პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

დორზასოპტი

Dorzasopt

რეცეპტით(20მგ+5მგ)ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მომატებული თვალშიგა წნევის მკურნალობა ღიაკუთხიანი ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორებით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
თიმოლოლი (timolol) + დორზოლამიდი (dorzolamide)
ფორმა და შეფუთვა
(20მგ+5მგ)/1მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები
ATC კოდი
S01ED51
რეგისტრაციის ნომერი
რ-034632
რეგისტრირებულია
11 მარტი 2022, მოქმედებს 11 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადორზასოპტი და სხვა წამალი ერთად

დორზასოპტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მომატებული თვალშიგა წნევის მკურნალობა ღიაკუთხიანი ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორებით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

დორზასოპტი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში-ღამეში.

სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 10 წუთი.

გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები. მოერიდეთ საწვეთურის წვერის ზედაპირებთან შეხებას, რათა თავიდან აიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაბინძურება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ოფთალმოლოგიური ხსნარები შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით და გამოიწვიოს თვალის სერიოზული ინფექციური დაზიანებები და, შესაბამისად, მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა.

სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბციის შეზღუდვის მიზნით რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური სადინრის ოკლუზია ან ქუთუთოების დახურვა 2 წუთის განმავლობაში. შედეგად მცირდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და იზრდება ადგილობრივი ეფექტი.

ბავშვები

ბავშვებში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
  • ჰიპერქლორემიული აციდოზი;
  • სინუსური ბრადიკარდია;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
  • სინოატრიალური ბლოკადა;
  • II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, რომელიც არ კონტროლდება კარდიოსტიმულატორით;
  • გულის გამოხატული უკმარისობა;
  • კარდიოგენული შოკი;
  • სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, ბრონქული ასთმის ჩათვლით (მათ შორის ანამნეზში);
  • ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ზემოაღნიშნული ეფექტები განპირობებულია პრეპარატის კომპონენტებით და არ არის სპეციფიკური კომბინაციისთვის.

სიფრთხილის ზომები

გულ-სისხლძარღვთა / რესპირატორული რეაქციები

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, დორზასოპტი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორები (თიმოლოლი) იწვევენ გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და სხვა სისტემების მხრივ არასასურველ რეაქციებს ისევე, როგორც სისტემური გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორები. თვალის წვეთებით გამოწვეული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ბეტა-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

დარღვევები გულის მხრივ

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა) და ჰიპოტონიის მქონე პაციენტებში საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის აუცილებლობის შეფასება და სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობის შესაძლებლობის განხილვა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები ექვემდებარებიან მკაცრ ზედამხედველობას, ამ დაავადების გაუარესებისა და გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობის გამო.

გულის I ხარისხის ბლოკადის მქონე პაციენტებში ბეტა-ადრებლოკატორები ინიშნება სიფრთხილით, იმპულსის გატარების დროზე მათი ნეგატიური ზეგავლენის გამო.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით დაავადებულ პაციენტებში (რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში, ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენების ფონზე, აღწერილია რესპირატორული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის ბრონქოსპაზმი ლეტალური დასასრულით.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს პრეპარატი დორზასოპტი ინიშნება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სავარაუდო სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, დორზასოპტის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

ალერგია და ჰიპერმგრძნობელობა

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, დორზასოპტი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. დორზოლამიდი, სულფონამიდების მსგავსად, შეიცავს სულფონამიდურ ჯგუფს. ამრიგად, სულფონამიდების სისტემური გამოყენების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ჰიპერმგრძნობელობის ან მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, რომელიც დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთებით გამოწვეული რეაქციების მსგავსია. ასეთი რეაქციების აღნიშვნისას დგება საკითხი დორზასოპტის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს პაციენტებში ატოპიით ან სხვადასხვა ალერგენებზე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციებით ანამნეზში, შესაძლებელია იმუნური პასუხის გაძლიერება ამ ალერგენებთან განმეორებით კონტაქტის დროს. პაციენტთა ამ ჯგუფში ეპინეფრინის მიღება სტანდარტული თერაპიული დოზით, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების კუპირებისათვის, შეიძლება არაეფექტური იყოს.

თანხმლები თერაპია

თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს, აუცილებელად გასათვალისწინებელია პრეპარატების ფარმაკოლოგიური მოქმედების შესაძლო ურთიერთგაძლიერება, როგორც ბეტა-ადრენობლოკატორების ცნობილ სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში, ასევე თვალშიგა წნევის შემცირებასთან დაკავშირებით. ასეთი პაციენტების მკურნალობაზე საჭიროა სათანადო დაკვირვება.

არ არის რეკომენდებული დორზასოპტის კომბინირებული გამოყენება სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებთან.

არ არის რეკომენდირებული დორზოლამიდის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება.

მკურნალობის შეწყვეტა

თუ საჭიროა თიმოლოლით მკურნალობის მოხსნა, ისევე როგორც სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში თერაპიის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.

ბეტა-ადრენობლოკატორების დამატებითი ეფექტები

ჰიპოგლიკემია / დიაბეტი

ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით ინიშნება სპონტანური ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილ ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის ლაბილური მიმდინარეობით), რადგან ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნებისა და სიმპტომების შენიღბვა.

ბეტა-ადრენობლოკატორებს ასევე შეუძლიათ ჰიპერთირეოზის ნიშნების შენიღბვა. ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების სწრაფად მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.

დარღვევები რქოვანას მხრივ

ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე.

რქოვანას დარღვევების მქონე პაციენტებს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.

ანესთეზია ქირურგიაში

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია ბეტა-აგონისტების, მაგ. ადრენალინის სისტემური ეფექტის ბლოკირება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, თუ პაციენტი დორზასოპტს იყენებს.

ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება.

შარდ-კენჭოვანი დაავადება

სისტემური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა და თან ახდლეს უროლითიაზი, განსაკუთრებით პაციენტებში შარდ-კენჭოვანი დაავადებით ანამნეზში. დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის გამოყენების დროს მსგავსი დარღვევები არ აღინიშნებოდა, უროლითიაზის შესახებ შეტყობინებები იშვიათი იყო.

რადგანაც პრეპარატის შემადგენლობაში შედის კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება სისტემურად და აღწევს სისხლის მიმოქცევაში, დორზასოპტით მკურნალობის დროს უროლითიაზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ შარდ-კენჭოვანი დაავადება.

სხვა ეფექტები

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, გარდა თვალშიგა წნევის დამწევი საშუალებებისა, საჭიროა სხვა თერაპიული ღონისძიებების ჩატარებაც. პრეპარატ დორზასოპტის მოქმედების შესახებ კვლევა მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

დორზოლამიდის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რქოვანას შეშუპება და ენდოთელიუმის შეუქცევადი დეკომპენსაცია პაციენტებში რქოვანას ქრონიკული დეფექტებით და/ან თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. დორზასოპტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტების ამ ჯგუფებში.

არსებობს მონაცემები თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შესახებ პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც თრგუნავენ წყალწყალა ნამის წარმოქმნას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი), ფილტრაციული ჩარავების შემდეგ.

ისევე, როგორც გლაუკომის სამკურნალო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა პასუხის შემცირება თიმოლოლის მალეატზე, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

მაგრამ კლინიკურ კვლევებში, რომლის დროსაც 164 პაციენტი იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, წნევის სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ არ აღნიშნულა თვალშიგა წნევის საშუალო მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი გადახრა.

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სიმპტომები, დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობას და დააზიანოს რქოვანა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია „მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას დაზიანებების მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.

კონტაქტური ლინზების გამოყენება

პრეპარატ დორზასოპტის შემადგენლობაში შედის კონსერვანტი ბენზალკონიუმის ქლორიდი (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,075 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს). პრეპარატის გამოყენებამდე ლინზები უნდა მოიხსნას და მათი ჩასმა შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება ფერი შეუცვალოს რბილ კონტაქტურ ლინზებს.

ბავშვები

იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. ისეთმა გვერდითმა რეაქციებმა, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ზოგიერთი პაციენტის ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან უშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატი არასასურველი ურთიერთქმედების ნიშნების გარეშე გამოიყენებოდა შემდეგ სისტემური მოქმედების სამკურნალო საშუალებებთან: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენი (დიურეზული) საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, და ჰორმონები (მაგალითად, ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

მიუხედავად ამისა, არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერების და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების შესაძლებლობა თიმოლოლის მალეატის და სისტემური კალციუმის არხის ბლოკატორების, კატექოლამინ-დამშლელი საშუალებების, ბეტა-ადრენობლოკატორების, ანტიარითმიული საშუალებების (მათ შორის ამიოდარონის), საგულე გლიკოზიდების, პარასიმპათომიმეტიკების, ოპიოიდური ანალგეტიკების და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო-ს) ერთდროულად გამოყენებისას.

თიმოლოლისა და CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) კომბინირებული გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ბეტა-ადრენორეცეპტორების სისტემური ბლოკადის ეფექტის პოტენცირების შესახებ (მაგალითად, გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითება, დეპრესია).

მიუხედავად იმისა, რომ დორზასოპტით მონოთერაპიის დროს გუგაზე ზეგავლენა მინიმალურია ან არარსებობს, არის აღწერილი მიდრიაზის განვითარების ერთეული შემთხვევები თიმოლოლის მალეატისა და ადრენალინის (ეპინეფრინის) ერთობლივი გამოყენებისას.

სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ ანტიდიაბეტური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ჰიპერტენზია, რაც წარმოადგენს კლონიდინის მოხსნის ეფექტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის რეკომენდებული დორზასტოპის გამოყენება ორსულობის დროს.

დორზოლამიდი

არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ორსულობაზე გავლენის შესახებ. კურდღლებში დორზოლამიდი ახდენდა ტერატოგენულ ეფექტს ისეთ დოზებში, რომლებიც ტოქსიურია დედის ორგანიზმისთვის.

თიმოლოლი

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში თიმოლოლის გამოყენების შესახებ.

ორსულობის დროს თიმოლოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს. სისტემური შეწოვის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა ბეტა-ბლოკატორების გავლენა ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარებაზე (ტერატოგენული მოქმედება), მაგრამ აჩვენა ნაყოფის ზრდის შეფერხება პრეპარატის პერორალური გამოყენებისას. ახალშობილებში დაფიქსირდა ისეთი ნიშნები და სიმპტომები როგორიცაა ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ჰიპოგლიკემია, თუ ბეტა-ბლოკატორები გამოიყენებოდა მშობიარობამდე პერიოდში.

მშობიარობამდე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

ლაქტაცია

უცნობია აღწევს თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. ვირთაგვებში ლაქტაციის დროს დორზოლამიდს გამოყენებისას აღინიშნა ნაშიერის სხეულის მასის დაქვეითება. ბეტა-ბლოკატორები გამოიყოფა დედის რძით. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა დორზასოპტი იმ რაოდენობით მოხვდეს დედის რძეში, რომ გამოიწვიოს ახალშობილებში ბეტა-ბლოკადის კლინიკური სიმპტომების განვითარება. სისტემური შეწოვის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

ლაქატაციის პერიოდში დორზასოპტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა არასასურველი რეაქციები, დამახასიათებელი მხოლოდ დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციისთვის. არასასურველი რეაქციები მოიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და/ან თიმოლოლის მალეატის უკვე ცნობილ ეფექტებს.

კლინიკური კვლევაში 1035 პაციენტი იღებდა დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციას. პაციენტების დაახლოებით 2.4%-მა შეწყვიტა მკურნალობა თვალის მხრივ ადგილობრივი არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო, დაახლოებით 1.2%-მა ადგილობრივი არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო, რაც მიუთითებს ალერგიაზე ან ჰიპერმგრძნობელობაზე (მაგალითად, ქუთუთოების ანთება და კონიუნქტივიტი).

ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორები შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარება. ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას.

მთლიანობაში სისტემური არასასურველი ეფექტები იყო სუსტად გამოხატული და არ მოითხოვდა პრეპარატის მოხსნას.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია ** (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცნობილია დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის შემდეგი შესაძლო არასასურველი რეაქციები:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, ანაფილაქსია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - წვა და ჩხვლეტა თვალებში; ხშირად - კონიუნქტივალური ინექცია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რქოვანას ეროზია, თვალის ქავილი, ცრემლდენა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - სინუსიტი; იშვიათად - ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დისგევზია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - შარდკენჭოვანი დაავადება.

ცნობილია პრეპარატის კომპონენტების შემდეგი შესაძლო არასასურველი რეაქციები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; იშვიათად - თავბრუსხვევა*, პარესთეზია*.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - ქუთუთოს ანთება*, ქუთუთოს გაღიზიანება*; არახშირად - ირიდოციკლიტი*; იშვიათად - გაღიზიანება, მათ შორის სიწითლე*, ტკივილი* და ქუთუთოს აქერცვლა*, გარდამავალი მიოპია (ქრებ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ), რქოვანას შეშუპება*, თვალის ჰიპოტონია*, თვალის ქოროიდული გარსის აშრევება (ქირურგიული ჩარევის შემდეგ)*; სიხშირე უცნობია - უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაცია, ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ცხვირიდან სისხლდენა*; სიხშირე უცნობია - დისპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა*; იშვიათად - ხახის გაღიზიანება, პირის სიმშრალე*.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი*.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - ასთენია / დაღლილობა*.

თიმოლოლის მალეატი:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალური და გენერალიზებული გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები; სიხშირე უცნობია - ქავილი.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოგლიკემია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - დეპრესია*; იშვიათად - უძილობა*, კოშმარები*, მეხსიერების დაკარგვა; სიხშირე უცნობია - ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; არახშირად - თავბრუსხვევა*, გონების დაკარგვა*; იშვიათად - პარესთეზიები*, მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება, ლიბიდოს დაქვეითება*, ცერებროვასკულური დარღვევები*, ცერებრალური იშემია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომები, მათ შორის ბლეფარიტი*, კერატიტი*, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება და თვალების სიმშრალე*; არახშირად - მხედველობის დარღვევა, მათ შორის თვალის რეფრაქციული უნარის ცვლილებები (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიკების მოხსნის გამო)*; იშვიათად - ფტოზი, დიპლოპია, თვალის ქოროიდული გარსის აშრევება ქირურგიული ჩარევის შემდეგ*; სიხშირე უცნობია - ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რქოვანას ეროზია.

სმენის ორგანოს მხრივ: იშვიათად - შუილი ყურებში*.

გულის მხრივ: არახშირად - ბრადიკარდია*; იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში*, პალპიტაცია*, შეშუპება*, არითმია*, გულის შეგუბებითი უკმარისობა*, გულის გაჩერება*, გულის ბლოკადა *; სიხშირე უცნობია - ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათად - ჰიპოტენზია*, გარდამავალი სიკოჭლე, რეინოს სინდრომი*, ხელების და ტერფების ტემპერატურის დაქვეითება*.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: არახშირად - დისპნოე*; იშვიათად - ბრონქოსპაზმი (ძირითადად ბრონქოსპასტიური პათოლოგიის მქონე პაციენტებში)*, სუნთქვის დარღვევა, ხველა*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - გულისრევა*, დისპეფსია*; იშვიათად - დიარეა, პირის სიმშრალე*; სიხშირე უცნობია - დისგევზია, მუცლის ტკივილი, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ალოპეცია*, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება*; სიხშირე უცნობია - გამონაყარი კანზე.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - სისტემური წითელი მგლურა; სიხშირე უცნობია - მიალგია.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - პეირონის დაავადება*, ლიბიდოს დაქვეითება; სიხშირე უცნობია - სქესობრივი დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები: არახშირად - ასთენია / დაღლილობა*.

  • ეს არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის პოსტმარკეტინგულ კვლევებში.
  • * დამატებითი არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას და პოტენციურად შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ დორზასოპტის გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები დორზასოპტის შემთხვევითი ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ.

სიმპტომები

აღწერილია შემთხვევები თვალის წვეთების ფორმით თიმოლოლის მალეატის უნებლიე ჭარბი დოზირების შესახებ, სისტემური გამოყენებისთვის ბეტა-ადრენობლოკატორების ჭარბი დოზირების სისტემური ეფექტების განვითარებით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულის გაჩერება.

დორზოლამიდის დოზის გადაჭარბების ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომებია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აციდოზის განვითარება, შესაძლო არასასურველი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ ადამიანებში დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევითი ან განზრახ გადაყლაპვის შემთხვევაში. შიგნით მიღებისას იყო შეტყობინებები ძილიანობის შესახებ. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დარეგისტრირებული იყო შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დისფაგია.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. აუცილებელია ელექტროლიტების (პირველ რიგში, კალიუმის) დონის და სისხლის პლაზმის PH-ის კონტროლი. თიმოლოლი არ გამოიყოფა დიალიზის დროს.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დორზოლამიდი (დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ფორმით) 20 მგ, თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის ფორმით) 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მანიტი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი S01ED51

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც ოფთალმოლოგიაში გამოიყენება. გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოტიკები. ბეტა-ადრენობლოკატორები. თიმოლოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატი დორზასოპტი შედგება ორი კომპონენტისგან: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი და თიმოლოლის მალეატი. თითოეული მათგანი ამცირებს მომატებულ თვალშიგა წნევას წყალწყალა ნამის სეკრეციის დათრგუნვის გზით, მაგრამ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი არის კარბოანჰიდრაზა II-ის მძლავრი ინჰიბიტორი. კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება თვალის ცილიარული სხეულის მორჩებში ამცირებს წყალწყალა ნამის სეკრეციას, ძირითადად ბიკარბონატის იონების წარმოქმნის დათრგუნვის გზით, შემდგომში კი ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტის შემცირებით.

თიმოლოლის მალეატი არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორია. თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი თვალშიგა წნევის დაქვეითებაში დადგენილი არ არის, მაგრამ ტონოგრაფიული და ფლუორესცენის გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ მისი მოქმედება ძირითადად წყალწყალა ნამის სეკრეციის დაქვეითებას განაპირობებს. ზოგიერთ კვლევაში ასევე აღინიშნებოდა წყალწყალა ნამის განდევნის მცირედი გაძლიერება. ორი ნივთიერების კომბინირებული ეფექტი უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის დამატებით შემცირებას ამ კომპონენტებით მონოთერაპიასთან შედარებით.

ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პრეპარატი ამცირებს მომატებულ თვალშიგა წნევას, რომელიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული გლაუკომასთან. მომატებული თვალშიგა წნევა წარმოადგენს წამყვან რისკ-ფაქტორს მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის ველის ცვლილებების პათოგენეზში გლაუკომის დროს. პრეპარატი ამცირებს თვალშიგა წნევას, არ იწვევს რა მიოტიკების გავრცელებულ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა ღამის სიბრმავე, აკომოდაციის სპაზმი და გუგის შევიწროვება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კლინიკური ეფექტები

ჩატარდა კლინიკური 15 თვიანი კვლევა 2%-იანი დორზოლამიდის და 0,5%-იანი თიმოლოლის კომბინირებული თვალის წვეთების (დღეში 2-ჯერ, დილით და ძილის წინ დოზირება) ჰიპოტენზიური ეფექტის შესადარებლად იგივე პრეპარატების ცალ-ცალკე თვალის წვეთების სახით, მაგრამ მათი ერთდროული გამოყენებით მიღებულ ეფექტთან, გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში. კვლევა მოიცავდა როგორც არანამკურნალევ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებშიც თიმოლოლით მონოთერაპია არაეფექტური იყო. კვლევაში ჩართვამდე პაციენტების უმეტესობა მონოთერაპიის სახით იყენებდა ადგილობრივ ბეტა-ბლოკატორებს. კომბინირებული კვლევების ანალიზისას, ჰიპოტენზიური ეფექტი დორზოლამიდი 2% + თიმოლოლი 0,5% კომბინაციისას (2-ჯერ დღეში) უფრო გამოხატული იყო, ვიდრე 2,0% დორზოლამიდით 3-ჯერ დღეში ან 0.5% თიმოლოლით 2-ჯერ დღეში მონოთერაპიის ასეთი ეფექტი. თვალშიგა წნევის დაქვეითება კომბინაციის დორზოლამიდი 2.0% + თიმოლოლი 0.5% თვალის წვეთების სახით 2-ჯერ დღეში გამოყენებისას იყო შემცირების ექვივალენტური კომბინირებული თერაპიის დროს დორზოლამიდით 2-ჯერ დღეში და თიმოლოლით 2-ჯერ დღეში. თვალშიგა წნევის შემცირების ეფექტი დემონსტირებული იყო დორზოლამიდის 2.0% + თიმოლოლის 0.5% კომბინაციის გამოყენებისას თვალის წვეთების სახით 2-ჯერ დღეში, დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაზომვისას და ეს ეფექტი ნარჩუნდებოდა ხანგრძლივი გამოყენებისას.

ბავშვები

ჩატარდა სამთვიანი კონტროლირებადი კვლევა, რომლის მიზანი იყო 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ოფთალმოლოგიური 2.0% დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ხსნარის უსაფრთხოების დოკუმენტურად დაფიქსირება. ამ კვლევაში, 2-დან 6 წლამდე ასაკის 30 პაციენტი, რომლებშიც ვერ მოხერხდა თვალშიგა წნევის დაქვეითება დორზოლამიდით ან თიმოლოლით მონოთერაპიის დროს, იღებდა კომბინაციას დორზოლამიდი 2.0% + თიმოლოლი 0.5% თვალის წვეთების ფორმით ღია კვლევის ეტაპზე. ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტთა ამ მცირე ჯგუფში დორზოლამიდის 2.0% + თიმოლოლის 0.5% თვალის წვეთების სახით 2-ჯერ დღეში კომბინაცია ჩვეულებრივ კარგად გადაიტანებოდა, 19 პაციენტმა დაასრულა მკურნალობა, 11 პაციენტმა კი შეწყვიტა ქირურგიული ჩარევის, თერაპიის ცვლილების შედეგად ან სხვა მიზეზების გამო.

ფარმაკოკინეტიკა

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი

კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივი გამოყენება უზრუნველყოფს მის თერაპიულ ეფექტს უშუალოდ მხედველობის ორგანოზე მნიშვნელოვნად დაბალი დოზების დროს და, შესაბამისად, ნაკლები სისტემური ზემოქმედებით. ეს იწვევს თვალშიგა წნევის შემცირებას მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებისთვის დამახასიათებელი ელექტროლიტების დონეების ცვლილებების გარეშე.

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ხანგრძლივი გამოყენებისას დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში II ტიპის კარბოანჰიდრაზასთან შერჩევითი შეკავშირების შედეგად, მაშინ როცა პლაზმაში თავისუფალი პრეპარატის კონცენტრაცია ძალიან დაბალია. დორზოლამიდის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება ერთადერთი N-დესეთილის მეტაბოლიტი, რომელიც საწყის ნივთიერებასთან შედარებით ნაკლებად მოქმედებს II ტიპის კარბოანჰიდრაზაზე, მაგრამ ამავე დროს აინჰიბირებს I ტიპის კარბოანჰიდრაზას (ნაკლებად აქტიური იზოფერმენტი). მეტაბოლიტი ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც უკავშირდება, ძირითადად, I ტიპის კარბოანჰიდრაზას. დორზოლამიდის დაახლოებით 33% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. დორზოლამიდი გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტის და უცვლელი სახით. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ დორზოლამიდი არაერთგვაროვნად გამოიყოფა ერითროციტებიდან, რაც ჯერ იწვევს მისი კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას, შემდეგ კი ელიმინაცია ნელდება. T 1/2 შეადგენს დაახლოებით 4 თვეს.

დორზოლამიდის პერორალურად მიღებისას მაქსიმალური სისტემური ზემოქმედების მოდელირების მიზნით მისი ადგილობრივი გამოყენებისას, სტაბილური მდგომარეობა მიიღწეული იქნა 13 კვირის შემდეგ. ამავდროულად, პლაზმაში ფაქტიურად არ აღმოჩნდა თავისუფალი პრეპარატი ან მისი მეტაბოლიტები. ერითროციტების კარბოანჰიდრაზას დათრგუნვა არასაკმარისი იყო თირკმლის ფუნქციასა და სუნთქვაზე ფარმაკოლოგიური ეფექტის მისაღწევად. მსგავსი ფარმაკოკინეტიკური შედეგები დაფიქსირდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ადგილობრივად ხანგრძლივი გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30-60 მლ/წთ), გამოვლინდა მეტაბოლიტის უფრო მაღალი კონცენტრაციები ერითროციტებში, მაგრამ ამას არ ჰქონდა კლინიკური მნიშვნელობა.

თიმოლოლის მალეატი

თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში შესწავლილი იქნა 6 პაციენტში თიმოლოლის მალეატის ადგილობრივი გამოყენებისას 0,5% თვალის წვეთების სახით 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობამ დილით გამოყენების შემდეგ შეადგინა 0,46 ნგ/მლ, დღისით გამოყენების შემდეგ - 0,35 ნგ/მლ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

დორზასოპტი

სავაჭრო დასახელება

დორზასოპტი, Dorzasopt

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

დორზოლამიდი + თიმოლოლი

Dorzolamide + Timolol

სამკურნალო საშუალების ფორმა

თვალის წვეთები.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

მომატებული თვალშიგა წნევის მკურნალობა ღიაკუთხიანი ან ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორებით მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში.

გამოყენების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

დორზასოპტი ინიშნება თითო წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2-ჯერ დღეში-ღამეში.

სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 10 წუთი.

გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები. მოერიდეთ საწვეთურის წვერის ზედაპირებთან შეხებას, რათა თავიდან აიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაბინძურება. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ოფთალმოლოგიური ხსნარები შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით და გამოიწვიოს თვალის სერიოზული ინფექციური დაზიანებები და, შესაბამისად, მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა.

სამკურნალო საშუალების სისტემური აბსორბციის შეზღუდვის მიზნით რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური სადინრის ოკლუზია ან ქუთუთოების დახურვა 2 წუთის განმავლობაში. შედეგად მცირდება სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი და იზრდება ადგილობრივი ეფექტი.

ბავშვები

ბავშვებში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);
  • ჰიპერქლორემიული აციდოზი;
  • სინუსური ბრადიკარდია;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
  • სინოატრიალური ბლოკადა;
  • II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, რომელიც არ კონტროლდება კარდიოსტიმულატორით;
  • გულის გამოხატული უკმარისობა;
  • კარდიოგენული შოკი;
  • სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, ბრონქული ასთმის ჩათვლით (მათ შორის ანამნეზში);
  • ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ზემოაღნიშნული ეფექტები განპირობებულია პრეპარატის კომპონენტებით და არ არის სპეციფიკური კომბინაციისთვის.

არასასურველი რეაქციები

კლინიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა არასასურველი რეაქციები, დამახასიათებელი მხოლოდ დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციისთვის. არასასურველი რეაქციები მოიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და/ან თიმოლოლის მალეატის უკვე ცნობილ ეფექტებს.

კლინიკური კვლევაში 1035 პაციენტი იღებდა დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციას. პაციენტების დაახლოებით 2.4%-მა შეწყვიტა მკურნალობა თვალის მხრივ ადგილობრივი არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო, დაახლოებით 1.2%-მა ადგილობრივი არასასურველი რეაქციების გამოვლენის გამო, რაც მიუთითებს ალერგიაზე ან ჰიპერმგრძნობელობაზე (მაგალითად, ქუთუთოების ანთება და კონიუნქტივიტი).

ადგილობრივი გამოყენებისას ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორები შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარება. ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას.

მთლიანობაში სისტემური არასასურველი ეფექტები იყო სუსტად გამოხატული და არ მოითხოვდა პრეპარატის მოხსნას.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია ** (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

ცნობილია დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის შემდეგი შესაძლო არასასურველი რეაქციები:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, ანაფილაქსია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - წვა და ჩხვლეტა თვალებში; ხშირად - კონიუნქტივალური ინექცია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რქოვანას ეროზია, თვალის ქავილი, ცრემლდენა.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხშირად - სინუსიტი; იშვიათად - ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - დისგევზია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - შარდკენჭოვანი დაავადება.

ცნობილია პრეპარატის კომპონენტების შემდეგი შესაძლო არასასურველი რეაქციები:

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი:

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; იშვიათად - თავბრუსხვევა*, პარესთეზია*.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - ქუთუთოს ანთება*, ქუთუთოს გაღიზიანება*; არახშირად - ირიდოციკლიტი*; იშვიათად - გაღიზიანება, მათ შორის სიწითლე*, ტკივილი* და ქუთუთოს აქერცვლა*, გარდამავალი მიოპია (ქრებ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ), რქოვანას შეშუპება*, თვალის ჰიპოტონია*, თვალის ქოროიდული გარსის აშრევება (ქირურგიული ჩარევის შემდეგ)*; სიხშირე უცნობია - უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პალპიტაცია, ტაქიკარდია.

სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერტენზია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ცხვირიდან სისხლდენა*; სიხშირე უცნობია - დისპნოე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა*; იშვიათად - ხახის გაღიზიანება, პირის სიმშრალე*.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი*.

ზოგადი დარღვევები: ხშირად - ასთენია / დაღლილობა*.

თიმოლოლის მალეატი:

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ლოკალური და გენერალიზებული გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები; სიხშირე უცნობია - ქავილი.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოგლიკემია.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - დეპრესია*; იშვიათად - უძილობა*, კოშმარები*, მეხსიერების დაკარგვა; სიხშირე უცნობია - ჰალუცინაციები.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი*; არახშირად - თავბრუსხვევა*, გონების დაკარგვა*; იშვიათად - პარესთეზიები*, მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება, ლიბიდოს დაქვეითება*, ცერებროვასკულური დარღვევები*, ცერებრალური იშემია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად - თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომები, მათ შორის ბლეფარიტი*, კერატიტი*, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება და თვალების სიმშრალე*; არახშირად - მხედველობის დარღვევა, მათ შორის თვალის რეფრაქციული უნარის ცვლილებები (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიკების მოხსნის გამო)*; იშვიათად - ფტოზი, დიპლოპია, თვალის ქოროიდული გარსის აშრევება ქირურგიული ჩარევის შემდეგ*; სიხშირე უცნობია - ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რქოვანას ეროზია.

სმენის ორგანოს მხრივ: იშვიათად - შუილი ყურებში*.

გულის მხრივ: არახშირად - ბრადიკარდია*; იშვიათად - ტკივილი გულმკერდის არეში*, პალპიტაცია*, შეშუპება*, არითმია*, გულის შეგუბებითი უკმარისობა*, გულის გაჩერება*, გულის ბლოკადა *; სიხშირე უცნობია - ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა.

სისხლძარღვების მხრივ: იშვიათად - ჰიპოტენზია*, გარდამავალი სიკოჭლე, რეინოს სინდრომი*, ხელების და ტერფების ტემპერატურის დაქვეითება*.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: არახშირად - დისპნოე*; იშვიათად - ბრონქოსპაზმი (ძირითადად ბრონქოსპასტიური პათოლოგიის მქონე პაციენტებში)*, სუნთქვის დარღვევა, ხველა*.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - გულისრევა*, დისპეფსია*; იშვიათად - დიარეა, პირის სიმშრალე*; სიხშირე უცნობია - დისგევზია, მუცლის ტკივილი, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ალოპეცია*, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება*; სიხშირე უცნობია - გამონაყარი კანზე.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - სისტემური წითელი მგლურა; სიხშირე უცნობია - მიალგია.

სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: იშვიათად - პეირონის დაავადება*, ლიბიდოს დაქვეითება; სიხშირე უცნობია - სქესობრივი დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები: არახშირად - ასთენია / დაღლილობა*.

  • ეს არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის პოსტმარკეტინგულ კვლევებში.
  • * დამატებითი არასასურველი რეაქციები დაფიქსირდა ოფთალმოლოგიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას და პოტენციურად შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ დორზასოპტის გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

გულ-სისხლძარღვთა / რესპირატორული რეაქციები

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, დორზასოპტი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორები (თიმოლოლი) იწვევენ გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და სხვა სისტემების მხრივ არასასურველ რეაქციებს ისევე, როგორც სისტემური გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორები. თვალის წვეთებით გამოწვეული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ბეტა-ბლოკატორების სისტემური გამოყენებისას. სისტემური აბსორბციის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

დარღვევები გულის მხრივ

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა) და ჰიპოტონიის მქონე პაციენტებში საჭიროა ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის აუცილებლობის შეფასება და სხვა აქტიური ნივთიერებებით მკურნალობის შესაძლებლობის განხილვა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები ექვემდებარებიან მკაცრ ზედამხედველობას, ამ დაავადების გაუარესებისა და გვერდითი რეაქციების განვითარების ალბათობის გამო.

გულის I ხარისხის ბლოკადის მქონე პაციენტებში ბეტა-ადრებლოკატორები ინიშნება სიფრთხილით, იმპულსის გატარების დროზე მათი ნეგატიური ზეგავლენის გამო.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებით დაავადებულ პაციენტებში (რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში, ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენების ფონზე, აღწერილია რესპირატორული რეაქციების შემთხვევები, მათ შორის ბრონქოსპაზმი ლეტალური დასასრულით.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს პრეპარატი დორზასოპტი ინიშნება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სავარაუდო სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, დორზასოპტის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

ალერგია და ჰიპერმგრძნობელობა

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, დორზასოპტი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. დორზოლამიდი, სულფონამიდების მსგავსად, შეიცავს სულფონამიდურ ჯგუფს. ამრიგად, სულფონამიდების სისტემური გამოყენების დროს გამოვლენილი არასასურველი რეაქციები შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ჰიპერმგრძნობელობის ან მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი არასასურველი რეაქციები მხედველობის ორგანოს მხრივ, რომელიც დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთებით გამოწვეული რეაქციების მსგავსია. ასეთი რეაქციების აღნიშვნისას დგება საკითხი დორზასოპტის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის დროს პაციენტებში ატოპიით ან სხვადასხვა ალერგენებზე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციებით ანამნეზში, შესაძლებელია იმუნური პასუხის გაძლიერება ამ ალერგენებთან განმეორებით კონტაქტის დროს. პაციენტთა ამ ჯგუფში ეპინეფრინის მიღება სტანდარტული თერაპიული დოზით, რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების კუპირებისათვის, შეიძლება არაეფექტური იყოს.

თანხმლები თერაპია

თიმოლოლის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს, აუცილებელად გასათვალისწინებელია პრეპარატების ფარმაკოლოგიური მოქმედების შესაძლო ურთიერთგაძლიერება, როგორც ბეტა-ადრენობლოკატორების ცნობილ სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში, ასევე თვალშიგა წნევის შემცირებასთან დაკავშირებით. ასეთი პაციენტების მკურნალობაზე საჭიროა სათანადო დაკვირვება.

არ არის რეკომენდებული დორზასოპტის კომბინირებული გამოყენება სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებთან.

არ არის რეკომენდირებული დორზოლამიდის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება.

მკურნალობის შეწყვეტა

თუ საჭიროა თიმოლოლით მკურნალობის მოხსნა, ისევე როგორც სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში თერაპიის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს თანდათანობით.

ბეტა-ადრენობლოკატორების დამატებითი ეფექტები

ჰიპოგლიკემია / დიაბეტი

ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით ინიშნება სპონტანური ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილ ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის ლაბილური მიმდინარეობით), რადგან ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნებისა და სიმპტომების შენიღბვა.

ბეტა-ადრენობლოკატორებს ასევე შეუძლიათ ჰიპერთირეოზის ნიშნების შენიღბვა. ბეტა-ადრენობლოკატორების მიღების სწრაფად მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.

დარღვევები რქოვანას მხრივ

ოფთალმოლოგიურმა ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის სიმშრალე.

რქოვანას დარღვევების მქონე პაციენტებს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.

ანესთეზია ქირურგიაში

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია ბეტა-აგონისტების, მაგ. ადრენალინის სისტემური ეფექტის ბლოკირება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, თუ პაციენტი დორზასოპტს იყენებს.

ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიასთენიის სიმპტომების გაძლიერება.

შარდ-კენჭოვანი დაავადება

სისტემური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა და თან ახდლეს უროლითიაზი, განსაკუთრებით პაციენტებში შარდ-კენჭოვანი დაავადებით ანამნეზში. დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის გამოყენების დროს მსგავსი დარღვევები არ აღინიშნებოდა, უროლითიაზის შესახებ შეტყობინებები იშვიათი იყო.

რადგანაც პრეპარატის შემადგენლობაში შედის კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას შეიწოვება სისტემურად და აღწევს სისხლის მიმოქცევაში, დორზასოპტით მკურნალობის დროს უროლითიაზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ შარდ-კენჭოვანი დაავადება.

სხვა ეფექტები

მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში, გარდა თვალშიგა წნევის დამწევი საშუალებებისა, საჭიროა სხვა თერაპიული ღონისძიებების ჩატარებაც. პრეპარატ დორზასოპტის მოქმედების შესახებ კვლევა მწვავე დახურულკუთხიანი გლაუკომის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

დორზოლამიდის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რქოვანას შეშუპება და ენდოთელიუმის შეუქცევადი დეკომპენსაცია პაციენტებში რქოვანას ქრონიკული დეფექტებით და/ან თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. დორზასოპტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტების ამ ჯგუფებში.

არსებობს მონაცემები თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევების შესახებ პრეპარატებით მკურნალობისას, რომლებიც თრგუნავენ წყალწყალა ნამის წარმოქმნას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი), ფილტრაციული ჩარავების შემდეგ.

ისევე, როგორც გლაუკომის სამკურნალო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა პასუხის შემცირება თიმოლოლის მალეატზე, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.

მაგრამ კლინიკურ კვლევებში, რომლის დროსაც 164 პაციენტი იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, წნევის სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ არ აღნიშნულა თვალშიგა წნევის საშუალო მაჩვენებლიდან მნიშვნელოვანი გადახრა.

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, „მშრალი თვალის“ სიმპტომები, დაარღვიოს საცრემლე აპკის მთლიანობას და დააზიანოს რქოვანა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია „მშრალი თვალის“ სინდრომის და რქოვანას დაზიანებების მქონე პაციენტებზე სათანადო დაკვირვება.

კონტაქტური ლინზების გამოყენება

პრეპარატ დორზასოპტის შემადგენლობაში შედის კონსერვანტი ბენზალკონიუმის ქლორიდი (პრეპარატის 1 მლ შეიცავს 0,075 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს). პრეპარატის გამოყენებამდე ლინზები უნდა მოიხსნას და მათი ჩასმა შეიძლება პრეპარატის გამოყენებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება ფერი შეუცვალოს რბილ კონტაქტურ ლინზებს.

ბავშვები

იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კვლევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. ისეთმა გვერდითმა რეაქციებმა, როგორიცაა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ზოგიერთი პაციენტის ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან უშაობის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

არ არის რეკომენდებული დორზასტოპის გამოყენება ორსულობის დროს.

დორზოლამიდი

არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ორსულობაზე გავლენის შესახებ. კურდღლებში დორზოლამიდი ახდენდა ტერატოგენულ ეფექტს ისეთ დოზებში, რომლებიც ტოქსიურია დედის ორგანიზმისთვის.

თიმოლოლი

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში თიმოლოლის გამოყენების შესახებ.

ორსულობის დროს თიმოლოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს. სისტემური შეწოვის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა ბეტა-ბლოკატორების გავლენა ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარებაზე (ტერატოგენული მოქმედება), მაგრამ აჩვენა ნაყოფის ზრდის შეფერხება პრეპარატის პერორალური გამოყენებისას. ახალშობილებში დაფიქსირდა ისეთი ნიშნები და სიმპტომები როგორიცაა ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ჰიპოგლიკემია, თუ ბეტა-ბლოკატორები გამოიყენებოდა მშობიარობამდე პერიოდში.

მშობიარობამდე პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის მონიტორინგი სიცოცხლის პირველ დღეებში.

ლაქტაცია

უცნობია აღწევს თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. ვირთაგვებში ლაქტაციის დროს დორზოლამიდს გამოყენებისას აღინიშნა ნაშიერის სხეულის მასის დაქვეითება. ბეტა-ბლოკატორები გამოიყოფა დედის რძით. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა დორზასოპტი იმ რაოდენობით მოხვდეს დედის რძეში, რომ გამოიწვიოს ახალშობილებში ბეტა-ბლოკადის კლინიკური სიმპტომების განვითარება. სისტემური შეწოვის შესამცირებლად იხილეთ ნაწილი “გამოყენების წესი და დოზირება”.

ლაქატაციის პერიოდში დორზასოპტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დორზოლამიდი/თიმოლოლის კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში პრეპარატი არასასურველი ურთიერთქმედების ნიშნების გარეშე გამოიყენებოდა შემდეგ სისტემური მოქმედების სამკურნალო საშუალებებთან: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, კალციუმის არხის ბლოკატორები, შარდმდენი (დიურეზული) საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, და ჰორმონები (მაგალითად, ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

მიუხედავად ამისა, არსებობს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერების და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების შესაძლებლობა თიმოლოლის მალეატის და სისტემური კალციუმის არხის ბლოკატორების, კატექოლამინ-დამშლელი საშუალებების, ბეტა-ადრენობლოკატორების, ანტიარითმიული საშუალებების (მათ შორის ამიოდარონის), საგულე გლიკოზიდების, პარასიმპათომიმეტიკების, ოპიოიდური ანალგეტიკების და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო-ს) ერთდროულად გამოყენებისას.

თიმოლოლისა და CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორების (მაგალითად, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) კომბინირებული გამოყენებისას, იყო შეტყობინებები ბეტა-ადრენორეცეპტორების სისტემური ბლოკადის ეფექტის პოტენცირების შესახებ (მაგალითად, გულის შეკუმშვათა სიხშირის დაქვეითება, დეპრესია).

მიუხედავად იმისა, რომ დორზასოპტით მონოთერაპიის დროს გუგაზე ზეგავლენა მინიმალურია ან არარსებობს, არის აღწერილი მიდრიაზის განვითარების ერთეული შემთხვევები თიმოლოლის მალეატისა და ადრენალინის (ეპინეფრინის) ერთობლივი გამოყენებისას.

სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ ანტიდიაბეტური პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ჰიპერტენზია, რაც წარმოადგენს კლონიდინის მოხსნის ეფექტს.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები დორზასოპტის შემთხვევითი ან განზრახ ჭარბი დოზირების შესახებ.

სიმპტომები

აღწერილია შემთხვევები თვალის წვეთების ფორმით თიმოლოლის მალეატის უნებლიე ჭარბი დოზირების შესახებ, სისტემური გამოყენებისთვის ბეტა-ადრენობლოკატორების ჭარბი დოზირების სისტემური ეფექტების განვითარებით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულის გაჩერება.

დორზოლამიდის დოზის გადაჭარბების ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომებია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აციდოზის განვითარება, შესაძლო არასასურველი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ ადამიანებში დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევითი ან განზრახ გადაყლაპვის შემთხვევაში. შიგნით მიღებისას იყო შეტყობინებები ძილიანობის შესახებ. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დარეგისტრირებული იყო შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დისფაგია.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. აუცილებელია ელექტროლიტების (პირველ რიგში, კალიუმის) დონის და სისხლის პლაზმის PH-ის კონტროლი. თიმოლოლი არ გამოიყოფა დიალიზის დროს.

გამოშვების ფორმა

5 მლ-იანი თვალის წვეთები თეთრ პოლიეთილენის ფლაკონში თეთრი პოლიეთილენის საცობი-საწვეთურით, თეთრი ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.“, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა