პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ბუდენა 0,5მგ/მლ

Budena 0,5mg/ml

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ბუდენა 0.5 მგ/მლ არის სტერილური სუსპენზია ნებულაიზერით (ინჰალაციის აპარატი) ინჰალაციისთვის, როდესაც ისუნთქავთ ყელის და პირის ღრუს მილით ან ნიღბის საშუალებით, მედიკამენტი თქვენს ფილტვებამდე აღწევს ჩასუნთქული ჰაერით. ბუდენა შეიცავს ბუდესონიდს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბუდესონიდი (budesonide)
ფორმა და შეფუთვა
0.5მგ/მლ 2მლ საინჰალაციო სუსპენზია ამპულა №20 ნებულაიზერისთვის
მწარმოებელი
Genetic S.p.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
R03BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044528
რეგისტრირებულია
18 დეკემბერი 2025, მოქმედებს 18 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ი ემ თი ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაბუდენა 0,5მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ბუდენა 0,5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბუდენა 0.5 მგ/მლ არის სტერილური სუსპენზია ნებულაიზერით (ინჰალაციის აპარატი) ინჰალაციისთვის, როდესაც ისუნთქავთ ყელის და პირის ღრუს მილით ან ნიღბის საშუალებით, მედიკამენტი თქვენს ფილტვებამდე აღწევს ჩასუნთქული ჰაერით.

ბუდენა შეიცავს ბუდესონიდს. ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტებს და რომელიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად.

ასთმა გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით. ბუდესონიდი ამცირებს და ხელს უშლის ამ ანთებას.

ბუდენა გამოიყენება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიის და ძალიან მძიმე ყიისქვეშა ლარინგიტის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ის ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.

  • რა უნდა ვიცოდეთ ბუდენას მიღებამდე.

მიღების წესი და დოზირება

ზედმიწევნით დაიცავით მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ისევ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ფორმა და მიღების გზა

ბუდესონიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისთვის. არ გამოიყენოთ ულტრაბგერითი ნებულაიზერები, რადგანაც ისინი ამ მედიკამენტისთვის არ არიან განკუთვნილი. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაარკვიოთ როგორ მუშაობს ნებულაიზერი. მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პუნქტში «როგორ მივიღოთ ბუდენა» და ზედმიწევნით დაიცვათ მითითებები.

დოზირება, მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა.

ბუდესონიდის დოზა ინდივიდუალური უნდა იყოს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას და დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ დოზას, ასთმის ან ყიისქვეშა ლარინგიტის სიმპტომების საკონტროლოდ. ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

თქვენი ექიმი გეტყვით ბუდესონიდით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ეს სერიოზულად გააუარესებს თქვენს მდგომარეობას. არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზა.

თუ ფიქრობთ, რომ ბუდესონიდის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ასთმა

რეკომენდებული საწყისი დოზა:

ბავშვები 6 თვის ასაკიდან: 0,25 – 1 მგ დღეში. ძალიან მძიმე შემთხვევებში, ან ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, შესაძლოა დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა (2 მგ-მდე დღეში, 2 ამპულის ექვივალენტური). მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექტირება. 1 მგ-მდე (1 ამპულა) დღიური დოზების მიღება შესაძლებელია ერთდროულად მიღებით. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ყველაზე დაბალი დოზა (0,25 მგ/დღეში), გამოყენებულ უნდა იქნას 1 მლ ბუდესონიდი 0,5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის.

მოზრდილები და ხანდაზმულები: 1-2 მგ დღეში (1-2 ამპულა დღეში). ძალიან მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 4 მგ-მდე (4 ამპულა). მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექტირება. 1 მგ-მდე (1 ამპულა) დღიური დოზების მიღება შესაძლებელია ერთდროულად მიღებით.

შემანარჩუნებელი დოზა: როდესაც თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდება, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის შემცირება ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ აღარ გქონდეთ სიმპტომები.

ბუდესონიდმა შესაძლოა შეამსუბუქოს სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა სრული ეფექტის მისაღწევად 2-4 კვირაა საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ბუდესონიდის მიღება, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბუდესონიდი ინიშნება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, თუმცა, ის არ ხსნის ასთმის მწვავე შეტევებს მისი დაწყებისთანავე.

ყიისქვეშა ლარინგიტი

ჩვილები და ბავშვები: 2 მგ დღეში (2 ამპულის ექვივალენტი). მათი მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზით ან ორი 1 მგ დოზით 30 წუთის ინტერვალით. მედიკამენტის მიღება შეიძლება განმეორდეს 12 საათში ერთხელ მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან მანამ სანამ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდა.

როგორ გამოვიყენოთ ბუდენა 0.5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის

  • ამოიღეთ ერთი ამპულა ზოლიდან, დანარჩენი დატოვეთ პაკეტში (იხ. დიაგრამა 1).
  • ნაზად შეანჯღრიეთ ამპულა.
  • გახსენით ამპულის ზედა ნაწილის მოძრაობით (იხ. დიაგრამა 2).
  • მყარად მოათავსეთ ღია ბოლო ნებულაიზერის რეზერვუარში და ფრთხილად დააწექით. გამოცვალეთ ნებულაიზერის რეზერვუარის ბოლო.

ფრთხილად ამოიღეთ ცარიელი ამპულა.

  • შეუერთეთ რეზერვუარის ერთი ბოლო პირის ღრუს მილს ან ნიღაბს, ხოლო მეორე ბოლო ჰაერის ტუმბოს.
  • ფრთხილად შეანჯღრიეთ რეზერვუარი კიდევ ერთხელ და დაიწყეთ ორთქლის შესუნთქვა. ნებულაიზაციის დროს სუსპენზიის ორთქლი ისუნთქეთ ღრმა და ნელი გზით.
  • როდესაც პირის ღრუს მილიდან ან ნიღაბიდან ორთქლი აღარ გამოვა, მედიკამენტის მიღება დასრულებულია.
  • დასრულების შემდეგ პირი წყლით გამოირეცხეთ (წყალი არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. თუ ნიღაბი გამოიყენეთ კარგად დაიბანეთ სახე. მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგანაც ამცირებს მედიკამენტთან დაკავშირებული ზოგიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენის რისკს.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გარეცხოთ ნებულაიზერი. გარეცხეთ ნებულაიზერის რეზერვუარი და პირის ღრუს მილი ან ნიღაბი თბილ წყალში რბილი სარეცხი საშუალებით, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად. ნებულაიზერი კარგად უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალებული რეზერვუარის კომპრესორთან ან ჰაერის გასასვლელთან შეერთებისას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაიცვათ მწარმოებლის მითითებები, რომლებიც მოყვება ნებულაიზერს. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გამოიყენოთ ნებულაიზერი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბუდენა

ბუდესონიდის საჭიროზე მეტი დოზის ერთჯერადად მიღებამ მავნე ზემოქმედება არ უნდა გამოიწვიოს, თუ საჭიროზე მეტ ბუდესონიდს მიიღებთ ხანგრძლივი პერიოდის (თვეების) განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეთ გვერდითი მოვლენები. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროზე მეტი ბუდესონიდის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებას, ნომერზე: 91 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკს აჩვენოთ მედიკამენტის შეფუთვა და ანოტაცია

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ კოლოფზე (ფარმაცევტისთვის განკუთვნილი ზონა) მითითებული დოზა ან თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ექიმთან შეუთანხმებლად არ გაზარდოთ ან არ შეამციროთ დოზა.

თუ დაგავიწყდათ ბუდენას მიღება

თუ დაგავიწყდათ ბუდესონიდის დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ, ჩვეულებრივად გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულებისამებრ.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ბუდესონიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

ბუდესონიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის შემთხვევაში:

თუ გაქვთ ან გქონდათ ფილტვის ტუბერკულოზი ან ახლახან გქონდათ სხვა ნებისმიერი სახის ინფექცია;

თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;

თუ ექიმმა დაგინიშნათ ბუდესონიდი და თქვენ მკურნალობთ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, თქვენმა ექიმმა შესაძლოა თანდათანობით შეამციროს ამ ტაბლეტების დოზა (კვირების ან თვეების განმავლობაში) და საბოლოოდ შეწყვიტოს წინა მკურნალობა. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა სურდო, ჭინჭრის ციება ან ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, შესაძლოა დროებით ხელახლა გამოვლინდეს. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაწუხებთ, ან აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ღებინება, მიმართეთ თქვენს ექიმს;

ბუდესონიდი ინიშნება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. ის არ მოხსნის ასთმის მწვავე შეტევას მისი დაწყებისთანავე;

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა პრობლემები.

ბავშვები

ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში, ექიმის მიერ პერიოდულად უნდა შემოწმდეს მათი ზრდა, რადგან ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეფერხება.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. არ გამოიყენოთ მედიკამენტი სხვა დაავადებების სამკურნალოდ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არასდროს მისცეთ მედიკამენტი სხვა პირს.

ყველა ნებულაიზერი არ არის შესაბამისი ბუდესონიდთან გამოსაყენებლად. ბუდენა 0,5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ულტრაბგერითი ნებულაიზერები.

ბუდენას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს ასევე ეხება რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს და სამკურნალო მცენარეებს, ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ბუდესონიდის მოქმედება, ამიტომ თქვენი ექიმი ზედმიწევნით გააკონტროლებს თუ იღებთ ამ მედიკამენტებს. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი);

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი);

ციმეტიდინი (გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტი);

ესტროგენები და სტეროიდული კონტრაცეპტივები.

გამოყენება სპორტსმენების მიერ

სპორტსმენებს ვაცნობებთ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შესაძლოა დოპინგ კონტროლის პროცედურისას აჩვენოს დადებითი შედეგი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

7792085-474916500თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბუდესონიდს შეუძლია ზიანი მიაყენოს დედას ან შვილს ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას, თუმცა, ბუდესონიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ბუდესონიდი გადადის დედის რძეში, თუმცა მინიმალური რაოდენობით, რაც არ მოქმედებს ჩვილზე.

გამოყენება ბავშვებში

ბუდესონიდის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მედიკამენტის სწორად მიღება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინჰალირებული ბუდესონიდი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება. ზოგადად ბუდესონიდის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ ვლინდება. თუმცა, აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც გაწუხებთ ან არ ლაგდება:

ხშირი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს:

ყელის მსუბუქი გაღიზიანება.

ხველა.

ხიხინი

პირის ღრუს და ყელის სოკოვანი ინფექცია.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს:

კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა),

შფოთვა.

დეპრესია.

ტრემორი

კუნთების სპაზმი

მხედველობის დაბინდვა

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით).

სისხლჩაქცევები კანზე.

ქცევის ცვლილებები (განსაკუთრებით ბავშვებში).

შფოთვა

ნერვიულობა.

როგორც სხვა საინჰალაციო საშუალებების შემთხვევაში, იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვა, რაც იწვევს ხიხინს).

ზემოქმედება თირკმელზედა ჯირკვლებზე (თირკმელების გვერდით განლაგებული მცირე ჯირკვლები).

ზრდის შეფერხება.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

ძილის დარღვევა, ჰიპერაქტიურობა ან აგრესიულობა.

გლაუკომა (შიდა თვალის წნევის მატება),

ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ორგანიზმში სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ წარმოებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხდება მაღალი დოზებით გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში. ეს გვერდითი მოვლენა მოიცავს:

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლის გათხელება).

ეს გვერდითი მოვლენები ბევრად მეტად სავარაუდოა კორტიკოსტეროიდული ტაბლეტებით მკურნალობისას, ვიდრე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებისას,

თუ მანამდე მკურნალობდით კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომების გამოვლინება, როგორიცაა დაღლილობა, მუცლის ტკივილი, სისუსტე ან ღებინება. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში, მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ტემპის შემცირება ბავშვებში, ძირითადად პაციენტებში, რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით ან არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი.

რიგ შემთხვევებში გამოვლინდა სახის კანის გაღიზიანება, როდესაც გამოყენებულია ნებულაიზერი სახის ნიღბით. სახის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ნიღბის გამოყენების შემდეგ სახე წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე გამოვლენილი გვერდითი მოვლენა სერიოზულია ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში ნახსენები არ არის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es/. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

ბუდენას შემადგენლობა

ბუდენას 0,5 მგ/მლ ნებულაიზერის საინჰალაციო სუსპენზიის აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი. თითოეული სტერილური 2 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ ბუდესონიდს. სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.

პროდუქტის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

ბუდენა წარმოდგენილია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის 2 მლ ამპულით თეთრი ან მოთეთრო სუსპენზიით (შესასუნთქად გადაიქცევა ორთქლად).

ამპულები წარმოდგენილია 5 ამპულის ზოლებად, ალუმინის პაკეტში, რომელიც თავის მხრივ შეფუთულია მუყაოს პაკეტებში. ხელმისაწვდომია შეფუთვა, რომელიც შეიცავს 20 ამპულას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი

ლაბორატორია შპს ALDO-UNIÓN

ბარონესა დე მალდას ქუჩა № 73

08950 ესპურგეს-დე-ლობრეგატი, ბარსელონა

ესპანეთი

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ამპულები თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ამპულის გახსნის შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა უნდა განადგურდეს.

გარსაცმის გახსნის შემდეგ, ამპულის შენახვა შესაძლებელია 3 თვემდე (რეკომენდირებულია გარსაცმზე დააწეროთ გახსნის თარიღი, რათა შეძლოთ მისი გახსენება).

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ანოტაცია: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ბუდენა 0,5 მგ/მლ

სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის

ბუდესონიდი

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ანოტაცია, რადგანაც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ გადასცეთ სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგივე სიმპტომები აქვს რაც თქვენ, ამან შესაძლოა ავნოს მას.

რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ნახსენები არ არის წინამდებარე ანოტაციაში, იხილეთ პუნქტი 4.

ანოტაციის შინაარსი:

  • რა არის ბუდენა და რისთვის გამოიყენება.
  • რა უნდა ვიცოდეთ ბუდენას მიღებამდე.
  • როგორ მივიღოთ ბუდენა
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • როგორ შევინახოთ ბუდენა
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის ბუდენა და რისთვის გამოიყენება.

ბუდენა 0.5 მგ/მლ არის სტერილური სუსპენზია ნებულაიზერით (ინჰალაციის აპარატი) ინჰალაციისთვის, როდესაც ისუნთქავთ ყელის და პირის ღრუს მილით ან ნიღბის საშუალებით, მედიკამენტი თქვენს ფილტვებამდე აღწევს ჩასუნთქული ჰაერით.

ბუდენა შეიცავს ბუდესონიდს. ბუდესონიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის მედიკამენტებს და რომელიც გამოიყენება ანთების შესამცირებლად.

ასთმა გამოწვეულია სასუნთქი გზების ანთებით. ბუდესონიდი ამცირებს და ხელს უშლის ამ ანთებას.

ბუდენა გამოიყენება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიის და ძალიან მძიმე ყიისქვეშა ლარინგიტის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ის ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ.

  • რა უნდა ვიცოდეთ ბუდენას მიღებამდე.

არ მიიღოთ ბუდენა:

თუ ალერგიული ხართ ბუდესონიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბუდესონიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის შემთხვევაში:

თუ გაქვთ ან გქონდათ ფილტვის ტუბერკულოზი ან ახლახან გქონდათ სხვა ნებისმიერი სახის ინფექცია;

თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;

თუ ექიმმა დაგინიშნათ ბუდესონიდი და თქვენ მკურნალობთ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, თქვენმა ექიმმა შესაძლოა თანდათანობით შეამციროს ამ ტაბლეტების დოზა (კვირების ან თვეების განმავლობაში) და საბოლოოდ შეწყვიტოს წინა მკურნალობა. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა სურდო, ჭინჭრის ციება ან ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, შესაძლოა დროებით ხელახლა გამოვლინდეს. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაწუხებთ, ან აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა ან ღებინება, მიმართეთ თქვენს ექიმს;

ბუდესონიდი ინიშნება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. ის არ მოხსნის ასთმის მწვავე შეტევას მისი დაწყებისთანავე;

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნათ მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა პრობლემები.

ბავშვები

ბავშვებში გამოყენების შემთხვევაში, ექიმის მიერ პერიოდულად უნდა შემოწმდეს მათი ზრდა, რადგან ამ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეფერხება.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. არ გამოიყენოთ მედიკამენტი სხვა დაავადებების სამკურნალოდ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არასდროს მისცეთ მედიკამენტი სხვა პირს.

ყველა ნებულაიზერი არ არის შესაბამისი ბუდესონიდთან გამოსაყენებლად. ბუდენა 0,5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციის შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ულტრაბგერითი ნებულაიზერები.

ბუდენას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს ასევე ეხება რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს და სამკურნალო მცენარეებს, ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა გაზარდოს ბუდესონიდის მოქმედება, ამიტომ თქვენი ექიმი ზედმიწევნით გააკონტროლებს თუ იღებთ ამ მედიკამენტებს. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი);

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი);

ციმეტიდინი (გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტი);

ესტროგენები და სტეროიდული კონტრაცეპტივები.

გამოყენება სპორტსმენების მიერ

სპორტსმენებს ვაცნობებთ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შესაძლოა დოპინგ კონტროლის პროცედურისას აჩვენოს დადებითი შედეგი.

ორსულობა და ლაქტაცია

7792085-474916500თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბუდესონიდს შეუძლია ზიანი მიაყენოს დედას ან შვილს ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას, თუმცა, ბუდესონიდით მკურნალობის პერიოდში დაორსულებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ბუდესონიდი გადადის დედის რძეში, თუმცა მინიმალური რაოდენობით, რაც არ მოქმედებს ჩვილზე.

გამოყენება ბავშვებში

ბუდესონიდის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მედიკამენტის სწორად მიღება.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ინჰალირებული ბუდესონიდი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • როგორ მივიღოთ ბუდენა.

ზედმიწევნით დაიცავით მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით თქვენი ექიმის მიერ მოცემული მითითებები. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში ისევ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების ფორმა და მიღების გზა

ბუდესონიდი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ნებულაიზერის მეშვეობით ინჰალაციისთვის. არ გამოიყენოთ ულტრაბგერითი ნებულაიზერები, რადგანაც ისინი ამ მედიკამენტისთვის არ არიან განკუთვნილი. მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაარკვიოთ როგორ მუშაობს ნებულაიზერი. მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პუნქტში «როგორ მივიღოთ ბუდენა» და ზედმიწევნით დაიცვათ მითითებები.

დოზირება, მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა.

ბუდესონიდის დოზა ინდივიდუალური უნდა იყოს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენს დოზას და დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ დოზას, ასთმის ან ყიისქვეშა ლარინგიტის სიმპტომების საკონტროლოდ. ზედმიწევნით დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

თქვენი ექიმი გეტყვით ბუდესონიდით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ეს სერიოზულად გააუარესებს თქვენს მდგომარეობას. არ მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტი დოზა.

თუ ფიქრობთ, რომ ბუდესონიდის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ასთმა

რეკომენდებული საწყისი დოზა:

ბავშვები 6 თვის ასაკიდან: 0,25 – 1 მგ დღეში. ძალიან მძიმე შემთხვევებში, ან ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, შესაძლოა დაინიშნოს უფრო მაღალი საწყისი დოზა (2 მგ-მდე დღეში, 2 ამპულის ექვივალენტური). მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექტირება. 1 მგ-მდე (1 ამპულა) დღიური დოზების მიღება შესაძლებელია ერთდროულად მიღებით. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ყველაზე დაბალი დოზა (0,25 მგ/დღეში), გამოყენებულ უნდა იქნას 1 მლ ბუდესონიდი 0,5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის.

მოზრდილები და ხანდაზმულები: 1-2 მგ დღეში (1-2 ამპულა დღეში). ძალიან მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 4 მგ-მდე (4 ამპულა). მოგვიანებით, ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექტირება. 1 მგ-მდე (1 ამპულა) დღიური დოზების მიღება შესაძლებელია ერთდროულად მიღებით.

შემანარჩუნებელი დოზა: როდესაც თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდება, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის შემცირება ყველაზე დაბალ დოზამდე, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ აღარ გქონდეთ სიმპტომები.

ბუდესონიდმა შესაძლოა შეამსუბუქოს სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა სრული ეფექტის მისაღწევად 2-4 კვირაა საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ბუდესონიდის მიღება, მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბუდესონიდი ინიშნება ასთმის შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, თუმცა, ის არ ხსნის ასთმის მწვავე შეტევებს მისი დაწყებისთანავე.

ყიისქვეშა ლარინგიტი

ჩვილები და ბავშვები: 2 მგ დღეში (2 ამპულის ექვივალენტი). მათი მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დოზით ან ორი 1 მგ დოზით 30 წუთის ინტერვალით. მედიკამენტის მიღება შეიძლება განმეორდეს 12 საათში ერთხელ მაქსიმუმ 36 საათის განმავლობაში ან მანამ სანამ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდა.

როგორ გამოვიყენოთ ბუდენა 0.5 მგ/მლ სუსპენზია ნებულაიზერით ინჰალაციისთვის

  • ამოიღეთ ერთი ამპულა ზოლიდან, დანარჩენი დატოვეთ პაკეტში (იხ. დიაგრამა 1).
  • ნაზად შეანჯღრიეთ ამპულა.
  • გახსენით ამპულის ზედა ნაწილის მოძრაობით (იხ. დიაგრამა 2).
  • მყარად მოათავსეთ ღია ბოლო ნებულაიზერის რეზერვუარში და ფრთხილად დააწექით. გამოცვალეთ ნებულაიზერის რეზერვუარის ბოლო.

ფრთხილად ამოიღეთ ცარიელი ამპულა.

  • შეუერთეთ რეზერვუარის ერთი ბოლო პირის ღრუს მილს ან ნიღაბს, ხოლო მეორე ბოლო ჰაერის ტუმბოს.
  • ფრთხილად შეანჯღრიეთ რეზერვუარი კიდევ ერთხელ და დაიწყეთ ორთქლის შესუნთქვა. ნებულაიზაციის დროს სუსპენზიის ორთქლი ისუნთქეთ ღრმა და ნელი გზით.
  • როდესაც პირის ღრუს მილიდან ან ნიღაბიდან ორთქლი აღარ გამოვა, მედიკამენტის მიღება დასრულებულია.
  • დასრულების შემდეგ პირი წყლით გამოირეცხეთ (წყალი არ გადაყლაპოთ) და გაიხეხეთ კბილები. თუ ნიღაბი გამოიყენეთ კარგად დაიბანეთ სახე. მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგანაც ამცირებს მედიკამენტთან დაკავშირებული ზოგიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენის რისკს.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გარეცხოთ ნებულაიზერი. გარეცხეთ ნებულაიზერის რეზერვუარი და პირის ღრუს მილი ან ნიღაბი თბილ წყალში რბილი სარეცხი საშუალებით, მწარმოებლის მითითებების შესაბამისად. ნებულაიზერი კარგად უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალებული რეზერვუარის კომპრესორთან ან ჰაერის გასასვლელთან შეერთებისას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაიცვათ მწარმოებლის მითითებები, რომლებიც მოყვება ნებულაიზერს. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გამოიყენოთ ნებულაიზერი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ბუდენა

ბუდესონიდის საჭიროზე მეტი დოზის ერთჯერადად მიღებამ მავნე ზემოქმედება არ უნდა გამოიწვიოს, თუ საჭიროზე მეტ ბუდესონიდს მიიღებთ ხანგრძლივი პერიოდის (თვეების) განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეთ გვერდითი მოვლენები. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროზე მეტი ბუდესონიდის მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის სამსახურის საინფორმაციო განყოფილებას, ნომერზე: 91 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკს აჩვენოთ მედიკამენტის შეფუთვა და ანოტაცია

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ კოლოფზე (ფარმაცევტისთვის განკუთვნილი ზონა) მითითებული დოზა ან თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა. ექიმთან შეუთანხმებლად არ გაზარდოთ ან არ შეამციროთ დოზა.

თუ დაგავიწყდათ ბუდენას მიღება

თუ დაგავიწყდათ ბუდესონიდის დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ, ჩვეულებრივად გააგრძელეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულებისამებრ.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტს, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება. ზოგადად ბუდესონიდის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ ვლინდება. თუმცა, აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც გაწუხებთ ან არ ლაგდება:

ხშირი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს:

ყელის მსუბუქი გაღიზიანება.

ხველა.

ხიხინი

პირის ღრუს და ყელის სოკოვანი ინფექცია.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს:

კატარაქტა (თვალის ბროლის შემღვრევა),

შფოთვა.

დეპრესია.

ტრემორი

კუნთების სპაზმი

მხედველობის დაბინდვა

იშვიათი გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს:

ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით).

სისხლჩაქცევები კანზე.

ქცევის ცვლილებები (განსაკუთრებით ბავშვებში).

შფოთვა

ნერვიულობა.

როგორც სხვა საინჰალაციო საშუალებების შემთხვევაში, იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვა, რაც იწვევს ხიხინს).

ზემოქმედება თირკმელზედა ჯირკვლებზე (თირკმელების გვერდით განლაგებული მცირე ჯირკვლები).

ზრდის შეფერხება.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:

ძილის დარღვევა, ჰიპერაქტიურობა ან აგრესიულობა.

გლაუკომა (შიდა თვალის წნევის მატება),

ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ორგანიზმში სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ წარმოებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხდება მაღალი დოზებით გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში. ეს გვერდითი მოვლენა მოიცავს:

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ძვლის გათხელება).

ეს გვერდითი მოვლენები ბევრად მეტად სავარაუდოა კორტიკოსტეროიდული ტაბლეტებით მკურნალობისას, ვიდრე საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებისას,

თუ მანამდე მკურნალობდით კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომების გამოვლინება, როგორიცაა დაღლილობა, მუცლის ტკივილი, სისუსტე ან ღებინება. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათ შემთხვევებში, მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ტემპის შემცირება ბავშვებში, ძირითადად პაციენტებში, რომლებიც მანამდე მკურნალობდნენ კორტიზოლის ტიპის ტაბლეტებით ან არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი.

რიგ შემთხვევებში გამოვლინდა სახის კანის გაღიზიანება, როდესაც გამოყენებულია ნებულაიზერი სახის ნიღბით. სახის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ნიღბის გამოყენების შემდეგ სახე წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე გამოვლენილი გვერდითი მოვლენა სერიოზულია ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში ნახსენები არ არის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოვიზირების სისტემაში: https://www.notificaram.es/. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შევინახოთ ბუდენა

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ამპულები თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ამპულის გახსნის შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა უნდა განადგურდეს.

გარსაცმის გახსნის შემდეგ, ამპულის შენახვა შესაძლებელია 3 თვემდე (რეკომენდირებულია გარსაცმზე დააწეროთ გახსნის თარიღი, რათა შეძლოთ მისი გახსენება).

მედიკამენტები არ უნდა ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ბუდენას შემადგენლობა

ბუდენას 0,5 მგ/მლ ნებულაიზერის საინჰალაციო სუსპენზიის აქტიური ნივთიერებაა ბუდესონიდი. თითოეული სტერილური 2 მლ ამპულა შეიცავს 1 მგ ბუდესონიდს. სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები) არის: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი და საინექციო წყალი.

პროდუქტის ვიზუალური მხარე და შეფუთვის შიგთავსი

ბუდენა წარმოდგენილია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის 2 მლ ამპულით თეთრი ან მოთეთრო სუსპენზიით (შესასუნთქად გადაიქცევა ორთქლად).

ამპულები წარმოდგენილია 5 ამპულის ზოლებად, ალუმინის პაკეტში, რომელიც თავის მხრივ შეფუთულია მუყაოს პაკეტებში. ხელმისაწვდომია შეფუთვა, რომელიც შეიცავს 20 ამპულას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი

ლაბორატორია შპს ALDO-UNIÓN

ბარონესა დე მალდას ქუჩა № 73

08950 ესპურგეს-დე-ლობრეგატი, ბარსელონა

ესპანეთი

მწარმოებელი

Genetic S.p.A.

Nucleo Industriale, Contrada Canfora 84084 ფიშანო (SA) იტალია

წინამდებარე ანოტაციის ბოლოს შემოწმების თარიღი: 2020 წლის ივნისი.

მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სამედიცინო პროდუქციის და წამლის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა