ბეტასერკი® არის პერორალური გამოყენებისთვის განკუთვნილი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრი ან მოთეთრო ფერის ტაბლეტი დამრეცი კიდეებით, რომელსაც ცალ მხარეს აქვს წარწერა - 16. წარმოდგენილია 30 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში. ბეტასერკი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეტაჰისტინი (betahistine)
- ფორმა და შეფუთვა
- 16მგ ტაბლეტი №30
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
- ATC კოდი
- N07CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0333
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ბეტასერკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბეტასერკი® არის პერორალური გამოყენებისთვის განკუთვნილი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრი ან მოთეთრო ფერის ტაბლეტი დამრეცი კიდეებით, რომელსაც ცალ მხარეს აქვს წარწერა - 16. წარმოდგენილია 30 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
ბეტასერკი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს. ბეტასერკი® არის „ჰისტამინის (ნივთიერება, რომელსაც იმუნური სისტემა გამოყოფს გარკვეული ლეიკოციტებისგან და წარმოადგენს ორგანიზმის დამცავი მექანიზმის ნაწილს) ანალოგი“ პრეპარატი.
გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება
ყურებში ხმაური
სმენის დაკარგვა ან სმენის პრობლემა.
თავბრუსხვევა (ვერტიგო) გამოწვეულია შიგნითა ყურის იმ ნაწილის არასათანადო ფუნქციონირებით, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას (ეწოდება „ვესტიბულური ვერტიგო“).
ბეტასერკი® თავისი მოქმედების მექანიზმით ხელს უწყობს შიგნითა ყურში სისხლის მიმოქცევას. ამ სახით მცირდება აღნიშნულ მიდამოში წნევის დაგროვება.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბეტასერკის® გამოყენებამდე
არ არის რეკომენდებული ბეტასერკის® გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში/მოზარდებში.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ბეტასერკი® გამოიყენეთ ექიმის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ექიმი პრეპარატის დოზის კორექტირებას მოახდენს თქვენი გამოჯანმრთელების მიხედვით.
განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გამოვლინებას დასჭირდეს დრო.
ჩვეულებრივი დოზაა დღეში 3-ჯერ ერთი ცალი ბეტასერკი® 16 მგ ტაბლეტი. თუ იღებთ დღეში ერთზე მეტ ტაბლეტს, ტაბლეტები თანაბრად გაანაწილეთ დღის განმავლობაში. მაგალითად, დილით ერთი ტაბლეტი და საღამოს ერთი ტაბლეტი.
ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში პრეპარატის სტაბილურ რაოდენობას. ამასთანავე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ გახსენებაში, რომ უნდა მიიღოთ პრეპარატი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტაბლეტი ჩაყლაპეთ წყლით.
ტაბლეტი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ ბეტასერკმა® შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის® საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არსებობს საკმარისი მონაცემი პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რის გამოც არ არის რეკომენდებული ბეტასერკის® გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
თუმცა კლინიკური კვლევების მონაცემები პაციენტთა ამ ჯგუფში შეზღუდულია, გავრცელებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტთა ამ პოპულაციაში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თუმცა არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები პაციენტთა ამ ჯგუფებში, პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტთა ამ პოპულაციაში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ბეტასერკის® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბეტასერკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ ბეტასერკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ ბეტასერკს® საჭიროზე მეტი რაოდენობით, შესაძლებელია გქონდეთ გულისრევა, იგრძნოთ ძილიანობა ან კუჭის ტკივილი. კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ ბეტასერკის® გამოყენება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ბეტასერკით® მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ბეტასერკის® გამოყენება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბეტასერკის® შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
კვლევების დროს ქვემოთ წარმოდგენილი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ბეტასერკის® გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
არ არის ცნობილი ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე:
ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:
კანზე წითელი ან ხორკლიანი გამონაყარი ან კანზე ანთება ქავილით
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება
ცნობიერების დაკარგვა
სუნთქვის გაძნელება
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
რომელიმე ამ რეაქციის არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ბეტასერკზე®. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები
ხშირი
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
საჭმლის მონელების პრობლემა (მუცლის ზედა მიდამოსთან დაკავშირებული ჩივილები)
თავის ტკივილი
უცნობია
გულისრევა, კუჭის ტკივილი, მუცლის შებერილობა, კუჭის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა შებერილობა და აირები
თრომბოციტოპენია (სისხლის შედედების უზრუნველმყოფი თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, ანაფილაქცია
კანზე და კანქვეშ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კერძოდ, ანგიონევროზული ედემა (რბილი ქსოვილების შეშუპება), ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.
ბეტასერკის® საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდზე ან ბეტასერკის® შემადგენელ სხვა რომელიმე კომპონენტზე,
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა).
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბეტასერკი® გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ქვემოთ მითითებული საკითხები გეხებათ თქვენ, ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
თუ გაქვთ ბრონქული ასთმა
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს ან, თუ არ ხართ დარწმუნებული. შესაძლებელია თქვენმა ექიმმა ბეტასერკით® მკურნალობის პერიოდში მოითხოვოს თქვენს მდგომარეობაზე უფრო ინტენსიური დაკვირვება.
ბეტასერკის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბეტასერკი® შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ ბეტასერკმა® შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). საკვებთან ერთად ბეტასერკის® მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს და პეპტიური წყლულის ან ანამნეზში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას.
შემთხვევითი დისპეფსიის გამო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტაჰისტინს, რეკომენდებულია სიფრთხილე საჭირო პეპტიური წყლულის ან პეპტიური წყლულის ანამნეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას.
ბრონქული ასთმის და პეპტიური წყლულის მქონე პაციენტები ბეტაჰისტინით თერაპიის დროს უნდა იყვნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
სიფრთხილეა საჭირო ბეტაჰისტინის დანიშვნისას ჭინჭრის ციების, გამონაყარის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ამ სიმპტომების გამწვავების შესაძლებლობის გამო.
სიფრთხილეა საჭირო მძიმე ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში.
ბეტაჰისტინი არ არის შესაფერისი მკურნალობა შემდეგი პათოლოგიებისთვის:
- კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა,
- თავბრუსხვევა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების გამო.
გამოყენებისას სიფრთხილის ზომები
შუა კვების დროს წამლის მიღება ხელს უწყობს გასტრალგიის თავიდან აცილებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
In vivo ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. In-vitro-კვლევების შედეგების მიხედვით, არ ვლინდება in vivo ციტოქრომ P 450 ფერმენტების პროდუქტთან დაკავშირებული ინჰიბირება.
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ მონოამინ ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორები, მათ შორის MAO ქვეტიპის B (მაგ. სელეგილინი), თრგუნავენ ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმს. სიფრთხილეა რეკომენდებული ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების (მაო-ბ სელექტიური ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას.
ვინაიდან ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის ანალოგი, ბეტაჰისტინის ურთიერთქმედებამ ანტიჰისტამინებთან თეორიულად შეიძლება შეცვალოს ამ ორივე პრეპარატიდან რომელიმეს ეფექტურობა.
მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელი იყო ანტაგონიზმი ბეტაჰისტინსა და ანტიჰისტამინებს შორის, ასეთი ურთიერთქმედებაზე არ არის ინფორმაცია. არის ერთი შემთხვევა ბეტაჰისტინის ურთიერთქმედების შესახებ პირიმეთამინის შემცველ ნაერთთან ეთანოლთან და დაფსონთან ერთად, ასევე სალბუტამოლით მისი მოქმედების გაძლიერების ცალკე შემთხვევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, ზემოქმედებს თუ არა ბეტასერკი® მუცლადმყოფ ბავშვზე:
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, შეაჩერეთ ბეტასერკის® გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ბეტასერკი®, სანამ თქვენი ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი საჭიროების შესახებ.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია

უცნობია, გადადის თუ არა ბეტასერკი® ადამიანის რძეში.
თუ იყენებთ ბეტასერკს®, ექიმის მითითების გარეშე არ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი ბეტასერკის® ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე.
თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენმა დაავადებამ, რომლის გამოც მკურნალობთ ბეტასერკით® (მენიერის დაავადება ან შიგნითა ყურის მიზეზით გამოწვეული ვერტიგო), შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისრევა და ამგვარად დააქვეითოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი ან ისეთი სამუშაოს შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, მიიღოთ გადაწყვეტილება, შეგიძლიათ თუ არა ამ სამუშაოების შესრულება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბეტასერკის® შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
ანტიჰისტამინური საშუალებები - თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ პრეპარატებმა დააქვეითონ ბეტასერკის® ეფექტი. გარდა ამისა, ბეტასერკმა® შესაძლებელია დააქვეითოს ანტიჰისტამინური პრეპარატების ეფექტი.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ები) - ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. მათ შესაძლებელია გააძლიერონ ბეტასერკის® ეფექტი.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ბეტასერკის® შენახვა
ბეტასერკი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ბეტასერკი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
ვარგისიანობის თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ბეტასერკი®, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს აბოტ ლაბორათუარლარი ითჰ. იჰრ. ვე თიჯ.
ინქილაფის უბანი, დოქ. ადნან ბუიუქდენიზის გამზირი №:2, ქელიფ პლაზა, 34768 უმრანიე - სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ჰუმანის საღლიქ
ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი №:32 ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა - ქაფაქლი / თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 17/10/2024 წელს.
2500958R00
Abbott
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომები (მაგ. გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი) დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში 640 მგ-მდე დოზირებისას. უფრო სერიოზული გართულებები (მაგ. კრუნჩხვები, ფილტვის ან გულის გართულებები) დაფიქსირდა ბეტაჰისტინის განზრახ გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს დამხმარე მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 10.42 მგ ბეტაჰისტინის.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
სამკურნალო საშუალება უნდა შეინახოთ ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
PVC-PVDC/Al ფოლგის ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.
- 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციებისა და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნერვული სისტემა, ნერვული სისტემის სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ათქ კოდი: N07CA01
ბეტაჰისტინის მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ ცნობილია. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც დასტურდება ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისა და ადამიანების მონაცემების საფუძველზე:
ბეტაჰისტინი ზეგავლენას ახდენს ჰისტამინერგულ სისტემაზე
ბეტაჰისტინი ასევე მოქმედებს როგორც ნაწილობრივი ჰისტამინის H1-რეცეპტორის აგონისტი და ჰისტამინის H3-რეცეპტორის ანტაგონისტი ნეირონულ ქსოვილში. H2-რეცეპტორების აქტივობა უმნიშვნელოა. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის ბრუნვას და გამოყოფას პრესინაფსური H3 რეცეპტორების ბლოკირებით და იწვევს H3-რეცეპტორების დაქვეითებას.
ბეტაჰისტინს შეუძლია გაზარდოს სისხლის მიმოქცევა კოხლეარულ რეგიონში, ისევე როგორც მთელ ტვინში
ცხოველებზე ჩატარებულმა ფარმაკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ გაუმჯობესებულია stria vascularis-ის სისხლის მიმოქცევა შიდა ყურში. სავარაუდო ახსნაა, რომ ბეტაჰისტინი ზრდის მიკროცირკულაციას შიდა ყურში პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების გზით. ასევე ნაჩვენებია, რომ ბეტაჰისტინი ზრდის ცერებრალური სისხლის ნაკადს ადამიანებში.
ბეტაჰისტინი აადვილებს ვესტიბულურ კომპენსაციას
ბეტაჰისტინი აჩქარებს ვესტიბულურ აღდგენას ცხოველებში ცალმხრივი ნეირექტომიის შემდეგ ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის გაზრდით და გაადვილებით; ეს ეფექტი მიიღწევა H3 რეცეპტორების ანტაგონიზმით. ის ხასიათდება ჰისტამინის ბრუნვისა და გამოთავისუფლების ზრდით. ადამიანებში ვესტიბულური ნეირექტომიის შემდეგ გამოჯანმრთელების დრო ასევე შემცირდა ბეტაჰისტინით.
ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების გასროლას ვესტიბულურ ბირთვებში
ასევე დადგინდა, რომ ბეტაჰისტინს აქვს დოზადამოკიდებული დამთრგუნველი ეფექტი ნეირონების აქტივაციაზე ლატერალურ და მედიალურ ვესტიბულურ ბირთვებში.
როგორც ნაჩვენებია ცხოველებში, ფარმაკოდინამიკურმა თვისებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბეტაჰისტინის თერაპიულ სარგებელს ვესტიბულურ სისტემაზე.
ბეტაჰისტინის ეფექტურობა გამოვლინდა ვესტიბულური თავბრუსხვევისა და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში. ნაჩვენებია, რომ ის აუმჯობესებს ვერტიგოს შეტევების სიმძიმესა და სიხშირეს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალურად მიღებული ბეტაჰისტინი ადვილად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შეწოვის შემდეგ, პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად. პლაზმაში ბეტაჰისტინის დონე ძალიან დაბალია. ამიტომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზები ეფუძნება 2-PAA-ს გაზომვას პლაზმასა და შარდში.
დანაყრებულ კუჭზე Cmax დონე უფრო დაბალია, ვიდრე უზმოზე. თუმცა, ბეტაჰისტინის მთლიანი შეწოვა ორივე შემთხვევაში მსგავსია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი მიღება საკვებთან ერთად მხოლოდ ანელებს ბეტაჰისტინის შეწოვას.
განაწილება
სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებული ბეტაჰისტინის წილი 5%-ზე ნაკლებია.
ბიოტრანსფორმაცია
შეწოვის შემდეგ, ბეტაჰისტინი სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად (რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობა). ბეტაჰისტინის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში (და შარდში) 2-PAA კონცენტრაცია აღწევს მაქსიმალურ დონეს მიღებიდან 1 საათის შემდეგ და იწყებს კლებას ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 3,5 საათის განმავლობაში.
გამოყოფა
2-PAA ადვილად გამოიყოფა შარდით. 8-48 მგ დოზის დიაპაზონში, საწყისი დოზის დაახლოებით 85% შეინიშნება შარდში. ბეტაჰისტინის თირკმელებით ან განავლით გამოყოფა არ არის მნიშვნელოვანი.
წრფივობა/არაწრფივობა
გამოჯანმრთელების სიხშირე სტაბილურია 8-48 მილიგრამი პერორალური დოზის დიაპაზონზე მაღალი დოზებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბეტაჰისტინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია და შესაბამისი მეტაბოლური გზა არ არის გაჯერებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბეტასერკი® 16 მგ ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10,42 მგ ბეტაჰისტინის ეკვივალენტურ 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს მიკროკრისტალურ ცელულოზას, მანიტოლს, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს, სილიციუმის კოლოიდურ უწყლო დიოქსიდს და ტალკს.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ბეტასერკი® და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბეტასერკის® გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ბეტასერკი®?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ბეტასერკის® შენახვა
- რა არის ბეტასერკი® და რისთვის გამოიყენება?
ბეტასერკი® არის პერორალური გამოყენებისთვის განკუთვნილი, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრი ან მოთეთრო ფერის ტაბლეტი დამრეცი კიდეებით, რომელსაც ცალ მხარეს აქვს წარწერა - 16. წარმოდგენილია 30 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
ბეტასერკი® აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს. ბეტასერკი® არის „ჰისტამინის (ნივთიერება, რომელსაც იმუნური სისტემა გამოყოფს გარკვეული ლეიკოციტებისგან და წარმოადგენს ორგანიზმის დამცავი მექანიზმის ნაწილს) ანალოგი“ პრეპარატი.
გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება
ყურებში ხმაური
სმენის დაკარგვა ან სმენის პრობლემა.
თავბრუსხვევა (ვერტიგო) გამოწვეულია შიგნითა ყურის იმ ნაწილის არასათანადო ფუნქციონირებით, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას (ეწოდება „ვესტიბულური ვერტიგო“).
ბეტასერკი® თავისი მოქმედების მექანიზმით ხელს უწყობს შიგნითა ყურში სისხლის მიმოქცევას. ამ სახით მცირდება აღნიშნულ მიდამოში წნევის დაგროვება.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბეტასერკის® გამოყენებამდე
არ არის რეკომენდებული ბეტასერკის® გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში/მოზარდებში.
არ გამოიყენოთ ბეტასერკი® შემდეგ შემთხვევებში
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდზე ან ბეტასერკის® შემადგენელ სხვა რომელიმე კომპონენტზე,
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა).
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბეტასერკი® გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ქვემოთ მითითებული საკითხები გეხებათ თქვენ, ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:
თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
თუ გაქვთ ბრონქული ასთმა
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს ან, თუ არ ხართ დარწმუნებული. შესაძლებელია თქვენმა ექიმმა ბეტასერკით® მკურნალობის პერიოდში მოითხოვოს თქვენს მდგომარეობაზე უფრო ინტენსიური დაკვირვება.
ბეტასერკის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბეტასერკი® შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ ბეტასერკმა® შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). საკვებთან ერთად ბეტასერკის® მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, ზემოქმედებს თუ არა ბეტასერკი® მუცლადმყოფ ბავშვზე:
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, შეაჩერეთ ბეტასერკის® გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ბეტასერკი®, სანამ თქვენი ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი საჭიროების შესახებ.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, გადადის თუ არა ბეტასერკი® ადამიანის რძეში.
თუ იყენებთ ბეტასერკს®, ექიმის მითითების გარეშე არ დაიწყოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
არ არის მოსალოდნელი ბეტასერკის® ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე.
თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენმა დაავადებამ, რომლის გამოც მკურნალობთ ბეტასერკით® (მენიერის დაავადება ან შიგნითა ყურის მიზეზით გამოწვეული ვერტიგო), შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისრევა და ამგვარად დააქვეითოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი ან ისეთი სამუშაოს შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, მიიღოთ გადაწყვეტილება, შეგიძლიათ თუ არა ამ სამუშაოების შესრულება. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბეტასერკის® შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
ანტიჰისტამინური საშუალებები - თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ პრეპარატებმა დააქვეითონ ბეტასერკის® ეფექტი. გარდა ამისა, ბეტასერკმა® შესაძლებელია დააქვეითოს ანტიჰისტამინური პრეპარატების ეფექტი.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ები) - ეს პრეპარატები გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. მათ შესაძლებელია გააძლიერონ ბეტასერკის® ეფექტი.
თუ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევა გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), ბეტასერკის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ბეტასერკი®?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ბეტასერკი® გამოიყენეთ ექიმის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ექიმი პრეპარატის დოზის კორექტირებას მოახდენს თქვენი გამოჯანმრთელების მიხედვით.
განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გამოვლინებას დასჭირდეს დრო.
ჩვეულებრივი დოზაა დღეში 3-ჯერ ერთი ცალი ბეტასერკი® 16 მგ ტაბლეტი. თუ იღებთ დღეში ერთზე მეტ ტაბლეტს, ტაბლეტები თანაბრად გაანაწილეთ დღის განმავლობაში. მაგალითად, დილით ერთი ტაბლეტი და საღამოს ერთი ტაბლეტი.
ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში პრეპარატის სტაბილურ რაოდენობას. ამასთანავე ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ გახსენებაში, რომ უნდა მიიღოთ პრეპარატი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ტაბლეტი ჩაყლაპეთ წყლით.
ტაბლეტი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ ბეტასერკმა® შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის® საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
არ არსებობს საკმარისი მონაცემი პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რის გამოც არ არის რეკომენდებული ბეტასერკის® გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ასაკოვნებში გამოყენება:
თუმცა კლინიკური კვლევების მონაცემები პაციენტთა ამ ჯგუფში შეზღუდულია, გავრცელებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტთა ამ პოპულაციაში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თუმცა არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები პაციენტთა ამ ჯგუფებში, პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტთა ამ პოპულაციაში არ არის საჭირო დოზის კორექტირება.
თუ თვლით, რომ ბეტასერკის® მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბეტასერკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით:
თუ გამოიყენეთ ბეტასერკი® საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ ბეტასერკს® საჭიროზე მეტი რაოდენობით, შესაძლებელია გქონდეთ გულისრევა, იგრძნოთ ძილიანობა ან კუჭის ტკივილი. კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ ბეტასერკის® გამოყენება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ბეტასერკით® მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია
თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ბეტასერკის® გამოყენება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბეტასერკის® შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
კვლევების დროს ქვემოთ წარმოდგენილი არასასურველი რეაქციები გამოვლინდა შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია გამოუვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ბეტასერკის® გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
არ არის ცნობილი ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე:
ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:
კანზე წითელი ან ხორკლიანი გამონაყარი ან კანზე ანთება ქავილით
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება
ცნობიერების დაკარგვა
სუნთქვის გაძნელება
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
რომელიმე ამ რეაქციის არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ბეტასერკზე®. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
სხვა გვერდითი მოვლენები
ხშირი
ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
საჭმლის მონელების პრობლემა (მუცლის ზედა მიდამოსთან დაკავშირებული ჩივილები)
თავის ტკივილი
უცნობია
გულისრევა, კუჭის ტკივილი, მუცლის შებერილობა, კუჭის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა შებერილობა და აირები
თრომბოციტოპენია (სისხლის შედედების უზრუნველმყოფი თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, ანაფილაქცია
კანზე და კანქვეშ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კერძოდ, ანგიონევროზული ედემა (რბილი ქსოვილების შეშუპება), ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.
ბეტასერკის® საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს კუჭის პრობლემების შემცირებას.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე: 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ბეტასერკის® შენახვა
ბეტასერკი® შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ბეტასერკი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
ვარგისიანობის თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ბეტასერკი®, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს აბოტ ლაბორათუარლარი ითჰ. იჰრ. ვე თიჯ.
ინქილაფის უბანი, დოქ. ადნან ბუიუქდენიზის გამზირი №:2, ქელიფ პლაზა, 34768 უმრანიე - სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ჰუმანის საღლიქ
ქარააღაჩის უბანი, ფათიჰის ბულვარი №:32 ჩერქეზქოის ორგანიზებული სამრეწველო ზონა - ქაფაქლი / თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 17/10/2024 წელს.
2500958R00
Abbott
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.