BİEMİB (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თეთრი ან მოთეთრო ფხვნილის სახით 10 მლ-იანი ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც 3.5 მგ ბორტეზომიბს შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბორტეზომიბი (bortezomib)
- ფორმა და შეფუთვა
- 3,5მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო და კანქვეშ შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეაზომის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L01XG01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0654
- რეგისტრირებულია
- 9 თებერვალი 2024, მოქმედებს 9 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ბიემიბი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
BİEMİB (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თეთრი ან მოთეთრო ფხვნილის სახით 10 მლ-იანი ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც 3.5 მგ ბორტეზომიბს შეიცავს.
BİEMİB წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს ერთი უფერო 10 მლ I ტიპის მინის ფლაკონს ნაცრისფერი ფერის ბრომობუტილის რეზინის საცობზე დამაგრებული ლურჯი ფერის Alu-PP flip-off თავსახურით.
BİEMİB მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ქიმიოთერაპიის მედიკამენტები" (ანტინეოპლასტიკა).
BİEMİB შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბორტეზომიბს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "პროტეაზომის ინჰიბიტორი". პროტეაზომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. ბორტეზომიბს შეუძლია მოკლას კიბოს უჯრედები მათი უჯრედული ფუნქციების დაბლოკვით. BİEMİB გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბოს ერთერთი ტიპი) სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
იგი გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთა დაავადება გაუარესდა (პროგრესიული) მინიმუმ ერთი წინა მკურნალობის შემდეგ და რომელთა სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარუმატებელი აღმოჩნდა ან არ არის შესაფერისი ამისთვის.
იგი გამოიყენება მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად კომპინირებულად იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მკურნალობა და რომლებიც არ არიან შესაფერისი მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისა და სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის.
იგი გამოიყენება როგორც საწყისი თერაპია დექსამეტაზონით ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან კომბინაციაში (საწყისი თერაპია) პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ და სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიამდე.
BİEMİB გამოიყენება მორეციდივე ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს), რომლებმაც ადრე მიიღეს შესაბამისი დოზით და შესაბამისი ხანგრძლივობით მინიმუმ ერთ-ერთი მკურნალობა, რომელიც შეიცავს ანტრაციკლინებს და/ან მაალკილირებელ აგენტებს ან ამ მკურნალობის კომბინაციებს რიტუქსიმაბთან.
თქვენს ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ BİEMİB ვენაში (ინტრავენურად) ან კანქვეშ (სუბკუტანურად).
BİEMİB-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
BİEMİB-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. ექიმი გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და თქვენს სამედიცინო ისტორიას მიიღებს. თქვენ უნდა ჩააბაროთ სისხლის ანალიზები BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მიმდინარეობისას.
მიღების წესი და დოზირება
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
დოზა გამოითვლება თქვენი სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის) მიხედვით.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა კვირაში ორჯერ 1,3 მილიგრამი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და მკურნალობის პერიოდების საერთო რაოდენობა (კურსი) მკურნალობაზე თქვენი რეაქციის, მკურნალობის დროს წარმოქმნილი გვერდითი ეფექტებისა და თქვენი სხვა ძირითადი დაავადებების მიხედბით.
პროგრესირებადი (პროგრესირება-გაუარესება) მრავლობითი მიელომა
BİEMİB-ისამოუკიდებლად გამოიყენებისას მკურნალობის პერიოდი შედგება სულ 4 დოზისაგან. დოზები 1-ლ, 4-ე, 8-ე და 11-ე დღეებში ინტრავენურად ან კანქვეშ შეჰყავთ, რასაც 10-დღიანი მკურნალობის გარეშე "დასვენების პერიოდი" მოჰყვება. აქედან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდი (ციკლი) შედგება 21 დღისგან (3 კვირა). შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი. BİEMİB-თან ერთად შეიძლება ასევე დაინიშნოს პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი ან დექსამეტაზონი.
როდესაც BİEMİB ერთდროულად გამოიყენება პეგილირებულ ლიპოსომულ დოქსორუბიცინთან ერთად, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 30 მგ/მ2 პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინი 21 დღიანი მკურნალობის ციკლის პერიოდში BİEMİB-ის ინექცირებიდან 4-ე დღეს ინტრავენურად შეჰყავთ. შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი. როდესაც BİEMİB ერთდროულად გამოიყენება დექსამეტაზონთან ერთად, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 20 მგ დექსამეტაზონი BİEMİB-ის 21 დღიანი მკურნალობის ციკლის პერიოდში 1-ლ, 2-ე, 4-ე, 5-ე, 8-ე, 9-ე, 11-ე და 12-ე დღეებში პეროლარულად მიიღება. შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი.
ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომა
თუ თქვენ გაქვთ მრავლობითი მიელომა და ადრე არ ჩაგიტარებიათ მკურნალობა ამ დაავადების გამო და არ ხართ შესაფერისი ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის (ძვლის ტვინის გადანერგვისთვის), BİEMİB დაგენიშნებათ ორ წამალთან ერთად, რომლებიც შეიცავს მელფალანს და პრედნიზონს. მკურნალობის ერთი ციკლის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში არის 42 დღე (6 კვირა). როდესაც BİEMİB მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად გამოიყენება, მკურნალობა 9 ციკლისგან (54 კვირა) შედგება.
1-4 ციკლებში, BİEMİB ინიშნება კვირაში ორჯერ (დღეები 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32).
5-9 ციკლებში, BİEMİB ინიშნება კვირაში ერთხელ (დღეები 1, 8, 22 და 29).
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2), რომლებიც მიიღება პერორალურად, ინიშნება ყოველი მკურნალობის პერიოდის (ციკლის) პირველი კვირის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ ადრე არ გაქვთ ჩატარებული მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და ხართ შესაფერისი სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ, როგორც საწყისი (ინდუქციური) თერაპია დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად.
BİEMİB-ის დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით BİEMİB ინტრავენურად ან კანქვეშ შეჰყავთ და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად BİEMİB-ით მკურნალობის 21 დღიანი ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში. შეგიძლიათ მაქსიმუმ 4 ციკლი მიიღოთ (12 კვირა).
მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 28 დღე (4 კვირა), როდესაც BİEMİB ინიშნება თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად. დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად BİEMİB-ით 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში, ხოლო თალიდომიდი მიიღება პერორალურად, დღეში 50 მგ-მდე დოზით პირველი ციკლის მე-14 დღემდე, თუ მისი ათვისება მოხდება, 15-28 დღეებში თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე და მეორე ციკლიდან შეიძლება დღეში 200 მგ-მდე გაიზარდოს. მაქსიმუმ 6 ციკლი (24 კვირა) შეგიძლიათ მიიღოთ.
დოზირება პაციენტებში ადრე ნამკურნალები, თუმცა მკურნალობის მიუხედავად მორეციდივე ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით (MCL)
იგი შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, 28-დღიანი მკურნალობის ციკლში ორი კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა მკურნალობის დროს და გადაწყვიტოს თქვენთვის საჭირო ციკლების საერთო რაოდენობა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მკურნალობაზე თქვენს რეაქციაზე.
მიღების გზა და მეთოდი:
ეს წამალი განზავების შემდეგ შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. თქვენი მკურნალობა BİEMİB-ით განხორციელდება სპეციალურ განყოფილებაში კიბოს სამკურნალო საშუალებების გამოყენებაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
BİEMİB-ის ფლაკონებში არსებული ფხვნილისებრი მასალა გამოყენებამდე განზავებულ უნდა იქნეს. განზავება განხორციელდება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. ინტრავენური შეყვანა საკმარისად სწრაფია, რომელიც გრძელდება მხოლოდ 3-5 წამი. კანქვეშა გამოყენება მოხდება ფეხის ან მუცლის მიდამოში კანის ქვეშ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
BİEMİB-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. BİEMİB არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოზის კორექცია აუცილებელია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომით ან მანტიის უჯრედული ლიმფომით.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ექიმი გააკეთებს დოზის საჭირო კორექცირებას.
თირკმლის უკმარისობა:
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა; ამიტომ ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იღებენ დიალიზს. ვინაიდან დიალიზმა შეიძლება შეამციროს BİEMİB კონცენტრაცია, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს დიალიზის პროცედურის შემდეგ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ BİEMİB-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი BİEMİB მიიღეთ:
ვინაიდან BİEMİB-ის შეყვანა მოხდება საავადმყოფოში და სამედიცინო სპეციალისტების მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ გამოიყენებთ იმაზე მეტ დოზას, ვიდრე გჭირდებათ. დოზის გადაჭარბების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, ექიმი განახორციელებს თქვენზე კონტროლს გვერდითი ეფექტების გამოვლენას თვალსაზრისით.
თუ დაგავიწყდათ BİEMİB-ის მიღება:
ვინაიდან BİEMİB-ის შეყვანა მოხდება საავადმყოფოში და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, არ არსებობს შესაძლებლობა დაგავიწყდეთ მისი გამოყენება.
BİEMİB-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მკურნალობით მაქსიმალური სარგებელს მისაღებად მნიშვნელოვანია გამოიყენოთ BİEMİB ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის შეწყვეტამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ BİEMİB-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს BİEMİB-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ თქვენ დაგენიშნათ BİEMİB მრავლობითი მიელომისთვის ან მანტიის უჯრედული ლიმფომისთვის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:
- კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
- კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში), მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი
- ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილება, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, გონების დაკარგვა
- ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში
BİEMİB-ით მკურნალობას ხშირად შეუძლია შეამციროს თქვენი სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების (შედედების უჯრედები) დონე სისხლში. აქედან გამომდინარე, რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა შემოწმდეს არის თუ არა თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალური.
შეიძლება განიცადოთ სისხლის შემდეგი კომპონენტების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შემადედებელი უჯრედები): თქვენი სხეული უფრო მიდრეკილი ხდება დალურჯებების, სისხლჩაქცევებისა და სისხლდენისკენ აშკარა დაზიანებების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან, ტვინში სისხლჩაქცევა და ღვიძლიდან სისხლდენა).
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება: იწვევს ანემიას, რომლის სიმპტომებია დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება: შეიძლება უფრო მიდრეკილი გახდეთ ინფექციებისადმი ან გამოიწვიოს გრიპის მსგავსი სიმპტომები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბორტეზომიბის, ბორის ან წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ ფილტვის ან გულის რაიმე სერიოზული დაავადება
BİEMİB-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლდენის პრობლემები და/ან თრომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედები) დაბალი დონე
თუ გაწუხებთ დიარეა, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება
თუ წარსულში გქონიათ ისეთი ჩივილები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა ან გაბრუება
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა
თუ გაქვთ ზომიერი და მძიმე ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის პრობლემები).
თუ წარსულში გქონიათ დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის პრობლემა ხელებსა და ტერფებში (ნეიროპათია)
თუ გაქვთ გულთან ან არტერიულ წნევასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა
თუ გაქვთ ქოშინი ან ხველა სუნთქვის დროს
თუ გაქვთ კრუნჩხვები (ეპილეფსიური მსგავსი) ანამნეზში
თუ გაქვთ ან იმკურნალეთ ზოსტერის (ჰერპეს ზოსტერი) (თვალების ირგვლივ მდებარე ან მთელ სხეულზე გავრცელებული) ვირუსზე
თუ გაქვთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები (სისხლში ქიმიკატების უჩვეულო დონის გამოვლენა კიბოს უჯრედების სწრაფი განადგურების შედეგად, კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშე), როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დაქვეითება და ქოშინი
თუ გაქვთ მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების ან სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება ტვინის სერიოზულ ინფექციაზე მიუთითებდეს და შესაძლებელია ექიმმა სხვა ანალიზები და შემდგომი დაკვირვება გირჩიოთ.
თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროს, რათა შემოწმდეს არის თუ არა თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალური.
თუ გაქვთ მანტიის უჯრედის ლიმფომა და მიიღეთ რიტუქსიმაბი BİEMİB-თან ერთად, აცნობეთ ექიმს:
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ჰეპატიტის (სიყვითლის) ინფექცია ან გქონიათ წარსულში. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, განუვითარდაღ B ჰეპატიტის განმეორებითი შეტევები, რაც შეიძლება ფატალური ყოფილიყო. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექციის ისტორია, თქვენი ექიმი გულდასმით შეგამოწმებთ აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებზე.
BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე BİEMİB-თან ერთად კომბინაციაში მისაღები ყველა სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით უნდა გაეცნოთ ამ პროდუქტების გამოყენების ინსტრუქციას. თალიდომიდის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტირებას და კონტრაცეფციის მოთხოვნებს (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).
მიღება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში და მოზარდებში მიღების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, BİEMİB არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
BİEMİB-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
გამოყენების გზის თვალსაზრისით საკვებთან ან სასმელთან რაიმე ურთიერთქმედება არ გააჩნია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ BİEMİB, თუ ექიმმა არ გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ იგი. ფრთხილად იყავით, რომ არ დაორსულდეთ BİEMİB-ის გამოყენებისას.
როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა უზრუნველყონ კონტრაცეპტული სიფრთხილის ყველანაირი ზომების მიღება BİEMİB-ის გამოყენებისას ან მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ამ სიფრთხილის ზომების მიუხედავად მაინც დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და ნაყოფის სიკვდილს. როდესაც BİEMİB ინიშნება თალიდომიდთან ერთად, თქვენ უნდა დაიცვათ თალიდომიდისთვის დადგენილი ორსულობის კონტროლის სქემა (იხ. თალიდომიდის მოხმარების ინსტრუქცია).
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

BİEMİB-ის გამოყენებისას ძუძუთი კვება არ შეიძნება. BİEMİB-ით მკურნალობის შემდეგ კვლავ ძუძუთი კვება თუ გსურთ, წინასწარ უნდა მიმართოთ ექიმს; ის გეტყვით, როდის იქნება უსაფრთხო ძუძუთი კვების დაწყება.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
BİEMİB-მა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობის დაბინდვა. თუ თქვენ გაქვთ ასეთი გვერდითი მოვლენები, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე დანადგარი, მოწყობილობა ან მექანიზმი. იყავით ფრთხილად მაშინაც კი, თუ ეს გვერდითი მოვლენები არ გაქვთ.
BİEMİB-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:
კეტოკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),
რიტონავირს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),
რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ),
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
წმინდა იოანეს ვორტის ზეთი (წმინდა იოანეს ვორტის ზეთის სახელმწოდებით ცნობილი ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური დაავადებების დროს),
ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი პრეპარატები, რომლებსაც იღებენ პერორალურად)
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ შეწყვუტეთ BİEMİB-ის მიღება, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნიბელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები): სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი).
ესენი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანი თუ გამოვლინდება თქვენ BİEMİB-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან თქვენი საავადმყოფოში დაწოლა გახდეს საჭირო.
თუ თქვენ დაგენიშნათ BİEMİB მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი
ნერვების დაზიანების გამო კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებსა და ტერფებში
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
უსიამოვნო შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: თუ ეს განვითარდება, მნიშვნელოვანია დალიოთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი. ექიმმა შესაძლოა მოგცეთ სხვა წამალი დიარეის გასაკონტროლებლად.
დაღლილობა (სისუსტე), თავის შეუძლოდ შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი
ხშირი
არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
მომატებული არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადად თავის ავად შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტის და/ან გულის წასვლის შეგრძნება
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
ზოსტერის (თვალების ირგვლივ მდებარე ან მთელ სხეულზე გავრცელებული) ვირუსი
გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი ვარჯიშის გამო
სხვადასხვა სახის ურტიკარია
ქავილი კანზე, გამონაყარი კანზე ან კანის სიმშრალე
სახის სიწითლე ან მცირე სისხლძარღვების ჩაწყვეტები
კანის სიწითლე
დეჰიდრატაცია (წყლის დაკარგვა)
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, გაზებზე გასვლა, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავიდან ან კუჭში
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციებში
პირის ღრუს ან ტუჩების ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოვნების დაკარგვა
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში ან ზურგის არეში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
დაძინების გაძნელება, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აგზნება, ხასიათის ცვლილება, დეზორიენტაცია
შეშუპება სხეულზე, მათ შორის თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებში
არახშირი
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან დაქვეითებული გულისცემა
თირკმელების ფუნქციების დარღვევა
ვენების ანთება, თრომბების წარმოქმნა ვენებსა და ფილტვებში
პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა
გულის გარშემო გარსის ან სითხის ანთება
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექცია, გრიპი, ჰერპეს ვირუსული ინფექცია, ყურის ინფექცია, ცელულიტი
სისხლიანი განავალი, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, როგორიცაა პირის ღრუს ან ვაგინალური ლორწოვანი გარსი
ცერებროვასკულური დარღვევები
დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები, გრძნიბების (როგორიცაა შეგრძნება, სმენა, გემო, ყნოსვა) ანომალია, ცვლილება ან დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, ტრემორი, კრუნჩხვა
ართრიტი (სახსრების ანთება), მათ შორის თითების, ფეხის თითების და ყბის ანთება
ფილტვების დაავადებები, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ ამ დაავადებას მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა და ხიხინი.
სლოკინი, მეტყველების დარღვევები
უჩვეულოდ მეტი ან უჩვეულოდ ნაკლები შარდვა (თირკმელების დაზიანების გამო), მტკივნეული შარდვა ან სისხლი/ცილა შარდში, სითხის შეკავება ორგანიზმში
ცნობიერების დონის ცვლილებები, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში შუილი, ყურში დისკომფორტის შეგრძნება
ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლისა და მარილის შეწოვაზე
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა
საკმარისი ინსულინის გამომუშავების შეუძლებლობა ან რეზისტენტობა ინსულინის ნორმალური დონის მიმართ
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, ტკივილი თვალებში, თვალის სიმშრალე, თვალის ინფექციები, წარმონაქმნი ქუთუთოებზე (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, სისხლდენა თვალებში
ლიმფური კვანძების შეშუპება
სახსრების ან კუნთების სიმკვრივე, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
ტკივილი პირის ღრუში
ინტრაორალური ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ტკივილი ან სისხლდენა, ნაწლავის მოძრაობის დაქვეითება (ობსტრუქციის ჩათვლით), დისკომფორტი მუცელის არეში ან საყლაპავში, ყლაპვის გაძნელება, ნაწლავის აქთივობის დასუსტება, სისხლიანი ღებინება.
კანის ინფექციები
ბაქტერიებით ან ვირუსებით გამოწვეული ინფექციები
სტომოტოლოგიური ინფექციები
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ბლოკირება
ტკივილი რეპროდუქციულ ორგანოებში, ერექციის პრობლემები
წონის მატება
წყურვილი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ინექციის ადგილთან ან მოწყობილობასთან, რომლითაც პროცედურა ჩატარდა
კანის რეაქციები და დაავადებები (სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები), კანის წყლულები
სისხლჩაქცევები, დაცემა და დაზიანებები
სისხლძარღვების ანთება ან სისხლდენა, რომელიც ჩნდება კანზე (ჩვეულებრივ, ფეხებზე) პატარა წითელი ან მეწამული ლაქების სახით და/ან კანზე ან მის ქვეშ სისხლჩაქცევების სახით
კეთილთვისებიანი კისტები
ტვინის სერიოზული, შექცევადი დაავადება, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, მაღალ არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს და მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი
სიკვდილი
გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, გულის სტენოკარდია
უეცარი სიწითლე სახეზე და კისერზე
ვენების ფერის გაღიავება
ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვის ანთება
ყურის პრობლემები, ყურიდან სისხლდენა
ფარისებრი ჯირკვლის ნორმაზე დაბალი ფუნქციონირება
ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ობსტრუქციის შედეგად განვითარებული კლინიკური სიმპტომების კლასტერი)
ნაწლავის აქტივობის ცვლილებები ან ანომალიები
სისხლდენა თავის ტვინში
თვალების და კანის გაყვითლება (სიყვითლე)
სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი).
სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებული დაავადებები
ვაგინალური ნახეთქები
გენიტალური შეშუპება
ალკოჰოლის მიღების აუტანლობა
წონის დაკლება ან სხეულის მასის დაკარგვა
მადის მატება
ფისტულები (კანში გახსნილი არხები, რომლებიდანაც სითხე მოედინება)
სითხის დაგროვება სახსრებში
სახსრების ირგვლივ კისტების წარმოქმნა
მოტეხილობები
სხვა გართულებების გამომწვევი კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან
თირკმელების კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის დაავადება
კანის კიბო
ფერმკრთალი კანი
სისხლში პლაზმური უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) გაზრდილი რაოდენობა
თრომბის წარმოქმნა მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმისას
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
სექსუალური ლტოლვის შემცირება
ნერწყვის რაოდენობის გაზრდა
თვალების გარე მიმართულებით გამოწევა
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
გახშირებული სუნთქვა
ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში
კენჭები ნაღვლის ბუშტში
თიაქარი
დაზიანებები
ადვილად მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები
ცილის ანომალიური დაგროვება სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლული
მრავალი ორგანოს უკმარისობა
თუ BİEMİB დაგენიშნათ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი
პნევმონია
მადის დაკარგვა

გულისრევა ან ღებინება
დიარეა
წყლულები პირის ღრუში
ყაბზობა

ჰერპეს ვირუსული ინფექცია
ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნიბელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები)

სითხის შეკავება ორგანიზმში
ჩაძინების გაძნელება ან ძილის პრობლემები
გონების დაკარგვის შეგრძნება
ცნობიერების დონის ცვლილებები, დაბნეულობა
თავბრუსხვევა
გახშირებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, ოფლიანობა
მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა

მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის დროს
ხველა
სლოკინი
ყურებში შუილი, ყურში დისკომფორტის შეგრძნება
სისხლდენა ნაწლავებში ან კუჭში
კუჭის წვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის განელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
იარები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ყელის ტკივილი
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციებში
კანის სიწითლე
ურტიკარია (გამონაყარი)
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექციები
ტკივლი მკლავებში და ფეხებში

ზოგად თავის ავად შეგრძნება
წონის დაკარგვა
წონის მომატება
არახშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ე.ი. სიყვითლე)
სიმპტომები ასევე მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი)
მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
სმენის დაქვეითება, სიყრუე

სისხლის თრომბი ფილტვებში
თვალების და კანის გაყვითლება (სიყვითლე)
წარმონაქმნი ქუთუთოებზე (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ BİEMİB?
შეინახეთ BİEMİB ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ფლაკონის ეტიკეტზე და გარე კოლოფზე დაწერილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. BİEMİB 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცვის მიზნით გარე მუყაოს შეფუთვაში შეინახეთ. 0.9% ნატრიუმის ქლორიდით განზავებისას მიღებული ხსნარი სტაბილურია გამოყენებამდე 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში. პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ გამოიყენოთ BİEMİB ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განზავებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებისას მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. თუმცა 0.9% ნატრიუმის ქლორიდით განზავებისას მიღებული ხსნარი სტაბილურია გამოყენებამდე 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში.
ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; დარჩენილი გამოუყენებელი ან ჭარბი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ BİEMİB, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება მათი გამოყენების შედეგად, არის სახიფათო ნარჩენები და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია 2/4/2015 წლის N: 29314 ოფიციალურ გაზეთში.
ლიცენზიის მფლობელი:
Biem İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს, „ბიემ ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
ანითთეფეს უბ. თურგუთ რეისის გამზ. N: 21 თანდოღან-ჩანქაია / ანკარა
წარმოების ადგილი:
Onko İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს. „ონკო ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
გებზეს ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, 1700-ე ქუჩა N:1703 გებზე-ქოჯაელი/ თურქეთი
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 04/05/2020 წელს.
ინფორმაცია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:
- განზავება ინტრავენური ინექციისთვის
შენიშვნა: BİEMİB არის ციტოტოქსიური აგენტი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდირებულია ხელთათმანების და სხვა პროფილაქტიკური ტანსაცმლის გამოყენება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ასეპტიური ტექნიკა მკაცრად უნდა იყოს დაცული BİEMİB-ის გამოყენებისას, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტულ მასალებს.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება: BİEMİB ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაამატეთ 3,5 მლ სტერილური, 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
მიღებული ხსნარის კონცენტრაცია იქნება 1 მგ/მლ.
ხსნარი იქნება გამჭვირვალე და უფერო და საბოლოო ხსნარს ექნება pH 4-დან 7-მდე. თქვენ არ გჭირდებათ ხსნარის pH-ის კონტროლი.
- 2. გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ხსნარი ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების მზრივ. ხსნარი უნდა განადგურდეს თუ შეინიშნება რაიმე სახის ფერის ცვლილება ან ნაწილაკები. დარწმუნდით, რომ ინტრავენური გამოყენებისთვის სწორი დოზა შეგყავთ (1 მგ/მლ).
- 3. განზავებული ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუმცა, გამოყენების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 8 საათის განმავლობაში 25 °C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში შენახვისას. განზავებული სამედიცინო პროდუქტისთვის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს გამოყენებამდე 8 საათს. თუ განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. არ არის საჭირო განზავებული სამედიცინო პროდუქტის დაცვა სინათლისგან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
BİEMİB 3,5 მგ ივ/სკ საინექციო ხსნარისთვის ფხვნილის შემცველი ფლაკონი
გამოიყენება ინტრავენურად და/ან კანქვეშ
სტერილური, ციტოტოქსიური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი აქტიური ნივთოერების სახით 3,5 მგ ბორტეზომიბს შეიცავს (ინტრავენურად გამოსაყენებელად გახსნილი ხსნარი 1 მგ/მლ ბორტეზომიბს შეიცავს, კანქვეშ გამოსაყენებელად გახსნილი ხსნარი 2,5 მგ/მლ ბორტეზომიბს შეიცავს).
დამხმარე ნივთიერებები: მანნიტოლი (E421)
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
რა არის BİEMİB და რისთვის გამოიყენება?
BİEMİB-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ BİEMİB?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ BİEMİB?
რა არის BİEMİB და რისთვის გამოიყენება?
BİEMİB (ბორტეზომიბი) ხელმისაწვდომია თეთრი ან მოთეთრო ფხვნილის სახით 10 მლ-იანი ერთჯერადი დოზის ფლაკონში, რომელიც 3.5 მგ ბორტეზომიბს შეიცავს.
BİEMİB წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს ერთი უფერო 10 მლ I ტიპის მინის ფლაკონს ნაცრისფერი ფერის ბრომობუტილის რეზინის საცობზე დამაგრებული ლურჯი ფერის Alu-PP flip-off თავსახურით.
BİEMİB მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ქიმიოთერაპიის მედიკამენტები" (ანტინეოპლასტიკა).
BİEMİB შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბორტეზომიბს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "პროტეაზომის ინჰიბიტორი". პროტეაზომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უჯრედების ფუნქციონირებისა და ზრდის კონტროლში. ბორტეზომიბს შეუძლია მოკლას კიბოს უჯრედები მათი უჯრედული ფუნქციების დაბლოკვით. BİEMİB გამოიყენება მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბოს ერთერთი ტიპი) სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
იგი გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთა დაავადება გაუარესდა (პროგრესიული) მინიმუმ ერთი წინა მკურნალობის შემდეგ და რომელთა სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარუმატებელი აღმოჩნდა ან არ არის შესაფერისი ამისთვის.
იგი გამოიყენება მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად კომპინირებულად იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ მკურნალობა და რომლებიც არ არიან შესაფერისი მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიისა და სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის.
იგი გამოიყენება როგორც საწყისი თერაპია დექსამეტაზონით ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან კომბინაციაში (საწყისი თერაპია) პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ და სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიამდე.
BİEMİB გამოიყენება მორეციდივე ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ (კიბოს ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს), რომლებმაც ადრე მიიღეს შესაბამისი დოზით და შესაბამისი ხანგრძლივობით მინიმუმ ერთ-ერთი მკურნალობა, რომელიც შეიცავს ანტრაციკლინებს და/ან მაალკილირებელ აგენტებს ან ამ მკურნალობის კომბინაციებს რიტუქსიმაბთან.
თქვენს ექიმს შეუძლია შეგიყვანოთ BİEMİB ვენაში (ინტრავენურად) ან კანქვეშ (სუბკუტანურად).
BİEMİB-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
BİEMİB-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის. ექიმი გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და თქვენს სამედიცინო ისტორიას მიიღებს. თქვენ უნდა ჩააბაროთ სისხლის ანალიზები BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის მიმდინარეობისას.
არ გამოიყენოთ BİEMİB ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბორტეზომიბის, ბორის ან წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
თუ გაქვთ ფილტვის ან გულის რაიმე სერიოზული დაავადება
BİEMİB-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ გაქვთ სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების დაბალი დონე
თუ გაქვთ სისხლდენის პრობლემები და/ან თრომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედები) დაბალი დონე
თუ გაწუხებთ დიარეა, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება
თუ წარსულში გქონიათ ისეთი ჩივილები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა ან გაბრუება
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა
თუ გაქვთ ზომიერი და მძიმე ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის პრობლემები).
თუ წარსულში გქონიათ დაბუჟების, ჩხვლეტის ან ტკივილის პრობლემა ხელებსა და ტერფებში (ნეიროპათია)
თუ გაქვთ გულთან ან არტერიულ წნევასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა
თუ გაქვთ ქოშინი ან ხველა სუნთქვის დროს
თუ გაქვთ კრუნჩხვები (ეპილეფსიური მსგავსი) ანამნეზში
თუ გაქვთ ან იმკურნალეთ ზოსტერის (ჰერპეს ზოსტერი) (თვალების ირგვლივ მდებარე ან მთელ სხეულზე გავრცელებული) ვირუსზე
თუ გაქვთ სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმპტომები (სისხლში ქიმიკატების უჩვეულო დონის გამოვლენა კიბოს უჯრედების სწრაფი განადგურების შედეგად, კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშე), როგორიცაა კუნთების კრუნჩხვები, სისუსტე, დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დაქვეითება და ქოშინი
თუ გაქვთ მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების ან სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება ტვინის სერიოზულ ინფექციაზე მიუთითებდეს და შესაძლებელია ექიმმა სხვა ანალიზები და შემდგომი დაკვირვება გირჩიოთ.
თქვენ რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროს, რათა შემოწმდეს არის თუ არა თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალური.
თუ გაქვთ მანტიის უჯრედის ლიმფომა და მიიღეთ რიტუქსიმაბი BİEMİB-თან ერთად, აცნობეთ ექიმს:
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ჰეპატიტის (სიყვითლის) ინფექცია ან გქონიათ წარსულში. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ B ჰეპატიტი, განუვითარდაღ B ჰეპატიტის განმეორებითი შეტევები, რაც შეიძლება ფატალური ყოფილიყო. თუ გაქვთ B ჰეპატიტის ინფექციის ისტორია, თქვენი ექიმი გულდასმით შეგამოწმებთ აქტიური B ჰეპატიტის ნიშნებზე.
BİEMİB-ით მკურნალობის დაწყებამდე BİEMİB-თან ერთად კომბინაციაში მისაღები ყველა სამკურნალო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით უნდა გაეცნოთ ამ პროდუქტების გამოყენების ინსტრუქციას. თალიდომიდის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობის ტესტირებას და კონტრაცეფციის მოთხოვნებს (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).
მიღება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში და მოზარდებში მიღების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, BİEMİB არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
BİEMİB-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
გამოყენების გზის თვალსაზრისით საკვებთან ან სასმელთან რაიმე ურთიერთქმედება არ გააჩნია.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ BİEMİB, თუ ექიმმა არ გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ იგი. ფრთხილად იყავით, რომ არ დაორსულდეთ BİEMİB-ის გამოყენებისას.
როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პაციენტებმა უნდა უზრუნველყონ კონტრაცეპტული სიფრთხილის ყველანაირი ზომების მიღება BİEMİB-ის გამოყენებისას ან მკურნალობიდან 3 თვის განმავლობაში. თუ ამ სიფრთხილის ზომების მიუხედავად მაინც დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
თალიდომიდი იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და ნაყოფის სიკვდილს. როდესაც BİEMİB ინიშნება თალიდომიდთან ერთად, თქვენ უნდა დაიცვათ თალიდომიდისთვის დადგენილი ორსულობის კონტროლის სქემა (იხ. თალიდომიდის მოხმარების ინსტრუქცია).
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
BİEMİB-ის გამოყენებისას ძუძუთი კვება არ შეიძნება. BİEMİB-ით მკურნალობის შემდეგ კვლავ ძუძუთი კვება თუ გსურთ, წინასწარ უნდა მიმართოთ ექიმს; ის გეტყვით, როდის იქნება უსაფრთხო ძუძუთი კვების დაწყება.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
BİEMİB-მა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობის დაბინდვა. თუ თქვენ გაქვთ ასეთი გვერდითი მოვლენები, არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე დანადგარი, მოწყობილობა ან მექანიზმი. იყავით ფრთხილად მაშინაც კი, თუ ეს გვერდითი მოვლენები არ გაქვთ.
BİEMİB-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ის არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ:
კეტოკონაზოლს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ),
რიტონავირს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),
რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ),
კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
წმინდა იოანეს ვორტის ზეთი (წმინდა იოანეს ვორტის ზეთის სახელმწოდებით ცნობილი ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი ფსიქიკური დაავადებების დროს),
ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (სისხლში შაქრის დონის შემამცირებელი პრეპარატები, რომლებსაც იღებენ პერორალურად)
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ BİEMİB?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
დოზა გამოითვლება თქვენი სიმაღლისა და წონის (სხეულის ზედაპირის ფართობის) მიხედვით.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა კვირაში ორჯერ 1,3 მილიგრამი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა და მკურნალობის პერიოდების საერთო რაოდენობა (კურსი) მკურნალობაზე თქვენი რეაქციის, მკურნალობის დროს წარმოქმნილი გვერდითი ეფექტებისა და თქვენი სხვა ძირითადი დაავადებების მიხედბით.
პროგრესირებადი (პროგრესირება-გაუარესება) მრავლობითი მიელომა
BİEMİB-ისამოუკიდებლად გამოიყენებისას მკურნალობის პერიოდი შედგება სულ 4 დოზისაგან. დოზები 1-ლ, 4-ე, 8-ე და 11-ე დღეებში ინტრავენურად ან კანქვეშ შეჰყავთ, რასაც 10-დღიანი მკურნალობის გარეშე "დასვენების პერიოდი" მოჰყვება. აქედან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდი (ციკლი) შედგება 21 დღისგან (3 კვირა). შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი. BİEMİB-თან ერთად შეიძლება ასევე დაინიშნოს პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი ან დექსამეტაზონი.
როდესაც BİEMİB ერთდროულად გამოიყენება პეგილირებულ ლიპოსომულ დოქსორუბიცინთან ერთად, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 30 მგ/მ2 პეგილირებულ ლიპოსომალურ დოქსორუბიცინი 21 დღიანი მკურნალობის ციკლის პერიოდში BİEMİB-ის ინექცირებიდან 4-ე დღეს ინტრავენურად შეჰყავთ. შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი. როდესაც BİEMİB ერთდროულად გამოიყენება დექსამეტაზონთან ერთად, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით და 20 მგ დექსამეტაზონი BİEMİB-ის 21 დღიანი მკურნალობის ციკლის პერიოდში 1-ლ, 2-ე, 4-ე, 5-ე, 8-ე, 9-ე, 11-ე და 12-ე დღეებში პეროლარულად მიიღება. შეგიძლიათ გაიაროთ მაქსიმუმ 8 მკურნალობის (24 კვირა) პერიოდი.
ადრე არანამკურნალევი მრავლობითი მიელომა
თუ თქვენ გაქვთ მრავლობითი მიელომა და ადრე არ ჩაგიტარებიათ მკურნალობა ამ დაავადების გამო და არ ხართ შესაფერისი ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის (ძვლის ტვინის გადანერგვისთვის), BİEMİB დაგენიშნებათ ორ წამალთან ერთად, რომლებიც შეიცავს მელფალანს და პრედნიზონს. მკურნალობის ერთი ციკლის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში არის 42 დღე (6 კვირა). როდესაც BİEMİB მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად გამოიყენება, მკურნალობა 9 ციკლისგან (54 კვირა) შედგება.
1-4 ციკლებში, BİEMİB ინიშნება კვირაში ორჯერ (დღეები 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32).
5-9 ციკლებში, BİEMİB ინიშნება კვირაში ერთხელ (დღეები 1, 8, 22 და 29).
მელფალანი (9 მგ/მ2) და პრედნიზონი (60 მგ/მ2), რომლებიც მიიღება პერორალურად, ინიშნება ყოველი მკურნალობის პერიოდის (ციკლის) პირველი კვირის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 დღეს.
თუ ადრე არ გაქვთ ჩატარებული მკურნალობა მრავლობითი მიელომისთვის და ხართ შესაფერისი სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის, BİEMİB შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ, როგორც საწყისი (ინდუქციური) თერაპია დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად.
BİEMİB-ის დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას 21-დღიანი მკურნალობის ციკლის სახით BİEMİB ინტრავენურად ან კანქვეშ შეჰყავთ და 40 მგ დექსამეტაზონი მიიღება პერორალურად BİEMİB-ით მკურნალობის 21 დღიანი ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში. შეგიძლიათ მაქსიმუმ 4 ციკლი მიიღოთ (12 კვირა).
მკურნალობის ციკლის ხანგრძლივობა არის 28 დღე (4 კვირა), როდესაც BİEMİB ინიშნება თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად. დექსამეტაზონი 40 მგ მიიღება პერორალურად BİEMİB-ით 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეებში, ხოლო თალიდომიდი მიიღება პერორალურად, დღეში 50 მგ-მდე დოზით პირველი ციკლის მე-14 დღემდე, თუ მისი ათვისება მოხდება, 15-28 დღეებში თალიდომიდის დოზა იზრდება 100 მგ-მდე და მეორე ციკლიდან შეიძლება დღეში 200 მგ-მდე გაიზარდოს. მაქსიმუმ 6 ციკლი (24 კვირა) შეგიძლიათ მიიღოთ.
დოზირება პაციენტებში ადრე ნამკურნალები, თუმცა მკურნალობის მიუხედავად მორეციდივე ან მკურნალობისადმი რეზისტენტული მანტიის უჯრედოვანი ლიმფომით (MCL)
იგი შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ დოზით 1.3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, 28-დღიანი მკურნალობის ციკლში ორი კვირის განმავლობაში კვირაში ორჯერ 1, 4, 8 და 11 დღეებში.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა მკურნალობის დროს და გადაწყვიტოს თქვენთვის საჭირო ციკლების საერთო რაოდენობა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მკურნალობაზე თქვენს რეაქციაზე.
მიღების გზა და მეთოდი:
ეს წამალი განზავების შემდეგ შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. თქვენი მკურნალობა BİEMİB-ით განხორციელდება სპეციალურ განყოფილებაში კიბოს სამკურნალო საშუალებების გამოყენებაში გამოცდილი ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
BİEMİB-ის ფლაკონებში არსებული ფხვნილისებრი მასალა გამოყენებამდე განზავებულ უნდა იქნეს. განზავება განხორციელდება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ. ინტრავენური შეყვანა საკმარისად სწრაფია, რომელიც გრძელდება მხოლოდ 3-5 წამი. კანქვეშა გამოყენება მოხდება ფეხის ან მუცლის მიდამოში კანის ქვეშ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
BİEMİB-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. BİEMİB არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოზის კორექცია აუცილებელია 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომით ან მანტიის უჯრედული ლიმფომით.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებს არ ესაჭიროებათ დოზის კორექცია და მკურნალობა უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის მიხედვით. ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ექიმი გააკეთებს დოზის საჭირო კორექცირებას.
თირკმლის უკმარისობა:
ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა; ამიტომ ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. არ არის ცნობილი, მოქმედებს თუ არა ბორტეზომიბის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებიც არ იღებენ დიალიზს. ვინაიდან დიალიზმა შეიძლება შეამციროს BİEMİB კონცენტრაცია, პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს დიალიზის პროცედურის შემდეგ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ BİEMİB-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი BİEMİB მიიღეთ:
ვინაიდან BİEMİB-ის შეყვანა მოხდება საავადმყოფოში და სამედიცინო სპეციალისტების მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ გამოიყენებთ იმაზე მეტ დოზას, ვიდრე გჭირდებათ. დოზის გადაჭარბების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, ექიმი განახორციელებს თქვენზე კონტროლს გვერდითი ეფექტების გამოვლენას თვალსაზრისით.
თუ დაგავიწყდათ BİEMİB-ის მიღება:
ვინაიდან BİEMİB-ის შეყვანა მოხდება საავადმყოფოში და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ, არ არსებობს შესაძლებლობა დაგავიწყდეთ მისი გამოყენება.
BİEMİB-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
მკურნალობით მაქსიმალური სარგებელს მისაღებად მნიშვნელოვანია გამოიყენოთ BİEMİB ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით. მკურნალობის შეწყვეტამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ BİEMİB-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს BİEMİB-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები. ზოგიერთი ეს ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული.
თუ თქვენ დაგენიშნათ BİEMİB მრავლობითი მიელომისთვის ან მანტიის უჯრედული ლიმფომისთვის, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:
- კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
- კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში), მხედველობის დაკარგვა ან დარღვევა, სიბრმავე, კრუნჩხვები, თავის ტკივილი
- ქოშინი, ფეხების შეშუპება ან გულისცემის ცვლილება, მაღალი არტერიული წნევა, დაღლილობა, გონების დაკარგვა
- ხველა და სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდის არეში
BİEMİB-ით მკურნალობას ხშირად შეუძლია შეამციროს თქვენი სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების (შედედების უჯრედები) დონე სისხლში. აქედან გამომდინარე, რეგულარულად ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზები მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა შემოწმდეს არის თუ არა თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმალური.
შეიძლება განიცადოთ სისხლის შემდეგი კომპონენტების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შემადედებელი უჯრედები): თქვენი სხეული უფრო მიდრეკილი ხდება დალურჯებების, სისხლჩაქცევებისა და სისხლდენისკენ აშკარა დაზიანებების გარეშე (მაგ. სისხლდენა ნაწლავებიდან, კუჭიდან, პირიდან და ღრძილებიდან, ტვინში სისხლჩაქცევა და ღვიძლიდან სისხლდენა).
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება: იწვევს ანემიას, რომლის სიმპტომებია დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება: შეიძლება უფრო მიდრეკილი გახდეთ ინფექციებისადმი ან გამოიწვიოს გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ შეწყვუტეთ BİEMİB-ის მიღება, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჰიპერმგრძნიბელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები): სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი).
ესენი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანი თუ გამოვლინდება თქვენ BİEMİB-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან თქვენი საავადმყოფოში დაწოლა გახდეს საჭირო.
თუ თქვენ დაგენიშნათ BİEMİB მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი
ნერვების დაზიანების გამო კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებსა და ტერფებში
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (იხ. ზემოთ)
ცხელება
უსიამოვნო შეგრძნება (გულისრევა) ან ღებინება, მადის დაკარგვა
ყაბზობა შებერილობით ან მის გარეშე (შეიძლება იყოს მძიმე)
დიარეა: თუ ეს განვითარდება, მნიშვნელოვანია დალიოთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი. ექიმმა შესაძლოა მოგცეთ სხვა წამალი დიარეის გასაკონტროლებლად.
დაღლილობა (სისუსტე), თავის შეუძლოდ შეგრძნება
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი
ხშირი
არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
მომატებული არტერიული წნევა
თირკმელების ფუნქციების დაქვეითება
თავის ტკივილი
ზოგადად თავის ავად შეგრძნება, ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება ან სისუსტის და/ან გულის წასვლის შეგრძნება
კანკალი
ინფექციები, მათ შორის პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
ზოსტერის (თვალების ირგვლივ მდებარე ან მთელ სხეულზე გავრცელებული) ვირუსი
გულმკერდის ტკივილი ან ქოშინი ვარჯიშის გამო
სხვადასხვა სახის ურტიკარია
ქავილი კანზე, გამონაყარი კანზე ან კანის სიმშრალე
სახის სიწითლე ან მცირე სისხლძარღვების ჩაწყვეტები
კანის სიწითლე
დეჰიდრატაცია (წყლის დაკარგვა)
გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, გაზებზე გასვლა, კუჭის ტკივილი, სისხლდენა ნაწლავიდან ან კუჭში
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციებში
პირის ღრუს ან ტუჩების ტკივილი, პირის სიმშრალე, პირის ღრუს წყლულები ან ყელის ტკივილი
წონის დაკლება, გემოვნების დაკარგვა
კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში ან ზურგის არეში
მხედველობის დაბინდვა
თვალის გარე შრის და ქუთუთოების შიდა ზედაპირის ინფექცია (კონიუნქტივიტი)
ცხვირიდან სისხლდენა
დაძინების გაძნელება, ოფლიანობა, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, დეპრესიული განწყობა, მოუსვენრობა ან აგზნება, ხასიათის ცვლილება, დეზორიენტაცია
შეშუპება სხეულზე, მათ შორის თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებში
არახშირი
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან დაქვეითებული გულისცემა
თირკმელების ფუნქციების დარღვევა
ვენების ანთება, თრომბების წარმოქმნა ვენებსა და ფილტვებში
პრობლემები სისხლის შედედებასთან დაკავშირებით
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა
გულის გარშემო გარსის ან სითხის ანთება
ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექცია, გრიპი, ჰერპეს ვირუსული ინფექცია, ყურის ინფექცია, ცელულიტი
სისხლიანი განავალი, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, როგორიცაა პირის ღრუს ან ვაგინალური ლორწოვანი გარსი
ცერებროვასკულური დარღვევები
დამბლა, კრუნჩხვები, დაცემა, მოძრაობის დარღვევები, გრძნიბების (როგორიცაა შეგრძნება, სმენა, გემო, ყნოსვა) ანომალია, ცვლილება ან დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, ტრემორი, კრუნჩხვა
ართრიტი (სახსრების ანთება), მათ შორის თითების, ფეხის თითების და ყბის ანთება
ფილტვების დაავადებები, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ ამ დაავადებას მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა და ხიხინი.
სლოკინი, მეტყველების დარღვევები
უჩვეულოდ მეტი ან უჩვეულოდ ნაკლები შარდვა (თირკმელების დაზიანების გამო), მტკივნეული შარდვა ან სისხლი/ცილა შარდში, სითხის შეკავება ორგანიზმში
ცნობიერების დონის ცვლილებები, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება ან დაკარგვა
ჰიპერმგრძნობელობა
სმენის დაქვეითება, სიყრუე ან ყურებში შუილი, ყურში დისკომფორტის შეგრძნება
ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლისა და მარილის შეწოვაზე
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტივობა
საკმარისი ინსულინის გამომუშავების შეუძლებლობა ან რეზისტენტობა ინსულინის ნორმალური დონის მიმართ
თვალების გაღიზიანება ან ანთება, ზედმეტად სველი თვალები, ტკივილი თვალებში, თვალის სიმშრალე, თვალის ინფექციები, წარმონაქმნი ქუთუთოებზე (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები, გამონადენი თვალებიდან, მხედველობის დარღვევა, სისხლდენა თვალებში
ლიმფური კვანძების შეშუპება
სახსრების ან კუნთების სიმკვრივე, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი საზარდულის არეში
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება
ალერგიული რეაქციები
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
ტკივილი პირის ღრუში
ინტრაორალური ინფექციები, პირის ღრუს წყლულები, საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს ტკივილი ან სისხლდენა, ნაწლავის მოძრაობის დაქვეითება (ობსტრუქციის ჩათვლით), დისკომფორტი მუცელის არეში ან საყლაპავში, ყლაპვის გაძნელება, ნაწლავის აქთივობის დასუსტება, სისხლიანი ღებინება.
კანის ინფექციები
ბაქტერიებით ან ვირუსებით გამოწვეული ინფექციები
სტომოტოლოგიური ინფექციები
პანკრეასის ანთება, ნაღვლის სადინარის ბლოკირება
ტკივილი რეპროდუქციულ ორგანოებში, ერექციის პრობლემები
წონის მატება
წყურვილი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ინექციის ადგილთან ან მოწყობილობასთან, რომლითაც პროცედურა ჩატარდა
კანის რეაქციები და დაავადებები (სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები), კანის წყლულები
სისხლჩაქცევები, დაცემა და დაზიანებები
სისხლძარღვების ანთება ან სისხლდენა, რომელიც ჩნდება კანზე (ჩვეულებრივ, ფეხებზე) პატარა წითელი ან მეწამული ლაქების სახით და/ან კანზე ან მის ქვეშ სისხლჩაქცევების სახით
კეთილთვისებიანი კისტები
ტვინის სერიოზული, შექცევადი დაავადება, რომელიც მოიცავს კრუნჩხვებს, მაღალ არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, დაბნეულობას, სიბრმავეს და მხედველობის სხვა პრობლემებს.
იშვიათი
სიკვდილი
გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა, გულის სტენოკარდია
უეცარი სიწითლე სახეზე და კისერზე
ვენების ფერის გაღიავება
ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვის ანთება
ყურის პრობლემები, ყურიდან სისხლდენა
ფარისებრი ჯირკვლის ნორმაზე დაბალი ფუნქციონირება
ბად-კიარის სინდრომი (ღვიძლის ვენების ობსტრუქციის შედეგად განვითარებული კლინიკური სიმპტომების კლასტერი)
ნაწლავის აქტივობის ცვლილებები ან ანომალიები
სისხლდენა თავის ტვინში
თვალების და კანის გაყვითლება (სიყვითლე)
სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი).
სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებული დაავადებები
ვაგინალური ნახეთქები
გენიტალური შეშუპება
ალკოჰოლის მიღების აუტანლობა
წონის დაკლება ან სხეულის მასის დაკარგვა
მადის მატება
ფისტულები (კანში გახსნილი არხები, რომლებიდანაც სითხე მოედინება)
სითხის დაგროვება სახსრებში
სახსრების ირგვლივ კისტების წარმოქმნა
მოტეხილობები
სხვა გართულებების გამომწვევი კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა
ღვიძლის შეშუპება, სისხლდენა ღვიძლიდან
თირკმელების კიბო
ფსორიაზის მსგავსი კანის დაავადება
კანის კიბო
ფერმკრთალი კანი
სისხლში პლაზმური უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) გაზრდილი რაოდენობა
თრომბის წარმოქმნა მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
არანორმალური რეაქცია სისხლის გადასხმისას
მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
სექსუალური ლტოლვის შემცირება
ნერწყვის რაოდენობის გაზრდა
თვალების გარე მიმართულებით გამოწევა
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
გახშირებული სუნთქვა
ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში
კენჭები ნაღვლის ბუშტში
თიაქარი
დაზიანებები
ადვილად მტვრევადი ან სუსტი ფრჩხილები
ცილის ანომალიური დაგროვება სასიცოცხლო ორგანოებში
კომა
ნაწლავის წყლული
მრავალი ორგანოს უკმარისობა
თუ BİEMİB დაგენიშნათ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მანტიის უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი
პნევმონია
მადის დაკარგვა
ნერვების დაზიანების გამო კანის მგრძნობელობა, დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ტკივილი ხელებსა და ტერფებში
გულისრევა ან ღებინება
დიარეა
წყლულები პირის ღრუში
ყაბზობა
კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი
თმის ცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება
დაღლილობა (სისუსტე), თავის შეუძლოდ შეგრძნება
ცხელება
ხშირი
ზოსტერის (თვალების ირგვლივ მდებარე ან მთელ სხეულზე გავრცელებული) ვირუსი
ჰერპეს ვირუსული ინფექცია
ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქიტი, ხველა ნახველით, გრიპის მსგავსი დაავადება
სოკოვანი ინფექციები
ჰიპერმგრძნიბელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები)
საკმარისი ინსულინის გამომუშავების შეუძლებლობა ან რეზისტენტობა ინსულინის ნორმალური დონის მიმართ
სითხის შეკავება ორგანიზმში
ჩაძინების გაძნელება ან ძილის პრობლემები
გონების დაკარგვის შეგრძნება
ცნობიერების დონის ცვლილებები, დაბნეულობა
თავბრუსხვევა
გახშირებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, ოფლიანობა
მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა
გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გახშირებული ან დაქვეითებული გულისცემა
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის დროს
ხველა
სლოკინი
ყურებში შუილი, ყურში დისკომფორტის შეგრძნება
სისხლდენა ნაწლავებში ან კუჭში
კუჭის წვა
კუჭის ტკივილი, შებერილობა
ყლაპვის განელება
კუჭისა და ნაწლავების ინფექცია ან ანთება
კუჭის ტკივილი
იარები პირის ღრუში ან ტუჩებზე, ყელის ტკივილი
ცვლილებები ღვიძლის ფუნქციებში
კანის სიწითლე
ურტიკარია (გამონაყარი)
კუნთების სპაზმი
საშარდე გზების ინფექციები
ტკივლი მკლავებში და ფეხებში
კანკალი
შეშუპება სხეულზე, მათ შორის თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებში
სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილზე
ზოგად თავის ავად შეგრძნება
წონის დაკარგვა
წონის მომატება
არახშირი
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ე.ი. სიყვითლე)
სიმპტომები ასევე მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, გულმკერდის ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში და/ან თავბრუსხვევის/გაბრუების შეგრძნებას, კანის ძლიერ ქავილს ან კანზე ბუშტუკების წარმოქმნას (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას და/ან ყლაპვის გაძნელების გამომწვევ ყელის შეშუპებას, შოკური მდგომარეობით მიმდინარე მძიმე ალერგიულ რეაქციებს (ანაფილაქსიური შოკი)
მოძრაობის დარღვევა, დამბლა, კრუნჩხვა
ვერტიგო (თავბრუსხვევა)
სმენის დაქვეითება, სიყრუე
ფილტვების დაავადებები, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში. ზოგიერთ ამ დაავადებას მიეკუთვნება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქოშინი ვარჯიშის გარეშე, ზედაპირული, გაძნელებული ან შეჩერებული სუნთქვა და ხიხინი.
სისხლის თრომბი ფილტვებში
თვალების და კანის გაყვითლება (სიყვითლე)
წარმონაქმნი ქუთუთოებზე (ქალაზიონი), წითელი და შეშუპებული ქუთუთოები
იშვიათი
თრომბის წარმოქმნა მცირე სისხლძარღვებში (თრომბოზული მიკროანგიოპათია)
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ BİEMİB?
შეინახეთ BİEMİB ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ფლაკონის ეტიკეტზე და გარე კოლოფზე დაწერილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. BİEMİB 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცვის მიზნით გარე მუყაოს შეფუთვაში შეინახეთ. 0.9% ნატრიუმის ქლორიდით განზავებისას მიღებული ხსნარი სტაბილურია გამოყენებამდე 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში. პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ გამოიყენოთ BİEMİB ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განზავებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუ განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებისას მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. თუმცა 0.9% ნატრიუმის ქლორიდით განზავებისას მიღებული ხსნარი სტაბილურია გამოყენებამდე 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში.
ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; დარჩენილი გამოუყენებელი ან ჭარბი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ BİEMİB, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება მათი გამოყენების შედეგად, არის სახიფათო ნარჩენები და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია 2/4/2015 წლის N: 29314 ოფიციალურ გაზეთში.
ლიცენზიის მფლობელი:
Biem İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს, „ბიემ ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
ანითთეფეს უბ. თურგუთ რეისის გამზ. N: 21 თანდოღან-ჩანქაია / ანკარა
წარმოების ადგილი:
Onko İlaç San. ve Tic. A.Ş. (სს. „ონკო ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
გებზეს ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი, 1700-ე ქუჩა N:1703 გებზე-ქოჯაელი/ თურქეთი
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 04/05/2020 წელს.
ინფორმაცია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:
- განზავება ინტრავენური ინექციისთვის
შენიშვნა: BİEMİB არის ციტოტოქსიური აგენტი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდირებულია ხელთათმანების და სხვა პროფილაქტიკური ტანსაცმლის გამოყენება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ასეპტიური ტექნიკა მკაცრად უნდა იყოს დაცული BİEMİB-ის გამოყენებისას, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტულ მასალებს.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება: BİEMİB ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაამატეთ 3,5 მლ სტერილური, 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
მიღებული ხსნარის კონცენტრაცია იქნება 1 მგ/მლ.
ხსნარი იქნება გამჭვირვალე და უფერო და საბოლოო ხსნარს ექნება pH 4-დან 7-მდე. თქვენ არ გჭირდებათ ხსნარის pH-ის კონტროლი.
- 2. გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ხსნარი ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების მზრივ. ხსნარი უნდა განადგურდეს თუ შეინიშნება რაიმე სახის ფერის ცვლილება ან ნაწილაკები. დარწმუნდით, რომ ინტრავენური გამოყენებისთვის სწორი დოზა შეგყავთ (1 მგ/მლ).
- 3. განზავებული ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუმცა, გამოყენების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 8 საათის განმავლობაში 25 °C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში შენახვისას. განზავებული სამედიცინო პროდუქტისთვის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს გამოყენებამდე 8 საათს. თუ განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. არ არის საჭირო განზავებული სამედიცინო პროდუქტის დაცვა სინათლისგან.
- გამოყენება
განზავების შემდეგ, ამოიღეთ განზავებული ხსნარის შესაბამისი რაოდენობა შპრიცში პაციენტის სხეულის ზედაპირის მიხედვით გამოთვლილი დოზის მიხედვით.
გამოყენებამდე შეამოწმეთ დოზა და კონცენტრაცია შპრიცში (შეამოწმეთ, რომ შპრიცი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის).
შეიყვანეთ ხსნარი ვენაში 3-5 წამის ბოლუსური ინტრავენური ინექცირების სახით პერიფერიული ან ცენტრალური ინტრავენური კათეტერის მეშვეობით.
გარეცხეთ პერიფერიული ან ინტრავენური კათეტერი სტერილური, 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
BİEMİB-ის 3.5 მგ საინექციო ხსნარის ფხვნილი განკუთვნილია კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის. სხვა გზით არ შეიყვანოთ. ინტრათეკალური შეყვანა სიკვდილით დასრულდა.
- განადგურება
ერთი ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება მათი გამოყენების შედეგად, არის სახიფათო ნარჩენები და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია 2/4/2015 წლის N: 29314 ოფიციალურ გაზეთში.
ინფორმაცია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:
მხოლოდ 3,5 მგ ფლაკონის შეყვანა შეიძლება კანქვეშ, ქვემოთ აღწერილი სახით.
- განზავება კანქვეშა ინექციისთვის
შენიშვნა: BİEMİB არის ციტოტოქსიური აგენტი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდირებულია ხელთათმანების და სხვა პროფილაქტიკური ტანსაცმლის გამოყენება კანთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
ასეპტიური ტექნიკა მკაცრად უნდა იყოს დაცული BİEMİB-ის გამოყენებისას, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტულ მასალებს.
- 1. 3.5 მგ ფლაკონის მომზადება: BİEMİB ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაამატეთ 1,4 მლ სტერილური, 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
მიღებული ხსნარის კონცენტრაცია იქნება 2,5 მგ/მლ. ხსნარი იქნება გამჭვირვალე და უფერო და საბოლოო ხსნარს ექნება pH 4-დან 7-მდე. თქვენ არ გჭირდებათ ხსნარის pH-ის კონტროლი.
- 2. გამოყენებამდე ვიზუალურად შეამოწმეთ ხსნარი ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების მზრივ. ხსნარი უნდა განადგურდეს თუ შეინიშნება რაიმე სახის ფერის ცვლილება ან ნაწილაკები. დარწმუნდით, რომ კანქვეშ გამოყენებისთვის სწორი დოზა შეგყავთ (2,5 მგ/მლ).
- 3. განზავებული ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს და უნდა იქნას გამოყენებული მომზადებისთანავე. თუმცა, გამოყენების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 8 საათის განმავლობაში 25 °C ტემპერატურაზე თავდაპირველ ფლაკონში და/ან შპრიცში შენახვისას. განზავებული სამედიცინო პროდუქტისთვის შენახვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს გამოყენებამდე 8 საათს. თუ განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. არ არის საჭირო განზავებული სამედიცინო პროდუქტის დაცვა სინათლისგან.
- გამოყენება
განზავების შემდეგ, ამოიღეთ განზავებული ხსნარის შესაბამისი რაოდენობა შპრიცში პაციენტის სხეულის ზედაპირის მიხედვით გამოთვლილი დოზის მიხედვით.
გამოყენებამდე შეამოწმეთ დოზა და კონცენტრაცია შპრიცში (შეამოწმეთ, რომ შპრიცი განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის).
ხსნარი შეიყვანეთ კანქვეშ 45-90° კუთხით. განზავებული ხსნარი გამოიყენება კანქვეშ ბარძაყზე (მარჯვნივ ან მარცხნივ) ან მუცელზე (მარჯვნივ ან მარცხნივ).
ინექციის ადგილები უნდა შეიცვალოს თანმიმდევრული ინექციებისთვის.
თუ BİEMİB-ის კანქვეშა ინექციის შემდეგ განვითარდება ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, ნაკლებად კონცენტრირებული BİEMİB ხსნარი (1 მგ/მლ 2,5 მგ/მლ ნაცვლად) შეიძლება შეიყვანოთ კანქვეშ ან რეკომენდირებულია ინტრავენურ ინექციაზე გადასვლა.
BİEMİB-ის 3.5 მგ საინექციო ხსნარის ფხვნილი განკუთვნილია კანქვეშა ან ინტრავენური გამოყენებისთვის. სხვა გზით არ შეიყვანოთ. ინტრათეკალური შეყვანა სიკვდილით დასრულდა.
- განადგურება
ერთი ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და დარჩენილი ხსნარი უნდა განადგურდეს.
ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური ადამიანის სამკურნალო საშუალებების შიდა შეფუთვის ნარჩენები, რომლებიც დაიცლება მათი გამოყენების შედეგად, არის სახიფათო ნარჩენები და ამ ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია 2/4/2015 წლის N: 29314 ოფიციალურ გაზეთში.
KT-775129-1907ONK
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.