ტივორტინი
TIVORTIN
მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერამონიემია, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის ხანგამოშვებითი კოჭლობის გამოვლინებებით, დიაბეტური ანგიოპათია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერქოლესტერინემია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- არგინინი (arginine)
- ფორმა და შეფუთვა
- 42მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ბოთლი №1
- მწარმოებელი
- «Yuria-Pharm» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ამინომჟავები
- ATC კოდი
- B05XB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040379
- რეგისტრირებულია
- 5 მარტი 2024, მოქმედებს 5 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Yuria-Pharm» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტივორტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერამონიემია, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის ხანგამოშვებითი კოჭლობის გამოვლინებებით, დიაბეტური ანგიოპათია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერქოლესტერინემია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ნაყოფის განვითარების შეფერხება და პრეეკლამპსია - კომპლექსური თერაპიის შემადგენობაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 10 წვეთი წუთში პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეყვანის სიჩქარის გაზრდა შეიძლება 30 წვეთამდე წუთში.
პრეპარატის სადღეღამისო დოზაა - ხსნარის 100 მლ.
ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისას, ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიის გამოხატული მოვლენების, ასტენიური მდგომარეობების დროს პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 200 მლ-მდე დღე-ღამეში.
საინფუზიო ხსნარის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმოლს/სთ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 5-10 მლ 1 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში.
მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ დოზის გამოთვლა შეიძლება შემდეგნაირად:
არგინინის ჰიდროქლორიდი (მმოლი) x 0,3 x სხეულის მასაზე (კგ)
ძირითადი ზედმეტობა (Be) (მმოლ/ლ)
შეყვანა უნდა იქნას დაწყებული გამოთვლილი დოზის ნახევრიდან. შესაძლო დამატებითი კორექცია უნდა ჩატარდეს განახლებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შედეგების მიღების შემდეგ.
ბავშვები.
ბავშვებში პრეპარატს იყენებენ 3 წლის ასაკიდან.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპერქლორემიული აციდოზი; ალერგიული რეაქციები ანამნეზში; კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების, ასევე სპირონოლაქტონის გამოყენება. მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში).
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით ინფუზიის დაწყების წინ აუცილებელია დიურეზის და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შემოწმება, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიის განვითარებას.
პრეპარატს სიფრთხილით იყენებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას.
ტივორტინს® შეუძლია ინსულინის სეკრეციის და ზრდის ჰორმონის სტიმულირება.
პირში სიმშრალის შეგრძნების აღნიშვნისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის შემოწმება.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიტების ცვლის დარღვევის, თირკმელების დაავადებების დროს.
თუ პრეპარატის მიღების ფონზე მატულობს ასთენიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა მოიხსნას.
პრეპარატი სოფრთხლით გამოიყენება პაციენტებში სტენოკარდით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტივორტინ® -ის გამოყენებისას აუცილებელია იქნას გათვალისწინებული, რომ პრეპარატს შეუძლია გამოხატული და მდგრადი ჰიპერკალიემიის გამოწვევა თირკმელების უკმარისობის ფონზე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ან იღებდნენ სპირონოლაქტონს. კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების მანამდე გამოყენებას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დონის მომატებას. ამინოფილინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში ინსულინის დონის ზრდა.
არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.
რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგანაც პრეპარატს შეუძლია თავბრუსხვევის გამოწვევა.
გვერდითი მოვლენები
ზოგადი დარღვევები: ჰიპერთერმია, სიმხურვალის შეგრძნება, სხეულში ტეხვის შეგრძნება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის შეგრძნების ჩათვლით, კანის გაფერმკრთალება აკროციანოზამდეც კი.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროტული შეშუპების ჩათვლით.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარი ორგანოების მხრივ: ქოშინი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის ცვალებადობა, გულის რითმის ცვლილებები, ტკივილი გულის არეში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი, უფრო ხშირად შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარის გადამეტების შემთხვევაში.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: თირკმელების უკმარისობა, ჰიპოგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი. მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. უნდა ჩატარდეს ფიზიოლოგიური რეაქციების მონიტორინგი და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამატუტიანებელი საშუალებების და დიურეზის მოსაწესრიგებელი საშუალებების (სალურეტიკების), ელექტროლიტების ხსნარების (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარი, გლუკოზას 5%-ანი ხსნარი) შეყვანა.
თერაპია სიმპტომატურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: არგინინის ჰიდროქლორიდი;
1 მლ შეიცავს 42 მგ არგინინის ჰიდროქლორიდს (100 მლ შეიცავს 20 მმოლ არგინინს და 20 მმოლ ქლორიდებს);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
სამკურნალო ფრომა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარი; pH 5,0-6,5. თეორიული ოსმოლარობა 398 მოსმ/ლ.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. დამატებითი ხსნარები ინტრავენური შეყვანისათვის. ამინომჟავები. არგინინის ჰიდროქლორიდი.
ათქ კოდი B05XB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
არგინინი (ɑ-ამინო-δ-გუანიდინვალერიანის მჟავა) – არის ამინომჟავა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად შეუცვლელი ამინომჟავების კლასს და წარმოადგენს ორგანიზმის მრავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების აქტიურ და მრავალმხრივ უჯრედულ რეგულატორს, ორგანიზმის კრიტიკულ მდგომარეობაში ავლენს მნიშვნელოვან პროტექტორულ ეფექტებს.
ტივორტინი® ავლენს ანტიჰიპოქსიურ, მემბრანომასტაბილიზირებელ, ციტორპოტექტორულ, ანტიოქსიდანტურ, ანტირადიკალურ, დეზინტოქსიკაციურ აქტივობას, ავლენს თავს როგორც შუალედური ცვლის და ენერგომომარაგების პროცესების აქტიური მარეგულირებელი, თამაშობს გარკვეულ როლს ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში. ცნობილია, რომ არგინინი ზრდის სისხლში ინსულინის, გლუკაგონის, სომატროპული ჰორმონის და პროლაქტინის შემცველობას, იღებს მონაწილეობას პროლინის, პოლიამინის, აგმატინის სინთეზში, ერთვება ფიბრინოგენოლიზის, სპერმატოგენეზის პროცესებში, ავლენს მემბრანომადეპოლარიზირებელ მოქმედებას.
არგინინი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სუბსტრატს ღვიძლში შარდოვანას სინთეზის ციკლში.
პრეპარატის ჰიპოამონიემური ეფექტი რეალიზდება ამიაკის შარდოვანად გარდაქმნის აქტივირების გზით. ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობის წყალობით, დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტეში ენერგომომარაგების პროცესებზე.
ტივორტინი® წარმოადგენს სუბსტრატს NO-სინთაზასათვის - ფერმენტისთვის რომელიც ახდენს ენდოთელიოციტებში აზოტის ოქსიდის სინთეზის კატალიზირებას. პრეპარატი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და სისხლძარღვების ენდოთელიუმში ზრდის ციკლური გუანოდინმონოფოსფატის (ცგმფ) დონეს , ამცირებს სისხლძარღვების ენდოთელიუმისადმი თრომბოციტების და ლეიკოციტების აქტივაციას და ადჰეზიას, თრგუნავს ადჰეზიური პროტეინების VCAM-1 და MCP-1 სინთეზს, ახდენს რა ამგვარად ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის და განვითარების თავიდან აცილებას, თრგუნავს ენდოთელინ-1-ის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვანი კედლის გლუვი მიოციტების პროლიფერაციის და მიგრაციის მძლავრ ვაზოკონსტრიქტორს და სტიმულატორს. ტივორტინი® ასევე თრგუნავს ასიმეტრიული დიმეთილარგინინის - ოქსიდაციური სტრესის ძლიერი ენდოგენური სტიმულატორის სინთეზს. პრეპარატი ასტიმულირებს თიმუსის მოქმედებას, რომელიც ახდენს T-უჯრედის პროდუცირებას, არეგულირებს სისხლში გლუკოზას შემცველობას ფიზიკური დატვირთვის დროს. ახდენს მჟავაწარმომქმნელ მოქმედებას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა.
უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს არგინინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება შეყვანის დაწყებიდან 20-30 წუთის შემდეგ. ტივორტინი® აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, იფილტრება თირკმლის გორგლებში, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად რეაბსორბირდება თირკმლის მილაკებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტივორტინი®
(TIVORTIN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: არგინინის ჰიდროქლორიდი;
1 მლ შეიცავს 42 მგ არგინინის ჰიდროქლორიდს (100 მლ შეიცავს 20 მმოლ არგინინს და 20 მმოლ ქლორიდებს);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
სამკურნალო ფრომა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარი; pH 5,0-6,5. თეორიული ოსმოლარობა 398 მოსმ/ლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. დამატებითი ხსნარები ინტრავენური შეყვანისათვის. ამინომჟავები. არგინინის ჰიდროქლორიდი.
ათქ კოდი B05XB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
არგინინი (ɑ-ამინო-δ-გუანიდინვალერიანის მჟავა) – არის ამინომჟავა, რომელიც მიეკუთვნება პირობითად შეუცვლელი ამინომჟავების კლასს და წარმოადგენს ორგანიზმის მრავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების აქტიურ და მრავალმხრივ უჯრედულ რეგულატორს, ორგანიზმის კრიტიკულ მდგომარეობაში ავლენს მნიშვნელოვან პროტექტორულ ეფექტებს.
ტივორტინი® ავლენს ანტიჰიპოქსიურ, მემბრანომასტაბილიზირებელ, ციტორპოტექტორულ, ანტიოქსიდანტურ, ანტირადიკალურ, დეზინტოქსიკაციურ აქტივობას, ავლენს თავს როგორც შუალედური ცვლის და ენერგომომარაგების პროცესების აქტიური მარეგულირებელი, თამაშობს გარკვეულ როლს ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში. ცნობილია, რომ არგინინი ზრდის სისხლში ინსულინის, გლუკაგონის, სომატროპული ჰორმონის და პროლაქტინის შემცველობას, იღებს მონაწილეობას პროლინის, პოლიამინის, აგმატინის სინთეზში, ერთვება ფიბრინოგენოლიზის, სპერმატოგენეზის პროცესებში, ავლენს მემბრანომადეპოლარიზირებელ მოქმედებას.
არგინინი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სუბსტრატს ღვიძლში შარდოვანას სინთეზის ციკლში.
პრეპარატის ჰიპოამონიემური ეფექტი რეალიზდება ამიაკის შარდოვანად გარდაქმნის აქტივირების გზით. ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანომასტაბილიზირებელი აქტივობის წყალობით, დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტეში ენერგომომარაგების პროცესებზე.
ტივორტინი® წარმოადგენს სუბსტრატს NO-სინთაზასათვის - ფერმენტისთვის რომელიც ახდენს ენდოთელიოციტებში აზოტის ოქსიდის სინთეზის კატალიზირებას. პრეპარატი ააქტიურებს გუანილატციკლაზას და სისხლძარღვების ენდოთელიუმში ზრდის ციკლური გუანოდინმონოფოსფატის (ცგმფ) დონეს , ამცირებს სისხლძარღვების ენდოთელიუმისადმი თრომბოციტების და ლეიკოციტების აქტივაციას და ადჰეზიას, თრგუნავს ადჰეზიური პროტეინების VCAM-1 და MCP-1 სინთეზს, ახდენს რა ამგვარად ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის და განვითარების თავიდან აცილებას, თრგუნავს ენდოთელინ-1-ის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვანი კედლის გლუვი მიოციტების პროლიფერაციის და მიგრაციის მძლავრ ვაზოკონსტრიქტორს და სტიმულატორს. ტივორტინი® ასევე თრგუნავს ასიმეტრიული დიმეთილარგინინის - ოქსიდაციური სტრესის ძლიერი ენდოგენური სტიმულატორის სინთეზს. პრეპარატი ასტიმულირებს თიმუსის მოქმედებას, რომელიც ახდენს T-უჯრედის პროდუცირებას, არეგულირებს სისხლში გლუკოზას შემცველობას ფიზიკური დატვირთვის დროს. ახდენს მჟავაწარმომქმნელ მოქმედებას და ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა.
უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს არგინინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება შეყვანის დაწყებიდან 20-30 წუთის შემდეგ. ტივორტინი® აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, იფილტრება თირკმლის გორგლებში, მაგრამ პრაქტიკულად მთლიანად რეაბსორბირდება თირკმლის მილაკებში.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერამონიემია, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის ხანგამოშვებითი კოჭლობის გამოვლინებებით, დიაბეტური ანგიოპათია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერქოლესტერინემია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ნაყოფის განვითარების შეფერხება და პრეეკლამპსია - კომპლექსური თერაპიის შემადგენობაში.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპერქლორემიული აციდოზი; ალერგიული რეაქციები ანამნეზში; კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების, ასევე სპირონოლაქტონის გამოყენება. მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ტივორტინ® -ის გამოყენებისას აუცილებელია იქნას გათვალისწინებული, რომ პრეპარატს შეუძლია გამოხატული და მდგრადი ჰიპერკალიემიის გამოწვევა თირკმელების უკმარისობის ფონზე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ან იღებდნენ სპირონოლაქტონს. კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების მანამდე გამოყენებას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დონის მომატებას. ამინოფილინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში ინსულინის დონის ზრდა.
არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
გამოყენების თავისებურებანი.
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით ინფუზიის დაწყების წინ აუცილებელია დიურეზის და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შემოწმება, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალიემიის განვითარებას.
პრეპარატს სიფრთხილით იყენებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას.
ტივორტინს® შეუძლია ინსულინის სეკრეციის და ზრდის ჰორმონის სტიმულირება.
პირში სიმშრალის შეგრძნების აღნიშვნისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის შემოწმება.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიტების ცვლის დარღვევის, თირკმელების დაავადებების დროს.
თუ პრეპარატის მიღების ფონზე მატულობს ასთენიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა მოიხსნას.
პრეპარატი სოფრთხლით გამოიყენება პაციენტებში სტენოკარდით.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.
რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგანაც პრეპარატს შეუძლია თავბრუსხვევის გამოწვევა.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 10 წვეთი წუთში პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეყვანის სიჩქარის გაზრდა შეიძლება 30 წვეთამდე წუთში.
პრეპარატის სადღეღამისო დოზაა - ხსნარის 100 მლ.
ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისას, ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიის გამოხატული მოვლენების, ასტენიური მდგომარეობების დროს პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 200 მლ-მდე დღე-ღამეში.
საინფუზიო ხსნარის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმოლს/სთ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 5-10 მლ 1 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში.
მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ დოზის გამოთვლა შეიძლება შემდეგნაირად:
არგინინის ჰიდროქლორიდი (მმოლი) x 0,3 x სხეულის მასაზე (კგ)
ძირითადი ზედმეტობა (Be) (მმოლ/ლ)
შეყვანა უნდა იქნას დაწყებული გამოთვლილი დოზის ნახევრიდან. შესაძლო დამატებითი კორექცია უნდა ჩატარდეს განახლებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შედეგების მიღების შემდეგ.
ბავშვები.
ბავშვებში პრეპარატს იყენებენ 3 წლის ასაკიდან.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები: თირკმელების უკმარისობა, ჰიპოგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი. მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. უნდა ჩატარდეს ფიზიოლოგიური რეაქციების მონიტორინგი და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამატუტიანებელი საშუალებების და დიურეზის მოსაწესრიგებელი საშუალებების (სალურეტიკების), ელექტროლიტების ხსნარების (ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარი, გლუკოზას 5%-ანი ხსნარი) შეყვანა.
თერაპია სიმპტომატურია.
გვერდითი რეაქციები.
ზოგადი დარღვევები: ჰიპერთერმია, სიმხურვალის შეგრძნება, სხეულში ტეხვის შეგრძნება.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ცვლილებები შეყვანის ადგილას, ჰიპერემიის, ქავილის შეგრძნების ჩათვლით, კანის გაფერმკრთალება აკროციანოზამდეც კი.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროტული შეშუპების ჩათვლით.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარი ორგანოების მხრივ: ქოშინი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის ცვალებადობა, გულის რითმის ცვლილებები, ტკივილი გულის არეში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიშის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი, უფრო ხშირად შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარის გადამეტების შემთხვევაში.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია.
ვარგისობის ვადა.
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
პრეპარატი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
შეფუთვა.
100 მლ შუშის ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი.
შპს “იურია-ფარმი”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაის ქ, 108;
ტელ.: +38 (044) 281-01-01.
ბოლო გადახედვის ვადა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


