პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

ბილოდექოლი

BILODEQOL

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ბილოდექოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურსოდეოქსიქოლის მჟავას. ბილოდექოლი არის ქიმიკატი, რომელიც ბუნებრივად იმყოფება ორგანიზმში და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის რაოდენობის კონტროლს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ursodeoxycholic acid
ფორმა და შეფუთვა
250მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
ATABAY ILAC FABRIKASI A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და წარმოებულები
ATC კოდი
A05AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040981
რეგისტრირებულია
16 მაისი 2024, მოქმედებს 16 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ATABAY KIMYA SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბილოდექოლი და სხვა წამალი ერთად

ბილოდექოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბილოდექოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

ბილოდექოლი არის ქიმიკატი, რომელიც ბუნებრივად იმყოფება ორგანიზმში და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის რაოდენობის კონტროლს.

ბილოდექოლი გამოიყენება:

ნაღვლის ბუშტში ჭარბი ქოლესტეროლით გამოწვეული ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად (პაციენტებში, რომლებისთვისაც ოპერაცია არ არის შესაძლებელი), სადაც კენჭები არ ჩანს უბრალო რენტგენზე (ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც ხილული არ არის, არ დაიშლება) და არაუმეტეს 15 მმ დიამეტრით. ნაღვლის ბუშტი მაინც უნდა მუშაობდეს ნაღვლის კენჭების მიუხედავად.

იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, როდესაც ღვიძლში ნაღვლის სადინრები ზიანდება, რაც იწვევს ნაღვლის დაგროვებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნაწიბურები. ღვიძლი არ უნდა იყოს ისე დაზიანებული, რომ გამართულად არ ფუნქციონირებდეს. ამ მდგომარეობას პირველადი ბილიარული ქოლანგიტი ეწოდება.

  • 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობისთვის, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია კისტოზურ ფიბროზთან.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით. მიიღეთ კაფსულები რეგულარულად.

ქვემოთ მოცემული სადღეღამისო დოზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ კაფსულები.

დოზირება

გამოყენება ღვიძლის ქსოვილის დაზიანების და ნაღვლის ნაკადის დარღვევის მქონე პაციენტებში (პირველადი ბილიარული ქოლანგიტი)

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას თქვენი სხეულის წონის მიხედვით. მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ 3-7 კაფსულა გაყოფილი დოზებით მთელი დღის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების გამო, მთლიანი სადღეღამისო დოზა შეიძლება მიიღოთ ერთხელ, საღამოს.

პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

სტადია I-III

სადღეღამისო დოზა (კაფსულების საერთო რაოდენობა)

პირველი 3 თვე

შემდგომში

(რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ

მთელი დღის განმავლობაში)

დილა

შუადღე

საღამო

საღამო (დღე-ღამეში ერთხელ)

3 კაფსულა

1

1

1

3

4 კაფსულა

1

1

2

4

5 კაფსულა

1

2

2

5

6 კაფსულა

2

2

2

6

7 კაფსულა

2

2

3

7

პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

სტადია IV

რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ

მთელი დღის განმავლობაში

დილა

საღამო

2 კაფსულა

1

1

3 კაფსულა

1

2

თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე პრობლემა ამ დოზის მიღებისას (სისხლის ანალიზის შემდეგ და/ან შეფასების მიხედვით), თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას (დოზირება I-III სტადიის მკურნალობის შესაბამისად).

მკურნალობის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი სისხლის რეგულარულად შემოწმება ლაბორატორიაში. ბილოდექოლი შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით პირველადი ბილიარული ქოლანგიტის შემთხვევაში.

შენიშვნა:

პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს მკურნალობის დაწყებისას, მაგალითად შეიძლება გაიზარდოს ქავილი. ეს ხდება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. თუ ეს მოხდება, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს ბილოდექოლის უფრო დაბალი სადღეღამისო დოზით. ყოველ კვირას, თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის სადღეღამისო დოზას, სანამ არ მიაღწევთ საჭირო დონეს.

გამოყენება ნაღვლის კენჭების მქონე პაციენტებში

რეკომენდებული დოზა არის დაახლოებით 10 მგ/კგ დღე-ღამეში, მიღებული შემდეგნაირად:

ნაღვლის კენჭების მქონე პაციენტები

სხეულის წონა (კგ)

რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ საღამოს ძილის წინ

60 კგ-მდე

2 კაფსულა

61-80 კგ

3 კაფსულა

81-100 კგ

4 კაფსულა

100 კგ-ზე მეტი

5 კაფსულა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნაღვლის კენჭების დაშლას ჩვეულებრივ, 6-24 თვე სჭირდება. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის დასაწყისში არსებული კენჭების ზომაზე. მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები გაქრა, თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის მთლიანი დროის გახანგრძლივება. ნაღვლის კენჭების დაშლის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.

თუ 12 თვის შემდეგ ნაღვლის ბუშტის კენჭების ზომა არ შემცირდა, თერაპია უნდა შეწყდეს.

ყოველ 6 თვეში, ექიმმა უნდა შეამოწმოს ეფექტურია თუ არა მკურნალობა. ყოველი შემდგომი გამოკვლევის დროს უნდა შემოწმდეს, მოხდა თუ არა კალციუმის დაგროვება, რომელიც იწვევს კენჭების გამკვრივებას ბოლო პერიოდის შემდეგ. თუ ეს მოხდება, თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას. თუ გრძნობთ, რომ ბილოდექოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ბილოდექოლს, ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ან ვინმე სხვა იღებთ ძალიან ბევრ კაფსულას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ ბილოდექოლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ წყვეტთ ბილოდექოლის მიღებას

ყოველთვის ესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ გადაწყვეტთ ბილოდექოლით მკურნალობის შეწყვეტას ან მკურნალობის ადრეულ შეწყვეტას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

  • თუ; თქვენ ალერგიული ხართ ბილოდექოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
  • გაქვთ ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;
  • გაქვთ სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ბუშტის სადინრის ბლოკირება);
  • გაწუხებთ ხშირი კრუნჩხვითი ტკივილები მუცლის ზედა ნაწილში (ნაღვლის კოლიკა);
  • გაქვთ ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც გამოწვეულია კალციუმის დაგროვებით, რომელიც ჩანს რენტგენზე;
  • თქვენი ნაღვლის ბუშტი გამართულად არ ფუნქციონირებს.

ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ სანაღვლე გზების არასწორად განვითარება (ბილიარული ატრეზია), რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია (პორტოენტეროსტომია) რაც წარუმატებელი იყო ან რომლებშც არ მოხდა ნაღვლის კარგი დინების აღდგენა, ბილოდექოლი არ უნდა მიიღონ.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს ზემოთ ნახსენები ნებისმიერი მდგომარეობის შესახებ. თქვენ ასევე უნდა გკითხოთ, ადრე გქონიათ თუ არა ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე ან ეჭვი ხომ არ გეპარებათ გაქვთ თუ არა რომელიმე მათგანი.

სიფრთხილის ზომები

ბილოდექოლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბილოდექოლი გამოყენებული უნდა იქნას სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია ყოველ 4 კვირაში მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა მისი მონიტორინგი ყოველ 3 თვეში ერთხელ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიარეა, რადგან ამან შეიძლება მოითხოვოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ისინი გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე. ბილოდექოლით მკურნალობა შეიძლება კვლავ დაშვებული იყოს. თქვენი ექიმი გაიგებს, რა არის თქვენთვის სწორი.

ბილოდექოლის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტის შემცირება:

  • ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (სისხლის ლიპიდების შესამცირებლად) ან ანტაციდები (მონელების გასაუმჯობესებლად ან გულძმარვის შესამსუბუქებლად), რომლებიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს ან სმექტიტს (ალუმინის ოქსიდი). თუ თქვენ უნდა მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ რომელიმე ამ ინგრედიენტს, უნდა მიიღოთ ისინი ბილოდექოლამდე მინიმუმ ორი საათით ადრე ან მის შემდეგ.
  • ციპროფლოქსაცინი და დაფსონი (ანტიბიოტიკები), ნიტრენდიპინი (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ). შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მიერ ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა.

ბილოედქოლის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტის გაზრდა:

  • ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად). თუ თქვენ მკურნალობთ ციკლოსპორინით, ექიმმა უნდა შეამოწმოს ციკლოსპორინის რაოდენობა თქვენს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში ექიმი შეასწორებს მის დოზას.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სისხლში ქოლესტეროლის დამწევ პრეპარატებს, როგორიცაა კლოფიბრატი ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), განსაკუთრებით თუ ბილოდექოლს იღებთ ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, რადგან მათ შეუძლიათ გაააქტიურონ ნაღვლის კენჭების წარმოქმნა. .

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერტილობა

გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი - რეკომენდებულია არაჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბარიერული მეთოდები) ან დაბალი ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები. თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, გამოიყენეთ მხოლოდ არაჰორმონალური კონტრაცეპტივები, რადგან ჰორმონალურმა ორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაააქტიურონ ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა.

ორსულობა

ორსულობის დროს ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენი ექიმი არ მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ბილოდექოლის გამოყენებამ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფზე. ამ პრეპარატის მიღებამდე დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს პრეპარატი არ მიიღთ, რადგან ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ საჭიროა ბილოდექოლით მკურნალობა, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბილოდექოლის მიღების შემდეგ გაგიჩნდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში) გვერდითი მოვლენები

  • რბილი, ფხვიერი განავალი ან ფაღარათი. დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუდმივი დიარეა, რადგან ამან შეიძლება მოითხოვოს თქვენი პრეპარატის დოზის შემცირება. თუ გაწუხებთ დიარეა, დარწმუნდით, რომ დალიეთ საკმარისი სითხე, რათა შეცვალოს თქვენი სითხისა და მარილის ბალანსი.

დიარეა შეიძლება ასევე განვითარდეს დოზის გადაჭარბების შედეგად.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება დაემართოს 10000-დან 1 ადამიანს):

  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მკურნალობისას: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ღვიძლის ნაწიბურების ძლიერი გაუარესება - ეს ნაწილობრივ უმჯობესდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
  • ნაღვლის ბუშტის კენჭების გამკვრივება კალციუმის დაგროვების გამო. ამის დამატებითი სიმპტომები არ არსებობს, მაგრამ ის გამოვლინდება ტესტებში.
  • ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • ავადმყოფობა (ღებინება), ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ციროზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში ქავილის გამწვავება სრულად არ არის გამორიცხული.
  • IV სტადიის პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს გარკვეული ენზიმების (ტუტე ფოსფატები, გამა-გლუტამილტრანსფერაზა) და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს დიარეა. ზოგადად, დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბილოდექოლის შეწოვა მცირდება დოზის გაზრდასთან ერთად და, შესაბამისად, მეტი გამოიყოფა განავალთან ერთად. არ არის საჭირო სპეციფიური კონტრ-ზომები და დიარეის შედეგები უნდა განიხილებოდეს სიმპტომურად სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენით. თუმცა, იონგამცვლელი ფისები შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწლავში ნაღვლის მჟავების დასაკავშირებლად. რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის ტესტების მონიტორინგი.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
  • 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა

კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ბილოდექოლის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვის ზომა N 20 (2 X 10) კაფსულისთვის.

ძირითადი: 10 კაფსულა ალუ/პვქ ბლისტერში.

მეორადი: 2 ბლისტერი (2 x 10) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

Atabay Kimya San. ve Tic. A.Ş.

Acibadem Mahallesi Koftuncu Sokak. No. 3/1

Kadikoy/Istanbul/Turkey

შენახვის პირობები

ბილოდექოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-მდე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

ბილოდექოლი არ გამოიყენოთ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

დაზიანებულ პროდუქტის და/ან შეფუთვის შემთხვევაში ბილოდექოლი არ გამოიყენოთ.

შენახვა

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გადამუშავება

პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაღვლის ნაერთზე და ნაკადზე

ათქ კოდი: A05AA02

მოქმედების მექანიზმი

ნაღვლის მჟავები ნაღვლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია და როლს თამაშობენ ნაღვლის წარმოების სტიმულირებაში. ნაღვლის მჟავები ასევე მნიშვნელოვანია ნაღველში გახსნილი ქოლესტეროლის შესანარჩუნებლად. ჯანმრთელ ადამიანებში, ნაღვლის ბუშტში ქოლესტეროლის კონცენტრაციებსა და ნაღვლის მჟავებს შორის თანაფარდობა ისეთია, რომ ქოლესტეროლი იხსნება მთელი დღის განმავლობაში. ამრიგად, ნაღვლის ბუშტის კენჭები არ წარმოიქმნება (ნაღველი არალითოგენურია). ნაღვლის ბუშტში ქოლესტეროლის კენჭის მქონე პაციენტებში ეს თანაფარდობა შეიცვალა და ნაღველი ზეგაჯერებულია ქოლესტეროლით (ნაღველი ლითოგენურია). გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტეროლის კრისტალების დალექვა და ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა. ურსოდეოქსიქოლის მჟავას შეუძლია ლითოგენური ნაღველი გარდაქმნას არალითოგენურ ნაღველად და ასევე თანდათან დაშალოს ქოლესტეროლის ნაღვლის კენჭები.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ურსოდეოქსიქოლის მჟავის ქოლესტაზზე ზემოქმედების შესახებ ნაღვლის დრენაჟის დარღვევის მქონე პაციენტებში და ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში კლინიკურ სიმპტომებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა სისხლში ქოლესტაზური სიმპტომების სწრაფი დაქვეითება (გაზომილი ტუტე ფოსფატაზას (AP), გამა- GT დონის და ბილირუბინის გაზრდით) და ქავილი, ისევე როგორც დაღლილობის შემცირება უმეტეს პაციენტებში.

პედიატრული პოპულაცია

კისტოზური ფიბროზი

კლინიკური ანგარიშებიდან 10 წლამდე და მეტი გრძელვადიანი გამოცდილება ხელმისაწვდომია პედიატრიულ პაციენტებში UDCA მკურნალობისას, რომლებსაც აწუხებთ კისტოზური ფიბროზით დაკავშირებული ჰეპატობილიარული დარღვევები (CFAHD). არსებობს მტკიცებულება, რომ UDCA-თ მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ნაღვლის სადინარების პროლიფერაცია, შეაჩეროს ჰისტოლოგიური დაზიანების პროგრესირება და ჰეპატო-ბილიარული ცვლილებებიც კი შეცვალოს CFAHD-ის ადრეულ ეტაპზე. UDCA-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს CFAHD-ის დიაგნოზის დადგენისთანავე, მკურნალობის ეფექტურობის ოპტიმიზაციის მიზნით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია, განაწილება და ელიმინაცია

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. პერორალურად მიღებისას ის სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ის 96-98% უკავშირდება პლაზმის ცილებს და ეფექტურად გამოიყოფა ღვიძლის მიერ და გამოიყოფა ნაღველში გლიცინის და ტაურინის კონიუგატების სახით. ნაწლავში ზოგიერთი კონიუგატი დეკონიუგირებულია და რეაბსორბირდება. კონიუგატები ასევე შეიძლება დეჰიდროქსილირებული იყოს ლითოქოლის მჟავად, რომლის ნაწილი შეიწოვება, სულფატირდება ღვიძლის მიერ და გამოიყოფა სანაღვლე გზების მეშვეობით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

ბილოდექოლი

250 მგ მყარი კაფსულები

პერორალური გზით მიღებისთვის

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ჩანართი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.

რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში

  • რა არის ბილოდექოლი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ბილოდექოლის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ბილოდექოლი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ბილოდექოლი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ბილოდექოლი და რისთვის გამოიყენება

ბილოდექოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

ბილოდექოლი არის ქიმიკატი, რომელიც ბუნებრივად იმყოფება ორგანიზმში და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის რაოდენობის კონტროლს.

ბილოდექოლი გამოიყენება:

ნაღვლის ბუშტში ჭარბი ქოლესტეროლით გამოწვეული ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად (პაციენტებში, რომლებისთვისაც ოპერაცია არ არის შესაძლებელი), სადაც კენჭები არ ჩანს უბრალო რენტგენზე (ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც ხილული არ არის, არ დაიშლება) და არაუმეტეს 15 მმ დიამეტრით. ნაღვლის ბუშტი მაინც უნდა მუშაობდეს ნაღვლის კენჭების მიუხედავად.

იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, როდესაც ღვიძლში ნაღვლის სადინრები ზიანდება, რაც იწვევს ნაღვლის დაგროვებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნაწიბურები. ღვიძლი არ უნდა იყოს ისე დაზიანებული, რომ გამართულად არ ფუნქციონირებდეს. ამ მდგომარეობას პირველადი ბილიარული ქოლანგიტი ეწოდება.

  • 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობისთვის, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია კისტოზურ ფიბროზთან.
  • რა უნდა იცოდეთ ბილოდექოლის მიღებამდე

არ მიიღოთ ბილოდექოლი შემდეგ პირობებში

  • თუ; თქვენ ალერგიული ხართ ბილოდექოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
  • გაქვთ ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;
  • გაქვთ სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ბუშტის სადინრის ბლოკირება);
  • გაწუხებთ ხშირი კრუნჩხვითი ტკივილები მუცლის ზედა ნაწილში (ნაღვლის კოლიკა);
  • გაქვთ ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც გამოწვეულია კალციუმის დაგროვებით, რომელიც ჩანს რენტგენზე;
  • თქვენი ნაღვლის ბუშტი გამართულად არ ფუნქციონირებს.

ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ სანაღვლე გზების არასწორად განვითარება (ბილიარული ატრეზია), რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია (პორტოენტეროსტომია) რაც წარუმატებელი იყო ან რომლებშც არ მოხდა ნაღვლის კარგი დინების აღდგენა, ბილოდექოლი არ უნდა მიიღონ.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს ზემოთ ნახსენები ნებისმიერი მდგომარეობის შესახებ. თქვენ ასევე უნდა გკითხოთ, ადრე გქონიათ თუ არა ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე ან ეჭვი ხომ არ გეპარებათ გაქვთ თუ არა რომელიმე მათგანი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბილოდექოლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბილოდექოლი გამოყენებული უნდა იქნას სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია ყოველ 4 კვირაში მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ საჭიროა მისი მონიტორინგი ყოველ 3 თვეში ერთხელ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიარეა, რადგან ამან შეიძლება მოითხოვოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა მედიკამენტები და ბილოდექოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ისინი გაიცემოდეს რეცეპტის გარეშე. ბილოდექოლით მკურნალობა შეიძლება კვლავ დაშვებული იყოს. თქვენი ექიმი გაიგებს, რა არის თქვენთვის სწორი.

ბილოდექოლის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტის შემცირება:

  • ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (სისხლის ლიპიდების შესამცირებლად) ან ანტაციდები (მონელების გასაუმჯობესებლად ან გულძმარვის შესამსუბუქებლად), რომლებიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს ან სმექტიტს (ალუმინის ოქსიდი). თუ თქვენ უნდა მიიღოთ მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ რომელიმე ამ ინგრედიენტს, უნდა მიიღოთ ისინი ბილოდექოლამდე მინიმუმ ორი საათით ადრე ან მის შემდეგ.
  • ციპროფლოქსაცინი და დაფსონი (ანტიბიოტიკები), ნიტრენდიპინი (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ). შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი ექიმის მიერ ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა.

ბილოედქოლის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი მედიკამენტების ეფექტის გაზრდა:

  • ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად). თუ თქვენ მკურნალობთ ციკლოსპორინით, ექიმმა უნდა შეამოწმოს ციკლოსპორინის რაოდენობა თქვენს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში ექიმი შეასწორებს მის დოზას.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სისხლში ქოლესტეროლის დამწევ პრეპარატებს, როგორიცაა კლოფიბრატი ან მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბები), განსაკუთრებით თუ ბილოდექოლს იღებთ ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, რადგან მათ შეუძლიათ გაააქტიურონ ნაღვლის კენჭების წარმოქმნა. .

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფერტილობა

გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი - რეკომენდებულია არაჰორმონალური კონტრაცეპტივები (ბარიერული მეთოდები) ან დაბალი ესტროგენის შემცველი ორალური კონტრაცეპტივები. თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, გამოიყენეთ მხოლოდ არაჰორმონალური კონტრაცეპტივები, რადგან ჰორმონალურმა ორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაააქტიურონ ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა.

ორსულობა

ორსულობის დროს ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ თქვენი ექიმი არ მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ბილოდექოლის გამოყენებამ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფზე. ამ პრეპარატის მიღებამდე დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს პრეპარატი არ მიიღთ, რადგან ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ საჭიროა ბილოდექოლით მკურნალობა, შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.

  • როგორ გამოიყენება ბილოდექოლი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის ან სხვა სითხის დაყოლებით. მიიღეთ კაფსულები რეგულარულად.

ქვემოთ მოცემული სადღეღამისო დოზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ კაფსულები.

დოზირება

გამოყენება ღვიძლის ქსოვილის დაზიანების და ნაღვლის ნაკადის დარღვევის მქონე პაციენტებში (პირველადი ბილიარული ქოლანგიტი)

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას თქვენი სხეულის წონის მიხედვით. მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ 3-7 კაფსულა გაყოფილი დოზებით მთელი დღის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების გამო, მთლიანი სადღეღამისო დოზა შეიძლება მიიღოთ ერთხელ, საღამოს.

პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

სტადია I-III

სადღეღამისო დოზა (კაფსულების საერთო რაოდენობა)

პირველი 3 თვე

შემდგომში

(რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ

მთელი დღის განმავლობაში)

დილა

შუადღე

საღამო

საღამო (დღე-ღამეში ერთხელ)

3 კაფსულა

1

1

1

3

4 კაფსულა

1

1

2

4

5 კაფსულა

1

2

2

5

6 კაფსულა

2

2

2

6

7 კაფსულა

2

2

3

7

პირველადი ბილიარული ქოლანგიტი

სტადია IV

სადღეღამისო დოზა (კაფსულების საერთო რაოდენობა)

რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ

მთელი დღის განმავლობაში

დილა

საღამო

2 კაფსულა

1

1

3 კაფსულა

1

2

თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე პრობლემა ამ დოზის მიღებისას (სისხლის ანალიზის შემდეგ და/ან შეფასების მიხედვით), თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო მაღალ დოზას (დოზირება I-III სტადიის მკურნალობის შესაბამისად).

მკურნალობის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი სისხლის რეგულარულად შემოწმება ლაბორატორიაში. ბილოდექოლი შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით პირველადი ბილიარული ქოლანგიტის შემთხვევაში.

შენიშვნა:

პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს მკურნალობის დაწყებისას, მაგალითად შეიძლება გაიზარდოს ქავილი. ეს ხდება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. თუ ეს მოხდება, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს ბილოდექოლის უფრო დაბალი სადღეღამისო დოზით. ყოველ კვირას, თქვენი ექიმი თანდათან გაზრდის სადღეღამისო დოზას, სანამ არ მიაღწევთ საჭირო დონეს.

გამოყენება ნაღვლის კენჭების მქონე პაციენტებში

რეკომენდებული დოზა არის დაახლოებით 10 მგ/კგ დღე-ღამეში, მიღებული შემდეგნაირად:

ნაღვლის კენჭების მქონე პაციენტები

სხეულის წონა (კგ)

რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ საღამოს ძილის წინ

60 კგ-მდე

2 კაფსულა

61-80 კგ

3 კაფსულა

81-100 კგ

4 კაფსულა

100 კგ-ზე მეტი

5 კაფსულა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ნაღვლის კენჭების დაშლას ჩვეულებრივ, 6-24 თვე სჭირდება. თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის დასაწყისში არსებული კენჭების ზომაზე. მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები გაქრა, თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მკურნალობის მთლიანი დროის გახანგრძლივება. ნაღვლის კენჭების დაშლის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.

თუ 12 თვის შემდეგ ნაღვლის ბუშტის კენჭების ზომა არ შემცირდა, თერაპია უნდა შეწყდეს.

ყოველ 6 თვეში, ექიმმა უნდა შეამოწმოს ეფექტურია თუ არა მკურნალობა. ყოველი შემდგომი გამოკვლევის დროს უნდა შემოწმდეს, მოხდა თუ არა კალციუმის დაგროვება, რომელიც იწვევს კენჭების გამკვრივებას ბოლო პერიოდის შემდეგ. თუ ეს მოხდება, თქვენი ექიმი შეწყვეტს მკურნალობას. თუ გრძნობთ, რომ ბილოდექოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ბილოდექოლს, ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ან ვინმე სხვა იღებთ ძალიან ბევრ კაფსულას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ ბილოდექოლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ წყვეტთ ბილოდექოლის მიღებას

ყოველთვის ესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ გადაწყვეტთ ბილოდექოლით მკურნალობის შეწყვეტას ან მკურნალობის ადრეულ შეწყვეტას.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბილოდექოლის მიღების შემდეგ გაგიჩნდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში) გვერდითი მოვლენები

  • რბილი, ფხვიერი განავალი ან ფაღარათი. დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ მუდმივი დიარეა, რადგან ამან შეიძლება მოითხოვოს თქვენი პრეპარატის დოზის შემცირება. თუ გაწუხებთ დიარეა, დარწმუნდით, რომ დალიეთ საკმარისი სითხე, რათა შეცვალოს თქვენი სითხისა და მარილის ბალანსი.

დიარეა შეიძლება ასევე განვითარდეს დოზის გადაჭარბების შედეგად.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება დაემართოს 10000-დან 1 ადამიანს):

  • პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მკურნალობისას: ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ღვიძლის ნაწიბურების ძლიერი გაუარესება - ეს ნაწილობრივ უმჯობესდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
  • ნაღვლის ბუშტის კენჭების გამკვრივება კალციუმის დაგროვების გამო. ამის დამატებითი სიმპტომები არ არსებობს, მაგრამ ის გამოვლინდება ტესტებში.
  • ჭინჭრის ციება (ურტიკარია).

უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • ავადმყოფობა (ღებინება), ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა), ციროზის მქონე პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში ქავილის გამწვავება სრულად არ არის გამორიცხული.
  • IV სტადიის პირველადი ბილიარული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს გარკვეული ენზიმების (ტუტე ფოსფატები, გამა-გლუტამილტრანსფერაზა) და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • როგორ ინახება ბილოდექოლი

ბილოდექოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-მდე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

ბილოდექოლი არ გამოიყენოთ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

დაზიანებულ პროდუქტის და/ან შეფუთვის შემთხვევაში ბილოდექოლი არ გამოიყენოთ.

შენახვა

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გადამუშავება

პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბილოდექოლი

აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა შეიცავს 250 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა

კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ბილოდექოლის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

შეფუთვის ზომა N 20 (2 X 10) კაფსულისთვის.

ძირითადი: 10 კაფსულა ალუ/პვქ ბლისტერში.

მეორადი: 2 ბლისტერი (2 x 10) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

Atabay Kimya San. ve Tic. A.Ş.

Acibadem Mahallesi Koftuncu Sokak. No. 3/1

Kadikoy/Istanbul/Turkey

მწარმოებელი:

ATABAY İLAÇ FABRİKASI A.Ş.

Acibadem Mahallesi Koftuncu Sokak. No. 3/1

Kadikoy/Istanbul/Turkey

ეს ჩანართი ბოლოს შესწორდა 25.03.2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა