პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

კანარდი

CANARD

რეცეპტით(20მგ+5მგ)/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კანარდი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ პაციენტებში თვალის ჰიპერტენზიით, ღიაკუთხოვანი გლაუკომით, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით ან სხვა მეორადი ღიაკუთხოვანი გლაუკომით, სადაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დორზოლამიდი (dorzolamide) + თიმოლოლი (timolol)
ფორმა და შეფუთვა
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
მწარმოებელი
Deva Holding A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
S01ED51
რეგისტრაციის ნომერი
რ-039702
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2023, მოქმედებს 8 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Deva Holding A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკანარდი და სხვა წამალი ერთად

კანარდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კანარდი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ პაციენტებში თვალის ჰიპერტენზიით, ღიაკუთხოვანი გლაუკომით, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით ან სხვა მეორადი ღიაკუთხოვანი გლაუკომით, სადაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

ჩაიწვეთეთ კანარდის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)-ში დღეში ორჯერ

თუ გამოიყენება სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალება, კანარდი და სხვა საშუალება უნდა დაინიშნოს მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით.

კანარდის ჩანაცვლებისას სხვა ოფთალმოლოგიური გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებით, შეწყვიტეთ სხვა პრეპარატის გამოყენება ერთ დღეს სათანადო დოზირების შემდეგ და დაიწყეთ კანარდის გამოყენება მეორე დღეს.

გამოყენების წესი

ხსნარის ჩაწვეთება ხდება თვალში, როგორც ქვემოთ არის მოცემული.

  • გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2).
  • მოხსენით თავსახურის ქვეშ არსებული რგოლი (იხ. სურათი 3 და სურათი 4).
  • თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • საწვეთურის წვერი თვალთან ახლოს მიიტანეთ, მაგრამ არ შეეხოთ მას.
  • ნაზად მოუჭირეთ საწვეთურს და ჩააწვეთეთ მხოლოდ ერთი წვეთი თვალში. შემდეგ ხელი გაუშვით ქვედა ქუთუთოს.
  • თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დახუჭული თვალებით.
  • თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ორივე თვალისთვის, გაიმეორეთ იგივე პროცედურები მეორე თვალში.
  • დაახურეთ ბოთლს თავსახური.

სისტემური აბსორბცია მცირდება ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის ან ქუთუთოების დახურვისას. ეს იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების შემცირებას და ადგილობრივი აქტივობის გაზრდას.

საწვეთური შექმნილია ისე, რომ უზრუნველყოს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი წვეთის ჩაწვთება. ნუ ეცდებით საწვეთურის გაფართოებას.

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ გამოყენებამდე დაიბანონ ხელები და არ დაუშვან დისპენსერის კონტეინერის წვერის თვალებთან ან მიმდებარე სტრუქტურებთან შეხება.

პაციენტებს ასევე უნდა მიეცეთ მითითება, რომ ოფთალმოლოგიური ხსნარები, მათი არასათანადო მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება დაბინძურდეს თვალის ინფექციების გამომწვევი გავრცელებული ბაქტერიებით. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და მხედველობის შემდგომი დაკარგვა.

კონტაქტური ლინზების მომხმარებლები

ლინზები უნდა მოიხსნათ თვალში წვეთის ჩაწვეთებამდე და არ უნდა ჩაისვათ ხელახლა წვეთის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმლის უკმარისობა

დორზოლამიდი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). იმის გამო, რომ დორზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, კანარდი უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა

დორზოლამიდი არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.

პედიატრიული მოსახლეობა

არ არსებობს კვლევები პედიატრიულ პაციენტებში ეფექტურობის შესახებ.

უსაფრთხოება 2 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის (≥2 და <6 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 5.1).

ხანდაზმული მოსახლეობა

არ არსებობს დორზოლამიდის კვლევები ხანდაზმულ პაციენტებში.

უკუჩვენებები

კანარდი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადება, ბრონქული ასთმა ან ანამნეზში ბრონქული ასთმა, ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი სინო-ატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აშკარა გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზი

მომატებული მგრძნობელობა ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ზემოაღნიშნული დაფუძნებულია კომპონენტებზე და არ არის უნიკალური კომბინაციისთვის.

სიფრთხილის ზომები

როგორც სხვა ადგილობრივად გამოყენებული ოფთალმოლოგიური საშუალებების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება აბსორბირდეს სისტემურად. თიმოლოლის კომპონენტი არის ბეტა-ბლოკატორი. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთივე უარყოფითი რეაქციები, როგორიც ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური გამოყენებისას, როგორიცაა პრინცმეტალის სტენოკარდიის გაუარესება, მძიმე პერიფერიული და ცენტრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ჰიპერტენზია.

გულ-სისხლძარღვთა/რესპირატორული რეაქციები

თიმოლოლის მალეატის კომპონენტის გამო, კანარდიით თერაპიის დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს გულის უკმარისობა.

პაციენტებში, რომლებსაც ანმნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა, აუცილებელია დაკვირვება ამ დაავადებების გაუარესების ნიშნებზე და პულსის სიხშირის შემოწმება მაგ. გულის კორონარული დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია).

გამტარობის დროზე უარყოფითი გავლენის გამო, ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში პირველი ხარისხის გულის ბლოკადით.

თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა რესპირატორული რეაქციები და გულის რეაქციები, მათ შორის სიკვდილი ბრონქოსპაზმის გამო ასთმით დაავადებულ პაციენტებში და იშვიათად სიკვდილი გულის უკმარისობით.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი/ზომიერი სიმძიმის მქონე პაციენტებში კანარდი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სისხლძარღვთა დარღვევები

მძიმე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ. რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები) აუცილებელია სიფრთხილე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპოგლიკემიური სიმპტომების შენიღბვა

ბეტა-ადრენერგიული მაბლოკირებელი საშუალებები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ლაბილური დიაბეტით), რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

თირეოტოქსიკოზის შენიღბვა

ბეტა-ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოზის გარკვეული კლინიკური ნიშნები (მაგ., ტაქიკარდია). პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ეჭვი თირეოტოქსიკოზის განვითარებაზე, უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალების გამოყენების შეწყვეტის საჭიროების დასადგენად.

ქირურგიული ანესთეზია

ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებების მოხსნის აუცილებლობა ან მიზანშეწონილობა სერიოზული ოპერაციის დაწყებამდე საკამათოა. ოპერაციის დროს საჭიროების შემთხვევაში, ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს ასეთი აგონისტების საკმარისი დოზებით. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს, როდესაც პაციენტი იღებს თიმოლოლის მალეატს (იხ. ნაწილი 4.9).

იმუნოლოგია და ჰიპერმგრძნობელობა

როგორც სხვა ადგილობრივად გამოყენებული ოფთალმოლოგიური საშუალებების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება აბსორბირდეს სისტემურად. დორზოლამიდის კომპონენტი არის სულფონამიდი. ამიტომ ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთივე ტიპის გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), როგორიც სულფონამიდების სისტემური გამოყენებისას. თუ გამოვლინდა სერიოზული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება.

დორზოლამიდის/თიმოლოლის მალეატის გამოყენებისას ვლინდება ისეთივე ადგილობრივი უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ, როგორიც დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთების გამოყენებისას. თუ განვითარდა ასეთი რეაქციები, განხილული უნდა იყოს კანარდის შეწყვეტა.

ბეტა-ბლოკატორების მიღებისას პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია სხვადასხვა ალერგენებზე, შესაძლოა უფრო რეაქტიულები იყვნენ ასეთი ალერგენების განმეორებით მიღებაზე, როგორც შემთხვევით, ასევე დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიზნებისათვის. ეს პაციენტები შეიძლება არ რეაგირებდენ ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ.

თანმხლები თერაპია

რეკომენდებული არ არის შემდეგი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება:

  • დორზოლამიდი და პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები
  • ადგილობრივი ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებები.

ეფექტი თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ცნობილი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს თიმოლოლის გამოიყენებისას სისტემურ ბეტა-ბლოკატორთან ერთად.

თერაპიის მოხსნა

როგორც სისტემური ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, თუ გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა ოფთალმოლოგიური თიმოლოლის შეწყვეტა, თერაპია თანდათან უნდა შეწყდეს.

ბეტა-ბლოკატორებით თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს მიასთენია გრავისის სიმპტომები.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების დამატებითი ეფექტები

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებით თერაპია ასოცირებული იყო უროლითიაზთან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის შედეგად, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე ანამნეზში ჰქონდათ კენჭები თირკმელში. მიუხედავად იმისა, რომ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და თიმოლოლის მალეატის კომბინაციისას მჟავა-ტუტოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, იშვიათად აღინიშნა უროლითიაზი. იმის გამო, რომ კანარდი შეიცავს ადგილობრივ ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორს, რომელიც შეიწოვება სისტემურად, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კენჭები თირკმელებში, შეიძლება გაიზარდოს უროლითიაზის რისკი კანარდის გამოყენებისას.

სხვა

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტების მართვა, თვალის ჰიპოტენზიური საშუალებების გარდა, მოითხოვს თერაპიულ ჩარევებს. დორზოლამიდი/თიმოლოლი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

რქოვანას შეშუპება და რქოვანას შეუქცევადი დეკომპენსაცია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ რქოვანას ქრონიკული დეფექტები და/ან ანამნეზში ჩატარებული ინტრაოკულარული ოპერაცია დორზოლამიდის გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში დორზოლამიდი სიფრთხილით გამოიყენება.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება დაფიქსირდა ფილტრაციის პროცედურების შემდეგ წყლიანი სუპრესანტებით თერაპიის ჩატარებისას.

ისევე როგორც გლაუკომის სამკურნალო სხვა საშუალებების გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ოფთალმოლოგიურ თიმოლოლის მალეატზე რეაგირების დაქვეითება ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ. თუმცა, კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 164 პაციენტს აკვირდებოდნენ სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, არ აღინიშნა საშუალო თვალშიდა წნევის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება საწყისი სტაბილიზაციის შემდეგ.

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ თვალების სიმშრალე. აუცილებელია სიფრთხილე რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დორზოლამიდი/თიმოლოლი არ აღმოჩნდა დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვან ელექტროლიტების დარღვევასთან.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ნატრიუმი: გაფრთხილება არ არის საჭირო მისი შეყვანის გზის გამო (თვალში).

მანიტოლი: გაფრთხილება არ არის საჭირო მისი შეყვანის გზის გამო (თვალში).

ბენზალკონიუმის ქლორიდი: შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩასმამდე დაიცადეთ მინიმუმ 15 წუთი. ცნობილია, რომ ეს დამხმარე ნივთიერება იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დორზოლამიდთან/თიმოლოლთან სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში დორზოლამიდი/თიმოლოლი გამოიყენებოდა შემდეგ სისტემურ მედიკამენტებთან ერთად უარყოფითი ურთიერთქმედების გარეშე: აგფ-ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასპირინის ჩათვლით და ჰორმონები (მაგ. ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

არსებობს დამატებითი ეფექტების პოტენციალი, რაც იწვევს ჰიპოტენზიას და/ან გამოხატულ ბრადიკარდიას, როდესაც ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების ხსნარი გამოიყენება პერორალურ კალციუმის არხის ბლოკატორების, კატექოლამინების დამმშლელი მედიკამენტების ან ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების, ანტიარითმული საშუალებების (მათ შორის ამიოდარონის), დიგიტალის გლიკოზიდების, პარასიმპათომიმეტიკების, გუანეთიდინი, ნარკოტიკული საშუალებების და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღებასთან ერთად.

გაძლიერებული სისტემური ბეტა-ბლოკადა (მაგ., გულისცემის დაქვეითება, დეპრესია) დაფიქსირდა CYP2D6 ინჰიბიტორებით (მაგ. ქინიდინით, ფლუოქსეტინით, პაროქსეტინით) და თიმოლოლით კომბინირებული მკურნალობის დროს.

მხოლოდ კანარდი მცირე გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს გავლენას გუგის ზომაზე. ზოგჯერ აღწერილია მიდრიაზი თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის და ეპინეფრინის (ადრენალინის) ერთდროული გამოყენებისას.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორალურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაამწვავონ განმეორებითი ჰიპერტენზია, რაც შეიძლება მოჰყვეს კლონიდინის მოხსნას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია არის C.

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს დორზოლამიდის/თიმოლოლის გამოყენების შესახებ.

ორსულობა

კანარდი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

დორზოლამიდი

ორსულობის დროს დორზოლამიდის ზემოქმედების შესახებ ადექვატური კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. კურდღლებში, დორზოლამიდი იწვევდა ტერატოგენურ ეფექტს დედებისთვის ტოქსიკური დოზებით (იხ. ნაწილი 5.3).

თიმოლოლი

სისტემური ბეტა-ბლოკატორებით ჩატარებული კარგად კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ გამოვლენილა რაიმე სიმპტომები ტერატოგენურ ეფექტებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოვლინდა რამდენიმე ფარმაკოლოგიური ეფექტი ნაყოფსა და ახალშობილებში, როგორიცაა ბრადიკარდია. თუ კანარდი ინიშნება მშობიარობამდე, აუცილებელია ახალშობილის ფრთხილი მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. მეძუძურ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ დორზოლამიდს, დაფიქსირდა შთამომავლობის სხეულის წონის მატების შემცირება. ტიმოლოლი გამოიყოფა დედის რძეში.

თუ საჭიროა კანარდით მკურნალობა, ლაქტაცია არ არის რეკომენდებული.

რეპროდუქციული უნარი / ნაყოფიერება

რეპროდუქციისა და ნაყოფიერების კვლევებმა ვირთაგვებში თიმოლოლის მალეატით ან დორზოლამიდის ჰიდროქლორიდით არ აჩვენა არასასურველი გავლენა მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ ოფთალმოლოგიურ დოზაზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი სისტემური ექსპოზიციის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. შესაძლო გვერდითმა ეფექტებმა, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში დორზოლამიდის/თიმოლოლის სპეციფიკური გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა; გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება მხოლოდ იმ შემთხვევებით, რომლებიც ადრე იყო დაფიქსირებული დორზოლამიდის და/ან თიმოლოლის გამოყენებისას.

კლინიკური კვლევების დროს 1035 პაციენტი მკურნალობდა დორზოლამიდით/თიმოლოლით. ყველა პაციენტიდან დაახლოებით 2.4%-მა შეწყვიტა დორზოლამიდით/თიმოლოლით თერაპია თვალის მხრივ ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამო, ყველა პაციენტიდან დაახლოებით 1.2%-მა შეწყვიტა ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამო, რომლებიც მიუთითებდნენ ალერგიაზე ან ჰიპერმგრძნობელობაზე (როგორიცაა ქუთუთოების ანთება და კონიუნქტივიტი).

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა დორზოლამიდთან/თიმოლოლთან ან მის ერთ-ერთ კომპონენტთან კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

იმუნური სისტემის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / ტიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი; და თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ანგიოშეშუპებას, ჭინჭრის ციებას, ქავილს, გამონაყარს, ანაფილაქსიას

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ანაფილაქსია

უცნობი: ქავილი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

უცნობი: ჰიპოგლიკემია

ფსიქიატრიული დარღვევები:

არახშირი: დეპრესია*

იშვიათი: უძილობა*, კოშმარები*, მეხსიერების დაკარგვა.

ნერვული სისტემის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: თავის ტკივილი*

იშვიათი: თავბრუსხვევა*, პარესთეზია*

არახშირი: თავბრუსხვევა*, სინკოპე*

იშვიათი: პარესთეზია*, მიასთენია გრავისის ნიშნებისა და სიმპტომების მომატება, ლიბიდოს დაქვეითება*, ცერებროვასკულური მოვლენა*, ცერებრალური იშემია

თვალის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

ძალიან ხშირი: წვა და ჩხვლეტა

ხშირი: კონიუნქტივის სიწითლე, ბუნდოვანი მხედველობა, რქოვანას ეროზია, თვალის ქავილი, ცრემლდენა

ხშირი: ქუთუთოების ანთება*, ქუთუთოების გაღიზიანება*

არახშირი: ირიდოციკლიტი*

იშვიათი: გაღიზიანება სიწითლის ჩათვლით*, ტკივილი*, ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა*, გარდამავალი მიოპია (რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), რქოვანას შეშუპება*, თვალის ჰიპოტონია*, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება (ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ)*

ხშირი: თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ბლეფარიტი*, კერატიტი*, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება და თვალების სიმშრალე*

არახშირი: მხედველობის დარღვევები რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიური თერაპიის შეწყვეტის გამო)*

იშვიათი: ფტოზი, დიპლოპია, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის გამოცალკევება (ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ)* (იხ. ნაწილი 4.4)

უცნობი: ქავილი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე, ბუნდოვანი ხედვა, რქოვანას ეროზია

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

იშვიათი: ტინიტუსი*

გულის დარღვევები:

არახშირი: ბრადიკარდია**

იშვიათი: გულმკერდის ტკივილი*, პალპიტაციები*, შეშუპება*, არითმია*, გულის შეგუბებითი უკმარისობა*, გულის გაჩერება*, გულის ბლოკადა*

უცნობი: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა

სისხლძარღვთა დარღვევები:

იშვიათი: ჰიპოტენზია*, კოჭლობა, რეინოს ფენომენი*, ცივი ხელები და ფეხები*

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:

ხშირი: სინუსიტი

იშვიათი: ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, იშვიათად ბრონქოსპაზმი

იშვიათი: ეპისტაქსისი*

არახშირი: ქოშინი*

იშვიათი: ბრონქოსპაზმი (ძირითადად ადრე არსებული ბრონქოსპასტიური დაავადების მქონე პაციენტებში), სუნთქვის უკმარისობა, ხველა*

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

ძალიან ხშირი: დისგევზია

დორზოლამიდი/თიმოლოლი თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: გულისრევა*

იშვიათი: ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე*

არახშირი: გულისრევა*, დისპეფსია*

იშვიათი: დიარეა, პირის სიმშრალე*

უცნობი: დისგევზია, მუცლის ტკივილი, ღებინება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

იშვიათი: კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

იშვიათი: სიწითლე*

იშვიათი: ალოპეცია*, ფსორიაზული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება*

უცნობი: გამონაყარი კანზე

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:

იშვიათი: სისტემური წითელი მგლურა

უცნობი: მიალგია

თირკმელების და შარდის დარღვევები:

არახშირი: უროლითიაზი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები:

იშვიათი: პეირონის დაავადება*, ლიბიდოს დაქვეითება

უცნობი: სექსუალური დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი /თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანაფილაქსია, იშვიათად ბრონქოსპაზმი

ხშირი: ასთენია/დაღლილობა*

არახშირი: ასთენია/დაღლილობა*

  • ეს გვერდითი რეაქციები ასევე დაფიქსირდა დორზოლამიდის/თიმოლოლის გამოყენებისას პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში კანარდის შემთხვევით ან განზრახ მიღებით დოზის გადაჭარბების შესახებ.

სიმპტომები

დაფიქსირდა შეტყობინებები თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის უნებლიე დოზის გადაჭარბების შესახებ, რამაც გამოიწვია ისეთივე სისტემური ეფექტები, როგორიც აღინიშნება სისტემური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების მიღების დროს, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება. დორზოლამიდის ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელი ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზი და შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები.

მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევით ან განზრახ მიღებით ადამიანის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. პერორალური მიღებისას აღინიშნა ძილიანობა. ადგილობრივი გამოყენებისას დაფიქსირდა გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, არანორმალური სიზმრები და დისფაგია.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის pH-ის დონის მონიტორინგი. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი ადვილად არ დიალიზდება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

ყოველი მლ შეიცავს 22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც 20 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურია და 6,83 მგ თიმოლოლის მალეატს, რომელიც 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტურია.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი ................ 0,075 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ბოთლის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს 28 დღის განმავლობაში.

  • 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

პროდუქტის პირველადი შესაფუთი მასალის სახით გამოიყენება გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც შეიცავს 5 მლ თვალის წვეთებს, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურით და ყვითელი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნით. წარმოდგენილია ერთი ბოთლის სახით მუყაოს კოლოფში შეფუთვის ფურცელთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის კომბინაცია, რომელიც თრგუნავს ოფთალმოლოგიური კარბოანჰიდრაზას და ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის პრეპარატს.

ათქ კოდი: S01ED51

მოქმედების მექანიზმი

კანარდი შედგება ორი კომპონენტისგან: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი და თიმოლოლის მალეატი. ამ ორი კომპონენტიდან თითოეული ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას წყალხსნარის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ მოქმედების განსხვავებული მექანიზმით.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი არის ადამიანის კარბოანჰიდრაზა II-ის ძლიერი ინჰიბიტორი. ნახშირბადის ანჰიდრაზას დათრგუნვა თვალის ცილიარულ პროცესებში ამცირებს წყალხსნარში გამოყოფას, სავარაუდოდ ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შენელებით ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტირების შემდგომი შემცირებით. თიმოლოლის მალეატი არის არასელექციური ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება. თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი თვალშიდა წნევის დაქვეითებაში ამ დროისთვის მკაფიოდ არ არის დადგენილი, თუმცა ფლუორესცენციური კვლევა და ტომოგრაფიული კვლევები მიუთითებს, რომ უპირატესი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს წყლის წარმოქმნის შემცირებასთან. თუმცა, ზოგიერთ კვლევაში ასევე დაფიქსირდა გადინების ობიექტების მცირე ზრდა. ამ ორი აგენტის კომბინირებული ეფექტი იწვევს თვალშიდა წნევის დამატებით შემცირებას ცალკე შეყვანილ რომელიმე კომპონენტთან შედარებით.

ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, კანარდი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას, მიუხედავად იმისა, ასოცირებულია თუ არა გლაუკომასთან. მომატებული თვალშიდა წნევა არის მთავარი რისკფაქტორი მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ველის გლაუკომატოზური დაკარგვის პათოგენეზში. კანარდი ამცირებს თვალშიდა წნევას მიოტური საშუალებების გავრცელებული გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ღამის სიბრმავე, აკომოდაციური სპაზმი და გუგის შეკუმშვა.

ფარმაკოდინამიკა

კლინიკური ეფექტები:

15 თვემდე ხანგრძლივობის კლინიკური კვლევები ჩატარდა თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტის შესადარებლად დორზოლამიდი+თიმოლოლის დღეში ორჯერ (დილით და ძილის წინ) მიღებით ინდივიდუალურად და ერთდროულად 0,5% თიმოლოლის და 2% დორზოლამიდის მიღებით გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც კვლევებში ერთდროული თერაპია მიჩნეული იყო შესაფერისად. ეს მოიცავდა როგორც არანამკურნალებ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებშიც კონტროლი საკმარისად ვერ ხდებოდა თიმოლოლის მონოთერაპიით. კვლევაში ჩართვამდე პაციენტების უმრავლესობას მკურნალობდნენ ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორით მონოთერაპიაში. კომბინირებული კვლევების ანალიზისას, დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი იყო უფრო დიდი, ვიდრე მონოთერაპიისას 2% დორზოლამიდით დღეში სამჯერ ან 0.5% თიმოლოლით დღეში ორჯერ. დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი დღეში ორჯერ დორზოლამიდით და დღეში სამჯერ თიმოლოლით თანმხლები თერაპიის ექვივალენტი იყო. ნაჩვენები იქნა დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი, როდესაც გაიზომა სხვადასხვა დროის მონაკევთში მთელი დღის განმავლობაში და ეს ეფექტი შენარჩუნებული იყო ხანგრძლივი მიღების დროს.

პედიატრიული გამოყენება

ჩატარდა 3 თვიანი კონტროლირებადი კვლევა, რომლის მთავარი მიზანი იყო 2% დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ოფთალმოლოგიური ხსნარის უსაფრთხოების დოკუმენტირება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ კვლევაში, 6 წლამდე და 2 წელზე მეტი ასაკის 30 პაციენტმა, რომელთა თვალშიდა წნევა საკმარისად არ იყო კონტროლირებადი დორზოლამიდის ან თიმოლოლის მონოთერაპიის დროს, მიიღო დორზოლამიდი+თიმოლოლი ღია ეტიკეტის ფაზაში. ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტთა ამ მცირე ჯგუფში დორზოლამიდი+თიმოლოლის დღეში ორჯერ მიღება ზოგადად კარგად გადაიტანებოდა, 19 პაციენტმა დაასრულა მკურნალობის პერიოდი და 11 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ოპერაციის, პრეპარატის შეცვლის ან სხვა მიზეზების გამო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია:

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენება საშუალებას აძლევს პრეპარატს იმოქმედოს პირდაპირ თვალში არსებითად დაბალი დოზებით და, შესაბამისად, ნაკლები სისტემური ზემოქმედებით. კლინიკურ კვლევებში ამან გამოიწვია ინტრაოკულური წნევის დაქვეითება მჟავა-ტუტოვანი დარღვევების ან პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებისთვის დამახასიათებელი ელექტროლიტების ცვლილებების გარეშე.

განაწილება:

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად გაიზომა აქტიური ნივთიერების და მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში და პლაზმაში და კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა სისხლის წითელ უჯრედებში. დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში ქრონიკული მიღების დროს კარბოანჰიდრაზა II-თან შერჩევითი შეკავშირების შედეგად, მაშინ როცა თავისუფალი აქტიური ნივთიერების უკიდურესად დაბალი კონცენტრაცია პლაზმაში შენარჩუნებულია.

ბიოტრანსფორმაცია:

ძირითადი აქტიური ნივთიერება წარმოქმნის ერთ N-დესეთილის მეტაბოლიტს, რომელიც თრგუნავს კარბოანჰიდრაზა-II-ს ნაკლებად ძლიერად, ვიდრე ძირითადი აქტიური ნივთიერება, მაგრამ ასევე თრგუნავს ნაკლებად აქტიურ იზოფერმენტს (კარბოანჰიდრაზა-I). მეტაბოლიტი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის უერთდება ძირითადად კარბოანჰიდრაზას-I-ს. დორზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 33%).

აღმოფხვრა:

დორზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით; მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა შარდით. დოზის მიღების დასრულების შემდეგ, დორზოლამიდი გამოირეცხება სისხლის წითელი უჯრედებიდან არაწრფივად, რაც ჯერ იწვევს აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას და შემდეგ ნელი ელიმინაციის ფაზას ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით ოთხი თვე.

როდესაც დორზოლამიდი მიიღება პერორალურად მაქსიმალური სისტემური ექსპოზიციის სიმულაციისთვის თვალში ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 13 კვირის განმავლობაში. ამ მიზნით, გაზომილი იყო აქტიური ნივთიერების და მეტაბოლიტების კონცენტრაციები პლაზმაში და სისხლის წითელ უჯრედებში და კარბოანჰიდრაზას დონეები სისხლის წითელ უჯრედებში. წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმაში პრაქტიკულად არ იყო თავისუფალი აქტიური ნივთიერება ან მეტაბოლიტი; კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა ერითროციტებში იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო თირკმლის ფუნქციაზე ან სუნთქვაზე ფარმაკოლოგიური ეფექტისთვის. მსგავსი ფარმაკოკინეტიკური შედეგები დაფიქსირდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ქრონიკული, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსის სავარაუდო 30-60 მლ/წთ) ჰქონდა მეტაბოლიტების უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებები კარბოანჰიდრაზას დათრგუნვის მხრივ და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი ეფექტები არ იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ მაჩვენებელთან.

თიმოლოლის მალეატი:

აბსორბცია:

თიმოლოლის სისტემური ზემოქმედება განისაზღვრა თიმოლოლის მალეატის 0.5% ოფთალმოლოგიური ხსნარის დღეში ორჯერ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია დილით მიღების შემდეგ იყო 0,46 ნგ/მლ, ხოლო შუადღეს მიღების შემდეგ იყო 0,35 ნგ/მლ.

განაწილება:

თიმოლოლი მხოლოდ მცირე რაოდენობით უკავშირდება პლაზმის ცილებს; ის გადადის პლაცენტაში და დედის რძეში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4 საათი. სისტემურ მიმოქცევაში განაწილებული დონეების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ბიოტრანსფორმაცია:

თიმოლოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ელიმინაცია:

მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით მცირეოდენი უცვლელი თიმოლოლით. თიმოლოლის გამოდევნა შეუძლებელია ჰემოდიალიზით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

კანარდი 20 მგ/5 მგ/მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი East Pharma

მოდული 1.3.1 პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

კანარდი 20 მგ/5 მგ/მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

ყოველი მლ შეიცავს 22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს, რომელიც 20 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურია და 6,83 მგ თიმოლოლის მალეატს, რომელიც 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტურია.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი ................ 0,075 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

  • ფარმაცევტული ფორმა

თვალის წვეთები.

გამჭვირვალე და უფერო, ოდნავ ბლანტი ხსნარი.

  • კლინიკური მახასიათებლები
  • 1 თერაპიული ჩვენებები

კანარდი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ პაციენტებში თვალის ჰიპერტენზიით, ღიაკუთხოვანი გლაუკომით, ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით ან სხვა მეორადი ღიაკუთხოვანი გლაუკომით, სადაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია.

  • 2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება/შეყვანის სიხშირე და ხანგრძლივობა

ჩაიწვეთეთ კანარდის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)-ში დღეში ორჯერ

თუ გამოიყენება სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალება, კანარდი და სხვა საშუალება უნდა დაინიშნოს მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით.

კანარდის ჩანაცვლებისას სხვა ოფთალმოლოგიური გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებით, შეწყვიტეთ სხვა პრეპარატის გამოყენება ერთ დღეს სათანადო დოზირების შემდეგ და დაიწყეთ კანარდის გამოყენება მეორე დღეს.

გამოყენების წესი

ხსნარის ჩაწვეთება ხდება თვალში, როგორც ქვემოთ არის მოცემული.

  • გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2).
  • მოხსენით თავსახურის ქვეშ არსებული რგოლი (იხ. სურათი 3 და სურათი 4).
  • თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვემოთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
  • საწვეთურის წვერი თვალთან ახლოს მიიტანეთ, მაგრამ არ შეეხოთ მას.
  • ნაზად მოუჭირეთ საწვეთურს და ჩააწვეთეთ მხოლოდ ერთი წვეთი თვალში. შემდეგ ხელი გაუშვით ქვედა ქუთუთოს.
  • თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დახუჭული თვალებით.
  • თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ორივე თვალისთვის, გაიმეორეთ იგივე პროცედურები მეორე თვალში.
  • დაახურეთ ბოთლს თავსახური.

სისტემური აბსორბცია მცირდება ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის ან ქუთუთოების დახურვისას. ეს იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების შემცირებას და ადგილობრივი აქტივობის გაზრდას.

საწვეთური შექმნილია ისე, რომ უზრუნველყოს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი წვეთის ჩაწვთება. ნუ ეცდებით საწვეთურის გაფართოებას.

პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ გამოყენებამდე დაიბანონ ხელები და არ დაუშვან დისპენსერის კონტეინერის წვერის თვალებთან ან მიმდებარე სტრუქტურებთან შეხება.

პაციენტებს ასევე უნდა მიეცეთ მითითება, რომ ოფთალმოლოგიური ხსნარები, მათი არასათანადო მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება დაბინძურდეს თვალის ინფექციების გამომწვევი გავრცელებული ბაქტერიებით. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და მხედველობის შემდგომი დაკარგვა.

კონტაქტური ლინზების მომხმარებლები

ლინზები უნდა მოიხსნათ თვალში წვეთის ჩაწვეთებამდე და არ უნდა ჩაისვათ ხელახლა წვეთის ჩაწვეთებიდან სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

თირკმლის უკმარისობა

დორზოლამიდი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ). იმის გამო, რომ დორზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, კანარდი უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა

დორზოლამიდი არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.

პედიატრიული მოსახლეობა

არ არსებობს კვლევები პედიატრიულ პაციენტებში ეფექტურობის შესახებ.

უსაფრთხოება 2 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის (≥2 და <6 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 5.1).

ხანდაზმული მოსახლეობა

არ არსებობს დორზოლამიდის კვლევები ხანდაზმულ პაციენტებში.

  • 3 უკუჩვენებები

კანარდი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ:

სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადება, ბრონქული ასთმა ან ანამნეზში ბრონქული ასთმა, ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი სინო-ატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, აშკარა გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზი

მომატებული მგრძნობელობა ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ზემოაღნიშნული დაფუძნებულია კომპონენტებზე და არ არის უნიკალური კომბინაციისთვის.

  • 4 განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

როგორც სხვა ადგილობრივად გამოყენებული ოფთალმოლოგიური საშუალებების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება აბსორბირდეს სისტემურად. თიმოლოლის კომპონენტი არის ბეტა-ბლოკატორი. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთივე უარყოფითი რეაქციები, როგორიც ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური გამოყენებისას, როგორიცაა პრინცმეტალის სტენოკარდიის გაუარესება, მძიმე პერიფერიული და ცენტრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ჰიპერტენზია.

გულ-სისხლძარღვთა/რესპირატორული რეაქციები

თიმოლოლის მალეატის კომპონენტის გამო, კანარდიით თერაპიის დაწყებამდე სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს გულის უკმარისობა.

პაციენტებში, რომლებსაც ანმნეზში აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა, აუცილებელია დაკვირვება ამ დაავადებების გაუარესების ნიშნებზე და პულსის სიხშირის შემოწმება მაგ. გულის კორონარული დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია).

გამტარობის დროზე უარყოფითი გავლენის გამო, ბეტა-ბლოკატორები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში პირველი ხარისხის გულის ბლოკადით.

თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა რესპირატორული რეაქციები და გულის რეაქციები, მათ შორის სიკვდილი ბრონქოსპაზმის გამო ასთმით დაავადებულ პაციენტებში და იშვიათად სიკვდილი გულის უკმარისობით.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი/ზომიერი სიმძიმის მქონე პაციენტებში კანარდი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სისხლძარღვთა დარღვევები

მძიმე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ. რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები) აუცილებელია სიფრთხილე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპოგლიკემიური სიმპტომების შენიღბვა

ბეტა-ადრენერგიული მაბლოკირებელი საშუალებები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სპონტანური ჰიპოგლიკემია ან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ლაბილური დიაბეტით), რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

თირეოტოქსიკოზის შენიღბვა

ბეტა-ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება შენიღბონ ჰიპერთირეოზის გარკვეული კლინიკური ნიშნები (მაგ., ტაქიკარდია). პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ეჭვი თირეოტოქსიკოზის განვითარებაზე, უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალების გამოყენების შეწყვეტის საჭიროების დასადგენად.

ქირურგიული ანესთეზია

ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებების მოხსნის აუცილებლობა ან მიზანშეწონილობა სერიოზული ოპერაციის დაწყებამდე საკამათოა. ოპერაციის დროს საჭიროების შემთხვევაში, ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს ასეთი აგონისტების საკმარისი დოზებით. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს, როდესაც პაციენტი იღებს თიმოლოლის მალეატს (იხ. ნაწილი 4.9).

იმუნოლოგია და ჰიპერმგრძნობელობა

როგორც სხვა ადგილობრივად გამოყენებული ოფთალმოლოგიური საშუალებების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება აბსორბირდეს სისტემურად. დორზოლამიდის კომპონენტი არის სულფონამიდი. ამიტომ ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ისეთივე ტიპის გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), როგორიც სულფონამიდების სისტემური გამოყენებისას. თუ გამოვლინდა სერიოზული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება.

დორზოლამიდის/თიმოლოლის მალეატის გამოყენებისას ვლინდება ისეთივე ადგილობრივი უარყოფითი რეაქციები თვალის მხრივ, როგორიც დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთების გამოყენებისას. თუ განვითარდა ასეთი რეაქციები, განხილული უნდა იყოს კანარდის შეწყვეტა.

ბეტა-ბლოკატორების მიღებისას პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ატოპია ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია სხვადასხვა ალერგენებზე, შესაძლოა უფრო რეაქტიულები იყვნენ ასეთი ალერგენების განმეორებით მიღებაზე, როგორც შემთხვევით, ასევე დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიზნებისათვის. ეს პაციენტები შეიძლება არ რეაგირებდენ ადრენალინის ჩვეულებრივ დოზებზე, რომლებიც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ.

თანმხლები თერაპია

რეკომენდებული არ არის შემდეგი მედიკამენტების ერთდროული გამოყენება:

  • დორზოლამიდი და პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები
  • ადგილობრივი ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებები.

ეფექტი თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ბლოკადის ცნობილი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს თიმოლოლის გამოიყენებისას სისტემურ ბეტა-ბლოკატორთან ერთად.

თერაპიის მოხსნა

როგორც სისტემური ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, თუ გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა ოფთალმოლოგიური თიმოლოლის შეწყვეტა, თერაპია თანდათან უნდა შეწყდეს.

ბეტა-ბლოკატორებით თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს მიასთენია გრავისის სიმპტომები.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების დამატებითი ეფექტები

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებით თერაპია ასოცირებული იყო უროლითიაზთან მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის შედეგად, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე ანამნეზში ჰქონდათ კენჭები თირკმელში. მიუხედავად იმისა, რომ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და თიმოლოლის მალეატის კომბინაციისას მჟავა-ტუტოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა, იშვიათად აღინიშნა უროლითიაზი. იმის გამო, რომ კანარდი შეიცავს ადგილობრივ ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორს, რომელიც შეიწოვება სისტემურად, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კენჭები თირკმელებში, შეიძლება გაიზარდოს უროლითიაზის რისკი კანარდის გამოყენებისას.

სხვა

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტების მართვა, თვალის ჰიპოტენზიური საშუალებების გარდა, მოითხოვს თერაპიულ ჩარევებს. დორზოლამიდი/თიმოლოლი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

რქოვანას შეშუპება და რქოვანას შეუქცევადი დეკომპენსაცია დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ რქოვანას ქრონიკული დეფექტები და/ან ანამნეზში ჩატარებული ინტრაოკულარული ოპერაცია დორზოლამიდის გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში დორზოლამიდი სიფრთხილით გამოიყენება.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება დაფიქსირდა ფილტრაციის პროცედურების შემდეგ წყლიანი სუპრესანტებით თერაპიის ჩატარებისას.

ისევე როგორც გლაუკომის სამკურნალო სხვა საშუალებების გამოყენებისას, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ოფთალმოლოგიურ თიმოლოლის მალეატზე რეაგირების დაქვეითება ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ. თუმცა, კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 164 პაციენტს აკვირდებოდნენ სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, არ აღინიშნა საშუალო თვალშიდა წნევის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება საწყისი სტაბილიზაციის შემდეგ.

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ბლოკატორებს შეუძლიათ გამოიწვიონ თვალების სიმშრალე. აუცილებელია სიფრთხილე რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ურთიერთქმედება ბიოლოგიურ ტესტებთან

დორზოლამიდი/თიმოლოლი არ აღმოჩნდა დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვან ელექტროლიტების დარღვევასთან.

დამხმარე ნივთიერებების შესახებ გაფრთხილებები

ნატრიუმი: გაფრთხილება არ არის საჭირო მისი შეყვანის გზის გამო (თვალში).

მანიტოლი: გაფრთხილება არ არის საჭირო მისი შეყვანის გზის გამო (თვალში).

ბენზალკონიუმის ქლორიდი: შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩასმამდე დაიცადეთ მინიმუმ 15 წუთი. ცნობილია, რომ ეს დამხმარე ნივთიერება იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლას.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დორზოლამიდთან/თიმოლოლთან სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში დორზოლამიდი/თიმოლოლი გამოიყენებოდა შემდეგ სისტემურ მედიკამენტებთან ერთად უარყოფითი ურთიერთქმედების გარეშე: აგფ-ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასპირინის ჩათვლით და ჰორმონები (მაგ. ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

არსებობს დამატებითი ეფექტების პოტენციალი, რაც იწვევს ჰიპოტენზიას და/ან გამოხატულ ბრადიკარდიას, როდესაც ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების ხსნარი გამოიყენება პერორალურ კალციუმის არხის ბლოკატორების, კატექოლამინების დამმშლელი მედიკამენტების ან ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების, ანტიარითმული საშუალებების (მათ შორის ამიოდარონის), დიგიტალის გლიკოზიდების, პარასიმპათომიმეტიკების, გუანეთიდინი, ნარკოტიკული საშუალებების და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღებასთან ერთად.

გაძლიერებული სისტემური ბეტა-ბლოკადა (მაგ., გულისცემის დაქვეითება, დეპრესია) დაფიქსირდა CYP2D6 ინჰიბიტორებით (მაგ. ქინიდინით, ფლუოქსეტინით, პაროქსეტინით) და თიმოლოლით კომბინირებული მკურნალობის დროს.

მხოლოდ კანარდი მცირე გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს გავლენას გუგის ზომაზე. ზოგჯერ აღწერილია მიდრიაზი თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის და ეპინეფრინის (ადრენალინის) ერთდროული გამოყენებისას.

ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

ორალურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გაამწვავონ განმეორებითი ჰიპერტენზია, რაც შეიძლება მოჰყვეს კლონიდინის მოხსნას.

  • 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაცია

ორსულობის კატეგორია არის C.

რეპროდუქციული პოტენციალის ქალები/კონტრაცეფცია

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს დორზოლამიდის/თიმოლოლის გამოყენების შესახებ.

ორსულობა

კანარდი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

დორზოლამიდი

ორსულობის დროს დორზოლამიდის ზემოქმედების შესახებ ადექვატური კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. კურდღლებში, დორზოლამიდი იწვევდა ტერატოგენურ ეფექტს დედებისთვის ტოქსიკური დოზებით (იხ. ნაწილი 5.3).

თიმოლოლი

სისტემური ბეტა-ბლოკატორებით ჩატარებული კარგად კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ გამოვლენილა რაიმე სიმპტომები ტერატოგენურ ეფექტებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოვლინდა რამდენიმე ფარმაკოლოგიური ეფექტი ნაყოფსა და ახალშობილებში, როგორიცაა ბრადიკარდია. თუ კანარდი ინიშნება მშობიარობამდე, აუცილებელია ახალშობილის ფრთხილი მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. მეძუძურ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ დორზოლამიდს, დაფიქსირდა შთამომავლობის სხეულის წონის მატების შემცირება. ტიმოლოლი გამოიყოფა დედის რძეში.

თუ საჭიროა კანარდით მკურნალობა, ლაქტაცია არ არის რეკომენდებული.

რეპროდუქციული უნარი / ნაყოფიერება

რეპროდუქციისა და ნაყოფიერების კვლევებმა ვირთაგვებში თიმოლოლის მალეატით ან დორზოლამიდის ჰიდროქლორიდით არ აჩვენა არასასურველი გავლენა მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ ოფთალმოლოგიურ დოზაზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი სისტემური ექსპოზიციის შემდეგ.

  • 7 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. შესაძლო გვერდითმა ეფექტებმა, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • 8 არასასურველი ეფექტები

კლინიკურ კვლევებში დორზოლამიდის/თიმოლოლის სპეციფიკური გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა; გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება მხოლოდ იმ შემთხვევებით, რომლებიც ადრე იყო დაფიქსირებული დორზოლამიდის და/ან თიმოლოლის გამოყენებისას.

კლინიკური კვლევების დროს 1035 პაციენტი მკურნალობდა დორზოლამიდით/თიმოლოლით. ყველა პაციენტიდან დაახლოებით 2.4%-მა შეწყვიტა დორზოლამიდით/თიმოლოლით თერაპია თვალის მხრივ ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამო, ყველა პაციენტიდან დაახლოებით 1.2%-მა შეწყვიტა ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამო, რომლებიც მიუთითებდნენ ალერგიაზე ან ჰიპერმგრძნობელობაზე (როგორიცაა ქუთუთოების ანთება და კონიუნქტივიტი).

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა დორზოლამიდთან/თიმოლოლთან ან მის ერთ-ერთ კომპონენტთან კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

იმუნური სისტემის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / ტიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი; და თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ანგიოშეშუპებას, ჭინჭრის ციებას, ქავილს, გამონაყარს, ანაფილაქსიას

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალიზებული და გენერალიზებული გამონაყარი, ანაფილაქსია

უცნობი: ქავილი

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

უცნობი: ჰიპოგლიკემია

ფსიქიატრიული დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: დეპრესია*

იშვიათი: უძილობა*, კოშმარები*, მეხსიერების დაკარგვა.

ნერვული სისტემის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: თავის ტკივილი*

იშვიათი: თავბრუსხვევა*, პარესთეზია*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: თავის ტკივილი*

არახშირი: თავბრუსხვევა*, სინკოპე*

იშვიათი: პარესთეზია*, მიასთენია გრავისის ნიშნებისა და სიმპტომების მომატება, ლიბიდოს დაქვეითება*, ცერებროვასკულური მოვლენა*, ცერებრალური იშემია

თვალის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

ძალიან ხშირი: წვა და ჩხვლეტა

ხშირი: კონიუნქტივის სიწითლე, ბუნდოვანი მხედველობა, რქოვანას ეროზია, თვალის ქავილი, ცრემლდენა

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: ქუთუთოების ანთება*, ქუთუთოების გაღიზიანება*

არახშირი: ირიდოციკლიტი*

იშვიათი: გაღიზიანება სიწითლის ჩათვლით*, ტკივილი*, ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა*, გარდამავალი მიოპია (რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ), რქოვანას შეშუპება*, თვალის ჰიპოტონია*, სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება (ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ)*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: თვალის გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ბლეფარიტი*, კერატიტი*, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება და თვალების სიმშრალე*

არახშირი: მხედველობის დარღვევები რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიური თერაპიის შეწყვეტის გამო)*

იშვიათი: ფტოზი, დიპლოპია, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის გამოცალკევება (ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ)* (იხ. ნაწილი 4.4)

უცნობი: ქავილი, ცრემლდენა, თვალების სიწითლე, ბუნდოვანი ხედვა, რქოვანას ეროზია

ყურის და ლაბირინთის დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: ტინიტუსი*

გულის დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: ბრადიკარდია**

იშვიათი: გულმკერდის ტკივილი*, პალპიტაციები*, შეშუპება*, არითმია*, გულის შეგუბებითი უკმარისობა*, გულის გაჩერება*, გულის ბლოკადა*

უცნობი: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა

სისხლძარღვთა დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: ჰიპოტენზია*, კოჭლობა, რეინოს ფენომენი*, ცივი ხელები და ფეხები*

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: სინუსიტი

იშვიათი: ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, იშვიათად ბრონქოსპაზმი

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: ეპისტაქსისი*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: ქოშინი*

იშვიათი: ბრონქოსპაზმი (ძირითადად ადრე არსებული ბრონქოსპასტიური დაავადების მქონე პაციენტებში), სუნთქვის უკმარისობა, ხველა*

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

ძალიან ხშირი: დისგევზია

დორზოლამიდი/თიმოლოლი თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: გულისრევა*

იშვიათი: ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: გულისრევა*, დისპეფსია*

იშვიათი: დიარეა, პირის სიმშრალე*

უცნობი: დისგევზია, მუცლის ტკივილი, ღებინება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სიწითლე*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: ალოპეცია*, ფსორიაზული გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება*

უცნობი: გამონაყარი კანზე

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური წითელი მგლურა

უცნობი: მიალგია

თირკმელების და შარდის დარღვევები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი / თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: უროლითიაზი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები:

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: პეირონის დაავადება*, ლიბიდოს დაქვეითება

უცნობი: სექსუალური დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი /თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

იშვიათი: სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანაფილაქსია, იშვიათად ბრონქოსპაზმი

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები, ხსნარი:

ხშირი: ასთენია/დაღლილობა*

თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთები, ხსნარი:

არახშირი: ასთენია/დაღლილობა*

  • ეს გვერდითი რეაქციები ასევე დაფიქსირდა დორზოლამიდის/თიმოლოლის გამოყენებისას პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში კანარდის შემთხვევით ან განზრახ მიღებით დოზის გადაჭარბების შესახებ.

სიმპტომები

დაფიქსირდა შეტყობინებები თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის უნებლიე დოზის გადაჭარბების შესახებ, რამაც გამოიწვია ისეთივე სისტემური ეფექტები, როგორიც აღინიშნება სისტემური ბეტა-ადრენერგული ბლოკატორების მიღების დროს, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება. დორზოლამიდის ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელი ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზი და შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები.

მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევით ან განზრახ მიღებით ადამიანის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. პერორალური მიღებისას აღინიშნა ძილიანობა. ადგილობრივი გამოყენებისას დაფიქსირდა გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, არანორმალური სიზმრები და დისფაგია.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. უნდა ჩატარდეს შრატში ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის pH-ის დონის მონიტორინგი. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი ადვილად არ დიალიზდება.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატის კომბინაცია, რომელიც თრგუნავს ოფთალმოლოგიური კარბოანჰიდრაზას და ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორის პრეპარატს.

ათქ კოდი: S01ED51

მოქმედების მექანიზმი

კანარდი შედგება ორი კომპონენტისგან: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი და თიმოლოლის მალეატი. ამ ორი კომპონენტიდან თითოეული ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას წყალხსნარის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ მოქმედების განსხვავებული მექანიზმით.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი არის ადამიანის კარბოანჰიდრაზა II-ის ძლიერი ინჰიბიტორი. ნახშირბადის ანჰიდრაზას დათრგუნვა თვალის ცილიარულ პროცესებში ამცირებს წყალხსნარში გამოყოფას, სავარაუდოდ ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შენელებით ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტირების შემდგომი შემცირებით. თიმოლოლის მალეატი არის არასელექციური ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება. თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი თვალშიდა წნევის დაქვეითებაში ამ დროისთვის მკაფიოდ არ არის დადგენილი, თუმცა ფლუორესცენციური კვლევა და ტომოგრაფიული კვლევები მიუთითებს, რომ უპირატესი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს წყლის წარმოქმნის შემცირებასთან. თუმცა, ზოგიერთ კვლევაში ასევე დაფიქსირდა გადინების ობიექტების მცირე ზრდა. ამ ორი აგენტის კომბინირებული ეფექტი იწვევს თვალშიდა წნევის დამატებით შემცირებას ცალკე შეყვანილ რომელიმე კომპონენტთან შედარებით.

ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, კანარდი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას, მიუხედავად იმისა, ასოცირებულია თუ არა გლაუკომასთან. მომატებული თვალშიდა წნევა არის მთავარი რისკფაქტორი მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ველის გლაუკომატოზური დაკარგვის პათოგენეზში. კანარდი ამცირებს თვალშიდა წნევას მიოტური საშუალებების გავრცელებული გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ღამის სიბრმავე, აკომოდაციური სპაზმი და გუგის შეკუმშვა.

ფარმაკოდინამიკა

კლინიკური ეფექტები:

15 თვემდე ხანგრძლივობის კლინიკური კვლევები ჩატარდა თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტის შესადარებლად დორზოლამიდი+თიმოლოლის დღეში ორჯერ (დილით და ძილის წინ) მიღებით ინდივიდუალურად და ერთდროულად 0,5% თიმოლოლის და 2% დორზოლამიდის მიღებით გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებისთვისაც კვლევებში ერთდროული თერაპია მიჩნეული იყო შესაფერისად. ეს მოიცავდა როგორც არანამკურნალებ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებშიც კონტროლი საკმარისად ვერ ხდებოდა თიმოლოლის მონოთერაპიით. კვლევაში ჩართვამდე პაციენტების უმრავლესობას მკურნალობდნენ ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორით მონოთერაპიაში. კომბინირებული კვლევების ანალიზისას, დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი იყო უფრო დიდი, ვიდრე მონოთერაპიისას 2% დორზოლამიდით დღეში სამჯერ ან 0.5% თიმოლოლით დღეში ორჯერ. დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი დღეში ორჯერ დორზოლამიდით და დღეში სამჯერ თიმოლოლით თანმხლები თერაპიის ექვივალენტი იყო. ნაჩვენები იქნა დღეში ორჯერ დორზოლამიდი + თიმოლოლის (კონსერვანტის შემცველი ფორმა) თვალშიდა წნევის დამწევი ეფექტი, როდესაც გაიზომა სხვადასხვა დროის მონაკევთში მთელი დღის განმავლობაში და ეს ეფექტი შენარჩუნებული იყო ხანგრძლივი მიღების დროს.

პედიატრიული გამოყენება

ჩატარდა 3 თვიანი კონტროლირებადი კვლევა, რომლის მთავარი მიზანი იყო 2% დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ოფთალმოლოგიური ხსნარის უსაფრთხოების დოკუმენტირება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ კვლევაში, 6 წლამდე და 2 წელზე მეტი ასაკის 30 პაციენტმა, რომელთა თვალშიდა წნევა საკმარისად არ იყო კონტროლირებადი დორზოლამიდის ან თიმოლოლის მონოთერაპიის დროს, მიიღო დორზოლამიდი+თიმოლოლი ღია ეტიკეტის ფაზაში. ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტთა ამ მცირე ჯგუფში დორზოლამიდი+თიმოლოლის დღეში ორჯერ მიღება ზოგადად კარგად გადაიტანებოდა, 19 პაციენტმა დაასრულა მკურნალობის პერიოდი და 11 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ოპერაციის, პრეპარატის შეცვლის ან სხვა მიზეზების გამო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

აბსორბცია:

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენება საშუალებას აძლევს პრეპარატს იმოქმედოს პირდაპირ თვალში არსებითად დაბალი დოზებით და, შესაბამისად, ნაკლები სისტემური ზემოქმედებით. კლინიკურ კვლევებში ამან გამოიწვია ინტრაოკულური წნევის დაქვეითება მჟავა-ტუტოვანი დარღვევების ან პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებისთვის დამახასიათებელი ელექტროლიტების ცვლილებების გარეშე.

განაწილება:

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად გაიზომა აქტიური ნივთიერების და მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში და პლაზმაში და კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა სისხლის წითელ უჯრედებში. დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში ქრონიკული მიღების დროს კარბოანჰიდრაზა II-თან შერჩევითი შეკავშირების შედეგად, მაშინ როცა თავისუფალი აქტიური ნივთიერების უკიდურესად დაბალი კონცენტრაცია პლაზმაში შენარჩუნებულია.

ბიოტრანსფორმაცია:

ძირითადი აქტიური ნივთიერება წარმოქმნის ერთ N-დესეთილის მეტაბოლიტს, რომელიც თრგუნავს კარბოანჰიდრაზა-II-ს ნაკლებად ძლიერად, ვიდრე ძირითადი აქტიური ნივთიერება, მაგრამ ასევე თრგუნავს ნაკლებად აქტიურ იზოფერმენტს (კარბოანჰიდრაზა-I). მეტაბოლიტი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის უერთდება ძირითადად კარბოანჰიდრაზას-I-ს. დორზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 33%).

აღმოფხვრა:

დორზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით; მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა შარდით. დოზის მიღების დასრულების შემდეგ, დორზოლამიდი გამოირეცხება სისხლის წითელი უჯრედებიდან არაწრფივად, რაც ჯერ იწვევს აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას და შემდეგ ნელი ელიმინაციის ფაზას ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით ოთხი თვე.

როდესაც დორზოლამიდი მიიღება პერორალურად მაქსიმალური სისტემური ექსპოზიციის სიმულაციისთვის თვალში ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 13 კვირის განმავლობაში. ამ მიზნით, გაზომილი იყო აქტიური ნივთიერების და მეტაბოლიტების კონცენტრაციები პლაზმაში და სისხლის წითელ უჯრედებში და კარბოანჰიდრაზას დონეები სისხლის წითელ უჯრედებში. წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმაში პრაქტიკულად არ იყო თავისუფალი აქტიური ნივთიერება ან მეტაბოლიტი; კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა ერითროციტებში იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო თირკმლის ფუნქციაზე ან სუნთქვაზე ფარმაკოლოგიური ეფექტისთვის. მსგავსი ფარმაკოკინეტიკური შედეგები დაფიქსირდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ქრონიკული, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსის სავარაუდო 30-60 მლ/წთ) ჰქონდა მეტაბოლიტების უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებები კარბოანჰიდრაზას დათრგუნვის მხრივ და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი ეფექტები არ იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ მაჩვენებელთან.

თიმოლოლის მალეატი:

აბსორბცია:

თიმოლოლის სისტემური ზემოქმედება განისაზღვრა თიმოლოლის მალეატის 0.5% ოფთალმოლოგიური ხსნარის დღეში ორჯერ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია დილით მიღების შემდეგ იყო 0,46 ნგ/მლ, ხოლო შუადღეს მიღების შემდეგ იყო 0,35 ნგ/მლ.

განაწილება:

თიმოლოლი მხოლოდ მცირე რაოდენობით უკავშირდება პლაზმის ცილებს; ის გადადის პლაცენტაში და დედის რძეში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 4 საათი. სისტემურ მიმოქცევაში განაწილებული დონეების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ბიოტრანსფორმაცია:

თიმოლოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ელიმინაცია:

მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით მცირეოდენი უცვლელი თიმოლოლით. თიმოლოლის გამოდევნა შეუძლებელია ჰემოდიალიზით.

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ცალკეული კომპონენტების თვალისთვის და სისტემური უსაფრთხოების პროფილი კარგად არის დადგენილი.

დორზოლამიდი

კურდღლებში, რომლებსაც მისცეს დორზოლამიდის დედისთვის ტოქსიური დოზები, დაკავშირებული მეტაბოლურ აციდოზთან, დაფიქსირდა ხერხემლის მალფორმაციები.

თიმოლოლი

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი.

გარდა ამისა, ცხოველებში, რომლებიც ადგილობრივად მკურნალობდნენ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდით და თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის ან ერთდროულად დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და თიმოლოლის მალეატის მიღებით, არ გამოვლენილა თვალის მხრივ გვერდითი ეფექტები. თითოეული კომპონენტით in vitro და in vivo კვლევებმა არ გამოავლინა მუტაგენური პოტენციალი. ამიტომ, კანარდის თერაპიული დოზებით მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი რისკი ადამიანის უსაფრთხოებისთვის.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი

ჰიდროქსიეთილცელულოზა

მანიტოლი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

საინექციო წყალი

  • 2 შეუთავსებლობები

შეუთავსებლობის შესახებ ცნობილი არ არის.

  • 3 შენახვის ვადა

24 თვე.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ბოთლის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს 28 დღის განმავლობაში.

  • 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

პროდუქტის პირველადი შესაფუთი მასალის სახით გამოიყენება გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც შეიცავს 5 მლ თვალის წვეთებს, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურით და ყვითელი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ხრახნით. წარმოდგენილია ერთი ბოთლის სახით მუყაოს კოლოფში შეფუთვის ფურცელთან ერთად.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

DEVA Holding A.Ş.

Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1

34303 Küçükçekmece/İSTANBUL - თურქეთი

  • სავაჭრო ნებართვის ნომერი

2015/101

  • პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი

პირველი ნებართვის თარიღი: 06.02.2015წ

განახლების თარიღი:

  • ტექსტის გადახედვის თარიღი
  • 07.2021წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა