გამოიყენება გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში; გულის ქრონიკული უკმარისობისას; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჰიპერქოლესტერინემიის, ფილტვის ჰიპერტენზიის დროს; ასთენიური მდგომარეობებისას.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არგინინი (arginine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები ხსნარი პეტ-ის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01E
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040524
- რეგისტრირებულია
- 19 მარტი 2024, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტივორტინი ასპარტატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში; გულის ქრონიკული უკმარისობისას; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჰიპერქოლესტერინემიის, ფილტვის ჰიპერტენზიის დროს; ასთენიური მდგომარეობებისას.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით, გამოიყენება ჭამის დროს. მოზრდილებში გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს - 5 მლ (1 საზომი კოვზი - 1 გ პრეპარატი) 3-8-ჯერ დღეში. ჰიპერქოლესტერინემიის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს - 5 მლ 3-6-ჯერ დღეში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის ჰიპერტენზიის დროს - 5 მლ 3-6-ჯერ დღეში. ასთენიური მდგომარეობების დროს - 5 მლ 4-8-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 8 გ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 8-15 დღე; აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
ბავშვები. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ გამოიყენება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები. მიოკარდის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზშიც).
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიზების ცვლის დარღვევების, თირკმელების დაავადებების დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძილისა და დასვენების დაბალანსებული რეჟიმის დაცვა, უარის თქმა ალკოჰოლზე, ნიკოტინზე და ფსიქოსტიმულატორებზე. თუ პრეპარატის მიღების ფონზე მატულობს ასთენიის სიმპტომები - მკურნალობა უნდა მოიხსნას.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.
ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი. სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს (E 420) - თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, როგორც არის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებულები).
ეს პრეპარატი შეიცავს 0,02 მმოლ (0,45 მგ)/დოზა-ზე ნაკლებ (5 მლ) ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არგინინის ასპარტატის გამოყენების დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ამინოფილინის არგინინთან ერთად გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისხლში ინსულინის შემცველობის მომატება, სპირონოლაქტონის არგინინთან ერთად გამოყენებას - სისხლში კალიუმის დონის მომატება. არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
მონაცემები ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გავლენას არ ახდენს.
გვერდითი მოვლენები
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტკივილი სახსრებში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად - მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება კუჭსა და ნაწლავებში, გულისრევა უშუალოდ პრეპარატის მიღების შემდეგ, რომლებიც თვითონ ქრება.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ბრონქოსპაზმის ჩათვლით. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები.
მკურნალობა. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, სორბენტების მიღება. ანტიდოტი არ არსებობს. თერაპია სიმპტომურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ლ-არგინინის ასპარტატი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 200 მგ ლ-არგინინის ასპარტატს;
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420), ნატრიუმის საქარინი (E 954), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), საკვები არომატიზატორი „კარამელი“, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. შიგნით მისაღები ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მსუბუქად ოპალესცირებადი მოყვითალო ფერის ხსნარი კარამელის სუნით.
შენახვის პირობები
2 წელი. ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 14 დღე.
შენახვის პირობები.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. ამინომჟავები. ათქ კოდი C01E.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ტივორტინი® ასპარტატი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ციტოპროტექტორულ, ანტიოქსიდანტურ, დეზინტოქსიკაციურ, მემბრანომასტაბილიზირებელ მოქმედებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამიაკის ნეიტრალიზებისა და მისი ორგანიზმიდან გამოყვანის სტიმულირების პროცესებში, აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას. ახდენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას, დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტებში ენერგოუზრუნველყოფის პროცესებზე.
როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი ტივორტინი® ასპარტატი მონაწილეობს ორგანიზმის ენერგოუზრუნველყოფის პროცესებში, ამცირებს ლეიკოციტებისა და თრომბოციტების აქიურობას და ადჰეზიას სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიმართ, და ამით ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისა და განვითარების პრევენციას, ერთვება ფიბრინოგენოლიზის, სპერმატოგენეზის პროცესებში.
პრეპარატი ახდენს ზომიერ ანაბოლურ მოქმედებას, ასტიმულირებს თიმუსის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს და არეგულირებს გლუკოზის შემცველობას სისხლში ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა. გამოკვლეული არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ტივორტინი® ასპარტატი
(TIVORTIN ASPARTATE)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ლ-არგინინის ასპარტატი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 200 მგ ლ-არგინინის ასპარტატს;
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E 420), ნატრიუმის საქარინი (E 954), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), საკვები არომატიზატორი „კარამელი“, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა. შიგნით მისაღები ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე მსუბუქად ოპალესცირებადი მოყვითალო ფერის ხსნარი კარამელის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. ამინომჟავები. ათქ კოდი C01E.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ტივორტინი® ასპარტატი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ციტოპროტექტორულ, ანტიოქსიდანტურ, დეზინტოქსიკაციურ, მემბრანომასტაბილიზირებელ მოქმედებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამიაკის ნეიტრალიზებისა და მისი ორგანიზმიდან გამოყვანის სტიმულირების პროცესებში, აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას. ახდენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას, დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტებში ენერგოუზრუნველყოფის პროცესებზე.
როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი ტივორტინი® ასპარტატი მონაწილეობს ორგანიზმის ენერგოუზრუნველყოფის პროცესებში, ამცირებს ლეიკოციტებისა და თრომბოციტების აქიურობას და ადჰეზიას სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიმართ, და ამით ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისა და განვითარების პრევენციას, ერთვება ფიბრინოგენოლიზის, სპერმატოგენეზის პროცესებში.
პრეპარატი ახდენს ზომიერ ანაბოლურ მოქმედებას, ასტიმულირებს თიმუსის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს და არეგულირებს გლუკოზის შემცველობას სისხლში ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა. გამოკვლეული არ არის.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გამოიყენება გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში; გულის ქრონიკული უკმარისობისას; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჰიპერქოლესტერინემიის, ფილტვის ჰიპერტენზიის დროს; ასთენიური მდგომარეობებისას.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები. მიოკარდის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზშიც).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალლებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
არგინინის ასპარტატის გამოყენების დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ამინოფილინის არგინინთან ერთად გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისხლში ინსულინის შემცველობის მომატება, სპირონოლაქტონის არგინინთან ერთად გამოყენებას - სისხლში კალიუმის დონის მომატება. არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
გამოყენების თავისებურებები.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიზების ცვლის დარღვევების, თირკმელების დაავადებების დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძილისა და დასვენების დაბალანსებული რეჟიმის დაცვა, უარის თქმა ალკოჰოლზე, ნიკოტინზე და ფსიქოსტიმულატორებზე. თუ პრეპარატის მიღების ფონზე მატულობს ასთენიის სიმპტომები - მკურნალობა უნდა მოიხსნას.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სტენოკარდიის მქონე პაციენტებში.
ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი. სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს (E 420) - თუ თქვენ დაგიდგინდათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
სამკურნალო საშუალება შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, როგორც არის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებულები).
ეს პრეპარატი შეიცავს 0,02 მმოლ (0,45 მგ)/დოზა-ზე ნაკლებ (5 მლ) ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გამოყენება ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
მონაცემები ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
გავლენას არ ახდენს.
გამოყენების წესი და დოზები.
მიიღება შიგნით, გამოიყენება ჭამის დროს. მოზრდილებში გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს - 5 მლ (1 საზომი კოვზი - 1 გ პრეპარატი) 3-8-ჯერ დღეში. ჰიპერქოლესტერინემიის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს - 5 მლ 3-6-ჯერ დღეში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის ჰიპერტენზიის დროს - 5 მლ 3-6-ჯერ დღეში. ასთენიური მდგომარეობების დროს - 5 მლ 4-8-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 8 გ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 8-15 დღე; აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
ბავშვები. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ გამოიყენება.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები.
მკურნალობა. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, სორბენტების მიღება. ანტიდოტი არ არსებობს. თერაპია სიმპტომურია.
გვერდითი რეაქციები.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ტკივილი სახსრებში.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად - მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება კუჭსა და ნაწლავებში, გულისრევა უშუალოდ პრეპარატის მიღების შემდეგ, რომლებიც თვითონ ქრება.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ბრონქოსპაზმის ჩათვლით. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია.
ვარგისობის ვადა. 2 წელი. ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 14 დღე.
შენახვის პირობები.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა. არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
შეფუთვა. 200 მლ პოლიმერულ ფლაკონში; 1 ფლაკონი საზომ კოვზთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი. შპს „იურია-ფარმ“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი. უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქუჩა, 108. ტელ. : +38 (044) 281-01-01.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


