ბორტეზომიბი საინექციო
Bortezomib For Injection
მრავლობითი მიელომა საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ. მანტიისებრი უჯრედის ლიმფომა საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Dr. Reddy’s Laboratories Ltd., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044754
- რეგისტრირებულია
- 9 თებერვალი 2026, მოქმედებს 9 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
ბორტეზომიბი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მრავლობითი მიელომა
საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.
მანტიისებრი უჯრედის ლიმფომა
საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ
მიღების წესი და დოზირება
მნიშვნელოვანი მითითებები დოზირების შესახებ
საინექციო ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. საინექციო ბორტეზომიბი არ შეიყვანოთ სხვა გზით.
რადგან მიღების თითოეულ გზას განსხვავებული აღდგენილი კონცენტრაცია აქვს, სიფრთხილე გამოიჩინეთ შესაყვანი მოცულობის გაანგარიშებისას.
საინექციო ბორტეზომიბის რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.3 მგ/მ2. საინექციო ბორტეზომიბი შეჰყავთ ინტრავენურად 1 მგ/მლ კონცენტრაციით, ან კანქვეშ 2.5 მგ/მლ კონცენტრაციით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)].
საინექციო ბორტეზომიბით განმეორებითი მკურნალობის განხილვა შესაძლებელია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ რეაქცია საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობაზე და რომლებსაც წინა იმკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ განუვითარდათ დაავადების რეციდივი. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ბოლო ასატანი დოზით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.6)].
ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში, საინექციო ბორტეზომიბი შეიყვანეთ 3-5 წამიანი ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით.
დოზირება ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის დროს
საინექციო ბორტეზომიბი გამოიყენება ორალურ მელფალანთან და ორალურ პრედნიზონთან კომბინაციაში 9, ექვსკვირიანი მკურნალობის ციკლის განმავლობაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 1. 1-დან 4-მდე ციკლებში, საინექციო ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ორჯერ (დღეები 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32). 5-დან 9-მდე ციკლებში, საინექციო ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ერთხელ (დღეები 1, 8, 22 და 29). საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
ცხრილი 1: დოზირების რეჟიმი ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის
კვირაში ორჯერ საინექციო ბორტეზომიბი (ციკლები 1- 4)
კვირა
1
2
3
4
5
6
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)
დღე 1
–
–
დღე 4
დღე8
დღე11
დასვენების პერიოდი
დღე22
დღე 25
დღე29
დღე 32
დასვენების პერიოდი
მელფალანი (9 მგ/მ2)
პრედნიზოლონი (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე3
დღე 4
–
–
დასვენების პერიოდი
–
–
–
–
დასვენების პერიოდი
კვირაში ერთხელ საინექციო ბორტეზომიბ (ციკლები 5-დან 9-მდე, როდესაც გამოიყენება მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში)
კვირა
1
2
3
4
5
6
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)
დღე 1
–
–
დღე8
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე29
დასვენების პერიოდი
მელფალანი (9 მგ/მ2)
პრედნიზოლონი (60 მგ/მ2)
დღე1
დღე 2
დღე 3
დღე4
–
–
დასვენების პერიოდი
–
–
–
–
დასვენების პერიოდი
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
საინექციო ბორტეზომიბით მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად თერაპიის ნებისმიერი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 70 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - მინიმუმ 1 x 109/ლ
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა შემცირდეს 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე
ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაცია საინექციო ბორტეზომიბის, მელფალანისა და პრედნიზონის კომბინირებული თერაპიის ციკლების დროს
ტოქსიკურობა
დოზის მოდიფიკაცია ან გადავადება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ციკლის დროს: თუ წინა ციკლში დაფიქსირდა მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან თრომბოციტოპენია, ან სისხლდენით მიმდინარე თრომბოციტოპენია.
შემდეგ ციკლში განიხილეთ მელფალანის დოზის 25%-ით შემცირება.
თუ თრომბოციტების რაოდენობა არ აღემატება 30 x 109/ლ-ს ან ANC არ აღემატება 0.75 x 109/ლ-ს საინექციო ბორტეზომიბის დოზირების დღეს (გარდა 1-ლი დღისა)
შეაჩერეთ საინექციო ბორტეზომიბის დოზა
თუ საინექციო ბორტეზომიბის რამდენიმე დოზა ზედიზედ ციკლებში შეჩერებულია ტოქსიკურობის გამო
საინექციო ბორტეზომიბის დოზის შემცირება ერთი დოზის დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე)
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღების შეჩერება მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ გაუმჯობესდება 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე. შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დონით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე). ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის დროს ბორტეზომიბის გამოყენების შემთხვევაში, შეაჩერეთ ან შეცვალეთ საინექციო ბორტეზომიბის დოზა, როგორც ეს მოცემულია ცხრილში 5.
მელფალანისა და პრედნიზონის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული გამოყენების ინსტრუქცია.
პერიფერიული ნეიროპათიის დროს დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები მოცემულია [იხ. დოზირება და გამოყენება (2.7)].].
დოზირება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ადრე არანამკურნალევი შემთხვევებში
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) შეჰყავთ ინტრავენურად ინტრავენურ რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პერორალურ პრედნიზონთან (VcR-CAP) კომბინაციაში 6 სამკვირიანი მკურნალობის ციკლის განმავლობაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 3. ჯერ შეჰყავთ საინექციო ბორტეზომიბი, შემდეგ კი რიტუქსიმაბი. საინექციო ბორტეზომიბი შეჰყავთ კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში (1, 4, 8 და 11 დღეები), რასაც მოჰყვება ათდღიანი შესვენება 12-დან 21-ე დღემდე. პაციენტებისთვის, რომელთა რეაქცია პირველად მე-6 ციკლში დაფიქსირდა, რეკომენდებულია VcR-CAP-ის ორი დამატებითი ციკლი.საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
ცხრილი 3: დოზირების რეჟიმი მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით დაავადებული პაციენტებისთვის,რომლებსაც მკურნალობა არ ჩატარებიათ.
კვირაში ორჯერ საინექციო ბორტეზომიბი (6, სამკვირიანი ციკლი)*
კვირა
1
2
3
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)ს
დღე 1
- -
- -
დღე 4
- -
დღე 8
დღე11
დასვენების პერიოდი
რიტუქსიმაბი (375 მგ/მ2)
ციკლოფოსფამიდი (750 მგ/მ2)
დოქსორუბიცინი (50 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
- -
- -
დასვენების პერიოდი
პრედნიზოლონი (100 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე3
დღე4
დღე5
- -
- -
დასვენების პერიოდი
- დოზირება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი ციკლის განმავლობაში (სულ რვა ციკლი), თუ პასუხი პირველად მე-6 ციკლში შეინიშნება.
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
თითოეული ციკლის პირველ დღემდე (გარდა 1-ლი ციკლისა):
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 100 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - მინიმუმ 1.5 x 109/ლ
ჰემოგლობინი უნდა იყოს მინიმუმ 8 გ/დლ (მინიმუმ 4.96 მმოლ/ლ)
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა გაუმჯობესდეს 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობა შეწყვიტეთ მე-3 ხარისხის ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამოვლენისას, ნეიროპათიის გარდა [იხილეთ ცხრილი 5, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5)]. დოზის კორექტირებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი 4.
ცხრილი 4: დოზის მოდიფიკაცია მე-4, მე-8 და მე-11 დღეს საინექციო ბორტეზომიბის, რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის და პრედნიზონის კომბინირებული თერაპიის ციკლების დროს
ტოქსიკურობა
დოზის მოდიფიკაცია ან გადავადება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის ნეითროპენია, ან თრომბოციტების რაოდენობა არაუმეტეს 25 x109/ლ
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება 2 კვირამდე უნდა შეწყდეს, სანამ პაციენტის სისხლში ANC არ გახდება 0.75 x 109/ლ ან მეტი, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა - 25 x 109/ლ ან მეტი.
თუ საინექციო ბორტეზომიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ ტოქსიკურობა არ გაქრება, შეწყვიტეთ საინექციო ბორტეზომიბის მიღება.
თუ ტოქსიკურობა შემცირდება ისე, რომ პაციენტის ANCიყოს 0.75 x 109/ლ ან მეტი, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა 25 x 109/ლ ან მეტი, საინექციო ბორტეზომიბის დოზა უნდა შემცირდეს 1 დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება შეაჩერეთ მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ გაუმჯობესდება მე-2 ხარისხამდე ან უკეთეს დონემდე. შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს დოზის ერთი დონით შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
საინექციო ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის სამკურნალოდ ბორტეზომიბის გამოყენების შემთხვევაში, შეაჩერეთ ან შეცვალეთ ბორტეზომიბის ინექციის დრო, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 5.
რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის და პრედნიზონის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მწარმოებლის მოწოდებული გამოყენების ინსტრუქცია.
დოზირება და დოზის მოდიფიკაცია მორეციდივე მრავლობითი მიელომის და მორეციდივე მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის დროს
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2/დოზა) მიიღება კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში (1, 4, 8 და 11 დღეები), რასაც მოჰყვება ათდღიანი შესვენების პერიოდი (12-დან 21-მდე დღეები). რვა ციკლზე მეტი ხანგრძლივობის თერაპიის შემთხვევაში, საინექციო ბორტეზომიბი შეიძლება შეყვანილ იქნას სტანდარტული სქემით ან, მორეციდივე მრავლობითი მიელომის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი სქემით კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში (1, 8, 15 და 22-ე დღეები), რასაც მოჰყვება 13-დღიანი შესვენების პერიოდი (23-დან 35-ე დღეებამდე) [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)]. საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ რეაქცია საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობაზე (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში) და რომლებსაც წინა თერაპიის მიღებიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ განუვითარდათ დაავადების რეციდივი, შეიძლება დაეწყოთ საინექციო ბორტეზომიბის მკურნალობა ბოლო ასატანი დოზით. ხელახლა ნამკურნალებ პაციენტებს ბორტეზომიბი ინექციის სახით კვირაში ორჯერ (1, 4, 8 და 11-ე დღეები) ენიშნებათ ყოველ სამ კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ რვა ციკლის განმავლობაში. საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი. საინექციო ბორტეზომიბი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე დექსამეტაზონთან კომბინაციაში [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)].
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება უნდა შეწყდეს მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ან მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას, ნეიროპათიის გარდა, როგორც ეს ქვემოთ არის განხილული [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5)]. ტოქსიკურობის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლება შესაძლებელია 25%-ით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2/დოზა შემცირებული 1 მგ/მ2/დოზამდე; 1 მგ/მ2/დოზა შემცირებული 0.7 მგ/მ2/დოზამდე).
პერიფერიული ნეიროპათიისთვის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინებისთვის იხილეთ 2.7 პარაგრაფი.
დოზის მოდიფიკაცია პერიფერიული ნეიროპათიის დროს
კანქვეშ ბორტეზომიბის ინექციის დაწყება შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათია ან მაღალი რისკის ქვეშ არიან. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ნეიროპათია,საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ რისკისა და სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს განუვითარდათ ახალი ან გაუარესებული პერიფერიული ნეიროპათია, შეიძლება დასჭირდეთ დოზის შემცირება და/ან ნაკლებად ინტენსიური რეჟიმი. დოზის ან რეჟიმის მოდიფიკაციის გაიდლაინებისთვის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან ბორტეზომიბს ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან აღენიშნებათ პერიფერიული ნეიროპათია, იხილეთ ცხრილი 5.
ცხრილი 5: ბორტეზომიბის რეკომენდებული დოზის მოდიფიკაცია ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული სენსორული ან მოტორული ნეიროპათიის დროს
პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომების სიმძიმე *
დოზისა და რეჟიმის მოდიფიკაცია
1 ხარისხი (ასიმპტომური;მყესებისღრმა რეფლექსების დაკარგვა ან პარესთეზია) ტკივილის ან ფუნქციის დაკარგვის გარეშე
მოქმედების გარეშე
1 ხარისხი ტკივილით ან 2 ხარისხი (ზომიერი სიმპტომები; ყოველდღიური ცხოვრების ინსტრუმენტული აქტივობების შეზღუდვა) (ADL)†)
საინექციო ბორტეზომიბის დოზის 1 მგ/მ2-მდე შემცირება
მე-2 ხარისხი ტკივილით ან მე-3 ხარისხი (მძიმე სიმპტომები; თვით-მოვლის შეზღუდვა) ADL‡ )
საინექციური ბორტეზომიბით თერაპია შეწყვიტეთ ტოქსიკურობის გაქრობამდე. ტოქსიკურობის გაქრობის შემდეგ მკურნალობა განაახლეთ საინექციო ბორტეზომიბის შემცირებული დოზით , 0.7 მგ/მ2 კვირაში ერთხელ..
მე-4 ხარისხი (სიცოცხლისთვის საშიში შედეგები; ნაჩვენებია სასწრაფო ჩარევა)
შეწყვიტეთ საინექციო ბორტეზომიბის გამოყენება
- შეფასება NCI-ის საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმების CTCAE v4.0-ის მიხედვით
† ინსტრუმენტული ADL: გულისხმობს კერძების მომზადებას, პროდუქტების ან ტანსაცმლის შეძენას, ტელეფონის გამოყენებას, ფულის მართვას და ა.შ.
‡ თვით-მოვლის ADL: გულისხმობს დაბანას, ჩაცმას და გახდას, საკუთარი თავის კვებას, ტუალეტის გამოყენებას, მედიკამენტების მიღებას და საწოლს არ მიჯაჭვულობას.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ შეცვალოთ საწყისი დოზა.
ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს შემცირებული დოზით 0.7 მგ/მ2 ინექციაზე პირველი ციკლის განმავლობაში და განიხილეთ დოზის შემდგომი გაზრდა 1 მგ/მ2-მდე ან დოზის შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე პაციენტის ამტანობის მიხედვით (იხ. ცხრილი 6) [იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.7), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
ცხრილი 6: საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის მოდიფიკაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ბილირუბინის დონე
SGOT (AST)
დონე
საწყისი დოზის მოდიფიკაცია
მსუბუქი
ნაკლები ან ტოლია 1x ULN-ის
ULN-ზე მეტი
არა
ULN-ზე 1 x - 1.5 x მეტი
ნებისმიერი
არა
საშუალო
ULN-ზე 1.5- 3 x მეტი
ნებისმიერი
პირველ ციკლში შეამცირეთ საინექციო ბორტეზომიბი 0.7 მგ/მ2-მდე. პაციენტის ამტანობის მიხედვით, განიხილეთ დოზის გაზრდა 1 მგ/მ2-მდე ან შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე შემდგომ ციკლებში..
მძიმე
3x ULN-ზე მეტი
ნებისმიერი
აბრევიატურები: SGOT = შრატის გლუტამინური ოქსალოაცეტატური ტრანსამინაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი.
უკუჩვენებები
საინექციო ბორტეზომიბი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა (ადგილობრივი რეაქციების გარდა) ბორტეზომიბის, ბორის ან მანიტოლის მიმართ. რეაქციები მოიცავდა ანაფილაქსიურ რეაქციებს.
[იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)].
საინექციო ბორტეზომიბი უკუნაჩვენებია ინტრათეკალური შეყვანისთვის. საინექციო ბორტეზომიბის ინტრათეკალური შეყვანისას დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევები.
სიფრთხილის ზომები
პერიფერიული ნეიროპათია
საინექციო ბორტეზომიბი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, რომელიც უპირატესად სენსორულია; თუმცა, აღწერილია მძიმე სენსორული და მოტორული პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ წინასწარი სიმპტომები (დაბუჟება, ტკივილი ან წვის შეგრძნება ფეხებში ან ხელებში) და/ან პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები, საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს შეიძლება განუვითარდეთ პერიფერიული ნეიროპათიის გაუარესება (მათ შორის ≥3 ხარისხი). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ნეიროპათიის სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა წვის შეგრძნება, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, პარესთეზია, დისკომფორტი, ნეიროპათიული ტკივილი ან სისუსტე. მორეციდივე მრავლობითი მიელომისმე-3 ფაზის კვლევაში, რომელშიც შედარებული იყო ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შემთხვევები, მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები კანქვეშა შეყვანისას ვითარდებოდა 24% და ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში 39%-ში. მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა, ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში კი - 15%-ში. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. ბორტეზომიბის კანქვეშა ინექციის დაწყება შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათია ან მისი განვითარების მაღალი რისკი.
პაციენტებს, რომლებსაც საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს განუვითარდათ ახალი ნეიროპათია ან გაუუარესდათ არსებული, შეიძლება დასჭირდეთ დოზის შემცირება და/ან ნაკლებად ინტენსიური დოზირების რეჟიმი. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.7)]. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის მე-3 ფაზის კვლევაში, დოზის კორექტირების ან შეწყვეტის შემდეგ პერიფერიული ნეიროპათიის გაუმჯობესება ან გაქრობა დაფიქსირდა ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 48%-ში. პერიფერიული ნეიროპათიის გაუმჯობესება ან გაქრობა დაფიქსირდა იმ პაციენტების 73%-ში, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა მე-2 ხარისხის ნეიროპათიის გამო ან რომლებსაც ჰქონდათ ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია მრავლობითი მიელომის მე-2 ფაზის კვლევებში. პერიფერიული ნეიროპათიის გრძელვადიანი შედეგები მანტიისებრუჯრედოვანი ლიმფომის დროს შესწავლილი არ არის.
ჰიპოტენზია
ჰიპოტენზიის (პოსტურალური, ორთოსტატული და ჰიპოტენზია NOS) შემთხვევები 8% იყო. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. ეს მოვლენები თერაპიის განმავლობაში შეინიშნება. ჰიპოტენზიის მომატებული რისკი შეიძლება ჰქონდეთ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სინკოპე, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ჰიპოტენზიასთან ასოცირებულ მედიკამენტებს და პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გაუწყლოება. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზიის მართვა შეიძლება მოიცავდეს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების კორექტირებას, ჰიდრატაციას და მინერალოკორტიკოიდების და/ან სიმპათომიმეტური საშუალებების მიღებას.
კარდიალური ტოქსიურობა
საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს აღინიშნა გულის შეგუბებითი უკმარისობის მწვავე განვითარება ან გამწვავება და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების რისკ-ფაქტორები. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. გულის დაავადების ან რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები ხშირად უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის გამოყენების კვლევაში, მკურნალობასთან დაკავშირებული გულის დაავადების ნებისმიერი შემთხვევა ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის ჯგუფებში შესაბამისად 8% და 5% იყო. გულის უკმარისობაზე მიმანიშნებელი გვერდითი რეაქციების (ფილტვის მწვავე შეშუპება, ფილტვის შეშუპება, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიოგენული შოკი) სიხშირე ბორტეზომიბის ჯგუფში თითოეული ინდივიდუალური რეაქციისთვის ≤1% იყო. დექსამეტაზონის ჯგუფში გულის უკმარისობის და გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები ≤1% იყო; ფილტვების მწვავე შეშუპების, ფილტვების შეშუპების ან კარდიოგენული შოკის რეაქციები არ დაფიქსირებულა. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები ; მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ფილტვის ტოქსიკურობა
პაციენტებში, რომლებიც ბორტეზომიბს ინექციის სახით იღებდნენ, აღინიშნა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) და ფილტვის უცნობი ეტიოლოგიის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება, როგორიცაა პნევმონიტი, ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვის ინფილტრაცია. ზოგიერთი ამ შემთხვევათაგანი ლეტალური იყო.
კლინიკურ კვლევაში, პირველი ორი პაციენტი, რომლებმაც მწვავე მიელოგენური ლეიკემიის რეციდივის დროს დაუნორუბიცინისა და ბორტეზომიბის უწყვეტი ინფუზიის გზით მაღალი დოზით ციტარაბინი (2 გ/მ2 დღე-ღამეში) მიიღეს, თერაპიის ადრეულ ეტაპზე გარდაიცვალა ARDS-ით.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ან ფილტვის მნიშვნელოვანი დაავადების არარსებობისას დაფიქსირდა საინექციო ბორტეზომიბის შეყვანასთან დაკავშირებული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შემთხვევები. ახალი ან გაუარესებული გულ-ფილტვისმიერი სიმპტომების შემთხვევაში, განიხილეთ საინექციო ბორტეზომიბის შეწყვეტა სწრაფი და ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარებამდე.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES; ადრე ცნობილი როგორც შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)) აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც საინექციო ბორტეზომიბს იღებდნენ. PRES იშვიათი, შექცევადი, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვებით, ჰიპერტენზიით, თავის ტკივილით, ლეთარგიით, დაბნეულობით, სიბრმავით და სხვა მხედველობისა და ნევროლოგიური დარღვევებით. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ტვინის რადიოლოგიური კვლევა, სასურველია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). PRES-ის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია. საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლების უსაფრთხოება იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ PRES, უცნობია.
კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა
საინექციო ბორტეზომიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ღებინება [იხილეთ გვერდითი რეაქციები (6.1)], რაც ზოგჯერ მოითხოვს ღებინების საწინააღმდეგო და დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას. შეიძლება განვითარდეს გაუვალობა. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს სითხისა და ელექტროლიტების შევსება. მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია.
თრომბოციტოპენია/ნეითროპენია
საინექციო ბორტეზომიბი ასოცირდება თრომბოციტოპენიასთან და ნეითროპენიასთან, რომლებიც ციკლურად ვლინდება თითოეული ციკლის ბოლო დოზის შემდეგ და, როგორც წესი, აღდგება შემდგომი ციკლის დაწყებამდე. თრომბოციტებისა და ნეიტროფილების ციკლური შემცირებისა და აღდგენის სურათი თანმიმდევრული რჩება მრავლობითი მიელომისა და მანტიის უჯრედული ლიმფომის კვლევებში, შესწავლილ მკურნალობის რეჟიმებში კუმულაციური თრომბოციტოპენიის ან ნეითროპენიის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ხშირად აკონტროლეთ სისხლის საერთო ანალიზი (CBC). საინექციო ბორტეზომიბის თითოეული დოზის მიღებამდე გაზომეთ თრომბოციტების რაოდენობა. შეცვალეთ დოზა/გრაფიკი თრომბოციტოპენიის გათვალისწინებით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.6)]. კუჭ-ნაწლავის და ინტრაცერებრული სისხლდენა აღინიშნა თრომბოციტოპენიის დროს, რაც დაკავშირებულია ბორტეზომიბის ინექციასთან. გამოქვეყნებული გაიდლაინების შესაბამისად, მხარდაჭერა შესაძლებელია სისხლის გადასხმის და დამხმარე თერაპიის მეშვეობით. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონის მონოთერაპიის კვლევაში, თრომბოციტების საშუალო რაოდენობის nadir, რომელიც გაზომილი იყო, საწყისი დონის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. თრომბოციტების რაოდენობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენიის სიმძიმე მკურნალობამდე ნაჩვენებია ცხრილში 8. სისხლდენის სიხშირე (≥ მე-3 ხარისხი) ბორტეზომიბის ჯგუფში იყო 2%, დექსამეტაზონის ჯგუფში <1%.
ცხრილი 8: თრომბოციტოპენიის სიმძიმე, რომელიც დაკავშირებულია თრომბოციტების მკურნალობამდელ რაოდენობასთან მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონის კვლევაში
თრომბოციტების მკურნალობამდელი რაოდენობა *
პაციენტების რაოდენობა (N=331)‡
პაციენტების რაოდენობა (%) , რომელთა თრომბოციტების რაოდენობაც არის <10,000/µL
პაციენტების რაოდენობა (%), რომელთა თრომბოციტების რაოდენობა 10,000- 25,000/µL-მდეა
≥75,000/µL
309
8 (3%)
36 (12%)
≥ 50,000/µL -<75,000/µL
14
2 (14%)
11 (79%)
≥ 10,000/µL -<50,000/µL
7
1 (14%)
5 (71%)
- კვლევაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო თრომბოციტების საწყისი რაოდენობა 50,000/µL
‡ ერთი პაციენტის შემთხვევაში საწყის ეტაპზე მონაცემები არ იყო საკმარისი.
ბორტეზომიბის, რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინისა და პრედნიზონის (VcR-CAP) კომბინირებული კვლევისას პაციენტებში, რომელსაც ადრე არ მიუღიათ მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მკურნალობა, თრომბოციტოპენიის (≥ 4 ხარისხი) შემთხვევები რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის, ვინკრისტინისა და პრედნიზონის (R-CHOP) ჯგუფში 1%-თან შედარებით 32% იყო, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 12. სისხლდენის შემთხვევების სიხშირე (≥3 ხარისხი) VcR-CAP ჯგუფში (ოთხი პაციენტი) იყო 1.7% და R-CHOP ჯგუფში (სამი პაციენტი) 1.2%.
თრომბოციტების გადასხმა VcR-CAP ჯგუფში პაციენტების 23%-ს და R-CHOP ჯგუფში პაციენტების 3%-ს ჩაუტარდა. ნეითროპენიის (≥ 4 ხარისხი) შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 70% იყო, ხოლო R-CHOP ჯგუფში 52%. ფებრილური ნეითროპენიის (≥ 4ხარისხი ) შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 5% იყო, ხოლო R-CHOP ჯგუფში 6%. მიელოიდური ზრდის ფაქტორის მხარდაჭერა VcR-CAP ჯგუფში 78%-ით, ხოლო R-CHOP ჯგუფში 61%-ით იყო უზრუნველყოფილი.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
საინექციური ბორტეზომიბით თერაპიის დროს აღწერილია სიმსივნის ლიზისის სინდრომი. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებსაც მკურნალობამდე მაღალი სიმსივნური დატვირთვა აქვთ. პაციენტებს ყურადღებით აკვირდებიან და იღებენ შესაბამის ზომებს.
ღვიძლის ტოქსიკურობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ მრავალ მედიკამენტს და აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები. ღვიძლის სხვა რეაქციები მოიცავს ჰეპატიტს, ღვიძლის ენზიმების მომატებას და ჰიპერბილირუბინემიას. შექცევადობის შესაფასებლად უნდა შეწყდეს საინექციო ბორტეზომიბის მიღება. მ პაციენტებში მკურნალობის განახლების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
თრომბოზული მიკროანგიოპათია
პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც საინექციო ბორტეზომიბს იღებდნენ , აღწერილია თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალურიც, მათ შორის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (TTP/HUS). დააკვირდით TTP/HUS ნიშნებს და სიმპტომებს. თუ დიაგნოზი საეჭვოა, შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია და შეაფასეთ. თუ TTP/HUS დიაგნოზი გამოირიცხება, განიხილეთ ბორტეზომიბის ინექციის განახლება.საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლების უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ TTP/HUS, უცნობია.
ემბრიონულ-ფეტალური ტოქსიკურობა
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში მიღებისას ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. ორგანოგენეზის დროს კურდღლებში ბორტეზომიბის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით კლინიკურ დოზაზე დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი დოზით - 1.3 მგ/მ2-ით - მიღებამ გამოიწვია პოსტიმპლანტაციური დანაკარგი და ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება. [იხ.გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1)].
საინექციური ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან შვიდი თვის განმავლობაში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალ პარტნიორებთან ერთად მამაკაცებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ოთხი თვის განმავლობაში. თუ ორსულობის დროს გამოიყენება საინექციო ბორტეზომიბი ან თუ პაციენტი დაორსულდება საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ [იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1, 8.3), არაკლინიკური ტოქსიკოლოგია (13.1)].
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კლინიკური კვლევები
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა დექსამეტაზონთან (CYP3A4 სუსტი ინდუქტორი), ომეპრაზოლთან (CYP2C19 ძლიერი ინჰიბიტორი) ან მელფალანთან პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას.
ძლიერი CYP3A4ინჰიბიტორი
კეტოკონაზოლთან (ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორი) ერთად მიღებამ ბორტეზომიბის ექსპოზიცია 35%-ით გაზარდა.
ძლიერი CYP3A4ინდუქტორი
რიფამპინთან (ძლიერი CYP3A4 ინდუქტორი) ერთად მიღებამ ბორტეზომიბის ექსპოზიცია დაახლოებით 45%-ით შეამცირა.
In Vitro კვლევები
ბორტეზომიბმა შეიძლება დათრგუნოს CYP2C19 აქტივობა და გაზარდოს იმ პრეპარატების ექსპოზიცია, რომლებიც ამ ენზიმის სუბსტრატებია.
არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა
ბორტეზომიბის კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.
ბორტეზომიბმა კლასტოგენური აქტივობა (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) აჩვენა in vitro ქრომოსომული აბერაციების ანალიზში, რომელიც ჩატარდა ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედების გამოყენებით. ბორტეზომიბი არ აღმოჩნდა გენოტოქსიკური in vitro მუტაგენურობის ანალიზში (ეიმსის ტესტი) და in vivo მიკრობირთვული ანალიზში თაგვებში ტესტირებისას.
ფერტილობაზე ბორტეზომიბის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა რეპროდუქციული ქსოვილების შეფასება ჩატარდა ზოგადი ტოქსიკურობის კვლევებში. ვირთხებზე ჩატარებულ ექვსთვიან ტოქსიკურობის კვლევაში, საკვერცხეებში დეგენერაციული ეფექტები დაფიქსირდა ≥0.3 მგ/მ2 დოზების (რეკომენდებული კლინიკური დოზის ერთი მეოთხედი) გამოყენებისას, ხოლო სათესლე ჯირკვლებში დეგენერაციული ცვლილებები დაფიქსირდა 1.2 მგ/მ2 დოზირებისას.
ცხოველთა ტოქსიკოლოგია და/ან ფარმაკოლოგია
კარდიოვასკულური ტოქსიკურობა
მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეკომენდებული კლინიკურ დოზაზე დაახლოებით ორჯერ მეტის მიღებამ გამოიწვია გულისცემის სიხშირის მატება, რასაც მოჰყვა ღრმა პროგრესირებადი ჰიპოტენზია, ბრადიკარდია და სიკვდილი დოზის მიღებიდან 12-14 საათის შემდეგ. ≥1.2 მგ/მ2 დოზებმა გულის პარამეტრების დოზის პროპორციული ცვლილებები გამოიწვია. ბორტეზომიბი ნაწილდება ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებში, მათ შორის მიოკარდიუმში. მაიმუნებში განმეორებითი დოზირების ტოქსიკურობის კვლევაში ასევე დაფიქსირდა მიოკარდიუმის ჰემორაგია, ანთება და ნეკროზი.
ქრონიკული გამოყენება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზის და სქემის მსგავსი დოზითა და სქემით (კვირაში ორჯერ მიღება ორი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა ერთკვირიანი შესვენება), დაფიქსირებული ტოქსიკურობის შემთხვევები მოიცავდა მძიმე ანემიას და თრომბოციტოპენიას, ასევე კუჭ-ნაწლავის, ნევროლოგიური და ლიმფოიდური სისტემის ტოქსიკურობას. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ბორტეზომიბის ნეიროტოქსიკური ეფექტები მოიცავდა პერიფერიული ნერვების, ზურგის ტვინის დორსალური ფესვებისა და ზურგის ტვინის ტრაქტების აქსონალურ შეშუპებას და დეგენერაციას. გარდა ამისა, დაფიქსირდა მულტიფოკალური სისხლდენა და ნეკროზი ტვინში, თვალსა და გულში.
კლინიკური კვლევები
მრავლობითი მიელომა
რანდომიზებული, ღია კლინიკური კვლევა ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში
682 პაციენტზე ჩატარდა პროსპექტული, საერთაშორისო, რანდომიზებული (1:1), ღია კლინიკური კვლევა (NCT00111319), რათა დაედგინათ, იწვევდა თუ არა ინტრავენური ბორტეზომიბის (1.3 მგ/მ2) მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) კომბინაციაში გამოყენება პროგრესირების დროის (TTP) გაუმჯობესებას მელფალანთან (9 მგ/მ2) შედარებით და
პრედნიზონთან ერთად (60 მგ/მ2) ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში. მკურნალობა მაქსიმუმ ცხრა ციკლის განმავლობაში (დაახლოებით 54 კვირა) მიმდინარეობდა და დაავადების პროგრესირების ან მიუღებელი ტოქსიკურობის გამო ვადაზე ადრე შეწყდა. ბორტეზომიბის კვლევის ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებული იყო ანტივირუსული პროფილაქტიკა
კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71 წელი (48;91), 50% იყო მამრობითი სქესის, 88% - კავკასიელი და პაციენტების საშუალო კარნოფსკის შეფასების ქულა იყო 80 (60;100). პაციენტებს 63%/25%/8% შემთხვევაში აღენიშნებოდათ IgG/IgA/მსუბუქი ჯაჭვის მიელომა, ჰემოგლობინის საშუალო მაჩვენებელი 105 გ/ლ (64;165) და თრომბოციტების საშუალო რაოდენობა 221,500/მიკროლიტრი. (33,000;587,000).
კვლევის ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში 14. წინასწარ განსაზღვრული შუალედური ანალიზის მიხედვით (16.3 თვის საშუალო დაკვირვების ხანგრძლივობით), ბორტეზომიბის, მელფალანისა და პრედნიზონის თერაპიის კომბინაციამ მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგები აჩვენა პროგრესირებამდე დროის, პროგრესირების გარეშე გადარჩენის, საერთო გადარჩენისა და პასუხის მაჩვენებლის თვალსაზრისით. შემდგომი რეგისტრაცია შეჩერდა და პაციენტებს, რომლებიც მელფალანსა და პრედნიზონს იღებდნენ, დამატებით შესთავაზეს ბორტეზომიბი. საერთო გადარჩენის შემდგომმა, წინასწარ განსაზღვრულმა ანალიზმა (საშუალო დაკვირვების პერიოდი 36.7 თვე, რისკის თანაფარდობით 0.65, 95% CI: 0.51, 0.84) აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი გადარჩენის მხრივ ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის მკურნალობის ჯგუფში, ბორტეზომიბზე დაფუძნებული რეჟიმების ჩათვლით შემდგომი თერაპიების მიუხედავად. 387 სიკვდილზე დაყრდნობით ჩატარებული საერთო გადარჩენის განახლებული ანალიზის მიხედვით (საშუალო დაკვირვების პერიოდი 60.1 თვე), ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის მკურნალობის ჯგუფის საშუალო საერთო გადარჩენის მაჩვენებელი 56.4 თვე იყო, ხოლო მელფალანის და პრედნიზონის მკურნალობის ჯგუფისთვის - 43.1 თვე, რისკის თანაფარდობით 0.695. (95% CI: 0.57, 0.85).
ცხრილი 14: ეფექტურობის ანალიზის შეჯამება ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის კვლევაში
ეფექტურობის ენდპოინტი
ბორტეზომიბი, მელფალანი და პრედნიზონი (n=344)
მელფალანი და პრედნიზოლონი (n=338)
დრო პროგრესირებამდე
მოვლენები n (%)
101 (29)
152 (45)
საშუალო* (თვეები) (95% CI)
- 7
(17.6, 24.7)
- 0
(14.1, 17.9)
საფრთხის თანაფარდობა † (95% CI)
- 54
(0.42, 0.70)
p-მნიშვნელობა‡
- 000002
პროგრესირების გარეშე გადარჩენა
მოვლენები n (%)
135 (39)
190 (56)
საშუალო* (თვეები) (95% CI)
- 3
(16.6, 21.7)
- 0
(11.1, 15.0)
საფრთხის თანაფარდობა † (95% CI)
- 61
(0.49, 0.76)
p-მნიშვნელობა‡
- 00001
რეაგირების მაჩვენებელი
CR§ n (%)
102 (30)
12 (4)
PR§ n (%)
136 (40)
103 (30)
nCR n (%)
5 (1)
0
CR + PR§ n (%)
238 (69)
115 (34)
p-მნიშვნელობა¶
<10-10
საშუალო დაკვირვების დროს საერთო გადარჩენა 36.7 თვე იყო
მოვლენები (სიკვდილი) n (%)
109 (32)
148 (44)
საშუალო* (თვეები) (95% CI)
Not Reached (46.2, NR)
- 1
(34.8, NR)
საფრთხის თანაფარდობა † (95% CI)
- 65
(0.51, 0.84)
p-მნიშვნელობა‡
- 00084
შენიშვნა: ყველა შედეგი ეფუძნება ანალიზს, რომელიც ჩატარდა 16.3 თვის საშუალო დაკვირვების ხანგრძლივობის დროს, გარდა საერთო გადარჩენის ანალიზისა.
- კაპლან-მაიერის შეფასება
† საფრთხის თანაფარდობის შეფასება ეფუძნება Cox პროპორციული საფრთხის მოდელს, რომელიც კორექტირებულია სტრატიფიკაციის ფაქტორების მიხედვით: ბეტა-მიკროგლობულინი, ალბუმინი და რეგიონი. ერთზე ნაკლები საფრთხის თანაფარდობა მიუთითებს ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის უპირატესობაზე.
‡ p-მნიშვნელობა დაფუძნებულია სტრატიფიცირებულ log-rankტესტზე, კორექტირებულია სტრატიფიკაციის ფაქტორების მიხედვით: ბეტა-მიკროგლობულინი, ალბუმინი და რეგიონი
5526074-255682
2
§ EBMT კრიტერიუმები
¶ კოხრან-მანტელ-ჰენზელის ქი-კვადრატ ტესტიდან მიღებული პასუხის მაჩვენებლის (CR + PR) p-მნიშვნელობა, სტრატიფიკაციის ფაქტორების გათვალისწინებით კორექტირებული
TTP სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის ჯგუფში (იხ. სურათი 1). (საშუალო დაკვირვების ხანგრძლივობა 16.3 თვე)
სურათი 1: პროგრესირების დრო ბორტეზომიბი, მელფალანი და პრედნიზონი vs მელფალანი და პრედნიზონი
საერთო გადარჩენადობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის ჯგუფში (იხ. სურათი 2). (საშუალო დაკვირვების პერიოდი 60.1 თვე)
91440048831500სურათი 2: საერთო გადარჩენადობა ბორტეზომიბი, მელფალანი და პრედნიზონი vs მელფალანი და პრედნიზონი
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის რანდომიზებული კლინიკური კვლევა, ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონი
პროსპექტიული მე-3 ფაზის, საერთაშორისო, რანდომიზებული (1:1), სტრატიფიცირებული, ღია კლინიკური კვლევა (NCT00048230), რომელშიც 669 პაციენტი მონაწილეობდა, შემუშავებული იყო იმის დასადგენად, იწვევდა თუ არა ბორტეზომიბი პროგრესირების დროის (TTP) გაუმჯობესებას დექსამეტაზონის მაღალი დოზით მიღებასთან შედარებით პროგრესირებადი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში წინა 1- 3 თერაპიის შემდეგ. პაციენტები, რომლებიც რეფრაქტერულად ითვლებოდნენ დექსამეტაზონის მაღალი დოზის მიმართ, გამოირიცხნენ, ისევე როგორც ისინი, ვისაც საწყისი სტადიის ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია ან თრომბოციტების რაოდენობა <50,000/µლ ჰქონდა. პასუხის შეფასება შესაძლებელი იყო სულ 627 პაციენტის შემთხვევაში.
სტრატიფიკაციის ფაქტორები ეფუძნებოდა პაციენტის მიერ ადრე მიღებული წინა თერაპიის ხაზების რაოდენობას (ერთი წინა ხაზი თერაპიის ერთზე მეტი ხაზის წინააღმდეგ), პროგრესირების დროს წინა მკურნალობასთან შედარებით (პროგრესირება ბოლო თერაპიის შეწყვეტის დროს ან ექვსი თვის განმავლობაში, ბოლო თერაპიის მიღებიდან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რეციდივის წინააღმდეგ) და ბეტა2-მიკროგლობულინის სკრინინგის დონეებს (≤2.5 მგ/ლ vs >2.5 მგ/ლ).
პაციენტისა და დაავადების საწყისი მახასიათებლები შეჯამებულია ცხრილში 15.
ცხრილი 15: რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში პაციენტის საწყისი მდგომარეობისა და დაავადების მახასიათებლების შეჯამება
პაციენტის მახასიათებლები
ბორტეზომიბი (N=333)
დექსამეტაზონი (N=336)
საშუალო ასაკი წლებში (დიაპაზონი)
- 0 (33, 84)
- 0 (27, 86)
სქესი: მამრობითი/მდედრობითი
56%/44%
60%/40%
რასა: კავკასიელი/შავკანიანი/სხვა
90%/6%/4%
88%/7%/5%
კარნოფსკის ფუნქციური სტატუსის ქულა ≤70
13%
17%
ჰემოგლობინი <100 გ/ლ
32%
28%
თრომბოციტების რაოდენობა <75 × 109/ლ
6%
4%
დაავადების მახასიათებლები
მიელომის ტიპი (%): IgG/IgA/მსუბუქი ჯაჭვი
60%/23%/12%
59%/24%/13%
ბეტა2-მიკროგლობულინის საშუალო შემცველობა (მგ/ლ)
- 7
- 6
ალბუმინის მედიანური შემცველობა (გ/ლ)
- 0
- 0
კრეატინინის კლირენსი ≤30 მლ/წთ [n (%)]
17 (5%)
11 (3%)
მრავლობითი მიელომის საშუალო ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმიდან (წლები)
- 5
- 1
მკურნალობის წინა თერაპიული ხაზების რაოდენობა
მედიანა
2
2
1 წინა ხაზი
40%
35%
>1 წინა ხაზი
60%
65%
წინა თერაპია
ნებისმიერი ადრე მიღებული სტეროიდი, მაგ., დექსამეტაზონი, VAD
98%
99%
ნებისმიერი წინა ანტრაციკლინი, მაგ., VAD, მიტოქსანტრონი
77%
76%
ნებისმიერი წინა მაალკილირებელი აგენტი, მაგ., MP, VBMCP
91%
92%
ნებისმიერი წინა თალიდომიდით თერაპია
48%
50%
ვინკას ალკალოიდები
74%
72%
წინა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა/სხვა მაღალი დოზით თერაპია
67%
68%
წინა ექსპერიმენტული ან სხვა სახის თერაპია
3%
2%
ბორტეზომიბის მკურნალობის ჯგუფში პაციენტებს უნდა მიეღოთ 8, სამკვირიანი მკურნალობის ციკლი, რასაც მოჰყვებოდა ბორტეზომიბის 3, ხუთკვირიანი მკურნალობის ციკლი. პაციენტებს, რომლებმაც CR-ს მიაღწიეს, სრული რემისიის პირველი ნიშნების გამოვლენიდან ოთხი ციკლის განმავლობაში უტარდებოდათ მკურნალობა. მკურნალობის თითოეული სამკვირიანი ციკლის განმავლობაში, მხოლოდ ბორტეზომიბი 1.3 მგ/მ2/დოზა შეჰყავდათ ინტრავენური ბოლუსური ინექციით კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, 1, 4, 8 და 11 დღეს, რასაც მოჰყვებოდა ათდღიანი შესვენების პერიოდი (12-დან 21-ე დღემდე). მკურნალობის ყოველი ხუთკვირიანი ციკლის განმავლობაში, ბორტეზომიბი 1.3 მგ/მ2/დოზა შეჰყავდათ ინტრავენურად ბოლუსურად კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში, 1, 8, 15 და 22 დღეს, რასაც მოჰყვებოდა 13-დღიანი შესვენება (23-დან 35-ე დღემდე). [იხ.დოზირება და გამოყენება (2.2)].
დექსამეტაზონით მკურნალობის ჯგუფში პაციენტებს უნდა მიეღოთ 4 ხუთკვირიანი მკურნალობის ციკლი, რასაც მოჰყვებოდა 5 ოთხკვირიანი მკურნალობის ციკლი. მკურნალობის თითოეული ხუთკვირიანი ციკლის განმავლობაში, დექსამეტაზონი 40 მგ PO მიიღებოდა დღე-ღამეში ერთხელ 1-4, 9-12 და 17-20 დღეს, რასაც მოჰყვებოდა 15-დღიანი შესვენება (21-35 დღეები). მკურნალობის თითოეული ოთხკვირიანი ციკლის განმავლობაში, დექსამეტაზონი 40 მგ პერორალურად მიიღებოდა დღე-ღამეში ერთხელ 1-დან 4 დღემდე, რასაც მოჰყვებოდა 24-დღიანი შესვენება (5-დან 28-ე დღემდე). პაციენტებს, რომლებსაც დექსამეტაზონის გამოყენებისას დაავადების დოკუმენტირებული პროგრესირებადი ფორმა ჰქონდათ, თანმხლები კვლევის ფარგლებში შესთავაზეს ბორტეზომიბი სტანდარტული დოზით და გრაფიკით. პროგრესირებამდე დროის წინასწარ დაგეგმილი შუალედური ანალიზის შემდეგ, დექსამეტაზონის ჯგუფი შეჩერდა და ყველა პაციენტს, რომელიც რანდომიზებულად იყო განაწილებული დექსამეტაზონზე, შესთავაზეს ბორტეზომიბი, დაავადების სტატუსის მიუხედავად.
ბორტეზომიბის ჯგუფში პაციენტების 34%-მა თერაპიის სამკვირიანი ციკლიდან რვავეში მიიღო ბორტეზომიბის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 13%-მა - ყველა 11 ციკლის განმავლობაში. კვლევის დროს ბორტეზომიბის დოზების საშუალო რაოდენობა იყო 22, დიაპაზონით 1-დან 44-მდე. დექსამეტაზონის ჯგუფში პაციენტების 40%-მა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა თერაპიის ხუთკვირიანი მკურნალობის ოთხივე ციკლის განმავლობაში, ხოლო 6%-მა - მინიმუმ ერთი დოზა ცხრავე ციკლის განმავლობაში.
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევის შედეგად მიღებული მოვლენამდე დროის ანალიზი და პასუხის მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში 16. პასუხი და პროგრესირება შეფასდა სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ევროპული ჯგუფის (EBMT) კრიტერიუმების გამოყენებით. სრული პასუხის (CR) მისაღებად საჭირო იყო ძვლის ტვინში პლაზმური უჯრედების <5%, M-ცილის 100%-იანი შემცირება და იმუნოფიქსაციის უარყოფითი ტესტი (IF-). ნაწილობრივი პასუხის მისაღებად (PR) საჭიროა შრატში მიელომის ცილის ≥50%-ით და შარდში მიელომის ცილის ≥90%-ით შემცირება სულ მცირე ორჯერ, სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, ძვლის სტაბილური დაავადებისა და ნორმალური კალციუმის დონის შენარჩუნებასთან ერთად. თითქმის სრული პასუხი (nCR) განისაზღვრა, როგორც სრული პასუხის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, მათ შორის ცილის ელექტროფორეზის გზით M-ცილის 100%-იანი შემცირება; თუმცა, M-ცილა მაინც აღმოჩენილი იყო იმუნოფიქსაციით. (IF+).
ცხრილი 16: ეფექტურობის ანალიზის შეჯამება რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში
ეფექტურობის ენდპოინტი
ყველა პაციენტი
თერაპიის 1 წინა ხაზი
წინა თერაპიის >1 ხაზი
ბორტეზომიბი
დექსამეტაზონი
ბორტეზომიბი
დექსამეტაზონი
ბორტეზომიბი
დექსამეტაზონი
(n=333)
(n=336)
(n=132)
(n=119)
(n=200)
(n=217)
პროგრესის დრო
მოვლენები n (%)
147 (44)
196 (58)
55 (42)
64 (54)
92 (46)
132 (61)
მედიანა * (95% CI)
- 2 mo
(4.9, 6.9)
- 5 mo
(2.9, 4.2)
- 0 mo
(6.2, 8.8)
- 6 mo
(3.4, 6.3)
- 9 mo
(4.2, 6.3)
- 9 mo
(2.8, 3.5)
საფრთხის თანაფარდობა † (95% CI)
- 55
(0.44, 0.69)
- 55
(0.38, 0.81)
- 54
(0.41, 0.72)
p-მნიშვნელობა‡
<0.0001
- 0019
<0.0001
საერთო გადარჩენადობა
მოვლენები (სიკვდილი) n (%)
51 (15)
84 (25)
12 (9)
24 (20)
39 (20)
60 (28)
საფრთხის თანაფარდობა † (95% CI)
- 57
(0.40, 0.81)
- 39
(0.19, 0.81)
- 65
(0.43, 0.97)
p-მნიშვნელობა‡, §
<0.05
<0.05
<0.05
რეაგირების მაჩვენებელი
პოპულაცია¶ n=627
n=315
n=312
n=128
n=110
n=187
n=202
CR# n (%)
20 (6)
2 (<1)
8 (6)
2 (2)
12 (6)
0 (0)
PR# n(%)
101 (32)
54 (17)
49 (38)
27 (25)
52 (28)
27 (13)
nCR#, ♠ n(%)
21 (7)
3 (<1)
8 (6)
2 (2)
13 (7)
1 (<1)
CR + PR# n (%)
121 (38)
56 (18)
57 (45)
29 (26)
64 (34)
27 (13)
p-მნიშვნელობა
<0.0001
- 0035
<0.0001
- კაპლან-მაიერის შეფასება
† საფრთხის თანაფარდობა ეფუძნება Cox პროპორციული საფრთხის მოდელს, სადაც მკურნალობა ერთ დამოუკიდებელ ცვლადად ითვლება. ერთზე ნაკლები საფრთხის თანაფარდობა მიუთითებს ბორტეზომიბის უპირატესობაზე
‡ p-მნიშვნელობა დაფუძნებულია სტრატიფიცირებული log-rankტესტზე, რანდომიზაციის სტრატიფიკაციის ფაქტორების ჩათვლით
§ ზუსტი p-მნიშვნელობის რენდერირება შეუძლებელია
¶ რეაგირების პოპულაცია მოიცავს პაციენტებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ გაზომვადი დაავადება და მიიღეს საკვლევი პრეპარატის სულ მცირე ერთი დოზა.
# EBMT კრიტერიუმები; nCR აკმაყოფილებს CR-ის ყველა EBMT კრიტერიუმს, მაგრამ აქვს დადებითი IF. EBMT კრიტერიუმების მიხედვით, nCR მიეკუთვნება PR კატეგორიას.
♠ ორ პაციენტში IF უცნობი იყო
♥ კოხრან-მანტელ-ჰენზელის ქი-კვადრატ ტესტიდან მიღებული პასუხის მაჩვენებლის (CR + PR) p-მნიშვნელობა, სტრატიფიკაციის ფაქტორების გათვალისწინებით კორექტირებული
ბორტეზომიბის ჯგუფში TTP სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა (იხ. სურათი 3).
სურათი 3: პროგრესირებამდე დრო ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონი (რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევა)
როგორც ნაჩვენებია მე-4 სურათზე ბორტეზომიბს დექსამეტაზონთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა გადარჩენის მხრივ (p <0.05). დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა 8.3 თვე იყო.
სურათი 4: საერთო გადარჩენის მაჩვენებელი ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონი116205046672500 (რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევა)
ბორტეზომიბის ჯგუფში პასუხის (CR ან PR) მიღწეული 121 პაციენტისთვის, საშუალო ხანგრძლივობა იყო 8.0 თვე (95% CI: 6.9, 11.5 თვე), დექსამეტაზონის ჯგუფში 56 პაციენტის შემთხვევაში კი - 5.6 თვე (95% CI: 4.8, 9.2 თვე). პასუხის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო ბორტეზომიბის ჯგუფში, საწყის ეტაპზე ბეტა2-მიკროგლობულინის დონის მიუხედავად.
ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის რანდომიზებული, ღია კლინიკური კვლევა მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს
ღია, რანდომიზებული, მე-3 ფაზის არა-დაბალი დონის კვლევაში (NCT00722566) შედარდა ბორტეზომიბის კანქვეშა შეყვანის ეფექტურობა და უსაფრთხოება ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით. კვლევაში მონაწილეობდა მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე 222 პაციენტი ,რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ბორტეზომიბი. ისინი რანდომიზებულნი იყვნენ 2:1 თანაფარდობით რვა ციკლის განმავლობაში 1.3 მგ/მ2 ბორტეზომიბის მისაღებად კანქვეშა (n=148) ან ინტრავენური (n=74) გზით. პაციენტებს, რომლებზეც ოთხი ციკლის შემდეგ მხოლოდ ბორტეზომიბით თერაპიაზე ოპტიმალური პასუხი (სრული პასუხი (CR)-ზე ნაკლები) არ აღინიშნებოდა, ბორტეზომიბის მიღების დღეს და მის შემდეგ დღეში 20 მგ დექსამეტაზონის პერორალური მიღების უფლება მიეცათ (82 პაციენტი კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში და 39 პაციენტი ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში). პაციენტები, რომლებსაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია ან ნეიროპათიური ტკივილი, ან თრომბოციტების რაოდენობა <50,000/µლ, კვლევიდან გამოირიცხნენ. რეაქციის შეფასება შესაძლებელი იყო სულ 218 პაციენტის შემთხვევაში.
სტრატიფიკაციის ფაქტორები ეფუძნებოდა პაციენტის მიერ მიღებული წინა თერაპიის ხაზების რაოდენობას (ერთი წინა ხაზი vsთერაპიის ერთზე მეტი ხაზი) და საერთაშორისო სტადირების სისტემის (ISS) სტადიას (ბეტა2-მიკროგლობულინისა და ალბუმინის დონის ჩათვლით; I, II ან III სტადიები).
ორი სამკურნალო ჯგუფის საწყისი დემოგრაფიული და სხვა მახასიათებლები შეჯამებულია შემდეგნაირად: პაციენტთა პოპულაციის საშუალო ასაკი დაახლოებით 64 წელი იყო (დიაპაზონი: 38-დან 88 წლამდე), ძირითადად მამრობითი სქესის (კანქვეშა: 50%, ინტრავენური: 64%); მიელომის პირველადი ტიპია IgG (კანქვეშა: 65% IgG, 26% IgA, 8% მსუბუქი ჯაჭვი; ინტრავენური: 72% IgG, 19% IgA, 8% მსუბუქი ჯაჭვი), ISS სტადია I/II/III (%) იყო 27, 41, 32 როგორც კანქვეშა, ასევე ინტრავენური შეყვანისთვის, კანოფსკის ფუნქციური სტატუსის ქულა ≤70% იყო კანქვეშა შეყვანის შემთხვევების 22%-ში და ინტრავენური შეყვანის შემთხვევების 16%-ში, კრეატინინის კლირენსი იყო 67.5 მლ/წთ კანქვეშა შეყვანის შემთხვევაში და 73 მლ/წთ ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში, დიაგნოზიდან წლების საშუალო ხანგრძლივობა შესაბამისად 2.68 და 2.93 იყო კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში, ხოლო პაციენტების წილი, რომლებსაც ადრე ერთზე მეტი თერაპიის ხაზი ჰქონდათ გამოყენებული, კანქვეშა შეყვანის შემთხვევაში 38% და ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში 35% იყო. ამ კვლევამ მიაღწია თავის ძირითად (არადაბალი დონის) მიზანს, რომ კანქვეშა ბორტეზომიბის მონოთერაპიის შემდეგ, ინტრავენურ ბორტეზომიბთან შედარებით, ოთხი ციკლის შემდეგ, შენარჩუნებულიყო საერთო რეაქციის მაჩვენებლის სულ მცირე 60%. შედეგები მოცემულია ცხრილში 17.
ცხრილი 17: ეფექტურობის ანალიზის შეჯამება მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე პაციენტების კვლევაში: ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანა
კანქვეშა ბორტეზომიბი
ინტრავენური ბორტეზომიბი
განზრახული სამკურნალო პოპულაცია
(n=148)
(n=74)
პირველადი საბოლოო წერტილი
პასუხის სიხშირე 4 ციკლის შემდეგ
საერთო პასუხის სიხშირე (სრული პასუხი + ნაწილობრივი პასუხი) n(%)
63 (43)
31 (42)
პასუხის სიხშირის თანაფარდობა (95% სანდოობის ინტერვალი)
- 01 (0.73, 1.40)
სრული პასუხი (CR) n(%)
11 (7)
6 (8)
ნაწილობრივი პასუხი (PR) n(%)
52 (35)
25 (34)
არასრული პასუხი (nCR) n(%)
9 (6)
4 (5)
მეორადი საბოლოო წერტილები
პასუხის სიხშირე 8 ციკლის შემდეგ
საერთო პასუხის სიხშირე (სრული პასუხი + ნაწილობრივი პასუხი) n(%)
78 (53)
38 (51)
სრული პასუხი (CR) n(%)
17 (11)
9 (12)
ნაწილობრივი პასუხი (PR) n(%)
61 (41)
29 (39)
არასრული პასუხი (nCR) n(%)
14 (9)
7 (9)
მედიანური დრო პროგრესირებამდე, თვეები
- 4
- 4
მედიანური პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა, თვეები
- 2
- 0
1 წლიანი საერთო გადარჩენა (%)*
- 6
- 7
- დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობაა 1 1.8 თვე
მორეციდივე მრავლობითი მიელომის რანდომიზებული, მე-2 ფაზის დოზა-რეაქციის კვლევა
ღია, მულტიცენტრულ კვლევაში, მრავლობითი მიელომის მქონე 54 პაციენტი, რომლებსაც წინა ხაზით თერაპიის დროს ან მის შემდეგ პროგრესირება ან რეციდივი განუვითარდათ, რანდომულად შეირჩა ბორტეზომიბის 1 მგ/მ2 ან 1.3 მგ/მ2 ინტრავენური ბოლუსი კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, 1, 4, 8 და 11 დღეს, რასაც მოჰყვებოდა ათდღიანი შესვენების პერიოდი (12-დან 21-ე დღემდე). ამ კვლევაში მრავლობითი მიელომის დიაგნოზსა და ბორტეზომიბის პირველ დოზას შორის დროის საშუალო ხანგრძლივობა ორი წელი იყო და პაციენტებს წინა მკურნალობის …
ორსულობა და ძუძუთი კვება
რისკის შეჯამება
მისი მოქმედების მექანიზმის [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.1)] და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, ორსულ ქალებში გამოყენებისას ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. ორსულ ქალებში ბორტეზომიბის გამოყენებისას პრეპარატთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზების გამოყენებისას ბორტეზომიბმა კურდღლებში გამოიწვია ემბრიო-ფეტალური ლეტალობა (იხილეთ მონაცემები). ორსულ ქალებს აცნობეთ ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
ორსულობის დროს არასასურველი შედეგები დგება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მედიკამენტების გამოყენების მიუხედავად. მითითებული პოპულაციისთვის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი უცნობია. აშშ-ის ზოგად პოპულაციაში, კლინიკურად აღიარებული ორსულობების დროს ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი შესაბამისად 2-დან 4%-მდე და 15-დან 20%-მდეა.
მონაცემები
ცხოველების მონაცემები
ბორტეზომიბი არ იყო ტერატოგენული ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებული არაკლინიკური განვითარების ტოქსიკურობის კვლევებში, ორგანოგენეზის დროს მიღებული ყველაზე მაღალი დოზის (0.075 მგ/კგ; 0.5 მგ/მ2 ვირთხებში და 0.05 მგ/კგ; 0.6 მგ/მ2 კურდღლებში) გამოყენებისას. ეს დოზები სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დაახლოებით 0.5-ჯერ აღემატება კლინიკურ დოზას - 1.3 მგ/მ2-ს.
ბორტეზომიბმა კურდღლებში ემბრიო-ფეტალური ლეტალობა გამოიწვია კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კლინიკურ დოზაზე-1.3 მგ/მ2-ზე დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი). მაკე კურდღლებს, რომლებსაც ორგანოგენეზის დროს ბორტეზომიბი 0.05 მგ/კგ (0.6 მგ/მ2) დოზით ეძლეოდათ, იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი დანაკარგი და ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება აღენიშნებოდათ. ამ ნაყარიდან ცოცხალ ნაყოფებს ასევე აღენიშნებოდათ ნაყოფის წონის მნიშვნელოვანი შემცირება.
ლაქტაცია
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ბორტეზომიბის ან მისი მეტაბოლიტების ადამიანის რძეში არსებობის, პრეპარატის ძუძუთი კვებაზე ზემოქმედების ან პრეპარატის რძის წარმოებაზე ზემოქმედების შესახებ. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგან ბორტეზომიბის მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალი უცნობია, მეძუძურ ქალებს ურჩიეთ, რომ საინექციო ბორტეზომიბით ი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში ძუძუთი კვება შეწყვიტონ.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში გამოყენებისას საინექციო ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. [იხ.გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1)].
ორსულობის ტესტირება
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე ჩაატარეთ ორსულობის ტესტი.
კონტრაცეფცია
ქალები
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.
მამაკაცები
მამაკაცებმა, რომლებსაც რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პარტნიორები ყავთ, საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
უნაყოფობა
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, საინექციო ბორტეზომიბს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ფერტილობაზე. [იხ.არაკლინიკური ტოქსიკურობა (13.1)].
გამოყენება პედიატრიაში
პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბორტეზომიბის აქტივობა და უსაფრთხოება ინტენსიურ რეინდუქციურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში შეფასდა ლიმფოიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პედიატრიულ და ახალგაზრდა ზრდასრულ პაციენტებში (B უჯრედის პრე-ALL 77%, T-უჯრედის ALL 16% და T-უჯრედის ლიმფობლასტური ლიმფომა (LL) 7%), რომელთაგან ყველას განუვითარდა რეციდივი საწყისი დიაგნოზიდან 36 თვის განმავლობაში ერთჯგუფიან, მულტიცენტრულ, არარანდომიზებულ კოოპერაციული ჯგუფების კვლევაში. ეფექტური რეინდუქციური მრავალაგენტური ქიმიოთერაპიის რეჟიმი სამ ბლოკად იქნა გამოყენებული. ბლოკი 1 მოიცავდა ვინკრისტინს, პრედნიზონს, დოქსორუბიცინს და პეგასპარგაზას; მე-2 ბლოკი მოიცავდა ციკლოფოსფამიდს, ეტოპოზიდს და მეტოტრექსატს; მე-3 ბლოკი მოიცავდა ციტოზინ არაბინოზიდის და ასპარაგინაზას მაღალი დოზებით. ბორტეზომიბი გამოიყენებოდა 1.3 მგ/მ2 დოზით ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით 1 ბლოკის 1, 4, 8 და 11 დღეებში და 2 ბლოკის 1, 4 და 8 დღეებში. კვლევაში ჩართული იყო 140 პაციენტი ALL ან LL-ით, რომლებსაც უსაფრთხოების შეფასება ჩაუტარდათ. საშუალო ასაკი ათი წელი იყო (დიაპაზონი: 1-დან 26 წლამდე), 57% იყო მამრობითი სქესის, 70% - თეთრკანიანი, 14% - შავკანიანი, 4% - აზიელი, 2% - ამერიკელი ინდიელი/ალიასკის მკვიდრი, 1% - წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი..
აქტივობა შეფასდა კვლევაში ჩარიცხული პირველი 60 შეფასებადი პაციენტის წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, რომლებსაც ჰქონდათ პრე-B ALL, ასაკი იყო ≤21 წელი და რეციდივი დიაგნოზიდან <36 თვეში ჰქონდათ. 36-ე დღეს სრული რემისიის (CR) მაჩვენებელი შედარებული იყო პაციენტების ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან, რომლებმაც მიიღეს იდენტური საბაზისო თერაპია ბორტეზომიბის გარეშე. არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ბორტეზომიბის დამატებას რაიმე გავლენა ჰქონდა CR მაჩვენებელზე.
ქიმიოთერაპიის ძირითად რეჟიმზე ბორტეზომიბის დამატებისას უსაფრთხოების ახალი პრობლემები არ დაფიქსირებულა, ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ძირითადი რეჟიმი ბორტეზომიბის გარეშე ინიშნებოდა.
პედიატრიულ პაციენტებში ბორტეზომიბის BSA-ზე ნორმალიზებული კლირენსი მოზრდილებში დაფიქსირებული კლირენსის მსგავსი იყო.
გამოყენება გერიატრიაში
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში ჩართული 669 პაციენტიდან 245 (37%) 65 წლის ან უფროსი ასაკის იყო: 125 (38%) ბორტეზომიბის ჯგუფში და 120 (36%) დექსამეტაზონის ჯგუფში. პროგრესირების საშუალო დრო და პასუხის საშუალო ხანგრძლივობა ≥65 წლის პაციენტებში ბორტეზომიბის მიღებისას უფრო ხანგრძლივი იყო დექსამეტაზონთან შედარებით [შესაბამისად, 5.5 თვე 4.3 თვის წინააღმდეგ და 8.0 თვე 4.9 თვის წინააღმდეგ]. ბორტეზომიბის ჯგუფში, ≥65 წლის ასაკის შეფასებადი პაციენტების 40%-ს (n=46) აღენიშნებოდა პასუხი (CR + PR) დექსამეტაზონის ჯგუფის 18%-თან (n=21) შედარებით. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენების სიხშირე ბორტეზომიბის მიმღებ პაციენტებში, რომელთა ასაკი ≤50 წელი, 51-დან 64 წლამდე და ≥65 წელი იყო, შესაბამისად, 64%, 78% და 75% [იხილეთ გვერდითი რეაქციები (6.1), კლინიკური კვლევები (14.1)].
უსაფრთხოების ან ეფექტურობის საერთო განსხვავებები არ დაფიქსირებულა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და ბორტეზომიბის მიმღებ ახალგაზრდა პაციენტებს შორის; თუმცა, ზოგიერთი ხანდაზმული პირის მომატებული მგრძნობელობა გამორიცხული არ არის.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. დიალიზზე მყოფ პაციენტებში, საინექციო ბორტეზომიბი უნდა დაინიშნოს დიალიზის პროცედურის შემდეგ. [იხ.კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (საერთო ბილირუბინი ≤1x ULN და AST > ULN, ან საერთო ბილირუბინი >1-დან 1.5x ULN-მდე და ნებისმიერი AST) საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. ბორტეზომიბის ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის საშუალო (საერთო ბილირუბინი ULN-ზე ≥1.5-დან 3-ჯერ მეტი და ნებისმიერი AST) და მძიმე (საერთო ბილირუბინი ULN-ზე > 3-ჯერ და ნებისმიერი AST) უკმარისობა. შეამცირეთ საწყისი დოზა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.8), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
დიაბეტით დაავადებული პაციენტები
კლინიკური კვლევების დროს, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, აღინიშნა ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს და ბორტეზომიბს ინექციის სახით, შეიძლება დასჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი მონიტორინგი და ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
საინექციო ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სინკოპე, ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზია. ურჩიეთ პაციენტებს, რომ არ მართონ ავტომობილი ან არ იმუშაონ მექანიზმებთან, თუ აღენიშნებათ რომელიმე ეს სიმპტომი. [იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.2, 5.5)].
ემბრიონულ-ფეტალური ტოქსიკურობა
ქალებს უნდა განუმარტოთ ნაყოფისთვის პოტენციური რისკი და ურჩიეთ გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში. მამაკაცებს, რომლებსაც რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პარტნიორები ყავთ, ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში. პაციენტებს მიეცით მითითება, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ორსულობის შესახებ, თუ ისინი ან მათი პარტნიორი დაორსულდება მკურნალობის დროს ან ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში. [იხ.გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები ( (5.11)].
ლაქტაცია
ურჩიეთ ქალებს, რომ საინექციო ბორტეზომიბის მიღების დროს და ბოლო დოზიდან ორი თვის განმავლობაში ძუძუთი კვებისგან თავი შეიკავონ. [იხ.გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.2)].
თანმხლები მედიკამენტები
ურჩიეთ პაციენტებს, რომ ექიმთან გაიარონ კონსულტაცია სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამჟამად იღებენ..
დიაბეტით დაავადებული პაციენტები
პაციენტებს ურჩიეთ, რომ ხშირად შეამოწმონ სისხლში შაქრის დონე, თუ იყენებენ პერორალურ ანტიდიაბეტურ მედიკამენტებს და აცნობონ ექიმს სისხლში შაქრის დონის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
კანი
ურჩიეთ პაციენტებს, მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება გამონაყარი, ინექციის ადგილას მწვავე რეაქციები [იხ. დოზირება და გამოყენება (2.9)] ან კანის ტკივილი. პაციენტებთან განიხილეთ ჰერპესვირუსული ინფექციის ანტივირუსული პროფილაქტიკის ვარიანტი [იხ. გვერდითი რეაქციები (6.1)].
სხვა
პაციენტებს ურჩიეთ, მიმართონ ექიმს, თუ განუვითარდებათ არტერიული წნევის მომატება, სისხლდენა, ცხელება, ყაბზობა ან მადის დაქვეითება.
1066913126961150089089
150089089
დისტრიბუტორი:
Dr. Reddy's Laboratories Inc.,
Princeton, NJ 08540
დამზადებულია ინდოეთში
გამოცემულია: 03/2022
150089089
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გვერდითი მოვლენები
ეტიკეტირების სხვა ნაწილებში ასევე განხილულია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:
პერიფერიული ნეიროპათია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.1)]
ჰიპოტენზია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.2)]
კარდიალური ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.3)]
ფილტვის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.4)]
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES) [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.5)]
კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.6)]
თრომბოციტოპენია/ნეითროპენია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.7)]
სიმსივნის ლიზისის სინდრომი [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.8)]
ღვიძლის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.9)]
თრომბოზული მიკროანგიოპათია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.10)]
კლინიკური კვლევების გამოცდილება
რადგან კლინიკური კვლევები ტარდება მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში, ერთი პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის პირდაპირ შედარება სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულტან არ შეიძლება და შესაძლოა არ ასახავდეს კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირის მაჩვენებლებს.
კლინიკური კვლევის შეჯამება მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობა არ ჩაუტარებიათ
ცხრილი 9 აღწერს უსაფრთხოების მონაცემებს მრავლობითი მიელომით დაავადებული 340 პაციენტისგან, რომლებსაც ადრე მკურნალობა არ ჩაუტარებიათ, რომლებმაც მიიღეს ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) ინტრავენურად მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) კომბინაციაში პერსპექტიულ, რანდომიზებულ კვლევაში.
ბორტეზომიბის მელფალან/პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენების უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება როგორც ბორტეზომიბის, ასევე მელფალან/პრედნიზონის ცნობილ უსაფრთხოების პროფილებს.
ცხრილი 9: ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (≥10% ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის ჯგუფში) მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის კვლევაში
ბორტეზომიბი, მელფალანი და პრედნიზონი
მელფალანი და პრედნიზოლონი
(n=340)
(n=337)
სხეულის სისტემა
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,, n (%)
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი, n (%)
გვერდითი რეაქცია
n (%)
3
>4
n (%)
3
>4
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
თრომბოციტოპენია
164 (48)
60 (18)
57 (17)
140 (42)
48 (14)
39 (12)
ნეითროპენია
160 (47)
101 (30)
33 (10)
143 (42)
77 (23)
42 (12)
ანემია
109 (32)
41 (12)
4 (1)
156 (46)
61 (18)
18 (5)
ლეიკოპენია
108 (32)
64 (19)
8 (2)
93 (28)
53 (16)
11 (3)
ლიმფოპენია
78 (23)
46 (14)
17 (5)
51 (15)
26 (8)
7 (2)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
134 (39)
10 (3)
0
70 (21)
1 (<1)
0
დიარეა
119 (35)
19 (6)
2 (1)
20 (6)
1 (<1)
0
ღებინება
87 (26)
13 (4)
0
41 (12)
2 (1)
0
ყაბზობა
77 (23)
2 (1)
0
14 (4)
0
0
მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
34 (10)
1 (<1)
0
20 (6)
0
0
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
პერიფერიული ნეიროპათია *
156 (46)
42 (12)
2 (1)
4 (1)
0
0
ნევრალგია
117 (34)
27 (8)
2 (1)
1 (<1)
0
0
პარესთეზია
42 (12)
6 (2)
0
4 (1)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
დაღლილობა
85 (25)
19 (6)
2 (1)
48 (14)
4 (1)
0
ასთენია
54 (16)
18 (5)
0
23 (7)
3 (1)
0
პირექსია
53 (16)
4 (1)
0
19 (6)
1 (<1)
1 (<1)
ინფექციები და ინვაზიები
ჰერპეს ზოსტერი
39 (11)
11 (3)
0
9 (3)
4 (1)
0
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ანორექსია
64 (19)
6 (2)
0
19 (6)
0
0
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი
38 (11)
2 (1)
0
7 (2)
0
0
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
35 (10)
1 (<1)
0
21 (6)
0
0
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს (NEC)
მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა vs დექსამეტაზონის გამოყენების რანდომიზებული კვლევა
ქვემოთ და 10-ე ცხრილში აღწერილი უსაფრთხოების მონაცემები ასახავს ბორტეზომიბის (n=331) ან დექსამეტაზონის (n=332) ზემოქმედებას მორეციდივე მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევაში. ბორტეზომიბი შეჰყავდათ ინტრავენურად 1.3 მგ/მ2 დოზით კვირაში ორჯერ, სამი კვირიდან ორი კვირის განმავლობაში (21-დღიანი ციკლი). რვა, 21-დღიანი ციკლის შემდეგ პაციენტებმა თერაპია კვირაში ერთხელ სამი, 35-დღიანი ციკლის განმავლობაში განაგრძეს. მკურნალობის ხანგრძლივობა 11 ციკლამდე (ცხრა თვე) იყო, საშუალო ხანგრძლივობით ექვსი ციკლი (4.1 თვე). კვლევაში ჩართვისთვის პაციენტებს უნდა ჰქონოდათ გაზომვადი დაავადება და ჩატარებული უნდა ქონოდათ თერაპიის ერთი-სამი კურსი. ჩართვის ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობდა. კრეატინინის კლირენსი შეიძლება ყოფილიყო 20 მლ/წთ-მდე დაბალი, ხოლო ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 1.5-ჯერ მაღალი. გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში, ასევე 65 წლამდე და ≥65 წლის პაციენტებში. პაციენტების უმეტესობა იყო კავკასიური რასის წარმომადგენელი.
[იხ.კლინიკური კვლევები (14.1)].
ბორტეზომიბით ნამკურნალებ 331 პაციენტს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირებული (>20%) გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა (52%), დიარეა (52%), დაღლილობა (39%), პერიფერიული ნეიროპათიები (35%), თრომბოციტოპენია (33%), ყაბზობა (30%), ღებინება (29%) და ანორექსია (21%). დექსამეტაზონის ჯგუფში 332 პაციენტში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული (>20%) გვერდითი რეაქცია იყო დაღლილობა (25%). ბორტეზომიბით ნამკურნალებ ჯგუფში პაციენტების რვა პროცენტს (8%) განუვითარდა მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია; ყველაზე გავრცელებული რეაქციები იყო თრომბოციტოპენია (4%) და ნეითროპენია (2%). დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტთა ცხრა პროცენტს (9%) განუვითარდა მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია. დექსამეტაზონთან დაკავშირებული ყველა ინდივიდუალური მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია 1%-ზე ნაკლები იყო.
მორეციდივე მრავლობითი მიელომისას ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის გამოყენების კვლევაში სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები
სერიოზული გვერდითი რეაქციები განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს სიკვდილს, არის სიცოცხლისთვის სახიფათო, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ახანგრძლივებს მიმდინარე ჰოსპიტალიზაციას, იწვევს მნიშვნელოვან ქმედუუნარობას ან ითვლება მნიშვნელოვან სამედიცინო მოვლენად. კვლევის დროს ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში სულ 80 (24%) პაციენტს, ისევე როგორც დექსამეტაზონით მკურნალობაზე მყოფ 83 პაციენტს (25%) განუვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქცია. ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო დიარეა (3%), დეჰიდრატაცია, ჰერპეს ზოსტერი, პირექსია, გულისრევა, ღებინება, ქოშინი და თრომბოციტოპენია (თითოეული 2%). დექსამეტაზონით მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად მოხსენებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია (4%), ჰიპერგლიკემია (3%), პირექსია და ფსიქიური აშლილობა (თითოეული 2%).
გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობა შეუწყდა სულ 145 პაციენტს, მათ შორის ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში 331 პაციენტიდან 84-ს (25%) და დექსამეტაზონით მკურნალობის ჯგუფში 332 პაციენტიდან 61-ს (18%). ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში 331 პაციენტს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია, იყო პერიფერიული ნეიროპათია (8%).
დექსამეტაზონის ჯგუფში 332 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო ფსიქოზური აშლილობა და ჰიპერგლიკემია (თითოეული 2%).
მორეციდივე მრავლობითი მიელომის ამ კვლევაში ბორტეზომიბთან დაკავშირებულად ოთხი სიკვდილი ჩაითვალა: თითო შემთხვევა კარდიოგენული შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის გაჩერება. ოთხი სიკვდილი დექსამეტაზონთან დაკავშირებულად ჩაითვალა: ორი შემთხვევა სეფსისი, ერთი შემთხვევა ბაქტერიული მენინგიტი და ერთი შემთხვევა სახლში უეცარი სიკვდილი.
მორეციდივე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბი vs და დექსამეტაზონის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია ცხრილში 10. მოიცავს ყველა გვერდით რეაქციას, რომელთა სიხშირე ბორტეზომიბის ჯგუფში იყო ≥10%
ცხრილი 10: რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥10% ბორტეზომიბის ჯგუფში), მე-3 და მე-4 ხარისხის ინტენსივობით (N=663)
ბორტეზომიბი (N=331)
დექსამეტაზონი (N=332)
გვერდითი რეაქციები
ყველა
ხარისხი 3
ხარისხი 4
ყველა
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი გვერდითი რეაქცია
324 (98)
193 (58)
28 (8)
297 (89)
110 (33)
29 (9)
გულისრევა
172 (52)
8 (2)
0
31 (9)
0
0
დიარეაNOS
171 (52)
22 (7)
0
36 (11)
2 (<1)
0
დაღლილობა
130 (39)
15 (5)
0
82 (25)
8 (2)
0
პერიფერიული ნეიროპათიები *
115 (35)
23 (7)
2 (<1)
14 (4)
0
1 (<1)
თრომბოციტოპენია
109 (33)
80 (24)
12 (4)
11 (3)
5 (2)
1 (<1)
ყაბზობა
99 (30)
6 (2)
0
27 (8)
1 (<1)
0
ღებინება NOS
96 (29)
8 (2)
0
10 (3)
1 (<1)
0
ანორექსია
68 (21)
8 (2)
0
8 (2)
1 (<1)
0
პირექსია
66 (20)
2 (<1)
0
21 (6)
3 (<1)
1 (<1)
პარესთეზია
64 (19)
5 (2)
0
24 (7)
0
0
ანემიაNOS
63 (19)
20 (6)
1 (<1)
21 (6)
8 (2)
0
თავის ტკივილი NOS
62 (19)
3 (<1)
0
23 (7)
1 (<1)
0
ნეითროპენია
58 (18)
37 (11)
8 (2)
1 (<1)
1 (<1)
0
გამონაყარი NOS
43 (13)
3 (<1)
0
7 (2)
0
0
მადის დაქვეითება NOS
36 (11)
0
0
12 (4)
0
0
ქოშინიNOS
35 (11)
11 (3)
1 (<1)
37 (11)
7 (2)
1 (<1)
მუცლის ტკივილი NOS
35 (11)
5 (2)
0
7 (2)
0
0
სისუსტე
34 (10)
10 (3)
0
28 (8)
8 (2)
0
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს (NEC)
უსაფრთხოების გამოცდილება მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს მე-2 ფაზის ღია ეტიკეტიანი გაფართოებული კვლევიდან
63 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ მე-2 ფაზის გაფართოებულ კვლევაში, ბორტეზომიბით ხანგრძლივი მკურნალობისას ახალი კუმულაციური ან ახალი გრძელვადიანი ტოქსიკურობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ეს პაციენტები მკურნალობდნენ სულ 5.3-დან 23 თვემდე, წინა კვლევაში ბორტეზომიბით მკურნალობის დროის ჩათვლით [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)].
ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის მე-3 ფაზის ღია კვლევიდან მიღებული უსაფრთხოების გამოცდილება მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს
კანქვეშ შეყვანილი ბორტეზომიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა ერთ, მე-3 ფაზის კვლევაში, 1.3 მგ/მ2 რეკომენდებული დოზით. ეს იყო კანქვეშა vs ინტრავენური ბორტეზომიბის რანდომიზებული, შედარებითი კვლევა 222 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომის რეციდივი. ქვემოთ და ცხრილ 11-ში აღწერილი უსაფრთხოების მონაცემები ასახავს კანქვეშ (N=147) ან ინტრავენურად შეყვანილი ბორტეზომიბის (N=74) ზემოქმედებას. [იხ.კლინიკური კვლევები (14.1)].
ცხრილი 11: კანქვეშა vs ინტრავენური ბორტეზომიბის კვლევაში (N=221) ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥10%), მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით.
კანქვეშა
ინტრავენური
(N=147)
(N=74)
ორგანიზმის სისტემა
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,n (%)
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,
n (%)
გვერდითი რეაქცია
n (%)
3
>4
n (%)
3
>4
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
28 (19)
8 (5)
0
17 (23)
3 (4)
0
ლეიკოპენია
26 (18)
8 (5)
0
15 (20)
4 (5)
1 (1)
ნეითროპენია
34 (23)
15 (10)
4 (3)
20 (27)
10 (14)
3 (4)
თრომბოციტოპენია
44 (30)
7 (5)
5 (3)
25 (34)
7 (9)
5 (7)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა
28 (19)
1 (1)
0
21 (28)
3 (4)
0
გულისრევა
24 (16)
0
0
10 (14)
0
0
ღებინება
13 (9)
3 (2)
0
8 (11)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილის
ასთენია
10 (7)
1 (1)
0
12 (16)
4 (5)
0
დაღლილობა
11 (7)
3 (2)
0
11 (15)
3 (4)
0
პირექსია
18 (12)
0
0
6 (8)
0
0
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ნევრალგია
34 (23)
5 (3)
0
17 (23)
7 (9)
0
პერიფერიული ნეიროპათიები*
55 (37)
8 (5)
1 (1)
37 (50)
10 (14)
1 (1)
შენიშვნა: უსაფრთხოების პოპულაცია: კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში 147 პაციენტი და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 74 პაციენტი, რომლებმაც მიიღეს საკვლევი მედიკამენტის სულ მცირე ერთი დოზა.
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს NEC
ზოგადად, უსაფრთხოების მონაცემები მსგავსი იყო კანქვეშა და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფებისთვის. განსხვავებები დაფიქსირდა ზოგიერთი ≥3 ხარისხის გვერდითი რეაქციის სიხშირეში. ნევრალგიის (კანქვეშა 3% vs ინტრავენური 9%), პერიფერიული ნეიროპათიების (კანქვეშა 6% vsინტრავენური 15%), ნეითროპენიის (კანქვეშა 3% vsინტრავენური 18%) და თრომბოციტოპენიის (კანქვეშა vs 8% ინტრავენური 16%) შემთხვევებში დაფიქსირდა ≥5%-იანი სხვაობა.
კანქვეშა ჯგუფში პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა ადგილობრივი რეაქცია, ძირითადად სიწითლე. მხოლოდ ორ (1%) პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე რეაქციები, ქავილის ერთი შემთხვევა და სიწითლის ერთი შემთხვევა. ადგილობრივმა რეაქციებმა ერთ პაციენტში გამოიწვია ინექციის კონცენტრაციის შემცირება და ერთ პაციენტში პრეპარატის შეწყვეტა. ადგილობრივი რეაქციები საშუალოდ ექვს დღეში გაქრა.
დოზის შემცირება გვერდითი რეაქციების გამო მოხდა კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში პაციენტების 31%-ში, ინტრავენურად ნამკურნალებ პაციენტთა 43%-თან შედარებით. დოზის შემცირების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები მოიცავდა პერიფერიულ სენსორულ ნეიროპათიას (17% კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 31%-თან შედარებით); და ნევრალგიას (11% კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 19%-თან შედარებით).
სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები მორეციდივე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის დროს
სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე მსგავსი იყო კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში (20%) და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში (19%). კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია და პირექსია (თითოეული 2%). ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია, დიარეა და პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (თითოეული 3%).
კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში, 27 პაციენტმა (18%) შეწყვიტა საკვლევი მკურნალობა გვერდითი რეაქციის გამო, ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 17 პაციენტს (23%) შეადგენდა. პრეპარატის კანქვეშ შეყვანის ჯგუფის 147 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (5%) და ნევრალგია (5%). ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 74 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (9%) და ნევრალგია (9%).
კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ორი პაციენტი (1%) და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში ერთი (1%) პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს განვითარებული გვერდითი რეაქციის გამო. კანქვეშა ჯგუფში გარდაცვალების მიზეზი იყო პნევმონიის ერთი შემთხვევა და უეცარი სიკვდილის ერთი შემთხვევა. ინტრავენურ ჯგუფში გარდაცვალების მიზეზი იყო კორონარული არტერიის უკმარისობა.
კლინიკური კვლევის უსაფრთხოების გამოცდილება მანტიის უჯრედის ლიმფომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობა ჩატარებული არ ქონდათ
ცხრილი 12 აღწერს უსაფრთხოების მონაცემებს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე 240 პაციენტისგან, რომლებმაც მიიღეს ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) ინტრავენურად რიტუქსიმაბთან (375 მგ/მ2), ციკლოფოსფამიდთან (750 მგ/მ2), დოქსორუბიცინთან (50 მგ/მ2) და პრედნიზონთან (100 მგ/მ2) (VcR-CAP) კომბინაციაში პროსპექტულ, რანდომიზებულ კვლევაში.
ინფექციები დაფიქსირდა VcR-CAP ჯგუფში პაციენტების 31%-ში და შედარების (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი [R-CHOP]) ჯგუფში პაციენტების 23%-ში, მათ შორის პნევმონიის უპირატესი სასურველი ტერმინით. (VcR-CAP 8% vs R-CHOP 5%).
ცხრილი 12: მანტიის უჯრედის ლიმფომის ადრე არანამკურნალევი შემთხვევების კვლევაში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (≥5%) მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით
VcR-CAP (n=240)
R-CHOP (n=242)
ორგანიზმის სისტემა გვერდითი რეაქციები
ყველა
n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი 3
n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი ≥4 n (%)
ყველა n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი 3 n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი ≥4 n (%)
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ნეითროპენია
209 (87)
32 (13)
168 (70)
172 (71)
31 (13)
125 (52)
ლეიკოპენია
116 (48)
34 (14)
69 (29)
87 (36)
39 (16)
27 (11)
ანემია
106 (44)
27 (11)
4 (2)
71 (29)
23 (10)
4 (2)
თრომბოციტოპენია
172 (72)
59 (25)
76 (32)
42 (17)
9 (4)
3 (1)
ფებრილური ნეითროპენია
41 (17)
24 (10)
12 (5)
33 (14)
17 (7)
15 (6)
ლიმფოპენია
68 (28)
25 (10)
36 (15)
28 (12)
15 (6)
2 (1)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
პერიფერიული ნეიროპათია *
71 (30)
17 (7)
1 (<1)
65 (27)
10 (4)
0
ჰიპოესთეზია
14 (6)
3 (1)
0
13 (5)
0
0
პარესთეზია
14 (6)
2 (1)
0
11 (5)
0
0
ნევრალგია
25 (10)
9 (4)
0
1 (<1)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
დაღლილობა
43 (18)
11 (5)
1 (<1)
38 (16)
5 (2)
0
პირექსია
48 (20)
7 (3)
0
23 (10)
5 (2)
0
ასთენია
29 (12)
4 (2)
1 (<1)
18 (7)
1 (<1)
0
პერიფერიული შეშუპება
16 (7)
1 (<1)
0
13 (5)
0
0
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
54 (23)
1 (<1)
0
28 (12)
0
0
ყაბზობა
42 (18)
1 (<1)
0
22 (9)
2 (1)
0
სტომატიტი
20 (8)
2 (1)
0
19 (8)
0
1 (<1)
დიარეა
59 (25)
11 (5)
0
11 (5)
3 (1)
1 (<1)
ღებინება
24 (10)
1 (<1)
0
8 (3)
0
0
მუცლის შებერილობა
13 (5)
0
0
4 (2)
0
0
ინფექციები და ინვაზიები
პნევმონია
20 (8)
8 (3)
5 (2)
11 (5)
5 (2)
3 (1)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია
31 (13)
1 (<1)
1 (<1)
33 (14)
4 (2)
0
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპერგლიკემია
10 (4)
1 (<1)
0
17 (7)
10 (4)
0
მადის დაქვეითება
36 (15)
2 (1)
0
15 (6)
1 (<1)
0
ვასკულური დარღვევები
ჰიპერტენზია
15 (6)
1 (<1)
0
3 (1)
0
0
ფსიქიატრული დარღვევები
უძილობა
16 (7)
1 (<1)
0
8 (3)
0
0
საკვანძო: R-CHOP = რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი; VcR-CAP = ბორტეზომიბი, რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს NEC
ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაციის შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 4.6% და R-CHOP ჯგუფში 0.8% იყო. ანტივირუსული პროფილაქტიკა პროტოკოლის შესწორებით იყო სავალდებულო.
≥3 ხარისხის სისხლდენის შემთხვევების სიხშირე მსგავსი იყო ორ ჯგუფში (ოთხი პაციენტი VcR-CAP ჯგუფში და სამი პაციენტი R-CHOP ჯგუფში). VcR-CAP ჯგუფში ≥3 ხარისხის სისხლდენის ყველა შემთხვევა გართულებების გარეშე გაქრა..
გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას გამოიწვევდა, VcR-CAP ჯგუფის პაციენტების 8%-ში და R-CHOP ჯგუფის პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა. VcR-CAP ჯგუფში, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქცია იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (1%; სამი პაციენტი). R-CHOP ჯგუფში მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქცია იყო ფებრილური ნეითროპენია (<1%; ორი პაციენტი).
უსაფრთხოების ინტეგრირებული შეჯამება (მრავლობითი მიელომის და მანტიის უჯრედის ლიმფომის რეციდივი)
გაერთიანდა და ტაბულირებული იქნა მე-2 და მე-3 ფაზის კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემები, რომლებიც მოიცავდა ბორტეზომიბის 1.3 მგ/მ2/დოზირებას კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა ათდღიანი შესვენების პერიოდი 1163 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ადრე ნამკურნალები მრავლობითი მიელომა (N=1008) და ადრე ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა (N=155). ეს ანალიზი არ მოიცავს მონაცემებს ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შესახებ მესამე ფაზის ღია კვლევისგან, რომელიც ჩატარდა მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს. ინტეგრირებულ კვლევებში, ბორტეზომიბის უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო მრავლობითი მიელომისა და მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში.
ინტეგრირებულ ანალიზში ყველაზე ხშირად მოხსენებული (>20%) გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა (49%), დიარეა (46%), ასთენიური მდგომარეობები, მათ შორის დაღლილობა (41%) და სისუსტე (11%), პერიფერიული ნეიროპათიები (38%), თრომბოციტოპენია (32%), ღებინება (28%), ყაბზობა (25%) და პირექსია (21%). პაციენტების თერთმეტ პროცენტს (11%) განუვითარდა ≥4 ხარისხის ტოქსიკურობის სულ მცირე ერთი ეპიზოდი, ყველაზე ხშირად თრომბოციტოპენია (4%) და ნეითროპენია (2%).
მე-2 ფაზის რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომისას ინტრავენური ბორტეზომიბის კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 5%-ში დაფიქსირდა კანის ადგილობრივი გაღიზიანება, თუმცა ბორტეზომიბის ექსტრავაზაცია ქსოვილების დაზიანებასთან არ იყო დაკავშირებული.
სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები უსაფრთხოების ინტეგრირებულ შეჯამებაში
კვლევების დროს პაციენტების 26%-ს განუვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქცია. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა დიარეას, ღებინებას და პირექსიას (თითოეული 3%), გულისრევას, დეჰიდრატაციას და თრომბოციტოპენიას (თითოეული 2%) და პნევმონიას, ქოშინს, პერიფერიულ ნეიროპათიებს და ჰერპეს ზოსტერს (თითოეული 1%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა, პაციენტების 22%-ში გამოვლინდა. მკურნალობის შეწყვეტის მიზეზებს შორის იყო პერიფერიული ნეიროპათია (8%), დაღლილობა, თრომბოციტოპენია და დიარეა (თითოეული 2%).
საერთო ჯამში, პაციენტების 2% გარდაიცვალა და მკვლევარმა სიკვდილის საკვლევ პრეპარატთან შესაძლოდ დაკავშირებულად მიიჩნია: მათ შორის გულის გაჩერების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, პნევმონიის და სეფსისის შემთხვევები.
უსაფრთხოების ინტეგრირებულ შეჯამებაში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები
ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია ცხრილში 13. შეტანილია ≥10%-ში განვითარებული ყველა …
ჭარბი დოზა
საინექციო ბორტეზომიბის დოზის გადაჭარბების სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ადამიანებში აღწერილია ლეტალური შედეგები რეკომენდებულ თერაპიულ დოზაზე ორჯერ მეტის მიღების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო სიმპტომური ჰიპოტენზიის (5.2) და თრომბოციტოპენიის (5.7) მწვავე დაწყებასთან. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.
მაიმუნებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მგ/მ2-ზე დაყრდნობით, ინტრავენურად რეკომენდებულ კლინიკურ დოზაზე ორჯერ ნკლები ბორტეზომიბის გამოყენება დაკავშირებული იყო გულისცემის გახშირებასთან, კუმშვადობის შემცირებასთან, ჰიპოტენზიასთან და სიკვდილთან. ძაღლებზე ჩატარებულ კვლევებში, სიკვდილის გამომწვევი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა QT ინტერვალის უმნიშვნელო ზრდა. მაიმუნებში 3.0 მგ/მ2 და მეტი დოზების ( რეკომენდებულ კლინიკურ დოზაზე დაახლოებით ორჯერ მეტი) გამოყენებამ გამოიწვია ჰიპოტენზია, რომელიც დაიწყო მიღებიდან ერთი საათის შემდეგ და სიკვდილამდე პროგრესირდა პრეპარატის მიღებიდან 12-14 საათში.
აღწერა
საინექციო ბორტეზომიბი, პროტეაზომის ინჰიბიტორი, შეიცავს ბორტეზომიბს, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაა. ბორტეზომიბი არის მოდიფიცირებული დიპეპტიდილ ბორის მჟავა. ბორტეზომიბის, მონომერული ბორის მჟავის ქიმიური სახელწოდებაა [(1R)-3-მეთილ-1-[[(2S)-1-ოქსო-3-ფენილ-2-[(პირაზინილკარბონილ) ამინო]პროპილ]ამინო]ბუტილ] ბორის მჟავა.
ბორტეზომიბს აქვს შემდეგი ქიმიური სტრუქტურა:
მოლეკულური წონაა 384.24. მოლეკულური ფორმულაა C19H25BN4O4. ბორტეზომიბის, როგორც მონომერული ბორის მჟავის წყალში ხსნადობა არის 0.8-დან 0.9 მგ/მლ-მდე 2-დან 6.5-მდე pH დიაპაზონში. საინექციო ბორტეზომიბი ხელმისაწვდომია ინტრავენური ინექციის ან კანქვეშა გამოყენებისთვის. თითოეული ერთჯერადი დოზის ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს სტერილური ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით. ასევე შეიცავს არააქტიურ ინგრედიენტს: 35 მგ მანიტოლს, USP. პროდუქტი მოწოდებულია მანიტოლ-ბორის ეთერის სახით, რომელიც განზავებული სახით შედგება მანიტოლ-ეთერისა და მისი ჰიდროლიზის პროდუქტის, მონომერული ბორის მჟავას, წონასწორობაში მყოფი ნივთიერებისგან. სამკურნალო ნივთიერება ფორმით.
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ბორტეზომიბი ძუძუმწოვრების უჯრედებში 26S პროტეაზომის ქიმოტრიფსინის მსგავსი აქტივობის შექცევადი ინჰიბიტორია. 26S პროტეაზომა დიდი ცილოვანი კომპლექსია, რომელიც შლის უბიქვიტინირებულ ცილებს. უბიქვიტინ-პროტეაზომის გზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციფიკური ცილების უჯრედშიდა კონცენტრაციის რეგულირებაში, რითაც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს უჯრედებში. 26S პროტეაზომის ინჰიბირება ხელს უშლის ამ მიზნობრივ პროტეოლიზს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს უჯრედშიდა მრავალჯერადი სიგნალიზაციის კასკადებზე. ნორმალური ჰომეოსტატიკური მექანიზმების ამ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების სიკვდილი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ in vitro ბორტეზომიბი ციტოტოქსიურია სხვადასხვა ტიპის კიბოს უჯრედების მიმართ. in vivo არაკლინიკურ სიმსივნის მოდელებში, მათ შორის მრავლობით მიელომაში ბორტეზომიბი იწვევს სიმსივნის ზრდის შეფერხებას
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბორტეზომიბის 1 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზების კვირაში ორჯერ მიღების შემდეგ, 20S პროტეაზომის აქტივობის მაქსიმალური ინჰიბირება (საწყის დონესთან შედარებით) მთლიან სისხლში დაფიქსირდა პრეპარატის მიღებიდან ხუთი წუთის შემდეგ. 20S პროტეაზომის აქტივობის შედარებითი მაქსიმალური ინჰიბირება დაფიქსირდა 1 და 1.3 მგ/მ2 დოზებს შორის. მაქსიმალური ინჰიბირება მერყეობდა 70%-დან 84%-მდე და 73%-დან 83%-მდე შესაბამისად, 1 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზირების რეჟიმებისთვის.
ფარმაკოკინეტიკა
298859726290max 2
max 2
1 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ბორტეზომიბის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პირველი დოზის (1 დღე) მიღების შემდეგ შესაბამისად 57 და 112 ნგ/მლ იყო. კვირაში ორჯერ მიღებისას, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მერყეობდა 67-დან 106 ნგ/მლ-მდე 1 მგ/მ2 დოზისთვის და 89-დან 120 ნგ/მლ-მდე 1.3 მგ/მ2 დოზისთვის. მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში 1.3 მგ/მ2 დოზის ინტრავენური ბოლუსური ან კანქვეშა ინექციის შემდეგ, განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ საერთო სისტემური ექსპოზიცია (AUC) ექვივალენტური იყო კანქვეშა და ინტრავენური მიღებისთვის. AUClast გეომეტრიული საშუალო თანაფარდობა (90%-იანი სანდოობის ინტერვალი) იყო 0.99 (0.80-დან 1.23-მდე). კანქვეშა შეყვანის შემდეგ Cmax (20.4 ნგ/მლ) უფრო დაბალი იყო, ვიდრე ინტრავენური შეყვანის შემდეგ (223 ნგ/მლ) განმეორებითი დოზის მიღებისას.
განაწილება
T ბორტეზომიბის საშუალო განაწილების მოცულობა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში 1 მგ/მ2 ან 1.3 მგ/მ2 ერთჯერადი ან განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 498-დან 1884 ლ/მ2-მდე მერყეობდა. ბორტეზომიბის ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება საშუალოდ 83% იყო 100-დან 1000 ნგ/მლ-მდე კონცენტრაციის დიაპაზონში.
ელიმინაცია
ბორტეზომიბის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი მრავალჯერადი დოზირებისას მერყეობდა 40-დან 193 საათამდე 1 მგ/მ² დოზის შემდეგ და 76-დან 108 საათამდე 1.3 მგ/მ² დოზის შემდეგ. ორგანიზმიდან საშუალო საერთო კლირენსი იყო 102 და 112 ლ/სთ პირველი დოზის შემდეგ, 1 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზებისთვის, და მერყეობდა 15-დან 32 ლ/სთ-მდე შემდგომი დოზების შემდეგ, შესაბამისად, 1 და 1.3 მგ/მ2 დოზებისთვის.
მეტაბოლიზმი
ბორტეზომიბი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვის გზით in vitro რამდენიმე არააქტიურ მეტაბოლიტის წარმოქმნით ციტოქრომ P450 (CYP) ენზიმების 3A4, CYP2C19 და CYP1A2 მეშვეობით, და უფრო მცირე ხარისხით CYP2D6 და CYP2C9 მეშვეობით.
ექსკრეცია
ბორტეზომიბის ელიმინაციის გზები ადამიანებში დახასიათებული არ არის.
განსაკუთრებული პოპულაციები
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ასაკის, სქესის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით (მათ შორის, პაციენტები, რომლებსაც დიალიზის შემდეგ საინექციო ბორტეზომიბი ენიშნებოდათ) არ დაფიქსირებულა. რასის გავლენა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია.
ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები
ორტეზომიბის 0.5-დან 1.3 მგ/მ2-მდე დოზების მიღების შემდეგ, მსუბუქი (საერთო ბილირუბინი ≤1x ULN და AST > ULN, ან საერთო ბილირუბინი ULN-ზე >1-დან 1.5x მეტი და ნებისმიერი AST) ღვიძლის უკმარისობა არ ცვლიდა ბორტეზომიბის დოზა-ნორმალიზებულ AUC-ს ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. დოზის ნორმალიზაციისას ბორტეზომიბის საშუალო AUC დაახლოებით 60%-ით გაიზარდა ღვიძლის ზომიერი (საერთო ბილირუბინი ULN-ზე >1.5-დან 3-ჯერ მეტი და ნებისმიერი AST) ან მძიმე (საერთო ბილირუბინირ ULN-ზე >3-ჯე მეტი და ნებისმიერი AST) უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქციის საკვანძო პუნქტები
ეს გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას საინექციო ბორტეზომიბის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისთვის. იხილეთ საინექციო ბორტეზომიბის სრული გამოყენების ინსტრუქცია
საინექციო ბორტეზომიბი, კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის
აშშ-ს თავდაპირველი დამტკიცება: 2003
- -------------------------------------- ჩვენება და გამოყენება -------------------------------------------------------
საინექციო ბორტეზომიბი არის პროტეაზომის ინჰიბიტორი, რომელიც ნაჩვენებია:
- მრავლობითი მიელომის მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ (1.1)
- მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ (1.2)
- ------------------------------------- დოზირება და გამოყენება --------------------------------------------------------
- მხოლოდ კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის. მიღების თითოეულ გზას განზავების განსხვავებული კონცენტრაცია აქვს. სიფრთხილე გამოიჩინეთ შესაყვანი მოცულობის გაანგარიშებისას. (2.1, 2.10)
- საინექციო ბორტეზომიბის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1.3 მგ/მ2, რომელიც მიიღება 3-5 წამიანი ბოლუსური ინტრავენური ინექციის ან კანქვეშა ინექციის სახით. (2.2, 2.4, 2.6)
- მრავლობითი მიელომის განმეორებითი მკურნალობა: შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა ბოლო ასატანი დოზით. (2.6)
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენეთ უფრო დაბალი საწყისი დოზა. (2.8)
- დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად დოზა უნდა იყოს ინდივიდუალური. (2.10)
- ------------------------------------- დოზირების ფორმები და სიძლიერე ---------------------------------------------
ინექციისთვის: ერთჯერადი დოზის ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს ლიოფილიზირებული თეთრი-მოთეთრო ფერის ფოროვანი მასის ან ფხვნილის სახით, რომელიც გამოიყენება პაციენტის ინდივიდუალური დოზის გასახსნელად და მისაღებად. (3)
- ------------------------------------------------------- უკუჩვენება --------------------------------------------------------------
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა (ადგილობრივი რეაქციების გარდა) ბორტეზომიბის, ბორის ან მანიტოლის მიმართ, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით. (4)
- ინტრათეკალური შეყვანა უკუნაჩვენებია. (4)
- ----------------------------------- გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები ---------------------------------
- პერიფერიული ნეიროპათია: მართვა დოზის მოდიფიკაციით ან მკურნალობის შეწყვეტით. (2.7) პაციენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ მძიმე ნეიროპათია, საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობა მხოლოდ რისკისა და სარგებლის ფრთხილად შეფასების შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ. (2.7, 5.1)
- ჰიპოტენზია: სიფრთხილე გამოიჩინეთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიმღები, სინკოპეს ან დეჰიდრატაციის მქონე პაციენტების მკურნალობისას. (5.2)
- გულის ტოქსიკურობა: დაფიქსირდა გულის უკმარისობის გაუარესება და განვითარება. ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება ან გულის დაავადების რისკ-ფაქტორები. (5.3)
- ფილტვის ტოქსიკურობა: დაფიქსირდა მწვავე რესპირატორული სინდრომები. ყურადღებით დააკვირდით ახალ ან გაუარესებულ სიმპტომებს და განიხილეთ საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის შეწყვეტა (5.4)
- უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი: მხედველობითი ან ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენისას განიხილეთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; ეჭვის შემთხვევაში შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია. (5.5)
- კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა: გულისრევის, დიარეის, ყაბზობის და ღებინების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ღებინების საწინააღმდეგო და დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების ან სითხის შევსების გამოყენება. (5.6)
- თრომბოციტოპენია და ნეითროპენია: მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეგულარულად აკონტროლეთ სისხლის საერთო ანალიზი. (5.7)
- სიმსივნის ლიზისის სინდრომი: ყურადღებით აკონტროლეთ პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა. (5.8)
- ღვიძლის ტოქსიკურობა: მკურნალობის დროს აკონტროლეთ ღვიძლის ენზიმები. შექცევადობის შესაფასებლად შეწყვიტეთ საინექციო ბორტეზომიბით თერაპია. (5.9)
- თრომბოზული მიკროანგიოპათია: ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგი. ეჭვის შემთხვევაში შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია. (5.10)
- ემბრიონ-ფეტალური ტოქსიკურობა: ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალების პარტნიორ მამაკაცებს მიაწოდეთ ინფორმაცია ნაყოფისთვის პოტენციური რისკის და ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენების შესახებ. (5.11)
- -------------------------------------------- გვერდითი რეაქციები ----------------------------------------------------------
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები (სიხშირე ≥20%) მოიცავს გულისრევას, დიარეას, თრომბოციტოპენიას, ნეითროპენიას, პერიფერიულ ნეიროპათიას, დაღლილობას, ნევრალგიას, ანემიას, ლეიკოპენიას, ყაბზობას, ღებინებას, ლიმფოპენიას, გამონაყარს, პირექსიას და ანორექსიას. (6.1)
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესატყობინებლად დაუკავშირდით Dr. Reddy's Laboratories Inc.-ს ნომერზე 1-888-375-3784 ან FDA-ს ნომერზე 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatch
- ------------------------------------- წამალთაშორისი ურთიერთქმედება -----------------------------------------
- ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები: ინტენსიურად დააკვირდით პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებენ. (7.1)
- ძლიერი CYP3A4 ინდუქტორები: მოერიდეთ ერთდროულ გამოყენებას. (7.3)
- ---------------------------- გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში ----------------------------------------
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი მონიტორინგი და ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექტირება. (8.8)
პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაციისთვის იხილეთ თავი 17.
გადახედილია: 03/2022
სრული გამოყენების ინსტრუქცია: შინაარსი *
ჩვენება და გამოყენება
მრავლობითი მიელომა
მანტიისებრი უჯრედის ლიმფომა
დოზირება და გამოყენება
მნიშვნელოვანი მითითებები დოზირების შესახებ
დოზირება ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის დროს
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
დოზირება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ადრე არანამკურნალევი შემთხვევებში
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
დოზირება და დოზის მოდიფიკაცია მორეციდივე მრავლობითი მიელომის და მორეციდივე მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის დროს
დოზის მოდიფიკაცია პერიფერიული ნეიროპათიის დროს
დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის მომზადება/გახსნა
დოზირების ფორმა და სიძლიერე
უკუჩვენება
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პერიფერიული ნეიროპათია
ჰიპოტენზია
გულის ტოქსიკურობა
ფილტვის ტოქსიკურობა
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა
თრომბოციტოპენია/ნეიტროპენია
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ღვიძლის ტოქსიკურობა
თრომბოზული მიკროანგიოპათია
ემბრიონ-ფეტალური ტოქსიკურობა
გვერდითი რეაქციები
კლინიკური კვლევების გამოცდილება
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატების გავლენა საინექციო ბორტეზომიბზე
პრეპარატები, რომლებსაც არ ახასიათებთ საინექციო ბორტეზომიბთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
ორსულობა
ლაქტაცია
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები
გამოყენება პედიატრიაში
გამოყენება გერიატრიაში
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დიაბეტით დაავადებული პაციენტები
დოზის გადაჭარბება
აღწერა
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოკინეტიკა
არაკლინიკური ტოქსიკოლოგია
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა
ცხოველთა ტოქსიკოლოგია და/ან ფარმაკოლოგია
კლინიკური კვლევები
მრავლობითი მიელომა
მანტიისებრი უჯრედის ლიმფომა
ლიტერატურა
მიწოდება/შენახვის და დამუშავების წესი
პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
- სრული გამოყენების ინსტრუქციისგან გამოტოვებული პარაგრაფები ან ქვეპარაგრაფები ჩამოთვლილი არ არის.
სრული გამოყენების ინსტრუქცია
ჩვენება და გამოყენება
მრავლობითი მიელომა
საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ.
მანტიისებრი უჯრედის ლიმფომა
საინექციო ბორტეზომიბი ნაჩვენებია მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ
დოზირება და გამოყენება
მნიშვნელოვანი მითითებები დოზირების შესახებ
საინექციო ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. საინექციო ბორტეზომიბი არ შეიყვანოთ სხვა გზით.
რადგან მიღების თითოეულ გზას განსხვავებული აღდგენილი კონცენტრაცია აქვს, სიფრთხილე გამოიჩინეთ შესაყვანი მოცულობის გაანგარიშებისას.
საინექციო ბორტეზომიბის რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.3 მგ/მ2. საინექციო ბორტეზომიბი შეჰყავთ ინტრავენურად 1 მგ/მლ კონცენტრაციით, ან კანქვეშ 2.5 მგ/მლ კონცენტრაციით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)].
საინექციო ბორტეზომიბით განმეორებითი მკურნალობის განხილვა შესაძლებელია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ რეაქცია საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობაზე და რომლებსაც წინა იმკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ განუვითარდათ დაავადების რეციდივი. მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ბოლო ასატანი დოზით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.6)].
ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში, საინექციო ბორტეზომიბი შეიყვანეთ 3-5 წამიანი ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით.
დოზირება ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის დროს
საინექციო ბორტეზომიბი გამოიყენება ორალურ მელფალანთან და ორალურ პრედნიზონთან კომბინაციაში 9, ექვსკვირიანი მკურნალობის ციკლის განმავლობაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 1. 1-დან 4-მდე ციკლებში, საინექციო ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ორჯერ (დღეები 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32). 5-დან 9-მდე ციკლებში, საინექციო ბორტეზომიბი მიიღება კვირაში ერთხელ (დღეები 1, 8, 22 და 29). საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
ცხრილი 1: დოზირების რეჟიმი ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის
კვირაში ორჯერ საინექციო ბორტეზომიბი (ციკლები 1- 4)
კვირა
1
2
3
4
5
6
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)
დღე 1
–
–
დღე 4
დღე8
დღე11
დასვენების პერიოდი
დღე22
დღე 25
დღე29
დღე 32
დასვენების პერიოდი
მელფალანი (9 მგ/მ2)
პრედნიზოლონი (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე3
დღე 4
–
–
დასვენების პერიოდი
–
–
–
–
დასვენების პერიოდი
კვირაში ერთხელ საინექციო ბორტეზომიბ (ციკლები 5-დან 9-მდე, როდესაც გამოიყენება მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში)
კვირა
1
2
3
4
5
6
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)
დღე 1
–
–
დღე8
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე29
დასვენების პერიოდი
მელფალანი (9 მგ/მ2)
პრედნიზოლონი (60 მგ/მ2)
დღე1
დღე 2
დღე 3
დღე4
–
–
დასვენების პერიოდი
–
–
–
–
დასვენების პერიოდი
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
საინექციო ბორტეზომიბით მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად თერაპიის ნებისმიერი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 70 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - მინიმუმ 1 x 109/ლ
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა შემცირდეს 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე
ცხრილი 2: დოზის მოდიფიკაცია საინექციო ბორტეზომიბის, მელფალანისა და პრედნიზონის კომბინირებული თერაპიის ციკლების დროს
ტოქსიკურობა
დოზის მოდიფიკაცია ან გადავადება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ციკლის დროს: თუ წინა ციკლში დაფიქსირდა მე-4 ხარისხის ნეითროპენია ან თრომბოციტოპენია, ან სისხლდენით მიმდინარე თრომბოციტოპენია.
შემდეგ ციკლში განიხილეთ მელფალანის დოზის 25%-ით შემცირება.
თუ თრომბოციტების რაოდენობა არ აღემატება 30 x 109/ლ-ს ან ANC არ აღემატება 0.75 x 109/ლ-ს საინექციო ბორტეზომიბის დოზირების დღეს (გარდა 1-ლი დღისა)
შეაჩერეთ საინექციო ბორტეზომიბის დოზა
თუ საინექციო ბორტეზომიბის რამდენიმე დოზა ზედიზედ ციკლებში შეჩერებულია ტოქსიკურობის გამო
საინექციო ბორტეზომიბის დოზის შემცირება ერთი დოზის დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე)
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღების შეჩერება მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ გაუმჯობესდება 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე. შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დონით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე). ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის დროს ბორტეზომიბის გამოყენების შემთხვევაში, შეაჩერეთ ან შეცვალეთ საინექციო ბორტეზომიბის დოზა, როგორც ეს მოცემულია ცხრილში 5.
მელფალანისა და პრედნიზონის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული გამოყენების ინსტრუქცია.
პერიფერიული ნეიროპათიის დროს დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები მოცემულია [იხ. დოზირება და გამოყენება (2.7)].].
დოზირება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ადრე არანამკურნალევი შემთხვევებში
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) შეჰყავთ ინტრავენურად ინტრავენურ რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პერორალურ პრედნიზონთან (VcR-CAP) კომბინაციაში 6 სამკვირიანი მკურნალობის ციკლის განმავლობაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 3. ჯერ შეჰყავთ საინექციო ბორტეზომიბი, შემდეგ კი რიტუქსიმაბი. საინექციო ბორტეზომიბი შეჰყავთ კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში (1, 4, 8 და 11 დღეები), რასაც მოჰყვება ათდღიანი შესვენება 12-დან 21-ე დღემდე. პაციენტებისთვის, რომელთა რეაქცია პირველად მე-6 ციკლში დაფიქსირდა, რეკომენდებულია VcR-CAP-ის ორი დამატებითი ციკლი.საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
ცხრილი 3: დოზირების რეჟიმი მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით დაავადებული პაციენტებისთვის,რომლებსაც მკურნალობა არ ჩატარებიათ.
კვირაში ორჯერ საინექციო ბორტეზომიბი (6, სამკვირიანი ციკლი)*
კვირა
1
2
3
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2)ს
დღე 1
- -
- -
დღე 4
- -
დღე 8
დღე11
დასვენების პერიოდი
რიტუქსიმაბი (375 მგ/მ2)
ციკლოფოსფამიდი (750 მგ/მ2)
დოქსორუბიცინი (50 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
- -
- -
დასვენების პერიოდი
პრედნიზოლონი (100 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე3
დღე4
დღე5
- -
- -
დასვენების პერიოდი
- დოზირება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი ციკლის განმავლობაში (სულ რვა ციკლი), თუ პასუხი პირველად მე-6 ციკლში შეინიშნება.
საინექციო ბორტეზომიბის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინები რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენებისას
თითოეული ციკლის პირველ დღემდე (გარდა 1-ლი ციკლისა):
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 100 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) - მინიმუმ 1.5 x 109/ლ
ჰემოგლობინი უნდა იყოს მინიმუმ 8 გ/დლ (მინიმუმ 4.96 მმოლ/ლ)
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა გაუმჯობესდეს 1 ხარისხამდე ან საწყის დონემდე
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობა შეწყვიტეთ მე-3 ხარისხის ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გამოვლენისას, ნეიროპათიის გარდა [იხილეთ ცხრილი 5, გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5)]. დოზის კორექტირებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი 4.
ცხრილი 4: დოზის მოდიფიკაცია მე-4, მე-8 და მე-11 დღეს საინექციო ბორტეზომიბის, რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის და პრედნიზონის კომბინირებული თერაპიის ციკლების დროს
ტოქსიკურობა
დოზის მოდიფიკაცია ან გადავადება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის ნეითროპენია, ან თრომბოციტების რაოდენობა არაუმეტეს 25 x109/ლ
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება 2 კვირამდე უნდა შეწყდეს, სანამ პაციენტის სისხლში ANC არ გახდება 0.75 x 109/ლ ან მეტი, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა - 25 x 109/ლ ან მეტი.
თუ საინექციო ბორტეზომიბის მიღების შეწყვეტის შემდეგ ტოქსიკურობა არ გაქრება, შეწყვიტეთ საინექციო ბორტეზომიბის მიღება.
თუ ტოქსიკურობა შემცირდება ისე, რომ პაციენტის ANCიყოს 0.75 x 109/ლ ან მეტი, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა 25 x 109/ლ ან მეტი, საინექციო ბორტეზომიბის დოზა უნდა შემცირდეს 1 დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება შეაჩერეთ მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ გაუმჯობესდება მე-2 ხარისხამდე ან უკეთეს დონემდე. შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს დოზის ერთი დონით შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
საინექციო ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის სამკურნალოდ ბორტეზომიბის გამოყენების შემთხვევაში, შეაჩერეთ ან შეცვალეთ ბორტეზომიბის ინექციის დრო, როგორც ეს აღწერილია ცხრილში 5.
რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის და პრედნიზონის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მწარმოებლის მოწოდებული გამოყენების ინსტრუქცია.
დოზირება და დოზის მოდიფიკაცია მორეციდივე მრავლობითი მიელომის და მორეციდივე მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის დროს
საინექციო ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2/დოზა) მიიღება კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში (1, 4, 8 და 11 დღეები), რასაც მოჰყვება ათდღიანი შესვენების პერიოდი (12-დან 21-მდე დღეები). რვა ციკლზე მეტი ხანგრძლივობის თერაპიის შემთხვევაში, საინექციო ბორტეზომიბი შეიძლება შეყვანილ იქნას სტანდარტული სქემით ან, მორეციდივე მრავლობითი მიელომის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი სქემით კვირაში ერთხელ ოთხი კვირის განმავლობაში (1, 8, 15 და 22-ე დღეები), რასაც მოჰყვება 13-დღიანი შესვენების პერიოდი (23-დან 35-ე დღეებამდე) [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)]. საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ რეაქცია საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობაზე (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში) და რომლებსაც წინა თერაპიის მიღებიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ განუვითარდათ დაავადების რეციდივი, შეიძლება დაეწყოთ საინექციო ბორტეზომიბის მკურნალობა ბოლო ასატანი დოზით. ხელახლა ნამკურნალებ პაციენტებს ბორტეზომიბი ინექციის სახით კვირაში ორჯერ (1, 4, 8 და 11-ე დღეები) ენიშნებათ ყოველ სამ კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ რვა ციკლის განმავლობაში. საინექციო ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი. საინექციო ბორტეზომიბი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე დექსამეტაზონთან კომბინაციაში [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)].
ინექციური თერაპიისთვის ბორტეზომიბის მიღება უნდა შეწყდეს მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ან მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას, ნეიროპათიის გარდა, როგორც ეს ქვემოთ არის განხილული [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5)]. ტოქსიკურობის სიმპტომების გაქრობის შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლება შესაძლებელია 25%-ით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2/დოზა შემცირებული 1 მგ/მ2/დოზამდე; 1 მგ/მ2/დოზა შემცირებული 0.7 მგ/მ2/დოზამდე).
პერიფერიული ნეიროპათიისთვის დოზის მოდიფიკაციის გაიდლაინებისთვის იხილეთ 2.7 პარაგრაფი.
დოზის მოდიფიკაცია პერიფერიული ნეიროპათიის დროს
კანქვეშ ბორტეზომიბის ინექციის დაწყება შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათია ან მაღალი რისკის ქვეშ არიან. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ნეიროპათია,საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ რისკისა და სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
პაციენტებს, რომლებსაც საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს განუვითარდათ ახალი ან გაუარესებული პერიფერიული ნეიროპათია, შეიძლება დასჭირდეთ დოზის შემცირება და/ან ნაკლებად ინტენსიური რეჟიმი. დოზის ან რეჟიმის მოდიფიკაციის გაიდლაინებისთვის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან ბორტეზომიბს ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან აღენიშნებათ პერიფერიული ნეიროპათია, იხილეთ ცხრილი 5.
ცხრილი 5: ბორტეზომიბის რეკომენდებული დოზის მოდიფიკაცია ინექციასთან დაკავშირებული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერიული სენსორული ან მოტორული ნეიროპათიის დროს
პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომების სიმძიმე *
დოზისა და რეჟიმის მოდიფიკაცია
1 ხარისხი (ასიმპტომური;მყესებისღრმა რეფლექსების დაკარგვა ან პარესთეზია) ტკივილის ან ფუნქციის დაკარგვის გარეშე
მოქმედების გარეშე
1 ხარისხი ტკივილით ან 2 ხარისხი (ზომიერი სიმპტომები; ყოველდღიური ცხოვრების ინსტრუმენტული აქტივობების შეზღუდვა) (ADL)†)
საინექციო ბორტეზომიბის დოზის 1 მგ/მ2-მდე შემცირება
მე-2 ხარისხი ტკივილით ან მე-3 ხარისხი (მძიმე სიმპტომები; თვით-მოვლის შეზღუდვა) ADL‡ )
საინექციური ბორტეზომიბით თერაპია შეწყვიტეთ ტოქსიკურობის გაქრობამდე. ტოქსიკურობის გაქრობის შემდეგ მკურნალობა განაახლეთ საინექციო ბორტეზომიბის შემცირებული დოზით , 0.7 მგ/მ2 კვირაში ერთხელ..
მე-4 ხარისხი (სიცოცხლისთვის საშიში შედეგები; ნაჩვენებია სასწრაფო ჩარევა)
შეწყვიტეთ საინექციო ბორტეზომიბის გამოყენება
- შეფასება NCI-ის საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმების CTCAE v4.0-ის მიხედვით
† ინსტრუმენტული ADL: გულისხმობს კერძების მომზადებას, პროდუქტების ან ტანსაცმლის შეძენას, ტელეფონის გამოყენებას, ფულის მართვას და ა.შ.
‡ თვით-მოვლის ADL: გულისხმობს დაბანას, ჩაცმას და გახდას, საკუთარი თავის კვებას, ტუალეტის გამოყენებას, მედიკამენტების მიღებას და საწოლს არ მიჯაჭვულობას.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არ შეცვალოთ საწყისი დოზა.
ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს შემცირებული დოზით 0.7 მგ/მ2 ინექციაზე პირველი ციკლის განმავლობაში და განიხილეთ დოზის შემდგომი გაზრდა 1 მგ/მ2-მდე ან დოზის შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე პაციენტის ამტანობის მიხედვით (იხ. ცხრილი 6) [იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.7), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
ცხრილი 6: საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის მოდიფიკაცია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ბილირუბინის დონე
SGOT (AST)
დონე
საწყისი დოზის მოდიფიკაცია
მსუბუქი
ნაკლები ან ტოლია 1x ULN-ის
ULN-ზე მეტი
არა
ULN-ზე 1 x - 1.5 x მეტი
ნებისმიერი
არა
საშუალო
ULN-ზე 1.5- 3 x მეტი
ნებისმიერი
პირველ ციკლში შეამცირეთ საინექციო ბორტეზომიბი 0.7 მგ/მ2-მდე. პაციენტის ამტანობის მიხედვით, განიხილეთ დოზის გაზრდა 1 მგ/მ2-მდე ან შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე შემდგომ ციკლებში..
მძიმე
3x ULN-ზე მეტი
ნებისმიერი
აბრევიატურები: SGOT = შრატის გლუტამინური ოქსალოაცეტატური ტრანსამინაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ერთ ფლაკონში (3.5 მგ) შემავალი პრეპარატის რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს ჩვეულებრივ საჭირო დოზას. დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, დოზის გაანგარიშებისას სიფრთხილეა საჭირო. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)].
კანქვეშ შეყვანისას, თითოეული ინექციის ადგილი (ბარძაყის ან მუცლის) უნდა შეიცვალოს. ახალი ინექციები უნდა გაკეთდეს ძველი ადგილიდან სულ მცირე 2.5 სმ-ის დაშორებით და არასდროს იმ ადგილებში, სადაც ადგილი მტკივნეულია, დალურჯებულია, ერითემატოზული ან გამაგრებულია.
თუ ბორტეზომიბის კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილას განვითარდა ადგილობრივი რეაქციები, კანქვეშ შეიძლება შეყვანილ იქნას ნაკლებად კონცენტრირებული ბორტეზომიბის საინექციო ხსნარი (1 მგ/მლ 2.5 მგ/მლ-ის ნაცვლად). [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)]. ალტერნატიულად, განიხილეთ ინტრავენური შეყვანის გზის გამოყენება [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)].
საინექციო ბორტეზომიბი სახიფათო პრეპარატია. დაიცავით სპეციალური დამუშავებისა და განადგურების შესაბამისი პროცედურები..1
განზავება/მომზადება ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის
გამოიყენეთ სათანადო ასეპტიკური ტექნიკა. განაზავეთ მხოლოდ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდით. განზავებული პროდუქტი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო ხსნარი..
პროდუქტის განზავებისთვის გამოიყენება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის სხვადასხვა მოცულობა მიღების სხვადასხვა გზის მიხედვით. კანქვეშა შეყვანისთვის განკუთვნილი ბორტეზომიბის განზავებული კონცენტრაცია (2.5 მგ/მლ) მეტია ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი განზავებული ბორტეზომიბის კონცენტრაციაზე (1 მგ/მლ).
რადგან მიღების თითოეულ გზას განსხვავებული განზავებული კონცენტრაცია აქვს, სიფრთხილე გამოიჩინეთ შესაყვანი მოცულობის გაანგარიშებისას. [( 2.9)].
ბორტეზომიბის თითოეული 3.5 მგ ერთჯერადი დოზის ფლაკონი განაზავეთ შემდეგი მოცულობით 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, მიღების გზის მიხედვით (ცხრილი 7):
ცხრილი 7: განზავების მოცულობები და საბოლოო კონცენტრაცია ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის
გამოყენების მეთოდი
ბორტეზომიბი (მგ/ფლაკონი)
გამხსნელი
(0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
ბორტეზომიბის საბოლოო კონცენტრაცია (მგ/მლ)
ინტრავენური
- 5 მგ
- 5 მლ
1 მგ/მლ
კანქვეშა
- 5 მგ
- 4 მლ
მგ/მლ
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) კვადრატულ მეტრებში განსაზღვრის შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბის განზაცვებული საერთო მოცულობის (მლ) გამოსათვლელად გამოიყენეთ შემდეგი განტოლებები:
ინტრავენური შეყვანა [1 მგ/მლ კონცენტრაცია]
საინექციო ბორტეზომიბის დოზა (მგ/მ2) xპაციენტის BSA (მ2) = საინექციო ბორტეზომიბის საერთო მოცულობა (მლ) 1 მგ/მლ-ს შესაყვანად
კანქვეშა შეყვანა [2.5 მგ/მლ კონცენტრაცია]
საინექციო ბორტეზომიბის დოზა (მგ/მ2) x პაციენტის BSA (მ2) = საინექციო ბორტეზომიბის საერთო მოცულობა (მლ) 2.5 მგ/მლ-ს მისაღებად
საინექციო ბორტეზომიბის თითოეულ ფლაკონს მოყვება სტიკერები, რომლებიც მიუთითებს მიღების გზას. ეს სტიკერები უნდა დამაგრდეს პირდაპირ ინექციისთვის განკუთვნილი ბორტეზომიბის შპრიცზე, მას შემდეგ, რაც საინექციო ბორტეზომიბი მომზადდება, რათა პრაქტიკოს ექიმებს ეცნობოთ საინექციო ბორტეზომიბის მიღების სწორი გზის შესახებ.
პარენტერალური პრეპარატები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და ფერის შეცვლის არსებობაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. თუ შეამჩნევთ ფერის შეცვლას ან ნაწილაკებს, განზავებული პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული.
სტაბილურობა
საინექციო ბორტეზომიბის გაუხსნელი ფლაკონები სტაბილურია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე, თუ ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
საინექციო ბორტეზომიბი არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტს. გახსნილი საინექციო ბორტეზომიბი გამოიყენეთ მომზადებიდან რვა საათის განმავლობაში. ინსტრუქციის მიხედვით განზავების შემდეგ, საინექციო ბორტეზომიბი შეიძლება ინახებოდეს 20°C-დან 25°C-მდე (68°F-დან 77°F-მდე) ტემპერატურაზე [იხილეთ USP-ის კონტროლირებადი ოთახის ტემპერატურა]. განზავებული მასალის შენახვა შესაძლებელია ორიგინალურ ფლაკონში და/ან შპრიცში გამოყენებამდე. პროდუქტის შენახვა შპრიცში შესაძლებელია რვა საათამდე; თუმცა, განზავებული მასალის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს ნორმალური განათების პირობებში.
დოზირების ფორმა და სიძლიერე
ინექციისთვის: საინექციო ბორტეზომიბის თითოეული ერთჯერადი ფლაკონი შეიცავს 3.5 მგ ბორტეზომიბს სტერილური ლიოფილიზირებული თეთრი-მოთეთრო ფერის ნამცეცის ან ფხვნილის სახით, რომელიც გამოიყენება პაციენტის შესაბამისი ინდივიდუალური დოზის განზავების და მოხსნისთვის. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.10)].
უკუჩვენება
საინექციო ბორტეზომიბი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა (ადგილობრივი რეაქციების გარდა) ბორტეზომიბის, ბორის ან მანიტოლის მიმართ. რეაქციები მოიცავდა ანაფილაქსიურ რეაქციებს.
[იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)].
საინექციო ბორტეზომიბი უკუნაჩვენებია ინტრათეკალური შეყვანისთვის. საინექციო ბორტეზომიბის ინტრათეკალური შეყვანისას დაფიქსირდა ლეტალური შემთხვევები.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
პერიფერიული ნეიროპათია
საინექციო ბორტეზომიბი იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, რომელიც უპირატესად სენსორულია; თუმცა, აღწერილია მძიმე სენსორული და მოტორული პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ წინასწარი სიმპტომები (დაბუჟება, ტკივილი ან წვის შეგრძნება ფეხებში ან ხელებში) და/ან პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები, საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს შეიძლება განუვითარდეთ პერიფერიული ნეიროპათიის გაუარესება (მათ შორის ≥3 ხარისხი). პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ნეიროპათიის სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა წვის შეგრძნება, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, პარესთეზია, დისკომფორტი, ნეიროპათიული ტკივილი ან სისუსტე. მორეციდივე მრავლობითი მიელომისმე-3 ფაზის კვლევაში, რომელშიც შედარებული იყო ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შემთხვევები, მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები კანქვეშა შეყვანისას ვითარდებოდა 24% და ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში 39%-ში. მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა, ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში კი - 15%-ში. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. ბორტეზომიბის კანქვეშა ინექციის დაწყება შეიძლება განიხილებოდეს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პერიფერიული ნეიროპათია ან მისი განვითარების მაღალი რისკი.
პაციენტებს, რომლებსაც საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს განუვითარდათ ახალი ნეიროპათია ან გაუუარესდათ არსებული, შეიძლება დასჭირდეთ დოზის შემცირება და/ან ნაკლებად ინტენსიური დოზირების რეჟიმი. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.7)]. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის მე-3 ფაზის კვლევაში, დოზის კორექტირების ან შეწყვეტის შემდეგ პერიფერიული ნეიროპათიის გაუმჯობესება ან გაქრობა დაფიქსირდა ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტების 48%-ში. პერიფერიული ნეიროპათიის გაუმჯობესება ან გაქრობა დაფიქსირდა იმ პაციენტების 73%-ში, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა მე-2 ხარისხის ნეიროპათიის გამო ან რომლებსაც ჰქონდათ ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია მრავლობითი მიელომის მე-2 ფაზის კვლევებში. პერიფერიული ნეიროპათიის გრძელვადიანი შედეგები მანტიისებრუჯრედოვანი ლიმფომის დროს შესწავლილი არ არის.
ჰიპოტენზია
ჰიპოტენზიის (პოსტურალური, ორთოსტატული და ჰიპოტენზია NOS) შემთხვევები 8% იყო. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. ეს მოვლენები თერაპიის განმავლობაში შეინიშნება. ჰიპოტენზიის მომატებული რისკი შეიძლება ჰქონდეთ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სინკოპე, პაციენტებს, რომლებიც იღებენ ჰიპოტენზიასთან ასოცირებულ მედიკამენტებს და პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გაუწყლოება. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზიის მართვა შეიძლება მოიცავდეს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების კორექტირებას, ჰიდრატაციას და მინერალოკორტიკოიდების და/ან სიმპათომიმეტური საშუალებების მიღებას.
კარდიალური ტოქსიურობა
საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის დროს აღინიშნა გულის შეგუბებითი უკმარისობის მწვავე განვითარება ან გამწვავება და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების რისკ-ფაქტორები. [იხ.გვერდითი რეაქციები (6.1)]. გულის დაავადების ან რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები ხშირად უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის გამოყენების კვლევაში, მკურნალობასთან დაკავშირებული გულის დაავადების ნებისმიერი შემთხვევა ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის ჯგუფებში შესაბამისად 8% და 5% იყო. გულის უკმარისობაზე მიმანიშნებელი გვერდითი რეაქციების (ფილტვის მწვავე შეშუპება, ფილტვის შეშუპება, გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიოგენული შოკი) სიხშირე ბორტეზომიბის ჯგუფში თითოეული ინდივიდუალური რეაქციისთვის ≤1% იყო. დექსამეტაზონის ჯგუფში გულის უკმარისობის და გულის შეგუბებითი უკმარისობის შემთხვევები ≤1% იყო; ფილტვების მწვავე შეშუპების, ფილტვების შეშუპების ან კარდიოგენული შოკის რეაქციები არ დაფიქსირებულა. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები ; მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ფილტვის ტოქსიკურობა
პაციენტებში, რომლებიც ბორტეზომიბს ინექციის სახით იღებდნენ, აღინიშნა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) და ფილტვის უცნობი ეტიოლოგიის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება, როგორიცაა პნევმონიტი, ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვის ინფილტრაცია. ზოგიერთი ამ შემთხვევათაგანი ლეტალური იყო.
კლინიკურ კვლევაში, პირველი ორი პაციენტი, რომლებმაც მწვავე მიელოგენური ლეიკემიის რეციდივის დროს დაუნორუბიცინისა და ბორტეზომიბის უწყვეტი ინფუზიის გზით მაღალი დოზით ციტარაბინი (2 გ/მ2 დღე-ღამეში) მიიღეს, თერაპიის ადრეულ ეტაპზე გარდაიცვალა ARDS-ით.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ან ფილტვის მნიშვნელოვანი დაავადების არარსებობისას დაფიქსირდა საინექციო ბორტეზომიბის შეყვანასთან დაკავშირებული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შემთხვევები. ახალი ან გაუარესებული გულ-ფილტვისმიერი სიმპტომების შემთხვევაში, განიხილეთ საინექციო ბორტეზომიბის შეწყვეტა სწრაფი და ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარებამდე.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES; ადრე ცნობილი როგორც შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (RPLS)) აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც საინექციო ბორტეზომიბს იღებდნენ. PRES იშვიათი, შექცევადი, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვებით, ჰიპერტენზიით, თავის ტკივილით, ლეთარგიით, დაბნეულობით, სიბრმავით და სხვა მხედველობისა და ნევროლოგიური დარღვევებით. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ტვინის რადიოლოგიური კვლევა, სასურველია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). PRES-ის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია. საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლების უსაფრთხოება იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ PRES, უცნობია.
კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა
საინექციო ბორტეზომიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ღებინება [იხილეთ გვერდითი რეაქციები (6.1)], რაც ზოგჯერ მოითხოვს ღებინების საწინააღმდეგო და დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას. შეიძლება განვითარდეს გაუვალობა. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს სითხისა და ელექტროლიტების შევსება. მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია.
თრომბოციტოპენია/ნეითროპენია
საინექციო ბორტეზომიბი ასოცირდება თრომბოციტოპენიასთან და ნეითროპენიასთან, რომლებიც ციკლურად ვლინდება თითოეული ციკლის ბოლო დოზის შემდეგ და, როგორც წესი, აღდგება შემდგომი ციკლის დაწყებამდე. თრომბოციტებისა და ნეიტროფილების ციკლური შემცირებისა და აღდგენის სურათი თანმიმდევრული რჩება მრავლობითი მიელომისა და მანტიის უჯრედული ლიმფომის კვლევებში, შესწავლილ მკურნალობის რეჟიმებში კუმულაციური თრომბოციტოპენიის ან ნეითროპენიის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ხშირად აკონტროლეთ სისხლის საერთო ანალიზი (CBC). საინექციო ბორტეზომიბის თითოეული დოზის მიღებამდე გაზომეთ თრომბოციტების რაოდენობა. შეცვალეთ დოზა/გრაფიკი თრომბოციტოპენიის გათვალისწინებით. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.6)]. კუჭ-ნაწლავის და ინტრაცერებრული სისხლდენა აღინიშნა თრომბოციტოპენიის დროს, რაც დაკავშირებულია ბორტეზომიბის ინექციასთან. გამოქვეყნებული გაიდლაინების შესაბამისად, მხარდაჭერა შესაძლებელია სისხლის გადასხმის და დამხმარე თერაპიის მეშვეობით. მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონის მონოთერაპიის კვლევაში, თრომბოციტების საშუალო რაოდენობის nadir, რომელიც გაზომილი იყო, საწყისი დონის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. თრომბოციტების რაოდენობასთან დაკავშირებული თრომბოციტოპენიის სიმძიმე მკურნალობამდე ნაჩვენებია ცხრილში 8. სისხლდენის სიხშირე (≥ მე-3 ხარისხი) ბორტეზომიბის ჯგუფში იყო 2%, დექსამეტაზონის ჯგუფში <1%.
ცხრილი 8: თრომბოციტოპენიის სიმძიმე, რომელიც დაკავშირებულია თრომბოციტების მკურნალობამდელ რაოდენობასთან მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბი vs დექსამეტაზონის კვლევაში
თრომბოციტების მკურნალობამდელი რაოდენობა *
პაციენტების რაოდენობა (N=331)‡
პაციენტების რაოდენობა (%) , რომელთა თრომბოციტების რაოდენობაც არის <10,000/µL
პაციენტების რაოდენობა (%), რომელთა თრომბოციტების რაოდენობა 10,000- 25,000/µL-მდეა
≥75,000/µL
309
8 (3%)
36 (12%)
≥ 50,000/µL -<75,000/µL
14
2 (14%)
11 (79%)
≥ 10,000/µL -<50,000/µL
7
1 (14%)
5 (71%)
- კვლევაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო თრომბოციტების საწყისი რაოდენობა 50,000/µL
‡ ერთი პაციენტის შემთხვევაში საწყის ეტაპზე მონაცემები არ იყო საკმარისი.
ბორტეზომიბის, რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინისა და პრედნიზონის (VcR-CAP) კომბინირებული კვლევისას პაციენტებში, რომელსაც ადრე არ მიუღიათ მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მკურნალობა, თრომბოციტოპენიის (≥ 4 ხარისხი) შემთხვევები რიტუქსიმაბის, ციკლოფოსფამიდის, დოქსორუბიცინის, ვინკრისტინისა და პრედნიზონის (R-CHOP) ჯგუფში 1%-თან შედარებით 32% იყო, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 12. სისხლდენის შემთხვევების სიხშირე (≥3 ხარისხი) VcR-CAP ჯგუფში (ოთხი პაციენტი) იყო 1.7% და R-CHOP ჯგუფში (სამი პაციენტი) 1.2%.
თრომბოციტების გადასხმა VcR-CAP ჯგუფში პაციენტების 23%-ს და R-CHOP ჯგუფში პაციენტების 3%-ს ჩაუტარდა. ნეითროპენიის (≥ 4 ხარისხი) შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 70% იყო, ხოლო R-CHOP ჯგუფში 52%. ფებრილური ნეითროპენიის (≥ 4ხარისხი ) შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 5% იყო, ხოლო R-CHOP ჯგუფში 6%. მიელოიდური ზრდის ფაქტორის მხარდაჭერა VcR-CAP ჯგუფში 78%-ით, ხოლო R-CHOP ჯგუფში 61%-ით იყო უზრუნველყოფილი.
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
საინექციური ბორტეზომიბით თერაპიის დროს აღწერილია სიმსივნის ლიზისის სინდრომი. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომლებსაც მკურნალობამდე მაღალი სიმსივნური დატვირთვა აქვთ. პაციენტებს ყურადღებით აკვირდებიან და იღებენ შესაბამის ზომებს.
ღვიძლის ტოქსიკურობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ მრავალ მედიკამენტს და აღენიშნებოდათ სერიოზული თანმხლები დაავადებები. ღვიძლის სხვა რეაქციები მოიცავს ჰეპატიტს, ღვიძლის ენზიმების მომატებას და ჰიპერბილირუბინემიას. შექცევადობის შესაფასებლად უნდა შეწყდეს საინექციო ბორტეზომიბის მიღება. მ პაციენტებში მკურნალობის განახლების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.
თრომბოზული მიკროანგიოპათია
პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც საინექციო ბორტეზომიბს იღებდნენ , აღწერილია თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალურიც, მათ შორის თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (TTP/HUS). დააკვირდით TTP/HUS ნიშნებს და სიმპტომებს. თუ დიაგნოზი საეჭვოა, შეწყვიტეთ ბორტეზომიბის ინექცია და შეაფასეთ. თუ TTP/HUS დიაგნოზი გამოირიცხება, განიხილეთ ბორტეზომიბის ინექციის განახლება.საინექციო ბორტეზომიბით თერაპიის განახლების უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ TTP/HUS, უცნობია.
ემბრიონულ-ფეტალური ტოქსიკურობა
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში მიღებისას ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. ორგანოგენეზის დროს კურდღლებში ბორტეზომიბის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით კლინიკურ დოზაზე დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი დოზით - 1.3 მგ/მ2-ით - მიღებამ გამოიწვია პოსტიმპლანტაციური დანაკარგი და ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება. [იხ.გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1)].
საინექციური ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან შვიდი თვის განმავლობაში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალ პარტნიორებთან ერთად მამაკაცებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ოთხი თვის განმავლობაში. თუ ორსულობის დროს გამოიყენება საინექციო ბორტეზომიბი ან თუ პაციენტი დაორსულდება საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ [იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1, 8.3), არაკლინიკური ტოქსიკოლოგია (13.1)].
გვერდითი რეაქციები
ეტიკეტირების სხვა ნაწილებში ასევე განხილულია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:
პერიფერიული ნეიროპათია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.1)]
ჰიპოტენზია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.2)]
კარდიალური ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.3)]
ფილტვის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.4)]
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES) [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.5)]
კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.6)]
თრომბოციტოპენია/ნეითროპენია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.7)]
სიმსივნის ლიზისის სინდრომი [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.8)]
ღვიძლის ტოქსიკურობა [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.9)]
თრომბოზული მიკროანგიოპათია [იხილეთ გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.10)]
კლინიკური კვლევების გამოცდილება
რადგან კლინიკური კვლევები ტარდება მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში, ერთი პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის პირდაპირ შედარება სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულტან არ შეიძლება და შესაძლოა არ ასახავდეს კლინიკურ პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირის მაჩვენებლებს.
კლინიკური კვლევის შეჯამება მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობა არ ჩაუტარებიათ
ცხრილი 9 აღწერს უსაფრთხოების მონაცემებს მრავლობითი მიელომით დაავადებული 340 პაციენტისგან, რომლებსაც ადრე მკურნალობა არ ჩაუტარებიათ, რომლებმაც მიიღეს ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) ინტრავენურად მელფალანთან (9 მგ/მ2) და პრედნიზონთან (60 მგ/მ2) კომბინაციაში პერსპექტიულ, რანდომიზებულ კვლევაში.
ბორტეზომიბის მელფალან/პრედნიზონთან კომბინაციაში გამოყენების უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება როგორც ბორტეზომიბის, ასევე მელფალან/პრედნიზონის ცნობილ უსაფრთხოების პროფილებს.
ცხრილი 9: ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (≥10% ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის ჯგუფში) მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომის კვლევაში
ბორტეზომიბი, მელფალანი და პრედნიზონი
მელფალანი და პრედნიზოლონი
(n=340)
(n=337)
სხეულის სისტემა
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,, n (%)
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი, n (%)
გვერდითი რეაქცია
n (%)
3
>4
n (%)
3
>4
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
თრომბოციტოპენია
164 (48)
60 (18)
57 (17)
140 (42)
48 (14)
39 (12)
ნეითროპენია
160 (47)
101 (30)
33 (10)
143 (42)
77 (23)
42 (12)
ანემია
109 (32)
41 (12)
4 (1)
156 (46)
61 (18)
18 (5)
ლეიკოპენია
108 (32)
64 (19)
8 (2)
93 (28)
53 (16)
11 (3)
ლიმფოპენია
78 (23)
46 (14)
17 (5)
51 (15)
26 (8)
7 (2)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
134 (39)
10 (3)
0
70 (21)
1 (<1)
0
დიარეა
119 (35)
19 (6)
2 (1)
20 (6)
1 (<1)
0
ღებინება
87 (26)
13 (4)
0
41 (12)
2 (1)
0
ყაბზობა
77 (23)
2 (1)
0
14 (4)
0
0
მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
34 (10)
1 (<1)
0
20 (6)
0
0
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
პერიფერიული ნეიროპათია *
156 (46)
42 (12)
2 (1)
4 (1)
0
0
ნევრალგია
117 (34)
27 (8)
2 (1)
1 (<1)
0
0
პარესთეზია
42 (12)
6 (2)
0
4 (1)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
დაღლილობა
85 (25)
19 (6)
2 (1)
48 (14)
4 (1)
0
ასთენია
54 (16)
18 (5)
0
23 (7)
3 (1)
0
პირექსია
53 (16)
4 (1)
0
19 (6)
1 (<1)
1 (<1)
ინფექციები და ინვაზიები
ჰერპეს ზოსტერი
39 (11)
11 (3)
0
9 (3)
4 (1)
0
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ანორექსია
64 (19)
6 (2)
0
19 (6)
0
0
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი
38 (11)
2 (1)
0
7 (2)
0
0
ფსიქიატრიული დარღვევები
უძილობა
35 (10)
1 (<1)
0
21 (6)
0
0
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს (NEC)
მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს ბორტეზომიბისა vs დექსამეტაზონის გამოყენების რანდომიზებული კვლევა
ქვემოთ და 10-ე ცხრილში აღწერილი უსაფრთხოების მონაცემები ასახავს ბორტეზომიბის (n=331) ან დექსამეტაზონის (n=332) ზემოქმედებას მორეციდივე მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევაში. ბორტეზომიბი შეჰყავდათ ინტრავენურად 1.3 მგ/მ2 დოზით კვირაში ორჯერ, სამი კვირიდან ორი კვირის განმავლობაში (21-დღიანი ციკლი). რვა, 21-დღიანი ციკლის შემდეგ პაციენტებმა თერაპია კვირაში ერთხელ სამი, 35-დღიანი ციკლის განმავლობაში განაგრძეს. მკურნალობის ხანგრძლივობა 11 ციკლამდე (ცხრა თვე) იყო, საშუალო ხანგრძლივობით ექვსი ციკლი (4.1 თვე). კვლევაში ჩართვისთვის პაციენტებს უნდა ჰქონოდათ გაზომვადი დაავადება და ჩატარებული უნდა ქონოდათ თერაპიის ერთი-სამი კურსი. ჩართვის ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობდა. კრეატინინის კლირენსი შეიძლება ყოფილიყო 20 მლ/წთ-მდე დაბალი, ხოლო ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 1.5-ჯერ მაღალი. გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში, ასევე 65 წლამდე და ≥65 წლის პაციენტებში. პაციენტების უმეტესობა იყო კავკასიური რასის წარმომადგენელი.
[იხ.კლინიკური კვლევები (14.1)].
ბორტეზომიბით ნამკურნალებ 331 პაციენტს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირებული (>20%) გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა (52%), დიარეა (52%), დაღლილობა (39%), პერიფერიული ნეიროპათიები (35%), თრომბოციტოპენია (33%), ყაბზობა (30%), ღებინება (29%) და ანორექსია (21%). დექსამეტაზონის ჯგუფში 332 პაციენტში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული (>20%) გვერდითი რეაქცია იყო დაღლილობა (25%). ბორტეზომიბით ნამკურნალებ ჯგუფში პაციენტების რვა პროცენტს (8%) განუვითარდა მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია; ყველაზე გავრცელებული რეაქციები იყო თრომბოციტოპენია (4%) და ნეითროპენია (2%). დექსამეტაზონით ნამკურნალებ პაციენტთა ცხრა პროცენტს (9%) განუვითარდა მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია. დექსამეტაზონთან დაკავშირებული ყველა ინდივიდუალური მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქცია 1%-ზე ნაკლები იყო.
მორეციდივე მრავლობითი მიელომისას ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის გამოყენების კვლევაში სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები
სერიოზული გვერდითი რეაქციები განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს სიკვდილს, არის სიცოცხლისთვის სახიფათო, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ახანგრძლივებს მიმდინარე ჰოსპიტალიზაციას, იწვევს მნიშვნელოვან ქმედუუნარობას ან ითვლება მნიშვნელოვან სამედიცინო მოვლენად. კვლევის დროს ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში სულ 80 (24%) პაციენტს, ისევე როგორც დექსამეტაზონით მკურნალობაზე მყოფ 83 პაციენტს (25%) განუვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქცია. ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო დიარეა (3%), დეჰიდრატაცია, ჰერპეს ზოსტერი, პირექსია, გულისრევა, ღებინება, ქოშინი და თრომბოციტოპენია (თითოეული 2%). დექსამეტაზონით მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად მოხსენებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია (4%), ჰიპერგლიკემია (3%), პირექსია და ფსიქიური აშლილობა (თითოეული 2%).
გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობა შეუწყდა სულ 145 პაციენტს, მათ შორის ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში 331 პაციენტიდან 84-ს (25%) და დექსამეტაზონით მკურნალობის ჯგუფში 332 პაციენტიდან 61-ს (18%). ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში 331 პაციენტს შორის ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია, იყო პერიფერიული ნეიროპათია (8%).
დექსამეტაზონის ჯგუფში 332 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო ფსიქოზური აშლილობა და ჰიპერგლიკემია (თითოეული 2%).
მორეციდივე მრავლობითი მიელომის ამ კვლევაში ბორტეზომიბთან დაკავშირებულად ოთხი სიკვდილი ჩაითვალა: თითო შემთხვევა კარდიოგენული შოკი, სუნთქვის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის გაჩერება. ოთხი სიკვდილი დექსამეტაზონთან დაკავშირებულად ჩაითვალა: ორი შემთხვევა სეფსისი, ერთი შემთხვევა ბაქტერიული მენინგიტი და ერთი შემთხვევა სახლში უეცარი სიკვდილი.
მორეციდივე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბი vs და დექსამეტაზონის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია ცხრილში 10. მოიცავს ყველა გვერდით რეაქციას, რომელთა სიხშირე ბორტეზომიბის ჯგუფში იყო ≥10%
ცხრილი 10: რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥10% ბორტეზომიბის ჯგუფში), მე-3 და მე-4 ხარისხის ინტენსივობით (N=663)
ბორტეზომიბი (N=331)
დექსამეტაზონი (N=332)
გვერდითი რეაქციები
ყველა
ხარისხი 3
ხარისხი 4
ყველა
ხარისხი 3
ხარისხი 4
ნებისმიერი გვერდითი რეაქცია
324 (98)
193 (58)
28 (8)
297 (89)
110 (33)
29 (9)
გულისრევა
172 (52)
8 (2)
0
31 (9)
0
0
დიარეაNOS
171 (52)
22 (7)
0
36 (11)
2 (<1)
0
დაღლილობა
130 (39)
15 (5)
0
82 (25)
8 (2)
0
პერიფერიული ნეიროპათიები *
115 (35)
23 (7)
2 (<1)
14 (4)
0
1 (<1)
თრომბოციტოპენია
109 (33)
80 (24)
12 (4)
11 (3)
5 (2)
1 (<1)
ყაბზობა
99 (30)
6 (2)
0
27 (8)
1 (<1)
0
ღებინება NOS
96 (29)
8 (2)
0
10 (3)
1 (<1)
0
ანორექსია
68 (21)
8 (2)
0
8 (2)
1 (<1)
0
პირექსია
66 (20)
2 (<1)
0
21 (6)
3 (<1)
1 (<1)
პარესთეზია
64 (19)
5 (2)
0
24 (7)
0
0
ანემიაNOS
63 (19)
20 (6)
1 (<1)
21 (6)
8 (2)
0
თავის ტკივილი NOS
62 (19)
3 (<1)
0
23 (7)
1 (<1)
0
ნეითროპენია
58 (18)
37 (11)
8 (2)
1 (<1)
1 (<1)
0
გამონაყარი NOS
43 (13)
3 (<1)
0
7 (2)
0
0
მადის დაქვეითება NOS
36 (11)
0
0
12 (4)
0
0
ქოშინიNOS
35 (11)
11 (3)
1 (<1)
37 (11)
7 (2)
1 (<1)
მუცლის ტკივილი NOS
35 (11)
5 (2)
0
7 (2)
0
0
სისუსტე
34 (10)
10 (3)
0
28 (8)
8 (2)
0
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს (NEC)
უსაფრთხოების გამოცდილება მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს მე-2 ფაზის ღია ეტიკეტიანი გაფართოებული კვლევიდან
63 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ მე-2 ფაზის გაფართოებულ კვლევაში, ბორტეზომიბით ხანგრძლივი მკურნალობისას ახალი კუმულაციური ან ახალი გრძელვადიანი ტოქსიკურობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ეს პაციენტები მკურნალობდნენ სულ 5.3-დან 23 თვემდე, წინა კვლევაში ბორტეზომიბით მკურნალობის დროის ჩათვლით [იხ. კლინიკური კვლევები (14.1)].
ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის მე-3 ფაზის ღია კვლევიდან მიღებული უსაფრთხოების გამოცდილება მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს
კანქვეშ შეყვანილი ბორტეზომიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა ერთ, მე-3 ფაზის კვლევაში, 1.3 მგ/მ2 რეკომენდებული დოზით. ეს იყო კანქვეშა vs ინტრავენური ბორტეზომიბის რანდომიზებული, შედარებითი კვლევა 222 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომის რეციდივი. ქვემოთ და ცხრილ 11-ში აღწერილი უსაფრთხოების მონაცემები ასახავს კანქვეშ (N=147) ან ინტრავენურად შეყვანილი ბორტეზომიბის (N=74) ზემოქმედებას. [იხ.კლინიკური კვლევები (14.1)].
ცხრილი 11: კანქვეშა vs ინტრავენური ბორტეზომიბის კვლევაში (N=221) ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥10%), მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით.
კანქვეშა
ინტრავენური
(N=147)
(N=74)
ორგანიზმის სისტემა
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,n (%)
ჯამი
ტოქსიკურობის ხარისხი,
n (%)
გვერდითი რეაქცია
n (%)
3
>4
n (%)
3
>4
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
28 (19)
8 (5)
0
17 (23)
3 (4)
0
ლეიკოპენია
26 (18)
8 (5)
0
15 (20)
4 (5)
1 (1)
ნეითროპენია
34 (23)
15 (10)
4 (3)
20 (27)
10 (14)
3 (4)
თრომბოციტოპენია
44 (30)
7 (5)
5 (3)
25 (34)
7 (9)
5 (7)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა
28 (19)
1 (1)
0
21 (28)
3 (4)
0
გულისრევა
24 (16)
0
0
10 (14)
0
0
ღებინება
13 (9)
3 (2)
0
8 (11)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილის
ასთენია
10 (7)
1 (1)
0
12 (16)
4 (5)
0
დაღლილობა
11 (7)
3 (2)
0
11 (15)
3 (4)
0
პირექსია
18 (12)
0
0
6 (8)
0
0
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ნევრალგია
34 (23)
5 (3)
0
17 (23)
7 (9)
0
პერიფერიული ნეიროპათიები*
55 (37)
8 (5)
1 (1)
37 (50)
10 (14)
1 (1)
შენიშვნა: უსაფრთხოების პოპულაცია: კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში 147 პაციენტი და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 74 პაციენტი, რომლებმაც მიიღეს საკვლევი მედიკამენტის სულ მცირე ერთი დოზა.
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს NEC
ზოგადად, უსაფრთხოების მონაცემები მსგავსი იყო კანქვეშა და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფებისთვის. განსხვავებები დაფიქსირდა ზოგიერთი ≥3 ხარისხის გვერდითი რეაქციის სიხშირეში. ნევრალგიის (კანქვეშა 3% vs ინტრავენური 9%), პერიფერიული ნეიროპათიების (კანქვეშა 6% vsინტრავენური 15%), ნეითროპენიის (კანქვეშა 3% vsინტრავენური 18%) და თრომბოციტოპენიის (კანქვეშა vs 8% ინტრავენური 16%) შემთხვევებში დაფიქსირდა ≥5%-იანი სხვაობა.
კანქვეშა ჯგუფში პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა ადგილობრივი რეაქცია, ძირითადად სიწითლე. მხოლოდ ორ (1%) პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე რეაქციები, ქავილის ერთი შემთხვევა და სიწითლის ერთი შემთხვევა. ადგილობრივმა რეაქციებმა ერთ პაციენტში გამოიწვია ინექციის კონცენტრაციის შემცირება და ერთ პაციენტში პრეპარატის შეწყვეტა. ადგილობრივი რეაქციები საშუალოდ ექვს დღეში გაქრა.
დოზის შემცირება გვერდითი რეაქციების გამო მოხდა კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში პაციენტების 31%-ში, ინტრავენურად ნამკურნალებ პაციენტთა 43%-თან შედარებით. დოზის შემცირების გამომწვევი ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები მოიცავდა პერიფერიულ სენსორულ ნეიროპათიას (17% კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 31%-თან შედარებით); და ნევრალგიას (11% კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 19%-თან შედარებით).
სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები მორეციდივე მრავლობითი მიელომის კვლევაში ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის დროს
სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე მსგავსი იყო კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში (20%) და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში (19%). კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია და პირექსია (თითოეული 2%). ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო პნევმონია, დიარეა და პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (თითოეული 3%).
კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში, 27 პაციენტმა (18%) შეწყვიტა საკვლევი მკურნალობა გვერდითი რეაქციის გამო, ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 17 პაციენტს (23%) შეადგენდა. პრეპარატის კანქვეშ შეყვანის ჯგუფის 147 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (5%) და ნევრალგია (5%). ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში 74 პაციენტს შორის, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (9%) და ნევრალგია (9%).
კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში ორი პაციენტი (1%) და ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში ერთი (1%) პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს განვითარებული გვერდითი რეაქციის გამო. კანქვეშა ჯგუფში გარდაცვალების მიზეზი იყო პნევმონიის ერთი შემთხვევა და უეცარი სიკვდილის ერთი შემთხვევა. ინტრავენურ ჯგუფში გარდაცვალების მიზეზი იყო კორონარული არტერიის უკმარისობა.
კლინიკური კვლევის უსაფრთხოების გამოცდილება მანტიის უჯრედის ლიმფომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობა ჩატარებული არ ქონდათ
ცხრილი 12 აღწერს უსაფრთხოების მონაცემებს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე 240 პაციენტისგან, რომლებმაც მიიღეს ბორტეზომიბი (1.3 მგ/მ2) ინტრავენურად რიტუქსიმაბთან (375 მგ/მ2), ციკლოფოსფამიდთან (750 მგ/მ2), დოქსორუბიცინთან (50 მგ/მ2) და პრედნიზონთან (100 მგ/მ2) (VcR-CAP) კომბინაციაში პროსპექტულ, რანდომიზებულ კვლევაში.
ინფექციები დაფიქსირდა VcR-CAP ჯგუფში პაციენტების 31%-ში და შედარების (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი [R-CHOP]) ჯგუფში პაციენტების 23%-ში, მათ შორის პნევმონიის უპირატესი სასურველი ტერმინით. (VcR-CAP 8% vs R-CHOP 5%).
ცხრილი 12: მანტიის უჯრედის ლიმფომის ადრე არანამკურნალევი შემთხვევების კვლევაში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები (≥5%) მე-3 და ≥4 ხარისხის ინტენსივობით
VcR-CAP (n=240)
R-CHOP (n=242)
ორგანიზმის სისტემა გვერდითი რეაქციები
ყველა
n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი 3
n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი ≥4 n (%)
ყველა n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი 3 n (%)
ტოქსიკურობის ხარისხი ≥4 n (%)
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ნეითროპენია
209 (87)
32 (13)
168 (70)
172 (71)
31 (13)
125 (52)
ლეიკოპენია
116 (48)
34 (14)
69 (29)
87 (36)
39 (16)
27 (11)
ანემია
106 (44)
27 (11)
4 (2)
71 (29)
23 (10)
4 (2)
თრომბოციტოპენია
172 (72)
59 (25)
76 (32)
42 (17)
9 (4)
3 (1)
ფებრილური ნეითროპენია
41 (17)
24 (10)
12 (5)
33 (14)
17 (7)
15 (6)
ლიმფოპენია
68 (28)
25 (10)
36 (15)
28 (12)
15 (6)
2 (1)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
პერიფერიული ნეიროპათია *
71 (30)
17 (7)
1 (<1)
65 (27)
10 (4)
0
ჰიპოესთეზია
14 (6)
3 (1)
0
13 (5)
0
0
პარესთეზია
14 (6)
2 (1)
0
11 (5)
0
0
ნევრალგია
25 (10)
9 (4)
0
1 (<1)
0
0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
დაღლილობა
43 (18)
11 (5)
1 (<1)
38 (16)
5 (2)
0
პირექსია
48 (20)
7 (3)
0
23 (10)
5 (2)
0
ასთენია
29 (12)
4 (2)
1 (<1)
18 (7)
1 (<1)
0
პერიფერიული შეშუპება
16 (7)
1 (<1)
0
13 (5)
0
0
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა
54 (23)
1 (<1)
0
28 (12)
0
0
ყაბზობა
42 (18)
1 (<1)
0
22 (9)
2 (1)
0
სტომატიტი
20 (8)
2 (1)
0
19 (8)
0
1 (<1)
დიარეა
59 (25)
11 (5)
0
11 (5)
3 (1)
1 (<1)
ღებინება
24 (10)
1 (<1)
0
8 (3)
0
0
მუცლის შებერილობა
13 (5)
0
0
4 (2)
0
0
ინფექციები და ინვაზიები
პნევმონია
20 (8)
8 (3)
5 (2)
11 (5)
5 (2)
3 (1)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია
31 (13)
1 (<1)
1 (<1)
33 (14)
4 (2)
0
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპერგლიკემია
10 (4)
1 (<1)
0
17 (7)
10 (4)
0
მადის დაქვეითება
36 (15)
2 (1)
0
15 (6)
1 (<1)
0
ვასკულური დარღვევები
ჰიპერტენზია
15 (6)
1 (<1)
0
3 (1)
0
0
ფსიქიატრული დარღვევები
უძილობა
16 (7)
1 (<1)
0
8 (3)
0
0
საკვანძო: R-CHOP = რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი; VcR-CAP = ბორტეზომიბი, რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს NEC
ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაციის შემთხვევები VcR-CAP ჯგუფში 4.6% და R-CHOP ჯგუფში 0.8% იყო. ანტივირუსული პროფილაქტიკა პროტოკოლის შესწორებით იყო სავალდებულო.
≥3 ხარისხის სისხლდენის შემთხვევების სიხშირე მსგავსი იყო ორ ჯგუფში (ოთხი პაციენტი VcR-CAP ჯგუფში და სამი პაციენტი R-CHOP ჯგუფში). VcR-CAP ჯგუფში ≥3 ხარისხის სისხლდენის ყველა შემთხვევა გართულებების გარეშე გაქრა..
გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას გამოიწვევდა, VcR-CAP ჯგუფის პაციენტების 8%-ში და R-CHOP ჯგუფის პაციენტების 6%-ში დაფიქსირდა. VcR-CAP ჯგუფში, მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქცია იყო პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (1%; სამი პაციენტი). R-CHOP ჯგუფში მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი რეაქცია იყო ფებრილური ნეითროპენია (<1%; ორი პაციენტი).
უსაფრთხოების ინტეგრირებული შეჯამება (მრავლობითი მიელომის და მანტიის უჯრედის ლიმფომის რეციდივი)
გაერთიანდა და ტაბულირებული იქნა მე-2 და მე-3 ფაზის კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემები, რომლებიც მოიცავდა ბორტეზომიბის 1.3 მგ/მ2/დოზირებას კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა ათდღიანი შესვენების პერიოდი 1163 პაციენტში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ადრე ნამკურნალები მრავლობითი მიელომა (N=1008) და ადრე ნამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა (N=155). ეს ანალიზი არ მოიცავს მონაცემებს ბორტეზომიბის კანქვეშა და ინტრავენური შეყვანის შესახებ მესამე ფაზის ღია კვლევისგან, რომელიც ჩატარდა მორეციდივე მრავლობითი მიელომის დროს. ინტეგრირებულ კვლევებში, ბორტეზომიბის უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო მრავლობითი მიელომისა და მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში.
ინტეგრირებულ ანალიზში ყველაზე ხშირად მოხსენებული (>20%) გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა (49%), დიარეა (46%), ასთენიური მდგომარეობები, მათ შორის დაღლილობა (41%) და სისუსტე (11%), პერიფერიული ნეიროპათიები (38%), თრომბოციტოპენია (32%), ღებინება (28%), ყაბზობა (25%) და პირექსია (21%). პაციენტების თერთმეტ პროცენტს (11%) განუვითარდა ≥4 ხარისხის ტოქსიკურობის სულ მცირე ერთი ეპიზოდი, ყველაზე ხშირად თრომბოციტოპენია (4%) და ნეითროპენია (2%).
მე-2 ფაზის რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომისას ინტრავენური ბორტეზომიბის კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 5%-ში დაფიქსირდა კანის ადგილობრივი გაღიზიანება, თუმცა ბორტეზომიბის ექსტრავაზაცია ქსოვილების დაზიანებასთან არ იყო დაკავშირებული.
სერიოზული გვერდითი რეაქციები და მკურნალობის შეწყვეტის გამომწვევი გვერდითი რეაქციები უსაფრთხოების ინტეგრირებულ შეჯამებაში
კვლევების დროს პაციენტების 26%-ს განუვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქცია. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები მოიცავდა დიარეას, ღებინებას და პირექსიას (თითოეული 3%), გულისრევას, დეჰიდრატაციას და თრომბოციტოპენიას (თითოეული 2%) და პნევმონიას, ქოშინს, პერიფერიულ ნეიროპათიებს და ჰერპეს ზოსტერს (თითოეული 1%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა, პაციენტების 22%-ში გამოვლინდა. მკურნალობის შეწყვეტის მიზეზებს შორის იყო პერიფერიული ნეიროპათია (8%), დაღლილობა, თრომბოციტოპენია და დიარეა (თითოეული 2%).
საერთო ჯამში, პაციენტების 2% გარდაიცვალა და მკვლევარმა სიკვდილის საკვლევ პრეპარატთან შესაძლოდ დაკავშირებულად მიიჩნია: მათ შორის გულის გაჩერების, გულის შეგუბებითი უკმარისობის, სუნთქვის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, პნევმონიის და სეფსისის შემთხვევები.
უსაფრთხოების ინტეგრირებულ შეჯამებაში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციები
ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები ნაჩვენებია ცხრილში 13. შეტანილია ≥10%-ში განვითარებული ყველა გვერდითი რეაქცია. რანდომიზებული შედარების ჯგუფის არარსებობის შემთხვევაში, ხშირად შეუძლებელია განასხვავოთ პრეპარატით გამოწვეული და პაციენტის ძირითადი დაავადების ამსახველი გვერდითი მოვლენები. გთხოვთ, იხილოთ კონკრეტული გვერდითი რეაქციების განხილვა ქვემოთ.
ცხრილი 13: ყველაზე ხშირად მოხსენებული (საერთო ჯამში ≥10%) გვერდითი რეაქციები 1.3 მგ/მ2 დოზის გამოყენებით მორეციდივე მრავლობითი მიელომისა და მორეციდივე მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ინტეგრირებულ ანალიზებში (N=1163)
ყველა პაციენტი (N=1163)
მრავლობითი მიელომა (N=1008)
მანტიის უჯრედის ლიმფომა (N=155)
გვერდითი რეაქციები
ყველა
ხარისხი> 3
ყველა
ხარისხი> 3
ყველა
ხარისხი≥ 3
გულისრევა
567 (49)
36 (3)
511 (51)
32 (3)
56 (36)
4 (3)
დიარეა NOS
530 (46)
83 (7)
470 (47)
72 (7)
60 (39)
11 (7)
დაღლილობა
477 (41)
86 (7)
396 (39)
71 (7)
81 (52)
15 (10)
პერიფერიული ნეიროპათიები *
443 (38)
129 (11)
359 (36)
110 (11)
84 (54)
19 (12)
თრომბოციტოპენია
369 (32)
295 (25)
344 (34)
283 (28)
25 (16)
12 (8)
ღებინება NOS
321 (28)
44 (4)
286 (28)
40 (4)
35 (23)
4 (3)
ყაბზობა
296 (25)
17 (1)
244 (24)
14 (1)
52 (34)
3 (2)
პირექსია
249 (21)
16 (1)
233 (23)
15 (1)
16 (10)
1 (<1)
ანორექსია
227 (20)
19 (2)
205 (20)
16 (2)
22 (14)
3 (2)
ანემია NOS
209 (18)
65 (6)
190 (19)
63 (6)
19 (12)
2 (1)
თავის ტკივილი NOS
175 (15)
8 (<1)
160 (16)
8 (<1)
15 (10)
0
ნეითროპენია
172 (15)
121 (10)
164 (16)
117 (12)
8 (5)
4 (3)
გამონაყარი NOS
156 (13)
8 (<1)
120 (12)
4 (<1)
36 (23)
4 (3)
პარესთეზია
147 (13)
9 (<1)
136 (13)
8 (<1)
11 (7)
1 (<1)
თავბრუსხვევა (ვერტიგოს გარდა)
129 (11)
13 (1)
101 (10)
9 (<1)
28 (18)
4 (3)
სისუსტე
124 (11)
31 (3)
106 (11)
28 (3)
18 (12)
3 (2)
- წარმოადგენს მაღალი დონის პერიფერიულ ნეიროპათიებს NEC
მე-2 და მე-3 ფაზის მორეციდივე მრავლობითი მიელომის და მე-2 ფაზის მორეციდივე მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ინტეგრირებული კვლევებიდან შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა
პაციენტების 75%-ს აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სულ მცირე ერთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს შორის დარღვევა. ყველაზე გავრცელებულ იყო გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ღებინება და მადის დაქვეითება. კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები მოიცავდა დისპეფსიას და დისგევზიას. მე-3 ხარისხის გვერდითი რეაქციები პაციენტების 14%-ში დაფიქსირდა; მე-4 ხარისხის გვერდითი რეაქციები ≤1%-ს შეადგენდა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციები სერიოზულად ჩაითვალა პაციენტების 7%-ში. პაციენტების ოთხმა პროცენტმა (4%) მკურნალობა შეწყვიტა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციის გამო. გულისრევა უფრო ხშირად აღინიშნა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (51%), მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (36%).
თრომბოციტოპენია
კვლევებში ბორტეზომიბთან ასოცირებული თრომბოციტოპენია ხასიათდებოდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით დოზირების პერიოდში (1-დან 11 დღემდე) და საწყის დონესთან დაბრუნებით თითოეული მკურნალობის ციკლის განმავლობაში ათდღიანი შესვენების პერიოდში.საერთო ჯამში, თრომბოციტოპენია დაფიქსირდა პაციენტების 32%-ში. თრომბოციტოპენია იყო მე-3 ხარისხის 22%-ში, ≥ მე-4 ხარისხის 4%-ში და სერიოზული იყო პაციენტების 2%-ში, ხოლო რეაქციამ გამოიწვია ბორტეზომიბის შეწყვეტა პაციენტების 2%-ში. [იხ.გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები (5.7) ]. თრომბოციტოპენია უფრო ხშირად აღინიშნა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (34%) მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (16%). ≥3 ხარისხის თრომბოციტოპენიის შემთხვევები ასევე უფრო მაღალი იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (28%) მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (8%).
პერიფერიული ნეიროპათია
საერთო ჯამში, პერიფერიული ნეიროპათიები პაციენტების 38%-ში გამოვლინდა. პერიფერიული ნეიროპათია პაციენტების 11%-ში მე-3 ხარისხის იყო, ხოლო პაციენტების <1%-ში ≥ მე-4 ხარისხის. პაციენტების რვა პროცენტმა (8%) ბორტეზომიბის მიღება შეწყვიტა პერიფერიული ნეიროპათიის გამო. პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები უფრო მაღალი იყო მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში (54%), მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებთან შედარებით (36%).
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომისას ბორტეზომიბისა და დექსამეტაზონის მე-3 ფაზის კვლევაში, ბორტეზომიბით ნამკურნალებ 62 პაციენტს შორის, რომლებსაც განუვითარდათ ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია და საჭირო გახდა დოზის კორექცია, 48%-ს აღენიშნებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაქრობა პირველი დაწყებიდან საშუალოდ 3.8 თვის შემდეგ.
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის მე-2 ფაზის კვლევებში, 30 პაციენტიდან, რომლებსაც განუვითარდათ მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია, რამაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა, ან რომლებსაც განუვითარდათ ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია, ბორტეზომიბის ბოლო დოზის მიღებიდან 73%-მა აღნიშნა გაუმჯობესება ან ერთი ან მეტი ხარისხით გაუმჯობესებამდე რეგრესი საშუალო 47 დღის განმავლობაში.
ჰიპოტენზია
ბორტეზომიბით ნამკურნალებ პაციენტებში ჰიპოტენზიის (პოსტურალური, ორთოსტატული და არასრული ჰიპოტენზიის) შემთხვევები 8%-ს შეადგენდა. პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპოტენზია 1 ან 2 ხარისხის იყო, 2%-ში - 3 ხარისხის, ხოლო <1%-ში - ≥ 4 ხარისხის. პაციენტების ორ პროცენტს (2%) ჰიპოტენზია სერიოზული გვერდითი რეაქციის სახით აღენიშნებოდა, ხოლო 1%-მა ჰიპოტენზიის გამო შეწყვიტა მკურნალობა. ჰიპოტენზიის შემთხვევები მსგავსი იყო მრავლობითი მიელომის (8%) და მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის (9%) მქონე პაციენტებში. გარდა ამისა, პაციენტების <1%-ს განუვითარდა სინკოპალურ რეაქციასთან დაკავშირებული ჰიპოტენზია.
ნეითროპენია
ნეიტროფილების რაოდენობა შემცირდა ბორტეზომიბის დოზირების პერიოდში (1-დან 11 დღემდე) და საწყის დონეს დაუბრუნდა მკურნალობის თითოეული ციკლის ათდღიანი შესვენების პერიოდში. საერთო ჯამში, ნეითროპენია აღინიშნა პაციენტების 15%-ში და პაციენტების 8%-ში იყო მე-3 ხარისხის, ხოლო 2%-ში ≥ მე-4 ხარისხის. ნეითროპენია, როგორც სერიოზული გვერდითი რეაქცია, აღწერილი იყო პაციენტების <1%-ში და პაციენტების <1%-ში, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა ნეითროპენიის გამო. ნეითროპენიის შემთხვევები უფრო მაღალი იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (16%) მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (5%). ≥3 ხარისხის ნეითროპენიის შემთხვევები ასევე უფრო მაღალი იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (12%) მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (3%).
ასთენიური მდგომარეობები (დაღლილობა, თვითგრძნობის გაუარესება, სისუსტე, ასთენია)
ასთენიური მდგომარეობები დაფიქსირდა პაციენტების 54%-ში. დაფიქსირდა მე-3 ხარისხის, ხოლო პაციენტების <1%-ში - ≥ მე-4 ხარისხის დაღლილობა. მე-3 ხარისხის ასთენია დაფიქსირდა პაციენტების 2%-ში და ≥ მე-4 ხარისხის, პაციენტების <1%-ში. პაციენტების ორმა პროცენტმა (2%) მკურნალობა შეწყვიტა დაღლილობის გამო, ხოლო <1%-მა სისუსტისა და ასთენიის გამო. ასთენიური მდგომარეობები დაფიქსირდა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების 53%-ში და მანტიისებრი უჯრედის ლიმფომის მქონე პაციენტების 59%-ში.
პირექსია
პირექსია (>38°C) პაციენტების 21%-ში გვერდითი რეაქციის სახით დაფიქსირდა. რეაქცია 1%-ში იყო მე-3 ხარისხის, ხოლო <1%-ში ≥4 ხარისხის. პირექსია სერიოზული გვერდითი რეაქციის სახით პაციენტების 3%-ში დაფიქსირდა და პაციენტების <1%-ში ბორტეზომიბის მიღების შეწყვეტა გამოიწვია. პირექსიის შემთხვევები უფრო მაღალი იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში (23%), მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებთან შედარებით (10%). ≥3 ხარისხის პირექსიის შემთხვევები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში იყო 1% და მანტიისებრი უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში <1%.
ჰერპესის ვირუსის ინფექცია
ბორტეზომიბით მკურნალობისას განიხილეთ ანტივირუსული პროფილაქტიკის გამოყენება. ადრე არანამკურნალები და მორეციდივე მრავლობითი მიელომის რანდომიზებულ კვლევებში, ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაცია უფრო ხშირი იყო ბორტეზომიბით ნამკურნალებ სუბიექტებში (6-დან 11%-მდე), ვიდრე საკონტროლო ჯგუფებში (3-დან 4%-მდე). ბორტეზომიბით ნამკურნალებ სუბიექტებში მარტივი ჰერპესი დაფიქსირდა 1-3%-ში და საკონტროლო ჯგუფებში - 1-3%-ში. ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის კვლევაში, ჰერპეს ზოსტერის ვირუსის რეაქტივაცია ბორტეზომიბის, მელფალანის და პრედნიზონის ჯგუფში ნაკლებად გავრცელებული იყო პროფილაქტიკური ანტივირუსული თერაპიის მიმღებ სუბიექტებში (3%), ვიდრე იმ სუბიექტებში, რომლებიც მას არ იღებდნენ
განმეორებითი მკურნალობა მრავლობითი მიელომის რეციდივის დროს
ინტრავენური ბორტეზომიბით ხელახალი მკურნალობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასადგენად, ჩატარდა მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე 130 პაციენტის ერთ ჯგუფიანი კვლევა. ამ კვლევაში მონაწილე პაციენტების უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება ბორტეზომიბით ნამკურნალები პაციენტების ცნობილ უსაფრთხოების პროფილს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომის რეციდივი, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილებში 10, 11 და 13; ხელახალი მკურნალობის შემდეგ კუმულაციური ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო თრომბოციტოპენია, რომელიც პაციენტების 52%-ში დაფიქსირდა. ≥3 ხარისხის თრომბოციტოპენიის შემთხვევები 24% იყო. პერიფერიული ნეიროპათია პაციენტების 28%-ში გამოვლინდა, ხოლო ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები 6%-ს შეადგენდა. სერიოზული გვერდითი რეაქციების სიხშირე 12.3% იყო. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო თრომბოციტოპენია (3.8%), დიარეა (2.3%), ჰერპეს ზოსტერი და პნევმონია (თითოეული 1.5%).
გვერდითი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა, პაციენტების 13%-ში გამოვლინდა. მკურნალობის შეწყვეტის მიზეზებს შორის იყო პერიფერიული ნეიროპათია (5%) და დიარეა (3%).
ბორტეზომიბის ბოლო დოზიდან 30 დღის განმავლობაში დაფიქსირდა ორი სიკვდილი, რომლებიც ბორტეზომიბთან იყო დაკავშირებული; ერთი პაციენტს ჰქონდა ცერებროვასკულური ინსულტი და ერთი პაციენტს ჰქონდა სეფსისი.
კლინიკური კვლევებიდან მიღებული დამატებითი გვერდითი რეაქციები
შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი, აღწერილია კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით მონოთერაპიის სახით ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ეს კვლევები ჩატარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების და სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებში.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, ფებრილური ნეითროპენია, ლიმფოპენია, ლეიკოპენია
დარღვევები გულის მხრივ: სტენოკარდია, წინაგულების ფიბრილაციის გამწვავება, წინაგულების თრთოლვა, ბრადიკარდია, სინუსური კვანძების გაჩერება, გულის ამილოიდოზი, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, მიოკარდიუმის იშემია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიკარდიტი, პერიკარდიული ეფუზია, Torsades de pointes, პარკუჭოვანი ტაქიკარდია
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ: სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა
დარღვევები თვალის მხრივ: დიპლოპია და მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივის ინფექცია, გაღიზიანება
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ასციტი, დისფაგია, განავლის შეგუბება, გასტროენტერიტი, ჰემორაგიული გასტრიტი, სისხლიანი ღებინება, ჰემორაგიული დუოდენიტი, პარალიზური გაუვალობა, მსხვილი ნაწლავის ობსსტრუქცია, ნაწლავის პარალიზური ობსტრუქცია, პერიტონიტი, წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, სტომატიტი, მელენა, მწვავე პანკრეატიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პეტექიები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას: შემცივნება, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, ინექციის ადგილის ერითემა, ნევრალგია, ინექციის ადგილის ტკივილი, გაღიზიანება, სისუსტე, ფლებიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები: ქოლესტაზი, ღვიძლისმიერი სისხლდენა, ჰიპერბილირუბინემია, კარის ვენის თრომბოზი, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქცია, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, იმუნური კომპლექსით განპირობებული მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება, ხორხის შეშუპება
ინფექციები და ინვაზიები: ასპერგილოზი, ბაქტერიემია, ბრონქიტი, საშარდე გზების ინფექცია, ჰერპესვირუსული ინფექცია, ლისტერიოზი, ნაზოფარინგიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექცია, სეპტიური შოკი, ტოქსოპლაზმოზი, პირის ღრუს კანდიდოზი, სინუსიტი, კათეტერთან დაკავშირებული ინფექცია
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები:დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
გამოკვლევები: წონის კლება
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: დეჰიდრატაცია, ჰიპოკალციემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერნატრიემია
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, მიალგია, კიდურების ტკივილი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ატაქსია, კომა, თავბრუსხვევა, დიზართრია, დიზესთეზია, დისაუტონომია, ენცეფალოპათია, კრანიალური დამბლა, დიდი გულყრა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ჰემორაგიული ინსულტი, მოტორული დისფუნქცია, ნევრალგია, ზურგის ტვინის კომპრესია, დამბლა, პოსტჰერპესული ნევრალგია, გარდამავალი იშემიური შეტევა
ფსიქიატრული დარღვეევბი: აგზნება, შფოთვა, დაბნეულობა, უძილობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, ფსიქოზური აშლილობა, სუიციდური აზრები
დარღვევები თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის კენჭები, ორმხრივი ჰიდრონეფროზი, შარდის ბუშტის სპაზმი, ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი, შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება, თირკმლის უკმარისობა (მწვავე და ქრონიკული), პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრიც: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ასპირაციული პნევმონია, ატელექტაზი, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ხველა, დისფაგია, ქოშინი, დატვირთვის დროს ქოშინი, ცხვირიდან გამონადენი, ჰემოპტიზი, ჰიპოქსია, ფილტვის ინფილტრაცია, პლევრული ეფუზია, პნევმონიტი, რესპირატორული დისტრესი, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება, გამონაყარი (რომელიც შეიძლება იყოს ქავილით), ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი, ქავილი
ვასკულური დარღვევები: ინსულტი, ცერებრული სისხლდენა, ღრმა ვენების თრომბოზი, ჰიპერტენზია, პერიფერიული ემბოლია, ფილტვის ემბოლია, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია
პოსტმარკეტინგული გამოცდილება
ბორტეზომიბის მსოფლიო პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები. რადგან ეს რეაქციები ნებაყოფლობით არის მოხსენებული გაურკვეველი ზომის პოპულაციიდან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სანდოდ შეფასება ან პრეპარატის ზემოქმედებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა:
დარღვევები გულის მხრივ: გულის ტამპონადა
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ: ორმხრივი სიყრუე
დარღვევები თვალის მხრივ: ოპტიკური ნეიროპათია, სიბრმავე, ჰალაციონი/ბლეფარიტი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშემიური კოლიტი
ინფექციები და ინვაზიები: პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML), ოფთალმოლოგიური ჰერპესი, ჰერპესული მენინგოენცეფალიტი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES, ადრე RPLS), გიიენ-ბარეს სინდრომი, დემიელინიზაციური პოლინეიროპათია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ: ფილტვის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (SJS/TEN), მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი (სვიტის სინდრომი)
წამალთაშორისი ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატების გავლენა საინექციო ბორტეზომიბზე
CYP3A4 ძლიერი ინდუქტორები
ძლიერ CYP3A4 ინდუქტორთან ერთად მიღება ამცირებს ბორტეზომიბის ექსპოზიციას [იხილეთ კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)], რამაც შეიძლება შეამციროს ბორტეზომიბის ინექციის ეფექტურობა. მოერიდეთ CYP3A4 ძლიერ ინდუქტორებთან ერთად მიღებას.
CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები
ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორთან ერთად მიღება ზრდის ბორტეზომიბის ექსპოზიციას [იხილეთ კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)], რამაც შეიძლება გაზარდოს საინექციო ბორტეზომიბის ტოქსიკურობის რისკი. პაციენტებს დააკვირდით ბორტეზომიბის ტოქსიკურობის ნიშნებზე და განიხილეთ ბორტეზომიბის დოზის შემცირება, თუის გამოყენებული უნდა იყოს ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად.
პრეპარატები ბორტეზომიბთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გარეშე
კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთაშორისი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა ბორტეზომიბის დექსამეტაზონთან, ომეპრაზოლთან ან მელფალანთან ერთად პრედნიზონთან კომბინაციაში მიღებისას [იხილეთ კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
ორსულობა
რისკის შეჯამება
მისი მოქმედების მექანიზმის [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.1)] და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, ორსულ ქალებში გამოყენებისას ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. ორსულ ქალებში ბორტეზომიბის გამოყენებისას პრეპარატთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზების გამოყენებისას ბორტეზომიბმა კურდღლებში გამოიწვია ემბრიო-ფეტალური ლეტალობა (იხილეთ მონაცემები). ორსულ ქალებს აცნობეთ ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
ორსულობის დროს არასასურველი შედეგები დგება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მედიკამენტების გამოყენების მიუხედავად. მითითებული პოპულაციისთვის ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი უცნობია. აშშ-ის ზოგად პოპულაციაში, კლინიკურად აღიარებული ორსულობების დროს ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი შესაბამისად 2-დან 4%-მდე და 15-დან 20%-მდეა.
მონაცემები
ცხოველების მონაცემები
ბორტეზომიბი არ იყო ტერატოგენული ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებული არაკლინიკური განვითარების ტოქსიკურობის კვლევებში, ორგანოგენეზის დროს მიღებული ყველაზე მაღალი დოზის (0.075 მგ/კგ; 0.5 მგ/მ2 ვირთხებში და 0.05 მგ/კგ; 0.6 მგ/მ2 კურდღლებში) გამოყენებისას. ეს დოზები სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით დაახლოებით 0.5-ჯერ აღემატება კლინიკურ დოზას - 1.3 მგ/მ2-ს.
ბორტეზომიბმა კურდღლებში ემბრიო-ფეტალური ლეტალობა გამოიწვია კლინიკურ დოზაზე დაბალი დოზების გამოყენებისას (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კლინიკურ დოზაზე-1.3 მგ/მ2-ზე დაახლოებით 0.5-ჯერ მეტი). მაკე კურდღლებს, რომლებსაც ორგანოგენეზის დროს ბორტეზომიბი 0.05 მგ/კგ (0.6 მგ/მ2) დოზით ეძლეოდათ, იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი დანაკარგი და ცოცხალი ნაყოფების რაოდენობის შემცირება აღენიშნებოდათ. ამ ნაყარიდან ცოცხალ ნაყოფებს ასევე აღენიშნებოდათ ნაყოფის წონის მნიშვნელოვანი შემცირება.
ლაქტაცია
რისკის შეჯამება
არ არსებობს მონაცემები ბორტეზომიბის ან მისი მეტაბოლიტების ადამიანის რძეში არსებობის, პრეპარატის ძუძუთი კვებაზე ზემოქმედების ან პრეპარატის რძის წარმოებაზე ზემოქმედების შესახებ. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და რადგან ბორტეზომიბის მიღებისას ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალი უცნობია, მეძუძურ ქალებს ურჩიეთ, რომ საინექციო ბორტეზომიბით ი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში ძუძუთი კვება შეწყვიტონ.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები და მამაკაცები
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ორსულ ქალებში გამოყენებისას საინექციო ბორტეზომიბმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. [იხ.გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში (8.1)].
ორსულობის ტესტირება
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე ჩაატარეთ ორსულობის ტესტი.
კონტრაცეფცია
ქალები
საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებს ურჩიეთ ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება.
მამაკაცები
მამაკაცებმა, რომლებსაც რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი პარტნიორები ყავთ, საინექციო ბორტეზომიბით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
უნაყოფობა
მოქმედების მექანიზმისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, საინექციო ბორტეზომიბს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ფერტილობაზე. [იხ.არაკლინიკური ტოქსიკურობა (13.1)].
გამოყენება პედიატრიაში
პედიატრიულ პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ბორტეზომიბის აქტივობა და უსაფრთხოება ინტენსიურ რეინდუქციურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში შეფასდა ლიმფოიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პედიატრიულ და ახალგაზრდა ზრდასრულ პაციენტებში (B უჯრედის პრე-ALL 77%, T-უჯრედის ALL 16% და T-უჯრედის ლიმფობლასტური ლიმფომა (LL) 7%), რომელთაგან ყველას განუვითარდა რეციდივი საწყისი დიაგნოზიდან 36 თვის განმავლობაში ერთჯგუფიან, მულტიცენტრულ, არარანდომიზებულ კოოპერაციული ჯგუფების კვლევაში. ეფექტური რეინდუქციური მრავალაგენტური ქიმიოთერაპიის რეჟიმი სამ ბლოკად იქნა გამოყენებული. ბლოკი 1 მოიცავდა ვინკრისტინს, პრედნიზონს, დოქსორუბიცინს და პეგასპარგაზას; მე-2 ბლოკი მოიცავდა ციკლოფოსფამიდს, ეტოპოზიდს და მეტოტრექსატს; მე-3 ბლოკი მოიცავდა ციტოზინ არაბინოზიდის და ასპარაგინაზას მაღალი დოზებით. ბორტეზომიბი გამოიყენებოდა 1.3 მგ/მ2 დოზით ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით 1 ბლოკის 1, 4, 8 და 11 დღეებში და 2 ბლოკის 1, 4 და 8 დღეებში. კვლევაში ჩართული იყო 140 პაციენტი ALL ან LL-ით, რომლებსაც უსაფრთხოების შეფასება ჩაუტარდათ. საშუალო ასაკი ათი წელი იყო (დიაპაზონი: 1-დან 26 წლამდე), 57% იყო მამრობითი სქესის, 70% - თეთრკანიანი, 14% - შავკანიანი, 4% - აზიელი, 2% - ამერიკელი ინდიელი/ალიასკის მკვიდრი, 1% - წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი..
აქტივობა შეფასდა კვლევაში ჩარიცხული პირველი 60 შეფასებადი პაციენტის წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, რომლებსაც ჰქონდათ პრე-B ALL, ასაკი იყო ≤21 წელი და რეციდივი დიაგნოზიდან <36 თვეში ჰქონდათ. 36-ე დღეს სრული რემისიის (CR) მაჩვენებელი შედარებული იყო პაციენტების ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან, რომლებმაც მიიღეს იდენტური საბაზისო თერაპია ბორტეზომიბის გარეშე. არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ბორტეზომიბის დამატებას რაიმე გავლენა ჰქონდა CR მაჩვენებელზე.
ქიმიოთერაპიის ძირითად რეჟიმზე ბორტეზომიბის დამატებისას უსაფრთხოების ახალი პრობლემები არ დაფიქსირებულა, ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ძირითადი რეჟიმი ბორტეზომიბის გარეშე ინიშნებოდა.
პედიატრიულ პაციენტებში ბორტეზომიბის BSA-ზე ნორმალიზებული კლირენსი მოზრდილებში დაფიქსირებული კლირენსის მსგავსი იყო.
გამოყენება გერიატრიაში
რეციდივის მქონე მრავლობითი მიელომის კვლევაში ჩართული 669 პაციენტიდან 245 (37%) 65 წლის ან უფროსი ასაკის იყო: 125 (38%) ბორტეზომიბის ჯგუფში და 120 (36%) დექსამეტაზონის ჯგუფში. პროგრესირების საშუალო დრო და პასუხის საშუალო ხანგრძლივობა ≥65 წლის პაციენტებში ბორტეზომიბის მიღებისას უფრო ხანგრძლივი იყო დექსამეტაზონთან შედარებით [შესაბამისად, 5.5 თვე 4.3 თვის წინააღმდეგ და 8.0 თვე 4.9 თვის წინააღმდეგ]. ბორტეზომიბის ჯგუფში, ≥65 წლის ასაკის შეფასებადი პაციენტების 40%-ს (n=46) აღენიშნებოდა პასუხი (CR + PR) დექსამეტაზონის ჯგუფის 18%-თან (n=21) შედარებით. მე-3 და მე-4 ხარისხის მოვლენების სიხშირე ბორტეზომიბის მიმღებ პაციენტებში, რომელთა ასაკი ≤50 წელი, 51-დან 64 წლამდე და ≥65 წელი იყო, შესაბამისად, 64%, 78% და 75% [იხილეთ გვერდითი რეაქციები (6.1), კლინიკური კვლევები (14.1)].
უსაფრთხოების ან ეფექტურობის საერთო განსხვავებები არ დაფიქსირებულა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და ბორტეზომიბის მიმღებ ახალგაზრდა პაციენტებს შორის; თუმცა, ზოგიერთი ხანდაზმული პირის მომატებული მგრძნობელობა გამორიცხული არ არის.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. დიალიზზე მყოფ პაციენტებში, საინექციო ბორტეზომიბი უნდა დაინიშნოს დიალიზის პროცედურის შემდეგ. [იხ.კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (საერთო ბილირუბინი ≤1x ULN და AST > ULN, ან საერთო ბილირუბინი >1-დან 1.5x ULN-მდე და ნებისმიერი AST) საინექციო ბორტეზომიბის საწყისი დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. ბორტეზომიბის ექსპოზიცია იზრდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის საშუალო (საერთო ბილირუბინი ULN-ზე ≥1.5-დან 3-ჯერ მეტი და ნებისმიერი AST) და მძიმე (საერთო ბილირუბინი ULN-ზე > 3-ჯერ და ნებისმიერი AST) უკმარისობა. შეამცირეთ საწყისი დოზა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა. [იხ.დოზირება და გამოყენება (2.8), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)].
დიაბეტით დაავადებული პაციენტები
კლინიკური კვლევების დროს, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, აღინიშნა ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებს და ბორტეზომიბს ინექციის სახით, შეიძლება დასჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის მკაცრი მონიტორინგი და ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.
დოზის გადაჭარბება
საინექციო ბორტეზომიბის დოზის გადაჭარბების სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ადამიანებში აღწერილია ლეტალური შედეგები რეკომენდებულ თერაპიულ დოზაზე ორჯერ მეტის მიღების შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო სიმპტომური ჰიპოტენზიის (5.2) და თრომბოციტოპენიის (5.7) მწვავე დაწყებასთან. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა მოხდეს პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.
მაიმუნებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მგ/მ2-ზე დაყრდნობით, ინტ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




