პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბეტასერკი

bétaserc®

ურეცეპტოდ24მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
24მგ ტაბლეტი №60
მწარმოებელი
Mylan Laboratories SAS, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-025173
რეგისტრირებულია
11 მაისი 2018, მოქმედებს 11 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტასერკი და სხვა წამალი ერთად

ბეტასერკი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

დოზირების აღნიშნული ფორმა გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ბეტაჰისტინის მხოლოდ 48 მგ დღიურ დოზას. სხვა შემთხვევებში, გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები გამოიყენება დოზით 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ, სასურველია საკვებთან ერთად.

ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ბეტასერკი 24 მგ, სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენების. ტაბლეტი გადაიყლაპება მთლიანად წყლის მიყოლებით.

თუ დაგავიწყდათ ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტების მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

სიფრთხილის ზომები

ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (ბრონქული შევიწროების რისკი).

ბეტაჰისტინი არ გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუ

ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული თავბრუსხვევა

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ხელს უშლის კუჭის ტკივილს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოყენება

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ეხლა ღებულობდთ ან ახლო წარსულში ღებულობდით ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სასურველია მოვერიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს შეიტყვეთ, რომ ორსულად ხართ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების მართებულობის შესახებ.

ნებისმიერი წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:

კუჭის ტკივილი, გულილსრევა, ღებინება, პირის სიმშრალე და ფაღარათი.

უფრო იშვიათი:

თავის ტკივილი, ასთენია, ძილიანობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მომატებული ღვიძლის ფერმენტები.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ჩათვლით მოვლენებისა, რომლებიც არ არის არსებულ ინსტრუქციაში აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ბეტაჰისტინ დიჰიდროქლორიდი 24.00 მგ

ერთი ტაბლეტისთვის

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი და ტალკი.

ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვა

არსებული პრეპარატი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, 60 ტაბლეტი შეფუთვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

მილან მედიქალ სას

რუგე დე ლისლის ქ. 42

F 92150 სურესნეს

ტელ: + 33 (0) 1 46 25 85 00.

შენახვის პირობები

დამატებითი ინფორმაცია

  • რა არის ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები და როდის გამოიყენება

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატი (ცენტრალური ნერვული სისტემა). არსებული პრეპარატი ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის თავბრუსხვევის სამკურნალოდ.

  • ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების მიღების წინ

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები არ გამოიყენება შემდედი შემთხვევების დროს:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება ეპიზოდების სახით ან მიმდინარე მკურნალობა;

ფემოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიური ზრდა, რომელიც გამოყოფს მძიმე ჰიპერტენზიის გამომწვევს ნივთიერებებს).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბეტასერკი® 24 მგ

ტაბლეტები

ბეტაჰისტინ დიჰიდროქლორიდი

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას. ის სხვისთვის შეიძლება საზიანო იყოს, მაშინაც კი თუ თქვენი სიმპტომები მსგავსია

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას.

ინსტრუქციის შინაარსი:

რა არის ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები და როდის გამოიყენება

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების მიღების წინ

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების შენახვის წესი

დამატებითი ინფორმაცია

  • რა არის ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები და როდის გამოიყენება

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატი (ცენტრალური ნერვული სისტემა). არსებული პრეპარატი ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის თავბრუსხვევის სამკურნალოდ.

  • ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების მიღების წინ

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები არ გამოიყენება შემდედი შემთხვევების დროს:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება ეპიზოდების სახით ან მიმდინარე მკურნალობა;

ფემოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიური ზრდა, რომელიც გამოყოფს მძიმე ჰიპერტენზიის გამომწვევს ნივთიერებებს).

სიფრთხილის ზომები:

ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (ბრონქული შევიწროების რისკი).

ბეტაჰისტინი არ გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუ

ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული თავბრუსხვევა

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ხელს უშლის კუჭის ტკივილს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოყენება

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ეხლა ღებულობდთ ან ახლო წარსულში ღებულობდით ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სასურველია მოვერიდოთ პრეპარატის გამოყენებას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს შეიტყვეთ, რომ ორსულად ხართ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების მართებულობის შესახებ.

ნებისმიერი წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

  • ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების გამოყენების წესი

დოზირება

დოზირების აღნიშნული ფორმა გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ბეტაჰისტინის მხოლოდ 48 მგ დღიურ დოზას. სხვა შემთხვევებში, გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.

ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები გამოიყენება დოზით 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ, სასურველია საკვებთან ერთად.

ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ბეტასერკი 24 მგ, სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენების. ტაბლეტი გადაიყლაპება მთლიანად წყლის მიყოლებით.

თუ დაგავიწყდათ ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტების მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:

კუჭის ტკივილი, გულილსრევა, ღებინება, პირის სიმშრალე და ფაღარათი.

უფრო იშვიათი:

თავის ტკივილი, ასთენია, ძილიანობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

იშვიათი:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, მომატებული ღვიძლის ფერმენტები.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ჩათვლით მოვლენებისა, რომლებიც არ არის არსებულ ინსტრუქციაში აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდინელ ადგილას.

ნუ მიიღებთ ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტებს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე. ვარგისიანობის თარიღი აღნიშნავს არსებული თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდების წესების შესახებ. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბეტასერკი 24 მგ, ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება

ბეტაჰისტინ დიჰიდროქლორიდი 24.00 მგ

ერთი ტაბლეტისთვის

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი და ტალკი.

ბეტასერკი 24 მგ ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვა

არსებული პრეპარატი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, 60 ტაბლეტი შეფუთვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

მილან მედიქალ სას

რუგე დე ლისლის ქ. 42

F 92150 სურესნეს

ტელ: + 33 (0) 1 46 25 85 00.

მწარმოებელი და შემფუთველი კომპანია

მილან ლაბორატორიზ სას

რუტ დე ბელევილ

ლიუ დი მაილარდ

F 01400 შატილიოინ სურ შალარონ

ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: აგვისტო 2015

დეტალური ინფორმაცია პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია ANSM (საფრანგეთი) ვებ-გვერდზე.

მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი: 355 647.1-60 ტაბლეტი

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა