პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დეკო

DEKO

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

დეკო არის ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (ასასს). დეკო გამოიყენება კუნთების და სახსრების მწვავე მსუბუქი და ზომიერი ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) და კბილის ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
25მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
მწარმოებელი
Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-042552
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2024, მოქმედებს 7 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადეკო და სხვა წამალი ერთად

დეკო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეკო არის ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (ასასს).

დეკო გამოიყენება კუნთების და სახსრების მწვავე მსუბუქი და ზომიერი ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) და კბილის ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის.

თუ 3-4 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

18 წელზე მეტი ასაკის მოზარდები

პაკეტის შიგთავსი გახსენით ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ/შეანჯღრიეთ, შემდეგ დაუყოვნებლივ დალიეთ.

რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი (25 მგ) ყოველ 8 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 საშეტისა დღეში (75 მგ).

მიმართეთ ექიმს კონსულტაცისთვის, თუ 3-4 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი საშეტი უნდა მიიღოთ დღეში და რამდენი ხნის განმავლობაში. დეკოს დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიძლიერესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული ან გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, უნდა დაიწყოთ მკურნალობა ჯამური დღიური დოზით არაუმეტეს 2 საშეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს მთლიან რეკომენდებულ დღიურ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი), თუ დეკო კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი ძლიერია და გჭირდებათ სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ პაკეტი ცარიელ კუჭზე (ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე), რადგან ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. პუნქტი 2).

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ მიიღოთ დეკო, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.

თუ მიიღეთ დეკოს საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას, თუ მიიღეთ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაზე მეტი. არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ სამკურნალო პროდუქტის შეფუთვა ან ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ დეკოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი რეგულარული დოზა მითითებების შესაბამისად (იხ. ნაწილი 3).

თუ თქვენ შეწყვიტეთ დეკოს მიღება

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლზე, ან დეკოს რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
  • ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (ასასს);
  • გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (ცხვირში წარმონაქმნი ალერგიის შედეგან), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალები, ტუჩები ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის უკმარისობა), ხიხინი აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასასს) მიღების შემდეგ;
  • თქვენ გამოგივლინდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლის სპეციფიკური რეაქცია და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ) კეტოპროფენის (ასასს) ან ფიბრატების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად) მიღებისას;
  • გაქვთ პეპტიური წყლული/კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან ადრე გქონიათ კუჭის ან ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია;
  • გაქვთ საჭმლის მომნელებელი ქრონიკული დარღვევები (მაგ. საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);
  • გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია ტკივილის დროს გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასასს) გამოყენების შედეგად;
  • გაქვთ ნაწლავის დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
  • გაწუხებთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმელების ზომიერი ან მძიმე პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენასთან ან სისხლის შედედებასთან;
  • ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო ხართ მძიმე დეჰიდრატირებული (ანუ თუ დაკარგეთ სხეულის ბევრი სითხე);
  • ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ან ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

დეკოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაქვთ ალერგია ან წარსულში გქონიათ ალერგიული გამოვლინებები;
  • გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან თუ წარსულში გქონიათ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემა;
  • იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ გაუწყლოება და გაქვთ შემცირებული სისხლის მოცულობა სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ. გახშირებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);
  • გაქვთ გულის პრობლემები, გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობის რისკის ქვეშ ხართ (მაგ., თუ ​​გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან. მედიკამენტები, როგორიცაა დეკო, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ოდნავ გაზრდილ რისკთან ("მიოკარდიუმის ინფარქტი") ან ცერებროვასკულურ ინციდენტთან (ინსულტი). ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი დროით გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას;
  • ხართ ხანდაზმული, რადგან შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოთ გვერდითი ეფექტების მიმართ (იხ. პუნქტი 4). პრეპარატის რომელიმე გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • ხართ ქალი, რომელსაც აქვს დაორსულების პრობლემა (დეკომ შეიძლება დაგიქვეითოთ რეპროდუქციული შესაძლებლობები. ამიტომ არ უნდა მიიღოთ ის, თუ გეგმავთ ორსულობას ან მკურნალობთ უნაყოფობაზე);
  • გაწუხებთ სიხლმბადი ან სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა.
  • გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე);
  • წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება);
  • გაქვთ ან წარსულში გქონიათ კუჭის-ნაწლავის სხვა დარღვევები;
  • გაქვთ ჩუტყვავილა, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
  • იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს (მაგ. ორალური კორტიკოსტეროიდები, გარკვეული ანტიდეპრესანტები (SSRI ტიპის, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი). ასეთ შემთხვევებში დეკოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კუჭის დასაცავად დამატებითი მედიკამენტების მიღება (მაგ. მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ კუჭის მჟავას სეკრეციას).

ბავშვები და მოზარდები

დეკო უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. ამიტომ, დეკო არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და მოზარდებმა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება კომბინაციაში ან საჭიროა დოზის შეცვლა, თუ ისინი ერთდროულად გამოიყენება.

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, დეკოსთან ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

  • აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები;
  • ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა ანტიკოაგულანტები;
  • ლითიუმი, რომელიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ;
  • მეტოტრექსატი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგოდ ან იმუნური სისტემის დასათრგუნად) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში;
  • ჰიდანტოინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
  • სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს:

  • აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ-II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს;
  • პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;
  • ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს;
  • მეტოტრექსატი გამოიყენება დაბალი დოზებით, კვირაში 15მგ ნაკლები.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

  • ქინოლონური ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოთა გადანერგვისას;
  • სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;
  • პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;
  • დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;
  • მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტის (ორსულობის შეწყვეტის) გამოსაწვევად;
  • ანტიდეპრესანტები სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან (SSRIs);
  • ანტითრომბოციტების პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და თრომბის წარმოქმნის ჩასახშობად;
  • ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს.

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი სხვა მედიკამენტებისა და დეკოს მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეკო საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

მწვავე ტკივილის დროს პაკეტი მიიღება უზმოზე, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ეს ოდნავ გაზრდის სამკურნალო პროდუქტის ეფექტის დონეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დეკო, თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს არ დაბადებულ ბავშვში. შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული მშობიარობა ან მისი გახანგრძლივება. არ უნდა მიიღოთ დეკო ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია და თქვენი ექიმის რეკომენდაციაა.

თუ თქვენ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას, ყველაზე დაბალი დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმოკლეს დროში. ორსულობის მე-20 კვირიდან დეკომ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს არ დაბადებულ ბავშვში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ირგვლივ არსებული სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიოზი). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი შემდგომი გამოკვლევა.

ქალის ნაყოფიერებაზე შესაძლო ზემოქმედებისთვის იხილეთ ნაწილი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები".

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შესაძლებელია, რომ დეკომ მცირედით იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე თავბრუსხვევის, ძილიანობის ან მხედველობის დარღვევის შესაძლო გამოვლენის გამო. თუ შეამჩნევთ ასეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

დეკო შეიცავს საქაროზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

DEKO შეიცავს 2,414გ. საქაროზას თითო დოზაზე. ის გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები მიღებისას.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დეკოსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. აღწერა შედგენილია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ტაბლეტის ფორმიდან წამლის არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიხედვით. დეკოს გრანულები უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ტაბლეტები, ამიტომ შესაძლებელია გვერდითი ეფექტების (კუჭ-ნაწლავური) რეალური სიხშირე უფრო მაღალი იყოს.

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, საჭმლის მომნელებელი პრობლემები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში

თავბრუსხვევა (ვერტიგო), მოთენთილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვიულობა, თავის ტკივილი, პალპიტაცია, სიწითლე, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანის გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი, შემცივნება და ზოგადი სისუსტე (დაღლილობა).

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც სისხლიანი ღებინება და შავი ფერის ფეკალიები), სისუსტის შეგრძნება, მაღალი წნევა, შენელებული სუნთქვა, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგ. ტერფის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნება, ქავილი, გამონაყარი, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ზურგის ტკივილი, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრობლემები პროსტატის მხრივ, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები (სისხლის ანალიზები), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაილის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიო-შეშუპება), სუნთქვის გაძნელება. სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ზედაპირული სუნთქვა, აჩქარებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), მგრძნობიარე კანი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ქავილი, თირკმელების პრობლემები. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა კუჭ-ნაწლავის მხრივ მკურნალობის დაწყებისას (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო და განსაკუთრებით თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ.

შეწყვიტეთ დეკოს გამოყენება როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარს, პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე დაზიანებებს ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

თუ გამოვლინდა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით წვივებისა და ტერფების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (ასასს) მკურნალობის დროს.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დეკო, დაკავშირებულია გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ცერებროვასკულური შემთხვევის (ინსულტი) ოდნავ გაზრდილ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს იშვიათად შეუძლიათ გამოიწვიონ ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინური წარმოშობისაა. პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შავი ფერის ფეკალიები, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება.

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია და იშვიათად აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ: მედიკამენტების აღმასრულებელ სააგენტოს

„დამიან გრუევის“ ქუჩა #8

1303 სოფია

ტელეფონი: +359 2 890 34 17

ვებ-გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ შეინახოთ დეკო

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და საშეტებზე „ვარგისიანობის ვადა:“. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • საშეტის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება: პერორალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულების თითოეული საშეტი შეიცავს 25მგ დექსკეტოპროფენს (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).
  • დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროქალკონი, საქაროზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ლიმონის არომატი.

როგორ გამოიყურება დეკო და რას შეიცავს საშეტი

პერორალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები ხელმისაწვდომია ერთეული დოზების სახით თბოდალუქულ სამ ფენიან პაკეტებში (PE/AI/PAP).

დეკო ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10 და 20 საშეტს.

ყველა სახის შეფუთვა არ შეიძლება იყოს ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს ფორტექს ნუტრასიუტიქალს

პროხლადენის ქუჩა #10,

სოფია 1362, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი 2022 წლის ოქტომბერი

FORTEX

nutraceuticals

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

დეკო 25მგ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები საშეტში

DEKO 25 mg granules for oral solution in sachet

დექსკეტოპროფენი

Dexketoprofen

მედიკამენტის გამოყენებამდე ბოლომდე წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ეს ფურცელ-ჩანართში, ან როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3-4 დღის განმავლობაში ან გაუარესდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

  • რა არის დეკო და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ დეკოს მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ დეკო
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შეინახოთ დეკო
  • პაკეტის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის დეკო და რისთვის გამოიყენება ის

დეკო არის ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან (ასასს).

დეკო გამოიყენება კუნთების და სახსრების მწვავე მსუბუქი და ზომიერი ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის (დისმენორეა) და კბილის ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის.

თუ 3-4 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

  • რა უნდა იცოდეთ დეკოს მიღებამდე

არ მიიღოთ დეკო, თუ:

  • ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დექსკეტოპროფენ ტრომეტამოლზე, ან დეკოს რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
  • ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (ასასს);
  • გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (ცხვირში წარმონაქმნი ალერგიის შედეგან), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალები, ტუჩები ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის უკმარისობა), ხიხინი აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასასს) მიღების შემდეგ;
  • თქვენ გამოგივლინდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლის სპეციფიკური რეაქცია და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ) კეტოპროფენის (ასასს) ან ფიბრატების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად) მიღებისას;
  • გაქვთ პეპტიური წყლული/კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან ადრე გქონიათ კუჭის ან ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია;
  • გაქვთ საჭმლის მომნელებელი ქრონიკული დარღვევები (მაგ. საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);
  • გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან ნაწლავური სისხლდენა ან პერფორაცია ტკივილის დროს გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასასს) გამოყენების შედეგად;
  • გაქვთ ნაწლავის დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
  • გაწუხებთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმელების ზომიერი ან მძიმე პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
  • გაქვთ დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლდენასთან ან სისხლის შედედებასთან;
  • ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო ხართ მძიმე დეჰიდრატირებული (ანუ თუ დაკარგეთ სხეულის ბევრი სითხე);
  • ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ან ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დეკოს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაქვთ ალერგია ან წარსულში გქონიათ ალერგიული გამოვლინებები;
  • გაქვთ თირკმელების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან თუ წარსულში გქონიათ რომელიმე ჩამოთვლილი პრობლემა;
  • იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ გაუწყლოება და გაქვთ შემცირებული სისხლის მოცულობა სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ. გახშირებული შარდვა, დიარეა ან ღებინება);
  • გაქვთ გულის პრობლემები, გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობის რისკის ქვეშ ხართ (მაგ., თუ ​​გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან. მედიკამენტები, როგორიცაა დეკო, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ოდნავ გაზრდილ რისკთან ("მიოკარდიუმის ინფარქტი") ან ცერებროვასკულურ ინციდენტთან (ინსულტი). ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი დროით გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას;
  • ხართ ხანდაზმული, რადგან შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოთ გვერდითი ეფექტების მიმართ (იხ. პუნქტი 4). პრეპარატის რომელიმე გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • ხართ ქალი, რომელსაც აქვს დაორსულების პრობლემა (დეკომ შეიძლება დაგიქვეითოთ რეპროდუქციული შესაძლებლობები. ამიტომ არ უნდა მიიღოთ ის, თუ გეგმავთ ორსულობას ან მკურნალობთ უნაყოფობაზე);
  • გაწუხებთ სიხლმბადი ან სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა.
  • გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე);
  • წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება);
  • გაქვთ ან წარსულში გქონიათ კუჭის-ნაწლავის სხვა დარღვევები;
  • გაქვთ ჩუტყვავილა, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააუარესოს ინფექცია;
  • იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს (მაგ. ორალური კორტიკოსტეროიდები, გარკვეული ანტიდეპრესანტები (SSRI ტიპის, ე.წ. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები)), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი). ასეთ შემთხვევებში დეკოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კუჭის დასაცავად დამატებითი მედიკამენტების მიღება (მაგ. მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ კუჭის მჟავას სეკრეციას).

ბავშვები და მოზარდები

დეკო უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. ამიტომ, დეკო არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და მოზარდებმა.

სხვა მედიკამენტები და დეკო

უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება არ შეიძლება კომბინაციაში ან საჭიროა დოზის შეცვლა, თუ ისინი ერთდროულად გამოიყენება.

ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, დეკოსთან ერთად იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

  • აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები;
  • ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა ანტიკოაგულანტები;
  • ლითიუმი, რომელიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ;
  • მეტოტრექსატი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგოდ ან იმუნური სისტემის დასათრგუნად) მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში;
  • ჰიდანტოინი და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს;
  • სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს:

  • აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ-II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს;
  • პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;
  • ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
  • ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს;
  • მეტოტრექსატი გამოიყენება დაბალი დოზებით, კვირაში 15მგ ნაკლები.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

  • ქინოლონური ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს;
  • ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოთა გადანერგვისას;
  • სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად;
  • პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს;
  • დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ;
  • მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება აბორტის (ორსულობის შეწყვეტის) გამოსაწვევად;
  • ანტიდეპრესანტები სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფიდან (SSRIs);
  • ანტითრომბოციტების პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და თრომბის წარმოქმნის ჩასახშობად;
  • ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის პრობლემების დროს.

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი სხვა მედიკამენტებისა და დეკოს მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დეკო საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

მწვავე ტკივილის დროს პაკეტი მიიღება უზმოზე, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ეს ოდნავ გაზრდის სამკურნალო პროდუქტის ეფექტის დონეს.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დეკო, თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები დაბადებისას. ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს არ დაბადებულ ბავშვში. შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისკენ მიდრეკილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებული მშობიარობა ან მისი გახანგრძლივება. არ უნდა მიიღოთ დეკო ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აბსოლუტურად აუცილებელია და თქვენი ექიმის რეკომენდაციაა.

თუ თქვენ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას, ყველაზე დაბალი დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმოკლეს დროში. ორსულობის მე-20 კვირიდან დეკომ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები თქვენს არ დაბადებულ ბავშვში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ირგვლივ არსებული სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიოზი). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი შემდგომი გამოკვლევა.

ქალის ნაყოფიერებაზე შესაძლო ზემოქმედებისთვის იხილეთ ნაწილი 2 "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები".

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

შესაძლებელია, რომ დეკომ მცირედით იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე თავბრუსხვევის, ძილიანობის ან მხედველობის დარღვევის შესაძლო გამოვლენის გამო. თუ შეამჩნევთ ასეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენას, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

დეკო შეიცავს საქაროზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

DEKO შეიცავს 2,414გ. საქაროზას თითო დოზაზე. ის გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები მიღებისას.

  • როგორ მივიღოთ დეკო

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

18 წელზე მეტი ასაკის მოზარდები

პაკეტის შიგთავსი გახსენით ჭიქა წყალში, კარგად აურიეთ/შეანჯღრიეთ, შემდეგ დაუყოვნებლივ დალიეთ.

რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი (25 მგ) ყოველ 8 საათში, მაგრამ არა უმეტეს 3 საშეტისა დღეში (75 მგ).

მიმართეთ ექიმს კონსულტაცისთვის, თუ 3-4 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი საშეტი უნდა მიიღოთ დღეში და რამდენი ხნის განმავლობაში. დეკოს დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიძლიერესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული ან გაწუხებთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები, უნდა დაიწყოთ მკურნალობა ჯამური დღიური დოზით არაუმეტეს 2 საშეტისა (50 მგ).

ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს მთლიან რეკომენდებულ დღიურ დოზამდე (75 მგ დექსკეტოპროფენი), თუ დეკო კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი ძლიერია და გჭირდებათ სწრაფი შემსუბუქება, მიიღეთ პაკეტი ცარიელ კუჭზე (ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე), რადგან ის უფრო სწრაფად შეიწოვება (იხ. პუნქტი 2).

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

არ მიიღოთ დეკო, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.

თუ მიიღეთ დეკოს საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას, თუ მიიღეთ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაზე მეტი. არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ სამკურნალო პროდუქტის შეფუთვა ან ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ დეკოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდეგი რეგულარული დოზა მითითებების შესაბამისად (იხ. ნაწილი 3).

თუ თქვენ შეწყვიტეთ დეკოს მიღება

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დეკოსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. აღწერა შედგენილია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ტაბლეტის ფორმიდან წამლის არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიხედვით. დეკოს გრანულები უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ტაბლეტები, ამიტომ შესაძლებელია გვერდითი ეფექტების (კუჭ-ნაწლავური) რეალური სიხშირე უფრო მაღალი იყოს.

ხშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, საჭმლის მომნელებელი პრობლემები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში

თავბრუსხვევა (ვერტიგო), მოთენთილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვიულობა, თავის ტკივილი, პალპიტაცია, სიწითლე, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), ყაბზობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანის გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი, შემცივნება და ზოგადი სისუსტე (დაღლილობა).

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც სისხლიანი ღებინება და შავი ფერის ფეკალიები), სისუსტის შეგრძნება, მაღალი წნევა, შენელებული სუნთქვა, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგ. ტერფის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნება, ქავილი, გამონაყარი, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ზურგის ტკივილი, ხშირი შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრობლემები პროსტატის მხრივ, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების დარღვევები (სისხლის ანალიზები), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა), ღია წყლულები კანზე, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების არეში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაილის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიო-შეშუპება), სუნთქვის გაძნელება. სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ზედაპირული სუნთქვა, აჩქარებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, პანკრეასის ანთება, მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური (ტინიტუსი), მგრძნობიარე კანი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ქავილი, თირკმელების პრობლემები. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა კუჭ-ნაწლავის მხრივ მკურნალობის დაწყებისას (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო და განსაკუთრებით თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ.

შეწყვიტეთ დეკოს გამოყენება როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარს, პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე დაზიანებებს ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

თუ გამოვლინდა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით წვივებისა და ტერფების), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (ასასს) მკურნალობის დროს.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა დეკო, დაკავშირებულია გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ცერებროვასკულური შემთხვევის (ინსულტი) ოდნავ გაზრდილ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს იშვიათად შეუძლიათ გამოიწვიონ ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები გასტროინტესტინური წარმოშობისაა. პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შავი ფერის ფეკალიები, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება.

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰემატოლოგიური რეაქციები (პურპურა, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია და იშვიათად აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ: მედიკამენტების აღმასრულებელ სააგენტოს

„დამიან გრუევის“ ქუჩა #8

1303 სოფია

ტელეფონი: +359 2 890 34 17

ვებ-გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • როგორ შეინახოთ დეკო

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და საშეტებზე „ვარგისიანობის ვადა:“. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • საშეტის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დეკო

  • აქტიური ნივთიერება: პერორალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულების თითოეული საშეტი შეიცავს 25მგ დექსკეტოპროფენს (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).
  • დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროქალკონი, საქაროზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ლიმონის არომატი.

როგორ გამოიყურება დეკო და რას შეიცავს საშეტი

პერორალური ხსნარის მოსამზადებელი გრანულები ხელმისაწვდომია ერთეული დოზების სახით თბოდალუქულ სამ ფენიან პაკეტებში (PE/AI/PAP).

დეკო ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10 და 20 საშეტს.

ყველა სახის შეფუთვა არ შეიძლება იყოს ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს ფორტექს ნუტრასიუტიქალს

პროხლადენის ქუჩა #10,

სოფია 1362, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი 2022 წლის ოქტომბერი

FORTEX

nutraceuticals

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა