ბორტეზომიბი რომფარმი
BORTEZOMIB ROMPHARM
ბორტეზომიბი მონოთერაპიის სახით ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროგრესირებადი მრავლობითი მიელომით დაავადებული ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც ჩაიტარეს მინიმუმ 1 თერაპია ადრე და რომლებმაც უკვე გაიარეს ან არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედებისთვის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii, nr. 32)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043634
- რეგისტრირებულია
- 17 ივლისი 2025, მოქმედებს 17 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბორტეზომიბი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბორტეზომიბი მონოთერაპიის სახით ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროგრესირებადი მრავლობითი მიელომით დაავადებული ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც ჩაიტარეს მინიმუმ 1 თერაპია ადრე და რომლებმაც უკვე გაიარეს ან არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედებისთვის ტრანსპლანტაციისთვის.
ბორტეზომიბი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ გამოდგებიან მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისათვის ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.
ბორტეზომიბი დექსამეტაზონთან, ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან კომბინაციაში, ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების ინდუქციური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოდგებიან მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისათვის ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.
ბორტეზომიბი რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობაში, თუმცა ბორტეზომიბის მიცემა ასევე შეუძლია ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებაში გამოცდილ ჯანდაცვის სპეციალისტს.
ბორტეზომიბის აღდგენა უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სპეციალისტმა (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრხილებები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის).
დოზირება პროგრესირებადი მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ (პაციენტები, რომლებმაც სულ მცირე ერთი წინასწარი თერაპია ჩაიტარეს)
მონოთერაპია
ბორტეზომიბის შეიყვანება ინტრავენური ან კანქვეშა ინექციით, რეკომენდებული დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი მკურნალობის ციკლად ითვლება. რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა ჩაიტარონ ბორტეზომიბით მკურნალობის 2 ციკლი სრული რეაგირების დადასტურების შემდეგ. ასევე რეკომენდირებულია, რომ რეაგირებადმა პაციენტებმა, რომლებიც ვერ აღწევენ სრულ რემისიას, ჩაიტარონ ბორტეზომიბით მკურნალობის სულ 8 ციკლი. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
მკურნალობის და მკურნალობის განახლების დროს დოზის კორექცია მონოთერაპიისათვის
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ნებისმიერი მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ან ნებისმიერი მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას, ნეიროპათიის გარდა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ (იხილეთ ასევე პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). ტოქსიკურობის სიმპტომების ალაგებისთანავე, ბორტეზომიბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს 25%-ით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2 მცირდება 1.0 მგ/მ2-მდე; 1.0 მგ/მ2 მცირდება 0.7 მგ/მ2-მდე). იმ შემთხვევაში, თუ ტოქსიკურობა არ ალაგდება ან თუ რეციდივი განვითარდება მინიმალურ დოზაზე, მიზანშეწონილია ბორტეზომიბის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება რისკს.
ნეიროპათიური ტკივილი და/ან პერიფერიული ნეიროპათია
პაციენტების მართვა, რომლებსაც აღენიშნებათ ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილი და/ან პერიფერიული ნეიროპათია, მიმდინარეობს ისე, როგორც წარმოდგენილია ცხრილში 7 (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პაციენტებს, წინასწარ არსებული მძიმე ნეიროპათიით, მკურნალობენ ბორტეზომიბით მხოლოდ რისკის/სარგებლის სათანადო სიფრთხილით შეფასების შემდეგ.
ცხრილი 7: დოზირების რეკომენდებული* მოდიფიკაციები ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიისათვის
ნეიროპათიის სიმძიმე
დოზირების მოდიფიკაცია
ხარისხი 1 (ასიმპტომატური; ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა ან პარესთეზია) ტკივილის ან ფუნქციის დაკარგვის გარეშე
არავითარი
ხარისხი 1 ტკივილით ან ხარისხი 2 (ზომიერი სიმპტომები; ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების (ADL)** ინსტრუმენტული შეზღუდვა)
ბორტეზომიბის დოზის შემცირება 1.0 მგ/მ2-მდე ან
ბორტეზომიბის მკურნალობის სქემის შეცვლა 1.3 მგ/მ2-მდე კვირაში ერთხელ
ხარისხი 2 ტკივილით ან ხარისხი 3 (მძიმე სიმპტომები; თავის მოვლის ADL*** შეზღუდვა)
ბორტეზომიბით მკურნალობის შეჩერება ტოქსიკურობის სიმპტომების ალაგებამდე. ტოქსიკურობის ალაგების შემდეგ, ბორტეზომიბით მკურნალობის განახლება და დოზის შემცირება 0.7 მგ/მ2-მდე კვირაში ერთხელ.
ხარისხი 4 (სიცოცხლისათვის საშიში შედეგები; ნაჩვენებია გადაუდებელი ინტერვენცია) და/ან მძიმე ავტონომიური ნეიროპათია
ბორტეზომიბის შეწყვეტა
- II და III ფაზის მრავლობითი მიელომის კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დოზირების მოდიფიკაციებზე დაფუძნებით. შეფასება NCI საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით CTCAE V 4.0.
- * ინსტრუმენტული ADL: გულისხმობს საჭმლის მომზადებას, სურსათის ან ტანსაცმლის ყიდვას, ტელეფონის გამოყენებას, ფულის მართვას და ა.შ.
- ** თავის მოვლის ADL: იგულისხმება დაბანა, ჩაცმა და გახდა, საკუთარი თავის კვება, ტუალეტით სარგებლობა, მედიკამენტების მიღება და არა საწოლზე მიჯაჭვულობა.
კომბინირებული თერაპია პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინით
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. ეს 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი შეიყვანება 30 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს 1-საათინი ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბის ინექციის შემდეგ.
გამოიყენება კომბინაციური თერაპიის 8 ციკლამდე იმ პირიბით, რომ პაციენტი არ პროგრესირებს და კარგად იტანს მკურნალობას. იმ პაციენტებს, რომლებიც სრულ რეაგირებას აღწევენ, შეუძლიათ განაგრძონ მკურნალობა სულ მცირე 2 ციკლის განმავლობაში სრული რეაგირების პირველი მტკიცებულების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოითხოვს კიდევ 8-ციკლიან მკურნალობას. პაციენტებს, რომელთა პარაპროტეინის დონე განაგრძობს კლებას 8 ციკლის შემდეგ, ასევე შეუძლიათ განაგრძონ მკურნალობა იმ პირობით, თუ მკურნალობა ხასიათდება კარგი ტოლერანტობით და ისინი განაგრძობენ რეაგირებას. პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან დაკავშირებით დამატბითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
კომბინაცია დექსამეტაზონთან
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 20 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეებში.
პაციენტებს, რომლებიც აღწევენ რეაგირებას ან დაავადების დასტაბილურებას მოცემული კომბინირებული თერაპიის 4 ციკლის შემდეგ, შეუძლიათ გააგრძელონ იგივე კომბინაციის მიღება მაქსიმუმ 4 დამატებითი ციკლის განმავლობაში.
დექსამეტაზონთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
დოზის რეგულირება კომბინაციური თერაპიისათვის პროგრესირებადი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისათვის. ბორტეზომიბის დოზის კორექტირებისთვის კომბინირებული თერაპიისთვის მიჰყევით დოზის მოდიფიკაციის მითითებებს, რომლებიც აღწერილია ზემოთ მონოთერაპიის ქვეშ.
დოზირება ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის
კომბინაციური თერაპია მელფალანითა და პრედნიზონით
ბორტეზომიბი შეიყვანება ინტრავენური ან კანქვეშ ინექციის გზით, პერორალურ მელფალანთან და პერორალურ პრედნიზონთან კომბინაციაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 8. 6-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. 1-4 ციკლებში, ბორტეზომიბი შეიყვანება კვირაში ორჯერ, 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეებში. 5-9 ციკლის შემთხვევაში, ბორტეზომიბი შეიყვანება კვირაში ერთხელ 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში. ბორტეზომიბი თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
ორივე პრეპარატი - მელფალანი და პრედნიზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეებში.
კომბინაციური თერაპია მოიცავს ცხრა ციკლს.
ცხრილი 8: რეკომენდებული დოზირება ბორტეზომიბისთვის მელფალანსა და პრედნიზონთან კომბინაციაში
ბორტეზომიბი კვირაში ორჯერ (1-4 ციკლი)
კვირა
1
2
3
4
5
6
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
დღე 4
დღე 8
დღე 11
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე 25
დღე 29
დღე 32
დასვენების პერიოდი
M (9 მგ/მ2)
P (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე 3
დღე 4
- -
- -
დასვენების პერიოდი
- -
- -
- -
- -
დასვენების პერიოდი
ბორტეზომიბი კვირაში ერთხელ (5-9 ციკლი)
კვირა
1
2
3
4
5
6
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
- -
დღე 8
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე 29
დასვენების პერიოდი
M (9 მგ/მ2)
P (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე 3
დღე 4
- -
დასვენების პერიოდი
- -
- -
დასვენების პერიოდი
B = ბორტეზომიბი; M=მელფალანი, P=პრედნიზონი
დოზის კორექცია მკურნალობის დროს და მკურნალობის განახლებისას მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინირებული თერაპიისთვის
თერაპიის ახალი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 70 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა უნდა იყოს ≥ 1.0 x 109/ლ
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა განახლდეს პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე.
ცხრილი 9: დოზირების კორექცია ბორტეზომიბით თერაპიის მომდევნო ციკლების განმავლობაში მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში
ტოქსიკურობა
დოზის შეცვლა ან დაგვიანება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ციკლის განმავლობაში
თუ წინა ციკლის დროს აღინიშნა გახანგრძლივებული მე-4 ხარისხის ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია, ან თრომბოციტოპენია სისხლდენასთან ერთად
მიზანშეწონილია მელფალანის დოზის შემცირება 25%-ით მომდევნო ციკლში.
თუ თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 30 x 109/ლ ან ANC ≤ 0.75 x 109/ლ ბორტეზომიბის დოზირების დღეს (პირველი დღის გარდა)
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს.
თუ ბორტეზომიბის რამდენიმე დოზა ერთ ციკლში შეჩერდა (≥ 3 დოზა კვირაში ორჯერ გამოყენებისას ან ≥ 2 დოზა კვირაში ერთხელ გამოყენებისას)
ბორტეზომიბის დოზა უნდა შემცირდეს 1 დოზის დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
ხარისხი ≥3 არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ ალაგდება პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე. შემდეგ, ბორტეზომიბი შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევაში, ბორტეზომიბი უნდა შეჩერდეს და/ან შეიცვალოს, როგორც ეს მოცემულია ცხრილში 7.
მელფალანისა და პრედნიზონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
დოზირება ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ჩატარება (ინდუქციური თერაპია)
კომბინაციური თერაპია დექსამეტაზონით
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 4-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზე ბს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 40 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში. გამოიყენება ამ კომბინაციით მკურნალობის ოთხი ციკლი.
კომბინაციური თერაპია დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. ეს 4-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 40 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში.
თალიდომიდი მიიღება პერორალურად 50 მგ დღეში 1-14 დღეებში, დოზის მიმართ ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზა იზრდება 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შემდგომ შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მე-2 ციკლიდან (იხილეთ ცხრილი 10).
აღნიშნული კომბინაციის ოთხი სამკურნალო ციკლი ტარდება. რეკომენდებულია, რომ მინიმუმ ნაწილობრივი რეაგირების მქონე პაციენტებმა ჩაიტარონ 2 დამატებითი ციკლი.
ცხრილი 10: დოზირება ბორტეზომიბის კომბინაციური თერაპიისათვის იმ პაციენტების მიმართ, რომლებსაც ადრე არ ჩაუტარებიათ მრავლობითი მიელომის მკურნალობა და გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის
B + Dx
ციკლი 1-4
კვირა
1
2
3
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3, 4
დღე 8, 9, 10, 11
-
B + Dx + T
ციკლი 1
კვირა
1
2
3
4
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
დასვენების პერიოდი
T 50 მგ
დღიურად
დღიურად
-
-
T 100 მგა
-
-
დღიურად
დღიურად
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3, 4
დღე 8, 9, 10, 11
-
-
ციკლი 2-4ბ
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
დასვენების პერიოდი
T 200 მგა
დღიურად
დღიურად
დღიურად
დღიურად
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3,4
დღე 8, 9, 10, 11
-
-
B=ბორტეზომიბი; Dx=დექსამეტაზონი; T=თალიდომიდი
ა თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე პირველი ციკლის მე-3 კვირიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 50 მგ დოზა კარგად აიტანება და 200 მგ-მდე მე-2 ციკლიდან, თუ 100 მგ დოზა კარგად აიტანება.
ბ 6-მდე ციკლი შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ნაწილობრივ მაინც რეაგირებენ 4 ციკლის შემდეგ.
დოზის კორექცია ტრანსპლანტაციისათვის შესაფერისი პაციენტებისათვის
ბორტეზომიბის დოზის კორექციის შემთხვევაში, მონოთერაპიისთვის აღწერილი დოზის მოდიფიკაციასთან დაკავშირებული გაიდლაინები უნდა იყოს დაცული.
გარდა ამისა, ბორტეზომიბის გამოყენებისას სხვა ქიმიოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, აღნიშნული პრეპარატებისათვის მიზანშეწონილია დოზის შესაბამისი შემცირებები ტოქსიკურობის შემთხვევაში, პროდუქტის ზოგადი დახასიათებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად.
დოზირება ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (MCL) მქონე პაციენტებისათვის
კომბინაციური თერაპია რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP)
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით, რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, შემდგომი 10-დღიანი დასვენების პერიოდით 12-21 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. რეკომენდებულია ბორტეზომიბის ექვსი ციკლის ჩატარება, თუმცა იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც რეაგირება გამოავლინეს მე-6 ციკლისათვის, შესაძლებელია ბორტეზომიბის ორი ციკლის დამატება. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
შემდეგი სამკურნალო პრეპარატები შეიყვანება ბორტეზომიბის მკურნალობის ყოველი 3-კვირიანი ციკლის პირველ დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით: რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2. პრედნიზონი მიიღება პერორალურად დოზით - 100 მგ/მ2 ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეებში.
დოზის კორექცია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში
თერაპიის ახალი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 100,000 უჯრედი/მკლ და ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) უნდა იყოს ≥ 1,500 უჯრედი/მკლ;
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 75,000 უჯრედი/მკლ პაციენტებში ძვლის ტვინის ინფილტრაციით ან ელენთის სექვესტრაციით;
ჰემოგლობინი ≥ 8 გ/დლ;
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა ალაგდეს პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე.
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ნებისმიერი მე-3 ხარისხის ბორტეზომიბთან დაკავშირებული არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის (ნეიროპათიის გარდა) ან ≥ მე-3 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას (იხილეთ ასევე პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). დოზირების კორექციისათვის, იხილეთ ცხრილი 11 ქვემოთ.
გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები შეიძლება დაინიშნოს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემთხვევაში ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების პროფილაქტიკური გამოყენება მიზანშეწონილია ციკლის განმავლობაში განმეორებითი შეფერხების შემთხვევაში. თრომბოციტების გადასხმა თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ გასათვალისწინებელია კლინიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში.
ცხრილი 11: დოზის კორექცია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის განმავლობაში
ტოქსიკურობა
დოზის შეცვლა ან დაგვიანება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
≥ მე-3 ხარისხის ნეიტროპენია ცხელებით, მე-4 ხარისხის ნეიტროპენია, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა < 10,000 უჯრედი/მკლ
ბორტეზომიბით თერაპია უნდა გადაიდოს 2 კვირით, სანამ პაციენტს ექნება ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ და თრომბოციტების რაოდენობა ≥ 25,000 უჯრედი/მკლ.
თუ ბორტეზომიბის მიღების გადადების შემდეგ ტოქსიკურობა არ ალაგდება, როგორც ზემოთ არის განსაზღვრული, მაშინ ბორტეზომიბი უნდა მოიხსნას.
იმ შემთხვევაში, თუ ტოქსიკურობა ალაგდება, ანუ პაციენტს აღენიშნება ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ და თრომბოციტების რაოდენობა ≥ 25,000 უჯრედი/მკლ, ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
თუ თრომბოციტების რაოდენობა არის < 25,000 უჯრედი/მკლ ან ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ ბორტეზომიბის დოზირების დღეს (ყოველი ციკლის პირველი დღის გარდა)
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს.
≥3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა, რომელიც ითვლება ბორტეზომიბთან დაკავშირებულად
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ ალაგდება მე-2 ან უკეთეს ხარისხამდე.
შემდეგ, ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე). ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბორტეზომიბის შეჩერება და/ან შეცვლა, როგორც ეს გათვალისწინებულია ცხრილში 7.
გარდა ამისა, როდესაც ბორტეზომიბი გამოიყენება სხვა ქიმიოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, ტოქსიკურობის შემთხვევაში მიზანშეწონილია აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების დოზის შესაფერისი შემცირება, პროდუქტის ზოგადი დახასიათებით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
არ არსებობს მტკიცებულება იმის სავარაუდოდ, რომ დოზის კორექცია აუცილებელია მრავლობითი მიელობის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
არ არის ჩატარებული კვლევები ბორტეზომიბის გამოყენებასთან დაკავშირებით ხანდაზმულ პაციენტებში ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომით, რომლებსაც შეუძლიათ ჩაიტარონ მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით. შესაბამისად, აღნიშნულ პოპულაციაში დოზასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა არ შეიძლება.
ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების კვლევაში, ბორტეზომიბის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პაციენტების 42.9% და 10.4% იყო 65-74 წლის ასაკის და ≥ 75 წლის ასაკის, შესაბამისად. ≥ 75 წლის ასაკის პაციენტებმა ორივე რეჟიმი - BR-CAP და R-CHOP ცუდად გადაიტანეს (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა დაიწყონ ბორტეზომიბის მიღება შემცირებული დოზით 0.7 მგ/მ2 თითო ინექციაზე მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში და შემდგომ დოზის 1.0 მგ/მ2-მდე გაზრდა ან დოზის შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე შესაძლებელია პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით (იხილეთ ცხრილი 12 და პუნქტები სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ცხრილი 12: რეკომენდებული საწყისი დოზის მოდიფიკაცია ბორტეზომიბისთვის ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხი*
ბილირუბინის დონე
SGOT (AST) დონე
საწყისი დოზის მოდიფიკაცია
მსუბუქი
≤ 1.0 x ULN
> ULN
არა
> 1.0 x −1.5 x ULN
ნებისმიერი
არა
ზომიერი
> 1.5 x − 3 x ULN
ნებისმიერი
შეამცირეთ ბორტეზომიბის დოზა 0.7 მგ/მ2-მდე მკურნალობის პირველ ციკლში. განიხილება დოზის გაზრდა 1.0 მგ/მ2-მდე ან შემდგომი დოზის შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე მომდევნო ციკლებში პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით.
მძიმე
> 3 x ULN
ნებისმიერი
აბრევიატურები: SGOT= შრატის გლუტამინური ოქსალაცეტატის ტრანსამინაზა;
AST = ასპარტატამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი.
- NCI ორგანოთა დისფუნქციის სამუშაო ჯგუფის კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის უკმარისობის კატეგორიზაციისათვის (მსუბუქი, საშუალო, მძიმე).
თირკმლის უკმარისობა
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი [CrCL] > 20/მლ/წთ/1.73 მ2); შესაბამისად, აღნიშნული პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, იცვლება თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იტარებენ დიალიზს (CrCl < 20/მლ/წთ/1.73 მ2). ვინაიდან დიალიზმა შეიძლება შეამციროს ბორტეზომიბის კონცენტრაცია, ბორტეზომიბის შეყვანა უნდა მოხდეს დიალიზის პროცედურის შემდეგ (იხილეთ პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
პედიატრიული პოპულაცია
ბორტეზომიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი (იხილეთ პუნქტები ფარმაკოდინამიკური თვისებები და ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაცია აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, თუმცა დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია.
მიღების წესი
ბორტეზომიბი ხელმისაწვდომია ინტრავენური ან კანქვეშ შეყვანისათვის.
ბორტეზომიბის გამოყენება სხვა გზებით არ შეიძლება. ინტრათეკალური შეყვანა იწვევს სიკვდილს.
ინტრავენური ინექცია
ბორტეზომიბი შეიყვანება 3-5 წამიანი ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით პერიფერიული ან ცენტრალური ინტრავენური კათეტერის საშუალებით, რასაც მოჰყვება …
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბორის ან ექსციპიენტების სიაში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ფილტვისა და პერიკარდიუმის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება.
ბორტეზომიბის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, იხილეთ მათი პროდუქტის ზოგადი დახასიათება დამატებითი უკუჩვენებებისათვის.
სიფრთხილის ზომები
ბორტეზომიბის გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაეცნოთ ამ სხვა სამკურნალო პრეპარატების პროდუქტის ზოგად დახასიათებას. თალიდომიდის გამოყენებისას, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ორსულობის ტესტირებასა და პრევენციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე (იხილეთ პუნქტი ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).
ინტრათეკალური გამოყენება
არსებობს ბორტეზომიბის უნებლიე ინტრათეკალური შეყვანის ფატალური შემთხვევები. ბორტეზომიბი განკუთვნილია ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ბორტეზომიბი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკულურად.
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა გულისრევის, დიარეის, ღებინების და ყაბზობის ჩათვლით, ძალიან ხშირია ბორტეზომიბით მკურნალობისას. არცთუ ხშირად ფიქსირდება გაუვალობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები). შესაბამისად, შეკრულობის მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ბორტეზომიბით მკურნალობა ძალიან ხშირად ასოცირდება ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობასთან (თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია და ანემია). იმ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით და პაციენტებში ადრე არანამკურნალები MCL-ით, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP) კომბინაციაში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იყო ტრანზიტორული თრომბოციტოპენია. თრომბოციტების რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო ბორტეზომიბით მკურნალობის თითოეული ციკლის მე-11 დღისათვის და ჩვეულებრივ უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს მომდევნო ციკლისათვის. კუმულაციური თრომბოციტოპენიის მტკიცებულებები არ არსებობს. თრომბოციტების საშუალო რაოდენობის ყველაზე დაბალი დონე იყო საწყისი მაჩვენებლის დაახლოებით 40% მრავლობითი მიელომის მონოთერაპიულ კვლევაში და 50% - MCL კვლევაში. შორსწასული მიელომის მქონე პაციენტებში თრომბოციტოპენიის სიმძიმე დაკავშირებულია თრომბოციტების მკურნალობამდე არსებულ რაოდენობასთან: თრომბოციტების საბაზისო რაოდენობისას < 75,000/მკლ, 21 პაციენტიდან 90%-ს ჰქონდა ≤ 25,000/მკლ კვლევის დროს, აქედან 14%-ს ჰქონდა < 10,000/მკლ; ხოლო პაციენტებში თრომბოციტების საწყისი მაჩვენებლით > 75,000/მკლ, 309 პაციენტიდან მხოლოდ 14%-ს ჰქონდა ≤ 25,000/მკლ კვლევის განმავლობაში.
MCL-ის მქონე პაციენტებში (კვლევა LYM-3002), აღინიშნა თრომბოციტოპენიის ≥ 3 ხარისხის უფრო მაღალი სიხშირე (56.7% 5.8%-თან შედარებით) ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (BR-CAP), ვიდრე არა-ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი [R-CHOP]). მკურნალობის ორივე ჯგუფი მსგავსი იყო ყველა ხარისხის სისხლდენების მოვლენების (6.3% BR-CAP ჯგუფში და 5.0% R-CHOP ჯგუფში), ისევე როგორც მე-3 და მეტი ხარისხის სისხლდენების მოვლენების საერთო სიხშირესთან მიმართებაში (BR-CAP: 4 პაციენტი [1.7%]; R-CHOP: 3 პაციენტი [1.2%]. BR-CAP ჯგუფში, პაციენტების 22.5%-მა გაიკეთა თრომბოციტების გადასხმა შედარებით პაციენტების 2.9%-თან R-CHOP ჯგუფში.
ბორტეზომიბით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავსა და თავის ტვინში სისხლდენები. შესაბამისად, ბორტეზომიბის ყოველი დოზის წინ აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი. ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ თრომბოციტების რაოდენობა არის < 25,000/მკლ ან, მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციის შემთხვევაში, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 30,000/მკლ (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი). მკურნალობის პოტენციური სარგებლის და რისკების თანაფარდობა საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ზომიერი ან მძიმე თრომბოციტოპენიის და სისხლდენების რისკ-ფაქტორების შემთხვევაში.
სისხლის საერთო ანალიზი, დიფერენციული და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრის ჩათვლით, ხშირად უნდა გაკონტროლდეს ბორტეზომიბით მკურნალობის პროცესში. კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილია თრომბოციტების გადასხმა (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
MCL-ის მქონე პაციენტებში, ტრანზიტორული ნეიტროპენია იყო შექცევადი ციკლებს შორის, კუმულაციური ნეიტროპენიის მტკიცებულების გარეშე. ნეიტროფილების რაოდენობა მინიმალური იყო ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის მე-11 დღისათვის და ჩვეულებრივ უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს მომდევნო ციკლისათვის. LYM-3002 კვლევაში, კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის მხარდაჭერა გათვალისწინებული იყო პაციენტების 78%-სათვის BR-CAP ჯგუფში და პაციენტების 61%-სათვის - R-CHOP ჯგუფში. ვინაიდან ნეიტროპენიის მქონე პაციენტები იმყოფებიან ინფექციების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, საჭიროა ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგი და სწრაფი მკურნალობა. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები გამოიყენება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობისათვის ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების პროფილაქტიკური გამოყენება მიზანშეწონილია ციკლების დროს განმეორებითი შეფერხებების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ჰერპეს ზოსტერის ვირუსის ხელახალი აქტივაცია
ანტივირუსული პროფილაქტიკა რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბორტეზომიბით.
ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ჩატარებულ III ფაზის კვლევაში, ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაციის საერთო სიხშირე უფრო ხშირი იყო პაციენტებში ბორტეზომიბი + მელფალანი + პრედნიზონით მკურნალობისას, ვიდრე მელფალანი + პრედნიზონით მკურნალობისას (14% 4%-თან შედარებით, შესაბამისად).
MCL-ის მქონე პაციენტებში (კვლევა LYM-3002), ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სიხშირე იყო 6.7% BR-CAP ჯგუფში და 1.2% - R-CHOP ჯგუფში (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია და ინფექცია
როდესაც რიტუქსიმაბი გამოიყენება ბორტეზომიბთან ერთად, მკურნალობის დაწყებამდე HBV სკრინინგი ყოველთვის უნდა ჩატარდეს HBV-ით ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. B ჰეპატიტის მატარებლები და B ჰეპატიტის ისტორიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, აქტიური HBV ინფექციის კლინიკურ და ლაბორატორიულ ნიშნებზე, რიტუქსიმაბის და ბორტეზომიბით კომბინირებული მკურნალობის დროს და შემდგომ. გასათვალისწინებელია ანტივირუსული პროფილაქტიკა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რიტუქსიმაბის პროდუქტის შემაჯამებელი დახასათება.
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)
ძალიან იშვიათი შემთხვევები ჯონ კუნინგჰემის (JC) ვირუსული ინფექციის უცნობი მიზეზობრიობით, რამაც გამოიწვია PML და სიკვდილი, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით. პაციენტებს PML-ით დიაგნოზირებული ჰქონდათ წინასწარი ან თანმხლები იმუნოსუპრესიული თერაპია. PML-ის შემთხვევების უმეტესობა დიაგნოზირებული იყო ბორტეზომიბის პირველი დოზის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული ინტერვალებით ნებისმიერი ახალი ან გაუარესებული ნევროლოგიური სიმპტომის ან ნიშნის გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს PML-ზე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების დიფერენციალური დიაგნოზის ნაწილი. თუ არსებობს ეჭვი PML-ის დიაგნოზზე, პაციენტებმა უნდა მიმართონ PML-ის სპეციალისტს და უნდა დაიწყოს შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებები PML-ზე. შეწყვიტეთ ბორტეზომიბი, თუ დიაგნოზირებულია PML.
პერიფერიული ნეიროპათია
ბორტეზომიბით მკურნალობა ძალიან ხშირად ასოცირდება პერიფერულ ნეიროპათიასთან, რაც უპირატესად სენსორულია. თუმცა დაფიქსირდა სენსორული პერიფერიული ნეიროპათიით ან მის გარეშე მიმდინარე მოტორული ნეიროპათიის მძიმე შემთხვევები. პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე იზრდება მკურნალობის დასაწყისში და მაქსიმუმს აღწევს მე-5 ციკლის განმავლობაში.
რეკომენდებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგი ნეიროპათიის სიმპტომებზე, როგორიცაა წვის შეგრძნება, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, პარესთეზია, დისკომფორტი, ნეიროპათიური ტკივილი ან სისუსტე.
III ფაზის კვლევაში, რომელშიც შედარდა ინტრავენურად და კანქვეშ მიღებული ბორტეზომიბი, ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მოვლენების სიხშირე იყო 24% კანქვეშა ინექციის ჯგუფისათვის და 41% - ინტრავენური ინექციის ჯგუფისათვის (p=0.0124). ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია აღინიშნა პაციენტების 6%-ში კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში, შედარებით 16%-თან ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში (p=0.0264). ყველა ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე ბორტეზომიბის ინტრავენური შეყვანისას უფრო დაბალი იყო ბორტეზომიბით ჩატარებულ ისტორიულ კვლევებში, ვიდრე MMY-3021 კვლევაში.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ახალი პერიფერიული ნეიროპათია ან მისი გაურესება, აუცილებელია ნევროლოგიური შეფასება და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის, სქემის ან შეყვანის მეთოდის შეცვლა კანქვეშ ინექციით (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი). ნეიროპათიის მართვა ხორციელდება დამხმარე და სხვა თერაპიით.
მკურნალობით გამოწვეული ნეიროპათიის სიმპტომების ადრეული და რეგულარული მონიტორინგი ნევროლოგიურ შეფასებასთან ერთად მიზანშეწონილია იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომინი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც, როგორც ცნობილია, ასოცირდება ნეიროპათიასთან (მაგალითად, თალიდომიდი) და საფიქრებელია დოზის შესაბამისი შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
პერიფერიულ ნეიროპათიასთან ერთად, ავტონომიურმა ნეიროპათიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთ გვერდითი მოვლენის განვითარებას, როგორიცაა პოსტურალური ჰიპოტენზია და მძიმე შეკრულობა გაუვალობით. ინფორმაცია ავტონომიური ნეიროპათიის და ამ გვერდით მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ შეზღუდულია.
კრუნჩხვები
კრუნჩხვები იშვიათად ფიქსირდება კრუნჩხვების ან ეპილეფსიის ანამნეზის არმქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აუცილებელიa კრუნჩხვების განვითარების ნებისმიერი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ჰიპოტენზია
ბორტეზომიბით მკურნალობა ხშირად ასოცირდება ორთოსტატულ/პოსტურალურ ჰიპოტენზიასთან. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი ან ზომიერი და აღინიშნება მკურნალობის პროცესში. იმ პაციენტებს, რომლებსაც ბორტეზომიბით მკურნალობისას (ინტრავენური ინექციისას) განუვითარდათ ორთოსტასტული ჰიპოტენზია, ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე არ ჰქონდათ ორთოსტატული ჰიპოტენზიის მტკიცებულება. პაციენტების უმრავლესობას დასჭირდა ორთოსტატული ჰიპოტენზიის მკურნალობა. ორთოსტატული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტების მცირე ნაწილს გამოუვლინდა სინკოპე. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზია არ იყო დაკავშირებული ბორტეზომიბის ბოლუსურ ინფუზიასთან. აღნიშნული მოვლენის მექანიზმი უცნობია, თუმცა კომპონენტი შეიძლება ავტონომიური ნეიროპათიით იყოს განპირობებული. ავტონომიური ნეიროპათია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბორტეზომიბთან ან ბორტეზომიბმა შეიძლება გაამწვავოს ძირითადი მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტური ან ამილოიდური ნეიროპათია. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა სინკოპეს ანამნეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც ღებულობენ ჰიპოტენზიასთან ასოცირებულ სამკურნალო პრეპარატებს; ან დეჰიდრირებული არიან მორეციდივე დიარეის ან ღებინების გამო. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზიის მართვა შეიძლება მოიცავდეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების კორექტირებას, რეჰიდრატაციას ან მინერალოკორტიკოიდების და/ან სიმპატომიმეტური საშუალებების შეყვანას. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მიმართონ სამედიცინო დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გაბრუება ან გონების დაკარგვა.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომიბს, ფიქსირდება PRES-ის შემთხვევები. PRES არის იშვიათი, ხშირად შექცევადი, სწრაფად განვითარებადი ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვებით, ჰიპერტენზიით, თავის ტკივილით, ლეთარგიით, დაბნეულობით, სიბრმავით და სხვა მხედველობის და ნევროლოგიური დარღვევებით. თავის ტვინის ვიზუალიზიაციური კვლევა, სასურველია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), გამოიყენება დიაგნოზის დადასტურებისათვის. PRES-ის განვითარების შემთხვევაში, პაციენტებში ბორტეზომიბი უნდა მოიხსნას.
გულის უკმარისობა
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა გულის შეგუბებითი უკმარისობის მწვავე განვითარება ან გამწვავება და/ან მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების ახალი გამოვლინება. სითხის შეკავება შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების გამომწვევი ფაქტორი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადების რისკ-ფაქტორები ან არსებული გულის დაავადება, აუცილებელია სათანადო კონტროლი.
ელექტროკარდიოგრამის გამოკვლევები
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, მიზეზობრიობა დადგენილი არ არის.
ფილტვის მხრივ დარღვევები
არსებობს იშვიათი შეტყობინებები უცნობი ეტიოლოგიის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული ფილტვის დაავადების შესახებ, როგორიცაა პნევმონიტი, ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების ინფილტრაცია და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბორტეზომიბს (იხ. ნაწილი გვერდითი ეფექტები). ზოგიერთი ეს მოვლენა ფატალური იყო. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია გულმკერდის რენტგენოგრაფია, საწყისი დონის დასაფიქსირებლად, პოტენციური მკურნალობის შემდგომი ფილტვის ცვლილებებისვის.
ფილტვების მხრივ ახალი სიმპტომების გამოლენის ან მათი გაუარესების შემთხვევაში (მაგალითად, ხველა, სუნთქვის გაძნელება), აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკური კვლევა და პაციენტის სათანადო მკურნალობა. ბორტეზომიბით მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა შეფასდეს სარგებლის/რისკის თანაფარდობა.
კლინიკურ კვლევაში, ორი პაციენტი (2-დან), რომლებსაც მიეცათ ციტარაბინის მაღალი დოზა (2 გ/მ2 დღეში) უწყვეტი ინფუზიის გზით 24 საათის განმავლობაში დაუნორუბიცინთან და ბორტეზომიბთან ერთად მორეციდივე მწვავე მიელოგენური ლეიკემიისთვის, გარდაიცვალა ARDS-ით თერაპიის დასაწყისში და კვლევა შეწყდა. შესაბამსიად, ეს სპეციფიკური რეჟიმი ციტარაბინის მაღალი დოზებით (2 გ/მ2 დღეში) თანმხლები გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში უწყვეტი ინფუზიით არ არის რეკომენდებული.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მხრივ გართულებები ხშირია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში. თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში აუცილებელია საგულდაგულო კონტროლი (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
ბორტეზომიბი მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით. ბორტეზომიბის ზემოქმედება იზრდება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით; აღნიშნული პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს ბორტეზომიბის შემცირებული დოზებით და ტოქსიკურობის შემდგომი მონიტორინგით (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ღვიძლისმიერი რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბორტეზომიბს და თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებს და აღენიშნებოდა მძიმე თანმხლები ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა, დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის იშვიათი შემთხვევები. სხვა დაფიქსირებული ღვიძლისმიერი რეაქციები მოიცავდა ღვიძლის ფერმენტების მომატებას, ჰიპერბილირუბინემიას და ჰეპატიტს. ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს შექცევადი ბორტეზომიბის შეწყვეტისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
იმის გამო, რომ ბორტეზომიბი არის ციტოტოქსიური აგენტი და შეუძლია სწრაფად გაანადგუროს ავთვისებიანი პლაზმური უჯრედები და MCL უჯრედები, შეიძლება განვითარდეს გარტულება სიმსივნის ლიზისის სინდრომის სახით. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა მკურნალობამდე. ეს პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ და საჭიროა შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები
ბორტეზომიბის გამოყენებისას ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან კომბინაციაში აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი. საჭიროა სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ბორტეზომიბის კომბინირებისას CYP3A4 ან CYP2C19 სუბსტრატებთან (იხილეთ პუნქტი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
ღვიძლის ნორმალური ფუნქცია უნდა დადასტურდეს და აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზოების დაცვა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (იხილეთ პუნქტი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
პოტენციურად იმუნოკომპლექსებით გამოწვეული რეაქციები
პოტენციურად იმუნოკომპლექსებით გამოწვეული რეაქციები, როგორიცაა შრატისმიერი დაავადების ტიპის რეაქცია, პოლიართრიტი გამონაყარით და პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი იშვიათია. მძიმე რეაქციების შემთხვევაში ბორტეზომიბი უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ბორტეზომიბი არის ციტოქრომ P450 (CYP) იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 სუსტი ინჰიბიტორი. ბორტეზომიბის მეტაბოლიზმზე CYP2D6-ის შეზღუდული წვლილიდან (7%) გამომდინარე, CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპი სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას ბორტეზომიბის საერთო განაწილებაზე.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა კეტოკონაზოლის, CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის AUC საშუალო ზრდა 35%-ით (CI 90% [1.032-1.772]) 12 პაციენტისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვნენ ახლო მეთვალყურეობის ქვეშ ბორტეზომიბის მიღებისას CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან) ერთად.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა ომეპრაზოლის, CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორის ეფექტი ბორტოზიმიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური ინექციის დროს), ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნა 17 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა რიფამპიცინის, CYP3A4-ის ძლიერი სტიმულატორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის AUC საშუალო კლება 45%-ით 6 პაციენტის მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, ბორტეზომიბის თანმხლები გამოყენება ძლიერ CYP3A4 სტიმულატორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან და კრაზანას პრეპარატებთან) ერთად არ არის რეკომენდებული, რადგანაც ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელ იმავე კვლევაში, რომელშიც შეფასდა დექსამეტაზონის, CYP3A4-ის უფრო სუსტი სტიმულატორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური შეყვანილი), ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნა 7 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა მელფალან-პრედნიზონის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის საშუალო AUC-ის ზრდა 17%-ით 21 პაციენტის მონაცემების საფუძველზე. ეს კლინიკურად მნიშვნელოვნად არ განიხილება.
კლინიკური კვლევების დროს, ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია იყოს არახშირად და ხშირად დაფიქსირებული დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს. პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზე მყოფი პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ბორტეზომიბს, საჭიროებდნენ სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგს და მათი ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
მამაკაცებმა და რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური ზომები მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში.
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბორტეზომიბისათვის ორსულობის დროს ექსპოზიციასთან დაკავშირებით. ბორტეზომიბის ტერატოგენური პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოკვლეული.
არაკლინიკურ კვლევებში, ბორტეზომიბს არ ჰქონდა გავლენა ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე ვირთაგვებსა და ბოცვრებში დედის ყველაზე მაღალ ტოლერანტულ დოზებზე. მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე ბორტეზომიბის ზემოქმედების დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებზე (იხილეთ პუნქტი წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ბორტეზომიბი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ბორტეზომიბით მკურნალობას.
იმ შემთხვევაში, თუ ბორტეზომიბი გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტი დაორსულდება აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობისას, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფისათვის მავნე ზეგავლენის შესახებ.
თალიდომიდი არის ადამიანის ცნობილი ტერატოგენური აქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო თანდაყოლილ დეფექტებს. თალიდომიდი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში, თუ თალიდომიდთან დაკავშირებით ორსულობის პრევენციის პროგრამის ყველა პირობა არ იქნება დაცული. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომიბს თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვან თალიდომიდთან დაკავშირებით ორსულობის პრევენციის პროგრამა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თალიდომიდის პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბორტეზომიბი დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ბორტეზომიბით მკურნალობის განმავლობაში.
ფერტილობა
ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა ბორტეზომიბთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბორტეზომიბს შეიძლება ჰქონდეს ზომიერი გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ბორტეზომიბი შეიძლება დაკავშირებული იყოს დაღლილობასთან - ძალიან ხშირად, თავბრუსხვევასთან - ხშირად, სინკოპესთან - არახშირად და ორთოსტატულ/პოსტურალურ ჰიპოტენზიასთან ან დაბინდულ მხედველობასთან - ხშირად. შესაბამისად, ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას პაციენტები უნდა იყვნენ ფრთხილად და ეძლევათ რჩევა, რომ არ მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მანქანა-დანადგარებთან აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს იშვიათად დაფიქსირებული მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავდა შემდეგს: გულის უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ფილტვების ჰიპერტენზია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, ფილტვების მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება და იშვიათი ავტონომიური ნეიროპათია.
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის: გულისრევა, ფაღარათი, შეკრულობა, პირღებინება, დაღლილობა, პირექსია, თრომბოციტოპენია, ანემია, ნეიტროპენია, პერიფერიული ნეიროპათია (სენსორულის ჩათვლით), თავის ტკივილი, პარესთეზია, მადის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ჰერპეს ზოსტერი და მიალგია.
გვერდითი მოვლენების შეჯამება ცხრილის სახით
მრავლობითი მიელომა
მე-13 ცხრილში წარმოადგენილ გვერდით მოვლენებს, როგორც მკვლევარებმა განიხილეს, აქვთ სულ მცირე შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ბორტეზომიბთან. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ეფუძნება 5,476 პაციენტის ინტეგრირებულ მონაცემთა ერთობლიობას, რომელთაგან 3,996 პაციენტი მკურნალობდა ბორტეზომიბის 1.3 მ2 დოზით და გათვალისწინებულია მე-13 ცხრილში.
საერთო ჯამში, ბორტეზომიბი გაკეთდა მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ 3,974 პაციენტში.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემის ორგანოების კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; < 1/10); არახშირი (≥1/1,000; < 1/100); იშვიათი (≥1/10,000; < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. მე-13 ცხრილი შეიქმნა MedDRA-ს 14.1 ვერსიის გამოყენებით. ასევე გათვალისწინებულია პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის გამოვლენილი კლინიკურ კვლევებში.
ცხრილი 13: გვერდითი მოვლენები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით კლინიკურ კვლევებში, და ყველა პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქცია, მიუხედავად ჩვენებისა#
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენა
ინფექციები და ინფესტაციები
ხშირი
ჰერპეს ზოსტერი (გავრცელებული და ოფთალმოლოგიური ფორმის ჩათვლით), პნევმონია*, მარტივი ჰერპესი*, სოკოვანი ინფექცია*
არახშირი
ინფექცია*, ბაქტერიული ინფექციები*, ვირუსული ინფექციები*, სეფსისი (სეპტიური შოკის ჩათვლით)*, ბრონქოპნევმონია, ჰერპესული ვირუსის ინფექცია*, ჰერპესული მენინგოენცეფალიტი#, ბაქტერემია (სტაფილოკოკურის ჩათვლით), ჯიბლიბო, გრიპი, ფლეგმონა, მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფექცია, კანის ინფექცია*, ყურის ინფექცია*, სტაფილოკოკური ინფექცია, კბილის ინფექცია*
იშვიათი
მენინგიტი (ბაქტერიულის ჩათვლით), ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია,
გენიტალური ჰერპესი, ტონზილიტი,
მასტოიდიტი, პოსტვირუსული დაღლილობის სინდრომი
კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
იშვიათი
ავთვისებიანი სიმსივნეები, პლაზმოციტური ლეიკემია, თირკმლის უჯრედის კარცინომა, კვანძი, მიკოზის ფუნგოიდები (Mycosis fungoides), კეთილთვისებიანი სიმსივნე*
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
თრომბოციტოპენია*,
ნეიტროპენია*, ანემია*
ხშირი
არახშირი
გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია, თრომბოციტოზი*, ჰიპერვისკოზურობის სინდრომი, თრომბოციტების დარღვევა NOS, თრომბოზული მიკროანგიოპათია (თრომბოციტოპენიური პურპურას ჩათვლით)#, სისხლის დარღვევები NOS, ჰემორაგიული დიათეზი, ლიმფოციტური ინფილტრაცია
იშვიათი
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი
ანგიოედემა#,
ჰიპერმგრძნობელობა*
იშვიათი
ანაფილაქსიური შოკი,
ამილოიდოზი, III ტიპის იმუნური კომპლექსით განპირობებული რეაქცია
ენდოკრინული დარღვევები
არახშირი
კუშინგის სინდრომი*,
ჰიპერთიროიდიზმი*,
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია
იშვიათი
ჰიპერთიროიდიზმი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
ხშირი
დეჰიდრატაცია,
ჰიპოკალემია*, ჰიპონატრემია*, სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება*, ჰიპოკალცემია*, ფერმენტების პათოლოგია*
არახშირი
სიმსივნის ლიზისის სინდრომი, განვითარების უუნარობა*, ჰიპომაგნეზემია*, ჰიპოფოსფატემია*,
ჰიპერკალემია*, ჰიპერკალცემია*, ჰიპერნატრემია*, შარდმჟავას დარღვევა*, შაქრიანი დიაბეტი*, სითხის შეკავება
იშვიათი
ჰიპერმაგნეზემია*, აციდოზი, ელექტროლიტების დისბალანსი*, სითხით გადატვირთვა, ჰიპოქლორემია*, ჰიპოვოლემია, ჰიპერქლორემია*, ჰიპერფოსფატემია*, მეტაბოლური დარღვევა, B ვიტამინის კომპლექსის დეფიციტი, B12 ვიტამინის დეფიციტი, პოდაგრა, მადის მომატება, ალკოჰოლის აუტანლობა
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი
გუნება-განწყობილების ცვლილებები და დარღვევები*, შფოთვითი აშლილობა*, ძილის არევა და დარღვევები*
არახშირი
გონებრივი აშლილობა*, ჰალუცინაცია*, ფსიქოზური დარღვევები*, დაბნეულობა*, მოუსვენრობა
იშვიათი
სუიციდური აზრები*, ადაპტაციის დარღვევა, დელირიუმი, დაქვეითებული ლიბიდო
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ნეიროპათიები*, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, დისესთეზია*, ნევრალგია*
ხშირი
მოტორული ნეიროპათია*, ცნობიერების დაკარგვა (სინკოპეს ჩათვლით), თავბრუსხვევა*, დისგევზია*, ლეთარგია, თავის ტკივილი*
არახშირი
ტრემორი, პერიფერული სენსომოტორული ნეიროპათია, დისკინეზია*, ნათხემის კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევები*, მეხსიერების დაკარგვა (დემენციის გარდა)*, ენცეფალოპათია*, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი#, ნეიროტოქსიკურობა, კრუნჩხვითი დარღვევები*, პოსტ-ჰერპესული ნევრალგია, მეტყველების დარღვევა*, მოუსვენარი ფეხის სინდრომი, შაკიკი, იშიასი, ყურადღების დარღვევა, პათოლოგიური რეფლექსები*, პაროზმია
იშვიათი
თავის ტვინში სისხლდენა*, ინტრაკრანიალური სისხლდენა (სუბარაქნოიდურის ჩათვლით)*, თავის ტვინის შეშუპება, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კომა, ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი, ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი, კრანიალური დამბლა*, დამბლა*, პარეზი*, პრესინკოპე, თავის ტვინის ღეროს სინდრომი, ცერებროვასკულარული დარღვევა, ნერვის ფესვის დაზიანება, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, ზურგის ტვინის კომპრესია, კოგნიტური აშლილობა NOS, მოტორული დისფუნქცია, ნერვული სისტემის დარღვევა NOS, რადიკულიტი, სისხლჩაქცევა, ჰიპოტონია
თვალის დარღვევები
ხშირი
თვალის შეშუპება*, მხედველობის დარღვევა*, კონიუქტივიტი*
არახშირი
თვალიდან სისხლდენა*, ქუთუთოს
ინფექცია*, ქალაზიონი#, ბლეფარიტი#, თვალის ანთება*, დიპლოპია, თვალის სიმშრალე*, თვალის გაღიზიანება*, თვალის ტკივილი, გაზრდილი ცრემლდენა, გამონადენი თვალიდან
იშვიათი
რქოვანას დაზიანება*, ეგზოფთალმი, რეტინიტი, სკოტომა, თვალის დარღვევა
(ქუთუთოების ჩათვლით) NOS, შეძენილი დაკრიოადენიტი, ფოტოფობია, ფოტოფსია, ოპტიკური ნეიროპათია#, მხედველობის დაქვეითების სხვადასხვა ხარისხი (სიბრმავემდე)*
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები
ხშირი
თავბრუსხვევა*
არახშირი
დიზაკუზია (მათ შორის ყურებში შუილი)*, სმენის დაქვეითება (სიყრუემდე და სიყრუის ჩათვლით), ყურის დისკომფორტი*
იშვიათი
სისხლდენა ყურებში, ვესტიბულური ნეირონიტი, ყურის პათოლოგია NOS
გულის მხრივ დარღვევები
არახშირი
გულის ტამპონადა#, კარდიოპულმონალური გაჩერება*, გულის ფიბრილაცია (წინაგულოვანის ჩათვლით), გულის უკმარისობა (მარცხენა და მარჯვენა პარკუჭოვანის ჩათვლით)*, არითმია*, ტაქიკარდია*, აჩქარებული გულისცემა, სტენოკარდია, პერიკარდიტი (პერიკარდიული გამონაჟონის ჩათვლით)*, კარდიომიოპათია*, პარკუჭოვანი დისფუნქცია*, ბრადიკარდია
იშვიათი
წინაგულთას თრთოლვა, მიოკარდიუმის ინფარქტი*, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა*, გულსისხლძარღვოვანი პათოლოგია (კარდიოგენური შოკის ჩათვლით), Torsade de pointes, არასტაბილური სტენოკარდია, გულის სარქვლის პათოლოგიები*, კორონარული არტერიის უკმარისობა, სინუსის გაჩერება
სისხლძარღვების დარღვევები
ხშირი
ჰიპოტენზია*, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია*
არახშირი
ცერებროვასკულარული შემთხვევა#, ღრმა ვენების თრომბოზი*, სისხლდენა*, თრომბოფლებიტი (ზედაპირულის ჩათვლით), ცირკულატორული კოლაფსი (ჰიპოვოლემიური შოკის ჩათლით), ფლებიტი, ალები*, ჰემატომა (პერირენალურის ჩათვლით)*, სუსტი პერიფერიული ცირკულაცია*, ვასკულიტი, ჰიპერემია (თვალის ჩათვლით)*
იშვიათი
პერიფერიული ემბოლია, ლიმფოედემა, სიფერმკრთალე, ერითრომელალგია, ვაზოდილატაცია, ვენების ფერის შეცვლა, ვენების უკმარისობა
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
ხშირი
დისპნოე*, ცხვირიდან სისხლდენა, ზედა/ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია*, ხველა*
არახშირი
ფილტვის ემბოლია, პლევრული გამონაჟონი, ფილტვის შეშუპება (მწვავეს ჩათვლით), ფილტვის ალვეოლარული სისხლდენა#, ბრონქოსპაზმი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება*, ჰიპოქსემია*, სასუნთქი გზების შეგუბება*, ჰიპოქსია, პლევრიტი*, სლოკინი, რინორეა, დისფონია, ხიხინი
იშვიათი
სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, აპნოე, პნევმოთორაქსი, ატელექტაზი, ფილტვის ჰიპერტენზია, ჰემოფტიზი, ჰიპერვენტილაცია, ორთოპნოე, პნევმონიტი, რესპირატორული ალკალოზი, ტაქიპნოე, ფილტვის ფიბროზი, ბრონქული დარღვევა*, ჰიპოკაპნია*, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ფილტვების ინფილტრაცია, მოჭერის შეგრძნება ყელში, ყელის სიმშრალე, ზედა სასუნთქ გზებში მომატებული სეკრეცია, ყელის გაღიზიანება, ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევისა და პირღებინების სიმპტომები*, ფაღარათი*, შეკრულობა
ხშირი
გასტროინტესტინალური სისხლდენა (ლორწოვანის ჩათვლით)*, დისპეფსია, სტომატიტი*, მუცლის შებერილობა, პირხახის ტკივილი*, მუცლის ტკივილი (გასტროინტესტინალური და ელენთის ჩათვლით)*, პირის ღრუს დარღვევები*, მეტეორიზმი
არახშირი
პანკრეატიტი (ქრონიკულის ჩათვლით)*, სისხლიანი პირღებინება, ტუჩების შეშუპება*, გასტროინტესტინალური ობსტრუქცია (წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის, გაუვალობის ჩათვლით), დისკომფორტი მუცელში, დაწყლულება პირის ღრუში*, ენტერიტი*, გასტრიტი*, ღრძილებიდან სისხლდენა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება*, კოლიტი (clostridium difficile-ს ჩათვლით)*, იშემიური კოლიტი#, კუჭ-ნაწლავის ანთება*, დისფაგია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კუჭ-ნაწლავის დარღვევა NOS, ნადები ენაზე, კუჭ-ნაწლავის მოძრაობის დარღვევა*, სანერეყვე ჯირკვლის დარღვევა*
იშიათი
მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი*, ენის შეშუპება*, ასციტი, ეზოფაგიტი, ქეილიტი, ფეკალური შეუკავებლობა, ანალური სფინქტერის ატონია, ფეკალომა*, დაწყლულება და პერფორაცია კუჭ-ნაწლავში*, ღრძილის ჰიპერტროფია, მეგაკოლონი, გამონადენი სწორი ნაწლავიდან, პირხახაში ბუშტუკების წარმოქმნა*, ტუჩების ტკივილი, პერიოდონტიტი, ანალური ნახეთქი, ნაწლავის ჩვევის შეცვლა, პროქტალგია, ანომალური ფეკალიები
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ღვიძლის ფერმენტების დარღვევა*
არახშირი
ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის დარღვევის ჩათვლით), ჰეპატიტი*, ქოლესტაზი
იშვიათი
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატომეგალია, ბად-კიარის სინდრომი, ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი, სისხლდენა ღვიძლში, ქოლელითიაზი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი
გამონაყარი*, ქავილი*, ერითემა, კანის სიმშრალე
არახშირი
მრავალფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, კანის ტოქსიკური გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი#, სტივენს-ჯონსონის სინდრომი#, დერმატიტი*, თმების დარღვევები*, პეტექია, ექკიმოზი, კანის დაზიანება, პურპურა, კანის მასა*, ფსორიაზი, ჰიპერჰიდროზი, ღამის ოფლიანობა, დეკუბიტუსი წყლული#, აკნე*, ბუშტუკები*, პიგმენტაციის დარღვევა*
იშვიათი
კანის რეაქციები, ჯესნერის ლიმფოციტური ინფილტრაცია, მტევან-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი, კანქვეშა სისხლდენა, ბადისებრი ლივედო (Livedo reticularis), კანის გამკვრივება, პაპულა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, სებორეა, ცივი ოფლი, კანის დარღვევა NOS, ერითროზი, კანის წყლული, ფრჩხილის დარღვევა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი*
ხშირი
კუნთების სპაზმი*, ტკივილი კიდურებში, კუნთების სისუსტე
არახშირი
კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, სახსრების შეშუპება, ართრიტი*, სახრების შებოჭილობა, მიოპათიები*, სიმძიმის შეგრძნება
იშვიათი
რაბდომიოლიზი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, ფისტულა, სახსრიდან გამონაჟონი, ტკივილი ყბაში, ძვლების პათოლოგიები, ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები და ანთებები*, სინოვიალური კისტა
თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციები
ხშირი
თირკმლის უკმარისობა*
არახშირი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა*. საშარდე გზების ინფექცია*, საშარდე გზების ნიშნები და სიმპტომები*, ჰემატურია*, შარდის შეკავება, შარდვის დარღვევები*, პროტეინურია, აზოტემია, ოლიგურია*, პოლაკიურია
იშვიათი
შარდის ბუშტის გაღიზიანება
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
არახშირი
ვაგინალური სისხლდენა, გენიტალიების ტკივილი*, ერექტილური დარღვევები
იშვიათი
სათესლე ჯირკვლების დარღვევები*, პროსტატიტი, სარძევე ჯირკვლების დარღვევები ქალებში, ეპიდიდიმალური მგრძნობელობა, ეპიდიდიმიტი, მენჯის ტკივილი, ვულვის წყლულები
თანდაყოლილი, ოჯახური და გენეტიკური დარღვევები
იშვიათი
აპლაზია, გასტროინტესტინალური განვითარების დეფექტი, იქტიოზი
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
ძალიან ხშირი
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია
ხშირი
შეშუპება (პერიფერიულის ჩათვლით), შემცივნება, ტკივილი*, დისკომფორტი*
არახშირი
ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება*, სახის შეშუპება*, ინექციის ადგილის რეაქცია*, ლორწოვან გარსთან დაკავშირებული დარღვევები*, გულმკერდის არეში ტკივილი*, სიარულის დარღვევა, სიცივის შეგრძნება, კანქვეშა სისხლჩაქცევა*, კათეტერთან დაკავშირებული გართულება*, წყურვილის ცვლილება*, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სხეულის ტემპერატურის ცვლილების შეგრძნება*, ინექციის ადგილის ტკივილი*
იშვიათი
სიკვდილი (უეცარის ჩათვლით), მულტიორგანული უკმარისობა, ინექციის ადგილის სისხლდენა*, თიაქარი (საყლაპავის თიაქარის ჩათვლით)*, დარღვეული შეხორცება*, ანთება, ინექციის ადგილის ფლებიტი*, მგრძნობელობა, წყლული, გაღიზიანებადობა, გულმკერდის არაკარდიული ტკივილი, კათეტერის ადგილის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება
გამოკვლევები
ხშირი
წონაში კლება
არახშირი
ჰიპერბილირუბინემია*, ცილის პათოლოგიური ანალიზი*, წონაში მატება, სისხლის დარღვეული ანალიზი*, C-რეაქტიული ცილა მომატებული
იშვიათი
სისხლის აირების დარღვევა*, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები (QT გახანგრძლივების ჩათლით), საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დარღვევა*, კუჭის pH დონის შემცირება, გაზრდილი თრომბოციტების აგრეგაცია, ტროპონინი I-ის მომატება, ვირუსის იდენტიფიკაცია და სეროლოგია*, ცვლილებები შარდის ანალიზში*
ტრავმა, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
არახშირი
დაცემა, ტვინის შერყევა
იშვიათი
გადასხმის რეაქციები, მოტეხილობები*, კუნთების რიგიდულობა*, სახის დაზიანება, სახსრების დაზიანება*, დამწვრობები, გასკდომები, პროცედურული ტკივილი, რადიალური ტრავმები*
ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები
იშვიათი
მაკროფაგების აქტივაცია
NOS = სხვაგვარად დაუზუსტებელი.
- ერთზე მეტი MedDRA სასურველი ტერმინის დაჯგუფება.
# პოსტ-მარკეტინგული გვერდითი მოვლენების
მიუხედავად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (MCL) ჩვენებისა.
ბორტეზომიბის უსაფრთხოების პროფილი 240 MCL პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბის 1.3 მგ/მ2 დოზით რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP) კომბინაციაში იმ 242 პაციენტთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ რიტუქსიმაბით, ციკლოფოსფამიდით, დოქსორუბიცინით, ვინკრისტინითა და პრედნიზონით [R-CHOP], შედარებით თანმიმდევრული იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ქვემოთ აღწერილი ძირითადი განსხვავებებით. დამატებით იდენტიფიცირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული იყო კომბინაციური თერაპიის გამოყენებასთან (BR-CAP), მოიცავდა B ჰეპატიტის ინფექციას (<1%) და მიოკარდიუმის იშემიას (1.3%). აღნიშნული მოვლენების მსგავსი სიხშირე ორივე სამკურნალო ჯგუფში უჩვენებდა, რომ პრეპარატის აღნიშნული გვერდითი მოვლენები არ უკავშირდება მხოლოდ ბორტეზომიბს. გამოხატული განსხვავება MCL პაციენტების პოპულაციაში მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებთან შედარებით იყო ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების ≥ 5 %-ით უფრო მაღალი სიხშირე (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, ლიმფოპენია), პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ჰიპერტენზია, პირექსია, პნევმონია, სტომატიტი და თმის დარღვევები.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ≥ 1% სიხშირით, მსგავსი ან უფრო მაღალი სიხშირით BR-CAP ჯგუფში და მინიმუმ შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირით BR-CAP ჯგუფის კომპონენტებთან, ჩამოთვლილია ქვემოთ წარმოდგენილ მე-14 ცხრილში. ასევე გათვალისწინებულია პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა BR-CAP ჯგუფში და რომლებსაც, მკვლევარების აზრით, ჰქონდათ მინიმუმ შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ბორტეზომიბთან მრავლობითი მიელომის კვლევებში ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ სისტემის ორგანოების კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; < 1/10); არახშირი (≥1/1,000; < 1/100); იშვიათი (≥1/10,000; < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. მე-8 ცხრილი შეიქმნა MedDRA-ს 16 ვერსიის გამოყენებით.
ცხრილი 14: გვერდითი მოვლენები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა BR-CAP-ით, კლინიკურ კვლევაში
სისტემის ორგანოების კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენა
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი
პნევმონია*
ხშირი
სეფსისი (სეპტიური შოკის ჩათვლით)*, ჰერპეს ზოსტერი (გავრცელებული და ოფთალმოლოგიური ფორმის ჩათვლით), ჰერპეს ვირუსის ინფექცია*, ბაქტერიული ინფექციები*, ზედა/ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია*, სოკოვანი ინფექცია*, მარტივი ჰერპესი*
არახშირი
B ჰეპატიტის ინფექცია*, ბრონქოპნევმონია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
თრომბოციტოპენია*, ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენია*, ლეიკოპენია*, ანემია*, ლიმფოპენია*
არახშირი
პანციტოპენია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ხშირი
ჰიპერმგრძნობელობა*
არახშირი
ანაფილაქსიური რეაქცია
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
ხშირი
ჰიპოკალემია*, სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება*, ჰიპონატრემია*, შაქრიანი დიაბეტი*, სითხის შეკავება
არახშირი
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი
ძილის დარღვევები და აშლილობები*
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, დიზესთეზია*, ნევრალგია*
ხშირი
ნეიროპათიები*, მოტორული ნეიროპათია*. ცნობიერების დაკარგვა (სინკოპეს ჩათვლით), ენცეფალოპათია*, პერიფერიული სენსომოტორული ნეიროპათია, თავბრუსხვევა*, დისგევზია*, ავტონომიური ნეიროპათია
არახშირი
ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი
თვალის მხრივ დარღვევები
ხშირი
მხედველობის დარღვევა*
ყურისა და ლაბრინთის დარღვევები
ხშირი
დიზაკუზია (ყურებში შუილის ჩათვლით)*
არახშირი
თავბრუსხვევა*, სმენის დარღვევა (სიყრუემდე და სიყრუის ჩათვლით)
გულის მხრივ დარღვევები
ხშირი
გულის ფიბრილაცია (წინაგულოვანის ჩათვლით), არითმია*, გულის უკმარისობა (მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების ჩათვლით)*, მიოკარდიუმის იშემია, პარკუჭოვანი დისფუნქცია*
არახშირი
გულსისხლძარღვოვანი დარღვევა (კარდიოგენული შოკის ჩათვლით)
სისხლძარღვების მხირვ დარღვევები
ხშირი
ჰიპერტენზია*, ჰიპოტენზია*, ორთოსტატული ჰიპოტენზია

დისპნოე*, ხველა*, სლოკინი
არახშირი
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ფილტვის ემბოლია, პნევმონიტი, ფილტვის ჰიეპრტენზია, ფილტვის შეშუპება (მწვავეს ჩათვლით)
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევის და პირღებინების სიმპტომები*, ფაღარათი*, სტომატიტი*, შეკრულობა
ხშირი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავში (ლორწოვანის ჩათვლით)*, მუცლის შებერილობა, დისპეფსია, პირხახის ტკივილი*, გასტრიტი*, პირის ღრუს დაწყლულება*, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დისფაგია, გასტროინტესტინალური ანთება*, მუცლის ტკივილი (გასტროინტესტინალურის და ელენთის ჩათვლით)*, პირის ღრუს პათოლოგიები*
არახშირი
კოლიტი (clostridium difficile-ს ჩათვლით)
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის დარღვევის ჩათვლით)
არახშირი
ღვიძლის უკმარისობა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
თმის დარღვევები*
ხშირი
ქავილი*, დერმატიტი*, გამონაყარი*
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი
კუნთების სპაზმები*, ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი*, კიდურების ტკივილი
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ხშირი
საშარდე გზების ინფექცია*
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მოვლენები
ძალიან ხშირი
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია
ხშირი
შეშუპება (პერიფერიულის ჩათვლით), შემცივნება, ინექციის ადგილის რეაქცია, შეუძლოდ ყოფნა*
გამოკვლევები
ხშირი
ჰიპერბილირუბინემია*, ცილის ანალიზის ცვლილებები*, წონაში დაკლება, წონაში მომატება
- ერთზე მეტი MedDRA უპირატესი ტერმინის დაჯგუფება.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
ჰერპეს ზოსტერის ვირუსის რეაქტივაცია
მრვალობითი მიელომა
ანტივირუსული პროფილაქტიკა ჩაუტარდა პაციენტების 26%-ს B+M+P ჯგუფში. ჰერპეს ზოსტერის სიხშირე B+M+P სამკურნალო ჯგუფში წარმოდგენილ პაციენტებს შორის იყო 17% იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტივირუსული პროფილაქტიკა პაციენტების 3%-თან შედარებით ანტივირუსული პროფილაქტიკის ჩატარებისას.
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ანტივირუსული პროფილაქტიკა ჩაუტარდა 240 პაციენტიდან 137 პაციენტს (57%) BR-CAP ჯგუფში. ჰერპეს ზოსტერის სიხშირე BR-CAP ჯგუფის პაციენტებში იყო 10.7% ანტივირუსული პროფილაქტიკის გარეშე 3.6%-თან შედარებით პაციენტებისათვის ანტივირუსული პროფილაქტიკით (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია და ინფექცია
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექცია ფატალური შედეგებით გამოვლინდა იმ პაციენტების 0.8%-ში (n=2), რომლებიც ჩართულნი იყვნენ არა-ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი; …
ჭარბი დოზა
პაციენტებში რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ გადაჭარბება დაკავშირებული იყო სიმპტომატური ჰიპოტენზიის და თრომბოციტოპენიის მწვავედ განვითარებასთან, ფატალური შედეგებით. გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების პრეკლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით იხილეთ წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები.
ბორტეზომიბის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და შესაბამისი დამხმარე თერაპია არტერიული წნევის (მაგალითად სითხეები, პრესორები და/ან ინოტროპული საშუალებები) და სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
ზოგადი სიფრთხილის ზომები
ბორტეზომიბი არის ციტოტოქსიური აგენტი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ბორტეზომიბის გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების და სხვა დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ბორტეზომიბის გამოყენებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული ასეპტიკური ტექნიკა, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტს.
არსებობს ბორტეზომიბის უნებლიედ ინტრათეკალური შეყვანის ფატალური შემთხვევები. ბორტეზომიბი განკუთვნილია ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ბორტეზომიბი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკულურად.
აღდგენის ინსტრუქციები
ბორტეზომიბის აღდგენა უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ.
ინტრავენური ინექცია
ბორტეზომიბი 2,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ბორტეზომიბი 2,5 მგ, ფხვნილის საინექციო ხსნარისთვის ყოველი 10 მლ ფლაკონი ფრთხილად უნდა იყოს აღდგენილი 2,5 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინექციო ხსნარით, შესაბამისი ზომის შპრიცის გამოყენებით, ფლაკონის საცობის მოხსნის გარეშე. ლიოფიზირებული ფხვნილის გახსნა სრულდება 2 წუთზე ნაკლებ დროში.
აღდგენის შემდეგ, ყოველი მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს. აღდგენილი ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH 4-დან 7-მდე.
აღდგენილი ხსნარი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. თუ შეინიშნება რაიმე გაუფერულება ან ნაწილაკები, აღდგენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ბორტეზომიბი 3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ბორტეზომიბის 3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის ყოველი 10 მლ ფლაკონი ფრთხილად უნდა გაიხსნას 3,5 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინექციო ხსნარით, შესაბამისი ზომის შპრიცის გამოყენებით, ფლაკონის საცობის მოხსნის გარეშე. ლიოფიზირებული ფხვნილის გახსნა სრულდება 2 წუთზე ნაკლებ დროში.
აღდგენის შემდეგ, ყოველი მლ ხსნარი შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს. აღდგენილი ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH 4-დან 7-მდე.
აღდგენილი ხსნარი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. თუ შეინიშნება რაიმე გაუფერულება ან ნაწილაკები, აღდგენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
კანქვეშა ინექცია
ბორტეზომიბი 2,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ბორტეზომიბის 2,5 მგ, საინექციო ხსნარის ფხვნილის ყოველი 10 მლ ფლაკონი ფრთხილად უნდა გაიხსნას 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინექციო ხსნარით, შესაბამისი ზომის შპრიცის გამოყენებით, ფლაკონის საცობის მოხსნის გარეშე. ლიოფიზირებული ფხვნილის გახსნა სრულდება 2 წუთზე ნაკლებ დროში. აღდგენის შემდეგ, თითოეული მლ ხსნარი შეიცავს 2,5 მგ ბორტეზომიბს. აღდგენილი ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH 4-დან 7-მდე.
აღდგენილი ხსნარი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. თუ შეინიშნება რაიმე გაუფერულება ან ნაწილაკები, აღდგენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ბორტეზომიბი 3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ბორტეზომიბის ყოველი 10 მლ ფლაკონი, საინექციო ხსნარის ფხვნილი, ფრთხილად უნდა გაიხსნას 1.4 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში, შესაბამისი ზომის შპრიცის გამოყენებით, ფლაკონის საცობის მოხსნის გარეშე. ლიოფიზირებული ფხვნილის გახსნა სრულდება 2 წუთზე ნაკლებ დროში. აღდგენის შემდეგ, თითოეული მლ ხსნარი შეიცავს 2,5 მგ ბორტეზომიბს. აღდგენილი ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო, საბოლოო pH 4-დან 7-მდე.
აღდგენილი ხსნარი შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებზე და გაუფერულებაზე. თუ შეინიშნება რაიმე გაუფერულება ან ნაწილაკები, აღდგენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
განადგურება
ბორტეზომიბი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შემადგენლობა
ბორტეზომიბი 2,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
თითოეული ფლაკონი შეიცავს 2,5 მგ ბორტეზომიბს (მანიტოლის ბორის ეთერის სახით).
ბორტეზომიბი 3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
თითოეული ფლაკონი შეიცავს 3,5 მგ ბორტეზომიბს (მანიტოლის ბორის ეთერის სახით).
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია ქვემოთ.
დამხმარე ნივთიერებების სია
მანიტოლი
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი
2 წელი.
აღდგენის შემდეგ
ინტრავენური გამოყენება
აღდგენილი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 1 მგ/მლ კონცენტრაციით გამოყენებისას ნაჩვენებია 3 დღის განმავლობაში, 20°C-25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ ფლაკონში და/ან შპრიცში შენახვისას.
კანქვეშა შეყვანა
აღდგენილი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 2.5 მგ/მლ დემონსტრირებულია 8 საათის განმავლობაში 20°C-25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ ფლაკონში და/ან შპრიცში შენახვისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/აღდგენის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, აღდგენილი ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა.
ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
Romania
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლაზიური საშუალებები, სხვა ანტინეოპლაზიური საშუალებები, ათქ კოდი: L01XG01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ბორტეზომიბი წარმოადგენს პროტეასომის ინჰიბიტორს. ის სპეციალურადაა შექმნილი ძუძუმწოვრების უჯრედებში 26S პროტეასომის ქიმოტრიფსინის მსგავსი აქტივობის ინჰიბირებისთვის. 26S პროტეასომა არის დიდი ცილის კომპლექსი, რომელიც ანადგურებს უბიკვიტინირებულ ცილებს. უბიკვიტინ-პროტეასომის გზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციფიკური ცილების მიმოცვლის რეგულირებაში, რითაც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს უჯრედებში. 26S პროტეასომის ინჰიბირება ხელს უშლის ამ მიზანმიმართულ პროტეოლიზს და გავლენას ახდენს უჯრედის მრავალ სასიგნალო კასკადზე, რაც საბოლოოდ იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.
ბორტეზომიბი უაღრესად შერჩევითია პროტეასომისთვის. 10 მკმ კონცენტრაციით, ბორტეზომიბი არ აინჰიბირებს ფართო სპექტრის არცერთ რეცეპტორს და პროტეაზას, და 1,500-ჯერ უფრო შერჩევითია პროტეასომისთვის, ვიდრე მისი შემდეგი უპირატესი ფერმენტისთვის. პროტეასომის დათრგუნვის კინეტიკა შეფასდა in vitro და აჩვენა, რომ ბორტეზომიბი დისოცირდა პროტეასომისგან t½ 20 წუთის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბით პროტეასომის დათრგუნვა შექცევადია.
ბორტეზომიბის შუამავლობით პროტეასომის ინჰიბირება გავლენას ახდენს კიბოს უჯრედებზე მრავალი გზით, მათ შორის და არა მხოლოდ, მარეგულირებელი ცილების შეცვლით, რომლებიც აკონტროლებს უჯრედული ციკლის პროგრესირებას და კაპა-ბი ბირთვული ფაქტორის (NF-kB) აქტივაციას. პროტეასომის ინჰიბირება იწვევს უჯრედული ციკლის გაჩერებას და აპოპტოზს. NF-kB არის ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომლის აქტივაცია საჭიროა სიმსივნური გენეზის მრავალი ასპექტისთვის, მათ შორის უჯრედების ზრდისა და გადარჩენისთვის, ანგიოგენეზის, უჯრედების ურთიერთქმედებისს და მეტასტაზირების ჩათვლით. მიელომის შემთხვევაში, ბორტეზომიბი გავლენას ახდენს მიელომის უჯრედების მიერ ძვლის ტვინის მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების უნარზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბორტეზომიბი ციტოტოქსიკურია კიბოს უჯრედების სხვადასხვა ტიპებისთვის და რომ კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარეა პროტეასომის ინჰიბირების პროაპოპტოზური ეფექტების მიმართ, ვიდრე ნორმალური უჯრედები. ბორტეზომიბი იწვევს სიმსივნის ზრდის შემცირებას in vivo ბევრ პრეკლინიკურ სიმსივნურ მოდელში, მრავლობითი მიელომის ჩათვლით.
ბორტეზომიბით in vitro, ex-vivo და ცხოველური მოდელების მონაცემებით ივარაუდება, რომ ის ზრდის ოსტეობლასტების დიფერენციაციას და აქტივობას და აფერხებს ოსტეოკლასტების ფუნქციას. აღნიშნული ეფექტები დაფიქსირდა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში შორსწასული ოსტეოლიზური დაავადების ზემოქმედებით, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით.
ინფორმაციის სხვა წყაროები
სამედიცინო პროდუქტის შესახებ ნებისმიერი სამეცნიერო ინფორმაციისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის კლინიკური ეფექტურობის კვლევების შედეგებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებს ვურჩევთ, შევიდნენ www.pharmacy.moh.gov.ge ან დაუკავშირდნენ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს: შპს რომფარმ კომპანი, საქართველო.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპული წამლის სააგენტომ უარი განაცხადა ბორტეზომიბით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე მრავლობითი მიელომის და მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი, პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
- 0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზების ინტრავენური ბოლუსის შეყვანის შემდეგ 11 პაციენტში მრავლობითი მიელომით და 50 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით, ბორტეზომიბის საშუალო პირველი დოზის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 57 და 112 ნგ/მლ, შესაბამისად. მომდევნო დოზებში, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მერყეობდა 67-დან 106 ნგ/მლ-მდე 1.0 მგ/მ2 დოზისთვის და 89-დან 120 ნგ/მლ-მდე 1.3 მგ/მ2 დოზისთვის.
მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში 1.3 მგ/მ2 დოზის ინტრავენური ბოლუსის ან კანქვეშა ინექციის შემდეგ (n=14 ინტრავენურ ჯგუფში, n=17 კანქვეშა ჯგუფში), საერთო სისტემური ექსპოზიცია განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ (AUClast) ექვივალენტური იყო კანქვეშა და ინტრავენური შეყვანისთვის. Cmax კანქვეშა შეყვანის შემდეგ (20.4 ნგ/მლ) უფრო დაბალი იყო, ვიდრე ინტრავენური (223 ნგ/მლ). AUClast საშუალო გეომეტრიული თანაფარდობა იყო 0.99 და 90% სანდოობის ინტერვალები იყო 80.18%-122.80%.
განაწილება
ბორტეზომიბის საშუალო განაწილების მოცულობა (Vd) მერყეობდა 1.659 ლ-დან 3.294 ლ-მდე 1.0 მგ/მ2 ან 1.3 მგ/მ2 ერთჯერადი ან განმეორებითი დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბი ფართოდ ნაწილდება პერიფერიულ ქსოვილებში. ბორტეზომიბის 0.01-დან 1.0 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დიაპაზონში, in vitro ცილებთან შეკავშირება საშუალოდ იყო 82.9% ადამიანის პლაზმაში. ბორტეზომიბის ფრაქცია, რომელიც დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან, არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებთან და ადამიანის cDNA-ზე გამოხატული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით in vitro კვლევები მიუთითებს, რომ ბორტეზომიბი ძირითადად დაჟანგვით მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტების, 3A4, 2C19 და 1A2 მეშვეობით. ძირითადი მეტაბოლური გზაა დებორირება, რათა წარმოქმნას ორი დებორირებული მეტაბოლიტი, რომლებიც შემდგომში განიცდიან ჰიდროქსილაციას რამდენიმე მეტაბოლიტამდე. დებორირებული ბორტეზომიბის მეტაბოლიტები არააქტიურია, როგორც 26S პროტეასომის ინჰიბიტორები.
გამოყოფა
ბორტეზომიბის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t1/2) მრავალჯერადი დოზირებისას მერყეობდა 40-193 საათამდე. ბორტეზომიბი უფრო სწრაფად გამოიყოფა პირველი დოზის შემდეგ მომდევნო დოზებთან შედარებით. სხეულის საშუალო მთლიანი კლირენსი იყო 102 და 112 ლ/სთ პირველი დოზის შემდეგ 1.0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზებისთვის, შესაბამისად, და მერყეობდა 15-დან 32 ლ/სთ-მდე და 18-დან 32 ლ/სთ-მდე მომდევნო დოზების შემდეგ 1.0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზებზე, შესაბამისად.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე შეფასდა I ფაზის კვლევაში მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში, მათ შორის 61 პაციენტში ძირითადად სოლიდური სიმსივნეებით და ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ბორტეზომიბის 0.5-დან 1.3 მგ/მ2-მდე დოზებზე.
ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა არ ცვლის ბორტეზომიბის დოზით ნორმალიზებულ AUC-ს. თუმცა, დოზით ნორმალიზებული საშუალო AUC მნიშვნელობები გაიზარდა დაახლოებით 60%-ით პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით. უფრო დაბალი საწყისი დოზა რეკომენდებულია ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და ეს პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი, ცხრილი 12).
თირკმლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა პაციენტებში სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობით, რომლებიც კლასიფიცირებულნი იყვნენ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების (CrCL) მიხედვით შემდეგ ჯგუფებად: ნორმალური (CrCL ≥ 60 მლ/წთ/1.73 მ2, n=12), მსუბუქი (CrCL=40-59 მლ/წთ/1.73 მ2, n=10), ზომიერი (CrCL=20-39 მლ/წთ/1.73 მ2, n=9) და მძიმე (CrCL < 20 მლ/წთ/1.73 მ2, n=3). კვლევაში ასევე ჩართული იყო დიალიზის მქონე პაციენტების ჯგუფი, რომლებიც დოზას იღებდნენ დიალიზის შემდეგ (n=8). პაციენტებში შეჰყავდათ ბორტეზომიბის 0.7-1.3 მგ/მ2 ინტრავენური დოზები კვირაში ორჯერ. ბორტეზომიბის ექსპოზიცია (დოზით ნორმალიზებული AUC და Cmax) შედარდა ყველა ჯგუფში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ასაკი
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 104 პედიატრიულ პაციენტში (2-16 წლის ასაკის) მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით (ALL) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემიით (AML) კვირაში ორჯერ 1.3 მგ/მ2 დოზის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ბორტეზომიბის კლირენსი გაიზარდა სხეულის ზედაპირის (BSA) მატებასთან ერთად. გეომეტრიული საშუალო (%CV) კლირენსი იყო 7.79 (25%) ლ/სთ/მ2, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 834 (39%) ლ/მ2, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 100 (44%) საათი. BSA ეფექტის კორექტირების შემდეგ, სხვა დემოგრაფიულ მონაცემებს, როგორიცაა ასაკი, სხეულის წონა და სქესი, არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ბორტეზომიბის კლირენსზე. BSA-ბორტეზომიბის ნორმალიზებული კლირენსი პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილების მსგავსი იყო.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ბორტეზომიბი
2,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
ბორტეზომიბი
3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ბორტეზომიბი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის.
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი მყარი მასა ან ფხვნილი.
შემადგენლობა
ბორტეზომიბი 2,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
თითოეული ფლაკონი შეიცავს 2,5 მგ ბორტეზომიბს (მანიტოლის ბორის ეთერის სახით).
ბორტეზომიბი 3,5 მგ, ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის
თითოეული ფლაკონი შეიცავს 3,5 მგ ბორტეზომიბს (მანიტოლის ბორის ეთერის სახით).
დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია ქვემოთ.
დამხმარე ნივთიერებების სია
მანიტოლი
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტინეოპლაზიური საშუალებები, სხვა ანტინეოპლაზიური საშუალებები, ათქ კოდი: L01XG01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი
ბორტეზომიბი წარმოადგენს პროტეასომის ინჰიბიტორს. ის სპეციალურადაა შექმნილი ძუძუმწოვრების უჯრედებში 26S პროტეასომის ქიმოტრიფსინის მსგავსი აქტივობის ინჰიბირებისთვის. 26S პროტეასომა არის დიდი ცილის კომპლექსი, რომელიც ანადგურებს უბიკვიტინირებულ ცილებს. უბიკვიტინ-პროტეასომის გზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციფიკური ცილების მიმოცვლის რეგულირებაში, რითაც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს უჯრედებში. 26S პროტეასომის ინჰიბირება ხელს უშლის ამ მიზანმიმართულ პროტეოლიზს და გავლენას ახდენს უჯრედის მრავალ სასიგნალო კასკადზე, რაც საბოლოოდ იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.
ბორტეზომიბი უაღრესად შერჩევითია პროტეასომისთვის. 10 მკმ კონცენტრაციით, ბორტეზომიბი არ აინჰიბირებს ფართო სპექტრის არცერთ რეცეპტორს და პროტეაზას, და 1,500-ჯერ უფრო შერჩევითია პროტეასომისთვის, ვიდრე მისი შემდეგი უპირატესი ფერმენტისთვის. პროტეასომის დათრგუნვის კინეტიკა შეფასდა in vitro და აჩვენა, რომ ბორტეზომიბი დისოცირდა პროტეასომისგან t½ 20 წუთის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბით პროტეასომის დათრგუნვა შექცევადია.
ბორტეზომიბის შუამავლობით პროტეასომის ინჰიბირება გავლენას ახდენს კიბოს უჯრედებზე მრავალი გზით, მათ შორის და არა მხოლოდ, მარეგულირებელი ცილების შეცვლით, რომლებიც აკონტროლებს უჯრედული ციკლის პროგრესირებას და კაპა-ბი ბირთვული ფაქტორის (NF-kB) აქტივაციას. პროტეასომის ინჰიბირება იწვევს უჯრედული ციკლის გაჩერებას და აპოპტოზს. NF-kB არის ტრანსკრიფციის ფაქტორი, რომლის აქტივაცია საჭიროა სიმსივნური გენეზის მრავალი ასპექტისთვის, მათ შორის უჯრედების ზრდისა და გადარჩენისთვის, ანგიოგენეზის, უჯრედების ურთიერთქმედებისს და მეტასტაზირების ჩათვლით. მიელომის შემთხვევაში, ბორტეზომიბი გავლენას ახდენს მიელომის უჯრედების მიერ ძვლის ტვინის მიკროგარემოსთან ურთიერთქმედების უნარზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბორტეზომიბი ციტოტოქსიკურია კიბოს უჯრედების სხვადასხვა ტიპებისთვის და რომ კიბოს უჯრედები უფრო მგრძნობიარეა პროტეასომის ინჰიბირების პროაპოპტოზური ეფექტების მიმართ, ვიდრე ნორმალური უჯრედები. ბორტეზომიბი იწვევს სიმსივნის ზრდის შემცირებას in vivo ბევრ პრეკლინიკურ სიმსივნურ მოდელში, მრავლობითი მიელომის ჩათვლით.
ბორტეზომიბით in vitro, ex-vivo და ცხოველური მოდელების მონაცემებით ივარაუდება, რომ ის ზრდის ოსტეობლასტების დიფერენციაციას და აქტივობას და აფერხებს ოსტეოკლასტების ფუნქციას. აღნიშნული ეფექტები დაფიქსირდა მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში შორსწასული ოსტეოლიზური დაავადების ზემოქმედებით, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით.
ინფორმაციის სხვა წყაროები
სამედიცინო პროდუქტის შესახებ ნებისმიერი სამეცნიერო ინფორმაციისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის კლინიკური ეფექტურობის კვლევების შედეგებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებს ვურჩევთ, შევიდნენ www.pharmacy.moh.gov.ge ან დაუკავშირდნენ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს: შპს რომფარმ კომპანი, საქართველო.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპული წამლის სააგენტომ უარი განაცხადა ბორტეზომიბით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე მრავლობითი მიელომის და მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი, პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
- 0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზების ინტრავენური ბოლუსის შეყვანის შემდეგ 11 პაციენტში მრავლობითი მიელომით და 50 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით, ბორტეზომიბის საშუალო პირველი დოზის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 57 და 112 ნგ/მლ, შესაბამისად. მომდევნო დოზებში, საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მერყეობდა 67-დან 106 ნგ/მლ-მდე 1.0 მგ/მ2 დოზისთვის და 89-დან 120 ნგ/მლ-მდე 1.3 მგ/მ2 დოზისთვის.
მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში 1.3 მგ/მ2 დოზის ინტრავენური ბოლუსის ან კანქვეშა ინექციის შემდეგ (n=14 ინტრავენურ ჯგუფში, n=17 კანქვეშა ჯგუფში), საერთო სისტემური ექსპოზიცია განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ (AUClast) ექვივალენტური იყო კანქვეშა და ინტრავენური შეყვანისთვის. Cmax კანქვეშა შეყვანის შემდეგ (20.4 ნგ/მლ) უფრო დაბალი იყო, ვიდრე ინტრავენური (223 ნგ/მლ). AUClast საშუალო გეომეტრიული თანაფარდობა იყო 0.99 და 90% სანდოობის ინტერვალები იყო 80.18%-122.80%.
განაწილება
ბორტეზომიბის საშუალო განაწილების მოცულობა (Vd) მერყეობდა 1.659 ლ-დან 3.294 ლ-მდე 1.0 მგ/მ2 ან 1.3 მგ/მ2 ერთჯერადი ან განმეორებითი დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბორტეზომიბი ფართოდ ნაწილდება პერიფერიულ ქსოვილებში. ბორტეზომიბის 0.01-დან 1.0 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დიაპაზონში, in vitro ცილებთან შეკავშირება საშუალოდ იყო 82.9% ადამიანის პლაზმაში. ბორტეზომიბის ფრაქცია, რომელიც დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან, არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებთან და ადამიანის cDNA-ზე გამოხატული ციტოქრომ P450 იზოფერმენტებით in vitro კვლევები მიუთითებს, რომ ბორტეზომიბი ძირითადად დაჟანგვით მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტების, 3A4, 2C19 და 1A2 მეშვეობით. ძირითადი მეტაბოლური გზაა დებორირება, რათა წარმოქმნას ორი დებორირებული მეტაბოლიტი, რომლებიც შემდგომში განიცდიან ჰიდროქსილაციას რამდენიმე მეტაბოლიტამდე. დებორირებული ბორტეზომიბის მეტაბოლიტები არააქტიურია, როგორც 26S პროტეასომის ინჰიბიტორები.
გამოყოფა
ბორტეზომიბის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t1/2) მრავალჯერადი დოზირებისას მერყეობდა 40-193 საათამდე. ბორტეზომიბი უფრო სწრაფად გამოიყოფა პირველი დოზის შემდეგ მომდევნო დოზებთან შედარებით. სხეულის საშუალო მთლიანი კლირენსი იყო 102 და 112 ლ/სთ პირველი დოზის შემდეგ 1.0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზებისთვის, შესაბამისად, და მერყეობდა 15-დან 32 ლ/სთ-მდე და 18-დან 32 ლ/სთ-მდე მომდევნო დოზების შემდეგ 1.0 მგ/მ2 და 1.3 მგ/მ2 დოზებზე, შესაბამისად.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე შეფასდა I ფაზის კვლევაში მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში, მათ შორის 61 პაციენტში ძირითადად სოლიდური სიმსივნეებით და ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ბორტეზომიბის 0.5-დან 1.3 მგ/მ2-მდე დოზებზე.
ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, ღვიძლის მსუბუქი უკმარისობა არ ცვლის ბორტეზომიბის დოზით ნორმალიზებულ AUC-ს. თუმცა, დოზით ნორმალიზებული საშუალო AUC მნიშვნელობები გაიზარდა დაახლოებით 60%-ით პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით. უფრო დაბალი საწყისი დოზა რეკომენდებულია ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და ეს პაციენტები უნდა იყვნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი, ცხრილი 12).
თირკმლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა პაციენტებში სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობით, რომლებიც კლასიფიცირებულნი იყვნენ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების (CrCL) მიხედვით შემდეგ ჯგუფებად: ნორმალური (CrCL ≥ 60 მლ/წთ/1.73 მ2, n=12), მსუბუქი (CrCL=40-59 მლ/წთ/1.73 მ2, n=10), ზომიერი (CrCL=20-39 მლ/წთ/1.73 მ2, n=9) და მძიმე (CrCL < 20 მლ/წთ/1.73 მ2, n=3). კვლევაში ასევე ჩართული იყო დიალიზის მქონე პაციენტების ჯგუფი, რომლებიც დოზას იღებდნენ დიალიზის შემდეგ (n=8). პაციენტებში შეჰყავდათ ბორტეზომიბის 0.7-1.3 მგ/მ2 ინტრავენური დოზები კვირაში ორჯერ. ბორტეზომიბის ექსპოზიცია (დოზით ნორმალიზებული AUC და Cmax) შედარდა ყველა ჯგუფში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ასაკი
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 104 პედიატრიულ პაციენტში (2-16 წლის ასაკის) მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით (ALL) ან მწვავე მიელოიდური ლეიკემიით (AML) კვირაში ორჯერ 1.3 მგ/მ2 დოზის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ბორტეზომიბის კლირენსი გაიზარდა სხეულის ზედაპირის (BSA) მატებასთან ერთად. გეომეტრიული საშუალო (%CV) კლირენსი იყო 7.79 (25%) ლ/სთ/მ2, განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 834 (39%) ლ/მ2, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 100 (44%) საათი. BSA ეფექტის კორექტირების შემდეგ, სხვა დემოგრაფიულ მონაცემებს, როგორიცაა ასაკი, სხეულის წონა და სქესი, არ მოუხდენია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ბორტეზომიბის კლირენსზე. BSA-ბორტეზომიბის ნორმალიზებული კლირენსი პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილების მსგავსი იყო.
წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ბორტეზომიბი დადებითი იყო კლასტოგენურ აქტივობაზე (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) in vitro ქრომოსომული აბერაციის ანალიზში ჩინური ზაზუნის საკვერცხის (CHO) უჯრედების გამოყენებით 3.125 მკგ/მლ დაბალ კონცენტრაციებზე, რაც ყველაზე დაბალი შეფასებული კონცენტრაცია იყო. ბორტეზომიბი არ იყო გენოტოქსიკური in vitro მუტაგენობის ანალიზსა (ეიმსის ანალიზი) და in vivo მიკრობირთვულ ანალიზში თაგვებში.
განვითარების ტოქსიკურობის კვლევებმა ვირთაგვებსა და ბოცვრებში გამოავლინა ემბრიო-ფეტალური ლეტალობა დედისთვის ტოქსიკურ დოზებზე, მაგრამ არა პირდაპირი ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობა დედისთვის ტოქსიკური დოზების ქვემოთ. ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა რეპროდუქციული ქსოვილების შეფასება განხორციელდა ზოგადი ტოქსიკურობის კვლევებში. ვირთაგვებზე ჩატარებულ 6-თვიან კვლევაში დაფიქსირდა დეგენერაციული ეფექტები როგორც სათესლეებში, ასევე საკვერცხეებში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ბორტეზომიბს შეუძლია პოტენციური გავლენა მოახდინოს როგორც მამაკაცების, ისე ქალების ფერტილობაზე. პერი- და პოსტნატალური განვითარების კვლევები არ ჩატარებულა.
ვირთაგვებსა და მაიმუნებზე ჩატარებული ზოგადი ტოქსიკურობის მრავალციკლიან კვლევებში, ძირითადი სამიზნე ორგანოები მოიცავდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რამაც გამოიწვია ღებინება და/ან დიარეა ჰემატოპოეზური და ლიმფური ქსოვილები, რაც იწვევს პერიფერიული სისხლის ციტოპენიას, ლიმფოიდური ქსოვილის ატროფიას და ჰემატოპოეზური ძვლის ტვინის ჰიპოცელულურობას; პერიფერიული ნეიროპათია (დაფიქსირდა მაიმუნებში, თაგვებსა და ძაღლებში) სენსორული ნერვის აქსონებით; და მსუბუქი ცვლილებები თირკმელებში. ყველა ამ სამიზნე ორგანომ აჩვენა ნაწილობრივი ან სრული აღდგენა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ბორტეზომიბის შეღწევა ჰემატოენცეფალურ ბარიერში, როგორც ჩანს, შეზღუდულია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და ადამიანებთან შესაბამისობა უცნობია.
მაიმუნებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეკომენდებულ კლინიკურ დოზაზე დაახლოებით ორ-სამჯერ მეტი ინტრავენური დოზები მგ/მ2-ის საფუძველზე უკავშორდება გულისცემის მომატებას, შეკუმშვის დაქვეითებას, ჰიპოტენზიასა და სიკვდილს. ძაღლებში, გულის შეკუმშვის დაქვეითება და ჰიპოტენზია პასუხობდა მწვავე ინტერვენციას დადებითი ინოტროპული ან პრესორული საშუალებებით. უფრო მეტიც, ძაღლებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა კორექტირებული QT ინტერვალის უმნიშვნელო მომატება.
თერაპიული ჩვენებები
ბორტეზომიბი მონოთერაპიის სახით ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია პროგრესირებადი მრავლობითი მიელომით დაავადებული ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებმაც ჩაიტარეს მინიმუმ 1 თერაპია ადრე და რომლებმაც უკვე გაიარეს ან არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედებისთვის ტრანსპლანტაციისთვის.
ბორტეზომიბი მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ გამოდგებიან მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისათვის ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.
ბორტეზომიბი დექსამეტაზონთან, ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან კომბინაციაში, ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე ზრდასრული პაციენტების ინდუქციური მკურნალობისთვის, რომლებიც გამოდგებიან მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისათვის ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად.
ბორტეზომიბი რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის.
დოზირება და მიღების წესი
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც გამოცდილია კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობაში, თუმცა ბორტეზომიბის მიცემა ასევე შეუძლია ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებაში გამოცდილ ჯანდაცვის სპეციალისტს.
ბორტეზომიბის აღდგენა უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სპეციალისტმა (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრხილებები განადგურებისთვის და სხვა მართვისთვის).
დოზირება პროგრესირებადი მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ (პაციენტები, რომლებმაც სულ მცირე ერთი წინასწარი თერაპია ჩაიტარეს)
მონოთერაპია
ბორტეზომიბის შეიყვანება ინტრავენური ან კანქვეშა ინექციით, რეკომენდებული დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ ორი კვირის განმავლობაში 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი მკურნალობის ციკლად ითვლება. რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა ჩაიტარონ ბორტეზომიბით მკურნალობის 2 ციკლი სრული რეაგირების დადასტურების შემდეგ. ასევე რეკომენდირებულია, რომ რეაგირებადმა პაციენტებმა, რომლებიც ვერ აღწევენ სრულ რემისიას, ჩაიტარონ ბორტეზომიბით მკურნალობის სულ 8 ციკლი. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
მკურნალობის და მკურნალობის განახლების დროს დოზის კორექცია მონოთერაპიისათვის
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ნებისმიერი მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ან ნებისმიერი მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას, ნეიროპათიის გარდა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ (იხილეთ ასევე პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). ტოქსიკურობის სიმპტომების ალაგებისთანავე, ბორტეზომიბით მკურნალობა შეიძლება განახლდეს 25%-ით შემცირებული დოზით (1.3 მგ/მ2 მცირდება 1.0 მგ/მ2-მდე; 1.0 მგ/მ2 მცირდება 0.7 მგ/მ2-მდე). იმ შემთხვევაში, თუ ტოქსიკურობა არ ალაგდება ან თუ რეციდივი განვითარდება მინიმალურ დოზაზე, მიზანშეწონილია ბორტეზომიბის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალობის სარგებელი აღემატება რისკს.
ნეიროპათიური ტკივილი და/ან პერიფერიული ნეიროპათია
პაციენტების მართვა, რომლებსაც აღენიშნებათ ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილი და/ან პერიფერიული ნეიროპათია, მიმდინარეობს ისე, როგორც წარმოდგენილია ცხრილში 7 (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). პაციენტებს, წინასწარ არსებული მძიმე ნეიროპათიით, მკურნალობენ ბორტეზომიბით მხოლოდ რისკის/სარგებლის სათანადო სიფრთხილით შეფასების შემდეგ.
ცხრილი 7: დოზირების რეკომენდებული* მოდიფიკაციები ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიისათვის
ნეიროპათიის სიმძიმე
დოზირების მოდიფიკაცია
ხარისხი 1 (ასიმპტომატური; ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა ან პარესთეზია) ტკივილის ან ფუნქციის დაკარგვის გარეშე
არავითარი
ხარისხი 1 ტკივილით ან ხარისხი 2 (ზომიერი სიმპტომები; ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების (ADL)** ინსტრუმენტული შეზღუდვა)
ბორტეზომიბის დოზის შემცირება 1.0 მგ/მ2-მდე ან
ბორტეზომიბის მკურნალობის სქემის შეცვლა 1.3 მგ/მ2-მდე კვირაში ერთხელ
ხარისხი 2 ტკივილით ან ხარისხი 3 (მძიმე სიმპტომები; თავის მოვლის ADL*** შეზღუდვა)
ბორტეზომიბით მკურნალობის შეჩერება ტოქსიკურობის სიმპტომების ალაგებამდე. ტოქსიკურობის ალაგების შემდეგ, ბორტეზომიბით მკურნალობის განახლება და დოზის შემცირება 0.7 მგ/მ2-მდე კვირაში ერთხელ.
ხარისხი 4 (სიცოცხლისათვის საშიში შედეგები; ნაჩვენებია გადაუდებელი ინტერვენცია) და/ან მძიმე ავტონომიური ნეიროპათია
ბორტეზომიბის შეწყვეტა
- II და III ფაზის მრავლობითი მიელომის კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დოზირების მოდიფიკაციებზე დაფუძნებით. შეფასება NCI საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით CTCAE V 4.0.
- * ინსტრუმენტული ADL: გულისხმობს საჭმლის მომზადებას, სურსათის ან ტანსაცმლის ყიდვას, ტელეფონის გამოყენებას, ფულის მართვას და ა.შ.
- ** თავის მოვლის ADL: იგულისხმება დაბანა, ჩაცმა და გახდა, საკუთარი თავის კვება, ტუალეტით სარგებლობა, მედიკამენტების მიღება და არა საწოლზე მიჯაჭვულობა.
კომბინირებული თერაპია პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინით
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. ეს 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი შეიყვანება 30 მგ/მ2 დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს 1-საათინი ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბის ინექციის შემდეგ.
გამოიყენება კომბინაციური თერაპიის 8 ციკლამდე იმ პირიბით, რომ პაციენტი არ პროგრესირებს და კარგად იტანს მკურნალობას. იმ პაციენტებს, რომლებიც სრულ რეაგირებას აღწევენ, შეუძლიათ განაგრძონ მკურნალობა სულ მცირე 2 ციკლის განმავლობაში სრული რეაგირების პირველი მტკიცებულების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოითხოვს კიდევ 8-ციკლიან მკურნალობას. პაციენტებს, რომელთა პარაპროტეინის დონე განაგრძობს კლებას 8 ციკლის შემდეგ, ასევე შეუძლიათ განაგრძონ მკურნალობა იმ პირობით, თუ მკურნალობა ხასიათდება კარგი ტოლერანტობით და ისინი განაგრძობენ რეაგირებას. პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან დაკავშირებით დამატბითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
კომბინაცია დექსამეტაზონთან
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 20 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეებში.
პაციენტებს, რომლებიც აღწევენ რეაგირებას ან დაავადების დასტაბილურებას მოცემული კომბინირებული თერაპიის 4 ციკლის შემდეგ, შეუძლიათ გააგრძელონ იგივე კომბინაციის მიღება მაქსიმუმ 4 დამატებითი ციკლის განმავლობაში.
დექსამეტაზონთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
დოზის რეგულირება კომბინაციური თერაპიისათვის პროგრესირებადი მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისათვის. ბორტეზომიბის დოზის კორექტირებისთვის კომბინირებული თერაპიისთვის მიჰყევით დოზის მოდიფიკაციის მითითებებს, რომლებიც აღწერილია ზემოთ მონოთერაპიის ქვეშ.
დოზირება ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც არ გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის
კომბინაციური თერაპია მელფალანითა და პრედნიზონით
ბორტეზომიბი შეიყვანება ინტრავენური ან კანქვეშ ინექციის გზით, პერორალურ მელფალანთან და პერორალურ პრედნიზონთან კომბინაციაში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 8. 6-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. 1-4 ციკლებში, ბორტეზომიბი შეიყვანება კვირაში ორჯერ, 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეებში. 5-9 ციკლის შემთხვევაში, ბორტეზომიბი შეიყვანება კვირაში ერთხელ 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში. ბორტეზომიბი თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
ორივე პრეპარატი - მელფალანი და პრედნიზონი მიიღება პერორალურად ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეებში.
კომბინაციური თერაპია მოიცავს ცხრა ციკლს.
ცხრილი 8: რეკომენდებული დოზირება ბორტეზომიბისთვის მელფალანსა და პრედნიზონთან კომბინაციაში
ბორტეზომიბი კვირაში ორჯერ (1-4 ციკლი)
კვირა
1
2
3
4
5
6
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
დღე 4
დღე 8
დღე 11
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე 25
დღე 29
დღე 32
დასვენების პერიოდი
M (9 მგ/მ2)
P (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე 3
დღე 4
- -
- -
დასვენების პერიოდი
- -
- -
- -
- -
დასვენების პერიოდი
ბორტეზომიბი კვირაში ერთხელ (5-9 ციკლი)
კვირა
1
2
3
4
5
6
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1
- -
- -
- -
დღე 8
დასვენების პერიოდი
დღე 22
დღე 29
დასვენების პერიოდი
M (9 მგ/მ2)
P (60 მგ/მ2)
დღე 1
დღე 2
დღე 3
დღე 4
- -
დასვენების პერიოდი
- -
- -
დასვენების პერიოდი
B = ბორტეზომიბი; M=მელფალანი, P=პრედნიზონი
დოზის კორექცია მკურნალობის დროს და მკურნალობის განახლებისას მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინირებული თერაპიისთვის
თერაპიის ახალი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 70 x 109/ლ, ხოლო ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა უნდა იყოს ≥ 1.0 x 109/ლ
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა განახლდეს პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე.
ცხრილი 9: დოზირების კორექცია ბორტეზომიბით თერაპიის მომდევნო ციკლების განმავლობაში მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციაში
ტოქსიკურობა
დოზის შეცვლა ან დაგვიანება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა ციკლის განმავლობაში
თუ წინა ციკლის დროს აღინიშნა გახანგრძლივებული მე-4 ხარისხის ნეიტროპენია ან თრომბოციტოპენია, ან თრომბოციტოპენია სისხლდენასთან ერთად
მიზანშეწონილია მელფალანის დოზის შემცირება 25%-ით მომდევნო ციკლში.
თუ თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 30 x 109/ლ ან ANC ≤ 0.75 x 109/ლ ბორტეზომიბის დოზირების დღეს (პირველი დღის გარდა)
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს.
თუ ბორტეზომიბის რამდენიმე დოზა ერთ ციკლში შეჩერდა (≥ 3 დოზა კვირაში ორჯერ გამოყენებისას ან ≥ 2 დოზა კვირაში ერთხელ გამოყენებისას)
ბორტეზომიბის დოზა უნდა შემცირდეს 1 დოზის დონით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
ხარისხი ≥3 არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ ალაგდება პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე. შემდეგ, ბორტეზომიბი შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევაში, ბორტეზომიბი უნდა შეჩერდეს და/ან შეიცვალოს, როგორც ეს მოცემულია ცხრილში 7.
მელფალანისა და პრედნიზონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ შესაბამისი პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
დოზირება ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ჩატარება (ინდუქციური თერაპია)
კომბინაციური თერაპია დექსამეტაზონით
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 21-დღიანი ციკლის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. აღნიშნული 4-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზე ბს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 40 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში. გამოიყენება ამ კომბინაციით მკურნალობის ოთხი ციკლი.
კომბინაციური თერაპია დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 28-დღიანი ციკლის პირველ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში. ეს 4-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად 40 მგ დოზით ბორტეზომიბით მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეებში.
თალიდომიდი მიიღება პერორალურად 50 მგ დღეში 1-14 დღეებში, დოზის მიმართ ტოლერანტობის შემთხვევაში, დოზა იზრდება 100 მგ-მდე 15-28 დღეებში და შემდგომ შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში მე-2 ციკლიდან (იხილეთ ცხრილი 10).
აღნიშნული კომბინაციის ოთხი სამკურნალო ციკლი ტარდება. რეკომენდებულია, რომ მინიმუმ ნაწილობრივი რეაგირების მქონე პაციენტებმა ჩაიტარონ 2 დამატებითი ციკლი.
ცხრილი 10: დოზირება ბორტეზომიბის კომბინაციური თერაპიისათვის იმ პაციენტების მიმართ, რომლებსაც ადრე არ ჩაუტარებიათ მრავლობითი მიელომის მკურნალობა და გამოდგებიან ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის
B + Dx
ციკლი 1-4
კვირა
1
2
3
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3, 4
დღე 8, 9, 10, 11
-
B + Dx + T
ციკლი 1
კვირა
1
2
3
4
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
დასვენების პერიოდი
T 50 მგ
დღიურად
დღიურად
-
-
T 100 მგა
-
-
დღიურად
დღიურად
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3, 4
დღე 8, 9, 10, 11
-
-
ციკლი 2-4ბ
B (1.3 მგ/მ2)
დღე 1, 4
დღე 8, 11
დასვენების პერიოდი
დასვენების პერიოდი
T 200 მგა
დღიურად
დღიურად
დღიურად
დღიურად
Dx 40 მგ
დღე 1, 2, 3,4
დღე 8, 9, 10, 11
-
-
B=ბორტეზომიბი; Dx=დექსამეტაზონი; T=თალიდომიდი
ა თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე პირველი ციკლის მე-3 კვირიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 50 მგ დოზა კარგად აიტანება და 200 მგ-მდე მე-2 ციკლიდან, თუ 100 მგ დოზა კარგად აიტანება.
ბ 6-მდე ციკლი შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ნაწილობრივ მაინც რეაგირებენ 4 ციკლის შემდეგ.
დოზის კორექცია ტრანსპლანტაციისათვის შესაფერისი პაციენტებისათვის
ბორტეზომიბის დოზის კორექციის შემთხვევაში, მონოთერაპიისთვის აღწერილი დოზის მოდიფიკაციასთან დაკავშირებული გაიდლაინები უნდა იყოს დაცული.
გარდა ამისა, ბორტეზომიბის გამოყენებისას სხვა ქიმიოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, აღნიშნული პრეპარატებისათვის მიზანშეწონილია დოზის შესაბამისი შემცირებები ტოქსიკურობის შემთხვევაში, პროდუქტის ზოგადი დახასიათებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად.
დოზირება ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (MCL) მქონე პაციენტებისათვის
კომბინაციური თერაპია რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP)
ბორტეზომიბის შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ ინექციის გზით, რეკომენდებულ დოზაზე 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში, მკურნალობის 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეებში, შემდგომი 10-დღიანი დასვენების პერიოდით 12-21 დღეებში. აღნიშნული 3-კვირიანი პერიოდი ითვლება მკურნალობის ციკლად. რეკომენდებულია ბორტეზომიბის ექვსი ციკლის ჩატარება, თუმცა იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც რეაგირება გამოავლინეს მე-6 ციკლისათვის, შესაძლებელია ბორტეზომიბის ორი ციკლის დამატება. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის მინიმუმ 72 საათი უნდა გავიდეს.
შემდეგი სამკურნალო პრეპარატები შეიყვანება ბორტეზომიბის მკურნალობის ყოველი 3-კვირიანი ციკლის პირველ დღეს ინტრავენური ინფუზიის სახით: რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2. პრედნიზონი მიიღება პერორალურად დოზით - 100 მგ/მ2 ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეებში.
დოზის კორექცია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში
თერაპიის ახალი ციკლის დაწყებამდე:
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 100,000 უჯრედი/მკლ და ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) უნდა იყოს ≥ 1,500 უჯრედი/მკლ;
თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ≥ 75,000 უჯრედი/მკლ პაციენტებში ძვლის ტვინის ინფილტრაციით ან ელენთის სექვესტრაციით;
ჰემოგლობინი ≥ 8 გ/დლ;
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა უნდა ალაგდეს პირველ ხარისხამდე ან საწყის მაჩვენებლამდე.
ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ნებისმიერი მე-3 ხარისხის ბორტეზომიბთან დაკავშირებული არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის (ნეიროპათიის გარდა) ან ≥ მე-3 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას (იხილეთ ასევე პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას). დოზირების კორექციისათვის, იხილეთ ცხრილი 11 ქვემოთ.
გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები შეიძლება დაინიშნოს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემთხვევაში ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების პროფილაქტიკური გამოყენება მიზანშეწონილია ციკლის განმავლობაში განმეორებითი შეფერხების შემთხვევაში. თრომბოციტების გადასხმა თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ გასათვალისწინებელია კლინიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში.
ცხრილი 11: დოზის კორექცია ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის განმავლობაში
ტოქსიკურობა
დოზის შეცვლა ან დაგვიანება
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
≥ მე-3 ხარისხის ნეიტროპენია ცხელებით, მე-4 ხარისხის ნეიტროპენია, რომელიც 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ხოლო თრომბოციტების რაოდენობა < 10,000 უჯრედი/მკლ
ბორტეზომიბით თერაპია უნდა გადაიდოს 2 კვირით, სანამ პაციენტს ექნება ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ და თრომბოციტების რაოდენობა ≥ 25,000 უჯრედი/მკლ.
თუ ბორტეზომიბის მიღების გადადების შემდეგ ტოქსიკურობა არ ალაგდება, როგორც ზემოთ არის განსაზღვრული, მაშინ ბორტეზომიბი უნდა მოიხსნას.
იმ შემთხვევაში, თუ ტოქსიკურობა ალაგდება, ანუ პაციენტს აღენიშნება ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ და თრომბოციტების რაოდენობა ≥ 25,000 უჯრედი/მკლ, ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე).
თუ თრომბოციტების რაოდენობა არის < 25,000 უჯრედი/მკლ ან ANC ≥ 750 უჯრედი/მკლ ბორტეზომიბის დოზირების დღეს (ყოველი ციკლის პირველი დღის გარდა)
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს.
≥3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა, რომელიც ითვლება ბორტეზომიბთან დაკავშირებულად
ბორტეზომიბით თერაპია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ტოქსიკურობის სიმპტომები არ ალაგდება მე-2 ან უკეთეს ხარისხამდე.
შემდეგ, ბორტეზომიბის მიღება შეიძლება განახლდეს ერთი დოზის დონის შემცირებით (1.3 მგ/მ2-დან 1 მგ/მ2-მდე, ან 1 მგ/მ2-დან 0.7 მგ/მ2-მდე). ბორტეზომიბთან დაკავშირებული ნეიროპათიური ტკივილის და/ან პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბორტეზომიბის შეჩერება და/ან შეცვლა, როგორც ეს გათვალისწინებულია ცხრილში 7.
გარდა ამისა, როდესაც ბორტეზომიბი გამოიყენება სხვა ქიმიოთერაპიულ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, ტოქსიკურობის შემთხვევაში მიზანშეწონილია აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების დოზის შესაფერისი შემცირება, პროდუქტის ზოგადი დახასიათებით გათვალისწინებული შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
არ არსებობს მტკიცებულება იმის სავარაუდოდ, რომ დოზის კორექცია აუცილებელია მრავლობითი მიელობის ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
არ არის ჩატარებული კვლევები ბორტეზომიბის გამოყენებასთან დაკავშირებით ხანდაზმულ პაციენტებში ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომით, რომლებსაც შეუძლიათ ჩაიტარონ მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით. შესაბამისად, აღნიშნულ პოპულაციაში დოზასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა არ შეიძლება.
ადრე არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების კვლევაში, ბორტეზომიბის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პაციენტების 42.9% და 10.4% იყო 65-74 წლის ასაკის და ≥ 75 წლის ასაკის, შესაბამისად. ≥ 75 წლის ასაკის პაციენტებმა ორივე რეჟიმი - BR-CAP და R-CHOP ცუდად გადაიტანეს (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა დაიწყონ ბორტეზომიბის მიღება შემცირებული დოზით 0.7 მგ/მ2 თითო ინექციაზე მკურნალობის პირველი ციკლის განმავლობაში და შემდგომ დოზის 1.0 მგ/მ2-მდე გაზრდა ან დოზის შემდგომი შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე შესაძლებელია პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით (იხილეთ ცხრილი 12 და პუნქტები სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ცხრილი 12: რეკომენდებული საწყისი დოზის მოდიფიკაცია ბორტეზომიბისთვის ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხი*
ბილირუბინის დონე
SGOT (AST) დონე
საწყისი დოზის მოდიფიკაცია
მსუბუქი
≤ 1.0 x ULN
> ULN
არა
> 1.0 x −1.5 x ULN
ნებისმიერი
არა
ზომიერი
> 1.5 x − 3 x ULN
ნებისმიერი
შეამცირეთ ბორტეზომიბის დოზა 0.7 მგ/მ2-მდე მკურნალობის პირველ ციკლში. განიხილება დოზის გაზრდა 1.0 მგ/მ2-მდე ან შემდგომი დოზის შემცირება 0.5 მგ/მ2-მდე მომდევნო ციკლებში პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით.
მძიმე
> 3 x ULN
ნებისმიერი
აბრევიატურები: SGOT= შრატის გლუტამინური ოქსალაცეტატის ტრანსამინაზა;
AST = ასპარტატამინოტრანსფერაზა; ULN = ნორმალური დიაპაზონის ზედა ზღვარი.
- NCI ორგანოთა დისფუნქციის სამუშაო ჯგუფის კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის უკმარისობის კატეგორიზაციისათვის (მსუბუქი, საშუალო, მძიმე).
თირკმლის უკმარისობა
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი [CrCL] > 20/მლ/წთ/1.73 მ2); შესაბამისად, აღნიშნული პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, იცვლება თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იტარებენ დიალიზს (CrCl < 20/მლ/წთ/1.73 მ2). ვინაიდან დიალიზმა შეიძლება შეამციროს ბორტეზომიბის კონცენტრაცია, ბორტეზომიბის შეყვანა უნდა მოხდეს დიალიზის პროცედურის შემდეგ (იხილეთ პუნქტი ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
პედიატრიული პოპულაცია
ბორტეზომიბის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი (იხილეთ პუნქტები ფარმაკოდინამიკური თვისებები და ფარმაკოკინეტიკური თვისებები). ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაცია აღწერილია პუნქტში ფარმაკოდინამიკური თვისებები, თუმცა დოზირების შესახებ რეკომენდაციის გაცემა შეუძლებელია.
მიღების წესი
ბორტეზომიბი ხელმისაწვდომია ინტრავენური ან კანქვეშ შეყვანისათვის.
ბორტეზომიბის გამოყენება სხვა გზებით არ შეიძლება. ინტრათეკალური შეყვანა იწვევს სიკვდილს.
ინტრავენური ინექცია
ბორტეზომიბი შეიყვანება 3-5 წამიანი ბოლუსური ინტრავენური ინექციის სახით პერიფერიული ან ცენტრალური ინტრავენური კათეტერის საშუალებით, რასაც მოჰყვება ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარის შეყვანა. ბორტეზომიბის თანმიმდევრულ დოზებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.
კანქვეშა ინექცია
ბორტეზომიბი შეიყვანება კანქვეშ ბარძაყებში (მარჯვენა ან მარცხენა) ან მუცელში (მარჯვენა ან მარცხენა მხარეს). ხსნარის ინექცია ხდება კანქვეშ, 45-900 კუთხით. მომდევნო ინექციების დროს ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს.
ბორტეზომიბის კანქვეშა ინექციის შემდეგ ინექციის ადგილობრივი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბორტეზომიბის ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარის (ბორტეზომიბის 3.5 მგ უნდა განზავდეს 1 მგ/მლ-ში 2.5 მლ/მლ ნაცვლად) კანქვეშ შეყვანა ან ინტრავენურ ინექციაზე გადასვლა.
როდესაც ბორტეზომიბი გამოიყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, მიღების შესახებ მითითებებთან დაკავშირებით იხილეთ აღნიშნული პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბორის ან ექსციპიენტების სიაში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ფილტვისა და პერიკარდიუმის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება.
ბორტეზომიბის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, იხილეთ მათი პროდუქტის ზოგადი დახასიათება დამატებითი უკუჩვენებებისათვის.
გვერდითი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს იშვიათად დაფიქსირებული მძიმე გვერდითი მოვლენები მოიცავდა შემდეგს: გულის უკმარისობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი, ფილტვების ჰიპერტენზია, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, ფილტვების მწვავე დიფუზური ინფილტრაციული დაავადება და იშვიათი ავტონომიური ნეიროპათია.
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის: გულისრევა, ფაღარათი, შეკრულობა, პირღებინება, დაღლილობა, პირექსია, თრომბოციტოპენია, ანემია, ნეიტროპენია, პერიფერიული ნეიროპათია (სენსორულის ჩათვლით), თავის ტკივილი, პარესთეზია, მადის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ჰერპეს ზოსტერი და მიალგია.
გვერდითი მოვლენების შეჯამება ცხრილის სახით
მრავლობითი მიელომა
მე-13 ცხრილში წარმოადგენილ გვერდით მოვლენებს, როგორც მკვლევარებმა განიხილეს, აქვთ სულ მცირე შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ბორტეზომიბთან. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ეფუძნება 5,476 პაციენტის ინტეგრირებულ მონაცემთა ერთობლიობას, რომელთაგან 3,996 პაციენტი მკურნალობდა ბორტეზომიბის 1.3 მ2 დოზით და გათვალისწინებულია მე-13 ცხრილში.
საერთო ჯამში, ბორტეზომიბი გაკეთდა მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ 3,974 პაციენტში.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემის ორგანოების კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; < 1/10); არახშირი (≥1/1,000; < 1/100); იშვიათი (≥1/10,000; < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. მე-13 ცხრილი შეიქმნა MedDRA-ს 14.1 ვერსიის გამოყენებით. ასევე გათვალისწინებულია პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის გამოვლენილი კლინიკურ კვლევებში.
ცხრილი 13: გვერდითი მოვლენები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით კლინიკურ კვლევებში, და ყველა პოსტმარკეტინგული გვერდითი რეაქცია, მიუხედავად ჩვენებისა#
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენა
ინფექციები და ინფესტაციები
ხშირი
ჰერპეს ზოსტერი (გავრცელებული და ოფთალმოლოგიური ფორმის ჩათვლით), პნევმონია*, მარტივი ჰერპესი*, სოკოვანი ინფექცია*
არახშირი
ინფექცია*, ბაქტერიული ინფექციები*, ვირუსული ინფექციები*, სეფსისი (სეპტიური შოკის ჩათვლით)*, ბრონქოპნევმონია, ჰერპესული ვირუსის ინფექცია*, ჰერპესული მენინგოენცეფალიტი#, ბაქტერემია (სტაფილოკოკურის ჩათვლით), ჯიბლიბო, გრიპი, ფლეგმონა, მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფექცია, კანის ინფექცია*, ყურის ინფექცია*, სტაფილოკოკური ინფექცია, კბილის ინფექცია*
იშვიათი
მენინგიტი (ბაქტერიულის ჩათვლით), ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექცია,
გენიტალური ჰერპესი, ტონზილიტი,
მასტოიდიტი, პოსტვირუსული დაღლილობის სინდრომი
კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
იშვიათი
ავთვისებიანი სიმსივნეები, პლაზმოციტური ლეიკემია, თირკმლის უჯრედის კარცინომა, კვანძი, მიკოზის ფუნგოიდები (Mycosis fungoides), კეთილთვისებიანი სიმსივნე*
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
თრომბოციტოპენია*,
ნეიტროპენია*, ანემია*
ხშირი
არახშირი
გავრცელებული ინტრავასკულარული კოაგულაცია, თრომბოციტოზი*, ჰიპერვისკოზურობის სინდრომი, თრომბოციტების დარღვევა NOS, თრომბოზული მიკროანგიოპათია (თრომბოციტოპენიური პურპურას ჩათვლით)#, სისხლის დარღვევები NOS, ჰემორაგიული დიათეზი, ლიმფოციტური ინფილტრაცია
იშვიათი
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი
ანგიოედემა#,
ჰიპერმგრძნობელობა*
იშვიათი
ანაფილაქსიური შოკი,
ამილოიდოზი, III ტიპის იმუნური კომპლექსით განპირობებული რეაქცია
ენდოკრინული დარღვევები
არახშირი
კუშინგის სინდრომი*,
ჰიპერთიროიდიზმი*,
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია
იშვიათი
ჰიპერთიროიდიზმი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
ხშირი
დეჰიდრატაცია,
ჰიპოკალემია*, ჰიპონატრემია*, სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება*, ჰიპოკალცემია*, ფერმენტების პათოლოგია*
არახშირი
სიმსივნის ლიზისის სინდრომი, განვითარების უუნარობა*, ჰიპომაგნეზემია*, ჰიპოფოსფატემია*,
ჰიპერკალემია*, ჰიპერკალცემია*, ჰიპერნატრემია*, შარდმჟავას დარღვევა*, შაქრიანი დიაბეტი*, სითხის შეკავება
იშვიათი
ჰიპერმაგნეზემია*, აციდოზი, ელექტროლიტების დისბალანსი*, სითხით გადატვირთვა, ჰიპოქლორემია*, ჰიპოვოლემია, ჰიპერქლორემია*, ჰიპერფოსფატემია*, მეტაბოლური დარღვევა, B ვიტამინის კომპლექსის დეფიციტი, B12 ვიტამინის დეფიციტი, პოდაგრა, მადის მომატება, ალკოჰოლის აუტანლობა
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი
გუნება-განწყობილების ცვლილებები და დარღვევები*, შფოთვითი აშლილობა*, ძილის არევა და დარღვევები*
არახშირი
გონებრივი აშლილობა*, ჰალუცინაცია*, ფსიქოზური დარღვევები*, დაბნეულობა*, მოუსვენრობა
იშვიათი
სუიციდური აზრები*, ადაპტაციის დარღვევა, დელირიუმი, დაქვეითებული ლიბიდო
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ნეიროპათიები*, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, დისესთეზია*, ნევრალგია*
ხშირი
მოტორული ნეიროპათია*, ცნობიერების დაკარგვა (სინკოპეს ჩათვლით), თავბრუსხვევა*, დისგევზია*, ლეთარგია, თავის ტკივილი*
არახშირი
ტრემორი, პერიფერული სენსომოტორული ნეიროპათია, დისკინეზია*, ნათხემის კოორდინაციისა და წონასწორობის დარღვევები*, მეხსიერების დაკარგვა (დემენციის გარდა)*, ენცეფალოპათია*, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი#, ნეიროტოქსიკურობა, კრუნჩხვითი დარღვევები*, პოსტ-ჰერპესული ნევრალგია, მეტყველების დარღვევა*, მოუსვენარი ფეხის სინდრომი, შაკიკი, იშიასი, ყურადღების დარღვევა, პათოლოგიური რეფლექსები*, პაროზმია
იშვიათი
თავის ტვინში სისხლდენა*, ინტრაკრანიალური სისხლდენა (სუბარაქნოიდურის ჩათვლით)*, თავის ტვინის შეშუპება, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კომა, ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი, ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი, კრანიალური დამბლა*, დამბლა*, პარეზი*, პრესინკოპე, თავის ტვინის ღეროს სინდრომი, ცერებროვასკულარული დარღვევა, ნერვის ფესვის დაზიანება, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, ზურგის ტვინის კომპრესია, კოგნიტური აშლილობა NOS, მოტორული დისფუნქცია, ნერვული სისტემის დარღვევა NOS, რადიკულიტი, სისხლჩაქცევა, ჰიპოტონია
თვალის დარღვევები
ხშირი
თვალის შეშუპება*, მხედველობის დარღვევა*, კონიუქტივიტი*
არახშირი
თვალიდან სისხლდენა*, ქუთუთოს
ინფექცია*, ქალაზიონი#, ბლეფარიტი#, თვალის ანთება*, დიპლოპია, თვალის სიმშრალე*, თვალის გაღიზიანება*, თვალის ტკივილი, გაზრდილი ცრემლდენა, გამონადენი თვალიდან
იშვიათი
რქოვანას დაზიანება*, ეგზოფთალმი, რეტინიტი, სკოტომა, თვალის დარღვევა
(ქუთუთოების ჩათვლით) NOS, შეძენილი დაკრიოადენიტი, ფოტოფობია, ფოტოფსია, ოპტიკური ნეიროპათია#, მხედველობის დაქვეითების სხვადასხვა ხარისხი (სიბრმავემდე)*
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები
ხშირი
თავბრუსხვევა*
არახშირი
დიზაკუზია (მათ შორის ყურებში შუილი)*, სმენის დაქვეითება (სიყრუემდე და სიყრუის ჩათვლით), ყურის დისკომფორტი*
იშვიათი
სისხლდენა ყურებში, ვესტიბულური ნეირონიტი, ყურის პათოლოგია NOS
გულის მხრივ დარღვევები
არახშირი
გულის ტამპონადა#, კარდიოპულმონალური გაჩერება*, გულის ფიბრილაცია (წინაგულოვანის ჩათვლით), გულის უკმარისობა (მარცხენა და მარჯვენა პარკუჭოვანის ჩათვლით)*, არითმია*, ტაქიკარდია*, აჩქარებული გულისცემა, სტენოკარდია, პერიკარდიტი (პერიკარდიული გამონაჟონის ჩათვლით)*, კარდიომიოპათია*, პარკუჭოვანი დისფუნქცია*, ბრადიკარდია
იშვიათი
წინაგულთას თრთოლვა, მიოკარდიუმის ინფარქტი*, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა*, გულსისხლძარღვოვანი პათოლოგია (კარდიოგენური შოკის ჩათვლით), Torsade de pointes, არასტაბილური სტენოკარდია, გულის სარქვლის პათოლოგიები*, კორონარული არტერიის უკმარისობა, სინუსის გაჩერება
სისხლძარღვების დარღვევები
ხშირი
ჰიპოტენზია*, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია*
არახშირი
ცერებროვასკულარული შემთხვევა#, ღრმა ვენების თრომბოზი*, სისხლდენა*, თრომბოფლებიტი (ზედაპირულის ჩათვლით), ცირკულატორული კოლაფსი (ჰიპოვოლემიური შოკის ჩათლით), ფლებიტი, ალები*, ჰემატომა (პერირენალურის ჩათვლით)*, სუსტი პერიფერიული ცირკულაცია*, ვასკულიტი, ჰიპერემია (თვალის ჩათვლით)*
იშვიათი
პერიფერიული ემბოლია, ლიმფოედემა, სიფერმკრთალე, ერითრომელალგია, ვაზოდილატაცია, ვენების ფერის შეცვლა, ვენების უკმარისობა
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
ხშირი
დისპნოე*, ცხვირიდან სისხლდენა, ზედა/ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია*, ხველა*
არახშირი
ფილტვის ემბოლია, პლევრული გამონაჟონი, ფილტვის შეშუპება (მწვავეს ჩათვლით), ფილტვის ალვეოლარული სისხლდენა#, ბრონქოსპაზმი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება*, ჰიპოქსემია*, სასუნთქი გზების შეგუბება*, ჰიპოქსია, პლევრიტი*, სლოკინი, რინორეა, დისფონია, ხიხინი
იშვიათი
სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, აპნოე, პნევმოთორაქსი, ატელექტაზი, ფილტვის ჰიპერტენზია, ჰემოფტიზი, ჰიპერვენტილაცია, ორთოპნოე, პნევმონიტი, რესპირატორული ალკალოზი, ტაქიპნოე, ფილტვის ფიბროზი, ბრონქული დარღვევა*, ჰიპოკაპნია*, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ფილტვების ინფილტრაცია, მოჭერის შეგრძნება ყელში, ყელის სიმშრალე, ზედა სასუნთქ გზებში მომატებული სეკრეცია, ყელის გაღიზიანება, ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევისა და პირღებინების სიმპტომები*, ფაღარათი*, შეკრულობა
ხშირი
გასტროინტესტინალური სისხლდენა (ლორწოვანის ჩათვლით)*, დისპეფსია, სტომატიტი*, მუცლის შებერილობა, პირხახის ტკივილი*, მუცლის ტკივილი (გასტროინტესტინალური და ელენთის ჩათვლით)*, პირის ღრუს დარღვევები*, მეტეორიზმი
არახშირი
პანკრეატიტი (ქრონიკულის ჩათვლით)*, სისხლიანი პირღებინება, ტუჩების შეშუპება*, გასტროინტესტინალური ობსტრუქცია (წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის, გაუვალობის ჩათვლით), დისკომფორტი მუცელში, დაწყლულება პირის ღრუში*, ენტერიტი*, გასტრიტი*, ღრძილებიდან სისხლდენა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება*, კოლიტი (clostridium difficile-ს ჩათვლით)*, იშემიური კოლიტი#, კუჭ-ნაწლავის ანთება*, დისფაგია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კუჭ-ნაწლავის დარღვევა NOS, ნადები ენაზე, კუჭ-ნაწლავის მოძრაობის დარღვევა*, სანერეყვე ჯირკვლის დარღვევა*
იშიათი
მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი*, ენის შეშუპება*, ასციტი, ეზოფაგიტი, ქეილიტი, ფეკალური შეუკავებლობა, ანალური სფინქტერის ატონია, ფეკალომა*, დაწყლულება და პერფორაცია კუჭ-ნაწლავში*, ღრძილის ჰიპერტროფია, მეგაკოლონი, გამონადენი სწორი ნაწლავიდან, პირხახაში ბუშტუკების წარმოქმნა*, ტუჩების ტკივილი, პერიოდონტიტი, ანალური ნახეთქი, ნაწლავის ჩვევის შეცვლა, პროქტალგია, ანომალური ფეკალიები
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ღვიძლის ფერმენტების დარღვევა*
არახშირი
ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის დარღვევის ჩათვლით), ჰეპატიტი*, ქოლესტაზი
იშვიათი
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატომეგალია, ბად-კიარის სინდრომი, ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი, სისხლდენა ღვიძლში, ქოლელითიაზი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი
გამონაყარი*, ქავილი*, ერითემა, კანის სიმშრალე
არახშირი
მრავალფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, კანის ტოქსიკური გამონაყარი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი#, სტივენს-ჯონსონის სინდრომი#, დერმატიტი*, თმების დარღვევები*, პეტექია, ექკიმოზი, კანის დაზიანება, პურპურა, კანის მასა*, ფსორიაზი, ჰიპერჰიდროზი, ღამის ოფლიანობა, დეკუბიტუსი წყლული#, აკნე*, ბუშტუკები*, პიგმენტაციის დარღვევა*
იშვიათი
კანის რეაქციები, ჯესნერის ლიმფოციტური ინფილტრაცია, მტევან-ტერფის ერითროდიზესთეზიის სინდრომი, კანქვეშა სისხლდენა, ბადისებრი ლივედო (Livedo reticularis), კანის გამკვრივება, პაპულა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, სებორეა, ცივი ოფლი, კანის დარღვევა NOS, ერითროზი, კანის წყლული, ფრჩხილის დარღვევა
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი*
ხშირი
კუნთების სპაზმი*, ტკივილი კიდურებში, კუნთების სისუსტე
არახშირი
კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, სახსრების შეშუპება, ართრიტი*, სახრების შებოჭილობა, მიოპათიები*, სიმძიმის შეგრძნება
იშვიათი
რაბდომიოლიზი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომი, ფისტულა, სახსრიდან გამონაჟონი, ტკივილი ყბაში, ძვლების პათოლოგიები, ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები და ანთებები*, სინოვიალური კისტა
თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციები
ხშირი
თირკმლის უკმარისობა*
არახშირი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა*. საშარდე გზების ინფექცია*, საშარდე გზების ნიშნები და სიმპტომები*, ჰემატურია*, შარდის შეკავება, შარდვის დარღვევები*, პროტეინურია, აზოტემია, ოლიგურია*, პოლაკიურია
იშვიათი
შარდის ბუშტის გაღიზიანება
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
არახშირი
ვაგინალური სისხლდენა, გენიტალიების ტკივილი*, ერექტილური დარღვევები
იშვიათი
სათესლე ჯირკვლების დარღვევები*, პროსტატიტი, სარძევე ჯირკვლების დარღვევები ქალებში, ეპიდიდიმალური მგრძნობელობა, ეპიდიდიმიტი, მენჯის ტკივილი, ვულვის წყლულები
თანდაყოლილი, ოჯახური და გენეტიკური დარღვევები
იშვიათი
აპლაზია, გასტროინტესტინალური განვითარების დეფექტი, იქტიოზი
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
ძალიან ხშირი
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია
ხშირი
შეშუპება (პერიფერიულის ჩათვლით), შემცივნება, ტკივილი*, დისკომფორტი*
არახშირი
ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება*, სახის შეშუპება*, ინექციის ადგილის რეაქცია*, ლორწოვან გარსთან დაკავშირებული დარღვევები*, გულმკერდის არეში ტკივილი*, სიარულის დარღვევა, სიცივის შეგრძნება, კანქვეშა სისხლჩაქცევა*, კათეტერთან დაკავშირებული გართულება*, წყურვილის ცვლილება*, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სხეულის ტემპერატურის ცვლილების შეგრძნება*, ინექციის ადგილის ტკივილი*
იშვიათი
სიკვდილი (უეცარის ჩათვლით), მულტიორგანული უკმარისობა, ინექციის ადგილის სისხლდენა*, თიაქარი (საყლაპავის თიაქარის ჩათვლით)*, დარღვეული შეხორცება*, ანთება, ინექციის ადგილის ფლებიტი*, მგრძნობელობა, წყლული, გაღიზიანებადობა, გულმკერდის არაკარდიული ტკივილი, კათეტერის ადგილის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება
გამოკვლევები
ხშირი
წონაში კლება
არახშირი
ჰიპერბილირუბინემია*, ცილის პათოლოგიური ანალიზი*, წონაში მატება, სისხლის დარღვეული ანალიზი*, C-რეაქტიული ცილა მომატებული
იშვიათი
სისხლის აირების დარღვევა*, ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები (QT გახანგრძლივების ჩათლით), საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დარღვევა*, კუჭის pH დონის შემცირება, გაზრდილი თრომბოციტების აგრეგაცია, ტროპონინი I-ის მომატება, ვირუსის იდენტიფიკაცია და სეროლოგია*, ცვლილებები შარდის ანალიზში*
ტრავმა, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
არახშირი
დაცემა, ტვინის შერყევა
იშვიათი
გადასხმის რეაქციები, მოტეხილობები*, კუნთების რიგიდულობა*, სახის დაზიანება, სახსრების დაზიანება*, დამწვრობები, გასკდომები, პროცედურული ტკივილი, რადიალური ტრავმები*
ქირურგიული და სამედიცინო პროცედურები
იშვიათი
მაკროფაგების აქტივაცია
NOS = სხვაგვარად დაუზუსტებელი.
- ერთზე მეტი MedDRA სასურველი ტერმინის დაჯგუფება.
# პოსტ-მარკეტინგული გვერდითი მოვლენების
მიუხედავად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის (MCL) ჩვენებისა.
ბორტეზომიბის უსაფრთხოების პროფილი 240 MCL პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბის 1.3 მგ/მ2 დოზით რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP) კომბინაციაში იმ 242 პაციენტთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ რიტუქსიმაბით, ციკლოფოსფამიდით, დოქსორუბიცინით, ვინკრისტინითა და პრედნიზონით [R-CHOP], შედარებით თანმიმდევრული იყო მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ქვემოთ აღწერილი ძირითადი განსხვავებებით. დამატებით იდენტიფიცირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული იყო კომბინაციური თერაპიის გამოყენებასთან (BR-CAP), მოიცავდა B ჰეპატიტის ინფექციას (<1%) და მიოკარდიუმის იშემიას (1.3%). აღნიშნული მოვლენების მსგავსი სიხშირე ორივე სამკურნალო ჯგუფში უჩვენებდა, რომ პრეპარატის აღნიშნული გვერდითი მოვლენები არ უკავშირდება მხოლოდ ბორტეზომიბს. გამოხატული განსხვავება MCL პაციენტების პოპულაციაში მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებთან შედარებით იყო ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების ≥ 5 %-ით უფრო მაღალი სიხშირე (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, ლიმფოპენია), პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, ჰიპერტენზია, პირექსია, პნევმონია, სტომატიტი და თმის დარღვევები.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ≥ 1% სიხშირით, მსგავსი ან უფრო მაღალი სიხშირით BR-CAP ჯგუფში და მინიმუმ შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირით BR-CAP ჯგუფის კომპონენტებთან, ჩამოთვლილია ქვემოთ წარმოდგენილ მე-14 ცხრილში. ასევე გათვალისწინებულია პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა BR-CAP ჯგუფში და რომლებსაც, მკვლევარების აზრით, ჰქონდათ მინიმუმ შესაძლო ან სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ბორტეზომიბთან მრავლობითი მიელომის კვლევებში ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ სისტემის ორგანოების კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; < 1/10); არახშირი (≥1/1,000; < 1/100); იშვიათი (≥1/10,000; < 1/1,000); ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება). სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. მე-8 ცხრილი შეიქმნა MedDRA-ს 16 ვერსიის გამოყენებით.
ცხრილი 14: გვერდითი მოვლენები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა BR-CAP-ით, კლინიკურ კვლევაში
სისტემის ორგანოების კლასი
სიხშირე
გვერდითი მოვლენა
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან ხშირი
პნევმონია*
ხშირი
სეფსისი (სეპტიური შოკის ჩათვლით)*, ჰერპეს ზოსტერი (გავრცელებული და ოფთალმოლოგიური ფორმის ჩათვლით), ჰერპეს ვირუსის ინფექცია*, ბაქტერიული ინფექციები*, ზედა/ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია*, სოკოვანი ინფექცია*, მარტივი ჰერპესი*
არახშირი
B ჰეპატიტის ინფექცია*, ბრონქოპნევმონია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
თრომბოციტოპენია*, ფებრილური ნეიტროპენია, ნეიტროპენია*, ლეიკოპენია*, ანემია*, ლიმფოპენია*
არახშირი
პანციტოპენია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ხშირი
ჰიპერმგრძნობელობა*
არახშირი
ანაფილაქსიური რეაქცია
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ძალიან ხშირი
მადის დაქვეითება
ხშირი
ჰიპოკალემია*, სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება*, ჰიპონატრემია*, შაქრიანი დიაბეტი*, სითხის შეკავება
არახშირი
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი
ძილის დარღვევები და აშლილობები*
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, დიზესთეზია*, ნევრალგია*
ხშირი
ნეიროპათიები*, მოტორული ნეიროპათია*. ცნობიერების დაკარგვა (სინკოპეს ჩათვლით), ენცეფალოპათია*, პერიფერიული სენსომოტორული ნეიროპათია, თავბრუსხვევა*, დისგევზია*, ავტონომიური ნეიროპათია
არახშირი
ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსი
თვალის მხრივ დარღვევები
ხშირი
მხედველობის დარღვევა*
ყურისა და ლაბრინთის დარღვევები
ხშირი
დიზაკუზია (ყურებში შუილის ჩათვლით)*
არახშირი
თავბრუსხვევა*, სმენის დარღვევა (სიყრუემდე და სიყრუის ჩათვლით)
გულის მხრივ დარღვევები
ხშირი
გულის ფიბრილაცია (წინაგულოვანის ჩათვლით), არითმია*, გულის უკმარისობა (მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების ჩათვლით)*, მიოკარდიუმის იშემია, პარკუჭოვანი დისფუნქცია*
არახშირი
გულსისხლძარღვოვანი დარღვევა (კარდიოგენული შოკის ჩათვლით)
სისხლძარღვების მხირვ დარღვევები
ხშირი
ჰიპერტენზია*, ჰიპოტენზია*, ორთოსტატული ჰიპოტენზია
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
ხშირი
დისპნოე*, ხველა*, სლოკინი
არახშირი
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ფილტვის ემბოლია, პნევმონიტი, ფილტვის ჰიეპრტენზია, ფილტვის შეშუპება (მწვავეს ჩათვლით)
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევის და პირღებინების სიმპტომები*, ფაღარათი*, სტომატიტი*, შეკრულობა
ხშირი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავში (ლორწოვანის ჩათვლით)*, მუცლის შებერილობა, დისპეფსია, პირხახის ტკივილი*, გასტრიტი*, პირის ღრუს დაწყლულება*, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დისფაგია, გასტროინტესტინალური ანთება*, მუცლის ტკივილი (გასტროინტესტინალურის და ელენთის ჩათვლით)*, პირის ღრუს პათოლოგიები*
არახშირი
კოლიტი (clostridium difficile-ს ჩათვლით)
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ჰეპატოტოქსიკურობა (ღვიძლის დარღვევის ჩათვლით)
არახშირი
ღვიძლის უკმარისობა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
თმის დარღვევები*
ხშირი
ქავილი*, დერმატიტი*, გამონაყარი*
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი
კუნთების სპაზმები*, ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი*, კიდურების ტკივილი
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ხშირი
საშარდე გზების ინფექცია*
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მოვლენები
ძალიან ხშირი
პირექსია*, დაღლილობა, ასთენია
ხშირი
შეშუპება (პერიფერიულის ჩათვლით), შემცივნება, ინექციის ადგილის რეაქცია, შეუძლოდ ყოფნა*
გამოკვლევები
ხშირი
ჰიპერბილირუბინემია*, ცილის ანალიზის ცვლილებები*, წონაში დაკლება, წონაში მომატება
- ერთზე მეტი MedDRA უპირატესი ტერმინის დაჯგუფება.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
ჰერპეს ზოსტერის ვირუსის რეაქტივაცია
მრვალობითი მიელომა
ანტივირუსული პროფილაქტიკა ჩაუტარდა პაციენტების 26%-ს B+M+P ჯგუფში. ჰერპეს ზოსტერის სიხშირე B+M+P სამკურნალო ჯგუფში წარმოდგენილ პაციენტებს შორის იყო 17% იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტივირუსული პროფილაქტიკა პაციენტების 3%-თან შედარებით ანტივირუსული პროფილაქტიკის ჩატარებისას.
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
ანტივირუსული პროფილაქტიკა ჩაუტარდა 240 პაციენტიდან 137 პაციენტს (57%) BR-CAP ჯგუფში. ჰერპეს ზოსტერის სიხშირე BR-CAP ჯგუფის პაციენტებში იყო 10.7% ანტივირუსული პროფილაქტიკის გარეშე 3.6%-თან შედარებით პაციენტებისათვის ანტივირუსული პროფილაქტიკით (იხილეთ პუნქტი სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია და ინფექცია
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ინფექცია ფატალური შედეგებით გამოვლინდა იმ პაციენტების 0.8%-ში (n=2), რომლებიც ჩართულნი იყვნენ არა-ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი; R-CHOP), და იმ პაციენტებშის 0.4%-ში (n=1), რომლებიც ღებულობდნენ ბორტეზომიბი რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში (BR-CAP). B ჰეპატიტის ინფექციების საერთო სიხშირე მსგავსი იყო პაციენტებში BR-CAP ან R-CHOP-ით მკურნალობისას (0.8% 1.2%-თან შედარებით, შესაბამისად).
პერიფერიული ნეიროპათია კომბინაციურ რეჟიმებში
მრავლობითი მიელომა
კვლევებში, რომლებშიც ბორტეზომიბი გამოიყენეს ინდუქციური მკურნალობის სახით დექსამეტაზონთან (კვლევა IFM-2005-01), და დექსამეტაზონ-თალიდომიდთან (კვლევა MMY-3010) კომბინაციაში, პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე კომბინაციურ რეჟიმებში წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ცხრილი 15: პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე ინდუქციური მკურნალობის დროს ტოქსიკურობითა და პერიფერიული ნეიროპათიის გამო მკურნალობის შეწყვეტით
IFM-2005-01
MMY-3010
VDDx
(N=239)
BDx
(N=239)
TDx
(N=126)
BTDx
(N=130)
პერიფერიული ნეიროპათიის (PN) სიხშირე (%)
ყველა ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
3
15
12
45
> მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
1
10
2
31
> მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
<1
5
0
5
შეწყვეტა პერიფერიული ნეიროპათიის (PN) გამო (%)
<1
2
1
5
VDDx = ვინკრისტინი, დოქსორუბიცინი, დექსამეტაზონი; BDx = ბორტეზომიბი, დექსამეტაზონი; TDx=თალიდომიდი, დექსამეტაზონი; BTDx= ბორტეზომიბი, თალიდომიდი, დექსამეტაზონი; PN = პერიფერიული ნეიროპათია
შენიშვნა: პერიფერიული ნეიროპათია მოიცავდა უპირატეს ტერმინებს: პერიფერიული ნეიროპათია, პერიფერიული მოტორული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია და პოლინეიროპათია.
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
LYM-3002 კვლევაში, რომელშიც ბორტოზომიბი გამოიყენებოდა რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (R-CAP), პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე კომბინაციურ რეჟიმებში წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
ცხრილი 16: პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე LYM-3002 კვლევაში ტოქსიკურობითა და პერიფერიული ნეიროპათიის გამო მკურნალობის შეწყვეტით
BR-CAP
R-CHOP
(N=240)
(N=242)
ყველა ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
30
29
> მე-2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
18
9
> მე-3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია (PN)
8
4
შეწყვეტა პერიფერიული ნეიროპათიის (PN) გამო (%)
2
< 1
BR-CAP = ბორტოზომიბი, რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი; R-CHOP=რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი;
PN = პერიფერიული ნეიროპათია
შენიშვნა: პერიფერიული ნეიროპათია მოიცავდა შემდეგ ტერმინებს: პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია, პერიფერიული მოტორული ნეიროპათია, და პერიფერიული სენსომოტორული ნეიროპათია
ხანდაზმული MCL პაციენტები
პაციენტების 42.9% და 10.4% BR-CAP ჯგუფში იყო 65-74 წლის ასაკისა და ≥ 75 წლის ასაკის, შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ≥ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ორივე BR-CAP და R-CHOP იყო ნაკლებად ტოლერანტული, მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების სიხშირე BR-CAP ჯგუფებში იყო 68%, R-CHOP ჯგუფის 42%-თან შედარებით.
უსაფრთხოების პროფილის შესამჩნევი განსხვავებები ბორტეზომიბის კანქვეშ შეყვანისას ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით, მონოთერაპიული პრეპარატის სახით
III ფაზის კვლევაში, პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს ბორტეზომიბი კანქვეშ ინტრავენურ ინექციასთან შედარებით, აღენიშნათ მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენების, ტოქსიკურობის მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხით, 13%-ით უფრო დაბალი საერთო სიხშირე, და ბორტეზომიბის შეწყვეტის 5%-ით უფრო დაბალი სიხშირე. ფაღარათის, კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილის, ასთენიური მდგომარეობის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების და პერიფერიული ნეიროპათიების საერთო სიხშირე იყო 12%-15%-ით დაბალი კანქვეშა ჯგუფში, ვიდრე ინტრავენური შეყვანის ჯგუფში.
გარდა ამისა, მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიების სიხშირე 10%-ით დაბალი იყო, ხოლო პერიფერიული ნეიროპათიების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე 8%-ით დაბალი იყო კანქვეშა ჯგუფში ინტრავენურ ჯგუფთან შედარებით.
პაციენტების ექვს პროცენტს აღენიშნა ადგილობრივი არასასურველი რეაქცია კანქვეშა შეყვანისას, რაც ძირითადად სიწითლის სახით გამოიხატა. შემთხვევები ალაგდა საშუალოდ 6 დღეში, დოზის შეცვლა საჭირო იყო ორ პაციენტში. პაციენტებიდან ორს (1%) გამოუვლინდა მძიმე რეაქციები; ქავილის 1 შემთხვევა და სიწითლის 1 შემთხვევა.
მკურნალობისას სიკვდილის სიხშირე იყო 5% კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში და 7% ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში. „პროგრესული დაავადებით“ სიკვდილის სიხშირე იყო 18% კანქვეშა ჯგუფში და 9% ინტრავენურ ჯგუფში.
მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე პაციენტების განმეორებითი მკურნალობა
კვლევაში, რომელშიც ბორტეზომიბით განმეორებითი მკურნალობა ჩაუტარდა 130 პაციენტს მორეციდივე მრავლობითი მიელომით, რომლებმაც ადრე გამოავლინეს მინიმუმ ნაწილობრივი რეაგირება ბორტეზომიბის შემცველ რეჟიმზე, ყველაზე გავრცელებული ყველა ხარისხის გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა პაციენტების სულ მცირე 25%-ში, იყო თრომბოციტოპენია (55%), ნეიროპათია (40%), ანემია (37%), ფაღარათი (35%) და ყაბზობა (28%). ყველა ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია და ≥ 3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია დაფიქსირდა პაციენტების 40% და 8.5%-ში, შესაბამისად.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ბორტეზომიბის გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაეცნოთ ამ სხვა სამკურნალო პრეპარატების პროდუქტის ზოგად დახასიათებას. თალიდომიდის გამოყენებისას, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ორსულობის ტესტირებასა და პრევენციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე (იხილეთ პუნქტი ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია).
ინტრათეკალური გამოყენება
არსებობს ბორტეზომიბის უნებლიე ინტრათეკალური შეყვანის ფატალური შემთხვევები. ბორტეზომიბი განკუთვნილია ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ბორტეზომიბი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკულურად.
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა
გასტროინტესტინური ტოქსიკურობა გულისრევის, დიარეის, ღებინების და ყაბზობის ჩათვლით, ძალიან ხშირია ბორტეზომიბით მკურნალობისას. არცთუ ხშირად ფიქსირდება გაუვალობის შემთხვევები (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები). შესაბამისად, შეკრულობის მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.
ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა
ბორტეზომიბით მკურნალობა ძალიან ხშირად ასოცირდება ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობასთან (თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია და ანემია). იმ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა მრავლობითი მიელომის რეციდივის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით და პაციენტებში ადრე არანამკურნალები MCL-ით, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან (BR-CAP) კომბინაციაში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იყო ტრანზიტორული თრომბოციტოპენია. თრომბოციტების რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო ბორტეზომიბით მკურნალობის თითოეული ციკლის მე-11 დღისათვის და ჩვეულებრივ უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს მომდევნო ციკლისათვის. კუმულაციური თრომბოციტოპენიის მტკიცებულებები არ არსებობს. თრომბოციტების საშუალო რაოდენობის ყველაზე დაბალი დონე იყო საწყისი მაჩვენებლის დაახლოებით 40% მრავლობითი მიელომის მონოთერაპიულ კვლევაში და 50% - MCL კვლევაში. შორსწასული მიელომის მქონე პაციენტებში თრომბოციტოპენიის სიმძიმე დაკავშირებულია თრომბოციტების მკურნალობამდე არსებულ რაოდენობასთან: თრომბოციტების საბაზისო რაოდენობისას < 75,000/მკლ, 21 პაციენტიდან 90%-ს ჰქონდა ≤ 25,000/მკლ კვლევის დროს, აქედან 14%-ს ჰქონდა < 10,000/მკლ; ხოლო პაციენტებში თრომბოციტების საწყისი მაჩვენებლით > 75,000/მკლ, 309 პაციენტიდან მხოლოდ 14%-ს ჰქონდა ≤ 25,000/მკლ კვლევის განმავლობაში.
MCL-ის მქონე პაციენტებში (კვლევა LYM-3002), აღინიშნა თრომბოციტოპენიის ≥ 3 ხარისხის უფრო მაღალი სიხშირე (56.7% 5.8%-თან შედარებით) ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (BR-CAP), ვიდრე არა-ბორტეზომიბით მკურნალობის ჯგუფში (რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ვინკრისტინი და პრედნიზონი [R-CHOP]). მკურნალობის ორივე ჯგუფი მსგავსი იყო ყველა ხარისხის სისხლდენების მოვლენების (6.3% BR-CAP ჯგუფში და 5.0% R-CHOP ჯგუფში), ისევე როგორც მე-3 და მეტი ხარისხის სისხლდენების მოვლენების საერთო სიხშირესთან მიმართებაში (BR-CAP: 4 პაციენტი [1.7%]; R-CHOP: 3 პაციენტი [1.2%]. BR-CAP ჯგუფში, პაციენტების 22.5%-მა გაიკეთა თრომბოციტების გადასხმა შედარებით პაციენტების 2.9%-თან R-CHOP ჯგუფში.
ბორტეზომიბით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავსა და თავის ტვინში სისხლდენები. შესაბამისად, ბორტეზომიბის ყოველი დოზის წინ აუცილებელია თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი. ბორტეზომიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ თრომბოციტების რაოდენობა არის < 25,000/მკლ ან, მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინაციის შემთხვევაში, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა არის ≤ 30,000/მკლ (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი). მკურნალობის პოტენციური სარგებლის და რისკების თანაფარდობა საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ზომიერი ან მძიმე თრომბოციტოპენიის და სისხლდენების რისკ-ფაქტორების შემთხვევაში.
სისხლის საერთო ანალიზი, დიფერენციული და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრის ჩათვლით, ხშირად უნდა გაკონტროლდეს ბორტეზომიბით მკურნალობის პროცესში. კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, მიზანშეწონილია თრომბოციტების გადასხმა (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
MCL-ის მქონე პაციენტებში, ტრანზიტორული ნეიტროპენია იყო შექცევადი ციკლებს შორის, კუმულაციური ნეიტროპენიის მტკიცებულების გარეშე. ნეიტროფილების რაოდენობა მინიმალური იყო ბორტეზომიბით მკურნალობის ყოველი ციკლის მე-11 დღისათვის და ჩვეულებრივ უბრუნდებოდა საწყის მაჩვენებელს მომდევნო ციკლისათვის. LYM-3002 კვლევაში, კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის მხარდაჭერა გათვალისწინებული იყო პაციენტების 78%-სათვის BR-CAP ჯგუფში და პაციენტების 61%-სათვის - R-CHOP ჯგუფში. ვინაიდან ნეიტროპენიის მქონე პაციენტები იმყოფებიან ინფექციების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, საჭიროა ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგი და სწრაფი მკურნალობა. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები გამოიყენება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობისათვის ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად. გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების პროფილაქტიკური გამოყენება მიზანშეწონილია ციკლების დროს განმეორებითი შეფერხებების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ჰერპეს ზოსტერის ვირუსის ხელახალი აქტივაცია
ანტივირუსული პროფილაქტიკა რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბორტეზომიბით.
ადრე არანამკურნალები მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში ჩატარებულ III ფაზის კვლევაში, ჰერპეს ზოსტერის რეაქტივაციის საერთო სიხშირე უფრო ხშირი იყო პაციენტებში ბორტეზომიბი + მელფალანი + პრედნიზონით მკურნალობისას, ვიდრე მელფალანი + პრედნიზონით მკურნალობისას (14% 4%-თან შედარებით, შესაბამისად).
MCL-ის მქონე პაციენტებში (კვლევა LYM-3002), ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სიხშირე იყო 6.7% BR-CAP ჯგუფში და 1.2% - R-CHOP ჯგუფში (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) რეაქტივაცია და ინფექცია
როდესაც რიტუქსიმაბი გამოიყენება ბორტეზომიბთან ერთად, მკურნალობის დაწყებამდე HBV სკრინინგი ყოველთვის უნდა ჩატარდეს HBV-ით ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. B ჰეპატიტის მატარებლები და B ჰეპატიტის ისტორიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, აქტიური HBV ინფექციის კლინიკურ და ლაბორატორიულ ნიშნებზე, რიტუქსიმაბის და ბორტეზომიბით კომბინირებული მკურნალობის დროს და შემდგომ. გასათვალისწინებელია ანტივირუსული პროფილაქტიკა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რიტუქსიმაბის პროდუქტის შემაჯამებელი დახასათება.
პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (PML)
ძალიან იშვიათი შემთხვევები ჯონ კუნინგჰემის (JC) ვირუსული ინფექციის უცნობი მიზეზობრიობით, რამაც გამოიწვია PML და სიკვდილი, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბორტეზომიბით. პაციენტებს PML-ით დიაგნოზირებული ჰქონდათ წინასწარი ან თანმხლები იმუნოსუპრესიული თერაპია. PML-ის შემთხვევების უმეტესობა დიაგნოზირებული იყო ბორტეზომიბის პირველი დოზის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული ინტერვალებით ნებისმიერი ახალი ან გაუარესებული ნევროლოგიური სიმპტომის ან ნიშნის გამოსავლენად, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს PML-ზე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების დიფერენციალური დიაგნოზის ნაწილი. თუ არსებობს ეჭვი PML-ის დიაგნოზზე, პაციენტებმა უნდა მიმართონ PML-ის სპეციალისტს და უნდა დაიწყოს შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებები PML-ზე. შეწყვიტეთ ბორტეზომიბი, თუ დიაგნოზირებულია PML.
პერიფერიული ნეიროპათია
ბორტეზომიბით მკურნალობა ძალიან ხშირად ასოცირდება პერიფერულ ნეიროპათიასთან, რაც უპირატესად სენსორულია. თუმცა დაფიქსირდა სენსორული პერიფერიული ნეიროპათიით ან მის გარეშე მიმდინარე მოტორული ნეიროპათიის მძიმე შემთხვევები. პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე იზრდება მკურნალობის დასაწყისში და მაქსიმუმს აღწევს მე-5 ციკლის განმავლობაში.
რეკომენდებულია პაციენტების სათანადო მონიტორინგი ნეიროპათიის სიმპტომებზე, როგორიცაა წვის შეგრძნება, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, პარესთეზია, დისკომფორტი, ნეიროპათიური ტკივილი ან სისუსტე.
III ფაზის კვლევაში, რომელშიც შედარდა ინტრავენურად და კანქვეშ მიღებული ბორტეზომიბი, ≥2 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის მოვლენების სიხშირე იყო 24% კანქვეშა ინექციის ჯგუფისათვის და 41% - ინტრავენური ინექციის ჯგუფისათვის (p=0.0124). ≥3 ხარისხის პერიფერიული ნეიროპათია აღინიშნა პაციენტების 6%-ში კანქვეშა მკურნალობის ჯგუფში, შედარებით 16%-თან ინტრავენური მკურნალობის ჯგუფში (p=0.0264). ყველა ხარისხის პერიფერიული ნეიროპათიის სიხშირე ბორტეზომიბის ინტრავენური შეყვანისას უფრო დაბალი იყო ბორტეზომიბით ჩატარებულ ისტორიულ კვლევებში, ვიდრე MMY-3021 კვლევაში.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ახალი პერიფერიული ნეიროპათია ან მისი გაურესება, აუცილებელია ნევროლოგიური შეფასება და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის, სქემის ან შეყვანის მეთოდის შეცვლა კანქვეშ ინექციით (იხილეთ პუნქტი დოზირება და გამოყენების მეთოდი). ნეიროპათიის მართვა ხორციელდება დამხმარე და სხვა თერაპიით.
მკურნალობით გამოწვეული ნეიროპათიის სიმპტომების ადრეული და რეგულარული მონიტორინგი ნევროლოგიურ შეფასებასთან ერთად მიზანშეწონილია იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომინი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც, როგორც ცნობილია, ასოცირდება ნეიროპათიასთან (მაგალითად, თალიდომიდი) და საფიქრებელია დოზის შესაბამისი შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
პერიფერიულ ნეიროპათიასთან ერთად, ავტონომიურმა ნეიროპათიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთ გვერდითი მოვლენის განვითარებას, როგორიცაა პოსტურალური ჰიპოტენზია და მძიმე შეკრულობა გაუვალობით. ინფორმაცია ავტონომიური ნეიროპათიის და ამ გვერდით მოვლენებთან მისი კავშირის შესახებ შეზღუდულია.
კრუნჩხვები
კრუნჩხვები იშვიათად ფიქსირდება კრუნჩხვების ან ეპილეფსიის ანამნეზის არმქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები აუცილებელიa კრუნჩხვების განვითარების ნებისმიერი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ჰიპოტენზია
ბორტეზომიბით მკურნალობა ხშირად ასოცირდება ორთოსტატულ/პოსტურალურ ჰიპოტენზიასთან. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არის მსუბუქი ან ზომიერი და აღინიშნება მკურნალობის პროცესში. იმ პაციენტებს, რომლებსაც ბორტეზომიბით მკურნალობისას (ინტრავენური ინექციისას) განუვითარდათ ორთოსტასტული ჰიპოტენზია, ბორტეზომიბით მკურნალობის დაწყებამდე არ ჰქონდათ ორთოსტატული ჰიპოტენზიის მტკიცებულება. პაციენტების უმრავლესობას დასჭირდა ორთოსტატული ჰიპოტენზიის მკურნალობა. ორთოსტატული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტების მცირე ნაწილს გამოუვლინდა სინკოპე. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზია არ იყო დაკავშირებული ბორტეზომიბის ბოლუსურ ინფუზიასთან. აღნიშნული მოვლენის მექანიზმი უცნობია, თუმცა კომპონენტი შეიძლება ავტონომიური ნეიროპათიით იყოს განპირობებული. ავტონომიური ნეიროპათია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბორტეზომიბთან ან ბორტეზომიბმა შეიძლება გაამწვავოს ძირითადი მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტური ან ამილოიდური ნეიროპათია. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა სინკოპეს ანამნეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც ღებულობენ ჰიპოტენზიასთან ასოცირებულ სამკურნალო პრეპარატებს; ან დეჰიდრირებული არიან მორეციდივე დიარეის ან ღებინების გამო. ორთოსტატული/პოსტურალური ჰიპოტენზიის მართვა შეიძლება მოიცავდეს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების კორექტირებას, რეჰიდრატაციას ან მინერალოკორტიკოიდების და/ან სიმპატომიმეტური საშუალებების შეყვანას. პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ მიმართონ სამედიცინო დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გაბრუება ან გონების დაკარგვა.
უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომიბს, ფიქსირდება PRES-ის შემთხვევები. PRES არის იშვიათი, ხშირად შექცევადი, სწრაფად განვითარებადი ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვებით, ჰიპერტენზიით, თავის ტკივილით, ლეთარგიით, დაბნეულობით, სიბრმავით და სხვა მხედველობის და ნევროლოგიური დარღვევებით. თავის ტვინის ვიზუალიზიაციური კვლევა, სასურველია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), გამოიყენება დიაგნოზის დადასტურებისათვის. PRES-ის განვითარების შემთხვევაში, პაციენტებში ბორტეზომიბი უნდა მოიხსნას.
გულის უკმარისობა
ბორტეზომიბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა გულის შეგუბებითი უკმარისობის მწვავე განვითარება ან გამწვავება და/ან მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირების ახალი გამოვლინება. სითხის შეკავება შეიძლება იყოს გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების გამომწვევი ფაქტორი. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადების რისკ-ფაქტორები ან არსებული გულის დაავადება, აუცილებელია სათანადო კონტროლი.
ელექტროკარდიოგრამის გამოკვლევები
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების ცალკეული შემთხვევები, მიზეზობრიობა დადგენილი არ არის.
ფილტვის მხრივ დარღვევები
არსებობს იშვიათი შეტყობინებები უცნობი ეტიოლოგიის მწვავე დიფუზური ინფილტრაციული ფილტვის დაავადების შესახებ, როგორიცაა პნევმონიტი, ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების ინფილტრაცია და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბორტეზომიბს (იხ. ნაწილი გვერდითი ეფექტები). ზოგიერთი ეს მოვლენა ფატალური იყო. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია გულმკერდის რენტგენოგრაფია, საწყისი დონის დასაფიქსირებლად, პოტენციური მკურნალობის შემდგომი ფილტვის ცვლილებებისვის.
ფილტვების მხრივ ახალი სიმპტომების გამოლენის ან მათი გაუარესების შემთხვევაში (მაგალითად, ხველა, სუნთქვის გაძნელება), აუცილებელია სწრაფი დიაგნოსტიკური კვლევა და პაციენტის სათანადო მკურნალობა. ბორტეზომიბით მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა შეფასდეს სარგებლის/რისკის თანაფარდობა.
კლინიკურ კვლევაში, ორი პაციენტი (2-დან), რომლებსაც მიეცათ ციტარაბინის მაღალი დოზა (2 გ/მ2 დღეში) უწყვეტი ინფუზიის გზით 24 საათის განმავლობაში დაუნორუბიცინთან და ბორტეზომიბთან ერთად მორეციდივე მწვავე მიელოგენური ლეიკემიისთვის, გარდაიცვალა ARDS-ით თერაპიის დასაწყისში და კვლევა შეწყდა. შესაბამსიად, ეს სპეციფიკური რეჟიმი ციტარაბინის მაღალი დოზებით (2 გ/მ2 დღეში) თანმხლები გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში უწყვეტი ინფუზიით არ არის რეკომენდებული.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მხრივ გართულებები ხშირია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში. თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში აუცილებელია საგულდაგულო კონტროლი (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
ბორტეზომიბი მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით. ბორტეზომიბის ზემოქმედება იზრდება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით; აღნიშნული პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს ბორტეზომიბის შემცირებული დოზებით და ტოქსიკურობის შემდგომი მონიტორინგით (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ღვიძლისმიერი რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბორტეზომიბს და თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებს და აღენიშნებოდა მძიმე თანმხლები ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა, დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის იშვიათი შემთხვევები. სხვა დაფიქსირებული ღვიძლისმიერი რეაქციები მოიცავდა ღვიძლის ფერმენტების მომატებას, ჰიპერბილირუბინემიას და ჰეპატიტს. ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს შექცევადი ბორტეზომიბის შეწყვეტისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი
იმის გამო, რომ ბორტეზომიბი არის ციტოტოქსიური აგენტი და შეუძლია სწრაფად გაანადგუროს ავთვისებიანი პლაზმური უჯრედები და MCL უჯრედები, შეიძლება განვითარდეს გარტულება სიმსივნის ლიზისის სინდრომის სახით. სიმსივნის ლიზისის სინდრომის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიმსივნური დატვირთვა მკურნალობამდე. ეს პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ და საჭიროა შესაბამისი სიფრთხილის ზომების მიღება.
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები
ბორტეზომიბის გამოყენებისას ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან კომბინაციაში აუცილებელია პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი. საჭიროა სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა ბორტეზომიბის კომბინირებისას CYP3A4 ან CYP2C19 სუბსტრატებთან (იხილეთ პუნქტი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
ღვიძლის ნორმალური ფუნქცია უნდა დადასტურდეს და აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზოების დაცვა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (იხილეთ პუნქტი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
პოტენციურად იმუნოკომპლექსებით გამოწვეული რეაქციები
პოტენციურად იმუნოკომპლექსებით გამოწვეული რეაქციები, როგორიცაა შრატისმიერი დაავადების ტიპის რეაქცია, პოლიართრიტი გამონაყარით და პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი იშვიათია. მძიმე რეაქციების შემთხვევაში ბორტეზომიბი უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე
ბორტეზომიბს შეიძლება ჰქონდეს ზომიერი გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ბორტეზომიბი შეიძლება დაკავშირებული იყოს დაღლილობასთან - ძალიან ხშირად, თავბრუსხვევასთან - ხშირად, სინკოპესთან - არახშირად და ორთოსტატულ/პოსტურალურ ჰიპოტენზიასთან ან დაბინდულ მხედველობასთან - ხშირად. შესაბამისად, ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას პაციენტები უნდა იყვნენ ფრთხილად და ეძლევათ რჩევა, რომ არ მართონ ავტომობილი ან იმუშაონ მანქანა-დანადგარებთან აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას (იხილეთ პუნქტი გვერდითი ეფექტები).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში
მამაკაცებმა და რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური ზომები მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში.
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ბორტეზომიბისათვის ორსულობის დროს ექსპოზიციასთან დაკავშირებით. ბორტეზომიბის ტერატოგენური პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოკვლეული.
არაკლინიკურ კვლევებში, ბორტეზომიბს არ ჰქონდა გავლენა ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე ვირთაგვებსა და ბოცვრებში დედის ყველაზე მაღალ ტოლერანტულ დოზებზე. მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე ბორტეზომიბის ზემოქმედების დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებზე (იხილეთ პუნქტი წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები). ბორტეზომიბი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქალის კლინიკური მდგომარეობა მოითხოვს ბორტეზომიბით მკურნალობას.
იმ შემთხვევაში, თუ ბორტეზომიბი გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტი დაორსულდება აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობისას, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფისათვის მავნე ზეგავლენის შესახებ.
თალიდომიდი არის ადამიანის ცნობილი ტერატოგენური აქტიური ნივთიერება, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო თანდაყოლილ დეფექტებს. თალიდომიდი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში, თუ თალიდომიდთან დაკავშირებით ორსულობის პრევენციის პროგრამის ყველა პირობა არ იქნება დაცული. პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ბორტეზომიბს თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვან თალიდომიდთან დაკავშირებით ორსულობის პრევენციის პროგრამა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თალიდომიდის პროდუქტის ზოგადი დახასიათება.
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბორტეზომიბი დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ბორტეზომიბით მკურნალობის განმავლობაში.
ფერტილობა
ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა ბორტეზომიბთან დაკავშირებით (იხილეთ პუნქტი წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
In vitro კვლევები აჩვენებს, რომ ბორტეზომიბი არის ციტოქრომ P450 (CYP) იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4 სუსტი ინჰიბიტორი. ბორტეზომიბის მეტაბოლიზმზე CYP2D6-ის შეზღუდული წვლილიდან (7%) გამომდინარე, CYP2D6 სუსტი მეტაბოლიზატორის ფენოტიპი სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას ბორტეზომიბის საერთო განაწილებაზე.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა კეტოკონაზოლის, CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის AUC საშუალო ზრდა 35%-ით (CI 90% [1.032-1.772]) 12 პაციენტისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვნენ ახლო მეთვალყურეობის ქვეშ ბორტეზომიბის მიღებისას CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან) ერთად.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა ომეპრაზოლის, CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორის ეფექტი ბორტოზიმიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური ინექციის დროს), ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნა 17 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა რიფამპიცინის, CYP3A4-ის ძლიერი სტიმულატორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის AUC საშუალო კლება 45%-ით 6 პაციენტის მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, ბორტეზომიბის თანმხლები გამოყენება ძლიერ CYP3A4 სტიმულატორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან, ფენობარბიტალთან და კრაზანას პრეპარატებთან) ერთად არ არის რეკომენდებული, რადგანაც ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელ იმავე კვლევაში, რომელშიც შეფასდა დექსამეტაზონის, CYP3A4-ის უფრო სუსტი სტიმულატორის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენური შეყვანილი), ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არ აღინიშნა 7 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით.
პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ, რომელშიც შეფასდა მელფალან-პრედნიზონის ეფექტი ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე (ინტრავენურად შეყვანილი), აჩვენა ბორტეზომიბის საშუალო AUC-ის ზრდა 17%-ით 21 პაციენტის მონაცემების საფუძველზე. ეს კლინიკურად მნიშვნელოვნად არ განიხილება.
კლინიკური კვლევების დროს, ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია იყოს არახშირად და ხშირად დაფიქსირებული დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს. პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებზე მყოფი პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ბორტეზომიბს, საჭიროებდნენ სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგს და მათი ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექციას.
ჭარბი დოზირება
პაციენტებში რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ გადაჭარბება დაკავშირებული იყო სიმპტომატური ჰიპოტენზიის და თრომბოციტოპენიის მწვავედ განვითარებასთან, ფატალური შედეგებით. გულ-სისხლძარღვთა უსაფრთხოების პრეკლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით იხილეთ წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები.
ბორტეზომიბის დოზის გადაჭარბებისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და შესაბამისი დამხმარე თერაპია არტერიული წნევის (მაგალითად სითხეები, პრესორები და/ან ინოტროპული საშუალებები) და სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად (იხილეთ პუნქტები დოზირება და გამოყენების მეთოდი და სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
ზოგადი სიფრთხილის ზომები
ბორტეზომიბი არის ციტოტოქსიური აგენტი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ბორტეზომიბის გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდებულია ხელთათმანების და სხვა დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ბორტეზომიბის გამოყენებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული ასეპტიკური ტექნიკა, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტს.
არსებობს ბორტეზომიბის უნებლიედ ინტრათეკალური შეყვანის ფატალური შემთხვევები. ბორტეზომიბი განკუთვნილია ინტრავენური ან კანქვეშა გამოყენებისთვის. ბორტეზომიბი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკულურად.
აღდგენის ინსტრუქციები
ბორტეზომიბის აღდგენა უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ.
ინტრავენურ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.