პრეპარატი კოსოფტი® ბკ არის თვალის წვეთები სტერილური ხსნარის ფორმით, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს. პრეპარატი კოსოფტი® ბკ შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დორზოლამიდს და თიმოლოლს. დორზოლამიდი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- თიმოლოლი (timolol) + დორზოლამიდი (dorzolamide)
- ფორმა და შეფუთვა
- (20მგ+5მგ)/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Tubilux Pharma S.P.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- S01ED51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041319
- რეგისტრირებულია
- 17 ივნისი 2024, მოქმედებს 17 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SANTEN Oy (ფინეთი)
- განმცხადებელი
- სს „სანტენი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კოსოფტი BK — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კოსოფტი® ბკ არის თვალის წვეთები სტერილური ხსნარის ფორმით, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს.
პრეპარატი კოსოფტი® ბკ შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დორზოლამიდს და თიმოლოლს.
დორზოლამიდი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“.
თიმოლოლი გენეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს დასახელებით „ბეტა-ბლოკერები“.
აღნიშნული აქტიური ნივთიერებები სხვადასხვაგვარად აქვეითებენ თვალშიდა წნევას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი კოსოფტი® ბკ გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად მოზრდილებში გლაუკომის დროს, როდესაც მონოთერაპია ბეტა-ადრენობლოკერებით არ არის საკმარისი.
მიღების წესი და დოზირება
ერთი წვეთი კოსოფტი ბკ დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივალურ პარკში დღეში ორჯერ.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას, კოსოფტი ბკ და სხვა პრეპარატის ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთი.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი წარმოადგენს სტერილურ ხსნარს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს.
პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ გამოყენების წინ ხელების დაბანის შესახებ და არ უნდა დაუშვან კონტეინერის კონტაქტი თვალთან ან გარშემო ქსოვილებთან, რადგანაც ეს გამოიწვევს თვალის ტრავმას (იხ. პუნქტი „გამოყენების ინსტრუქცია“).
პაციენტები ასევე უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ ოფთალმოლოგიური ხსნარები არასწორი გამოყენებისას შეიძლება დაბინძურდეს გავრცელებული ბაქტერიებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თვალის ინფექციური დაავადებები. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შემდეგ მხედველობის დაკარგვა.
ჩაწვეთების შემდეგ პრეპარატის სისტემური აბსორბციის დასაქვეითებლად, შემდგომი სისტემური გვერდითი ეფექტების დაქვეითებით და ადგილობრივი მოქმედების გაძლიერებით, რეკომენდებულია ცხვირ-ცრემლის არხზე თითის მიჭერა ან ქუთუთოების დახურვა 2 წუთით.
ბავშვები
ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
უსაფრთხოება 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
დღესდღეობით არსებული მონაცემები აღწერილია 5.1 პუნქტში, თუმცა დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია.
გამოყენების მეთოდი
ადგილობრივად, კონიუნქტივის ღრუში ინსტილაციის სახით.
პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მრავალდოზიანი ფლაკონის სწორად გამოყენების შესახებ. იხ. „გამოყენების ინსტრუქცია“.
გამოყენების ინსტრუქცია
თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:
ფლაკონის გახსნამდე უნდა დაიბანოთ ხელები;
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი, თუ პირველად გამოყენების წინ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ფლაკონის საცობი პირველი გახსნის კონტროლით დაზიანებულია;
ფლაკონის პირველად გამოყენებისას, წვეთის თვალში ჩაწვეთებამდე, ფლაკონზე ხელის ნელი მოჭერით სცადეთ პირველი წვეთის გვერდით გადაწვეთება;
როდესაც იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ შეძლებთ თითო წვეთის ერთ ჯერზე ჩაწვეთებას, საჭიროა შეარჩიოთ ჩაწვეთებისათვის მოსახერხებელი პოზიცია (შეიძლება ჯდომა, დაწოლა ზურგზე ან სარკის წინ დგომა);
ყოველ ჯერზე, ახალი ფლაკონის გახსნისას, ფლაკონის მოქმედებაში მოსაყვანად, მოახდინეთ პირველი წვეთის საცდელი გადაწვეთება, როგორც ზემოთ უკვე იყო აღწერილი.
როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი:
დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად და მოაბრუნეთ თავსახური, რათა გახსნათ ფლაკონი. არ შეეხოთ ფლაკონის წვერს ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
73279013970000
გადაწიეთ თავი უკან და დაიჭირეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
ჩამოქაჩეთ ქვედა ქუთუთო ძირს და აიხედეთ ზემოთ. მოუჭირეთ ხელი ფლაკონს შუაში ფრთხილად და ჩაიწვეთეთ წვეთი თვალში. ყურადღება მიაქციეთ, რომ შესაძლებელია გაიაროს დაყოვნების რამდენიმე წამმა ფლაკონზე ხელის მოჭერასა და წვეთის ჩამოვარდნამდე. ფლაკონს ხელი ძლიერად არ მოუჭიროთ.
დახუჭეთ თვალი და მიიჭირეთ თითი თვალშიდა კუთხეზე 2 წუთის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ სამკურნალო საშუალების მოხვედრა ორგანიზმის სხვა ნაწილში.
99187031877000
გაიმეორეთ 2-4 პუნქტები მეორე თვალში ჩასაწვეთებლად, თუ დაგინიშნათ ექიმმა. ხანდახან საჭიროა მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობა და ექიმმა უნდა გითხრათ, გეხებათ თუ არა ეს თქვენ და რომელი თვალი საჭიროებს მკურნალობას.
ყოველი გამოყენების შემდეგ და განმეორებით გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონი შეინჯღრეს ერთხელ გადმობრუნებულ მდგომარეობაში, საწვეთურის წვერთან შეუხებლად, რათა ხსნარის ნარჩენი მოშორებულ იქნას საწვეთურის წვერიდან. ეს აუცილებელია მომდევნო წვეთების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
INCLUDEPICTURE "C:\\Users\\User\\Downloads\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\X\\Downloads\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\Zaza\\Downloads\\santenibol\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\Zaza\\Downloads\\santenibol\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\X\\Downloads\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "D:\\111 - MARI\\000 - მიმდინარე სამუშაო!!!\\6.03.2024 - SANTEN - edit - ME\\COSOPT BK\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "D:\\111 - MARI\\000 - მიმდინარე სამუშაო!!!\\6.03.2024 - SANTEN - edit - ME\\COSOPT BK\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "D:\\111 - MARI\\000 - მიმდინარე სამუშაო!!!\\6.03.2024 - SANTEN - edit - ME\\COSOPT BK\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "D:\\111 - MARI\\000 - მიმდინარე სამუშაო!!!\\6.03.2024 - SANTEN - edit - ME\\COSOPT BK\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "D:\\111 - MARI\\000 - მიმდინარე სამუშაო!!!\\6.03.2024 - SANTEN - edit - ME\\COSOPT BK\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "https://santen-my.sharepoint.com/personal/tamar_maisuradze_eu_santen_com/Documents/Desktop/media/image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "https://santen-my.sharepoint.com/personal/tamar_maisuradze_eu_santen_com/Documents/Desktop/Cosopt PFMD 2024 renewal/Module 1/media/image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "https://santen-my.sharepoint.com/personal/tamar_maisuradze_eu_santen_com/Documents/Desktop/Cosopt/media/image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\X\\Desktop\\SXV\\SHORENA\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "https://santen-my.sharepoint.com/personal/tamar_maisuradze_eu_santen_com/Documents/Desktop/Cosopt/media/image14.jpeg" \* MERGEFORMATINET INCLUDEPICTURE "C:\\Users\\najaniashvili\\Desktop\\კოსოფტი ბკ\\media\\image14.jpeg" \* MERGEFORMATINET
მოიშორეთ წამლის ნარჩენები თვალის გარშემო კანის ზედაპირიდან.
სამკურნალო საშუალების შენახვის ვადის 2 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონში რჩება ცოტაოდენი კოსოფტი ბკ. არ უნდა ეცადოთ სამკურნალო საშუალების ნარჩენის გამოყენებას, რომელიც ფლაკონშია დარჩენილი, მას შემდეგ რაც დაასრულებთ მკურნალობის კურსს. არ გამოიყენოთ თვალის წვეთები ფლაკონის პირველი გახსნიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია გამოყენების ინსტრუქციის მე-6 პუნქტში).
ამჟამად ან წარსულში თუ გქონდათ სუნთქვითი პრობლემები, ისეთი როგორებიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვების მძიმე დაავადება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).
თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა).
თუ გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადებები ან პრობლემები, აგრეთვე ანამნეზში თუ გქონდათ კენჭები თირკმლებში.
თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა, რაც გამოწვეულია სისხლში ქლორიდების დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის თქვენთვის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ ანამნეზში გქონდათ ან გაქვთ შემდეგი დაავადებები:
გულის იშემიური დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს ან მოჭერით შეგრძნებებს გულმკერდის არეში, ქოშინს ან ხუთვის შეგრძნებას), გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა.
გულის რიტმის დარღვევები, როგორიცაა გულის რიტმის შენელება.
სუნთქვითი პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადება (მაგალითად, რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).
დიაბეტი, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები და სიმპტომები.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნები და სიმპტომები.
ნებისმიერი სახის ალერგია ან ანაფილაქსიური რეაქცია.
კუნთების სისუსტე, ან თუ დასმულია მძიმე მიასთენიის დიაგნოზი.
თუ თქვენ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, რადგანაც პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, არ არის შესწავლილი.
პაციენტები ანამნეზში ვერცხლთან კონტაქტური ჰიპერმგრძნობიარობისას არ უნდა იყენებდნენ ამ სამკურნალო პრეპარატს, რადგანაც წვეთები შესაძლოა შეიცავდეს ვერცხლის კვალურ რაოდენობას ფლაკონის საცობიდან.
ქირურგიული ოპერაციის წინ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ პრეპარატს კოსოფტი® ბკ, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მოქმედება.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ თვალში ჩაწვეთებამ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებისას:
შეამჩნევთ თვალის გაღიზიანებას ან ნებისმიერ ახალ პრობლემას, ისეთებს, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება.
ეჭვობთ, რომ პრეპარატი კოსოფტი® ბკ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან მომატებულ მგრძნობელობას (მაგალითად, კანზე გამონაყარს, კანის მძიმე რეაქციას ან თვალების სიწითლეს და ქავილს). ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
განგივითარდათ თვალის ინფექცია, თვალის დაზიანება, გაიკეთეთ ოპერაცია თვალებზე, ან გაგივითარდათ არასასურველი მედიკამენტოზური რეაქციები პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ახალი სიმპტომების წარმოქმნისა ან არსებული სიმტომების გაუარესების ჩათვლით.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ამჟამად არსებული ღვიძლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატი კოსოფტი® ბკ და სხვა პრეპარატები
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, უახლოეს წარსულში იყენებდით ან შესაძლოა დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის გამოყენება.
პრეპარატმა კოსოფტი® ბკ შეიძლება მოახდინოს გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე, რომელთაც თქვენ იყენებთ, ან თვითონ დაექვემდებაროს გავლენას იმ სამკურნალო პრეპარატების მხრიდან, რომელთაც თქვენ იყენებთ, გლაუკომის სამკურნალო სხვა თვალის წვეთების ჩათვლით.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ ან აპირებთ გამოიყენოთ სისხლის წნევის დამაქვეითებელი, გულის მუშაობის გასაუმჯობესებელი ან მაკორექტირებელი, ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები.
ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ თქვენ:
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ (როგორებიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (როგორებიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
იყენებთ ბეტა-ბლოკერების შემცველ სხვა თვალის წვეთებს.
იყენებთ კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი.
იყენებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს.
იყენებთ პარასიმპატომიმეტურ მედიკამენტებს, რომლებიც ინიშნება შარდვის გასაუმჯობესებლად.
პარასიმპატომიმეტური მედიკამენტები ასევე წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატების განსაკუთრებულ ტიპს, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავების მოქმედების აღსადგენად.
იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა მორფინი, რომლებიც გამოიყენება საშუალო და ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად.
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს დიაბეტის სამკურნალოდ.
იღებთ ანტიდეპრესანტებს, როგორებიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
იღებთ სულფანილამიდურ პრეპარატებს.
იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის და მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სპეციალური გამოკვლევები, რომლებიც შეეხება პრეპარატის კოსოფტი ბკ ურთიერთქმედებას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, არ ჩატარებულა.
ერთჯერადი მოხმარების კონტეინერში მოთავსებული ამ სამკურნალო პრეპარატის კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნება არახელსაყრელი ურთიერთქმედებების ნიშნები შემდეგ სისტემურ პრეპარატებთან: ანგიოტენზიგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, კალციუმის არხების ბლოკერებთან, დიურეტიკებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან (აცეტისალიცილის მჟავას ჩათვლით) და ჰორმონებთან (მაგ.: ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).
არსებობს ადიტიური ეფექტების შესაძლებლობა, რომლებსაც მივყავართ ჰიპოტენზიამდე და/ან გამოხატულ ბრადიკარდიამდე ბეტა-ადრენობლოკერების ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებისას, როდესაც მათ იყენებენ კალციუმის არხების პერორალურ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკერებთან, ანტიარითმიულ საშულებებთან (მათ შორის ამიოდარონთან), სათითურას გლიკოზიდებთან, პარასიმპატომიმეტიკებთან, ქსანეტიდინთან, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად.
მოწოდებულია ინფორმაცია ბეტა-ადრენორეცეპტორების სისტემური ბლოკადის გაძლიერების შესახებ (მაგალითად, ბრადიკარდია, დეპრესია) CYP2D6 ინჰიბიტორების (მაგალითად, ქინიდინი, ფლუოკსეტინი, პაროკსეტინი) თიმოლოლთან ერთდროული მიღების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოფტი (კონსერვანტით) მცირე გავლენას ახდენს ან საერთოდ არ ახდენს გავლენას გუგის ზომაზე, დროდადრო მოწოდებულია ინფორმაცია მიდრიაზზე, რომელიც წარმოიშვებოდა ბეტა-ადრენობლოკერების შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატების და ადრენალინის (ეპინეფრინი) ერთობლივი გამოყენების შედეგად.
ბეტა-ადრენობლოკერებს შეუძლიათ გააძლიერონ ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
პერორალური გამოყენების ბეტა-ადრენობლოკერებს შეუძლიათ გააუარესონ არტერიული ჰიპერტონია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კლონიდინის შეწყვეტით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზეგავლენასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა. თვალის წვეთების კოსოფტი® ბკ გამოყენებისთანავე შეიძლება მოხდეს თქვენი მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ თქვენი მხედველობის სიმახვილე არ აღდგება.
- პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ აღნიშნული პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა - თითო წვეთი 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს, დაავადებულ თვალ(ებ)ში.
არ შეცვალოთ სამკურნალო პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შეყვანის წესი და (ან) მეთოდი
ადგილობრივად, კონიუნქტივის ღრუში ინსტილაციის სახით.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის კოსოფტი® ბკ და სხვა პრეპარატის შეყვანისას უნდა დაიცვათ მინიმუმ 10- წუთიანი ინტერვალი.
თუ გიჭირთ თვალის წვეთების დამოუკიდებლად ჩაწვეთება, სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრს ან მომვლელ პირს.
არ დაუშვათ კონტეინერის კონტაქტი თვალთან ან გარშემო ქსოვილებთან, რადგანაც ამან შიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმა. ოფთალმოლოგიური ხსნარები არასწორი გამოყენებისას შეიძლება დაბინძურდეს გავრცელებული ბაქტერიებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციური დაავადებები. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შემდგომი მხედველობის დაკარგვა. შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენების წინ და დაუშვებელია კონტეინერის კონტაქტი ნებისმიერ ზედაპირთან.
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:
ფლაკონის გახსნამდე უნდა დაიბანოთ ხელები;
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი, თუ პირველად გამოყენების წინ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ფლაკონის საცობი პირველი გახსნის კონტროლით დაზიანებულია;
ფლაკონის პირველად გამოყენებისას, პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე, ფლაკონზე ხელის ნელი მოჭერით სცადეთ პირველი წვეთის გვერდით გადაწვეთება;
როდესაც იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ შეძლებთ თითო წვეთის ერთ ჯერზე ჩაწვეთებას, საჭიროა შეარჩიოთ ჩაწვეთებისათვის მოსახერხებელი პოზიცია (შეიძლება ჯდომა, დაწოლა ზურგზე ან სარკის წინ დგომა);
ყოველ ჯერზე, ახალი ფლაკონის გახსნისას, ფლაკონის მოქმედებაში მოსაყვანად, მოახდინეთ პირველი წვეთის საცდელი გადაწვეთება, როგორც ზემოთ იყო უკვე აღწერილი.
როგორ ჩავიწვეთოთ პრეპარატი:
დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად და მოაბრუნეთ თავსახური, რათა გახსნათ ფლაკონი. არ შეეხოთ ფლაკონის წვერს ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
გადაწიეთ თავი უკან და დაიჭირეთ ფლაკონი თვალს ზემოთ.
ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა და აიხედეთ ზემოთ. მოუჭირეთ ხელი ფლაკონს შუაში ფრთხილად და ჩაიწვეთეთ წვეთი თვალში. ყურადღება მიაქციეთ, რომ შესაძლებელია გაიაროს დაყოვნების რამდენიმე წამმა ფლაკონზე ხელის მოჭერასა და წვეთის ჩამოვარდნამდე. არ მოუჭიროთ ფლაკონს ხელი ზედმეტად ძლიერად .
დახუჭეთ თვალი და მიიჭირეთ თითი თვალშიდა კუთხეზე 2 წუთის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ სამკურნალო საშუალების მოხვედრა ორგანიზმის სხვა ნაწილში.
გაიმეორეთ 2-4 პუნქტები მეორე თვალში ჩასაწვეთებლად, თუ დაგინიშნათ ექიმმა. ხანდახან საჭიროა მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობა და ექიმმა უნდა გითხრათ, გეხებათ თუ არა ეს თქვენ და რომელი თვალი საჭიროებს მკურნალობას.
ყოველი გამოყენების შემდეგ და განმეორებით გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონი შეინჯღრეს ერთხელ გადმობრუნებულ მდგომარეობაში, საწვეთურის წვერთან შეუხებლად, რათა ხსნარის ნარჩენი მოშორებული იქნას საწვეთურის წვერიდან. ეს აუცილებელია მომდევნო წვეთების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მოიშორეთ წამლის ნარჩენები თვალის გარშემო კანის ზედაპირიდან.
სამკურნალო საშუალების შენახვის 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ფლაკონში რჩება ცოტაოდენი კოსოფტი® ბკ თვალის წვეთები. არ უნდა ეცადოთ ფლაკონში დარჩენილი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მკურნალობის კურსს. არ გამოიყენოთ თვალის წვეთები ფლაკონის პირველი გახსნიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად ეს სამკურნალო პრეპარატი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი კოსოფტი® ბკ
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი კოსოფტი® ბკ, ან, გარდა ამისა, ჩაყლაპეთ კონტეინერის შიგთავსი, შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება ან გულის რიტმის შენელება. სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება, რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ გამოტოვებული დოზა. თუმცა, თუ მალევე გიწევთ შემდეგი დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით გამოყენების ჩვეულ გრაფიკს.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
აუცილებელია პრეპარატის კოსოფტი® ბკ დოზირების ისეთი რეჟიმის დაცვა, როგორიც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
თუ თქვენ აპირებთ შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ განუვითარდება.
სერიოზული არასასურველი რეაქციები:
თუ გამოგივლინდათ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
იშვიათად (შესაძლოა განუვიტარდეს 1.000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება (სითხის დაგროვება), გულის რიტმის ან გულისცემის სიჩქარის დარღვევა, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და სითხის დაგროვებით გამოწვეული ტერფებისა და ფეხების შეშუპებით), გულის გაჩერება, გულის ბლოკადა, დაბალი არტერიული წნევა, ცერებრული იშემია (თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების შემცირება), ინსულტი.
ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი გზების შევიწროება ფილტვებში.
სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ქავილის, გამონაყარის, ანაფილაქსიის ჩათვლით.
კანის მძიმე რეაქციები, კანქვეშა შეშუპების ჩათვლით.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ჩვეულებრივ, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ წვეთების გამოყენება, თუ რეაქციები არ არის სერიოზული. თუ შეშფოთებული ხართ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ ან მისი რომელიმე კომპონენტის მიღებისას კლინიკური კვლევების დროს ან რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების ფარგლებში ადგილი ჰქონდა შეტყობინებებს შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ:
ძალიან ხშირად (შესაძლოა განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
წვა და ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა.
ხშირად (შესაძლოა განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს ):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალებისა და მათ გარშემო მიდამოების სიწითლე, ცრემლდენა ან თვალების ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა გარსის დაზიანება), თვალებისა და მათ გარშემო მიდამოების შეშუპება და/ან გაღიზიანება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (მგრძნობელობის არქონა თვალში მექანიკური ნაწილაკების მოხვედრისას), თვალების ტკივილი, თვალის სიმშრალე, დაბინდული მხედველობა.
ზოგადი არასასურველი ეფექტები: თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაჭიმულობის ან გაჭედვის შეგრძნება), გულისრევა, სისუსტე/დაღლილობა, გადაღლილობა.
არახშირად (შესაძლოა განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: ფერადი გარსის ანთება, მხედველობის დარღვევა, მათ შორის რეფრაქციის ცვლილებები (ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეული მიოტიკებით თერაპიის შეწყვეტით).
ზოგადი არასასურველი ეფექტები: თავბრუსხვევა, დეპრესია, გულისცემის შენელება, გულის წასვლა, ქოშინი, დიარეა, კენჭები თირკმლებში.
იშვიათად (შესაძლოა განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: დროებითი ახლომხედველობა, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ, ბადურის ქვეშ სისხლძარღვების შემცველი გარსის აშრევება ფილტრაციული ოპერაციის შემდეგ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების დაწევა (თვალი რჩება ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში), დიპლოპია, ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევით), თვალშიდა წნევის დაქვეითება.
ზოგადი არასასურველი ეფექტები: ძლიერი გულის ფრიალი, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (გულისცემის შეგრძნება), რეინოს ფენომენი, ხელებისა და ფეხების შეშუპება ან გაცივება და სისხლის მიმოქცევის შემცირება ხელებსა და ფეხებში, სპაზმები ფეხებში და/ან ფეხების ტკივილი სიარულის დროს (გარდამავალი კოჭლობა), ხველა, ყელში ღიტინის შეგრძნება, პირის სიმშრალე, უძილობა, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა, ფეხებსა ან ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, მიასთენიის ნიშნებისა და სიმპტომების გაძლიერება (კუნთების სისუსტე), სექსუალური მოთხოვნილების შემცირება, სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), შუილი ყურებში, რინიტი, სისხლდენა ცხვირიდან, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გამონაყარი კანზე (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი), პეირონის დაავადება (რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ორგანოს გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორებიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, მსტვენავი სუნთქვა.
როგორც სხვა თვალში ჩასაწვეთებელი პრეპარატები, თიმოლოლიც შეიწოვება სისხლში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთივე არასასურველი რეაქციები, როგორსაც იწვევს ბეტა-ბლოკერები პერორალურად მიღებისას. მიუხედავად ამისა, ოფთალმოლოგიური პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე მედიკამენტის პერორალურად მიღებისას ან ინექციით შეყვანისას. ჩამოთვლილი დამატებითი არასასურველი რეაქციები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც შეინიშნება ბეტა-ბლოკერების კლასში მხედველობის ორგანოს სამკურნალოდ მათი გამოყენების დროს.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
გლუკოზის დაბალი დონე სისხლში, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, სექსუალური დისფუნქცია, ჰალუცინაციები და თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გახშირებული გულისცემა და მომატებული სისხლის წნევა.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს ბმულზე: www.pharm.am ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+37410) 200505 და (+37496) 220505. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- პრეპარატის კოსოფტი® ბკ შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და მუყაოს პაკეტზე მოცემული წარწერის შემდეგ „ვარგისიანობის ვადა:“. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება შეფუთვაზე მითითებულიათვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ფლაკონი უნდა შეინახოთ პირველი გახსნიდან 2 თვის განმავლობაში. ფლაკონი უნდა შეინახოთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი, თუ პირველად გამოყენების წინ შეამჩნევთ, რომ ფლაკონის საცობი პირველი გახსნის კონტროლით დაზიანებულია.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ სამკურნალო პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ადამიანში კოსოფტის (კონსერვანტით) ან კოსოფტი ბკ-ს შემთხვევით ან წინასწარი განზრახვით გადაყლაპვისას.
სიმპტომები
არსებობს ცნობები თიმოლოლ მალეატის თვალის წვეთების წინასწარი განზრახვის გარეშე დოზის გადაჭარბების შესახებ, რამაც გამოიწვია სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოშობა, რომლებიც აღინიშნება სისტემური მოქმედების ბეტა-ადრენობლოკერების მიღებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება.
განსაკუთრებით გავრცელებულ გამოვლინებებს და სიმპტომებს, რომლებიც მოსალოდნელია დორზოლამიდის დოზის გადაჭარბების დროს, წარმოადგენს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზის განვითარება და, შესაძლოა, დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შესახებ ადამიანში შემთხვევით ან წინასწარი განზრახვით დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის გადაყლაპვისას. პერორალური მიღების დროს იყო შეტყობინებები ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა ძილიანობა; ადგილობრივი გამოყენებისას კი იყო შეტყობინება ისეთი სიმპტომების შესახებ, როგორიცაა გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა და დისფაგია.
მკურნალობა
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და მხარდამჭერი. აუცილებელია შრატში ელექტროლიტების დონის კონტროლი (სახელდობრ, კალიუმის) და სისხლის pH დონის კონტროლი. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი ძნელად გამოდის დიალიზის დახმარებით.
შემადგენლობა
პრეპარატი კოსოფტი® ბკ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: დორზოლამიდს და თიმოლოლს.
1 მლ შეიცავს 20 მგ დორზოლამიდს (22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის სახით) და 5 მგ თიმოლოლს (6,83 მგ თიმოლოლის მალეატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს: ჰიდროქსიეთილცელულოზას, მანიტოლს (E421), ნატრიუმის ციტრატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH -ის კორექციისათვის) და საინექციო წყალს.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი კოსოფტი® ბკ არის გამჭირვალე, უფერო ან თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე. მოთავსებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებულ თეთრ ფლაკონში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი Novelia (ნოველია) საწვეთურით, ცისფერი სილიკონის სარქველით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი ხრახნიანი საცობით პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
2 წელი.
ვარგისიანობის (შენახვის) ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ: 2 თვე.
- 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 25 oc ტემპერატურაზე.
შენახვის პირობები ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ მოცემულია 6.3 პუნქტში.
- 5 პირველადი შეფუთვის ხასიათი და შიგთავსი
10 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებულ თეთრ ფლაკონში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი Novelia (ნოველია) საწვეთურით, ცისფერი სილიკონის სარქველით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი ხრახნიანი საცობით პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
- 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამედიცინო პრეპარატის ან პრეპარატის გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას და პრეპარატთან სხვაგვარი მოპყრობა
გამოუყენებელი სამედიცინო პრეპარატისა და ნარჩენების უტილიზაცია სრულად უნდა მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალებები. გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები და მიოტიკები.
ათქ კოდი: S01ED51
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური მოქმედება
სამკურნალო პრეპარატი კოსოფტი ბკ შედგება ორი აქტიური ნივთიერებისგან: დორზოლამიდისგან (დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის სახით) და თიმოლოლისგან (თიმოლოლის მალეატის სახით). ამ ორი კომპონენტიდან თითოეული აქვეითებს მომატებულ თვალშიდა წნევას წყალწყალა ნამის სეკრეციის დაქვეითების ხარჯზე, მაგრამ მოქმედების განსხვავებული მექანიზმების მეშვეობით.
დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადამიანის II კარბოანჰიდრაზის (CA-II) ძლიერმოქმედ სელექტიურ ინჰიბიტორს. კარბოანჰიდრაზის ინჰიბირება თვალის ცილიარულ წამონაზარდებში ამცირებს წყალწყალა ნამის სეკრეციას, სავარაუდოდ, ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შენელების ხარჯზე, რაც თავის მხრივ იწვევს ნატრიუმისა და სითხის გადატანის შემცირებას.
თიმოლოლის მალეატი წარმოადგენს არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკერს. თვალშიდა წნევის შემცირებაზე თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმები დღესდღეობით მკაფიოდ არ არის დადგენილი, თუმცა ფლუორესცეინით გამოკვლევები და ტონოგრაფიული გამოკვლევები აჩვენებს, რომ მოქმედებას უპირატესად შესაძლოა ჰქონდეს კავშირი წყალწყალა ნამის სეკრეციის შემცირებასთან. თუმცა ზოგიერთ გამოკვლევაში შეიმჩნეოდა წყალწყალა ნამის გადინების აქტივაციის მცირე ზრდაც. ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული მოქმედება იწვევს თვალშიდა წნევის დამატებით შემცირებას ცალკე აღებული თითოეული ნივთიერების მოქმედებასთან შედარებით.
პრეპარატის კოსოფტი ბკ ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მომატებული თვალშიდა წნევა მცირდება იმისაგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულია თუ არა ის გლაუკომასთან. მომატებული თვალშიდა წნევა წარმოადგენს ძირითად რისკ-ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანების პათოგენეზში და მხედველობის ველის გლაუკომატოზურ შემცირებაში. კოსოფტი ბკ აქვეითებს თვალშიდა წნევას მიოტური პრეპარატებისათვის დამახასიათებელი ისეთი საერთო გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ნიქტალოპია, აკომოდაციური სპაზმი და გუგების შევიწროება.
კლინიკური ეფექტები და უსაფრთხოება
ჩატარდა კლინიკური გამოკვლევები 15 თვის ხანგრძლივობით, რათა მომხდარიყო კოსოფტის (კონსერვანტით) დღეში ორჯერ (დილით და ძილის წინ) გამოყენებით თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტის შედარება 0,5% თიმოლოლის და 2,0% დორზოლამიდის ერთდროული და ცალ-ცალკე გამოყენებით მიღებულ ეფექტთან გლაუკომიან ან თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთათვისაც მიზანშეწონილი იყო კომბინირებული მკურნალობა. თერაპია მოიცავდა როგორც პაციენტებს, რომლებიც არ იყვნენ ადრე ნამკურნალევი, ასევე პაციენტებს, რომელთათვისაც თიმოლოლით მონოთერაპია არ იყო ეფექტური. პაციენტების უმრავლესობა გამოკვლევაში ჩართვამდე მკურნალობდა ადგილობრივი ბეტა-ადრენობლოკერებით. კომბინირებული გამოკვლევების ანალიზის დროს კოსოფტის (კონსერვანტით) ჰიპოტენზიური ეფექტი დღეში ორჯერ გამოყენებისას იყო უფრო გამოხატული, ვიდრე მონოთერაპიის ჰიპოტენზიური ეფექტი 2% დორზოლამიდის გამოყენებისას დღეში სამჯერ ან 0,5% თიმოლოლის გამოყენებისას დღეში ორჯერ. პრეპარატ კოსოფტის (კონსერვანტით) ჰიპოტენზიური ეფექტი დღეში ორჯერ გამოყენებისას ეკვივალენტური იყო დორზოლამიდის დღეში ორჯერ და თიმოლოლის დღეში ორჯერ გამოყენებით კომბინირებული მკურნალობის ეფექტისა. ასეთივე ეფექტი იქნა დემონსტრირებული პრეპარატ კოსოფტის (კონსერვანტით) დღეში ორჯერ გამოყენებისას, დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა დროის მომენტებში გაზომვისას, და ეს ეფექტი ნარჩუნდებოდა ხანგრძლივი გამოყენებისას.
პარალელური ორმაგად ბრმა კონტროლირებადი კვლევისას მკურნალობის აქტიური მეთოდით 261 პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ მომატებული თვალშიდა წნევა - >22 მმ ვრცხ. სვ. ერთ ან ორივე თვალში, პრეპარატის კოსოფტი ბკ გამოყენება იწვევდა თვალშიდა წნევის დაქვეითებას, ექვივალენტურს პრეპარატ კოსოფტის (კონსერვანტით) გამოყენების შემდეგ შესაბამისი შემცირებისა. პრეპარატის კოსოფტი ბკ უსაფრთხოების პროფილი იყო პრეპარატ კოსოფტის (კონსერვანტით) ანალოგიური.
ბავშვები
ჩატარდა 3-თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომლის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის 2%-იანი ოფთალმოლოგიური ხსნარის უსაფრთხოების დოკუმენტირება 6 წლამდე ბავშვებში. ამ კვლევაში 2-დან 6 წლამდე ასაკის 30 პაციენტი, რომელთა თვალშიდა წნევის შემცირება ვერ მოხერხდა დორზოლამიდით ან თიმოლოლით მონოთეპარიის საშუალებით, იღებდა პრეპარატ კოსოფტს (კონსერვანტით) ღია კვლევის ეტაპზე. ამ პაციენტებში ეფექტიანობა არ დადგინდა. პაციენტების ამ მცირე ჯგუფში პრეპარატ კოსოფტის (კონსერვანტით) დღეში ორჯერ გამოყენება, ზოგადად, კარგად გადაიტანებოდა; 19 პაციენტმა დაასრულა მკურნალობა, 11 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ოპერაციული ჩარევის გამო, მკურნალობის შეცვლის ან სხვა მიზეზებით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი
კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისაგან განსხვავებით, დორზოლამიდი ადგილობრივი გამოყენებისას ზემოქმედებას ახდენს უშუალოდ თვალზე არსებითად უფრო დაბალი დოზებით, რაც იწვევს მცირე სისტემურ ზემოქმედებას. კლინიკურ გამოკვლევებში დორზოლამიდი იწვევდა თვალშიდა წნევის დაქვეითებას მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევის გარეშე ან ელექტროლიტების მაჩვენებლების ცვლილების გარეშე, რაც დამახასიათებელია კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისათვის.
ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. კარბოანჰიდრაზის სისტემური ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად ადგილობრივი შეყვანის შემდეგ ზომავდნენ დორზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაციას ერითროციტებში (RBC) და პლაზმაში, ასევე ინჰიბირებულ კარბოანჰიდრაზებს ერითროციტებში. ხანგრძლივი გამოყენებისას დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა II-თან (CA-II) სელექტიური დაკავშირების შედეგად, იმ დროს როდესაც პლაზმაში ნარჩუნდება თავისუფალი დორზოლამიდის საკმაოდ დაბალი კონცენტრაციები. დორზოლამიდი წარმოქმნის მეტაბოლიტს N-დეზეთილს, რომელიც აინჰიბირებს CA-II-ს ნაკლებ ეფექტურად, ვიდრე საწყისი აქტიური ნივთიერება, მაგრამ ასევე აინჰიბირებს უფრო ნაკლებად აქტიურ იზოფერმენტს CA-I. მეტაბოლიტი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ის უკავშირდება ძირითადად CA-I. დორზოლამიდი ზომიერად უკავშირდება პლაზმის ცილებს (დაახლოებით 33%) და გამოიყოფა შარდთან ერთად ძირითადად უცვლელი სახით; მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დორზოლამიდი გამოირეცხება არაწრფივად, რაც იწვევს საწყის ეტაპზე მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას, ხოლო შემდეგ გამოყოფის უფრო ნელ ფაზას 4 თვიანი ნახევარდაშლის პერიოდით.
როდესაც ხანგრძლივი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების შემდეგ დორზოლამიდი შეჰყავდათ პერორალურად სისტემური ზემოქმედების მაქსიმალური იმიტაციისათვის, სტაბილური მდგომარეობა მიიღწეოდა 13 კვირის განმავლობაში. სტაბილურ მდგომარეობაში პლაზმაში პრაქტიკულად არ არსებობდა თავისუფალი მოქმედი ნივთიერება ან მისი მეტაბოლიტი; CA ინჰიბირება ერითროციტებში იყო იმაზე ნაკლებ არსებითი, ვიდრე მოსალოდნელი იყო თირკმლების ფუნქციაზე ან სუნთქვაზე აუცილებელი ფარმაკოლოგიური ზემოქმედებისათვის. ანალოგიური ფარმაკოკინეტიკური შედეგები შეიმჩნეოდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს, რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის დადგენილი კლირენსი 30-60 მლ/წთ), აღენიშნებოდა მეტაბოლიტების უფრო მაღალი კონცენტრაციები ერითროციტებში, მაგრამ არავითარი მნიშვნელოვანი განსხვავებები კარბოანჰიდრაზის ინჰიბირებაში და არავითარი კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი მოქმედებები არ იყო ამასთან პირდაპირ დაკავშირებული.
თიმოლოლის მალეატი
თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეისწავლებოდა 6 პაციენტში თიმოლოლის მალეატის 0,5%-იანი თვალის წვეთების ადგილობრივი დღეში ორჯერ გამოყენებისას. პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია დილის გამოყენების შემდეგ შეადგენდა 0,46 ნგ/მლ, ხოლო დღისით გამოყენების შემდეგ შეადგენდა 0,35 ნგ/მლ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი
ინფორმაცია პაციენტისთვის
კოსოფტი® ბკ, 20 მგ/მლ + 5 მგ/მლ, თვალის წვეთები
აქტიური ნივთიერებები: დორზოლამიდი + თიმოლოლი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
რაიმე სახის არასასურველი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლებელ არასასურველ რეაქციაზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციის მე-4 პუნქტში.
გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კოსოფტი® ბკ
რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებამდე.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ შენახვა.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება კოსოფტი® ბკ
პრეპარატი კოსოფტი® ბკ არის თვალის წვეთები სტერილური ხსნარის ფორმით, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს.
პრეპარატი კოსოფტი® ბკ შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: დორზოლამიდს და თიმოლოლს.
დორზოლამიდი განეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“.
თიმოლოლი გენეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს დასახელებით „ბეტა-ბლოკერები“.
აღნიშნული აქტიური ნივთიერებები სხვადასხვაგვარად აქვეითებენ თვალშიდა წნევას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი კოსოფტი® ბკ გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად მოზრდილებში გლაუკომის დროს, როდესაც მონოთერაპია ბეტა-ადრენობლოკერებით არ არის საკმარისი.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებამდე
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოსოფტი® ბკ:
თუ ალერგიული ხართ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია გამოყენების ინსტრუქციის მე-6 პუნქტში).
ამჟამად ან წარსულში თუ გქონდათ სუნთქვითი პრობლემები, ისეთი როგორებიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვების მძიმე დაავადება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).
თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა).
თუ გაქვთ თირკმლების მძიმე დაავადებები ან პრობლემები, აგრეთვე ანამნეზში თუ გქონდათ კენჭები თირკმლებში.
თუ გაქვთ სისხლის მომატებული მჟავიანობა, რაც გამოწვეულია სისხლში ქლორიდების დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის თქვენთვის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ ანამნეზში გქონდათ ან გაქვთ შემდეგი დაავადებები:
გულის იშემიური დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს ან მოჭერით შეგრძნებებს გულმკერდის არეში, ქოშინს ან ხუთვის შეგრძნებას), გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა.
გულის რიტმის დარღვევები, როგორიცაა გულის რიტმის შენელება.
სუნთქვითი პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადება (მაგალითად, რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).
დიაბეტი, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები და სიმპტომები.
ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნები და სიმპტომები.
ნებისმიერი სახის ალერგია ან ანაფილაქსიური რეაქცია.
კუნთების სისუსტე, ან თუ დასმულია მძიმე მიასთენიის დიაგნოზი.
თუ თქვენ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, რადგანაც პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, არ არის შესწავლილი.
პაციენტები ანამნეზში ვერცხლთან კონტაქტური ჰიპერმგრძნობიარობისას არ უნდა იყენებდნენ ამ სამკურნალო პრეპარატს, რადგანაც წვეთები შესაძლოა შეიცავდეს ვერცხლის კვალურ რაოდენობას ფლაკონის საცობიდან.
ქირურგიული ოპერაციის წინ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ პრეპარატს კოსოფტი® ბკ, რადგანაც თიმოლოლს შეუძლია შეცვალოს ანესთეზიის დროს გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მოქმედება.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ თვალში ჩაწვეთებამ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენებისას:
შეამჩნევთ თვალის გაღიზიანებას ან ნებისმიერ ახალ პრობლემას, ისეთებს, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება.
ეჭვობთ, რომ პრეპარატი კოსოფტი® ბკ იწვევს ალერგიულ რეაქციას ან მომატებულ მგრძნობელობას (მაგალითად, კანზე გამონაყარს, კანის მძიმე რეაქციას ან თვალების სიწითლეს და ქავილს). ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
განგივითარდათ თვალის ინფექცია, თვალის დაზიანება, გაიკეთეთ ოპერაცია თვალებზე, ან გაგივითარდათ არასასურველი მედიკამენტოზური რეაქციები პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ახალი სიმპტომების წარმოქმნისა ან არსებული სიმტომების გაუარესების ჩათვლით.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ამჟამად არსებული ღვიძლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატი კოსოფტი® ბკ და სხვა პრეპარატები
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, უახლოეს წარსულში იყენებდით ან შესაძლოა დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის გამოყენება.
პრეპარატმა კოსოფტი® ბკ შეიძლება მოახდინოს გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე, რომელთაც თქვენ იყენებთ, ან თვითონ დაექვემდებაროს გავლენას იმ სამკურნალო პრეპარატების მხრიდან, რომელთაც თქვენ იყენებთ, გლაუკომის სამკურნალო სხვა თვალის წვეთების ჩათვლით.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ ან აპირებთ გამოიყენოთ სისხლის წნევის დამაქვეითებელი, გულის მუშაობის გასაუმჯობესებელი ან მაკორექტირებელი, ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები.
ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ თქვენ:
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ (როგორებიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (როგორებიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
იყენებთ ბეტა-ბლოკერების შემცველ სხვა თვალის წვეთებს.
იყენებთ კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი.
იყენებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს.
იყენებთ პარასიმპატომიმეტურ მედიკამენტებს, რომლებიც ინიშნება შარდვის გასაუმჯობესებლად.
პარასიმპატომიმეტური მედიკამენტები ასევე წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატების განსაკუთრებულ ტიპს, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავების მოქმედების აღსადგენად.
იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა მორფინი, რომლებიც გამოიყენება საშუალო და ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად.
იღებთ სამკურნალო პრეპარატებს დიაბეტის სამკურნალოდ.
იღებთ ანტიდეპრესანტებს, როგორებიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
იღებთ სულფანილამიდურ პრეპარატებს.
იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის და მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზეგავლენასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა. თვალის წვეთების კოსოფტი® ბკ გამოყენებისთანავე შეიძლება მოხდეს თქვენი მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ თქვენი მხედველობის სიმახვილე არ აღდგება.
- პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ აღნიშნული პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით. ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.
რეკომენდებული დოზა - თითო წვეთი 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს, დაავადებულ თვალ(ებ)ში.
არ შეცვალოთ სამკურნალო პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შეყვანის წესი და (ან) მეთოდი
ადგილობრივად, კონიუნქტივის ღრუში ინსტილაციის სახით.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის კოსოფტი® ბკ და სხვა პრეპარატის შეყვანისას უნდა დაიცვათ მინიმუმ 10- წუთიანი ინტერვალი.
თუ გიჭირთ თვალის წვეთების დამოუკიდებლად ჩაწვეთება, სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრს ან მომვლელ პირს.
არ დაუშვათ კონტეინერის კონტაქტი თვალთან ან გარშემო ქსოვილებთან, რადგანაც ამან შიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმა. ოფთალმოლოგიური ხსნარები არასწორი გამოყენებისას შეიძლება დაბინძურდეს გავრცელებული ბაქტერიებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციური დაავადებები. დაბინძურებული ხსნარების გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შემდგომი მხედველობის დაკარგვა. შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ხელების დაბანა პრეპარატის გამოყენების წინ და დაუშვებელია კონტეინერის კონტაქტი ნებისმიერ ზედაპირთან.
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:
ფლაკონის გახსნამდე უნდა დაიბანოთ ხელები;
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი, თუ პირველად გამოყენების წინ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ფლაკონის საცობი პირველი გახსნის კონტროლით დაზიანებულია;
ფლაკონის პირველად გამოყენებისას, პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე, ფლაკონზე ხელის ნელი მოჭერით სცადეთ პირველი წვეთის გვერდით გადაწვეთება;
როდესაც იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ შეძლებთ თითო წვეთის ერთ ჯერზე ჩაწვეთებას, საჭიროა შეარჩიოთ ჩაწვეთებისათვის მოსახერხებელი პოზიცია (შეიძლება ჯდომა, დაწოლა ზურგზე ან სარკის წინ დგომა);
ყოველ ჯერზე, ახალი ფლაკონის გახსნისას, ფლაკონის მოქმედებაში მოსაყვანად, მოახდინეთ პირველი წვეთის საცდელი გადაწვეთება, როგორც ზემოთ იყო უკვე აღწერილი.
როგორ ჩავიწვეთოთ პრეპარატი:
დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურად და მოაბრუნეთ თავსახური, რათა გახსნათ ფლაკონი. არ შეეხოთ ფლაკონის წვერს ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
გადაწიეთ თავი უკან და დაიჭირეთ ფლაკონი თვალს ზემოთ.
ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა და აიხედეთ ზემოთ. მოუჭირეთ ხელი ფლაკონს შუაში ფრთხილად და ჩაიწვეთეთ წვეთი თვალში. ყურადღება მიაქციეთ, რომ შესაძლებელია გაიაროს დაყოვნების რამდენიმე წამმა ფლაკონზე ხელის მოჭერასა და წვეთის ჩამოვარდნამდე. არ მოუჭიროთ ფლაკონს ხელი ზედმეტად ძლიერად .
დახუჭეთ თვალი და მიიჭირეთ თითი თვალშიდა კუთხეზე 2 წუთის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ სამკურნალო საშუალების მოხვედრა ორგანიზმის სხვა ნაწილში.
გაიმეორეთ 2-4 პუნქტები მეორე თვალში ჩასაწვეთებლად, თუ დაგინიშნათ ექიმმა. ხანდახან საჭიროა მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობა და ექიმმა უნდა გითხრათ, გეხებათ თუ არა ეს თქვენ და რომელი თვალი საჭიროებს მკურნალობას.
ყოველი გამოყენების შემდეგ და განმეორებით გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონი შეინჯღრეს ერთხელ გადმობრუნებულ მდგომარეობაში, საწვეთურის წვერთან შეუხებლად, რათა ხსნარის ნარჩენი მოშორებული იქნას საწვეთურის წვერიდან. ეს აუცილებელია მომდევნო წვეთების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მოიშორეთ წამლის ნარჩენები თვალის გარშემო კანის ზედაპირიდან.
სამკურნალო საშუალების შენახვის 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ფლაკონში რჩება ცოტაოდენი კოსოფტი® ბკ თვალის წვეთები. არ უნდა ეცადოთ ფლაკონში დარჩენილი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მკურნალობის კურსს. არ გამოიყენოთ თვალის წვეთები ფლაკონის პირველი გახსნიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად ეს სამკურნალო პრეპარატი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი კოსოფტი® ბკ
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი კოსოფტი® ბკ, ან, გარდა ამისა, ჩაყლაპეთ კონტეინერის შიგთავსი, შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება ან გულის რიტმის შენელება. სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება, რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ გამოტოვებული დოზა. თუმცა, თუ მალევე გიწევთ შემდეგი დოზის მიღება, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით გამოყენების ჩვეულ გრაფიკს.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
აუცილებელია პრეპარატის კოსოფტი® ბკ დოზირების ისეთი რეჟიმის დაცვა, როგორიც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება
თუ თქვენ აპირებთ შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ განუვითარდება.
სერიოზული არასასურველი რეაქციები:
თუ გამოგივლინდათ შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
იშვიათად (შესაძლოა განუვიტარდეს 1.000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება (სითხის დაგროვება), გულის რიტმის ან გულისცემის სიჩქარის დარღვევა, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და სითხის დაგროვებით გამოწვეული ტერფებისა და ფეხების შეშუპებით), გულის გაჩერება, გულის ბლოკადა, დაბალი არტერიული წნევა, ცერებრული იშემია (თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების შემცირება), ინსულტი.
ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, სასუნთქი გზების შევიწროება ფილტვებში.
სისტემური ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, ქავილის, გამონაყარის, ანაფილაქსიის ჩათვლით.
კანის მძიმე რეაქციები, კანქვეშა შეშუპების ჩათვლით.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები
ჩვეულებრივ, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ წვეთების გამოყენება, თუ რეაქციები არ არის სერიოზული. თუ შეშფოთებული ხართ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის კოსოფტი® ბკ გამოყენება მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ ან მისი რომელიმე კომპონენტის მიღებისას კლინიკური კვლევების დროს ან რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების ფარგლებში ადგილი ჰქონდა შეტყობინებებს შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ:
ძალიან ხშირად (შესაძლოა განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
წვა და ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა.
ხშირად (შესაძლოა განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს ):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: თვალებისა და მათ გარშემო მიდამოების სიწითლე, ცრემლდენა ან თვალების ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა გარსის დაზიანება), თვალებისა და მათ გარშემო მიდამოების შეშუპება და/ან გაღიზიანება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (მგრძნობელობის არქონა თვალში მექანიკური ნაწილაკების მოხვედრისას), თვალების ტკივილი, თვალის სიმშრალე, დაბინდული მხედველობა.
ზოგადი არასასურველი ეფექტები: თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაჭიმულობის ან გაჭედვის შეგრძნება), გულისრევა, სისუსტე/დაღლილობა, გადაღლილობა.
არახშირად (შესაძლოა განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: ფერადი გარსის ანთება, მხედველობის დარღვევა, მათ შორის რეფრაქციის ცვლილებები (ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეული მიოტიკებით თერაპიის შეწყვეტით).
ზოგადი არასასურველი ეფექტები: თავბრუსხვევა, დეპრესია, გულისცემის შენელება, გულის წასვლა, ქოშინი, დიარეა, კენჭები თირკმლებში.
იშვიათად (შესაძლოა განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
ეფექტები მხედველობის ორგანოს მხრივ: დროებითი ახლომხედველობა, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ, ბადურის ქვეშ სისხლძარღვების შემცველი გარსის აშრევება ფილტრაციული ოპერაციის შემდეგ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების დაწევა (თვალი რჩება ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში), დიპლოპია, ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევით), თვალშიდა წნევის დაქვეითება.
ზოგადი არასასურველი ეფექტები: ძლიერი გულის ფრიალი, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (გულისცემის შეგრძნება), რეინოს ფენომენი, ხელებისა და ფეხების შეშუპება ან გაცივება და სისხლის მიმოქცევის შემცირება ხელებსა და ფეხებში, სპაზმები ფეხებში და/ან ფეხების ტკივილი სიარულის დროს (გარდამავალი კოჭლობა), ხველა, ყელში ღიტინის შეგრძნება, პირის სიმშრალე, უძილობა, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა, ფეხებსა ან ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება, მიასთენიის ნიშნებისა და სიმპტომების გაძლიერება (კუნთების სისუსტე), სექსუალური მოთხოვნილების შემცირება, სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), შუილი ყურებში, რინიტი, სისხლდენა ცხვირიდან, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გამონაყარი კანზე (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი), პეირონის დაავადება (რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სასქესო ორგანოს გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორებიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, მსტვენავი სუნთქვა.
როგორც სხვა თვალში ჩასაწვეთებელი პრეპარატები, თიმოლოლიც შეიწოვება სისხლში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთივე არასასურველი რეაქციები, როგორსაც იწვევს ბეტა-ბლოკერები პერორალურად მიღებისას. მიუხედავად ამისა, ოფთალმოლოგიური პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე მედიკამენტის პერორალურად მიღებისას ან ინექციით შეყვანისას. ჩამოთვლილი დამატებითი არასასურველი რეაქციები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც შეინიშნება ბეტა-ბლოკერების კლასში მხედველობის ორგანოს სამკურნალოდ მათი გამოყენების დროს.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):
გლუკოზის დაბალი დონე სისხლში, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, სექსუალური დისფუნქცია, ჰალუცინაციები და თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გახშირებული გულისცემა და მომატებული სისხლის წნევა.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს ბმულზე: www.pharm.am ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+37410) 200505 და (+37496) 220505. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- პრეპარატის კოსოფტი® ბკ შენახვა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და მუყაოს პაკეტზე მოცემული წარწერის შემდეგ „ვარგისიანობის ვადა:“. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება შეფუთვაზე მითითებულიათვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ფლაკონი უნდა შეინახოთ პირველი გახსნიდან 2 თვის განმავლობაში. ფლაკონი უნდა შეინახოთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი, თუ პირველად გამოყენების წინ შეამჩნევთ, რომ ფლაკონის საცობი პირველი გახსნის კონტროლით დაზიანებულია.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ სამკურნალო პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი კოსოფტი® ბკ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებებს: დორზოლამიდს და თიმოლოლს.
1 მლ შეიცავს 20 მგ დორზოლამიდს (22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის სახით) და 5 მგ თიმოლოლს (6,83 მგ თიმოლოლის მალეატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს: ჰიდროქსიეთილცელულოზას, მანიტოლს (E421), ნატრიუმის ციტრატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს (pH -ის კორექციისათვის) და საინექციო წყალს.
პრეპარატის კოსოფტი® ბკ გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
პრეპარატი კოსოფტი® ბკ არის გამჭირვალე, უფერო ან თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი სითხე. მოთავსებულია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებულ თეთრ ფლაკონში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი Novelia (ნოველია) საწვეთურით, ცისფერი სილიკონის სარქველით და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი ხრახნიანი საცობით პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შეფუთვის ზომა: 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს „სანტენი“, ნიიტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი.
მწარმოებელი
ტუბილუქს ფარმა, ს.პ.ა., ვია კოსტარიკა, 20/22, 00071 პომეცია (რმ), იტალია.
ხარისხის კონტროლის სერტიფიკატის გამცემი
სს “სანტენი“, კელლოპორტინკატუ 1, 33100 ტამპერე, ფინეთი.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისათვის, ასევე პრეტენზიების წარმოშობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სომხეთის რესპუბლიკა
სს „სანტენი“ ფინეთის წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში
არგიშტის ქ. 7, ოფისი სახელმწიფო უნიტარულ საწარმო "მოსკოვის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში", 0015 ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა
ტელ: +374 (93) 346 309
ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]
ჩანართი-ფურცელის გადახედვის თარიღი: 2024 წლის მარტი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



