გენიუმი
Genium
2. გენიუმის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი 3. როგორ მიიიღება გენიუმი? 4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები? 5. გენიუმის შენახმის წესი სათაურები ჩამოთვლილია. რა რის გენიუმი და რისთვის გამოიყენება ის? გენიუმი წარმოადგენს ერთ-ერთ პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები". …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ესომეპრაზოლი (esomeprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038373
- რეგისტრირებულია
- 16 ივნისი 2023, მოქმედებს 16 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- -
გენიუმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- გენიუმის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
- როგორ მიიიღება გენიუმი?
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- გენიუმის შენახმის წესი
სათაურები ჩამოთვლილია.
რა რის გენიუმი და რისთვის გამოიყენება ის?
გენიუმი წარმოადგენს ერთ-ერთ პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები". ის ამცირებს კუჭში მჟავას გამომუშავებას. გენიუმი ი.ვ. ფხვნილი საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად წარმოდგენილია ერთი დოზით: 40 მგ. ის მოთავსებულია ფლაკონებში, თითოეული შეიცავს 40 მგ ეზომეპრაზოლის ფხვნილს.
გენიუმი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
საყლაპავის ანთება და ტკივილი კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსის გამო (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა)
დაავადების სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა და ღებინება კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსის გამო მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში (გასტროეზოფაგურ- რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა)
წყლულები: მოზრდილებში ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული მედიკამენტებით გამოწვეული წყლულების შემსუბუქება და პრევენცია (კუჭის წყლულების შემსუბუქება და NSAID-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) მკურნალობით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების პრევენცია)
მწვავე სისხლდენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ ჰემოსტაზის მოკლევადიანი შენარჩუნება და სისხლდენის რეციდივის პრევენცია.
გენიუმის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
ნუ მიიღებთ გენიუმს, იმ შემთხვევაში, თუ:
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის ან გენიუმში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაქვთ ალერგიული რეაქცია სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ.
სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მსგავსად, ეზომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ ატაზანავირთან ან ნელფინავირთან ერთად (აივ (შიდსი) სამკურნალო პრეპარატი).
სიფრთხილით გამოიყენეთ გენიუმი შემდეგ შემთხვევებში:
გენიუმით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პროცესში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
წონის მნიშვნელოვანი დაკლება მიზეზის არსებობის გარეშე
ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა გენიუმიით მკურნალობისას
სისხლით ან საკვებით ღებინების დაწყების შემთხვევაში
შავი განავლის და სისხლიანი ლაქების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები. ამის შესახებ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს, რადგან მან შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა.
საჭიროა გაესაუბროთ თქვენს ექიმს თირკმლების სერიოზული პრობლემების შემთხვევაში.
თუ გენიუმი დაგინიშნეს „საჭიროების შემთხვევაში“გამოსაყენებლად, უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სიმპტომები მუდმივი გახდება ან შეიცვლება მათი ბუნება.
გენიუმის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მცირედ გაიზარდოს თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ოსტეოპოროზის რისკი).
გამოვლინდა სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია). თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი ვადით მკურნალობა ან იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა დიგოქსინი, ან პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ მაგნიუმის დონე სისხლში (მაგ. დიურეტიკები), ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება პერიოდულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე მკურნალობის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ.
ურთიერთქმედება კვლევებთან, რომლებიც გამოიყენება სეკრეტორული ჯირკვლების (ნეიროენდოკრინული) სიმსივნეების შესასწავლად: წამლით გამოწვეული კუჭის მჟავის დონის შემცირების გამო, ცრუ დადებითი შედეგების მიღება შესაძლებელია ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კუჭში დაქვეითებული მჟავიანობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ბაქტერიების რაოდენობის ზრდას. პროტონული ტუმბოს სუპრესორებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, თუნდაც მცირედით.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენც, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს.
გენიუმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად, სპეციფიკური პრობლემა მისი საკვებთან და სასმელებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/დოზირების სიხშირე:
თუ ვერ შეძლებთ ტაბლეტის გამოყენებას, ექიმი/ექთანი დაგინიშნავთ გენიუმს ინექციის ან ინფუზიის სახით 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში. როდესაც შესაფერისი ხართ პერორალური მკურნალობისთვის, გააგრძელეთ მკურნალობა ეზომეპრაზოლის ტაბლეტით. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მისაღების დოზის შესახებ.
თქვენი ექიმები განსაზღვრავენ პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავენ მას.
პრეპარატის მიღების გზა და მეთოდი:
საყლაპავის ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი) რეკომენდებული დოზაა 40 მგ გენიუმი დღეში ერთხელ. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე და მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, მკურნალობის მთლიანი პერიოდი იქნება 4-დან 8 კვირამდე. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა 20 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ.
გულძმარვისა და ღებინების სიმპტომების სამკურნალოდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდებული სამკურნალო დოზა შეადგენს 20 მგ ეზომეპრაზოლს დღეში ერთხელ.
ჰემოსტაზის მოკლევადიანი შენარჩუნება და სისხლდენის რეციდივის პრევენცია თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან მწვავე სისხლდენა.
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წლულიდან მწვავე სისხლდენის მქონე პაციენტებში, თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ, 80 მგ უნდა დაინიშნოს ბოლუსური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ 3 დღის განმავლობაში (72 საათის მანძილზე) უნდა შეიყვანოთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 8 მგ/სთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
გენიუმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში ასაკით 1-დან 18 წლამდე.
1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენი პრეპარატის დოზას.
საერთო გამოყენებული დოზა ბავშვებში 1-დან 11 წლამდე არის 10 მგ ან 20 მგ დღეში ერთხელ.
საერთო გამოყენებული დოზა ბავშვებში 12-დან 18 წლამდე არის 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
პრეპარატი ინიშნება ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. მისი მიღება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
გამოყენება ხანდაზმულებში
გენიუმი გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ღვიძლის უკმარისობა:
ეზომეპრაზოლის დაშლამ შეიძლება გააუარესოს ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დაშლა მცირდება და სისხლში შეიძლება გაიზარდოს მისი დონე. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დღიური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეში ერთხელ გამოყენებისას ეზომეპრაზოლი და მისი დაშლის პროდუქტები არ ავლენენ დაგროვების ტენდენციას.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კვლევა არ ჩატარებულა. ეზომეპრაზოლის დაშლა არ არის მოსალოდნელი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გრძნობთ, რომ გენიუმის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გენიუმის გადაჭარბებული დოზის მიღებისას:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ მიიღეთ გენიუმის საჭირო დოზაზე მეტი, შეიძლება შეამჩნიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი შესაძლო გვერდითი მოვლენა, გთხოვთ აცნობოთ ექიმს. გენიუმის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გენიუმის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, გენიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მასში შემავალ ნივთიერებებზე მგრძნობიარე პირებში.
თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, შეწყვიტეთ გენიუმის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი კანზე, სისუსტე ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია)
სიწითლე ბუშტუკებით და ექსფოლიაციები კანზე. ასევე ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირზე და სასქესო ორგანოებზე. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს "სტივენს-ჯონსონის სინდრომი" ან "ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი".
ასევე კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა, რომლებიც ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომებია.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ რომელიმე მათგანი გაგივითარდათ, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია გენიუმზე. შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალზე იშვიათად ვითარდება.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გენიუმის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ხართ თუ არა ორსულად ან თუ გეგმავთ დაორსულებას. თუ ორსულად ხართ, გამოიყენეთ გენიუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ექიმი გირჩევთ.
თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდებთ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

გენიუმის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ ხართ ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოიყენეთ გენიუმი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ გენიუმი უარყოფითად იმოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა პრეპარატების მიღება
როდესაც გენიუმი გამოიყენება ქვემოთ მოცემულ მედიკამენტებთან ერთად, მან შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თავად გენიუმზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების პრევენციის პრეპარატები)
ერლოტინიბი ან სხვა იგივე კლასის პრეპარატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების რელაქსაციისთვის ან ეპილეფსიის სამკურნალოდ)
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), თუ თქვენ იყენებთ ფენიტოინს, საჭიროა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, როდესაც დაიწყებთ ან შეწყვეტთ გენიუმის გამოყენებას.
ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (პრეპარატები სახელად ანტიკოაგულანტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად).
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენზე შემდგომი დაკვირვება, როდესაც დაიწყებთ ან შეწყვეტთ გენიუმის გამოყენებას.
ცილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის დროს - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს სისხლის არასაკმარისი მიმოქცევის გამო)
ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისა და გულძმარვის დროს)
დიგოქსინი (გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო პრეპარატი)
მეტოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით კიბოს სამკურნალოდ). იმ შემთხვევაში, თუ იღებთ მეტოტრექსატს მაღალი დოზებით, გენიუმით მკურნალობა შეიძლება დროებით შეწყდეს.
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი)
კრაზანა (Hypericum perforatum) (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
თუ თქვენი ექიმი გამოგიწერთ ანტიბიოტიკებს: ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს გენიუმთან ერთად Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენიუმში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი" პრეპარატია.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში,
მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში,
მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები.
ხშირი
თავის ტკივილი
მოქმედება კუჭსა და ნაწლავებზე: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება
ინექციის ადგილის რეაქციები
არახშირი
ფეხების და კოჭის შეშუპება
ძილის დარღვევა (უძილობა)
ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორც „ქინძისთავის ჩხვლეტა“, ძილიანობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც შეიცავს ღვიძლის ფუნქციებს
კანზე გამონაყარი, კვანძოვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი
თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ გენიუმი გამოიყენება მაღალი დოზებით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში)
იშვიათი
სისხლის ანალიზში ცვლილებები, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციის განვითარების შესაძლებლობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება და კრუნჩხვები.
შფოთვის, დაბნეულობის ან დეპრესიის შეგრძნება
გემოს გაუკუღმართება
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა
უეცარი ხიხინი ან ქოშინის შეგრძნება (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუს ანთება
ანთება სახელწოდებით "აფტა", რომელიც გამოწვეულია სოკოთი და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაწლავებზე
კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და სიყვითლე იქტერუსით ან მის გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა
თმის ცვენა (ალოპეცია)
კანზე გამონაყარი მზის ზემოქმედების შედეგად
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და სისუსტე
გაძლიერებული ოფლიანობა
ძალიან იშვიათი
სისხლში მაჩვენებლების ცვლილება აგრანულოციტოზის ჩათვლით (სისხლში თეთრი უჯრედების ძალიან მცირე ოდენობა)
აგრესიულობა/მრისხანება
არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
დიარეის გამომწვევი ნაწლავური ინფექცია (მიკროსკოპული კოლიტი)
ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის უკმარისობას და ტვინის ანთებას
უეცარი სერიოზული გამონაყარი ან ბუშტუკები ან კანის ექსფოლიაცია. ეს მდგომარეობა შეიძლება ასოცირდებოდეს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე
თირკმლის სერიოზული პრობლემები
გინეკომასტია
სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (თუიყენებთ ეზომეპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს ალბათობა, რომ სისხლში მაგნიუმის დონე შემცირდეს. მაგნიუმის დაბალი დონე ვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, ძილიანობით ან გულისცემის სიხშირის მატებით. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაგივითარდათ, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მოკლე დროში.)
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გენიუმმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრ უჯრედებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური დაცვისთვის. თუ გაქვთ ინფექცია გამოხატული სერიოზული ზოგადი მდგომარეობით, როგორიცაა სიცხე ან რეგიონალური ანთება, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის ან პირის ღრუში ან გაძნელებული შარდვა ცხელებასთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება მოკლე დროში, რომ შესაძლებელი გახდეს სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტის (აგრანულოციტოზი) იდენტიფიცირება სისხლის ანალიზით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თქვენი მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
გვერდითი ეფექტების ეს სია ნუ შეგაწუხებთ. თქვენ შეიძლება საერთოდ არ გაგივითარდეთ რომელიმე მათგანი.
შეიძლება განვითარდეს რეაქციები, როგორც ქსოვილის მსუბუქი ანთება პრეპარატის შეყვანის ადგილზე.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) პირდაპირი დაკლიკებით ღილაკზე „პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800. 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდების საქმეში.
შენახვის პირობები
შეინახეთ გენიუმი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
თქვენი ექიმი ან კლინიკა შეინახავს გენიუმს ინფუზიისთვის/ინექციისთვის. გენიუმის სათანადო შენახვა, მომზადება და ადმინისტრირება ჯანდაცვის სპეციალისტების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ზე ქვემოთ.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ გენიუმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტები! გთხოვთ მიეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
გენიუმი 40 მგ ი.ვ. ფხვნილი საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
სტერილური
ინტრავენური გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: ეზომეპრაზოლის ნატრიუმი (40 მგ ეზომეპრაზოლის ექვივალენტი)
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ; ნუ გაუზიაროთ მას სხვებს.
ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან კლინიკაში ვიზიტისას მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს:
- რა არის გენიუმი და რისთვის გამოიყენება ის?
- გენიუმის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
- როგორ მიიიღება გენიუმი?
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
- გენიუმის შენახმის წესი
სათაურები ჩამოთვლილია.
რა რის გენიუმი და რისთვის გამოიყენება ის?
გენიუმი წარმოადგენს ერთ-ერთ პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები". ის ამცირებს კუჭში მჟავას გამომუშავებას. გენიუმი ი.ვ. ფხვნილი საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად წარმოდგენილია ერთი დოზით: 40 მგ. ის მოთავსებულია ფლაკონებში, თითოეული შეიცავს 40 მგ ეზომეპრაზოლის ფხვნილს.
გენიუმი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
საყლაპავის ანთება და ტკივილი კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსის გამო (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა)
დაავადების სიმპტომები, როგორიცაა გულძმარვა და ღებინება კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსის გამო მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში (გასტროეზოფაგურ- რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა)
წყლულები: მოზრდილებში ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული მედიკამენტებით გამოწვეული წყლულების შემსუბუქება და პრევენცია (კუჭის წყლულების შემსუბუქება და NSAID-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების) მკურნალობით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების პრევენცია)
მწვავე სისხლდენის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ ჰემოსტაზის მოკლევადიანი შენარჩუნება და სისხლდენის რეციდივის პრევენცია.
გენიუმის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი
ნუ მიიღებთ გენიუმს, იმ შემთხვევაში, თუ:
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის ან გენიუმში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გაქვთ ალერგიული რეაქცია სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ.
სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მსგავსად, ეზომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ ატაზანავირთან ან ნელფინავირთან ერთად (აივ (შიდსი) სამკურნალო პრეპარატი).
სიფრთხილით გამოიყენეთ გენიუმი შემდეგ შემთხვევებში:
გენიუმით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პროცესში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:
წონის მნიშვნელოვანი დაკლება მიზეზის არსებობის გარეშე
ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა გენიუმიით მკურნალობისას
სისხლით ან საკვებით ღებინების დაწყების შემთხვევაში
შავი განავლის და სისხლიანი ლაქების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები. ამის შესახებ უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს, რადგან მან შეიძლება შეამციროს თქვენი დოზა.
საჭიროა გაესაუბროთ თქვენს ექიმს თირკმლების სერიოზული პრობლემების შემთხვევაში.
თუ გენიუმი დაგინიშნეს „საჭიროების შემთხვევაში“გამოსაყენებლად, უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სიმპტომები მუდმივი გახდება ან შეიცვლება მათი ბუნება.
გენიუმის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება მცირედ გაიზარდოს თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ოსტეოპოროზი (ძვლის გათხელება) ან იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ოსტეოპოროზის რისკი).
გამოვლინდა სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია). თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი ვადით მკურნალობა ან იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა დიგოქსინი, ან პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ მაგნიუმის დონე სისხლში (მაგ. დიურეტიკები), ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება პერიოდულად გააკონტროლოს სისხლში მაგნიუმის დონე მკურნალობის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ.
ურთიერთქმედება კვლევებთან, რომლებიც გამოიყენება სეკრეტორული ჯირკვლების (ნეიროენდოკრინული) სიმსივნეების შესასწავლად: წამლით გამოწვეული კუჭის მჟავის დონის შემცირების გამო, ცრუ დადებითი შედეგების მიღება შესაძლებელია ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.
ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კუჭში დაქვეითებული მჟავიანობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ბაქტერიების რაოდენობის ზრდას. პროტონული ტუმბოს სუპრესორებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, თუნდაც მცირედით.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენც, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს.
გენიუმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან ამ პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად, სპეციფიკური პრობლემა მისი საკვებთან და სასმელებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გენიუმის გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს ხართ თუ არა ორსულად ან თუ გეგმავთ დაორსულებას. თუ ორსულად ხართ, გამოიყენეთ გენიუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ექიმი გირჩევთ.
თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდებთ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გენიუმის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ ხართ ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოიყენეთ გენიუმი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
არ არის მოსალოდნელი, რომ გენიუმი უარყოფითად იმოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა პრეპარატების მიღება
როდესაც გენიუმი გამოიყენება ქვემოთ მოცემულ მედიკამენტებთან ერთად, მან შეიძლება შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თავად გენიუმზე.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების პრევენციის პრეპარატები)
ერლოტინიბი ან სხვა იგივე კლასის პრეპარატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების რელაქსაციისთვის ან ეპილეფსიის სამკურნალოდ)
ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), თუ თქვენ იყენებთ ფენიტოინს, საჭიროა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, როდესაც დაიწყებთ ან შეწყვეტთ გენიუმის გამოყენებას.
ვარფარინი ან კლოპიდოგრელი (პრეპარატები სახელად ანტიკოაგულანტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად).
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენზე შემდგომი დაკვირვება, როდესაც დაიწყებთ ან შეწყვეტთ გენიუმის გამოყენებას.
ცილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის დროს - ტკივილი ფეხებში სიარულის დროს სისხლის არასაკმარისი მიმოქცევის გამო)
ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისა და გულძმარვის დროს)
დიგოქსინი (გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო პრეპარატი)
მეტოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით კიბოს სამკურნალოდ). იმ შემთხვევაში, თუ იღებთ მეტოტრექსატს მაღალი დოზებით, გენიუმით მკურნალობა შეიძლება დროებით შეწყდეს.
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი)
კრაზანა (Hypericum perforatum) (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)
თუ თქვენი ექიმი გამოგიწერთ ანტიბიოტიკებს: ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს გენიუმთან ერთად Helicobacter pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით სხვა პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გენიუმში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ არსებითად "ნატრიუმისგან თავისუფალი" პრეპარატია.
- როგორ მიიღება გენიუმი?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/დოზირების სიხშირე:
თუ ვერ შეძლებთ ტაბლეტის გამოყენებას, ექიმი/ექთანი დაგინიშნავთ გენიუმს ინექციის ან ინფუზიის სახით 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში. როდესაც შესაფერისი ხართ პერორალური მკურნალობისთვის, გააგრძელეთ მკურნალობა ეზომეპრაზოლის ტაბლეტით. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მისაღების დოზის შესახებ.
თქვენი ექიმები განსაზღვრავენ პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავენ მას.
პრეპარატის მიღების გზა და მეთოდი:
საყლაპავის ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი) რეკომენდებული დოზაა 40 მგ გენიუმი დღეში ერთხელ. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე და მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, მკურნალობის მთლიანი პერიოდი იქნება 4-დან 8 კვირამდე. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა 20 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ.
გულძმარვისა და ღებინების სიმპტომების სამკურნალოდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდებული სამკურნალო დოზა შეადგენს 20 მგ ეზომეპრაზოლს დღეში ერთხელ.
ჰემოსტაზის მოკლევადიანი შენარჩუნება და სისხლდენის რეციდივის პრევენცია თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან მწვავე სისხლდენა.
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წლულიდან მწვავე სისხლდენის მქონე პაციენტებში, თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ, 80 მგ უნდა დაინიშნოს ბოლუსური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ 3 დღის განმავლობაში (72 საათის მანძილზე) უნდა შეიყვანოთ უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით დოზით 8 მგ/სთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
გენიუმის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში ასაკით 1-დან 18 წლამდე.
1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენი პრეპარატის დოზას.
საერთო გამოყენებული დოზა ბავშვებში 1-დან 11 წლამდე არის 10 მგ ან 20 მგ დღეში ერთხელ.
საერთო გამოყენებული დოზა ბავშვებში 12-დან 18 წლამდე არის 20 მგ ან 40 მგ დღეში ერთხელ.
პრეპარატი ინიშნება ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. მისი მიღება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
გამოყენება ხანდაზმულებში
გენიუმი გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ღვიძლის უკმარისობა:
ეზომეპრაზოლის დაშლამ შეიძლება გააუარესოს ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დაშლა მცირდება და სისხლში შეიძლება გაიზარდოს მისი დონე. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დღიური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. დღეში ერთხელ გამოყენებისას ეზომეპრაზოლი და მისი დაშლის პროდუქტები არ ავლენენ დაგროვების ტენდენციას.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კვლევა არ ჩატარებულა. ეზომეპრაზოლის დაშლა არ არის მოსალოდნელი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გრძნობთ, რომ გენიუმის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გენიუმის გადაჭარბებული დოზის მიღებისას:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ მიიღეთ გენიუმის საჭირო დოზაზე მეტი, შეიძლება შეამჩნიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი შესაძლო გვერდითი მოვლენა, გთხოვთ აცნობოთ ექიმს. გენიუმის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გენიუმის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
- რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, გენიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მასში შემავალ ნივთიერებებზე მგრძნობიარე პირებში.
თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, შეწყვიტეთ გენიუმის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, გამონაყარი კანზე, სისუსტე ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია)
სიწითლე ბუშტუკებით და ექსფოლიაციები კანზე. ასევე ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირზე და სასქესო ორგანოებზე. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს "სტივენს-ჯონსონის სინდრომი" ან "ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი".
ასევე კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა, რომლებიც ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომებია.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ რომელიმე მათგანი გაგივითარდათ, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია გენიუმზე. შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალზე იშვიათად ვითარდება.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში,
მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში,
მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები.
ხშირი
თავის ტკივილი
მოქმედება კუჭსა და ნაწლავებზე: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი
გულისრევის შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება
ინექციის ადგილის რეაქციები
არახშირი
ფეხების და კოჭის შეშუპება
ძილის დარღვევა (უძილობა)
ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორც „ქინძისთავის ჩხვლეტა“, ძილიანობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც შეიცავს ღვიძლის ფუნქციებს
კანზე გამონაყარი, კვანძოვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და კანის ქავილი
თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (თუ გენიუმი გამოიყენება მაღალი დოზებით და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში)
იშვიათი
სისხლის ანალიზში ცვლილებები, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციის განვითარების შესაძლებლობა.
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება და კრუნჩხვები.
შფოთვის, დაბნეულობის ან დეპრესიის შეგრძნება
გემოს გაუკუღმართება
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა
უეცარი ხიხინი ან ქოშინის შეგრძნება (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუს ანთება
ანთება სახელწოდებით "აფტა", რომელიც გამოწვეულია სოკოთი და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაწლავებზე
კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი და სიყვითლე იქტერუსით ან მის გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა
თმის ცვენა (ალოპეცია)
კანზე გამონაყარი მზის ზემოქმედების შედეგად
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და სისუსტე
გაძლიერებული ოფლიანობა
ძალიან იშვიათი
სისხლში მაჩვენებლების ცვლილება აგრანულოციტოზის ჩათვლით (სისხლში თეთრი უჯრედების ძალიან მცირე ოდენობა)
აგრესიულობა/მრისხანება
არარსებულის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
დიარეის გამომწვევი ნაწლავური ინფექცია (მიკროსკოპული კოლიტი)
ღვიძლის სერიოზული პრობლემები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის უკმარისობას და ტვინის ანთებას
უეცარი სერიოზული გამონაყარი ან ბუშტუკები ან კანის ექსფოლიაცია. ეს მდგომარეობა შეიძლება ასოცირდებოდეს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე
თირკმლის სერიოზული პრობლემები
გინეკომასტია
სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (თუიყენებთ ეზომეპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არსებობს ალბათობა, რომ სისხლში მაგნიუმის დონე შემცირდეს. მაგნიუმის დაბალი დონე ვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, ძილიანობით ან გულისცემის სიხშირის მატებით. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაგივითარდათ, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მოკლე დროში.)
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გენიუმმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრ უჯრედებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური დაცვისთვის. თუ გაქვთ ინფექცია გამოხატული სერიოზული ზოგადი მდგომარეობით, როგორიცაა სიცხე ან რეგიონალური ანთება, როგორიცაა ტკივილი კისრის, ყელის ან პირის ღრუში ან გაძნელებული შარდვა ცხელებასთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს რაც შეიძლება მოკლე დროში, რომ შესაძლებელი გახდეს სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტის (აგრანულოციტოზი) იდენტიფიცირება სისხლის ანალიზით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თქვენი მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
გვერდითი ეფექტების ეს სია ნუ შეგაწუხებთ. თქვენ შეიძლება საერთოდ არ გაგივითარდეთ რომელიმე მათგანი.
შეიძლება განვითარდეს რეაქციები, როგორც ქსოვილის მსუბუქი ანთება პრეპარატის შეყვანის ადგილზე.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) პირდაპირი დაკლიკებით ღილაკზე „პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800. 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდების საქმეში.
- გენიუმის შენახვის წესი
შეინახეთ გენიუმი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
თქვენი ექიმი ან კლინიკა შეინახავს გენიუმს ინფუზიისთვის/ინექციისთვის. გენიუმის სათანადო შენახვა, მომზადება და ადმინისტრირება ჯანდაცვის სპეციალისტების პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ზე ქვემოთ.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ გენიუმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ გამოუყენებელი ან ვადაგასული მედიკამენტები! გთხოვთ მიეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.
Mustafa Kemal Mah., 2119.Sok. No:3 D: 2 - 3 06520,
Çankaya /ანკარა.
მწარმოებელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,
ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013. Cad. No.24
Sincan/ანკარა/თურქეთი
აღნიშნული ინსტრუქცია დამტკიცდა 06/07/2018 წელს.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ნიშნავენ ამ პრეპარატს
მომზადებული ხსნარი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და ფერის შეცვლაზე. მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები უნდა გამოიყენონ. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. 20 მგ დოზის მისაცემად მომზადებული ხსნარის ნახევარი უნდა გამოიყენონ. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ინექცია
საინექციო ხსნარი მზადდება ეზომეპრაზოლის შემცველ ფლაკონში 5 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის (ინტრავენური გამოყენებისთვის) დამატებით. მომზადებული საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი.
ინფუზია
საინფუზიო ხსნარი მზადდება ეზომეპრაზოლის შემცველი ფლაკონის შიგთავსის გახსნით 0,9% ნატრიუმის ქლორიდში (ინტრავენური გამოყენებისთვის) 100 მლ-მდე. საინფუზიო მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.