ბრონქოტუსი
BRONKHOTUSS
მუქი და ბლანტი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები: მწვავე, ქრონიკული, ასთმური ბრონქიტი; სილიკოზი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზი, ლარინგიტი, სინუსიტი, მშრალი რინიტი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (ambroxol)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ/5მლ 150მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- Vefa İlaç San.ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043214
- რეგისტრირებულია
- 2 მაისი 2025, მოქმედებს 2 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Vefa İlaç San.ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრონქოტუსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მუქი და ბლანტი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები: მწვავე, ქრონიკული, ასთმური ბრონქიტი; სილიკოზი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზი, ლარინგიტი, სინუსიტი, მშრალი რინიტი.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. შეიძლება გაზავება წყალში ან წვენში.
მოზრდილებში:
მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში, 1 საზომი ჭიქა (5 მლ) 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი ჭიქა (5 მლ) 2-ჯერ დღეში 8-10 დღე.
ბავშვებში:
დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4 საზომი ჭიქა (1.25 მლ) 2-ჯერ დღეში.
2-5 წლის ასაკის ბავშვები: 1/4 საზომი ჭიქა (1.25 მლ) 3-ჯერ დღეში.
5-12 წლის ასაკის ბავშვები: 1/2 საზომი ჭიქა (2.5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დოზის გაზრდა ერთი ერთეულით.
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენება კომბინაციაში ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან, მაგალითად კოდეინთან, და ნახველის გამოყოფის დამთრგუნველ საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ლორწოს გამოყოფას.
სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების, ღვიძლის დაავადების და პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში.
ბრონქოტუსი შეიცავს სორბიტოლს. ამიტომ, პაციენტებმა ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ბრონქოტუსის თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს (0.76 მგ); დოზასთან დაკავშირებით სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
განსაკუთრებით, ის არ შედის ურთიერთქმედებაში საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და ანტიბიოტიკებთან. თუმცა, სხვა პრეპარატები (იპრატროპიუმი), როგორიცაა ამანტადინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები, პროკაინამიდი, რომლებსაც აქვთ ატროპინული და ანტიმუსკარინული მოქმედება, შეიძლება იწვევდეს ლორწოვანი სეკრეტის დაგროვებას წამწამების მოძრაობის და მუკოცილიარული კლირენსის შემცირებით.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ურთიერთქმედების კვლევა არ არის ჩატარებული.
პედიატრიული პოპულაცია: ურთიერთქმედების კვლევა არ არის ჩატარებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ქალებში შვილოსნობის ფუნქციით და კონტრაცეფციაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არარსებობს.
საკმარისი კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მაგრამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებელი-რისკის თანაფარდობის შეფასებით.
ამბროქსოლი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
ფერტილობა: ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი ავლენს ტერატოგენულ თვისებებს.
სატრანსპორტო საშუსალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი:
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება ცნობილი არ არის. შესაბამისად, ეს საკითხი განიხილება პრეპარატის გამოყენების პერიოდში ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (<1/10 და >1/100), არახშირი (<1/100 და >1/1000), იშვიათი (<1/1000 და >1/10000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
არახშირი: ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, ქავილი), ცხელება.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები შოკამდე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
არახშირი: თავის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არახშირი: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა.
ზოგადი დარღვევები და დაავადებები შეყვანის ადგილთან დაკავშირებით:
არახშირი: სისუსტე
ლაბორატორიული ანალიზები:
არახშირი: შრატში ამინოტრანსფერაზას დონის დროებით მომატება.
ჭარბი დოზა
დღეისათვის ადამიანებში მოწამვლის შესახებ შეტყობინებები რეგისტრირებული არ არის. ანტიდოტი არ აქვს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის დაცლა და ამორეცხვა, ასევე სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
შეფუთვა:
გამოდის მუყაოს კოლოფებში, რომლებზეც მითითებულია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა, მასში მოთავსებულ ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია და საზომი ჭიქა 1 ბოთლთან ერთად, თითოეული ბოთლი შეიცავს 150 მლ სიროფს.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
შემადგენლობა
5 მლ სიროფი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 27.36 მგ ამბროქსოლს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება
ათქ კოდი:
R05CB06
შენახვის პირობები
36 თვე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ზოგიერთი რესპირატორული დაავადების დროს გამოიყოფა მუქი და ბლანტი ლორწო, რომელიც თრგუნავს ხველას და ართულებს სუნთქვას, რადგან ხელს უშლის მის ამოხველებას. ამბროქსოლი შლის მუკოპროტეინებს, ათხელებს ნახველს და აწესრიგებს მის გამოყოფას. დადასტურებულია, რომ ის ზრდის სურფაქტანტის სინთეზს, II ტიპის უჯრედების სტიმულირებით ფილტვებში. შედეგად, სიროფი ხსნის სუნთქვის გაძნელებას და ამცირებს ხველას, უზრუნველყოფს რა ვიბროცილების ნორმალურ ფუნქციონირებას. რომლებიც ამსუბუქებს ნახველის ამოხველებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ზოგადი თვისებები
ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი, ამოსახველებელი ნივთიერება.
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ის სწრაფად და სრულად შეიწოვება.
განაწილება: უზმოდ მიღების შემდეგ სისხლში მაქსიმალურ კოცენტრაციას აღწევს 2.5 საათში. სისხლში თერაპიული კოცენტრაცია შეადგენს 30 ნგ/მლ-ს. შემანარჩუნებელი თერაპიის პერიოდში სისხლში ინარჩუნებს კონცენტრაციას, რომელიც შეადგენს 50 ნგ/მლ, მაგრამ არ გროვდება ორგანიზმში. ის 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამბროქსოლი გამოიყოფა ცერებროსპინალურ სითხესა და პლაცენტაში, ასევე აღინიშნა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია: პრეპარატის ერთი მესამედი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლის ეფექტით. ღვიძლში ამბროქსოლის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ძირითადი ფერმენტია CYP3A4. ამის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები (მაგალითად, დიბრომოანტრანილის მჟავა, გლუკურონიდი), რომლებიც გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
გამოყოფა: მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება, 90% გამოიყოფა შარდში გუკურონიდების სახით, 10% უცვლელი სახით და თითქმის სრულად. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 9-10 საათია. საერთო ამბროქსოლის და მისი მეტაბოლიტების პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 22 საათია. ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის და მისი განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობის გამო, ასევე, ქსოვილებიდან სისხლში მისი ხანგრძლივი გადანაწილების გამო, ამბროქსოლის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყოფა დიალიზის ან ფორსირებული დიურეზის საშუალებით მოსალოდნელი არ არის.
პაციენტების მახასიათებლები
თირკმელების უკმარისობა: თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში ამბროქსოლის მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ამბროქსოლის კლირენსი მცირდება 20-40%-ით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბრონქოტუსი
სავაჭრო დასახელება:
ბრონქოტუსი
დამხმარე ნივთიერებები:
თითოეულ 150 მლ სიროფში:
თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალური) (E 420)...... 90 გ
ნატრიუმის ბენზოატი (E 211)......... 5 mg
ლიმონმჟავა (უწყლო)
ტუტი-ფრუტის არომატიზატორი
გასუფთავებული წყალი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი
სამკურნალწამლო ფორმა:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 30 მგ/5 მლ სიროფი
შემადგენლობა:
5 მლ სიროფი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 27.36 მგ ამბროქსოლს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება
ათქ კოდი:
R05CB06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ზოგიერთი რესპირატორული დაავადების დროს გამოიყოფა მუქი და ბლანტი ლორწო, რომელიც თრგუნავს ხველას და ართულებს სუნთქვას, რადგან ხელს უშლის მის ამოხველებას. ამბროქსოლი შლის მუკოპროტეინებს, ათხელებს ნახველს და აწესრიგებს მის გამოყოფას. დადასტურებულია, რომ ის ზრდის სურფაქტანტის სინთეზს, II ტიპის უჯრედების სტიმულირებით ფილტვებში. შედეგად, სიროფი ხსნის სუნთქვის გაძნელებას და ამცირებს ხველას, უზრუნველყოფს რა ვიბროცილების ნორმალურ ფუნქციონირებას. რომლებიც ამსუბუქებს ნახველის ამოხველებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ზოგადი თვისებები
ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი, ამოსახველებელი ნივთიერება.
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ის სწრაფად და სრულად შეიწოვება.
განაწილება: უზმოდ მიღების შემდეგ სისხლში მაქსიმალურ კოცენტრაციას აღწევს 2.5 საათში. სისხლში თერაპიული კოცენტრაცია შეადგენს 30 ნგ/მლ-ს. შემანარჩუნებელი თერაპიის პერიოდში სისხლში ინარჩუნებს კონცენტრაციას, რომელიც შეადგენს 50 ნგ/მლ, მაგრამ არ გროვდება ორგანიზმში. ის 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამბროქსოლი გამოიყოფა ცერებროსპინალურ სითხესა და პლაცენტაში, ასევე აღინიშნა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია: პრეპარატის ერთი მესამედი მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გავლის ეფექტით. ღვიძლში ამბროქსოლის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ძირითადი ფერმენტია CYP3A4. ამის შედეგად წარმოიქმნება მეტაბოლიტები (მაგალითად, დიბრომოანტრანილის მჟავა, გლუკურონიდი), რომლებიც გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
გამოყოფა: მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება, 90% გამოიყოფა შარდში გუკურონიდების სახით, 10% უცვლელი სახით და თითქმის სრულად. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 9-10 საათია. საერთო ამბროქსოლის და მისი მეტაბოლიტების პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 22 საათია. ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის და მისი განაწილების მნიშვნელოვანი მოცულობის გამო, ასევე, ქსოვილებიდან სისხლში მისი ხანგრძლივი გადანაწილების გამო, ამბროქსოლის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყოფა დიალიზის ან ფორსირებული დიურეზის საშუალებით მოსალოდნელი არ არის.
პაციენტების მახასიათებლები
თირკმელების უკმარისობა: თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში ამბროქსოლის მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ამბროქსოლის კლირენსი მცირდება 20-40%-ით.
თერაპიული ჩვენება:
მუქი და ბლანტი ლორწოს გამოყოფით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები: მწვავე, ქრონიკული, ასთმური ბრონქიტი; სილიკოზი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზი, ლარინგიტი, სინუსიტი, მშრალი რინიტი.
დოზირება და მიღების მეთოდი:
მიიღება პერორალურად. შეიძლება გაზავება წყალში ან წვენში.
მოზრდილებში:
მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში, 1 საზომი ჭიქა (5 მლ) 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი ჭიქა (5 მლ) 2-ჯერ დღეში 8-10 დღე.
ბავშვებში:
დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4 საზომი ჭიქა (1.25 მლ) 2-ჯერ დღეში.
2-5 წლის ასაკის ბავშვები: 1/4 საზომი ჭიქა (1.25 მლ) 3-ჯერ დღეში.
5-12 წლის ასაკის ბავშვები: 1/2 საზომი ჭიქა (2.5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დოზის გაზრდა ერთი ერთეულით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
არ გამოიყენება კომბინაციაში ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან, მაგალითად კოდეინთან, და ნახველის გამოყოფის დამთრგუნველ საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ლორწოს გამოყოფას.
სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების, ღვიძლის დაავადების და პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში.
ბრონქოტუსი შეიცავს სორბიტოლს. ამიტომ, პაციენტებმა ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ბრონქოტუსის თითოეული 5 მლ დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს (0.76 მგ); დოზასთან დაკავშირებით სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
განსაკუთრებით, ის არ შედის ურთიერთქმედებაში საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და ანტიბიოტიკებთან. თუმცა, სხვა პრეპარატები (იპრატროპიუმი), როგორიცაა ამანტადინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები, პროკაინამიდი, რომლებსაც აქვთ ატროპინული და ანტიმუსკარინული მოქმედება, შეიძლება იწვევდეს ლორწოვანი სეკრეტის დაგროვებას წამწამების მოძრაობის და მუკოცილიარული კლირენსის შემცირებით.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ურთიერთქმედების კვლევა არ არის ჩატარებული.
პედიატრიული პოპულაცია: ურთიერთქმედების კვლევა არ არის ჩატარებული.
ორსულობა და ლაქტაცია:
ქალებში შვილოსნობის ფუნქციით და კონტრაცეფციაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არარსებობს.
საკმარისი კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მაგრამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სარგებელი-რისკის თანაფარდობის შეფასებით.
ამბროქსოლი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვების პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
ფერტილობა: ექსპერიმენტული კვლევებით დადასტურებულია, რომ პრეპარატი ავლენს ტერატოგენულ თვისებებს.
სატრანსპორტო საშუსალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი:
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება ცნობილი არ არის. შესაბამისად, ეს საკითხი განიხილება პრეპარატის გამოყენების პერიოდში ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.
არასასურველი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენების კლასიფიკაციისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი სისტემა:
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (<1/10 და >1/100), არახშირი (<1/100 და >1/1000), იშვიათი (<1/1000 და >1/10000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
არახშირი: ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, ქავილი), ცხელება.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები შოკამდე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
არახშირი: თავის ტკივილი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
არახშირი: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა.
ზოგადი დარღვევები და დაავადებები შეყვანის ადგილთან დაკავშირებით:
არახშირი: სისუსტე
ლაბორატორიული ანალიზები:
არახშირი: შრატში ამინოტრანსფერაზას დონის დროებით მომატება.
დოზის გადაჭარბება:
დღეისათვის ადამიანებში მოწამვლის შესახებ შეტყობინებები რეგისტრირებული არ არის. ანტიდოტი არ აქვს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის დაცლა და ამორეცხვა, ასევე სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
შეფუთვა:
გამოდის მუყაოს კოლოფებში, რომლებზეც მითითებულია სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა, მასში მოთავსებულ ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. თითოეულ მუყაოს კოლოფში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია და საზომი ჭიქა 1 ბოთლთან ერთად, თითოეული ბოთლი შეიცავს 150 მლ სიროფს.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
შენახვის ვადა:
36 თვე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No: 3/2
ბეილიქდუზუ / სტამბოლი / თურქეთი
ტელ: +90 212 438 70 85
ფაქსი: +90 212 438 70 87
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No: 3/2
ბეილიქდუზუ / სტამბოლი / თურქეთი
ტელ: +90 212 438 70 85
ფაქსი: +90 212 438 70 87
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


