პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დექსალგინი ექსტრა

DEXALGIN® EXTRA

ურეცეპტოდ25მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსკეტოპროფენი (dexketoprofen)
ფორმა და შეფუთვა
25მგ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი პაკეტი №10
მწარმოებელი
KERN PHARMA S.L., ესპანეთი; LABORATORIOS ALCALA FARMA S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE17
რეგისტრაციის ნომერი
რ-043443
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2025, მოქმედებს 24 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადექსალგინი ექსტრა და სხვა წამალი ერთად

დექსალგინი ექსტრა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

ეს პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტებისთვის.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

ზოგადად, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ არ იგრძენით გაუმჯობესება ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დღე-ღამეში მისაღები პაკეტების რაოდენობასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ დარღვევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ დექსკეტოპროფენი).

ხანდაზმულ პაციენტებში დექსკეტოპროფენის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ (75 მგ) დოზამდე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი).

მიღების წესი

პერორალური ხსნარის მიღება შესაძლებელია უშუალოდ პაკეტიდან ან მთლიანი შიგთავსის ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ.

პაკეტის გახსნის შემდეგ შიგთავსი უნდა მიიღოთ მთლიანად.

პაკეტის შიგთავსი მიიღეთ საკვებთან ერთად, რადგან ეს ამცირებს კუჭის ან ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (ასევე, იხილეთ ამ ჩანართის ნაწილი 2). ინტენსიური ტკივილის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მისი სწრაფად შემსუბუქება, მიიღეთ ერთი პაკეტი მშიერ კუჭზე, ანუ ჭამამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე, რადგან ამ დროს პრეპარატი მოქმედებას ოდნავ უფრო სწრაფად იწყებს.

თუ მიიღეთ დექსალგინი ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინი ექსტრას მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3 „როგორ მიიღება პრეპარატი დექსალგინი ექსტრა “-ს შესაბამისად).

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს;

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან პერფორაცია;

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას,

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები;

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

სიფრთხილის ზომები

დექსალგინი ექსტრას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება;

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით. ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსალგინი ექსტრა, შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) რისკი. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას;

თუ ხართ ხანდაზმული: შესაძლოა გამოგივლინდეთ შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დაუყოვნებლივ;

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი, (მოცემულ პრეპარატს შეუძლია შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარებისას);

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები;

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით);

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ;

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“;

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა, ასპირინი, ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც, შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგ., მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას);

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსკეტოპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, მისმა მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების განკურნება, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე. თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კოუნისის სინდრომი

დექსკეტოპროფენის გამოყენებისას დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინი ექსტრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

დექსკეტოპროფენის მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინ ექსტრასთან ერთად იღებთ ან გიკეთდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად

ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი), გამოიყენება მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს

პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად

ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინი ექსტრას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინი ექსტრას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად კუჭის გაღიზიანების განვითარების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 3 „მიღების წესი“).

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთი გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი უფრო მაღალია დექსალგინი ექსტრასთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გაახანგრძლივოს ის.

დექსალგინი ექსტრას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია, ასევე მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დექსალგინი ექსტრას მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან რომლებსაც უტარდებად გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით.

ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა. თუ შენიშნავთ მსგავს მოვლენებს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218)

ეს სამკურნალო საშუალება შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის), რადგან ის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს საქაროზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის არსებობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 2.0 გ საქაროზას. ეს უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოვლენები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ვინაიდან დექსკეტოპროფენის პლაზმური დონის პიკი უფრო მაღალია პერორალური ხსნარის ფორმისთვის, ვიდრე ტაბლეტების ფორმისთვის, არ შეიძლება გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) რისკის გაზრდის შესაძლებლობა.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, წყლის ხშირი მიღება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმულების შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების არეში ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსალგინი ექსტრა, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, საჭმლის მონელების დარღვევის, მუცლის ტკივილის, მელენის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების გამოვლენის შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ასეპტიკური მენინგიტი, რომელიც ძირითადად ვლინდება სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადებების და ჰემატოლოგიური რეაქციების მქონე პაციენტებში (პურპურა, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომატიკა ცნობილი არ არის. ანალოგიური სამკურნალო საშუალებები იწვევს დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნერვული სისტემის (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) მხრივ.

შემთხვევით ან ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყეთ სიმპტომური მკურნალობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. მოზრდილის ან ბავშვის მიერ 5 მგ/კგ-ზე მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ერთი საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის მიღება.

ორგანიზმიდან დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის გამოყოფა შეიძლება დიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

დექსალგინი ექსტრას შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).

პერორალური ხსნარის თითოეული პაკეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზინატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროჰალკონი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), ნატრიუმის საქარინი, საქაროზა, მაკროგოლი 400, ლიმონის არომატიზატორი, პოვიდონი K-90, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი ექსტრა შეიცავს საქაროზას”).

დექსალგინი ექსტრას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ლიმონის სუნის და ლიმონის-ციტრუსის ტკბილი არომატის მქონე ოდნავ შეფერილი ხსნარი, რომელიც მოწოდებულია შეფუთვაში 2, 4, 10, 20 ან 500 პაკეტის რაოდენობით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და პაკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE17

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი წარმოადგენს ტრომეტამინის მარილს (S)-(+)-2-(3-ბენზოილფენილი)პროპიონის მჟავა. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს (M01AE).

მოქმედების მექანიზმი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა ციკლოოქსიგენაზას მონაწილეობით მიმდინარე რეაქციების დათრგუნვის ხარჯზე. კერძოდ, აასს აინჰიბირებს არაქიდონის მჟავას გარდაქმნას ციკლურ ენდოპეროქსიდად PGG2 და PGH2, რომლიდანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE2, PGF2α, PGD2 და პროსტაციკლინი PGI2, ასევე თრომბოქსანები (TxA2 და TxB2). გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა შეიძლება გავლენას ახდენს ანთების სხვა მედიატორებზე, მაგალითად, კინინებზე, და პირდაპირ მოქმედებასთან დამატებით ახდენს არაპირდაპირ მოქმედებას.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ნაჩვენებია, რომ ლაბორატორიულ ცხოველებში და ადამიანში დექსკეტოპროფენი არის ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის ინჰიბიტორი.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ტკივილის რამდენიმე ექსპერიმენტულ მოდელზე ჩატარებული კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია დექსკეტოპროფენის ეფექტიანი ანალგეზიური აქტივობა. ზოგიერთი კვლევის მონაცემებით, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დადგა შეყვანიდან 30 წუთში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-6 საათი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ჩატარდა ბიოეკვივალენტობის შემსწავლელი ორი კვლევა ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებშიც შედარებული იქნა დექსკეტოპროფენი 25 მგ პერორალური ხსნარი პაკეტში, მიღებული წყალთან ერთად ან მის გარეშე, და აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

დექსკეტოპროფენის ტაბლეტის და წყალთან ერთად პერორალური ხსნარის შედარებისას ნაჩვენებია ორი ფორმის ბიოეკვივალენტობა საერთო ზემოქმედების (AUC) თვალსაზრისით. მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) დაახლოებით 20%-ით უფრო მაღალი იყო პერორალური ხსნარის მიღების შემთხვევაში, ტაბლეტებთან შედარებით.

დექსკეტოპროფენის ტაბლეტის და წყლის გარეშე პერორალური ხსნარის მიღების შედარებისას ნაჩვენებია ორი ფორმის ბიოეკვივალენტობა AUC-სა და Cmax თვალსაზრისით.

შეწოვა

დექსკეტოპროფენი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და ავლენს პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას პერორალური ხსნარის მიღებიდან 15-20 წუთში (დიაპაზონი 10-75 წუთი).

საკვებთან ერთად მიღებისას AUC არ იცვლება, მაგრამ დექსკეტოპროფენის Cmax მცირდება, ხოლო მისი შეწოვის სიჩქარე ეცემა (იზრდება tmax).

განაწილება

დექსკეტოპროფენის ნახევარგანაწილების და ნახევარგამოყოფის პერიოდების მნიშვნელობები შეადგენს შესაბამისად 0.35 და 1.65 საათს. პლაზმის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირებით (99%) სხვა პრეპარატების ანალოგიურად, ამ პრეპარატის განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 0,25 ლ/კგ ნაკლებს. პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის ფარმაკოკინეტიკური კვლევებით ნაჩვენებია, რომ AUC მნიშვნელობა ბოლო შეყვანის შემდეგ არ განსხვავდება ერთჯერადი გამოყენების მაჩვენებლებისგან, რაც მოწმობს მოქმედი ნივთიერების კუმულაციის არარსებობას.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

დექსკეტოპროფენის შეყვანის შემდეგ შარდში ვლინდება მხოლოდ S-(+)-ენანთიომერი, რაც მოწმობს ადამიანში R-(-)-ენანთიომერად პრეპარატის ტრანსფორმაციის არარსებობას.

დექსკეტოპროფენის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს კონიუგაცია გლუკურონიდთან და შემდგომი გამოყოფა თირკმელებიდან.

  • 3 წინაკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების თვალსაზრისით

არაკლინიკური კვლევებით - ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და იმუნოფარმაკოლოგიის სტანდარტული კვლევებით - განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის არ გამოვლენილა.

თაგვებსა და მაიმუნებში ქრონიკული ტოქსიკურობის შესწავლით შესაძლებელი გახდა აღნიშნული გვერდითი ეფექტის არარსებობის დონის განსაზღვრა (NOAEL) დოზით, რომელიც ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე 2-ჯერ მეტია. მაიმუნებში პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით შეყვანისას ძირითად გვერდით ეფექტს წარმოადგენდა სისხლი განავალში, სხეულის მასის მატების შემცირება, ხოლო ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ეროზიების გამოვლენა. ეს ეფექტები გამოვლინდა დოზებისას, რომლის შემთხვევაშიც პრეპარატის ზემოქმედება 14-18 ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზებისას.

ცხოველებში კანცეროგენული პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.

როგორც აღინიშნა აასს-ის სრული ფარმაკოლოგიური კლასის შემთხვევაში, დექსკეტოპროფენს შეუძლია გამოიწვიოს ცხოველების მოდელებში ემბრიონისა და ნაყოფის გადარჩენის მაჩვენებლის შეცვლა, როგორც არაპირდაპირ, დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დამაზიანებელი ზემოქმედების ხარჯზე, ასევე ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი გავლენის ხარჯზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დექსალგინი ექსტრა

25 მგ პერორალური ხსნარი პაკეტში

დექსკეტოპროფენი

ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ამ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

მიმართეთ ფარმაცევტს დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროებისას.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. მე-4 ნაწილი.

მიმართეთ ექიმს, თუ 3-4 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს დექსალგინი ექსტრა და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დექსალგინი ექსტრას მიღებამდე
  • როგორ მიიღება დექსალგინი ექსტრა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დექსალგინი ექსტრას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს დექსალგინი ექსტრა და რისთვის გამოიყენება

ეს სამკურნალო საშუალება არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

ის გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

ეს პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტებისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ დექსალგინი ექსტრას მიღებამდე

არ მიიღოთ დექსალგინი ექსტრა

თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;

თუ გაქვთ ასთმა, ან გაქვთ გადატანილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (წარმონაქმნები ცხვირში ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ქოშინი აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;

თუ გქონიათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები (კანის სიწითლე და/ან ბუშტუკები მზის სხივების ზემოქმედებისას) კეტოპროფენის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ან ფიბრატების (პრეპარატები სისხლში ცხიმის დონის შესამცირებლად) მიღების დროს;

თუ გაქვთ პეპტიური წყლული/სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლული ან პერფორაცია;

თუ გაწუხებთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა);

თუ გქონიათ წარსულში სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან პერფორაცია, რაც გამოწვეული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ტკივილის შემსუბუქების მიზნით მიღებისას,

თუ გაქვთ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევები ან ღვიძლის მხრივ მძიმე დარღვევები;

თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლის შედედების დარღვევა;

თუ გაქვთ ძლიერი გაუწყლოება (ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა) ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო;

თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დექსალგინი ექსტრას მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ ალერგია;

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ დარღვევები თირკმელების, ღვიძლის ან გულის მხრივ (ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა), ასევე, ორგანიზმში სითხის შეკავება;

თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის მნიშვნელოვანი კარგვის გამო (მაგალითად, შარდის ჭარბი გამოყოფის, დიარეის ან ღებინების გამო).

თუ გაქვთ დარღვევები გულის მხრივ, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ ხართ ამ დაავადებების რისკის ჯგუფში (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან თამბაქოს მოწევა). ასეთ შემთხვევებში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობასთან დაკავშირებით. ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა დექსალგინი ექსტრა, შეუძლია უმნიშვნელოდ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) რისკი. ნებისმიერი რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას;

თუ ხართ ხანდაზმული: შესაძლოა გამოგივლინდეთ შედარებით მეტი გვერდითი მოვლენა (იხ. ნაწილი 4). ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დაუყოვნებლივ;

თუ ხართ შვილოსნობის პრობლემების მქონე ქალი, (მოცემულ პრეპარატს შეუძლია შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დაგეგმვისას ან შვილოსნობის ფუნქციასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარებისას);

თუ გაქვთ სისხლის წარმოქმნისა და სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევები;

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით);

თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სხვა დარღვევები კუჭის ან ნაწლავების მხრივ;

თუ გაქვთ ინფექცია - იხ. ქვემოთ „ინფექციური დაავადებები“;

თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალური სტეროიდული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), სისხლის კოლტების წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებები, როგორიცაა, ასპირინი, ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა, ვარფარინი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელმაც, შესაძლოა დამატებით დაგინიშნოთ კუჭის დამცავი მედიკამენტი (მაგ., მიზოპროსტოლი ან სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს კუჭის წვენის გამომუშავებას);

თუ გაქვთ ასთმა ქრონიკული რინიტის, ქრონიკული სინუსიტის თანხლებით და/ან ნაზალური პოლიპები, რადგან ხართ აცეტილსალიცილის მჟავას და/ან აასს-ის მიმართ ალერგიის სხვებთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ჯგუფში, ამ მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ასთმის შეტევებს ან ბრონქოსპაზმს, განსაკუთრებით, აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე ალერგიის მქონე პაციენტებში.

ინფექციური დაავადებები

დექსკეტოპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ინფექციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მომატებული ტემპერატურა და ტკივილი. აქედან გამომდინარე, მისმა მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს ინფექციური დაავადების განკურნება, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციებისას ჩუტყვავილას ფონზე. თუ ინფექციის დროს ამ მედიკამენტის მიღების ფონზე ინფექციის სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კოუნისის სინდრომი

დექსკეტოპროფენის გამოყენებისას დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სახისა და კისრის არეში შეშუპება (ანგიოედემა), გულმკერდის ტკივილი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დექსალგინი ექსტრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუკი რომელიმე ამ სიმპტომს შეამჩნევთ.

ბავშვები და მოზარდები

დექსკეტოპროფენის მოქმედება ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილი არ არის. შესაბამისად, პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის და პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და დექსალგინი ექსტრა

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომბინირება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას საჭიროა დოზის კორექტირება.

ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, თუ დექსალგინ ექსტრასთან ერთად იღებთ ან გიკეთდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი:

კომბინაციები, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არ არის:

აცეტილსალიცილის მჟავა, კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები

ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად

ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ

მეტოტრექსატი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან იმუნოსუპრესანტი), გამოიყენება მაღალი დოზებით 15 მგ/კვირაში

ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის დროს

სულფამეტოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს

პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილით:

აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და გულის პრობლემების დროს

პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ

ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ

ანტიბიოტიკები ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

სულფონილშარდოვანას პრეპარატები (მაგალითად, ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი), რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ

მეტოტრექსატი დაბალი დოზით, 15 მგ-ზე ნაკლები კვირაში.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება ყურადღებით უნდა იქნას განხილული:

ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს

სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური საშუალებები, ე.ი. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად

პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ

დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ

მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (სუსი) ჯგუფის ანტიდეპრესანტები

ანტიაგრეგანტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შედედების შესამცირებლად

ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ

ტენოფოვირი, დეფერაზიროქსი, პემეტრექსედი.

დექსალგინი ექსტრას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

დექსალგინი ექსტრას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად კუჭის გაღიზიანების განვითარების რისკის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 3 „მიღების წესი“).

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთი გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი უფრო მაღალია დექსალგინი ექსტრასთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და გულის პრობლემები თქვენს მომავალ ბავშვში. პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, ასევე გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მოსალოდნელზე უფრო მეტად გაახანგრძლივოს ის.

დექსალგინი ექსტრას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია, ასევე მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. თუ ამ შემთხვევაში ან დაორსულების მცდელობის პერიოდში თქვენთვის აუცილებელია ამ პრეპარატით მკურნალობა, საჭიროა მისი ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დექსალგინი ექსტრას მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება შექმნას თირკმელების პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონის შემცირება (მცირეწყლიანობა) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინრის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს მკურნალობა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი კონტროლი.

ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან რომლებსაც უტარდებად გამოკვლევა უნაყოფობასთან დაკავშირებით.

ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება უმნიშვნელო ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენების სახით შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა. თუ შენიშნავთ მსგავს მოვლენებს, აღნიშნული სიმპტომების გაქრობამდე თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218)

ეს სამკურნალო საშუალება შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის), რადგან ის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს საქაროზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის არსებობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 2.0 გ საქაროზას. ეს უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა.

დექსალგინი ექსტრა შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება დექსალგინი ექსტრა

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ჩანართში მოყვანილი მითითებების ზუსტად დაცვით ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის უნდა იქნას მიღებული უმცირესი ეფექტიანი დოზით მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობით სიმპტომების შემსუბუქებისათვის. თუ გაქვთ ინფექციური დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სიმპტომების (როგორიცაა, სხეულის ტემპერატურის მომატება და ტკივილი) შენარჩუნების ან გაღრმავების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 2).

18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები

ზოგადად, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (25 მგ დექსკეტოპროფენი) ყოველ 8 საათში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა (75 მგ) დღეში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ არ იგრძენით გაუმჯობესება ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას. ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას დღე-ღამეში მისაღები პაკეტების რაოდენობასა და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თქვენთვის საჭირო დოზა დამოკიდებულია ტკივილის ტიპზე, სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე.

თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ დარღვევები თირკმელების ან ღვიძლის მხრივ, მკურნალობის დაწყება საჭიროა საერთო სადღეღამისო დოზით არაუმეტეს 2 პაკეტისა (50 მგ დექსკეტოპროფენი).

ხანდაზმულ პაციენტებში დექსკეტოპროფენის კარგი ასატანობის შემთხვევაში საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ზოგადად რეკომენდებულ (75 მგ) დოზამდე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი).

მიღების წესი

პერორალური ხსნარის მიღება შესაძლებელია უშუალოდ პაკეტიდან ან მთლიანი შიგთავსის ჭიქა წყალში გახსნის შემდეგ.

პაკეტის გახსნის შემდეგ შიგთავსი უნდა მიიღოთ მთლიანად.

პაკეტის შიგთავსი მიიღეთ საკვებთან ერთად, რადგან ეს ამცირებს კუჭის ან ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (ასევე, იხილეთ ამ ჩანართის ნაწილი 2). ინტენსიური ტკივილის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მისი სწრაფად შემსუბუქება, მიიღეთ ერთი პაკეტი მშიერ კუჭზე, ანუ ჭამამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე, რადგან ამ დროს პრეპარატი მოქმედებას ოდნავ უფრო სწრაფად იწყებს.

თუ მიიღეთ დექსალგინი ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ დექსალგინი ექსტრას მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა დანიშნულ დროს (ნაწილი 3 „როგორ მიიღება პრეპარატი დექსალგინი ექსტრა “-ს შესაბამისად).

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოვლენები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ვინაიდან დექსკეტოპროფენის პლაზმური დონის პიკი უფრო მაღალია პერორალური ხსნარის ფორმისთვის, ვიდრე ტაბლეტების ფორმისთვის, არ შეიძლება გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ) რისკის გაზრდის შესაძლებლობა.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი, ძირითადად მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, წამოხურება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი, შემცივნება და კანკალი, ზოგადად ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება (სისუსტე).

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა (შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით), გონების დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უჩვეულო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლიანობა, ტკივილი ზურგის არეში, წყლის ხშირი მიღება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის მხრივ, ღვიძლის ფუნქციის სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმელების მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს)

ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რამაც შეიძლება მიგიყვანოთ კოლაფსამდე), ღია წყლულები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი), სახის ან ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, პრობლემები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული დონე (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება გულმკერდის ტკივილი, რომელიც შესაძლოა იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი. ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭის/ნაწლავის მხრივ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ უკვე გქონდათ ასეთი გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმულების შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის გამოვლენის, პირის ღრუს ან გენიტალიების არეში ნებისმიერი სხვა დაზიანების ან ალერგიის რაიმე ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

არსებობს ცნობები ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების (განსაკუთრებით, კოჭებისა და ფეხების არეში), არტერიული წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას.

ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა დექსალგინი ექსტრა, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ინსულტი) რისკი.

პაციენტებში იმუნური სისტემის დარღვევებით, რაც გავლენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლებელია პეპტიური წყლულის, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარება, ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, ლეტალური შედეგით.

პრეპარატის მიღების ფონზე ცნობილია გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, შეკრულობის, საჭმლის მონელების დარღვევის, მუცლის ტკივილის, მელენის, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების გამოვლენის შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა აასს-ის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ასეპტიკური მენინგიტი, რომელიც ძირითადად ვლინდება სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადებების და ჰემატოლოგიური რეაქციების მქონე პაციენტებში (პურპურა, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად აგრანულოციტოზი და მედულარული ჰიპოპლაზია).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • დექსალგინი ექსტრას შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და პაკეტზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

დექსალგინი ექსტრას შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი (დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით).

პერორალური ხსნარის თითოეული პაკეტი შეიცავს 25 მგ დექსკეტოპროფენს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ამონიუმის გლიცირიზინატი, ნეოჰესპერიდინ-დიჰიდროჰალკონი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), ნატრიუმის საქარინი, საქაროზა, მაკროგოლი 400, ლიმონის არომატიზატორი, პოვიდონი K-90, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი (იხ. ნაწილი 2 „დექსალგინი ექსტრა შეიცავს საქაროზას”).

დექსალგინი ექსტრას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ლიმონის სუნის და ლიმონის-ციტრუსის ტკბილი არომატის მქონე ოდნავ შეფერილი ხსნარი, რომელიც მოწოდებულია შეფუთვაში 2, 4, 10, 20 ან 500 პაკეტის რაოდენობით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

დე ლა გარეს გამზირი 1

1611 ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი

მწარმოებელი

კერნ ფარმა, ს.ლ.

კალე ვენუს, 72

08228 ტერასა (ბარსელონა)

ესპანეთი

ლაბორატორიოს ალკალა ფარმა, ს.ლ.

ავენიდა დე მადრიდ, 82

ალკალა-დე-ენარეს, 28802 მადრიდი

ესპანეთი

მოცემული ინსტრუქციის ბოლო რედაქტირების თარიღი: 07.2025.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა