პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები

იენლიპი

yenlip®

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

კლინდამიცინის ფოსფატი არის ანტიბიოტიკი. კლინდამიცინის ვაგინალური სანთელბი ნაჩვენებია ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ (ადრე მიეკუთვნებოდა Haemophilus vaginitis, Gardenella vaginitis, არასპეციფიკურ ვაგინიტს, Corynebacterium vaginitis ან anaerobic vaginosis).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლინდამიცინის (clindamycin)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ვაგინალური სუპოზიტორია №7 (1X7)
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
G01AA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-036650
რეგისტრირებულია
21 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VERISFIELD S.M.S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი-ი-ეს-ეი ფარმაცევტიკალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაიენლიპი და სხვა წამალი ერთად

იენლიპი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლინდამიცინის ფოსფატი არის ანტიბიოტიკი. კლინდამიცინის ვაგინალური სანთელბი ნაჩვენებია ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ (ადრე მიეკუთვნებოდა Haemophilus vaginitis, Gardenella vaginitis, არასპეციფიკურ ვაგინიტს, Corynebacterium vaginitis ან anaerobic vaginosis).

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის

რეკომენდებული დოზაა ერთი სანთელი ინტრავაგინალურად, ძილის წინ სამი ან შვიდი დღის განმავლობაში. თუ თერაპიის მოხსნის შემდეგ სიმპტომები გრძელდება, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ინსტრუქცია

ამოიღეთ ვაგინალური სანთელი პვქ-პე სტრიპიდან

დაწექით ზურგზე, მუხლები მკერდთან მიიტანეთ

მოათავსეთ ოვულა ვაგინაში მესამე (შუა) თითის წვერით რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

გამოყენება ბავშვებში

16 წლამდე ასაკის პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

გამოყენება თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი იენლიპი:

კლინდამიცინის ვაგინალური გამოყენებისას დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის. შემთხვევით ორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები, რომლებიც შედარებადია ორალურად მიღებული კლინდამიცინის თერაპიულ კონცენტრაციებთან.

რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ იენლიპის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზის მიღება, უნდა განაგრძოთ რეგულარული დოზით.

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც მითითებულია პუნქტში 6.1. კლინდამიცინის ფოსფატის სანთლები ასევე უკუნაჩვენებია იმ ადამიანებში, ვისაც ანამნეზში აქვთ ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი.

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთY იენლიპი

იენლიპი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობალობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ამ მყარი ცხიმის მიმართ (სანთლის ფუძე შედგება გლიცერიდების და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ნარევისგან).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ინელიპით თერაპიის დაწყებამდე ან მის შემდეგ ადექვატური ლაბორატორიული ტესტებით უნდა გამოიკვლიონ სხვა ინფექციები Trichomonas vaginalis, Candida albicans, Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoae ჩათვლით).

კლინდამიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების, კერძოდ საფუარების ზრდა.

ანტიმიკრობული მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეიძლრბა განივთარდეს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ფსევდომემბრანულ კოლიტზე. ფსევდომემბრანული კოლიტი აღწერილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტის გამოყენებისას, კლინდამიცინის ჩათვლით, შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან, სიცოცხლისთვის საშიშამდე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ეს გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებსაც ანტიმიკრობული აგენტების მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა. საშუალო შემთხვევები შეიძლება გაუმჯობესდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

თერაპიის დროს რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.

ლატექსის კონდომების და დიაფრაგმის გამოყენება უკუნაჩვენებია რადგან მათი ეფექტურობა შეიძლება შესუსტდეს.

სხვა ვაგინალური პროდუქტების (როგორიცაა ტამპონები ან ოყნები) გამოყენება იენლიპით მკურნალობის დროს რეკომენდბეული არ არის.

გაფრთხილება გამოყენებისას:

იენლიპის უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა შემდეგ პოპულაციებში:

ორსული ან მეძუძური ქალები

პაციენტები ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები

კოლიტით დაავადებული პაციენტები

16 წლამდე ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

პაციენტები თირკმლის დაზიანებული ფუნქციით

იენლიპი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

ურთიერთქმედების კვლევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვა ვაგინალური მედიკამენტების იენლიპთან ერთად მიღების შესახებ.

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ეს ეხება რეცეპტის გარეშე გასაცემ საშუალებებსაც.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში იენლიპის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან არ არსებობს ორსულ ქალებში ამ პერიოდში გამოყენების ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები.

კლინიკურ კვლევებში სადაც გამოიყენებოდა კლინდამიცინის ფოსფატის ვაგინალური კრემი ორსულ ქალებში მეორე და მესამე ტრიმესტრში და მეორე და მესამე ტრიმესტრში კლინდამიცინის ფოსფატს იღებდნენ სისტემურად, არ აღინიშნა კონგენიტალური ანომალიები. თუმცა იენლიპი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

იენლიპი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მეძუძურ ქალებში რადგან კლინდამიცინი გამოიყოფა ლაქტატში. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს კლინდამიცინის ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კლინდამიცინის სანთლების 3- დღიანი რეჟიმის უსაფრთხოება შეფასდა კლინიკურ კვლევებში. არასასურველი რეაქციებია შემდეგი:

ხშირი (≥1/100 და <1/10):

ადგილობრივი გაღიზიანება, ვაგინალური კანდიდოზი.

იშვიათი (≥1/1000 და <1/100):

ვაგინალური გამონადენი, აბდომინური კრამპები, მენსტრუალური დარღვევები, გულისრევა, დიარეა, ქავილი, გამონაყარი, შეყვანის ადგილის ტკივილი, სოკოვანი ინფექცია.

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა თანამშრომელს ან უშუალოდ წამლის ეროვნულ ორგანიზაციას (Mesogeion 284, 15562, Cholargos, www.eof.gr).

ეს მოიცავს გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ჭარბი დოზა

იენლიპის სანთლების დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

ვაგინალურად გამოყენებული კლინდამიცინის ფოსფატი, რომელსაც შეიცავს იენლიპი, შესაძლოა შეიწოვოს საკმარისი რაოდენობით სისტემური ეფექტების წარმოსაქმნელად. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

შემთხვევითმა პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს იგივე ეფექტები, როგორსაც იწვევს პერორალურად მიღებული კლინდამიცინის კონცენტრაცია.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტია კლინდამიცინის ფოსფატი. ყოველი ვაგინალური სანთელი შეიცავს 119მგ კლინდამიცინის ფოსფატს, რაც შეესაბამება 100მგ კლინდამიცინს.

იენლიპის სხვა ინგრედიენტებია:

მყარი ცხიმი (არასინთეზური მყარი გლიცერიდები).

იენლიპის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

კლინდამიცინის სანთლები არის ნახევრად-მყარი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე.

პროდუქტი გამოდის პვქ-პე სტრიპებით. ყოველი სტრიპი შეიცსვს სამ ან შვიდ ვაგინალურ სანთელს, პროდუქტის დახასიათებას და სერიის დეტალებს დაბეჭდილი სახით. ყოველი კოლოფი შეიცავს ერთ სტრიპს და ჩანართს.

სტრიპი ფურცე-ჩანართთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში. ყოველი კოლოფი შეიცავს 3 ან 7 ვაგინალურ სანთელს.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არა უმეტეს 25⁰C-ზე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან, ანტიბიოტიკებთან კომბინაციის გარდა.

ათქ–კოდი: G01AA10

მოქმედების მექანიზმი:

კლინდამიცინი არის ლინკოზამიდის ანტიბიოტიკი, რომელიც თრგუნავს ბაქტერიული ცილების სინთეზს ბაქტერიული რიბოსომის დონეზე. ანტიბიოტიკი უპირატესად უკავშირდება 50S რიბოსომულ ქვეერთეულს და გავლენას ახდენს პეპტიდური ჯაჭვის ინიცირების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ კლინდამიცინის ფოსფატი არააქტიურია in vitro, სწრაფი ჰიდროლიზი in vivo გარდაქმნის ამ ნაერთს ანტიბაქტერიულად აქტიურ კლინდამიცინად.

In vitro მგრძნობელობა:

ბაქტერიული ვაგინოზის პოტენციური პათოგენების, Gardnerella vaginalis და Mobiluncus spp ან Mycoplasma hominis მგრძნობელობის ტესტირების სტანდარტული მეთოდოლოგია არ არის განსაზღვრული.

მიუხედევად ამისა, კლინდამიცინი, როგორც ანტიბაქტერიული აგენტი, in vitro აქტიურია შემდეგ ორგანიზმების შტამების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაკავშირებულია ბაქტერიულ ვაგინოზთან:

Bacteroides spp.

Gardnerella vaginalis

Mobiluncus spp.

Mycoplasma hominis

Peptostreptococcus spp.

ყველა ეს ორგანიზმი მგრძნობიარეა კლინდამიცინის მიმართ, როგორც შეფასებულია მათი MIC90-ის მეშვეობით (შტამების 90%-ის ინჰიბირებისთვის საჭირო მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია). გეოგრაფიული ან დროის ფაქტორის მიხედვით გამოვლენილი ვარიაციების შესახებ შეტყობინება არ მოიპოვება.

ბაქტერიულ ვაგინოზთან ასოცირებული ვაგინალური ბაქტერიების მგრძნობელობა კლინდამიცინის მიმართ

მიკროორგანიზმი

MIC50

MIC90

% მგრძნობელობა

Bacteroides bivius

Bacteroides disiens

Bacteroides melaninogenicus

Bacteroides asaccharolyticus

Peptostreptococcus anaerobius

Peptostreptococcus asaccharolyticus

Mobiluncus curtisii

Mobiluncus mulieris

Gardnerella vaginalis

< 0.015

  • 0

< 0.015

< 0.015

  • 03

< 0.015

  • 125
  • 03
  • 125
  • 031
  • 0
  • 031

< 0.015

  • 25
  • 25
  • 125
  • 06
  • 5

100

100

100

100

100

100

92

100

100

ჯვარედინი რეზისტონტობა გამოვლინდა კლინდამიცინსა და ლინკომიცინს შორის.

ანტაგონიზმი გამოვლინდა კლინდამიცინსა და ერითრომიცინს შორის in vitro. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

კლინდამიცინის სისტემური შეწოვა შეფასდა კლინდამიცინის ფოსფატის ვაგინალური სანტლის ინტრავაგინალური დოზის შეყვანით დღეში ერთხელ (100 მგ კლინდამიცინის ექვივალენტური), 11 ჯანმრთელ ქალ მოხალისესთან 3 დღის განმავლობაში. შეყვანილი დოზის დაახლოებით 30% (დიაპაზონი 6%-დან 70%-მდე) სისტემურად შეიწოვებოდა დოზირების მე-3 დღეს, კონცენტრაციის დროსთან დამოკიდებულების მრუდის (AUC) ქვეშ არსებული უბნის საფუძველზე. სისტემური შეწოვა შეფასდა კლინდამიცინის ფოსფატის სუბთერაპიული 100 მგ ინტრავენური დოზის შეყვანისას კომპარატორის სახით იმავე მოხალისეებში, ისევე როგორც კლინდამიცინის ფოსფატის ვაგინალური კრემის 100 მგ დოზის გამოყენებისას. საშუალო AUC სანთლის გამოყენების მე-3 დღეს იყო 3.2 მკგ • სთ/მლ (დიაპაზონი 0.42-დან 11 მკგ•სთ/მლ-მდე). სანთლის შეყვანის მე-3 დღეს Cmax შეადგენდა საშუალოდ 0.27 მკგ/მლ (დიაპაზონი 0.03–დან 0.67 მკგ/მლ-მდე) და დაფიქსირდა შეყვანიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ (დიაპაზონი 1–დან 10 საათამდე). ამის საპირისპიროდ, AUC და Cmax ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, საშუალოდ შეადგენდა 11 მკგ•სთ/მლ (დიაპაზონი 5.1-დან 26 მკგ•სთ/მლ-მდე) და 3.7 მკგ/მლ (დიაპაზონი 2.4-დან 5.0 მკგ/მლ-მდე), შესაბამისად. სანთლის შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 11 საათს (დიაპაზონი 4-დან 35 საათამდე), რაც ითვლება როგორც შეზღუდული შეწოვა.

ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კლინდამიცინის სისტემური ექსპოზიცია სანთლიდან (AUC–ს საფუძველზე) სამჯერ უფრო დაბალია, ვიდრე კლინდამიცინის 100 მგ ერთჯერადი სუბთერაპიული ინტრავენური დოზიდან. კლინდამიცინის ვაგინალური კრემის დოზასთან შედარებით, სანთლის სისტემური შეწოვა დაახლოებით 7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ვაგინალური კრემის შეყვანის შემდეგ, AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობებით 0.4 მკგ•სთ/მლ (დიაპაზონი 0.13–1.16 მკგ•სთ/მლ) და 0.02 მკგ/მლ (დიაპაზონი 0.01 – 0.07 მკგ/მლ) შესაბამისად კლინდამიცინის ვაგინალური კრემისთვის. ამასთანავე, ინტრავაგინალური კლინდამიცინის სანთლის რეკომენდებული ყოველდღიური და საერთო დოზები გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივად პერორალურად ან პარენტერალურად მისაღები კლინდამიცინის (100 მგ კლინდამიცინი 3 დღის განმავლობაში, რაც დაახლოებით ერთ დღეში 30 მგ-ის ექვივალენტურია, რომელიც შეიწოვება სანთლი

დან, შედარებით 600–დან 2700 მგ–მდე/დღეში 10 დღის განმავლობაში ან მეტ ხანს, პერორალურად ან პარენტერალურად მიღებისას). კლინდამიცინის ვაგინალური სანთლების გამოყენებისას კლინდამიცინის საერთო სისტემური ზემოქმედება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სისტემური მოქმედების პერორალური კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის (2-20-ჯერ ნაკლები) ან პარენტერალური კლინდამიცინის ფოსფატის (40-50-ჯერ ნაკლები) თერაპიული დოზების მიღებისას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

იენლიპი 100მგ ვაგინალური სანთლები

კლინდამიცინი (ფოსფატის სახით)

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები თქვენსას გავს.

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა თანამშრომელს ან უშუალოდ წამლის ეროვნულ ორგანიზაციას (Mesogeion 284, 15562, Cholargos, www.eof.gr).

ამ ჩანართში:

რა არის იენლიპი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ იენლიპის გამოყენებამდე

როგორ მიიღება იენლიპი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება იენლიპი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის იენლიპი და რისთვის გამოიყენება

კლინდამიცინის ფოსფატი არის ანტიბიოტიკი. კლინდამიცინის ვაგინალური სანთელბი ნაჩვენებია ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ (ადრე მიეკუთვნებოდა Haemophilus vaginitis, Gardenella vaginitis, არასპეციფიკურ ვაგინიტს, Corynebacterium vaginitis ან anaerobic vaginosis).

რა უნდა იცოდეთ იენლიპის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთY იენლიპი

იენლიპი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობალობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის ამ მყარი ცხიმის მიმართ (სანთლის ფუძე შედგება გლიცერიდების და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ნარევისგან).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ინელიპით თერაპიის დაწყებამდე ან მის შემდეგ ადექვატური ლაბორატორიული ტესტებით უნდა გამოიკვლიონ სხვა ინფექციები Trichomonas vaginalis, Candida albicans, Chlamydia trachomatis ან Neisseria gonorrhoae ჩათვლით).

კლინდამიცინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ორგანიზმების, კერძოდ საფუარების ზრდა.

ანტიმიკრობული მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეიძლრბა განივთარდეს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ფსევდომემბრანულ კოლიტზე. ფსევდომემბრანული კოლიტი აღწერილია თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტის გამოყენებისას, კლინდამიცინის ჩათვლით, შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან, სიცოცხლისთვის საშიშამდე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ეს გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებსაც ანტიმიკრობული აგენტების მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა. საშუალო შემთხვევები შეიძლება გაუმჯობესდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

თერაპიის დროს რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება.

ლატექსის კონდომების და დიაფრაგმის გამოყენება უკუნაჩვენებია რადგან მათი ეფექტურობა შეიძლება შესუსტდეს.

სხვა ვაგინალური პროდუქტების (როგორიცაა ტამპონები ან ოყნები) გამოყენება იენლიპით მკურნალობის დროს რეკომენდბეული არ არის.

გაფრთხილება გამოყენებისას:

იენლიპის უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევები არ ჩატარებულა შემდეგ პოპულაციებში:

ორსული ან მეძუძური ქალები

პაციენტები ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები

კოლიტით დაავადებული პაციენტები

16 წლამდე ასაკის პაციენტები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

პაციენტები თირკმლის დაზიანებული ფუნქციით

იენლიპი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

ურთიერთქმედების კვლევები აღწერილი არ არის.

სხვა მედიკამენტები და იენლიპი

არ არსებობს ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვა ვაგინალური მედიკამენტების იენლიპთან ერთად მიღების შესახებ.

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. ეს ეხება რეცეპტის გარეშე გასაცემ საშუალებებსაც.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში იენლიპის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან არ არსებობს ორსულ ქალებში ამ პერიოდში გამოყენების ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები.

კლინიკურ კვლევებში სადაც გამოიყენებოდა კლინდამიცინის ფოსფატის ვაგინალური კრემი ორსულ ქალებში მეორე და მესამე ტრიმესტრში და მეორე და მესამე ტრიმესტრში კლინდამიცინის ფოსფატს იღებდნენ სისტემურად, არ აღინიშნა კონგენიტალური ანომალიები. თუმცა იენლიპი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ექიმის კონსულტაციის გარეშე.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

იენლიპი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მეძუძურ ქალებში რადგან კლინდამიცინი გამოიყოფა ლაქტატში. ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს კლინდამიცინის ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

როგორ მიიღება იენლიპი

მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის

რეკომენდებული დოზაა ერთი სანთელი ინტრავაგინალურად, ძილის წინ სამი ან შვიდი დღის განმავლობაში. თუ თერაპიის მოხსნის შემდეგ სიმპტომები გრძელდება, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ინსტრუქცია

ამოიღეთ ვაგინალური სანთელი პვქ-პე სტრიპიდან

დაწექით ზურგზე, მუხლები მკერდთან მიიტანეთ

მოათავსეთ ოვულა ვაგინაში მესამე (შუა) თითის წვერით რაც შეიძლება ღრმად, დისკომფორტის გამოწვევის გარეშე.

გამოყენება ბავშვებში

16 წლამდე ასაკის პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

გამოყენება თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში იენლიპის გამოყენება შესწავლილი არ არის.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი იენლიპი:

კლინდამიცინის ვაგინალური გამოყენებისას დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის. შემთხვევით ორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები, რომლებიც შედარებადია ორალურად მიღებული კლინდამიცინის თერაპიულ კონცენტრაციებთან.

რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ იენლიპის გამოყენება:

თუ დაგავიწყდათ ერთი ან მეტი დოზის მიღება, უნდა განაგრძოთ რეგულარული დოზით.

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კლინდამიცინის სანთლების 3- დღიანი რეჟიმის უსაფრთხოება შეფასდა კლინიკურ კვლევებში. არასასურველი რეაქციებია შემდეგი:

ხშირი (≥1/100 და <1/10):

ადგილობრივი გაღიზიანება, ვაგინალური კანდიდოზი.

იშვიათი (≥1/1000 და <1/100):

ვაგინალური გამონადენი, აბდომინური კრამპები, მენსტრუალური დარღვევები, გულისრევა, დიარეა, ქავილი, გამონაყარი, შეყვანის ადგილის ტკივილი, სოკოვანი ინფექცია.

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სხვა თანამშრომელს ან უშუალოდ წამლის ეროვნულ ორგანიზაციას (Mesogeion 284, 15562, Cholargos, www.eof.gr).

ეს მოიცავს გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

როგორ ინახება იენლიპი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არა უმეტეს 25⁰C-ზე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იენლიპი

აქტიური ინგრედიენტია კლინდამიცინის ფოსფატი. ყოველი ვაგინალური სანთელი შეიცავს 119მგ კლინდამიცინის ფოსფატს, რაც შეესაბამება 100მგ კლინდამიცინს.

იენლიპის სხვა ინგრედიენტებია:

მყარი ცხიმი (არასინთეზური მყარი გლიცერიდები).

იენლიპის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

კლინდამიცინის სანთლები არის ნახევრად-მყარი, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე.

პროდუქტი გამოდის პვქ-პე სტრიპებით. ყოველი სტრიპი შეიცსვს სამ ან შვიდ ვაგინალურ სანთელს, პროდუქტის დახასიათებას და სერიის დეტალებს დაბეჭდილი სახით. ყოველი კოლოფი შეიცავს ერთ სტრიპს და ჩანართს.

სტრიპი ფურცე-ჩანართთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში. ყოველი კოლოფი შეიცავს 3 ან 7 ვაგინალურ სანთელს.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Verisfield S.M.S.A.

Vironos 8 str., Halandri, 15231, Greece

T. 210 7475196. E: [email protected]

www.verisfield.gr

მწარმოებელი

HELP SA

Pedini Ioanninon, Ioannina, 45500, Greece

ჩანართის ბოლო რევიზიის თარიღი 26/10/2018

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა