გემციტაბინი აკორდი
Gemcitabine Accord
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის, სიმსივნურ უჯრედებს. გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, სიმსივნის ტიპის მიხედვით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გემციტაბინი (gemcitabine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ (200მგ/2მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023984
- რეგისტრირებულია
- 5 დეკემბერი 2017, მოქმედებს 5 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
გემციტაბინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის, სიმსივნურ უჯრედებს.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, სიმსივნის ტიპის მიხედვით.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციში;
პანკრეასის კიბო;
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში;
საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში;
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ჩვეულებრივი დოზა არის 1000-1250 მგ სხეულის ზედაპირის ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება პაციენტის სხეულის მასისა და სიმაღლის საშუალებით. მკურნალი ექიმი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით განსაზღვრავს საჭირო დოზას. დოზა შესაძლოა შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღების სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე. პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს გემციტაბინის კონცენტრატის განზავება ექიმის ან საავადმყოფოს ფარმაცევტის მიერ.
გემციტაბინის ინფუზია ხდება ინტრავენურად. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) გემციტაბინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექანთან კონსულტაცია გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღებამდე.
პირველ ინფუზიამდე აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა ან გადადოს მკურნალობა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ან სისხლის უჯრედების რაოდენობის მიხედვით.
პერიოდულად, საჭიროა სისხლის ანალიზების აღება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ:
პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადება;
პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ან უნდა ჩაუტარდეს სხივური თერაპია, რადგან გემციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს სხივური თერაპიის ადრეული ან გვიანი გვერდითი მოვლენები;
პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ვაქცინაცია, რადგან გემციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები;
პაციენტს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ცნობიერების დაბინდვასთან, გულყრებთან ან მხედველობის ცვლილებასთან ერთად. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან, რადგან ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, ე.წ. უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი;
პაციენტს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა ან თავს გრძნობს ძალიან სუსტად და არის ფერმკრთალი (ფილტვების პრობლემების ან თირკმლის უკმარისობის ნიშანი);
პაციენტი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს);
პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს);
პაციენტს აღენიშნება კაპილარების გაჟონვის სინდრომი (CLS), როცა სითხე წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ხელებისა და ტერფების შეშუპებას, წონის მომატებას, ჰიპოალბუმინემიას (სისხლში ცილის შემცირება), ძლიერ ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაქვეითება), თირკმლის მწვავე უკმარისობას და ფილტვების შეშუპებას (ფილტვებში სითხის არსებობა);
პაციენტს აქვს უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES), რომლის სიმპტომები მოიცავს ცნობიერების დაბინდვას, გულყრებს (კრუნჩხვებს), თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებას, ადგილობრივ ნევროლოგიურ სიმპტომებს (ჩხვლეტის შეგრძნება) და მაღალ არტერიულ წნევას.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, მისი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს, ვაქცინების ჩათვლით.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესაძლო რისკები.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს გემციტაბინი აკორდით 100 მგ/მლ მკურნალობის დროს.
რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
მამაკაცებისათვის არ არის რეკომენდებული ბავშვის ყოლა გემციტაბინი აკორდით 100 მგ/მლ მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა მოხდეს პაციენტთა ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გემციტაბინი აკორდმა 100 მგ/მლ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში. პრეპარატში შემავალმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ არ იწვევს ძილიანობას.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს 44% უწყლო ეთანოლს რაც შეესაბამება 9,9 გ-ს მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ), რაც 250 მლ ლუდის ან 100 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან ალკოჰოლიზმით;
გასათვალისწინებელია ორსულებისა და მეძუძური დედების, ბავშვებისა და მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენას მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე;'
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს 206 მგ (9.0 მმოლ) ნატრიუმს პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზაზე (2250 მგ).
მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობის შემცველ დიეტაზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნელივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი ხასიათის სისხლდენა, წითელი ან მოვარდისფრო შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ვითადება ძალიან ხშირად);
დაღლილობა, გულისწასვლის შეგრძნება, ქოშინის ადვილად განვითარება ან სიფერმკრთალე (ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონის გამო, რაც ვითარდება ძალიან ხშირად);
სუსტი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი)/ ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი), (ალერგიული რეაქციები);
სხეულის ტემპერატურა 38C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე დაბალია და ცხელება, ე.წ. ფებრილური ნეიტროპენია) (ხშირი);
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი) (ხშირი);
არარეგულარული გულისცემა (არითმია) (არახშირი);
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, თირკმლის მწვავე უკმარისობა (ზომიერი ან მძიმე ანურიით) და ინფექციის სიმპტომები (ე.წ. ჰემოლიზური ურემიული სინდრომი). ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (არახშირი);
სუნთქვის გაძნელება (სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ძალიან ხშირად აღინიშნება გემციტაბინის ინფუზიის შემდეგ და იგი შექცევადი ხასიათისაა, თუმცა არც ისე ხშირად ან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების მძიმე პრობლემები)
ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი/ალერგიული რეაქციები ძლიერი გამონაყარით, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე, ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, ლოყების, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ხორხის შეშუპება (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ხმაურიანი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი);
ზოგადი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მომატება, შეიძლება იყოს წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის სიმპტომები (კაპილარული გაჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებასთან, ცნობიერების დაბინდვასთან ან კრუნჩხვებთან ერთად (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
კანზე ძლიერი გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღებასთან, შეიძლება იყოს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
სუნთქვის გაძნელება;'
ღებინება;
გულისრევა;'
თმის ცვენა;
ღვიძლის დაავადებები: ვლინდება სისხლის ანალიზით;
სისხლიანი შარდი;
ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში;'
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მოიცავს ცხელებას;
შეშუპება (კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
ანორექსია (უმადობა);
თავის ტკივილი;
უძილობა;
ძილიანობა;
ხველა;
გამონადენი ცხვირიდან;
ყაბზობა;
ფაღარათი;
ქავილი;
ოფლიანობა;
კუნთების ტკივილი;
წელის ტკივილი;
ცხელება;
სისუსტე;
შემცივნება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვების ალვეოლების სკლეროზი);
სასუნთქი გზების სპაზმი (ხმაურიანი სუნთქვა);
პათოლოგიური ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე (ფილტვების ფიბროზი);
გულის უკმარისობა;
ინსულტი;
ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა;
თირკმლის უკმარისობა;
იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
დაბალი არტერიული წნევა;
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა;
ინექციის ადგილის რეაქციები;
ხელის ან ფეხის თითების განგრენა;
სითხე ფილტვებში;
მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი (ფილტვის მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას);
კანის გაღიზიანების რეაქცია (მზისგან მიღებული მძიმე ხარისხის დამწვრობის მსგავსი წითელი გამონაყარი), რომელიც ვლინდება კანის იმ უბანზე, სადაც ჩატარდა სხივური თერაპია;
რადიაციული ტოქსიურობა: სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ალვეოლების დაზიანება;
სისხლძარღვთა ანთება (პერიფერიული ვასკულიტი);
კანის აქერცვლა და კანზე ბუშტუკების განვითარება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მომარაგების დაქვეითებით).
სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით.
მოსალოდნელია ნებისმიერი სიმპტომის და/ან მდგომარეობის განვითარება. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
შრობაროვა 48
100 41 პრაღა 10
ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/request-receiving-results" www.sukl.cz/request-receiving-results
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გახსნის შემდეგ, განზავებამდე:
თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და გამოიყენება გახსნისთანავე. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელობა ეკისრება პაციენტს.
განზავების შემდეგ:
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 60 დღის განმავლობაში 25C და 2-8C-ზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატის მომზადებისა და შეყვანის პროცედურებს ახორციელებს მედპერსონალი. პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა გემციტაბინი. 1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით). თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1000 მგ, 1500 მგ ან 2000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 300, პროპილენის გლიკოლი, უწყლო ეთანოლი ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის) და ჰიდროქლორმჟავა 35% (pH-ის კორექციისათვის).
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ფორმა და შეფუთვა
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი. გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ მოთავსებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, თავსახური - რეზინის ჰერმეტული საცობი ალუმინის შემამჭიდროებელი “flip-off” რგოლით.
შეფუთვა:
1 X 2 მლ ფლაკონი
1 X 10 მლ ფლაკონი
1 X 15 მლ ფლაკონი
1 X 20 მლ ფლაკონი
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited,
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow
HA1 4HF, UK
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,
სეიჯ ჰაუს, 319 ფინა როუდ,
ჩრდილოეთ ჰეროუ, HA1 4HF,
გაერთიანებული სამეფო
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ ქვეყნებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
წევრი ქვეყნები
მედიკამენტის სახელწოდება
ჰოლანდია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentraat voor Oplossing voor Infusie
ავსტრია
Gemcitabin Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბელგია
Gemcitabine Accord Healthcare 100 mg/ml Solution à Diluer pour Perfusion / concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბულგარეთი
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
კვიპროსი
Gemcitabine Accord 100 mg Concentrate for Solution for Infusion
გერმანია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
დანია
Gemcitabin Accord
ესტონეთი
Gemcitabine Accord 1 mg/ml
საბერძნეთი
GEMCITABINE / ACCORD
ესპანეთი
Gemcitabina Accord 100 mg/ml concentrado para solución para perfusión
ფინეთი
Gemcitabine Accord 100 mg/ml Infuusiokonsentraatti, Liuosta Varten
უნგრეთი

ირლანდია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for
Infusion
იტალია
GEMCITABINA ACCORD
ლატვია
Gemcitabine Accord 100 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai
ლიტვა
Gemcitabine Accord 100 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui
მალტა

ნორვეგია
Gemcitabine Accord
პოლონეთი
Gemcitabinum Accord
პორტუგალია
Gemcitabine Accord
სლოვაკეთის რესპუბლიკა

რუმინეთი
Gemcitabina 100 m /ml concentrat pentru soluţie perfuzabilă
შვედეთი
Gemcitabine Accord
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 3/2015.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებისათვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისა და განადგურებისათვის
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა განზავდეს გამოყენებამდე. გემციტაბინის კონცენტრაცია პრეპარატში - გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად - განსხვავდება სხვა მედიკამენტებისგან, რომლებიც შეიცავენ გემციტაბინს.
ყურადღება უნდა მიექცეს კონცენტრაციას (100 მგ/მლ), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დოზის გადაჭარბება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე უნდა განზავდეს.
გემციტაბინის ინტრავენური ინფუზია უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში.
გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი გემციტაბინის კონცენტრაციით 100 მგ/მლ. პაციენტისათვის საჭირო გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მთლიანად უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%-იან) სტერილურ საინექციო ხსნარში. შემდგომი განზავება იგივე გამხსნელით შესაძლებელია საბოლოო კონცენტრაციამდე 0.1 - 9 მგ/მლ. განზავებული ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი.
გემციტაბინი კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავებული ხსნარის შენახვამ პოლივინილქლორიდის (PVC) საინფუზიო პაკეტში შეიძლება გამოიწვიოს DEHP (დი-(2-ეთილექსილ)ფტალატის) გაჟონვა. ამიტომ განზავებული ხსნარის მომზადება, შენახვა და შეყვანა უნდა მოხდეს კონტეინერით, რომელიც არ შეიცავს PVC-ს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
გახსნის შემდეგ, განზავებამდე:
ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და გამოიყენება დაუყოვნებლივ, გახსნისთანავე. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელი არის პაციენტი.

საინფუზიო ხსნარის მომზადება
გემციტაბინი აკორდი 100მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს კონცენტრატის 1 მლ-ში.
კონცენტრატი უნდა განზავდეს გამოყენების წინ.
თუ ფლაკონები ინახება მაცივარში, გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კოლოფების საჭირო რაოდენობა გამოყენებამდე უნდა მოთავსდეს 25C ტემპერატურამდე 5 წუთის განმავლობაში. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთზე მეტი ფლაკონი;
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სათანადო რაოდენობა უნდა იქნას ამოღებული დანაყოფებიან შპრიცში ასეპტიკის წესების დაცვით.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა შეყვანილ უნდა იქნას საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 9 მგ/მლ (0,9%-იან) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარს.
საინფუზიო პაკეტი ხელით უნდა შეინჯღრეს. შემდგომი განზავება შესაძლებელია იგივე გამხსნელით საბოლოო კონცენტრაციამდე 0.1 - 9 მგ/მლ. გემციტაბინის მაქსიმალური დოზა ~ 2.25 გ, კონცენტრაცია 4.5 მგ/მლ (მიიღწევა 500 მლ ხსნარში განზავებით) და 9 მგ/მლ (მიიღწევა 250 მლ ხსნარში განზავებით) შეესაბამება, დაახლოებით, 1000 მოსმოლ/კგ - 1700 მოსმოლ/კგ.
სხვა პარენტერალური პრეპარატების მსგავსად, გემციტაბინის საინფუზიო ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, მისი ინფუზია დაუშვებელია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გემციტაბინი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ გამოყენებამდე
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ და მისი გამოყენება
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ მიეკუთვნება "ციტოტოქსიური" პრეპარატების ჯგუფს. აღნიშნული პრეპარატები ანადგურებენ გაყოფად უჯრედებს, მათ შორის, სიმსივნურ უჯრედებს.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, სიმსივნის ტიპის მიხედვით.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციში;
პანკრეასის კიბო;
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში;
საკვერცხის კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში;
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღებამდე
დაუშვებელია გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) გემციტაბინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექანთან კონსულტაცია გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღებამდე.
პირველ ინფუზიამდე აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა ან გადადოს მკურნალობა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ან სისხლის უჯრედების რაოდენობის მიხედვით.
პერიოდულად, საჭიროა სისხლის ანალიზების აღება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ:
პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის, გულის, სისხლძარღვთა ან თირკმლის დაავადება;
პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ან უნდა ჩაუტარდეს სხივური თერაპია, რადგან გემციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს სხივური თერაპიის ადრეული ან გვიანი გვერდითი მოვლენები;
პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ვაქცინაცია, რადგან გემციტაბინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები;
პაციენტს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში განუვითარდა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი ცნობიერების დაბინდვასთან, გულყრებთან ან მხედველობის ცვლილებასთან ერთად. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან, რადგან ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, ე.წ. უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი;
პაციენტს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა ან თავს გრძნობს ძალიან სუსტად და არის ფერმკრთალი (ფილტვების პრობლემების ან თირკმლის უკმარისობის ნიშანი);
პაციენტი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს);
პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (სპირტს);
პაციენტს აღენიშნება კაპილარების გაჟონვის სინდრომი (CLS), როცა სითხე წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ხელებისა და ტერფების შეშუპებას, წონის მომატებას, ჰიპოალბუმინემიას (სისხლში ცილის შემცირება), ძლიერ ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაქვეითება), თირკმლის მწვავე უკმარისობას და ფილტვების შეშუპებას (ფილტვებში სითხის არსებობა);
პაციენტს აქვს უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES), რომლის სიმპტომები მოიცავს ცნობიერების დაბინდვას, გულყრებს (კრუნჩხვებს), თავის ტკივილს, მხედველობის ცვლილებას, ადგილობრივ ნევროლოგიურ სიმპტომებს (ჩხვლეტის შეგრძნება) და მაღალ არტერიულ წნევას.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, მისი გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
სხვა მედიკამენტები და გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს, ვაქცინების ჩათვლით.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს. მკურნალმა ექიმმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ფეხმძიმობის დროს გამოყენების შესაძლო რისკები.
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს გემციტაბინი აკორდით 100 მგ/მლ მკურნალობის დროს.
რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა
მამაკაცებისათვის არ არის რეკომენდებული ბავშვის ყოლა გემციტაბინი აკორდით 100 მგ/მლ მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ პაციენტს სურს იყოლიოს ბავშვი მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა მოხდეს პაციენტთა ინფორმირება მკურნალობის დაწყებამდე სპერმის შენახვის შესაძლებლობის შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
გემციტაბინი აკორდმა 100 მგ/მლ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, განსაკუთრებით ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში. პრეპარატში შემავალმა ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ დარწმუნდება, რომ გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ არ იწვევს ძილიანობას.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს 44% უწყლო ეთანოლს რაც შეესაბამება 9,9 გ-ს მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ), რაც 250 მლ ლუდის ან 100 მლ ღვინის ექვივალენტურია.
საზიანოა პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან ალკოჰოლიზმით;
გასათვალისწინებელია ორსულებისა და მეძუძური დედების, ბავშვებისა და მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის, როგორიცაა ღვიძლის დავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენას მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე;'
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს 206 მგ (9.0 მმოლ) ნატრიუმს პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზაზე (2250 მგ).
მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობის შემცველ დიეტაზე.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღების წესი
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ჩვეულებრივი დოზა არის 1000-1250 მგ სხეულის ზედაპირის ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე. სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება პაციენტის სხეულის მასისა და სიმაღლის საშუალებით. მკურნალი ექიმი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით განსაზღვრავს საჭირო დოზას. დოზა შესაძლოა შეიცვალოს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ან პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღების სიხშირე დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე. პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს გემციტაბინის კონცენტრატის განზავება ექიმის ან საავადმყოფოს ფარმაცევტის მიერ.
გემციტაბინის ინფუზია ხდება ინტრავენურად. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან დაუყოვნელივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი ხასიათის სისხლდენა, წითელი ან მოვარდისფრო შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ვითადება ძალიან ხშირად);
დაღლილობა, გულისწასვლის შეგრძნება, ქოშინის ადვილად განვითარება ან სიფერმკრთალე (ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონის გამო, რაც ვითარდება ძალიან ხშირად);
სუსტი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი)/ ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი), (ალერგიული რეაქციები);
სხეულის ტემპერატურა 38C ან უფრო მაღალი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე დაბალია და ცხელება, ე.წ. ფებრილური ნეიტროპენია) (ხშირი);
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი) (ხშირი);
არარეგულარული გულისცემა (არითმია) (არახშირი);
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე, თირკმლის მწვავე უკმარისობა (ზომიერი ან მძიმე ანურიით) და ინფექციის სიმპტომები (ე.წ. ჰემოლიზური ურემიული სინდრომი). ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი (არახშირი);
სუნთქვის გაძნელება (სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ძალიან ხშირად აღინიშნება გემციტაბინის ინფუზიის შემდეგ და იგი შექცევადი ხასიათისაა, თუმცა არც ისე ხშირად ან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების მძიმე პრობლემები)
ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი) (იშვიათი);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი/ალერგიული რეაქციები ძლიერი გამონაყარით, რომელსაც თან ახლავს კანის სიწითლე, ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, ლოყების, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ან ხორხის შეშუპება (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები), ხმაურიანი სუნთქვა, გულისცემის აჩქარება და გულისწასვლის შეგრძნება (ანაფილაქსიური რეაქცია) (ძალიან იშვიათი);
ზოგადი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან წონაში მომატება, შეიძლება იყოს წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გაჟონვის სიმპტომები (კაპილარული გაჟონვის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებასთან, ცნობიერების დაბინდვასთან ან კრუნჩხვებთან ერთად (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი) (ძალიან იშვიათი);
კანზე ძლიერი გამონაყარი ქავილთან ერთად, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) (ძალიან იშვიათი).
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ მიღებასთან, შეიძლება იყოს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
სუნთქვის გაძნელება;'
ღებინება;
გულისრევა;'
თმის ცვენა;
ღვიძლის დაავადებები: ვლინდება სისხლის ანალიზით;
სისხლიანი შარდი;
ცვლილებები შარდის ანალიზში: ცილა შარდში;'
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მოიცავს ცხელებას;
შეშუპება (კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება).
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-მდე პაციენტში)
ანორექსია (უმადობა);
თავის ტკივილი;
უძილობა;
ძილიანობა;
ხველა;
გამონადენი ცხვირიდან;
ყაბზობა;
ფაღარათი;
ქავილი;
ოფლიანობა;
კუნთების ტკივილი;
წელის ტკივილი;
ცხელება;
სისუსტე;
შემცივნება.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე პაციენტში)
ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვების ალვეოლების სკლეროზი);
სასუნთქი გზების სპაზმი (ხმაურიანი სუნთქვა);
პათოლოგიური ცვლილებები გულმკერდის რენტგენოგრამაზე (ფილტვების ფიბროზი);
გულის უკმარისობა;
ინსულტი;
ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის, ღვიძლის უკმარისობა;
თირკმლის უკმარისობა;
იშვიათი: (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)
დაბალი არტერიული წნევა;
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა;
ინექციის ადგილის რეაქციები;
ხელის ან ფეხის თითების განგრენა;
სითხე ფილტვებში;
მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი (ფილტვის მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას);
კანის გაღიზიანების რეაქცია (მზისგან მიღებული მძიმე ხარისხის დამწვრობის მსგავსი წითელი გამონაყარი), რომელიც ვლინდება კანის იმ უბანზე, სადაც ჩატარდა სხივური თერაპია;
რადიაციული ტოქსიურობა: სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ალვეოლების დაზიანება;
სისხლძარღვთა ანთება (პერიფერიული ვასკულიტი);
კანის აქერცვლა და კანზე ბუშტუკების განვითარება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)
თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მომარაგების დაქვეითებით).
სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება დგინდება სისხლის ანალიზის საშუალებით.
მოსალოდნელია ნებისმიერი სიმპტომის და/ან მდგომარეობის განვითარება. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ანოტაციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი
შრობაროვა 48
100 41 პრაღა 10
ვებ-გვერდი: HYPERLINK "http://www.sukl.cz/request-receiving-results" www.sukl.cz/request-receiving-results
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
გახსნის შემდეგ, განზავებამდე:
თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და გამოიყენება გახსნისთანავე. თუ არ მოხდება დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელობა ეკისრება პაციენტს.
განზავების შემდეგ:
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 60 დღის განმავლობაში 25C და 2-8C-ზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატის მომზადებისა და შეყვანის პროცედურებს ახორციელებს მედპერსონალი. პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაა გემციტაბინი. 1 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით). თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ, 1000 მგ, 1500 მგ ან 2000 მგ გემციტაბინს (გემციტაბინის ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 300, პროპილენის გლიკოლი, უწყლო ეთანოლი ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის) და ჰიდროქლორმჟავა 35% (pH-ის კორექციისათვის).
გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ ფორმა და შეფუთვა
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი. გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ მოთავსებულია გამჭვირვალე მინის ფლაკონში, თავსახური - რეზინის ჰერმეტული საცობი ალუმინის შემამჭიდროებელი “flip-off” რგოლით.
შეფუთვა:
1 X 2 მლ ფლაკონი
1 X 10 მლ ფლაკონი
1 X 15 მლ ფლაკონი
1 X 20 მლ ფლაკონი
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Limited,
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow
HA1 4HF, UK
აკორდ ჰელსქეა ლიმითედ,
სეიჯ ჰაუს, 319 ფინა როუდ,
ჩრდილოეთ ჰეროუ, HA1 4HF,
გაერთიანებული სამეფო
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ ქვეყნებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:
წევრი ქვეყნები
მედიკამენტის სახელწოდება
ჰოლანდია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentraat voor Oplossing voor Infusie
ავსტრია
Gemcitabin Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბელგია
Gemcitabine Accord Healthcare 100 mg/ml Solution à Diluer pour Perfusion / concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბულგარეთი
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
კვიპროსი
Gemcitabine Accord 100 mg Concentrate for Solution for Infusion
გერმანია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
დანია
Gemcitabin Accord
ესტონეთი
Gemcitabine Accord 1 mg/ml
საბერძნეთი
GEMCITABINE / ACCORD
ესპანეთი
Gemcitabina Accord 100 mg/ml concentrado para solución para perfusión
ფინეთი
Gemcitabine Accord 100 mg/ml Infuusiokonsentraatti, Liuosta Varten
უნგრეთი
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for Infusion
ირლანდია
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for
Infusion
იტალია
GEMCITABINA ACCORD
ლატვია
Gemcitabine Accord 100 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai
ლიტვა
Gemcitabine Accord 100 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui
მალტა
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for
Infusion
ნორვეგია
Gemcitabine Accord
პოლონეთი
Gemcitabinum Accord
პორტუგალია
Gemcitabine Accord
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Gemcitabine Accord 100 mg/ml Concentrate for Solution for
Infusion
რუმინეთი
Gemcitabina 100 m /ml concentrat pentru soluţie perfuzabilă
შვედეთი
Gemcitabine Accord
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 3/2015.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისათვის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებისათვის
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისა და განადგურებისათვის
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა განზავდეს გამოყენებამდე. გემციტაბინის კონცენტრაცია პრეპარატში - გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად - განსხვავდება სხვა მედიკამენტებისგან, რომლებიც შეიცავენ გემციტაბინს.
ყურადღება უნდა მიექცეს კონცენტრაციას (100 მგ/მლ), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დოზის გადაჭარბება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე უნდა განზავდეს.
გემციტაბინის ინტრავენური ინფუზია უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში.
გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი გემციტაბინის კონცენტრაციით 100 მგ/მლ. პაციენტისათვის საჭირო გემციტაბინის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მთლიანად უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%-იან) სტერილურ საინექციო ხსნარში. შემდგომი განზავება იგივე გამხსნელით შესაძლებელია საბოლოო კონცენტრაციამდე 0.1 - 9 მგ/მლ. განზავებული ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან სუსტი ყვითელი ფერის ხსნარი.
გემციტაბინი კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავებული ხსნარის შენახვამ პოლივინილქლორიდის (PVC) საინფუზიო პაკეტში შეიძლება გამოიწვიოს DEHP (დი-(2-ეთილექსილ)ფტალატის) გაჟონვა. ამიტომ განზავებული ხსნარის მომზადება, შენახვა და შეყვანა უნდა მოხდეს კონტეინერით, რომელიც არ შეიცავს PVC-ს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს
გახსნის შემდეგ, განზავებამდე:
ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და გამოიყენება დაუყოვნებლივ, გახსნისთანავე. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის პირობებსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელი არის პაციენტი.
განზავების შემდეგ:
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში განზავების შემდეგ ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 60 დღის განმავლობაში 25C და 2-8C-ზე შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი, შენახვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს 2-8C ტემპერატურაზე შენახვისას, თუ მისი განზავება მოხდება კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
გემციტაბინი აკორდი 100მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 100 მგ გემციტაბინს კონცენტრატის 1 მლ-ში.
კონცენტრატი უნდა განზავდეს გამოყენების წინ.
თუ ფლაკონები ინახება მაცივარში, გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კოლოფების საჭირო რაოდენობა გამოყენებამდე უნდა მოთავსდეს 25C ტემპერატურამდე 5 წუთის განმავლობაში. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გემციტაბინი აკორდის 100 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთზე მეტი ფლაკონი;
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად სათანადო რაოდენობა უნდა იქნას ამოღებული დანაყოფებიან შპრიცში ასეპტიკის წესების დაცვით.
გემციტაბინი აკორდი 100 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა შეყვანილ უნდა იქნას საინფუზიო პაკეტში, რომელიც შეიცავს 9 მგ/მლ (0,9%-იან) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარს.
საინფუზიო პაკეტი ხელით უნდა შეინჯღრეს. შემდგომი განზავება შესაძლებელია იგივე გამხსნელით საბოლოო კონცენტრაციამდე 0.1 - 9 მგ/მლ. გემციტაბინის მაქსიმალური დოზა ~ 2.25 გ, კონცენტრაცია 4.5 მგ/მლ (მიიღწევა 500 მლ ხსნარში განზავებით) და 9 მგ/მლ (მიიღწევა 250 მლ ხსნარში განზავებით) შეესაბამება, დაახლოებით, 1000 მოსმოლ/კგ - 1700 მოსმოლ/კგ.
სხვა პარენტერალური პრეპარატების მსგავსად, გემციტაბინის საინფუზიო ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე. მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, მისი ინფუზია დაუშვებელია.
სიფრთხილის ზომები ხსნარის მომზადებისა და გამოყენების დროს
ციტოტოქსიური საშუალებებისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია ხსნარის მომზადებისა და განადგურების პროცედურების შესრულებისას. საინფუზიო ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს უსაფრთხო ყუთში, დამცავი ტანისამოსითა და ხელთათმანებით. თუ უსაფრთხოების კამერები არ არის ხელმისაწვდომი, დამცავი ნიღაბი და დამცავი სათვალეები უნდა იქნას გამოყენებული.
პრეპარატი თვალში მოხვედრისას იწვევს მის გაღიზიანებას. საჭიროა თვალების ჩამობანა დაუყოვნებლივ, წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება არ გადის, კონსულტაციისთვის საჭიროა ექიმთან მიმართვა. ხსნარის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, იგი გულდასმით უნდა იქნეს ჩამობანილი წყლის დიდი რაოდენობით.
განადგურება
გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.