ბენტერო 100
BENTERO 100
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ბენტერო ნაჩვენებია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებისთვისაც ფლუდარაბინით კომბინირებული ქიმიოთერაპია არ არის მიზანშეწონილი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენდამუსტინი (bendamustine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Hetero Labs Limited - Unit VI, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
- ATC კოდი
- L01AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046102
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2026, მოქმედებს 5 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hetero Labs Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბენტერო 100 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ)
ბენტერო ნაჩვენებია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებისთვისაც ფლუდარაბინით კომბინირებული ქიმიოთერაპია არ არის მიზანშეწონილი.
ინდოლენტური ტიპის არაჰოჯკინის ლიმფომის დროს მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებმაც პროგრესი განიცადეს რიტუქსიმაბით ან რიტუქსიმაბის შემცველი სქემით მკურნალობის დროს ან 6 თვის შემდეგ.
მრავლობითი მიელომის პირველი ხაზის მკურნალობა (დიური-სალმონის II სტადია პროგრესირებით ან III სტადია) პრედნიზონთან კომბინაციაში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას და რომლებსაც აქვთ კლინიკური ნეიროპათია დიაგნოზის დროს, რომელიც გამორიცხავს თალიდომიდის ან ბორტეზომიბის შემცველი მკურნალობის გამოყენებას.
მიღების წესი და დოზირება
მონოთერაპია ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს
ბენტერო 100 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით 1-ლ და მე-2 დღეებში; ყოველ 4 კვირაში 6-ჯერ.
მონოთერაპია რიტუქსიმაბის მიმართ რეფრაქტერული ინდოლენტური ტიპის არაჰოჯკინის ლიმფომის დროს
ბენტერო 120 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით 1-ლ და მე-2 დღეებში; ყოველ 3 კვირაში სულ მცირე 3-ჯერ.
მრავლობითი მიელომა
ბენტერო 120 - 150 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით 1-ლ და მე-2 დღეებში,
პრედნიზონი 60 მგ/მ² სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით ი.ვ. ან პერორალურად 1-დან მე-4 დღემდე; ყოველ 4 კვირაში მინიმუმ 3-ჯერ.
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (შრატისმიერი ბილირუბინი <1.2 მგ/დლ). რეკომენდებულია დოზის 30%-ით შემცირება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (შრატისმიერი ბილირუბინი 1.2 – 3.0 მგ/დლ).
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (შრატისმიერი ბილირუბინის მნიშვნელობები > 3.0 მგ/დლ) (იხ. პარაგრაფი 4.3).
თირკმლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 10 მლ/წთ. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოცდილება შეზღუდულია.
პედიატრიული პოპულაცია
ბენტეროს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი. ამჟამინდელი ხელმისაწვდომი მონაცემები არ არის საკმარისი დოზირების შესახებ რეკომენდაციის გასაკეთებლად.
ხანდაზმული პაციენტები
არ არსებობს მტკიცებულება, რომ დოზის კორექცია აუცილებელია ხანდაზმულ პაციენტებში (იხ.პარაგრაფი 5.2).
გამოყენების წესი
ინტრავენური ინფუზიისთვის 30 - 60 წუთის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი 6.6).
ინფუზია უნდა გაკეთდეს კვალიფიციური და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ძვლის ტვინის სუსტი ფუნქცია დაკავშირებულია ქიმიოთერაპიით გამოწვეულ ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობასთან. მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების მნიშვნელობები შემცირდება < 3000/μლ-მდე ან < 75000/μლ-მდე, შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 4.3).
მკურნალობა უნდა შეწყდეს ან გადაიდოს, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების მნიშვნელობები შემცირდება <3000/μლ-მდე ან < 75000/μლ-მდე, შესაბამისად. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ლეიკოციტების მნიშვნელობები გაიზრდება > 4000/μლ-მდე, ხოლო თრომბოციტების მნიშვნელობები > 100000/μლ-მდე.
ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ყველაზე დაბალი დონე მიიღწევა 14-20 დღის შემდეგ, ხოლო რეგენერაციით 3-5 კვირის შემდეგ. თერაპიისგან დასვენების ინტერვალებში რეკომენდებულია სისხლის ანალიზის მკაცრი მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი 4.4).
არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემთხვევაში დოზის შემცირება დამოკიდებულია წინა ციკლის ყველაზე ცუდ CTC-ის (საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმები) ხარისხებზე. CTC-ის მე-3 ხარისხის ტოქსიკურობის შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის 50%-ით შემცირება. CTC-ის მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.
თუ პაციენტს ესაჭიროება დოზის შეცვლა, ინდივიდუალურად გამოთვლილი შემცირებული დოზა უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობის ციკლის 1-ლ და მე-2 დღეს.
სამკურნალო განზავების ინსტრუქციებისთვის, გამოყენებამდე იხ. პარაგრაფი 6.6.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ბენტეროს ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს, თუ ბენტეროთი მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ძუძუთი კვების დროს);
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
თუ აღენიშნებათ კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე);
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა) და სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული ცვლილებები სისხლში;
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღით ადრე ჩაგიტარდათ სერიოზული
ქირურგიული ოპერაციები;
თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია);
ყვითელი ცხელების ვაქცინებთან კომბინაცია.
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ ზემოხსენებული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, ბენტეროს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ბენტეროს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების ჩანაცვლების უნარის დაქვეითების შემთხვევაში. თქვენ უნდა შეიმოწმოთ სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა ბენტეროთი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის ყოველი მომდევნო კურსის წინ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალებში.
ინფექციების შემთხვევაში. თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, მათ შორის ცხელება ან სიმპტომები ფილტვების მხრივ.
ბენტეროთი მკურნალობის დროს კანისმიერი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში. კანისმიერი რეაქციების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს.
მტკივნეული წითელი ან მეწამული გამონაყარის შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკების და/ან სხვა დაზიანებების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუ და ტუჩები), განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.
გულის არსებული დაავადების შემთხვევაში (მაგ. გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რითმის მძიმე დარღვევა).
თუ შეამჩნევთ რაიმე ტკივილს გვერდში, შარდში სისხლს ან შარდის შემცირებულ რაოდენობას. როდესაც თქვენი დაავადება ძალიან მძიმეა, თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ გაასუფთავოს ყველა ნარჩენი პროდუქტი კიბოს მომაკვდავი უჯრედებისგან. ამას სიმსივნური ლიზისის სინდრომს უწოდებენ და შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და პრობლემები გულის მხრივ ბენტეროს პირველი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. თქვენი ექიმი გააკონტროლებს სათანადო ჰიდრატაციას და დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტებს, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.
მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს. ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიის მიმართ რეაქციებს თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს.
თუ ბენტერო გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნას, შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ძვლის ტვინზე.
თუ ბენტერო გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ცვლის თქვენს იმუნურ პასუხს, ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ცოცხალი ვირუსის ვაქცინაციის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდის ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ვაქცინაცია).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
ორსულობა
ბენტეროს შეუძლია გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და გამოიწვია მანკები ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბენტერო ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაქვთ ექიმის კონკრეტული დანიშნულება. მკურნალობის შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ სამედიცინო კონსულტაცია ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის თქვენი თერაპიით გამოწვეული პოტენციური გვერდითი მოვლენების რისკის შესახებ და რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი როგორც ბენტეროთი მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის დროს. თუ ორსულობა გამოვლინდება ბენტეროთი მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და გაიაროთ გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენტერო არ უნდა დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს. თუ ბენტეროთი მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა
მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ ბენტეროთი, ურჩევენ მოერიდონ ბავშვის ჩასახვას (მამობას) მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდგომ 6 თვემდე. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიიღოთ რჩევები სპერმის შენახვის თაობაზე მუდმივი უნაყოფობის შესაძლებლობის გამო.
თუ ხართ მამაკაცი, მერზილით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვემდე უნდა მოერიდოთ ბავშვის ჩასახვას (მამობას). არსებობს რისკი, რომ ბენტეროთი მკურნალობამ გამოიწვიოს უნაყოფობა და რეკომენდებულია მიიღოთ რჩება სპერმის კონსერვაციის შესახებ მკურნალობის დაწყებამდე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ აღგენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დაქვეითება.
როგორ გამოიყენება ბენტერო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბენტერო შეჰყავთ ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზებით, ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ შეიძლება, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) და/ან სისხლის თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება ქვემოთ მითითებულ დონემდე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ მნიშვნელობებს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ბენტერო 100 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 4 კვირის შემდეგ 6-ჯერ
არაჰოჯკინის ლიმფომები
ბენტერო 120 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 3 კვირის შემდეგ 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
ბენტერო 120-150 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
პრედნიზონი 60 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით) ი.ვ. ან პერორალურად.
1-4
დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 4 კვირის შემდეგ 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და/ან თრომბოციტების მნიშვნელობები შემცირდება განსაზღვრულ დონემდე. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების მნიშვნელობის მომატების შემდეგ.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თქვენი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება (ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის შემთხვევაში 30%-ით). თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.
როგორ ხდება მისი შეყვანა
ბენტეროთი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმების მიერ, რომლებსაც გამოცდილება აქვთ სიმსივნის თერაპიაში. თქვენი ექიმი მოგცემთ ბენტეროს ზუსტ დოზას და გამოიყენებს აუცილებელ ზომებს.
თქვენი მკურნალო ექიმი დაიწყებს საინფუზიო ხსნარის შეყვანას, დანიშნულების მიხედვით მომზადების შემდეგ. ხსნარი შეჰყავთ ვენაში ხანმოკლე ინფუზიის სახით 30-60 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენტეროთი მკურნალობისას არ არის განსაზღვრული ზოგადი წესი ვადებთან დაკავშირებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და მკურნალობის მიმართ პასუხზე.
თუ თქვენ გაწუხებთ ან გაქვთ რაიმე შეკითხვა ბენტეროთი მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ დაგავიწყდათ ბენტეროს გამოყენება
თუ მოხდა ბენტეროს დოზის გამოტოვება, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეინარჩუნებს დოზის ნორმალურ გრაფიკს.
თუ შეწყვეტთ ბენტეროს გამოყენებას
ექიმი, რომელიც გმკურნალობთ, გადაწყვეტს, შეწყვიტოს მკურნალობა თუ გადავიდეს სხვა პრეპარატზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ბენტერო
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ბენტერო და რისთვის გამოიყენება
ბენტერო არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიკური პრეპარატი). ბენტერო გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში კიბოს შემდეგი ფორმების სამკურნალოდ:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია იმ შემთხვევებში, როდესაც ფლუდარაბინის კომბინირებული ქიმიოთერაპია არ არის თქვენთვის მიზანშეწონილი.
არაჰოჯკინის ლიმფომები, რომლის დროსაც არ გქონდათ, ან მხოლოდ მცირე ხნით გქონდათ პასუხი რიტუქსიმაბით წინა მკურნალობაზე.
მრავლობითი მიელომა იმ შემთხვევაში, თუ თალიდომიდის ან ბორტეზომიბის შემცველი თერაპია არ არის თქვენთვის მიზანშეწონილი.
რა უნდა იცოდეთ ბენტეროს გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
ბენტეროს 30 წუთიანი ინფუზიის გამოყენების შემდეგ 3 კვირაში ერთხელ, მაქსიმალური ტოლერანტული დოზა (MTD) იყო 280 მგ/მ2. აღინიშნა CTC-ის მე-2 ხარისხის გულისმიერი მოვლენები, რომლებიც თავსებადი იყო ეკგ-ის იშემიურ ცვლილებებთან, რომლებიც შეფასდა როგორც დოზის შემზღუდველი ფაქტორი.
შემდგომ კვლევაში ბენტეროს 30 წუთიანი ინფუზიით 1-ლ და მე-2 დღეებში ყოველ 3 კვირაში, MTD შეადგენდა 180 მგ/მ2-ს. დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა იყო მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენია. გულის ტოქსიკურობა არ იყო დოზის შემზღუდველი ამ გრაფიკით.
დამხმარე ზომები
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ტრანსფუზია (თრომბოციტები, კონცენტრირებული ერითროციტები) შეიძლება განხორციელდეს ან ჰემატოლოგიური ზრდის ფაქტორები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ეფექტური დამხმარე ზომები ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების გასაკონტროლებლად.
ბენტერო და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გამოიდევნება დიალიზით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტურ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს.
სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, მესამეული ბუტილის სპირტი, საინექციო წყალი.
ბენტეროს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
100 მგ-სთვის: შუშის ფლაკონები: 1x20 მლ ფლაკონის შეფუთვა (20 მმ-იანი ქარვისფერი შუშის ფლაკონი, 20 მმ-იანი რეზინის საცობი 20 მმ-იანი მოსახსნელი დამლუქავით).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),
7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები),
Sanath Nagar (სანათ ნაგარი), ჰაიდერაბადი-500 082,
ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი
ტელ: +91-40-23704923/24/25
ფაქსი: +91-40-23704926.
ელ.ფოსტა: [email protected]
თარიღი: 16.07.2026
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიკური საშუალებები, მაალკილირებელი საშუალებები, ათქ კოდი: L01AA09
ბენტერო არის მაალკილირებელი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება უნიკალური აქტივობით. ბენტეროს ანტინეოპლასტიკური და ციტოციდური ეფექტი არსებითად ეფუძნება დნმ-ის ერთ და ორჯაჭვიან ჯვარედინ შეკავშირებას ალკილაციით. შედეგად, დნმ-ის მატრიცის ფუნქციები და დნმ-ის სინთეზი და რეპარაცია დარღვეულია. ბენტეროს ანტისიმსივნური ეფექტის დემონსტრირება მოხდა რამდენიმე in vitro კვლევაში ადამიანის სიმსივნური უჯრედების სხვადასხვა ხაზებში (ძუძუს კიბო, არაწვრილუჯრედოვანი და წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო, საკვერცხის კარცინომა და სხვადასხვა ლეიკემია) და in vivo სიმსივნის სხვადასხვა ექსპერიმენტულ მოდელებში თაგვის, ვირთაგვისა და ადამიანური წარმოშობის სიმსივნის გამოყენებით (მელანომა, ძუძუს კიბო, სარკომა, ლიმფომა, ლეიკემია და წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო).
ბენტერომ აჩვენა აქტივობის პროფილი ადამიანის სიმსივნური უჯრედების ხაზებში, რომელიც განსხვავდებოდა სხვა მაალკილირებელი საშუალებების აქტივობის პროფილისგან. მოქმედმა ნივთიერებამ არ აჩვენა ან აჩვენა ძალიან დაბალი ჯვარედინი რეზისტენტობა ადამიანის სიმსივნური უჯრედების ხაზებში განსხვავებული რეზისტენტობის მექანიზმებით, ნაწილობრივ მაინც, დნმ-თან შედარებით მდგრადი ურთიერთქმედების გამო. გარდა ამისა, კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ არ არსებობს ბენდამუსტინის სრული ჯვარედინი რეზისტენტობა ანტრაციკლინებთან, მაალკილირებელ საშუალებებთან ან რიტუქსიმაბთან. თუმცა, შეფასებული პაციენტების რაოდენობა მცირეა.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს გამოყენების ჩვენება გამყარებულია ერთი ღია ეტიკეტის კვლევით, რომელიც ადარებდა ბენდამუსტინს ქლორამბუცილთან. პროსპექტიულ, მულტი-ცენტრულ, რანდომიზებულ კვლევაში ჩართული იყო ადრე არანამკურნალევი 319 პაციენტი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით ბინეტის B ან C სტადიით, რომლებიც საჭიროებდნენ თერაპიას. პირველი ხაზის თერაპია ბენტეროს 100 მგ/მ² ი.ვ. 1-ლ და მე-2 დღეებში (BEN) შედარებული იყო ქლორამბუცილით 0.8 მგ/კგ მკურნალობასთან 1-ლ და მე-15 დღეს (CLB) 6 ციკლის გამოყენებით ორივე ჯგუფში. პაციენტები იღებდნენ ალოპურინოლს სიმსივნური ლიზისის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.
BEN-ის მიმღებ პაციენტებს ჰქონდათ მნიშვნელოვნად უფრო გრძელი მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენა, ვიდრე CLB-ის მიმღებ პაციენტებს (21.5 8.3-თვესთან შედარებით, p <0.0001 უკანასკნელ დაკვირვებაში). საერთო გადარჩენა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავებული (მედიანა არ იყო მიღწეული). რემისიის საშუალო ხანგრძლივობაა 19 თვე BEN-ით მკურნალობისას და 6 თვე CLB-ით მკურნალობისას (p <0.0001). უსაფრთხოების შეფასებამ არც ერთ სამკურნალო ჯგუფში არ გამოავლინა რაიმე მოულოდნელი ტიპის და სიხშირის გვერდითი მოვლენები. BEN-ის დოზა შემცირდა პაციენტების 34%-ში. BEN-ით მკურნალობა შეწყდა პაციენტთა 3.9%-ში ალერგიული რეაქციების გამო.
ინდოლენტური ტიპის არაჰოჯკინის ლიმფომა
ინდოლენტური ტიპის არაჰოჯკინის ლიმფომების ჩვენება ეყრდნობოდა ორ უკონტროლო II ფაზის კვლევას.
ცენტრალურ პროსპექტიულ, მულტიცენტრულ, ღია კვლევაში 100 პაციენტი ინდოლენტური ტიპის B-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ რიტუქსიმაბის მონო- ან კომბინირებული თერაპიის მიმართ, მკურნალობდნენ BEN-ის მონოთერაპიით. პაციენტებმა საშუალოდ მიიღეს 3 წინა ქიმიოთერაპიის ან ბიოლოგიური თერაპიის კურსი. რიტუქსიმაბის შემცველი წინა კურსების საშუალო რაოდენობა იყო 2. პაციენტებს არ ჰქონდათ პასუხი ან პროგრესი რიტუქსიმაბით მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში. BEN-ის დოზა იყო 120 მგ/მ² ი.ვ. 1-ლ და მე-2 დღეებში, მინიმუმ დაგეგმილი 6 ციკლით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო პასუხზე (დაგეგმილი 6 ციკლი). პასუხების საერთო მაჩვენებელი იყო 75%, მათ შორის 17% სრული (CR და CRu), ხოლო 58%-ს ჰქონდა ნაწილობრივი რეაგირება, რომელიც შეფასდა დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის მიერ. რემისიის საშუალო ხანგრძლივობა იყო 40 კვირა. BEN ზოგადად ხასიათდებოდა კარგი ტოლერანტობით ამ დოზით და ამ სქემით მღებისას.
ჩვენებას ამყარებს კიდევ ერთი პროსპექტიული, მულტიცენტრული, ღია კვლევა, რომელშიც 77 პაციენტი მონაწილეობდა. პაციენტების პოპულაცია იყო უფრო ჰეტეროგენული, მათ შორის: ინდოლენტური ტიპის ან ტრანსფორმირებული B- უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ რიტუქსიმაბის მონო- ან კომბინირებული თერაპიის მიმართ. პაციენტებს არ ჰქონდათ პასუხი ან პროგრესი 6 თვის განმავლობაში ან ჰქონდათ არასასურველი რეაქცია რიტუქსიმაბით წინა მკურნალობაზე. პაციენტებმა მიიღეს საშუალოდ 3 წინა ქიმიოთერაპიის ან ბიოლოგიური თერაპიის კურსი. წინა რიტუქსიმაბის შემცველი კურსების საშუალო რაოდენობა იყო 2. პასუხების საერთო მაჩვენებელი იყო 76%, პასუხების საშუალო ხანგრძლივობით 5 თვე (29 [95% CI 22.1, 43.1] კვირა).
მრავლობითი მიელომა
პროსპექტიულ, მულტიცენტრულ, რანდომიზირებულ, ღია კვლევაში ჩართული იყო 131 პაციენტი შორს წასული მრავლობითი მიელომით (დიური-სალმონის II სტადია პროგრესირებით ან III სტადია). პირველი ხაზის თერაპია ბენტეროს და პრედნიზონის (BP) კომბინაციით შედარებული იყო მელფალანის და პრედნიზონის (MP) თერაპიასთან. კვლევაში ჩართვისთვის არც ტრანსპლანტაციისთვის ვარგისიანობას და არც კონკრეტული თანმხლები დაავადებების არსებობას არ უთამაშია როლი. დოზა იყო შემდეგი: ბენტერო 150 მგ/მ² ი.ვ. 1-ლ და მე-2 დღეებში ან მელფალანი 15 მგ/მ² ი.ვ. 1-ლ დღეს, თითოეული პრედნიზონთან კომბინაციაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო პასუხზე და საშუალოდ იყო 6.8 ციკლი BP-ის ჯგუფში და 8.7 ციკლი MP-ის ჯგუფში.
პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ BP-ით, ჰქონდათ უფრო გრძელი მედიანური პროგრესირების გარეშე გადარჩენა, ვიდრე პაციენტებს MP-ის ჯგუფში (15 [95% CI 12-21] 12 თვესთან შედარებით [95% CI 10-14]) (p=0.0566). მკურნალობის წარუმატებლობის მედიანური დრო იყო 14 თვე BP-ით და 9 თვე MP-ით მკურნალობის დროს. რემისიის ხანგრძლივობა იყო 18 თვე BP–ით და 12 თვე MP–ით მკურნალობის დროს. საერთო გადარჩენის მაჩვენებელი არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული (35 თვე BP-ის შემთხვევაში და 33 თვე MP-ის შემთხვევაში). ტოლერანტობა ორივე სამკურნალო ჯგუფში შეესაბამებოდა შესაბამისი სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, BP-ის ჯგუფში დოზის მნიშვნელოვნი შემცირებით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
განაწილება
ნახევარგამოყოფის პერიოდი t 1/2ß 30 წუთიანი 120 მგ/მ2 ფართობზე გადაანგარიშებით ი.ვ. ინფუზიის შემდეგ, 12 სუბიექტში იყო 28.2 წუთი.
30 წუთის შემდეგ ი.ვ. ინფუზიის განაწილების ცენტრალური მოცულობა იყო 19.3 ლ. წონასწორული მდგომარეობის პირობებში, ი.ვ. ბოლუსური ინექციის შემდეგ განაწილების მოცულობა იყო 15.8-20.5 ლ.
ნივთიერების 95%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმურ ცილებს (ძირითადად ალბუმინს).
ბიოგარდაქმნა
ბენდამუსტინის კლირენსის ძირითადი გზა არის ჰიდროლიზი მონოჰიდროქსი- და დიჰიდროქსი-ბენდამუსტინამდე. N-დესმეთილ-ბენდამუსტინის და გამა-ჰიდროქსი-ბენდამუსტინის ფორმირება ღვიძლის მეტაბოლიზმით მოიცავს ციტოქრომ P450-ის (CYP) 1A2 იზოფერმენტს. ბენდამუსტინის მეტაბოლიზმის კიდევ ერთი ძირითადი გზაა გლუტათიონთან კონიუგაცია.
In-vitro ბენდამუსტინი არ აინჰიბირებს CYP 1A4-ს, CYP 2C9/10-ს, CYP 2D6-ს, CYP 2E1-ს ან CYP 3A4-ს.
გამოყოფა
საშუალო საერთო კლირენსი 30 წუთიანი 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე გადაანგარიშებით ი.ვ. ინფუზიის შემდეგ, 12 სუბიექტში იყო 639.4 მლ/წთ. შეყვანილი დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდში 24 საათის განმავლობაში. შარდში გამოყოფილი რაოდენობა იყო შემდეგი თანმიმდევრობით: მონოჰიდროქსი-ბენდამუსტინი>ბენდამუსტინი>დიჰიდროქსი-ბენდამუსტინი>დაჟანგული მეტაბოლიტი>N-დესმეთილ ბენდამუსტინი. ნაღველში, ძირითადად გამოიყოფა პოლარული მეტაბოლიტები.
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის 30-70%-იანი სიმსივნური ინვაზიით და ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (შრატისმიერი ბილირუბინი < 1.2 მგ/დლ) ფარმაკოკინეტიკური ქცევა არ შეცვლილა. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით Cmax-თან, tmax-თან, AUC-თან, t1/2ß-თან, განაწილების მოცულობასა და კლირენსთან მიმართებაში. AUC და ბენდამუსტინის მთლიანი სხეულისმიერი კლირენსი საპირისპირო კორელაციაშია შრატისმიერ ბილირუბინთან.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით > 10 მლ/წთ, მათ შორის დიალიზ-დამოკიდებულ პაციენტებში, არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავება ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, Cmax-თან, tmax-თან, AUC-თან, t1/2ß-თან, განაწილების მოცულობასა და კლირენსთან მიმართებაში.
ხანდაზმული სუბიექტები
84 წლამდე ასაკის სუბიექტები ჩართული იყვნენ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში. უფრო მაღალი ასაკი არ ახდენდა გავლენას ბენდამუსტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ აღინიშნა ცხოველებში იმ დოზების გამოყენებისას, რომელიც იყო კლინიკური ექსპოზიციის დონის მსგავსი და კლინიკურ გამოყენებასთან შესაძლო შესაბამისობით, იყო შემდეგი:
ჰისტოლოგიურმა გამოკვლევებმა ძაღლებში აჩვენა ლორწოვანი გარსის მაკროსკოპული ხილული ჰიპერემია და ჰემორაგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მიკროსკოპულმა გამოკვლევებმა აჩვენა ლიმფური ქსოვილის ფართო ცვლილებები, რაც მიუთითებს იმუნოსუპრესიაზე და თირკმელებისა და სათესლე ჯირკვლის მილაკოვან ცვლილებებზე, აგრეთვე პროსტატის ეპითელიუმის ატროფიულ, ნეკროზულ ცვლილებებზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბენდამუსტინი არის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული.
ბენდამუსტინი იწვევს ქრომოსომების აბერაციებს და არის მუტაგენური in vivo და in vitro. მდედრ თაგვებზე გრძელვადიან კვლევებში ბენდამუსტინი არის კანცეროგენული.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მანიტოლი, მესამეული ბუტილის სპირტი, საინექციო წყალი.
- 2 შეუთავსებლობა
არ გამოიყენება
- 3 ვარგისობის ვადა
2 წელი.
ფხვნილი უნდა გაიხსნას ფლაკონის გახსნისთანავე.
გახსნილი კონცენტრატი დაუყოვნებლივ უნდა განზავდეს 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
საინფუზიო ხსნარი
გახსნისა და განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 90 წუთის განმავლობაში 25°C-ზე და 18 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე პოლიეთილენის პაკეტებში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებლის.
- 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- 5 შეფუთვის ტიპი და შემცველობა
100 მგ-სთვის: შუშის ფლაკონები: 1x20 მლ ფლაკონის შეფუთვა (20 მმ-იანი ქარვისფერი შუშის ფლაკონი, 20 მმ-იანი რეზინის საცობი 20 მმ-იანი მოსახსნელი დამლუქავით).
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა სახის გამოყენებისას
ბენდამუსტინის გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული ინჰალაცია, კანთან კონტაქტი ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტი (ატარეთ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი). სხეულის დაბინძურებული ნაწილები გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ წყლით და საპნით, თვალი უნდა ამოიბანოთ ფიზიოლოგიური მარილხსნარით. თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია სპეციალურ უსაფრთხო სამუშაო სკამებზე (ლამინარული ნაკადი) მუშაობა სითხე-გაუმტარი, შთამნთქმელი ერთჯერადი ფოლგით. ორსული პერსონალი არ უნდა დაიშვას ციტოსტატიკურ ნივთიერებებთან სამუშაოდ.
ფხვნილი კონცენტრატისთვის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა გაიხსნას საინექციო წყლით, განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%-იანი) საინექციო ხსნარით და შემდეგ მოხდეს მისი შეყვანა ინტრავენური ინფუზიით. გამოყენებული უნდა იქნას ასეპტიკური ტექნიკა.
- გახსნა (განზავება)
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებელი ბენტერო 2.5 მგ/მლ ფხვნილის თითოეული ფლაკონი, რომელიც შეიცავს 25 მგ ბენტეროს, უნდა გაიხსნას/განზავდეს შენჯღრევით 10 მლ საინექციო წყალში.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებელი ბენტერო 2.5 მგ/მლ ფხვნილის თითოეული ფლაკონი, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენტეროს, უნდა გაიხსნას/განზავდეს შენჯღრევით 40 მლ საინექციო წყალში.
გახსნილი/განზავებული კონცენტრატი შეიცავს 2.5 მგ ბენტეროს 1 მლ-ში და არის სუფთა/გამჭირვალე, უფერო ხსნარი.
- განზავება
სუფთა/გამჭირვალე ხსნარის მიღებისთანავე (ჩვეულებრივ 5-10 წუთის შემდეგ), დაუყოვნებლივ განაზავეთ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებელი ბენტეროს 2.5 მგ/მლ ფხვნილის მთლიანი რეკომენდებული დოზა 0.9%-იანი NaCl-ის ხსნარით, რათა მიიღოთ საბოლოო მოცულობა დაახლოებით 500 მლ.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებელი ბენტეროს 2.5 მგ/მლ ფხვნილი უნდა განზავდეს 0.9%-იანი NaCl-ის ხსნარით და არა სხვა რომელიმე საინექციო ხსნარით.
- შეყვანა
ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიით 30-60 წუთის განმავლობაში.
ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),
7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები),
Sanath Nagar (სანათ ნაგარი), ჰაიდერაბადი-500 082,
ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი
ტელ: +91-40-23704923/24/25
ფაქსი: +91-40-23704926.
ელ.ფოსტა: [email protected].
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ები)
არ გამოიყენება
- პირველი ლიცენზიის გაცემის/ლიცენზიის განახლების თარიღი
28/06/2023
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი
ბენტერო
(საინექციო ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 100 მგ)
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული გახდება, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ბენტერო და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ბენტეროს გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება ბენტერო
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ბენტერო
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ბენტერო და რისთვის გამოიყენება
ბენტერო არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიკური პრეპარატი). ბენტერო გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში კიბოს შემდეგი ფორმების სამკურნალოდ:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია იმ შემთხვევებში, როდესაც ფლუდარაბინის კომბინირებული ქიმიოთერაპია არ არის თქვენთვის მიზანშეწონილი.
არაჰოჯკინის ლიმფომები, რომლის დროსაც არ გქონდათ, ან მხოლოდ მცირე ხნით გქონდათ პასუხი რიტუქსიმაბით წინა მკურნალობაზე.
მრავლობითი მიელომა იმ შემთხვევაში, თუ თალიდომიდის ან ბორტეზომიბის შემცველი თერაპია არ არის თქვენთვის მიზანშეწონილი.
რა უნდა იცოდეთ ბენტეროს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბენტერო
თუ გაქვთ ალერგია ბენტეროს ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს, თუ ბენტეროთი მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ძუძუთი კვების დროს);
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
თუ აღენიშნებათ კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე);
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის მძიმე დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა) და სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის სერიოზული ცვლილებები სისხლში;
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღით ადრე ჩაგიტარდათ სერიოზული
ქირურგიული ოპერაციები;
თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია);
ყვითელი ცხელების ვაქცინებთან კომბინაცია.
არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ ზემოხსენებული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, ბენტეროს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბენტეროს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების ჩანაცვლების უნარის დაქვეითების შემთხვევაში. თქვენ უნდა შეიმოწმოთ სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა ბენტეროთი მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის ყოველი მომდევნო კურსის წინ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალებში.
ინფექციების შემთხვევაში. თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, მათ შორის ცხელება ან სიმპტომები ფილტვების მხრივ.
ბენტეროთი მკურნალობის დროს კანისმიერი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში. კანისმიერი რეაქციების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს.
მტკივნეული წითელი ან მეწამული გამონაყარის შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკების და/ან სხვა დაზიანებების შემთხვევაში, რომლებიც ვლინდება ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუ და ტუჩები), განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.
გულის არსებული დაავადების შემთხვევაში (მაგ. გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რითმის მძიმე დარღვევა).
თუ შეამჩნევთ რაიმე ტკივილს გვერდში, შარდში სისხლს ან შარდის შემცირებულ რაოდენობას. როდესაც თქვენი დაავადება ძალიან მძიმეა, თქვენმა სხეულმა შეიძლება ვერ გაასუფთავოს ყველა ნარჩენი პროდუქტი კიბოს მომაკვდავი უჯრედებისგან. ამას სიმსივნური ლიზისის სინდრომს უწოდებენ და შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და პრობლემები გულის მხრივ ბენტეროს პირველი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. თქვენი ექიმი გააკონტროლებს სათანადო ჰიდრატაციას და დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტებს, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად.
მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების დროს. ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიის მიმართ რეაქციებს თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბენტერო
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს.
თუ ბენტერო გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნას, შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ძვლის ტვინზე.
თუ ბენტერო გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ცვლის თქვენს იმუნურ პასუხს, ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ცოცხალი ვირუსის ვაქცინაციის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდის ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ვაქცინაცია).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
ორსულობა
ბენტეროს შეუძლია გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და გამოიწვია მანკები ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბენტერო ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაქვთ ექიმის კონკრეტული დანიშნულება. მკურნალობის შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ სამედიცინო კონსულტაცია ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის თქვენი თერაპიით გამოწვეული პოტენციური გვერდითი მოვლენების რისკის შესახებ და რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი როგორც ბენტეროთი მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის დროს. თუ ორსულობა გამოვლინდება ბენტეროთი მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და გაიაროთ გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენტერო არ უნდა დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს. თუ ბენტეროთი მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა
მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ ბენტეროთი, ურჩევენ მოერიდონ ბავშვის ჩასახვას (მამობას) მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდგომ 6 თვემდე. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიიღოთ რჩევები სპერმის შენახვის თაობაზე მუდმივი უნაყოფობის შესაძლებლობის გამო.
თუ ხართ მამაკაცი, მერზილით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვემდე უნდა მოერიდოთ ბავშვის ჩასახვას (მამობას). არსებობს რისკი, რომ ბენტეროთი მკურნალობამ გამოიწვიოს უნაყოფობა და რეკომენდებულია მიიღოთ რჩება სპერმის კონსერვაციის შესახებ მკურნალობის დაწყებამდე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება ან არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ აღგენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დაქვეითება.
როგორ გამოიყენება ბენტერო
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბენტერო შეჰყავთ ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზებით, ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ შეიძლება, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) და/ან სისხლის თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება ქვემოთ მითითებულ დონემდე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ მნიშვნელობებს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ბენტერო 100 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 4 კვირის შემდეგ 6-ჯერ
არაჰოჯკინის ლიმფომები
ბენტერო 120 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 3 კვირის შემდეგ 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
ბენტერო 120-150 მგ თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით)
1+2 დღეებში
პრედნიზონი 60 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე გადაანგარიშებით (სიმაღლისა და წონის მიხედვით) ი.ვ. ან პერორალურად.
1-4
დღეებში
ციკლი უნდა განმეორდეს 4 კვირის შემდეგ 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და/ან თრომბოციტების მნიშვნელობები შემცირდება განსაზღვრულ დონემდე. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების მნიშვნელობის მომატების შემდეგ.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თქვენი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება (ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის შემთხვევაში 30%-ით). თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.
როგორ ხდება მისი შეყვანა
ბენტეროთი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმების მიერ, რომლებსაც გამოცდილება აქვთ სიმსივნის თერაპიაში. თქვენი ექიმი მოგცემთ ბენტეროს ზუსტ დოზას და გამოიყენებს აუცილებელ ზომებს.
თქვენი მკურნალო ექიმი დაიწყებს საინფუზიო ხსნარის შეყვანას, დანიშნულების მიხედვით მომზადების შემდეგ. ხსნარი შეჰყავთ ვენაში ხანმოკლე ინფუზიის სახით 30-60 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენტეროთი მკურნალობისას არ არის განსაზღვრული ზოგადი წესი ვადებთან დაკავშირებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და მკურნალობის მიმართ პასუხზე.
თუ თქვენ გაწუხებთ ან გაქვთ რაიმე შეკითხვა ბენტეროთი მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ დაგავიწყდათ ბენტეროს გამოყენება
თუ მოხდა ბენტეროს დოზის გამოტოვება, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეინარჩუნებს დოზის ნორმალურ გრაფიკს.
თუ შეწყვეტთ ბენტეროს გამოყენებას
ექიმი, რომელიც გმკურნალობთ, გადაწყვეტს, შეწყვიტოს მკურნალობა თუ გადავიდეს სხვა პრეპარატზე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ექიმის მიერ ჩატარებული ტესტების შემდეგ.
ძალიან ხშირი
აღენიშნება 1-ზე მეტ მომხმარებელს 10-დან
ხშირი
აღენიშნება 1-დან 10-მდე მომხმარებელს 100-დან
არახშირი
აღენიშნება 1-დან 10-მდე მომხმარებელს 1000-დან
იშვიათი
აღენიშნება 1-დან 10-მდე მომხმარებელს 10000-დან
ძალიან იშვიათი
აღენიშნება 1-ზე ნაკლებ მომხმარებელს 10000-დან
უცნობი
სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ქსოვილის დაშლა (ნეკროზი), ქსოვილში სისხლძარღვების გარეთ (ექსტრავასკულარული) ბენტეროს გაჟონვის შემდეგ. წვის შეგრძნება საინფუზიო ნემსის შეყვანის ადგილას, შეიძლება იყოს სისხლძარღვების გარეთ გაჟონვის ნიშანი. შედეგად შეიძლება მივიღოთ ტკივილი და ცუდად შეხორცებული კანისმიერი დეფექტები.
ბენტეროს დოზის შემზღუდველი გვერდითი მოვლენები არის ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას მკურნალობის შემდეგ. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის, ანემიის ან სისხლდენის გაზრდილი რისკი.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (დაავადებასთან მებრძოლი უჯრედები თქვენს სისხლში);
სისხლის წითელი პიგმენტის შემცირება (ჰემოგლობინი: სისხლის წითელი უჯრედების ცილა, რომელიც ატარებს ჟანგბადს მთელ ორგანიზმში);
თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (უფერო სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას);
ინფექციები;
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა);
ღებინება;
ლორწოვანის ანთება;
თავის ტკივილი;
სისხლში კრეატინინის დონის მომატება (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება თქვენი კუნთის მიერ);
სისხლში შარდოვანას (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი) მომატებული დონე;
ცხელება;
დაღლილობა.
ხშირი გვერდითი მოვლენები
სისხლდენა (ჰემორაგია);
დარღვეული მეტაბოლიზმი გამოწვეული მომაკვდავი კიბოს უჯრედებით, გამოიყოფა რა მათი შიგთავსი სისხლის მიმოქცევაში;
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სისუსტე ან ქოშინი (ანემია);
ნეიტროფილების დაბალი რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო ტიპი, რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად);
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის ალერგიული ანთება (დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია);
ღვიძლისმიერი ფერმენტების ასტ/ალტ მომატება (რაც შეიძლება მიუთითებდეს ანთებაზე ან დაზიანებაზე ღვიძლის უჯრედებში);
ფერმენტის ტუტე ფოსფატაზას მომატება (ფერმენტი, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება ღვიძლში და ძვლებში);
ნაღვლის პიგმენტის მომატება (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის დროს);
სისხლში კალიუმის დაბალი დონე (ნუტრიენტი, რომელიც აუცილებელია ნერვული და კუნთოვანი უჯრედების ფუნქციონირებისთვის, მათ შორის თქვენს გულში არსებულის);
გულის ფუნქციის დარღვევა (დისფუნქცია);
გულის რითმის დარღვევა (არითმია);
დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია);
ფილტვების ფუნქციის დარღვევა;
დიარეა;
ყაბზობა;
პირის ტკივილი (სტომატიტი);
მადის დაკარგვა;
თმის ცვენა;
კანისმიერი ცვლილებები;
მენსტრუაციის გაცდენა (ამენორეა);
ტკივილი;
უძილობა;
შემცივნება;
დეჰიდრატაცია;
თავბრუსხვევა;
გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
არახშირი გვერდითი მოვლენები
სითხის დაგროვება გულის პერანგში (სითხის გადაქცევა პერიკარდიულ სივრცეში);
ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების არაეფექტური გამომუშავება (ძვლების შიგნით ფოროვანი მასალა, სადაც წარმოიქმნება სისხლის უჯრედები);
მწვავე ლეიკემია;
გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი);
გულის უკმარისობა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
სისხლის ინფექცია (სეფსისი);
მძიმე ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შეიძლება თავი შეუძლოდ გაგრძნობინოთ ან გამოვლინდეს სისხლის ანალიზში;
ანაფილაქსიური რეაქციების მსგავსი ნიშნები (ანაფილაქტოიდური რეაქციები);
ძილიანობა;
ხმის დაკარგვა (აფონია);
სისხლის მიმოქცევის მწვავე კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ძირითადად გულის წარმოშობის, ქსოვილებში ჟანგბადის და სხვა საკვები ნივთიერებების მიწოდების დარღვევით და ტოქსინების მოცილებით);
კანის სიწითლე (ერითემა);
კანის ანთება (დერმატიტი);
ქავილი (პრურიტუსი);
კანისმიერი გამონაყარი (მაკულარული ეგზანთემა);
გადაჭარბებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია);
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა;
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება ზოგჯერ კანისმიერი რეაქციებით ან გამონაყარით (ანაფილაქსიური შოკი);
გემოვნების შეგრძნების დარღვევა;
მგრძნობელობის შეცვლა (პარესთეზია);
სისუსტე და ტკივილი კიდურები (პერიფერიული ნეიროპათია);
სერიოზული მდგომარეობა, რომელიც იწვევს ნერვულ სისტემაში სპეციფიკური რეცეპტორის ბლოკირებას;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ;
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია);
თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი);
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია);
ვენების ანთება (ფლებიტი);
ფილტვებში ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ფიბროზი);
ღრძილების ანთება სისხლდენით (ჰემორაგიული ეზოფაგიტი);
სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
უნაყოფობა;
მულტიორგანული უკმარისობა.
უცნობი გვერდითი მოვლენები
ღვიძლის უკმარისობა;
თირკმლის უკმარისობა;
არარეგულარული და ხშირად სწრაფი გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია);
მტკივნეული წითელი ან მეწამული გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები, რომლებიც ვლინდება ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუ და ტუჩები), განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება.
წამლისმიერი გამონაყარი რიტუქსიმაბთან კომბინირებული თერაპიისას;
პნევმონიტი;
ფილტვებიდან სისხლდენა;
მომატებული შარდვა, მათ შორის ღამე და ძლიერი წყურვილი, სითხის მიღების შემდეგაც კი (ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი).
მიღებულია შეტყობინებები სიმსივნეების შესახებ (მიელოდისპლასტიკური სინდრომი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML), ბრონქული კარცინომა) ბენტეროთი მკურნალობის შემდეგ. ბენტეროსთან აშკარა კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.
როგორ ინახება ბენტერო
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი აღნიშნავს წელს. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ კონტეინერი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
შენიშვნა გახსნის ან ხსნარის მომზადების შემდეგ ვარგისობის ვადის შესახებ
გახსნისა და განზავების შემდეგ, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 90 წუთის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და 18 საათის განმავლობაში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე პოლიეთილენის პარკებში.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ იქნა გამოიყენებული, გამოყენების პერიოდში შენახვის ვადა და მდგომარეობა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბენტერო
მოქმედი ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტურ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს.
სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, მესამეული ბუტილის სპირტი, საინექციო წყალი.
ბენტეროს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
100 მგ-სთვის: შუშის ფლაკონები: 1x20 მლ ფლაკონის შეფუთვა (20 მმ-იანი ქარვისფერი შუშის ფლაკონი, 20 მმ-იანი რეზინის საცობი 20 მმ-იანი მოსახსნელი დამლუქავით).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),
7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები),
Sanath Nagar (სანათ ნაგარი), ჰაიდერაბადი-500 082,
ანდჰრა-პრადეში, ინდოეთი
ტელ: +91-40-23704923/24/25
ფაქსი: +91-40-23704926.
ელ.ფოსტა: [email protected]
თარიღი: 16.07.2026
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




