ბორტეზომიბი აკორდი
Bortezomib Accord
ბორტეზომიბი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბორტეზომიბს, ე.წ. “პროტეასომების ინჰიბიტორს”. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედების ფუნქციონირების და ზრდის გაკონტროლებაში. უჯრედულ ფუნქციებზე გავლენის მოხდენის გზით, ბორტეზომიბს შეუძლია სიმსივნური უჯრედების განადგურება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ/1,4მლ (2,5მგ/მლ) 1,4მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041866
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2024, მოქმედებს 15 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ბორტეზომიბი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბორტეზომიბი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბორტეზომიბს, ე.წ. “პროტეასომების ინჰიბიტორს”. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედების ფუნქციონირების და ზრდის გაკონტროლებაში. უჯრედულ ფუნქციებზე გავლენის მოხდენის გზით, ბორტეზომიბს შეუძლია სიმსივნური უჯრედების განადგურება.
ბორტეზომიბი აკორდი გამოიყენება მრავლობითი მიელომას (ძვლის ტვინის კიბო) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან:
დამოუკიდებლად ან სხვა მედიკამენტებთან - პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან - კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებთანაც დაავადება პროგრესირებს სულ მცირე ერთი ჩატარებული თერაპიის კურსის მიუხედავად და რომლებისთვისაც ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უშედეგო იყო ან შეუსაბამოა.
მედიკამენტებთან - მელფალანთან და პრედნიზონთან - კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ქიმიოთერაპია მაღალდოზირებული ციტოსტატიკური საშუალებებით ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად შეუსაბამოა.
მედიკამენტებთან, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან, კომბინაციაში პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ნაჩვენებია ქიმიოთერაპია მაღალდოზირებული ციტოსტატიკური საშუალებებით და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ინდუქციური მკურნალობის სახით).
ბორტეზომიბი აკორდი გამოიყენება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან, რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსლპლანტაცია შეუსაბამოა.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბორტეზომიბი აკორდის საჭირო დოზას პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი). ბორტეზომიბი აკორდის სტანდარტული საწყისი დოზაა 1.3 მგ/მ2 კვირაში ორჯერ.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და მკურნალობის ციკლთა საერთო რაოდენობა, რაც დამოკიდებული იქნება მკურნალობის მიმართ პაციენტის რეაგირების ხარისხზე, განვითარებულ გვერდით მოვლენებზე და თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. ღვიძლის პრობლემები).
პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება მონოთერაპიის სახით, პაციენტს დაენიშნება ბორტეზომიბი აკორდის 4 დოზა, ინტრავენურად ან კანქვეშ, 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება 10 დღიანი "შესვენების პერიოდი" მკურნალობის გარეშე. აღნიშნული 21-დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლოა ჩატარდეს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
ბორტეზომიბი აკორდი ასევე შეიძლება დაინიშნოს კომბინირებული თერაპიის სახით, პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად.
ბორტეზომიბი აკორდის პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან კომბინირებული მკურნალობისას, ბორტეზომიბი აკორდი დაინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით, ხოლო 30 მგ/მ2 პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი - ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბი აკორდის ინექციის შემდეგ.
შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21-დღიანი ციკლის სახით, ხოლო 20 მგ დექსამეტაზონი -პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის 21 დღიანი ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს. შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
არანამკურნალები მრავლობითი მიელომა
თუ პაციენტს არ ჩატარებია მურნალობის კურსი მრავლობითი მიელომასთვის და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის შესაბამისი, ბორტეზომიბი აკორდი დაინიშნება ორ სხვა მედიკამენტთან ერთად: მელფალანი და პრედნიზონი.
ამ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 42 დღე (6 კვირა). დაინიშნება 9 ციკლი (54 კვირა).
- 1-4 ციკლში ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება კვირაში ორჯერ 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეს.
- 5-9 ციკლში ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება კვირაში ერთხელ 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ინიშნება პერორალურად, თითოეული ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ პაციენტს არ ჩატარებია მურნალობის კურსი მრავლობითი მიელომასთვის და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ნაჩვენებია, ბორტეზომიბი აკორდი შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად ან კანქვეშ დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თილადომიდთან კომბინაციაში, ინდუქციური თერაპიის სახით.
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21დღიანი მკურნალობის ციკლის სახით, ხოლო 40 მგ დექსამეტაზონი -პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. დაინიშნება არაუმეტეს 4 ციკლი (12 კვირა).
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში, მკურნალობის ციკლი 28 დღიანია (4 კვირა).
დექსამეტაზონი 40 მგ ინიშნება პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს, ხოლო პერორალური თალიდომიდი ყოველდღიურად, პირველი ციკლის საწყის მე-14 დღემდე, 50 მგ დოზით, რომლის კარგად გადატანის შემთხვევაში დოზა გაიზრდება 100 მგ-მდე, მკურნალობის ციკლის 15-28 დღეებში. დოზა შეიძლება კიდევ გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში, მეორე ციკლიდან მოყოლებული. შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 ციკლისა (24 კვირა).
არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მკურნალობა, ბორტეზომიბი აკორდი გაკეთდება ინტრავენურად შემდეგ მედიკამენტებთან ერთად: რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.
ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად, 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება “შესვენების პერიოდი” მკურნალობის გარეშე. მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 21 დღე (3 კვირა). შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
შემდეგი პრეპარატები გამოიყენება ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ყოველი ციკლის პირველ დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით: რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2. პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100 მგ/მ2, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს.
ბორტეზომიბი აკორდის გამოყენების წესი
ბორტეზომიბი აკორდი კეთდება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
ეს პრეპარატი განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის და განზავების შემდეგ ასევე ინტრავენური ინექციისთვის (ვენაში ინექცია). ინტრავენური ინექცია ხორციელდება სწრაფად, დაახლოებით, 3-დან 5 წმ-მდე. კანქვეშ ინექცია ხდება ბარძაყის ან მუცლის არეში.
ბორტეზომიბი აკორდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ვინაიდან პრეპარატი კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. დოზის მოულოდნელი გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი დააკვირდება გვერდით მოვლენებს.
სიფრთხილის ზომები
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ბორტეზომიბის, ბორის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში)
თუ პაციენტს აღენიშნება ფულტვების ან გულის გარკვეული მძიმე ხარისხის პრობლემები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში:
სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
სისხლდენის დარღვევები და/ან თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა სისხლში;
ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება;
გულისწასვლა თავბრუსხვევა ან ვერტიგო წარსულში;
თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები;
წარსულში არსებული დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება კიდურებში (ნეიროპათიის სიმპტომები);
გულის დაავადება ან არტერიული წნევის პრობლემები;
ქოშინი ან ხველა;
გულყრები;
სარტყლისებრი ლიქენი (ლოზალიზებული, მათ შორის თვალის ირგვლის არეში ან გავრცელებული მთელს სხეულზე);
სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, მათ შორის კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა და ქოშინი;
მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების გაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის სერიოზული ინფექციის ნიშნებს და მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი კვლევები და მოახდინოს მონიტორინგი.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზები, რომელთა საშუალებითაც შეუმოწმდება სისხლის უჯრედების რაოდენობა.
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აქვს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და ბორტეზომიბი აკორდთან ერთან ენიშნება ენიშნება პრეპარარტი რიტუქსიმაბი:
თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა ინფიცირებული იყოს ჰეპატიტის ვირუსით ან წარსულში ჰქონია ის. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ B ჰეპატიტი, პროვოცირებულ იქნა მისი ხელახალი გამწვავება, რაც შესაძლოა იყოს ფატალური. მკურნალი ექიმი გულდასმით შეამოწმებს პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ B ჰეპატიტი, რათა გამოირიცხოს აქტიური ინფექციის არსებობა.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ყველა იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ენიშნება ბორტეზომიბი აკორდთან კომბინაციაში. თალიდომიდის გამოყენებისას,უნდა გამოირიცხოს ორსულობა და გამოყენებულ იქნეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდები (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია” ამავე პუნქტში).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არის ცნობილი პრეპარატის გავლენა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფზე.
ბორტეზომიბი აკორდი და სხვა პრეპარატები
პაციენტმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველ პრეპარატებს:
კეტოკონაზოლი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
რიტონავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ
კრაზანა (Hypericum perforatum) - გამოიყენება დეპრესიისთვის ან სხვა მდგომარეობებისთვის
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში, პაციენტებმა (როგორც ქალებმა ასევე მამაკაცებმა) უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების მიუხედავად დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ ძუძუთი კვების განახლების უსაფრთხო ვადების შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ მანკებს და ნაყოფის სიკვდილს. ბორტეზომიბი აკორდის თალიდომიდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ორსულობის პრევენციის თალიდომიდის პროგრამის დაცვა (იხ. თალიდომიდის გამოყენების ინსტრუქცია).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბორტეზომიბი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მხედველობის დაბინდვა. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა ტიპის ტექნიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. ზოგიერთი ეს მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს.
თუ ბორტეზომიბი აკორდი დანიშნულია მრავლობითი მიელომას ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ და ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს:
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე
ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის პრობლემები, სიბრმავე, გულყრები, თავის ტკივილი
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულის ცემის ცვლილებები, მაღალი წნევა, დაღლილობა, გულის წასვლა
ხველა და სუნთქვის დარღვევები ან შებოჭილობა გულმკერდში.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობამ ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. ამიტომ, ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის ყოველი კურსის დაწყებამდე და მიმდინარეობისას, სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზები. შეიძლება დაქვეითდეს შემდეგი უჯრედების რაოდენობა:
თრომბოციტები; შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება სისხლდენების და სისხლჩაქცევების მიმართ, თვალსაჩინო დაზიანების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირის ღრუდან და ღრძილებიდან; სისხლდენა თავის ტვინში ან ღვიძლში);
სისხლის წითელი უჯრედები; შეიძლება განვითარდეს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე;
სისხლის თეთრი უჯრედები; შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება ინფექციებისადმი ან გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი.
მრავლობითი მიელომის ჩვენებით ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის პერიოდში, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
მგრძნობელობის მომატება, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო
სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
გულისრევა ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: მისი განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს დამატებითი პრეპარატი დიარეის სამკურნალოდ
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის უეცარი დაცემა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლის შეგრძნება
მაღალი არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება, სისუსტის შეგრძნება ან ცნობიერების დაკარგვა
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სარტყლისებრი ლიქენი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
სხვადასხვა სახის გამონაყარი
კანის ქავილი, სიმაგრეები კანზე ან კანის სიმშრალე
სახის შეწითლება ან მცირე კაპილარების მთლიანობის დარღვევა
კანის სიწითლე
გაუწყლოვნება
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
ღვიძლის ფუნქციონირების ცვლილება
პირის ღრუს ან ტუჩის ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს დაწყლულება ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოს დაკარგვა
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აჟიტირება, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, დეზორიენტაცია
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების გარშემო და სხეულის სხვა ნაწილების
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან შემცირება
თირკმელების უკმარისობა
ვენის ანთება, სისხლის თრომბების წარმოქმნა ვენებსა და ფილტვებში
სისხლის შედედების პრობლემები
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება
გულის გარშემო გარსის ანთება ან სითხის დაგროვება გულის გარშემო არეში
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპესის ინფექციები, ყურის ინფექცია და ცელულიტი
სისხლიანი განავალი, ან სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, მაგალითად, პირიდან, საშოდან
ცერებროვასკულური დარღვევები
დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები, პათოლოგიური ან შეცვლილი, ან დაქვეითებული შეგრძნებები (ტაქტილური, სმენითი, გემოს, სუნის), ყურადღების დარღვევა, კანკალი, კუნთების უნებლიე მოძრაობა
ართრიტი, მათ შორის სახსრების ანთება ხელის და ფეხის თითებში და ყბაში
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფილტვების ფუნქციაზე, ხელს უშლიან ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას, სუნთქვის უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაში, ზედაპირულ სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას ან გაჩერებას, მსტვინავ სუნთქვას
სლოკინი, მეტყველების დარღვევები
შარდის წარმოქმნის მატება ან დაქვეითება (თირკმლის დაზიანების გამო), მტკივნეული შარდვა, სისხლი/ცილა შარდში, სითხის შეკავება
ცნობიერების შეცვლილი დონე, ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დარღვევა ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში ხმაური, დისკომფორტი ყურებში
ჰორმონალური დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა
ინსულინის წარმოქმნის დაქვეითება ან ინსულინის მიმართ რეზისტენტობა
თვალების გაღიზიანება ან ანთება, თვალების ჭარბი სისველე, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ინფექციები, ქუთუთოს კისტა (ქალაზიონი), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, თვალებიდან გამონადენი, პათოლოგიური მხედველობა, თვალიდან სისხლდენა
ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
სახსრების ან კუნთების რიგიდობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის პათოლოგიური სტრუქტურა
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
ტკივილი პირის ღრუში
პირის ღრუს დაწყლულება, პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ინფექციები ან ანთება, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, კუჭის მოქმედების დაქვეითება (მათ შორის ბლოკირება), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება
კანის ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
კბილის ინფექცია
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია
სასქესო ორგანოების ტკივილი, ერექციის პრობლემა
წონის მომატება
წყურვილი
ჰეპატიტი
ინექციის ადგილთან ან საინექციო მოწყობილობასთან დაკავშირებული დარღვევები
კანისმიერი რეაქციები და დარღვევები (რაც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში), კანის დაწყლულება
სისხლჩაქცევები, დაცემა და დაზიანებები
სისხლძარღვების ანთება ან ჰემორაგია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც პატარა, წითელი ან მეწამული წერტილები (ჩვეულებრივ ფეხებზე) კანის ან ქსოვილის ქვეშ, დიდი ზომის სისხლჩაქცევების მსგავსი ლაქებით
კეთილთვისებიანი კისტები
თავის ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს გულყრებს, არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცნობიერების დაბინდვას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
გულის პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, სტენოკარდია
ნერვის სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
ალები
ვენების ფერის ცვლილება
ზურგის ნერვის ანთება
ყურის პრობლემები, სისხლდენა ყურიდან
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება
ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები)
ნაწლავის ფუნქციის ცვლილებები ან პათოლოგიური ფუნქცია
სისხლდენა თავის ტვინში
თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევას/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანიდან წამოწეულ სიმაგრეებს, სახის, ტუჩებს, ენის და /ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
სარძევე ჯირკვლების დარღვევები
საშოს ლაცერაცია
სასქესო მიდამოს შეშუპება
ალკოჰოლის აუტალობა
სხეულის მასის დაკარგვა, ან კუნთების განლევა
მადის მომატება
ფისტულა
სახსრებიდან გამონაჟონი
კისტები სახსრების ამომფენ შრეში (სინოვიალური ცისტები)
მოტეხილობა
კუნთების ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვა გართულებებს
ღვიძლის შეშუპება, ღვიძლიდან სისხლდენა
თირკმლის კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის მდგომარეობა
კანის კიბო
კანის სიფერმკრთალე
სისხლში თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედის ტიპის) რაოდენობის მომატება
სისხლის თრომბები მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
სისხლის გადასხმისადმი პათოლოგიური რეაქცია
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
ლიბიდოს დაქვეითება
ნერწყვდენა
თვალების პროტრუზია
მგრძნობელობის მატება სინათლის მიმართ
აჩქარებული სუნთქვა
რექტალური არის ტკივილი
ნაღველკენჭოვანი დაავადება
თიაქარი
დაზიანებები
მყიფე ან სუსტი ფრჩხილები
ცილის პათოლოგიური დეპოზიტები სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლულები
პოლიორგანული უკმარისობა
სიკვდილი
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ჩვენებით ბორტეზომიბი აკორდით კომბინირებული მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

პნევმონია
მადის დაკარგვა
მგრძნობელობის მატება, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო
გულისრევა და ღებინება
დიარეა
პირის ღრუს წყლულები
ყაბზობა

ჰერპესის ვირუსული ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
ინსულინის წარმოქმნის დაქვეითება ან ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა
სითხის შეკავება
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები
ცნობიერების დაკარგვა
ცნობიერების შეცვლილი დონე, ცნობიერების დაბინდვა
თავბრუსხვევის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, ოფლიანობა,
მხედველობის პათოლოგია, მხედველობის დაბინდვა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის არის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან შემცირება
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი დაცემა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა
სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
ხველა
სლოკინი
ყურებში ხმაური, დისკომფორტი
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
გულძმარვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის გაძნელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
პირის ღრუს ან ტუჩის ტკივილი, ყელის ტკივილი
ღვიძლის ფუნქციის შეცვლა
ქავილი
კანის სიწითლე
გამონაყარი
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექცია
ტკივილი კიდურებში
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების და სხეულის სხვა ნაწილების
კანკალი
სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება
წონის დაკლება

სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნებიც შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევას/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანიდან წამოწეულ სიმაგრეებს, სახის, ტუჩებს, ენის და /ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, დაცემას
მოძრაობის დარღვევები, დამბლა, უნებლიე მოძრაობა
ვერტიგო
სმენის დაქვეითება, სიყრუე

სისხლის თრომბების წარმოქმნა ფილტვებში
სიყვითლე (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა )
ქუთუთოს კვანძი (ქალაზიონი), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება

სისხლის თრომბები წვრილ სისხძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
ნერვების სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში - ალ. იეროზოლიმსკიე 181C, PL-02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
შემადგენლობა
ბორტეზომიბი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბორტეზომიბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მლ ან 1.4 მლ საინექციო ხსნარს, 2.5 მგ ბორტეზომიბის შემცველობით (მანიტოლის ბორისმჟავის ეთერის სახით).
დამხმარე ნივთიერებიებია მანიტოლი (E421) და საინექციო წყალი.
ინტრავენური გამოყენება:
განზავების შემდეგ, 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს.
კანქვეშა გამოყენება:
1 მლ ხსნარი შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბორტეზომიბი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე “EXP” შემდეგ (
ინახება მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე).
სინათლისგან დასაცავად ფლაკონი ინახება თავისივე კოლოფში.
განზავებული ხსნარი
1 მგ/მლ კონცენტრაციით განზავებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 სთ-ის განმავლობაში, 20-25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობებით დაბინძურებას, განზავებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და ვადებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ბორტეზომიბი აკორდი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაგდებულ იქნეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
ინფორმაცია პოლონურ, რუმინულ და ჩეხურ ენებზე იდენტურია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ბორტეზომიბი აკორდი 2.5 მგ/მლ საინექციო ხსნარი
ბორტეზომიბი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის, მათ შორის, ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ.Nნაწილი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბორტეზომიბი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბორტეზომიბი აკორდის გამოყენებამდე
ბორტეზომიბი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბორტეზომიბი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ბორტეზომიბი აკორდი და მისი გამოყენება
ბორტეზომიბი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბორტეზომიბს, ე.წ. “პროტეასომების ინჰიბიტორს”. პროტეასომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედების ფუნქციონირების და ზრდის გაკონტროლებაში. უჯრედულ ფუნქციებზე გავლენის მოხდენის გზით, ბორტეზომიბს შეუძლია სიმსივნური უჯრედების განადგურება.
ბორტეზომიბი აკორდი გამოიყენება მრავლობითი მიელომას (ძვლის ტვინის კიბო) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან:
დამოუკიდებლად ან სხვა მედიკამენტებთან - პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან - კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებთანაც დაავადება პროგრესირებს სულ მცირე ერთი ჩატარებული თერაპიის კურსის მიუხედავად და რომლებისთვისაც ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია უშედეგო იყო ან შეუსაბამოა.
მედიკამენტებთან - მელფალანთან და პრედნიზონთან - კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ქიმიოთერაპია მაღალდოზირებული ციტოსტატიკური საშუალებებით ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციასთან ერთად შეუსაბამოა.
მედიკამენტებთან, დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან, კომბინაციაში პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ნაჩვენებია ქიმიოთერაპია მაღალდოზირებული ციტოსტატიკური საშუალებებით და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ინდუქციური მკურნალობის სახით).
ბორტეზომიბი აკორდი გამოიყენება მანტიის უჯრედოვანი ლიმფომას (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს) სამკურნალოდ 18 წლის ასაკიდან, რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან კომბინაციაში, პაციენტებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩატარებული თერაპიის კურსი და რომელთათვისაც ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსლპლანტაცია შეუსაბამოა.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბორტეზომიბი აკორდის გამოყენებამდე
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ბორტეზომიბის, ბორის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში)
თუ პაციენტს აღენიშნება ფულტვების ან გულის გარკვეული მძიმე ხარისხის პრობლემები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში:
სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება;
სისხლდენის დარღვევები და/ან თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა სისხლში;
ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება;
გულისწასვლა თავბრუსხვევა ან ვერტიგო წარსულში;
თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის პრობლემები;
წარსულში არსებული დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება კიდურებში (ნეიროპათიის სიმპტომები);
გულის დაავადება ან არტერიული წნევის პრობლემები;
ქოშინი ან ხველა;
გულყრები;
სარტყლისებრი ლიქენი (ლოზალიზებული, მათ შორის თვალის ირგვლის არეში ან გავრცელებული მთელს სხეულზე);
სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები, მათ შორის კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა და ქოშინი;
მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების გაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის სერიოზული ინფექციის ნიშნებს და მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი კვლევები და მოახდინოს მონიტორინგი.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზები, რომელთა საშუალებითაც შეუმოწმდება სისხლის უჯრედების რაოდენობა.
უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აქვს მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა და ბორტეზომიბი აკორდთან ერთან ენიშნება ენიშნება პრეპარარტი რიტუქსიმაბი:
თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა ინფიცირებული იყოს ჰეპატიტის ვირუსით ან წარსულში ჰქონია ის. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ B ჰეპატიტი, პროვოცირებულ იქნა მისი ხელახალი გამწვავება, რაც შესაძლოა იყოს ფატალური. მკურნალი ექიმი გულდასმით შეამოწმებს პაციენტებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ B ჰეპატიტი, რათა გამოირიცხოს აქტიური ინფექციის არსებობა.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ყველა იმ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ენიშნება ბორტეზომიბი აკორდთან კომბინაციაში. თალიდომიდის გამოყენებისას,უნდა გამოირიცხოს ორსულობა და გამოყენებულ იქნეს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდები (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია” ამავე პუნქტში).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არის ცნობილი პრეპარატის გავლენა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფზე.
ბორტეზომიბი აკორდი და სხვა პრეპარატები
პაციენტმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი აქტიური ნივთიერების შემცველ პრეპარატებს:
კეტოკონაზოლი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
რიტონავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
რიფამპიცინი - ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ
კრაზანა (Hypericum perforatum) - გამოიყენება დეპრესიისთვის ან სხვა მდგომარეობებისთვის
პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები
ორსულობა და ლაქტაცია
ბორტეზომიბი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში, პაციენტებმა (როგორც ქალებმა ასევე მამაკაცებმა) უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების მიუხედავად დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ ძუძუთი კვების განახლების უსაფრთხო ვადების შესახებ პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ მანკებს და ნაყოფის სიკვდილს. ბორტეზომიბი აკორდის თალიდომიდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ორსულობის პრევენციის თალიდომიდის პროგრამის დაცვა (იხ. თალიდომიდის გამოყენების ინსტრუქცია).
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ბორტეზომიბი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მხედველობის დაბინდვა. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა ტიპის ტექნიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
- ბორტეზომიბი აკორდის გამოყენების წესი
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბორტეზომიბი აკორდის საჭირო დოზას პაციენტის სიმაღლისა და წონის მიხედვით (სხეულის ზედაპირის ფართობი). ბორტეზომიბი აკორდის სტანდარტული საწყისი დოზაა 1.3 მგ/მ2 კვირაში ორჯერ.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და მკურნალობის ციკლთა საერთო რაოდენობა, რაც დამოკიდებული იქნება მკურნალობის მიმართ პაციენტის რეაგირების ხარისხზე, განვითარებულ გვერდით მოვლენებზე და თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. ღვიძლის პრობლემები).
პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება მონოთერაპიის სახით, პაციენტს დაენიშნება ბორტეზომიბი აკორდის 4 დოზა, ინტრავენურად ან კანქვეშ, 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება 10 დღიანი "შესვენების პერიოდი" მკურნალობის გარეშე. აღნიშნული 21-დღიანი პერიოდი (3 კვირა) შეესაბამება მკურნალობის ერთ ციკლს. შესაძლოა ჩატარდეს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
ბორტეზომიბი აკორდი ასევე შეიძლება დაინიშნოს კომბინირებული თერაპიის სახით, პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად.
ბორტეზომიბი აკორდის პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან კომბინირებული მკურნალობისას, ბორტეზომიბი აკორდი დაინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით, ხოლო 30 მგ/მ2 პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი - ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის მე-4 დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით, ბორტეზომიბი აკორდის ინექციის შემდეგ.
შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21-დღიანი ციკლის სახით, ხოლო 20 მგ დექსამეტაზონი -პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის 21 დღიანი ციკლის 1-ელ, მე-2, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 დღეს. შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
არანამკურნალები მრავლობითი მიელომა
თუ პაციენტს არ ჩატარებია მურნალობის კურსი მრავლობითი მიელომასთვის და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ არის შესაბამისი, ბორტეზომიბი აკორდი დაინიშნება ორ სხვა მედიკამენტთან ერთად: მელფალანი და პრედნიზონი.
ამ შემთხვევაში, მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 42 დღე (6 კვირა). დაინიშნება 9 ციკლი (54 კვირა).
- 1-4 ციკლში ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება კვირაში ორჯერ 1-ელ, მე-4, მე-8, მე-11, 22-ე, 25-ე, 29-ე და 32-ე დღეს.
- 5-9 ციკლში ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება კვირაში ერთხელ 1-ელ, მე-8, 22-ე და 29-ე დღეებში.
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2) ინიშნება პერორალურად, თითოეული ციკლის პირველი კვირის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ პაციენტს არ ჩატარებია მურნალობის კურსი მრავლობითი მიელომასთვის და ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ნაჩვენებია, ბორტეზომიბი აკორდი შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად ან კანქვეშ დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თილადომიდთან კომბინაციაში, ინდუქციური თერაპიის სახით.
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება დექსამეტაზონთან კომბინაციაში, ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად ან კანქვეშ, 21დღიანი მკურნალობის ციკლის სახით, ხოლო 40 მგ დექსამეტაზონი -პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს. დაინიშნება არაუმეტეს 4 ციკლი (12 კვირა).
როცა ბორტეზომიბი აკორდი კეთდება თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან კომბინაციაში, მკურნალობის ციკლი 28 დღიანია (4 კვირა).
დექსამეტაზონი 40 მგ ინიშნება პერორალურად, ბორტეზომიბი აკორდის28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 დღეს, ხოლო პერორალური თალიდომიდი ყოველდღიურად, პირველი ციკლის საწყის მე-14 დღემდე, 50 მგ დოზით, რომლის კარგად გადატანის შემთხვევაში დოზა გაიზრდება 100 მგ-მდე, მკურნალობის ციკლის 15-28 დღეებში. დოზა შეიძლება კიდევ გაიზარდოს 200 მგ-მდე დღეში, მეორე ციკლიდან მოყოლებული. შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 6 ციკლისა (24 კვირა).
არანამკურნალები მანტიის უჯრედოვანი ლიმფომა
თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მკურნალობა, ბორტეზომიბი აკორდი გაკეთდება ინტრავენურად შემდეგ მედიკამენტებთან ერთად: რიტუქსიმაბი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პრედნიზონი.
ბორტეზომიბი აკორდი ინიშნება ინტრავენურად, 1-ელ, მე-4, მე-8 და მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება “შესვენების პერიოდი” მკურნალობის გარეშე. მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობაა 21 დღე (3 კვირა). შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 8 ციკლი (24 კვირა).
შემდეგი პრეპარატები გამოიყენება ბორტეზომიბი აკორდის 21-დღიანი მკურნალობის ყოველი ციკლის პირველ დღეს, ინტრავენური ინფუზიის სახით: რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750 მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50 მგ/მ2. პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100 მგ/მ2, ციკლის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს.
ბორტეზომიბი აკორდის გამოყენების წესი
ბორტეზომიბი აკორდი კეთდება ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების გამოცდილების მქონე ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
ეს პრეპარატი განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის და განზავების შემდეგ ასევე ინტრავენური ინექციისთვის (ვენაში ინექცია). ინტრავენური ინექცია ხორციელდება სწრაფად, დაახლოებით, 3-დან 5 წმ-მდე. კანქვეშ ინექცია ხდება ბარძაყის ან მუცლის არეში.
ბორტეზომიბი აკორდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ვინაიდან პრეპარატი კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ, დოზის გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის. დოზის მოულოდნელი გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი დააკვირდება გვერდით მოვლენებს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. ზოგიერთი ეს მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს.
თუ ბორტეზომიბი აკორდი დანიშნულია მრავლობითი მიელომას ან მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ და ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს:
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე
ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დაქვეითება ან მხედველობის პრობლემები, სიბრმავე, გულყრები, თავის ტკივილი
ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულის ცემის ცვლილებები, მაღალი წნევა, დაღლილობა, გულის წასვლა
ხველა და სუნთქვის დარღვევები ან შებოჭილობა გულმკერდში.
ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობამ ძალიან ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება. ამიტომ, ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის ყოველი კურსის დაწყებამდე და მიმდინარეობისას, სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით პაციენტს რეგულარულად ჩაუტარდება სისხლის ანალიზები. შეიძლება დაქვეითდეს შემდეგი უჯრედების რაოდენობა:
თრომბოციტები; შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება სისხლდენების და სისხლჩაქცევების მიმართ, თვალსაჩინო დაზიანების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირის ღრუდან და ღრძილებიდან; სისხლდენა თავის ტვინში ან ღვიძლში);
სისხლის წითელი უჯრედები; შეიძლება განვითარდეს ანემია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე;
სისხლის თეთრი უჯრედები; შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება ინფექციებისადმი ან გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი.
მრავლობითი მიელომის ჩვენებით ბორტეზომიბი აკორდით მკურნალობის პერიოდში, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
მგრძნობელობის მომატება, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანზე, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო
სისხლის წითელი უჯრედების და/ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
გულისრევა ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: მისი განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს დამატებითი პრეპარატი დიარეის სამკურნალოდ
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის უეცარი დაცემა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლის შეგრძნება
მაღალი არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება, სისუსტის შეგრძნება ან ცნობიერების დაკარგვა
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სარტყლისებრი ლიქენი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
სხვადასხვა სახის გამონაყარი
კანის ქავილი, სიმაგრეები კანზე ან კანის სიმშრალე
სახის შეწითლება ან მცირე კაპილარების მთლიანობის დარღვევა
კანის სიწითლე
გაუწყლოვნება
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
ღვიძლის ფუნქციონირების ცვლილება
პირის ღრუს ან ტუჩის ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს დაწყლულება ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოს დაკარგვა
კუნთების სპაზმები, კუნთების სისუსტე, ტკივილი კიდურებში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აჟიტირება, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, დეზორიენტაცია
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების გარშემო და სხეულის სხვა ნაწილების
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან შემცირება
თირკმელების უკმარისობა
ვენის ანთება, სისხლის თრომბების წარმოქმნა ვენებსა და ფილტვებში
სისხლის შედედების პრობლემები
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება
გულის გარშემო გარსის ანთება ან სითხის დაგროვება გულის გარშემო არეში
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექციები, გრიპი, ჰერპესის ინფექციები, ყურის ინფექცია და ცელულიტი
სისხლიანი განავალი, ან სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, მაგალითად, პირიდან, საშოდან
ცერებროვასკულური დარღვევები
დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები, პათოლოგიური ან შეცვლილი, ან დაქვეითებული შეგრძნებები (ტაქტილური, სმენითი, გემოს, სუნის), ყურადღების დარღვევა, კანკალი, კუნთების უნებლიე მოძრაობა
ართრიტი, მათ შორის სახსრების ანთება ხელის და ფეხის თითებში და ყბაში
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფილტვების ფუნქციაზე, ხელს უშლიან ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას, სუნთქვის უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაში, ზედაპირულ სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას ან გაჩერებას, მსტვინავ სუნთქვას
სლოკინი, მეტყველების დარღვევები
შარდის წარმოქმნის მატება ან დაქვეითება (თირკმლის დაზიანების გამო), მტკივნეული შარდვა, სისხლი/ცილა შარდში, სითხის შეკავება
ცნობიერების შეცვლილი დონე, ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დარღვევა ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში ხმაური, დისკომფორტი ყურებში
ჰორმონალური დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის შეწოვაზე
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა
ინსულინის წარმოქმნის დაქვეითება ან ინსულინის მიმართ რეზისტენტობა
თვალების გაღიზიანება ან ანთება, თვალების ჭარბი სისველე, თვალების ტკივილი, თვალების სიმშრალე, თვალების ინფექციები, ქუთუთოს კისტა (ქალაზიონი), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, თვალებიდან გამონადენი, პათოლოგიური მხედველობა, თვალიდან სისხლდენა
ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
სახსრების ან კუნთების რიგიდობა, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის პათოლოგიური სტრუქტურა
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
ტკივილი პირის ღრუში
პირის ღრუს დაწყლულება, პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ინფექციები ან ანთება, ზოგჯერ ასოცირებული ტკივილთან ან სისხლდენასთან, კუჭის მოქმედების დაქვეითება (მათ შორის ბლოკირება), მუცლის ან საყლაპავის დისკომფორტი, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება
კანის ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
კბილის ინფექცია
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია
სასქესო ორგანოების ტკივილი, ერექციის პრობლემა
წონის მომატება
წყურვილი
ჰეპატიტი
ინექციის ადგილთან ან საინექციო მოწყობილობასთან დაკავშირებული დარღვევები
კანისმიერი რეაქციები და დარღვევები (რაც შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში), კანის დაწყლულება
სისხლჩაქცევები, დაცემა და დაზიანებები
სისხლძარღვების ანთება ან ჰემორაგია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც პატარა, წითელი ან მეწამული წერტილები (ჩვეულებრივ ფეხებზე) კანის ან ქსოვილის ქვეშ, დიდი ზომის სისხლჩაქცევების მსგავსი ლაქებით
კეთილთვისებიანი კისტები
თავის ტვინის მძიმე შექცევადი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს გულყრებს, არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცნობიერების დაბინდვას, სიბრმავეს ან მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
გულის პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, სტენოკარდია
ნერვის სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
ალები
ვენების ფერის ცვლილება
ზურგის ნერვის ანთება
ყურის პრობლემები, სისხლდენა ყურიდან
ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის დაქვეითება
ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ბლოკირებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომები)
ნაწლავის ფუნქციის ცვლილებები ან პათოლოგიური ფუნქცია
სისხლდენა თავის ტვინში
თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევას/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანიდან წამოწეულ სიმაგრეებს, სახის, ტუჩებს, ენის და /ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, კოლაფსი
სარძევე ჯირკვლების დარღვევები
საშოს ლაცერაცია
სასქესო მიდამოს შეშუპება
ალკოჰოლის აუტალობა
სხეულის მასის დაკარგვა, ან კუნთების განლევა
მადის მომატება
ფისტულა
სახსრებიდან გამონაჟონი
კისტები სახსრების ამომფენ შრეში (სინოვიალური ცისტები)
მოტეხილობა
კუნთების ბოჭკოების დაშლა, რაც იწვევს სხვა გართულებებს
ღვიძლის შეშუპება, ღვიძლიდან სისხლდენა
თირკმლის კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის მდგომარეობა
კანის კიბო
კანის სიფერმკრთალე
სისხლში თრომბოციტების ან პლაზმური უჯრედების (თეთრი უჯრედის ტიპის) რაოდენობის მომატება
სისხლის თრომბები მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
სისხლის გადასხმისადმი პათოლოგიური რეაქცია
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
ლიბიდოს დაქვეითება
ნერწყვდენა
თვალების პროტრუზია
მგრძნობელობის მატება სინათლის მიმართ
აჩქარებული სუნთქვა
რექტალური არის ტკივილი
ნაღველკენჭოვანი დაავადება
თიაქარი
დაზიანებები
მყიფე ან სუსტი ფრჩხილები
ცილის პათოლოგიური დეპოზიტები სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლულები
პოლიორგანული უკმარისობა
სიკვდილი
მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის ჩვენებით ბორტეზომიბი აკორდით კომბინირებული მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
პნევმონია
მადის დაკარგვა
მგრძნობელობის მატება, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, ნერვის დაზიანების გამო
გულისრევა და ღებინება
დიარეა
პირის ღრუს წყლულები
ყაბზობა
კუნთების ტკივილი, ძვლის ტკივილი
თმის ცვენა და თმის პათოლოგიური სტრუქტურა
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
ცხელება
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
სარტყლისებრი ლიქენი (ლოკალიზებული თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
ჰერპესის ვირუსული ინფექციები
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები
რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია)
ინსულინის წარმოქმნის დაქვეითება ან ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა
სითხის შეკავება
ძილის გაძნელება ან ძილის პრობლემები
ცნობიერების დაკარგვა
ცნობიერების შეცვლილი დონე, ცნობიერების დაბინდვა
თავბრუსხვევის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა, მაღალი წნევა, ოფლიანობა,
მხედველობის პათოლოგია, მხედველობის დაბინდვა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გულმკერდის არის ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება ან შემცირება
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი დაცემა წამოდგომისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისწასვლა
სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას
ხველა
სლოკინი
ყურებში ხმაური, დისკომფორტი
სისხლდენა ნაწლავებიდან ან კუჭიდან
გულძმარვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის გაძნელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
პირის ღრუს ან ტუჩის ტკივილი, ყელის ტკივილი
ღვიძლის ფუნქციის შეცვლა
ქავილი
კანის სიწითლე
გამონაყარი
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექცია
ტკივილი კიდურებში
სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების და სხეულის სხვა ნაწილების
კანკალი
სიწითლე და ტკივილი ინექციის ადგილზე
ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება
წონის დაკლება
წონის მომატება
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
ჰეპატიტი
სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი), რომლის ნიშნებიც შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან გულმკერდის შებოჭილობას და/ან თავბრუსხვევას/სისუსტის შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანიდან წამოწეულ სიმაგრეებს, სახის, ტუჩებს, ენის და /ან ყელის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება, დაცემას
მოძრაობის დარღვევები, დამბლა, უნებლიე მოძრაობა
ვერტიგო
სმენის დაქვეითება, სიყრუე
დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფილტვების ფუნქციაზე, ხელს უშლიან ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას, სუნთქვის უკმარისობას მოსვენებულ მდგომარეობაში, ზედაპირულ სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას ან გაჩერებას, მსტვინავ სუნთქვას
სისხლის თრომბების წარმოქმნა ფილტვებში
სიყვითლე (კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა )
ქუთუთოს კვანძი (ქალაზიონი), ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)
სისხლის თრომბები წვრილ სისხძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
ნერვების სერიოზული ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სუნთქვის გაძნელება (გიენ-ბარეს სინდრომი)
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში - ალ. იეროზოლიმსკიე 181C, PL-02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- ბორტეზომიბი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბორტეზომიბი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე “EXP” შემდეგ (
ინახება მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე).
სინათლისგან დასაცავად ფლაკონი ინახება თავისივე კოლოფში.
განზავებული ხსნარი
1 მგ/მლ კონცენტრაციით განზავებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 სთ-ის განმავლობაში, 20-25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობებით დაბინძურებას, განზავებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებზე და ვადებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ბორტეზომიბი აკორდი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაგდებულ იქნეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ბორტეზომიბი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბორტეზომიბი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 მლ ან 1.4 მლ საინექციო ხსნარს, 2.5 მგ ბორტეზომიბის შემცველობით (მანიტოლის ბორისმჟავის ეთერის სახით).
დამხმარე ნივთიერებიებია მანიტოლი (E421) და საინექციო წყალი.
ინტრავენური გამოყენება:
განზავების შემდეგ, 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მგ ბორტეზომიბს.
კანქვეშა გამოყენება:
1 მლ ხსნარი შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ბორტეზომიბი აკორდის საინექციო ხსნარი გამჭვირვალე, უფერო ხსნარია.
გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რეზინის ნაცრისფერი საცობით და ალუმინის თავსახურით, ნარინჯისფერი სახურავით, შეიცავს 1 მლ ხსნარს.
გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რეზინის ნაცრისფერი საცობით და ალუმინის თავსახურით, წითელი სახურავით, შეიცავს 1.4 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომები:
1 ფლაკონი, 1 მლ
4 ფლაკონი, 1 მლ
1 ფლაკონი, 1.4 მლ
4 ფლაკონი, 1.4 მლ
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare S.L.U.
World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,
Edifici Est 6ª planta,
08039 Barcelona,
Spain
აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,
ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,
08039 ბარსელონა,
ესპანეთი
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ინსტრუქციის განახლების უკანასკნელი თარიღი: 07/2021
ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის.
შენიშვნა: ბორტეზომიბი აკორდი ციტოტქსიკური საშუალებაა. ამრიგად, მისი მომზადების და განზავებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. რეკომენდებულია ხელთათმანების და სხვა დამცავი ტანსაცმლის გამოყენება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. ორსულმა პერსონალმა არ უნდა მოამზადოს პრეპარატი.
ბორტეზომიბი აკორდის მოზადების მთელი პროცესის დროს საჭიროა მკაცრი ასეპტიკური პირობების დაცვა, ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ბორტეზომიბი 2.5 მგ/მლ საინექციო ხსნარი განკუთვნილია კანქვეშა ან ინტრავენური ინექციისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვა გზით შეყვანა. ინტრათეკალური გზით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
- ინტრავენური ინექციისთვის მომზადება
- 1 2.5 მგ/1 მლ ფლაკონის მომზადება: დაამატეთ 1.6 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ფლაკონში.
- 5 მგ/1.4 მლ ფლაკონის მომზადება: დაამატეთ 2.2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი (0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ფლაკონში.
თითოეული ფლაკონი ზედმეტად შეიცავს 0.1 მლ ხსნარს. ამიტომ, თითოეული 1 მლ და 1.4 მლ ფლაკონი შესაბამისად შეიცავს 2.75 მგ და 3.75 მგ ბორტეზომიბს.
მიღებული ხსნარის კონცენტრაცია იქნება 1 მგ/მლ. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო.
- 2 შეყვანამდე, ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მინარევების და ფერის ცვლილების გამოსარიცხად. ხილული ნაწილაკების ან ფერის ცვლილების არსებობის შემთხვევაში, ხსნარი უნდა გადაიღვაროს. დარწმუნდით, რომ მიღებულია ინტრავენური ინექციისთვის საჭირო დოზა (1 მგ/მლ).
განზავებული ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და გამოყენებულ უნდა იქნეს მომზადებისთანავე. თუმცა,, ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 სთ-ის განმავლობაში 20-25°C ტემპერატურაზე, განზავებული მედიკამენტის შენახვის მთლიანმა დრომ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს გაკეთებამდე. თუ განზავებული ხსნარის გამოყენება არ ხდება დაუყოვნებლივ, შენახვის პირობებზე და ვადებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განზავებული ხსნარი არ საჭიროებს სინათლისგან დაცვას.
- ინტრავენური ინექცია
- 1 განზავების შემდეგ, ამოიღეთ განზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა, გამოთვლილი პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
- 2 გამოყენებამდე დააზუსტეთ შპრიცში არსებული დოზა და კონცენტრაცია (დარწმუნდით, რომ შპრიცი განკუთვნილია ინტრავენური ინექციისთვის).
- 3 მოახდინეთ ხსნარის ინექცია ბოლუსურად, 3-5 წამის განმავლობაში, პერიფერიული ან ცენტრალური ვენის კათეტერში.
- 4 ჩარეცხეთ პერიფერიული ან ცენტრალური ვენის კათეტერი ფიზიოლოგიური ხსნარით (0.9% ნატრიუმის ქლორიდი).
- მომზადება კანქვეშა ინექციისთვის
- 1 ბორტეზომიბის საინექციო ხსნარი უკვე მზა მდგომარეობაშია კანქვეშ შესაყვანად. ხსნარის კონცენტრაციაა 2.5 მგ/მლ. ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა.
- 2 შეყვანამდე, ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მინარევების და ფერის ცვლილების გამოსარიცხად. ხილული ნაწილაკების ან ფერის ცვლილების არსებობის შემთხვევაში, ხსნარი უნდა გადაიღვაროს. დარწმუნდით, რომ შერჩეულია კანქვეშა ინექციისთვის საჭირო დოზა (2.5 მგ/მლ).
- 3 პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და გამოყენებულ უნდა იქნეს შპრიციდან ხსნარის საჭირო რაოდენობის ამოღებისთანავე.
- 4 მომზადების და შეყვანის პროცესში მედიკამენტის სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის.
- კანქვეშა ინექცია
- 1 ამოიღეთ განზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა, გამოთვლილი პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.
- 2 გამოყენებამდე დააზუსტეთ შპრიცში არსებული დოზა და კონცენტრაცია (დარწმუნდით, რომ შპრიცი განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის).
- 3 შეიყვანეთ ხსნარი კანქვეშ, ნემსის 45-90° კუთხიანი დახრით.
- 4 ხსნარი შეიყვანება კანქვეშ, ბარძაყის (მარჯვენა ან მარცხენა) ან მუცლის (მარჯვენა ან მარცხენა ნაწილის) არეში.
- 5 საინექციო მიდამო უნდა იცვლებოდეს ყოველი ახალი ინექციისთვის.
- 6 ბორტეზომიბის კანქვეშა ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაკლებად კონცენტრირებული ბორტეზომიბის ხსნარი (1 მგ/მლ 2.5 მგ/მლ-ის ნაცვლად) ან საინექციოდ შეირჩეს სხვა ალტერნატიული მიდამო.
- უტილიზაცია
ფლაკონი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა და ნარჩენი ხსნარი უნდა იქნეს გადაგდებული.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.