ურსოსანი ფორტე
URSOSAN FORTE
ნაღველკენჭოვანი დაავადება: ბილიარული სლაჯილ ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების გახსნა მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტის დროს პაციენტებში ოპერაციის მაღალი რისკით და პაციენტებში ლითოტრიფსიის შემდეგ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ursodeoxycholic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
- მწარმოებელი
- PRO. MED. CS Praha a.s., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და წარმოებულები
- ATC კოდი
- A05AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038542
- რეგისტრირებულია
- 6 ივლისი 2023, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PRO. MED. CS Praha a.s. (ჩეხეთი)
- განმცხადებელი
- ი.მ. ირაკლი მარგველაშვილი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურსოსანი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნაღველკენჭოვანი დაავადება: ბილიარული სლაჯილ ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების გახსნა მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტის დროს პაციენტებში ოპერაციის მაღალი რისკით და პაციენტებში ლითოტრიფსიის შემდეგ. მკურნალობის წარმატების პირობაა მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტი და სუფთად რადიოტრანსპარანტული ქოლესტერინის კენჭების არსებობა, რომელთა დიამეტრიც არ აღემატება 15მმ-ს; კენჭების ფორმირების პროფილაქტიკა ქოლეცისტექტომიის შემდეგ.
სხვადასხვა გენეზის ღვიძლის ქოლესტატიური დაავადება, მათ შორის:
პირველადი ბილიარული ციროზის I და II სტადია.
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი.
ჰეპატიტი (ქრონიკული და მწვავე ვირუსული, ქრონიკული ავტოიმუნურის ატიპური ფორმები).
არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება. უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტი.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური).
ბილიარული დისპეფსია.
ნაღვლოვანი რეფლუქს-გასტრიტი და ეზოფაგიტი
მუკოვისციდოზი
სანაღვლე გზების დისკინეზია.
ქრონიკული ოპისტორქოზი.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად, ჭამის დროს ან შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. რეკომენდებული დოზირების უზრუნველსაყოფად ტაბლეტი უნდა დაიყოს ორ ნახევრად, გამყოფ ხაზზე გატეხვის საშუალებით. არასწორად გატეხილი სეგმენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული. სეგმენტის პირის ღრუში გაჩერებისას შეიგრძნობა მწარე გემო.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას არა აქვს ასაკობრივი შეზღუდვები გამოყენების მხრივ, მაგრამ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამ სამკურნალწამლო ფორმით. მიიღეთ რეგულარულად.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, და დამოკიდებულია ჩვენებებზე, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე. ტაბლეტების სადღეღამისო რაოდენობის გამოთვლა ხდება პაციენტის წონისა და პრეპარატის
1კგ წონაზე რეკომენდებული დოზის მიხედვით (მგ/კგ/დღ). - ნაღვლის კენჭების დასაშლელად მოზრდილებში და იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც აღმოცენდება ნაღვლის შეგუბების მიზეზით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-დან 3-მდე აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს ყოველდღიურად, პაციენტის წონის შესაბამისად (10 მგ/კგ/ დღეში).
სხეულის წონა
(კგ)
პრეპარატ ურსოსანი® ფორტეს 500 მგ. აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების რაოდენობა
60-მდე
1
61-80
1½ ტაბ.
81-100
2
100-ზე მეტი
2
როგორც წესი, მიიღება ერთხელ საღამოს.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ 2 თანმიმდევრული ქოლეცისტოგრამა და/ან ულტრაბგერითი გამოკვლევა 4-12 კვირის ინტერვალით არ აჩვენებს ნაღვლოვანი კენჭების არარსებობას. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები ზომაში არ შემცირდებიან მკურნალობის 12 თვის შემდეგ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. კენჭების ხელახლა ფორმირების პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება კენჭების დაშლის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ქოლეცისტექტომიის შემდეგ კენჭების ხელახლა წარმოქმნის პრევენციის მიზნით ინიშნება 250 მგ (1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში რამდენიმე თვის განმავლობაში.
- სანაღვლე გზების ჰიპოკინეზური ტიპის დისკინეზიის დროს საშუალო დღიური დოზა შეადგენს 10 მგ/კგ 2 მიღებაზე, 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება.
- ბიოლიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს - 250მგ (1/2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტი) დღეში, ძილის წინ. მკურნალობის კურსი - 10- 14-დღიდან 6 თვემდე, საჭიროების შემთხვევაში, 2 წლამდე.
- ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ქოლესტაზური დაავადებები, მათ შორის პირველადი ბილიარული ციროზის I და II სტადიაზე, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
საშუალო დღიური დოზა შეადგენს 1 1/2 – 3 1/2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (14 ±2 მგ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა 1 კგ სხეულის წონაზე).
მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში საჭიროა ურსოსანი® ფორტეს 500 მგ. აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღების განაწილება დღის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში კლინიკური სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში (ქავილის გაძლიერება) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1/2 ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღებით ყოველდღიურად, შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაიზაროს (ყოველ კვირაში სადღეღამისო დოზის 1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით გაზრდით), მანამდე, სანამ კვლავ არ იქნება მიღწეული დოზირების რეკომენდებული რეჟიმი.
სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტების ( ვირუსული, ტოქსიკური, მედიკამენტოზური და სხვ.), ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის, არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, მათ შორის უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ 2-3 მიღებაზე. თერაპიის ხანგრძლივობაა შეადგენს 6-12 თვეს ან მეტს.
დოზირების გასამარტივებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მონაცემები:
სხეულის მასა (კგ)
ურსოსანი® ფორტე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პირველი 3 თვე
შემდგომ
დილა
შუადღე
საღამო
საღამო (ერთხელ დღში)
47 - 62
½
½
½
1 ½
63-78
½
½
1
2
79-93
½
1
1
2 ½
94-109
1
1
1
3
110 ზევით
1
1
1 ½
3 ½
ბავშვთა პოპულაცია (6-18 წელი)
ჰეპატობილიალური დარღვევა კისტოზური ფიბროზისას (მუკოვისციდოზი)
ბავშვები კისტოზური ფიბროზით 6-დან 18 წლამდე ასაკში: 20მგ/დღეში 2-3-ზე გაყოფილი დოზა, შემდგომში დოზის ზრდით 30მგ/კგ/ დღეში საჭიროებისამებრ.
სხეულის მასა
(კგ)
სადღეღამისო დოზა
(მგ/კგ სხეულის მასა)
ურსოსანი® ფორტე 500მგ, ტაბლეტები
აპკიანი გარსით
დაფარული
დილა
სადილი
საღამო
20-29
17-25
½
-
½
30-39
19-25
½
½
½
40-49
20-25
½
½
1
50-59
21-25
½
1
1
60-69
22-25
1
1
1
70-79
22-25
1
1
1½
80-89
22-25
1
1½
1½
90-99
23-25
1½
1½
1½
100-109
23-25
1½
1½
2
110 ზევით
1½
2
2
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
პაციენტებში ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.
სანაღვლე გზების გაუვალობა (საერთო სანაღვლე გზების, ან ბუშტის სანაღვლე გზების გაუვალობა).
სანაღვლე კოლიკების ხშირი შეტევები.
რენტგენდადებითი ნაღვლის კენჭები (კალციუმის მაღალი შემცველობით).
ბავშვთა პოლილაცია
უშედეგო პორტოენტეროსტომია, ან თუ საკმარისად არ აღდგა სანაღვლე სადინარი ბავშვებში, სანაღვლე გზების ატრეზიით.
სიფრთხილის ზომები
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში ექიმმა უნდა შეამოწმოს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ასტ (SGOT), ალტ (SGPT) და გგტ (y-GT) ყოველ 4 კვირაში, და შემდეგ ყოველ 3 თვეში.
ეს დაგვეხმარება ყველა პაციენტებიდან , რომლებიც გადიან მკურნალობას, გამოვავლინოთ ისინი, ვინც რეაგირებენ ან არ რეაგირებენ მკურნალობაზე, და ასევე ეს შესაძლებლობას მოგვცემს გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე ღვიძლის პოტენციური დაზიანება, კერძოდ გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში.
ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების დასაშლელად გამოყენებისას:
მკურნალობის პროგრესის შესაფასებლად, და ასევე ნაღვლოვანი კენჭების რაიმე სახის კალცინირების დროული გამოვლენის მიზნით, კენჭის ზომის მიხედვით საჭიროა ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია (პერორალური ქოლეცისტოგრაფია) - საერთო სურათი და ოკლუზია ფეხზე მდგომარე და ზურგზე მწოლიარე პოზიციაში (ულტრაბგერით შემოწმება) მკურნალობის დაწყებიდან 6-1 თვის შემდეგ.
თუ ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია რენტგენის სურათზე შეუძლებელია, ან კალცინირებული ნაღვლოვანი კენჭების არსებობისას, ნაღვლის ბუშტის პერისტალტიკის ფუნქციის დარღვევებისას, ან ნაღვლოვანი კოლიკის ხშირი ეპიზოდებისას ურსოსანი® ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული.
გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ გამოყენებისას:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია ნაწილობრივი რეგრესიით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კლინიკური სიმპტომების გაუარესებას, მაგალითად, შეიძლება გაძლიერდეს ქავილი. ასეთ შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 250 მგ-მდე (1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) დღეში და შემდეგ თანდათან გაიზარდოს რეკომენდებულ დოზამდე, რომელიც მითითებულია პუნქტში „მიღების მეთოდი და დოზირება“.
დიარეის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო განუწყვეტელი დიარეის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ურსოდეზოქსიქოლის მჟავათი მკურნალობის შემდეგ შობადობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულ ქალებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავას გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. არსებობს მონაცემები ორსულობის ადრეულ ეტაპზე ტერატოგენური მოქმედების არსებობის შესახებ. ურსოდეზოქსიქოლის მჟავას გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფში ან ახალშობილში გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციურ რისკს (ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები ურსოდეზოქსიქოლის მჟავას ორსულებში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა). შვილოსნობის ასაკის ქალებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ საიმედო კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე.
რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების, ან ესტროგენების დაბალი შემცველობის კონტრაცეპტივების გამოყენება. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ურსოსან® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ 500 მგ. ტაბლეტებს ნაღვლოვანი კენჭების დასაშლელად, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები, რადგანაც ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება ხელი შეუწყონ კენჭების წარმოქმნას. ორსულობის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე.
რამოდენიმე დადასტურებული შემთხვევის მიხედვით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას კონცენტრაცია მეძუძური ქალების რძეში დაბალია; ძუძუთი კვების ფონზე გვერდითი მოვლენების განვითარება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე (შემთხვევათა რაოდენობა/ დაკვირვებათა რაოდენობა) წარმოდგენილია შემდეგი გრადაციის ფორმით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არა-ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
კლინიკურ კვლევებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის ფონზე ხშირად აღინიშნებოდა დიარეა ან პასტისებრი განავალი.
პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ძლიერი ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის ფონზე ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ნაღვლოვანი კენჭების კალცინირება.
გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნობოდა ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, რომელიც რეგრესირებდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება. მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს პარალელურად ქოლესტირამინთან, ქოლესტიპოლთან ან ანტაციდებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს და/ან სმექტიტს (ალუმინის ოქსიდი), რადგანაც ეს პრეპარატები ბოჭავენ ურსოდეზოქსიქოლის მჟავას ნაწლავებში და, აქედან გამომდინარე, თრგუნავენ მის აბსორბციას და ეფექტურობას. ამ პრეპარატების მიღება საჭიროა ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან მათი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ციკლოსპორინის ნაწლავებიდან შეწოვაზე, რაც მოითხოვს ციკლოსპორინის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მისი დოზირების რეჟიმის კორექციას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას შეუძლია შეამციროს ციპროფლოქსაცინის აბსორბცია.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას (500 მგ/დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ/დღეში) ერთდროულად მიღება იწვევდა პლაზმაში როზუვასტატინის დონის ზომიერ მომატებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ, უცნობია.
არსებობს მონაცემები, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს კალციუმის ანტაგონისტი ნიტრენდიპინის პლაზმაში კონცენტრაციის პიკს (Cmax) და ფართობს ფარმაკოკინეტიკური მრუდის (AUC) ქვეშ, რაც მოითხოვს ნიტრენდიპინის კონცენტრაციაზე მონიტორინგის ჩატარებას. არ არის გამორიცხული ნიტრენდიპინის დოზის მომატების აუცილებლობა. არსებობს მონაცემები, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავასა და დაპსონის ურთიერთქმედება იწვევს ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირებას.
ეს დაკვირვებები შეიძლება მიუთითებდეს ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიერ ციტოქრომ P450 3A ფერმენტების ინდუცირების პოტენციალზე. თუმცა, ინდუცირება არ აღინიშნებოდა ურსოდეზოქსიქოლის მჟავასა და ბუდესონიდის, ცნობილი P450 3A ციტოქრომული სუბსტრატის ურთიერთქმედების საფუძვლიანი გამოკვლევით.
ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატებმა, როგორიცაა ესტროგენები, პროგესტერონები (პერორალური კონტრაცეპტივები), ნეომიცინი, კლოფიბრატი, შეიძლება გაზარდონ ქოლელითიაზი, რითაც ახდენენ ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიერ ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების დაშლის საპირისპირო ეფექტს. მიღების წესი და დოზირება
ჭარბი დოზა
დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბების სხვა სიმფტომები ნაკლებადაა შესაძლებელი, ვინაიდან ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დეზორბცია უარესდება დოზის მატებასთან ერთად, რაც იწვევს მის მომატებულ ეკსკრეციას ფეკალებთან.
მკურნალობა - სიმფტომური.
შემადგენლობა
ერთი აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებას: ურსოდეოზქსიქოლის მჟავა 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს (ბირთვი): სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
დამხმარე ნივთიერებებს (გარსი): ოპადრი თეთრი (03B28796): ჰიპრომელოზა 6, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: მორგძო ფორმის, აპკისებრი გარსით დაფარული, თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები გამყოფი ზოლით.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
4 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპატოპროტექტორი, ქოლელიზური საშუალება.
ათქკოდი:A05AA02. ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰეპატოპროტექტორული საშუალება, მას აქვს ასევე ნაღვლმდენი, ქოლელითოლიზური, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოქოლესტერინემიური და გარკვეულწილად იმუნომოდულატორული ეფექტი. მისი მაღალი პოლარული თვისებების წყალობით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ინტეგრირდება ჰეპატოციტის, ქოლანგიოციტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელიოციტის მემბრანაში, ასტაბილურებს მის სტრუქტურას და იცავს უჯრედებს ნაღვლის მჟავების მარილების მავნე ტოქსიკური ეფექტისაგან, რითაც ამცირებს მათი ციტოტოქსიკურ ეფექტს. ქმნის არატოქსიკურ შერეულ მიცელებს აპოლარულ (ტოქსიკურ) ნაღვლის მჟავებთან, რაც ამცირებს კუჭის რეფლუქტატის უნარს დააზიანოს უჯრედის მემბრანები ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს. ამცირებს რა კონცენტრაციას და ასტიმულირებს ქოლერეზს, ბიკარბონატებით მდიდარი ურსოდეოქსიქოლის მჟავა ეფექტურად აგვარებს ღვიძლშიდა ქოლესტაზს. ქოლესტაზის დროს ააქტიურებს Ca2+ -დამოკიდებულ ალფა- პროტეაზას და ასტიმულირებს ეგზოციტოზს, ამცირებს ტოქსიკური ნაღვლის მჟავების (ქენოდეზოქსიქოლის, ლითოქოლის, დეზოქსიქოლის და სხვ.) კონცენტრაციას, რომელთა კონცენტრაციაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მომატებულია. კონკურენტულად ამცირებს ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას, ზრდის მათ „ფრაქციულ“ მიმოქცევას ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს, ახდენს ქოლერეზის ინდუცირებას, ასტიმულირებს ნაღვლის პასაჟს და ტოქსიკური ნაღვლის მჟავების ექსკრეციას ნაწლავებით. ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას მისი ნაწლავებში აბსორბციის დათრგუნვის, ღვიძლში სინთეზის დაქვეითების და ნაღვლის სეკრეციის დაქვეითების ხარჯზე; ზრდის ქოლესტერინის ხსნადობას ნაღველში და ქმნის მასთან თხევად კრისტალებს; ამცირებს ნაღვლის ლითოგენურ ინდექსს, ზრდის მასში ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, იწვევს, კუჭისა და პანკრეასის სეკრეციის გაძლიერებას, აძლიერებს ლიპაზას აქტივობას, ახდენს ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას. იწვევს ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების ნაწილობრივ ან სრულ დაშლას, ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას, რაც ხელს უწყობს მის მობილიზაციას ნაღვლოვანი კენჭებიდან. ამის შედეგად ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭები გაიხსნება და მოხდება ახალი კონკრემენტების ფორმირების პრევენცია. იმუნომოდულატორული მოქმედება განპირობებულია ჰისტოშეთავსებადობის ანტიგენების HLA-1 ექსპრესიის დათრგუნვა ჰეპატოციტების მემბრანებზე და HLA-2-ის ქოლანგიოციტებზე, ლიმფოციტების ბუნებრივი ქილერული აქტივობის ნორმალიზაციით, ინტერლეიკინ-2-ის წარმოქმნით, იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (Ig), პირველ რიგში კი - IgM - ის ინჰიბირებით. ის აფერხებს ფიბროზის პროგრესირებას. არეგულირებს ჰეპატოციტების, ქოლანგიოციტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელიოციტების აპოპტოზის პროცესებს.
ფარმაკოკინეტიკა
ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება წვრილ ნაწლავში პასიური დიფუზიის ხარჯზე (დაახლოებით 90% ), ხოლო თეძოს ნაწლავში აქტიური ტრანსპორტის გზით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) პერორალური 50 მგ მიღებისას 30, 60, 90 წუთის შემდეგ - 3,8 მმოლი/ლ, 5,5 მმოლი/ლ და 3,7 მმოლ/ლ შესაბამისად. ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (TC max) მიიღწევა 1-3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან ბმა მაღალია - 96- 99%-მდე. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. პრეპარატის სისტემატური მიღებისას ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ხდება ძირითადი ნაღვლის მჟავა სისხლის შრატში. მეტაბოლიზდება ღვიძლში (კლირენსი ღვიძლში „პირველადი გასვლისას“) ტაურინის და გლიცინის კონიუგატებად. წარმოქმნილი კონიუგატები სეკრეტირდება ნაღველში. მთლიანი დოზის დაახლოებით 50-70% გამოიყოფა ნაღველით. შეუწოველი ურსოდეოქსიქოლის მჟავას უმნიშვნელო რაოდენობა შედის მსხვილ ნაწლავში, სადაც იგი დაიშლება ბაქტერიებით (7-დეჰიდროქსილირება), წარმოქმნილი ლითოქოლის მჟავა ნაწილობრივ შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან, მაგრამ სულფატირდება ღვიძლში და სწრაფად გამოიყოფა სულფოლითოქოლილგლიცინის ან სულფოლითო-ქოლილტაურინის კონიუგატების სახით.
კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთოხების შესახებ

ნწვავე ტოკსიკურობა
ნწვავე ტოქსიკურობის კვლევებმა ცხოველებში არ აჩვენეს არანაირი ტოქსიკური დაზიანება.
ქრონიკული ტოქსიკურობა
სუბქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებისას მაიმუნების იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს, დაფიქსირდა ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება ფუნქციური ცვლილებების ჩათვლით (მაგალითად, ღვიძლისმიერი ფერმენტების ცვლილება), ასევე მორფოლოგიური ცვლილებები, მაგალითისთვის, სანაღვლე გზების პროლიფერაცია, ანთების პორტალური კერები და ჰეპატოუჯრედოვანი ნეკროზი. ეს ტოქსიკური ზემოქმედება მაღალი ალბათობით შეიძლება მიეკუთვნოს ლითოქოლის მჟავას, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას, რომელიც მაიმუნში ადამიანისაგან განსხვავებით არ დეტოქსიცირდება.
კლინიკური ცდა აჩვენებს, რომ აღწერილი ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება ადამიანში არ თამაშობს არანაის როლს.
კანცეროგენური და მუტაგენური პოტენციალი
თაგვებზე და ვირთხებზე ხანგრძლივ კვლევებში არ დადგენილა არანაირი ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა ურსოდეზოქსიქოლის მჟავას კანცეროგენურ პოტენციალს.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას in vitro და in vivo გენოტოქსიკურობის კვლევები ნეგატიურია.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ვირთხებზე კვლევებისას 2000მგ დოზის მიღებისას 1კგ სხეულის მასაზე დაფიქსირდა კუდების აპლაზია. კურდღლებში არანაირი ტერატოგენური შედეგი არ გამოვლენილა, თუმცა აღინიშნა ემბრიოტოქსიკური ზემოქმედება (დაწყებული დოზით 100მგ 1 კგ სხეულის მასაზე). ურსოდეზოქსიქოლის მჟავა არანაირად არ მოქმედებს ვირთხების ფერტილურობაზე და ემბრიონის პოსტნატალურ განვითარებაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ურსოსანი® ფორტე
URSOSAN FORTE
სავაჭრო სახელწოდება: ურსოსანი® ფორტე
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არა-საპატენტო სახელწოდება): ურსოდეზოქსიქოლის მჟავა
სამკურნალწამლო ფორმა: აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, 500მგ
შემადგენლობა:
ერთი აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებას: ურსოდეოზქსიქოლის მჟავა 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს (ბირთვი): სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
დამხმარე ნივთიერებებს (გარსი): ოპადრი თეთრი (03B28796): ჰიპრომელოზა 6, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: მორგძო ფორმის, აპკისებრი გარსით დაფარული, თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები გამყოფი ზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორი, ქოლელიზური საშუალება.
ათქკოდი:A05AA02. ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰეპატოპროტექტორული საშუალება, მას აქვს ასევე ნაღვლმდენი, ქოლელითოლიზური, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოქოლესტერინემიური და გარკვეულწილად იმუნომოდულატორული ეფექტი. მისი მაღალი პოლარული თვისებების წყალობით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ინტეგრირდება ჰეპატოციტის, ქოლანგიოციტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელიოციტის მემბრანაში, ასტაბილურებს მის სტრუქტურას და იცავს უჯრედებს ნაღვლის მჟავების მარილების მავნე ტოქსიკური ეფექტისაგან, რითაც ამცირებს მათი ციტოტოქსიკურ ეფექტს. ქმნის არატოქსიკურ შერეულ მიცელებს აპოლარულ (ტოქსიკურ) ნაღვლის მჟავებთან, რაც ამცირებს კუჭის რეფლუქტატის უნარს დააზიანოს უჯრედის მემბრანები ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს. ამცირებს რა კონცენტრაციას და ასტიმულირებს ქოლერეზს, ბიკარბონატებით მდიდარი ურსოდეოქსიქოლის მჟავა ეფექტურად აგვარებს ღვიძლშიდა ქოლესტაზს. ქოლესტაზის დროს ააქტიურებს Ca2+ -დამოკიდებულ ალფა- პროტეაზას და ასტიმულირებს ეგზოციტოზს, ამცირებს ტოქსიკური ნაღვლის მჟავების (ქენოდეზოქსიქოლის, ლითოქოლის, დეზოქსიქოლის და სხვ.) კონცენტრაციას, რომელთა კონცენტრაციაც ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მომატებულია. კონკურენტულად ამცირებს ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას, ზრდის მათ „ფრაქციულ“ მიმოქცევას ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს, ახდენს ქოლერეზის ინდუცირებას, ასტიმულირებს ნაღვლის პასაჟს და ტოქსიკური ნაღვლის მჟავების ექსკრეციას ნაწლავებით. ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას მისი ნაწლავებში აბსორბციის დათრგუნვის, ღვიძლში სინთეზის დაქვეითების და ნაღვლის სეკრეციის დაქვეითების ხარჯზე; ზრდის ქოლესტერინის ხსნადობას ნაღველში და ქმნის მასთან თხევად კრისტალებს; ამცირებს ნაღვლის ლითოგენურ ინდექსს, ზრდის მასში ნაღვლის მჟავების კონცენტრაციას, იწვევს, კუჭისა და პანკრეასის სეკრეციის გაძლიერებას, აძლიერებს ლიპაზას აქტივობას, ახდენს ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას. იწვევს ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების ნაწილობრივ ან სრულ დაშლას, ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას, რაც ხელს უწყობს მის მობილიზაციას ნაღვლოვანი კენჭებიდან. ამის შედეგად ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭები გაიხსნება და მოხდება ახალი კონკრემენტების ფორმირების პრევენცია. იმუნომოდულატორული მოქმედება განპირობებულია ჰისტოშეთავსებადობის ანტიგენების HLA-1 ექსპრესიის დათრგუნვა ჰეპატოციტების მემბრანებზე და HLA-2-ის ქოლანგიოციტებზე, ლიმფოციტების ბუნებრივი ქილერული აქტივობის ნორმალიზაციით, ინტერლეიკინ-2-ის წარმოქმნით, იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (Ig), პირველ რიგში კი - IgM - ის ინჰიბირებით. ის აფერხებს ფიბროზის პროგრესირებას. არეგულირებს ჰეპატოციტების, ქოლანგიოციტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეპითელიოციტების აპოპტოზის პროცესებს.
ფარმაკოკინეტიკა
ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება წვრილ ნაწლავში პასიური დიფუზიის ხარჯზე (დაახლოებით 90% ), ხოლო თეძოს ნაწლავში აქტიური ტრანსპორტის გზით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) პერორალური 50 მგ მიღებისას 30, 60, 90 წუთის შემდეგ - 3,8 მმოლი/ლ, 5,5 მმოლი/ლ და 3,7 მმოლ/ლ შესაბამისად. ხოლო პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (TC max) მიიღწევა 1-3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან ბმა მაღალია - 96- 99%-მდე. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. პრეპარატის სისტემატური მიღებისას ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ხდება ძირითადი ნაღვლის მჟავა სისხლის შრატში. მეტაბოლიზდება ღვიძლში (კლირენსი ღვიძლში „პირველადი გასვლისას“) ტაურინის და გლიცინის კონიუგატებად. წარმოქმნილი კონიუგატები სეკრეტირდება ნაღველში. მთლიანი დოზის დაახლოებით 50-70% გამოიყოფა ნაღველით. შეუწოველი ურსოდეოქსიქოლის მჟავას უმნიშვნელო რაოდენობა შედის მსხვილ ნაწლავში, სადაც იგი დაიშლება ბაქტერიებით (7-დეჰიდროქსილირება), წარმოქმნილი ლითოქოლის მჟავა ნაწილობრივ შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან, მაგრამ სულფატირდება ღვიძლში და სწრაფად გამოიყოფა სულფოლითოქოლილგლიცინის ან სულფოლითო-ქოლილტაურინის კონიუგატების სახით.
კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთოხების შესახებ
კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთოხების შესახებ
ნწვავე ტოკსიკურობა
ნწვავე ტოქსიკურობის კვლევებმა ცხოველებში არ აჩვენეს არანაირი ტოქსიკური დაზიანება.
ქრონიკული ტოქსიკურობა
სუბქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებისას მაიმუნების იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს, დაფიქსირდა ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება ფუნქციური ცვლილებების ჩათვლით (მაგალითად, ღვიძლისმიერი ფერმენტების ცვლილება), ასევე მორფოლოგიური ცვლილებები, მაგალითისთვის, სანაღვლე გზების პროლიფერაცია, ანთების პორტალური კერები და ჰეპატოუჯრედოვანი ნეკროზი. ეს ტოქსიკური ზემოქმედება მაღალი ალბათობით შეიძლება მიეკუთვნოს ლითოქოლის მჟავას, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას, რომელიც მაიმუნში ადამიანისაგან განსხვავებით არ დეტოქსიცირდება.
კლინიკური ცდა აჩვენებს, რომ აღწერილი ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედება ადამიანში არ თამაშობს არანაის როლს.
კანცეროგენური და მუტაგენური პოტენციალი
თაგვებზე და ვირთხებზე ხანგრძლივ კვლევებში არ დადგენილა არანაირი ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა ურსოდეზოქსიქოლის მჟავას კანცეროგენურ პოტენციალს.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას in vitro და in vivo გენოტოქსიკურობის კვლევები ნეგატიურია.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ვირთხებზე კვლევებისას 2000მგ დოზის მიღებისას 1კგ სხეულის მასაზე დაფიქსირდა კუდების აპლაზია. კურდღლებში არანაირი ტერატოგენური შედეგი არ გამოვლენილა, თუმცა აღინიშნა ემბრიოტოქსიკური ზემოქმედება (დაწყებული დოზით 100მგ 1 კგ სხეულის მასაზე). ურსოდეზოქსიქოლის მჟავა არანაირად არ მოქმედებს ვირთხების ფერტილურობაზე და ემბრიონის პოსტნატალურ განვითარებაზე.
გამოყენების ჩვენებები:
ნაღველკენჭოვანი დაავადება: ბილიარული სლაჯილ ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების გახსნა მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტის დროს პაციენტებში ოპერაციის მაღალი რისკით და პაციენტებში ლითოტრიფსიის შემდეგ. მკურნალობის წარმატების პირობაა მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტი და სუფთად რადიოტრანსპარანტული ქოლესტერინის კენჭების არსებობა, რომელთა დიამეტრიც არ აღემატება 15მმ-ს; კენჭების ფორმირების პროფილაქტიკა ქოლეცისტექტომიის შემდეგ.
სხვადასხვა გენეზის ღვიძლის ქოლესტატიური დაავადება, მათ შორის:
პირველადი ბილიარული ციროზის I და II სტადია.
პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი.
ჰეპატიტი (ქრონიკული და მწვავე ვირუსული, ქრონიკული ავტოიმუნურის ატიპური ფორმები).
არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება. უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტი.
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური).
ბილიარული დისპეფსია.
ნაღვლოვანი რეფლუქს-გასტრიტი და ეზოფაგიტი
მუკოვისციდოზი
სანაღვლე გზების დისკინეზია.
ქრონიკული ოპისტორქოზი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
პაციენტებში ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.
სანაღვლე გზების გაუვალობა (საერთო სანაღვლე გზების, ან ბუშტის სანაღვლე გზების გაუვალობა).
სანაღვლე კოლიკების ხშირი შეტევები.
რენტგენდადებითი ნაღვლის კენჭები (კალციუმის მაღალი შემცველობით).
ბავშვთა პოლილაცია
უშედეგო პორტოენტეროსტომია, ან თუ საკმარისად არ აღდგა სანაღვლე სადინარი ბავშვებში, სანაღვლე გზების ატრეზიით.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე (შემთხვევათა რაოდენობა/ დაკვირვებათა რაოდენობა) წარმოდგენილია შემდეგი გრადაციის ფორმით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არა-ხშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
კლინიკურ კვლევებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის ფონზე ხშირად აღინიშნებოდა დიარეა ან პასტისებრი განავალი.
პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ძლიერი ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ურსოდეზოქსიქოლის მჟავით მკურნალობის ფონზე ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ნაღვლოვანი კენჭების კალცინირება.
გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნობოდა ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი, რომელიც რეგრესირებდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება. მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს პარალელურად ქოლესტირამინთან, ქოლესტიპოლთან ან ანტაციდებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს და/ან სმექტიტს (ალუმინის ოქსიდი), რადგანაც ეს პრეპარატები ბოჭავენ ურსოდეზოქსიქოლის მჟავას ნაწლავებში და, აქედან გამომდინარე, თრგუნავენ მის აბსორბციას და ეფექტურობას. ამ პრეპარატების მიღება საჭიროა ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე 2 საათით ადრე ან მათი მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ციკლოსპორინის ნაწლავებიდან შეწოვაზე, რაც მოითხოვს ციკლოსპორინის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მისი დოზირების რეჟიმის კორექციას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას შეუძლია შეამციროს ციპროფლოქსაცინის აბსორბცია.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას (500 მგ/დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ/დღეში) ერთდროულად მიღება იწვევდა პლაზმაში როზუვასტატინის დონის ზომიერ მომატებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ, უცნობია.
არსებობს მონაცემები, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ამცირებს კალციუმის ანტაგონისტი ნიტრენდიპინის პლაზმაში კონცენტრაციის პიკს (Cmax) და ფართობს ფარმაკოკინეტიკური მრუდის (AUC) ქვეშ, რაც მოითხოვს ნიტრენდიპინის კონცენტრაციაზე მონიტორინგის ჩატარებას. არ არის გამორიცხული ნიტრენდიპინის დოზის მომატების აუცილებლობა. არსებობს მონაცემები, რომ ურსოდეზოქსიქოლის მჟავასა და დაპსონის ურთიერთქმედება იწვევს ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირებას.
ეს დაკვირვებები შეიძლება მიუთითებდეს ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიერ ციტოქრომ P450 3A ფერმენტების ინდუცირების პოტენციალზე. თუმცა, ინდუცირება არ აღინიშნებოდა ურსოდეზოქსიქოლის მჟავასა და ბუდესონიდის, ცნობილი P450 3A ციტოქრომული სუბსტრატის ურთიერთქმედების საფუძვლიანი გამოკვლევით.
ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატებმა, როგორიცაა ესტროგენები, პროგესტერონები (პერორალური კონტრაცეპტივები), ნეომიცინი, კლოფიბრატი, შეიძლება გაზარდონ ქოლელითიაზი, რითაც ახდენენ ურსოდეზოქსიქოლის მჟავას მიერ ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების დაშლის საპირისპირო ეფექტს. მიღების წესი და დოზირება
მიღების წესი:
პერორალურად, ჭამის დროს ან შემდეგ, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. რეკომენდებული დოზირების უზრუნველსაყოფად ტაბლეტი უნდა დაიყოს ორ ნახევრად, გამყოფ ხაზზე გატეხვის საშუალებით. არასწორად გატეხილი სეგმენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული. სეგმენტის პირის ღრუში გაჩერებისას შეიგრძნობა მწარე გემო.
ურსოდეზოქსიქოლის მჟავას არა აქვს ასაკობრივი შეზღუდვები გამოყენების მხრივ, მაგრამ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამ სამკურნალწამლო ფორმით. მიიღეთ რეგულარულად.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, და დამოკიდებულია ჩვენებებზე, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე. ტაბლეტების სადღეღამისო რაოდენობის გამოთვლა ხდება პაციენტის წონისა და პრეპარატის
1კგ წონაზე რეკომენდებული დოზის მიხედვით (მგ/კგ/დღ). - ნაღვლის კენჭების დასაშლელად მოზრდილებში და იმ მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებიც აღმოცენდება ნაღვლის შეგუბების მიზეზით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-დან 3-მდე აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს ყოველდღიურად, პაციენტის წონის შესაბამისად (10 მგ/კგ/ დღეში).
სხეულის წონა
(კგ)
პრეპარატ ურსოსანი® ფორტეს 500 მგ. აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების რაოდენობა
60-მდე
1
61-80
1½ ტაბ.
81-100
2
100-ზე მეტი
2
როგორც წესი, მიიღება ერთხელ საღამოს.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ 2 თანმიმდევრული ქოლეცისტოგრამა და/ან ულტრაბგერითი გამოკვლევა 4-12 კვირის ინტერვალით არ აჩვენებს ნაღვლოვანი კენჭების არარსებობას. თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები ზომაში არ შემცირდებიან მკურნალობის 12 თვის შემდეგ, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. კენჭების ხელახლა ფორმირების პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება კენჭების დაშლის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ქოლეცისტექტომიის შემდეგ კენჭების ხელახლა წარმოქმნის პრევენციის მიზნით ინიშნება 250 მგ (1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში რამდენიმე თვის განმავლობაში.
- სანაღვლე გზების ჰიპოკინეზური ტიპის დისკინეზიის დროს საშუალო დღიური დოზა შეადგენს 10 მგ/კგ 2 მიღებაზე, 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის კურსის განმეორება.
- ბიოლიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს - 250მგ (1/2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტი) დღეში, ძილის წინ. მკურნალობის კურსი - 10- 14-დღიდან 6 თვემდე, საჭიროების შემთხვევაში, 2 წლამდე.
- ღვიძლის სხვადასხვა გენეზის ქოლესტაზური დაავადებები, მათ შორის პირველადი ბილიარული ციროზის I და II სტადიაზე, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
საშუალო დღიური დოზა შეადგენს 1 1/2 – 3 1/2 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს (14 ±2 მგ ურსოდეზოქსიქოლის მჟავა 1 კგ სხეულის წონაზე).
მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში საჭიროა ურსოსანი® ფორტეს 500 მგ. აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღების განაწილება დღის განმავლობაში. მკურნალობის დასაწყისში კლინიკური სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში (ქავილის გაძლიერება) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1/2 ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღებით ყოველდღიურად, შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაიზაროს (ყოველ კვირაში სადღეღამისო დოზის 1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით გაზრდით), მანამდე, სანამ კვლავ არ იქნება მიღწეული დოზირების რეკომენდებული რეჟიმი.
სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტების ( ვირუსული, ტოქსიკური, მედიკამენტოზური და სხვ.), ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის, არა-ალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, მათ შორის უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ 2-3 მიღებაზე. თერაპიის ხანგრძლივობაა შეადგენს 6-12 თვეს ან მეტს.
დოზირების გასამარტივებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მონაცემები:
სხეულის მასა (კგ)
ურსოსანი® ფორტე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პირველი 3 თვე
შემდგომ
დილა
შუადღე
საღამო
საღამო (ერთხელ დღში)
47 - 62
½
½
½
1 ½
63-78
½
½
1
2
79-93
½
1
1
2 ½
94-109
1
1
1
3
110 ზევით
1
1
1 ½
3 ½
ბავშვთა პოპულაცია (6-18 წელი)
ჰეპატობილიალური დარღვევა კისტოზური ფიბროზისას (მუკოვისციდოზი)
ბავშვები კისტოზური ფიბროზით 6-დან 18 წლამდე ასაკში: 20მგ/დღეში 2-3-ზე გაყოფილი დოზა, შემდგომში დოზის ზრდით 30მგ/კგ/ დღეში საჭიროებისამებრ.
სხეულის მასა
(კგ)
სადღეღამისო დოზა
(მგ/კგ სხეულის მასა)
ურსოსანი® ფორტე 500მგ, ტაბლეტები
აპკიანი გარსით
დაფარული
დილა
სადილი
საღამო
20-29
17-25
½
-
½
30-39
19-25
½
½
½
40-49
20-25
½
½
1
50-59
21-25
½
1
1
60-69
22-25
1
1
1
70-79
22-25
1
1
1½
80-89
22-25
1
1½
1½
90-99
23-25
1½
1½
1½
100-109
23-25
1½
1½
2
110 ზევით
1½
2
2
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს დიარეა. დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბების სხვა სიმფტომები ნაკლებადაა შესაძლებელი, ვინაიდან ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დეზორბცია უარესდება დოზის მატებასთან ერთად, რაც იწვევს მის მომატებულ ეკსკრეციას ფეკალებთან.
მკურნალობა - სიმფტომური.
სპეციალური მითითებები
ურსოსანი® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის პირველი სამი თვის განმავლობაში ექიმმა უნდა შეამოწმოს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები ასტ (SGOT), ალტ (SGPT) და გგტ (y-GT) ყოველ 4 კვირაში, და შემდეგ ყოველ 3 თვეში.
ეს დაგვეხმარება ყველა პაციენტებიდან , რომლებიც გადიან მკურნალობას, გამოვავლინოთ ისინი, ვინც რეაგირებენ ან არ რეაგირებენ მკურნალობაზე, და ასევე ეს შესაძლებლობას მოგვცემს გამოვავლინოთ ადრეულ ეტაპზე ღვიძლის პოტენციური დაზიანება, კერძოდ გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში.
ქოლესტერინული ნაღვლოვანი კენჭების დასაშლელად გამოყენებისას:
მკურნალობის პროგრესის შესაფასებლად, და ასევე ნაღვლოვანი კენჭების რაიმე სახის კალცინირების დროული გამოვლენის მიზნით, კენჭის ზომის მიხედვით საჭიროა ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია (პერორალური ქოლეცისტოგრაფია) - საერთო სურათი და ოკლუზია ფეხზე მდგომარე და ზურგზე მწოლიარე პოზიციაში (ულტრაბგერით შემოწმება) მკურნალობის დაწყებიდან 6-1 თვის შემდეგ.
თუ ნაღვლის ბუშტის ვიზუალიზაცია რენტგენის სურათზე შეუძლებელია, ან კალცინირებული ნაღვლოვანი კენჭების არსებობისას, ნაღვლის ბუშტის პერისტალტიკის ფუნქციის დარღვევებისას, ან ნაღვლოვანი კოლიკის ხშირი ეპიზოდებისას ურსოსანი® ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული.
გვიან სტადიაზე პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ გამოყენებისას:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია ნაწილობრივი რეგრესიით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კლინიკური სიმპტომების გაუარესებას, მაგალითად, შეიძლება გაძლიერდეს ქავილი. ასეთ შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს 250 მგ-მდე (1/2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) დღეში და შემდეგ თანდათან გაიზარდოს რეკომენდებულ დოზამდე, რომელიც მითითებულია პუნქტში „მიღების მეთოდი და დოზირება“.
დიარეის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო განუწყვეტელი დიარეის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ურსოდეზოქსიქოლის მჟავათი მკურნალობის შემდეგ შობადობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულ ქალებში ურსოდეზოქსიქოლის მჟავას გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. არსებობს მონაცემები ორსულობის ადრეულ ეტაპზე ტერატოგენური მოქმედების არსებობის შესახებ. ურსოდეზოქსიქოლის მჟავას გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფში ან ახალშობილში გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციურ რისკს (ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები ურსოდეზოქსიქოლის მჟავას ორსულებში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა). შვილოსნობის ასაკის ქალებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ საიმედო კონტრაცეპტივების გამოყენების ფონზე.
რეკომენდებულია კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდების, ან ესტროგენების დაბალი შემცველობის კონტრაცეპტივების გამოყენება. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ურსოსან® ფორტეს აპკიანი გარსით დაფარულ 500 მგ. ტაბლეტებს ნაღვლოვანი კენჭების დასაშლელად, უნდა იქნას გამოყენებული კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები, რადგანაც ჰორმონალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება ხელი შეუწყონ კენჭების წარმოქმნას. ორსულობის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე.
რამოდენიმე დადასტურებული შემთხვევის მიხედვით, ურსოდეზოქსიქოლის მჟავას კონცენტრაცია მეძუძური ქალების რძეში დაბალია; ძუძუთი კვების ფონზე გვერდითი მოვლენების განვითარება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
გამოშვების ფორმა 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი განთავსებულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯროვან შეფუთვაში.
1, 2, 3, 5, 6, 9 ამ 10 კონტურული შეფუთვა სახელმწიფო და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად განთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაყიდვაში არ არის ყველა სახის შეფუთვის აუცილებლად არსებობა.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
პრო.მედ.ცს პრაღა ს.ს.
ტელჩსკა 377/1, მიხლე, 140 00 პრაღა 4, ჩეხეთის რესპუბლიკა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.