პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

გრინტეროლი

GRINTEROL®

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადლატვია
მოქმედი ნივთიერება
ursodeoxycholic acid
ფორმა და შეფუთვა
250მგ მყარი კაფსულა №100 (10X10)
მწარმოებელი
«Grindeks» JSC, ლატვია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და წარმოებულები
ATC კოდი
A05AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041480
რეგისტრირებულია
4 ივლისი 2024, მოქმედებს 4 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Grindeks» JSC (ლატვია)
განმცხადებელი
სს „გრინდეკსის“ წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგრინტეროლი და სხვა წამალი ერთად

გრინტეროლი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან სხვა ნაღვლის მჟავების მიმართ;
  • რენტგენოდადებითი (კალცის მაღალი შემცველობით) კენჭები ნაღვლის ბუშტში;
  • ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის ფუნქციის დარღვევა;
  • ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
  • სანაღვლე გზების ოკლუზია (ნაღვლის ძირითადი ან ნაღვლის ბუშტის სადინრების დახშობა)
  • ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;
  • ღვიძლის და/ან თირკმლის გამოხატული უკმარისობა;
  • ორსულობის პერიოდი.

პედიატრიული პოპულაცია

სანაღვლე გზების ატრეზიის მქონე ბავშვებში წარუმატებლად შესრულებული პორტოენტეროსტომია ან ნაღვლის ნორმალური დინების აღდგენის არ არსებობა.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავის მიღებას არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა, მაგრამ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის სახით მიღება, რადგან შეიძლება გაძნელდეს კაფსულების გადაყლაპვა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა კონტროლირდებოდეს ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლები: სისხლის შრატში ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა ყოველ 4 კვირაში, ხოლო შემდეგ ყოველ 3 თვეში. მოცემული პარამეტრების კონტროლი გამოავლენს ღვიძლის ფუნქციის დარღვევას ადრეულ სტადიაზე. ეს აგრეთვე ეხება პირველადი ბილიარული ციროზის გვიანდელი სტადიის მქონე პაციენტებს, ასე უფრო სწრაფად მოხდება განსაზღვრა რეაგირებს თუ არა პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტი ჩატარებულ მკურნალობაზე.

ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების დაშლის მიზნით გამოყენებისას:

მკურნალობის პროგრესის შეფასებისთვის და კენჭების კალცინოზის ნიშნების დროული გამოვლენის მიზნით, რომელიც დამოკიდებული კენჭების ზომაზე, უნდა მოხდეს ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია (პერორალური ქოლეცისტოგრაფია) ჩრდილების ნახვით „ფეხზე დამდგარ“ და „ზურგზე დაწოლილ“ მდგომარეობაში (ულტრაბგერითი გამოკვლევა), მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვის შემდეგ.

თუ ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია რენტგენის სურათზე ვერ ხერხდება ან კენჭების კალცინოზის დროს, ნაღვლის ბუშტის სუსტი შეკუმშვების ან ხშირი კოლიკების დროს პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ.

პირველადი ბილიარული ციროზის დაგვიანებული სტადიის პაციენტების მკურნალობისას:

ძალიან იშვიათად იყო გამოვლენილი ღვიძლის ციროზის დეკომპენსაციის შემთხვევები. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა დეკომპენსაციის გამოვლენის რეგრესია.

იშვიათ შემთხვევებში პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა კლინიკური სიმპტომების გაძლიერება, მაგალითად: ქავილის მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, შემდეგ თანდათანობით მომატება, როგორც მოცემულია „ მიღების წესები და დოზები“-ს ნაწილში.

გამოყენება პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტებში:

ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის ხანგრძლივმა თერაპიამ მაღალი დოზებით (28-30 მგ/კგ დღე-ღამეში) შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. დიარეის მქონე პაციენტებში აუცილებელია ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დოზის შემცირება. მუდმივი დიარეის დროს აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ თუ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებას. რეკომენდირებულია არაჰორმონალური კონტრაცეფციული საშუალების გამოყენება, რადგან პერორალურმა კონტრაცეფტივებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოვრიცხოთ შესაძლო ორსულობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროჟანგს და/ან ალუმუნის ოქსიდს და იონური მიმოცვლის უნარის მქონე ფისებს (ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი), ამცირებენ ნაწლავებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის აბსორბციას და ამით ამცირებენ მის ეფექტურობას; ამიტომ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღება საჭიროა ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიღებამდე 2 საათით ადრე.

ურსოდეოქსიქოლის მჟავას შეუძლია გააძლიეროს ციკლოსპორინის შეწოვა ნაწლავებიდან, ამიტომ ციკლოსპორინის დოზა უნდა დარეგულირდეს, თუ ერთდროულად გამოიყენება. ცალკეულ შემთხვევებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობისას კლინიკურ კვლევაში, ურსოდეზოქსიქოლის მჟავის (500 მგ / დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ / დღეში) ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია როზუვასტატინის დონის მცირეოდენი ზრდა სისხლის პლაზმაში. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ უცნობია.

დადგინდა, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს ნიტრენდიპინის, კალციუმის ანტაგონისტის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) და „კონცენტრაცია-დრო“ AUC მრუდის ქვეშ ფართობს. ნიტრენდიპინის ურსოდეზოქსიქოლის მჟავასთან ერთდროული მიღების დროს რეკომენდირებულია მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის მომატება. ამას გარდა დაფიქსირდა დაპსონის თერაპიული ეფექტის შემცირება.

ეს ინფორმაცია, ისევე როგორც in vitro მიღებული მონაცემები, უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ინდუცირებას ახდენს ციტოქრომ P450 3A სისტემის იზოფერმენტებზე. თუმცა, კარგად შემუშავებული ურთიერთქმედების კვლევაში ბუდესონიდთან, რომელიც არის ციტოქრომის P450 3A ცნობილი სუბსტრატი, ინდუქცია არ დაფიქსირებულა.

ესტროგენის ჰორმონები და სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, როგორიცაა კლოფიბრატი, ზრდიან ქოლესტერინის სეკრეციას ღვიძლში და შეიძლება შეამცირონ უდქმ-ს უნარი, დაშალოს ქოლესტერინის ნაღვლის ქვები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა არ მოქმედებს ფერტილობაზე. ადამიანის ფერტილობაზე ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის გავლენაზე მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

ორსულ ქალებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის გამოყენების მონაცემები ატარებენ შეზღუდულ ხასიათს ან არ არსებობს. ცხოველებზე გამოკვლევებმა აჩვენეს ტოქსიკური ზემოქმედების არსებობა რეპროდუქციულობაზე ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ორსულობისას არ არის დაშვებული პრეპარატის გამოყენება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როცა ეს აუცილებელია.

ფერტილობა

ორსულობის პოტენციის მქონე ქალებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენების შემთხვევაში. რეკომენდირებულია არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, რადგან პერორალურმა კონტრაცეფტივებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. ორსულობის ალბათობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე.

ძუძუთი კვება

რამოდენიმე დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემის მიხედვით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავის (უდქმ) დონე ქალის რძეში ძალიან დაბალია, ამიტომ არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვების დროს ახალშობილებში გვერდითი მოვლენების გამოვლენა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უდქმ არ ახდენს ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და მოძრავ მექანიზმებთან მომსახურებაზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი გამოვლინების შეფასება დაფუძნებულია შემდეგ კლასიფიკაციაზე:

ძალიან ხშირად (1/10)

ხშირად (1/100 - <1/10)

არც თუ ხშირად (1/1000 - <1/100)

იშვიათად (1/10000 - <1/1000)

ძალიან იშვიათად (<1/10000)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები:

ხშირად - გაუფორმებელი განავალი ან დიარეა. პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად - მწვავე ტკივილები მუცლის მარჯვენა ზედა არეში.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად- ნაღვლის კენჭების კალცინირება. პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია, რომელიც გაივლის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება).

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არაა მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ზოგადად, დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უდქმ-ს დოზის მატებასთან ერთად მცირდება მისი შეწოვა და იზრდება განავლით გამოყოფა. სპეციფიური მკურნალობა არ არის საჭირო, დიარეის შედეგებს უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომურად, სითხის მოცულობისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

10 კაფსულა პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

5 ან 10 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები, ნაღვლის მჟავები და მათი წარმოებულები. ათქ კოდი: A05AA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჰეპატოპროტექტორული საშუალება, გააჩნია ნაღველმდენი მოქმედება. ამცირებს ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზს, მის ნაწლავში შეწოვას და ნაღველში კონცენტრაციას, ზრდის ქოლესტერინის ხსნადობას ნაღვლგამომყოფ სისტემაში, ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას. აქვეითებს ნაღვლის ლითოგენობას, ზრდის მასში ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, აძლიერებს კუჭის და პანკრეასის სეკრეციას, აძლიერებს ლიპაზის აქტიურობას, ახდენს ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას. პერორალური მიღების დროს იწვევს ქოლესტერინული კენჭების ნაწილობრივ ან სრულ დაშლას, ამცირებს ნაღვლის გაჯერებას ქოლესტერინით, რაც ხელს უწყობს მის მობილიზაციას ნაღვლის ბუშტის კენჭებიდან. ახდენს ღვიძლში იმუნომოდულაციურ მოქმედებას, მოქმედებს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების მემბრანაზე, ზემოქმედებს T- ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერლეიკინი-2-ის წარმოქმნაზე, ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას.

პედიატრიული პოპულაცია:

მუკოვისციდოზი (კისტოზური ფიბროზი)

კლინიკური მონაცემების მიხედვით, არსებობს ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის მრავალწლიანი (10-დან და მეტი) გამოცდილება, პედიატრიულ პაციენტებში ჰეპატობილიარული დაავადებებით, რაც დაკავშირებულია მუკოვისციდოზთან (CFAHD). არსებობს მონაცემები, რომ იმ შემთხვევაში თუ მკუნალობა CFAHD -ს ადრეულ სტადიაზე მოხდება, ურსოდეზოქსიქოლის მჟავით თერაპიას შეუძლია ნაღვლის სადინრების პროლიფერაციის დაქვეითება, ჰისტოლოგიური კვლევით გამოვლენილი დაზიანებების განვითარების შენელება, და ასევე იმოქმედოს ჰეპატობილიარულ სისტემაში არსებული ცვლილებების უკუგანვითარებაზე. ურსოდეზოქსიქოლის მჟავით თერაპიის ეფექტურობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭიროა CFAHD დიაგნოზის შემდეგ მკუნალობის დროულად დაწყება.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში და თეძოს ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში პასიური დიფუზიის ხარჯზე, ხოლო თეძოს ნაწლავის დისტალურ ნაწილში - აქტიური ტრანსპორტირების გზით. შეიწოვება დაახლოების 60-80%.

გადაწილება და მეტაბოლიზმი

შეწოვის შემდეგ, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა თითქმის მთლიანად კონიუგირებს გლიცინთან და ტაურინთან და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ მეტაბოლიზდება 60%-მდე.

სადღეღამისო დოზის, დაავადების ტიპისა და ღვიძლის მდგომარეობის მიხედვით, ნაღველში გროვდება მეტი ან ნაკლები ურსოდეზოქსიქოლის მჟავა. ამავე დროს, შედარებით მცირდება სხვა, უფრო ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შემცველობა.

ნაწლავის ბაქტერიების მოქმედებით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ნაწილობრივ იშლება 7-კეტო-ლითოქოლის და ლითოქოლის მჟავად. ლითოქოლის მჟავა ჰეპატოტოქსიურია; ზოგიერთი სახეობის ცხოველში, ღვიძლის პარენქიმის დაზიანებას იწვევს. ადამიანის ორგანიზმში ის მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიწოვება.

გამოყოფა

მეტაბოლიზმის პროცესში ხდება მისი ღვიძლში სულფატირება, რის ხარჯზეც ის ნეიტრალდება ჯერ კიდევ ექსკრეციამდე ნაღველში და ორგანიზმიდან გამოიყოფა განავლის სახით. ურსოდეზოქსიქოლის მჟავის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5 - 5,8 დღეს.

Gგამოყენების ჩვენებები

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭების დაშლა,

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი,

ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (სიმპტომური თერაპია),

სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტი,

პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი,

კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი),

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი,

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება (ღად),

სანაღვლე გზების დისკინეზია.

მიღების წესები და დოზები

პერორალურად მიღებისთვის. კაფსულების მიიღება საღამოს ძილის წინ, დაუღეჭავად, ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.

ასაკობრივი შეზღუდვები 250 მგ-იანი კაფსულების მიღების დროს არ არსებობს, მაგრამ 3 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია ურსოდეზოქსიქოლის მჟავას სუსპენზიის გამოყენება. ბავშვებში და მოზრდილებში 47 კგ ნაკლები წონით, რეკომენდირებულია ურსოდეზოქსიქოლის მჟავას სუსპენზიის გამოყენება.

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭების დაშლა

საშუალო სადღეღამისო დოზა - 10 მგ/კგ, რაც შეესაბამება:

სხეულის მასა (კგ)

კაფსულების რაოდენობა 250 მგ

60 -მდე

2

61-80

3

81-100

4

100-ზე მეტი

5

მკურნალობის კურსი - 6-12 თვე. კენჭების ხელმეორედ გაჩენის პროფილაქტიკისთვის, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კენჭების დაშლის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის მკურნალობა:

თითო 250 მგ-იანი კაფსულა დღეში ერთხელ საღამოს ძილის წინ. მკურნალობის ხანგძლივობა 10-14 დღიდან 6 თვემდე, აუცილებლობის შემთხვევაში - 2 წლამდე.

პირველადი ბილიარული ციროზი დეკომპესაციის ნიშნების გარეშე - მკურნალობა

სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და შეადგენს დღე-ღამეში 3 დან- 7 კაფსულამდე (სხეულის მასის 1 კგ-ზე დაახლოებით 14 ± 2 მგ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა). პირველი 3 თვის განმავლობაში მკურნალობის სადღეღამისო დოზა უნდა განაწილდეს რამოდენიმე მიღებაზე. ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის საღამოს ერთხელ მიღება.

რეკომენდებულია მიღების შემდეგი რეჟიმი:

სხეულის

მასა

(კგ)

გრინტეროლი®®კაფსულები 250 მგ

მკურნალობის პირველი 3 თვე

შემდეგ

დილით

დღისით

საღამოს

საღამოს

(1-ჯერ დღეში)

47-62

1

1

1

3

63-78

1

1

2

4

79-93

1

2

2

5

94-109

2

2

2

6

110-ის ზევით

2

2

3

7

პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისთვის პრეპარატის გამოყენება განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს. იშვიათ შემთხვევებში, პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში კლინიკური სიმპტომები შესაძლებელია უფრო გაუარესდეს (მაგალითად, შეიძლება გახშირდეს ქავილი). ამ შემთხვევაში გამოიყენება ერთი კაფსულა დღეში, შემდეგ შესაძლებელია დოზის თანდათან ზრდა (კვირაში ერთხელ დღე-ღამის დოზა იზრდება თითო კაფსულით) მანამ, სანამ რეკომენდებული დოზის მიღწევა არ მოხდება.

სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტის სიმპტომური მკურნალობა

სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-12 თვეს და მეტს.

პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი

სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კ; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დღე-ღამეში 20-30 მგ/კგ-მდე გაზრდა გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგძლივობა შეადგენს - 6-თვიდან რამდენიმე წლამდე.

კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)

სადღეღამისო დოზა 20მგ/კგ გაყოფილი 2-3 მიღებაზე, შემდგომში საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზა იზრდება 30 მგ/კგ.

სხეულის მასა

(კგ)

სადღეღამისო დოზა (მგ/კგ

სხეულის მასა)

გრინტეროლი®®კაფსულები 250 მგ

დილით

დღისით

საღამოს

2029

1725

1

  • -

1

3039

1925

1

1

1

4049

2025

1

1

2

5059

2125

1

2

2

6069

2225

2

2

2

7079

2225

2

2

3

8089

2225

2

3

3

9099

2325

3

3

3

100109

2325

3

3

4

>110

3

4

4

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი: საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მიღების ხანგრძლივობა-6-12 თვე და მეტი.

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება: საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ გაყოფილი 2-3 მიღებაზე. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6-12 თვე და მეტი.

სანაღვლე გზების დისკინეზია: საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10მგ/კგ გაყოფილი 2-მიღებაზე 2-კვირიდან 2 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება.

ბავშვებში 3 წლის ასაკიდან ინიშნება ინდივიდუალურად, დღე-ღამეში 10-20 მგ/კგ.

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება, მიიღეთ ის დაუყონებლივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიღება გააგრძელეთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

გრინტეროლი®®კაფსულები 250 მგ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა.

სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა

კაფსულები

ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - ურსოდეზოქსიქოლის მჟავა 250 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;

კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.

აღწერა

მყარი ჟელატინის კაფსულები, კორპუსი და სახურავი თეთრი ფერის. შემადგენლობა - თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გამოვლინების შეფასება დაფუძნებულია შემდეგ კლასიფიკაციაზე:

ძალიან ხშირად (1/10)

ხშირად (1/100 - <1/10)

არც თუ ხშირად (1/1000 - <1/100)

იშვიათად (1/10000 - <1/1000)

ძალიან იშვიათად (<1/10000)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები:

ხშირად - გაუფორმებელი განავალი ან დიარეა. პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს ძალიან იშვიათად - მწვავე ტკივილები მუცლის მარჯვენა ზედა არეში.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად- ნაღვლის კენჭების კალცინირება. პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია, რომელიც გაივლის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად - ალერგიული რეაქციები (მათ შორის ჭინჭრის ციება).

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არაა მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა კონტროლირდებოდეს ღვიძლის ფუნქციონალური მაჩვენებლები: სისხლის შრატში ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა ყოველ 4 კვირაში, ხოლო შემდეგ ყოველ 3 თვეში. მოცემული პარამეტრების კონტროლი გამოავლენს ღვიძლის ფუნქციის დარღვევას ადრეულ სტადიაზე. ეს აგრეთვე ეხება პირველადი ბილიარული ციროზის გვიანდელი სტადიის მქონე პაციენტებს, ასე უფრო სწრაფად მოხდება განსაზღვრა რეაგირებს თუ არა პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტი ჩატარებულ მკურნალობაზე.

ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების დაშლის მიზნით გამოყენებისას:

მკურნალობის პროგრესის შეფასებისთვის და კენჭების კალცინოზის ნიშნების დროული გამოვლენის მიზნით, რომელიც დამოკიდებული კენჭების ზომაზე, უნდა მოხდეს ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია (პერორალური ქოლეცისტოგრაფია) ჩრდილების ნახვით „ფეხზე დამდგარ“ და „ზურგზე დაწოლილ“ მდგომარეობაში (ულტრაბგერითი გამოკვლევა), მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვის შემდეგ.

თუ ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია რენტგენის სურათზე ვერ ხერხდება ან კენჭების კალცინოზის დროს, ნაღვლის ბუშტის სუსტი შეკუმშვების ან ხშირი კოლიკების დროს პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ.

პირველადი ბილიარული ციროზის დაგვიანებული სტადიის პაციენტების მკურნალობისას:

ძალიან იშვიათად იყო გამოვლენილი ღვიძლის ციროზის დეკომპენსაციის შემთხვევები. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა დეკომპენსაციის გამოვლენის რეგრესია.

იშვიათ შემთხვევებში პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა კლინიკური სიმპტომების გაძლიერება, მაგალითად: ქავილის მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება, შემდეგ თანდათანობით მომატება, როგორც მოცემულია „ მიღების წესები და დოზები“-ს ნაწილში.

გამოყენება პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტის მქონე პაციენტებში:

ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის ხანგრძლივმა თერაპიამ მაღალი დოზებით (28-30 მგ/კგ დღე-ღამეში) შესაძლებელია გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. დიარეის მქონე პაციენტებში აუცილებელია ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დოზის შემცირება. მუდმივი დიარეის დროს აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ თუ იყენებენ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებას. რეკომენდირებულია არაჰორმონალური კონტრაცეფციული საშუალების გამოყენება, რადგან პერორალურმა კონტრაცეფტივებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოვრიცხოთ შესაძლო ორსულობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა არ მოქმედებს ფერტილობაზე. ადამიანის ფერტილობაზე ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის გავლენაზე მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

ორსულ ქალებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის გამოყენების მონაცემები ატარებენ შეზღუდულ ხასიათს ან არ არსებობს. ცხოველებზე გამოკვლევებმა აჩვენეს ტოქსიკური ზემოქმედების არსებობა რეპროდუქციულობაზე ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ორსულობისას არ არის დაშვებული პრეპარატის გამოყენება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როცა ეს აუცილებელია.

ფერტილობა

ორსულობის პოტენციის მქონე ქალებში პრეპარატის მიღება შესაძლებელია კონტრაცეფციის საიმედო მეთოდების გამოყენების შემთხვევაში. რეკომენდირებულია არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, რადგან პერორალურმა კონტრაცეფტივებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას. ორსულობის ალბათობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე.

ძუძუთი კვება

რამოდენიმე დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემის მიხედვით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავის (უდქმ) დონე ქალის რძეში ძალიან დაბალია, ამიტომ არ არის მოსალოდნელი ძუძუთი კვების დროს ახალშობილებში გვერდითი მოვლენების გამოვლენა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და მოძრავ მექანიზმებთან მომსახურებაზე ზემოქმედება

უდქმ არ ახდენს ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და მოძრავ მექანიზმებთან მომსახურებაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროჟანგს და/ან ალუმუნის ოქსიდს და იონური მიმოცვლის უნარის მქონე ფისებს (ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი), ამცირებენ ნაწლავებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავის აბსორბციას და ამით ამცირებენ მის ეფექტურობას; ამიტომ ჩამოთვლილი პრეპარატების მიღება საჭიროა ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიღებამდე 2 საათით ადრე.

ურსოდეოქსიქოლის მჟავას შეუძლია გააძლიეროს ციკლოსპორინის შეწოვა ნაწლავებიდან, ამიტომ ციკლოსპორინის დოზა უნდა დარეგულირდეს, თუ ერთდროულად გამოიყენება. ცალკეულ შემთხვევებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს ციპროფლოქსაცინის შეწოვას.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობისას კლინიკურ კვლევაში, ურსოდეზოქსიქოლის მჟავის (500 მგ / დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ / დღეში) ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვია როზუვასტატინის დონის მცირეოდენი ზრდა სისხლის პლაზმაში. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ უცნობია.

დადგინდა, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს ნიტრენდიპინის, კალციუმის ანტაგონისტის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) და „კონცენტრაცია-დრო“ AUC მრუდის ქვეშ ფართობს. ნიტრენდიპინის ურსოდეზოქსიქოლის მჟავასთან ერთდროული მიღების დროს რეკომენდირებულია მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის მომატება. ამას გარდა დაფიქსირდა დაპსონის თერაპიული ეფექტის შემცირება.

ეს ინფორმაცია, ისევე როგორც in vitro მიღებული მონაცემები, უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ინდუცირებას ახდენს ციტოქრომ P450 3A სისტემის იზოფერმენტებზე. თუმცა, კარგად შემუშავებული ურთიერთქმედების კვლევაში ბუდესონიდთან, რომელიც არის ციტოქრომის P450 3A ცნობილი სუბსტრატი, ინდუქცია არ დაფიქსირებულა.

ესტროგენის ჰორმონები და სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, როგორიცაა კლოფიბრატი, ზრდიან ქოლესტერინის სეკრეციას ღვიძლში და შეიძლება შეამცირონ უდქმ-ს უნარი, დაშალოს ქოლესტერინის ნაღვლის ქვები.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ზოგადად, დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უდქმ-ს დოზის მატებასთან ერთად მცირდება მისი შეწოვა და იზრდება განავლით გამოყოფა. სპეციფიური მკურნალობა არ არის საჭირო, დიარეის შედეგებს უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომურად, სითხის მოცულობისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

10 კაფსულა პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

5 ან 10 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი.

სს ”გრინდეკსი”, კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია.

ტელეფონი: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ-ფოსტა: [email protected]

ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია: 2024 წლის იანვარი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა