გლუტარგინი
Glutargin
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ჰეპატოტროპული შხამებით მოწამვლის დროს (თეთრი შხამა-სოკო, ქიმიური და სამკურნალწამლო ნივთიერებები), ღვიძლის ციროზის, ლეპტოსპიროზის დროს. ღვიძლის ენცეფალოპათია, პრეკომა და კომა, რომელთაც თან ახლავს ჰიპერამონიემია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არგინინი (arginine)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ/მლ 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- «Pharmaceutical company «Zdorovye» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები
- ATC კოდი
- A05BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039981
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Pharmaceutical company «Zdorovye» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გლუტარგინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ჰეპატოტროპული შხამებით მოწამვლის დროს (თეთრი შხამა-სოკო, ქიმიური და სამკურნალწამლო ნივთიერებები), ღვიძლის ციროზის, ლეპტოსპიროზის დროს.
ღვიძლის ენცეფალოპათია, პრეკომა და კომა, რომელთაც თან ახლავს ჰიპერამონიემია.
საშუალო და მძიმე ხარისხის მწვავე ალკოჰოლური მოწამვლის მდგომარეობა, მათ შორის ალკოჰოლური ნეცეფალოპათია და კომა.
გართულებები ორსულობის III ტრიმესტრში: გვიანი გესტოზი, მისი მძიმე ფორმების ჩათვლით - პრეეკლამპსია და ეკლამპსია, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, ორსულებში ჰეპატობილიარული სისტემის ქრონიკული პათოლოგიები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში ინტრავენურად.
ჰეპატიტები, ჰიპერამონიემია. შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვანით 2-ჯერ დღე-ღამეში 5-5 მლ (2 გ) 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით. მძიმე შემთხვევებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 15-20 მლ (6-8)-მდე, რომელიც განაწილებული იქნება 2 შეყვანაზე.
მაქსიმალური დღე-ღამის დოზა - 20 მლ (8გ) მკურნალობის კურსი - 5-10 დღე-ღამე.
ალკოჰოლური მოწამვლა. შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვანით 2-ჯერ დღე-ღამეში 2-2 მლ (0.8გ) - 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ დოზა უნდა შემცირდეს 1 მლ (0.4 გ) 2-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში (ალკოჰოლური კომა) პრეპარატის დღეღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მლ (2 გ)-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
გლუტარგინის 40% ხსნარით მკურნალობის კურსის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გლუტარგინის ტაბლეტების მიღებაზე გადასვლა.
ორსულობის პათოლოგიები. შეიყვანება წვეთოვანით 1-2-ჯერ დღე-ღამეში 5-5 (2 გ) 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით. უმაღლესი დღეღამური დოზა - 10 მლ (4 გ) მკურნალობის კურსი - 5-7 დღე-ღამე.
ბავშვები. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის გამოკვლეული.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ციება, მომატებული აღგზნებადობა, თირკმელების საფილტრაციო (აზოტის გამომყოფი) ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები. გლუტარგინის ეფექტი ინსულინის სეკრეციაზე იზრდება ამინოფილინის ერთდროული დანიშვნის დროს. გლუტარგინმა შეიძლება გააძლიეროს ანტიაგრეგაციული საშუალებების (დიპირიდამოლის) ეფექტი. აცილებს და ასუსტებს ნეიროტოქსიკურ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იზონიაზიდის მიღებისას. ასუსტებს ვინბლასტინის ეფექტს.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების დარღვევით დანიშვნის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ პრეპარატი იწვევს ინსულინის სეკრეციისა და ზრდის ჰორმონის სტიმულირებას. გლუტარგინი ააქტიურებს შარდოვანაში ამიაკის დაკავშირებას (მიერთებას), რასაც კანონზომიერად შეიძლება თან ახლდეს სისხლში მისი დონის მოკლეხანიანი მომატება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გლუტარგინის ეფექტი ინსულინის სეკრეციაზე იზრდება ამინოფილინის ერთდროული დანიშვნის დროს. გლუტარგინმა შეიძლება გააძლიეროს ანტიაგრეგაციული საშუალებების (დიპირიდამოლის) ეფექტი. აცილებს და ასუსტებს ნეიროტოქსიკურ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იზონიაზიდის მიღებისას. ასუსტებს ვინბლასტინის ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის კლინიკური გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს არ არის გამოკვლეული.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი. იმდენად, რამდენადაც პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიშვას გვერდითი მოვლენები ცნს მხრიდან (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი), საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია:
ზოგადი დარღვევები: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის ძვლის უკან, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჟრჟოლა, ცვლილებები შეყვანის ადგილზე, ფლებიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მოციმციმე არითმია, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე.
იმუნური სისტემი ს მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარის ჩათვლით, ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ჭარბი დოზა
გვერდითი მოვლენების გამოვლენის გაძლიერება, ტკივილი გულმკერდის არეში, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.
მკურნალობა: კორტიკოსტროიდების ინტრავენური შეყვანა. სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: arginine glutamate
1 მლ ხსნარი შეიცავს არ გინინ გლუტამატს 400 მგ
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მოყვითარლო ფერის ხსნარი.
შენახვის პირობები
4 წელი
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებადობა. არ არის რეკომენდებული პრეპარატის სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან შერევა. გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები.
შეფუთვა. 5 მლ-იან ამპულებში #5×2 ბლისტერებად კოლოფში კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს, ლიპოტროპული ნივთიერებები. არგინინის გლუტამატი. კოდი ATX A05BA01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. გლუტარგინი წარმოადგენს არგინინისა და გლუტამინის მჟავის შენაერთს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეიტრალიზაციის პროცესების ბიოქიმიურ უზრუნველყოფაში და ორგანიზმიდან აზოტური ნივთიერებების ცვლის მაღალტოქსიკური მეტაბოლიტის - ამიაკის გამოდევნაში. პრეპარატის ჰიპოამინიემიური ეფექტები რეალიზდება ამიაკის გაუვნებელყოფის აქტივაციის გზით არატოქსიკურ გლუტამინში ამიაკის შეერთების შარდოვანას სინთეზის ორინითინულ ციკლში, აგრეთვე ამიაკის გამოყოფის გაძლიერებით ცენტრალური ნერვული სისტემიდან და მისი ეკსკრეციით ორგანიზმიდან. გლუტარგინის ამ თვისებების წყალობით მცირდება ამიაკის ზოგადტოქსიკური, მათ შორის ნეიროტოქსიკური ეფექტები.
გლუტარგინი იწვევს აგრეთვე ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას თავისი ანტიოქსიდანტული, ანტიჰიპოქსიური და მემბრანომასტაბილიზებელი თვისებების წყალობით, დადებითად მოქმედებს ენერგომომარაგების საკითხებზე ჰეპატოციტებში.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს გულტარგინი ასტიმულირებს ალკოჰოლის უტილიზაციას ღვიძლის მონოოქსიგენაზურ სისტემაში, აცილებს (არიდებს) ეთანოლის უტილიზაციის საკვანძო ფერმენტის - ალკოჰოლდეჰიდროგენაზას დათრგუნვას; აჩქარებს ინაქტივაციას და ეთანოლის მეტაბოლიზმის ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფას ქარვის მჟავის წარმოშობისა და დაჟანგვის მომატების (გაზრდის) შედეგად. ამცირებს ალკოჰოლის დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამგზნები გლუტამინის მჟავის ნეირომედიატორული თვისებების ხარჯზე. ამ თვისებებთა წყალობით გლუტარგინი ავლენს ანტიტოქსიკურ და გამოსაფხიზლებელ ეფექტებს.
ორსულობის პათოლოგიის დროს, ენდოთელიუმპროტექტიული მოქმედების წყალობით გლუტარგინი ამცირებს სისხლძარღვების დარღვეული გამტარობას (შეღწევადობას) და თრომბორეზისტენტულობას, თავიდან არიდებს ჰიპერკოაგულაციას, ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას სისხლძარღვების შევიწროების აგენტების (ენდოთელინის, ანგიოთენზინის, თრომბოქსანის) მიმართ, რომლებიც იწვევენ გენერალიზებულ ვაზოსპაზმს. არგინინი წინასწარი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ აზოტის ოქსიდად ავლენს მაცირკულირებელი ელემენტების ფუნქციონალურ თვისებებზე. გლუტარგინის სისხლძარღვების გამაგანიერებელი და ანტიტოქსიკური ეფექტების წყალობით უმჯობესდება დედისა და ნაყოფის ჰემოდინამიკა, მცირდება ჰიპოქსია ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს. ორსულობის პათოლოგიის დროს პრეპარატი ავლენს აგრეთვე ანტიტოქსიკურ და ჰეპატოდამცველ აქტიურობას, გამოდის როგორც ცვლის პროცესების არასპეციფიკური მეტაბოლური რეგულატორი. გლუტარგინის ამ თვისებების წყალობით ორსულობის პერიოდში მცირდება სისხლში ცირკულირებადი იმუნური კომპლექსების დონე, მცირდება სინდრომ ,,მეტაბოლურის" ინტოქსიკაციისა და იმუნოტოქსიკოზის გამოხატულობა, იზრდება ორგანიზმის კომპენსატორულ-შეგუებითი (ადაპტაციური) რეაქციები.
გლუტარგინი არ ავლენს ემბრიოტოქსიკურ, გონადოტოქსიკურ, მუტაგენურ და ტერატოგენულ ეფექტებს, არ იწვევს ალერგიულ და იმუნოტოქსიკურ რეაქციებს.
ფარმაკოკინეტიკა. არ არის შესწავლილი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
გლუტარგინი
(Glutargin)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: arginine glutamate
1 მლ ხსნარი შეიცავს არ გინინ გლუტამატს 400 მგ
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მოყვითარლო ფერის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს, ლიპოტროპული ნივთიერებები. არგინინის გლუტამატი. კოდი ATX A05BA01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. გლუტარგინი წარმოადგენს არგინინისა და გლუტამინის მჟავის შენაერთს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეიტრალიზაციის პროცესების ბიოქიმიურ უზრუნველყოფაში და ორგანიზმიდან აზოტური ნივთიერებების ცვლის მაღალტოქსიკური მეტაბოლიტის - ამიაკის გამოდევნაში. პრეპარატის ჰიპოამინიემიური ეფექტები რეალიზდება ამიაკის გაუვნებელყოფის აქტივაციის გზით არატოქსიკურ გლუტამინში ამიაკის შეერთების შარდოვანას სინთეზის ორინითინულ ციკლში, აგრეთვე ამიაკის გამოყოფის გაძლიერებით ცენტრალური ნერვული სისტემიდან და მისი ეკსკრეციით ორგანიზმიდან. გლუტარგინის ამ თვისებების წყალობით მცირდება ამიაკის ზოგადტოქსიკური, მათ შორის ნეიროტოქსიკური ეფექტები.
გლუტარგინი იწვევს აგრეთვე ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას თავისი ანტიოქსიდანტული, ანტიჰიპოქსიური და მემბრანომასტაბილიზებელი თვისებების წყალობით, დადებითად მოქმედებს ენერგომომარაგების საკითხებზე ჰეპატოციტებში.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს გულტარგინი ასტიმულირებს ალკოჰოლის უტილიზაციას ღვიძლის მონოოქსიგენაზურ სისტემაში, აცილებს (არიდებს) ეთანოლის უტილიზაციის საკვანძო ფერმენტის - ალკოჰოლდეჰიდროგენაზას დათრგუნვას; აჩქარებს ინაქტივაციას და ეთანოლის მეტაბოლიზმის ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფას ქარვის მჟავის წარმოშობისა და დაჟანგვის მომატების (გაზრდის) შედეგად. ამცირებს ალკოჰოლის დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამგზნები გლუტამინის მჟავის ნეირომედიატორული თვისებების ხარჯზე. ამ თვისებებთა წყალობით გლუტარგინი ავლენს ანტიტოქსიკურ და გამოსაფხიზლებელ ეფექტებს.
ორსულობის პათოლოგიის დროს, ენდოთელიუმპროტექტიული მოქმედების წყალობით გლუტარგინი ამცირებს სისხლძარღვების დარღვეული გამტარობას (შეღწევადობას) და თრომბორეზისტენტულობას, თავიდან არიდებს ჰიპერკოაგულაციას, ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას სისხლძარღვების შევიწროების აგენტების (ენდოთელინის, ანგიოთენზინის, თრომბოქსანის) მიმართ, რომლებიც იწვევენ გენერალიზებულ ვაზოსპაზმს. არგინინი წინასწარი ბიოტრანსფორმაციის შემდეგ აზოტის ოქსიდად ავლენს მაცირკულირებელი ელემენტების ფუნქციონალურ თვისებებზე. გლუტარგინის სისხლძარღვების გამაგანიერებელი და ანტიტოქსიკური ეფექტების წყალობით უმჯობესდება დედისა და ნაყოფის ჰემოდინამიკა, მცირდება ჰიპოქსია ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს. ორსულობის პათოლოგიის დროს პრეპარატი ავლენს აგრეთვე ანტიტოქსიკურ და ჰეპატოდამცველ აქტიურობას, გამოდის როგორც ცვლის პროცესების არასპეციფიკური მეტაბოლური რეგულატორი. გლუტარგინის ამ თვისებების წყალობით ორსულობის პერიოდში მცირდება სისხლში ცირკულირებადი იმუნური კომპლექსების დონე, მცირდება სინდრომ ,,მეტაბოლურის" ინტოქსიკაციისა და იმუნოტოქსიკოზის გამოხატულობა, იზრდება ორგანიზმის კომპენსატორულ-შეგუებითი (ადაპტაციური) რეაქციები.
გლუტარგინი არ ავლენს ემბრიოტოქსიკურ, გონადოტოქსიკურ, მუტაგენურ და ტერატოგენულ ეფექტებს, არ იწვევს ალერგიულ და იმუნოტოქსიკურ რეაქციებს.
ფარმაკოკინეტიკა. არ არის შესწავლილი
კლინიკური მახასიათებლები:
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ჰეპატოტროპული შხამებით მოწამვლის დროს (თეთრი შხამა-სოკო, ქიმიური და სამკურნალწამლო ნივთიერებები), ღვიძლის ციროზის, ლეპტოსპიროზის დროს.
ღვიძლის ენცეფალოპათია, პრეკომა და კომა, რომელთაც თან ახლავს ჰიპერამონიემია.
საშუალო და მძიმე ხარისხის მწვავე ალკოჰოლური მოწამვლის მდგომარეობა, მათ შორის ალკოჰოლური ნეცეფალოპათია და კომა.
გართულებები ორსულობის III ტრიმესტრში: გვიანი გესტოზი, მისი მძიმე ფორმების ჩათვლით - პრეეკლამპსია და ეკლამპსია, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, ორსულებში ჰეპატობილიარული სისტემის ქრონიკული პათოლოგიები.
უკუჩვენება. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ციება, მომატებული აღგზნებადობა, თირკმელების საფილტრაციო (აზოტის გამომყოფი) ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები. გლუტარგინის ეფექტი ინსულინის სეკრეციაზე იზრდება ამინოფილინის ერთდროული დანიშვნის დროს. გლუტარგინმა შეიძლება გააძლიეროს ანტიაგრეგაციული საშუალებების (დიპირიდამოლის) ეფექტი. აცილებს და ასუსტებს ნეიროტოქსიკურ მოვლენებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იზონიაზიდის მიღებისას. ასუსტებს ვინბლასტინის ეფექტს.
მიღების თავისებურებები. პაციენტებში ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების დარღვევით დანიშვნის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას, რომ პრეპარატი იწვევს ინსულინის სეკრეციისა და ზრდის ჰორმონის სტიმულირებას. გლუტარგინი ააქტიურებს შარდოვანაში ამიაკის დაკავშირებას (მიერთებას), რასაც კანონზომიერად შეიძლება თან ახლდეს სისხლში მისი დონის მოკლეხანიანი მომატება.
მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის კლინიკური გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს არ არის გამოკვლეული.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი. იმდენად, რამდენადაც პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება წარმოიშვას გვერდითი მოვლენები ცნს მხრიდან (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი), საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მიღების წესი და დოზები. პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში ინტრავენურად.
ჰეპატიტები, ჰიპერამონიემია. შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვანით 2-ჯერ დღე-ღამეში 5-5 მლ (2 გ) 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით. მძიმე შემთხვევებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 15-20 მლ (6-8)-მდე, რომელიც განაწილებული იქნება 2 შეყვანაზე.
მაქსიმალური დღე-ღამის დოზა - 20 მლ (8გ) მკურნალობის კურსი - 5-10 დღე-ღამე.
ალკოჰოლური მოწამვლა. შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვანით 2-ჯერ დღე-ღამეში 2-2 მლ (0.8გ) - 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ დოზა უნდა შემცირდეს 1 მლ (0.4 გ) 2-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში (ალკოჰოლური კომა) პრეპარატის დღეღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მლ (2 გ)-მდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
გლუტარგინის 40% ხსნარით მკურნალობის კურსის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გლუტარგინის ტაბლეტების მიღებაზე გადასვლა.
ორსულობის პათოლოგიები. შეიყვანება წვეთოვანით 1-2-ჯერ დღე-ღამეში 5-5 (2 გ) 0.9%-იანი ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარის 150-250 მლ-ზე 60-70 წვეთი წუთში სიჩქარით. უმაღლესი დღეღამური დოზა - 10 მლ (4 გ) მკურნალობის კურსი - 5-7 დღე-ღამე.
ბავშვები. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის გამოკვლეული.
დოზის გადამეტება. სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გამოვლენის გაძლიერება, ტკივილი გულმკერდის არეში, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.
მკურნალობა: კორტიკოსტროიდების ინტრავენური შეყვანა. სიმპტომური თერაპია.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შესაძლებელია:
ზოგადი დარღვევები: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის ძვლის უკან, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჟრჟოლა, ცვლილებები შეყვანის ადგილზე, ფლებიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მოციმციმე არითმია, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, სისუსტე.
იმუნური სისტემი ს მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარის ჩათვლით, ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ვარგისობის ვადა: 4 წელი
შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებადობა. არ არის რეკომენდებული პრეპარატის სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან შერევა. გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული გამხსნელები.
შეფუთვა. 5 მლ-იან ამპულებში #5×2 ბლისტერებად კოლოფში კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ფარმაცევტული კომპანია ,,ზდოროვიე"
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი: უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ. 22.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


