პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ბრონქოდილი

Bronchodil

ურეცეპტოდ30მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით: _ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია; _ ბრონქული ასთმა; _ ბრონქოექტაზური დაავადება.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (ambroxol)
ფორმა და შეფუთვა
30მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L, რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043542
რეგისტრირებულია
8 ივლისი 2025, მოქმედებს 8 ივლისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L (რუმინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრონქოდილი და სხვა წამალი ერთად

ბრონქოდილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით:

_ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია;

_ ბრონქული ასთმა;

_ ბრონქოექტაზური დაავადება.

მიღების წესი და დოზირება

ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად.

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).

6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში 1\2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები

აბსოლუტური უკუჩვენება:

_ მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

_ ეპილეფსიური სინდრომი;

_ 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი).

შედარებითი უკუჩვენება:

თირკმლების ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით; ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ხველების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატების (მაგალითად კოდეინის შემცველი) ბრონქოდილთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ხველების შემცირების ფონზე ნახველის ამოღების გაძნელების გამო.

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) უმჯობესდება ანტიბიოტიკების სასუნთქ გზებში მიწოდება.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის არეში ანგიონევროზული შეშუპებები, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქცია შემცივნებით).

არსებობს მონაცემები ალერგიული კონტაქტური დერმატიტების და, ერთ შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესახებ.

ჭარბი დოზა

ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25 მგ/კგ-მდე დოზებში.

სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და, აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი _ 30.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა:

ვარგისია 3 წელი.არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური საშუალება, კოდი ATC: R05CB0

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ამბროქსოლი (ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურ თვისებებს, რაც განაპირობებს ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოსვლას.

ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქული ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, მათ მიერ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდებს შორის არსებული ბმების რღვევაში, აგრეთვე ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, და უშუალოდ მოქმედებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის გააქტივებაში და ხელს უშლის მათ ერთმანეთთან შეწებებას.

პრეპარატის პერორალურად მიღებიდან თერაპიული ეფექტი დგება 30 წუთში, ხოლო მოქმედება გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში (მიღებული დოზის მიზედვით).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბრონქოდილი

საერთაშორისო სახელწოდება: ამბროქსოლი

წამლის ფორმა: ტაბლეტი

წამლის ფორმის აღწერილობა: თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი _ 30.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება, კოდი ATC: R05CB0

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ამბროქსოლი (ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტი) წარმოადგენს მუკოლიზურ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს ნახველის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს მის წებოვნებას და ადჰეზიურ თვისებებს, რაც განაპირობებს ნახველის სასუნთქი გზებიდან გამოსვლას.

ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქული ჯირკვლების სეროზული უჯრედების აქტივობას, მათ მიერ ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობენ ნახველის პოლისაქარიდებს შორის არსებული ბმების რღვევაში, აგრეთვე ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, და უშუალოდ მოქმედებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის გააქტივებაში და ხელს უშლის მათ ერთმანეთთან შეწებებას.

პრეპარატის პერორალურად მიღებიდან თერაპიული ეფექტი დგება 30 წუთში, ხოლო მოქმედება გრძელდება 6-12 საათის განმავლობაში (მიღებული დოზის მიზედვით).

ჩვენება

ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით:

_ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია;

_ ბრონქული ასთმა;

_ ბრონქოექტაზური დაავადება.

უკუჩვენება:

აბსოლუტური უკუჩვენება:

_ მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

_ ეპილეფსიური სინდრომი;

_ 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი).

შედარებითი უკუჩვენება:

თირკმლების ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით; ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

გამოყენების წესი და დოზირება

ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად.

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90 მგ/დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60 მგ/დღე-ღამეში).

6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში 1\2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45 მგ/დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30 მგ/დღე-ღამეში).

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის არეში ანგიონევროზული შეშუპებები, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქცია შემცივნებით).

არსებობს მონაცემები ალერგიული კონტაქტური დერმატიტების და, ერთ შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესახებ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

ხველების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატების (მაგალითად კოდეინის შემცველი) ბრონქოდილთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ხველების შემცირების ფონზე ნახველის ამოღების გაძნელების გამო.

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) უმჯობესდება ანტიბიოტიკების სასუნთქ გზებში მიწოდება.

ჭარბი დოზირება:

ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25 მგ/კგ-მდე დოზებში.

სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და, აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტის შემცველი ბლისტერი; 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა:

ვარგისია 3 წელი.არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი კომპანია: “სლავიაფარმი”, რუმინეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა