აქვიტაბინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთა დასახელებაა “ციტოსტატიკები”. აღნიშნული პრეპარატები აფერხებენ უჯრედების გაყოფას, სიმსივნური უჯრედების ჩათვლით. აქვიტაბინი ინიშნება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გემციტაბინი (gemcitabine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ფხვნილი 38მგ/მლ ი/ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- VIANEX S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046556
- რეგისტრირებულია
- 27 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქვიტაბინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქვიტაბინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთა დასახელებაა “ციტოსტატიკები”. აღნიშნული პრეპარატები აფერხებენ უჯრედების გაყოფას, სიმსივნური უჯრედების ჩათვლით.
აქვიტაბინი ინიშნება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით.
აქვიტაბინი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების მკურნალობისას:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში ცისპლატინთან.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო.
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში.
საკვერცხეების კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში.
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
აქვიტაბინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000-1250 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი გამოიყენებს გამოთვლილ სხეულის ზედაპირის ფართობს თქვენთვის საჭირო დოზის შესარჩევად. ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის ანალიზის მაჩვენებლების და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
აქვიტაბინის ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენება მკურნალობა.
კლინიკური ფარმაცევტი ან ექიმი განაზავებს აქვიტაბინის ფხვნილს შეყვანის წინ.
თქვენ ყოველთვის მიიღებთ აქვიტაბინს ერთერთ ვენაში ინფუზიის მეშვეობით. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წთ.
თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ გემციტაბინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მოყვანილია მე-6 ნაწილში).
ძუძუთი კვების დროს.
სიფრთხილის ზომები
პირველ ინფუზიამდე თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეამოწმონ, რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი ღვიძლი და თირკმლები მოცემული პრეპარატის მიღებისთვის. ყოველი ინფუზიის წინ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შემოწმდეს რამდენად საკმარისია სისხლის უჯრედების რაოდენობა აქვიტაბინის მისაღებად. თქვენს ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის ცვლილების ან მკურნალობის გადადების შესახებ თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის ანალიზის მაჩვენებლები ძალიან დაბალია. პერიოდულად თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რომ შეაფასონ თქვენი თირკმლების და ღვიძლის ფუნქცია.
აქვიტაბინის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს:
თუ თქვენ გაქვთ ან ადრე გქონიათ ღვიძლის, გულის დაავადება, ვასკულური დაავადება ან თირკმლების პრობლემები, რადგან შესაძლოა თქვენ არ დაგრთონ ნება მიიღოთ აქვიტაბინი.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ან აპირებთ ჩაიტაროთ სხივური თერაპია, რადგან შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ან დაყოვნებული ტიპის სხივური რეაქცია აქვიტაბინთან.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გაგიკეთდათ აცრები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქვიტაბინის არასასურველი ეფექტები.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს თქვენ გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორც თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან ერთად, კრუნჩხვები (გულყრა) ან მხედველობის ცვლილებები, საჭიროა დაუყოვნებლივ დაურეკოთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი სახელწოდებით უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი.
თუ თქვენ გამოგივლინდათ სუნთქვის გაძნელება ან თქვენ გრძნობთ ძლიერ სისუსტეს და ხართ ძალიან ფერმკთალი, რადგან ყოველივე ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების ნიშანი.
თუ თქვენ გამოგივლინდათ გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მომატება, რადგან ეს შესაძლოა იყოს მცირე სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გადასვლის ნიშანი.
თუ გემციტაბინის გამოყენების შემდეგ ოდესმე განგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.
გემციტაბინით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.
ბავშვები და მოზარდები
აქვიტაბინი არ არის რეკომენდებული გამოიყენებისთვის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების უკმარისობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ვაქცინაციის და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
თქვენ არ უნდა მიიღოთ აქვიტაბინი ორსულობის დროს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ორსულობის დროს აქვიტაბინის მიღების პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება აქვიტაბინით მკურნალობის დროს.
ფერტილობა
მამაკაცებს ურჩევენ არ იყოლიონ შვილი აქვითაბინით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე. თუ თქვენ გსურთ იყოლიოთ შვილი მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თქვენ შეგიძლიათ ისურვოთ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის თაობაზე თერაპიის დაწყებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აქვიტაბინი იწვევს ძილიანობას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. არ მართოთ მანქანა ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ აქვიტაბინით მკურნალობა არ იწვევს ძილიანობას.
აქვიტაბინი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ფლაკონში, ანუ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტთან.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:
უკიდურესი დაღლილობა და სისუსტე, პურპურა ან კანზე სისხლდენის მცირე უბნები (სისხლჩაქცევები), თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდის მცირე გამოყოფა ან შარდის არ გამოყოფა) და ინფექციის ნიშნები. ეს შეიძლება იყოს თრომბოზული მიკროანგიოპათიის (წვრილ სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნა) და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.
წითელი, ქერცლიანი გავრცელებული გამონაყარი შეშუპებულ კანზე (მათ შორის კანის ნაკეცებსა, ტანისა და ზედა კიდურებზე) და ბუშტუკები, რასაც თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი [AGEP]) (სიხშირე უცნობია).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს შესახებ:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდება კანის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი ან ცხელება
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის ადვილად გაძნელება ან სიფერმკრთალე (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურ მაჩვენებელზე ნაკლები ჰემოგლობინი, რაც ძალიან ხშირია)
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ წყდება, მოწითალო ან ვარდისფერი შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები თრომბოციტები, რაც ძალიან ხშირია)
სუნთქვის გაძნელება (აქვიტაბინის ინფუზიის შემდეგ ხშირად აღინიშნება მსუბუქი სუნთქვის გაძნელება, რომელიც მალევე გაივლის)
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
ტემპერატურა 380C ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედები, რომელსაც თან ახლავს ცხელება, ასევე ცნობილია, როგორც ფებრილური ნეიტროპენია)
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი)
ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდება ქავილი
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეთ 100-დან 1-მდე ადამიანს
არარეგულარული გულისცემა (არითმია)
იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს
სუნთქვის გაძნელება (ფილტვების უფრო მძიმე პრობლემები)
ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს
მძიმე ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქცია კანზე ძლიერი გამონაყარით, მათ შორის კანის სიწითლე და ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), ხიხინი, გულისცემის აჩქარება და შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ (ანაფილაქსიური რეაქცია)
გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მატება, რადგან შეიძლება გქონდეთ სითხის გაჟონვა წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილში (კაპილარული ჟონვის სინდრომი).
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებებით, დაბნეულობით, კრუნჩხვებით ან გულყრით (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი)
ძლიერი გამონაყარი ქავილით, ბუშტუკების გაჩენით ან კანის აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
აქვიტაბინის სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
სუნთქვის გაძნელება
ღებინება
გულისრევა
თმის ცვენა
ღვიძლის პრობლემები: ვლინდება სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით
სისხლი შარდში
შარდის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები: ცილა შარდში
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება
კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება (ედემა)

მადის დაქვეითება (ანორექსია)
თავის ტკივილი
უძილობა
ძილიანობა
ხველა
სურდო
ყაბზობა
დიარეა
ქავილი
ოფლიანობა
კუნთების ტკივილი
ზურგის ტკივილი
ცხელება
სისუსტე
შემცივნება
ინფექციები
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს
ფილტვების საჰაერო პარკების ნაწიბურების გაჩენა (ინტერსტიციული პნევმონიტი)
ხიხინი (სასუნთქი გზების სპაზმი)
ფილტვების ნაწიბურების გაჩენა (გულმკერდის პათოლოგიური რენტგენოგრაფია/სკანირება)
გულის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის სერიოზული დაზიანება, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა
ინსულტი

დაბალი არტერიული წნევა
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა
კანის განშრევება ან კანის ბუშტუკების ძლიერი წარმოქმნა
ინექციის ადგილას რეაქციები
ფილტვების მძიმე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას (მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი)
მზის ძლიერი დამწვრობის მსგავსი კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს კანზე, რომელიც ადრე იყო დასხივებული სხივური თერაპიის შედეგად (სხივური თერაპიის შეხსენება)
სითხე ფილტვებში
ფილტვების საჰაერო პარკების ნაწიბურების წარმოქმნა, რომელიც დაკავშირებულია სხივურ თერაპიასთან (რადიაციული ტოქსიკურობა)
ხელის და ფეხის თითების განგრენა
სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი)

თრომბოციტების რაოდენობის მომატება
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მიწოდების შემცირებით (იშემიური კოლიტი)
ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა გამოვლინდება სისხლის ანალიზით
თრომბების წარმოქმნა წვრილ სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სეფსისი: როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწყებენ ორგანოების დაზიანებას
კანის სიწითლე შეშუპებით (ფსევდოცელულიტი)
მდგომარეობა, როდესაც ეოზინოფილები, უჯრედების ტიპი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში, გროვდება ფილტვებში (ფილტვისმიერი ეოზინოფილია)
შესაძლოა, თქვენ გქონდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენისთანავე, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს გემციტაბინი.
აღდგენილი ხსნარის ერთი მლ შეიცავს 38 მგ გემციტაბინს.
აქვიტაბინის თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ ან 1000 მგ გემციტაბინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია მანიტოლი (Ph. Eur.), ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
როგორ გამოიყურება აქვიტაბინი და შეფუთვის შიგთავსი
აქვიტაბინი არის თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილის რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით პოლიპროპილენის თავსახურთან ერთად. ეს თავსახური ყვითელია 200 მგ შეფუთვისთვის და წითელი - 1000 მგ შეფუთვისთვის.
შეფუთვის ზომები:
1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 200 მგ გემციტაბინს.
1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 1000 მგ გემციტაბინს.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე ‘EXP’-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.
შენახვა აღდგენის შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას დადასტურებულია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 25°C ტემპერატურაზე, თუ აღდგენა/განზავება განხორციელდა კონტროლირებად და დამოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
აღდგენილი გემციტაბინის ხსნარები არ უნდა შეინახოთ მაცივარში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.
მომზადებული ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ჩანს ნაწილაკები.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-დანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
აქვიტაბინი
38 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
გემციტაბინი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-დანართში
რა არის აქვიტაბინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ აქვიტაბინის გამოყენების დაწყებამდე
როგორ გამოიყენება აქვიტაბინი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება აქვიტაბინი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის აქვიტაბინი და რისთვის გამოიყენება
აქვიტაბინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთა დასახელებაა “ციტოსტატიკები”. აღნიშნული პრეპარატები აფერხებენ უჯრედების გაყოფას, სიმსივნური უჯრედების ჩათვლით.
აქვიტაბინი ინიშნება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, კიბოს ტიპის მიხედვით.
აქვიტაბინი გამოიყენება კიბოს შემდეგი ტიპების მკურნალობისას:
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში ცისპლატინთან.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო.
ძუძუს კიბო, პაკლიტაქსელთან კომბინაციაში.
საკვერცხეების კიბო, კარბოპლატინთან კომბინაციაში.
შარდის ბუშტის კიბო, ცისპლატინთან კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეთ აქვიტაბინის გამოყენების დაწყებამდე
აქვიტაბინი არ გამოიყენება:
თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ გემციტაბინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მოყვანილია მე-6 ნაწილში).
ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პირველ ინფუზიამდე თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეამოწმონ, რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი ღვიძლი და თირკმლები მოცემული პრეპარატის მიღებისთვის. ყოველი ინფუზიის წინ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შემოწმდეს რამდენად საკმარისია სისხლის უჯრედების რაოდენობა აქვიტაბინის მისაღებად. თქვენს ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დოზის ცვლილების ან მკურნალობის გადადების შესახებ თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით ან თუ სისხლის ანალიზის მაჩვენებლები ძალიან დაბალია. პერიოდულად თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რომ შეაფასონ თქვენი თირკმლების და ღვიძლის ფუნქცია.
აქვიტაბინის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს:
თუ თქვენ გაქვთ ან ადრე გქონიათ ღვიძლის, გულის დაავადება, ვასკულური დაავადება ან თირკმლების პრობლემები, რადგან შესაძლოა თქვენ არ დაგრთონ ნება მიიღოთ აქვიტაბინი.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ან აპირებთ ჩაიტაროთ სხივური თერაპია, რადგან შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებელი ან დაყოვნებული ტიპის სხივური რეაქცია აქვიტაბინთან.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გაგიკეთდათ აცრები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აქვიტაბინის არასასურველი ეფექტები.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს თქვენ გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორც თავის ტკივილი გონების დაბინდვასთან ერთად, კრუნჩხვები (გულყრა) ან მხედველობის ცვლილებები, საჭიროა დაუყოვნებლივ დაურეკოთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი სახელწოდებით უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი.
თუ თქვენ გამოგივლინდათ სუნთქვის გაძნელება ან თქვენ გრძნობთ ძლიერ სისუსტეს და ხართ ძალიან ფერმკთალი, რადგან ყოველივე ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების ნიშანი.
თუ თქვენ გამოგივლინდათ გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მომატება, რადგან ეს შესაძლოა იყოს მცირე სისხლძარღვებიდან ქსოვილებში სითხის გადასვლის ნიშანი.
თუ გემციტაბინის გამოყენების შემდეგ ოდესმე განგივითარდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.
გემციტაბინით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.
ბავშვები და მოზარდები
აქვიტაბინი არ არის რეკომენდებული გამოიყენებისთვის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების უკმარისობის გამო.
სხვა პრეპარატები და აქვიტაბინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ბოლო დროს იღებდით/იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ვაქცინაციის და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.
თქვენ არ უნდა მიიღოთ აქვიტაბინი ორსულობის დროს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ორსულობის დროს აქვიტაბინის მიღების პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება
თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება აქვიტაბინით მკურნალობის დროს.
ფერტილობა
მამაკაცებს ურჩევენ არ იყოლიონ შვილი აქვითაბინით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე. თუ თქვენ გსურთ იყოლიოთ შვილი მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თქვენ შეგიძლიათ ისურვოთ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის თაობაზე თერაპიის დაწყებამდე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
აქვიტაბინი იწვევს ძილიანობას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. არ მართოთ მანქანა ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ დარწმუნდებით, რომ აქვიტაბინით მკურნალობა არ იწვევს ძილიანობას.
აქვიტაბინი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ფლაკონში, ანუ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
როგორ გამოიყენება აქვიტაბინი
აქვიტაბინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000-1250 მგ-ს სხეულის ზედაპირის ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. თქვენი ექიმი გამოიყენებს გამოთვლილ სხეულის ზედაპირის ფართობს თქვენთვის საჭირო დოზის შესარჩევად. ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს ან მკურნალობა გადაიდოს სისხლის ანალიზის მაჩვენებლების და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.
აქვიტაბინის ინფუზიის სიხშირე დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენება მკურნალობა.
კლინიკური ფარმაცევტი ან ექიმი განაზავებს აქვიტაბინის ფხვნილს შეყვანის წინ.
თქვენ ყოველთვის მიიღებთ აქვიტაბინს ერთერთ ვენაში ინფუზიის მეშვეობით. ინფუზია გრძელდება დაახლოებით 30 წთ.
თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტთან.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:
უკიდურესი დაღლილობა და სისუსტე, პურპურა ან კანზე სისხლდენის მცირე უბნები (სისხლჩაქცევები), თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდის მცირე გამოყოფა ან შარდის არ გამოყოფა) და ინფექციის ნიშნები. ეს შეიძლება იყოს თრომბოზული მიკროანგიოპათიის (წვრილ სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნა) და ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.
წითელი, ქერცლიანი გავრცელებული გამონაყარი შეშუპებულ კანზე (მათ შორის კანის ნაკეცებსა, ტანისა და ზედა კიდურებზე) და ბუშტუკები, რასაც თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი [AGEP]) (სიხშირე უცნობია).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს შესახებ:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდება კანის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გამონაყარი ან ცხელება
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის ადვილად გაძნელება ან სიფერმკრთალე (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურ მაჩვენებელზე ნაკლები ჰემოგლობინი, რაც ძალიან ხშირია)
სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ წყდება, მოწითალო ან ვარდისფერი შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები თრომბოციტები, რაც ძალიან ხშირია)
სუნთქვის გაძნელება (აქვიტაბინის ინფუზიის შემდეგ ხშირად აღინიშნება მსუბუქი სუნთქვის გაძნელება, რომელიც მალევე გაივლის)
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
ტემპერატურა 380C ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედები, რომელსაც თან ახლავს ცხელება, ასევე ცნობილია, როგორც ფებრილური ნეიტროპენია)
ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (სტომატიტი)
ალერგიული რეაქციები: თუ განვითარდება ქავილი
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეთ 100-დან 1-მდე ადამიანს
არარეგულარული გულისცემა (არითმია)
იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს
სუნთქვის გაძნელება (ფილტვების უფრო მძიმე პრობლემები)
ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს
მძიმე ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქცია კანზე ძლიერი გამონაყარით, მათ შორის კანის სიწითლე და ქავილი, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), ხიხინი, გულისცემის აჩქარება და შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ (ანაფილაქსიური რეაქცია)
გენერალიზებული შეშუპება, ქოშინი ან წონის მატება, რადგან შეიძლება გქონდეთ სითხის გაჟონვა წვრილი სისხლძარღვებიდან ქსოვილში (კაპილარული ჟონვის სინდრომი).
თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებებით, დაბნეულობით, კრუნჩხვებით ან გულყრით (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი)
ძლიერი გამონაყარი ქავილით, ბუშტუკების გაჩენით ან კანის აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
აქვიტაბინის სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
სუნთქვის გაძნელება
ღებინება
გულისრევა
თმის ცვენა
ღვიძლის პრობლემები: ვლინდება სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით
სისხლი შარდში
შარდის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები: ცილა შარდში
გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ცხელება
კოჭების, თითების, ტერფების, სახის შეშუპება (ედემა)
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს
მადის დაქვეითება (ანორექსია)
თავის ტკივილი
უძილობა
ძილიანობა
ხველა
სურდო
ყაბზობა
დიარეა
ქავილი
ოფლიანობა
კუნთების ტკივილი
ზურგის ტკივილი
ცხელება
სისუსტე
შემცივნება
ინფექციები
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს
ფილტვების საჰაერო პარკების ნაწიბურების გაჩენა (ინტერსტიციული პნევმონიტი)
ხიხინი (სასუნთქი გზების სპაზმი)
ფილტვების ნაწიბურების გაჩენა (გულმკერდის პათოლოგიური რენტგენოგრაფია/სკანირება)
გულის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის სერიოზული დაზიანება, მათ შორის ღვიძლის უკმარისობა
ინსულტი
იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს
დაბალი არტერიული წნევა
კანის აქერცვლა, წყლულების ან ბუშტუკების წარმოქმნა
კანის განშრევება ან კანის ბუშტუკების ძლიერი წარმოქმნა
ინექციის ადგილას რეაქციები
ფილტვების მძიმე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას (მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი)
მზის ძლიერი დამწვრობის მსგავსი კანზე გამონაყარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს კანზე, რომელიც ადრე იყო დასხივებული სხივური თერაპიის შედეგად (სხივური თერაპიის შეხსენება)
სითხე ფილტვებში
ფილტვების საჰაერო პარკების ნაწიბურების წარმოქმნა, რომელიც დაკავშირებულია სხივურ თერაპიასთან (რადიაციული ტოქსიკურობა)
ხელის და ფეხის თითების განგრენა
სისხლძარღვების ანთება (პერიფერიული ვასკულიტი)
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანს
თრომბოციტების რაოდენობის მომატება
მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული სისხლის მიწოდების შემცირებით (იშემიური კოლიტი)
ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია), სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა გამოვლინდება სისხლის ანალიზით
თრომბების წარმოქმნა წვრილ სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სეფსისი: როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები ცირკულირებენ სისხლში და იწყებენ ორგანოების დაზიანებას
კანის სიწითლე შეშუპებით (ფსევდოცელულიტი)
მდგომარეობა, როდესაც ეოზინოფილები, უჯრედების ტიპი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში, გროვდება ფილტვებში (ფილტვისმიერი ეოზინოფილია)
შესაძლოა, თქვენ გქონდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს გამოვლენისთანავე, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
როგორ ინახება აქვიტაბინი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე ‘EXP’-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.
შენახვა აღდგენის შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას დადასტურებულია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 25°C ტემპერატურაზე, თუ აღდგენა/განზავება განხორციელდა კონტროლირებად და დამოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
აღდგენილი გემციტაბინის ხსნარები არ უნდა შეინახოთ მაცივარში, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.
მომზადებული ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ჩანს ნაწილაკები.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აქვიტაბინი
აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს გემციტაბინი.
აღდგენილი ხსნარის ერთი მლ შეიცავს 38 მგ გემციტაბინს.
აქვიტაბინის თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მგ ან 1000 მგ გემციტაბინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა კომპონენტებია მანიტოლი (Ph. Eur.), ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
როგორ გამოიყურება აქვიტაბინი და შეფუთვის შიგთავსი
აქვიტაბინი არის თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილის რეზინის საცობით, ალუმინის ჩაჩით პოლიპროპილენის თავსახურთან ერთად. ეს თავსახური ყვითელია 200 მგ შეფუთვისთვის და წითელი - 1000 მგ შეფუთვისთვის.
შეფუთვის ზომები:
1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 200 მგ გემციტაბინს.
1 ფლაკონი, რომელიც შეიცავს 1000 მგ გემციტაბინს.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
VIANEX S.A. – PLANT C
16th km Marathonos Ave,
Pallini Attiki, 15351
საბერძნეთი
ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი
AqVida GmbH
Werkstr. 21
23942 Dassow
გერმანია
AqVida GmbH
Kaiser-Wilhelm-Str. 89
20355 Hamburg
გერმანია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს „ავერსი–რაციონალი“
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
ფურცელი-დანართის გადახედვის ბოლო თარიღია 2025 წლის თებერვალი.
- --------------------------------------------------------------------------------------------------
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
გამოყენებისათვის ინსტრუქცია
ციტოტოქსიკური პრეპარატი
მოხმარება
საინფუზიო ხსნარის მომზადებისას და გამოყენებისას საჭიროა ციტოსტატიკური საშუალებების მოხმარებისთვის სიფრთხილის სტანდარტული ზომების დაცვა.ციტოსტატიკური ხსნარების მომზადება უნდა განხორციელდეს გამოყენებული მედიკამენტების შესახებ ცოდნის მქონე კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, მათ შორის, მედიკამენტების დამმუშავებელი პერსონალის დაცვას.
საინფუზიო ხსნართან მუშაობა უნდა განხორციელდეს უსაფრთხო ბოქსში დამცავ ტანსაცმელსა და ხელთათმანებში. თუ არ არსებობს უსაფრთხო ბოქსი, აუცილებელია დამატებით ნიღაბისა და დამცავი სათვალეების გამოყენება.
ორსულმა პერსონალმა არ უნდა იმუშაოს ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან.
პრეპარატის თვალებში მოხვედრას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გაღიზიანება. თვალები დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად უნდა გამოირეცხოს. თუ გაღიზიანება არ გაივლის, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ხსნარის კანზე მოხვედრისას, გულდასმით ჩამოიბანეთ წყლით. ექსკრემენტებსა და ღებინებისას ამოღებულ მასებს სიფრთხილით უნდა მოეპყროთ.
განზავების ინსტრუქცია
გემციტაბინის სტერილური ფხვნილის აღდგენისთვის ერთადერთ დამტკიცებულ გამხსნელს წარმოადგენს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9 %) ხსნარი (კონსერვანტების გარეშე). ხსნადობის თავისებურებების გათვალისწინებით, გემციტაბინის მაქსიმალური კონცენტრაცია ხსნარის აღდგენისას უნდა იყოს 40 მგ/მლ. 40 მგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციით ხსნარის მომზადებამ შესაძლოა არასრული გახსნა გამოიწვიოს და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული.
დაიცავით ასეპტიკის წესები გემციტაბინის ხსნარის აღდგენის და ნებისმიერი შემდგომი განზავების დროს ინტრავენური ინფუზიის განსახორციელებლად.
გამოთვალეთ დოზა და აქვიტაბინის საჭირო ფლაკონების რაოდენობა.
აღსადგენად დაამატეთ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9 %) სტერილური ხსნარის კონსერვანტების გარეშე შესაბამისი მოცულობა. საბოლოო კონცენტრაცია შეადგენს 38 მგ/მლ, ლიოფილიზირებული ფხვნილის გამოდევნის მოცულობის გათვალისწინებით. კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე:
გამოშვების ფორმა
ნატრიუმის ქლორიდის
9 მგ/მლ (0.9 %) ხსნარის (კონსერვანტების გარეშე) დასამატებელი მოცულობა
მთლიანი მოცულობა აღდგენის შემდეგ
საბოლოო კონცენტრაცია
200 მგ
5 მლ
- 26 მლ
38 მგ/მლ
1000 მგ
25 მლ
- 3 მლ
38 მგ/მლ
შესაძლებელია შემდგომი განზავება ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9 %) სტერილური ხსნარით კონსერვანტების გარეშე. მიღებული ხსნარი წარმოადგენს გამჭირვალე ხსნარს და ფერით მერყეობს უფეროდან ღია ჩალისფერამდე.
პარენტერული სამკურნალო პრეპარატები გამოყენების წინ ვიზუალურად უნდა იქნას შემოწმებული პრეციპიტატების ან ფერის ცვლილების არსებობაზე. პრეციპიტატების არსებობისას არ გამოიყენოთ.
გემციტაბინის ხსნარები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
განადგურება
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალები უნდა იყოს განადგურებული ლოკალური მოთხოვნების მიხედვით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.