პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

კლინი

CLIN

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

კლინი, გამჭვირვალე, უფერო ფერის, სტერილური ხსნარია, რომელიც განკუთვნილია ვენური ანდა კუნთოვანი ინექციებისთვის. კლინი, შეიცავს კლინდამიცინს (კლინდამიცინის ფოსფატის სახით), რომელიც მიეკუთვნება ლინკოზამიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. კოლოფში წარმოდგენილია 2 მლ-იანი 1 ცალი მინის ამპულის სახით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კლინდამიცინის (clindamycin)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ლინკოზამიდები
ATC კოდი
J01FF01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0475
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკლინი და სხვა წამალი ერთად

კლინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კლინი, გამჭვირვალე, უფერო ფერის, სტერილური ხსნარია, რომელიც განკუთვნილია ვენური ანდა კუნთოვანი ინექციებისთვის.

კლინი, შეიცავს კლინდამიცინს (კლინდამიცინის ფოსფატის სახით), რომელიც მიეკუთვნება ლინკოზამიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. კოლოფში წარმოდგენილია 2 მლ-იანი 1 ცალი მინის ამპულის სახით.

კლინი, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება:

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ყია-ხახის ანთება (ფარინგიტი), სინუსიტი, შუა ყურის ანთება და ქუნთრუშა.

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ემპიემა და ფილტვების აბსცესი.

კანის სხვადასხვა ინფექციები: აკნე, ბეწვის(თმის) ფესვის ანთება(ფურუნკული), ცელულიტი, კანის გადამდები ზედპირული მიკრობული ინფექციები (იმპეტიგო), აბსცესი და იარები, ერიზიპელა და პარონიქია.

ძვლების და სახსრების ინფექციები: ძვლის და ძვლის ტვინის ანთება (ოსტეომიელიტი) და სისხლის ინფექცია (სეპტიკური ართრიტი).

გინეკოლოგიური (ქალის გამრავლების სისტემასთან დაკავშირებული) დაავადებები.

მუცლის ღრუს ინფექციები: მუცლის ფარის ანთება(პერიტონიტი) და მუცლის ღრუს აბსცესი.

კბილის და ღრძილების ინფექციები: ღრძილების აბსცესი და ღრძილების ანთება (პერიოდონტიტი)

კლინი, ასევე გამოიყენება ინფექციის სისხლში გავრცელების შემთხვევაში (სეპტიცემია), გულის შიგნითა ზედაპირის ანთების (ენდოკარდიტი) ანდა შიდსის და მსგავსი უფრო სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ.

მალარიის მკურნალობის დროს, კლინის კაფსულის ფორმის მონოთერაპიის სახით (მხოლოდ კლინი) ანდა სხვა წამლებთან ერთად კომბინაციის სახით გამოიყენება კარგ ეფექტს იძლევა.

კლინი, თავის ტვინში არ გადადის, ამიტომ თავის ტვინის სერიოზული ინფექციების დროს მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

  • კლინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კლინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ,

კლინდამიცინის ანდა კლინის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

კლინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

დიარეა გაქვთ ანდა ანტიბიოტიკების მიღებისას დიარეა გემართებათ, ანდა კუჭის, ნაწლავების პრობლემები გაქვთ. თუ, წამლის გამოყენების დროს ანდა მკურნალობის შემდეგ ძლიერი, გახანგრძლივებული ანდა სისხლიანი დიარეა განვითარდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე დიარეის შემაჩერებელი წამალი არ მიიღოთ. აღნიშნული, ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ განვითარებული ნაწლავების ანთების (ფსევდომემბრანოზული კოლიტი) მაჩვენებელი შეიძლება იყოს და ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეჩერება.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, კლინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული და სოკოებით გამოწვეული ინფექციები (სუპერინფექციები). აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში ანდა საშოში რძიანას სახით. აღნიშნული მდგომარეობის შესაძლო გამოვლინების დროსაც საჭიროა ექიმის კონსულტაცია და მისი ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის ჩატარება. თუ, კლინის გამოყენების დროს ანდა მკურნალობის დასრულებისთანავე პირის ღრუს ანდა ენის გათეთრება, ტკივილი ანდა სასქესო ორგანოების ქავილი, გამონადენი გამოვლინდება, გთხოვთ მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ (თუ, კლინის გამოყენებას ხანგრძლივი დროით გეგმავთ, ექიმი შეიძლება თირკმლების, ღვიძლის ფუნქციების კვლევებს და სისხლის ანალიზებს მოითხოვს. აღნიშნული საკონტროლო კვლევები რეგულარულად გააკეთეთ, არ გამოტოვოთ).

ასთმა, ეგზემა ანდა სეზონური სურდო გაქვთ.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და შესაბამისი დოზირება განსაზღვრული არ არის.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

კლინის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

კლინს, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგაც.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

კლინის გამოყენების დოზას და სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს.

ზრდასრულებში, ინფექციის სიმძიმის მიხედვით, პრეპარატი 2, 3 ანდა 4 თანაბარი დოზის სახით, 600-2700 მგ დღეში კუნთებში ანდა ვენაში შეიყვანება.

ძალიან სერიოზული ინფექციების დროს უფრო მაღალი დოზების (დღეში 4800 მგ-მდე) გამოყენებაც შეიძლება.

ექიმი, ინფექციის სიმძიმის შესაბამისად, დოზას შეიძლება შეამცირებს ანდა გაზრდის.

კლინდამიცინის კონცენტრაცია 18 მგ/მლ -ზე მეტი არ უნდა იყოს და გამოყენების სიჩქარემ წუთში 30 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. კლინის ძალიან სწრაფი შეყვანისას (კუნთებში ანდა ვენაში), იშვიათდ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ და არავითარ შემთვევაში დოზა თვითნებურად არ შეცვალოთ.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა ინფექციების განვითარებას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კლინი, განკუთვნილია კუნთებში ანდა ვენაში გამოყენებისთვის. ვენური გამოყენების დროს, გლუკოზის ანდა მარილის ხსნარში (ფიზ. ხსნარი) ხდება შერევა და წვეთოვანი სისტემის სახით გადაისხმება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში (1 წლის და მეტი ასაკის) რეკომენდირებული დოზა გამოითვლება სხეულის წონის (კგ) მიხედვით, დღეში 3 და ან 4 თანაბარი დოზის სახით 20-40 მგ კლინდამიცინის სახით.

ექიმი, მძიმე ინფექციების დროს, მკურნალობაზე პასუხის მიღებამდე, სხეულის წონისგან დამოუკიდებლად, შეიძლება 300 მგ-მდე დოზის ანდა უფრო მაღალი დოზის მიღებას გადაწყვეტს.

კლინის დოზას და გამოყენების სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, დოზის შემცირებას არ საჭიროებს. ზრდასრულებში გამოყენებული დოზის ანალოგიურია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

ხანგრძლივი გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ექიმი რეგულარულად ღვიძლის, თირკმლების ფუნქციებს და სისხლის ანალიზის მაჩვენებლებს გადაამოწმებს.

თუ, ფიქრობთ, რომ კლინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კლინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კლინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, კლინის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კლინის ერთი სრული დოზის მიღება დაგავიწყდებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კლინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

კლინი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას, მიკრობების სრულად გაუნადგურებლობის შემთხვევაში, შეიძლება ინფექციის განმეორებით განვითარება გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, კლინის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. გარდა ამისა, აღნიშნული გვერდით ეფექტები შეიძლება ყველასთან არ გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კლინის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

უეცრად დაწყებული ცემინება, სუნთქვის გაძნელება, სახის, თვალის ქუთუთოების და ტუჩების შეშუპება, კანზე გამონაყარი და სიწითლე, ქავილი (განსაკუთრებით, მაშინ თუ მთელ სხეულზეა აღნიშნული ცვლილებები).

ყველა აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ კლინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

კლინის გამოყენების დროს გამოვლენილი დანარჩენი გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული კატეგორიების მიხედვით.

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა

მუცლის ტკივილი, დიარეა

თრომბოფლებიტი (ვენების ანთებასთან დაკავშირებული სისხლის თრომბის წარმოქმნა). (ინტრავენური ინექციის შემდეგ).

ნაკლებად გავრცელებული:

მაკულო-პაპულარული (კანზე მსუბუქად ამობურცული) გამონაყარი, ურტიკარია

გემოს შეგრძნების დარღვევა

დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა ანდა გონების დაკარგვა), იშვიათად მიოკარდიუმის ინფარქტი (თუ, ინექცია სწრაფად გაკეთდება)

გულისრევა და ღებინება

ტკივილი, აბსცესის განვითარება (ინექციის კუნთებში გაკეთების დროს)

იშვიათი:

ერთზე მეტი სახსრის შესივება, ტკივილი, მგრძნობელობა

სისხლში შარდოვანას აზოტის და სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება

დღიურად გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) და/ ანდა შარდში პროტეინის არსებობა (პროტეინურია)

უცნობი:

ქალის სასქესო ორგანოების ანთება

გარდამავალი ნეიტროპენია (ლეიკოპენია), ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია

ალერგიული რეაქციები

ეზოფაგიტი, ეზოფაგეალური წყლულები (საყლაპავში ანთება და იარები)

სიყვითლე (კანის გაყვითლება ანდა თვალის სკლერების სითეთრე)

მულტიფორმული ერითემა (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპება და სიწითლე, ანთებითი პროცესი), გამონაყარი, ქავილი

სტევენს ჯონსონის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპებით და სიწითლით მიმდინარე ანთება), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი (კანზე სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით მიმდინარე დაავადება), ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), მორბილიფორმის მსგავსი კანის სიწითლე, ვეზიკულ-ბულოზური დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), კანის სერიოზული გვერდით ეფექტები (ნაწიბურები)

კლინის გამოყენების ადგილას შესივება, სიწითლე, გამკვრივება, გაღიზიანება (კუნთებში ინექციის შემდეგ).

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • კლინის შენახვა

კლინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კლინი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, კლინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. İ.E. ულაგაის თურქული წამლის წარმოება

მასლაქის დასახლება, სუმერის ქ N:4, მასლაქი.

საოფისე შენობა, სართული: 7-8. 34485. მასლაქი, სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

დავუთფაშას ქ. N:12. 34010. თოფქაფი/სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29/05/2020 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

კლინის, ორსულებში გამოყენებისას, პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია განსაზღვრული არ არის. ამიტომ, ორუსლობის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კლინი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

კლინის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კლინი არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა.

იმის მიუხედავად, რომ კლინის ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, თუ კლინის გამოყენებისას აღნიშნული პრობლემა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

კლინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ამპულა (2 მლ) 1 მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.

აღნიშნული პროდუქტის თითოეული მლ 18.9 მგ ბენზილის სპირტს შეიცავს. კლინი, ნაადრევად შობილ ბავშვებსა და ახალშობილებში (<1 თვეზე მცირე ასაკის ბავშვები) არ უნდა იქნას გამოყენებული. პატარა ბავშვებსა და 3 წლის ასაკამდე ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

კლინის, ზოგიერთ სხვა წამალთან ერთად მიღებასას, კლინის ანდა სხვა წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ეს წამლებია:

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი); ეს ორი წამალი ერთმანეთის მოქმედების ეფექტს არღვევს, აფერხებს.

კუნთების მომადუნებელი წამლები (კლინმა, ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს).

ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები (კლინით მკურნალობის დროს ანდა კლინით მკურნალობის შეჩერების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, კონდომი ანდა მსგავსი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები უნდა გამოიყენოთ)

ავადმყოფები, რომლებთანაც კლინდამიცინით მკურნალობაზე შედეგი არ მიიღება, იგივე ეფექტია მოსალოდნელი ლინკომიცინის შემთხვევაშიც.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კლინიR 300 მგ/2 მლ საინექციო ხსნარი

განკუთვნილია კუნთებში ანდა ვენაში გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ამპულა 300 მგ კლინდამიცინის ბაზის ექვივალენტური რაოდენობით კლინდამიცინის ფოსფატს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, EDTA- (ეთილენ-დიამინ-ტეტრა-ძმარმჟავა) დინატრიუმი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება კლინი?

კლინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება კლინი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

კლინის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება კლინი?

კლინი, გამჭვირვალე, უფერო ფერის, სტერილური ხსნარია, რომელიც განკუთვნილია ვენური ანდა კუნთოვანი ინექციებისთვის.

კლინი, შეიცავს კლინდამიცინს (კლინდამიცინის ფოსფატის სახით), რომელიც მიეკუთვნება ლინკოზამიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. კოლოფში წარმოდგენილია 2 მლ-იანი 1 ცალი მინის ამპულის სახით.

კლინი, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება:

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, ყია-ხახის ანთება (ფარინგიტი), სინუსიტი, შუა ყურის ანთება და ქუნთრუშა.

ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ემპიემა და ფილტვების აბსცესი.

კანის სხვადასხვა ინფექციები: აკნე, ბეწვის(თმის) ფესვის ანთება(ფურუნკული), ცელულიტი, კანის გადამდები ზედპირული მიკრობული ინფექციები (იმპეტიგო), აბსცესი და იარები, ერიზიპელა და პარონიქია.

ძვლების და სახსრების ინფექციები: ძვლის და ძვლის ტვინის ანთება (ოსტეომიელიტი) და სისხლის ინფექცია (სეპტიკური ართრიტი).

გინეკოლოგიური (ქალის გამრავლების სისტემასთან დაკავშირებული) დაავადებები.

მუცლის ღრუს ინფექციები: მუცლის ფარის ანთება(პერიტონიტი) და მუცლის ღრუს აბსცესი.

კბილის და ღრძილების ინფექციები: ღრძილების აბსცესი და ღრძილების ანთება (პერიოდონტიტი)

კლინი, ასევე გამოიყენება ინფექციის სისხლში გავრცელების შემთხვევაში (სეპტიცემია), გულის შიგნითა ზედაპირის ანთების (ენდოკარდიტი) ანდა შიდსის და მსგავსი უფრო სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ.

მალარიის მკურნალობის დროს, კლინის კაფსულის ფორმის მონოთერაპიის სახით (მხოლოდ კლინი) ანდა სხვა წამლებთან ერთად კომბინაციის სახით გამოიყენება კარგ ეფექტს იძლევა.

კლინი, თავის ტვინში არ გადადის, ამიტომ თავის ტვინის სერიოზული ინფექციების დროს მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

  • კლინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კლინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ,

კლინდამიცინის ანდა კლინის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

კლინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

დიარეა გაქვთ ანდა ანტიბიოტიკების მიღებისას დიარეა გემართებათ, ანდა კუჭის, ნაწლავების პრობლემები გაქვთ. თუ, წამლის გამოყენების დროს ანდა მკურნალობის შემდეგ ძლიერი, გახანგრძლივებული ანდა სისხლიანი დიარეა განვითარდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე დიარეის შემაჩერებელი წამალი არ მიიღოთ. აღნიშნული, ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ განვითარებული ნაწლავების ანთების (ფსევდომემბრანოზული კოლიტი) მაჩვენებელი შეიძლება იყოს და ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეჩერება.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, კლინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული და სოკოებით გამოწვეული ინფექციები (სუპერინფექციები). აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში ანდა საშოში რძიანას სახით. აღნიშნული მდგომარეობის შესაძლო გამოვლინების დროსაც საჭიროა ექიმის კონსულტაცია და მისი ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის ჩატარება. თუ, კლინის გამოყენების დროს ანდა მკურნალობის დასრულებისთანავე პირის ღრუს ანდა ენის გათეთრება, ტკივილი ანდა სასქესო ორგანოების ქავილი, გამონადენი გამოვლინდება, გთხოვთ მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თირკმლის ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ (თუ, კლინის გამოყენებას ხანგრძლივი დროით გეგმავთ, ექიმი შეიძლება თირკმლების, ღვიძლის ფუნქციების კვლევებს და სისხლის ანალიზებს მოითხოვს. აღნიშნული საკონტროლო კვლევები რეგულარულად გააკეთეთ, არ გამოტოვოთ).

ასთმა, ეგზემა ანდა სეზონური სურდო გაქვთ.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და შესაბამისი დოზირება განსაზღვრული არ არის.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

კლინის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

კლინს, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგაც.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

კლინის, ორსულებში გამოყენებისას, პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია განსაზღვრული არ არის. ამიტომ, ორუსლობის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კლინი არ გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

კლინის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია, ამიტომ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის გარეშე კლინი არ გამოიყენოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

კლინის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა.

იმის მიუხედავად, რომ კლინის ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, თუ კლინის გამოყენებისას აღნიშნული პრობლემა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

კლინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ამპულა (2 მლ) 1 მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.

აღნიშნული პროდუქტის თითოეული მლ 18.9 მგ ბენზილის სპირტს შეიცავს. კლინი, ნაადრევად შობილ ბავშვებსა და ახალშობილებში (<1 თვეზე მცირე ასაკის ბავშვები) არ უნდა იქნას გამოყენებული. პატარა ბავშვებსა და 3 წლის ასაკამდე ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

კლინის, ზოგიერთ სხვა წამალთან ერთად მიღებასას, კლინის ანდა სხვა წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ეს წამლებია:

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი); ეს ორი წამალი ერთმანეთის მოქმედების ეფექტს არღვევს, აფერხებს.

კუნთების მომადუნებელი წამლები (კლინმა, ამ წამლების ეფექტი შეიძლება გაზარდოს).

ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები (კლინით მკურნალობის დროს ანდა კლინით მკურნალობის შეჩერების შემდეგ 7 დღის განმავლობაში, კონდომი ანდა მსგავსი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები უნდა გამოიყენოთ)

ავადმყოფები, რომლებთანაც კლინდამიცინით მკურნალობაზე შედეგი არ მიიღება, იგივე ეფექტია მოსალოდნელი ლინკომიცინის შემთხვევაშიც.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება კლინი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

კლინის გამოყენების დოზას და სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს.

ზრდასრულებში, ინფექციის სიმძიმის მიხედვით, პრეპარატი 2, 3 ანდა 4 თანაბარი დოზის სახით, 600-2700 მგ დღეში კუნთებში ანდა ვენაში შეიყვანება.

ძალიან სერიოზული ინფექციების დროს უფრო მაღალი დოზების (დღეში 4800 მგ-მდე) გამოყენებაც შეიძლება.

ექიმი, ინფექციის სიმძიმის შესაბამისად, დოზას შეიძლება შეამცირებს ანდა გაზრდის.

კლინდამიცინის კონცენტრაცია 18 მგ/მლ -ზე მეტი არ უნდა იყოს და გამოყენების სიჩქარემ წუთში 30 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. კლინის ძალიან სწრაფი შეყვანისას (კუნთებში ანდა ვენაში), იშვიათდ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულეთ და არავითარ შემთვევაში დოზა თვითნებურად არ შეცვალოთ.

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს სხვა ინფექციების განვითარებას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კლინი, განკუთვნილია კუნთებში ანდა ვენაში გამოყენებისთვის. ვენური გამოყენების დროს, გლუკოზის ანდა მარილის ხსნარში (ფიზ. ხსნარი) ხდება შერევა და წვეთოვანი სისტემის სახით გადაისხმება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში (1 წლის და მეტი ასაკის) რეკომენდირებული დოზა გამოითვლება სხეულის წონის (კგ) მიხედვით, დღეში 3 და ან 4 თანაბარი დოზის სახით 20-40 მგ კლინდამიცინის სახით.

ექიმი, მძიმე ინფექციების დროს, მკურნალობაზე პასუხის მიღებამდე, სხეულის წონისგან დამოუკიდებლად, შეიძლება 300 მგ-მდე დოზის ანდა უფრო მაღალი დოზის მიღებას გადაწყვეტს.

კლინის დოზას და გამოყენების სიხშირეს ექიმი განსაზღვრავს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, დოზის შემცირებას არ საჭიროებს. ზრდასრულებში გამოყენებული დოზის ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს.

ხანგრძლივი გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ექიმი რეგულარულად ღვიძლის, თირკმლების ფუნქციებს და სისხლის ანალიზის მაჩვენებლებს გადაამოწმებს.

თუ, ფიქრობთ, რომ კლინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, კლინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, კლინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, კლინის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, კლინის ერთი სრული დოზის მიღება დაგავიწყდებათ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც კლინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

კლინი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენეთ. იმის მიუხედავად, რომ თავს კარგად გრძნობთ, მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას, მიკრობების სრულად გაუნადგურებლობის შემთხვევაში, შეიძლება ინფექციის განმეორებით განვითარება გამოვლინდეს.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, კლინის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. გარდა ამისა, აღნიშნული გვერდით ეფექტები შეიძლება ყველასთან არ გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, კლინის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

უეცრად დაწყებული ცემინება, სუნთქვის გაძნელება, სახის, თვალის ქუთუთოების და ტუჩების შეშუპება, კანზე გამონაყარი და სიწითლე, ქავილი (განსაკუთრებით, მაშინ თუ მთელ სხეულზეა აღნიშნული ცვლილებები).

ყველა აღნიშნული, ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ კლინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

კლინის გამოყენების დროს გამოვლენილი დანარჩენი გვერდით ეფექტები ქვემოთაა მოცემული კატეგორიების მიხედვით.

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა

მუცლის ტკივილი, დიარეა

თრომბოფლებიტი (ვენების ანთებასთან დაკავშირებული სისხლის თრომბის წარმოქმნა). (ინტრავენური ინექციის შემდეგ).

ნაკლებად გავრცელებული:

მაკულო-პაპულარული (კანზე მსუბუქად ამობურცული) გამონაყარი, ურტიკარია

გემოს შეგრძნების დარღვევა

დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა ანდა გონების დაკარგვა), იშვიათად მიოკარდიუმის ინფარქტი (თუ, ინექცია სწრაფად გაკეთდება)

გულისრევა და ღებინება

ტკივილი, აბსცესის განვითარება (ინექციის კუნთებში გაკეთების დროს)

იშვიათი:

ერთზე მეტი სახსრის შესივება, ტკივილი, მგრძნობელობა

სისხლში შარდოვანას აზოტის და სისხლის შრატში კრეატინინის დონის მომატება

დღიურად გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) და/ ანდა შარდში პროტეინის არსებობა (პროტეინურია)

უცნობი:

ქალის სასქესო ორგანოების ანთება

გარდამავალი ნეიტროპენია (ლეიკოპენია), ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია

ალერგიული რეაქციები

ეზოფაგიტი, ეზოფაგეალური წყლულები (საყლაპავში ანთება და იარები)

სიყვითლე (კანის გაყვითლება ანდა თვალის სკლერების სითეთრე)

მულტიფორმული ერითემა (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპება და სიწითლე, ანთებითი პროცესი), გამონაყარი, ქავილი

სტევენს ჯონსონის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპებით და სიწითლით მიმდინარე ანთება), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი (კანზე სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნით მიმდინარე დაავადება), ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), მორბილიფორმის მსგავსი კანის სიწითლე, ვეზიკულ-ბულოზური დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა), კანის სერიოზული გვერდით ეფექტები (ნაწიბურები)

კლინის გამოყენების ადგილას შესივება, სიწითლე, გამკვრივება, გაღიზიანება (კუნთებში ინექციის შემდეგ).

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • კლინის შენახვა

კლინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ კლინი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, კლინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. İ.E. ულაგაის თურქული წამლის წარმოება

მასლაქის დასახლება, სუმერის ქ N:4, მასლაქი.

საოფისე შენობა, სართული: 7-8. 34485. მასლაქი, სარიერი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. İ.E. ულაგაის თურქული წამლის წარმოება

დავუთფაშას ქ. N:12. 34010. თოფქაფი/სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29/05/2020 დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა