პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

გროტი 50მგ/2მლ საინექციო ხსნარი

GROT 50mg/2mL Solution for Injection

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

გროტი არის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) (ანთების საწინააღმდეგო). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №6
მწარმოებელი
Idol Ilac Dolum San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-040577
რეგისტრირებულია
26 მარტი 2024, მოქმედებს 26 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Helba Ilac Ic ve Dis San. Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგროტი 50მგ/2მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

გროტი 50მგ/2მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გროტი არის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) (ანთების საწინააღმდეგო).

იგი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის (სახსრების დაზიანება და კალციფიკაცია), რევმატოიდული ართრიტის (სახსრის ანთებითი დაავადება) და მაანკილოზებელი სპონდილიტის (ძირითადად გამოხატულია ხერხემლის სახსრების შებოჭილობა, მტკივნეული პროგრესირებადი დაავადება), ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტის (პოდაგრის დაავადებასთან დაკავშირებული სახსრების მტკივნეული ანთება), ჩონჩხკუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილების (მაგ. წელის ტკივილი), პოსტოპერაციული ტკივილის (ტკივილი ოპერაციის შემდეგ), დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუალური ციკლი) და თირკმლის კოლიკას (თირკმლის მწვავე ტკივილი) სამკურნალოდ.

გროტი შეიცავს 50 მგ დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლს) და ხელმისაწვდომია შეფუთვაში 6 ამპულით. თითო ამპულა შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარს.

მიღების წესი და დოზირება

შესაფერისი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის მიიღეთ გროტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი ექიმი გეტყვით რა არის გროტი-ს დოზა, რომელიც გჭირდებათ თქვენი სიმპტომების ტიპის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით. რეკომენდებული დოზა ზოგადად არის 1 ამპულა (50 მგ) გროტი ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ინექცია შეიძლება განმეორდეს 6 საათის შემდეგ. არ გადააჭარბოთ მთლიანი დღიური დოზა 150 მგ გროტი (3 ამპულა) ნებისმიერ შემთხვევაში.

გამოიყენეთ საინექციო მკურნალობა მხოლოდ მწვავე პერიოდში (ანუ არ გამოიყენოთ ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში). შეძლებისდაგვარად გადადით პერორალურ ტკივილგამაყუჩებელზე.

მიღების წესი და მეთოდი:

გროტი შეიძლება შეყვანილი იყოს ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით (ინტრავენური ინექციის ტექნიკური დეტალები მოცემულია პუნქტებში „შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალისთვის, რომელიც მიიღებს ამ მედიკამენტს“).

გროტი-ს შეყვანისას ინტრამუსკულარულად, ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე, კუნთში ღრმად ნელი ინექციის გზით. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

გროტი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე). ამიტომ, გროტი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში :

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულებში გროტი-ს საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა).

გამოყენების სპეციალური პირობები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში გროტი-ს საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა).

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ გროტი-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ გროტი-ს:

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ გროტი-ს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ წამლის შეფუთვა ან ფურცელი.

თუ დაგავიწყდათ გროტი-ს მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მიიღეთ რეგულარული დოზა ჩვეულ დროს (მე-3 ნაწილის მიხედვით „როგორ მივიღოთ გროტი“)

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ,

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლზე ან გროტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე;
  • ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
  • გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი ხანმოკლე პერიოდი), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), სახის და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (შეშუპებული სახე, თვალები, ტუჩები ან ენა, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდის არეში ხიხინი, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
  • თქვენ გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (სიწითლის და/და ბუშტუკების განსაკუთრებული ფორმა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ კანზე) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) ან ფიბრატების (წამლები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის შესამცირებლად) მიღებისას;
  • გაქვთ პეპტიური წყლული (კუჭ-ნაწლავის დაზიანება) ან კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან თუ წარსულში გქონიათ ეს წყლული;
  • გქონიათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) გამო ან თუ გქონიათ ასეთი ჩივილები;
  • გაქვთ საჭმლის მომნელებელი ქრონიკული პრობლემები (მაგ. საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);
  • გაქვთ ნაწლავის დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
  • გაქვთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმელების საშუალო ან მძიმე ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ სისხლდენის ან სისხლის შედედების დარღვევა;
  • ღებინების, ფაღარათის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (დაკარგეთ დიდი რაოდენობით სითხე);
  • ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებაზე;
  • ქირურგიული ჩარევის წინ, ან მის შემდეგ ტკივილის მკურნალობისას კორონარული არტერიის ქირურგიის შემთხვევაში (კორონარული არტერიის შემოვლითი ტრანსპლანტანტი).

ფრთხილად გამოიყენეთ გროტი შემდეგ პირობებში

თუ,

  • წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • გაქვთ ან ადრე გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სხვა პრობლემები;
  • თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ. პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (SSRI ტიპის, მაგ. სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები), ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი ან საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა; ასეთ შემთხვევებში გროტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს, მიიღოთ დამატებითი წამალი კუჭის დასაცავად (მაგ. მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს კუჭის მჟავას გამომუშავებას).
  • გაქვთ გულის პრობლემები, წინა ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ პირობების რისკის ქვეშ გქონდეთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა GROT, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირე გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მეტად განიცადოთ გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4). თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოხდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თუ გაწუხებთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიის პრობლემები წარსულში;
  • თუ გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ამ პრობლემისგან;
  • თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაწუხებთ ცუდი ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ. გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);
  • თუ გაქვთ ნაყოფიერების პრობლემები (GROT შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ იგი თუ გეგმავთ დაორსულებას ან ატარებთ ნაყოფიერების ტესტებს);
  • თუ ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
  • თუ გაწუხებთ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა;
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე გავრცელებული აქერცვლა) ან შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე);
  • თუ გაწუხებთ ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების გამო, რადგან თქვენ გაქვთ ალერგიის მაღალი რისკი აცეტილსალიცილის მჟავაზე და/ან არასტეროიდულ საშუალებებზე, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
  • თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ჩუტყვავილა), რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, როგორიცაა სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება ან პერფორაცია. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, გაფრთხილებით ან მის გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელიმე ეს გაფრთხილება მოქმედებს, თუნდაც წარსულში ნებისმიერ პერიოდში.

გროტი საკვებთან და სასმელთან ერთად

სიფრთხილის ზომები

როგორ მივიღით გროტი

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ გროტი-ს გარდა იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს. არსებობს ზოგიერთი მედიკამენტი, რომელთა თანმხლები მიღება არ შეიძლება ან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია ერთად მიღებისას.

არასასურველი რეკომენდაციები:

  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები (კორტიზონი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
  • ლითიუმი, რომელიც გამოიყენება გუნება-განწყობილების გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ
  • მეტოტრექსატი, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (ხანგრძლივი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და დეფორმაციას) და კიბოს სამკურნალოდ
  • ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს
  • სულფამეთოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (მიკრობული დაავადება იწვევს ანთებას).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:

  • აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს
  • პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ (ვენური დაზიანებები)
  • ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (გენტამინი, ამიკაცინი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
  • ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, გამოიყენება დიაბეტის დროს.

კომბინაციები, რომლებიც ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

  • ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს
  • ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოთა გადანერგვისას
  • სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების დასაშლელად
  • პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ
  • დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ
  • მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები (SSRIs)
  • თრომბოციტების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის შესამცირებლად (სისხლის თრომბოციტების დაგროვება) და სისხლის შედედების წარმოქმნის მიზნით

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ გროტი ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს.

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ. თუ გეგმავთ დაორსულებას, გროტი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან არიან ორსულად, არ უნდა გამოიყენონ გროტი. ორსულობის ნებისმიერ დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ მეძუძური დედა, არ მიიღოთ გროტი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გროტი-მ შეიძლება ოდნავ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე, თავბრუსხვევის ან ძილიანობის შესაძლებლობის გამო, როგორც მკურნალობის გვერდითი ეფექტი. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ მკურნალ ექიმს რჩევისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გროტი-ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

გროტი-ს ერთი ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს ერთ დოზაზე, რომელიც 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის ექვივალენტურია. ეს შეიძლება იყოს საზიანო მათთვის, ვისაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება აქვს. ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „ის არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, გროტი-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება და ასევე შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები გროტი-ს ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ გროტ-ის მიღება და აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:

  • ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი)
  • კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება (სტივენს ჯონსონის და ლაიელის სინდრომები)
  • სახის შეშუპება ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიოედემა)

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო (ბრონქოსპაზმი)

შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა ისინი. ეს ცხრილი გვიჩვენებს პაციენტთა პროპორციას, რომლებსაც შეიძლება განიცადონ გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტზე

ხშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

არახშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

იშვიათი

შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

ძალიან იშიათი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 პაციენტზე.

უცნობი

არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • გულისრევა და/ან ღებინება
  • ტკივილი ინექციის ადგილზე
  • რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ანთება, სისხლჩაქცევა ან სიწითლე (სისხლდენა)

არახშირი გვერდითი მოვლენები:

  • სისხლიანი პირღებინება
  • დაბალი წნევა
  • ცხელება
  • მხედველობის დაბინდვა
  • თავბრუსხვევა
  • ძილიანობა
  • ძილის დარღვევა
  • თავის ტკივილი
  • ანემია
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • საჭმლის მონელების დარღვევები
  • ფაღარათი
  • პირის სიმშრალე
  • ალები
  • გამონაყარი
  • დერმატიტი
  • ქავილი
  • მომატებუბლი ოფლიანობა
  • დაღლილობა
  • ტკივილი
  • სიცივის შეგრძნება

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია პეპტიური წყლულის გამო
  • მაღალი არტერიული წნევა
  • დაღლილობა
  • ძალიან ნელი სუნთქვა
  • ზედაპირული ვენის ანთება სისხლის შედედების გამო (ზედაპირული თრომბოფლებიტი)
  • გულის რითმის იზოლირებული დარღვევა (ექსტრასისტოლი)
  • სწრაფი გულისცემა
  • პერიფერიული შეშუპება (ფეხების და ხელების შეშუპება)
  • ხორხის შეშუპება (სახმო იოგების შეშუპება)
  • არანორმალური შეგრძნება
  • სიცხის შეგრძნება და კანკალი
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი)
  • ქავილიანი გამონაყარი
  • სიყვითლე
  • აკნე
  • წელის ტკივილი
  • თირკმლის ტკივილი
  • ხშირი შარდვა
  • მენსტრუაციის დარღვევა
  • პროსტატის პრობლემები
  • კუნთების შებოჭილობა
  • სახსრის შებოჭილობა
  • კუნთების სპაზმები
  • ღვიძლის არანორმალური სინჯები (სისხლის ანალიზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), სისხლში ტრიგლიცერიდების ცხიმების კონცენტრაციის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტონური სხეულები შარდში (კეტონურია), ცილები შარდში (პროტეინურია)
  • ღვიძლის უჯრედების ანთება (ჰეპატიტი)
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძალიან იშვიათი

  • ჰაერის უკმარისობა
  • პანკრეატიტი
  • კანის მგრძნობელობის რეაქციები და გადაჭარბებული მგრძნობელობა კანის სინათლის მიმართ
  • თირკმლის დაზიანება
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის რაიმე გვერდითი მოვლენას (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონიათ მსგავსი გვერდითი მოვლენები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო, და განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.

შეწყვიტეთ გროტი-ს გამოყენება როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის, ან რაიმე დაზიანების ლორწოვან ზედაპირებზე (მაგ. ზედაპირი პირის ღრუს გასწვრივ) ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა გროტი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირე გაზრდილ რისკთან.

პაციენტებში სისტემური წითელი მგლურათი (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე გავრცელებული აქერცვლა) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის შებოჭილობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გროტი-ს გამოყენებისას გამოვლინდება ან გაუარესდება ინფექციის ნიშნები.

თუ გვერდითი მოვლენები გაუარესდება ან შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემდეგ სიმპტომატიკა ცნობილი არ არის. მსგავსმა სამკურნალო საშუალებებმა გამოიწვია კუჭ-ნაწლავის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიური (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) დარღვევები.

შემთხვევითი ან გადაჭარბებული მიღების ან შეყვანის შემთხვევაში, სიმპტომატური თერაპია დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი მოცილება შეიძლება დიალიზის გზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს 73,8 დექსკეტოპროფენს ტრომეტამოლს, რომელიც 50 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები:

ერთი ამპულა 2 მლ შეიცავს;

ეთანოლი (96%) 200 მგ

ნატრიუმის ქლორიდი 8 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი q.s.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

  • წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ნაწილაკებს

pH (6.9-7.9)

ოსმოლარობა (270-328 მოსმოლ/ლ)

შენახვის პირობები

შეინახეთ გროტი თავის შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ამპულები ორიგინალურ მუყაოს კოლოფში.

ერთი ყუთი შეიცავს I ტიპის შუშის 6 ფერად ამპულას, 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ გროტი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ გროტი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო და ვლინდება გაფუჭების ნიშნები (მაგ. ნაწილაკები). გროტი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ. გადააგდეთ პროდუქტის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ და როგორ სწორად გადააგდოთ გამოყენებული ნემსები და შპრიცები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

არ გადააგდოთ მედიკამენტი, რომელსაც ვადა გაუვიდა ან არ იყენებთ! მიიტანეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A. Ş.

Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt.

ნომ.:12-16/17 უმრანიე/სტამბული/თურქეთი

ტელ: (+90) 212 465 09 46

წარმოების მისამართი: İdol İlaç Dolum San. ve Tic. A.Ş.

Davutpaşa cad. Cebealibey Sok. No:20 Davutpaşa-ტოპკაპი/თურქეთი

ეს ბროშურა დამტკიცდა 04/08/2021.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალისთვის, რომელსაც ეს მედიკამენტი შეჰყავს

ინტრავენური გამოყენება:

ინტრავენური ინფუზია: გროტი-ს ერთი ამპულის (2 მლ) შემცველობა უნდა განზავდეს 30-დან 100 მლ-მდე ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის, 5% გლუკოზის ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება 10-დან 30 წთ-მდე. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან.

ინტრავენური ბოლუსი: საჭიროების შემთხვევაში, გროტი-ს ერთი ამპულის (2 მლ) შემცველობა შეიძლება მიეცეს ნელი ინტრავენური ბოლუსით, არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

გროტი უკუნაჩვენებია ნეირაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) შეყვანისთვის ეთანოლის შემცველობის გამო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავას წარმოებულები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდული

ათქ კოდი: M01AE17

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, დექსკეტოპროფენმა აჩვენა, რომ არის COX-1 და COX-2 აქტივობის ინჰიბიტორი

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე მოდელზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

  • 2. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვა:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 20 წუთში (დიაპაზონი 10-დან 45 წთ-მდე) 25-დან 50 მგ-მდე ერთჯერადი დოზებისთვის, მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) ნაჩვენებია დოზის პროპორციულად როგორც ინტრამუსკულური, ასევე ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

განაწილება:

ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ მაღალი შეკავშირება პლაზმის ცილებთან (99%), განაწილების მოცულობას აქვს საშუალო მნიშვნელობა 0,25 ლ/კგ-ზე ნაკლები. განაწილების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0,35 საათს.

ბიოტრანსფორმაცია:

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის შეყვანის შემდეგ მხოლოდ S-(+) ენაანტიომერი ვლინდება შარდში, რაც ადასტურებს, რომ S-(+) ენაანტიომერი არ გარდაიქმნება R-(-) ენანტიომერად ადამიანებში.

გამოყოფა:

ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 1-2,7 საათს შორის. დექსკეტოპროფენის ელიმინაციის მთავარი გზა არის გლუკურონიდის კონიუგაცია, რასაც მოჰყვება თირკმელებით ექსკრეცია.

წრფივობა/არაწრფივობა:

დექსკეტოპროფენი ტრომეტამოლი ავლენს წრფივ ფარმაკოკინეტიკას დოზადამოკიდებული ზრდით სისტემური ექსპოზიციის დროს ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გროტი

50 მგ/2მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი

სტერილუტი

ინტრამუსკულარული/ინტრავენური გამოყენების

აქტიური ნივთიერება: 2 მლ ამპულა შეიცავს 73,8 მგ დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლს, რაც 50 მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (96%), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისათვის), საინექციო წყალი.

პრეპარატის გამოყენების წინა, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

გთხოვთ შეინახოთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.

როდესაც ამ პრეპარატის გამოყენებისას მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

გთხოვთ, მკაცრად დაიცავით მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ პრეპარატი მითითებულზე მაღალი ან დაბალი დოზებით.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

რა არის გროტი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ გროტის გამოყენებამდე

როგორ მივიღით გროტი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ გროტი

რა არის გროტი და რისთვის გამოიყენება

გროტი არის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჯგუფიდან, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) (ანთების საწინააღმდეგო).

იგი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის (სახსრების დაზიანება და კალციფიკაცია), რევმატოიდული ართრიტის (სახსრის ანთებითი დაავადება) და მაანკილოზებელი სპონდილიტის (ძირითადად გამოხატულია ხერხემლის სახსრების შებოჭილობა, მტკივნეული პროგრესირებადი დაავადება), ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტის (პოდაგრის დაავადებასთან დაკავშირებული სახსრების მტკივნეული ანთება), ჩონჩხკუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილების (მაგ. წელის ტკივილი), პოსტოპერაციული ტკივილის (ტკივილი ოპერაციის შემდეგ), დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუალური ციკლი) და თირკმლის კოლიკას (თირკმლის მწვავე ტკივილი) სამკურნალოდ.

გროტი შეიცავს 50 მგ დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლს) და ხელმისაწვდომია შეფუთვაში 6 ამპულით. თითო ამპულა შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარს.

რა უნდა იცოდეთ გროტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ გროტი

თუ,

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლზე ან გროტის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე;
  • ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
  • გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი ხანმოკლე პერიოდი), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით შეშუპება ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (კანზე გამონაყარი), სახის და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (შეშუპებული სახე, თვალები, ტუჩები ან ენა, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდის არეში ხიხინი, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
  • თქვენ გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (სიწითლის და/და ბუშტუკების განსაკუთრებული ფორმა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ კანზე) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) ან ფიბრატების (წამლები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის შესამცირებლად) მიღებისას;
  • გაქვთ პეპტიური წყლული (კუჭ-ნაწლავის დაზიანება) ან კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან თუ წარსულში გქონიათ ეს წყლული;
  • გქონიათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) გამო ან თუ გქონიათ ასეთი ჩივილები;
  • გაქვთ საჭმლის მომნელებელი ქრონიკული პრობლემები (მაგ. საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);
  • გაქვთ ნაწლავის დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
  • გაქვთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმელების საშუალო ან მძიმე ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ სისხლდენის ან სისხლის შედედების დარღვევა;
  • ღებინების, ფაღარათის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო გაქვთ მძიმე დეჰიდრატაცია (დაკარგეთ დიდი რაოდენობით სითხე);
  • ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებაზე;
  • ქირურგიული ჩარევის წინ, ან მის შემდეგ ტკივილის მკურნალობისას კორონარული არტერიის ქირურგიის შემთხვევაში (კორონარული არტერიის შემოვლითი ტრანსპლანტანტი).

ფრთხილად გამოიყენეთ გროტი შემდეგ პირობებში

თუ,

  • წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • გაქვთ ან ადრე გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სხვა პრობლემები;
  • თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ. პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (SSRI ტიპის, მაგ. სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები), ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი ან საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა; ასეთ შემთხვევებში გროტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება მოისურვოს, მიიღოთ დამატებითი წამალი კუჭის დასაცავად (მაგ. მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს კუჭის მჟავას გამომუშავებას).
  • გაქვთ გულის პრობლემები, წინა ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ პირობების რისკის ქვეშ გქონდეთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა GROT, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირე გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
  • ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მეტად განიცადოთ გვერდითი მოვლენები (იხ. ნაწილი 4). თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოხდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • თუ გაწუხებთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიის პრობლემები წარსულში;
  • თუ გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ამ პრობლემისგან;
  • თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაწუხებთ ცუდი ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ. გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);
  • თუ გაქვთ ნაყოფიერების პრობლემები (GROT შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილობაზე, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ იგი თუ გეგმავთ დაორსულებას ან ატარებთ ნაყოფიერების ტესტებს);
  • თუ ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
  • თუ გაწუხებთ სისხლისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა;
  • თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე გავრცელებული აქერცვლა) ან შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე);
  • თუ გაწუხებთ ასთმა ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და/ან ცხვირის პოლიპთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების გამო, რადგან თქვენ გაქვთ ალერგიის მაღალი რისკი აცეტილსალიცილის მჟავაზე და/ან არასტეროიდულ საშუალებებზე, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ალერგიული არიან აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
  • თუ გაქვთ ჩუტყვავილა (ჩუტყვავილა), რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, როგორიცაა სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის დაზიანება ან პერფორაცია. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, გაფრთხილებით ან მის გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტების მაღალი რისკი.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელიმე ეს გაფრთხილება მოქმედებს, თუნდაც წარსულში ნებისმიერ პერიოდში.

გროტი საკვებთან და სასმელთან ერთად

გაფრთხილება არ არის საჭირო მიღების წესის გამო.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ გროტი ორსულობის მესამე ტრიმესტრის დროს.

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ. თუ გეგმავთ დაორსულებას, გროტი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან არიან ორსულად, არ უნდა გამოიყენონ გროტი. ორსულობის ნებისმიერ დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ მეძუძური დედა, არ მიიღოთ გროტი.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

გროტი-მ შეიძლება ოდნავ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე, თავბრუსხვევის ან ძილიანობის შესაძლებლობის გამო, როგორც მკურნალობის გვერდითი ეფექტი. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ მკურნალ ექიმს რჩევისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გროტი-ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

გროტი-ს ერთი ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს ერთ დოზაზე, რომელიც 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის ექვივალენტურია. ეს შეიძლება იყოს საზიანო მათთვის, ვისაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება აქვს. ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.

სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „ის არ შეიცავს ნატრიუმს“.

სხვა მედიკამენტები და გროტი

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ გროტი-ს გარდა იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს. არსებობს ზოგიერთი მედიკამენტი, რომელთა თანმხლები მიღება არ შეიძლება ან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექცია ერთად მიღებისას.

არასასურველი რეკომენდაციები:

  • აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები (კორტიზონი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად
  • ლითიუმი, რომელიც გამოიყენება გუნება-განწყობილების გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ
  • მეტოტრექსატი, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (ხანგრძლივი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს და დეფორმაციას) და კიბოს სამკურნალოდ
  • ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს
  • სულფამეთოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (მიკრობული დაავადება იწვევს ანთებას).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს:

  • აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს
  • პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ (ვენური დაზიანებები)
  • ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები (გენტამინი, ამიკაცინი და სხვ.), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
  • ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, გამოიყენება დიაბეტის დროს.

კომბინაციები, რომლებიც ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

  • ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს
  • ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოთა გადანერგვისას
  • სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების დასაშლელად
  • პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ
  • დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ
  • მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები (SSRIs)
  • თრომბოციტების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის შესამცირებლად (სისხლის თრომბოციტების დაგროვება) და სისხლის შედედების წარმოქმნის მიზნით

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტების შესახებ.

  • როგორ მივიღოთ გროტი

შესაფერისი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის მიიღეთ გროტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი ექიმი გეტყვით რა არის გროტი-ს დოზა, რომელიც გჭირდებათ თქვენი სიმპტომების ტიპის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით. რეკომენდებული დოზა ზოგადად არის 1 ამპულა (50 მგ) გროტი ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ინექცია შეიძლება განმეორდეს 6 საათის შემდეგ. არ გადააჭარბოთ მთლიანი დღიური დოზა 150 მგ გროტი (3 ამპულა) ნებისმიერ შემთხვევაში.

გამოიყენეთ საინექციო მკურნალობა მხოლოდ მწვავე პერიოდში (ანუ არ გამოიყენოთ ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში). შეძლებისდაგვარად გადადით პერორალურ ტკივილგამაყუჩებელზე.

მიღების წესი და მეთოდი:

გროტი შეიძლება შეყვანილი იყოს ინტრამუსკულარული ან ინტრავენური გზით (ინტრავენური ინექციის ტექნიკური დეტალები მოცემულია პუნქტებში „შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალისთვის, რომელიც მიიღებს ამ მედიკამენტს“).

გროტი-ს შეყვანისას ინტრამუსკულარულად, ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე, კუნთში ღრმად ნელი ინექციის გზით. უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

გროტი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე). ამიტომ, გროტი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში :

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულებში გროტი-ს საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა).

გამოყენების სპეციალური პირობები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში გროტი-ს საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს (1 ამპულა).

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ გროტი-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ გროტი-ს:

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ გროტი-ს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ წამლის შეფუთვა ან ფურცელი.

თუ დაგავიწყდათ გროტი-ს მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მიიღეთ რეგულარული დოზა ჩვეულ დროს (მე-3 ნაწილის მიხედვით „როგორ მივიღოთ გროტი“)

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, გროტი-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება და ასევე შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები გროტი-ს ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ გროტ-ის მიღება და აცნობეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:

  • ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი)
  • კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება (სტივენს ჯონსონის და ლაიელის სინდრომები)
  • სახის შეშუპება ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიოედემა)

სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო (ბრონქოსპაზმი)

შესაძლო გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად სავარაუდოა ისინი. ეს ცხრილი გვიჩვენებს პაციენტთა პროპორციას, რომლებსაც შეიძლება განიცადონ გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტზე

ხშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

არახშირი

შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

იშვიათი

შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე.

ძალიან იშიათი

შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 პაციენტზე.

უცნობი

არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • გულისრევა და/ან ღებინება
  • ტკივილი ინექციის ადგილზე
  • რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ანთება, სისხლჩაქცევა ან სიწითლე (სისხლდენა)

არახშირი გვერდითი მოვლენები:

  • სისხლიანი პირღებინება
  • დაბალი წნევა
  • ცხელება
  • მხედველობის დაბინდვა
  • თავბრუსხვევა
  • ძილიანობა
  • ძილის დარღვევა
  • თავის ტკივილი
  • ანემია
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • საჭმლის მონელების დარღვევები
  • ფაღარათი
  • პირის სიმშრალე
  • ალები
  • გამონაყარი
  • დერმატიტი
  • ქავილი
  • მომატებუბლი ოფლიანობა
  • დაღლილობა
  • ტკივილი
  • სიცივის შეგრძნება

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია პეპტიური წყლულის გამო
  • მაღალი არტერიული წნევა
  • დაღლილობა
  • ძალიან ნელი სუნთქვა
  • ზედაპირული ვენის ანთება სისხლის შედედების გამო (ზედაპირული თრომბოფლებიტი)
  • გულის რითმის იზოლირებული დარღვევა (ექსტრასისტოლი)
  • სწრაფი გულისცემა
  • პერიფერიული შეშუპება (ფეხების და ხელების შეშუპება)
  • ხორხის შეშუპება (სახმო იოგების შეშუპება)
  • არანორმალური შეგრძნება
  • სიცხის შეგრძნება და კანკალი
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი)
  • ქავილიანი გამონაყარი
  • სიყვითლე
  • აკნე
  • წელის ტკივილი
  • თირკმლის ტკივილი
  • ხშირი შარდვა
  • მენსტრუაციის დარღვევა
  • პროსტატის პრობლემები
  • კუნთების შებოჭილობა
  • სახსრის შებოჭილობა
  • კუნთების სპაზმები
  • ღვიძლის არანორმალური სინჯები (სისხლის ანალიზი), სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), სისხლში ტრიგლიცერიდების ცხიმების კონცენტრაციის მომატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტონური სხეულები შარდში (კეტონურია), ცილები შარდში (პროტეინურია)
  • ღვიძლის უჯრედების ანთება (ჰეპატიტი)
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა

ძალიან იშვიათი

  • ჰაერის უკმარისობა
  • პანკრეატიტი
  • კანის მგრძნობელობის რეაქციები და გადაჭარბებული მგრძნობელობა კანის სინათლის მიმართ
  • თირკმლის დაზიანება
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის რაიმე გვერდითი მოვლენას (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონიათ მსგავსი გვერდითი მოვლენები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო, და განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.

შეწყვიტეთ გროტი-ს გამოყენება როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის, ან რაიმე დაზიანების ლორწოვან ზედაპირებზე (მაგ. ზედაპირი პირის ღრუს გასწვრივ) ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა გროტი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირე გაზრდილ რისკთან.

პაციენტებში სისტემური წითელი მგლურათი (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე გავრცელებული აქერცვლა) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის შებოჭილობა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გროტი-ს გამოყენებისას გამოვლინდება ან გაუარესდება ინფექციის ნიშნები.

თუ გვერდითი მოვლენები გაუარესდება ან შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შევინახოთ გროტი

შეინახეთ გროტი თავის შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ამპულები ორიგინალურ მუყაოს კოლოფში.

ერთი ყუთი შეიცავს I ტიპის შუშის 6 ფერად ამპულას, 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარით. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ გროტი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ გროტი, თუ შეამჩნევთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო და ვლინდება გაფუჭების ნიშნები (მაგ. ნაწილაკები). გროტი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ გახსნის შემდეგ. გადააგდეთ პროდუქტის ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა.

არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ და როგორ სწორად გადააგდოთ გამოყენებული ნემსები და შპრიცები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

არ გადააგდოთ მედიკამენტი, რომელსაც ვადა გაუვიდა ან არ იყენებთ! მიიტანეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A. Ş.

Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt.

ნომ.:12-16/17 უმრანიე/სტამბული/თურქეთი

ტელ: (+90) 212 465 09 46

წარმოების მისამართი: İdol İlaç Dolum San. ve Tic. A.Ş.

Davutpaşa cad. Cebealibey Sok. No:20 Davutpaşa-ტოპკაპი/თურქეთი

ეს ბროშურა დამტკიცდა 04/08/2021.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალისთვის, რომელსაც ეს მედიკამენტი შეჰყავს

ინტრავენური გამოყენება:

ინტრავენური ინფუზია: გროტი-ს ერთი ამპულის (2 მლ) შემცველობა უნდა განზავდეს 30-დან 100 მლ-მდე ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის, 5% გლუკოზის ან რინგერ ლაქტატის ხსნარში. განზავებული ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება 10-დან 30 წთ-მდე. ხსნარი ყოველთვის დაცული უნდა იყოს დღის ბუნებრივი სინათლისგან.

ინტრავენური ბოლუსი: საჭიროების შემთხვევაში, გროტი-ს ერთი ამპულის (2 მლ) შემცველობა შეიძლება მიეცეს ნელი ინტრავენური ბოლუსით, არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

გროტი უკუნაჩვენებია ნეირაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) შეყვანისთვის ეთანოლის შემცველობის გამო.

გამოყენების წესი: როდესაც გროტი ინიშნება ინტრავენური ბოლუსის სახით, ხსნარის ინექცია უნდა მოხდეს ფერადი ამპულიდან ამოღებისთანავე.

ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანისთვის ხსნარი უნდა განზავდეს ასეპტიურად და დაცული იყოს ბუნებრივი დღის სინათლისგან.

უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.

თავსებადობა:

მცირე მოცულობებში შერევისას (მაგ. შპრიცში) გროტი თავსებადი აღმოჩნდა ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინისა და თეოფილინის საინექციო ხსნარებთან.

განზავებული საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე ხსნარი.

100 მლ ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის ან გლუკოზის ხსნარში განზავებული გროტი თავსებადია შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოფამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეტიდინი და თეოფილინი.

აქტიური ნივთიერების შეწოვა არ იქნა გამოვლენილი გროტი-ს განზავებული ხსნარების შენახვისას პლასტმასის პარკებში ან ეთილის ვინილის აცეტატის (EVA), ცელულოზის პროპიონატის (CP), დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (LDPE) და პოლივინილ ქლორიდის (PVC) დამზადებულ მოწყობილობებში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა