პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

კალიმბა

KALIMBA

რეცეპტით42მგ/მლინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მეტაბოლური ალკალოზი; ჰიპერამონიემია; გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის გარდამავალი კოჭლობის სიმპტომებით; დიაბეტური ანგიოპათია; არტერიული ჰიპერტენზია; გულის ქრონიკული უკმარისობა; ჰიპერქოლესტერინემია; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
არგინინი (arginine)
ფორმა და შეფუთვა
42მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ამინომჟავები
ATC კოდი
B05XB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043781
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკალიმბა და სხვა წამალი ერთად

კალიმბა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტაბოლური ალკალოზი;

ჰიპერამონიემია;

გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;

პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის გარდამავალი კოჭლობის სიმპტომებით;

დიაბეტური ანგიოპათია;

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის ქრონიკული უკმარისობა;

ჰიპერქოლესტერინემია;

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;

ნაყოფის განვითარების შეფერხება და პრეეკლამფსია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს ხსნარის 100 მლ-ს.

ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებში მძიმე დარღვევების, ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიის, ასთენიური მდგომარეობების გამოხატული სიმპტომების დროს, პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 200 მლ-მდე ხსნარი დღე-ღამეში.

მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ პრეპარატის დოზის გამოთვლა შეიძლება შემდეგნაირად:

არგინინის ჰიდროქლორიდი (მმოლ)

______________________________________ 0,3 სხეულის წონა (კგ)

ტუტეს ზედმეტობა (Be) (მმოლ/ლ)

პრეპარატის შეყვანა უნდა დაიწყოს გაანგარიშებული დოზის ნახევრით. შემდგომი დამატებითი კორექტირება უნდა ჩატარდეს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კვლევების შედეგების მიღების შემდეგ.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის დოზა შეადგენს ხსნარის 5-10 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე დღე-ღამეში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის ჩასატარებლად.

პრეპარატი შეიყვანება ვენაში წვეთოვნად სიჩქარით 10 წვეთი წუთში პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ პრეპარატის შეყვანის სიჩქარის გაზრდა შეიძლება 30 წვეთამდე წუთში.

საინფუზიო ხსნარის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმოლ/სთ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;

ალერგიული რეაქციები ანამნეზში;

თირკმლის მძიმე უკმარისობა;

ჰიპერქლორემიული აციდოზი;

კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, ასევე სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენება;

მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში).

სიფრთხილის ზომები

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ინფუზიის დაწყებამდე საჭიროა დიურეზის შეფასება და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია ჰიპერკალიემიის განვითარების პროვოცირება.

პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით. არგინინს შეუძლია ინსულინის და ზრდის ჰორმონის სეკრეციის სტიმულირება.

პირში სიმშრალის გამოვლენისას საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის გაზომვა.

პრეპარატი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ელექტროლიტური დარღვევებით და თირკმელების დაავადებებით. თუ პრეპარატით მკურნალობის ფონზე იზრდება ასთენიის სიმპტომების გამოხატულობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გამოხატული და მდგრადი ჰიპერკალიემიის განვითარებას პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, რომლებსაც ჩაუტარდათ ან უტარდებათ თერაპია სპირონოლაქტონით. წინარე თერაპიამ კალიუმის დამზოგველი დიურეზულებით შეიძლება მოახდინოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდის პროვოცირება.

არგინინის ამინოფილინთან კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში ინსულინის დონის გაზრდა.

არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არგინინი აღწევს პლაცენტის ბარიერში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი რისკი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

გვერდითი მოვლენები

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა: ჰიპერთერმია, ცხელების შეგრძნება, ტეხვა სხეულში.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ტკივილი სახსრებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიმშრალე პირში, ღებინება, გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: დარღვევები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის შეგრძნების, კანის სიმკრთალის ჩათვლით, შეიძლება აღინიშნოს აკროციანოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის ცვალებადობა.

გულის მხრივ: გულის რითმის დარღვევები, ტკივილი გულის არეში.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი (უფრო ხშირად შეყვანის რეკომენდებული სიჩქარის გადაჭარბებისას).

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ჰიპერკალიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბი დოზის სიმპტომები მოიცავს თირკმელების უკმარისობას, ჰიპოგლიკემიას, მეტაბოლურ აციდოზს.

მკურნალობა

ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. უნდა ჩატარდეს ფიზიოლოგიური რეაქციების მონიტორინგი და უზრუნველყოფილი იქნას ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება. საჭიროებისას გამოყენებული უნდა იქნას ტუტე გარემოს შემქმნელი ხსნარები და დიურეზის აღმდგენი საშუალებები (სალურეზულები), ელექტროლიტების ხსნარები (ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი). მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

საინფუზიო ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: L-არგინინის ჰიდროქლორიდი 42 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

საინფუზიო ხსნარის 100 მლ უფერო შუშის ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილკაუჩუკის საცობით და Flip Off ტიპის კომბინირებული ალუმინის თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისხლის სისტემაზე და სისხლმბად ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. ვენაში შესაყვანი სხვა ხსნარები. ამინომჟავები. ათქ კოდი: B05XB01.

მოქმედების მექანიზმი

არგინინი (α-ამინო-δ-გუანიდინ-კატაბალახას მჟავა) - არის ამინომჟავა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად შეუცვლელი ამინომჟავების კლასს და ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მრავალი ფუნქციის აქტიური და მრავალმხრივი უჯრედული მარეგულირებელია; არგინინი ახდენს დამცავ მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზმი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პრეპარატს გააჩნია ანტიჰიპოქსიური, მემბრანომასტაბილიზებელი, ციტოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, დეზინტოქსიკაციური მოქმედება, ახდენს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პრევენციას, არის შუალედური ცვლის და ენერგოუზრუნველყოფის პროცესების მარეგულირებელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონული სტატუსის შენარჩუნებაში. დადგენილია, რომ არგინინი სისხლში ზრდის ინსულინის, გლუკაგონის, სომატოტროპული ჰორმონის და პროლაქტინის კონცენტრაციას, მონაწილეობს პროლინის, პოლიამინის, აგმატინის სინთეზში, მონაწილეობს ფიბრინოლიზის, სპერმატოგენეზის, უჯრედების მემბრანების დეპოლარიზების პროცესებში.

არგინინი ერთ-ერთი ძირითადი სუბსტრატია ღვიძლში შარდოვანას სინთეზის ციკლში. პრეპარატის ჰიპოამონიემიური ეფექტი დაკავშირებულია ამიაკის შარდოვანად ტრანსფორმირების პროცესის გააქტიურებასთან. ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას პრეპარატი ახდენს ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მამბრანომასტაბილიზებელი თვისებებების ხარჯზე, ასევე დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტებში ენერგოუზრუნველყოფის პროცესებზე.

არგინინი არის NO-სინტაზას სუბსტრატი - ფერმენტის, რომელიც მონაწილეობს აზოტის ოქსიდის სინთეზში ენდოთელიოციტებში. არგინინი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) დონეს სისხლძარღვების ენდოთელიუმში, ახდენს ლეიკოციტების და თრომბოციტების გააქტიურების პრევენციას და ამცირებს ადჰეზიას სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიმართ, თრგუნავს VCAM-1 და MCP-1 ადჰეზიის პროტეინების სინთეზს და ამით ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისა და განვითარების პრევენციას, თრგუნავს ენდოთელინი-1-ის სინთეზს, რომელიც სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედის ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი და პროლიფერაციისა და მიგრაციის მასტიმულირებელია. არგინინი ასევე აინჰიბირებს ასიმეტრიული დიმეთილარგინინის - ოქსიდაციური სტრესის ძლიერი ენდოგენური მასტიმულირებლის სინთეზს. პრეპარატი ასტიმულირებს T-უჯრედის მაპროდუცირებელი თიმუსის ჯირკვლის მუშაობას, რეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს ფიზიკური დატვირთვის დროს. პრეპარატი ახდენს მჟავაწარმომქმნელ მოქმედებას ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექტირებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს სისხლის პლაზმაში არგინინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის შეყვანის დაწყებიდან 20-30 წუთში. არგინინი აღწევს პლაცენტის ბარიერში. გაფილტვრას პრეპარატი ექვემდებარება თირკმელების გორგლებში, თუმცა პრაქტიკულად მთლიანად რეაბსორბირდება თირკმელების არხებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

კალიმბა

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კალიმბა, Kalimba

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

არგინინი, Arginine

შემადგენლობა

საინფუზიო ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: L-არგინინის ჰიდროქლორიდი 42 მგ.

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

წამლის ფორმა

საინფუზიო ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

მეტაბოლური ალკალოზი;

ჰიპერამონიემია;

გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;

პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის გარდამავალი კოჭლობის სიმპტომებით;

დიაბეტური ანგიოპათია;

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის ქრონიკული უკმარისობა;

ჰიპერქოლესტერინემია;

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;

ნაყოფის განვითარების შეფერხება და პრეეკლამფსია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს ხსნარის 100 მლ-ს.

ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებში მძიმე დარღვევების, ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიის, ასთენიური მდგომარეობების გამოხატული სიმპტომების დროს, პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 200 მლ-მდე ხსნარი დღე-ღამეში.

მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ პრეპარატის დოზის გამოთვლა შეიძლება შემდეგნაირად:

არგინინის ჰიდროქლორიდი (მმოლ)

______________________________________ 0,3 სხეულის წონა (კგ)

ტუტეს ზედმეტობა (Be) (მმოლ/ლ)

პრეპარატის შეყვანა უნდა დაიწყოს გაანგარიშებული დოზის ნახევრით. შემდგომი დამატებითი კორექტირება უნდა ჩატარდეს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კვლევების შედეგების მიღების შემდეგ.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის დოზა შეადგენს ხსნარის 5-10 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე დღე-ღამეში.

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის ჩასატარებლად.

პრეპარატი შეიყვანება ვენაში წვეთოვნად სიჩქარით 10 წვეთი წუთში პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ პრეპარატის შეყვანის სიჩქარის გაზრდა შეიძლება 30 წვეთამდე წუთში.

საინფუზიო ხსნარის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმოლ/სთ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;

ალერგიული რეაქციები ანამნეზში;

თირკმლის მძიმე უკმარისობა;

ჰიპერქლორემიული აციდოზი;

კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, ასევე სპირონოლაქტონის ერთდროული გამოყენება;

მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ინფუზიის დაწყებამდე საჭიროა დიურეზის შეფასება და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია ჰიპერკალიემიის განვითარების პროვოცირება.

პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით. არგინინს შეუძლია ინსულინის და ზრდის ჰორმონის სეკრეციის სტიმულირება.

პირში სიმშრალის გამოვლენისას საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის გაზომვა.

პრეპარატი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ელექტროლიტური დარღვევებით და თირკმელების დაავადებებით. თუ პრეპარატით მკურნალობის ფონზე იზრდება ასთენიის სიმპტომების გამოხატულობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.

შეუთავსებლობა

პრეპარატი შეუთავსებელია თიოპენტალთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს გამოხატული და მდგრადი ჰიპერკალიემიის განვითარებას პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, რომლებსაც ჩაუტარდათ ან უტარდებათ თერაპია სპირონოლაქტონით. წინარე თერაპიამ კალიუმის დამზოგველი დიურეზულებით შეიძლება მოახდინოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდის პროვოცირება.

არგინინის ამინოფილინთან კომბინირებისას შესაძლებელია სისხლში ინსულინის დონის გაზრდა.

არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არგინინი აღწევს პლაცენტის ბარიერში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ქალებში ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი რისკი ქალისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტოტრანსპორტის ტარების ან მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვევით MedDRA-ს მიხედვით სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა: ჰიპერთერმია, ცხელების შეგრძნება, ტეხვა სხეულში.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ტკივილი სახსრებში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიმშრალე პირში, ღებინება, გულისრევა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: დარღვევები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის შეგრძნების, კანის სიმკრთალის ჩათვლით, შეიძლება აღინიშნოს აკროციანოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი.

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის ცვალებადობა.

გულის მხრივ: გულის რითმის დარღვევები, ტკივილი გულის არეში.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი (უფრო ხშირად შეყვანის რეკომენდებული სიჩქარის გადაჭარბებისას).

ზეგავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ჰიპერკალიემია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბი დოზის სიმპტომები მოიცავს თირკმელების უკმარისობას, ჰიპოგლიკემიას, მეტაბოლურ აციდოზს.

მკურნალობა

ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. უნდა ჩატარდეს ფიზიოლოგიური რეაქციების მონიტორინგი და უზრუნველყოფილი იქნას ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება. საჭიროებისას გამოყენებული უნდა იქნას ტუტე გარემოს შემქმნელი ხსნარები და დიურეზის აღმდგენი საშუალებები (სალურეზულები), ელექტროლიტების ხსნარები (ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი). მკურნალობა სიმპტომურია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისხლის სისტემაზე და სისხლმბად ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. ვენაში შესაყვანი სხვა ხსნარები. ამინომჟავები. ათქ კოდი: B05XB01.

მოქმედების მექანიზმი

არგინინი (α-ამინო-δ-გუანიდინ-კატაბალახას მჟავა) - არის ამინომჟავა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად შეუცვლელი ამინომჟავების კლასს და ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მრავალი ფუნქციის აქტიური და მრავალმხრივი უჯრედული მარეგულირებელია; არგინინი ახდენს დამცავ მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვანია, როდესაც ორგანიზმი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პრეპარატს გააჩნია ანტიჰიპოქსიური, მემბრანომასტაბილიზებელი, ციტოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, დეზინტოქსიკაციური მოქმედება, ახდენს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პრევენციას, არის შუალედური ცვლის და ენერგოუზრუნველყოფის პროცესების მარეგულირებელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონული სტატუსის შენარჩუნებაში. დადგენილია, რომ არგინინი სისხლში ზრდის ინსულინის, გლუკაგონის, სომატოტროპული ჰორმონის და პროლაქტინის კონცენტრაციას, მონაწილეობს პროლინის, პოლიამინის, აგმატინის სინთეზში, მონაწილეობს ფიბრინოლიზის, სპერმატოგენეზის, უჯრედების მემბრანების დეპოლარიზების პროცესებში.

არგინინი ერთ-ერთი ძირითადი სუბსტრატია ღვიძლში შარდოვანას სინთეზის ციკლში. პრეპარატის ჰიპოამონიემიური ეფექტი დაკავშირებულია ამიაკის შარდოვანად ტრანსფორმირების პროცესის გააქტიურებასთან. ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას პრეპარატი ახდენს ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მამბრანომასტაბილიზებელი თვისებებების ხარჯზე, ასევე დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტებში ენერგოუზრუნველყოფის პროცესებზე.

არგინინი არის NO-სინტაზას სუბსტრატი - ფერმენტის, რომელიც მონაწილეობს აზოტის ოქსიდის სინთეზში ენდოთელიოციტებში. არგინინი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და ზრდის ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) დონეს სისხლძარღვების ენდოთელიუმში, ახდენს ლეიკოციტების და თრომბოციტების გააქტიურების პრევენციას და ამცირებს ადჰეზიას სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიმართ, თრგუნავს VCAM-1 და MCP-1 ადჰეზიის პროტეინების სინთეზს და ამით ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისა და განვითარების პრევენციას, თრგუნავს ენდოთელინი-1-ის სინთეზს, რომელიც სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედის ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი და პროლიფერაციისა და მიგრაციის მასტიმულირებელია. არგინინი ასევე აინჰიბირებს ასიმეტრიული დიმეთილარგინინის - ოქსიდაციური სტრესის ძლიერი ენდოგენური მასტიმულირებლის სინთეზს. პრეპარატი ასტიმულირებს T-უჯრედის მაპროდუცირებელი თიმუსის ჯირკვლის მუშაობას, რეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს ფიზიკური დატვირთვის დროს. პრეპარატი ახდენს მჟავაწარმომქმნელ მოქმედებას ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კორექტირებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს სისხლის პლაზმაში არგინინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის შეყვანის დაწყებიდან 20-30 წუთში. არგინინი აღწევს პლაცენტის ბარიერში. გაფილტვრას პრეპარატი ექვემდებარება თირკმელების გორგლებში, თუმცა პრაქტიკულად მთლიანად რეაბსორბირდება თირკმელების არხებში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

საინფუზიო ხსნარის 100 მლ უფერო შუშის ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილკაუჩუკის საცობით და Flip Off ტიპის კომბინირებული ალუმინის თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოებისას

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წარმოებულია

"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. ფაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / თექირდაგი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdağ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა