პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

გემედაკი 38მგ/მლ

GEMEDAC® 38mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

გემედაკი მიეკუთვნება ციტოსტატიური პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატი ანადგურებს გამრავლებად უჯრედებს, მათ შორის სიმსივნურ უჯრედებსაც. სიმსივნის ტიპის მიხედვით, გემედაკი შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპიის ან სხვა ციტოსტატიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გემციტაბინი (gemcitabine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ფხვნილი 38მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
medac Gesellschaft für klinische Spezialpräparate mbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-026120
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2018, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგემედაკი 38მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

გემედაკი 38მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გემედაკი მიეკუთვნება ციტოსტატიური პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატი ანადგურებს გამრავლებად უჯრედებს, მათ შორის სიმსივნურ უჯრედებსაც.

სიმსივნის ტიპის მიხედვით, გემედაკი შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპიის ან სხვა ციტოსტატიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გემედაკი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი სახის სიმსივნეების მკურნალობის დროს:

შარდის ბუშტის კარცინომა, ცისპლატინთან კომბინაციაში

პანკრეასის კიბო

ფილტვის კიბო, არაწვრილუჯრედოვანი ტიპი (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლასტინთან კომბინაციაში

საკვერცხის კარცინომა, კარბოპლატინთან კომბინაციაში

ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გემედაკის გამოყენების წინ?

გემედაკის მიღება არ შეიძლება,

თუ ხართ ალერგიული გემციტაბინზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე კომპონენტზე, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტში.

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს.

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ გემედაკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. პირველი ინფუზიის შემდეგ გაკეთდება სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. ყოველი ინფუზიის წინ გაკეთდება სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს გაქვთ თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა გემედაკის მიღებისთვის. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს და თუ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა დაბალია. სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს რეგულარულად, რათა გაკონტროლდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის, გულის ან სისხლძარღვთა დაავადებები.

ბოლო პერიოდში ჩაიტარეთ სხივური თერაპია ან გეგმავთ სხივური თერაპიის ჩატარებას.

ბოლო პერიოდში გაიკეთეთ ვაქცინაცია.

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში გაგიჩნდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან, კრუნჩხვებთან ან მხედველობის დაბინდვასთან ერთად. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან იშვიათ ნერვული სისტემის მხრივ განვითარებულ გვერდით მოვლენებთან, რომელიც ცნობილია უკანა რევერსიული ენცეფალოპათიის სინდრომის სახელით.

გაჩნდა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თავი იგრძენით სუსტად ან დაგეწყოთ სიფერმკრთალე. ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ან ფილტვის პრობლემების მანიშნებელი.

განვითარდა გენერალიზებული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მატება, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სითხის სისხლძარღვებიდან მახლობელ ქსოვილებში მოხვედრის ნიშანი.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18-წლამდე, რადგან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

გემედაკის გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის დროს თავი შეიკავეთ გემედაკის მიღებისგან. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს გემედაკის გამოყენების პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვება

თუ ჩვილს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

გემედაკით მკურნალობის დროს შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

ფერტილობა

მამაკაცებმა, რომლებიც იტარებენ მკურნალობას გემედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. თუ თქვენ გსურთ განაყოფიერება გემედაკით მკურნალობის ან მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. მკურნალობის დაწყებამდე შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპერმის შენახვის თაობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გემედაკის მიღების დროს შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, განსაკუთრებით ალკოჰოლთან კომბინაციის დროს. არ მართოთ ავტომობილი ან დანადგარები თუ არ იქნებით დარწმუნებული, რომ გემედაკის მიღება არ იწვევს თქვენში დაღლილობის განვითარებას.

გემედაკი შეიცავს ნატრიუმს

200 მგ-იანი და 1.000 მგ-იანი ფლაკონი

პრეპარატის ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე (23 მგ) ნაკლებს, ანუ ის თითქმის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • 500 მგ-იანი ფლაკონი

პრეპარატის ფლაკონი შეიცავს 26,3 მგ ნატრიუმს (ფიზიოლოგიური ხსნარის ძირითადი შემადგენლობა). ეს ექვივალენტურია მოზრდილისთვის რეკომენდებული ყოველდღიური მაქსიმალური ნატრიუმის მისაღები რაოდენობის 1,3 %-ისა.

როგორ მიიღოთ გემედაკი?

გემედაკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.000-1.250 მგ-ს სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. თქვენი წონა და სიმაღლე განისაზღვრება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი ამ მონაცემებს გამოიყენებს პრეპარატის სწორი დოზის შერჩევისთვის. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან მკურნალობის გადადება სისხლის უჯრედების რაოდენობის და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.

ფარმაცევტი ან ექიმი დაამუშავებს გემედაკის ფხვნილს, სანამ თქვენ მას გადმოგცემთ.

გემედაკს ყოველთვის მიიღებთ ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის სახით.

ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი. თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, გემედაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

სხეულის ტემპერატურა 38°C ან მეტია, ოფლიანობა ან ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები (ამ დროს შეიძლება გქონდეთ იმაზე უფრო ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, ვიდრე ნორმაში, რაც დაკავშირებულია ცხელებასთან და ცნობილია ფებრილური ნეიტროპენიის სახელით) (ხშირი).

სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, პირის ღრუდან ან სხვა ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, მოწითალო ან მოვარდისფრო ფერის შარდი ან მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები თრომბოციტები, ცნობილი თრომბოციტოპენიის სახელით) (ძალიან ხშირი).

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). გემედაკის ინფუზის დამთავრებიდან მალევე განვითარებული მსუბუქი დისპნოე ვითარდება ძალიან ხშირად და მალე სწორდება, მაგრამ ზოგჯერ, იშვიათად შეიძლება იყოს ფილტვის სერიოზული პრობლემის გამოვლინება (ფილტვის შეშუპება/ინტერსტინალური პნევმონიტი/რესპირატორული დისტრესი მოზრდილებში).

სუნთქვის გაძნელება, გადაჭარბებული დაღლილობა, ქვედა კიდურების შეშუპება ( შესაძლოა იყოს გულის უკმარისობის ნიშნები) (ნაკლებად ხშირი).

გადაჭარბებული დაღლილობა და სისუსტე, მცირე სისხლჩაქცევები კანზე, შარდის გამოყოფის შემცირება (შეიძლება იყოს თირკმლის მწვავე უკმარისობის ნიშანი) და ინფექციის ნიშანი (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). ეს შეიძლება იყოს ფატალური (ნაკლებად ხშირი).

სახის და კიდურების პარეზი (როგორც წესი, ვითარდება ერთ მხარეს), გონების დაბინდვა, მეტყველების დარღვევა, დაბუჟება (შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი) (ნაკლებად ხშირი).

კანის/თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე, გულისრევა, დაღლილობა, დიარეა, დეზორიენტაცია (შეიძლება იყოს ღვიძლის სერიოზული დაზიანების, მათ შორის ღვიძლის უკმარისობის ნიშანი) (ნაკლებად ხშირი).

გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, მიოკარდიუმის ინფარქტი (იშვიათი).

ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარით, მათ შორის - კანის სიწითლე და კანის ქავილი, ხელის, ფეხის, კოჭის, სახის, ტუჩების, პირის და ყელის არის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), მსტვენავი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გონების დაკარგვა (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი).

გენერალიზებული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონის მატება, შეიძლება იყოს სიხლძარღვებიდან სითხის მახლობელ ქსოვილებში გაჟონვის ნიშანი (კაპილარული ჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი).

თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან, კრუნჩხვებთან ან მხედველობის დაბინდვასთან ერთად. (შეიძლება იყოს უკანა რევერსიული ენცეფალოპათიის ნიშანი) (ძალიან იშვიათი).

გემედაკის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს

დაღლილობა, როცა სუსტად გრძნობთ თავს, დისპნოე ან სიფერმკრთალე (შეიძლება იყოს ანემიის ნიშანი)

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი მაჩვენებელი (ლეიკოპენია)

გულისრევა

პირღებინება

ალერგიული გამონაყარი, ხშირად - ქავილი

თმის ცვენა (ალოპეცია)

ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილებები: სისხლში ნორმალური დიაპაზონის გარდა

სისხლი შარდში (ჰემატურია)

შარდის ანალიზში ცილები (პროტეინურია)

გრიპის სიმპტომები ცხელების ჩათვლით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, სისუსტე და უმადობა. ასევე გავრცელებულია ხველა, რინორეა, უგუნებობა, ოფლიანობა და ძილის დარღვევა.

თითების, ფეხების, კოჭების, სახის შეშუპება.

ხშირი გვერდითი მოვლენები, უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს

მადის დაქვეითება (ანორექსია)

თავის ტკივილი

უძილობა

ძილიანობა

ხველა

რინიტი

ყაბზობა

დიარეა

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება პირის ღრუში (სტომატიტი)

ქავილი

ოფლიანობა

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ტკივილი ზურგის არეში

ცხელება

სისუსტე (ასთენია)

შემცივნება

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები,შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში

ხიხინი (ბრონქოსპაზმი)

რენტგენოლოგიური/ტომოგრაფიული კვლევისას ცვლილებები (ფილტვის ნაწიბური)

არარეგულარული გულისცემა (არითმია)

სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, გონების დაბინდვა, ლეთარგია (შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი)

ინფექცია სისხლში (სეფსისი)

სისხლში ერითროციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მცირე სისხლჩაქცევები კანზე და თირკმლის უკმარისობა (თრომბოციტული მიკროანგიპათია)

იშვიათი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)

კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და ბუშტუკოვანი ელემენტების ჩათვლით

კანის წყლულოვანი ელემენტები

კანზე ლაქოვანი და ბუშტუკოვანი ელემენტები

კანის აქერცვლა

რეაქცია ინექციის ადგილზე, ძირითადად მსუბუქი

კიდურებზე სისხლის მიმოქცევის დარღვევები. თუ ეს მძიმე და ხანგრძლივია, შეიძლება ხელები ან ფეხები გახდეს შავი და განვითარდეს განგრენა

სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი)

კანზე გაჩენილი მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც ჩნდება იმ ადგილებში, სადაც ადრე ჩატარდა სხივური თერაპია

ალვეოლების დანაწიბურება დაკავშირებული სხივურ თერაპიასთან (სხივური თერაპიის ტოქსიურობა)

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში

თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა (თრომბოციტოზი)

კანზე მძიმე გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი ან დესქვამაციური კანი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

მსხვილი ნაწლავის შიგნითა შრის ანთება, სისხლის მომარაგების ცვლილებით გამოწვეული (იშემიური კოლიტი)

გვერდითი მოვლენები

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის მითითებული ამ ბროშურაში. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

როგორ უნდა შეინახოთ გემედაკი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მომზადებული ნარევი:

პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. მითითებული წესით მომზადების შემდეგ მიღებული გემციტაბინის ნარევის ქიმური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 35 დღის განმავლობაში 25°C-ზე.

შემდგომი განზავებები შეიძლება გაკეთდეს სამედიცინო სპეციალისტების მიერ. მზა ნარევი არ უნდა ინახებოდეს მაცივარში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.

პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. დარჩენილი პრეპარატის უტილიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში დადგენილი უტილიზაციის წესების მიხედვით.

შემადგენლობა

გემედაკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - გემციტაბინი. ყოველი ფლაკონი შეიცავს 200, 1.000 ან 1.500 მგ გემციტაბინს (გემციტაბინ ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა შემადგენელი ნივთიერებები - მანიტოლი (E421), ნატრიუმაცეტატ-ტრიჰიდრატი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

როგორ გამოიყურება გემედაკი და შეფუთვის შიგთავსი

გემედაკი წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელ თეთრი ფერის ფხვნილს, რომელიც მოთავსებულია ფლაკონში. ყოველი ფლაკონი შეიცავს 200, 1.000 ან 1.500 მგ გემციტაბინს. გემედაკის ყოველი შეფუთვა შეიცავს გემედაკის 1 ფლაკონს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

გემედაკი 38 მგ/მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი

გემციტაბინი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატს შეუძლია ავნოს სხვა ადამიანებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი).

ინსტრუქციის შინაარსი

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება გემედაკი?

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გემედაკის გამოყენების წინ?

როგორ მიიღოთ გემედაკი?

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

როგორ უნდა შეინახოთ გემედაკი?

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება გემედაკი?

გემედაკი მიეკუთვნება ციტოსტატიური პრეპარატების ჯგუფს. ეს პრეპარატი ანადგურებს გამრავლებად უჯრედებს, მათ შორის სიმსივნურ უჯრედებსაც.

სიმსივნის ტიპის მიხედვით, გემედაკი შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპიის ან სხვა ციტოსტატიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

გემედაკი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი სახის სიმსივნეების მკურნალობის დროს:

შარდის ბუშტის კარცინომა, ცისპლატინთან კომბინაციაში

პანკრეასის კიბო

ფილტვის კიბო, არაწვრილუჯრედოვანი ტიპი (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლასტინთან კომბინაციაში

საკვერცხის კარცინომა, კარბოპლატინთან კომბინაციაში

ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გემედაკის გამოყენების წინ?

გემედაკის მიღება არ შეიძლება,

თუ ხართ ალერგიული გემციტაბინზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ რომელიმე კომპონენტზე, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტში.

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ გემედაკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. პირველი ინფუზიის შემდეგ გაკეთდება სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. ყოველი ინფუზიის წინ გაკეთდება სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს გაქვთ თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა გემედაკის მიღებისთვის. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან შეწყვიტოს მკურნალობა, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს და თუ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა დაბალია. სისხლის ანალიზი უნდა გაკეთდეს რეგულარულად, რათა გაკონტროლდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის, გულის ან სისხლძარღვთა დაავადებები.

ბოლო პერიოდში ჩაიტარეთ სხივური თერაპია ან გეგმავთ სხივური თერაპიის ჩატარებას.

ბოლო პერიოდში გაიკეთეთ ვაქცინაცია.

ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში გაგიჩნდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან, კრუნჩხვებთან ან მხედველობის დაბინდვასთან ერთად. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან იშვიათ ნერვული სისტემის მხრივ განვითარებულ გვერდით მოვლენებთან, რომელიც ცნობილია უკანა რევერსიული ენცეფალოპათიის სინდრომის სახელით.

გაჩნდა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თავი იგრძენით სუსტად ან დაგეწყოთ სიფერმკრთალე. ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ან ფილტვის პრობლემების მანიშნებელი.

განვითარდა გენერალიზებული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მატება, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სითხის სისხლძარღვებიდან მახლობელ ქსოვილებში მოხვედრის ნიშანი.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18-წლამდე, რადგან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

გემედაკის გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ორსულობა, ძუძუთი კვება, ფერტილობა

ორსულობა

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ორსულობის დროს თავი შეიკავეთ გემედაკის მიღებისგან. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს გემედაკის გამოყენების პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვება

თუ ჩვილს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

გემედაკით მკურნალობის დროს შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.

ფერტილობა

მამაკაცებმა, რომლებიც იტარებენ მკურნალობას გემედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. თუ თქვენ გსურთ განაყოფიერება გემედაკით მკურნალობის ან მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. მკურნალობის დაწყებამდე შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპერმის შენახვის თაობაზე.

ავტომობილის მართვა და დანადგარების გამოყენების უნარი

გემედაკის მიღების დროს შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, განსაკუთრებით ალკოჰოლთან კომბინაციის დროს. არ მართოთ ავტომობილი ან დანადგარები თუ არ იქნებით დარწმუნებული, რომ გემედაკის მიღება არ იწვევს თქვენში დაღლილობის განვითარებას.

გემედაკი შეიცავს ნატრიუმს

200 მგ-იანი და 1.000 მგ-იანი ფლაკონი

პრეპარატის ფლაკონი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე (23 მგ) ნაკლებს, ანუ ის თითქმის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

  • 500 მგ-იანი ფლაკონი

პრეპარატის ფლაკონი შეიცავს 26,3 მგ ნატრიუმს (ფიზიოლოგიური ხსნარის ძირითადი შემადგენლობა). ეს ექვივალენტურია მოზრდილისთვის რეკომენდებული ყოველდღიური მაქსიმალური ნატრიუმის მისაღები რაოდენობის 1,3 %-ისა.

როგორ მიიღოთ გემედაკი?

გემედაკის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.000-1.250 მგ-ს სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. თქვენი წონა და სიმაღლე განისაზღვრება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი ამ მონაცემებს გამოიყენებს პრეპარატის სწორი დოზის შერჩევისთვის. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან მკურნალობის გადადება სისხლის უჯრედების რაოდენობის და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე.

ფარმაცევტი ან ექიმი დაამუშავებს გემედაკის ფხვნილს, სანამ თქვენ მას გადმოგცემთ.

გემედაკს ყოველთვის მიიღებთ ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის სახით.

ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი. თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, გემედაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა:

სხეულის ტემპერატურა 38°C ან მეტია, ოფლიანობა ან ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები (ამ დროს შეიძლება გქონდეთ იმაზე უფრო ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, ვიდრე ნორმაში, რაც დაკავშირებულია ცხელებასთან და ცნობილია ფებრილური ნეიტროპენიის სახელით) (ხშირი).

სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, პირის ღრუდან ან სხვა ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, მოწითალო ან მოვარდისფრო ფერის შარდი ან მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები თრომბოციტები, ცნობილი თრომბოციტოპენიის სახელით) (ძალიან ხშირი).

სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). გემედაკის ინფუზის დამთავრებიდან მალევე განვითარებული მსუბუქი დისპნოე ვითარდება ძალიან ხშირად და მალე სწორდება, მაგრამ ზოგჯერ, იშვიათად შეიძლება იყოს ფილტვის სერიოზული პრობლემის გამოვლინება (ფილტვის შეშუპება/ინტერსტინალური პნევმონიტი/რესპირატორული დისტრესი მოზრდილებში).

სუნთქვის გაძნელება, გადაჭარბებული დაღლილობა, ქვედა კიდურების შეშუპება ( შესაძლოა იყოს გულის უკმარისობის ნიშნები) (ნაკლებად ხშირი).

გადაჭარბებული დაღლილობა და სისუსტე, მცირე სისხლჩაქცევები კანზე, შარდის გამოყოფის შემცირება (შეიძლება იყოს თირკმლის მწვავე უკმარისობის ნიშანი) და ინფექციის ნიშანი (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). ეს შეიძლება იყოს ფატალური (ნაკლებად ხშირი).

სახის და კიდურების პარეზი (როგორც წესი, ვითარდება ერთ მხარეს), გონების დაბინდვა, მეტყველების დარღვევა, დაბუჟება (შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი) (ნაკლებად ხშირი).

კანის/თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე, გულისრევა, დაღლილობა, დიარეა, დეზორიენტაცია (შეიძლება იყოს ღვიძლის სერიოზული დაზიანების, მათ შორის ღვიძლის უკმარისობის ნიშანი) (ნაკლებად ხშირი).

გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი, მიოკარდიუმის ინფარქტი (იშვიათი).

ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარით, მათ შორის - კანის სიწითლე და კანის ქავილი, ხელის, ფეხის, კოჭის, სახის, ტუჩების, პირის და ყელის არის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), მსტვენავი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გონების დაკარგვა (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი).

გენერალიზებული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონის მატება, შეიძლება იყოს სიხლძარღვებიდან სითხის მახლობელ ქსოვილებში გაჟონვის ნიშანი (კაპილარული ჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი).

თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან, კრუნჩხვებთან ან მხედველობის დაბინდვასთან ერთად. (შეიძლება იყოს უკანა რევერსიული ენცეფალოპათიის ნიშანი) (ძალიან იშვიათი).

გემედაკის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს

დაღლილობა, როცა სუსტად გრძნობთ თავს, დისპნოე ან სიფერმკრთალე (შეიძლება იყოს ანემიის ნიშანი)

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი მაჩვენებელი (ლეიკოპენია)

გულისრევა

პირღებინება

ალერგიული გამონაყარი, ხშირად - ქავილი

თმის ცვენა (ალოპეცია)

ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილებები: სისხლში ნორმალური დიაპაზონის გარდა

სისხლი შარდში (ჰემატურია)

შარდის ანალიზში ცილები (პროტეინურია)

გრიპის სიმპტომები ცხელების ჩათვლით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, სისუსტე და უმადობა. ასევე გავრცელებულია ხველა, რინორეა, უგუნებობა, ოფლიანობა და ძილის დარღვევა.

თითების, ფეხების, კოჭების, სახის შეშუპება.

ხშირი გვერდითი მოვლენები, უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს

მადის დაქვეითება (ანორექსია)

თავის ტკივილი

უძილობა

ძილიანობა

ხველა

რინიტი

ყაბზობა

დიარეა

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება პირის ღრუში (სტომატიტი)

ქავილი

ოფლიანობა

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ტკივილი ზურგის არეში

ცხელება

სისუსტე (ასთენია)

შემცივნება

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები,შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში

ხიხინი (ბრონქოსპაზმი)

რენტგენოლოგიური/ტომოგრაფიული კვლევისას ცვლილებები (ფილტვის ნაწიბური)

არარეგულარული გულისცემა (არითმია)

სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, გონების დაბინდვა, ლეთარგია (შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი)

ინფექცია სისხლში (სეფსისი)

სისხლში ერითროციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მცირე სისხლჩაქცევები კანზე და თირკმლის უკმარისობა (თრომბოციტული მიკროანგიპათია)

იშვიათი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)

კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და ბუშტუკოვანი ელემენტების ჩათვლით

კანის წყლულოვანი ელემენტები

კანზე ლაქოვანი და ბუშტუკოვანი ელემენტები

კანის აქერცვლა

რეაქცია ინექციის ადგილზე, ძირითადად მსუბუქი

კიდურებზე სისხლის მიმოქცევის დარღვევები. თუ ეს მძიმე და ხანგრძლივია, შეიძლება ხელები ან ფეხები გახდეს შავი და განვითარდეს განგრენა

სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი)

კანზე გაჩენილი მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი, რომელიც ჩნდება იმ ადგილებში, სადაც ადრე ჩატარდა სხივური თერაპია

ალვეოლების დანაწიბურება დაკავშირებული სხივურ თერაპიასთან (სხივური თერაპიის ტოქსიურობა)

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში

თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა (თრომბოციტოზი)

კანზე მძიმე გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი ან დესქვამაციური კანი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

მსხვილი ნაწლავის შიგნითა შრის ანთება, სისხლის მომარაგების ცვლილებით გამოწვეული (იშემიური კოლიტი)

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის მითითებული ამ ბროშურაში. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ წვლილს შეიტანთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

როგორ უნდა შეინახოთ გემედაკი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მომზადებული ნარევი:

პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. მითითებული წესით მომზადების შემდეგ მიღებული გემციტაბინის ნარევის ქიმური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 35 დღის განმავლობაში 25°C-ზე.

შემდგომი განზავებები შეიძლება გაკეთდეს სამედიცინო სპეციალისტების მიერ. მზა ნარევი არ უნდა ინახებოდეს მაცივარში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.

პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. დარჩენილი პრეპარატის უტილიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში დადგენილი უტილიზაციის წესების მიხედვით.

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

გემედაკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - გემციტაბინი. ყოველი ფლაკონი შეიცავს 200, 1.000 ან 1.500 მგ გემციტაბინს (გემციტაბინ ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა შემადგენელი ნივთიერებები - მანიტოლი (E421), ნატრიუმაცეტატ-ტრიჰიდრატი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

როგორ გამოიყურება გემედაკი და შეფუთვის შიგთავსი

გემედაკი წარმოადგენს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელ თეთრი ფერის ფხვნილს, რომელიც მოთავსებულია ფლაკონში. ყოველი ფლაკონი შეიცავს 200, 1.000 ან 1.500 მგ გემციტაბინს. გემედაკის ყოველი შეფუთვა შეიცავს გემედაკის 1 ფლაკონს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მედაკი

სპეციალიზირებული კლინიკური პროდუქციის საზოგადოება

თეატრის ქუჩა 6

22880 ვედელი

გერმანია

ტელ: +49 (0)4103 8006-0

ფაქსი: +49 (0)4103 8006-100

მარკეტინგი:

მედიპოლის პროდუქცია

შპიტცვაიდენვეგიის 17-19

07743 იენა

გერმანია

ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:

გერმანია Gemedac 38 mg/ml Pulver zur Herstellung einer Infusionslösung

ლიტვა Gemcitabine medac 38 mg/ml milteliai infuziniam tirpalui

სლოვაკეთი Gemcitabine medac 38 mg/ml prášok na infúzny roztok

ჩეხეთის რესპუბლიკა Gemcitabine medac 38 mg/ml

გაერთიანებული სამეფო Gemcitabine medac 38 mg/ml powder for solution for infusion

ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 2018 წლის მარტში

  • - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა დამუშავების დროს

რეკონსტიტუცია:

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

პრეპარატი განკუთვნილია ინექციისთვის მხოლოდ 0,9%-იანი (9მგ/მლ) ნატიუმის ქლორიდთან განსაზავებლად. შესაბამისად მხოლოდ ეს შეიძლება იქნას გამოყენებული რეკონსტიტუციისთვის. სხვა პრეპარატებთან მისი მოქმედება არაა შესწავლილი, ამიტომ არ შეიძლება რეკონსტიტუციის შემდეგ შეერიოს სხვა აქტიური ნივთიერებები.

38 მგ/მლ-ზე მეტად რეკონსტიტუციამ შეიძლება მიიყვანოს სრულ გახსნამდე, ამიტომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

რეკონსტიტუციისთვის ნელა დაამატეთ შესაბამისი რაოდენობის 0,9%-იანი (9მგ.მლ) ნატრიუმის ქლორიდი (როგორც მითითებულია ქვედა ცხრილში) და შეანჯღრიეთ ფხვნილის გახსნისთვის.

შეფუთვის ზომა

ინექციისთვის განკუთვნილი 09 %-იანი (9მგ.მლ) ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა

რეკონსტიტუციის რაოდენობა

საბოლოო კონცენტრაცია

200 მგ

5 მლ

5,26 მლ

38 მგ/მლ

  • 000 მგ

25 მლ

26,3 მლ

38 მგ/მლ

  • 500 მგ

37,5 მლ

39,5 მლ

38 მგ/მლ

ამ პრეპარატის შესაბამისი რაოდენობა შემდგომ შესაძლოა დამატებით განზავდეს 0,9 %-იან (9მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდთან.

პარენტერალური პრეპარატი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად გამოყენებამდე.

გამოუყენებელი ნარევის უტილიზაცია უნდა მოხდეს ზემოთ მითითებული წესით.

რეკომენდაციები ციტოტოქსიური მედიკამენტების უსაფრთხოდ გამოყენების თაობაზე

დაცული უნდა იქნას ციტოტოქსიური პრეპარატების უსაფრთხო მომზადებისა და დამუშავების პრინციპები. ორსულ სამედიცინო პერსონალს ეკრძალება ციტოსტატიურ მედიკამენტებთან მუშაობა. საინექციო ხსნარი უნდა მომზადდეს შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ. ეს უნდა ჩატარდეს განსაზღვრულ გარემოში, გამოყენებული უნდა იქნას ერთჯერადი, აბსორბირებადი საფარი.

აუცილებლად უნდა გამოიყენეთ შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი, დამცავი სათვალეები, ერთჯერადი ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი და წინსაფარი. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალის არეში, შემთხვევით დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიბანეთ თვალები წყლით.

შპრიცები და საინფუზიო სისტემის ნაწილები უნდა შეგროვდეს პრეპარატის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად (რეკომენდირებულია საინფუზიო სისტემის ჩამკეტის გამოყენება). რეკომენდირებულია დიდი დიამეტრის ნემსების გამოყენება, რათა შეამციროს წნევა და აეროზოლის წარმოქმნის შესაძლებლობა. საფრთხის შემცირება ასევე შეიძლება ჰაერის გამომყოფი ნემსის საშუალებითაც.

დამცავი ხელთათმანები აუცილებელია, რათა მოხდეს დაღვრილი ხსნარის მოშორება. ექსკრემენტებთან და პირნაღებ მასასთან გამოიჩინეთ სიფრთხილე.

უტილიზაცია:

პრეპარატის რეკონსტიტუციისთვის გამოყენებული მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით. გამოუყენებელი, მშრალი საგნების ან დაბინძურებული მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს მაღალი რისკის მქონე ნარჩენების სათავსოში. ბასრი საგნები (ნემსები, შპრიცები, ფლაკონები და ა.შ) უნდა მოთავსდეს შესაბამის კონტეინერში. ის პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მასალების შეგროვებასა და უტილიზაციაზე, უნდა იყოს ინფორმირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ. ნარჩენები უნდა დაიწვას. გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს უტილიზაციის ქვეყანაში განსაზღვრული წესების მიხედვით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა