პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დექსალგინი

Dexalgin®

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

დექსალგინი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, მაგალითად, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეის), კბილის ტკივილის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
Laboratorios Menarini S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-044186
რეგისტრირებულია
23 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადექსალგინი და სხვა წამალი ერთად

დექსალგინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დექსალგინი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს.

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, მაგალითად, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეის), კბილის ტკივილის დროს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

ტაბლეტების გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად, თუ გატეხავთ გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ზოგადად, ჩვეულებრივ რეკომენდებულია ნახევარი ტაბლეტის (12.5 მგ) მიღება ყოველ 4-6 საათში ან 1 ტაბლეტის (25 მგ) მიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა. ექიმი გეტყვით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში და რა დროის განმავლობაში. ამ სამკურნალო საშუალების თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია თქვენი ტკივილის ტიპზე, სიძლიერეზე და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ დარღვევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში მოცემული პრეპარატის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზაროს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ).

თუ თქვენი ტკივილი ძლიერია და გსურთ მისი სწრაფი შემსუბუქება, ტაბლეტები მიიღეთ მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო ადვილად შეიწოვება (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად“).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი).

თუ მიიღეთ დექსალგინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3-ის „როგორ მივიღოთ დექსალგინი“ შესაბამისად).

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში).

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს.

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან წყლულის პერფორაცია.

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა).

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას.

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები;

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

დექსალგინის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (არტერიული ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება.

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით; ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსალგინი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკის მცირედით გაზრდასთან. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ხართ ხანდაზმული: უფრო მაღალია გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4). მათგან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი (მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციის გამოკვლევების ჩატარებისას).

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა.

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით).

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ.

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“.

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა ასპირინი, ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც, შესაძლებელია დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას).

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსკეტოპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, მისმა მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე.

თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს რეკომენდებულია ამ პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.

კოუნისის სინდრომი

ალერგიული რეაქციის ნიშნები ამ პრეპარატზე, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი, დაფიქსირებულია დექსკეტოპროფენის გამოყენებისას.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ პრეპარატის გამოყენების კვლევები არ არის ჩატარებული. შესაბამისად, უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და არ შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინთან ერთად იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქნას;

ლითიუმი, გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევის სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით (15 მგ კვირაში);

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტისთვის (ორსულობის შეწყვეტისთვის);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად;

ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს, რადგან ეს ხელს უწყობს კუჭის ან ნაწლავების მხრივ გვერდითი ეფექტების შემცირებას. თუმცა, თუ მწვავე ტკივილი გაწუხებთ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედება იწყება უფრო სწრაფად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გაახანგრძლივოს ის.

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დექსალგინის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით. ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა. თუ შენიშნავთ მსგავს ეფექტს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, რომელიც ძირითადად ვლინდება მუცლის ზედა არეში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს

ანაფილაქსიური რეაქცია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების არეში ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსალგინი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, წყლულის პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, კუპრისებრი განავალის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, ასევე კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომატიკა ცნობილი არ არის. ანალოგიური სამკურნალო საშუალებები იწვევს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნერვული სისტემის (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) მხრივ.

შემთხვევით ან ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. მოზრდილის ან ბავშვის მიერ 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ერთი საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის პერორალურად მიღება.

ორგანიზმიდან დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოყოფა შეიძლება დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

დექსალგინის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს.

სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, გლიცერინის დისტეარატი.

აპკიანი გარსი: მშრალი ლაქი, რომელიც შეიცავს ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს, მაკროგოლს 6000, პროპილენგლიკოლს.

დექსალგინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

დექსალგინი გამოდის შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 4, 10, 20, 30, 50 და 500 ტაბლეტით.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პვქ-ალუმინის ბლისტერი: შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. სინათლის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით ბლისტერული შეფუთვები შეინახეთ გარე მუყაოს შეფუთვაში.

ალუმინი-ალუმინის ბლისტერი: მოცემული სამკურნალო საშუალების შენახვისას განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი საჭირო არ არის.

ვარგისობის ვადა:

დექსკეტოპროფენის ტაბლეტები შეფუთული გაუმჭვირვალე პვქ//ალუმინის ბლისტერში - 24 თვე;

დექსკეტოპროფენის ტაბლეტები შეფუთული პა/ალუმინის/პვქ//ალუმინის (ალუმინი/ალუმინი) ბლისტერში - 36 თვე.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE17

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი წარმოადგენს (S)-(+)-2-(3-ბენზოილფენილი)პროპიონის მჟავას ტრომეტამინის მარილს. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (M01AE).

მოქმედების მექანიზმი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ციკლოოქსიგენაზას მონაწილეობით მიმდინარე რეაქციების დათრგუნვის ხარჯზე. კერძოდ, აასს აინჰიბირებს არაქიდონის მჟავას გარდაქმნას ციკლურ ენდოპეროქსიდად PGG2 და PGH2, რომლიდანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE2, PGF2α, PGD2 და ასევე პროსტაციკლინი PGI2 და თრომბოქსანები (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ანთების სხვა მედიატორებზე, მაგალითად, კინინებზე, და პირდაპირ მოქმედებასთან დამატებით ახდენს არაპირდაპირ მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ნაჩვენებია, რომ ლაბორატორიულ ცხოველებში და ადამიანში დექსკეტოპროფენი არის ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის ინჰიბიტორი.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია დექსკეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური აქტივობა. ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დადგა შეყვანიდან 30 წუთში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-6 საათი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შიგნით მიღების შემდეგ ადამიანში Cmax მნიშვნელობა მიიღწევა 30 წუთში (დიაპაზონი შეადგენს 15-დან 60 წუთს).

საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება, მაგრამ დექსკეტოპროფენის Cmax მცირდება, ხოლო მისი შეწოვის სიჩქარე ეცემა (იზრდება tmax).

განაწილება

დექსკეტოპროფენის ნახევარგანაწილების და ნახევარგამოყოფის პერიოდების მნიშვნელობები შეადგენს შესაბამისად 0.35 და 1.65 საათს. პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით (99%) სხვა პრეპარატების ანალოგიურად, ამ პრეპარატის განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 0.25 ლ/კგ ნაკლებს.

პრეპარატის მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევებით ნაჩვენებია, რომ AUC მნიშვნელობა ბოლო შეყვანის შემდეგ არ განსხვავდება ერთჯერადი დოზის შემდეგ მიღებული მაჩვენებლებისგან, რაც მიუთითებს მოქმედი ნივთიერების კუმულაციის არარსებობაზე.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შეყვანის შემდეგ შარდში ვლინდება მხოლოდ S-(+)-ენანთიომერი, რაც მოწმობს ადამიანში R-(-)-ენანთიომერად პრეპარატის ტრანსფორმაციის არარსებობას.

დექსკეტოპროფენის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს კონიუგაცია გლუკურონის მჟავასთან და შემდგომი გამოყოფა თირკმელებიდან.

  • 3 წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების თვალსაზრისით

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და იმუნოფარმაკოლოგიის კვლევების სტანდარტული კვლევების არაკლინიკური მონაცემებით განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის არ გამოვლენილა. თაგვებსა და მაიმუნებში ქრონიკული ტოქსიკურობის შესწავლით შესაძლებელი გახდა აღნიშნული არასასურველი მოვლენების არარსებობის დონის განსაზღვრა (NOAEL) დოზით, რომელიც ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 2-ჯერ მეტია. მაიმუნებში პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანისას ძირითად არასასურველ ეფექტს წარმოადგენდა სისხლი განავალში, სხეულის მასის მატების შემცირება, ხოლო ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ეროზიების გამოვლენა. ეს ეფექტები გამოვლინდა დოზებისას, რომლის შემთხვევაშიც პრეპარატის ზემოქმედება 14-18-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზებისას.

ცხოველებში კანცეროგენული პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.

როგორც დადგენილია აასს-ის სრული ფარმაკოლოგიური კლასისთვის, დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს ცხოველების მოდელებში შეუძლია გამოიწვიოს ემბრიონისა და ნაყოფის გადარჩენის მაჩვენებლის შეცვლა, როგორც არაპირდაპირ, დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ტოქსიკური ზემოქმედების ხარჯზე, ასევე პირდაპირ, ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი გავლენის ხარჯზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დექსალგინი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 25 მგ

დექსკეტოპროფენი

ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ინსტრუქციაში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. მე-4 ნაწილი.

მიმართეთ ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს დექსალგინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დექსალგინის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ დექსალგინი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დექსალგინის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს დექსალგინი და რისთვის გამოიყენება

დექსალგინი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს.

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, მაგალითად, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეის), კბილის ტკივილის დროს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

2 რა უნდა იცოდეთ დექსალგინის მიღებამდე

არ მიიღოთ დექსალგინი

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში).

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს.

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან წყლულის პერფორაცია.

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა).

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას.

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი).

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები;

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დექსალგინის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (არტერიული ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება.

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით; ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დექსალგინი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკის მცირედით გაზრდასთან. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ ხართ ხანდაზმული: უფრო მაღალია გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4). მათგან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი (მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციის გამოკვლევების ჩატარებისას).

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა.

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით).

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება).

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ.

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“.

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა ასპირინი, ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც, შესაძლებელია დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას).

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსკეტოპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, მისმა მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე.

თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჩუტყვავილას დროს რეკომენდებულია ამ პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.

კოუნისის სინდრომი

ალერგიული რეაქციის ნიშნები ამ პრეპარატზე, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი, დაფიქსირებულია დექსკეტოპროფენის გამოყენებისას.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ პრეპარატის გამოყენების კვლევები არ არის ჩატარებული. შესაბამისად, უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და არ შეიძლება მისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და დექსალგინი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინთან ერთად იყენებთ ან იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები;

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქნას;

ლითიუმი, გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევის სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი) მაღალი დოზებით (15 მგ კვირაში);

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს;

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენი საშუალებები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს;

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტისთვის (ორსულობის შეწყვეტისთვის);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები;

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად;

ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტაბლეტები მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს, რადგან ეს ხელს უწყობს კუჭის ან ნაწლავების მხრივ გვერდითი ეფექტების შემცირებას. თუმცა, თუ მწვავე ტკივილი გაწუხებთ, ტაბლეტები უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე, რადგან ამ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედება იწყება უფრო სწრაფად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გაახანგრძლივოს ის.

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დექსალგინის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას ან რომლებსაც უტარდებათ გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით. ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა. თუ შენიშნავთ მსგავს ეფექტს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების 1 ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მივიღოთ დექსალგინი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

ტაბლეტების გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად, თუ გატეხავთ გამყოფი ხაზის გასწვრივ.

ზოგადად, ჩვეულებრივ რეკომენდებულია ნახევარი ტაბლეტის (12.5 მგ) მიღება ყოველ 4-6 საათში ან 1 ტაბლეტის (25 მგ) მიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა. ექიმი გეტყვით, რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დღეში და რა დროის განმავლობაში. ამ სამკურნალო საშუალების თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია თქვენი ტკივილის ტიპზე, სიძლიერეზე და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ დარღვევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში მოცემული პრეპარატის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზაროს ზოგადად რეკომენდებულ დოზამდე (75 მგ).

თუ თქვენი ტკივილი ძლიერია და გსურთ მისი სწრაფი შემსუბუქება, ტაბლეტები მიიღეთ მშიერ კუჭზე (საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე), რადგან ამ შემთხვევაში ის უფრო ადვილად შეიწოვება (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად“).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი).

თუ მიიღეთ დექსალგინის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3-ის „როგორ მივიღოთ დექსალგინი“ შესაბამისად).

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი ეფექტები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, რომელიც ძირითადად ვლინდება მუცლის ზედა არეში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 ადამიანს

ანაფილაქსიური რეაქცია (მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების არეში ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსალგინი, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, წყლულის პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, კუპრისებრი განავალის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, ასევე კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავების შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნა კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად – აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • დექსალგინის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პვქ-ალუმინის ბლისტერი: შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. სინათლის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით ბლისტერული შეფუთვები შეინახეთ გარე მუყაოს შეფუთვაში.

ალუმინი-ალუმინის ბლისტერი: მოცემული სამკურნალო საშუალების შენახვისას განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი საჭირო არ არის.

ვარგისობის ვადა:

დექსკეტოპროფენის ტაბლეტები შეფუთული გაუმჭვირვალე პვქ//ალუმინის ბლისტერში - 24 თვე;

დექსკეტოპროფენის ტაბლეტები შეფუთული პა/ალუმინის/პვქ//ალუმინის (ალუმინი/ალუმინი) ბლისტერში - 36 თვე.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

დექსალგინის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით). აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს.

სხვა კომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი, გლიცერინის დისტეარატი.

აპკიანი გარსი: მშრალი ლაქი, რომელიც შეიცავს ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს, მაკროგოლს 6000, პროპილენგლიკოლს.

დექსალგინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით.

დექსალგინი გამოდის შეფუთვებში აპკიანი გარსით დაფარული 4, 10, 20, 30, 50 და 500 ტაბლეტით.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

დე ლა გარეს გამზირი 1,

1611 ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

მწარმოებელი:

ა. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიკს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.

ვია კამპო დი პილე

67100 ლ’აკვილა, იტალია

ან

ლაბორატორიოს მენარინი ს.ა.

ალფონსო XII ქუჩა, 587

08918 ბადალონა (ბარსელონა)

ესპანეთი

უფლებამოსილი წარმომადგენელი:

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია

მოცემული ინსტრუქციის ბოლო რედაქტირების თარიღი: 07.2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა