პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დორზოპტიკი პლიუსი

Dorzoptic plus

რეცეპტით2%+0,5%ინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

დორზოპტიკი პლიუსი შეიცავს ორ მედიკამენტს: დორზოლამიდს და თიმოლოლს. დორზოლამიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები“ თიმოლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკერები“. ეს მედიკამენტები სხვადასხვა გზით აქვეითებს თვალშიდა წნევას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დორზოლამიდი (dorzolamide) + თიმოლოლი (timolol)
ფორმა და შეფუთვა
2%+0,5% (20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1 საწვეთურით
მწარმოებელი
COOPER S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
S01ED51
რეგისტრაციის ნომერი
რ-034396
რეგისტრირებულია
15 თებერვალი 2022, მოქმედებს 15 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„COOPER S.A”-ს ნდობით აღჭურვილი პირი მაკა მოდებაძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადორზოპტიკი პლიუსი და სხვა წამალი ერთად

დორზოპტიკი პლიუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დორზოპტიკი პლიუსი შეიცავს ორ მედიკამენტს: დორზოლამიდს და თიმოლოლს.

დორზოლამიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები“

თიმოლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკერები“.

ეს მედიკამენტები სხვადასხვა გზით აქვეითებს თვალშიდა წნევას.

დორზოპტიკი პლიუსი ინიშნება მომატებული თვალშიდა წნევის შესამცირებლად გლაუკომის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკერი თვალის წვეთები არ არის ადეკვატური.

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაბამის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს თქვენი ექიმი.

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში) დილით და საღამოს.

თუ ამ მედიკამენტს იყენებთ სხვა თვალის წვეთთან ერთად, წვეთები უნდა ჩაწვეთოთ მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა

თუ თვალის წვეთების გამოყენება გიჭირთ, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრს ან მომვლელს.

არ დაუშვათ კონტეინერის წვერის თვალთან ან თვალის ირგვლივ მდებარე უბნებთან შეხება. ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რასაც შეიძლება მოყვეს თვალის სერიოზული დაზიანება, მხედველობის დაკარგვაც კი. კონტეინერის შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები და კონტეინერის წვერი მოარიდეთ ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მედიკამენტი შეიძლება იყოს დაბინძურებული, ან თუ აღგენიშნებათ თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ ფლაკონის გამოყენების გაგრძელების შესახებ

გამოყენების ინსტრუქცია

ამ მედიკამენტის პირველად გამოყენების წინ, დარწმუნდით რომ გახსნის მანიშნებელი რგოლი დაუზიანებელია.

ჯერ დაიბანეთ ხელები, დაჯექით ან დადექით კომფორტულად და მოხრახნეთ თავსახური ფლაკონის გასახსნელად.

დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთოს ნაზად ჩამოსაწევად გამოიყენეთ თქვენი თითი,

ფლაკონის წვერი მოათავსეთ თვალთან ან ქუთუთოსთან ახლოს, დაბინძურების და შედეგად თვალის სერიოზული ინფექციის რისკის გამო მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას თვალის ქუთუთოებზე/მიმდებარე ზონაზე ან სხვა ზედაპირებზე.

ფლაკონს ნაზად მოუჭირეთ ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თვალში და შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო. თუ წვეთი თვალში ვერ მოხვდა, ხელახლა სცადეთ.

დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების შემდეგ, თითი თვალის კუთხეს ცხვირთან დააჭირეთ 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის მედიკამენტის სხეულის დანარჩენ ნაწილზე მოხვედრას.

თუ ექიმმა გირჩიათ< ეს მეორე თვალში გაიმეორეთ.

  • ფლაკონს თავსახური უკანდ აახურეთ.
  • დისპენსერის წვერი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ერთი წვეთის გამოსვა; ამიტომ, არ გაადიდოთ დისპენსერის წვერის ხვრელი.
  • ყველა დოზის გამოყენების შემდეგ, კონტეინერში დარჩება გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. არ სცადოთ კონტეინერიდან ჭარბი მედიკამენტის ამოღება.

2015544180653

სურათი 1 სურათი 2 სურათი 3 სურათი 4

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დორზოპტიკი პლიუსი

თუ თქვენ თვალში ჩაიწვეთებთ ძალიან ბევრ წვეთს ან გადაყლაპავთ კონტეინერის რომელიმე შიგთავსს, სხვა ეფექტებთან ერთად, შეიძლება გაგიჩნდეთ თავბრუსხვევა, გაგიჭირდეთ სუნთქვა ან იგრძნოთ, რომ თქვენი გულისცემა შენელებულია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენება

მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში ის მიიღეთ რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ თითქმის შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით თქვენს რეგულარულ სქემას.

გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ წყვეტთ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენებას

თუ გსურთ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება, ჯერ მიმართეთ ექიმს.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდზე, თიმოლოლის მალეატზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში)
  • თუ ახლა გაქვთ ან წარსულში გქონდათ რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მძიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცემინება, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).
  • თუ გაქვთ ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა).
  • თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან პრობლემები, ან ანამნეზში თირკმელების კენჭები.
  • თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

თუ ეჭვი გეპარებათ უნდა გამოიყენოთ თუ არა ეს მედიკამენტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

სიფრთხილის ზომები

დორზოპტიკ პლიუსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ამჟამად ან წარსულში არსებული სამედიცინო ან თვალის პრობლემების შესახებ:

  • გულის იშემიური დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას, ქოშინს ან დახრჩობას), გულის უკმარისობა, დაბალი წნევა.
  • გულისცემის დარღვევა, როგორიცაა ნელი გულისცემა.
  • სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
  • ცუდი სისხლის მიმოქცევის დაავადება (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).
  • შაქრიანი დიაბეტი, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები და სიმპტომები.
  • ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს ნიშნები და სიმპტომები.

ოპერაციის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ დორზოპტიკ პლიუსს, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი.

ასევე, აცნობეთ ექიმს ნებისმიერი ალერგიის ან ალერგიული რეაქციის შესახებ, მათ შორის გამონაყარის, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან გაქვთ მიასთენია გრავისის დიაგნოზი.

თუ აღგენიშნებათ თვალის გაღიზიანება ან თვალის რაიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.~

თუ ეჭვი გაქვთ, რომ დორზოპტიკ პლიუსი იწვევს ალერგიულ რეაქციას ან მომატებულ მგრძნობელობას (მაგალითად, კანის გამონაყარი, კანის მწვავე რეაქცია ან თვალის სიწითლე და ქავილი), შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ინფექცია, მიიღებთ თვალის დაზიანებას, გაიკეთებთ თვალის ოპერაციას ან გექნებათ რეაქცია ახალი ან გაუარესებული სიმპტომების ჩათვლით.

თვალში ჩაწვეთებისას დორზოპტიკ პლიუსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მთელ სხეულზე.

თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

.

გამოყენება ბავშვებში

ახალშობილებში და ბავშვებში დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გამოყენება ხანდაზმულებში

დორზოპტიკ პლიუსის კვლევებში ამ მედიკამენტის ეფექტი მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში.

გამოყენება ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში

აცნობეთ ექიმს ამჟამად ან წარსულში არსებული ღვიძლის პრობლემების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დორზოპტიკ პლიუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ან მასზე გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებმა, რომლებსაც იყენებთ, გლაუკომის სამკურნალო სხვა თვალის წვეთების ჩათვლით. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან აპირებთ გამოიყენოთ მედიკამენტები არტერიული წნევის შესამცირებლად, გულის ან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ:

  • იღებთ მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
  • იღებთ მედიკამენტებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი.
  • იყენებთ სხვა თვალის წვეთების, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკერს.
  • იღებთ კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი.
  • იღებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOI) მიღება.
  • იღებთ პარასიმპატომიმეტურ მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა დანიშნული იყოს შარდის გამოყოფის გაადვილებისთვის. პარასიმპათომიმეტური საშუალებები ასევე არის სპეციალური ტიპის მედიკამენტები, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავის ნორმალური მოძრაობების აღსადგენად.
  • იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა მორფინი, რომელიც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ.
  • იღებთ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს.
  • იღებთ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
  • იღებთ სულფას მედიკამენტებს
  • იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის დაავადებების და ზოგიერთი სახის მალარიის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ორსულობის დროს

ორსულობის დროს დორზოპტიკ პლიუსი არ გამოიყენოთ თუ ექიმი აუცილებლად არ მიიჩნევს.

გამოყენება ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვების დროს დორზოპტიკ პლიუსი არ გამოიყენოთ. თიმოლოლი შეიძლება აღწევდეს რძეში. ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს დორზოპტიკ პლიუსთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მხედველობსი დაბინდვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ ავტომობილის მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ ან მხედველობა მკვეთრი არ გახდება, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.

დორზოპტიკ პლიუსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თუ თქვენ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, დორზოპტიკ პლიუსის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ, რადგან მან შეიძლება ისინი გააუფერულოს. დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების შემდეგ კონტაქტური ლინზების ხელახლა ჩასმამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთი

გვერდითი მოვლენები

რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ნაციონალური შეტყობინების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებებია დორზოლამიდი 20მგ/მლ (22.26მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი) და თიმოლოლი 5მგ/მლ (6,83მგ თიმოლოლის მალეატი).
  • შემავსებლებია: მანიტოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ბენზალკონიუმის ქლორიდი დამატებულია დამცავი საშუალების სახით.

დორზოპტიკი პლიუსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დორზოპტიკი პლიუსი არის გამჭვირვალე-თითქმის უფერო, ოდნავ წებოვანი ხსნარი.

დორზოპტიკი პლიუსი არის სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, მოთავსებულია 5მლ პლასტმასის ფლაკონში, რომელსაც გააჩნია პლასტმასის წვეთოვანი და თეთრი პლასტმასის მოსახრახნი თავსახური.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი & მწარმოებელი

COOPER S.A.

64,არისტოვულუ ქუჩა, 118 53 ათენი, საბერძნეთი

ტელ. : 00302103462108

ფაქსი : 00302103461611

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 2019 წლის 26 ნოემბერი

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

COOPER S.A.

შენახვის პირობები

როგორც ყველა მედიკამენტმა. ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტები სერიოზულია. თუ ნერვიულობთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დორზოპტიკ პლიუსის გამოყენება არ შეწყვიტოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გენერალიზებული ალერგიული რეაქციები კანის ქვეშ შეშუპების ჩათვლით, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა სახე და კიდურები, და შეუძლია შეაფერხოს სასუნთქი გზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი ქავილით, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, მძიმე, უეცარი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშრე განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 შემთხვევაში)

ნაკლებად ხშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 შემთხვევაში)

იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 შემთხვევაში)

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)

შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა დორზოპტოკი პლიუსის ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

ძალიან ხშირი:

თვალების წვა და ჩხვლეტა, გემოვნების გაუკუღმართება.

ხშირი:

სიწითლე თვალ(ებ)ში და მის ირგვლივ), თვალიდან ცრემლდენა ან ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა ფენის დაზიანება), შეშუპება და/ან გაღიზიანება თვალ(ებ)ში და მის ირგვლივ. თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (მგრძნობელობის ნაკლებობა ან თვალში რაღაცის მოხვედრა და ტკივილის უგრძნობლობა), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა,, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაძაბულობის ან სისავსის შეგრძნება), ავადმყოფობის შეგრძნება, რასაც ასევე უწოდებენ გულისრევას, სისუსტე/დაღლილობა და დაღლა.

ნაკლებად ხშირი:

თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის ანთება, მხედველობის დარღვევა, რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტის მოხსნის გამო თვალის გუგის გადაჭარბებული შეკუმშვის სამკურნალოდ), ნელი გულისცემა, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), საჭმლის მონელების დარღვევა და თირკმელებს კენჭები.

იშვიათი:

სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელების ან ფეხების ჩხვლეტა ან დაბუჟება, უძილობა, კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენია გრავის (კუნთების დარღვევა) ნიშნების და სიმპტომების მატება, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ინსულტი, დროებითი მოკლე მიოპია, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვების შემცველი ბადურის ქვედა ფენის აშრევება,, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების ჩამოვარდნა (თვალის ნახევრად დახუჭვა), მხედველობის გაორება ქუთუთოების ქერქი, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით), თვალის დაბალი წნევა, ხმაური ყურში, დაბალი არტერიული წნევა, ცვლილებები გულისცემის რიტმში ან სიჩქარეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება სუნთქვის უკმარისობით და სითხის დაგროვების გამო ტერფების და ფეხების შეშუპებით). შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), გულმკერდის ტკივილი, პალპიტაცია (უფრო სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა), გულის შეტევა, რეინოს ფენომენი, ხელების და ფეხების შეშუპება ან სიცივე და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება , ფეხის კრუნჩხვები და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, სურდოს შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვებში სასუნთქი გზების შეკუმშვა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, კანის გამონაყარი თეთრი ვერცხლისფერი შეხედულებით (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი), პეირონის დაავადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პენისის გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი ან კანის მძიმე რეაქციები (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თვალზე გამოყენებული სხვა მედიკამენტების მსგავსად, თიმოლოლი შეიწოვება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გვერდითი ეფექტები, როგორც ორალური ბეტა-ბლოკარების შემთხვევაში. გვერდითი ეფექტების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე მედიკამენტების, მაგალითად, პერორალურად ან ინექციით მიღებისას. ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი ეფექტები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც აღინიშნება ბეტა-ბლოკერების კლასში, როდესაც გამოიყენება თვალის დაავადებების სამკურნალოდ.

უცნობია:

სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ვარჯიშით, სექსუალური დისფუნქცია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

დორზოპტიკი პლიუსი (2.0+0.5)% w/v თვალის წვეთები, ხსნარი

(დორზოლამიდი, თიმოლოლი)

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილია რ არის. იხ. პარაგრაფი 4.

რა არის ამ ინსტრუქციაში

  • რა არის დორზოპტიკი პლიუსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დორზოპტიკი პლიუსი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დორზოპტიკი პლიუსი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის დორზოპტიკი პლიუსი და რისთვის გამოიყენება

დორზოპტიკი პლიუსი შეიცავს ორ მედიკამენტს: დორზოლამიდს და თიმოლოლს.

დორზოლამიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები“

თიმოლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა ბლოკერები“.

ეს მედიკამენტები სხვადასხვა გზით აქვეითებს თვალშიდა წნევას.

დორზოპტიკი პლიუსი ინიშნება მომატებული თვალშიდა წნევის შესამცირებლად გლაუკომის სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკერი თვალის წვეთები არ არის ადეკვატური.

  • რა უნდა იცოდეთ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დორზოპტიკი პლიუსი

  • თუ ალერგიული ხართ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდზე, თიმოლოლის მალეატზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში)
  • თუ ახლა გაქვთ ან წარსულში გქონდათ რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მძიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცემინება, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).
  • თუ გაქვთ ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა).
  • თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან პრობლემები, ან ანამნეზში თირკმელების კენჭები.
  • თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

თუ ეჭვი გეპარებათ უნდა გამოიყენოთ თუ არა ეს მედიკამენტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

დორზოპტიკ პლიუსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს ამჟამად ან წარსულში არსებული სამედიცინო ან თვალის პრობლემების შესახებ:

  • გულის იშემიური დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას, ქოშინს ან დახრჩობას), გულის უკმარისობა, დაბალი წნევა.
  • გულისცემის დარღვევა, როგორიცაა ნელი გულისცემა.
  • სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
  • ცუდი სისხლის მიმოქცევის დაავადება (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).
  • შაქრიანი დიაბეტი, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები და სიმპტომები.
  • ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს ნიშნები და სიმპტომები.

ოპერაციის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ დორზოპტიკ პლიუსს, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი.

ასევე, აცნობეთ ექიმს ნებისმიერი ალერგიის ან ალერგიული რეაქციის შესახებ, მათ შორის გამონაყარის, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან გაქვთ მიასთენია გრავისის დიაგნოზი.

თუ აღგენიშნებათ თვალის გაღიზიანება ან თვალის რაიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.~

თუ ეჭვი გაქვთ, რომ დორზოპტიკ პლიუსი იწვევს ალერგიულ რეაქციას ან მომატებულ მგრძნობელობას (მაგალითად, კანის გამონაყარი, კანის მწვავე რეაქცია ან თვალის სიწითლე და ქავილი), შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ინფექცია, მიიღებთ თვალის დაზიანებას, გაიკეთებთ თვალის ოპერაციას ან გექნებათ რეაქცია ახალი ან გაუარესებული სიმპტომების ჩათვლით.

თვალში ჩაწვეთებისას დორზოპტიკ პლიუსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მთელ სხეულზე.

თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

.

გამოყენება ბავშვებში

ახალშობილებში და ბავშვებში დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გამოყენება ხანდაზმულებში

დორზოპტიკ პლიუსის კვლევებში ამ მედიკამენტის ეფექტი მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში.

გამოყენება ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში

აცნობეთ ექიმს ამჟამად ან წარსულში არსებული ღვიძლის პრობლემების შესახებ.

სხვა მედიკამენტები და დორზოპტიკ პლიუსი

დორზოპტიკ პლიუსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ან მასზე გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებმა, რომლებსაც იყენებთ, გლაუკომის სამკურნალო სხვა თვალის წვეთების ჩათვლით. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ან აპირებთ გამოიყენოთ მედიკამენტები არტერიული წნევის შესამცირებლად, გულის ან დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები. აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ:

  • იღებთ მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
  • იღებთ მედიკამენტებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი.
  • იყენებთ სხვა თვალის წვეთების, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკერს.
  • იღებთ კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი.
  • იღებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (MAOI) მიღება.
  • იღებთ პარასიმპატომიმეტურ მედიკამენტს, რომელიც შესაძლოა დანიშნული იყოს შარდის გამოყოფის გაადვილებისთვის. პარასიმპათომიმეტური საშუალებები ასევე არის სპეციალური ტიპის მედიკამენტები, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავის ნორმალური მოძრაობების აღსადგენად.
  • იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა მორფინი, რომელიც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ.
  • იღებთ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს.
  • იღებთ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
  • იღებთ სულფას მედიკამენტებს
  • იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის დაავადებების და ზოგიერთი სახის მალარიის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ორსულობის დროს

ორსულობის დროს დორზოპტიკ პლიუსი არ გამოიყენოთ თუ ექიმი აუცილებლად არ მიიჩნევს.

გამოყენება ძუძუთი კვების დროს

ძუძუთი კვების დროს დორზოპტიკ პლიუსი არ გამოიყენოთ. თიმოლოლი შეიძლება აღწევდეს რძეში. ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს დორზოპტიკ პლიუსთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მხედველობსი დაბინდვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ ავტომობილის მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ ან მხედველობა მკვეთრი არ გახდება, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.

დორზოპტიკ პლიუსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თუ თქვენ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, დორზოპტიკ პლიუსის გამოყენებამდე უნდა მოიხსნათ, რადგან მან შეიძლება ისინი გააუფერულოს. დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების შემდეგ კონტაქტური ლინზების ხელახლა ჩასმამდე უნდა დაელოდოთ მინიმუმ 15 წუთი

  • როგორ გამოიყენება დორზოპტიკი პლიუსი

ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაბამის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს თქვენი ექიმი.

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში(ებში) დილით და საღამოს.

თუ ამ მედიკამენტს იყენებთ სხვა თვალის წვეთთან ერთად, წვეთები უნდა ჩაწვეთოთ მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა

თუ თვალის წვეთების გამოყენება გიჭირთ, დახმარება სთხოვეთ ოჯახის წევრს ან მომვლელს.

არ დაუშვათ კონტეინერის წვერის თვალთან ან თვალის ირგვლივ მდებარე უბნებთან შეხება. ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები, რასაც შეიძლება მოყვეს თვალის სერიოზული დაზიანება, მხედველობის დაკარგვაც კი. კონტეინერის შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები და კონტეინერის წვერი მოარიდეთ ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მედიკამენტი შეიძლება იყოს დაბინძურებული, ან თუ აღგენიშნებათ თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ამ ფლაკონის გამოყენების გაგრძელების შესახებ

გამოყენების ინსტრუქცია

ამ მედიკამენტის პირველად გამოყენების წინ, დარწმუნდით რომ გახსნის მანიშნებელი რგოლი დაუზიანებელია.

ჯერ დაიბანეთ ხელები, დაჯექით ან დადექით კომფორტულად და მოხრახნეთ თავსახური ფლაკონის გასახსნელად.

დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთოს ნაზად ჩამოსაწევად გამოიყენეთ თქვენი თითი,

ფლაკონის წვერი მოათავსეთ თვალთან ან ქუთუთოსთან ახლოს, დაბინძურების და შედეგად თვალის სერიოზული ინფექციის რისკის გამო მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას თვალის ქუთუთოებზე/მიმდებარე ზონაზე ან სხვა ზედაპირებზე.

ფლაკონს ნაზად მოუჭირეთ ისე, რომ მხოლოდ ერთი წვეთი მოხვდეს თვალში და შემდეგ გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო. თუ წვეთი თვალში ვერ მოხვდა, ხელახლა სცადეთ.

დორზოპტიკ პლიუსის გამოყენების შემდეგ, თითი თვალის კუთხეს ცხვირთან დააჭირეთ 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უშლის მედიკამენტის სხეულის დანარჩენ ნაწილზე მოხვედრას.

თუ ექიმმა გირჩიათ< ეს მეორე თვალში გაიმეორეთ.

  • ფლაკონს თავსახური უკანდ აახურეთ.
  • დისპენსერის წვერი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ერთი წვეთის გამოსვა; ამიტომ, არ გაადიდოთ დისპენსერის წვერის ხვრელი.
  • ყველა დოზის გამოყენების შემდეგ, კონტეინერში დარჩება გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. არ სცადოთ კონტეინერიდან ჭარბი მედიკამენტის ამოღება.

2015544180653

სურათი 1 სურათი 2 სურათი 3 სურათი 4

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი დორზოპტიკი პლიუსი

თუ თქვენ თვალში ჩაიწვეთებთ ძალიან ბევრ წვეთს ან გადაყლაპავთ კონტეინერის რომელიმე შიგთავსს, სხვა ეფექტებთან ერთად, შეიძლება გაგიჩნდეთ თავბრუსხვევა, გაგიჭირდეთ სუნთქვა ან იგრძნოთ, რომ თქვენი გულისცემა შენელებულია. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენება

მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში ის მიიღეთ რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ თითქმის შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით თქვენს რეგულარულ სქემას.

გამოტოვებულის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ წყვეტთ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენებას

თუ გსურთ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება, ჯერ მიმართეთ ექიმს.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება დორზოპტიკი პლიუსი

როგორც ყველა მედიკამენტმა. ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ჩვეულებრივ შეგიძლიათ გააგრძელოთ წვეთების მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეფექტები სერიოზულია. თუ ნერვიულობთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დორზოპტიკ პლიუსის გამოყენება არ შეწყვიტოთ ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გენერალიზებული ალერგიული რეაქციები კანის ქვეშ შეშუპების ჩათვლით, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა სახე და კიდურები, და შეუძლია შეაფერხოს სასუნთქი გზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი ქავილით, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, მძიმე, უეცარი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშრე განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 შემთხვევაში)

ნაკლებად ხშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 შემთხვევაში)

იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 შემთხვევაში)

უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)

შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა დორზოპტოკი პლიუსის ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

ძალიან ხშირი:

თვალების წვა და ჩხვლეტა, გემოვნების გაუკუღმართება.

ხშირი:

სიწითლე თვალ(ებ)ში და მის ირგვლივ), თვალიდან ცრემლდენა ან ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა ფენის დაზიანება), შეშუპება და/ან გაღიზიანება თვალ(ებ)ში და მის ირგვლივ. თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (მგრძნობელობის ნაკლებობა ან თვალში რაღაცის მოხვედრა და ტკივილის უგრძნობლობა), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა,, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაძაბულობის ან სისავსის შეგრძნება), ავადმყოფობის შეგრძნება, რასაც ასევე უწოდებენ გულისრევას, სისუსტე/დაღლილობა და დაღლა.

ნაკლებად ხშირი:

თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის ანთება, მხედველობის დარღვევა, რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტის მოხსნის გამო თვალის გუგის გადაჭარბებული შეკუმშვის სამკურნალოდ), ნელი გულისცემა, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), საჭმლის მონელების დარღვევა და თირკმელებს კენჭები.

იშვიათი:

სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელების ან ფეხების ჩხვლეტა ან დაბუჟება, უძილობა, კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენია გრავის (კუნთების დარღვევა) ნიშნების და სიმპტომების მატება, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ინსულტი, დროებითი მოკლე მიოპია, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვების შემცველი ბადურის ქვედა ფენის აშრევება,, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების ჩამოვარდნა (თვალის ნახევრად დახუჭვა), მხედველობის გაორება ქუთუთოების ქერქი, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით), თვალის დაბალი წნევა, ხმაური ყურში, დაბალი არტერიული წნევა, ცვლილებები გულისცემის რიტმში ან სიჩქარეში, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება სუნთქვის უკმარისობით და სითხის დაგროვების გამო ტერფების და ფეხების შეშუპებით). შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), გულმკერდის ტკივილი, პალპიტაცია (უფრო სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა), გულის შეტევა, რეინოს ფენომენი, ხელების და ფეხების შეშუპება ან სიცივე და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება , ფეხის კრუნჩხვები და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, სურდოს შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვებში სასუნთქი გზების შეკუმშვა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, კანის გამონაყარი თეთრი ვერცხლისფერი შეხედულებით (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი), პეირონის დაავადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პენისის გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი ან კანის მძიმე რეაქციები (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თვალზე გამოყენებული სხვა მედიკამენტების მსგავსად, თიმოლოლი შეიწოვება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გვერდითი ეფექტები, როგორც ორალური ბეტა-ბლოკარების შემთხვევაში. გვერდითი ეფექტების სიხშირე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე მედიკამენტების, მაგალითად, პერორალურად ან ინექციით მიღებისას. ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი ეფექტები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც აღინიშნება ბეტა-ბლოკერების კლასში, როდესაც გამოიყენება თვალის დაავადებების სამკურნალოდ.

უცნობია:

სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ვარჯიშით, სექსუალური დისფუნქცია.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება:

რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ნაციონალური შეტყობინების სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება დორზოპტიკი პლიუსი

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე EXP შემდეგი ექვსი ციფრით. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელს. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

სინათლისგან დაცვისთვის კონტეინერი შეუნახეთ მუყაოს კოლოფში.

პირველი გახსნის შემდეგ დორზოპტიკი პლიუსის გამოყენება შეგიძლიათ 28 დღის განმავლობაში.

მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დორზოპტიკი პლიუსი

  • აქტიური ნივთიერებებია დორზოლამიდი 20მგ/მლ (22.26მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი) და თიმოლოლი 5მგ/მლ (6,83მგ თიმოლოლის მალეატი).
  • შემავსებლებია: მანიტოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ბენზალკონიუმის ქლორიდი დამატებულია დამცავი საშუალების სახით.

დორზოპტიკი პლიუსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დორზოპტიკი პლიუსი არის გამჭვირვალე-თითქმის უფერო, ოდნავ წებოვანი ხსნარი.

დორზოპტიკი პლიუსი არის სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, მოთავსებულია 5მლ პლასტმასის ფლაკონში, რომელსაც გააჩნია პლასტმასის წვეთოვანი და თეთრი პლასტმასის მოსახრახნი თავსახური.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი & მწარმოებელი

COOPER S.A.

64,არისტოვულუ ქუჩა, 118 53 ათენი, საბერძნეთი

ტელ. : 00302103462108

ფაქსი : 00302103461611

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 2019 წლის 26 ნოემბერი

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

COOPER S.A.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა