დალაცინი
DALACIN®
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებით ან გრამდადებითი აერობული ბაქტერიების შტამებით, როგორიცაა Streptococcus spp., Staphylococcus spp. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კლინდამიცინის (clindamycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ კაფსულა №16 (2X8)
- მწარმოებელი
- FAREVA AMBOISE, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ლინკოზამიდები
- ATC კოდი
- J01FF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034857
- რეგისტრირებულია
- 5 აპრილი 2022, მოქმედებს 5 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- განმცხადებელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დალაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებით ან გრამდადებითი აერობული ბაქტერიების შტამებით, როგორიცაა Streptococcus spp., Staphylococcus spp. და Pneumococcus spp., ასევე კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე Chlamydia trachomatis სახესხვაობებით:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი.
შუა ყურის ანთება, ქუნთრუშა.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა და ფილტვის აბსცესი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები, მათ შორის: ფერიმჭამელები, ფურუნკულოზი, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ინფექცია, იმპეტიგო, აბსცესები, დაინფიცირებული ჭრილობები, კანისა და რბილი ქსოვილების სპეციფიკური ინფექციური პროცესები, გამოწვეული ამ პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით, როგორიცაა წითელი ქარი და პარონიქია (პანარიციუმი).
ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები, მათ შორის: ოსტეომიელიტი და სეპტიკური ართრიტი.
გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ინფექციები, საშოს გარშემო არსებული ქსოვილების ინფექციები, ფალოპის მილების და საკვერცხეების აბსცესები, სალპინგიტი და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ანტიბაქტერიულ პრეპარატთან კომბინაციაში, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი აერობული გამომწვევების (მაგალითად, გენტამიცინის) მიმართ.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ინფექციური დაავადებების მონოთერაპია.
მუცლის ღრუს ინფექციური დაავადებები, მათ შორის: პერიტონიტი და მუცლის ღრუს აბსცესები (სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებს გრამუარყოფით აერობულ ბაქტერიებზე).
სეპტიცემია და ენდოკარდიტი.
პირის ღრუს ინფექციები, როგორიცაა: პერიოდონტალური აბსცესები და პერიოდონტიტი.
ტოქსოპლაზმოზური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში (პირიმეთამინთან კომბინაციაში სტანდარტული თერაპიის აუტანლობის შემთხვევაში).
პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში (პრიმაქინთან კომბინაციაში სტანდარტული თერაპიის აუტანლობის ან რეზისტენტობის შემთხვევაში).
მალარია, მათ შორის მულტირეზისტენტული Plasmodium falciparum-ით გამოწვეული, როგორც მონოთერაპიის, ისე ქინინთან ან ქლოროქინთან ერთად.
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში.
მიღების წესი და დოზირება
დოზები და მიღების წესი უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, პაციენტის მდგომარეობისა და მიკროორგანიზმების მგრძნობელობის გათვალისწინებით.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები: 600-1800 მგ/დღეში, პერორალურად 2, 3 ან 4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
ბავშვები და მოზარდები:
კლინდამიცინის დოზირება უნდა განისაზღვროს სხეულის საერთო მასის მიხედვით სიმსუქნის არსებობის მიუხედავად.
ბავშვებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა
1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის 8-25 მგ/სხეულის მასის კგ-ზე/დღეში, პერორალურად 3-4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
ზოგ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატის სხვა ფორმებს. დალაცინის კაფსულები არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მათი მთლიანად გადაყლაპვა.
კაფსულები შეიძლება არ იყოს შესაფერისი ბავშვებში მგ/კგ-ზე გაანგარიშებით ზუსტი დოზების დანიშვნის აუცილებლობისას.
ხანდაზმული პაციენტები: ღვიძლის და თირკმელების ნორმალური (მოცემული ასაკისთვის) ფუნქციის შემთხვევაში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა”).
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დოზირება განსაკუთრებული ჩვენებისას
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციები: დოზები მითითებულია ზემოთ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღე.
მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: 900 მგ კლინდამიცინი ინტრავენურად ყოველ 8 საათში გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ მოქმედების შესაბამისი სპექტრის ინტრავენურ ანტიბიოტიკთან ერთად, მაგალითად გენტამიცინთან დოზით 2,0 მგ/კგ, შემდგომში 1,5 მგ/კგ შეყვანით ყოველ 8 საათში პაციენტებისთვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით. პრეპარატების შეყვანა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღისა, ხოლო პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ – კიდევ არანაკლებ 48 საათი. შემდეგ გადადიან კლინდამიცინის ყოველდღიურ პერორალურ მიღებაზე დოზით 450-600 მგ ყოველ 6 საათში. თერაპიის სრული კურსი შეადგენს 10-14 დღეს.
საშვილოსნოს ყელის ინფექციები, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით: 450-600მგ პერორალურად, ყოველდღიურად, 4-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში.
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში: სტანდარტული თერაპიის აუტანლობის შემთხვევაში კლინდამიცინი გამოიყენება პირიმეთამინთან ერთად შემდეგი სქემით: პერორალურად დოზით 600-1200 მგ ყოველ 6 საათში 2 კვირის მანძილზე, შემდეგ 300-600 მგ პერორალურად ყოველ 6 საათში. პირიმეთამინს ნიშნავენ დოზით 25-75მგ, პერორალურად ყოველდღიურად. ჩვეულებრივ, თერაპიის კურსი შეადგენს 8-10 კვირას. პირიმეთამინის უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას საჭიროა ფოლინის მჟავას დანიშვნა დოზით 10-20 მგ/დღეში.
პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში: 300-450 მგ პერორალურად, ყოველ 6 საათში 21 დღის მანძილზე და პრიმაქინი 15-30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 21 დღის მანძილზე.
მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი/ფარინგიტი: 300 მგ პერორალურად დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში.
მალარიის მკურნალობა (პერორალური მიღება – კაფსულები ან სიროფი)
გაურთულებელი მალარია, გამოწვეული P. falciparum-ით
მოზრდილები
ქინინის სულფატი: 650 მგ პერორალურად სამჯერ დღე-ღამეში 3 ან 7 დღის მანძილზე კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე.
ბავშვები
ქინინის სულფატი: 10 მგ/კგ პერორალურად სამჯერ დღე-ღამეში 3 ან 7 დღის მანძილზე კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე.
მძიმე მალარია
მოზრდილები
ქინიდინის გლუკონატი: დამტვირთავი დოზა 10 მგ/კგ ინტრავენურად, რომელიც შეჰყავთ 1-2 საათის განმავლობაში, შემდგომი უწყვეტი ინრავენური ინფუზიით დოზით 0,02 მგ/კგ/წთ არანაკლებ 24 საათისა (შეყვანის ალტერნატიული სქემა იხილეთ ქინიდინის გამოყენების ინსტრუქციაში). მას შემდეგ, რაც სისხლის ნაცხში მალარიული პლაზმოდიუმით ერითროციტების რაოდენობა შეადგენს <1% და პაციენტი შეძლებს პერორალური პრეპარატების მიღებას, ტარდება ქინინით მკურნალობის სრული კურსი (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი) კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე. თუ პაციენტს არ შეუძლია პრეპარატების პერორალურად მიღება, ინტრავენურად შეჰყავთ კლინდამიცინის დამტვირთავი დოზა 10 მგ (ფუძე)/კგ, რის შემდეგაც შეჰყავთ ინტრავენური დოზები 5 მგ (ფუძე)/კგ ყოველ 8 საათში. საჭიროა პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანისგან თავის არიდება. როგორც კი პაციენტი შეძლებს პრეპარატების პერორალურად მიღებას, საჭიროა მისი გადაყვანა კლინდამიცინის პერორალურ თერაპიაზე (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი პერორალური მიღების დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს.
ბავშვები
ქინიდინის გლუკონატი: იგივე დოზები (მგ/კგ) და დოზირების რეკომენდაციები, რაც მოზრდილებისთვის, კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე. თუ პაციენტს არ შეუძლია პრეპარატების პერორალურად მიღება, ინტრავენურად შეჰყავთ კლინდამიცინის დამტვირთავი დოზა 10 მგ (ფუძე)/კგ, რის შემდეგაც შეჰყავთ ინტრავენური დოზები 5 მგ (ფუძე)/კგ ყოველ 8 საათში. საჭიროა პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანისგან თავის არიდება. როგორც კი პაციენტი შეძლებს პრეპარატების პერორალურად მიღებას, საჭიროა მისი გადაყვანა კლინდამიცინის პერორალურ თერაპიაზე (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი პერორალური მიღების დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს.
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა ავადმყოფებში პენიცილინებზე მომატებული მგრძნობელობით: 600 მგ პერორალურად მოზრდილებში და 20 მგ/კგ ბავშვებში 1 საათით ადრე მცირე ქირურგიულ ან სტომატოლოგიურ ჩარევამდე, ან ენდოკარდიტის განვითარების რისკთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცედურამდე.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
საყლაპავის შესაძლო გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კაფსულა უნდა მიიღოთ მთლიანად, სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით, ჰორიზონტალურ მდგომარეობის მიღებამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ მიღებაზე საანგარიშო დოზა უფრო ნაკლებია ვიდრე კლინდამიცინის შემცველობა კაფსულაში, ან თუ არსებობს ყლაპვის დარღვევა, რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალური შეყვანა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია კლინდამიცინით, რეგისტრირებულია ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, კანის მხრივ ისეთი მძიმე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (სინდრომი DRESS), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ). ჰიპერმგრძნობელობის ან კანის მხრივ მძიმე რეაქციის გამოვლნის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ კლინდამიცინით მკურნალობა და დაიწყოთ შესაბამისი თერაპია (იხ. პარაგრაფები „უკუჩვენება” და „გვერდითი მოქმედება”).
ანტიბაქტერიული თერაპია მოქმედებს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე და იწვევს Clostridioides difficile-ს გაძლიერებულ ზრდას, რაც ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატს, მათ შორის კლინდამიცინსაც. Clostridioides difficile-თი გამოწვეული სხვადასხვა სიმძიმის დიარეის (CDAD - Clostridioides difficile associated diarrhea) შემთხვევები დიარეის მსუბუქი ფორმიდან ფატალურ კოლიტამდე აღინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას. ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შემდეგ განვითარებული დიარეის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული CDAD-ის ალბათობა. ეს მდგომარეობა შეიძლება პროგრესირებდეს და გამოიწვიოს კოლიტის განვითარება, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება”), რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, ასევე დასრულდეს ლეტალური შედეგით. ანტიბაქტერიული პრეპარატები თრგუნავს ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს C. Difficile-ს გაძლიერებულ გამრავლებას. ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებულ დიარეაზე ან კოლიტზე ეჭვის არსებობის ან მათი დადასტურების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის კლინდამიცინის, მიღება და დაუყოვნებლივ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
Clostridioides difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს Clostridioides difficile-თი გამოწვეული დიარეის (CDAD) განვითარებას და წარმოადგენს ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული კოლიტის ძირითად მიზეზს. C. difficile-ს შტამები ტოქსინის ჰიპერპროდუქციით იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის გაზრდას, რადგან ეს ინფექციები შეიძლება იყოს რეზისტენტული ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ, და შეიძლება საჭირო იყოს კოლექტომია. იმ შემთხვევაში, როდესაც დიარეა ვითარდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ, საჭიროა განხილული იქნას ისეთი დაავადების ალბათობა, როგორიცაა CDAD. საჭიროა სამედიცინო ანამნეზის გულდასმით შეგროვება, ვინაიდან CDAD-ის შემთხვევები რეგისტრირებულია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.
არ შეიძლება კლინდამიცინის დანიშვნა მენინგიტის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
თუ მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
რეგისტრირებულია თირკმელების მწვავე დაზიანების, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობის არახშირი შემთხვევები. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიკურ პრეპარატებს, უნდა იქნას განხილული თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის აუცილებლობა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება”).
ეზოფაგიტისა და საყლაპავის წყლულის განვითარების რისკის გამო მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციების დაცვა (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „გვერდითი მოქმედება“).
კლინდამიცინის გამოყენება შეიძლება იწვევდეს ამ პრეპარატისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით საფუარა სოკოს, ძლიერ ზრდას.
დამხმარე ნივთიერებები
150 მგ დალაცინის ერთი მკვრივი კაფსულა შეიცავს 209,485 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
300 მგ დალაცინის ერთი მკვრივი კაფსულა შეიცავს 253,97 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, საამის ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის არ შეიძლება მოცემული პრეპარატის მიღება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა
ინექციის დროს კლინდამიცინს აქვს მაბლოკირებელი მოქმედება ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც აბლოკირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას. ამიტომ, ასეთი საშუალებების მიღების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
კლინდამიცინი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით და ნაკლები ხარისხით CYP3A5-ით ძირითადი მეტაბოლიტის კლინდამიცინის სულფოქსიდის და მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტის N-დესმეთილკლინდამიცინის წარმოქმნით. ამასთან დაკავშირებით, CYP3A4-ის და CYP3A5-ის ინჰიბიტორებს შეუძლიათ კლინდამიცინის კლირენსის შემცირება, ხოლო ამ იზოფერმენტების ინდუქტორებს შეუძლიათ მათი კლირენსის გაზრდა. CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინდუქტორების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა რიფამპიცინი, საჭიროა კლინდამიცინის ეფექტიანობის დაქვეითების მონიტორინგი.
in vitro ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ კლინდამიცინი არ აინჰიბირებს CYP1A2-ს, CYP2C9-ს, CYP2C19-ს, CYP2E1-ს ან CYP2D6-ს და მხოლოდ ზომიერი ხარისხით აინჰიბირებს CYP3A4-ს. ამასთან დაკავშირებით, ნაკლებსავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კლინდამიცინსა და ერთდროულად გამოყენებულ ისეთ სამკურნალო საშუალებებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ციტოქრომებით.
K ვიტამინის ანტაგონისტები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლინდამიცინს K ვიტამინის ანტაგონისტებთან (მაგალითად, ვარფარინთან, აცენოკუმაროლთან და ფლუინდიონთან) კომბინაციაში, აღინიშნებოდა სისხლის შედედების პარამეტრების (პდ და სნთ) მომატება ან(და) სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია K ვიტამინის ანტაგონისტებით, საჭიროა სისხლის შედედების პარამეტრების ხშირად განსაზღვრა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინდამიცინი გადის პლაცენტაში. პრეპარატის რამდენიმე დოზის შეყვანის შემდეგ კონცენტრაცია ამნიონურ სითხეში შეადგენდა დედის სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის დაახლოებით 30%. ორსულებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კლინდამიცინის სისტემური შეყვანის შემთხვევაში მეორე და მესამე ტრიმესტრებში არ აღინიშნებოდა განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის გაზრდა. სათანადო და მკაცრად კონტროლირებული კვლევები ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. ორსულებში კლინდამიცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ძუძუთი კვება
კლინდამიცინი აღმოჩენილია დედის რძეში კონცენტრაციით <0.5-3.8 მკგ/მლ.
კლინდამიცინს პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების კუჭ-ნაწლავის ფლორის არასასურველი მოვლენები, როგორიცაა დიარეა ან სისხლი განავალში, ან გამონაყარი. თუ მეძუძური დედისთვის საჭიროა კლინდამიცინის პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენება, ეს არ წარმოადგენს ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზს, მაგრამ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს სხვა სამკურნალო საშუალებას. გასათვალისწინებელია ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობები მისი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის დედისთვის კლინდამიცინის კლინიკურ მოთხოვნილებასთან და კლინდამიცინის ან დედის ძირითადი მდგომარეობის პოტენციურ არასასურველ მოვლენებთან ერთად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.
ფერტილობა
კლინდამიცინის რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა ვირთაგვებზე, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს პერორალურად, არ გამოავლინა მისი გავლენა ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან მათი შეწყვილების უნარზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კლინდამიცინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები, დაყოფილი სისტემათა და ორგანოთა კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. სიხშირის ჯგუფები განისაზღვრება შემდეგი წესით: ხშირად (>1/100 და <1/10); არც ისე ხშირად (>1/1000 და <1/100); იშვიათად (>1/10 000 და <1/1000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის შემცირების წესით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ფსევდომემბრანული კოლიტი*, სიხშირე უცნობია - კოლიტი, გამოწვეული Clostridioides difficile-თი*, ვაგინალური ინფექცია*
დარღვევები სისხლის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი*, ნეიტროპენია*, თრომბოციტოპენია*, ლეიკოპენია*, ეოზინოფილია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი*, ანაფილაქტოიდური რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია*, ჰიპერმგრძნობელობა*
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – დისგევზია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, მუცლის ტკივილი; არც ისე ხშირად - ღებინება, გულისრევა; სიხშირე უცნობია - საყლაპავის წყლული* ≠, ეზოფაგიტი*≠
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - სიყვითლე*
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშირად - მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ)*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს)*, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ)*, ანგიონევროზული შეშუპება*, ექსფოლიაციური დერმატიტი*, ბულოზური დერმატიტი*, მრავალფორმიანი ერითემა, ქავილი, წითელას მსგავსი გამონაყარი*
დარღვევები თირკელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია – თირკმელების მწვავე დაზიანება#
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: ხშირად - ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
- არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, გამოვლენილი რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.
# იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება”.
≠ შესაძლებელია ეზოფაგიტის და საყლაპავის წყლულის შეთხვევები, განსაკუთრებით, თუ პაციენტი პრეპარატს იღებს დაწოლილ მდგომარეობაში ან(და) არ აყოლებს პრეპარატს საკმარისი რაოდენობის წყალს.
ჭარბი დოზა
კლინდამიცინი არ გამოყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონეალური დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინი (კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის სახით) 150 მგ ან 300 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა
ჟელატინის მკვრივი კაფსულები თეთრი ფერის თავსახურით და კორპუსით, რომლებიც შეიცავს თეთრ ფხვნილს; თავსახურზე წარწერა “Pfizer”, კორპუსზე - “Clin 150” (150 მგ კაფსულები) ან “Clin 300” (300 მგ კაფსულები).
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა:
5 წელი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატები. მაკროლიდები, ლინკოზამიდები და სტრეპტოგრამინები. ლინკოზამიდები. კლინდამიცინი
ათქ კოდი: J01FF01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
კლინდამიცინი არის ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც აინჰიბირებს ბაქტერიული ცილების სინთეზს. ის უკავშირდება რიბოსომულ სუბერთეულს 50S-ს და გავლენას ახდენს რიბოსომების შეგროვებასა და ტრანსლაციის პროცესზე. ჩვეულებრივი დოზებით კლინდამიცინი ავლენს ბაქტერიოსტატულ აქტივობას in vitro.
ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კავშირი
ეფექტიანობა დამოკიდებულია პერიოდის ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაშიც მოქმედი ნივთიერების დონე აღემატება პათოგენის (%T/მდკ) მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას (მდკ).
რეზისტენტობა
რეზისტენტობა კლინდამიცინის მიმართ ყველაზე ხშირად განპირობებულია მუტაციებით ანტიბიოტიკების რ-რნმ-თან შეკავშირების ადგილზე ან სპეციფიკური ნუკლეოტიდების მეთილირებით რიბოსომული სუბერთეულების 50S-ის რნმ-23S-ში. ამ ცვლილებებით შეიძლება აიხსნას ჯვარედინი რეზისტენტობა მაკროლიდების და სტრეპტოგრამინები B-ს (MLSB-ფენოტიპი) მიმართ in vitro. რეზისტენტობა ზოგჯერ განპირობებულია ცვლილებებით რიბოსომულ ცილებში. რეზისტენტობა კლინდამიცინის მიმართ შეიძლება ინდუცირებული იყოს მაკროლიდებით ბაქტერიების მაკროლიდების მიმართ რეზისტენტულ იზოლატებში. ინდუცირებული რეზისტენტობა შეიძლება ნაჩვენები იყოს დისკების მეთოდით (D-ტესტი) ან ბულიონში. რეზისტენტობის ნაკლებად გავრცელებული მექანიზმები ითვალისწინებს ანტიბიოტიკის შეცვლას და მის აქტიურ გამოყოფას უჯრედებიდან. არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა კლინდამიცინის და ლინკომიცინის მიმართ. როგორც ბევრი ანტიბიოტიკისთვის, რეზისტენტობის ფორმირების სიხშირე მერყეობს ბაქტერიის ჯიშისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. კლინდამიცინის მიმართ რეზისტენტობის ფორმირების სიხშირე უფრო მაღალია მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკების და პენიცილინ-რეზისტენტული პნევმოკოკების იზოლატებში, ვიდრე ამ ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებში.
კლინიკური ეფექტიანობა სპეციფიკური პათოგენების მიმართ
კლინდამიცინზე მგრძნობიარეა in vitro შემდეგი მიკროორგანიზმების უმრავლესი იზოლატი:
აერობული ბაქტერიები
გრამდადებითი ბაქტერიები
Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე იზოლატები);
კოაგულაზაუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინ-მგრძნობიარე იზოლატები);
Streptococcus pneumoniae (პენიცილინ-მგრძნობიარე იზოლატები);
A, B, C, G ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები;
მწვანე სტრეპტოკოკები;
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Chlamydia trachomatis.
ანაერობული ბაქტერიები
გრამდადებითი ბაქტერიები
Actinomyces spp;
Clostridium spp. (Clostridioides difficile-ს გარდა);
Eggerthella (Eubacterium) spp.;
Peptococcus spp.;
Peprostreptococcus spp. (Finegoldia magna, Micromonas micros);
Propionibacterium acnes.
გრამუარყოფითი ბაქტერიები
Bacteroides spp;
Fusobacterium spp;
Gardnerella vaginalis;
Prevotella spp.
სოკოები
Pneumocystis jirovecii.
უმარტივესები
Toxoplasma gondii;
Plasmodium falciparum.
მომიჯნავე მნიშვნელობები მგრძნობელობის განსაზღვრისთვის
მდკ (მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის) ინტერპრეტაციის კრიტერიუმები კლინდამიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესაფასებლად, რომლებიც დადგენილია ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის (EUCAST - European Committee on Antimicrobial Susceptibility Testing) მიერ, წარმოდგენილია დოკუმენტში შემდეგ ლინკზე: https://www.ema.europa.eu/documents/other/minimum-inhibitory-concentration-mic-breakpoints_en.xlsx
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებულობა
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებულობა შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული რეგიონისა და დროის მიხედვით და სასურველია ფლობდეთ ინფორმაციას მიკროორგანიზმების არჩეული ჯიშების რეგიონალური თავისებურებების შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოთ ექსპერტის დასკვნა, თუ რეგიონში რეზისტენტული ჯიშების გავრცელებულობა კითხვის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენებას ინფექციის სულ მცირე ზოგიერთი ჯიშის ინფრქციის სამკურნალოდ. კერძოდ, მძიმე ინფექციების ან არაეფექტიანი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება პათოგენისა და კლინდამიცინის მიმართ მისი მგრძნობელობის დადასტურებით.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
24 ჯანმრთელი მოზრდილი მოხალისის მონაწილეობით ჩატარებული კვლევებით, რომლებშიც განისაზღვრა სისხლის შრატში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია, ნაჩვენებია კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის სწრაფი შეწოვა 150 მგ დოზით პერორალურად მიღების შემდეგ. სისხლის შრატში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (2.5 მკგ/მლ) მიიღწევა 45 წუთში, 3 საათში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს 1.5 მკგ/მლ, ხოლო 6 საათში – 0.7 მკგ/მლ. პერორალური მიღებისას კლინდამიცინი პრაქტიკულად სრულად (90%) შეიწოვება და საკვებთან ერთად მიღება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას კლინდამიცინის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში. შრატში კონცენტრაციები ერთნაირი და პროგნოზირებადი იყო ადამიანებში და დოზის მიხედვით. კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ სისხლის შრატში სამკურნალწამლო ნივთიერების დონის განმსაზღვრელი, 14 დღემდე ხანგრძლივობის კვლევებით არ არის გამოვლენილი მისი კუმულაციის ან პრეპარატის მეტაბოლიზმის შეცვლის ნიშნები.
განაწილება
კლინდამიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის უმრავლეს ქსოვილსა და სითხეში (ძვლოვანი ქსოვილის ჩათვლით). ადამიანის ღვიძლისა და ნაწლავის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევებით ნაჩვენებია, რომ კლინდამიცინი ექვემდებარება ჟანგვას ძირითადად ფერმენტ CYP3A4-ის ზემოქმედებით და უმნიშვნელო ხარისხით ფერმენტ CYP3A5-ის ზემოქმედებით კლინდამიცინის სულფოქსიდის და მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტის N-დესმეთილკლინდამიცინის წარმოქმნით. კლინდამიცინის ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2.4 საათს. უცვლელი სახით ორგანიზმიდან გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 10% შარდში, 3.6% - განავალში; დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ბიოაქტიური მეტაბოლიტების სახით. ჯანმრთელი მოხალისეები კარგად იტანდნენ კლინდამიცინის 2 გ-მდე დოზებს დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, მაგრამ უფრო მაღალი დოზების მიღებისას გაიზარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე.
ზურგის ტვინის სითხეში კლინდამიცინის რაიმე მნიშვნელოვანი კონცენტრაცია არ მიიღწევა ტვინის გარსების ანთების შემთხვევაშიც კი.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის პერორალურად მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა დაახლოებით 4.0 საათამდე (3.4-დან 5.1 საათამდე), 3.2 საათთან შედარებით (2.1-დან 4.2 საათამდე) უფრო ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში. თუმცა, შეწოვის ხარისხი არ განსხვავდებოდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების პაციენტებში, და ღვიძლის ნორმალური ფუნქციისა და თირკმელების ნორმალური (ასაკის გათვალისწინებით) ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
2-დან 18 წლამდე ასაკის სიმსუქნის მქონე ბავშვები და 18-დან 20 წლამდე ასაკის სიმსუქნის მქონე მოზრდილები
2-დან 18 წლამდე ასაკის სიმსუქნის მქონე ბავშვებსა და 18-დან 20 წლამდე ასაკის სიმსუქნის მქონე მოზრდილებში ფარმაკოკინეტიკურ მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კლინდამიცინის კლირენსი და განაწილების მოცულობა, დარეგულირებული სხეულის საერთო მასით, შედარებადია მიუხედავად სიმსუქნის არსებობისა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
სისხლის შრატში კლინდამიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირედიდ გახანგრძლივებულია თირკმელების მნიშვნელოვნად დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტიანია სისხლიდან კლინდამიცინის გამოსაყვანად. სისხლის შრატში კლინდამიცინის კონცენტრაცია ხაზოვნად გაიზარდა დოზის გაზრდისას.
სისხლის შრატში კლინდამიცინის დონეები აღემატებოდა მდკ-ს (მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას) მის მიმართ უმრავლესი მგრძნობიარე ორგანიზმისთვის პრეპარატის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზების მიღებიდან სულ მცირე ექვსი საათის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
დალაცინი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: დალაცინი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კლინდამიცინი.
სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინი (კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის სახით) 150 მგ ან 300 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.
აღწერილობა
ჟელატინის მკვრივი კაფსულები თეთრი ფერის თავსახურით და კორპუსით, რომლებიც შეიცავს თეთრ ფხვნილს; თავსახურზე წარწერა “Pfizer”, კორპუსზე - “Clin 150” (150 მგ კაფსულები) ან “Clin 300” (300 მგ კაფსულები).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გამოყენების ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებით ან გრამდადებითი აერობული ბაქტერიების შტამებით, როგორიცაა Streptococcus spp., Staphylococcus spp. და Pneumococcus spp., ასევე კლინდამიცინისადმი მგრძნობიარე Chlamydia trachomatis სახესხვაობებით:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი.
შუა ყურის ანთება, ქუნთრუშა.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა და ფილტვის აბსცესი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები, მათ შორის: ფერიმჭამელები, ფურუნკულოზი, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ინფექცია, იმპეტიგო, აბსცესები, დაინფიცირებული ჭრილობები, კანისა და რბილი ქსოვილების სპეციფიკური ინფექციური პროცესები, გამოწვეული ამ პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით, როგორიცაა წითელი ქარი და პარონიქია (პანარიციუმი).
ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები, მათ შორის: ოსტეომიელიტი და სეპტიკური ართრიტი.
გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ინფექციები, საშოს გარშემო არსებული ქსოვილების ინფექციები, ფალოპის მილების და საკვერცხეების აბსცესები, სალპინგიტი და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ანტიბაქტერიულ პრეპარატთან კომბინაციაში, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი აერობული გამომწვევების (მაგალითად, გენტამიცინის) მიმართ.
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ინფექციური დაავადებების მონოთერაპია.
მუცლის ღრუს ინფექციური დაავადებები, მათ შორის: პერიტონიტი და მუცლის ღრუს აბსცესები (სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებს გრამუარყოფით აერობულ ბაქტერიებზე).
სეპტიცემია და ენდოკარდიტი.
პირის ღრუს ინფექციები, როგორიცაა: პერიოდონტალური აბსცესები და პერიოდონტიტი.
ტოქსოპლაზმოზური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში (პირიმეთამინთან კომბინაციაში სტანდარტული თერაპიის აუტანლობის შემთხვევაში).
პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში (პრიმაქინთან კომბინაციაში სტანდარტული თერაპიის აუტანლობის ან რეზისტენტობის შემთხვევაში).
მალარია, მათ შორის მულტირეზისტენტული Plasmodium falciparum-ით გამოწვეული, როგორც მონოთერაპიის, ისე ქინინთან ან ქლოროქინთან ერთად.
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
კლინდამიცინი გადის პლაცენტაში. პრეპარატის რამდენიმე დოზის შეყვანის შემდეგ კონცენტრაცია ამნიონურ სითხეში შეადგენდა დედის სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის დაახლოებით 30%. ორსულებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კლინდამიცინის სისტემური შეყვანის შემთხვევაში მეორე და მესამე ტრიმესტრებში არ აღინიშნებოდა განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირის გაზრდა. სათანადო და მკაცრად კონტროლირებული კვლევები ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. ორსულებში კლინდამიცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ძუძუთი კვება
კლინდამიცინი აღმოჩენილია დედის რძეში კონცენტრაციით <0.5-3.8 მკგ/მლ.
კლინდამიცინს პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების კუჭ-ნაწლავის ფლორის არასასურველი მოვლენები, როგორიცაა დიარეა ან სისხლი განავალში, ან გამონაყარი. თუ მეძუძური დედისთვის საჭიროა კლინდამიცინის პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენება, ეს არ წარმოადგენს ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზს, მაგრამ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს სხვა სამკურნალო საშუალებას. გასათვალისწინებელია ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობები მისი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის დედისთვის კლინდამიცინის კლინიკურ მოთხოვნილებასთან და კლინდამიცინის ან დედის ძირითადი მდგომარეობის პოტენციურ არასასურველ მოვლენებთან ერთად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის.
ფერტილობა
კლინდამიცინის რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა ვირთაგვებზე, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს პერორალურად, არ გამოავლინა მისი გავლენა ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე ან მათი შეწყვილების უნარზე.
მიღების წესი და დოზები
დოზები და მიღების წესი უნდა განისაზღვროს ინფექციის სიმძიმის, პაციენტის მდგომარეობისა და მიკროორგანიზმების მგრძნობელობის გათვალისწინებით.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები: 600-1800 მგ/დღეში, პერორალურად 2, 3 ან 4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
ბავშვები და მოზარდები:
კლინდამიცინის დოზირება უნდა განისაზღვროს სხეულის საერთო მასის მიხედვით სიმსუქნის არსებობის მიუხედავად.
ბავშვებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა
1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის 8-25 მგ/სხეულის მასის კგ-ზე/დღეში, პერორალურად 3-4 მიღებაზე (თანაბარი დოზები).
ზოგ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეპარატის სხვა ფორმებს. დალაცინის კაფსულები არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მათი მთლიანად გადაყლაპვა.
კაფსულები შეიძლება არ იყოს შესაფერისი ბავშვებში მგ/კგ-ზე გაანგარიშებით ზუსტი დოზების დანიშვნის აუცილებლობისას.
ხანდაზმული პაციენტები: ღვიძლის და თირკმელების ნორმალური (მოცემული ასაკისთვის) ფუნქციის შემთხვევაში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკა”).
თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დოზირება განსაკუთრებული ჩვენებისას
ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციები: დოზები მითითებულია ზემოთ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღე.
მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: 900 მგ კლინდამიცინი ინტრავენურად ყოველ 8 საათში გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ მოქმედების შესაბამისი სპექტრის ინტრავენურ ანტიბიოტიკთან ერთად, მაგალითად გენტამიცინთან დოზით 2,0 მგ/კგ, შემდგომში 1,5 მგ/კგ შეყვანით ყოველ 8 საათში პაციენტებისთვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით. პრეპარატების შეყვანა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 დღისა, ხოლო პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ – კიდევ არანაკლებ 48 საათი. შემდეგ გადადიან კლინდამიცინის ყოველდღიურ პერორალურ მიღებაზე დოზით 450-600 მგ ყოველ 6 საათში. თერაპიის სრული კურსი შეადგენს 10-14 დღეს.
საშვილოსნოს ყელის ინფექციები, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით: 450-600მგ პერორალურად, ყოველდღიურად, 4-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში.
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი შიდსით დაავადებულებში: სტანდარტული თერაპიის აუტანლობის შემთხვევაში კლინდამიცინი გამოიყენება პირიმეთამინთან ერთად შემდეგი სქემით: პერორალურად დოზით 600-1200 მგ ყოველ 6 საათში 2 კვირის მანძილზე, შემდეგ 300-600 მგ პერორალურად ყოველ 6 საათში. პირიმეთამინს ნიშნავენ დოზით 25-75მგ, პერორალურად ყოველდღიურად. ჩვეულებრივ, თერაპიის კურსი შეადგენს 8-10 კვირას. პირიმეთამინის უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას საჭიროა ფოლინის მჟავას დანიშვნა დოზით 10-20 მგ/დღეში.
პნევმოცისტური პნევმონია შიდსით დაავადებულებში: 300-450 მგ პერორალურად, ყოველ 6 საათში 21 დღის მანძილზე და პრიმაქინი 15-30 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 21 დღის მანძილზე.
მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი/ფარინგიტი: 300 მგ პერორალურად დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში.
მალარიის მკურნალობა (პერორალური მიღება – კაფსულები ან სიროფი)
გაურთულებელი მალარია, გამოწვეული P. falciparum-ით
მოზრდილები
ქინინის სულფატი: 650 მგ პერორალურად სამჯერ დღე-ღამეში 3 ან 7 დღის მანძილზე კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე.
ბავშვები
ქინინის სულფატი: 10 მგ/კგ პერორალურად სამჯერ დღე-ღამეში 3 ან 7 დღის მანძილზე კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე.
მძიმე მალარია
მოზრდილები
ქინიდინის გლუკონატი: დამტვირთავი დოზა 10 მგ/კგ ინტრავენურად, რომელიც შეჰყავთ 1-2 საათის განმავლობაში, შემდგომი უწყვეტი ინრავენური ინფუზიით დოზით 0,02 მგ/კგ/წთ არანაკლებ 24 საათისა (შეყვანის ალტერნატიული სქემა იხილეთ ქინიდინის გამოყენების ინსტრუქციაში). მას შემდეგ, რაც სისხლის ნაცხში მალარიული პლაზმოდიუმით ერითროციტების რაოდენობა შეადგენს <1% და პაციენტი შეძლებს პერორალური პრეპარატების მიღებას, ტარდება ქინინით მკურნალობის სრული კურსი (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი) კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე. თუ პაციენტს არ შეუძლია პრეპარატების პერორალურად მიღება, ინტრავენურად შეჰყავთ კლინდამიცინის დამტვირთავი დოზა 10 მგ (ფუძე)/კგ, რის შემდეგაც შეჰყავთ ინტრავენური დოზები 5 მგ (ფუძე)/კგ ყოველ 8 საათში. საჭიროა პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანისგან თავის არიდება. როგორც კი პაციენტი შეძლებს პრეპარატების პერორალურად მიღებას, საჭიროა მისი გადაყვანა კლინდამიცინის პერორალურ თერაპიაზე (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი პერორალური მიღების დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს.
ბავშვები
ქინიდინის გლუკონატი: იგივე დოზები (მგ/კგ) და დოზირების რეკომენდაციები, რაც მოზრდილებისთვის, კომბინაციაში კლინდამიცინთან დოზით 20 მგ (ფუძე)/კგ დღე-ღამეში, პერორალურად სამჯერ 7 დღის მანძილზე. თუ პაციენტს არ შეუძლია პრეპარატების პერორალურად მიღება, ინტრავენურად შეჰყავთ კლინდამიცინის დამტვირთავი დოზა 10 მგ (ფუძე)/კგ, რის შემდეგაც შეჰყავთ ინტრავენური დოზები 5 მგ (ფუძე)/კგ ყოველ 8 საათში. საჭიროა პრეპარატის სწრაფი ინტრავენური შეყვანისგან თავის არიდება. როგორც კი პაციენტი შეძლებს პრეპარატების პერორალურად მიღებას, საჭიროა მისი გადაყვანა კლინდამიცინის პერორალურ თერაპიაზე (იხ. ზემოთ დოზირების რეჟიმი პერორალური მიღების დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს.
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა ავადმყოფებში პენიცილინებზე მომატებული მგრძნობელობით: 600 მგ პერორალურად მოზრდილებში და 20 მგ/კგ ბავშვებში 1 საათით ადრე მცირე ქირურგიულ ან სტომატოლოგიურ ჩარევამდე, ან ენდოკარდიტის განვითარების რისკთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პროცედურამდე.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
საყლაპავის შესაძლო გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კაფსულა უნდა მიიღოთ მთლიანად, სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით, ჰორიზონტალურ მდგომარეობის მიღებამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ მიღებაზე საანგარიშო დოზა უფრო ნაკლებია ვიდრე კლინდამიცინის შემცველობა კაფსულაში, ან თუ არსებობს ყლაპვის დარღვევა, რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალური შეყვანა.
გვერდითი მოქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები, დაყოფილი სისტემათა და ორგანოთა კლასების და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. სიხშირის ჯგუფები განისაზღვრება შემდეგი წესით: ხშირად (>1/100 და <1/10); არც ისე ხშირად (>1/1000 და <1/100); იშვიათად (>1/10 000 და <1/1000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის შემცირების წესით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ფსევდომემბრანული კოლიტი*, სიხშირე უცნობია - კოლიტი, გამოწვეული Clostridioides difficile-თი*, ვაგინალური ინფექცია*
დარღვევები სისხლის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - აგრანულოციტოზი*, ნეიტროპენია*, თრომბოციტოპენია*, ლეიკოპენია*, ეოზინოფილია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი*, ანაფილაქტოიდური რეაქცია*, ანაფილაქსიური რეაქცია*, ჰიპერმგრძნობელობა*
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – დისგევზია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, მუცლის ტკივილი; არც ისე ხშირად - ღებინება, გულისრევა; სიხშირე უცნობია - საყლაპავის წყლული* ≠, ეზოფაგიტი*≠
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - სიყვითლე*
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშირად - მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ)*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს)*, სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)*, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ)*, ანგიონევროზული შეშუპება*, ექსფოლიაციური დერმატიტი*, ბულოზური დერმატიტი*, მრავალფორმიანი ერითემა, ქავილი, წითელას მსგავსი გამონაყარი*
დარღვევები თირკელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია – თირკმელების მწვავე დაზიანება#
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: ხშირად - ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა.
- არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, გამოვლენილი რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.
# იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითება”.
≠ შესაძლებელია ეზოფაგიტის და საყლაპავის წყლულის შეთხვევები, განსაკუთრებით, თუ პაციენტი პრეპარატს იღებს დაწოლილ მდგომარეობაში ან(და) არ აყოლებს პრეპარატს საკმარისი რაოდენობის წყალს.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
კლინდამიცინი არ გამოყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონეალური დიალიზით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა
ინექციის დროს კლინდამიცინს აქვს მაბლოკირებელი მოქმედება ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც აბლოკირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას. ამიტომ, ასეთი საშუალებების მიღების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
კლინდამიცინი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით და ნაკლები ხარისხით CYP3A5-ით ძირითადი მეტაბოლიტის კლინდამიცინის სულფოქსიდის და მეორეხარისხოვანი მეტაბოლიტის N-დესმეთილკლინდამიცინის წარმოქმნით. ამასთან დაკავშირებით, CYP3A4-ის და CYP3A5-ის ინჰიბიტორებს შეუძლიათ კლინდამიცინის კლირენსის შემცირება, ხოლო ამ იზოფერმენტების ინდუქტორებს შეუძლიათ მათი კლირენსის გაზრდა. CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინდუქტორების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა რიფამპიცინი, საჭიროა კლინდამიცინის ეფექტიანობის დაქვეითების მონიტორინგი.
in vitro ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ კლინდამიცინი არ აინჰიბირებს CYP1A2-ს, CYP2C9-ს, CYP2C19-ს, CYP2E1-ს ან CYP2D6-ს და მხოლოდ ზომიერი ხარისხით აინჰიბირებს CYP3A4-ს. ამასთან დაკავშირებით, ნაკლებსავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კლინდამიცინსა და ერთდროულად გამოყენებულ ისეთ სამკურნალო საშუალებებს შორის, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ციტოქრომებით.
K ვიტამინის ანტაგონისტები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლინდამიცინს K ვიტამინის ანტაგონისტებთან (მაგალითად, ვარფარინთან, აცენოკუმაროლთან და ფლუინდიონთან) კომბინაციაში, აღინიშნებოდა სისხლის შედედების პარამეტრების (პდ და სნთ) მომატება ან(და) სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია K ვიტამინის ანტაგონისტებით, საჭიროა სისხლის შედედების პარამეტრების ხშირად განსაზღვრა.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ თერაპია კლინდამიცინით, რეგისტრირებულია ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები, კანის მხრივ ისეთი მძიმე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (სინდრომი DRESS), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ). ჰიპერმგრძნობელობის ან კანის მხრივ მძიმე რეაქციის გამოვლნის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ კლინდამიცინით მკურნალობა და დაიწყოთ შესაბამისი თერაპია (იხ. პარაგრაფები „უკუჩვენება” და „გვერდითი მოქმედება”).
ანტიბაქტერიული თერაპია მოქმედებს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე და იწვევს Clostridioides difficile-ს გაძლიერებულ ზრდას, რაც ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიულ პრეპარატს, მათ შორის კლინდამიცინსაც. Clostridioides difficile-თი გამოწვეული სხვადასხვა სიმძიმის დიარეის (CDAD - Clostridioides difficile associated diarrhea) შემთხვევები დიარეის მსუბუქი ფორმიდან ფატალურ კოლიტამდე აღინიშნებოდა პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის კლინდამიცინის გამოყენებისას. ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღების შემდეგ განვითარებული დიარეის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული CDAD-ის ალბათობა. ეს მდგომარეობა შეიძლება პროგრესირებდეს და გამოიწვიოს კოლიტის განვითარება, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება”), რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, ასევე დასრულდეს ლეტალური შედეგით. ანტიბაქტერიული პრეპარატები თრგუნავს ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს C. Difficile-ს გაძლიერებულ გამრავლებას. ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებულ დიარეაზე ან კოლიტზე ეჭვის არსებობის ან მათი დადასტურების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის კლინდამიცინის, მიღება და დაუყოვნებლივ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები უკუნაჩვენებია.
Clostridioides difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს Clostridioides difficile-თი გამოწვეული დიარეის (CDAD) განვითარებას და წარმოადგენს ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული კოლიტის ძირითად მიზეზს. C. difficile-ს შტამები ტოქსინის ჰიპერპროდუქციით იწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის გაზრდას, რადგან ეს ინფექციები შეიძლება იყოს რეზისტენტული ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ, და შეიძლება საჭირო იყოს კოლექტომია. იმ შემთხვევაში, როდესაც დიარეა ვითარდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ, საჭიროა განხილული იქნას ისეთი დაავადების ალბათობა, როგორიცაა CDAD. საჭიროა სამედიცინო ანამნეზის გულდასმით შეგროვება, ვინაიდან CDAD-ის შემთხვევები რეგისტრირებულია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.
არ შეიძლება კლინდამიცინის დანიშვნა მენინგიტის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
თუ მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებელია ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
რეგისტრირებულია თირკმელების მწვავე დაზიანების, მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობის არახშირი შემთხვევები. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნეფროტოქსიკურ პრეპარატებს, უნდა იქნას განხილული თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის აუცილებლობა (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება”).
ეზოფაგიტისა და საყლაპავის წყლულის განვითარების რისკის გამო მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციების დაცვა (იხ. პარაგრაფები „გამოყენების წესი და დოზები“ და „გვერდითი მოქმედება“).
კლინდამიცინის გამოყენება შეიძლება იწვევდეს ამ პრეპარატისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით საფუარა სოკოს, ძლიერ ზრდას.
დამხმარე ნივთიერებები
150 მგ დალაცინის ერთი მკვრივი კაფსულა შეიცავს 209,485 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
300 მგ დალაცინის ერთი მკვრივი კაფსულა შეიცავს 253,97 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.
გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, საამის ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის არ შეიძლება მოცემული პრეპარატის მიღება.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინდამიცინი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა: 150 მგ და 300 მგ კაფსულები. 2 პვქ/ალუმინის ფოლგის ან აკლარ/ალუმინის ფოლგის (პვქ საფარით) ბლისტერი თითოში 8 კაფსულით (16 კაფსულა შეფუთვაში) ან 10 ბლისტერი თითოში 10 კაფსულით (100 კაფსულა შეფუთვაში) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა:
5 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
„ფარევა ამბუაზ”, საფრანგეთი
მისამართი: ზონ ენდუსტრიელ, 29 რუტ დეზ ენდუსტრი, 37530
პოსე-სურ-სის, საფრანგეთი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
„ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ”,
ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, აშშ
ტელეფონი: +1 (212) 733-23-23
https://www.pfizer.com/contact/email
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.