პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

პროტიზოლი

protizol®

რეცეპტით(5მგ + 20მგ)/მლინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

პროტიზოლი არის დორზოლამიდის და თიმოლოლის კომბინაცია. თიმოლოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა-ბლოკატორები“. დორზოლამიდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“. მოცემული ნივთიერებები ამცირებენ თვალშიდა წნევას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიმოლოლი (timolol) + დორზოლამიდი (dorzolamide)
ფორმა და შეფუთვა
(5მგ + 20მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი კონტეინერი №1
მწარმოებელი
Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
S01ED51
რეგისტრაციის ნომერი
რ-039162
რეგისტრირებულია
26 სექტემბერი 2023, მოქმედებს 26 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A. (პორტუგალია)
განმცხადებელი
შპს „რიჩ ფარმა ოფთალმოლოჯი გეო“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპროტიზოლი და სხვა წამალი ერთად

პროტიზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროტიზოლი არის დორზოლამიდის და თიმოლოლის კომბინაცია. თიმოლოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა-ბლოკატორები“. დორზოლამიდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“.

მოცემული ნივთიერებები ამცირებენ თვალშიდა წნევას.

პროტიზოლის თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ, როდესაც ბეტა-ბლოკატორის თვალის წვეთები ცალკე გამოიყენებისას საკმარისად ვერ ამცირებს თვალშიდა წნევას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სათანადო დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი პროტიზოლი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), ყოველ 12 საათში.

თუ იყენებთ პროტიზოლს თვალის სხვა წვეთებთან ერთად, წვეთების ჩაწვეთება უნდა მოხდეს სულ მცირე 10 წუთიანი ინტერვალებით.

არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

გამოყენების ინსტრუქცია:

პირველად პრეპარატის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ დამცავი რგოლი არ არის დაზიანებული.

დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან მოთავსდით კომფორტულ პოზიციაში.

ბოთლის გასახსნელად მოხსენით თავსახური.

გადაწიეთ თავი უკან და თითით ოდნავ ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, ქუთუთოსა და თვალს შორის ჯიბის შესაქმნელად.

საწვეთურის წვერი ახლოს მიიტანეთ თვალთან, მაგრამ არ შეახოთ.

ბოთლს ოდნავ მოუჭირეთ ხელი გვერდებზე, სანამ ერთ წვეთს არ ჩაიწვეთებთ თვალში, შემდეგ ხელი გაუშვით ქვედა ქუთუთოს.

თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირთან 2 წუთით. ამგვარად ხელს შეუშლით თიმოლოლს, რომ არ გადავიდეს ორგანიზმში.

გაიმეორეთ იგივე მეორე თვალშიც, თუ თქვენი ექიმის მიერ ასეა დანიშნული.

ბოთლს ხელახლა დაახურეთ თავსახური, დაატრიალეთ, მაგრამ არ მოუჭიროთ ძლიერ.

თუ ფიქრობთ რომ პროტიზოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში

პროტიზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

აცნობეთ თქვენს ექიმს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის პროტიზოლი

თვალში საჭიროზე მეტი წვეთების ჩაწვეთების ან შეფუთვის შიგთავსის გადაყლაპვის შემთხვევაში, სხვა ეფექტებთან ერთად შეიძლება განვითარდეს თავრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება ან გულისცემის შენელების შეგრძნება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პროტიზოლის გამოყენება

მნიშვნელოვანია, რომ პროტიზოლი გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გამოიყენეთ იგი რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ რეგულარული რეჟიმით.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ პროტიზოლის გამოყენება

თუ გსურთ ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, ჯერ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის, ბეტა-ბლოკატორების ან ამ პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა: ასთმა ან მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მწვავე დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხიხინი, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).

თუ გაქვთ ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა) ან გულის სხვა პრობლემები.

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება ან პრობლემა, ან წარსულში თირკმელში გქონდათ ქვები.

თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორიდის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

თუ არ ხართ დარწმუნებული ამ პრეპარატის გამოყენებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

პროტიზოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ სამედიცინო პრობლემები ან გქონიათ წარსულში:

გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს გულმკერდის არეში ან შებოჭილობას, ქოშინს ან ხრჩობის შეგრძნებას), გულის უკმარისობას, დაბალ არტერიულ წნევას.

გულისცემის დარღვევა, როგორიცაა გულისცემის შენელება.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა (როგორიცაა: რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).

დიაბეტი, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები ან სიმპტომები.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ვინაიდან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს ნიშნები და სიმპტომები.

კუნთების სისუსტე ან მიასთენიის დიაგნოზი.

ოპერაციამდე ან ანესთეზიის წინ (სტომატოლოგთანაც კი), აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს რომ იყენებთ პროტიზოლს, ვინაიდან მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება ანესთეზიის დროს ან შესაძლოა უეცრად დაეცეს არტერიული წნევა საანესთეზიო საშუალების გამოყენების გამო.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ.

თუ პროტიზოლით მკურნალობის დროს დაგისვამენ კორონარული დაავადების დიაგნოზს და საჭირო გახდება პროტიზოლის გამოყენების შეწყვეტა, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

აცნობეთ თქვენს ექიმს თვალის დაზიანების, თვალის წყლულის შესახებ ან თუ აპირებთ თვალზე ოპერაციის გაკეთებისას.

შეწყვიტეთ პროტიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი ეფექტების განვითარებისას:

თვალის ინფექცია, თვალის გაღიზიანება ან თვალის ნებისმიერი სხვა პრობლემა, როგორიცაა: თვალის გაწითლება, ქუთუთების შეშუპება ან სიმპტომების გაუარესება.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის სიმპტომები. ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას. იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.

როდესაც პროტიზოლი ხვდება თვალში, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ სხეულზე.

თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პროტიზოლის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ბავშვები

არსებობს დორზოლამიდის/თიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება ჩვილებსა და ბავშვებში.

ხანდაზმულები

დორზოლამიდის/თიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის კვლევებში ამ პრეპარატის მოქმედება მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

აცნობეთ თქვენს ექიმს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პროტიზოლმა შეიძლება იმოქმედოს ან მასზე შეიძლება იმოქმედონ სხვა პრეპარტებმა, მათ შორის გლაუკომის სამკურნალო თვალის სხვა წვეთებმა. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, საგულე პრეპარატები ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თქვენ:

იღებთ მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;

იღებთ მედიკამენტებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ, როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;

იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკატორს;

იღებთ სხვა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი;

იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო);

იღებთ პარასიმპათომიმეტურ საშუალებებს, რომელიც შესაძლოა გამოგეწერათ შარდის გამოყოფაში დასახმარებლად. პარასიმპათომიმეტური საშუალებება, ასევე არის პრეპარატის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავებში ნორმალური მოტორიკის აღსადგენად;

იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა: მორფი, რომელიც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ;

იღებთ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს;

იღებთ ფლუოქსეტინისა და პაროქსეტინის სახელით ცნობილ ანტიდეპრესანტებს;

იღებთ სულფამიდის პრეპარატებს;

იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის დაავადებების და მალარიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ პროტიზოლი ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ გამოიყენოთ პროტიზოლი თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თიმოლოლი შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ან თუ აპირებთ ძუძუთი კვებას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პროტიზოლის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დაბალია. გვერდითი მოვლენებია - ბუნდოვანი მხედველობა, რამაც შესაძლოა იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები, სანამ უკეთ არ გახდებით ან მხედველობა არ გაგიუმჯობესდებათ.

პროტიზოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.075 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს თითოეულ მლ ხსნარში.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა, რამაც შეიძლება შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. თქვენ უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები ამ პრეპატატის გამოყენებამდე და ჩაისვათ ისინი წვეთების გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ მშრალი თვალები ან დარღვევები რქოვანას მხრივ (გამჭვირვალე ფენა თვალის წინა ნაწილში). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში გაქვთ უჩვეულო შეგრძნება, გრძნობთ სუსხვას ან ტკივილს თვალში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეგიძლიათ წვეთების გამოყენების გაგრძელება გარდა ის შემთხვევებისა, როცა ვითარდება სერიოზული გვერდითი მოვლენები. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტთ თვალის წვეთების გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. შემდეგი სახის სიმპტომების განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

მწვავე გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის: კანზე გამონაყარი, კანქვეშა შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ადგილებში, როგორიცაა: სახე, ტუჩები, ყელი ან ენა და კიდურები, რამაც შეიძლება დაახშოს სასუნთქი გზები და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა, მწვავე, მოულოდნელი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა დორზოლამიდის/ტიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის გამოყენებისას კლინიკური კვლევების დროს ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას:

ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე):

წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო გემო.

ხშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-10 მომხმარებელზე):

სიწითლე თვალ(ებ)ში და თვალების გარშემო, თვალ(ებ)ის აწყლიანება ან ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა ფენის დაზიანება), შეშუპება და/ან გაღიზიანება თვალ(ებ)ის შიგნით და მის გარშემო, თვალში რაღაცის ქონის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება (თვალებში რაღაცის ჩავარდნის და ტკივილის ვერ შეგრძნება), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, ბუნდოვანი მხედველობა, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაძაბულობის ან სისავსის შეგრძნება), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, ასევე ეწოდება გულისრევა, სისუსტე/დაღლილობა და დაქანცულობა.

არახშირი (გავლენას ახდენს 1,000-დან 1-10 მომხმარებელზე):

თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის ანთება, მხედველობის დარღვევა რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში თვალის გუგის ზედმეტი შეკუმშვის სამკურნალო საშუალების მოხსნის გამო), ნელი გულისცემა, გულის წასვლა, ქოშინი, საჭმლის მონელების დარღვევა და ქვები თირკმელებში.

იშვიათი (გავლენას ახდენს 10,000-დან 1-10 მომხმარებელზე):

სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელებში ან ტერფებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ძილის პრობლემები, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების მომატება (დარღვევა კუნთების მხრივ), სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ინსულტი, დროებითი ახლომხედველობა, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტისას, ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ ბადურის ქვემო არსებული ფენის განშრევება,რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების დაშვება (თვალის ნახევრად დახუჭვა), ორმაგი მხედველობა, ქუთუთოს ქერქით დაფარვა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით), დაბალი თვალშიდა წნევა, ხმაური ყურებში, დაბალი არტერიული წნევა, გულის რიტმის ან სიჩქარის ცვლილებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და ტერფების და ფეხების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო), შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (პალპიტაცია), გულის შეტევა, რეინოს ფენომენი, ხელების და ფეხების შეშუპება ან სიცივე და შემცირებული სისხლის მიმოქცევა მკლავებსა და ტერფებში, ფეხის კრუნჩხვები და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), ქოშინი, სულის შეხუთვა, სურდო ან ცხვირის დახშობა, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, კანისმიერი გამონაყარი თეთრი-ვერცხლისფერი შეფერილობით (ფსორიაზიფორმული გამონაყარი), პეირონის დაავადება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ასოს გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიცაა: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი ან მძიმე კანისმიერი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):

ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (პალპიტაცია);

ქოშინი;

უცხო სხეულის შეგრძნება თვალში (შეგრძნება, რომ რაღაც არის თქვენს თვალში).

თიმოლოლი, თვალში ჩასაწვეთებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიწოვება სისხლში; ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი მოვლენები, როგორიც ინტრავენური და/ან შიგნით მისაღები ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს. გვერდითი მოვლენების სიხშირე, ადგილობრივად თვალში გამოყენების შემდეგ, შედარებით დაბალია, ვიდრე პერორალურად ან ინექციის სახით მიღებისას.

ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი მოვლენები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც გვხვდება ბეტა-ბლოკატორების კლასის პრეპარატების გამოყენებისას თვალის პრობლემების სამკურნალოდ:

სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევის ტიპი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ვარჯიშით, სექსუალური დისფუნქცია, ჰალუცინაცია.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში თიმოლოლისა და დორზოლამიდის კომბინაციის შემთხვევითი ან განზრახ მიღებით დოზის გადაჭარბების შესახებ.

სიმპტომები

დაფიქსირდა შეტყობინებები თიმოლოლის მალეატის თვალის წვეთებით უნებლიე დოზის გადაჭარბების შესახებ, რამაც გამოიწვია ისეთი სისტემური ეფექტები, როგორიც ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი საშუალებების მიღებისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება.

დორზოლამიდით დოზის გადაჭარბების შემდეგ ყველაზე გავრცელებული მოსალოდნელი ნიშნები და სიმპტომებია: ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება და შესაძლო ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი დორზოლამიდის ჰიდროქლორიდით ადამიანში შემთხვევითი ან განზრახ დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. პერორალური მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი: ძილიანობა; ადგილობრივი გამოყენება: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, პათოლოგიური სიზმრები და დისფაგია.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე. შრატში ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის Ph-ის დონის მონიტორინგი აუცილებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ თიმოლოლი არ არის ადვილად დიალიზირებადი.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი, 20მგ/მლ დორზოლამიდის ექვივალენტური და თიმოლოლის მალეატი, 5მგ/მლ თიმოლოლის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.075 მგ/მლ-ზე კონსერვანტის სახით, საინექციო წყალი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისთვის.

პროტიზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პროტიზოლი არის ოდნავ გამჭვირვალე, თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი სტერილური ხსნარი.

პროტიზოლი მოცემულია 1, 3 და 6 საწვეთურიანი კონტეინერის შეფუთვით, 5მლ მოცულობით.

შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Laboratório Edol – Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

მწარმოებლები

Rafarm, S.A. (რაფარმ, ს.ა.)

თესი პაუსი ქსატზი აგიოუ ლოუკა, პაიანია ატიკი, TK 19002,TO 37

საბერძნეთი

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2020 წლის მაისში.

/ყველა გვერდი ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: Laboratório Edol Produtos Farmacêuticos S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.), დღგ: 507 072 642, ავ. 25 დე აბრილ, # 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველა, პორტუგალია, ტელეფონი: +351 21 415 81 30, ფაქსი: +351 21 415 81 31/

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის მანძილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე “EXP”-ის შემდეგ.

ვარგისობის ვადა მოიცავს თვის ბოლო რიცხვს.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოფთალმოლოგიური საშუალება. გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები და მიოტიკები. ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები.

ათქ კოდი: S01ED51

მოქმედების მექანიზმი

პროტიზოლი შეიცავს ორ მოქმედ კომპონენტს: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს. თითოეული ეს კომპონენტი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას შიდათვალის სითხის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ მოქმედებს სხვადასხვა მექანიზმებით.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი არის ადამიანის კარბოანჰიდრაზა II-ის ძლიერი ინჰიბიტორი. კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა თვალის ცილიარულ პროცესებში ამცირებს შიდათვალის სითხის სეკრეციას, რითიც შესაძლოა აფერხებს ბიკარბონატის იონების წარმოქმნას ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტირების შემდგომი შემცირებით.

თიმოლოლის მალეატი არის არასელექციური ბეტა ადრენერგული ბლოკატორი. თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი თვალშიდა წნევის შესამცირებლად ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ დადგენილი, თუმცა ფლუორესცეინისა და ტონოგრაფიული კვლევებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი უპირატესი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდათვალის სითხის გამომუშავების შემცირებასთან. თუმცა, ზოგიერთ კვლევაში ასევე დაფიქსირდა დრენაჟის მცირე ზრდა. ამ ორი საშუალების კომბინაციის ეფექტი იწვევს თვალშიდა წნევის შემდგომ შემცირებას, ცალკე შეყვანილ რომელიმე კომპონენტთან შედარებით.

ადგილობრივად თვალში ჩაწვეთების შემდეგ, პროტიზოლი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას, მიუხედავად იმისა, დაკავშირებუოლია თუ არა იგი გლაუკომასთან. მომატებული თვალშიდა წნევა არის მთავარი რისკ-ფაქტორი მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ველის დაკარგვის პათოგენეზში, რომელიც დაკავშირებულია გლაუკომასთან. პროტიზოლი ამცირებს თვალშიდა წნევას მიოტიკების საერთო მეორადი ეფექტების გარეშე, როგორიცაა ღამის სიბრმავე, აკომოდაციური სპაზმი და გუგის შეკუმშვა.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

კლინიკური ეფექტები:

კლინიკური კვლევები ჩატარდა 15 თვის განმავლობაში, სადაც შედარდა თიმოლოლისა და დორზოლამიდის თვალის წვეთების, ხსნარის (დილას და საღამოს) და 0.5%-იანი თიმოლოლის და 2%-იანი დორზოლამიდის მონოთერაპიით ან კომბინაციაში გამოყენების ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაში გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთათვისაც თანმხლები თერაპია მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კვლევებში. კვლევა მოიცავდა არანამკურნალევ პაციენტებს და პაციენტებს, რომელთა კონტროლი ვერ ხდებოდა ადეკვატურად თიმოლოლის მონოთერაპიით. კვლევის დაწყებამდე პაციენტების უმეტესობა მკურნალობდა ადგილობრივი ბეტა-ბლოკერების მონოთერაპიით. კომბინირებული კვლევების ანალიზში, თიმოლოლის და დორზოლამიდის თვალის წვეთების, ხსნარის ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაში, რომელიც გამოიყენება დღეში ორჯერ, უფრო დიდი იყო, ვიდრე 2%-იანი დორზოლამიდის სამჯერ დღეში ან 0.5%-იანი თიმოლოლის დღეში ორჯერ მონოთერაპიის ეფექტი. თიმოლოლის და დორზოლამიდის თვალის წვეთების, ხსნარის ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაში, რომელიც გამოიყენება დღეში ორჯერ, ექვივალენტური იყო დორზოლამიდის ორჯერ დღეში და თიმოლოლის ორჯერ დღეში თანმხლები თერაპიის ეფექტის. თიმოლოლის და დორზოლამიდის თვალის წვეთების, ხსნარის ეფექტი თვალშიდა წნევის შემცირებაში, რომელიც გამოიყენება დღეში ორჯერ, დადგინდა გაზომვებით რამდენჯერმე დღის განმავლობაში, რომელიც შენარჩუნდა ხანგრძლივი მიღების დროს.

პედიატრიული პოპულაცია

კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 3 თვის განმავლობაში, რომლის მთავარი მიზანი იყო 2%-იანი დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთების უსაფრთხოების დადგენა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ კვლევაში, 2 წლის და 6 წელზე ნაკლები ასაკის 30 პაციენტმა, რომელთა თვალშიდა წნევა არ იყო ადეკვატურად კონტროლირებადი მხოლოდ დორზოლამიდით ან თიმოლოლით, მიიღეს თიმოლოლის და დორზოლამიდის თვალის წვეთები, ხსნარი კვლევის ღია ფაზაში. ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტთა ამ მცირე ჯგუფში, თიმოლოლის და დორზოლამიდის თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენება დღეში ორჯერ, ზოგადად კარგად იქნა გადატანილი 19 პაციენტის მიერ, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობის პერიოდი, ხოლო 11 პაციენტმა შეწყვიტა გამოყენება ოპერაციის, მედიკამენტების ცვლილების ან სხვა მიზეზების გამო.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

შეწოვა

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენება საშუალებას აძლევს მოქმედ ნივთიერებას იქონიოს თავისი ეფექტი პირდაპირ თვალში არსებითად დაბალი დოზებით და, შესაბამისად, ნაკლები სისტემური ზემოქმედებით. კლინიკურ კვლევებში აღნიშნულმა გამოიწვია თვალშიდა წნევის შემცირება მჟავა-ტუტოვანი დარღვევების ან ელექტროლიტების ცვლილების გარეშე, რომლებიც დამახასიათებელია პერორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებისთვის.

განაწილება

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ მიმოქცევაში. სისტემური კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად ადგილობრივად გამოყენების შემდეგ, გაიზომა მოქმედი ნივთიერებისა და მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის წითელ უჯრედებში და პლაზმაში, ხოლო კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება სისხლის წითელ უჯრედებში. დორზოლამიდი გროვდება სისხლის წითელ უჯრედებში ქრონიკული დოზირების დროს CA-II-თან შერჩევითი შეკავშირების შედეგად, ხოლო თავისუფალი მოქმედი ნივთიერების უკიდურესად დაბალი კონცენტრაცია პლაზმაში შენარჩუნებულია.

ბიოგარდაქმნა

ძირითადი მოქმედი ნივთიერება აყალიბებს ერთ N-დესეთილის მეტაბოლიტს, რომელიც აინჰიბირებს CA-II-ს ნაკლებად ძლიერად, ვიდრე ძირითადი მოქმედი ნივთიერება, მაგრამ ასევე აინჰიბირებს ნაკლებად აქტიურ იზოფერმენტს (CA-I). მეტაბოლიტი ასევე გროვდება სისხლის წითელ უჯრედებში, სადაც ის ძირითადად უკავშირდება CA-I-ს. დორზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. მისი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა შარდში.

როდესაც დორზოლამიდი გამოიყენება პერორალურად მაქსიმალური სისტემური ზემოქმედების სიმულაციისთვის თვალში ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 13 კვირის განმავლობაში. წონასწორული მდგომარეობის დროს პლაზმაში პრაქტიკულად არ იყო თავისუფალი მოქმედი ნივთიერება ან მეტაბოლიტი. CA-ის დათრგუნვა სისხლის წითელ უჯრედებში იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო თირკმლის ფუნქციაზე ან სუნთქვაზე ფარმაკოლოგიური ეფექტისთვის. მსგავსი ფარმაკოკინეტიკური შედეგები დაფიქსირდა დორზოლამიდის ქრონიკული, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

თუმცა, თირკმლის უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსის სავარაუდო 30-60 მლ/წთ) ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს ჰქონდა მეტაბოლიტების უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის წითელ უჯრედებში, მაგრამ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების კუთხით და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი მოვლენებიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ აღმოჩენასთან.

გამოყოფა

დორზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. მისი მეტაბოლიტი ასევე გამოიყოფა შარდში. მკურნალობის დასრულების შემდეგ დორზოლამიდი გამოირეცხება სისხლის წითელი უჯრედებიდან არაწრფივად, რაც თავიდან იწვევს მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას, რასაც მოჰყვება უფრო ნელი გამოყოფის ფაზა დაახლოებით 4 თვიანი ნახევარგამოყოფის პერიოდით.

თიმოლოლის მალეატი:

შეწოვა

პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის კვლევაში მონაწილე 6 სუბიექტში, თიმოლოლის სისტემური ზემოქმედება განისაზღვრა 0.5%-იანი თიმოლოლის მალეატის, ოფთალმოლოგიური ხსნარის დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ. საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაცია დილის დოზის შემდეგ იყო 0.46 ნგ/მლ, ხოლო შუადღის შემდეგ იყო 0.35 ნგ/მლ.

განაწილება

თიმოლოლი ფართოდ არის განაწილებული სხეულის ქსოვილებში. აშკარა განაწილების მოცულობა არის 1.3-დან 1.7 ლ/კგ-მდე.

ბიოგარდაქმნა

როგორც ჩანს, თიმოლოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტ CYP2D6-ით და კვლევები აჩვენებს, რომ მასზე გავლენას ახდენს გენეტიკური პოლიმორფიზმი.

გამოყოფა

11 ჯანმრთელ მოხალისესა და 4 გლაუკომის მქონე პაციენტში 0.5%-იანი თიმოლოლის ხსნარის 2 წვეთის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ორივე თვალში, შეწოვილი დოზის 5-დან 46%-მდე გამოიყოფა შარდში 24 საათის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პროტიზოლი 5 მგ/მლ + 20მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი

სტერილური

თიმოლოლი 0.5% + დორზოლამიდი 2%

ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები გავს თქვენსას.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • რას წარმოადგენს პროტიზოლი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პროტიზოლის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება პროტიზოლი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება პროტიზოლი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პროტიზოლი და რისთვის გამოიყენება

პროტიზოლი არის დორზოლამიდის და თიმოლოლის კომბინაცია. თიმოლოლი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „ბეტა-ბლოკატორები“. დორზოლამიდი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები“.

მოცემული ნივთიერებები ამცირებენ თვალშიდა წნევას.

პროტიზოლის თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის (გლაუკომა) სამკურნალოდ, როდესაც ბეტა-ბლოკატორის თვალის წვეთები ცალკე გამოიყენებისას საკმარისად ვერ ამცირებს თვალშიდა წნევას.

  • რა უნდა იცოდეთ პროტიზოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პროტიზოლი:

თუ გაქვთ ალერგია დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის, ბეტა-ბლოკატორების ან ამ პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა: ასთმა ან მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მწვავე დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხიხინი, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).

თუ გაქვთ ნელი გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევა (არარეგულარული გულისცემა) ან გულის სხვა პრობლემები.

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება ან პრობლემა, ან წარსულში თირკმელში გქონდათ ქვები.

თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორიდის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

თუ არ ხართ დარწმუნებული ამ პრეპარატის გამოყენებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პროტიზოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ სამედიცინო პრობლემები ან გქონიათ წარსულში:

გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს გულმკერდის არეში ან შებოჭილობას, ქოშინს ან ხრჩობის შეგრძნებას), გულის უკმარისობას, დაბალ არტერიულ წნევას.

გულისცემის დარღვევა, როგორიცაა გულისცემის შენელება.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა (როგორიცაა: რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი).

დიაბეტი, რადგან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის ნიშნები ან სიმპტომები.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ვინაიდან თიმოლოლმა შეიძლება შენიღბოს ნიშნები და სიმპტომები.

კუნთების სისუსტე ან მიასთენიის დიაგნოზი.

ოპერაციამდე ან ანესთეზიის წინ (სტომატოლოგთანაც კი), აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს რომ იყენებთ პროტიზოლს, ვინაიდან მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება ანესთეზიის დროს ან შესაძლოა უეცრად დაეცეს არტერიული წნევა საანესთეზიო საშუალების გამოყენების გამო.

ასევე, აცნობეთ თქვენს ექიმს ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციების შესახებ.

თუ პროტიზოლით მკურნალობის დროს დაგისვამენ კორონარული დაავადების დიაგნოზს და საჭირო გახდება პროტიზოლის გამოყენების შეწყვეტა, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს.

აცნობეთ თქვენს ექიმს თვალის დაზიანების, თვალის წყლულის შესახებ ან თუ აპირებთ თვალზე ოპერაციის გაკეთებისას.

შეწყვიტეთ პროტიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი ეფექტების განვითარებისას:

თვალის ინფექცია, თვალის გაღიზიანება ან თვალის ნებისმიერი სხვა პრობლემა, როგორიცაა: თვალის გაწითლება, ქუთუთების შეშუპება ან სიმპტომების გაუარესება.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის სიმპტომები. ალერგიული რეაქცია შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებას. იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.

როდესაც პროტიზოლი ხვდება თვალში, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ სხეულზე.

თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პროტიზოლის გამოყენებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ბავშვები

არსებობს დორზოლამიდის/თიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება ჩვილებსა და ბავშვებში.

ხანდაზმულები

დორზოლამიდის/თიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის კვლევებში ამ პრეპარატის მოქმედება მსგავსი იყო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

აცნობეთ თქვენს ექიმს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში.

სხვა პრეპარატები და პროტიზოლი

პროტიზოლმა შეიძლება იმოქმედოს ან მასზე შეიძლება იმოქმედონ სხვა პრეპარტებმა, მათ შორის გლაუკომის სამკურნალო თვალის სხვა წვეთებმა. აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან აპირებთ მიიღოთ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, საგულე პრეპარატები ან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თქვენ:

იღებთ მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;

იღებთ მედიკამენტებს დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ, როგორიცაა: კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;

იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკატორს;

იღებთ სხვა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი;

იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო);

იღებთ პარასიმპათომიმეტურ საშუალებებს, რომელიც შესაძლოა გამოგეწერათ შარდის გამოყოფაში დასახმარებლად. პარასიმპათომიმეტური საშუალებება, ასევე არის პრეპარატის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავებში ნორმალური მოტორიკის აღსადგენად;

იღებთ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა: მორფი, რომელიც გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ;

იღებთ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს;

იღებთ ფლუოქსეტინისა და პაროქსეტინის სახელით ცნობილ ანტიდეპრესანტებს;

იღებთ სულფამიდის პრეპარატებს;

იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის დაავადებების და მალარიის ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ პროტიზოლი ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ გამოიყენოთ პროტიზოლი თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თიმოლოლი შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ან თუ აპირებთ ძუძუთი კვებას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პროტიზოლის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დაბალია. გვერდითი მოვლენებია - ბუნდოვანი მხედველობა, რამაც შესაძლოა იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები, სანამ უკეთ არ გახდებით ან მხედველობა არ გაგიუმჯობესდებათ.

პროტიზოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.075 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს თითოეულ მლ ხსნარში.

ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა, რამაც შეიძლება შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. თქვენ უნდა ამოიღოთ კონტაქტური ლინზები ამ პრეპატატის გამოყენებამდე და ჩაისვათ ისინი წვეთების გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ მშრალი თვალები ან დარღვევები რქოვანას მხრივ (გამჭვირვალე ფენა თვალის წინა ნაწილში). თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ თვალში გაქვთ უჩვეულო შეგრძნება, გრძნობთ სუსხვას ან ტკივილს თვალში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • როგორ გამოიყენება პროტიზოლი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სათანადო დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი პროტიზოლი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ორჯერ (დილით და საღამოს), ყოველ 12 საათში.

თუ იყენებთ პროტიზოლს თვალის სხვა წვეთებთან ერთად, წვეთების ჩაწვეთება უნდა მოხდეს სულ მცირე 10 წუთიანი ინტერვალებით.

არ შეცვალოთ დოზა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

გამოყენების ინსტრუქცია:

პირველად პრეპარატის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ დამცავი რგოლი არ არის დაზიანებული.

დაიბანეთ ხელები და დაჯექით ან მოთავსდით კომფორტულ პოზიციაში.

ბოთლის გასახსნელად მოხსენით თავსახური.

გადაწიეთ თავი უკან და თითით ოდნავ ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, ქუთუთოსა და თვალს შორის ჯიბის შესაქმნელად.

საწვეთურის წვერი ახლოს მიიტანეთ თვალთან, მაგრამ არ შეახოთ.

ბოთლს ოდნავ მოუჭირეთ ხელი გვერდებზე, სანამ ერთ წვეთს არ ჩაიწვეთებთ თვალში, შემდეგ ხელი გაუშვით ქვედა ქუთუთოს.

თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირთან 2 წუთით. ამგვარად ხელს შეუშლით თიმოლოლს, რომ არ გადავიდეს ორგანიზმში.

გაიმეორეთ იგივე მეორე თვალშიც, თუ თქვენი ექიმის მიერ ასეა დანიშნული.

ბოთლს ხელახლა დაახურეთ თავსახური, დაატრიალეთ, მაგრამ არ მოუჭიროთ ძლიერ.

თუ ფიქრობთ რომ პროტიზოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში

პროტიზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

აცნობეთ თქვენს ექიმს ღვიძლის ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც ახლა გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის პროტიზოლი

თვალში საჭიროზე მეტი წვეთების ჩაწვეთების ან შეფუთვის შიგთავსის გადაყლაპვის შემთხვევაში, სხვა ეფექტებთან ერთად შეიძლება განვითარდეს თავრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება ან გულისცემის შენელების შეგრძნება. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პროტიზოლის გამოყენება

მნიშვნელოვანია, რომ პროტიზოლი გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გამოიყენეთ იგი რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ რეგულარული რეჟიმით.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ პროტიზოლის გამოყენება

თუ გსურთ ამ პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, ჯერ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეგიძლიათ წვეთების გამოყენების გაგრძელება გარდა ის შემთხვევებისა, როცა ვითარდება სერიოზული გვერდითი მოვლენები. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეწყვიტთ თვალის წვეთების გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზოგიერთი სიმპტომი საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. შემდეგი სახის სიმპტომების განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

მწვავე გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის: კანზე გამონაყარი, კანქვეშა შეშუპება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ადგილებში, როგორიცაა: სახე, ტუჩები, ყელი ან ენა და კიდურები, რამაც შეიძლება დაახშოს სასუნთქი გზები და გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა, მწვავე, მოულოდნელი, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა დორზოლამიდის/ტიმოლოლის თვალის წვეთების, ხსნარის ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის გამოყენებისას კლინიკური კვლევების დროს ან პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას:

ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე):

წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, უჩვეულო გემო.

ხშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-10 მომხმარებელზე):

სიწითლე თვალ(ებ)ში და თვალების გარშემო, თვალ(ებ)ის აწყლიანება ან ქავილი, რქოვანას ეროზია (თვალის კაკლის წინა ფენის დაზიანება), შეშუპება და/ან გაღიზიანება თვალ(ებ)ის შიგნით და მის გარშემო, თვალში რაღაცის ქონის შეგრძნება, რქოვანას მგრძნობელობის შემცირება (თვალებში რაღაცის ჩავარდნის და ტკივილის ვერ შეგრძნება), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, ბუნდოვანი მხედველობა, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის დაძაბულობის ან სისავსის შეგრძნება), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, ასევე ეწოდება გულისრევა, სისუსტე/დაღლილობა და დაქანცულობა.

არახშირი (გავლენას ახდენს 1,000-დან 1-10 მომხმარებელზე):

თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის ანთება, მხედველობის დარღვევა რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში თვალის გუგის ზედმეტი შეკუმშვის სამკურნალო საშუალების მოხსნის გამო), ნელი გულისცემა, გულის წასვლა, ქოშინი, საჭმლის მონელების დარღვევა და ქვები თირკმელებში.

იშვიათი (გავლენას ახდენს 10,000-დან 1-10 მომხმარებელზე):

სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელებში ან ტერფებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, ძილის პრობლემები, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების მომატება (დარღვევა კუნთების მხრივ), სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ინსულტი, დროებითი ახლომხედველობა, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის შეწყვეტისას, ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ ბადურის ქვემო არსებული ფენის განშრევება,რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ქუთუთოების დაშვება (თვალის ნახევრად დახუჭვა), ორმაგი მხედველობა, ქუთუთოს ქერქით დაფარვა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით), დაბალი თვალშიდა წნევა, ხმაური ყურებში, დაბალი არტერიული წნევა, გულის რიტმის ან სიჩქარის ცვლილებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და ტერფების და ფეხების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო), შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (პალპიტაცია), გულის შეტევა, რეინოს ფენომენი, ხელების და ფეხების შეშუპება ან სიცივე და შემცირებული სისხლის მიმოქცევა მკლავებსა და ტერფებში, ფეხის კრუნჩხვები და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), ქოშინი, სულის შეხუთვა, სურდო ან ცხვირის დახშობა, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვებში სასუნთქი გზების შევიწროება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, დიარეა, კონტაქტური დერმატიტი, თმის ცვენა, კანისმიერი გამონაყარი თეთრი-ვერცხლისფერი შეფერილობით (ფსორიაზიფორმული გამონაყარი), პეირონის დაავადება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ასოს გამრუდება), ალერგიული ტიპის რეაქციები, როგორიცაა: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი ან მძიმე კანისმიერი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):

ძლიერი გულისცემა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფი ან არარეგულარული (პალპიტაცია);

ქოშინი;

უცხო სხეულის შეგრძნება თვალში (შეგრძნება, რომ რაღაც არის თქვენს თვალში).

თიმოლოლი, თვალში ჩასაწვეთებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიწოვება სისხლში; ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე გვერდითი მოვლენები, როგორიც ინტრავენური და/ან შიგნით მისაღები ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს. გვერდითი მოვლენების სიხშირე, ადგილობრივად თვალში გამოყენების შემდეგ, შედარებით დაბალია, ვიდრე პერორალურად ან ინექციის სახით მიღებისას.

ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი მოვლენები მოიცავს რეაქციებს, რომლებიც გვხვდება ბეტა-ბლოკატორების კლასის პრეპარატების გამოყენებისას თვალის პრობლემების სამკურნალოდ:

უცნობი (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან):

სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევის ტიპი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ვარჯიშით, სექსუალური დისფუნქცია, ჰალუცინაცია.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პროტიზოლი

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის მანძილზე.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე “EXP”-ის შემდეგ.

ვარგისობის ვადა მოიცავს თვის ბოლო რიცხვს.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პროტიზოლი

მოქმედი ნივთიერებებია: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი, 20მგ/მლ დორზოლამიდის ექვივალენტური და თიმოლოლის მალეატი, 5მგ/მლ თიმოლოლის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.075 მგ/მლ-ზე კონსერვანტის სახით, საინექციო წყალი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისთვის.

პროტიზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

პროტიზოლი არის ოდნავ გამჭვირვალე, თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი სტერილური ხსნარი.

პროტიზოლი მოცემულია 1, 3 და 6 საწვეთურიანი კონტეინერის შეფუთვით, 5მლ მოცულობით.

შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Laboratório Edol – Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

მწარმოებლები

Laboratório Edol – Produtos Farmacêuticos, S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა.)

ავ. 25 დე აბრილ, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

Rafarm, S.A. (რაფარმ, ს.ა.)

თესი პაუსი ქსატზი აგიოუ ლოუკა, პაიანია ატიკი, TK 19002,TO 37

საბერძნეთი

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2020 წლის მაისში.

/ყველა გვერდი ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: Laboratório Edol Produtos Farmacêuticos S.A. (ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.), დღგ: 507 072 642, ავ. 25 დე აბრილ, # 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველა, პორტუგალია, ტელეფონი: +351 21 415 81 30, ფაქსი: +351 21 415 81 31/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა