პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ვერეზონი 24მგ ტაბლეტი

Verezon 24mg Tablet

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვერეზონი 24 მგ ტაბლეტი არის პერორალურად მისაღები, თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი, მრგვალი ტაბლეტი ჭდით ცალ მხარეს. ვერეზონი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს აქტიურ ნივთიერების სახით. ვერეზონი არის "ჰისტამინის მსგავსი" პრეპარატი. ის გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
24მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042436
რეგისტრირებულია
26 ნოემბერი 2024, მოქმედებს 26 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Recordati Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავერეზონი 24მგ ტაბლეტი და სხვა წამალი ერთად

ვერეზონი 24მგ ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვერეზონი 24 მგ ტაბლეტი არის პერორალურად მისაღები, თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი, მრგვალი ტაბლეტი ჭდით ცალ მხარეს.

ვერეზონი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს აქტიურ ნივთიერების სახით. ვერეზონი არის "ჰისტამინის მსგავსი" პრეპარატი.

ის გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება;

ტინიტუსი;

სმენის დაკარგვა ან სმენის გართულება;

თავბრუსხვევა გამოწვეულია შუა ყურის ზოგიერთი ნაწილის, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას, არასწორი მუშაობით (ე.წ. "ვესტიბულური თავბრუსხვევა").

ვერეზონი აუმჯობესებს შუა ყურში სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად მცირდება წნევის ზრდა.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის / სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ვერეზონი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მედიკამენტის დოზას დაარეგულირებს მკურნალი ექიმი, თქვენი განკურნების შედეგების მიხედვით.

მედიკამენტის გამოყენება ხდება ხანგრძლივად, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს პრეპარატის ეფექტის გამოვლენას.

რეკომენდებული დოზაა ვერეზონი 24 მგ ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

თუ იღებთ ერთზე მეტ ტაბლეტს, გაანაწილეთ დოზები თანაბრად მთელი დღის განმავლობაში; მაგალითად; ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს, რომ ორგანიზმში პრეპარატის რაოდენობა იყოს ფიქსირებული. ასევე, მისი ერთდსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება.

მიღების წესი და მეთოდი:

მიიღეთ ტაბლეტი წყლთან ერთად.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ვერეზონმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (მითითებულია მე-4 პარაგრაფში).

ვერეზონის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ვერეზონი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ხანდაზმულებში:

მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტების ჯგუფში კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია, ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით, დოზის კორექცია საჭირო არ არის ამ პაციენტების პოპულაციისთვის.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ამ ჯგუფებში არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები, პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით პაციენტების ამ პოპულაციაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვერეზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერეზონი:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერეზონი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტ ვერეზონს, შეიძლება გაგითარდეთ გულისრევა, ძილიანობა ან კუჭის ტკივილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ დაგავიწყდათ ვერეზონის მიღება:

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ წყვეტთ ვერეზონის მიღებას:

არ შეწყვიტოთ ვერეზონის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან ვერეზონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ე.წ. ფეოქრომოციტომა);

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ვერეზონის გამოყენებამდე.

განსაკუთრებული სიფრთხილე ვერეზონის გამოყენებისას

ამ პრეპარატის მიღებამდე გადაამოწმეთ ექიმთან, თუ შემდეგიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ :

თუ გაქვთ ან ანამნეზში აღგენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ გაქვთ ასთმა.

თუ ეს გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ან არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი უფრო საფუძვლიანი მონიტორინგი ვერეზონის გამოყენებისას.

ვერეზონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვერეზონის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ვერეზონმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (მითითებული მე-4 პარაგრაფში).

ვერეზონის მიღება საკვებთან ერთად დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

სიფრთხილის ზომები

ვერეზონი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

In vivo ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. In vitro მონაცემებზე დაყრდნობით, ციტოქრომ P450 ფერმენტების პროდუქტთან დაკავშირებული in vivo ინჰიბირება არ არსებობს.

ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმის დათრგუნვაზე იმ პრეპერატების მიერ, რომლებიც აინჰიბირებენ მონოამინო-ოქსიდაზას (მაო), მათ შორის B ქვეტიპის მაო-ს (მაგ. სელეგილინი). საჭიროა სიფრთხილე ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების (სელექტიური მაო-B-ს ჩათვლით) ერთდროულად გამოყენებისას.

ვინაიდან ბეტაჰისტინი არის ჰისტამინის ანალოგი, ბეტაჰისტინის ურთიერთქმედება ანტიჰისტამინებთან შეიძლება თეორიულად გავლენას ახდენდეს ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის ეფექტურობაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

უცნობია ახდენს თუ არა ვერეზონი გავლენას ნაყოფზე:

თუ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, შეწყვიტეთ ვერეზონის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.

თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ვერეზონი თუ ექიმი არ მიიჩნევს ამას აუცილებლად.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ვერეზონი დედის რძეში.

თუ თქვენ იყენებთ ვერეზონს არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სვარაუდოდ ვერეზონი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადებამ, რის გამოც იღებთ ვერეზონს (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია შუა ყურის პრობლემებით) შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ღებინება და გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმის გამოყენების უნარზე ან დავალებების შესრულებაზე, რაც მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერეზონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტების მიღება

თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

ანტიჰისტამინური საშუალებები - ამ მედიკამენტებმა თეორიულად შეიძლება შეამცირონ ვერეზონის ეფექტურობა. გარდა ამისა, ვერეზონმა შეიძლება ასევე შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტი.

მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. მათ შეიძლება გაზარდონ ვერეზონის ეფექტი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ვერეზონის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში გაქვს მიღებული რაიმე სხვა მედიკამენტი, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, ვერეზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

გვერდითი მოვლენები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში;

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში;

უცნობი: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ვერეზონის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:

შემდეგი გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია:

ალერგიული რეაქციები, სიმპტომები შეიძლება მოცავდეს შემდეგს:

  • წითელი ან ამობურცული გამონაყარი კანზე ან კანის ქავილი და ანთება;
  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • გონების დაკარგვა;
  • სუნთქვის გაძნელება.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ აგეღნიშნათ ერთ-ერთი მათგანი, გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია ვერეზონზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, აცნობეთ ექიმს:

ხშირი

გულისრევა

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)

თავის ტკივილი

უცნობი

მსუბუქი პრობლემები კუჭის მხრივ, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, მუცლის გამობერვა, შებერილობა და მეტეორიზმი;

კანის და კანქვეშა ქსოვილის ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება (ქავილი გამონაყარი და/ან სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება), ჭინჭრის ციება (კანის სიწითლე და ქავილი), გამონაყარი და ქავილი.

ვერეზონის მიღება საკვებთან ერთად დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ეს არის ვერეზონის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

ჭარბი დოზა

დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომები 640 მგ-მდე დოზებით მკურნალობისას (მაგ. გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი). უფრო სერიოზული გართულებები (მაგ. კრუნჩხვები, ფილტვების ან გულის მხრივი გართულებები) დაფიქსირდა ბეტაჰისტინის დოზის განზრახ გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან ერთობლიობაში.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოიცავდეს სტანდარტულ დამხმარე ზომებს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, 15,63 მგ ბეტაჰისტინის ექვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ვერეზონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ვერეზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვერეზონი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანების ნიშანს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მოათავსეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ათქ კოდი: N07CA0l

ბეტაჰისტინის მოქმედების მექანიზმი მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი. არსებობს რამდენიმე სარწმუნო ჰიპოთეზა, რომელიც დადასტურებულია ცხოველთა კვლევებით და ადამიანების მონაცემებით:

ბეტაჰისტინი გავლენას ახდენს ჰისტამინერგულ სისტემაზე:

ბეტაჰისტინი მოქმედებს როგორც ნაწილობრივი ჰისტამინის H1-რეცეპტორის აგონისტი და ჰისტამინის H3-რეცეპტორის ანტაგონისტი, ასევე ნეირონულ ქსოვილში და აქვს უმნიშვნელო H2-რეცეპტორული აქტივობა. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის მომოქცევას და გამოყოფას პრესინაფსური H3 რეცეპტორების ბლოკირებით და H3-რეცეპტორების დაქვეითების რეგულირების ინდუცირებით.

ბეტაჰისტინს შეუძლია გაზარდოს სისხლის მიმოქცევა კოხლეარულ ზონაში, ისევე როგორც მთელ ტვინში:

ცხოველებზე ჩატარებულმა ფარმაკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება შიგნითა ყურის სისხლძარღვების ზოლში, სავარაუდოდ შიგნითა ყურის მიკროცირკულაციის პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების გამო. ბეტაჰისტინი ასევე აძლიერებს ცერებრალური სისხლის ნაკადს ადამიანის ორგანიზმში;

ბეტაჰისტინი ხელს უწყობს ვესტიბულურ კომპენსაციას:

ბეტაჰისტინი აჩქარებს ვესტიბულურ აღდგენას ცხოველებში ცალმხრივი ნეირექტომიის შემდეგ, ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის ხელშეწყობის და დაჩქარების გზით; ეს ეფექტი, რომელიც ხასიათდება ჰისტამინის მიმოქცევისა და გამოთავისუფლების გაზრდილი რეგულირებით, განპირობებულია H3-რეცეპტორების ანტაგონიზმით. ადამიანებში, ვესტიბულური ნეიროექტომიის შემდეგ გამოჯანმრთელების დრო ასევე შემცირდა ბეტაჰისტინით მკურნალობისას.

ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების აქტივობას ვესტიბულურ ბირთვებში:

ასევე დადგენილია, რომ ბეტაჰისტინს გააჩნია დოზადამოკიდებული ინჰიბიტორული ეფექტი ნეირონების სპაიკის გენერაციაზე ლატერალურ და მედიალურ ვესტიბულურ ბირთვებში.

ცხოველებში ნაჩვენებმა ფარმაკოდინამიკურმა თვისებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბეტაჰისტინის თერაპიულ სარგებელს ვესტიბულურ სისტემაში.

ბეტაჰისტინის ეფექტურობა ნაჩვენები იყო ვესტიბულური თავბრუსხვევის და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში, რაც გამოვლინდა ვერტიგოს შეტევების სიმძიმისა და სიხშირის გაუმჯობესებით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

პერორალურად მიღებული ბეტაჰისტინი ადვილად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილიდან. შეწოვის შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილ ძმარმჟავაში. პლაზმაში ბეტაჰისტინის დონე ძალიან დაბალია. ამიტომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზები ეფუძნება 2-PAA გაზომვებს პლაზმაში და შარდში.

საკვების მიღების შემთხვევაში Cmax დონე უფრო დაბალია ვიდრე უზმოზე. თუმცა, ბეტაჰისტინის მთლიანი აბსორბცია მსგავსია ორივე შემთხვევაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკვების მიღება მხოლოდ ანელებს ბეტაჰისტინის შეწოვას.

განაწილება:

ბეტაჰისტინის პროცენტი, რომელიც უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, 5%-ზე ნაკლებია.

ბიოტრანსფორმაცია:

აბსორბციის შემდეგ, ბეტაჰისტინი სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავამდე (რომელსაც არ გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედება). ბეტაჰისტინის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში (და შარდში) 2-PAA კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს მიღებიდან 1 საათის შემდეგ და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 3,5 საათის განმავლობაში.

ელიმინაცია:

2-PAA ადვილად გამოიყოფა შარდით. 8-დან 48 მგ-მდე დოზის დიაპაზონში, საწყისი დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში. თავად ბეტაჰისტინის თირკმლისმიერი ან განავლით ექსკრეცია არის მცირე მნიშვნელობის.

ხაზოვნება / არახაზოვნება:

აღდგენის სიჩქარე სტაბილურია 8-48 მგ პერორალური დოზის დიაპაზონში, რაც მიუთითებს, რომ ბეტაჰისტინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია და სავარაუდოა, რომ შესაბამისი მეტაბოლური გზა არ არის გაჯერებული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი

ვერეზონი 24 მგ ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, 15,63 მგ ბეტაჰისტინის ექვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი.

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტისთვის განკუთვნილ ფურცელ-ჩანართს რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, შესაძლებელია თქვენ კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირს.

ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს რომ იღებთ ამ პრეპარატს.

დაიცავით პრეპარატის შესახებ მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე ფურცელ-ჩანართში წარმოდგენილია: 1. რა არის ვერეზონი და რისთვის გამოიყენება ის? 2. რა უნდა იცოდეთ ვერეზონის მიღებამდე? 3. როგორ მიიღება ვერეზონი? 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი 5. როგორ ინახება ვერეზონი?

  • რა არის ვერეზონი და რისთვის გამოიყენება ის?

ვერეზონი 24 მგ ტაბლეტი არის პერორალურად მისაღები, თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი, მრგვალი ტაბლეტი ჭდით ცალ მხარეს.

ვერეზონი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს აქტიურ ნივთიერების სახით. ვერეზონი არის "ჰისტამინის მსგავსი" პრეპარატი.

ის გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრევა ან ღებინება;

ტინიტუსი;

სმენის დაკარგვა ან სმენის გართულება;

თავბრუსხვევა გამოწვეულია შუა ყურის ზოგიერთი ნაწილის, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას, არასწორი მუშაობით (ე.წ. "ვესტიბულური თავბრუსხვევა").

ვერეზონი აუმჯობესებს შუა ყურში სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად მცირდება წნევის ზრდა.

  • რა უნდა იცოდეთ ვერეზონის მიღებამდე?

ვერეზონი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში

არ მიიღოთ ვერეზონი თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან ვერეზონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ე.წ. ფეოქრომოციტომა);

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ვერეზონის გამოყენებამდე.

განსაკუთრებული სიფრთხილე ვერეზონის გამოყენებისას

ამ პრეპარატის მიღებამდე გადაამოწმეთ ექიმთან, თუ შემდეგიდან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ :

თუ გაქვთ ან ანამნეზში აღგენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ გაქვთ ასთმა.

თუ ეს გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ან არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი უფრო საფუძვლიანი მონიტორინგი ვერეზონის გამოყენებისას.

ვერეზონის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვერეზონის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ვერეზონმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (მითითებული მე-4 პარაგრაფში).

ვერეზონის მიღება საკვებთან ერთად დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

უცნობია ახდენს თუ არა ვერეზონი გავლენას ნაყოფზე:

თუ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, შეწყვიტეთ ვერეზონის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.

თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ვერეზონი თუ ექიმი არ მიიჩნევს ამას აუცილებლად.

თუ მკურნალობის დროს გაიგეთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ვერეზონი დედის რძეში.

თუ თქვენ იყენებთ ვერეზონს არ კვებოთ ბავშვი ძუძუთი, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სვარაუდოდ ვერეზონი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადებამ, რის გამოც იღებთ ვერეზონს (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა, რომელიც გამოწვეულია შუა ყურის პრობლემებით) შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ღებინება და გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმის გამოყენების უნარზე ან დავალებების შესრულებაზე, რაც მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერეზონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა მედიკამენტების მიღება

თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

ანტიჰისტამინური საშუალებები - ამ მედიკამენტებმა თეორიულად შეიძლება შეამცირონ ვერეზონის ეფექტურობა. გარდა ამისა, ვერეზონმა შეიძლება ასევე შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტი.

მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. მათ შეიძლება გაზარდონ ვერეზონის ეფექტი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ვერეზონის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან უახლოეს წარსულში გაქვს მიღებული რაიმე სხვა მედიკამენტი, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.

  • როგორ მიიღება ვერეზონი?

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის / სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ვერეზონი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მედიკამენტის დოზას დაარეგულირებს მკურნალი ექიმი, თქვენი განკურნების შედეგების მიხედვით.

მედიკამენტის გამოყენება ხდება ხანგრძლივად, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს პრეპარატის ეფექტის გამოვლენას.

რეკომენდებული დოზაა ვერეზონი 24 მგ ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

თუ იღებთ ერთზე მეტ ტაბლეტს, გაანაწილეთ დოზები თანაბრად მთელი დღის განმავლობაში; მაგალითად; ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს, რომ ორგანიზმში პრეპარატის რაოდენობა იყოს ფიქსირებული. ასევე, მისი ერთდსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება.

მიღების წესი და მეთოდი:

მიიღეთ ტაბლეტი წყლთან ერთად.

ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ვერეზონმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (მითითებულია მე-4 პარაგრაფში).

ვერეზონის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ვერეზონი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

გამოყენება ხანდაზმულებში:

მიუხედავად იმისა, რომ ამ პაციენტების ჯგუფში კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია, ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით, დოზის კორექცია საჭირო არ არის ამ პაციენტების პოპულაციისთვის.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ამ ჯგუფებში არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები, პოსტმარკეტინგული გამოცდილების მიხედვით პაციენტების ამ პოპულაციაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვერეზონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერეზონი:

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერეზონი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტ ვერეზონს, შეიძლება გაგითარდეთ გულისრევა, ძილიანობა ან კუჭის ტკივილი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ დაგავიწყდათ ვერეზონის მიღება:

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ წყვეტთ ვერეზონის მიღებას:

არ შეწყვიტოთ ვერეზონის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, ვერეზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

გვერდითი მოვლენები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში;

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში;

უცნობი: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ ვერეზონის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:

შემდეგი გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია:

ალერგიული რეაქციები, სიმპტომები შეიძლება მოცავდეს შემდეგს:

  • წითელი ან ამობურცული გამონაყარი კანზე ან კანის ქავილი და ანთება;
  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • გონების დაკარგვა;
  • სუნთქვის გაძნელება.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ თქვენ აგეღნიშნათ ერთ-ერთი მათგანი, გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია ვერეზონზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, აცნობეთ ექიმს:

ხშირი

გულისრევა

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)

თავის ტკივილი

უცნობი

მსუბუქი პრობლემები კუჭის მხრივ, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, მუცლის გამობერვა, შებერილობა და მეტეორიზმი;

კანის და კანქვეშა ქსოვილის ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება (ქავილი გამონაყარი და/ან სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება), ჭინჭრის ციება (კანის სიწითლე და ქავილი), გამონაყარი და ქავილი.

ვერეზონის მიღება საკვებთან ერთად დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ეს არის ვერეზონის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

  • როგორ ინახება ვერეზონი

შეინახეთ ვერეზონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ვერეზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვერეზონი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანების ნიშანს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მოათავსეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Recordati İlaç San. ve Tic. A.S.

Ç.O.S.B. Karaağaç Malı. Ataturk Cad.

No: 36 Kapaklı / TEKİRDAĞ / თურქეთი,

ტელ: 0 282 999 16 00

მწარმოებელი

Recordati İlaç San. ve Tic. A.S.

Ç.O.S.B. Karaağaç Malı. Ataturk Cad.

No: 36 Kapaklı / თექირდაღი / თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა