახურავით.

კონცენტრატი მოთავსებულია 10 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონში (ტიპი 1), ფლუოროტეკ პლუსის (ეთილენ ტეტრაფტორეთილენის გარსით) საცობით, ალუმინის დამცავით და წითელი სახურავით.

შეფუთვის ზომები

თითოეული კოლოფი შეიცავს 1 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

თითოეული კოლოფი შეიცავს 4 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

თითოეული კოლოფი შეიცავს 8 მლ კონცენტრატით სავსე ერთ ფლაკონს.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

Accord Healthcare Limited,

Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,

Middlesex, HA1 4HF, United Kingdom

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 01/2016

ინფორმაციის დამატებითი წყაროები

ამ პრეპარატზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

www.ema.europa.eu

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენების წესი

დოცეტაქსელი აკორდის საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია ქვემოთ მოცემული მომზადების წესის სრულად გაცნობა.

რეკომენდაციები პრეპარატის უსაფრთხო მოხმარებისთვის

დოცეტაქსელი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო, პოტენციურად ტოქსიურ საშუალებას და შესაბამისად, მისი მომზადების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. რეკომენდებულია სპეციალური ხელთათმანების გამოყენება. დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამოს დაბანა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში, წყლით ჩამობანა, ასევე, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის

საინფუზიო ხსნარის მომზადება

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 20 მგ/1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 80 მგ/4 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დაუშვებელია 2 ფლაკონისგან შემდგარი, დოცეტაქსელის სხვა სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამედიცინო პროდუქტთან (დოცეტაქსელი აკორდი 160 მგ/8 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შედგება მხოლოდ 1 ფლაკონისგან).

დოცეტაქსელი აკორდის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს დამატებით განზავებას და მისი შერევა საინფუზიო ხსნარში პირდაპირაა შესაძლებელი.

თითოეული ფლაკონი ერთჯერადია და გახსნის შემდეგ მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება გახსნითანავე არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. სასურველი დოზის მისაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს კონცენტრატის 1-ზე მეტი ფლაკონი. მაგალითად, დოცეტაქსელის 140მგ დოზის მისაღებად საჭიროა 7მლ დოცეტაქსელის კონცენტრატის ხსნარი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის საჭირო რაოდენობის გამოყოფა უნდა მოხდეს ასეპტიკურად, მოცულობის მაჩვენებელი შპრიცით.

დოცეტაქსელი აკორდის ფლაკონის შემადგენლობაში დოცეტაქსელი შედის 20მგ/მლ კონცენტრაციით

პრეპარატის საინფუზიო სისტემაში (რომელიც შედგება 250მლ 5% გლუკოზის ხსნარისგან ან 250მლ ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ(0.9%) საინფუზიო ხსნარისგან) შეყვანა უნდა მოხდეს ერთიანად (ერთჯერადად). დოცეტაქსელის 190 მგ-ზე მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება უფრო დიდი მოცულობის საინფუზიო სისტემა იმგვარად, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაციამ არ გადააჭარბოს 0.74მგ/მლ-ს.

საჭიროა საინფუზიო პაკეტის ხელით შენჯღრევა

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის განზავება უნდა მოხდეს მკაცრად კონტროლირებად, ასეპტიკურ გარემოში და საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება დაუყოვნებლივ არ მოხდა, შენახვის პირობებზე და პროდუქტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

საინფუზიო პაკეტში წესისამებრ შეყვანის შემდეგ, დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი მდგრადობას ინარჩუნებს 6 საათის განმავლობაში, 25˚C ტემპერატურაზე. მისი გამოყენება უნდა მოხდეს 6 საათის განმავლობაში (იგულისხმება ინტრავენური გადასხმისთვის განკუთვნილი 1 საათიც). გარდა ამისა, შესაბამისი წესების დაცვით მომზადებული საინფუზიო ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 48 საათამდე, 2-8˚C ტემპერატურაზე (ისეთ საინფუზიო პაკეტში შენახვისას, რომლებიც არ შეიცავს პვქ-ს (პოლივინილ ქლორიდი))

დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზენაჯერია, შესაბამისად დროთა განმავლობაში მოსალოდნელია კრისტალიზაცია. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.

საინფუზიო ხსნარის გამოყენებამდე უნდა მოხდეს მისი ვიზუალური დათვალიერება. ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია და იგი უნდა განადგურდეს.

ნარჩენების მოცილება

პრეპარატის განზავების ან შეყვანისას გამოყენებული ნივთების მოცილება უნდა მოხდეს სტანდარტული პროცედურების საფუძველზე. ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში გადაგდება დაუშვებელია. გამოუყენებელი პრეპარატის მოცილების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა